Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘დარჩი სახლში’

პაატა იმნაძე – დარჩით სახლში, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს

Posted by iberiana on აპრილი 16, 2020

“დარჩით სახლში! თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს!”

“თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში!”

“თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით!”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე

“ნახტომისებური მატება იმიტომ იყო, რომ სახლში არ ვრჩებით; იმიტომ, რომ ვიღაც რომ გადის ოჯახიდან და ბრუნდება, არ ერიდება იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც სახლში უნდა იყვნენ, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მისივე თქმით, საჭირო თუ გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს. დღეს ვნახე, მანქანები როგორც გადიოდა ქალაქიდან. მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. მაგრამ სუფრის მოწყობა, 5-6 კაცი რომ იქნება, შეიძლება ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. გამიგეთ ეს სწორად. მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ ყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია, ჩვენი ეკლესია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმ მოქალაქეების საპასუხოდ, რომლებიც ქუჩაში მცირე ხნით, სასეირნოდ გადიან, იმნაძემ აღნიშნა: „რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში დაემართათ, მერე ვეღარ ისეირნებენ“.

იმნაძის თქმით, ქართველი მედიკოსები იმიტომ აჩერებენ ეპიდსიტუაციას, რომ „ყველას მისდევენ ბოლომდე“.

„თქვენგან მეტი არაფერი გვინდა ჩვენ, დარჩით სახლში. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, თქვენგან მეტი არაფერი არ გვინდა, დარჩით სახლში, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტესტების შესახებ დასმული კითხვის პასუხად კი, იმნაძემ განაცხადა: „რა დროს ტესტია, ხალხო, რა დროს ალგორითმია. გადახედეთ მონაცემებს, გადახედეთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება, სადამდე მოვიყვანეთ ეს ქვეყანა ამ ტესტირებებით, რომ ვართ მშვიდად დღეს. 300 შემთხვევაა ქვეყანაში 5 500 კაცია ტესტირებული, მიზნობრივი ტესტირება მიდის, ეს არის მთავარი, თორემ ის კი არა, დადგე და ტყუილად ადამიანების რესურსი დახარჯო, ტესტებიც დახარჯო, ვინც საჭიროა და არ არის საჭირო ტესტო. იტესტება, ვინც საჭიროა, რომ გაიტესტოს. ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ადამიანების საქმე არის დარჩნენ სახლში და ეგ არის მაგათი მოვალეობა. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ვინ გავტესტოთ და როგორ გავტესტოთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

1tv.ge

 

Posted in 2020, ვიდეო, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , , | Leave a Comment »

“დარჩით სახლში!” და ისწავლეთ ალგებრა-გეომეტრია მარტივად

Posted by iberiana on აპრილი 12, 2020

algebra“დარჩით სახლში!” და ისწავლეთ ალგებრა-გეომეტრია მარტივად

სააღდგომო საჩუქარი მოზარდებს

ავტორთა ჯგუფმა – მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა, რომელთა ძირითადი ბირთვი შედგება თსუ-ს “კიბერნეტიკა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის” 1978 წელს კურსდამთავრებულებისაგან,  მოვამზადეთ მათემატიკის ელექტრონული გაკვეთილები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული პროგრამისა და სახელმძღვანელოების მიხედვით.

ჩვენი მიზანი იყო მთელი მასალა გამარტივებული და გასაგები ენით დაწერილი მიგვეწოდებინა საქართველოში მცხოვრები და ქვეყნიდან გასული ქართველი მოზარდებისთვის, მშობლიურ ენაზე.

ყველა გაკვეთილს თან ახლავს 20 – 20 ტესტი, რომელიც ძალიან მარტივად პასუხობს ამ მასალის გარშემო დასმულ ყველა კითხვას. თავდაპირველად ვდებთ მერვე-მეცხრე კლასის მასალას – ალგებრას და გეომეტრიას ცალ-ცალკე ქართულ ენაზე. გათვალისწინებული გვაქვს იგივე მასალის დადება ეტაპობრივად რუსულ და ინგლისურ ენებზეც, რათა გავითვალისწინოთ სხვათა ინტერესებიც. ასევე დაიდება აბიტურიენტებისათვის ონლაინ ტესტები.

სადღესასწაული დღეებთან დაკავშირებით, ჯგუფმა საჩუქარი მოუმზადა მეცხრე კლასელებს და აბიტურიენტებს – გთავაზობთ  მეცხრე კლასის გეომეტრიას სრულად.

მოზარდებო, “დარჩით სახლში” და კარგად ისწავლეთ. საქართველოს ჯანმრთელი და ნასწავლი მომავალი თაობა სჭირდება!

გილოცავთ ბზობას!

Posted in 2020, განათლება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »