Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘1991’

კონსტანტინე გამსახურდია: ამბობენ, პრეზიდენტს “პუტჩისტები” უნდა დაედუღებინაო, რა ადვილია, არა?!

Posted by iberiana on სექტემბერი 8, 2017

k. gamsakhurdiaკონსტანტინე გამსახურდია: ამბობენ, პრეზიდენტს “პუტჩისტები” უნდა დაედუღებინაო, რა ადვილია, არა?!

კიდევ ერთხელ უახლეს ისტორიაზე, იმიტომ, რომ მავანს ვერ შევაგნებინე, მავანს კი საერთოდ არ სურს გაიგოს საქმის ნამდვილი ვითარება. წერენ და ამბობენ: “პრეზიდენტი ვარდების სროლაზე ლაპარაკობდა, ჰუმანისტობდა და არ ალაგმა “პუტჩისტები”. უნდა დაედუღებინა, გაენადგურებინა, ამისთვის სრული ავტორიზება ქონდა. მოკლედ იგი პირდაპირ აგებს პასუხს.” გულშემატკივრისაგან განსხვავებით მოწინააღმდეგე ნიშნისმოგებით და ირონიით დაგვჩხავის ამ შინაარსის ტექსტს.

რა ადვილია, არა?

1. უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი ადასტურებს, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის ღამეს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საპარლამენტო დელეგაცია ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანის, ალექსანდრე ქობულაშვილის და აკაკი გასვიანის შემადგენლობით გაგზავნა მანქანების ბარიერის მეორე მხარეს სიგუასთან მოლაპარაკებაზე, მოახლოებული სისხლისზღვის შესაჩერებლად. ოპოზიციის ყველა მთავარ მოთხოვნაზე უნდა დათანხმებულიყვნენ (ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, კოალიციური მთავრობის შექმნა და ა.შ.) სიგუამ ისინი ალოდინა საათები, ბოლოს დაღლილობა მოიმიზეზა და არ შეხვდა.

2. საქართველოს უბრალოდ არ ყავდა ორგანიზებული შეიარაღებული ძალა, რომელიც პუტჩისტებს ალაგმავდა. სსრკ-ს პირობებში, თუნდაც გორბაჩოვის დროს ამ ამოცანის გადაჭრა, ანუ რეალური არმიის შექმნა უმძიმესი იყო. არადა ეროვნულ ხელისუფლებას არმიის ნამდვილი მშენებლობისთვის ხელები ახლაღა ეხსნებოდა. მოხალისე ახალგაზრდები ბევრნი მოვიდნენ მთავრობის სასახლეში 22 დეკემბერს, როგორც კი დაიწყო სროლა, მოგვეცით იარაღიო. სამწუხაროდ, არც იარაღი იყო. მეორე მხარე კი რუსული იარაღით და ინტრუქტორებით იყო მომარაგებული. მათვე ეხმარებოდათ სპეცნაზი “ღამურა”. ააფეთქებდნენ ჩვენები “ბეტეერს” და მის სანაცვლოდ 2-3 ახალი ბეტეერი და ტანკი ჩნდებოდა. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ხელმძღვანელი გაეთიშა ბრძოლას:

– გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლოთი ქობალიამ ფეხში დავიჭერი, ვერ ვიომებო.
– შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომან გვენცაძემ დუნდულში დავიჭერი, ვერაფერს გავაწყობო.
– შს მინისტრმა დილარ ხაბულიანმა “დეზოდორი” შეისხა თვალებში და გაიშოტა, ჩემზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდაო; (ეს იგივე ხაბულიანია, ნაციონალურ მოძრაობაში რომ შევიდა მოგვიანებით.)
გია უჩავა, სამთავრობო შტაბის უფროსი პუტჩისტებს ყოველდღიურად ამარაგებდა ინფოებით.
ვანო ჭელიძემ, შინაგანი ჯარების სარდალმა დაშალა ჯარი და გაიქცა;
ბესო ქუთათელაძემ ტელეანძა გადასცა პუტჩისტებს და მათ მხარეზე გადავიდა.
ნოდარ გიორგაძე, ავღანელთა კავშირის ლიდერი თავიდან პრეზიდენტს შეხვდა, მერე კი საერთოდ გაერიდა ბრძოლას თავის შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად.
– პოლკოვნიკი თენგიზ ეპიტაშვილი პირდებოდა პრეზიდენტს, ჩემი ტანკებით ცხინვალის შემოგარენიდან დავიძრებიო, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა. სულ რაღაც ორიოდე თვეში კი ეპიტაშვილი კადრებზე ჩანს, შევარდნაძეს რომ ხვდება თბილისის აეროპორტში.
– დარჩა თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი, რომლის მთელი ამოცანა შემცირდა უზენაესის ეზოში მეგაფონით სიარულზე, რათა გაეფრთხილებინა იქ მყოფნი, ერთ ადგილას ნუ შეჯგუფდებითო. აი ესაა იმდროინდელი მოვლენების უმძიმესი სურათი. მაშ ვინღა ალაგმავდა გადამტრიალებლებს?

3. თავდაცვის სამინისტროს მოსკოვის პუტჩამდე არავინ არ ჩამოგაყალიბებინებდა, ეგრევე დაგვარტყამდნენ. ის კი არა, პუტჩის დროს პრეზიდენტს მტკიცება მოუწია გეკაჩეპე-ს წარმომადგენელთან, რომ ეს გვარდია კი არის, შინაგანი ჯარია. საუბარია იმ ჩანასახოვან ნაწილზე, რომელიც კიტოვანმა რკონში წაიყვანა. გენერალი შურავლიოვი კი დაბომბვით იმუქრებოდა. როგორც კი იტყოდი აგვისტომდე, რომ გვყავს არმია და სამინისტრო, ცენტრი ომს დაიწყებდა. და გინდაც 1991 წლის აპრილში გეთქვა, რომ გყავს არმია – იგივენაირად დაგარტყამდნენ. ან ვინმეს გონია, რომ ლანდსბერგისს ყავდა არმია მაგ დროს? მაშინ რა საჭირო იყო ხალხის მორიგეობა მთავრობის სასახლესთან ვილნიუსში?

ხელისუფლებამ ისევე დააფიქსირა პუტჩი, როგორც პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელმძღანელობამ ოკუპაცია. არის ეს მსგავსება მათ შორის.

ამიტომაც არ მიიღება ეგ საყვედური თუ ბრალდება.

8.09.2017

Advertisements

Posted in 1991, 2017 | Tagged: , , | Leave a Comment »

25 წელი პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

Posted by iberiana on მაისი 26, 2016

13256356_1053713278031704_6939165622342015849_n[1]

25 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

1991 წლის 26 მაისს, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
5. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
6. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია 87%.
კომისიის თავმჯდომარე გახლდათ არჩილ ჭირაქაძე.

ეს უმნიშვნელოვანესი აქტი მიღწეულ იქნა მერაბ კოსტავას გმირული ბრძოლით ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაამთხვია ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები მერაბ კოსტავას დაბადების დღეს – 26 მაისს.
იხარეთ, ორთავ, ზეციურ საქართველოში, ამინ!

ლეილა ცომაია

26 მაისი, 2016

Posted in 1991, 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »