Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘9 აპრილი’

9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღეა!

Posted by iberiana on აპრილი 8, 2018

Gela Razmadze-ს ფოტო.

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეა!

სულ რამოდენიმე საათში დადგება 2018 წლის 9 აპრილი. 9 აპრილი, უდიდესი დატვირთვის და დიდებული დანიშნულების ისტორიული დღე.
გილოცავთ მეგობრებო 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

დიდება ამ დღის შემოქმედს ბატონ ზვიად კონსტანტინეს-ძე გამსახურდიას, რომელმაც ეს დიდებული და ისტორიული გამარჯვება ზუსტად 27 წლის წინ მოიტანა: მუხლჩაუხრელი, ტანჯვა-წამებით, პატიმრობით და გადასახლებით სავსე 40 წლიანი შეუპოვარი, უშეღავათო, თავგანწირული, უკომპრომისო მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად ერთ მუშტად შეკრულ და ერთსულოვან ქართველ ერთან ერთად, და ქართველთა ორ საუკუნოვანი სანატრელი და სანუკვარი ოცნება — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იგულისხმება 1918 წელს, ლანგრით მორთმეული დამოუკიდებლობა) 1991 წლის 9 აპრილს, ამით ბატონმა ზვიადმა პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას და სამარადისოდ უკვდავჰყო მათი სახელი,  ამავე წლის 31 მარტის სრულიად საქართველოს, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის (რომელიც ჩატარდა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობის მონაწილეობის ჩათვლით) ფენომენალური შედეგების საფუძველზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ძირითად, საამაყო შემადგენელ ფურცელს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ჰქვია.

გელა რაზმაძე
2018 წლის 8 აპრილი

Advertisements

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017

9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Posted in 1989, 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1991 წლის 9 აპრილი

Posted by iberiana on აპრილი 9, 2015

1991 წლის 9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენა

ისტორიული უზენაესი საბჭოს 1 სესია რომელიც 1991 წლის 9 აპრილს შედგა.
ამ საგანგებო სესიაზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული.
გრძელდება 2:06 საათი.

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »