ლევან ლორთქიფანიძე – “გადაწყვეტილი აქვთ 22 კილომეტრის სიგრძის მილში რიონის მოქცევა”
რაჭა… ის განადგურების პირას არის. სააკაშვილის დაწყებულ ენერგეტიკულ და გარემოსდაცვით პოლიტიკას ივანიშვილი აგრძელებს. საქართველოს ბუნებისა და მდინარეების, მათ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისა და ცოცხალი არსებების მიმართ ორი ლიდერის დამოკიდებულებები იოტისოდენადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
გადაწყვეტილი აქვთ 22 კილომეტრის სიგრძის მილში რიონის მოქცევა, მთელი რიგი სოფლები მდინარის გარეშე დარჩებიან. საპროექტო სამუშაოების განხორციელებას გეგმავენ ათზე მეტ ღვარცოფულ ქსელს შორის გადაჭიმულ სივრცეზე, რომლის ჩამონატანს საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარე რეცხავდა და აღარ გარეცხავს. კასკადს აშენებენ იქ, სადაც კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრა დაფიქსირდა, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში. არ ფიქრობენ ისედაც დაცლილი რეგიონის კიდევ უფრო მეტად გაუკაცრიელების საფრთხეზე, ადგილობრივთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოსპობის საშიშროებაზე, არ აინტერესებთ რაჭის უნიკალური კურორტების ბედი …
აშენებენ ჰესებს ისე, რომ არც იციან რაში სჭირდებათ გამომუშავებული ენერგია. მაგალითად, აბსოლუტურად მესმის თუ რატომ ფუნქციონირებს ვარციხის სადგური (ფეროს და ჭიათურას მუშაობა ხომ უნდათ?). ონის ჰესის, ხუდონჰესის, ნენსკრაჰესის, მესტიაჭალაჰესისა და კიდევ ასი ამგავრი კასკადის, კაშხლისა და მრავალკილომეტრიანი მილის არსებობა რისთვის არის საჭირო? რითი საბუთდება? რომელი წარმოებისთვის? რომელ ინდუსტრიას ვაშენებთ?
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/ara-onis-kaskads/