Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ კონფლიქტის საფრთხე მესხეთში

დავით არაბიძე

კონფლიქტის საფრთხე მესხეთში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე დაკისრებული ვალდებულება 1944 წელს გასახლებულ პირთა რეპატრიაციისთვის, საჭირო სამართლებრივი ბაზისის მომზადების შესახებ დამოკლეს მახვილით ჰკიდია ჩვენი ქვეყნის თავს. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დროში გეგმავს შესაბამისი კანონ-პროექტის განხილვასა და მიღებას. მოგეხსენებათ, საკითხი მრავალწახნაგოვანი და რთულია.

ცნობილი ფაქტია, რომ ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს ინიციატივით საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წელს სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში გაასახლა ათეულ ათასობით ადამიანი.

1944 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ-ს ნახიჭევანის ასსრ-დან უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სსრ-ში გასახლებულ იქნენ მაჰმადიანური აღმსარებლობის პირები – თურქები, ქურთები, თარაქამები და ხემშილები (მაჰმადიანი სომხები). საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაცემებით სულ სამხრეთ კავკასიიდან გასახლდა 94955 ადამიანი, მათგან საქართველოდან გასახლდა 68 447 ადამიანი, მათი ეთნიკური თვითიდენტიფიცირების მიხედვით 59 780 თურქი, 8667 ქურთი და 1408 თარაქამა (თურქთა ოჯახებში ჩასიძებული პირები) და ხემშილები (მაჰმადიანი სომხები), სხვა 26508 პირი გასახლებულ იქნა სომხეთის სსრ-დან და აზერბაიჯანის სსრ-ს ნახიჭევანის ასსრ-დან. ამ ციფრების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, აუცილებელია, რადგან დღეს მათ აერთიანებთ ცნობილი საბჭოთა ყირგიზი მწერლის ჩინგიზ აიტმატოვის მიერ 1989 წლის ივნისში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე „წოდებული“ სახელი ე.წ. „თურქი-მესხები“. ფაქტია, რომ მათი ნახევარი არანაირ კავშირში არაა საქართველოსთან, მათ გასახლებულ მშობლებს ან სხვა წინაპრებს მესხეთში არც კი უცხოვრიათ, რაც შეეხება ეთნიკურ ქურთებს ისინი არანაირი თურქები არ არიან, მათ აქვთ ოთხი სახელმწიფოს თურქეთის, ირანის, ერაყის და სირიის მიერ გაყოფილი სამშობლო – ქურთისტანი და მათი თურქად მოხსენიება უსამართლობა და უკანონობაა. თარაქამები ეს აბსოლიტურად გარედან მოსული პირები არიან, რომელნიც ზედსიძეებად შედიოდნენ ადგილობრივ მაჰმადიანთა ოჯახებში. ხემშილები კი მაჰმადიანი სომხები არიან, ისინი ცეცხლითა და მახვილით მოსწყვიტეს საკუთარ ეთნოსსა და რწმენას, მათაც ასევე უსამართლო და უკანონოდ თურქებად მოიხსენიებენ. სახიფათო ისაა, რომ სამხრეთ კავკასიიდან გასახლებული პირები ერთმთლიან მასივად არიან გაერთიანებულები. გერმანულმა „ფოლკსვაგენის“ ფონდმა 2004 წელს დააფინანსა ამ გასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა აღრიცხვა. ეროვნული უმცირესობების ევროპული ცენტრის მონაცემებით მათმა საერთო რაოდენობამ 268 ათასიდან 308 ათასამდე შეადგინა. რაც არ უნდა აბსურდული და უკანონო იყოს მათ ან ე.წ. „თურქ-მესხებს“ ან კიდევ უფრო უარესი – „მაჰმადიან მესხებს“ უწოდებენ. ამ პირთა ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას მესხეთელი თურქების საერთაშორისო საზოგადოება ეწოდება და მას ხელმძღვანელობენ პირები, რომელნიც არ ფარავენ რომ სტრატეგიული მიზანია „ახისკას“ (ახალციხის) საფაშოს ჩრდილოეთ ნაწილში კომპაქტურად დასახლება, თურქული ენით, განათლების სისტემითა და კულტურული ინსტიტუტებით.

მიხეილ სააკაშვილის, ვანო ხუხუნაიშვილის, ირინა სარიშვილის, ლანა ღოღობერიძისა და კახა ჩიტაიას მიერ ედუარდ შევარდნაძის მორიგი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალების „პირნათლად“ შესრულება, დღეს, საქართველოს, ახალი კონფლიქტის კერით ემუქრება.

მესხეთი დიდი საფრთხის ქვეშ დგას!

მსოფლიო უკვე მრავალი ათეული წელია ვერ აგვარებს თურქულ-ბერძნულ, თურქულ-სომხურ, აზერბაიჯანულ-სომხურ პრობლემას. ცნობილია, რომ კვიპროსშიც და ყარაბაღშიც მეზობელ სახელმწიფოთა ჩარევა განხორციელდა თვისტომთა, მეზობელი ქვეყნების ეროვნულ უმცირესობათა დაცვის საბაბით.

XX საუკუნის ისტორია არა ერთ ფაქტს იცნობს ამ მიმართებით. 1974 წელს თურქეთის რესპუბლიკამ კვიპროსის რესპუბლიკაში (ორივე მათგანი ევროპის საბჭოს წევრი) განახორციელა სამხედრო ინტერვენცია. საბაბი იყო კვიპროსელი თურქების უფლებების დაცვა. 1988 წელს დაწყებული ყარაბაღის მოვლენებიც მალე სომხეთის უშუალო მონაწილეობით წარიმართა. აქაც საბაბი იყო ყარაბაღელი სომხების უფლებების დაცვა. ტოტალური რეპატრაციის „ფანებს“ ვურჩევდი რუკას დახედონ და დაფიქრდნენ, მაშინ როცა 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების გამო ასე დაძაბულია თურქულ-სომხური ურთიერთობები, როცა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სულ უფრო იზრდება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა სომხეთსა და რუსეთს შორის დადებულია ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, კონფლიქტი კომპაქტურად მცხოვრებ თურქულ და სომხურ უმცირესობებს შორის კატასტროფულ ვითარებაში ჩააყენებს საქართველოს. მესხეთში შეიარაღებული კონფლიქტი მეზობელთა სამხედრო ინტერვენციას გამოიწვევს. საქართველოს იგივე შეიძლება დაემართოს, რაც 1938-39 წლებში მოუვიდა ჩეხოსლოვაკიას, როცა მისმა მეზობლებმა გერმანიამ, პოლონეთმა და უნგრეთმა საკუთარი თვისტომების დაცვის საბაბით ურთიერთშორის გაინაწილეს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა. ეს საფრთხე რეალურია და ვინც მასზე თვალს ხუჭავს ან უგუნურია და ან პირდაპირი მოღალატე.

კომფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გ. ხაინდრავას აპარატში მომზადდა კანონ-პროექტი რეპატრიაციის შესახებ.

აღნიშნული კანონ-პროექტი შეიქმნა მხოლოდ ე.წ. ტოტალური რეპატრიაციის ფანების მიერ. ეროვნულ-პატრიოტული და სოციალური პლატფორმის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან ფარულად. ამჟამად აღნიშნულ საკითხს უკვე კურირებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გ. ხევიაშვილი. ჩვენი მხრიდან გვსურს განვაცხადოთ, რომ ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ განხორციელდება თუ მასზე არ იქნა საქართველოს მოქალაქეთა თანხმობა. დემოკრატიის ელემენტარული ნორმაა, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი პლებისციტის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მესხეთის ქართული და საერთოდ ქრისტიანული მოსახლეობა უაღრესად შეშფოთებულია მოსალოდნელი რეპატრიაციით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში მოხდა. ახალგაზრდა სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ სეპარატისტული ძალები. 1918-1919 წლებში მესხეთში სეპარატისტულმა ელემენტებმა შექმნეს ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსულმანთა ცენტრალური კომიტეტი და მთავრობა სერვერ-ბეგ ჯაყელის (გადაგვარებულ-გადაჯიშებული ელემენტი) მეთაურობით. ამ სეპარატისტულმა ორგანოებმა მესხეთის ქართველი და სხვა ქრისტიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური ტერორი გააჩაღეს და იწყეს რეგიონში რელიგიურ-ეთნიკური წმენდის განხორციელება. რომ არა გენერლები კვინიტაძე, ართმელიძე და გედევანიშვილი მესხეთი სრულიად გაიწმინდებოდა ქართული და ზოგადად ქრისტიანი მოსახლეობისგან. აღსანიშნავია რომ მესხეთიდან გაქცეული სერვერ-ბეგ ჯაყელი და მისი ამფსონები, არც ემიგრაციაში ივიწყებდნენ საქართველოსადმი მტრობას.

2006 წლის აპრილში თბილისში გამართულ კონფერენციაზე პირადად ვცადე გამერკვია გასახლებულ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან მათი საზოგადოებრივი პოზიციისა და შეფასების გაგება აღნიშნულ მოვლენებზე. ამ ჩემს მცდელობას აბსოლუტური აგრესიით შეხვდა იმჟამად სახელმწიფო მინისტრი გ. ხაინდრავა. მან ბოროტად გამოიყენა თავის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა და მისთვის ჩვეული ბიუროკრატიული ვოლუნტარიზმის მეთოდით აღარ მომცა კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება.

ჩვენი თვალსაზრისით ეს იყო რელიგიურ-ეთნიკური წმენდა. უნდა მოხდეს დამნაშავეთა სამართლებრივი პასუხისგება, დაზარალებულთა მორალურ-მატერიალური კომპენსირება და დაღუპულთა მიმართ ღირსეული პატივის მიგება.

რაც შეეხება უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისინი, ისევე როგორც გასახლებულ პირთა ორგანიზაციების აბსოლიტური უმრავლესობა დუმილით უვლიან გვერდს 1918-1919 წლების ტრაგიკულ მოვლენებს. გასაგებია, რატომაც – „უმწეო მსხვერპლის“ ტოგაში თავს კომფორტულად გრძნობენ და არ სურთ 1918-1919 წლებში ჩადენილი არაადამიანური სისასტიკისა და სიმხეცის მზის სინათლეზე გამოტანა.

თუ კი ევროპის საბჭომ თავის რიგებში გაწევრიანებისას დანიას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, რუსეთს არ დააკისრა ვალდებულებად 1944-1945 წლებში გასახლებული გერმანელებისა და უნგრელების რეპატრიაცია და მით უფრო სომხეთს არ დააკისრა 2001 წელს ევროპის საბჭოში მიღებისას, 1944 წელს გასახლებული მაჰმადიანი პირების რეპატრიაციას, მიგვაჩნია რომ ამგვარი ვალდებულება, არც საქართველოს უნდა ეკისრებოდეს.

ჩვენი აზრით, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოებრიობის ამოცანაა 1944 წელს სამხრეთ კავკასიიდან გასახლებულთა ამ რამდენიმე ასეულ ათასიანი მასივიდან მოიძებნოს ჩვენი თვისტომი და მოხდეს მათი ეტაპობრივი დაბრუნება მათ მშობლიურ მიწაზე. ხოლო მათ ვინც თავს თურქად მიიჩნევს, და მათი სამკვიდრო იყო დღეს აგრე რიგად წარმატებული თურქეთის რესპუბლიკა. თუ ვინმემ უნდა აგოს ამ ადამიანთა მიერ 1944 წელს განცდილ დრამატულ მოვლენებზე მატერიალურ-მორალური პასუხი, სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ.

ჩვენი ამოცანაა – გავუფრთხილდეთ საქართველოს, დავიცვათ იგი.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2007, აპრილი, N13

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s