Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ მაჰმადიანი მესხები მოდიან?!

ნინო სილაგაძე

მაჰმადიანი  მესხები მოდიან?!

მაჰმადიანი მესხების საკითხის ხელახლა წამოჭრა პარლამენტში დაპირისპირების მორიგ საბაბად იქცა. რეპატრიაციის კანონპროექტის განხილვა ურთიერთბრალდებების და თითქმის მუშტი-კრივამდე მისული კამათის ფონზე წარიმართა. `კონსერვატორებმა~ კანონპროექტი ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ აქტად უკვე შეაფასეს.

სავარაუდოდ, ხელისუფლება ამ საკითხში კონსენსუსს ვერც საპარლამენტო და ვერც პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებთან მიაღწევს. გარემოებათა უცნაური დამთხვევით, მაჰმადიანი მესხების საქართველოში ჩამოსახლებაზე მსჯელობა გურამ შარაძის მკვლელობისთანავე განახლდა… სწორედ შარაძე იყო რეპატრიაციის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე, მითუმეტეს იმ პირობებით, რაც შევარდნაძის ემისრებმა: ღოღობერიძემ, ხუხუნაიშვილმა, ჩიტაიამ და სხვებმა, წლების წინ, მაშინდელი პარლამენტის იგნორირებით, ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულებად აიღეს (ამ წინააღმდეგობისთვის გურამ შარაძე `ფაშისტად~, დემოკრატიის მტრად შეირაცხა მაშინ).
ახალი კანონპროექტის განხილვა რეგლამენტის დარღვევით, ნაჩქარევად საგარეო საქმეთა და არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოეწყო. ოპოზიციის აზრით, მასში ბევრი ხარვეზია, პირველ რიგში: არ არის დეტალურად მითითებული, კონკრეტულად სად, რომელ რეგიონებში აპირებს ხელისუფლება რეპატრიანტების ჩასახლებას. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ იგეგმება თითქმის 20 ათასი ოჯახის ჩამოსახლება. მაჰმადიანი მესხების რაოდენობა კი დღესდღეობით 400 ათასს აღწევს და ხელისუფლებას ზუსტი პასუხი არ აქვს, ან არ ამხელს, რამდენ პროცენტს სურს საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის საკითხის ის მხარე, რამაც საპარლამენტო ვნებათაღელვა გამოიწვია.

ამ ფონზე ხელისუფლების წინაშე რევერანსული პოზიცია `რესპუბლიკელებმა~ დაიკავეს. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა აღასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვას დეპორტირებულთა უფლებები. უცნაურია `რესპუბლიკელების~ მხრიდან საკითხის ადამიანთა უფლებების სიბრტყეზე გადატანა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყნის წინაშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა დგას, ხოლო, ასობით ათასი დევნილი, ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე სახლში დაბრუნებას, შელახული უფლებების აღდგენას ელის. `რესპუბლიკელების~ ასეთ პოზიციასთან მიმართებით, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს, იმავე თინა ხიდაშელის მიერ თავის დროზე აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმული უცნაური მოსაზრებები: სოჭში, აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ხიდაშელმა განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად ვერ აღიქვამდა. ქვეყნის დანაწევრებული რუკა კი, მაშინ მის თანამოაზრეებს (ჭიაბერაშვილს, ბოკერიას და სხვებს) `კომპლექსებს უღვივებდა~.

რეპატრიაციის მხარდამჭერთა შორის განსაკუთრებით აქტიურობს `თანასწორობის ინსტიტუტის~ წევრი გოგა ხაინდრავა. იგი თემურ ლომსაძესთან ერთად საკითხის ჰუმანური ასპექტებით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენით აპელირებს. თუმცა, ერთია მორალური, ხოლო მეორე _ რაციონალური მხარე. ის ხარვეზები, რაც რეპატრიაციის პროცესს, როგორც პოლიტიკურ ნაბიჯს საქართველოსთვის საზიანოს ხდიდა წლების წინ, ახალი კანონპროექტის მიღებითაც დღის წესრიგიდან არ იხსნება:

დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ თვლის დეპორტირებულთა შორის თავს ქართველად. სურთ თუ არა ეროვნების, გვარების აღდგენა და თანახმანი არიან თუ არა დასახლდნენ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, სად არიან და რატომ აღარ ჩანან მაჰმადიან მესხებთან ერთად სომხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი სომხები? სომხეთი გადაჭრით ამბობს უარს მათ რეპატრიაციაზე. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი საქართველოდან გადასახლებულებს მიეკედლნენ და აქ ჩამოსვლის იმედი აქვთ. ჩვენს ხელისუფლებას, შევარდნაძიდან მოყოლებული, არ შეუმუშავებია არანაირი მექანიზმი, არც მჭიდრო კავშირი დაუმყარებია მათთან, რათა ეს ბუნდოვანი საკითხები მოგვარებულიყო. დღეს, როდესაც მაჰმადიანი მესხების წარმომადგენლები ტელეეკრანებიდან ხშირად თურქული სიმბოლიკის ფონზე გვესაუბრებიან, ჩვენი ოფიციოზის პოზიცია ასეთია: მას შემდეგ, რაც მესხი მუსლიმანები ჩამოვლენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას, მათი ნება იქნება სად იყიდიან სახლს და რომელ რეგიონში დასახლდებიან. ხელისუფლებას კი, თურმე, მხოლოდ ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვა ევალება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლების გააქტიურება უკვე ახსნა ანგარებითი მოტივით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მილიონების ათვისების სურვილით.
ამ მოტივის არსებობას იზიარებს `სახალხო ფრონტის~ თავმჯდომარე ნოდარ ნათაძეც და რეპატრიაციის კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს:

`ეს კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე ანტიქართული. მასში შეტანილია ერთი ასეთი მუხლი: რეპატრიანტად ითვლება ის, ვინც გადასახლდა, მისი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ასევე მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები და გერებიც კი. ანუ, რეპატრიაციის უფლება ეძლევა ადამიანთა პრინციპულად შეუზღუდავ რაოდენობას. ორგანიზატორი, რომელიც ამ დივერსიულ აქტს გეგმავს, მოძებნის ვინმე ოთხმოცდაათი წლის კაცს, შერთავს მას თორმეტშვილიან ქალს და ჩამოასახლებს აქ ისეთ ხალხს, ვისაც საქართველოსთან არავითარი შეხება არ აქვს. მითუმეტეს ეს გამწვავებულია ახლა, როდესაც 63 წელია გასული. მათი კავშირი საქართველოსთან გამწყდარია. როდესაც ასეთი ხალხი სახლდება საქართველოში, ყველაფერი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად სწორად გათვლილი. პროცედურა ზუსტი ალგორიტმით უნდა დაიგეგმოს. უნდა ჩამოვიდეს მენტალურად მომზადებული ნაწილი. ამ კუთხით მოცემულ ეტაპზე დაახლოებით 20-30 პროცენტზე უნდა გაკეთდეს გათვლა.

რეპატრიანტის განცხადებაში უნდა ეწეროს: მე მოვდივარ საქართველოში არა იმიტომ, რომ აქ ჩემი პაპა ცხოვრობდა, არამედ იმიტომ, რომ მსურს მონაწილეობა მივიღო საქართველოს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში და, რაც მთავარია, თავს ვცნობ ქართველად. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რეპატრიანტებს უნდა გააჩნდეთ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, საიდანაც ჩამოდიან. ჰაერიდან არ უნდა იყვნენ. ჩვენ რომ მათი უკან გაშვება მოვინდომოთ, ეს შესაძლებელი უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ისინი, ვინც გადაასახლეს, იყვნენ მაჰმადიან ოჯახთა სიმრავლე და არა ეთნიკური ჯგუფი. მათ საკუთარი სახელი გარდა ერთისა _ იერლი, რაც ადგილობრივს ნიშნავს, არ გააჩნდათ. გადაასახლეს მაჰმადიანი მესხები, ქრისტიანები დარჩნენ.

იურიდიული თვალსაზრისით, ერთადერთი ვალდებულება რაც საქართველოს სახელმწიფოს მათ წინაშე აქვს, ეს არის შემდეგი: თუკი სამცხე-ჯავახეთში არის უძრავი საკუთრება, რომელიც გასახლებულს ეკუთვნოდა და დღესდღეობით არსებობს მისი მემკვიდრეც, თუნაც მეხუთე თაობიდან, ეს საკუთრება მას უნდა გადაეცეს. თუმცაღა, საკუთრების უფლება და საქართველოში ცხოვრების უფლება ერთი და იგივე არ არის.

გოგა ხაინდრავამ ტელევიზიით გამოსვლისას თქვა უდიდესი სისულელე, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა. ჰუმანიტარული ასპექტი ყველა პრობლემას შეიძლება ჰქონდეს. როდესაც სახელმწიფოს ბედს გეგმავ, დღეს კი ამ საკითხზეა დამოკიდებული ქვეყნის არსებობა-არარსებობა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ რეპატრიაცია პირველ რიგში პოლიტიკურ-დემოგრაფიული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ქართველი ერი გულგრილად ვერ მოეპყრობა მაჰმადიან მესხებს. ამიტომ უპირველეს ამოცანად უნდა იქცეს ის, რომ ამ ხალხში რაც შეიძლება მეტი შემოვატრიალოთ ქართული ცნობიერებისკენ. სხვათა შორის, იმ მესხებს შორის, ვინც დღესდღეობით საქართ¬ველოში ჩამოსვლის მომხრეა, ყველაზე უკეთესები ის ორნი არიან, ვინც ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ჩანდნენ. თუმცა პირდაპირ ეთერში ვერც მათ ათქმევინეს _ ქართველები ვა¬რთო.

საერთოდ, გადასახლებულთა 85-90 პროცენტი ეთნიკურად ქართველია. მაინც ყველა თავს თურქად თვლის. ეს ისტორიული ტრაგედიაა, მაგრამ ფაქტია! უნდა დავფიქრდეთ ამ ოთხასი ათასი თურქული ცნობიერებით მომსვლელის არსებობა არის თუ არა თავსებადი საქართველოს რეალობასთან? არ არის თავსებადი. ნურავინ ეცდება საზოგადოების მოტყუებას, ნურც ის ლომსაძე, რომელიც ძალიან ყალბი კაცია და ყალბი პოზიციიდანაც ლაპარაკობს, რომ ჩამოსვლის სურვილი მხოლოდ თხუთმეტ-ოც პროცენტს აქვს. ეს რეპატრიაცია საქართვლოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქციაა მსოფლიოში ძალიან ძლიერი ძალების მიერ. ამიტომ, ჩამოვა უკლებლივ ყველა, სათანადო დაფინანსებითა და ინსტრუქციებით. სხვათა შორის, ლომსაძემ იცის, რომ ამ საქმისთვის სერიოზული ფულია განსაზღვრული. მაპატიეთ ამ გამოთქმისათვის და `მოტყდება~ დიდძალი თანხა. `რესპუბლიკელების~ და მისთანების მასტიმულირებელი ეს ფულიც არის. ყველაფერთან ერთად, ესენი საზრდოობენ ლონდონში არსებულ ფონდ `შერიგების რესურსთან~ კავშირითაც. ამ ფონდს დღემდე ამ საკითხებზე სამი მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული.

ამიტომ მათი პოზიცია, ძმებ ხაინდრავების ჩათვლით, სულელურთან ერთად ამორალურიც არის~, _ მიიჩნევს `სახალხო ფრონტის~ ლიდერი.
ზედმეტად პოლიტიზირებული ქართული ოპოზიციური სპექტრი, ერთეული გამონაკლისების გარდა, მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების საკითხში, სავარაუდოდ, ერთსულოვანი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიჭერს მართლმადიდებელი ეკლესია. ვინაიდან, სახელმწიფოში კანონი რელიგიის შესახებ ჯერაც არ არის მიღებული, ხელისუფლება კი, ასობით ათასი მაჰმადიანის ჩამოსახლებას გეგმავს. არავინ იცის, როდესაც ისინი მოქალაქეობას მიიღებენ, როგორი რელიგიური ამბიციები გაუჩნდებათ. მითუმეტეს, რომ კულუარული ინფორმაციით, ევროპის სტრუქტურებში იმ სუბიექტებს შორის, რომლებიც რეპატრიაციის საკითხში საქართველოზე ზეწოლას ახდენენ, ერთ-ერთი მთავარი თურქეთის სახელმწიფოა.

2007

Advertisements

3 Responses to “♦ მაჰმადიანი მესხები მოდიან?!”

  1. iberiana said

    უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ დაბრუნება უნდათ ერთ დროს მესხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების (მათ შორის დაახლოებით 10% ქართველები)მაჰმადიანებს.

    Like

  2. AFXAZI said

    JER ME DA CHEMNAIRI QARTVELEBI DAABRUNON SAMSHOBLOSHI, IUDA SHEVARDNAZIS GAMYIDVELURMA POLITIKAM ROM GVAIZULA GAVQCEULIYAVIT CHVENI QVEYNIDAN, SHEMDEG FEREIDNELEBI, ROMLEBSAC QARTVELOBA AR DAUKARGAVT. AMASOBASHI TU WABRZANDEBA XAINDRAVA DA QARTULS ASWAVLIS (DA ARA GADATRIALEBEBIS TEQNOLOGIEBS), IM GAURKVEVELI WARMOSHOBIS ADAMIANEBS, IQNEB SHEMDEG ISINIC CHAMOVIYVANOT… URJULOEBIS ZEOBA RODIS UNDA DAMRTAVDES AM QVEYANASHI..!

    Like

  3. ალექსანდრე ბეგიაშვილი said

    მოგესალმებით ალექსანდრე ბეგიაშვილი, 2010 წლის სექტემბერში დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი”, რომელიც ახოეციელებს სხვადასხვა საქველომოქმედო აქციებს საქართველოში მცხოვრები 1944 წელს რეპრესირებული მესხების დასახმარებლად. მომავალში ვაპირებთ კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ჩვენი სურვილია ვითანამშრომლოთ ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან თუ ტელე–რადიო და ჟურნალ გაზეთებთან.
    პატივისცემით “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის” დირექტორი
    ალექსანდრე ბეგიაშვილი

    ჩვენი ორგანიზაციის მისამართია ქ. თბილისი, ბარნოვის ქ. 82, ბინა 5.
    საკონტაქტო ტელეფონი:
    +995 32 29 30 81
    +995 55 67 25 71
    +995 77 11 42 01
    E-mail: meskheti1944@gmail.com

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s