Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია

რაინდი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა

   ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობების ლიდერი საქართველოში (1960-1990), დემოკრატიულად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი), მწერალი და მთარგმნელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედიოდა: ქართული მწერლობის ისტორია, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, ამერიკული პოეზიის ისტორია, რუსთველოლოგია, ანთროპოსოფია, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ისტორია და ა.შ. ის იყო ავტორი 40 მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომისა (4 მონიგრაფიის) და 200-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევის.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/biography/

 ***

 

ზვიად გამსახურდიას 20 წლის წინანდელი ახდენილი  წინასწარმეტყველება

ზუსტად 20 წლის წინ, 1991 წლის დამდეგს, მაშინდელმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ – ზვიად გამსახურდიამ ტელევიზიით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას. მიმართვა დაიბეჭდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“1991 წლის 1 იანვრის ნომერში.

გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან, რომელიც ეხება კრემლის მიერ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჯალათად მოვლინების წინასწარმეტყველებას, რამაც სათავე დაუდო რუსეთის ახალ ექსპანსიას საქართველოში და რომელიც დღემდე გრძელდება!

„მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ საბოლოო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ. და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და, შესაძლოა, მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით, საბოლოოდ ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფროდაუფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და, მათ შორის, საქართველოშიც – ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიის კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია!“

“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 იანვარი, 1991წ.

“ნაროდნაია პრავდა”: ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიასთან

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად. როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გალენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი, თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ, ეს მოხდა საქართველოში.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/

მორის მუსერიძე: 1991-1992 წ. სახელმწიფო გადატრიალება

“1991-1992″ წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო შედეგი საერთაშორისო მასონური შეთქმულებისა, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ ანგლოსაქსური მასონური იმპერიის ძალები, პრაქტიკულად განმახორციელებელნი-რუსეთის სამხედრო ძალები, ხოლო გარეგნულ “შირმად” და ვითომ აღმსრულებლად-ადგილობრივი რენეგატები, მამულის მოღალატენი (რომლებსაც ცხადია, ქართველებად ვერ მოვიხსენიებ!). სასაცილოა, რომ ეს რენეგატები ამ მასონურ შეთქმულებას დღემდე “სახალხო რევოლუციად” ნათლავენ და თავსაც იწონებენ იმით, რომ ქვეყნის დაქცევაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/museridze/

ზვიად გამსახურდიას გაფრთხილება. 1991 წელი 8 ოქტომბერი

…ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას

z_gamsaxurdia_finetshi-006.gifმერაბ კიკნაძე: ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში

საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გროზნოში ყოფნის პერიოდში მუდმივად იგრძნობოდა პრეზიდენტ გამსახურდიას ევროპაში მოგზაურობის აუცილებლობა. ეს ყურადღებას მიაპყრობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხელს შეუწყობდა მათ ობიექტურ გაშუქებას, კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებდა კარგად ორგანიზებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. ყველაფერი ამის გროზნოდან მოხერხება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ჯოჰარ დუდაევის გამარჯვების შემდეგ მოსკოვმა ჩეჩნეთი თავად მოაქცია ბლოკადაში და დასავლური საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებისათვის იქ მოხვედრა უკიდურესად გაძნელდა. თავის მხრივ, დასავლური მედიაც დიდად არ აქტიურობდა, რადგან იმთავითვე წინასწარ შემუშავებული “დემოკრატი ელცინისა” და “აბრაგი დუდაევის” შტამპებით იფარგლებოდა. ამასთან, დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩეჩნეთში განუწყვეტლად ეწყობოდა პროვოკაციები – ხან რუსეთის უშუალო მონაწილეობით, ხან შინაგანი “ოპოზიციის” საშუალებით, რომელიც მოსკოვის მეხუთე კოლონას წარმოადგენდა. სიტუაცია უკიდურესად ფეთქებადსაშიში იყო.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/kiknadze/

გურამ შარაძე: მოვუწოდებ იმათ, ვისაც ზვიადი ცოცხალი ჰგონია – გონს მოდით, კიდევ ერთხელ ნუ კლავთ ზვიად გამსახურდიას!

“ილიასა და აკაკის დავუმატებდი გალაკტიონს, იმის შემდეგ საქართველოს მართლაც არ ახსოვს ასეთი გრანდიოზული მანიფესტაცია თბილისის ქუჩებში. ძალიან სიმბოლური იყო ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა ბზობა დღეს. როგორც მაცხოვარი ტრიუმფით შევიდა ამ დღეს იერუსალიმში, ასევე ტრიუმფით დაუბრუნდა საქართველოს მისი პირველი, დევნილი და წამებული პრეზიდენტი, რასაც ეს ხელისუფლება არ ელოდა ან ელოდა და ბევრს ეცადა, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა.

ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტის ცხედარი რუსეთ-საქართველოს საზღვარს მაინც და მაინც შუა ღამეს მოადგა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რომ ხალხი არ შეხვედროდა ზვიადს. ვთქვათ, რუსეთმა ჩაიდინა ავაზაკობა და შეგნებულად მოაყენა პირველი პრეზიდენტის ნეშტი შუა ღამეს ყაზბეგის საზღვარს. მაგრამ ყაზბეგში ხომ იყო ეკლესია. ერი და ბერი იხვეწებოდა, რომ ხუთი წუთით მაინც დავასვენოთ ეკლესიაშიო. მაგრამ რა გააკეთეს – შუაღამეს მოასვენეს და სასწრაფოდ თბილისისკენ ქნეს პირი. ან ვინ დახვდა სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან? მხოლოდ კეთილმოწყობის თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. ნუთუ ვერ მოიძებნა საქართველოს სახელმწიფოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომ ზვიად გამსახურდიას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დახვედროდა?”

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/sharadze/

ვინ გაძარცვა და გაანადგურა კოლხური კოშკი?

გურამ შარაძე: ჩემი აზრით კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები მთაწმინდზე უნდა დაიკრძალონ

თხუთმეტი წლის უკან ჩაიფერფლა დიდოსტატის სავანე… თხუთმეტი წლის უკან, თხუთმეტ მარტს წარსულად იქცა კონსტანტინეს კალმით მოხატული დავით მეფე, გიორგი მეფე, შორენა, პიპა… ლანდებთან ლაციცი დაიწყო ერმა… ნაძირალებმა ცეცხლი გაუხსნეს პირველი პრეზიდენტის საცხოვრისს და იავარქმნეს ისტორიული მნიშვნელობის ლიტერატურული მუზეუმი საქართველოს უპირველესი კლასიკოსისა… დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ ერთადერთს – გურამ შარაძეს მიანდო კოლხური კოშკის ბედი და ნდობა იჩქერიის რესპუბლიკის ნოტარიუსითაც დაუმოწმა. შემდეგ იყო ჯიხაშკარი და ხიბულა… და იდგა 1993 წლის 30 დეკემბერი. ტყვიადახლილი ერი მორიგ, სისხლიან ახალ წელს ხვდებოდა და ამ დროს, თურმე – ერის რჩეული პრეზიდენტი სისხლისგან იცლებოდა… და მაშინ, არავინ იცოდა, რას უმზადებდა განგება ნაწამები და მარტვილი პრეტზიდენტის ძვლებს… სწორედ მაშინ უბოძა ხალხმა ნდობის მანდატი გურამ შარაძეს!

კოლხური კოშკის ეზოში და გალის ქუჩის აღმართზე შეკრებილი ათასობით ნაწამები და დარბეული ადამიანი მისგან ელოდა ახალს… მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო. ერის მკვლელთაგან ბევრი მიწამ მიიბარა. ბევრის სიკვდილი არც გაუგია ხალხს… ბევრი დაიმალა და დაავიწყდათ, რომ ისტორიას ვერსად დაემალებიან! ზვიად გამსახურდია კი მალე საქართველოში დაბრუნდება! დიდოსტატის კოლხურ კოშკსაც აღადგენს საქართველო! თუმცა, ბოლო დროს ატეხილ აჟიოტაჟში ბატონი გურამ შარაძე არ გარეულა. ცოტა გულნატკენიც მეჩვენა საუბრისას…

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/sharadze-2/

Владимир ВОЙНА – ЭКСКЛЮЗИВ! ПРЕЗИДЕНТ

Новый год я встречал в Тбилиси, в гостях у друга, министра в первом правительстве независимой Грузии. Одного из тех, кто поставил свою подпись под историческим документом: «Актом о восстановлении государственной независимости Грузии». Для Грузии этот документ равен по значению «Декларации независимости США».

Днём мы вместе ходили в церковь Кашвети: там проходила панихида по первому Президенту независимой Грузии Звиаду Гамсахурдиа…

Всё было в его жизни: преследования, изгнание с любимой работы, поношения, клевета, тюрьма, вплоть до выпущенных в голову пуль. Москва подстрекала и снабжала оружием его врагов в Грузии, угрожала ему, провоцировала — и чужими руками свергла его с поста Президента, лишила жизни. Но не смогла отобрать у Грузии свободу, завоёванную движением, которое он возглавил. Сегодня Звиад Гамсахурдиа признан великим сыном Родины.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/voina/

 

 Zviad Gamsakhurdia
THE SPIRITUAL MISSION OF GEORGIA

A lecture delivered at the IDRIART FESTIVAL in Tbilisi Philharmonic House 2 May, 1990

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/mission/

***

ზვიად გამსახურდია
საქართველოს  სულიერი მისსია

ლექცია წაკითხული “იდრიატის” ფესტივალზე თბილისში 1990 წლის 2 მაისს

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia-missia/

 ინგუშეთის დემოკრატიული კავშირის „ნიისხოს“ (სამართლიანობა) მიერ ინგუშურ გაზეთ „დაიმოხქში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მიმართვა

 Звиад был единственным Президентом из бывших союзных республик, не коммунист. Москва не любила Звиада за свободолюбие, а запад за Кавказскость. Буш старший вынес приговор, который огласил на весь мир по телевидению: “Он плывёт против течении“. Это означало, что Звиад ведет слишком независимую политику.Россия организовала мятеж во главе с бывшим чекистом Шеварнадзе. В этом заговоре против Грузии и её Президента участвовали почти все “Великие” державы: одни-оружием, другие-инструкторами, третьи – атаками через СМИ, четвертые – молчанием. Гамсахурдиа и его правительство ушли в изгнание. В 1993 году Звиад погиб. Звиад Гамсахурдиа был преданным другом Ингушского народа. Мы будем помнить его благородный облик, светлую улыбку и доброе сердце.

 Газета “Даймохк” от 23 марта 2009 года, 3(48)

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/biography/

ზვიად გამსახურდია – დილემა კაცობრიობის წინაშე

(სრულად)

არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა.

უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე. რა დილემაა ეს? იგი, ცხადია, უეცრად, თავისთავად არ აღმოცენებულა. მან განიცადა ევოლუცია, როგორც ყველაფერმა გასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში; მას მხოლოდ რჩეული გენიოსები აღიქვამდნენ და განიცდიდნენ მთელი სიმწვავით.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/dilema-ge/

***

Звиад Гамсахурдиа – ЧЕЛОВЕЧЕСТВО  ПЕРЕД  ДИЛЕММОЙ

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/dilema/

Zviad Gamsakhurdia – The Spiritual Ideals of the Gelati Academy

Dear friends, even in extreme political turmoil, our ancestors were not oblivious of science, poetry, knowledge. Even in times of war they cared for the development of spiritual culture. This was Georgian history. To excuse ourselves today from a similar concern by reference to our being engaged in political struggle, with no spare time for science and culture, would indeed amount to a betrayal of our historical traditions.

I wish to illustrate this by the example of the person to whom I am dedicating this lecture and whose service to the Georgian state and nation is incalculable. What is most important, he was himself a paragon of all this, setting up from his capital city, Kutaisi, the great spiritual center of Gelati. The person I refer to should today serve as an example for us, for he combined the struggle with Georgia’s foes and the building of the Georgian state with an extensive religious, philosophical, and scholarly activity that is truly astonishing. The man I am speaking of is David the Builder.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gelati/

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: “ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს”

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia-shevardnadze-1/

***

Президент Республики Грузия Звиад Гамсахурдиа.
Открытое письмо Эдуарду Шеварднадзе.

Тбилиси 1992 год.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/open-letter-to-shevardnadze/

20 წელი ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვიდან

მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.

სრული ტექსტი

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/26-may-1990/

Качиньский и Гамсахурдиа – смерть плывущим против течения!

Лех Качиньский, приступив к обязанностям, также, как и Гамсахурдиа, рьяно начал чистить госаппарат от коммунистов, наживая себе множество врагов; обвинял оппозицию в том, что она состоит на жалованье у иностранных спецслужб; постоянно беспокоил европейцев напоминаниями о российской угрозе; договаривался с США о размещении на ее территории элементов ПРО — ракет-перехватчиков; пытался избавить Европу от российской газовой зависимости с помощью польского сланцевого газа; боролся за защиту нравственности – запрещая шествие геев Parada Równości, и, наконец, планировал произнести резкий и критический спич, во время траурной процессии мемориала в связи с убийством коммунистами польских офицеров в Катыни, с призывом к наследникам «Кремлевского престола» не совершать подобного и «отказаться от великоросских имперских амбиций»!

https://iberiana.wordpress.com/iberiana/kachinski-gamsakhurdia/

ნინო დარბაისელი – “ზვიად გამსახურდია – ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი”

ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: თარგმანთა კრებული ,,ამერიკელი პოეტები’’ და გამოკვლევა ,,XX საუკუნის ამერიკული პოეზია’’.
იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი: ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/darbaiseli/

Джавелидзе: «Гамсахурдиа был убит контрольным выстрелом в шею»

Председатель совета старейшин, публицист и писатель Элизбар Джавелидзе заявил, что первый президент Грузии Звиад Гамсахурдиа был убит. Джавелидзе отметил, что до убийства Гамсахурдиа был сильно избит, ему сломали пять ребер, а потом расстреляли, произведя еще и контрольный выстрел в шею.

Согласно поступившей информации, Джавелидзе также сообщил, что высказанное им заключение существует и вскоре будет опубликовано. При этом публицист подчеркнул: он не верит, что следствие по делу гибели Гамсахурдиа вообще будет когда-либо доведено до конца.

«Звиад физически был очень сильным человеком, в конце октября 1993 года – в начале ноября он с температурой переплыл Ингури и перевел народ в Абхазию. Кто может меня убедить в том, что Звиад Гамсахурдиа к Новому году и тем более в чужом доме застрелился?», – сказал Э. Джавелидзе.

http://www.aysor.am/ru/news/2010/04/29/gamsakhurdija-murder/

ბესარიონ გუგუშვილი: „დინების საწინააღმდეგოდ მცურავი“  კოკოს  კომისია ყალბის მქმნელი ორგანოაბესარიონ გუგუშვილი უნდობლობას გამოთქვამს კომისიის მიმართ

09.04.2010

„ახალი 7 დღის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან არა მხოლოდ 9 აპრილის აღსანიშნავად მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის შემსწავლელი კომისია დიდ იმედს ამყარებს გამსახურდიას გარდაცვალების მოწმეებისგან ჩვენების აღებაზე. გარდაცვალების მთავარი მოწმე ბესარიონ გუგუშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან მას არ ენდობა.

ზვიად გამსახურდია – „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“

უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა.

ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე. დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსტისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა „ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმრისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტერპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან „ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/qebaidadidebai/

გიორგი მესხი – “ღირსი ვარსკვლავთა დიადემისა”

90-იანი წლების შთაბეჭდილებათაგან მახსოვს: უშუქო და უფერული გარემოს ამსახველ, ამავე გარემოსავით ნაცრისფერ ეკრანზე ხანდახან (არცთუ ხშირად) გაიელვებდა ხოლმე სახე მაღალი და ნათელი კაცისა. გაისმოდა ხმა: თბილი და ალერსიანი. სიტყვა – მტკიცე და მართალი. მესმოდა შეძახილი: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

ვხვდებოდი, რომ ეს ნათელსახიანი და მჟღერხმიანი კაცი უკვე ისტორიის კუთვნილება გამხდარიყო და გული მწყდებოდა, რადგან იგი არასოდეს მენახა, არც მისი ხმა მომესმინა. ამიტომაც, ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების ამარა დარჩენილი, ველოდი მის ხელახალ გამოჩენას…

შემდეგ, როცა ვეწაფებოდი მის ნაწერებს, ვეცნობოდი მისი ცხოვრების ქრონიკებს, ყოველთვის თან მდევდა მაღალი და ნათელი კაცის სახება და მისი შეძახილი: “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ჰფარავდეს ღმერთი!”

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/mesxi/

“…მე მთელს სამყაროს შევებრძოლები”

ზვიად გამსახურდია, – საბჭოური ინკვიზიცია გამოვლილი და ჩვენგან ჯვარცმული, საქართველოს განმათავისუფლებელი და მისი პრეზიდენტი არ გახლავთ მხოლოდ. პიროვნება, რომელიც მოგონებებში იტყვის, – “მამამ დამარწმუნა, დამაჯერა, რომ სამშობლოს, შენი მიწის, შენი ქვეყნის სიყვარული უზენაესი ყოფილა. მას შემდეგ ამ რწმენით მოვდივარ მეც, მამის მაგალითზე. პირადულზე უფრო მაღლა სამშობლოს სიყვარულს ვაყენებ,” – არ შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტი ყოფილიყო.

ზვიად გამსახურდია, პირველ რიგში მამულისთვის თავგანწირვის მზაობაში მყოფი ერისკაცი და, როგორც დავითზე იტყოდნენ, უშიში იყო. ამაშიც მამა აძლევდა მაგალითს იმით, რომ თავის კლასიკური ნაწარმოებების თითქმის ყველა პერსონაჟში საკუთარ ხასიათს, სიმტკიცეს, ვაჟკაცობას და უკან დაუხევლობას აღწერდა. დამეთანხმებით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სხვა არცა გვყოლია ვინმე. საუბედუროდ, არც დღეს გვყავს მსგავსი (თუნდაც ერთი…). დედა, ქ-ნი მირანდა ფალავანდიშვილი, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც უჭკვიანესი, განათლებული, გონიერი, გარეგნობით გამორჩეული და უსათნოესი ქალბატონი ის მანდილოსანი გახლდათ, რომელსაც ზედმიწევნით შეეფერებოდა პოეტის მიერ მოწიწებით ნათქვამი: “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა”.

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, – “მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, თქვა სვიმონ გამსახურდიამ და შეაგდო ნაპირებიდან გადმოსულ “აბაშაში” ცხენი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, – მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ და შეაგდო მდინარეში ცხენი.

მეოცე საუკუნის დასასრულს, – მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, – თქვა ზვიად გამსახურდიამ და შეაგდო მორევში ცხენი…”

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/baghishvili/

გელა ჯიღაური – წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი

  არ არსებობს ერი, ისტორია მისი, ნეტარებითა და სიამაყით არ იყვნენ მოხსენებულნი სახელოვანი თავკაცები, რომელთა ცხოვრება, ბრძოლა და საქმიანობა, სარკე გახლავთ ხალხისა. ადამიანის სულისა და ხასიათიდან გამომდინარე დაუფარავად ვაღიარებ, რომ სხვისი სახელი და დიდება, სხვათა წინამძღოლთა და ერისკაცთა განდიდება ნაკლებად მხიბლავს, რადგან გული ჩემიანისკენ მიმიწევს, იგი მყავს წარმოდგენილი უმამაცესად და უმთავრესად, უპირველესად და უნიჭიერესად, მას მივიჩნევ სხვათათვის სამაგალითოდ და სანატრელად…

და ჩაგვესმა სახელი ზვიად გამსახურდიასი. გვესმოდა ჩუმად, დაფარულად მის ნააზრევზე, ნაფიქრალ-ნამოქმედარზე. გვესმოდა მის თანამოსაქმეებსა და ძმადნაფიცებზე, გამორჩეულად – მერაბ კოსტავაზე. ბევრი ეხმარებოდა, უსმენდა ახალგაზრდა თავდადებულებს. მაგრამ, უშედეგო იყო და უნაყოფო გარჯა იგი გამძვინვარებული კომუნისტური იმპერია დაუსრულებლად მიმართავდა დევნასა და ტერორს, შანტაჟს, ცილისწამებას, პროვოკაციას… არ ილეოდნენ საპყრობილეებისა და გადასახლებების უმძიმესი დღეები. მაგრამ არა კრთებოდნენ, არ ნელდებოდნენ ზვიადი და მერაბი, მათი მიმდევარნი და თანამოსაქმენი. არ განელებულა არსი მათი ცხოვრებისა ბრძოლა ადამიანთა უფლებების დასაცავად. ასე შევიტყვეთ საქართველოს ჰელსინკის კავშირის შესახებ.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/jigauri/

ზვიად გამსახურდია – “სამეგრელოს საკითხი”

ქართული კულტურა ყოველთვის იყო ერთადერთი კულტურა სამეგრელოში, ხოლო ქართული ენა გაბატონებული იყო თვით ცალკე სამთავროს გამოყოფის შემდეგაც, როგორც მთავრის კარზე, ისე ეკლესიაში, ისე წარჩინებულ ოჯახებში, რომ მეგრელობა აკად. ბერძენიშვილის თქმით შუასაუკუნეებში კულტურულად არც კი არსებობდა. ქართული იყო სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა სამეგრელოს სამთავროსი. მეგრული ენა უფრო ხალხის სალაპარაკო ენა იყო.

მეგრულის ესოდენ წამოწევა დღევანდელ სამეგრელოში გამოიწვია ეკლესიისა და თავადაზნაურული წოდების, ინტელიგენციის ხელოვნურმა განადგურებამ, კულტურის დაცემამ, განათლების შეფერხებამ.

მეგრული სეპარატიზმი წვეთი წყალივით ჰგავს აფხაზურ და მუსულმანურ-მესხურ სეპარატიზმს. სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე საქმესთან გვაქვს საქმე. ვინც კარგად იცნობს საქმის ვითარებას, მისთვის ცხადია, რომ ამგვარი სეპარატისტული იდეების მატარებელი ყოველთვის უკულტურო, ბნელი ადამიანები არიან. რომლებიც თავის უმეცრებაზე აგებენ თავის “დოქტრინებს”.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/samegrelos-sakitxi/

ნ. ტელევნაია – ძმადნაფიცები უკუნითი უკუნისამდე

ისტორიულ ვაკუუმში არსებობამ, სადაც ისტორიული მოვლენები იცვლება მორიგი მთავრობის მიერ დასახული “ისტორიული” ღონისძიებებით, რომელიც ისტორიულ პროცესს აქცევს გაუგებარს, ერთჯერადი მოხმარების საგნად, საზოგადოება გაიყვანა ისტორიული სივრცისა და დროის მიღმა. საზოგადოება ცხოვრობს ირეალურ და მერყევ მარადიულ “დღეს” და სოციალური ექსპერიმენტებით თავი ამოჰყო ისტორიამდელ ეპოქაში.

ისტორიულ დროში გადასვლა – ეს არის ჰეროიკული პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ახლა დაიწყო კავკასიაში. პირველად სწორედ კავკასიაში გამოჩნდნენ ინდივიდუმები, რომლებიც ჰეგელის მიერ განმარტებული ანტიკური გმირების მკაცრ ჩარჩოებში თავსდებიან.

ესენი არიან ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია. ისინი XX საუკუნეში მოვიდნენ თითქოს სხვა ისტორიული ეპოქიდან და თითოეული მათგანი ცხოვრობდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საკუთარი მრწამსით.

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/televnaya/

 
 
 

 

 

 

 

 

  
 ixileT agreTve:  

zviad gamsaxurdia: mimarTva afxazi xalxisadmi  

zviad gamsaxurdia: mimarTva Sida qarTlisa da q. cxinvalis osi mosaxleobisadmi

zviad gamsaxurdia: saqarTveloSi me minda namdvili “haid parki”.

zviad gamsaxurdias didebiT dabruneba saqarTveloSi – foto da video

zviad gamsaxurdia: “gelaTis akademiis sulieri idealebi”

zviad gamsaxurdia: “qarTvel ers vpirdebi Tavisuflebas!”

zviad gamsaxurdias sityva mitingze vakis parkSi 1998 wlis 25 marts afxazeTis problemebze

zviad gamsaxurdias gamosvla. Tbilisi, 1989 wlis 26 maisi.

damoukideblobis gamocxadeba. 1991 wlis 9 aprili

prezident zviad gamsaxurdias Sexvedra prezident boris elcinTan daba yazbegSi, 23 marti 1991 w.

zaira miqataZe: “zviad gamsaxurdias sikvdili kavkasiis tragediaa”

erovnuli xelisufleba: gza damoukideblobisaken

xalxma aCvena vin aris misTvis Zvirfasi – britanuli proeqti “gamoCenili Tanamemamuleebis Sesaxeb” saqarTvelos televiziaze. isa qaZoevis martirologia

 ***

ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავას საფლავზე

***

კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას მიერ  წარმოთქმული სიტყვა ვაკის პარკში 1989 წლის 25 მარტს, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გამართულ მიტინგზე


ზვიად გამსახურდიას ისტორიული სიტყვა. 1990 წლის 26 მაისი.

 

დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღე – 1991 წლის 9 აპრილი

ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

ზ.გამსახურდია და რუსი სამხედროები I. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. 1990

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან დაბა ყაზბეგში, 23 მარტი 1991 წ.

 საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა დასავლეთ საქართველოში 1993 წ.

 

 თინათინ მღვდლიაშვილი – “ზვიადი და მერაბი”

2 Responses to “♥ ზვიად გამსახურდია”

  1. Monte Gowler said

    I’ve just started off a blog, the knowledge you give on this site has aided me extremely. Thank you for all your time & work.

  2. jaba melkadze said

    არათუ საქართველოს მასშტაბის უდიდესი ჰუმანისტი და მოაზროვნე, არამედ ზოგადგალაქტიკური(რა საქართველოს მასშტაბი, რა პლანეტის და თუნდაც მზის ოჯახის პლანეტათა მასშტაბები) აზროვნების პიკი მოვკალით ჩვენივე ხელით…კავკასიის არწივი და თავისუფლების სიო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 67 other followers