Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•კოკო გამსახურდიას კომისია

 ♥ ზვიად გამსახურდია

 

*** 

გიორგი გულბანი: კოკო გამსახურდიას კომისია

კოკო გამსახურდიას კომისია რომ შეიქმნა, იმედი გამიჩნდა, რომ დასკვნა ნაწილობრივ მაინც გაახმოვანებდა სიმართლეს საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანეს დროზე. მაგრამ, სანაიას გადაცემებში “უკანასკნელი გზა” (13 და 20 ნოემბერს) სხვა რამ გაცხადდა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ადამიანის ძალადობრივი გარდაცვალება გამოიძიო და არ განიხილო ის გარემოება, რამაც სიკვდილი გამოიწვია. გარემოებათა გამოძიება და გამოაშკარავება გადამწყვეტია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტის დევნასა და ძალადობრივ გარდაცვალებას.

სამწუხაროდ, იმედი არ გამიმართლდა და საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან აღარ მოველი სიმართლის ნაწილის გამჟღავნებასაც კი. ამგვარი პესიმიზმის მიზეზია კომისიის შემდეგი უნებლიე, თუ შეგნებული შეცდომები:

  1.  კომისია არ იძიებს იმ გარემოებას, რამაც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. არადა, ამის გარეშე შეუძლებელია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებისა და მოტივის დადგენა.
  2. კომისია ძირითადად ეყრდნობა ზვიადისა და ზოგადად საქართველოს მტრების მიერ გავრცელებულ ცნობებს. ანუ, კომისიის ძირეული მტკიცებულებების საფუძვლიანობა საეჭვოა.
  3. კომისიას არ გააჩნია უფლება, რომ დაჰკითხოს საქართველოში მყოფი უმთავრესი ეჭვმიტანილი.
  4. კომისია ეყრდნობა მეორეხარისხოვანი გარემოებების ზედაპირულ და უმართებულო ანალიზს.

მოდით, თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთმოყვანილი ოთხი შეცდომა.

გარდაცვალების მიზეზებისა და მოტივის დადგენა

ზვიადის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დამანგრეველი იყო რუსეთის იმპერიისთვის. ანუ, რუსეთი ზვიადს მტრად მოეკიდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვამ (“გრუ”) დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა საქართველოდან ეროვნული ხელისუფლების გასადევნად. სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი სუფიან ბეპაევი. იმჟამად ბეპაევი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე იყო და უშუალოდ ხელმძღვანელობდა “გრუ”–ს სპეცდანიშნულების რაზმებს საქართველოში. 1992 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ საქართველოში შევარდნაძე გამოაგზავნა მარიონეტული, რუსეთისადმი მონურად მორჩილი რეჟიმის შესაქმნელად.

ჯოჰარმა გაიზიარა ზვიადის იდეალები და ახლა ჩეჩნეთი იქცა პრობლემად რუსეთისთვის. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ზვიადი ან განედევნათ კავკასიიდან, ან ფიზიკურად გაენადგურებინათ. პირველი გეგმა ამოქმედდა, რომესაც 1992 წლის ნოემბერში ზვიადმა ევროპაში იმოგზაურა. მოგზაურობის დროს უცნაური ამბები მოხდა და სავიზო რეჟიმის დაცვით ზვიადის დაბრუნება ჩეჩნეთში შეუძლებელი გახდა. მხოლოდ შემთხვევის, გაბედული ადამიანებისა და ზვიადის დაჟინებით მოხერხდა მისი დაბრუნება გროზნოში (იხილეთ მერაბ კიკნაძის “გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში“). ეს ამბავი იმის მტკიცებულებაა, რომ ზვიადს ბრძოლაში დაღუპვა ერჩივნა გავერანებული საქართველოსთვის უცხოეთიდან ცქერას. ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება მომდევნო, ორ მსგავს ფაქტს, რაც უმნიშვნელოვანესია გამოძიებისთვის:

  1. 1993 წლის გაზაფხულიდან უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრები ზუგდიდში ვიყავით და დეტალურ ცნობებს ვაწვდიდით ზვიადს. ანუ, მან ზუსტად იცოდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით უმძიმესი, თითქმის უიმედო ვითარება იყო სამეგრელოსა და აფხაზეთში. მიუხედავად ამისა, ზვიადი დაბრუნდა, რომ გადაერჩინა ქვეყანა ან დაღუპულიყო.
  2. 1993 წლის 7 ნოემბერს რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის დესანტი გადმოსხა სამეგრელოში, აღმოსავლეთიდან კი ქვეითი ჯარი დაახმარა შევარდნაძის რეჟიმს. ამ უზარმაზარი სამხედრო მანქანის შეტევას ეროვნულმა გვარდიამ ვერ გაუძლო და მეომრები გაიფანტნენ. ასეთ უმძიმეს ვითარებაში ზვიადმა მოულოდნელად უარი უთხრა ჯოჰარს გროზნოში დაბრუნებაზე.

რაზე მეტრყველებს ზემოთმოყვანილი ამბავი? რატომ არ სტოვებს საქართველოს კაცი, რომელსაც აღარ ჰყავს ჯარი, დარჩენილია რამოდენიმე ერთგული ადამიანის ამარა და რომელსაც მოსდევს გამხეცებული მრავალრიცხოვანი მტერი? კომისიის წევრები ჩვეულებრივი ადამიანებია და ბუნებრივია, რომ ისინი ვერ ხსნიან ზვიადის ამგვარ გადაწყვეტილებას. არ ესმით, რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც სიცოცხლის შენარჩუნება არ არის უმთავრესი.

ჩემის აზრით, კომისიამ უნდა აღიაროს, რომ ზვიადის დევნა გია გულუას, ავთო იოსელიანის, “გრუ”–სა და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის მკველელების მიერ იყო სისხლის სამართლის დანაშაული და უპირველესად უნდა დადგეს ამ დევნის შემკვეთი შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხი (გულუა, ორივე იოსელიანი და გია ჭანტურია უკვე იმქვეყნად აგებენ პასუხს მათ მიერ ჩადენილ სისხლიან დანაშაულებებზე). უნდა დადგინდეს აგრეთვე თუ ვინ და რა მიზეზით გამოჰკრა თითი ჩახმახს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უმთავრესი დამნაშავე შევარდნაძეა!  თუ ზვიადმა ტყედ ჩავარდნას თავის მოკვლა ამჯობინა, ამ მდგომარეობაში ხომ შევარდნაძის უშუალო ბრძანებით ჩააყენეს იგი. თუ ზვიადი მოკლეს, მაშინაც შევარდნაძის ბრძანებით უსვრია ვიღაც არაკაცს ზვიადისთვის ტყვია.

კომისიის მტკიცებულებათა საიმედოობა

კომისიის სამუშაო ვერსია ეყრდნობა რამოდენიმე მეტად საეჭვო მტკიცებულებას:

  •  როსტოვის პათანატომიური კომისიის დასკვნა, რომელიც ზვიადის მკვლელობის შემკვეთი სახელმწიფოს სპეცსამსახურის მიერაა მომზადებული. “დასკვნა” ცდილობს, რომ დაბადოს ეჭვი, თითქოს ზვიადი სიკვდილის წინ საშინლად აწამეს. თუ ამას დაიჯერებ, მაშინ გამოდის, რომ ზვიადის დაცვის ბიჭები ცრუობენ, რაც თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს. ანუ, ამ “დასკვნით” რუსეთი ცდილობს წყლის ამღვრევას, რომ სიმართლე არ გააშკარავდეს. არ გააშკარავდეს, რომ დანაშაული რუსეთსა და მის ქართველ მონებს აკისრიათ და არა ზვიადის ერთგულ ადამიანებს. გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ამგვარი წარმომავლობის ქაღალდს ენდოს წესიერი და გონიერი ადამიანი და არ ენდოს ბაჩუკისა, თუ რობინზონს.
  • სანაიას გადაცემებში კი ვიხილეთ, რომ კომისია გასაუბრებია ზვიადის მკვლელობის შემკვეთი ორგანიზაციის, “სუკ”–ის ოფიცერ გიორგაძეს. გიორგაძე გაწვრთნილია, რომ სიმართლე წამებითაც ვერ ათქმევინოს კაცმა და მასთან გასაუბრება რაღაა? მოკლედ, ეს არამზადა გიორგაძე აცხადებს, რომ ზვიადთან ახლოს უცხო ვერ მივიდოდაო, გროზნოდან 2 მილიონი რომ წამოიღო და სად გაჰქრაო და ა.შ. საქმე ისაა, რომ გიორგაძე იმეორებს კრემლისა და შევარდნაძის თავდაპირველ სიცრუეს: “ზვიადი ჩვენ არ მოგვიკლავს. მან ან თავი მოიკლა, ან საკუთარმა გარემოცვამ მოკლაო”. ეს რომ სიმართლე იყოს, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ მისდევდნენ ფეხდაფეხ საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს გულუას, იოსელიანის, ჭანტურიას და “გრუ”–ს ბანდები. არარსებული ორი მილიონი იმიტომ მოიგონა გიორგაძემ, რომ წყალი აამღვრიოს და “ახალი მოტივი” შეუცუროს კომისიას. არამზადა გიორგაძე რომ აუცილებლად იცრუებს, ეს მაინც უნდა ესმოდეს კოკოს.

კომისიის უუფლებობა და უსუსურება

სანაიას გადაცემაში კოკო გამსახურდია აცხადებს, რომ შევარდნაძესთან ფორმატი ვერ შევათანხმეთო. ანუ, შევარდნაძის დაკითხვას ვერ ვახერხებთო. ამასთანავე მან ბრძანა, რომ გუგუშვილი არ არის საქართველოს სამართლებრივ სივრცეში და ფინეთის პროკურორს მივმართეთ მის დასაკითხადო. მთელმა საქართველომ იცის, რომ მთავარი დამნაშავე შევარდნაძეა. ჰოდა, ფინეთის პროკურორის გაოგნების მაგივრად ხომ არ აჯობებდა, რომ  საქართველოს პროკურორისგან მოგეთხოვათ შევარდნაძის დაკითხვა? ეს არამზადა ხომ არის საქართველოს სამართლებრივ სივრცეში?

მეორეხარისხოვანი გარემოებების ზედაპირულ და უმართებულო ანალიზი

სანაიას გადაცემაში ვინმე ბაცანაძემ ყურადღება გაამახვილა შემდეგ საეჭვო ფაქტებზე, რაც სერიოზულ  კრიტიკას ვერ უძლებს:

  • ჩავატარეთო გასროლის ექსპერიმენტი და დავადგინეთ, რომ გასროლას გაიგონებდნენ ახლო–მახლო მაცხოვრებლებიო. ამით რის დამტკიცებას ცდილობენ? მხედრიონის მხეცობის ხანაში ვინმეს გასროლა გაუკვირდებოდა?
  • ახალი წლის ღამეს დიასახლისი უსათუოდ იფუსფუსებდა და არ დაიძინებდაო. ის ოჯახი სტუმარს თუ ელოდებოდა ზვიადს როგორღა მიიღებდა? ამას გარდა, მხედრიონის მხეცობის ხანაში რა იყო ისეთი სადღესასწაულო, რომ დიასახლისს დილამდე “ეფუსფუსა”?
  • დაცვის ბიჭებმა რატომ დაიძინესო? ამას ისე ჰკითხულობენ, თითქოს ზვიადი საპრეზიდენტო სასახლეში იყო და 1000 კაციანი და თანაც კარგად დასვენებული დაცვა ჰყოლოდა. ზამთარში, ტყესა და ღრეში გაუთავებელი სიარულით გათანგული რობიზონი და ბაჩუკი რკინის რობოტები ხომ არ იყვნენ, რომ უძილოდ ეარსებათ?
  • ჯიხაშკარიდან ხიბულამდე ნახევარი საათის გზაა და 4–5 საათი რატომ მოანდომესო. დავიჯერო ორივე მასპინძელმა დავთარში ჩაიწერა ზვიადის სახლიდან გასვლისა და მეორე სახლში შესვლის დრო, თუ როგორ იყო? ზვიადის გარდაცვალების თავზარდაცემის შემდეგ ვის დაამახსოვრდებოდა ზუსტად ასეთი უმნიშვნელო დეტალი?

სანაიას გადაცემაში უცნაური განცხადება გააკეთა ბესო გუგუშვილმაც. მან ბრძანა, რომ ბოლოს ზვიადი აღარც მელაპარაკებოდაო. ეს კი იმის ნიშანია, რომ ზვიადი აღარ იყო კარგადო. საინტერესოა, რაზე უნდა ესაუბრა სიკვდილისთვის განმზადებულ ზვიადს ბესო გუგუშვილთან, რომელიც სავარაუდოდ  ცოცხლად გადარჩენაზე იფიქრებდა დღენიადაგ? თვითგადარჩენის ინსტინქტი სიკდილის საფრთხის საპასუხო ბუნებრივი რეაქციაა და ასეთივე განცდა ექნებოდა ნებისმიერ სხვა ჩვეულებრივ ადამიანს. ანუ, ამაში გასაკვირი არაფერია. ისევე როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ  სხვა სამყაროში გადასასვლელად განმზადებულ ზვიადს გასჭირვებოდა ყოფითი საუბრით თავის შექცევა.

და ბოლოს, კოკო ბრძანებს, დასკვნა იქნება მეცნიერულიო. კოკო ბატონო, ალბათ აჯობებდა, რომ დასკვნა სიმართლიანი ყოფილიყო…

 

2011 წლის 9 იანვარი

 

 ***

 

პასუხი გიორგი გულბანს 

ბატონო გიორგი, 

სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მისამართით იქნა გამოვლენილი, უფრო მართებულად კი, კომისიის იმ დოკუმენტისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისთვის (რომელიც ასეთი გულმოდგინებითა და მოწიწებით ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იგრძნობა ჩვენი არაერთი მოქალაქის კომისიისადმი მოწერილ წერილებში) უცნობია საპარლამენტო კომისიის საბოლოოდ გაცხადებული დასკვნითი დოკუმენტი.

აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ჩვენს ძვირფას საზოგადოებას.

ძვირფასო მკითხველო,

თქვენს კეთილგონიერებას უნდა მოვუხმო ახლა და სამზეოზე საჯაროდ განვიხილო თქვენთან ერთად ამ “უდიდესი ეროვნული მოღვაწის” ნაცოდვილარი:

1.   ღრმად პატივცემული ბატონი გიორგი ღაღადებს: “კომისია არ იძიებს იმ გარემოებას, რამაც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. არა და, ამის გარეშე შეუძლებელია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებისა და მოტივის დადგენა”.

ბატონო გიორგი, თქვენი “ნამოღვაწარიდან” მოხმობილი სტრიქონები, სამწუხაროა, მაგრამ მეტყველებს თქვენს უცოდინარობაზე, რადგან კომისია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი, მისი სტატუსის თანახმად, ადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს და არა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესწყობილების დამხობას. სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტმა 1991-1992 წლების მოვლენები შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალება, რაც კონსტიტუციური წესწყობილების დამხობას გულისხმობს. ეს თქვენ, როგორც აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირს, წესით უნდა გცოდნოდათ.

2.   თქვენი განაცხადით, “კომისია ძირითადად ეყრდნობა ზვიადისა და ზოგადად საქართველოს მტრების მიერ გავრცელებულ ცნობებს. ანუ, კომისიის ძირეული მტკიცებულებების საფუძვლიანობა საეჭვოა”.

ძვირფასო მკითხველო, როგორ მოგწონს განაცხადი? კომისია ძირითადად ეყრდნობა ზვიადისა და ზოგადად საქართველოს მტრების მიერ გავრცელებულ ცნობებს” და დასკვნაც რა შესაფერისი მიუწერია, ამ უცდომელი გუმანის პატრონს: ”ანუ, კომისიის ძირეული მტკიცებულებების საფუძვლიანობა საეჭვოა” – ო.

ფრიად საინტერესო მიგნებასთან გვაქვს საქმე!

კონსტანტინე გამსახურდიას საქართველოსა და ზვიადის მტრებთან დაუმყარებია ურთიერთობა, მათ მიერ მოწოდებულ ცნობებს დაყრდნობია და დასკვნაც შესაბამისი დაუწერია, თუმცაღა ეს დასკვნა სად ნახა, ან სად ამოიკითხა გიორგი გულბანმა კომისიისთვის ნამდვილად გაუგებარია, რადგან დასკვნით ნაწილზე სწორედ ახლა მიდის მუშაობა და სამას გვერდიანი დოკუმენტი ჯერ კიდევ რედაქტირების პროცესშია.

ბატონი გიორგის მოხმობილი სტრიქონები ისევ და ისევ მის უცოდინარობას ღაღადებენ, რადგან თუ მხედველობაში მივიღებთ “რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას”, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გადმოგვცა, ბატონ გიორგის შევახსენებთ, რომ იურისპრუდენცია არ ცნობს მტერს თუ მოყვარეს და მოცემულ საქმესთან დაკავშირებით საჭირო იყო ყველა იმ უწყებასთან თუ ქვეყანასთან დაკავშირება, რომლებიც საჭირო ინფორმაციებს მიაწვდიდნენ კომისიას. აგრეთვე ყველა, კომისიის მიერ დაინტერესებული პირი უნდა ყოფილიყო გამოკითხული, რაც ასეც მოხდა. და კიდევ ერთი: საინტერესოა სად გაეცნო პატივცემული ოპონენტი როსტოვის დასკვნას? ის ხომ ჯერ არც გამოქვეყნებულა. ამიტომ მისი პასკვილიდან ეს ნამდვილად არ ჩანს.

ახლა, რაც შეეხება საქართველოში მთავარ ეჭვმიტანილს.

ბატონო გიორგი, მისი პოზიცია და მდგომარეობა დღევანდელი გარემოების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ცნობილია და მის მიმართ რამე კითხვის დასმაც კი ზედმეტი, უხერხული იქნება კომისიის მხრიდან.

3.   გიორგი გულბანის თქმით: “კომისია ეყრდნობა მეორეხარისხოვანი გარემოებების ზედაპირულ და უმართებულო ანალიზს”, ამ სტრიქონების შემდეგ, გულბანი მოუწოდებს საზოგადოებას კომისიის მის მიერ მიგნებული ოთხი შეცდომის განხილვისკენ და სთავაზობს ფრიად საინტერესო მოსაზრებებს გაჯერებულს ვირეშმაკული არგუმენტაციით. კერძოდ: “ზვიადის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დამანგრეველი იყო რუსეთის იმპერიისთვის…” “ჯოჰარმა გაიზიარა ზვიადის იდეალები და ახლა ჩეჩნეთი იქცა პრობლემად რუსეთისთვის”… გიორგი გულბანის აზრით “კომისიამ უნდა აღიაროს, რომ ზვიადის დევნა  გია გულუას, ავთო იოსელიანის, “გრუ” – სა და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მკვლელების მიერ იყო სისხლის სამართლის დანაშაული და უპირველესად უნდა დადგეს ამ დევნის შემკვეთი შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხი, უნდა დადგინდეს აგრეთვე თუ ვინ და რა მიზეზით გამოჰკრა თითი ჩახმახს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უმთავრესი დამნაშავე შევარდნაძეა…”

ძვირფასო მკითხველო,

ბატონი გიორგი გულბანი რომ არ მოვლენოდა ქვეყნიერებას რა გვეშველებოდა, როგორ გავარკვევდით ეგზომ მითოსურ ამბავს ზემო მის მიერ დასახელებული უწყებების და პირების ბრალეულობის შესახებ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხში.

ამოუწურავია ბატონი გიორგის ფანტაზია, მკითხველის ყურადღება ახლა წერილის მომდევნო ნაწილზე უნდა შევაჩეროთ, რომელსაც “კომისიის მტკიცებულებათა საიმედოობა” ჰქვია.

გიორგი გულბანი წერს, რომ ვითომ კომისია მხოლოდ ეყრდნობა იგორ გიორგაძის გამოკითხვას და როსტოვის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, არად აგდებს “საწყალი რობიზონის და ბაჩუკის ნაამბობს, რომელსაც წესიერი კაცი უნდა ენდოს”. ვკითხულობ გულბანის ნაწერს და აღფრთოვანებული ვარ ამ კაცის წესიერებით, შორსმჭვრეტელობით, სწორედ ასეთ კატეგორიაზე მოგვითხრობს ხალხური სიბრძნე: ”ცაში არა გამოეპარებოდა რა და მიწაში ჭიანჭველებს ხედავდაო”. აფერუმ ბატონო გიორგი თქვენს დასკვნებსა და მიგნებებს, მართლაც რა უცდომელი გუმანით აუწყებთ მკითხველს სიმართლეს.

გიორგი გულბანმა კომისიის მტკიცებულებათა საიმედოობა გააქარწყლა რა, ახლა კომისიის “უუფლებობა – უსუსურება”-ზე, “მეორეხარისხოვანი გარემოებების ზედაპირულ და უმართებულო ანალიზზე” დაიწყო მსჯელობა.

“ჯიხაშკარიდან ხიბულამდე ნახევარი საათის გზაა და 4 – 5 საათი რატომ მოანდომესო. დავიჯერო ორივე მასპინძელმა დავთარში ჩაიწერა ზვიადის სახლიდან გასვლისა და მეორე სახლში შესვლის დრო, თუ როგორ იყო?”

სვამს, მისი ფიქრით გონივრულ კითხვას გიორგი გულბანი და შემდეგი არგუმენტით ამყარებს: “ზვიადის გარდაცვალების თავზარდაცემის შემდეგ ვის დაამახსოვრდებოდა ზუსტად ასეთი უმნიშვნელო დეტალი” – ო.

ბატონო გიორგი, შეიძლება არც თქვენი მოსვლა დაამახსოვრდეს არავის არასოდეს და არც წასვლა, მაგრამ როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას სტუმრობის მისვლის დრო და საათი დავიწყებოდა ვინმეს? ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას რომ ვერ ხვდებით სამწუხაროა; ნათელია, რომ ძალიან ცუდი გარემოცვის გავლენის ქვეშ ხართ მოქცეული.

გულბანი წერს: “საინტერესოა, რაზე უნდა ესაუბრა სიკვდილისთვის განმზადებულ ზვიადს ბესო გუგუშვილთან, რომელიც სავარაუდოდ ცოცხლად გადარჩენაზე იფიქრებდა დღენიადაგ?”

ბატონო გიორგი, რას ნიშნავს იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას თქვენი ავადმყოფური გონებიდან გამონაჟური ფრაზა: “საინტერესოა, რაზე უნდა ესაუბრა სიკვდილისთვის განმზადებულ ზვიადს ბესო გუგუშვილთან…”-ო. ვინ დაგარწმუნათ, რომ ზვიად გამსახურდია სიკვდილისთვის “განმზადებული” იყო და გულხელდაკრეფილი მიჩერებოდა ქვეყნის დამაქცევართა შემართულ ჩახმახს?, ზვიადის სიკვდილისთვის “განმზადება” იქნებ თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ: “საწყალმა რობინზონმა და ბაჩუკიმ” გიამბოთ, და თქვენც როგორც  “წესიერმა კაცმა” მათ ნათქვამს “სრული ნდობა გამოუცხადეთ”. ის ფორმა და ხერხი, რომელსაც თქვენ იყენებთ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად უკვე დიდი ხანია მოძველდა, გაცვდა და მხოლოდ თქვენი მსგავსი ერთუჯრედიანების დასაპურებლად იქცა. ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი კი, თქვენსა და თქვენს მსგავსთა ფაფხურს მხოლოდ სიბრალულით უყურებს და დუმს; დუმს, რადგან თქვენგან განსხვავებით: კარგად უწყის, რომ ”ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა, ზვიად გამსახურდია ბრძოლისთვის იყო შემართული სიკვდილის უკანასკნელ წამამდე. თავის მოსაკლავად ის ნამდვილად არ დაბრუნებულა სამშობლოში. გუგუშვილის და თქვენი მსგავსნი კი სწორედ რომ პოლიტიკური სიკვდილისათვის იყავით მზად, რაც უეჭველ ფაქტად ქცეულა ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან მოყოლებული დღემდე.

ძვირფასო მკითხველო, როგორც გიორგი გულბანის წერილის დასაწყისი, ასევე დასასრულიც ფრიად “მეცნიერული” და “ფილოსოფიურია”, გვხიბლავს წერილის დასასრულის კონკრეტიკა და მიგნება: “კოკო ბრძანებს, დასკვნა იქნება მეცნიერულიო. კოკო ბატონო, ალბათ აჯობებდა, რომ დასკვნა სიმართლიანი ყოფილიყო”-ო დასძენს გულბანი.

ბატონო გიორგი, ამ თქვენი წერილის შემდეგ, როგორც ჩამომხრჩვალი კაცის ოჯახში არ უნდა ახსენონ თოკი, ასევე თქვენთან არ შეიძლება ორი სანუკვარი სიტყვის: სიმართლისა და სამართლიანობის ხსენება.

გირჩევთ დროულად მოეგოთ გონს, განერიდოთ უნიჭო ცინიზმს, წესიერი ადამიანისთვის შეუფერებელ დამოკიდებულებას და თავი ანებოთ თქვენი ღვარძლიანი პასკვილებით ჩვენი ძვირფასი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

ძვირფასო მკითხველო, ერთი ხანობა ისიც ვიფიქრეთ ღირდა კი საერთოდ ბატონი გულბანის პასკვილზე პასუხის გაცემა, მაგრამ უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების.

 

პატივისცემით, კომისიის მოწვეული სპეციალისტების სახელით

ზურაბ ბაცანაძე

 20.01.2011

 ***

 

ორიოდ შენიშვნა ვინმე ბაცანაძის პასუხზედ

 

ბატონო ბაცანაძე,

თქვენ წერთ ასეთ რამეს: “აქვე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად თქვენი რბილად რომ ვთქვათ თავაშვებული, წესიერი კაცის ლექსიკურ მარაგს მოკლებული მეტყველებისა, ჩვენ თავშეკავებულები ვიქნებით აღნიშნული საკითხისა და გამო”–ო და იქვე სრულიად უტიფრად მლანძღავთ.

 

ჩემს წერილში არც ერთი შეურაწმყოფელი გამოთქმა არ მიხმარია. მკითხველი თავად დარწმუნდება ამაში, თუკი ჩემს წერილს გადაიკითხავს. ჩემი წერილის მიზანია, რომ შეცდომები დავანახო კოკო გამსახურდიას. ასე, რომ თქვენი გამოხმაურება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა თქვენი წერილი კოლექტიური “ნააზრევი” რომ არ ყოფილიყო. ამიტომ მსურს განვიხილო მასში მიმობნეული კოლექტიური აზროვნების “მარგალიტები”. 

მკითხველო, მოდით მივყვეთ ბაცანაძისა და სხვა ექსპერტების “ნააზრევს” ბაცანაძის მიერვე დანომრილი პუნქტებით.

 

1. თქვენ სწერთ: 

“კომისია, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი, მისი სტატუსის თანახმად, ადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს და არა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წესწყობილების დამხობას”.

 

სწორედ ესაა ჩემი უნდობლობის საფუძველი. თქვენ თვალთმაქცობთ, თითქოს არ გესმოდეთ, რომ სწორედ პუტჩის უშუალო შედეგია ზვიადის დაღუპვა. რუსებს პუტჩი რომ არ მოეწყოთ, 1993 წელს ზვიადი კოლხურ კოშკში შეხვდებოდა და არა ხიბულაში. 

შემდეგი ამონარიდია:

 

“სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტმა 1991-1992 წლების მოვლენები შეაფასა როგორც სახელმწიფო გადატრიალება, რაც კონსტიტუციური წესწყობილების დამხობას გულისხმობს”.

 

არსებულმა რეჟიმმა მხოლოდ ის ფაქტი აღიარა, რომ 1991–92 წლებში საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ეს ფაქტი არ შეუფასებია და არც პოლიტიკური ბრალი (სასამართლოზე, ხომ ოცნებაც ზედმედია) არ წაუყენებია ამ უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენთ. მოვიშველიებ 2010 წლის 21 ივლისის პარლამენტის დადგენილებას “საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“, სადაც ვკითხულობთ:  

“ვინაიდან 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია”; 

იქვეა: 

“ვინაიდან 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციამ მოახდინა შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე”.

 

არც ერთი სიტყვა არ არის 1921 და 1992 წლის მოვლენების მსგავსებაზე. ისეთი შთაბეჭდილება დარჩება კაცს, თითქოს 1991–92 წლებში საქართველოს მარსიანელები შემოესიენ და არა რუსის ჯარი.

 

2. მეორე პუნქტში საგულისხმოა თქვენი შემდეგი განცხადება:

 

“თუ მხედველობაში მივიღებთ “რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას”, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გადმოგვცა, ბატონ გიორგის შევახსენებთ, რომ იურისპრუდენცია არ ცნობს მტერს თუ მოყვარეს”.

 

ანუ, ზვიადის მკვლელობის შემკვეთი ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ შედგენილი ქაღალდი ისეთივე მიუკერძოებელი ყოფილა, როგორც, მაგალითად უძველესი უნივერსიტეტის  სწავლულის იურიდიული ტრაქტატი.

 

იქვეა საკმაოდ უცნაური აზრი შევარდნაძის შესახებ: 

“მის (შევარდნაძის) მიმართ რამე კითხვის დასმაც კი ზედმეტი, უხერხული იქნება კომისიის მხრიდან”.

 

შევარდნაძე მთავარი ეჭვმიტანილია ფორმალური თვალსაზრისით, თორემ ჩვენი თაობის  ქართველისთვის საკამათო არ არის, რომ იგი მთავარი დამნაშავეა. ამ ორიოდე წლის წინათ გერმანიის ერთ–ერთმა სასამართლომ სამხეთ ამერიკიდან  ჩამოიყვანა ხელზე ბორკილებდადებული 91 წლის ნაცისტი დამნაშავე  და გაასამართლა იგი. ჩილეს სასამართლომ სიკვდილის კარამდე სდია პინოჩეტს. ამიტომაა, რომ ვერ ვხვდები, რატომაა “უხერხული” საქართველოს დამაქცეველი და ზვიადის მკვლელობის შემკვეთი შევარდნაძის სამართლებრივი დევნა? შევარდნაძე რომ დამნაშავეა ამას ადასტურებს თქვენი “კონსულტანტი” იგორ გიორგაძეც.

 

3. ამ პუნქტის ფარგლებში შენ ხშირად თავხედურად მეუზრდელები, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები. არამედ მოვიშველიებ მორიგ “მარგალიტებს” ამონარიდების სახით: 

“გულბანი…  სთავაზობს (საზოგადოებას) ფრიად საინტერესო მოსაზრებებს…. (თითქოს) ზვიადის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დამანგრეველი იყო რუსეთის იმპერიისთვის…”

 

ეს სიმართლე არ არის, თუ როგორაა თქვენი საქმე? 

“ჯოჰარმა გაიზიარა ზვიადის იდეალები და ახლა ჩეჩნეთი იქცა პრობლემად რუსეთისთვის”.

 

არც ესაა სიმართლე? 

“კომისიამ უნდა აღიაროს, რომ ზვიადის დევნა  გია გულუას, ავთო იოსელიანის, “გრუ”–სა და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მკვლელების მიერ იყო სისხლის სამართლის დანაშაული და უპირველესად უნდა დადგეს ამ დევნის შემკვეთი შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხი”.

 

აბა, ვის დანაშაულს იძიებთ “ექსპერტებო”?

 

მკითხველს აღარ შევაწყენ თქვენი უსუსური წერილის განხილვით და დაგისვამთ მთავარ კითხვას: 

 რას აკეთებდით 1991–1993 წლებში? ანუ, ვის სამსახურში იდექით იმ დროს?   

პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგამ მხოლოდ უნამუსო, მოკლე ჭკუის (ანუ, ერთუჯრედიანი) და ავადმყოფური ფსიქიკის ქართველი შეიძლება დამდგარიყო  ჩვენი დაუძინებელი მტრის, რუსეთის მხარეს და ებრძოლა ზვიადისა და საერთოდ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს მოღალატეები დაუპირისპირდნენ ქართველი ერის ნებას და სწორედ ამ არამზადების ხელშეწყობით დაიწყო რუსეთმა საქართველოს ერთიანობის რღვევა. ზვიადის განდევნისა და მოკვდინების უშუალო შედეგია, რომ რუსის ჯარი დღეს იგოეთსა და ზუგდიდთანაა გამაგრებული!

 

გიორგი გულბანი

 22.01.2011

 

 

93 Responses to “•კოკო გამსახურდიას კომისია”

  1. http://www.facebook.com/note.php?note_id=184829278202199

    განხილულია ამ !იმედგაცრუებული! ავტორის უხეში შეცდომები და გაუგებრობები…

    Like

  2. გიორგი გულბანი said

    ბატონო ბესარიონ,

    ყველაზე ნაკლებად თქვენს გამოხმაურებას ველოდი. ჩემი წერილი იყო უშუალო რეაქცია სანაიას გადაცემაზე. წერილის ადრესატია კოკო, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ მტრის საქმეს აკეთებს. ანუ, ის წერილი “რეალიზმის პრეტენზია” კი არა და უნამუსობისა და უგუნურების ჩვენების მცდელობა იყო.

    ბევრი ვიცინე ჩემს “დემოკრატიული იდეალიზმით დაბინდული ავტორ”–ად მოხსენიებაზედ. საერთოდ, ასეთი უსაფუძვლო პირადული ხასიათის შეტევა ბევრია თქვენს წერილში. ცნობისთვის, პირადული ხასიათის შეტევანი პრესის თემა არ არის. მითუმეტეს, როდესაც დღევანდელ საქართველოში კვლავ პუტჩისტები ბოგინებენ და ალბათ ხარობენ ამგვარი “გაუგებრობებით”.

    თქვენ იკადრეთ ერთი ბრალდება, რომელიც პირადულს სცდება და ამიტომ უპასუხოდ ვერ დავტოვებ: “უზენაესი საბჭოს დიდი ნაწილი შარშანდელი თოვლივით გაქრა-გაუჩინარდა ბათუმისკენ მიმავალი უკანასკნელი კატერით — როგორც კი ბალტინის ინტერვენციის საშიშროება გამხილდა და სავსებით რეალური გახდა — ბპგ…”, ბრძანებთ. ამასთანავე: “უხეში უზუსტობაა, თითქოს ამ უზარმაზარი სამხედრო მანქანის შეტევას ეროვნულმა გვარდიამ ვერ გაუძლოო, რადგან განხორციელდა წარმატებული კონტრშეტევა სენაკზე და სხვა ოპერაციები…”–ო. გაუგებარია, სენაკზე შეტევა რა შუაშია ბალტინის დესანტთან? ეროვნულმა გვარდიამ რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია ბალტინის დესანტს, თუ როგორ იყო? ვერც გაუწევდა, თუ გავიხსენებთ, თუ რა ძალა გადმოსხეს რუსებმა. ამგვარ ვითარებაში, 50–იოდე უზენაესი საბჭოს წევრი შეაჩერებდა რუსის ჯარს, თუ რას გვემართლებით? ჰოდა, თუ ვერ შევაჩერებდით ზუგდიდში მხედრიონის საჯიჯგნად უნდა დავრჩენილიყავით? და თუ მართლა თვლით, რომ უნდა დავრჩენილიყავით, მაშინ თქვენ რატომ არ დახვდით მხედრიონს ზუგდიდში? ეროვნული ხელისუფლება დამარცხდა შეუდარებლად დიდ სამხედრო ძალასთან და ამ თემაზე ქილიკი სრულიად მიუღებელია.

    გიორგი გულბანი

    Like

    • ბატონო გოგი,

      მოგისამძიმრებთ — ამიერიდან ზვიადის ოჯახიონისა და მათი იაფად დაქირავებული „მხარდამჭერების“ მხრივ აქტიურ „გუგუშვილისტად“ და „თვითმკვლელობის ვერსიის მხარდამჭერად“ მოისაზრებით — ანუ ოჯახიონის სალაფავის მოსისხლე მტრად…

      ვიზიარებ ამის გამო თქვენს მიმდინარე და მომავალ მწუხარებებს…

      Like

      • დიახ, ბატონო გიორგი (და სხვა არაკიკუ ბატონებო) — თქვენ ჩააფურთხეთ იმ გობში — საიდანაც ოჯახიონი იკვებება მატერიალურად და იდეოლოგიურად… — გმირულად გასწირეთ და დაიღუპეთ თავი სიმართლისთვის — რომელიც თითქმის არავის სჭირდება…

        Like

      • გიორგი გულბანი said

        ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია.

        ზვიადის გარდა არავის მიმდევარი არ ვყოფლივარ. ჩემს ასაკში საეჭვოა, რომ ახალი წინამძღოლი ვიპოვნო.

        საზოგადოდ ვერიდები საჯარო გამოსვლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში დავინახე მავანის მცდელობა, რომ არაკაცი შევარდნაძის დანაშაული სრულიად უდანაშაულო ადამიანებსა და ზოგადად ეროვნულ მოძრაობას გადააბრალოს.

        ამ ქვეყნად თუ არა, იმქვეყნად ნამდვილად არ ასცდება არამზარა შევარდნაძეს საკადრისი სასჯელი!

        Like

  3. ლომისა said

    ბ-ნო გიორგი,

    მოხარული ვარ, რომ ამდენი დუმილის შემდეგ ვაჟკაცური სიტყვა შეაწიეთ თქვენსავით დევნილობაში მყოფ ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილს. სამწუხაროა, რომ კარგად არ იცნობთ ამ კომისიის მოღვაწეობის ყველა დეტალს. როგორც ჩანს, თქვენ მხოლოდ ამ კომისის „ეჭვიანობის“ ეპოპეის ბოლო დოკუმენტებს იცნობთ.

    მიუხედავად ამისა, მსურს რამდენიმე შენიშვნა გამოვთქვა და იმედია კარგად გაიგებთ ჩემს გულისტკივილს. თუმცა, ძალიან მეუხერხულება რადგან საკუთარ თავზეც მომიწევს საუბარი.

    ბ-ნო გიორგი, იმ გადაცემაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც მომიწია მონაწილეობა. ისე, რა კარგი იქნებოდა რომ თქვენც მიგეღოთ მონაწილეობა და იქიდან გეთქვათ თქვენი სათქმელი. იმედია არ იტყვით, რომ თქვენი სტატია მეც არ მეხება. შეიძლება გაიკვირვოთ, მაგრამ ასე მგონია რომ თქვენი სტატია ყველაზე მეტად, ბ-ნ ბესარიონის შემდეგ მეც შემეხო.

    როგორ, ეს გადაცემა მხოლოდ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ სანაიას გადაცემაში ნაჩვენებმა ცილისმწამებლურმა ფილმმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა დღევანდელი უკანონო რეჟიმის სახე? კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაჩვენა ის დილემა, რომელიც ქართველი ერის წინ დადგა ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლების განდევნის შემდეგ? რატომ არაფერს ამბობთ კანონიერების აღდგენის პრობლემის შესახებ? რადგან ზვიად გამსახურდია აღარ ჰყავს ქართველ ერს კანონიერების აღდგენაზე აღარ უნდა ვიფიქროთ? ისე გამოდის, რომ მხოლოდ ზვიად გამსახურდიას სდომებია კანონიერების აღდგენა. როგორ, ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ თვით, პირადად ზვიად გამსხახურდია იყო? ე.ი. არ ყოფილა არც ეროვნული მოძრაობა და არც ეროვნული ხელისუფლება ყოფილა!

    მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის ერთ-ერთი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შავი პიარია, მთავარი მაინც ლეგიტიმური ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა. კერძოდ, მ. სააკაშვილის უკანონო ხელისუფლება, დღიდან თავისი არსებობისა, მხოლოდ იმას აკეთებდა რომ ჩირქი მოეცხო ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული იდეოლოგიისათვის. სამწუხაროა, რომ კანონიერების აღდგენა და სამართლიანობის აღდგენა, თუნდაც ნაწილობრივად, ეროვნული ხელისუფლებისამი მტრულად განწყობილი ძალების იმედად წარმოგინიათ.

    სხვათა შორის, მეც და მრავალ ადამიანს საქართველოში მიაჩნია, რომ ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი კვლავაც ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრია და კარგი იქნებოდა თუ მომავალში ასე მიმართავდით. სამართლიანობას, ლეგიტიმურობა და კანონიერების აღდგენა მოითხოვს ამას! მაპატიეთ, მაგრამ საკუთარ თავს რატომ არ მოიხსენიებთ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად? თქვენი უფლებამოსილება ვინმემ შეაჩერა?

    რას ერჩით ამ პუტჩისტურ ყაიდაზე მომართულ კოკოს? განა სხვებზე უკეთესად არ იცოდით რა ჩამოსხმისაც არის? გასაგებია, რომ თქვენთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტში, მხოლოდ რუსეთი დადანაშაულდეს და საერთოდ არ მოიხსენიებთ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური წრეების საგულდაგულო მონაწილეობას სამხედრო პუტჩში თუ ზვიად გამსახურდიას დევნაში. განა ზვიად გამსახურდიამ დაწვრილებით არ ისაუბრა ამაზე ევროპაში და თუნდაც ფინეთში? ნუთუ არ გსმენიათ ვის აბრალებდა ბ-ნი ზვიადი პუტჩის მოწყობას? გენშერიო, ბეიკერიო და ა.შ.

    მერე, კოკოს გავლით, ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებს რომ დაედოთ დასკვნა მაშინ დამაჯერებელი იქნებოდა? თუ იქნებოდა რატომ? ან, ბოლოს და ბოლოს, ვისაც დელემა ის ჰგონია, რომ ექსპერტიზა რუსეთშია გაკეთებული და თითქოს რუსეთის „გრუს“ სასარგებლოდ იდება ექსპერტიზა, მაშინ ამერიკულ-ევროპული ექპერტიზის სამართლიანობაზე თავისდამდებებს 10 000 დოლარიც უნდა შეეგროვიბინათ, რომელზეც კოკო საჯაროდ და მრავალგზის იხვეწებოდა. რა გახდა ბოლოს და ბოლოს სიმართლის ყიდვა ამერიკაში ამერიკელი ექსპერტებისაგან, სულ რაღაც ამ მიზერულ თანხად?!

    p.s.

    მიუხედავად ჩემი შენიშვნისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიმართლის გამოქომაგებისათვის.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ბატონო იოსებ,

      როგორც სჩანს, ჩემი წერილი საკმარისად გასაგები არ იყო. ახლა კიდევ ერთხელ შევეცდები, რომ განვმარტო “ბუნდოვანი” საკითხები.

      1. ჩემი მოკრძალებული წერილი სანაიას გადაცემის ემოციური პასუხი იყო. ანუ, ჩემი წერილი არ გასცდენია სანაიას გადაცემის უშუალო განხილვას.
      2. არ წამიკითხავს კომისიის მიერ წარდგენილი არც ერთი საბუთი. ვეყრდნობოდი მხოლოდ სანაიას გადაცემაში მოყვანილ ციტირებასა თუ ინტერპრეტაციებს. ასე, რომ ამ საკითხში გეთანხმებით. თუმც, წერილში არ შევხებივარ “დოკუმენტებს”.
      3. წერილი არ დამიწერია ბესარიონ გუგუშვილის დასაცავად. მას ჩემი დასაცავი არაფერი აქვს. არამედ, შევეცადე მემხილებინა კომისიის არაკეთილსინდისიერება.
      4. წერილის მიზანი არ იყო ეპოქის დეტალური განხილვა. იმდროინდელი ამბები მოხსენიებულია იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის, ანუ ახალგაზრდა ქართველისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას უკვე ოცი წელია ატყუებენ საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის წლინახევრიანი ისტორიის თაობაზე. მოკლედ, მოყვანილია ისტორიული ფაქტების მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი.
      5. ზემოთმოყვანილი 1, 3 და 4 პუნქტებიდან ცხადი უნდა იყოს, რომ თვენ და თქვენს სატელევიზიო გამოსვლას არაფერი აკავშირებს ჩემი წერილის მიზანთან.
      6. თქვენი მოსაზრება, თითქოს მიმეჩქმალოს გარკვეული ამბები საფუძველს მოკლებულია, რაც ახსნილია 1 და 4 პუნტქებში. მომავალი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ქვევით გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
      6.1. სააკაშვილის რეჟიმი ებრძვის ზვიადის იდეალებს და ცდილობს ამ იდეალების გაბაიბურებას. არ გამოუვათ!
      6.2. ვადასტურებ, რომ პუტჩიც და ბალტინის დესანტის გადმოსხმაც მოხდა დასავლეთის და კერძოდ აშშ ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, ჩვენი უშუალო და ყველაზე სახიფათო მტერი მაინც რუსის ვანიაა. თავს რომ ბანდიტი დაგესხმება, ჯერ ის უნდა მოიგერიო და მერე იფიქრო იმაზე, თუ ვინ ან რამ გამოაგზავნა.
      6.3. გეთანხმებით, რომ დასავლეთში შეკვეთილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება საიმედო. აქ ყველაფერი ფულზე იყიდება.
      6.4. გეთანხმებით, რომ ზვიადის დაღუპვის ამბავს მიუკერძოებლად შეისწავლიდა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც საუბედუროდ აღარ გვყავს.
      7. თქვენს დანარჩენ შეკითხვებზე პირად საუბარში გაგცემთ პასუხს, რადგან ეს არამზადა პუტჩისტების გასაგონი არ არის.

      საუკეთესო სურვილებით,

      გიორგი გულბანი
      საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი
      საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი 1990–1994 წლებში

      Like

  4. AFXAZI said

    “სხვათა შორის, მეც და მრავალ ადამიანს საქართველოში მიაჩნია, რომ ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილი კვლავაც ლეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრია და კარგი იქნებოდა თუ მომავალში ასე მიმართავდით. სამართლიანობას, ლეგიტიმურობა და კანონიერების აღდგენა მოითხოვს ამას! მაპატიეთ, მაგრამ საკუთარ თავს რატომ არ მოიხსენიებთ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად? თქვენი უფლებამოსილება ვინმემ შეაჩერა?”
    მე პირადა ვემხრობი საქართველოს ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებას, რომელსაც ხმა მივეცი არა მარტო მე, არამედ ბევრმა აფხაზმა და ვიმედოვნებ, რომ მალე აღსდგება კანონიერება მთელ საქართველოში.

    Like

  5. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის დასკვნა ვერ იქნება რაიმე ფასეულობების შემცველი (ვერც ისტორიული და ვერც სამართლებრივი) თუ მასში არ იდება პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი სახელმწიფო დამნაშავის ე. შევარდნაძისა და მკვლელობის მთავარი თვითმხილველი მოწმის ბატონ ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის ოქმები.

    გამოვთქვამთ იმედს, რომ დასკვნა არ იქნება სუროგატი, არამედ, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ქართველ ერს და პროგრესულ საერთაშორისო საზოგადოებასაც წარუდგენს სრულყოფილ და სერიოზული მტკიცებულებებით გაჯერებულ (დროის ფაქტორი, აწ უკვე ამის შესაძლებლობას ქმნის) დასკვნას დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რითაც ბატონი კონსტანტინე ერთობ ამაღლდება მადლიერი ქართველი ერის თვალში და სათანადო პატივსაც დაიმსახურებს.

    Like

    • 1. თუმცა ქალბატონი ლეილა უგანათლებულესი ქალბატონია — მისმა დახვეწილმა ტვინმა მაინც ვერ შეძლო დაეძლია ის სირთულე, რომ კოკოს კომისიას არავისი „დაკითხვის“ იურიდიული და სამართლებრივი უფლება არ გააჩნია — რამდენადაც არაა „საგამომძიებლო“ კომისია…

      2. აგრეთვე სამწუხაროდ — ქალბატონი ლეილაც იმ კრიჟანგი მილიონობით ქართველთა შორისაა — რომელმაც კოკოს 10.000 დოლარი ვერ შეუგროვა ამერიკელი სპეციალისტისგან „სიმართლის“ გამოსასყიდად (არა, და როგორ მუხლემზე-დაჩოქილი და ცრებლებმორეული იხვეწებოდა კოკო ამ აწ უკვე ავადსახსენებელ 10.000 დოლარს)– რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზვიადის სიკვდილი მხოლოდ საჭორაო მასალად აინტერესებს…

      Like

  6. გულიკო გიგიბერია said

    ჩემთვის პირადად ცხადზე უცხადესია – ვიდრე საქართველოში პოლიტიკურ ორბიტაზე (ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავროები) წამყვანი ლიდერები კვლავაც პუტჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან, ვიდრე შევარდნაძის და რუსეთის მიერ “დავერბოვკებული” ხალხი და “ცნობადი სახეები” არ იქნებიან მხილებულნი მათ მიერ ჩადენილ სახელმწიფო დანაშაულში – არა! და ვერც გავიგებთ სიმართლეს -ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია !!!

    კოკოს კომისია კი ცხადია, შექმნილია იმისათვის – რომ ჩირქი ჩამორეცხოს შევარდნაძეს და მის მსტოვრებს !!!…
    თუ გაირკვა, რომ დაცვა და გუგუშვილიც ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებულნი არიან ზვიადის მკვლელობასთან, ერთ დასტურსაც მივიღებთ -ისინიც შევარდნაძის აგენტები ყოფილან !

    ერთი კითხვა მინდა დაუსვა ზვიადდთან მყოფ ერთგულ მეგზურებს (ჯერ-ჯერობით ბრჭყალებისგან თავს შევიკავებ) -სამშვიდობოს როგორ გამოაღწიეს…უცხოეთში ვისი დახმარებით მოხვდნენ?… მარგველანს ვინ გაუწია რეკომენდაცია, კრწანისში სამსახური რომ მიიღო…???

    Like

  7. Zurab Bacanadze said

    პასუხი გიორგი გულბანს

    ბატონო გიორგი,

    სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მისამართით იქნა გამოვლენილი, უფრო მართებულად კი, კომისიის იმ დოკუმენტისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისთვის (რომელიც ასეთი გულმოდგინებითა და მოწიწებით ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იგრძნობა ჩვენი არაერთი მოქალაქის კომისიისადმი მოწერილ წერილებში) უცნობია საპარლამენტო კომისიის საბოლოოდ გაცხადებული დასკვნითი დოკუმენტი.

    იხილეთ სრულად:

    •კოკო გამსახურდიას კომისია

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ამ ვიღაც ბაცანაძეს დაწვრილებითი პასუხს ზევით ვცემ. აი ეს მბული კი კოკო გამსახურდიას საგულისხმო განცხადებას გაგაცნობთ: http://www.presage.tv/?m=news&NID=4611.

      Like

      • ძალზე საინტერესოა „საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი 1990–1994 წლებში“ ვირტუალური ინტელექტუალური შერკინება „საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრთან“…

        ნეტა რომელი იმძლავრებს.?.

        Like

  8. ისე, რაღაცნაირად სწორია ეს ბაცანაძე (რომლისთვის აქ წერაც სამსახურებრივი მოვალეობაა — რაშიც ფულებს იჯიბავს)… — კოკოს კომისია სისულელეებს რომ წერდეს — განა ამოტელა სააკაშვილ-ნაცმოძრაობისტულ პარლამენტს გამოეპარებოდა ეს სისულელეები.?. — ან თუნდაც ისეთ ნათელ გონებებს, როგორიც მხცოვანი ჟურნალისტი და გამომცემელი ლეილა ცომაიაა.?.

    ბოლო-ბოლო — არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის რასაც ჩვენ აქ შეთამაშებით „კოკოს კომისიას“ ვუწოდებთ — ეს გახლავთ საქართველოს ყოვლადლეგიტიმური ნაცური პარლამენტის კოლექტიური აზროვნების ნაყოფი, ამ კოლექტიური აზროვნების მწვერვალი…

    Like

    • გამომრჩა — კოკო გამსახურდია ქართველი ერის სინდისი და ნამუსია… — ქართველობის სინდის-ნამუსის ულვაშია… — ზოგიერთები კი მას მოწიწკნიან უხეშად…

      Like

  9. iberiana said

    მთავარი 1991-92 წლების მოვლენების გამოძიებაა. დანარჩენი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ჩათვლით, ადვილად გაირკვევა.

    Like

    • ელენა said

      უკანონო ხელისუფლების უკანონო პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო ცილსმწამებლური დასკვნები ნაგავსაყრელზე!

      Like

      • a. sanduxaZe said

        ვეთანხმები იბერიანას და თან დავამატებდი: უნდა დაიწყოს სახელმწიფო დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა, დამნაშავეს კანონიერად უნდა მიეზღოს ჩადენილი დანაშაულის საზღაური!

        Like

  10. ელენა said

    ჩემი, რიგითი ქართველისათვის რა კარგად გამოიკვეთა აქ მოპაექრეთა ქრისტეს თუ ბარაბას მიმდევრობა. კოკო გამსახურდია თავისი სინდის-ნამუსით ლუსტრირებულია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება საქართველოს გარეული თუ შინაური მტრების მიერ მოწყობილი პუტჩისტის, თან მასონის, შევარდნაძის შვილობილ სოროსის სააკაშვილის ხელისუფლებაში კაცი იჯდეს და იძიებდეს მამის მკვლელობას მამის მდევნელ მკვლელების დაკვეთით. რა სამარცხვინო მოღალატური ამბავია. ვინც კიდევ მაგ ეშმაკზე სულმიყიდულ კოკოს გამაძიებას რაიმე სახით ცნობს ის შევარდნაძის და სააკაშვილის მიზნების გამტარებელია.

    Like

  11. Zurab Bacanadze said

    გიორგი გულბანს

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია

    ბატონო გიორგი,

    თქვენ ისევ და ისევ აგრძელებთ თქვენს ღვარძლიანობას, ეს გასაგებიცაა, რადგან თქვენნაირ კატეგორიაზე უთქვამს ბრძენ რუსთველს “უცილობლობს ვითა ჯორიო”.
    ამჯერად თქვენ არც გცემთ პასუხს, ჩვენ ისევ და ისევ ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისადმი გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას და მათ ვაუწყებ თუ სად ვმსახურობდი 1991 – 1993 წლებში. ამ დროისთვის ვმუშაობდი სს.”კავკასიონში” (ლიმონათის ქარხნის) ჩამოსასხმელი საამქროს მუშად, უმაღლესი იურიდიული განათლებით და არასდროს არ ვყოფილვარ დღემდე არცერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი.
    რაც შეეხება კომისიაში მეორე მოწვეულ სპეციალისტს გიორგი ჩოხელს, იგი 1991 – 1993 წლებში, მისი ჰასაკიდან გამომდინარე, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” სწავლობდა და ბუნებრივია ვერ მიიღებდა ჩვენი დაუძინებელი მტრის რუსეთის მხარეს ზვიადისა და საერთოდ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას.
    ძვირფასო მკითხველო,
    ჩვენ რას ვმოღვაწეობდით აღნიშნულ წლებში გაცნობეთ, მაგრამ საინტერესოა, თავად ბატონი გულბანი, ბალტინისა და მხედრიონელებისგან ზუგდიდის დაკავების შემდეგ სად იმყოფებოდა, რომელ ჩირგვში იყო შემძვრალი ეს ჩვენი “სასიქადულო მესიტყვე”? გვაუწყოს იქნებ სიმართლე.
    რაც შეეხება ისტორიული სიმართლის დადგენას 1991 – 1992 წლებზე, ამას ამჟამინდელი საპარლამენტო კომისია, რომელსაც სრულიად კონკრეტული ამოცანა აქვს და როგორმე ესმის, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ეს ორი მოვლენა (კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობა) ნამდვილად ვერ დაადგენს, ამიტომ იქნებ თავად მიემართა გულბანს პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის, რათა შექმნილიყო ხსენებული ისტორიული მოვლენების გამოკვლევის ცალკე კომისია, რასაც დასჭირდებოდა არც თუ მცირე რაოდენობა ისტორიკოსებისა, იურისტებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებისა.
    ჩვენ ამჯერადაც კეთილგანწყობას ვიჩენთ გულბანის მიმართ და ვურჩევთ, რომ მისდა სასიკეთოდ დროულად შეჩერდეს.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ზურაბ ბაცანაძევ,

      ახლახანს ტელეფონით გესაუბრეთ და შევეცადე, რომ ამეხსნა ის უცილობელი ფაქტი, რომ საჯაროდ ლანძღვა უზრდელობაა. ჩემი გულშემატკივრების დასამშვიდებლად მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი ბაცანაძის ყველა უზრდელობას პირად საუბარში გავეცი პასუხი!

      ამგვარი კამათის დროს არც ერთი არსებითი კითხვა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. ასე, რომ კიდევ ერთელ მოგახსენებთ, რომ 1990–1994 წლებში ვასრულებდი უზენასი საბჭოს წევრის მოვალეობას. ანუ, არ გამიცდენია არც ერთი სესია გროზნოსა და ზუგდიდში. სასაცილოა, როდესაც ლიმონათის ქარხნის ჩირგვებიდან ვინმე რაიმეს მიკიჟინებს! რუსის ჯარის მიერ დასავლეთ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ თავი ბათუმს შევაფარე. ზუგდიდში, რომ დავრჩენილიყავი, ახლა ამ “განხილვაში” მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რაც ალბათ დიდი დანაკლისი არ იქნებოდა.

      ბაცანაძე აგრეთვე ბრძანებს: “ჩვენ ამჯერადაც კეთილგანწყობას ვიჩენთ გულბანის მიმართ და ვურჩევთ, რომ მისდა სასიკეთოდ დროულად შეჩერდეს”. ეს ალბათ მუქარაა. არა მგონია, რომ ეს მუქარა პიროვნული ხასიათის იყოს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ესაა ამ უნიათო კომისიის უკან მდგომი რეალური პოლიტიკური ძალის მუქარა. ჰოდა, ასეც დაწერეთ ბატონო ბაცანაძე, რომ სურათი ყველასთვის ნათელი იყოს.

      პატივცემულო მკითხველო, ყველა ღონე ვიხმარე, რომ კულტურული ადამიანისთვის მისაღებ ფორმაში გამეკრიტიკებინა “საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის” შესასწავლი საკითხისადმი მცდარი მიდგომა. სერიოზული პასუხის ნაცვლად, კომისია და ბატონი გუგუშვილიც (ეს რაღა შუაში იყო?) მექილიკებიან. ამიტომ, იძულებული ვარ ოდნავ გადავუხვიო თავდაპირველ სტილს.

      გიორგი გულბანი

      Like

  12. a. sanduxaZe said

    ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, არსებული ეგრეთ წოდებული კომისია ვერანაირად ვერ იმსახურებს ნდობას, ბატონო გიორგი, ჩემგან არ გესწავლებათ და მშვენივრადაც იცით მარგალიტებს ვის არ უყრიან.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      გეთანხმებით ბატონო ალექსანდრე.

      წერილი სანაიას უსამართლო გადაცემამ დამაწერინა და კიდევ იმ ხიფათმა, რომ ამ წინასწარ შეთითხნილ “დასკვნას” (თითქოს შევარდნაძე და რუსები არაფერ შუაშია) ხელს მოაწერდა ზვიადის შვილი. ქართველი ერის ერთი ნაწილისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ეს შეიძლება დამაბნეველი ყოფილიყო.

      გამიხარდება, თუ კოკო განახორციელებს ინტერვიუში განცხადებულს (http://www.presage.tv/?m=news&NID=4611) და ხელს არ მოაწერს შევარდნაძის “უდანაშაულობას”.

      გიორგი

      Like

  13. URUMBEGI said

    პირადად მე არც კოკოსი მჯერავს და არც მისი კომისიის არც კომენტარების გაკეტებას ვაპირებ
    ფაქტი ერთია
    ზვიადის მკვლელობის შემკვეტი კრწანისის რეზიდენციაში ზის და პასუხიც იმას უნდა მოეთხოვოს,
    არც არავის ისტერიკული გამოსვლების არ მჯერავს
    სად იყვნენ კველა ის პირები, როდესაც ზვიადს და ზვიადის მომხრეებს დასახვრეტად და სასიკვდილოდ დასდევდნენ?ან სად იყო თვითონ კოკო (კიკუ) გამსახურდია, როდესაც ზვიადს უჭირდა?
    ადამიანი რომელიც საკუთარ ძმას (ცოტნეს) არ დაუდგება გვერდზე გასაჭირის ჟამს და ერთ პროტესტსაც არ გააკეთებს იმიტომ, რომ ურთიერთობების გაპუჭება არ უნდა ტერ სააკაშვილტთნ და მის ბანდასტან (ფინანსების დაკარგვა არ უნდა), ასეთი კაცის კომისია არაფრის მაქნისია.

    Like

  14. მაია ჩოლოყაშვილი said

    ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, საინტერესოა ბატონი ბაცანაძის კონკრეტული პასუხები ბატონი გიორგი გულბანის მიერ დასმულ თითოელ შეკითხვაზე. სამწუხაროდ ამ პასუხების ნაცვლად მხოლოდ შეურაცხყოფათა უხამს კასკადს ვკითხულობთ.
    ბატონო ბაცანაძე, ეს თავდაცვის საშუალებაა, თუ მიგაჩნიათ, რომ ცინიზმის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა თავის მოზღუდვისა.

    ვფიქრობ, დროა ქართველ ხალხს (ახლგაზრდობას ვგულისხმობ, თორემ თვითმხილველებმა კარგად ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მკვლელი კრწანისში ნებივრობს) სიმართლე უთხრათ, რაკი ეს უმძიმესი მისია, ანუ ბატონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება თავადვე იტვირთეთ.
    პატივისცემით,
    მაია

    Like

  15. a. sanduxaZe said

    სადაც არ არის სიმართლე და შეგნება, თუნდაც განათლება, იქ მუდამ ლანძღვის კორაინტელი დგება.
    ამ მხრივ დიდი სხვაობაა ბაცანაძესა და ბატონ გულბანს შორის. ბაცანაძის პირველივე წერილი ლანძღვისა და ლათაიების კორიანტელია. აქ გასაკვირსაც ვერ ვხედავ, ამოდენა საქმე რომ ბაცნებს ჩააბარეს, კარგს რას უნდა ველოდოთ.

    ჩემთვის ძნელია ვისაუბრო იმ ადამიანის პირმშოს შესახებ, ვინც სამშობლო გამინთავისუფლა და მას ზვარაკად შეეწირა. ბუნების კანონია ალბათ ასეთში, ხანდიხან დიდებული ადამიანების გენი ისვენებს, რათა უფრო მძლავრად დაიქუხოს, განა საკმარისი არ უნდა იყოს ჩვენთვის ერთ საუკუნეში გამსახურდიების გენმა რომ ორი ასეთი ბუმბერაზი წარმოშვა? ვგულისხმობ დიდოსტატ კონსტანტინესა და მის პირმშოს, ჩვენი სამშობლოს სარანგს, თავისუფლების სიმბოლოს, ჩვენს მესამე სვეტს!

    მაგრამ პირიქითაც ხდება, სამწუხაროდ, ვახტაგნ კოტეტიშვილი ჩვენი შავჩოხიანი რაინდი და მისი პირმშო, არაკაცი ვახუშტი!

    Like

  16. a. sanduxaZe said

    ბაცანაძე აგრეთვე ბრძანებს: “ჩვენ ამჯერადაც კეთილგანწყობას ვიჩენთ გულბანის მიმართ და ვურჩევთ, რომ მისდა სასიკეთოდ დროულად შეჩერდეს”.

    ხედავთ, აქაც მოქკავშირულ-მიშისტური სტილი!

    ბაცან(აძევ), თუ არ შეჩერდება გიორგი გულბანი, საინტერესოა, სად დაუსატკავებ და სად გაურჩევ საქმეს?

    Like

  17. giorg said

    მე გადავხედე მოცემულ დისკუსიის დაფას და გაოცებას ვერ ვმალავ, ყოველგვარ ზღვარს ცდება ბატონი ბესარიონ გუგუშვილის საქციელი და მის პიროვნებას დაგვანახებს არა როგორ მოაზროვნეს, არამედ როგორც თავის თავზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ასევე მისი დემაგოგია უკვე ზღვარგადასული ხდება, რამეთუ ერთ დროს ვითომდა “ზვიადზე შეყვარებული” კაცი დღეს არც ერთი წამით არ უშვებს მკვლელობას, მიუხედავად იმისა რომ, მას არ დაუნახავს პრეზიდენტმა როგორ გამოკრა ჩახმახს ხელი და სტეჩკინის გასროლის ხმაც კი ტაშტის დაცემის ხმას მიამსგავსა (იარაღის მცოდნეებს ალბად გაეცინებათ კიდეც).
    ასევე, ბატონი ბესარიონ გუგუშვილის უსაზღვრო ზღვარგადასულობა ვლინდება ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან მიმართებაში. იგი სიტყვიერ შეურაცყოფასაც არ ერიდება, ეს უკვე ნამდვილად არ არის განათლებული კაცის საკადრისი საქციელი, მე ყოველთვის მხიბლავდა ბესარინ გუგუშვილის ლოგიკური მსჯელობის უნარი და მისი პიროვნების დევიზი, “საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა”, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის პიროვნულ შეტევაზე გადადის ხოლმე.
    ბატონო ბესარიონ თქვენ როდესაც ბატონ კონსტანტინეზე საუბრობთ, არ დაგავიწყდეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოდან თქვენც ბატონი კოკოს მსგავსად გახიზნული იყავით (ალბათ გახიზნული) და რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბატონი კონსტანტინე დაბრუნდა სამშობლოში და სამართლიანობისთვის ბრძოლას უმალ შეუდგა, რა ჰქენით თქვენ? თქვენ არ დაბრუნებულხართ და ფინეთიდან აგრძელებთ უაზრო დემოაგოგიას, ლანძღვასა და გინებას.
    რატომ არ დაბრუნდით სამშობლოში თუ მართალი ბრძანდებით?
    ასე რომ, ძვირფასო მკითხველნო, დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ბატონო გიორგი,

      გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა, თუ თქვენს გვარს გვეტყოდით.

      საერთოდ, მოცემული განხილვა ძირეულად განსხვავდება ვებ ფორუმებისგან (“თბილისი”, “რუსთავი2” და ა.შ.), სადაც დამკვიდრებულია ყოვლად მანკიერი ანონიმურობა. ამ ფორუმებში ფსევდონიმებს ამოფარებულუ პუტჩისტები დაუსჯელად ილანძღებიან. მოდით შევთანხმდეთ, რომ “იბერიანაში” ვუპასუხებთ მხოლოდ იმ წერილებს, რომლის ავტორი ვინაობას არ დამალავს.

      გიორგი გულბანი

      Like

      • გიორგი ცობეხია said

        ბატონო გიორგი ბოდიშით მაგრამ თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ რადგანაც რომც მდომოდა ნამდვილად ვერ ვიქნებოდი პუჩისტი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ, ამჟამად სტუდენტი გახლავართ და მეორე მიზეზი კი ის გახლავთ რომ, მე ჩემი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუღალატებდი.

        Like

      • გიორგი ცობეხია said

        ზოგიერთისგან განსხვავებით

        Like

      • გიორგი გულბანი said

        ბატონო გიორგი ცობეხია, მე არ მითქვამს პუტჩისტი ბრძანდებით–მეთქი. რაც შეეხება ღალატს, მოღალატეს და დამბრალებელს თანაბრად “თბილად” მოვიკითხავდი.

        Like

      • გიორგი ცობეხია said

        ასეთივე პასუხს გავცემდი მეც რა თქმა უნდა ოღონდ შევეცდებოდი უფრო მხურვალედ მომეკითხა მაგრამ ეს აქ გასარჩევი თემა არაა. თქვენ რადაგანაც ჩაეძიეთ ჩემს პიროვნებას ასევე მსურს გავიგო თქვენ ვინ ბრძანდებით თუ დამდებთ პატივს რათქმა უნდა

        Like

    • გიორგი გულბანი said

      იხილეთ პასუხი “ლომისას” კომენტარზე. გეთანხმებით, რომ გულმხურვალე “მოკითხვები” აქ სასაუბრო თემა არ არის.

      Like

      • გიორგი ცობეხია said

        თქვენი ბიოგრაფიის იმ ძალიან მოკლე ნაწილიდან როგორც ჩანს თქვენ ყოველშემთხვევაში თავის დროზე მაინც საკმაოდ ეროვნულად მოაზროვნე პიროვნება ბრძანდებიტ, ეს არ ჩამითვალოდ თქვენი პიროვნების დისკრიმინაციის ან უპატივცემულების მცდელობაში, რადგანაც თქვენს სრულ ბიოგრაფისა არ ვიცნობ და მიუხედავად ასეთი კარგი შტაბეჭდილებისა უფრო და უფრო გაუგებარია თქვენი უნდობლობა ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას კომისიისა და პიროვნებასთან მიმართებაში, ნუთუ თქვენ ერთი წამით მაინც უშვებთ რომ პრეზიდენტის შვილი საკუთარი მამის მკვლელობას ღირსეულად არ გამოიძიებს?
        ერთხელ ზვიად გამსახურდიამ თქვა “მე მთელს სამყაროს შევებრძოლები“, ახლა კი ბატონი კონსტანტინე დგას იგივე გამოწვევის წინაშე და მე მჯერა რომ ისიც ღირესულად შეძლებს ამ ტვირთის ტარებას, მიუხედავად იმისა რომ, დღეს ზვიადის თანაგუნდელებიც კი მის წინააღმდეგ არიან!

        Like

  18. a. sanduxaZe said

    ბატონო გიორგი,

    ვერიდებოდი ამ პოლემიკაში ჩართვას, რადგან არ ვარ კომპეტენტური არც კომისიის “დასკვნებში” და არც მომხდარ ტრაგედიას შევსწრებივარ. არც ის შემიძლია ვამტკიცო პრეზიდენტი მოკლეს და არც ის, რომ მან თავი მოიკლა.

    აქ მახსენდება 1993 წლის 24 თუ 25 სექტემბერი, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, ზუგდიდში გამართულ მარავალათასიან მიტინგზე პრეზიდენტს მიმართეს წერილით, რომელშიც ასეთი კითხვა იყო: ხომ არ დატოვებდა პრეზიდენტი ისევ სამშობლოს, ბატონმა ზვიადმა ასეთი პასუხი გასცა, რომ ის ცოცხალი საქართველოდან აღარ წავიდოდა. ვერ გეტყვით თუ რას გულისხმობდა ამაში პრეზიდენტი.

    ახლა რაც შეეხება თქვენს პოზიციას, კოკოს შესახებ.
    თქვენ ამბობთ, რომ კოკო დაბრუნდა საქართველოში და ის სამართლიანობისათვის იბრძვისო, მართლაც ასე გგონიათ?

    მე გეკითხებით, რა გაუკეთა საქართველლოს კოკოს დაბრუნებამ, დამისახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი, გარდა ამ ფალსიფიცირებული კომისიისა, ეს ისეთივე ფალსიფიცირებული რამ არის, როგორც 90 წლებში “კავკასიონის” მიერ ჩამოსხმული ლიმონათი.

    კოკოს ჩამოსვლას საქართელოში ჩემთან ერთად ასიათასობით ქართველი იმედით ელოდა, მაგრამ მან ეს იმედები ვერ გაამართლა.
    ან კი გახდება ამათთან რამეს?

    ის ხომ ზვიად გამსახურდია არ არის!

    საქართველოში ახალი ცხოვრების ასაშენებლად დაბრუნდა გიორგობიანიც, აბსანძეც, გამილაღდიშვილიც, გელბახიანიც, მაგრამ რაც მოხდა ყველამ დავინახეთ.

    დაბრუნდა ცოტნეც, მაგრამ რას უშვება სააკაშვილი ის ჩემზედ კარგად იცით. რაც კონსტანტინე პარლამენტში შევიდა აბა თუ წამოცდენია მისი ძმის შესახებ ერთი სიტყვაც კი.

    გმადლობთ, რომ დასკვნები მომანდვეთ, ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ…

    Like

  19. a. sanduxaZe said

    ახლა კი ვნახოთ რას ჩალიჩობენ საქართველოში სამართლიანობისათვის საბრძოლველად დაბრუნებული მამულიშვილები:

    კოკო გამსახურდია პარტიას შლის
    ავტორი ქეთი ხომერიკი

    ოპოზიციონერების მისამართით არ წყდება ბრალდებები და მეტიც, ხელისუფლებასთან გარიგებაში ეჭვმიტანილ ოპოზიციონერთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

    9 აპრილის აქციების დროს ოპოზიციონერი კონსტანტინე გამსახურდია იყო ის ერთადერთი ლიდერი, რომელიც შსს თანამშრომლების მიერ საკნების აღებას ბოლო წუთამდე აპროტესტებდა და იმ პერიოდში ხელისუფლების წინააღმდეგ დაუღალავად იბრძოდა. დღეს კი მას მისივე პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები ხელისუფლებასთან გარიგებაში, მამამისის, ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებაში და მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ბედ-იღბლით არ დაინტერესებაში სდებენ ბრალს. ასეთ ბრალდებებს უყენებს გამსახურდიას ადამიანი, რომელმაც პარტია თავისუფლება ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო რამდენიმე დღის წინ დატოვა. “დრონი.ჯი” ლადო სადღობელაშვილს ესაუბრა.

    ლადო სადღობელაშვილი “თავისუფლების” ყოფილი წევრი. არა მაქვს უფლება ვიყო ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც კონსტანტინე გამსახურდიაა. ცოტნე გამსახურდია რომ დაიჭირეს, საქმის კურსში ვიყავი და კარგად ვხედავდი, რა დოზითაც იყო კოკო გამსახურდია ჩართული ცოტნეს განთავისუფლებაში. მან მშვენივრად იცოდა და იცის, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და იმის მაგივრად, რომ ყველანაირად შეეცადოს, თუნდაც იგივე რადიკალური ქმედებებით, ვგულისხმობ ქუჩის აქციებს, დაეხმაროს ძმას, ამას არ აკეთებს. მეტიც, საერთოდაც, განზე დგას. რატომ? იმიტომ, რომ კოკო დღეს პარლამენტარია, თავის სკამზე მიჯაჭვულია და ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. გამსახურდია მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, მისთვის მნიშვნელოვანია თავად იყოს კომფორტულად და სხვა ყველა და ყველაფერი მისთვის სულერთია. კოკო ზვიად გამსახურდიას მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური გაგრძელებაა, არაფერი შინაგანი მას მამამისის არ სცხია. გამსახურდია მამამისის სახელით სპეკულირებს, დიახ, ფაქტია რომ ეს ასეა.

    – იცით, ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა…

    – ეს ბრალდება არ არის, ეს ჭეშმარიტებაა. რამდენი ხანია კომისია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში კომისიის მუშაობა შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დადგინდა, რომ თურმე ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ჩამტვრეული ნეკნები და დავუშვათ, მენჯის ძვალი. კოკოს მიზანია, რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს კომისიის მუშაობა, რათა დიდი ფული აიღოს პარლამენტში. მოკლედ, ამ 9 თვის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მამამისთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ის სპეკულირებს მამამისის სახელით. ამიტომაც წამოვედი პარტია თავისუფლებიდან. ჩემ გარდა დღეს პარტიიდან ბევრი ადამიანია წამოსული. პარტიაში დარჩენილია სამი-ოთხი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ პარლამენტში არიან გამოკეტილები და საერთოდ არაფერს აკეთებენ, ან თუ აკეთებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი 9-თვიანი ვითომდა სამუშაო გაათეთრონ.

    დღეს თბილისში პარტია თავისუფლების ოფისს ვერ იპოვი. ოფისი არჩევნების მერე დაიკეტა და აღარ არსებობს, აღარ ფუნქციონირებს. დღეს, კოკოს პარტია ერთკაციანია, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. “თავისუფლება” არის ერთკაციანი პარტია. პარტია თავისუფლება დაიშალა.

    – რამდენი ხანია, რაც პარტია აქტივისტებმა დატოვეს და მათაც იმავე მიზეზით დატოვეს “თავისუფლება”, რა მიზეზითაც თქვენ?

    – პარტიიდან ხალხის წასვლის პირველი ბუმი 9 აპრილის აქციების მერე იყო. მაშინ პარტია პრესმდივანმა და 16-მა ადამიანმა დატოვა. მეორე ბუმი იყო მაშინ, როდესაც კოკო პარლამენტში შედიოდა. მესამე ბუმი კი ახლა, ადგილობრივი არჩევნების მერეგახლდათ. ამომრჩეველთან შეხვედრებისას ხალხმა დაინახა, რომ კოკოს საუბარში სურვილი სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებისა არ იგრძნობოდა. 9 აპრილს ვხედავდით ამ სურვილს, ამა წლის მაისში კი ვერა. მეტსაც გეტყვით, გამსახურდიას არაერთხელ უთქვამს ის, რომ პარტიის დაშლას აპირებდა. პარტიას ვშლი და არასამთავრობო სტრუქტურაში მივდივარო, – ამბობდა გამსახურდია. მოკლედ, გამსახურდიას პარტიიდან წამოვედი და ვაპირებ არასამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბებას ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებაში.

    – როგორი იყო ბატონი კონსტანტინეს რეაქცია, როდესაც პარტიას ტოვებდით, სანდრო ბრეგაძეც ხომ არ მიდის პარტიიდან?

    – კოკოს რეაქცია იყო აბსოლუტურად ლოიალური, რაც გინდათ ის გიქნიათო. მისთვის მთავარია ის, რომ ფულს, რომელსაც იხდიდა ოფისში, ჩაიჯიბოს. მგონი, სანდრო ბრეგაძე ჯერჯერობით რჩება მის პარტიაში, თუმცა სანდროსგან ვიცი, რომ ყველაფერს გულცივად უყურებს და ფაქტობრივად გაწეულია გვერდზე. არც შამფურს წვავს და არც მწვადს. ვიმეორებ, არ მაინტერესებს, ხელისუფლებას გაურიგდა, ფული აიღო თუ არა. ერთი რამ ფაქტია, დღეს ხდება პარტიის დაშლა და იმ მუხტის დაშლა, რომელსაც ერქვა ეროვნული, ზვიადის გზის გაგრძელება. დღეს, კოკო პარტიას შლის და ამ მუხტს აბნევს იგივე “კონსერვატორების” და იგივე “ფორუმისკენ”, რადგან კოკოს მერე ზვიადის გზის გამგრძელებლებად ეს პარტიები ითვლებიან.

    თვითონ 2012 წლამდე წყნარად, თბილად იქნება პარლამენტში, თავის ორ ოთახში და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, აპირებს ქუჩაში გამოსვლას და ბრძოლის გაგრძელებას, კოკოს არ მიიკარებს, რადგან ძალიან გადაუხვია ამ კაცმა. რასაც ჰქვია გადაუხვია.

    P.შ: “დრონი.ჯი”, ბუნებრივია, დაინტერესდა, ტოვებენ თუ არა პარტია თავისუფლებას სხვა ლიდერებიც და რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად პარტიის ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, ამიტომ კომენტარისთვის მათ დავუკავშირდით.

    სანდრო ბრეგაძე, “თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი: “მიუხედავად დიდი პატივისცემისა თქვენი მედიაჰოლდინგის მიმართ, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ ვიძლევი, რადგან ლადოს განცხადებას არ გავცნობივარ, გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული და სიტუაციაში არ გავრკვეულვარ. არ ვიცი რა ხდება და რა პრეტენზიები არსებობს, ვითარებაში თავად გავერკვევი და ამის შემდგომ უკვე პირველები იქნებით თქვენ, რომელიც გაიგებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

    კონსტანტინე გამსახურდია, “თავისუფლების” ლიდერი. კომენტარს ტელეფონით არვიძლევი, მობრძანდით პარლამენტში და მოგახსენებთ.

    “დრონი.ჯი”, რა თქმა უნდა, პარლამენტში მიბრძანდა, ეახლა ბატონ გამსახურდიას, თუმცა მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ. გამსახურდიას ნაცვლად კაბინეტში მისი თანაშემწე, ბაქარ ცობეხია დაგვხვდა. ბატონმა კონსტანტინემ ვერ მოიცალა, ძალიან დაკავებული იყო და მე დამავალა კომენტარიო, – მოგვახსენა თანაშემწემ.

    ბაქარ ცობეხია, მოწვეული სპეციალისტი გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელ კომისიაში, თანამშემწე: `ბატონი კონსტანტინე არ კომენტირებს მარგინალური პოლიტიკური განცხადებების თაობაზე და საერთოდ არ შედის ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან ეპისტოლარულ კამათში, ეს იქნება გაზეთში თუ სხვა მედიასივრცეში. ჩვენ დაკავებული ვართ საქმის კეთებით და ქვეყნის მომავალი ბედით და დრო აღარ გვრჩება, რომ გაზეთებში თუ სხვა მედიასივრცეებში კომენტარები ვაძლიოთ. თუმცა, ერთ რამეს მოგახსენებთ, იმას, რაც კონსტანტინეს უნდა ეთქვა თქვენთვის. ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ბატონი სადღობელაშვილი არის გარიცხული პარტია თავისუფლებიდან მის მიერ. სადღობელაშვილი თავისი სურვილით არ წასულა თავისუფლებიდან, ის გამსახურდიამ გარიცხა პარტიის რიგებიდან. მანამდე კი ეს ადამიანი იყო გარიცხული “მომავლის პარტიიდანაც”. კონსტანტინეს არა აქვს არც სურვილი და არც დრო ილაპარაკოს სადღობელაშვილზე. პარტია თავისუფლება ფუნქციონირებს, მიდის სერიოზული რეორგანიზაციის და მოდერნიზაციის პროცესი და პარტია, რა თქმა უნდა, მომავალშიც იფუნქციონირებს. ჩვენ ლადო სადღობელაშვილს არ ვიცნობთ.

    სხვათა შორის, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავიწყოთ გარკვეული მოქმედებები ამგვარი შეურაცხყოფის და ცილისწამების გამო. ცილისწამება ისჯება ქართული კანონმდებლობის მიხედვით. ცილისმწამებლურ განცხადებებზე პასუხს არ გავცემთ.

    ლადო სადღობელაშვილი: “კოკომ პარტიიდან გამრიცხა? სასაცილოა. ჰკითხეთ ერთი, დანარჩენებიც გარიცხა? მთელი პარტია დაითხოვა? მიხეილ ამისულაშვილი და ზაზა კიკაბიძეც მან გარიცხა?

    “დრონი.ჯი”: როგორც ჩანს, გამსახურდიას მთელი პარტია დაუთხოვია, რომელი მხარეა მართალი, ამაზეც დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. ისე, “აღდგომა და ხვალეო”, ნათქვამია. აგერ თქვენ და აგერ ჩვენ. დაიშლება თუ არა პარტია თავისუფლება, ამასაც სულ მალე ერთად დავინახავთ და შესაბამისად, გამოჩნდება კიდეც ვინ ტყუის.

    Like

  20. a. sanduxaZe said

    კოკო გამსახურდია

    ავტორი ქეთი ხომერიკი

    ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების მისამართით მუდამ თითს იშვერდა და გაიძახოდა: ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო სამსახური ნათესავ-მეგობრებით გაავსო, ნათესავ-მეგობრებს თანამდებობებს ლანგრით ართმევენ, სწავლა-განათლების მიუხედავად მაღალანაზღაურებადი და სოლიდური სამსახურები გარანტირებული აქვთო. თითქოსდა, თვითონ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ნათესავებს გვერდზე გაწევენ და მაღალ თანამდებობებზე ქუჩაში გაცნობილ ადამიანებს დასვამენ.

    აი, ერთ-ერთი ოპოლიდერი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე ზრუნავს ნათესავ-მეგობრების დასაქმებაზე. თან რა ფორმით ზრუნავს, არ გაინტერესებთ? ხელისუფლებას ემუდარება, შენი ჭირიმე `ჩემებიც~ დამისაქმე და ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთო. წარმოიდგინეთ, რომ მოხდეს სასწაული და ეს ოპოზიციონერი ხელისუფლებაში მოვიდეს, რა ამბებს დაატრიალებს. ხელისუფლებას ნათესავ-ახლობლებით და მათი მეგობრებით გაავსებს. ბუნებრივია, გაინტერესებთ ვისზეა საუბარი, თქვენ მოთმინებას აღარ გამოვცდი და გეტყვით. ეს ოპოლიდერი, არც მეტი, არც ნაკლები, კონსტანტინე გამსახურდიაა.

    “დრონი.ჯი”-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებასთან კარგა ხანია გარიგებულია, მეტიც, ხელისუფლებასთან სრული იდილია აქვს და “ნაციონალების” დახმარებით ნათესავებს სოლიდურ სამსახურებსაც კი უკეთებსო. ერთ-ერთი “ნაციონალი” მაღალჩინოსნის დახმარებით თავის ცოლის ძმას, კარლო ბარდაველიძეს სერიოზულ თანამდებობაზე ამოაყოფინა თავიო.

    აი, რას უყვება “დრონი.ჯი”-ს კონსტანტინე გამსახურდიასთან დაახლოებული პირი: გამსახურდია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორიც ბოკერია ან რომელიმე სხვა “ნაციონალი”. კონსტანტინე დიდი ხანია სააკაშვილის ხელისბიჭია, დამერწმუნეთ, გამსახურდია ხელისუფლებასთან გარიგებულია. “ნაციონალებთან” “შიკოლადნი” ურთიერთობაში იმყოფება.

    იგი “ნაცებს” იმდენად დაუახლოვდა, რომ თავის ცოლის ძმაც კი დაასაქმებინა. მისი ცოლის ძმა, კარლო ბარდაველიძე ადგილობრივი არჩევნების დროს პარტია თავისუფლების თბილისის შტაბის ხელმძღვანელი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაში მე-3 ნომერი იყო. ადგილობრივი არჩევნების დამთავრების შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კონტროლის პალატაში ექსპერტიზის დეპარტამენტში სერიოზულ თანამდებობაზე დაინიშნა. დღეს კი კონტროლის პალატაში სერიოზულ თანამდებობაზე დანიშვნა ადვილი არ არის და მანდ ჩვეულებრივი მოკვდავნი არ ინიშნებიან. აი, კონსტანტინეს კი არ გაუჭირდა თავისი ცოლის ძმის კონტროლის პალატაში დასაქმება, გამსახურდია ხომ ხელისუფლების ფინიაა, – აღნიშნავს წყარო.

    წყარო გვიმტკიცებს, რომ თავისი ყურით აქვს მოსმენილი, როგორ ემუდარებოდა კონსტანტინე ტელეფონში ერთ-ერთ წონიან “ნაციონალ” პარლამენტარს, ოღონდ კარლო დანიშნეთ და მთელი ცხოვრება თქვენი მონა-მორჩილი ვიქნებიო. ვიმეორებ, უმრავლესობის წევრს, პირველ ნომრად მყოფს, ახალბედას არა, ლამის მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა, ჩემი ცოლის ძმაა და სამსახურში მომიწყვეთო. ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კონსტანტინე შეიბრალეს და მისი საუბრიდან რამდენიმე დღეში კარლო ბარდაველიძე კონტროლის პალატაში გადაბარგდა.

    მკითხველს შევახსენებ, რომ კარლო ბარდაველიძე 2004 წელს ცესკო-ში მუშაობდა, დღეს კი, როგორც გვაცნობეს, გამსახურდიას ძალისხმევით, კონტროლის პალატაში სერიოზული თანამდებობა უჭირავს.

    წყარო ბარდაველიძესაც კარგად იცნობს და მასაც გადასწვდა. ადგილობრივი არჩევნების დროს პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარისთვის 100 000-ები რომ ჩაურიცხეს, მაგ თანხის გამანაწილებლები გამსახურდია და ბარდაველიძე იყვნენ, პარტიისთვის საჭირო და სასარგებლო არაფერი გაკეთებულა და რაში დაიხარჯა ეგ თანხა, არავინ იცის. ის 100 000-ი სად წავიდა და როგორ წავიდა, კაციშვილმა არ იცის.

    წყარო იმასაც გვიყვება, რომ კონსტანტინე შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნებიდან გარკვეულ პიროვნებებს შეგნებულად არ ჰკითხავს, რადგან მას ფინანსური დაინტერესება აქვს. კონსტანტინე ზოგიერთებისგან სპეციალურად არ იღებს ჩვენებებს, რადგან ეს ადამიანები მას დიდ თანხებს უჯიბავენ.

    ” დრონი.ჯი” ამ საკითხებზე სასაუბროდ “თავისუფლების” ლიდერს, პარლამენტარ კონსტანტინე გამსახურდიას დაუკავშირდა.

    კონსტანტინე გამსახურდია: “ამ საკითხებზე კომენტარი არ მსურს, თავს შევიკავებ კომენტარისგან. ვიმეორებ, ვერ ვკომენტირებ. კარლო ბარდაველიძეს დაუკავშირდით და მას ჰკითხეთ, როგორ და რანაირად დაიწყო კონტროლის პალატაში მუშაობა”.

    ” დრონი.ჯი”-მ კარლო ბარდაველიძესთან არაერთხელ სცადა დაკავშირება, თუმცა ჩვენი არაერთგზის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

    P.S. პოლიტიკოსები, მითუმეტეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათთვის სასურველ საკითხზე კომენტარისგან ჩვეულად თავს არ იკავებენ ხოლმე, აი, არასასურველისგან კი… ხოდა, როგორც ჩანს, ეს სწორედაც რომ ეს შემთხვევაა.

    ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

    Like

  21. a. sanduxaZe said

    კონსტანტინე გამსახურდიას პატიმრობა ემუქრება? ავტორი ქეთი ხომერიკი

    “დრონი.ჯი” ჯერ კიდევ სექტემბერში (13.09.10 ,,კოკო გამსახურდია პარტიას შლის”) წერდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება” იშლება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “თავისუფლების” ყოფილი წევრი, ლადო სადღობელაშვილი გვატყობინებდა. “დრონი.ჯი” მაშინ დაინტერესდა, ტოვებდა თუ არა “თავისუფლებას” სანდრო ბრეგაძეც და ამ საკითხზე მასაც ესაუბრა.

    “ბოლო თვეებია პარტიული საქმეებით არ ვარ დაკავებული და არც ლადოს განცხადებებს გავცნობივარ. ვითარებაში გავერკვევი და პირველები იქნებით თქვენ, ვინც გაიგებს ჩემს გადაწყვეტილებას”, – აცხადებდა მაშინ “დრონი.ჯი”-სთან საუბრისას ბრეგაძე.

    დღეს კი სანდრო ბრეგაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სამი თვეა პარტიაში უძრაობაა და მას უკვე მოლაპარაკებები აქვს ოპოზიციურ ძალებთან. რომელ ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრეგაძე, არ ვიცით, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ბრეგაძე სადღობელაშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებსო.

    “დრონი.ჯი” ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეეცადა ბრეგაძეს და სადღობელაშვილს დაკავშირებოდა. სადღობელაშვილთან კი, მაგრამ ბრეგაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

    ლადო სადღობელაშვილი, პარტია “თავისუფლების” ყოფილი წევრი: “თქვენ იცით, რომ მე “თავისუფლებიდან” კარგა ხანია წამოვედი. დღესაც ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პარტია “თავისუფლება” დაშლილია და არ ფუნქციონირებს.
    ჩემი წამოსვლიდან დაახლოებით ორ თვეში სანდრო ბრეგაძემაც განაცხადა, რომ პარტიიდან მოდიოდა. სანდროსთან მქონდა საუბარი და ჩვენ ვაპირებთ ერთად შევქმნათ ან პოლიტიკური პარტია, ან არასამთავრობო, ან საზოგადოებრივი მოძრაობა. ალბათ, ასე მოვიქცევით კიდეც. ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პარტიაში შევიდეთ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. მოკლედ, მე და სანდრო ერთად ვაპირებთ სამომავლოდ ქმედებას.
    რაც შეეხება, კონსტანტინე გამსახურდიას, მინდა რომ ერთი რამ აუცილებლად გითხრათ: ვიმეორებ, 5 თვეა რაც პარტია “თავისუფლება” არ ფუნქციონირებს და ამის მიუხედავად, პარტიას დაფინანსების სახით ყოველთვე 7 ათასი ლარი ერიცხება. ასევე ერიცხება 5 ათასი ლარი პრეზიდენტის ფონდიდან.
    თუმცა, ეს 12 ათასი ლარი პარტია “თავისუფლებას” არ ხმარდება. ეს თანხა 5 თვეა ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს, კონსტანტინე გამსახურდიას, ანუ გამოდის რომ კოკო გამსახურდიამ 60 ათასი ლარი უკვე ჩაიჯიბა. გამსახურდიამ გახარჯა თანხები, რომელიც პარტიის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, ეს კი კრიმინალია და მეტი არაფერი. პარტიის თანხას ერთი კაცი, რომ იჯიბავ, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა”.

    – გამოდის, რომ ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ…

    – დიახ, მაგრამ მე სახელმწიფოს თავისი სამართალდამცავი ორგანოებით და სტრუქტურებით ნამდვილად ვერ ვენდობი. და იცით რატომ? გამსახურდია ხელისუფლებასთან გარიგებულია და სამართალდამცავი ორგანოები სიმართლეს დამალავენ და კოკოს ხელს დააფარებენ. არსებობს დამოუკიდებელი აუდიტი, რომელსაც შეუძლია აღწეროს ეს ყველაფერი და ამას ვინმე თუ გააკეთებს, კარგი იქნება, რადგან ვიმეორებ, საქმე გვაქვს კრიმინალთან.

    “დრონი.ჯი” შეეცადა ამ საკითხზე სასაუბროდ პარტია “თავისუფლების” ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას დაკავშირებოდა, თუმცა ვინაიდან გამსახურდია საქართველოში არ იმყოფება და ტელეფონი გამორთული აქვს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

    სხვათა შორის, “დრონი.ჯი” გამსახურდიას რომც დაკავშირებოდა, ბატონი კონსტანტინე ამ საკითხზე განმარტებას მაინც არ გააკეთებდა. გამსახურდიას ჩვენთვის არაერთხელ უთქვამს, რომ არ აქვს სურვილი სადღობელაშვილის განცხადებებზე კომენტარები აკეთოს (გამსახურდიამ ჩვენ ეს ბაქარ ცობეხიას, თავისი თანაშემწის პირითაც მოგვახსენა.)

    P.S. მოკლედ, რა ხდება რეალურად პარტია “თავისუფლების” და მისი ლიდერის გამსახურდიას თავს, დრო გვიჩვენებს. ისე კი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ სახელმწიფოს მიერ პარტიისთვის დაფინანსების სახით გამოყოფილ თანხებს პარტიას არ ახმარს, ეს კანონდარღვევაა და ვინაიდან, ამ სტატიაში ჩვენი რესპონდენტი სადღობელაშვილი სწორედ ამ სახის დარღვევებზე საუბარობს, არ არის გამორიცხული, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პარტია “თავისუფლებით” სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ.

    და თუ პარტია “თავისუფლებაში” ამგვარი დარღვევები მართლაც აღმოჩნდა, შესაძლოა, კონსტანტინე გამსახურდიას პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს.

    ნუთუ ყოველივე ეს მართალია და ამისთვის დაბრუნდა სამშობლოში?

    Like

  22. a. sanduxaZe said

    ცოტნე გამსახურდია – კონსტანტინე გამსახურდიამ ივაჭრა ხელისუფლებასთან, ისპეკულიანტა ჩვენი გასაჭირით
    http://www.interpressnews.ge/ge/politika/1…asatcirith.html

    პატიმარი ცოტნე გამსახურდია თავის ძმას, კონსტანტინე გამსახურდიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
    გაზეთ “კვირის პალიტრაში” ციხიდან გამოგზავნილი ცოტნე გამსახურდიას 24 დეკემბრით დათარიღებული წერილი დაიბეჭდა, სადაც პატიმარი ოჯახის წევრებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
    კ. გამსახურდიამ ივაჭრა ხელისუფლებასთან, ისპეკულიანტა ჩვენი გასაჭირით და დუმილის სანაცვლოდ, წლების განმავლობაში ნანატრ დაფინანსებას გამორჩა, რომელიც მისმა სამკაციანმა პარტიამ იმ პერიოდში მიიღო და მალევე თვითლიკვიდაციაც გამოაცხადა. ალბათ ზედმეტია თქმა, რომ ქალაჩუნა კიკუს მას შემდეგ აღარც საკუთარ ძმაზე ამოუღია ხმა და აღარც პატიმრების წამებაზე”,-აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიას წერილში.
    აქვე ნათქვამია, რომ მის სანახავად ციხეში მეორედ მისული კონსტანტინე გამსახურდია შეცვლილი აღმოჩნდა.
    მეორედ, ივლისის პირველ რიცხვებში ვიზიტისას. იგი კარდინალურად შეცვლილი ჩანდა. ორი თვის ნაშიმშილარ ძმასთან ცინიკურ-ქედმაღლური სახით მობრძანდა და ნესტოებიდან მომზირალი მოჰყვა მტკიცებას რომ მე ყველაფერი მეჩვენება და სინამდვილეში არაფერია საგანგაშო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო მისი ასეთი მეტამორფოზა და ვერ გამეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე. შემდეგ დამიწყო ახსნა ევროპაში წამება არ აინტერესებთო, რომ მსოფლიო ჰოლოკოსტისა და კონცლაგერების არსებობასაც კი ვერ ადასტურებს და პატიმრების წამების დამტკიცება, მით უმეტეს შეუძლებელია. მოკლედ მსგავსი არგუმენტებით ცდილობდა საკუთარი უმექმედობის გამართლებას, რადგან არავითარი შეპირებული პრესკონფერენცია მას ევროპაში არ გაუკეთებია, – წერს ცოტნე გამსახურდია და განმარტავს, რომ ციხეში პირველი შესვლის დროს, მას თავისი ძმა ევროპაში პრესკონფერენციის ცატარებას დაპირდა.
    ~პირველად ივნისის დასაწყისში იყო შემოსული, მას ყველაეფრი მოვუყევი და ვთხოვე, აქაური კოშმარის საჯაროდ გაჟღერება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, სადაც მალე უნდა გამგზავრებულიყო. მან პარლამენტში პრესკონფერენცია მართლაც ჩაატარა და მალევე ევროპაში წავიდა, – აღნიშნავს ცოტნე გამსახურდია.
    გამსახურდია მეორე ძმის გიორგი გამსახურდიას მიმართაც გამოთქვამს უკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ გახსენებია.

    Like

  23. a. sanduxaZe said

    “ეს ტრაგედია, პირველ რიგში, ქართული იმპოტენტი საზოგადოების კისერზეა და შემდეგ – სადისტი ხელისუფლებისა, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველი ღამის უფლებასაც დაიკანონებს” მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ, ბ-ნო მოსამართლევ! ა/წლის 06 ივლისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვინმე ოთარაშვილმა კანონსაწინააღმდეგოდ მომისპო განცხადების კითხვის საშუალება, რადგან, მისი თქმით, იგი პოლიტიკასთან იყო კავშირში და “პოლიტიკური განცხადების გაკეთებას” არ დამანებებდა. აქედან გამომდინარე, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ჩემი დღევანდელი განცხადება და ბრალდების საქმე უშუალო კავშირშია პოლიტიკასთან სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო. ამავე დროს “პოლიტიკა” საზოგადოებრივი ურთიერთობების პროცესს გულისხმობს, ვინაიდან ადამიანი სოციალური ქმნილება გახლავთ და პოლიტიკური კომპონენტი გარკვეულწილად ნებისმიერი ორი ადამიანის ურთიერთობაში არსებობს. თუ რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩემსავით სამარტოო საკანში არ იქნება ჩაკეტილი. ალბათ, ვინმე ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მხოლოდ ისაა, რაც მის სათაყვანებელ ლიდერთან და “ნაცმოძრაობასთან” არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, თქვენც არ გაიმეორებთ მის საქციელს და მაცდით განცხადების ბოლომდე წაკითხვას. სად-ის დაწესებულებაში ყოფნისას მე წართმეული მაქვს მიმოწერის კანონიერი უფლება და შესაბამისად, სათქმელიც ბევრი მაქვს. ფაქტებისა და საკუთარი აზრის გაჟღერებით საშუალება ხომ მხოლოდ სასამართლო პროცესებზე მეძლევა ხოლმე. დასაწყისში ვეცდები თანამიმდევრულად გავიხსენო მოვლენები, რომელთაც ამა წლის განმავლობაში “ციხის საავადმყოფოში” ჰქონდათ ადგილი. ჯერ კიდევ მარტსა და აპრილში რამდენიმეჯერ შევესწარი პატიმრების, ფაქტობრივად სრულიად უმიზეზოდ ცემას. სახელდობრ, მარტის დასაწყისში ჩემს მოპირდაპირე საკანში პატიმარი წერეთელი ითხოვდა ოპერაციის შემდეგ სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, მაგრამ პასუხად საკანში აქაური თანამშრომლები შეუვარდნენ და ლოგინში სცემეს ახალი ნაოპაციევი, ნაკერებდადებული ადამიანი. ხმაურზე მოირბინა დირექტორის მოადგილე ვ. ცხვედიანმა, რომელმაც თავის მხრივ კიდევ სცემა წერეთელს, თან უყვიროდნენ: “შენ ვინ გკითხავს მაგას?!” რამდენიმე დღის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პატიმარ ბროიანს, რომელიც მომსახურე პერსონალში ირიცხებოდა, თუმც წერეთელივით მძიმედ არ უცემიათ. ა.წ. აპრილში, დაახლოებით 18-20 წლის ასაკის, ახალმოყვანილი პატიმარი, რომლის გვარიც არ ვიცი, ექიმების ოთახში შეათრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ, რადგან ხელები ზურგს უკან კარგად არ ჰქონდა დაწყობილი. ამ ეპიზოდში პირადად მონაწილეობდა იმჟამინდელი დირექტორი ბუთლაშვილიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ლაპარაკია მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე რომელთაც ხშირად ფეხზე დგომაც კი უჭირთ. სად-ის თანამშრომლები არც სავარძელში მჯდომი ინვალიდების ცემას თაკილობენ. საერთოდ, ნეტავ განახათ, როგორი ხალხია დაჭერილი. 30 აპრილს, ღამით, დირექტორმა ბუთლაშვილმა, ოფიცერმა ლიპარტელიანმა, ვინმე ბექა მჟავანაძემ და სხვებმა ჩემი საკნის წინ სასტიკად სცემეს სულით ავადმყოფ ტ. საყვარელიძე, რომელიც რაღაც წამალს ითხოვდა. შემდეგ სარდაფში ჩაათრიეს გაკავებული და როცა დილით საკანში დააბრუნეს, წელს ზემოთ მთლიანად დოლბანდით გადახვეული და დასისხლიანებული იყო. მოკლედ, “ნულოვანი ტოლერანტობა” გრძელდებოდა და სულ უფრო უარეს, მახინჯ ფორმებს იღებდა. თავიდან, თითქმის ყველა აქაურ თანამშრომელთან კარგი, ადამიანური დამოკიდებულება მქონდა, ვცდილობდი მათ დარწმუნებას, რაიმე ფორმით ზემოქმედებას, რათა შეეწყვიტათ იმგვარი ქმედებები. ვთხოვდი, დაეტოვებინათ ასეთი არაადამიანური სამსახური და დახმარებასაც ვპირდებოდი უკეთესი სამსახურის შოვნაში, მაგრამ… აბსოლუტურად უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ, 2 მაისს, როდესაც საყვარელძიემ იგივე ცვლის კონტროლიორები დაინახა, ტირილი დაიწყო და ითხოვდა სხვაგან გადაყვანას. ნაცვლად ამისა იგი კვლავ უმოწყალოდ სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ ტანზე და თავზე დაუზიანებელი ადგილი თითქმის აღარ ჰქონდა. სწორედ მაშინ დავიწყე შიმშილობა პატიმრების წამების შეწყვეტის და ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნით. საგულისხმოა, რომ 1-ელ მაისს, საყვარელიძის განმეორებით ცემამდე, პირადად ვთხოვე ორ აქაურ ოფიცერსა და ცხვედიანს, შეეწყვიტათ ასეთი საქციელი. ვარწმუნებდი, რომ არც მათთვის და არც მათი ხელმძღვანელობისთვის კარგი არ იქნებოდა ამ ყველაფრის საჯაროდ აღიარება, ვთხოვდი უბრალოდ ადამიანურად მოქცეულიყვნენ, მაგრამ კვლავ აბსოლუტურად უშედეგოდ. ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ პატიმრების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მოდის. მ. სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რაც აქ ხდება და როგორ ფუნქციონირებს სასჯელაღსრულების სისტემა, იგი ხომ თავად იყო მისი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრობისას. სწორედ მისი აწყობილია სად-ის ფასადური სამართლებრივი არქიტექტურა, როდესაც პატიმარს თითქოს მრავალლი უფლება აქვს, რეალურად კი აბსოლუტურად უუფლებოა, რადგან ვერავინ აკონტროლებს ამ უფლებების განხორციელებას ამავე დეპარტამენტის გარდა. სისტემა ისეა აწყობილი, რომ რაიმე დარღვევის გამოვლენა და დამტკიცება გარეშე პირთათვის აბსოლუტურად შეუძლებელია უწყების სრული ჩაკეტილობის გამო. იმჟამად არც ის ვიცოდი, რომ ჯალათი ოლეგ ფაცაცია, რომელიც ადგილზე პირადად ხელმძღვანელობდა ხოლმე პატიმრების წამებას, სააკაშვილის ოჯახის მეგობარი გახლავთ. ასევე საყურადღებოა, რომ სად-ი სახელისუფლებო კადრების ერთ-ერთი ძირითადი “ინკუბატორია”. სად-ში გამოიწვრთნენ ეკა ტყეშელაშვილი, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი… აქ უმტკიცებდნენ სააკაშვილს ლოიალობას და აქ ავლენდნენ საკუთარ ადამიანურ, უფრო სწორად, არაადამიანურ თვისებებს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ნათლად ახასიათებს ხელისუფლების შიდა პოლიტიკას, რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ უფრო ემსგავსება ციხეს. სად-ში გამეფებულ სადიზმს კომერციული ასპექტიც აქვს: რაც უფრო აუტანელი და საშიში იქნება ციხე მოქალაქეებისთვის, მით უფრო ეფექტიანად შეძლებს ხელისუფლება მათთვის თანხების წართმევას საპროცესო გარიგებების შედეგად. როგორც მოგახსენეთ, 2 მაისიდან შიმშილობა დავიწყე, რასაც ჩემი აბსოლუტური ბლოკირება მოჰყვა: გარკვეული დროის განმავლობაში ადვოკატებსაც კი აღარ უშვებდნენ ჩემთან შესახვედრად. 5 მაისს აქაურმა თანამშრომლებმა ცხვედიანის მეთაურობით ჩემი საკნიდან წაიღეს პირადი ნივთები, მადუღარა, თერმოსი, თვალების სავარჯიშო სათვალე და ა.შ. თუმცა, თურმე ყველაზე საშინელი პერიოდი ჯერ კიდევ წინ იყო. 6 მაისს, გიორგობას, როდესაც მღვდელი დავით დელიბაშვილი ციხის საავადმყოფოდან გავიდა, ზედა სართულიდან ერთ-ერთმა პატიმარმა დაიწყო ფანჯრიდან ძახილი და შველას ითხოვდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს იყო პატიმარი დ. ბესტაევი, რომელმაც დაინახა ციხიდან გასული მღვდელი და ასეთი ფორმით მიმართა დახმარებისათვის. გვარიანად ჩასუქებული წმინდა მამა წამით შემოტრიალდა, ყოველი შემთხვევისთვის, სწრაფად ჯვარი გადასახა ციხის საავადმყოფოს და ვალმოხდილი, მაგრამ შეშინებული სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ამ დროს, გაცოფებული კონტროლიორები შეუვარდნენ ბესტაევს საკანში და იმ დღეს ორჯერ საშინლად სცემეს, შემდეგ კი დაიწყო ამ უბედურისა და სხვა პატიმრების ცემა და წამება ელექტროშოკის აპარატით, აკუსტიკურ-რეზონანსული იარაღით, ჩემთვის უცნობი სხვა სპეცტექნიკითა და პრეპარატებით. ეს ჯოჯოხეთი დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა. ვერ შევძლებ იმ ყველაფრის გადმოცემას, რაც აქ ხდებოდა. ჩემი ნებისმიერი მონაყოლი თქვენთვის მხოლოდ მეტ-ნაკლებად მიახლოებული აღწერა იქნება იმისა, რის სიტყვით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია. ამავე დროს არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ციხის საავადმყოფოს ერთ ნაწილში მომხდარი ფაქტების შესახებ მაქვს ინფორმაცია, სხვაგან, სად-ის სხვა დაწესებულებებში რა ხდებოდა, ჩემთვის უცნობია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანების წამება დღე და ღამე, თითქმის 24 საათის განმავლობაში შუაღამის რამდენიმე საათის გამოკლებით? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აბსოლუტური შეუბრალებლობა და სიმხეცე? ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი საკუთარ ტკივილსა და პრობლემებზე გაუსაძლისი იყო, რა ვქნა, ალბათ ვერ ვარ ზოგიერთივით “მაგარი”… არც 67-დღიანი შიმშილობა (ორმოცდამეცამეტე და ორმოცდამეთოთხმეტე დღის გამოკლებით, როცა რამდენიმეჯერ ვცადე მეჭამა, მაგრამ ვერ შევძელი) ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი ან რაიმე პოლიტიკური ბრძოლის საშუალება, უბრალოდ ლუკმა ყელში არ გადამდიოდა! წარმოიდგინეთ, სიტუაცია, როდესაც ადამიანების ტანჯვა-წამებას დასასრული არ უჩანს, ყოველდღე სულ უფრო უარესი ხდება, როცა ვერავის ენდობი, არავინაა მშველელი და თავადაც ვერაფერს აკეთებ ადამინების დასახმარებლად. მერწმუნეთ, ყოველგვარი გადაჭარბებისაგან შორს ვიყავი და ვარ, პირიქით, მცირე ნაწილის გადმოცემაც კი არ შემიძლია იმ სიბინძურისაგან, რაც აქ სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან დავინახე. ამ ორი თვის განმავლობაში სწორი ანალიზის გაკეთება და საღი გონების შენარჩუნება ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობა იყო, და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ყველა ის ნაძირალა, რომელიც აქ რეჟიმს ჰყავდა მოგზავნილი, რომ ამგვარ ანალიზს ვახერხებდი, თუმც ზოგჯერ მცირე დაგვიანებით. შეძლებისდაგვარად თანამიმდევრულად ვეცდები ყველაფრის გადმოცემას… დრო გადიოდა, მაგრამ საშველი არ ჩანდა. თითქოს ყველაფერი უსასრულოდ უნდა გაგრძელებულიყო. შიმშილობის გარდა ჩემს მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ფაქტიურად არ მქონდა ძილის საშუალება – დღე-ღამეში ორიოდე საათის განმავლობაში თუ ვახერხებდი დაძინებას. აქაური საკნები სინათლეს გარედან ანათებენ და ცხვედიანის დავალებით ჩემი საკანი ღამღამობითაც გაჩახჩახებული იყო. ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობდა ჩემს ფსიქიკურად დაავადებას და მწყობრიდან გამოყვანას ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამ ყველაფერში მონაწიობდნენ აქაური თანამშრომლები, მედპერსონალი, რამდენიმე სინდისგარეცხილი პატიმარი მომსახურე პერსონალიდან, ადმინისტრაციის მიერ ინსტრუქტირებული მღვდლები და იმჟამად ჩემი ადვოკატი, ნაძირალა გიორგი ქოიავა, რომლის როლზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ. იმხანად დავრწმუნდი, რაოდენ ძლიერი და უპირობო კავშირი არსებობს გონებრივ მდგომარეობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის – შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ როდესაც გონების სიცხადესა და სისუფთავეს ვინარჩუნებდი, ძალისა და ენერგიის უკმარისობა არ მქონდა, მიუხედავად ყველაფრისა. ერთ-ერთი ადამიანი, რომლის მეშვეობითაც გარე სამყაროსთან კავშირს ვინარჩუნებდი, ჩემი ადვოკატი ქ. ბექაური გახლდათ. მხოლოდ იგი ასრულებდა შეძლებისდაგვარად ჩემს თხოვნა-დავალებებს და აქ შექმნილი ვაკუუმის გამო ობიექტურ ინფორმაციას მაწვდიდა. რაც შეეხება თავად დაწესებულებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ჯოჯოხეთშიც კი იყვნენ კარგი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მაწვდიდნენ გარკვეულ ინფორმაციას, შიდა სიტუაციის შესახებ. მათი დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. როგორმე თავი უნდა მიმეტანა სასამართლომდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ საჯაროობა ბოლოს მოუღებდა პატიმრების წამებას. ამ პერიოდში ორჯერ იყო მოსული ჩემი უფროსი ძმა, კ. გამსახურდია. პირველად ივნისის დასაწყიში, მას ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე აქაური კოშმარის საჯაროდ გაჟღერება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, სადაც მალე უნდა გამგზავრებულიყო. მართლაც, ალბათ გახსოვთ, მან პარლამენტში პრესკონფერენცია ჩაატარა აქაური მდგომარეობის შესახებ და მალე ევროპაში წავიდა. მეორედ, ივლისის პირველ რიცხვებში ვიზიტისას იგი კარდინალურად შეცვლილი ჩანდა. ორი თვის ნაშიმშილარ ძმასთან ცინიკურ-ქედმაღლური სახით მობრძანდა და, ასე ვთქვათ, ნესტოებიდან მომზირალი მოჰყვა მტკიცებას, რომ მე ყველაფერი მეჩვენება და სინამდვილეში არაფერია საგანგაშო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო მისი ასეთი მეტამორფოზა და ვერ გამეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე. შემდეგ დამიწყო ახსნა, რომ “ევროპაში წამება ჰკიდიათ,” რომ მსოფლიო პოლიოკოსტსა და კონცლაგერების არსებობასაც კი ვერ ადასტურებს და პატიმრების წამების დამტკიცება მით უმეტეს შეუძლებელია. მოკლედ, მსგავსი არგუმენტებით ცდილობდა საკუთარი უმოქმედობის გამართლებას, რადგან არავითარი შეპირებული პრესკონფერენცია მას ევროპაში არ გაუკეთებია. სიმართლე კი ის გახლდათ, რომ პარლამნეტში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ კ. გამსახურდიამ უბრალოდ ივაჭრა ხელისუფლებასთან, ისპეკულანტა ჩვენი გასაჭირით და დუმილის სანაცვლოდ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ნანატრ დაფინანსებას გამორჩა, რომელიც მისმა სამკაციანმა პარტიამ იმ პერიოდში მიიღო და მალევე თვითლიკვიდაციაც გამოაცხადა. ალბათ ზედმეტია თქმა, რომ ქალაჩუნა კიკუს მას შემდეგ აღარც საკუთარ ძმაზე ამოუღია ხმა და აღარც პატიმრების წამებაზე. სხვათა შორის, მეორე, უმცროს ძმას, გიორგის, საერთოდ არც გავხსენებივარ. მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს “ძმისგან” რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს შეფარულ დაკითხვებსა და პროვოკაციებს მიწყობდა კონტრდაზვერვის დავალებით. ამასობაში, როგორც იქნა მოაღწია 6 ივლისმა და სააპელაციო სასამართლოს პირველ სხდომაზე წამიყვანეს. თავიდანვე თვალშისაცემი იყო, რომ ბადრაგისა და “სპეცრაზმის” თანამშრომელთაგან არავის ვიცნობდი. საქმე ის გახლდათ, რომ ბადრაგების უმრავლესობა გასაგები მიზეზების გამო ადრე გავიცანი და ყველა მათგანთან კარგი ადამიანური ურთიერთობა მქონდა. ჩანდა, სად-ის ხელმძღვანელობამ იზრუნა, რომ ჩემთვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონტაქტის საშუალებაც კი მაქსიმალურად შეეზღუდა. სააპელაციო სასამართლოს შენობაში პროცესის დაწყებამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე მივედით და იქ, დაახლოებით 1კვმ ფართობის ღია გალიაში გავაგრძელე ლოდინი 65 დღის ნაშიმშილარმა კაცმა. იქვე, დერეფანში ოცამდე ბადრაგი მყარაულობდა. ვიჯექი და მაქსიმალურად ვცდილობდი გონების სიცხადისა და აუღელველობის შენარჩუნებას. ვიცოდი: ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, თავის კონტროლი არ უნდა დამეკარგა. ცოტა ხნის შემდეგ სხვადასხვა მხრიდან დერეფანში პატიმრების წამების ხმათა ჩანაწერები გაისმა. ბადრაგებმა ატეხეს კიბეებზე სირბილი, ზედა სართთულებზე დაიწყო ნაბიჯების ბრაგუნი, ლანღვა-გინება, პატიმართა სიების კითხვა… მოკლედ დაიწყო იმ მოვლენების საკმაოდ უნიჭო და არაბუნებრივი ინსცენირება, რომლებიც ციხიდან გამოგზავნილ წერილებში მქონდა აღწერილი. ამ ყველაფრის მიზანი ჩემი მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ, რათა სასამართლო დარბაზში განმეცხადებინა, აი, ნახეთ, პატიმრებს სასამართლოს შენობაშიც აწამებენ-თქო. შედეგად, ეჭვგარეშეა, ფსიქიკურად შეშლილის იარლიყს დავიმსახურებდი, თუ ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩანაწერები, პროპაგანდისტული მანქანა ეცდებოდა საზოგადოების დარწმუნებას, რომ მე საწყალს წამების ხმათა ჩანაწერებს მასმენინებენ და სინამდვილეში არაფერი ხდება. საბედნიეროდ, სიმშვიდის შენარჩუნება შევძელი და უნიჭო სპექტაკლებსა და ჩანაწერებს კარგად ვანსხვავებდი რეალობისაგან, ამიტომ ამ ფაქტის შესახებ მაშინ ხმა არ ამომიღია. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა: რეჟიმის მონები, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ადამიანისმაგვარმა არსებამ, ვინმე ოთარაშვილმა განცხადების გაკეთებისას უმიზეზოდ გამაძევა დარბაზიდან. პირველ სართულზე მდებარე გალიაში დამაბრუნეს, სადაც 18 საათამდე დავყავი. ბადრაგი ელოდებოდა ციხის ჩაკეტვას, რათა იმ დღეს ადვოკატებს ჩემი ნახვის საშუალება არ მისცემდათ. ისევ ჩართეს ზემოხსენებული ჩანაწერები და მოგვიანებით 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებული ჩემი სატელეფონო საუბრებიც დაამატეს. 7 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ჩემს საკანთან მოვიდა პრიმატთა ჯგუფის 2 წარმომადგენელი, რომელთაც ვინაობა არ გაამხილეს და განმიცხადეს: პროკურატურიდან ვართ, უნდა შემოვიდეთ და ბრალი უნდა წაგიყენოთო. საკანში მათ შემოშვებაზე კატეგორიული უარი ვთქვი და ვუთხარი, რომ ადვოკატის გარეშე არავითარ საპროცესო ქმედებებში არ მივიღებდი მონაწილეობას. მათ ადვოკატების საკონტაქტო ტელეფონები გამომართვეს და დაუკავშირდნენ ჩემს ადვოკატს, ქეთი ბექაურს, რომელიც მალე მოვიდა, მაგრამ პროკურატურის თანამშრომლები დირექტორ ბუთლიაშვილთან კურკურებდნენ და საპროცესო მოქმედებების ჩატარება ადვოკატის თანდასწრებით რატომღაც არ მოინდომეს. საღამოსკენ, ქ. ბექაურის წასვლის შემდეგ, ჯალათებმა ბუთლიაშვილმა, ცხვედიანმა და ზემოხსენებულმა პრიმატებმა – ვინმე რიჟამაძემ და ვინმე ლასამეიშვილმა – ერთად წამიყენეს ბრალი კონტროლიორის მოქრთამვის მცდელობისთვის. 8 ივლისს აქ ადამიანების წამებაც თითქოს დამთავრდა და საღამოს შიმშილობა შევწყვიტე. 9 ივლისს, პარასკევს, გაღვიძებისას აღმოვაჩინე, რომ ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ სხეულზე, განსაკუთრებით ფეხებზე, კუნთები თითქმის აღარ მქონდა. ლოგინიდან წამოდგომის რამდენიმე წუთს ვანდომებდი, სკამზე დაჯდომაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ცოტა წავიხემსე და წამოვწექი, რადგან სხვა მდგომარეობის მიღებას უბრალოდ ვერ ვახერხებდი. მოვიდა საღამო, ციხე ჩაიკეტა, და შემოტევა განახლდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ პერსონალურად ჩემზე. ჩემი საკნის ზემოთ და ერთ-ერთი კედლის გადაღმა სამედიცინო სათავსებია განლაგებული. ჩანს, ამ ოთახებში რაღაც სპეცაპარატურა დაამონტაჟეს და დაიწყო ღირსების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტექსტების ჩანაწერების ტრიალი, ამ ტექსტების სხვადასხვანაირად არანჟირება, ყვირილი, წივილ-კივილი და ა.შ. ჩემს საკანში სინათლე ჩააქრეს და პარალელურად ჩართეს, მათი აზრით, ჩემთვის მნიშვნელოვანი თუ ძვირფასი სახელებისა და სიტყვების ჩანაწერები შეურაცხმყოფელი და ტრაგიკულ კონტექსტებში, ოღონდ ამჯერად ე.წ. “აჩქარებული რიტმის” პრინციპით, რათა ქვეცნობიერად მოეხდინათ ზემოქმედება – მწყობრიდან გამოვსულიყავი ან გონება დამეკარგა. გაუგონარი ძალისხმევა მოვანდომე აღქმისა და ყურადღების დამორჩილებას. რასაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაშიქვეცნობიერს უწოდებს, მაშინ ჩემთვის თითქოს ხელისგულზე ჩანდა. რაღაცნაირად შევძელი ლოგინზე წამოჯდომა და… და ვეღარ გეტყვით რა ხდებოდა, იმიტომ, რომ არავითარი ემოცია, განწყობა თუ აზრი აღარ გამაჩნდა. აღარ მახსოვდა, ვინ ვიყავი ან რა ხდებოდა, არც კარგი იყო, არც ცუდი, არც კმაყოფილება და არც უკმაყოფილება. მოკლედ, უაზრობაა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ, ვიყავი. ალბათ 1,5-2 საათიანი ამგვარი “დამუშავების” შემდეგ ამ ყველაფერს რაღაც აუხსნელი საშინელი პროცესები დაემატა: ყურებში აუტანელი შხუილი, შინაგან ორგანოებში უცნაური ვიბრაციები და ტკივილი, სახსრების, განსაკუთრებით ქვედა კიდურების წვა და მტვრევა, არაბუნებრივი პანიკისა და სასოწარკვეთილების შეგრძნება. სისხლი თითქოს დუღდა ძარღვებში და გულისცემა ალბათ მინიმუმ ორჯერ აჩქარდა… ადრეც ვიცოდი ფსიქოტრონული იარაღის არსებობის და მოქმედების შესახებ, მაგრამ თავიდან მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ერთი, რომ სუბიექტურად ეს არ მქონდა გამოცდილი, მეორეც, ეს პროცესები რამდენიმეჯერ დაიწყო და შეწყდა, ალბათ დაბნევის მიზნით. თანამშრომლები პროვოკაციულ ქცევას და ლანძღვა-გინებას აგრძელებდნენ, თან ხშირ-ხშირად იყურებოდნენ სათვალთვალო ჭუჭრუტანაში, სწავლობდნენ ჩემს მდგომარეობას. ცოტა ხანში ეს აპარატი შეუჩერებლად ჩაირთო. რის ვაი-ვაგლახით ლოგინიდან წამოვდექი და პატარ-პატარა ნაბიჯებით საკანში გადაადგილება ვცადე. ფიზიკური ტკივილის გარდა, ყველაზე მძიმე და უცნაური იყო, რომ ნებისმიერი აზრის წარმოშობა გონებაში, ნებისმიერი ანალიზის, დაფიქრების მცდელობა ერთი-ორად აუარესებდა მდგომარეობას. ნებისმიერი ემოციური აშლილობა, ნეგატიური ემოცია თითქოს კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ზემოქმედებას. სწორედ ეს გახლდათ ის უცნაური აპარატი, რომელიც აქ მქონდა ნანახი და ელექტროშოკის რაღაც ნაირსახეობა მეგონა. ამ აპარატითა და ელექტროშოკით აწამებდნენ ლოგინზე მიბმულ საწყალ ბესტაევსა და სხვებს, მდგომარეობის დასამძიმებლად ერთდროულად ცემდნენ და სხვადასხვა აღმგზნებ პრეპარატებს უკეთებდნენ. დღესაც ყურში მიდგას მათი ხმა: “ღმერთო, მიშველეე”… ამავე დროს, გრძელდებოდა ზემოხსენებული ჩანაწერების ტრიალი ჩემი საკნის გარშემო. როგორც ჩანს, ჯალათებმა კარგად იციან, რომ გაფანტული და ფრაგმენტირებული ფსიქიკის დანგრევა გაცილებით ადვილია, ვიდრე მობილიზებულის. ჯალათების ქმედებებს აადვილებდა ისიც, რომ რაიმე თქმა არ შემეძლო. ყვირილი ან აქტიური საქციელი უფრო გააძლიერებდა ზემოქმედებას, თანაც, ჩემი საკანი დერეფნის ერთ მხარეს მდებარეობს სხვებისგან მოშორებით და ვერც ვინმესთვის შევძლებდი ახსნას, რა ხდებოდა. ჩემი ძახილი ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანის წინა პირობად იქცეოდა და სწორედ ეს იყო ჯალათების მიზანი. ჩემი გაგიჟება მათთვის ტრიუმფის ტოლფასი იქნებოდა, რადგან გააქარწყლებდა ყველაფერს, რაც სად-ის ჯოჯოხეთის შესახებ მქონდა გაჟღერებული. ნეტავ მოვკვდე, ვფიქრობდი, ოღონდ არ გავგიჟდე. ვერ წამომედგინა, როგორ გავძლებდი ორშაბათამდე, როცა ადვოკატი შეძლებდა შემოსვლას. შეგნებულად არ ვისაუბრებ როგორ გავუძელი ამ ყველაფერს. სიტყვით უბრალოდ ვერ შევძლებ მომხდარის ადეკვატურად გადმოცემას და ჩემი მონათხრობი, შესაბამისად, არასწორად იქნება გაგებული. ვფიქრობ, ეს პროცესები ცალკე საუბრის საგანია და ლაკონიურად ან ზედაპირულად მონაყოლი მხოლოდ დააბნევს მსმენელს. დაახლოებით ოცდათექვსმეტი საათის შემდეგ, 11 ივლისს გამთენიისას ჩემთვის სულერთი გახდა, ყველაფერი და აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ალბათ ასე შეიძლება ყველაზე დაახლოებითი აღწერა.. უნდა ვთქვა, რომ დამეხმარა მსოფლიო რელიგიათა პრინციპებისა და გარკვეული ფსიქოტექნიკების ცოდნა. კოშმარი შეწყდა მხოლოდ ორშაბათ დილით, საჭმლის დარიგებამდე ცოტა ხნით ადრე. იმავე ღამით, ჩემს საკანში კვლავ არ ჩააქრეს სინათლე და ორიოდე საათით ისევ ჩართეს ეს აპარატი, მაგრამ მალევე შეწყვიტეს, რადგან მისმა გამოყენებამ, ასე ვთქვათ, აზრი დაკარგა. როგორც შევძელი გარკვევა, ეს გახლავთ ისრაელის წარმოების აკუსტიკურ-რეზონანსული იარაღი, რომელიც სამხედრო დანიშნულებისაა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ გამოიყენება. აქაური ხელმძღვანელობა მას “ახალაიას საჩუქარს” უწოდებდა. ქართული ციხის სინამდვილეში ამ იარაღით ფსიქიკურად აავადებენ ადამიანებს ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ისინი. ამ აპარატით ზემოქმედების კვალი არ რჩება, ბევრი ადამიანი ვერც ხვდება, რა ხდება მის თავს და რასთან აქვს საქმე. მას გააჩნია სიხშირის რეგულატორი, რაც ადამიანის ორგანოებში შერჩევითი ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ტალღები კედელში უპრობლემოდ აღწევენ, თუმცა ობიექტის სხეულთან უშუალო სიახლოვე ჯალათებისათვის, რა თქმა უნდა, უკეთესია. საგულისხმოა, რომ ამ იარაღს ჩემს წინააღმდეგ სწორედ მაშინ იყენებდნენ, როდესაც მანანა არჩვაძე შეგნებულად ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა, თითქოს მე იძულებით რაღაც წამლები დამალევინეს, გამაგიჟეს და ა.შ. ამას აკეთებდა საკუთარი რეაბილიტაციისათვის, რადგან სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ სხდომაზე საჯაროდ ვთქვი, რომ მან ერთი თვით დაბლოკა და არ გამოაქვეყნა ჩემი, ფაქტიურად, სისხლით დაწერილი წერილი პატიმრების წამების შესახებ. ვფიქრობ, სწორედ მისი ამ განცხადებით ისარგებლეს აქაურმა ჯალათებმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სად-ის ხელმძღვანელობისა და საკუთარი ოჯახის წევრებისათვის ერთნაირად მიუღებელი აღმოვჩნდი… საერთოდ, საკუთარი საქციელით დედაჩემმა გაცილებით მეტი ზიანი მომაყენა ცხოვრების მანძილზე, ვიდრე ეს ნებისმიერ პირად მოწინააღმდეგეს გაუკეთებია. დღეს მე იძულებული ვარ საჯაროდ ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, რადგან იგი სარგებლობს ჩემი იზოლაციით და შეგნებულად თუ შეუგნებლად განაგრძობს ზიანის მოყენებას. დღეს მე ხუმრობის არც დრო მაქვს და არც ხასიათი, არ ვიცი წინ რა მელოდება ან როდის შევძლებ კიდევ რაიმეს გაჟღერებას, ამიტომ საჯაროდ, კატეგორიულად ვუკრძალავ მას ჩემი საკითხით დაინტერესებასაც კი! ვთხოვ ყველას, ვინც რაიმე პოზიტიური როლი შეასრულა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ნუ გააიგივებს ჩემს სახელს მის სახელსა და ქმედებებთან. ამავე დროს, მ. არჩვაძეს აქვს იშვიათი უნარი ხუთ წუთში მტრად აქციოს ნებისმიერი მოყვარე. რამდენიმე კვირის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, დირექტორი ბუთლიაშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, მისი მოადგილე ცხვედიანი კი – დააწინაურეს. მართალია ბუთლიაშვილი სიამოვნებით და აქტიურად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში, მაგრამ ციხის საავადმყოფოს რეალური უფროსი ცხვედიანი გახლდათ, მიუხედავად ბუთლიაშვილისადმი ფორმალური დაქვემდებარებისა ცხვედიანი ბ. ახალაიას კადრია და სწორედ მისთანათა მეშვეობით, სად-ს ფაქტიურად დღესაც ბ. ახალაია მართავს. ვინ მართავს ახალაიას, ვფიქრობ, თავადაც მოგეხსენებათ. ცხვედიანის გარდა, დააწინაურეს ჯალათი ოლეგ ფაცაციაც, მ. სააკაშვილის ოჯახის მეგობარი. თითქმის ყველა ოფიცერს თითო-თითო ვარსკვლავი დაუმატეს სამხრეებზე და ასე დასრულდა ყველაფერი. ბუნებრივია, არც ერთი წამებისა თუ ცემის ფაქტი არ გამოძიებულა და ე.წ. სამართალდამცავები არც დაინტერესებულან ამ ყველაფრით. პატიმრების ცემას (მათ შორის, სავარძელში მჯდომი ინვალიდებისაც) ადგილი ჰქონდა აგვისტოსა და სექტემბერშიც, მაგრამ ამას მხოლოდ ცხვედიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც დაწინაურების მიუხედავად დროის დიდ ნაწილს მაინც ციხის საავადმყოფოში ატარებდა. ალბათ ვერ ელეოდა “ტკბილ მოგონებებს”. დღესდღეობით, ახალი დირექტორის, გვიჭიანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი მუშაობის პერიოდში ნელ-ნელა შეწყდა ადამიანების ცემა და წამება, და სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული დღემდე მსგავს ფაქტებს ციხის საავადმყოფოში ადგილი აღარ ჰქონია. ძნელი სათქმელია, როდემდე გაგრძელდება ასეთი ვითარება, ვინაიდან ადამიანების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა კვლავ ძალაშია და ხელისუფლება არც ფიქრობს მის შეცვლას. რაც შეეხება ამ ბრალდების საქმეს, ეს გახლავთ ხელისუფლების ჩვეული მეთოდებით შეთითხნილი პროვოკაცია. ამ გზით შეიძლება ითქვას, სამაგიერო გადამიხადეს იმისათვის, რომ მორჩილად არ შევეგუე ავადმყოფი ადამიანების წამებას. როგორც კი აპრილის ბოლოს პატიმრების წამების ფაქტები გავაჟღერე, ადმინისტრაციამ შეუვალი ბლოკადა გამომიცხადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდრე ევროსასამართლო დაინტერესდებოდა ჩემი სიტუაციით, ჩემთან ხშირად ადვოკატებსაც კი არ უშვებდნენ. დღემდე ჩემს ადვოკატებს აქედან საკუთარი ჩანაწერების გატანის საშუალებაც კი არა აქვთ უმკაცრესი კონტროლისა და ჩხრეკის გარეშე. სოციალური სამსახური სათოფეზე აღარ მეკარებოდა, და მათი გვერდის ავლით ციხიდან რაიმე კორესპონდენციის ლეგალურად გამოგზავნა შეუძლებელია. ტელეფონით დარეკვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 3 თვის განმავლობაში, სანამ ხელახლა გავხდებოდი ბრალდებული, ხუთჯერ ან ექვსჯერ დამარეკვინეს მხოლოდ და ისიც მაშინ, როცა რაიმე ინფორმაციის შეტყობა სურდათ. თავად სოცსამსახურის სისტემა ისეა აწყობილი, რომ მათ პატიმრის დაბლოკვა ათასნაირად შეუძლიათ. კანონით აუცილებელია, რომ სოცსამსახურის წარმომადგენელმა დაადასტუროს თქვენი ხელმოწერის სისწორე, ანუ მისი თანდასწრებით ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, შემდეგ კი დირექტორთან მიაქვს დასამოწმებლად. ამის მერე, კიდევ გარკვეული პერიოდი აქვთ კორესპონდენციის გასაგზავნად. როცა რაიმე დოკუმენტი ადმინისტრაციისათვის არასასურველ ინფორმაციას შეიცავს, სოცსამსახურის მუშაკის პოვნა შეუძლებელი ხდება. ხან უსასრულო თათბირი აქვთ, ხან კორპუსზე არიან გასული, ხან ქსეროქსია გაფუჭებული, ან მათი ოთახი უბრალოდ ადვოკატის ცხვირწინ იკეტება და რაც გნებავთ, ისა ჰქენით… თუ გაგიმართლათ და როგორმე ხელმოწერის სისწორე დაგიმოწმეს, ახლა უკვე დირექტორი იწყებს დამალობანას თამაშს. LikeLike
  24. იოსებ ღუდუშაური said

    „- კაცობრიობის მტრებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯ. ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით.

    ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ-ოპოზიციურ დაჯგუფებებს (ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან შედგებოდა). ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც აშშ-მ მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას პლანეტის სხვა რეგიონებში.“

    ზვიად გამსახურდია

    იხ. ეს კატეხიზმო სრულად შემდეგ ბმულზე: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/narodnaya-pravda/#comment-3500

    ეროვნული მოძრაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია! შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ ეროვნული მოძრაობის წევრებისათვის დაწერილი კატეხიზმოა.

    სამწუხაროდ, ეროვნული ხელისუფლების და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ იგნორირებას უკეთებენ ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების პრეზიდენტის მიერ გავრცელებეულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს.

    დღეს, ქართველებში მოდადაა ქცეული მხოლოდ რუსეთის დადანაშაულება ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევაში. ჩვენი მიწა-წყლის აშკარა მტერს (რუსეთს) ყველა ხედავს, მაგრამ ამ მტერზე უფრო საშინელი მტერი მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ დაინახა? რა ხდება? რუსი დამპყრობლისადმი სიძულვილი თანდათანობით გადაჰყავთ რუსი ერისა და მართლმადიდებლობის სიძულვილში, რაც უცხოა არა მარტო მართლმადიდებლობისათვის არამედ ეროვნული იდეოლოგიისთვისაც. ეს კარგს არაფერს მოუტანს ქართველ ერს! კიდევ ერთხელ კარგად წავიკითხოთ ზვიადის ეს წერილი და კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდეთ მის ნათქვამს.
    ——————————–
    p.s.

    ზემოთ მოყვანილ კამათში აშკარად იგრძნობა კანონიერი ხელისუფლების სახვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის არსებული წინააღმდეგობა, რომელიც რეალურია და მისი დაძლევა ურთულესი პრობლემას წარმოადგენს. ამ დაპირისპირებით ისევ კანონიერების აღდგენის სასტიკი მოწინააღმდეგეები ხარობენ და აქეთ გადმოდიან შეტევაზე. არის მცდელობა, რომ კანონიერი ხელისუფლების დევნაში და ზვიად გამსახურდიას დაღუპვაში ეროვნულ მოძრაობა დაადანაშაულონ, ხოლო მისი ყველაზე ერთგულ წევრები კი მოღალატეებად გამოცხადნენ. აი, ეს არის დღ. უკანონო რეჟიმის მიერ დაფინანსებული კომისიების თუ ექსპერტების „სიმართლის“ დადგენის მიზანი. ამას გვაფიქრებინებს ის აგრესიულობა, რასაც ისინი იჩენენ დევნილი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ.

    დღეს, პუტჩისტებიც კი ზვიადის ჭირუსუფლობით იწყებენ კეკლუცობას, აქეთ ეყელყელავებიან და ვაჟკაცობას უწუნებენ არაკაცების მიერ დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასეთებს ვურჩევთ თავი შეიკავონ ეროვნული ხელისუფლების საქმეებში უხეში ჩარევისაგან. მათ გარეშეც როგორმე მორიგდებიან ლეგიტიმური ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები. და თუ ვერ მორიგდებიან არც ესაა უკანონო ხელისუფლების ასევე უკანონო კომისიის „დამოუკიდებელი“ ექსპერტიზის გასარჩევი.

    იგივეს ვიტყვით ნაცმოძრაობის მიერ დაქირავეული კომისიების თუ ნაირ-ნაირი „დამოუკიდებელი“ ექსპერტების მცდელობებზე ამავე მიმართულებით. რა მორალური უფლება აქვთ მათ იქექონ და იექსპერტონ იმ ხელისუფლების საქმეებში, როდესაც კანონიერების აღდგენის მიმართ დღესაც გულგრილნი არიან?! ეჰ, გულგრილობას კიდევ როგორმე აიტანდა კაცი გულმხეცობებს რომ არ ჰქონოდა ადგილი კანონიერების აღდგენის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. მთელმა საქართველომ იცის, რომ კოკოს კომისიის წარმომადგენლები წარსულში ცნობილი პუტჩისტები იყვნენ. თუ ვინმე ამ კომისიიდან წარსულში არ ყოფილა პუტჩისტი ახლა ხომ მაინც თანამშრომლობს მათთან? ეს მათთვის დამთავრდა პუტჩი, თორემ დევნილი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩი კვლავაც ძალაშია!

    საერთო ჯამში, ორივე მხარე შეგნებულად თუ შეუგნებლად კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოწინააღმდეგეა და აქედან გამომდინარე მათი „ჭირისუფლობა“ ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. ეროვნული მოძრაობის თუ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლის ვალია უნდობლობა გამოცხადოს არა მარტო უკანონო ხელისუფლების წიაღში აღმოცენებულ უკანონო კომისიებს, არამედ საქართველოში გამეფებულ ანტიქართულ პოლიტიკურ სისტემას! ტყუილია მისი გაკეთილშობილების მცდელობები და თავის მოტყუებას თავი უნდა გაანებოს ყველამ.

    პოლიტიკური და სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა ანტიქართულ პოლიტიკურ სისტემას! მოითხოვეთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ბატონო იოსებ,

      ნებისმიერი საგულისხმო ამბის გახსენებისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ ვინ ამბობს სათქმელს, რა ვითარებაში ამბობს, ვის ეუბნება და რა ფორმით. თქვენს მიერ მოყვანილი წერილი 1992 წელს გამოუქვეყნებია “ნაროდნაია პრავდა”–ს. მერწმუნეთ, არავის არაფერი დავიწყნია.

      რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის ეკლესია, როგორც ორგანიზაცია ორ საუკუნეზე მეტხანს ცდილობს საქართველოს განადგურებას. რუსი ეროვნების მოწამენი და წმინდანნი ამ წუთისსოფელში ვერ დაგვიცავენ რუსეთის ჩეკისტი პატრიარქებისგან.

      მართალია, რომ რუსეთის ხელისუფლების უკან დგას საერთაშორისო მაფია. მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის ბოლოს ლუციფერია? ეს უკანასკნელი კი ყველა ადამიანის მაცდური და მტერია. დამეთანხმებით, რომ ბოროტთან ბრძოლა პიროვნულია და საჯარო წერილებით მას ვერაფერს დავაკლებთ.

      თუ რუსეთს “გამოვტოვებთ”, როგორც უშუალო და ყველაზე საშიშ მტერს, მაშინ, წესით უარი უნდა ვთქვათ აგრეთვე ყველა სხვა დანარჩენი მიწიერი მტრის მხილებაზეც და მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ. თუ მიწიერი მხილების გზას დავადგებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ რუსეთია ჩვენი უახლოესი, უველურესი და ყველაზე დაუნდობელი მტერი. თუ ჩემი არ გჯერათ, გაისეირნეთ ტყვიავში, დალის ხეობასა თუ ოჩამჩიირეში და თავად დარწმუნდებით.

      გიორგი გულბანი

      მინაწერი: თქვენს მიერ ნახსენები დაპირისპირების მიზეზია ერთი პიროვნების გაუთავებელი და თავაშვებული ცინიკური გამოხტომანი. ქარის დამთესი კი ხანდახან ქარიშხალს მოიმკის.

      Like

  25. ქალბატონებო და ბატონებო, მაპატიეთ, მაგრამ მართლაც რომ ,,უცილობლობთ ვითა ჯორი”
    თქვენს მიერ ბატონი კონსტანტინეს ,, ოკოთი“ მოხსენიება, რომლის უფლება მხოლოდ ძალიან ახლობლებს აქვთ, კადნიერება არ არის? რომ აღარაფერი ვთქვათ ტერმინზე ,,კოკოს კომისია“.

    დავიჯერო გავიწყდებათ, რომ ბატონ კონსტანტინეს ამ კომისიაში მხოლოდ ერთი ხმა გააჩნია!

    თუ აღიარებთ ბატონ ბესარიონ გუგუშვილის მტკიცებას პრეზიდენტის თვითმკვლელობის შესახებ და ამავე დროს ისიც იცით, რომ თვითმკვლელობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, მაშინ რაში ადანაშაულებთ ედუარდ შევარდნძაძეს?

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტ ზოტოვთან ინტერვიუში მას გაცხადებული აქვს, რომ ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა.

    თუ დარწმუნებულნი არა ხართ ბ. გუგუშვილის სიმართლეში, მაშინ რად გინდათ მისი ხელახალი აღზევება ხელისუფლებაში მანამ, სანამ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე არ იქნება გამოძიებული.

    გასათვალისწინებელია ისიც , რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიც იმავდროულად საეჭვო გარემოებებშია გამქარალი.

    დამისახელეთ პრეცენდენტი , როცა პრეზიდენტსა და იმავდროულად მთავარ სარდალს იარაღით ხელში სამხედრო ფორმაში ლოგინში მოეკლას თავი. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მართლაც მაგარი ნაწამები იქნებოდა, ან ამ წამებაში მოკლული, თუ ნახევარი საათის მაგიერ პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 5 საათის შემდეგ მიაღწიეს ბოლო ნავ საყუდელს. ამიტომაც არის გამოსაკვლევი ის ხუთი საათი. აქ რა არის საქილიკო?

    პრეზიდენტი, რომელიც მის დასამხობად მთავრობის სახლთან მისულ, იარაღასხმულ და გონება ამღვრეულ ბიჭებზე ბრძანებას იძლეოდა: ,, ფეხებში დაჭერით, მაინც ქართველები არიან“-ო, განა თავის გასროლით პრემიერ-მინისტრის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებდა? ტყვია ხომ ყურს ქვემოთ ბ.გუგუშვილის საწოლისკენაა გამოსული, რომელიც პრეზიდენტის საწოლთან გვერდზე იყო მიდგმული. გამოღწეული ტყვიის ადგილი ფოტოზეც ჩინებულად ჩანს და გაზეთებშიც დაიბეჭდა, ის ან ბატონ ბესარიონს დაჭრიდა ან მის ლოგინზე დავარდებოდა, სხვაგან სად უნდა გამქრალიყო?

    ამ ფაქტებს ვერც კანონიერი და ვერც უკანონო ხელისუფლების მიერ შედგენილი კომისიები ვერ აცდებიან. კრიმინალისტიკას კი მხოლოდ ჭეშმარიტი ფაქტები და არგუმენტები აინტერესებს და არა ის, ვის მიერ იქნა ის მოძიებული. დღეისათვის, ფაქტებისა და ჩვენებების შეგროვება სწორედაც რომ საშურო საქმეა, რადგან დრო ყველაფერს ანადგურებს და შლის, ნუთუ ამის ახსნა უნდა გვჭირდებოდეს?

    რაც შეეხება სანაიას გადაცემას და გასროლის ექსპერიმენტს, აქ მთავარი ის კი არ არის მეზობლები შემოვარდებოდნენ თუ არა, არამედ ის, თუ როგორ ესმის მეზობელს ,,სტეჩკინიდან“ გასროლის ხმა. გარდა ამისა ბატონი ბ. გუგუშვილი ფლაყვე, სინის დაცემის ხმას ასახელებდა, რაც მაყუჩიანი იარაღის ხმარების შემთხვევაში ხდება. ჩვენებებში კი ,,სტეჩკინი“ფიგურირებდა.

    უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ყურადღება გაგემახვილებინათ იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტმა სანაიამ ბოლო სიტყვა ბატონ ბესარიონს არგუნა, მაშინ, როცა ბატონი კონსტანტინე უკვე დარბაზიდან იყო გასული. ნათქვამია: ,,პაექრობაში ის იმარჯვებს ვისაც ბოლო სიტყვა მიეცემა“-ო ეს კარგად გამოიყენა სანაიამ (შესაძლებელია მავანისა და მავანის დავალებით) პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების კვლავ და კვლავ გაბუნდოვნებისათვის და ამით ბ. გუგუშვილის მტკიცებულება პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსიის თაობაზე ძალაში დატოვა. ასევე კარგად ალანძღვინა პრეზიდენტის ვაჟი და აღნიშნული კომისია .

    ბატონებო და ქალბატონებო სწორედ თქვენზეა ნათქვამი: ,,ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“-ო.

    Like

  26. GIORGI CHOKHELI said

    ქალბატონ თამილა ტაბიძეს

    ქალბატონო თამილა,

    უპირველესად მივესალმები თქვენს დამოკიდებულებას და გამოხმაურებას ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ, როგორიც არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შესწავლა და დადგენა.

    იმ უდიდესი ცოდვის ქარტეხილში, რაც ზემორე წარმოდგენილმა ადამიანებმა დაატრიალეს ამ საიტზე, მართლაც, რომ ბნელ ოთახში სინათლის სხივის შეღწევას მაგონებს თქვენი პოზიცია და მოსაზრება.

    მსჯელობთ ლოგიკურად, მიუკერძოებლად და სრულიად არგუმენტირებულად.

    მართლაც რომ დიდი გამბედაობაა, თქვას სიმართლე ესოდენ მოკრძალებულად და მიუკერძოებლად ქალმა, რომელმაც შესანიშნავად უწყის და აცნობიერებს, ყოველივე ამის შემდეგ შესაძლებელია ისეთი ადამიანების რისხვა დაიმსახუროს, რომელნიც ყველაფერზე წამსვლელნი არიან.

    აფერუმ თქვენს გამბედაობასა და სიმამაცეს. იმ ბატონებს, რომელნიც კონსტანტინე გამსახურდიას უპირისპირდებოდნენ, თქვენი ნახევარი ადამიანობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი რომ აღმოჩენოდათ, ხომ არ გაიმასხარავებდნენ თავს ისე, როგორც ეს წარმოჩინდა; თუმცაღა, არა მგონია თუნდაც თქვენი დახვეწილი და მოკრძალებული განმარტებების შემდეგ სინათლის სხივმა შეაღწიოს ამ კატეგორიათა ცნობიერებაში. დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის უცხოა დიდი რუსთველის აფორიზმში გაცხადებული სიბრძნე:

    “ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”.

    პატივისცემით,
    გიორგი ჩოხელი

    Like

  27. იოსებ ღუდუშაური said

    მაპატიეთ, მაგრამ ქ-ნი თამილას მოსაზრების მიხედვით მხოლოდ ზვიად გამსახურდია ყოფილა დაზარალებული და შევარდნაძის მიმართ თურმე სხვა ბრალდებები არ არსებობს გარდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა. სად არის აქ ბატონებო და ქალბატონებო ადამიანობა და სიმართლის სხივი? არავინ არ ითხოვს აქ ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის აღზევებას. იგი რომ კოკოსავით ან მისნაირებებივით აღზევების სურვილით ყოფილიყო დაავადებული აქამდე აღზევდებოდა და მისი განათლების, ცხოვრებისეული გამოცდილების, პრეფესიონალიზმის და წარმომავლობის კაცს ეს არ გაუჭირდებოდა. სხვა ყოფილი ზვიადისტებივით უნდა ამოსვრილიყო ტალახში და აღარ იქნებოდა მის მიმართაც ეს ბინძური და არაკაცური პიარი. მაშინ აღარ იქნებოდა ბ-ნი ბესარიონი ლეგიტიმურობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.

    მაშინ აღარც ის გაუჭირდებოდა რომ მავანისთვის ის სასურველი სიცრუე ეთქვა, რომელსაც ასე ელის ეჭვებით დაავადებული საზოგადოების ერთი ნაწილი. ე.ი. შევარდნაძის სასამართლო დევნისათვის უდანაშაულო ადამიანის, ბ-ნი ბესარიონ გუგუშვილის მსხერპლშეწირვა გსურთ არა? ეს არის თქვენი სინათლის სხივი არა? ჰოი, თქვე ფარისევლებო! არ გრცხვენიათ, ან ღმერთის მაინც არ გეშინიათ ასეთ სისაძაგლეს რომ ემსახურებით საკუთარი ნებით, ანუ მართალი კაცის მსხვერპლად შეწირვას რომ ითხოვთ შევარდნაძის სასამართლოში წარდგენის სანაცვლოდ?! ამას ეძახის ბ-ნი გ. ჩოხელი “ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”-ო. როგორც არ უნდა მიმართონ კოკოს, ეს არავის აძლევს იმის უფლებას, რომ დევნილი და მართალი კაცი არაკაცებს შესწირონ!

    დასკვნა: ეჭვით დაავადებულები შევარნაძის პირადი მტრები ყოფილან მხოლოდ და არა ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერები, რასაც კიდევაც შეეწირა ბ-ნი ზვიად გამსახურდია! ამიტომ, მათთან კამათს არავითარი აზრი არა აქვს.

    p.s

    „გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიც იმავდროულად საეჭვო გარემოებებშია გამქარალი.“ – ამაშიც ბ-ნი ბესარიონია ეჭვმიტანილი ხალხო?

    „უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ყურადღება გაგემახვილებინათ იმ ფაქტზე, რომ ჟურნალისტმა სანაიამ ბოლო სიტყვა ბატონ ბესარიონს არგუნა, მაშინ, როცა ბატონი კონსტანტინე უკვე დარბაზიდან იყო გასული.“

    ასეთი ფარისევლობა და უსამართლობა როგორ შეიძლება? ათეული წლებია არ ცხრება პუტჩისტური იდეოლოგიური მანქანა, რომელსაც ახლა კოკოც შეუერთდა თავისი საპარლამენტო კომისიის გამოძიებით. წლების განმავლობაში კოკოსი, ნაცების და მისნაირებისაა ტელევიზიებიც და პრესაც. ბ-ნ ბესარიონს წელიწადში 10 წუთი თუ დაუთმეს და ისიც საკუთარი გადაცემის რეკლამისათვის ესეც ვერ მოუნელებია მავანს, როდესაც კოკომ დოკუმენტური ფილმების მთელი სერია გადაიღო იმაზე, რომ ეჭვმიტანილი მაინცდამაინც ყველაზე ერთგული ხალხი გამოსულიყო. ამასთან ერთად ბ-ნ ბესარიონს წარმოდგენაც კი არქონდა სანაიას გადაცემის ეთერში გასვლამდე, რომ მის წინააღმდეგ გადაღებული ფილმი უნდა ეჩვენებინათ. ეს მან სულ სხვა არხებით გაიგო.

    Like

  28. GIORGI CHOKHELI said

    „ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო“
    პასუხი ბატონ იოსებ ღუდუშაურს

    ძვირფასო მკითხველო,

    საქართველოსა და ზვიად გამსახურდიას დაუძინებელმა მტრებმა, რომლებიც ჰაი, ჰაი, რომ მრავლად არიან, გიორგი გულბანი არ იკმარეს და ახლა იოსებ ღუდუშაურიც აამოქმედეს. გაშმაგებით გამოენთო ბატონი იოსები, ქალბატონ თამილა ტაბიძის გამოხმაურებისთანავე და რომ იტყვიან ახალ მოწვიმულზე ბუღი დააყენა. აბა მივუგდოთ ყური, ერთი რას ღაღადებს ბატონი იოსები: „მაპატიეთ, მაგრამ ქ-ნი თამილას მოსაზრების მიხედვით მხოლოდ ზვიად გამსახურდია ყოფილა დაზარალებული და შევარდნაძის მიმართ თურმე სხვა ბრალდებები არ არსებობს გარდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობისა“ –ო.

    გულწრფელად მიპასუხეთ, ძვირფასო მკითხველო, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის, როგორი ამოსაკითხია ფრაზა: „ზვიად გამსახურდია ყოფილა დაზარალებული“?.

    საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ერისა და ქვეყნისთვის სამსხვერპლოზე ზვარაკად შეწირული რაინდი ზვიად გამსახურდია, ბატონი ი. ღუდუშაურის აზრით, თურმე „დაზარალებული“ ყოფილა. მართლაც რომ სად არის იოსებ ღუდუშაურისთვის ადამიანობა და სიმართლის სხივი? სწორედ მასზეა ნათქვამი „ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო“. ბატონებო განა ისეთი რა ბანგით ხართ გამტყვრლები, რომ უფლის გზას გამიჯვნიხართ და ეშმაკისთვის გუნდრუკის კმევა დაგიწყიათ?
    სად არის სამართალი, ძვირფასო მკითხველო?
    რომ არა ზვიად გამსახურდია, ვის ეცოდინებოდა რომ ჩვენს საუკუნეში, ამ ქვეყანაზე სახლობს სოდომისა და გომორის ორი გადმოხვეწილი მკვიდრი გულბანი და ღუდუშაური?
    ბატონმა ზვიადმა, გულბანსაც და ღუდუშაურსაც მისცა შესაძლებლობა სხვა მათთა უმადურთა მსგავსად, იმისა, რომ კაცებად და ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაგრამ ამაოდ; როგორც შექსპირი ამბობს: „არარაისგან არ იქმნების არარაიცა“.
    ბატონი ზვიადის ლიკვიდაციის შემდეგ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ „ძლიერთა ამა სოფლისათა“ უკან, ალში მდგარნი, იქ მოხდა მათი ცნობიერების გადადნობა და ჩამოსხმა ისეთ „ფენომენად“, როგორადაც თუნდაც ამ მეტად მოკრძალებულ საიტზე, თავისი აზროვნებითა და მეტყველებით, დგანან ჩვენს წინაშე გაშიშვლებულნი.
    რეალურად, თავადაც არ უწყიან ვის, ან რას ემსახურებიან, ერთი კია, ბობოქრობენ, რადგან არ ასვენებთ ის ღვარძლი და ბოღმა, რომელიც მათ სულში ჩაკირულა და ეს ეროვნულ ხელისუფლებას მიტმასნილნი უქცევია უსაგნოდ.
    ჩვენი გონივრული ანდაზის თანახმად კი, უსაგნოდ გდებას კარგად ვუწყით რა შედეგი მოაქვს ამ კატეგორიათა მსგავსთათვის. უსაგნოდ გდება აუცილებლად აგაღებინებს მახათს და წამოგაწყებინებს იმ საძრახის საქმეს რასაც ეს ადამიანები აკეთებენ.
    იოსებ ღუდუშაური თავის კომენტარში წერს: „ჰოი, თქვე ფარისევლებო! არ გრცხვენიათ, ან ღმერთის მაინც არ გეშინიათ ასეთ სისაძაგლეს რომ ემსახურებით საკუთარი ნებით, ანუ მართალი კაცის მსხვერპლად შეწირვას რომ ითხოვთ შევარდნაძის სასამართლოში წარდგენის სანაცვლოდ?! ამას ეძახის ბ-ნი გ. ჩოხელი “ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”-ო.“
    დედას გაფიცებთ ძვირფასო მკითხველო, სიმართლე მითხარით, ჭკუა მოეკითხება ახლა ამის დამწერს? საპარლამენტო კომისიამ როდის ერთხელ განაცხადა, რომ ვინმეს, მით უფრო კი, მართალი კაცის მსხვერპლად შეწირვას ითხოვს? ამ ბატონებს, ესოდენ საძრახისი საქმის ნაცვლად, გამოეთქვათ სურვილი საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობისა, ჩამდგარიყვნენ ერისა და ქვეყნის სამსახურში, ეთქვათ სიმართლე და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.
    მაგრამ არა!, შეიძლება ამის სურვილი შინაგანად ჰქონოდათ, მაგრამ როდესაც შენი თავი შენვე არ გეყუდნის ძნელია რაიმე სასიკეთო საქმის კეთება, მით უფრო კი მამულიშვილობა, ერისა და ქვეყნის სამსახურში დგომა.
    სამაგიეროდ ადვილია, თბილად მოკალათებულმა და ათასი პრივილეგიებით აღსავსემ წესიერ და პატიოსან ადამიანებზე დაწერო, მით უფრო, როდესაც ვის უკან, ალშიც იწვები და იბრაწები მისი დავალებით, თამამად განაცხადო: „ასეთი ფარისევლობა და უსამართლობა როგორ შეიძლება? ათეული წლებია არ ცხრება პუტჩისტური იდეოლოგიური მანქანა, რომელსაც ახლა კოკოც შეუერთდა თავისი საპარლამენტო კომისიის გამოძიებით. წლების განმავლობაში კოკოსი, ნაცების და მისნაირებისაა ტელევიზიებიც და პრესაც“ – ო.
    ჩემო ძვირფასო და კეთილო მკითხველო, ვეცნობი ამ ადამიანების ნაცოდვილარს და შესანიშნავი ქართველი პოეტის სიმონ ჩიქოვანის ერთ–ერთი ფუნაგორია მახსენდება:

    „სოკოცუანავ დაგადგი ფეხი,
    სიმყრალე შენი მიჰქონდა ქარს,
    რა შეგაგინო ამაზე მეტი
    შენი აზრების პატრონი ხარ“

    ეს შესაბრალისი ადამიანები, საკუთარ ცოდვის მორევში ყურყუმელაობენ და რამდენ სისულელეს ლუღლუღებენ უკვე თავადაც აღარ უწყიან. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც უკვე თავმოყვარე, შეგნებულმა ადამიანმა უნდა შეწყვიტო მათთან ყოველგვარი დისკუსია, რადგან ნათქვამია: „გიჟი მიუშვი ნებასაო“.

    გიორგი ჩოხელი

    Like

    • გიორგი გულბანი said

      გიორგი ჩოხელო!

      შენ თავხედურად სცრუობ და ცილს მწამებ, თითქოს მე ზვიადისა და საქართველოს მტერი ვიყო.

      მე გპასუხობ, რომ შენ თავხედი მატყუარა და ცილისმწამებელი ხარ!

      ჩვენს შორის მტყუანს, დედა შაერთოს ცოლადა!!!

      Like

      • გიორგი გულბანი said

        კოკო გამსახურდია,

        რას დამალულხარ ბუჩქებში და მიქსევ ვიღაც გოშიებს. ამოიღე ხმა, თუ რამე გაქვს სათქმელი! რა, არ მიცნობ, თუ როგორაა საქმე?

        გიორგი გულბანი

        Like

    • a. sanduxaZe said

      ბატონ გიორგი გულბანის მოსაზრებამ კოკოს კომისიის შესახებ მეტად ცხარე კამათი გამოიწვია, განსაკუთრებით გააცოფა „თავისუფლების“ პარტიის წევრები, კომისიაში მიწვეული „სპეციალისტები“.

      ჩნდება ასე, რომის პაპს კათოლიკობაში ეცილებიან ხოლმე, როგორც ეს ვინმე ჩოხელი ეცილება გულბანსა და ღუდუშაურს სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებას.
      ერთ-ერთი მათგანი ვინმე ჩოხელი ბატონ გიორგი გულბანსა და ბატონ იოსებ ღუდუშაურს საქართველოსა და ზვიად გამსახურდიას მტრების მიერ დაქირავებული ნაძირალების იარლიყს აკრავს. ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით სცდილობს გააშავოსა და ლაფში ამოსვაროს ამ ორი ადამიანის ღირსება.
      „სოდომისა და გომორის ორი გადმოხვეწილი მკვიდრი“ ამ არაკაცური სიტყვებით ამკობს საზოგადოებისათვის მართლაც უცნობი ჯანდაბიდან გადმოსული ვინმე ჩოხელი ამ ორ ადამიანს. ჩოხელო, ჩვენ რომ მართლაც სამართლებლივ სახელმწიფოში ვცოვრობდეთ მაშინ ამ კომისიიდან ვირის აბანოში ამოყოფდი თავს და უკეთეს შემთხვევაში კბილებიც აღარ შეგრჩებოდა, შენს ბილწ ენას რომ თავი დავანებოთ!
      „რომ არა ზვიად გამსახურდია, ვის ეცოდინებოდა რომ ჩვენს საუკუნეში, ამ ქვეყანაზე სახლობს სოდომისა და გომორის ორი გადმოხვეწილი მკვიდრი გულბანი და ღუდუშაური?“
      უფრო სამართლიანი იქნება – რომ არა კოკოს კომისია მართლაც ვის ეცოდინებოდა შენ და შენნაირების არსებობა ამ ცოდვით სავსე საქართველოში, დღეს თქვენი დროა, მიდით შეუბერეთ, შეუბერეთ, ერთბაშად ვინმემ არ შეგაჩეროთ!
      ამოგლიჯა რა კონტექსტიდან ფრაზა კოკოს ჩოხელმა უზნეობის ღვარცოფი გადმოხეთქა. ისიც მისი კუმირივით სპეკულიანტობს ჩვენი წამებული პრეზიდენტის სახელით.

      „ზვიად გამსახურდია ყოფილა დაზარალებული“? – ეს ფრაზა ჩვეულებრივად აღვიქვი. დიახ, დიახ, მარტო ზვიად გამსახურდია არ ყოფილა დაზარალებული იმ ავად მოსაგონარ დროს!
      ჩვენ შეგვიძლია იმ დროს დაზარალებულთა მთელი არმია ჩამოვთვალოთ, მაგრამ მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს:
      მთავრობის სასახლიდან მომავალ, პრეზიდენტის ერთგული გვარდიელების ჯგუფს სოფელ აღაიანთან ისკარიოტელთა ბანდა დახვდა, სულ ერთიანად დაუცხრილავთ მანქანა, სიკვდილთან მებრძოლი, დაჭრილი გვარდიელები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომაკვადავის სარეცელზე მყოფ გვარდიელს თვალი გაუხილავს, პრეზიდენტი მოუკითხავს და თან ასე დაუძენია: „სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი მივდივარ ამ ქვეყნიდან, მაგრამ ერთ რამეზე მწყდება გული, სიყვარული ვერ მოვასწარი, შეყვარებული არ მყოლიაო“. ეს იმ დროს, როდესაც ამ კომისიის ზოგიერთი წევრი ლიმონათების ქარხანაში მუშაობდა მუშად, ზოგი კიდევ ვინ იცის სად იყო მოკალათებული და ფეხზედაც არ ეკიდათ რუსთაველზე, აღაიანთან, კოლხეთში გასროლილი ტყვია და ჭურვი თუ ვის მოხვდებოდა.
      ეცემოდნენ ბრძოლის ველზე უსახელო უფლისციხელები, სახელიანი ნაძირლები კი მისეულნი იყვნენ ამა სოფლის ნასუფრალს და დღეს აქეთ უტევენ ნამარტვილევ ხალხს.

      ვინც ცოცხალი გადაურჩა ბედისწერა და სამშობლოსა და ზვიადის ერთგულებით სულმდგმულობენ, მათს დროში ჩარჩენილებსა და ხელმოცარულებს უწოდებენ. დიახ ჩავრჩით დროში, არ ვინდომეთ ფეხი აგვეწყო ამთახსირი ყოფისათვის, დავრშით უჩინმედლებოდ და უსახელოდ, მარგამ დრო ყველას თავის სახელს დაარქმევს და ამ მედროვეებს ისტორიის ფეხისალაგში ჩაუძახებს, ეს გარდაუვალია!

      არაკაცური მუქარით გვაიძულებენ ვენდოთ კოკოს კომისიას, ვენდოთ იმ კომისიას, რომლის შესახებაც ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, გაგებაში არაა თუ ვინ არიან მისი წევრები და რამდენად სანდოა ამ კომისიის ნაყოფი.

      ახლა კი გავეცნოთ კომისიის შემადგენლობას: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
      ხელმძღვანელობა:
      გამსახურდია კონსტანტინე – კომისიის თავმჯდომარე

      წევრები
      ბაღათურია ჯონდო
      ერგემლიძე ნუგზარი
      ვეფხვაძე ლევანი
      თორდია ლაშა
      მაისურაძე რატი
      მარსაგიშვილი რომანი
      სამყურაშვილი რატი
      წურწუმია თეიმურაზი
      ხურციძე ბეჟანი
      ჯანაშია ნაული

      გამსახურდია კონსტანტინეს (მცირეს) „კოკოდ“ მოხსენიებას გაუღიზიანებია ქალბატონი თამილა და ისიც გვამუნათებს.
      „ამ პერიოდში ორჯერ იყო მოსული ჩემი უფროსი ძმა, კ. გამსახურდია. პირველად ივნისის დასაწყიში, მას ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე აქაური კოშმარის საჯაროდ გაჟღერება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, სადაც მალე უნდა გამგზავრებულიყო. მართლაც, ალბათ გახსოვთ, მან პარლამენტში პრესკონფერენცია ჩაატარა აქაური მდგომარეობის შესახებ და მალე ევროპაში წავიდა.
      მეორედ, ივლისის პირველ რიცხვებში ვიზიტისას იგი კარდინალურად შეცვლილი ჩანდა. ორი თვის ნაშიმშილარ ძმასთან ცინიკურ-ქედმაღლური სახით მობრძანდა და, ასე ვთქვათ, ნესტოებიდან მომზირალი მოჰყვა მტკიცებას, რომ მე ყველაფერი მეჩვენება და სინამდვილეში არაფერია საგანგაშო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო მისი ასეთი მეტამორფოზა და ვერ გამეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე. შემდეგ დამიწყო ახსნა, რომ “ევროპაში წამება ჰკიდიათ,” რომ მსოფლიო ჰოლოკოსტსა და კონცლაგერების არსებობასაც კი ვერ ადასტურებს და პატიმრების წამების დამტკიცება მით უმეტეს შეუძლებელია. მოკლედ, მსგავსი არგუმენტებით ცდილობდა საკუთარი უმოქმედობის გამართლებას, რადგან არავითარი შეპირებული პრესკონფერენცია მას ევროპაში არ გაუკეთებია.
      სიმართლე კი ის გახლდათ, რომ პარლამნეტში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ კ. გამსახურდიამ უბრალოდ ივაჭრა ხელისუფლებასთან, ისპეკულანტა ჩვენი გასაჭირით და დუმილის სანაცვლოდ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ნანატრ დაფინანსებას გამორჩა, რომელიც მისმა სამკაციანმა პარტიამ იმ პერიოდში მიიღო და მალევე თვითლიკვიდაციაც გამოაცხადა. ალბათ ზედმეტია თქმა, რომ ქალაჩუნა კიკუს მას შემდეგ აღარც საკუთარ ძმაზე ამოუღია ხმა და აღარც პატიმრების წამებაზე. სხვათა შორის, მეორე, უმცროს ძმას, გიორგის, საერთოდ არც გავხსენებივარ. მაგრამ რა უნდა გამიკვირდეს “ძმისგან” რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს შეფარულ დაკითხვებსა და პროვოკაციებს მიწყობდა კონტრდაზვერვის დავალებით.
      “ეს ტრაგედია, პირველ რიგში, ქართული იმპოტენტი საზოგადოების კისერზეა და შემდეგ – სადისტი ხელისუფლებისა, რომელიც, თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველი ღამის უფლებასაც დაიკანონებს”

      ქალბატონო თამილა, ეს სიტყვები ყველასაგან განწირულ, ძმებისგან გაყიდულ ცოტნე გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც თქვენს კუმირს „ქალაჩუნა კიკუს“ უწოდებს, და იქნებ სამართლიანადაც! თქვენ კი ჩვენს მიერ „კოკოდ“ მოხსენიებამ გაგაცოფად? მისი ძმის სიტყვებიდან ის „კოკო“-ც აღარაა ხომ ხედავთ.
      ქალბატონო თამილა, იცით როგორი ძნელი და საჩოთიროა ჩვენგან ამ სიტყვების წარმოთქმა? მაგრამ თავს ზევით ძალას გვატანენ. ალალად გეუბნებით, ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილად შეგვტკივა გული ჩვენი დიდი მამულიშვილის, საქართველოს სარანგის უკანშთენილი მემკვიდრეების ბედ-იღბალზე, რომლის შექმნაშიც ლომის წილი თვითვე მიუძღვით, ვიდრე დღეს ვითომ კოკოს თანამებრძოლებსა და ხელქვეითებს! ღმერთია ამის მოწმე! ჩვენ დითირამბების ნაცვლად წმიდა ილიასეულ შეგონებას მივყვებით – „მოყვარეს პირში უძრახეო“.

      ახლა კომისის სხვა წევრებსაც მივხედოთ:
      ბაღათურია ჯონდო – ეს ცხრა პარტიაზე გადანახტომი კაცი კომისიაში შესაყვანი კი არა პატიოსანი ოჯახის ჭიშკარშიც შესაშვები აღარაა.

      ბაღათურიას თანაპარტიელები უპირისპირდებიან
      ‘ქართული დასი’ ჯონდი ბაღათურიას უპირისპირდება. პოლიტიკური გაერთიანების წევრები ბაღათურიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მოითხოვენ. ბაღათურიას თანაპარტიელები რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, ესენია ერთპიროვნული მართვა, თანხების მითვისება, წესდების დარღვევა. მათი მტკიცებით, პარტიის თავმჯდომარეს სულ 4 თვის განმავლობაში 57,736 ლარი აქვს გაფლანგული.
      უახლოეს მომავალში გაერთიანების წევრები ყრილობას და პოლიტსაბჭოს სხდომას მოიწვევენ. თუ ჯონდი ბაღათურია ამ მოთხოვნას არ დაემორჩილება, მაშინ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს. ამ მოსაზრებას ქართული დასის ნახევარი იზიარებს, პარტია ფაქტობრივად ორადააა გაყოფილი.
      ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ მისთვის ამ პროტესტის შესახებ ცნობილი არ არის.

      ეკლესიას ამოფარებული კლასიკური გადამგდები ჯონდი
      [როზი ჯღამაია]
      ჯონდი ბაღათურიას საკუთარი პარტიის წევრები და პოლიტსაბჭო მთელი შემადგენლობით განუდგა. გამყიდველობა, ქურდობა, დიქტატურა და სხვა უამრავ ბრალდებას უყენებენ დღეს ”ქართულ დასის” წევრები ჯონდის. ახლა, დღის წესრიგში, ჯონდის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხიც დადგა, თუმცა საეჭვოა, ჯონდიმ ასე მარტივად დათმოს ძლივს დაპყრობილი მწვერვალები.
      ”ქართული დასის” შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პრესა.გე-ს პარტიის ერთერთი დამფუძნებელი და იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ედიშერ ქარჩავა ესაუბრა.
      თქვენ უკვე აღარ ხართ ”ქრთული დასის” წევრი და რა პრეტენზიები გაქვთ ჯონდი ბაღათურიასთან?
      – პირადად მე, პარტია სექტემბრის დასაწყისში დავტოვე და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიან ქრისტიანთა კავშირი” ჩამოვაყალიბე. 4 სექტემბერს, ჩემთან ოფისში ”ქართული დასის” პოლიტიკური საბჭოს და პარტიის წევრები მოვიდნენ, რომლებმაც დახმარება მთხოვეს.
      ვინაიდან პარტიის წევრი აღარ ვარ, სამართლებრივად, არც პარტიის საქმიანობაში ჩარევის უფლება მაქვს, მაგრამ თავის დროზე, მე ამ ხალხთან ერთად დავაარსე ეს პარტია. ამიტომ, პასუხისმგებლობას ვიზიარებ და მორალური თვალსაზრისით, დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი.
      თქვენ რატომ დატოვეთ პარტია?
      – როდესაც ”ქართულ დასს” ვაფუძნებდით, მაშინ ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ პარტია ყოფილიყო პრო-ქართული და ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებული. ჩვენ ყველანი ერთად, ”ნაცმოძრაობას” და ხელისუფლებას ვებრძოდით და მკვეთრად გამოკვეთილი ოპოზიციური ნიშა გვეკავა.
      თუმცა, ის პრინციპები, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვაკავშირებდა, დღეს უკვე აღარ არსებობს და ეს თავად ბაღათურიამაც დაადასტურა. მან ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ცალსახად განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ დაუპირისპირდებოდა. უფრო მეტიც, ბაღათურიამ შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის სია ”ნაცმოძრაობის” ხალხით გაავსო, რაც ბოლო წვეთი იყო, რომ პარტიიდან წამოვსულიყავი.
      ვინ გყავთ მხედველობაში?
      – მხედველობაში მყავს დეპუტატობის კანდიდატი კახა ქორიძე, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაცმოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი იყო. აჭარის უმაღლეს საბჭოში კი, ბაღათურიამ დეპუტატად ილია წულუკიძე წარადგინა. კაცი, რომელიც ჯერ, ასლან აბაშიძის გვერდით იდგა, ხოლო, შემდეგ აბაშიძეს უღალატა და ”ნაცმოძრაობის” მხარეს გადავიდა. იგი უკვე აჭარის ხელიუფლებაში მისი გუნდით აპირებს მოსვლას, რომლებიც ასევე, აბაშიძის დროინდელი გამგებლებისგან შედგება.
      მართალი გითხრათ, პოლიტსაბჭო იმაშიც კი ვერ გარკვეულა ვის მიყიდა ბაღათურიამ პარტია – ”ნაციონალებს” თუ ასლან აბაშიძის ყოფილ მხარდამჭერებს.
      არადა, ჩვენი მიზანი ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა იყო, რომელთაც არ ჰქონდათ ისეთი პიროვნული თვისებები, რომლებიც ეჭვქვეშ არ დააყენებდა ”ქართული დასის”, როგორც ოპოზიციური პარტიის იმიჯს. ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბაღათურია ”ნაცმოძრაობას” მიეყიდა.
      ბაღათურიასთვის პარტიიდან პარტიაში გადასვლა უცხო არ ყოფილა. რატომ ფიქრობდით, რომ იგი მაინცდამაინც, თქვენი ერთგული იქნებოდა?
      – თავის დროზე, ჩვენ საერთო მეგობრებმა დაგვაკავშირეს ერთმანეთს. ჯონდი მაშინ, იურისტს ეძებდა, რომელიც მას პოლიტიკურ პარტიის ჩამოყალიბებაში და მის სამართლებრივ გამართვაში დაეხმარებოდა.
      მეორე და მთავარი გარემოება ის იყო, რომ ბაღათურია ეკლესიური ადამიანი იყო, რომელსაც მეგონა ქრისტიანული პრინციპების ერთგულება შეეძლო. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით საერთო პრინციპებზე და ვფიქრობდი, რომ ბაღათურიას ნდობა შეიძლებოდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წარსულს, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ უკვე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბაღათურია ეკლესიას ამოფარებული კლასიკური გადამგდებია.
      პოლიტსაბჭო და პარტის დანარჩენი წევრებიც იგივეს ედავებიან ბაღათურიას?
      – საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიის სტრატეგიასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყოველთვის, პოლიტსაბჭოსთან თანხმდებოდა. დღეს კი, ბაღათურია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის არაფერს უთანხმებს. სწორედ ამან აღაშფოთა პარტიის წევრები და პოლიტსაჭო. ეს ხალხი ადასტურებს, რომ ბაღათურიას ყოველი განცხადება და მოქმედებები პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად ხორციელდება.
      ახლა ისიც გაირკვა, რომ ბაღათურიას პარტიის 4 თვის თანხა ისე აქვს გახარჯული, რომ პარტიაში ამაზე არავითარი სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს. მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმბლად გაეხარჯა პარტიის კუთვნილი ქონება და ფინანსები.
      რას ნიშნავს შეუთანხმებლად გახარჯა – მოიპარა? სად წაიღო ფული?
      – არსებობს სამართლიანი ეჭვი, რომ ბაღათურიამ ფული პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა, ვინაიდან ამის არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. იგი თავად განკარგავდა ფინანსებს, რადგან პარტიას ოფიციალურად, არც ბუღალტერი ყავდა და არც აღმასრულებელი მდივანი.
      რა თანხაზეა საუბარი?
      – პარტია ყოველთვიურად, საშუალოდ, 14 ათას ლარს იღებდა. დანარჩენი თავად დაიანგარიშეთ. მას შემდეგ, რაც ბაღათურია პარლამენტის წევრი გახდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო დაფინანსება, გადაწყვიტა, რომ ეს ფინანსები მხოლოდ მისი პირადი კუთვნილება იყო და გუნდი, რომელმაც ჯონდი დეპუტატი გახადა, უკვე, აღარაფერში სჭიდებოდა.
      მე ჯონდი არაერთხელ გავაფრთხილე, რომ პარტია სამართლებრივად მოწესრიგებული და გამართული უნდა ყოფილიყო. თუმცა, იგი ამ საკითხებზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. როცა ვნახე, რომ მასთან ჭიდილს არავითარი აზრი არ ჰქონდა და პარტიას და თავისთავს დარტყმის ქვეშ აყენებდა, გადავწყვიტე ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე გავცლოდი.
      რაც შეეხება პარტიის დანარჩენ წევრებს, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მათ ბაღათურიასგან ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. პარტიაში არ არსებობს კანცელარია, სადაც პარტიის წევრს საშუალება ექნებოდა რეგისტრაციაში გაეტარებინა განცხადება, ხოლო ბაღათურიას კი ადამიანური ენით საუბარი არ ესმის. ამიტომ, მათ რჩებათ ერთადერთი გზა – პრესისა და მასმედიის საშუალებით მიაწვდინონ ხმა, რომ არსებობს ხალხი, რომელმაც ჯონდისგან პარლამენტარი შექმნა.
      სულ ესაა მათი მოთხოვნა და მიზანი?
      -არა. უკვე ამ მოთხოვნას პარტიის თავმჯდომარეობიდან ბაღათურიას გადაყენების მოთხოვნაც დაემატა. ამ საკითხის დასმის უფლება პოლიტსაბჭოს მინიმუმ 3 წევრს აქვს, რის შემდეგაც პოლიტსაბჭო ვალდებულია შეიკრიბოს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტოს პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევა. იქ კი, ბაღათურიას გადარჩევის საკითხი გადაწყდება.
      ბაღათურია დეპუტატი უკვე გახდა. გაუგებარია რატომ უნდა წასულიყო იგი ამხელა რისკზე და რატომ დააყენა საკუთარი თავი დარტყმის ქვეშ, როცა ამის საჭიროება ჯერ არ არსებობდა? რა დივიდენდებს მიიღებს ბაღათურია, როგორც თქვენ ამბობთ, პარტის ინტერესების გაყიდვის სანაცვლოდ?
      – ”ქართულ დასს” უზარმაზარი ადამიანური რესურსი გააჩნია. ეს ის ხალხია, რომლებიც ნოემბრის რევოლუციის დროს, მთელი ოპოზიციური სპექტრის ძირითად მმართველ ძალას წარმოადგენდა. რეალურად ეს გუნდი მართავდა სიტუაციას – დაწყებული წესრიგის დაცვით, სამართლებრივი დოკუმენტებზე მუშაობით დამთავრებული. ამ ხალხს შეეძლო ქართული დასი წარმოეჩინა არა, როგორც ერთი ადამიანის პარტია, არამედ, ნიჭიერ, ერთგულ და სამომავლოდ, პერსპექტიულ ადამიანთა პარტიად.
      ჯონდის კი, მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და არა პარტიის განვითარება. რაც შეეხება დივიდენდებს, პრეზიდენტთან მას რაიმე სახის მოლაპარაკებები ჰქონდა თუ არა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ალბათ, ესეც მალე გამოჩნდება.
      http://presa.ge/index.php?text=news&i=4268

      “ჯონდიზე კომენტარის კეთებაც კი სამარცხვინოდ მიმაჩნია ეს ის პოლიტიკური კაცუნაა რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მოღალატეობაში გალია ტალეირანსაც კი შერცხვებოდა ამ ადამიანის გვერდით ყოფნა“ – ეს ახასიათებს მას ერთ-ერთი კომენტარის ავტორი – გიორგი პორტუგალიიდან.
      ესეც თქვენი სიმართლისთვის მებრძოლი ბაღათურია!

      ერგემლიძე ნუგზარი – ეს ხომ მიშას აშუღია, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ.

      ვეფხვაძე ლევანი, მაისურაძე რატი – ესენი თარგამაძის ორთვეში გამომცხვარი პარტიიდან არიან, იმ თარგამაძისა, რომლისთვისაც ორპირობა და ღალატი უცხო არ არის.
      მარსაგიშვილი რომანი – ეს რესპუბლიკელია, რითაც ყველაფერია ნათქვამი და თავსაც აღარ მოგაბეზრებთ.
      თორდია ლაშა, სამყურაშვილი რატი, წურწუმია თეიმურაზი , ჯანაშია ნაული, ხურციძე ბეჟანი – ესენი ნაცელები არიან, კომისიაში, სადაც ამდენი ნაცელია შეყრილი, განა შეიძლება იქ სამშობლოს სიყვარულზე და ზვიად გამსახურდიას პატივისცემაზე ლაპარაკი?
      ახლა მიწვეული სპეცებიც ვანხოთ:
      ალექსანდრე აბდალაძე, ბაქარ ცობეხია, გიორგი ჩოხელი, ქეთევან ქირია, ზურაბ ბაცანაძე –ამათგან უმრავლესობა კოკოს ხელქვეითები არიან.
      და ბოლოს ერთსაც დავძენდი: კონსტანტინე გამსახურდია უარყოფს ბატონ ბესარიონ გუგუშვილის ვერსიას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მოკლეს.
      არ ენდობა პრეზიდენტის თანმხლებ პირებს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ხომ არ აჯობებდა კოკო თავიდანვე თავისი მამის გვერდით ყოფილიყო, იქნებ ეს უბედურებაც არ მომხდარიყო და თუ გარდაუვალი იყო, მაშინ უშუალო თვითმხილველი იქნებოდა ამ ტრაგედიისა და ამდენი ჭორაობისა და ცილისწამების გადამკიდენიც აღარ ვიქნებოდით. ახტებიან ახლა ლაქიები – ის ემიგრაციაში იყოო, მერე და დაბრუნებულიყო ემიგრაციიდან და დადგომოდა მამას გვერდით.
      იტყვიან, ოჯახი ჰყავდა მცირე წლოვანი ბავშვებითო, განა რამდენმა დააობლა მცირეწლოვანი ბავშვები იმ დროს!

      აი, ამიტომ ვუცხადებ პირადად მე ამ კომისიას და მის ობიექტურობას უნდობლობას და ვკითხულობ – მაქვს თუ არა ამის უფლება?
      თქმაც არ უნდა, მაქვს!
      და თანდათან ვრწმუნდები, რომ კოკო ხელისუფლებას მიეყიდა და მის თამაშს თამაშობს. ამის საფუძველს თვით მისი ძმის სიტყვები და პოზიცია მაძლევს, რომელსაც თვით კოკომ, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელი ლირიული გადახვევით უპასუხა. იქნებ სათქმელიც არრა ჰქონდა რა?

      ახლა ეს ვინმე ჩოხელი გულბანზე და ღუდუშაურზე უარეს დელგმას დამატეხს თავს, მაგრამ რა ვქნა, ის დავწერე, რაც ცხოვრებაში მომხდარა, გვინახავს და გაგვიგონია.
      ჩემი საყვარელი პოეტის სიტყვებით დავასრულებ და მკითხველსაც მიტევებას ვთხოვ:
      “მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
      ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
      მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
      ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.”

      Like

  29. a. sanduxaZe said

    “კოკოს ქმედებას მკრეხელობის ელფერი აქვს”

    პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეისწავლოს, საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. საინტერესო არგუმენტები აღმოაჩნდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს თემურ ქორიძეს:
    – ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დადგენა, 1991-1993 წლების მოვლენების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოძიება უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. დაძაბული პროცესების ფონზე ამ საკითხისადმი ინტერესი განელებულიც კია. კომისიის შექმნას კონსტანტინე გამსახურდიას ვუკავშირებ. ვვარაუდობ, რომ მას სჭირდებოდა მოტივი პარლამენტში შესასვლელად და ეს საკითხი წამოაყენა. ამ ყველაფერს მკრეხელობის ელფერი დაჰკრავს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისიის შექმნა კონსტანტინე გამსახურდიას ხელისუფლებასთან გარიგების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, ვისურვებდი, ამ კომისიის თავმჯდომარე უფრო მართალი და პრინციპული პირი იყოს.

    – ზოგს ამ საქმეში კონსტანტინე გამსახურდიას მონაწილეობა აძლევს იმედს, რომ კომისიის მუშაობა მიუკერძოებელი იქნება.
    – კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო თავისი პოლიტიკური გავლენა გამოეყენებინა, რათა შექმნილიყო უმაღლესი რანგის იურისტების, პოლიტიკოსებისა და ფსიქოლოგებისაგან შემდგარი კომისია, მაგრამ თვითონ არამც და არამც არ უნდა ჩასდგომოდა მას სათავეში. შვილის მონაწილეობა ამ საქმეში აკნინებს კომისიის მნიშვნელობას. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დადგენა კერძო მნიშვნელობის საქმე არ გახლავთ.

    – რადგან კომისიის თავმჯდომარედ “უფრო მართალი და პრინციპული” პირი ისურვეთ, ალბათ, იმასაც იტყვით, რას უწუნებთ კონსტანტინე გამსახურდიას?
    – დღევანდელი კომისიის თავმჯდომარის განვლილ გზას თუ დავაკვირდებით, მისი პრინციპულობა არსად ჩანს. კონსტანტინე გამსახურდია აღმოსავლეთმცოდნეა. აღმოსავლეთმცოდნეები საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დროს უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მიჰყავდათ ავღანეთის ფრონტზე თარჯიმნებად. ეს საყოველთაო წესი იყო და კარგად მახსოვს, ამის გამო ზვიადიც ძალიან იყო შეწუხებული. კონსტანტინეს ავღანეთში გაგზავნას აპროტესტებდა. ამის გამო აქციების მოწყობას და შიმშილობის გამოცხადებასაც კი აპირებდა. კონსტანტინე გამსახურდია თავის წიგნში “დინების საწინააღმდეგოდ” ამ საკითხზე წერს. “მივმართე ყველა საშუალებას, რათა თავიდან ამეცილებინა იძულებითი გაწვევა… (სიტყვა შემაწიეს მწერლებმა ნოდარ დუმბაძემ, რევაზ ჯაფარიძემ), ხოლო ფსიქიატრებმა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მცნეს. ოფიციოზმა (ეს წყდებოდა შევარდნაძის და ინაურის დონეზე და შესაძლოა უფრო მაღლაც) საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი დატოვება. დღემდე მიმაჩნია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ფსიქიატრიული დიაგნოზით დარჩენა ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ავღანურ სასაკლაოზე წასვლა”. რასაკვირველია, სასაკლაოზე წასვლა და უსამართლო ომში მონაწილეობა მიუღებელია ყველა პატიოსანი ადამიანისთვის, მაგრამ ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა, – როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას საკითხი შევარდნაძისა და ინაურის დონეზე და უფრო მაღლაც (უფრო მაღლა კი ანდროპოვი თუ არა, პოლიტბიუროს რიგითი წევრი მაინც უნდა ვიგულისხმოთ) წყდებოდა, ვინ იყო ისეთი თავზე ხელაღებული ფსიქიატრი საქართველოში, რომელმაც ამ სიტყვების ავტორს ყალბი ცნობა მისცა ფსიქიკური შეურაცხადობის შესახებ? შეუძლებელია, დისიდენტს ან მის დისიდენტ შვილს მიეღო ყალბი ფსიქიატრიული ცნობა.

    – თქვენ ფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა ხელისუფლებასა და სუკ-ში მფარველები ჰყავდა?
    – სწორედ ეს მაფიქრებს და ვისურვებდი, რომ ასეთი პირი არ აწარმოებდეს გამოძიებას ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე. თუ არა და კონსტანტინე გამსახურდიამ უნდა აიღოს მეორე ცნობა ფსიქიატრიულიდან. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას მდგომარეობა დისიდენტობის დროს. მას და მისი ოჯახის წევრებს დევნიდნენ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, მის ყოველ ნაბიჯს ამოწმებდნენ. ეს ოჯახი მაქსიმალური დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი იყო და ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია აკეთებს ყალბ ცნობას.
    სხვა საკითხზეც გადავიდეთ. ხელთ მაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ინტერვიუ, რომელიც წელს დაიბეჭდა. აი, რას აცხადებს ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე: “კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, რომ იყოს ფხიზლად და ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად ქუდზე კაცი გამოვიდეს”. ეს სრულიად კეთილშობილური სურვილია. ამ ინტერვიუში ლაპარაკია იმაზე, რომ პატრიარქი საქართველოდან გააძევეს (ასეთი მოსაზრება ნამდვილად არსებობდა გერმანიაში მისი მკურნალობის დროს – ავტ.) და კეთილშობილმა მორწმუნემ ამის გამო განგაში ატეხა, მაგრამ ისევ წაგიკითხავთ ციტატას კონსტანტინე გამსახურდიას წიგნიდან “დინების საწინააღმდეგოდ”: “რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, იგი ზვიად გამსახურდიამ იმაზე უფრო ადრე განჭვრიტა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია. თუმცა გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე ერიდებოდა მის წინააღმდეგ ქმედებას. ჯერ კიდევ 1984 წელს მან წამიკითხა თავის მიერ დაწერილი წერილი “წითელი ეგზარხოსი ანუ ნიმბიანი მზვერავი” (დაახლოებით 30-40 გვერდი). ამ წერილის ბედი ჩემთვის უცნობია. აღარ მოვყვები კიდევ ერთხელ იმის ჩამოთვლას, თუ რა აწევს ილია II-ის სინდისს 1991 წლის შემოდგომიდან დღემდე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საქართველოსთვის უკვე აღარა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, პატრიარქად მომავალში ილია II დარჩება თუ მას შეცვლის მსოფლიოს იეზუიტ მომწესრიგებელთა (და იმავდროულად ჩრდილოეთის შავ-წითელი პროვოსლავიეს) რომელიმე ახალგაზრდა ანაფორიანი აგენტი”. როდესაც მე პრინციპულობასა და სამართლიანობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ის წინააღმდეგობანი, რომელიც შეიმჩნევა კომისიის თავმჯდომარის საქმიანობაში. სად ტყუის და სად ამბობს სიმართლეს კონსტანტინე გამსახურდია? შესაძლოა, ვიღაც შემომედავოს და თქვას, ხომ შეიძლება სავლე კვლავ პავლედ იქცაო, მაგრამ აქ ლაპარაკია პავლეზე… სინამდვილეში წერილი, რომელზეც კონსტანტინე გამსახურდია ლაპარაკობს, ბუნებაში არ არსებულა. კარგად მახსოვს, რომ იმ პერიოდისთვის ზვიად გამსახურდიას წმინდა თეოლოგიურ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს მეუფე დავითთან, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ახლობლებიდან ვერავინ დაგიდასტურებთ, რომ მას რაიმე პრეტენზია ჰქონოდა პატრიარქთან, არათუ დაეწერა რამე.
    ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო დამნაშავე სახელმწიფო გადატრიალებაში, ზვიად გამსახურდია პასუხობს: “ზოგადად მე მას ევროატლანტიკურ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვეთ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობითა და ჯორჯ ბუშის ლოცვა-კურთხევით”. შემდეგ კი შენიშნავს, ამ საქმისთვის ამერიკელებმა რუსები გამოიყენესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ზვიადი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ასახელებს ამ ტრაგედიის ავტორებს. ეყოფა კი კომისიას ნება და პრინციპულობა, რომ დაჰკითხოს ჯორჯ ბუში-უფროსი და ჯეიმს ბეიკერი? მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კონსტანტინე გამსახურდია ავსტრიაში შეხვდა ზვიადს. ამიტომაც ვფიქრობ, ისიც უნდა დაიკითხოს, როგორც პირველი პრეზიდენტის უახლოესი ადამიანი და კონსტანტინე საკუთარ თავს დაჰკითხავს? ან შეიძლება ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების გამოძიება ოჯახის წევრების დაკითხვის გარეშე? როგორ გესახებათ კონსტანტინეს მიერ ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაკითხვა? ეს ისეთი დეტალებია, რომელიც საპარლამენტო კომისიის მუშაობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამიტომაც კონსტანტინე დროულად უნდა გამოეთიშოს ამ საქმეს როგორც კერძო პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიის საქმიანობა კომიკურ და იმ ტრაგედიისათვის სრულიად შეუფერებელ სახეს მიიღებს.

    – რაში სჭირდება ხელისუფლებას ამ პოლიტიკურ თამაშში ჩაბმა?
    – ხელისუფლებას სურს, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ. ასევე იყო 1991 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო საბჭო შეიქმნა და სათითაოდ გვეხვეწებოდნენ (გვპირდებოდნენ პრივილეგიებსა და კეთილდღეობას) უზენაესი საბჭოს წევრებს, რომ სახელმწიფო საბჭოში შევსულიყავით, რადგან ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სჭირდებოდა. თუკი სხვა ოპოზიციონერებიც მიჰბაძავენ კონსტანტინე გამსახურდიას, ეს დასავლეთის თვალში ძალიან წაადგება ხელისუფლებას. იქ ჩათვლიან, რომ ძე შეცდომილნი დაფიქრდნენ, მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ხელისუფლების ბრალი არ ყოფილა ის, რომ მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

    – ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიიდან თქვენ რომელს ემხრობით?
    – ერთხელ თავის დაბადების დღეს ზვიადს ვუთხარი, – ვერ წარმომიდგენია ზვიად გამსახურდიას აღსასრული, მყუდროდ და განმარტოებით. მას ტყვიისთვის შუბლშეშვერილს ვხედავ-მეთქი. აქეთკენ მიდიოდა მისი ცხოვრების გზა. თავადაც წერდა, – პიროვნება თუ დევნილი არ არის, ის არც ქრისტიანია და არც მოღვაწეო. ზვიადის მთელი ცხოვრება საგანგებო მზადება იყო დიდი გოლგოთისთვის, დიდი ტანჯვისთვის. ის ჯერ კიდევ 17 წლისა დააპატიმრეს. ზვიადი იყო დევნილი მეცნიერებაში, მწერლობაში, სიჭაბუკეში, სიჭარმაგეში და ბოლოს სიკვდილშიც. 13 წლის შემდეგ დაიკრძალა სამშობლოში. მას 35 წელიწადი ებრძოდნენ და დევნიდნენ. ამდენი ხანი იმისთვის იბრძოდა, რომ ტყვია მიეჭედა შუბლში?

    – ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას გროზნოში შეუთვალა ლოთი ქობალიამ, დაბრუნდი და 25 ათას მებრძოლს დაგახვედრებო. ბევრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საქართველოში ჩამოიტყუეს.
    – გარდაცვალებამდე ჯოჰარ დუდაევმა დაწერა: “ზვიადს ვეუბნებოდი, რომ საქართველოში მის ჩატყუებას ცდილობდნენ, დოკუმენტებიც ვაჩვენე იმის თაობაზე, რას უპირებდნენ, თუკი საქართველოში ჩავიდოდა. თვითმფრინავიც არ მივეცი, მაგრამ ზვიადს ისე სურდა საქართველოში წასვლა, ვერ შევაჩერეო”.
    საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს, 25 სექტემბერს შევხვდი ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში. თქვა, – აფხაზეთი იკარგება და ეს არ უნდა დავუშვათო. ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში. ვიცი, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთში და იქ წაუყენეს პირობა, თუკი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დასთანხმდებოდა, ორ დღეში თბილისში დააბრუნებდნენ. უარი განაცხადა. ამიტომაც მოუწია აფხაზეთის დატოვებამ და ამის შემდეგ დაიწყო მისი გაძლიერებული დევნა. თვითმხილველებმა მიამბეს, ზვიადი მაშინ ვნახეთ გატეხილი, როდესაც ფოთში ბალტინის ჯარების გადმოსხმა დაიწყოო. უთქვამს, საქართველო გაყიდეს, (როგორც ერთ-ერთი იმჟამინდელი მაღალჩინოსანი აცხადებს, ადმირალ ბალტინს მან თავად გადასცა 65 მილიონი მანეთი), მაგრამ ტყეში უნდა გავიდეთ და პარტიზანულად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლაო. ზვიადი ბრძოლას აპირებდა და თვითმკვლელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ეფიქრა, თუკი ჩათვლიდა, რომ საფრთხეს უქმნიდა ათასობით ადამიანს. საბედისწერო ნაბიჯს თვითდახსნისა და მდგომარეობის შემსუბუქებისთვის კი არა, მხოლოდ სხვათა გადასარჩენად გადადგამდა.

    იზო რიკაძე

    Like

  30. კონსტანტინე გამსახურდია – "შევარდნაძეს ხელს კი არ ვადებ, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ… ჯერ კიდევ არსებობს საკმარისი რესურსი, საქმე ბოლომდე გაიხსნას

    შეხვედრა ვერ მოვახერხეთ შევადრნაძესთან, რომელიც ჩვენთან შეხვედრას არასაქმიან ფორმატში ფიქრობდა. გუგუშვილთან, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სივრციდაა გასული. ანზორ ბალუაშვილთან, რომელიც დაიმალა და ასევე უშიშროების რამდენიმე ყოფილი ოფიცერი, რომელთა გვარებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ დავაკონკრეტებ. ახლახან სამეგრელოდან იმ ადამიანთა სია მოგვაწოდეს, რომლებიც ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან ვალიკო ზარანდიას სახლში პრეზიდენტის ცხედრის გადასვენებაში მონაწილეობდნენ და ამას ჰქვია კონსპირაციული გადასვენება?

    ამდენი წელის საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან. ზვიად გამსახურდიას გადაადგილება საერთოდ არ იყო კონსპირაციული! ყველაფერი უშიშროების თვალწინ ხდებოდა", – აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ ვერსიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური ნება არსებობს, ოღონდ ამ ნებამ უნდა გაიმარჯვოს! თუ როგორ, – ამას ვნახავთ”. რა თქმა უნდა, ეს ედუარდ შევარდნაძისა და მისი კოჰორტის ინტერესებში შედიოდა. შევარდნაძეს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა და სანამ ლეგიტიმური პრეზიდენტი ცოცხალი იყო, რჩებოდა ორი ვარიანტი: პირველი იყო სპეცოპერაციით მისი ღია ფიზიკური ლიკვიდაცია. ამის რესურსი ფაქტობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან საქმეს არ წაადგებოდა. მეორე ვარიანტი – გამსახურდიას დაკავება და თბილისში ჩამოყვანა, რასაც სასამართლო პროცესი უნდა მოჰყოლოდა – სასამართლო პროცესი შევარდნაძის რეჟიმის მხილების პროცესად იქცეოდა, ამიტომაც მოიფიქრეს მესამე, ყველაზე ჭკიანური გამოსავალი – ზვიად გამსახურდიას მოკვლა ისე, რომ ფაქტი თვითმკვლელობად შეფუთულიყო, ფაქტობრივად, მიზანს მიაღწიეს. უბრალოდ დღეს სიმართლის გამჟღავნების დროა. მე შევარდნაძეს ხელს კი არ ვადებ, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ. თავად დანაშაულის მექანიზმი ჩვენს მიერ არაა გახსნილი. არსებული ბერკეტებითა და რესურსებით ამას ვერ გავაკეთებთ. ვამბობთ, რომ დანაშაული გახსნაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საკმარისი რესურსი, საქმე ბოლომდე გაიხსნას", – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდია.

    "სიმართლე გითხრათ, შევარდნაძის, გუგუშვილისა და ბალუაშვილის მოსმენა ჩვენი მხრიდან ზედმეტიცაა, რადგან არანაირ ინფორმაციას არ მოგვცემენ. უმჯობესია კომპეტენტურ ორგანოებს ესაუბრონ. საუბრებში პროკურატურის წარმომადგენლებიც არ შეგვწინააღმდეგებიან, რომ ეს ადამიანები მართლაც დასაკითხები არიან. იმედს ვიტოვებთ, პროკურატურა დააკმაყოფილებს ჩვენს თხოვნას საქმის ძიების განახლების შესახებ. მას შემდეგ, რაც კომისია დასკნას გამოაქეყნებს, სახელმწიფო და მთავარი პროკურატურა უნდა გახდეს მთავარი მოქმედი პირი. საქმეს ისინი გააგრძელებენ და ჩვენს დასკვნასაც შეისწავლიან” – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და შეკითხვას – “როგორ ფიქრობთ, დღეს არსებობს პოლიტიკური ნება საქმეს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი და ედუარდ შევარდნაძე, თუკი მისი დანაშაული დადასტურდა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს?” – პასუხობს:

    “ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. წესით და რიგით უნდა იყოს ასეთი პოლიტიკური ნება. წინასწან საუბარი მიჭირს. რაც შეეხება ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძისთვის მიცემულ ხელშეუხებლობის გარანტიას, არ ვიცი, ასეთ ინფორმაციას ერ დავამტკიცებ, ისე ყველაფერს თავისი ყავლი აქვს. რაღაცას შეიძლება გაუვიდეს ყავლი, რაღაც ისევ ძალაში დარჩეს. მაგრამ მოდით ასეც დავსვათ საკითხი – არის კი ეს საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული? შევარდნაძე არ იყო ლოკალური პოლიტიკური ფიგურა… ჩენ იურიდიულად გამართული, კორექტული დასკვნა გვაქვს გაკეთებული, მაქსიმალურად გვაქვს კონსტრუირებული სინამდვილე… ყველაფერში გარკვეულ ლოგიკას ვხედავ. მოვლენები სწორედ ამ ლოგიკით ვითარდება და არა მგონია, იგნორირებას ჰქონდეს ადგილი. ვნახოთ რა მოხდება. ჩემი შემდგომი ნაბიჯებიც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება…”

    http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache%3AVul37jEWDxwJ%3Awww.interpressnews.ge%2Fge%2Fqarthuli-presis-mimokhilva%2F157729-28012011.html+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&cd=6&hl=en&ct=clnk&client=firefox-a&source=www.google.com

    Like

    • კიკუ ფულავა: „ვამბობთ, რომ დანაშაული გახსნაზე საუბარი ნაადრევია…“

      გამსახურდიას ოჯახიონის მიერ ზვიადის სიკვდილის ფაქტების გაყალბებით სპეკულაციების, ამითი ფულის გამოდნობისა და პოლიტიკური დივიდენდების გამოწურვის შემდეგ ინტენსიური სერია დაიწყება 2013 წლის საარჩვენო კამპანიასთან დაკავშირებით…

      კიკუ ფულავას მეხოტბეებსა და „ზვიადის მკვლელობის ვერსიის მომხრეებს“ შეუძლიათ მანამდე მოდუნდნენ, დაისვენონ და ახალი ზღაპრები შეთხზან-იფანტაზიონ…

      Like

    • ოჯახიონელი კიკუ ფულავა ბოლო ინტერვიუში ღაღადებს:
      „სიმართლე გითხრათ, შევარდნაძის, გუგუშვილისა და ბალუაშვილის მოსმენა ჩვენი მხრიდან ზედმეტიცაა, რადგან არანაირ ინფორმაციას არ მოგვცემენ“

      ტიპობრივი კლაკვნაა — ხან გაიძახის გუგუშვილი უნდა დავკითხოთ და ამისათვის ფინეთის პროკურატურასაც მივმართეთო და ხან გაჰყვირის მისი მოსმენა ზედმეტიცაა, რადგან არავითარ (იგულისხმება კიკუს გულის გასახარი) ინფორმაციას არ მოგვცემენო… — ასეთი ფინტები ჯამბაზმა მამის სიკვდილით მოვაჭრე ოჯახიონელმა მან უკვე მრავალჯერ გამოიყენა…

      Like

  31. a. sanduxaZe said

    სამყურაშვილი მოქკავშირის კომკავშირის აქტივისტი ყოფილა და შემდეგ გავარდოსნებულა:

    სამყურაშვილი რატი რევაზის ძე
    პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
    არჩევის ფორმა: პარტიული სიით
    საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”
    საქმიანობა პარლამენტში:
    ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ს წევრი
    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია

    პირადი ინფორმაცია
    დაბადების თარიღი: 19 დეკემბერი 1977
    დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა
    ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
    განათლება:
    განათლება: უმაღლესი
    სასწავლებელი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    სპეციალობა: ისტორია; პოლიტოლოგია
    კვალიფიკაცია: ისტორიის მასწავლებელი
    სამეცნიერო ხარისხი: ისტორიის მაგისტრი
    საკონტაქტო ინფორმაცია
    მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი
    ოთახი: N104-106
    ტელ: (995 32) 28-26-17

    შრომითი საქმიანობა:
    03/1998-04/1999 – საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური სათათბიროს ვიცე-სპიკერი.
    04/1999-09/2000 – ს.მ.აკ.-ის საკადრო რესურსების სამსახურის უფროსი.
    09/2000-05/2001 – ს.მ.აკ.ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი.
    05/2001-08/2001 – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აპარატის უფროსის თანაშემწე, რეფორმების საორგანიზაციო სამდივნოს უფროსი.
    03/2002-01/2003 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
    01/2003 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის მოადგილე.
    04/2004 – 06/2008 – საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი.
    06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის

    Like

  32. a. sanduxaZe said

    წურწუმია თეიმურაზი შოთას ძე

    პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
    არჩევის ფორმა: მაჟორიტარი
    საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”
    საარჩევნო უბანი: ს/ო #70 ფოთი
    საქმიანობა პარლამენტში:
    ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ს წევრი
    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
    დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია

    პირადი ინფორმაცია
    დაბადების თარიღი: 24 ივლისი 1962
    დაბადების ადგილი: ქ. ფოთი
    ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და სამი შვილი
    განათლება:
    განათლება: უმაღლესი
    სასწავლებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
    სპეციალობა: სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა
    კვალიფიკაცია: ინჟინერ–მშენებელი
    საკონტაქტო ინფორმაცია
    მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი
    ოთახი: N603
    ტელ: (995 32) 28-42-10

    შრომითი საქმიანობა:
    1984/08 – 1984/11 – კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი.
    1984/11 – 1986/04 – ფოთის გემთშემკეთებელ–გემთმშენებელი ქარხანა, კომკავშირის კომიტეტის მდივანი.
    1986/04 – 1987/01 – კომკავშირის ფოთის საქალაქო კომიტეტი, მეორე მდივანი.
    1987/01 – 1990/10 – საქართველოს კპ ფოთის საქალაქო კომიტეტი, ინსტრუქტორი.
    1990/10 – 1991/06 – ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარის თანაშემწე.
    1992 – 1993 – ფოთის მე–5 საშუალო სკოლა, მასწავლებელი.
    1992/03 – 1993/02 – ქ. ფოთის გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე.
    1993/02 – 1993/03 – ქ. ფოთის მერია, მერის მოადგილე.
    1993/03 – 1998/03 – ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფონდი, ვიცე–პრეზიდენტი.
    1998/03 – 1998/12 – ფოთის, ხობისა და სენაკის ეპარქია, საქმეთა მმართველი.
    1998/12 – 2002/03 – ქ.ფოთის საკრებულო, მდივანი.
    2002/06 – 2005/05 – ქ.ფოთის საკრებულო, თავმჯდომარე.
    2005/11 – 2008/06 – ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი.
    2007/09 – 2008/03 – ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, აღმასრულებელი დირექტორი.
    2008/01 – 2008/02 – ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო სკოლა, ადმინისტრაციული მენეჯერი.
    2008/02 – 2008/04 – ქ. ფოთის მერია, მერის მოადგილე.
    06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

    Like

  33. a. sanduxaZe said

    ხურციძე ბეჟანი ვლადიმერის ძე

    პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
    არჩევის ფორმა: მაჟორიტარი
    საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”
    საარჩევნო უბანი: ს/ო #53 ვანი
    საქმიანობა პარლამენტში:
    ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ს წევრი
    რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი
    გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი
    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია
    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია – თავმჯდომარის მოადგილე

    პირადი ინფორმაცია
    დაბადების თარიღი: 15 ივლისი 1947
    დაბადების ადგილი: ქ. თბილისი
    ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი
    განათლება:
    განათლება: უმაღლესი
    სასწავლებელი: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    სპეციალობა: მანქანათმშენებლობის მრეწველობის მართვა და ორგანიზაცია
    კვალიფიკაცია: ინჟინერ-ეკონომისტი
    საკონტაქტო ინფორმაცია
    მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი
    ოთახი: N537
    ტელ: (995 32) 28-12-88

    შრომითი საქმიანობა:
    09/1969 – 04/1974 – კიროვის რაიონის დასუფთავების ტრესტი, მექანიკოსი.
    05/1974 – 02/1976 – საქარხნო რაიონის სარემონტო-სამშენებლო უბანი, მეხუთე თანრიგის ბრიგადირი.
    09/1979 – 10/1983 – სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების სამინისტრო, ქ. თბილისის პურპროდუქტების კომბინატი, ელევატორის უფროსის მოადგილე.
    09/1983 – 07/1986 – ლილოს ხილბოსტნეულის კომბინატი, დირექტორის მოადგილე.
    08/1986 – 05/1988 – ნავთლუღის დამფასოებელი და სავაჭრო ბაზა, დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში.
    05/1988 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი.
    06/1991 – 10/1992 – თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, დირექტორი.
    11/1992 – 11/1995 – საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე.
    11/1999 – 04/2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი.
    04/2004 – 06/2008 – საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი.
    06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

    ბეჟან ხურციძე კი როგორც მისი ბიოგრაფიიდან სჩანს სკამისა და პარლამენტისთვის ყოფილა დაბადებული…

    Like

  34. a. sanduxaZe said

    ჯანაშია ნაული იოსების ძე

    პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
    არჩევის ფორმა: მაჟორიტარი
    საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”
    საარჩევნო უბანი: ს/ო #65 მარტვილი
    საქმიანობა პარლამენტში:
    ფრაქცია “საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები”-ს წევრი
    ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი
    აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი
    ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია
    საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია –

    პირადი ინფორმაცია
    დაბადების თარიღი: 1 მარტი 1947
    დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფ დიდი ჭყონი
    ოჯახური მდგომარეობა: ორი შვილი
    განათლება:
    განათლება: უმაღლესი
    სასწავლებელი: ლენინგრადის სამთო–სამრეწველო ინსტიტუტი
    სპეციალობა: სამთო მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია
    კვალიფიკაცია: სამთო ინჟინერ–ეკონომისტი
    საკონტაქტო ინფორმაცია
    მისამართი: საქართველო, თბილისი, 0118, რუსთაველის გამზირი № 8, საქართველოს პარლამენტი
    ოთახი: N118-122
    ტელ: (995 32) 28-16-08
    ელ-ფოსტა: n.janashia@parliament.ge

    შრომითი საქმიანობა:
    1/1965 – 08/1971 – ქ. შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატი, კავშირგაბმულობის ხელოსანი, სამმართველოს დისპეჩერი.
    09/1971 – 12/1975 – ლენინგრადის სამთო–სამრეწველო ინსტიტუტი, სტუდენტი.
    02/1976 – 09/1977 – ქ. შევჩენკოს სატრანსპორტო სამმართველო, ინჟინერ–ეკონომისტი.
    09/1977 – 05/1981 – ქ. შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატის გამოთვლითი ცენტრი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე.
    11/1986 – 03/1993 – სოხუმის ფიზიკო–ტექნიკური ინსტიტუტი, N 250 სამეცნიერო განყოფილების დირექტორის მოადგილე.
    02/1995 – 05/2008 – მოსკოვის ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა, გენერალური დირექტორის მოადგილე.
    06/2008 – საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.

    დამატებითი ინფო: არის აფხაზეთის ომის მონაწილე.

    Like

  35. გიორგი გულბანი said

    ბატონო ალექსანდრე,

    უღრმეს მადლობას მოგახსენებთ გამოსარჩლებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალისთვის.

    დღეს დავურეკე კოკო გამსახურდიას, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა. ნათელია, რომ ბატონ კონსტანტინეს არ აინტერესებს საკითხის სერიოზული განხილვა და კმაყოფილია მისი გოშიების პასკვილებით.

    ისეთ ვითარებაში, როდეასც მოპაექრე მხარეს არ სურს არგუმენტების განხილვა, საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და ვწყვეტ კამათს.

    მომავალი შეურაწყმყოფელი პასკვილების საპასუხოდ კიდევ ერთხელ მსურს, რომ განვაცხადო:

    ყველა ცილისმწამაბელსა და დამბრალებელს, დედა შაერთოს ცოლადა!!!

    გიორგი გულბანი

    Like

  36. nana tatiashvili said

    მოგმართავთ ყველას, ვინც ყვავ-ყორნებივით დასსევიხართ კოკო გამსახურდიას და დუჟმორეულნი ურცხვად აკრიტიკებთ და უაზრო არგუმენტები მოგკავთ.
    ერთი ის, რომ არც ერთი თქვენთაგანი არასოდეს არ ყოფილა ბატონ ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტი მიმდევარი, თორემ წინააგმდეგ შემტხვევაში ოდნავ აზრზე მაინც იქნებოდით მისი ფენომენის შესახებ. რას ვიზამთ? რა თკვენი ბრალია, თუკი საკმარისი ინტელექტი არ აგმოგაჩნდათ?

    მეორე, მოგიწოდებთ ყველას ნახოთ გადაცემა საქართველოს პირველ არხზე “1tv.ge” – “ისტორია”, სადაც სამარცხვინო არგუმენტებით გამოდიან გოგი ხოშტარია, ვინმე შარაშიძე, რომელიც ისეთ ქართულს საუბრობს, რომ თუ რაიმე აქვს მშობლიურ ენაზე წაკითხული, ძნელად მიხვდებით. ასევე თედო პაატაშვილი, მამუკა გიორგაძე ანუ, მოღალატეთა კასტა.

    ხომ არ ჯობდა, ეს თკვენი მოზღვავებული ნეგატიური ენერგია იკითკენ მიგემართად და ხმა ამოგეღოთ ამ კუთხით? იმდენ ცილისწამებას აფრქვევენ, რომ ვფიქრობ თქვენი პროფესიული და არა მამულიშვილური ვალია ჯეროვანი პასუხი გასცეთ მათ.

    აბა, “ლომებო”, აჰა ბურთი და ჰა მოედანიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ქალბატონო ნანა,

      ლანძღვა და უსაფუძვლო ბრალდებები არ გეკადრებათ. ასე მგონია, რომ აჯობებდა ჩემს მიერ ჩამოთვლილი კომისიის ოთხი შეცდომა გადაგეკითხათ. თუ რაიმეს უზუსტობას იპოვით, მადლობელი დაგრჩებით წიგნიერი კრიტიკისთვის.

      რაც შეეხება “ისტორიას”, შარშან მივწერე ქალბატონ პაჭკორიას, მაგრამ ჩემი კომენტარი ვებ ადმინისტრატორმა დაბლოკა. არადა, მხოლოდ იმას ვთხოვდი ქალბატონ პაჭკორიას, რომ პუტჩისტების მიერ ზვიადის მიმართ აგორებულ ცილისწამებას ნუ იმეორებთ–თქო. მესმის, რომ ქალბატონი პაჭკორია ჯარისკაცია და რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს, მაგრამ ხანდახან ჯარისკაცსაც რაღაც შეუძლია.

      პატივისცემით,

      გიორგი გულბანი

      Like

  37. nana tatiashvili said

    xolo rac sheexeba kokos komisias, ikneb mogecadat erti tve da mere agetexat es akalmakali?
    anda albat geshiniat, tkvenamdec rom moagzeven…
    natkvamia, “kurds kudi ezviso”…

    Like

  38. GIORGI CHOKHELI said

    “ბილწთ არ შავეკრათ ზავითა”

    ძვირფასო მკითხველო,

    ჩემი წინა პასუხი, ამ კაცუნების მიმართ, შემდეგი გონივრული შეგონებით გავასრულე: “გიჟი მიუშვი ნებასა” მეთქი, რადგან დარწმუნებული გახლდით, რომ ამ სოდომ-გომორელთა სიგიჟე გარკვეულ ზღვარს მიაღწევდა და შემდეგ შეჩერდებოდა; მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ჰოი საოცრებავ, ეს რა ხდება? მათი საქმე გაცილებით ბევრად შორს წასულა, იმდენად შორს რომ დამუხრუჭება უკვე შეუძლებელია. ა, ბატონო, უტყარი დასტური ერთად ვიხილოთ:
    1. გიორგი გულბანი: “გიორგი ჩოხელო!
    შენ თავხედურად სცრუობ და ცილს მწამებ, თითქოს მე ზვიადისა და საქართველოს მტერი ვიყო. მე გპასუხობ, რომ შენ თავხედი მატყუარა და ცილისმწამებელი ხარ! ჩვენს შორის მტყუანს, დედა შაერთოს ცოლადა!!!”

    ავოეეე, ხედავთ სად წასულა ამ კაცის საქმე?, აი ჭეშმარიტი მხატვრული სახე სიგიჟის მწვერვალზე გაშხლართული, ფეხდამცდარი და თავდარტყმული კაცისა.

    გიორგი გულბანო, მე კი არ გწამებ ცილს და მე კი არ გეუბნები ზვიადისა და საქართველოს მტერი ხართქო, შენი ნაყლარტუნები ღაღადებს თავად ამას.

    ეს რაა, ძვირფასო მკითხველო, ახლა ვინმე სანდუხაძეს უსმინეთ?

    2. ვინმე ა. სანდუხაძე: “არაკაცური სიტყვებით ამკობს საზოგადოებისათვის მართლაც უცნობი ჯანდაბიდან გადმოსული ვინმე ჩოხელი ამ ორ ადამიანს (ღუდუშაურს და გულბანს). ჩოხელო, ჩვენ რომ მართლაც სამართლებლივ სახელმწიფოში ვცოვრობდეთ მაშინ ამ კომისიიდან ვირის აბანოში ამოყოფდი თავს და უკეთეს შემთხვევაში კბილებიც აღარ შეგრჩებოდა, შენს ბილწ ენას რომ თავი დავანებოთ!”

    ამის დამწერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რომ მიიყვანოთ, გამოგატანთ ვინმე ოდესმე იქედან?, ამ დონის გიჟს, რა პასუხი შეიძლება გასცეს კაცმა, ძვირფასო მკითხველო, სიმართლე მითხარით. სანდუხაძევ, რა გინდა, სად ეტენები, სად მიშვლიპინებ, შენი ტოლი და სწორი არ უნდა იცოდე? ეს ხომ ის შემთხვევაა ძვირფასო მკითხველო, კუმ რომ ფეხი გამოყო, პენალი მეც დამარტყმევინეთო?. არ უნდა გესმოდეს, რომ ზვიად გამსახურდია და ის ხალხი, ვისზეც შენ ლაპარაკობ, ასე, ტირადებითა და რეტირადებით, უთავბოლო ლაპარაკით გლახა ჭრიაშვილის დარად, დაზარალებული კი არა, არამედ ლიკვიდირებული და უმოწყალოდ ჩახოცილია. როგორ ავუხსნათ და გავაგებინოთ ეს ჭეშმარიტება ახლა სანდუხაძეს?, ამ ჩვენი დროის გლახა ჭრიაშვილს?
    სანდუხაძევ! მე არც ისეთი მოცლილი ვარ შენნაირი ბილწი კაცის აზრებს ცალცალკე, რომ გამოვეკიდო. შენს, გულბანისა და თქვენნაირების ჭკუაზე იარა ჩემმა მტერმა და დამაწყევარმა. თქვენ ის მოქსეული ხალხი ხართ, რომელიც პირნათლად ასრულებს თავისი ინტელექტისთვის დაძლევად პატარ–პატარა დავალებებს, ამ დავალებების წყარო კი შევარდნაძისა და მის მიერ „ასავალ – დასავალში“ ნაქები „მოაზროვნე კაცის“ ბ. გუგუშვილის სათავიდან მომდინარეობს. წადით ახლა და ორთავემ აუსვით აქედან, მე კი ისევ თქვენნაირი მლიქვნელების მიერ იავარქმნილი ჩემი ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვანი ქვეყნის მაცხოვრებლებთან მარტო დამტოვეთ.
    ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანთა ნაცოდვილარი, დიდი ხანია გასცდა საღი აზროვნების საზღვრებს და ბოდვად გადაიქცა. ბოდვა კი აშკარად ფსიქიურად დაავადების ნიშანია ჩემო ძვირფასებო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მათდა სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც თქვენ, ჩემო კეთილო მკითხველო, ვეღარას ვუშველით. აქ უკვე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რეკომენდირებულმა, ავტორიტეტულმა ექსპერტებმა თქვან თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა, ვინაიდან ეს ადამიანები აშკარად საჭიროებენ სერიოზულ გამოკვლევებს;
    კაცმა რომ თქვას, ერთი კია, ამ ავკაცუნების გულისთვის მოიცლის და შეწუხდება ახლა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება?.
    ვგონებ, რომ მათი საშველი მართლაც აღარ არის ამ დედამიწაზე.
    არადა, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებია, რომ ებრძვიან ეროვნულ ხელისუფლებას და საქართველოს. ეს დაპროგრამებული ხალხია, რომელნიც მიზანმიმართულად მოქმედებენ, ამოფარებულნი არიან სიტყვა ეროვნულს და ავთვისებიანი სიმსივნის დარად ხრავენ ეროვნულ ფესვებსა და ცნობიერებას.
    ვეცნობი ამ მჯღაბნელთა ნასისინარს და მახსენდება შესანიშნავი პოეტის შოთა ჩანტლაძის ლექსი “გველი”:
    იგი – სიმარტოვე და სიამპარტავნე.
    იგი – დაწყევლილი. იგი – მაწყევარი.
    და შხამს დაატარებს და ტანს დაატარებს,
    მიდის, იკლაკნება, არის გაწყდომაზე.

    თავის მოტრფიალე მოწყდა და წავიდა,
    იგი მისრიალებს და ხატავს თავისთავს.

    ნახეთ, როგორ შესანიშნავად არის დახატული პორტრეტი ქვეწარმავლისა: “იგი მისრიალებს და ხატავს თავისთავს”. დიახ, მართლაც, რომ, როგორც ქვეწარმავალნი საკუთარ თავს ხატავენ და სრულად წარმოგვიჩენენ თავიანთი ყრანტალით ეს ავკაცუნები, დაატარებენ შხამს და გველივით გაშმაგებულნი დაეძებენ მსხვერპლს. იქნებ ჰგონიათ, რომ იპოვნეს კიდეც, მაგრამ რა თოკიც მომაბეს ყელზე, აი აგერ და დამქაჩონ მაგრად, რასაც წაიღებენ ალალი იყოს.

    გულწრფელად მეცოდება ის ქვეყანა და ის ხელისუფლება (ღმერთმა გაძლება მისცეთ), რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს იფარებს, წარმოიდგინეთ ბატონებო, ესენი საკუთარ სამშობლოს რა დღეში აგდებენ და სხვისას რაღას უზამენ?, ან რა სჭირთ შესაფარი, ვის ახსოვს ეს პოლიტიკური გვამები, ან ვის რა თავში სახლელად უნდა?
    ვინც მართლა პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფებოდა, ან იმყოფება, სამშობლოს სიყვარულითა და მონატრებით გათანგული, ბოღმას და სიძულვილს კი არ აფრქვევს ჩვენი ერისა და ქვეყნის მიმართ, პირიქით, ლოცულობს და ოცნებობს როდის დადგება ის ნანატრი ჟამი, რომელსაც აგრე ელის “ჩუმის ნატვრითა ქართველი”; ხოლო, ის ვინც საქართველოშია, ილიასა და ზვიადის დარად იბრძვის ეროვნული ცნობიერების გადასარჩენად.
    ეს ავკაცუნები კი უცხო ტომთა უკან, ალში შებრაწულნი, თბილად მოკალათებულან და ისედაც გაუსაძლის პირობებში მყოფ ჩვენს საზოგადოებას აღიზიანებენ, თავიანთი სისულელეებით მოთმინების ფიალას უვსებენ.
    ამ ფსიქიკის ხალხი ჩემო ძვირფასებო, ისეთ სტიქიურ უბედურებას წარმოადგენს, ეშმაკმა უწყის, ვის, სად და როდის დაატყდება თავს.
    ჩვენი ცოდვით სავსემ, ამათმა დამკვეთებმა გადარია და მიიყვანა ეს ადამიანები უღმერთობამდე. აკი წერს კიდეც სანდუხაძე: “ახლა ეს ვინმე ჩოხელი გულბანზე და ღუდუშაურზე უარეს დელგმას დამატეხს თავს, მაგრამ რა ვქნა…” –ო. მართლაც და, აბა რა უნდა ქნა, შე საცოდავო სანდუხაძევ, მეტი გზა რომ არ გაქვს, გეტყვიან იყროყინეო და უნდა იყროყინო. ასეთია თქვენნაირი კაცმაცუნების ბედი, მიიღებთ ბრძანებას თუ არა და უნდა აწიკვინდეთ. დაირქვათ ელენა, გულიკო, რა ვიცი, მაშო, ან თუნდაც მართა და დააყროყინოთ ათასი სისულელე, როგორც ეს შენს შემთხვევაშია; ხოლო, ამის შემდეგ, ნამუსაყრილ მდგომარეობაში მყოფნი, ისევ კაცის სახელით დაუწყებთ ჩვენი ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმოხტოვანი სამშობლოს მკვიდრ ხალხს დამოძღვრას და შეგონებას.
    ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ, საკმარისზე მეტი დრო დავუთმეთ ამ ჩვენი ქვეყნის ხორცმეტებს. გამოვააშკარავეთ მათი ნამდვილი სახე. დავინახეთ თუ ვის და რას ემსახურება მათი ცოდვილი სული. აწი იყლარტუნონ და აყროყინონ რაც უნდათ და რამდენიც უნდათ. ჩვენ კი ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამ ადამიანთა მსგავსებმა “რაც უნდა ჭირი მოგვკერძონ, ბილწთ არ შავეკრათ ზავითა”.

    პატივისცემით,
    გიორგი ჩოხელი

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ბატონო ალექსანდრე,

      მე მგონი ბატონი გიორგი ჩოხელი მთლად დალაგებული ვერ უნდა იყოს 🙂 ამ ბოდვაზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელი საქმეა.

      ისე, ცილისწამებასთან დაკავშირებული განცხადება კვლავ ძალაშია.

      პატივისცემით,

      გიორგი გულბანი

      Like

  39. a. sanduxaZe said

    ძვირფასო მკითხველო, ნამდვილად არ შევუდგები ჩოხელის პასკვილზე პასუხის გაცემას, ეს ხომ 80 წლების მსგავსი პასკვილების ანალოგია.
    მთელი ჩემი წერილი ინტერნეტ სივრცეში არსებულ მასალებზეა დაფუძნებული და ნაცვლად კონტრარგუმენტებისა ის ავაზაკი უშვერედ ილანძღება.

    ის ფსიქიატურულ საავადმყოფოს ახსენებს, ახლა კი ვნახოთ ვინ ყოფილა ფსიხუშკაში და ვის უსარგებლია მისით:

    – დღევანდელი კომისიის თავმჯდომარის განვლილ გზას თუ დავაკვირდებით, მისი პრინციპულობა არსად ჩანს. კონსტანტინე გამსახურდია აღმოსავლეთმცოდნეა. აღმოსავლეთმცოდნეები საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დროს უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მიჰყავდათ ავღანეთის ფრონტზე თარჯიმნებად. ეს საყოველთაო წესი იყო და კარგად მახსოვს, ამის გამო ზვიადიც ძალიან იყო შეწუხებული. კონსტანტინეს ავღანეთში გაგზავნას აპროტესტებდა. ამის გამო აქციების მოწყობას და შიმშილობის გამოცხადებასაც კი აპირებდა. კონსტანტინე გამსახურდია თავის წიგნში “დინების საწინააღმდეგოდ” ამ საკითხზე წერს. “მივმართე ყველა საშუალებას, რათა თავიდან ამეცილებინა იძულებითი გაწვევა… (სიტყვა შემაწიეს მწერლებმა ნოდარ დუმბაძემ, რევაზ ჯაფარიძემ), ხოლო ფსიქიატრებმა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მცნეს. ოფიციოზმა (ეს წყდებოდა შევარდნაძის და ინაურის დონეზე და შესაძლოა უფრო მაღლაც) საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი დატოვება. დღემდე მიმაჩნია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ფსიქიატრიული დიაგნოზით დარჩენა ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ავღანურ სასაკლაოზე წასვლა”. რასაკვირველია, სასაკლაოზე წასვლა და უსამართლო ომში მონაწილეობა მიუღებელია ყველა პატიოსანი ადამიანისთვის, მაგრამ ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა, – როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას საკითხი შევარდნაძისა და ინაურის დონეზე და უფრო მაღლაც (უფრო მაღლა კი ანდროპოვი თუ არა, პოლიტბიუროს რიგითი წევრი მაინც უნდა ვიგულისხმოთ) წყდებოდა, ვინ იყო ისეთი თავზე ხელაღებული ფსიქიატრი საქართველოში, რომელმაც ამ სიტყვების ავტორს ყალბი ცნობა მისცა ფსიქიკური შეურაცხადობის შესახებ? შეუძლებელია, დისიდენტს ან მის დისიდენტ შვილს მიეღო ყალბი ფსიქიატრიული ცნობა.

    წერს ბატონი თემურ ქორიძე კოკოს წიგნზევე დაყრდნობით და დასძენს

    – სწორედ ეს მაფიქრებს და ვისურვებდი, რომ ასეთი პირი არ აწარმოებდეს გამოძიებას ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე. თუ არა და კონსტანტინე გამსახურდიამ უნდა აიღოს მეორე ცნობა ფსიქიატრიულიდან. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას მდგომარეობა დისიდენტობის დროს. მას და მისი ოჯახის წევრებს დევნიდნენ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, მის ყოველ ნაბიჯს ამოწმებდნენ. ეს ოჯახი მაქსიმალური დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი იყო და ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია აკეთებს ყალბ ცნობას.

    დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს, განა შეიძლება ასეთი ცნობის მქონე ადამიანს კაცმა რაიმე საქმე მიანდოს?

    Like

  40. a. sanduxaZe said

    ვინმე ა. სანდუხაძე: “არაკაცური სიტყვებით ამკობს საზოგადოებისათვის მართლაც უცნობი ჯანდაბიდან გადმოსული ვინმე ჩოხელი ამ ორ ადამიანს (ღუდუშაურს და გულბანს). ჩოხელო, ჩვენ რომ მართლაც სამართლებლივ სახელმწიფოში ვცოვრობდეთ მაშინ ამ კომისიიდან ვირის აბანოში ამოყოფდი თავს და უკეთეს შემთხვევაში კბილებიც აღარ შეგრჩებოდა, შენს ბილწ ენას რომ თავი დავანებოთ!”
    მე ეს სიტყვები ჩოხელის”ნათელი” გონებიდან” გამოჟონილი შემდეგი ფრაზის გამო დავწერე:
    ამ ქვეყანაზე სახლობს სოდომისა და გომორის ორი გადმოხვეწილი მკვიდრი გულბანი და ღუდუშაური?”როგორი
    როგორი პოლიტიკური მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ ის მართლაც ნორმალური ფსიქიკის მქონეა, ამგვარი ეპითეტებით არ უნდა შეამკოს ვინმე , ეს კაცი ყველას ფსიქიკას ეხება, ვურჩევთ მანაც მიაკითხოს კოკოსავით ფსიქიატრს და შედეგებიც გვაცნობოს თუ საჩოთირო არ აღმოჩნდება მისთვის.

    ამ ადამიანებისგან მოპაექრის ღირსების შელახვა უცხო არ არის და ამიტომ არც კი ღირდა პასუხის გაცემა.
    ბატონო ჩოხელო, რას დაუპირისპირებთ ცოტნეს წერილს? თუ ეს წერილი მის კალამს არ ეკუთვნის, მას ერთი თვის განმავლობაში ხომ უნნდა მოეწვდინა საზოგადოებისათვის ხმა?

    სამხედრო სამსახურისთვის უვარგის ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ გაცემულ ცნობებს ჩვენში “თეთრ ბილეთს” უწოდებდნენ და ამ “თეთრი ბილეთის” მქონე ადამიანს არც არაფერი მოეკითხებოდა, ის შეურაცხადი იყო.
    მკითხველო, ხომ ხედავ, ჩვენ არავის არაფერს არ ვუგონებთ, არვის ვწამებთ ცილს ამ ყალთაბანდების დარად, ამას თვით კოკოს წიგნში ვკითხულობთ და აქეთ გვედავებიან ეს მართლაც და დემაგოგიის დიდოსტატები.

    თუ პასუხებს დასწერთ, მოვითხოვთ ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციებში მოხსენიებული ფაქტების გამაბათილებელ არგუმენტებს და მასთან ერთად ახალ ცნობას ფსიქიატრიულიდან კოკოს ჯანმრთელობის შესახებ.

    Like

  41. nana tatiashvili said

    batono giorgi, “istoriistvis” ki ar unda migezerat, aramed albat unda mogemzadebinat da qartul presashi gamogekveknebinat (arc axlaa gvian) dokumenturi masala, zemot chamotvlil samshoblos mogalateta shesaxeb. darzmunebuli var, sakmao faqtebs plobt.

    kokos komisias ki jobs tavi daanebot. am komisias rom iuridiuli zalaupleba ara aqvs, amis shesaxeb tavidanve itkva. danarchens ki to motminebas ikoniebt,mogvianebit sheitkobt komisiis daskvna rom gamokvekndeba…

    tanac, mtavari is gaxlavt, rom koko gamsaxurdia, ertadertia vinc jer kidev mkarad dgas da ver moaxerxes misi caqcevva miuxedavad didi mcdelobisa!

    tumca, aseve shegezlot nebismier tkventagans, kritikis sanacvlod tavad gepikrat batoni zviadis mkvlelobis sakitxebis gamokvlevaze…
    magram tkven xom saamiso dro arasodes gakoniat, dakavebuli brzandebit sakutari saojaxo problemebis mogvarebit evropashi…

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ქალბატონო ნანა,

      დიდი მადლობა, მაგრამ ასე მგონია, რომ თქვენი რჩევები არ უნდა მჭირდებოდეს.

      ზვიადის მკვლელი შევარდნაძე, კიტოვანი, სიგუა, იოსელიანები, ჭანტურია და სხვა მსგავსი პუტჩისტებია. გაუგებარია, თუ რა არის აქ გამოსაძიებელი.

      არ მეგონა, თუ საინჟინრო საქმით თავის გატანა, თუ ოჯახის მოვლა დანაშაული იყო.

      Like

  42. ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს!
    თქვენ მოითხოვეთ თქვენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებზე, რომელიც ინტერნეში მოძიებულ მასალების საფუძველზე ჩამოაყალიბეთ, დამაჯერებელი ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებული პასუხები. აი ისინიც:
    დავიწყებ იმით, რომ თქვენს მიერ მოძიებული მასალები ზღვაში წვეთია იმ დეზინფორმაციული ნაკადისა და ცილის წამებათა კასკადისა, რომელსაც ბატონი კონსტანტინეს პოლიტიკური რეიტინგის დასაცემათ იყენებენ სხვადასხვა საიტებზე თუ გაზეთებში, დღიდან მისი საქართველოში დაბრუნებისა. მათ უკან კი, ყველას კარგად მოგეხსენებათ ე.შევარდნაძე და მისი ,,ოჯახიონის” თანხები მოიაზრება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი საიტებმა:,,თვალი.ჯი”-მ , ,,ობიექტივი.ნეთ”-მა , და ბოლო დროს ,,იბერიანა”-მაც, ამათგან პირველმა ისეთი ზნედაცემული კამპანია გააჩაღა, რომ ბატონ კონსტანტინეს მშობელ დედასაც გადასწვდნენ. ხოლო ,,ობიექტივი.ნეთ”-ისაგან 2010 წლის 17 და 18 დეკემბერს, ინფორმაციულ ზოლში გამოქვეყნებული ცნობები, ძმების-კონსტანტინესა და ცოტნეს გადაკიდებას ისახავდა მიზნად. ისარგებლეს რა ცოტნეს იზოლაციით, უკონტექსტოდ, კონსტანტინეს მიერ წარმოთქმული ლექსის ადრესატად მისი ძმა, ცოტნე დაასახელეს, თუმცა ნამდვილი ადრესატები სულ სხვანი იყვნენ. მაგრამ, ,,არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს”.
    რაც შეეხება ბატონი ცოტნეს ბოლო წერილს, სადაც ის ოჯახის წევრებს საყვედურებით ავსებს და ზედმეტი სახელით ამკობს თავის უფროს ძმას კონსტანტინეს, რამაც ეგრერიგად გაგახარათ: ბატონი ცოტნეს წერილი თავად ღაღადებს იმაზე, თუ როგორი ფსიგოლოგიური წნეხის ქვეშაა დაწერილი. კაცი ლაპარაკობს ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებაზე და სხვა აღმგზნები საშუალებების ხმარებაზე პატიმრების მიმართ. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ქვეტექსტი არ არის?! ის ხომ კომისიის შექმნის დღიდან ფაქტობრივად მძევლად მოიაზრება. ხოლო, მანამდე, მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და გამოსვლების შედეგად ასევე-ტყვედაც. მავანის მიერ ოთხ კედელშია გამოკეტილი, და ყოველგვარი მოწმის გარეშე შურისსაძიებელ ობიექტადაა ცქეული. თუ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადავხედავთ იმ სადამსჯელო ქმედებებს, რომელიც ცოტნეს მიმართ ხორციელდება, ყველაფერი გაცილებით ნათელი გახდება, მივყვეთ ამ ქრონოლოგიას:ბატონმა კონსტანტინემ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ცოტნე აღიშნულ საქმეში უბრალოა, ამას მოაყოლა ქმედითი ნაბიჯი. მისი და პარლამენტართა ხელმოწერებით გაკეთდა მოთხოვნა ცოტნეს თავდებში გაშვების შესახებ, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
    როდესაც ცოტნეს 9 წელსა და 6 თვეს უსჯიან ბატონი კონსტანტინე ტელეჟურნალისტების თვალწინ აკეთებს განცხადებას, რომ პენიტენციალურ სისტემაში და შინაგანსაქმეთა ორგანოებში ჯერ კიდევ დიდია შევარდნაძის კადრის ხვედრითი წილი, ამის საპასუხოდ მ.სააკაშვილი ტელეეკრანიდან ცივ წყალს გვასხამს და აცხადებს, რომ სასამართლო მხოლოდ 3 წლის შემდეგ გახდება თავისუფალი. ამის შემდეგ ბატონი კონსტანტინე აკეთებს საპასუხო განცხადებას, რომ ის და მისი გუნდი ბოლომდე გაიტანს დაწყებული კვლევა-ძიების საქმეს და ითხოვს კომისიისათვის საგამომძიებლო სტატუსის მინიჭებას, რაზეც კომისია უარს ღებულობს. ცოტნეს კი პარალელურად ახალ ბრალდებას უთითხნიან- ქრთამის შეძლევის თაობაზე. როდესაც კომისია იწყებს დასკვნით ნაწილზე მუშაობას, ციხიდან უპრობლემოდ ყოველგვარი ,,მოქრთამვის” გარეშე გამოდის ცოტნეს წერილი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, რათა კომისიის თავმჯდომარის რეიტინგის შელახვით გაანეიტრალონ ის რეაქცია, რომელსაც მისი გამოქვეყნება გამოიწვევს ხალხში. ამავე მიზნით დაუსვა ერთ-ერთმა ჯიბის ჟურნალისტმა ბატონ კონსტანტინეს უკუღმართი და პროვოკაციული კითხვა დაახლოებით ასეთი შინაარსისა, ალბათ გაგეხარდებათ, თუ დადგინდა, რომ პრეზიდენტი მოკლულია. ბატონმა კონსტანტინემ შუბლშეჭმუხვნით უპასუხა, რომ მას მხოლოდ ის გაეხარდება, თუ ჭეშმარიტება დადგინდებაო. რითაც დაამტკიცა მისი დიდი წინაპრების კონსტანტინესა და ზვიადის ერთგულება დევიზისადმი: ,, ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოს შენ”. ჩემს მიერ მოხმობილი ყველა ფაქტი ტელეეკრანიდან მოისმინა და ნახა საზოგადოებამ და მას გონებიდან ვერ ამოშლიან. რაც შეეხება ხელისუფლებასთან და შევარდნაძესთან გარიგებას: ჯერ კიდევ ე.წ. ოპოზიციული პარტიების დროს, ჟურნალისტი აქუბარდია, გადაცემა სპექტრში ე.შევარდნაძესთან ერთად შეეცადა ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლუსი დარბაზში შეხმატკბილებული ერთად დაეფიქსირებინათ, მაგრამ ორივეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: საქმე ის გახლავთ, რომ ჩვეულებრივ, აქუბარდია მეორე სტუმრის გამოცხადების შემდეგ, რეკლამას უშვებს ხოლმე, ამ შემთხვევაში კი რატომღაც დაივიწყა რეკლამა. შევარდნაძე ადგილიდან არ იძვროდა მეორე სტუმრის გამოძახების შემდეგაც. როდესაც დარწმუნდა, რომ კონსტანტინე არ შემოვიდოდა ადგა და ძუნძულით გავიდა სტუდიიდან. კონსტანტინემ ადგილის დაკავებამდე საყვედურებით აავსო შუა ეთერში აქუბარდია: ,,ამ სატანას აქ რა უნდა, რატომ მოგიწვევიაო” აქუბარდიამ პასუხის ნაცვლად ჩვეული ღიმილით თავი ჩაქინდრა. მოგვიანებით კომისიის შექმნის ფაქტთან პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე ტელეჟურნალისტთან აცხადებს: ,,კი ბატონო, შექმნან კომისია, ოღონდ ყოველგვარი სატანის ძებნის გარეშეო” ეს რეპლიკა მან კონსტანტინეს მიმართ ისროლა, ჩემი აზრით სატანაში ბატონმა კონსტანტინემ არა მარტო პრეზიდენტის მკვლელი არამედ იდეოლოგიური დაპირისპირებულობაც იგულისხმა.
    როდესაც ე.წ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას დემოკრატობანა გაათამაშებინეს და ერთი თითის დაქნევაზე მათ სასწრაფოდ აშალეს კარვები, იქვე გამოიკვეთა ,,პარტია თავისუფლებისა” და მისი ლიდერის უმართაობა და სიმამაცე. მათ გააგრძელეს აქცია, მეორე დღეს კი ისინი ძალის გამოყენებით იქნენ დაშლილნი სახელისუფლებო ძალების მიერ.
    როდესაც ბატონმა კონსტანტინემ სურვილი გამოთქვა მომავალში პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრისა, გააქტიურდა ,,იბერიანა”- ბესარიონი და ძმანი მისნი, ხოლო ,,ეროვნულ” ხალხს მაშინ გაახსენდათ ეროვნული მოძრაობა და შეკრებები, რათა მთელი საქართველო დაუპირისპირონ ერთ კაცს, ისევე როგორც ეს მოხდა ბატონი ზვიადის მიმართ.
    რაც შეეხება კომისიის წევრების მონაცემებს: მათ მიეცათ ისტორიული შესაძლებლობა გაალამაზონ თავიანთი ბიოგრაფიები ჭეშმარიტად მიუკერძოებელ და ფაქტებითა და არგუმენტებით გაჯერებულ დასკვნაზე თავიანთი ხელმოწერებით, თუ ისინი კომისიის დასკვნას ასეთად მიიჩნევენ.
    ახლა რაც შეეხება ბატონი კონსტანტინეს ,,ფულავად” გამოცხადებას, კიდევ კარგი, ბატონ კონსტანტინეს ამ კომისიის ნორმალური მუშაობისათვის დახმარების ფონდი არ შეუქმნია და ბანკში ანგარიში არ გაუხსნია. ისე კი, რომ იცოდეთ, საქართველოს მოსახლეობა სიამოვნებით გაიღებდა უკანასკნელ გროშებსაც კი, ოღონდ ამ დანაშაულის ფარდის ახდით ქვეყანაში გაბატონებული დაუსჯელობის სინდრომისათვის ბოლო მოეღოთ. პარტია ,,თავისუფლებას” კი ვუსურვებდი კიდევ უფრო მეტი შემართებით ამოდგომოდა მის ღირსეულ ლიდერს აღნიშნული კომისიის მუშაობაში, როგორც სულიერად ისე ეკონომიურად.
    რაც შეეხება ,,თეთრ ბილეთს”-დიდი გერმანელი დრამატურგისა და იგავთმთხზველის ლესინგის სიტყვებით ვიტყოდი:,,ვაი თქვენ, საბრალო დამხმარენო, ისე რომ არ შეგიძლიათ არგოთ რომ არ ავნოთ კიდეც”. ჩვენ კი დღეს რაც არ უნდა იყოს, მადლიერნი უნდა ვიყოთ იმ ხალხისა და იმ ახლობლებისა რომლებმაც გადაგვირჩინა ისეთი ,,…ლუკმა, რომელიც ამ დღეს საჭირო არის, სამშობლოს წყლულებს რომელიც უნდა”. ნათქვამია ,,არ არსებობს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ შეუცოდავს”-ო.

    თამილა ტაბიძე, უპარტიო.

    Like

    • iberiana said

      “როდესაც ბატონმა კონსტანტინემ სურვილი გამოთქვა მომავალში პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრისა, გააქტიურდა ,,იბერიანა”- ბესარიონი და ძმანი მისნი, ხოლო ,,ეროვნულ” ხალხს მაშინ გაახსენდათ ეროვნული მოძრაობა და შეკრებები, რათა მთელი საქართველო დაუპირისპირონ ერთ კაცს, ისევე როგორც ეს მოხდა ბატონი ზვიადის მიმართ.”

      სხვებზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ “იბერიანა”-ს მსგავსი რამ არც გაუფიქრებია.

      Like

    • “როდესაც ბატონმა კონსტანტინემ სურვილი გამოთქვა მომავალში პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრისა, გააქტიურდა ,,იბერიანა”- ბესარიონი და ძმანი მისნი, ხოლო ,,ეროვნულ” ხალხს მაშინ გაახსენდათ ეროვნული მოძრაობა და შეკრებები, რათა მთელი საქართველო დაუპირისპირონ ერთ კაცს, ისევე როგორც ეს მოხდა ბატონი ზვიადის მიმართ.”

      ეს ვინა პრეზიდენტად — კოკო-კიკუ.?. — მანია გრანდიოზა სჭირთ ამ ზვიადის ნეშტის ხარჯზე მცხოვრებ მასხარებს…

      Like

    • გიორგი გულბანი said

      ქალბატონი თამილას ზემოთმოყვანილი წერილი პირველია ბატონი კოკოს “ბანაკიდან”, სადაც უსაფუძვლო ლანძღვასა და ცილისწამებას არ ვხვდებით.

      მოდით, მივესალმოთ ამ სასიკეთო ცვლილებას.

      მოყვანილი არგუმენტები ალბათ საკამათოა, მაგრამ მთავარია, რომ მათი განხილვა წიგნიერი კამათის ფარგლებში არის შესაძლებელი. ეს შეუძლებელი იყო სხვა ოპონენტებთან კამათისას.

      Like

    • a. sanduxaZe said

      ქალბატონ თამილა ტაბიძეს

      თქვენმა შემოსვლამ ამ პოლემიკაში ერთგვარად გაანეიტრალა დაძაბულობა, მიუხედავად იმისა, რამდენად დამაჯერებელია თქვენი არგუმენტები.

      ღმერთმაც ჰქნას ჩვენს მიერ პრესაში მოძიებული მასალები სიცრუე და დემაგოგია იყოს!

      რატომ გგონიათ ბატონებო, რომ ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიას (უმცროსის) მტრები ვიყოთ? პირიქით, ჩვენ ნამდვილად ვართ მისი გულშემატკივრები, ჩვენ გული გვტკივა იმის გამო, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ ვერ იარა მისი დიდი ბაბუისა და წამებული მამის გზით.

      ქალბატონო თამილა, ჩვენ თქვენგან ვგებულობთ კონტანტინეს გადაწყვეტილებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრის შესახებ და აქედან გამომდინარე თქვენი ბრალდებაც უსაფუძვლოა ჩვენს მიმართ.

      არც გამსახურდიების ოჯახური დაპირისპირება გვახარებს, გეფიცებით, ეს მართლაც ასეა, პირიქით, ძალიან განვიცდით ამას ალალი გულით, ამ ვებგვერდზე კი წერილების შემოტანა ჩვენმა ოპონენტებმა გვაიძულეს.

      გიორგი გულბანის წერილი ეხებოდა სანაიას გადაცემას, რომელიც აგრე ავადმყოფურად აღიქვეს კომისიის წევრებმა და უშვერი სიტყვებით გვლანძღეს. მაგრამ არაუშავს, ჩვენ 25 წელზე მეტია ვიტანთ ასეთ დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებას. უბრალოდ არ არის ლამაზი, როდესაც არ იცნობ ადამიანს და ამგვარი ეპითეტებით ამკობ. მათ არა და ღმერთმა ხომ იცის ვის რა გაუკეთებია სამშობლოსათვის, ვინ რა მიიტანა მის სამსხვერპლოზე, ვინ რა გადაიტანა და რას გაუძლო ამ ოცი წლის მანძილზე.

      სამშობლოს სიყვარულსა და მის სასიკეთოდ ღწვას თვითრეკლამა არ სჭირდება, ამის ნათელი მაგალითია ჩვენი დროის მართალი მამულიშვილების, ჩვენი მამულის სარანგების მერაბისა და ზვიადის მოწამებრივი ცხოვრება, ისინი ხომ თვით უფალმა გამოარჩია და შეიყვარა ტანჯულმა ქართველმა სამარადისოდ!

      ქალბატონო თამილა ზვიადისეულ საქართველოს შეგვასწროს ღმერთმა. დარწმუნებული ვარ ამით თქვენც უსაზღვროდ გაიხარებთ და ბედნიერი იქნებით. ღმერთმა დაგლოცოთ!

      Like

  43. კიკუ-კოკოს მაიმუნური კომისიის „მეცნიერული“ დასკვნების სრული უსუსურობა.

    დაწვრილებით:
    http://www.facebook.com/note.php?note_id=191056370912823
    ________________________________________________

    Manual of Forensic Emergency Medicine: A Guide for Clinicians By Ralph Riviello, p 13

    „პისტოლეტით თვითმკვლელობისას შემთხვევათა 25%-ში იარაღი მიცვალებულის ხელში რჩება… იარაღის თვითმკვლელის ხელში დარჩენა უფრო ხშირია თუ იგი იჯდა ან იწვა გასროლისას…“

    „თვითმკვლელობისას დაახლოებით 80%-ში ჭრილობა კონტაქტურია ან კონტაქტურთან დაახლოებული, (ესეიგი 20% არაა არც კონტაქტური და არც კონტაქტურთან დაახლოებულია) აგრეთვე შესაძლებელია საშუალო მანძილიდან ნასროლის ჭრილობებიც… პისტოლეტის შემთხვევაში საშუალო მანძილი იწყება 10 მილიმეტრიდან….“

    * * *

    Autopsy features relevant for discrimination between suicidal and homicidal gunshot injuries
    B. Karger, E. Billeb, E. Koops and B. Brinkmann
    http://www.springerlink.com/content/u33pp73b5141785q

    In suicidal gunshots to the right temple (n=107), only 6% of the bullet paths were directed downwards and only 4% were directed from back-to-front…

    „თვითმკვლელობისას მარჯვენა საფეთქელში სროლისას 6%-ში ტყვიის ტრაექტორია მიმართული იყო ქვემოთ და მხოლოდ 4% იყო მიმართული უკნიდან-წინ…“ (ანუ უდიდესი ნაწილი იყო მიმართული წინიდან-უკან)…

    * * *

    Characterization of the gunshot suicides
    Y. Balci PhDa, Professor, G. Canogullari MDa, Forensic Specialist and E. Ulupinar PhDb, Associate Professor
    http://www.sciencedirect.com/science?_ob=ArticleURL&_udi=B8CY1-4NG98F4-5&_user=10&_coverDate=05%2F31%2F2007&_rdoc=1&_fmt=high&_orig=search&_origin=search&_sort=d&_docanchor&view=c&_searchStrId=1634382859&_rerunOrigin=google&_acct=C000050221&_version=1&_urlVersion=0&_userid=10&md5=d59fe4fbbe2fef452c50dab493c519d8&searchtype=a

    In the majority of cases, (72.3%) the shooting distance was contact or near contact. Most of the entrance wounds (75.0%) were located in the head and neck region and the direction of the bullet path was upward and front-to-back.

    „თვითმკვლელობების 72.3%-ში სროლის მანძილი კონტაქტურია ან კონტაქტურთან დაახლოებული… (რაც ნიშნავს, რომ თვითმკვლელობების 27%-ში სროლის მანძილი კონტაქტურზე ან კონტაქტურთან დააახლოვებულზე მეტია…)… 75% შემთხვევებში ტყვიის მიმართულება იყო ზემოთ და წინიდან უკან… (რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების 25%-ში ტყვიის მიმართულება იყო ქვემოთ…)“

    * * *

    Department of Forensic Medicine, University of Dundee
    Lecture Notes
    Gunshot Wounds

    Click to access gunshot.pdf

    In about 20% of suicides the weapon is found clutched in the hand. (p.18)

    „შემთხვევათა 20%-ში იარაღი თვითმკვლელის ხელში დაჭერილი იყო ნანახი…“

    * * *

    Suicidal gunshot wounds to the head : a retrospective review of 406 cases
    Blumenthal, Ryan
    https://repository.up.ac.za/upspace/handle/2263/4987

    Of those examined, 81% were contact gunshot wounds. The trajectory was upward in 51% of cases and horizontal in 24% of cases

    „თვითმკვლელობების 81% კონტაქტური ჭრილობებია. შემთხვევათა 51% ტყვიის ტრაექტორია ზემოთაა მიმართული და 24%-ში ჰორიზონტულია… “ ანუ შემთხვევათა 25%-ში ტრაექტორია ქვემოთაა მიმართული…

    * * *

    Site of entrance wound and direction of bullet path in firearm fatalities as indicators of homicide versus suicide.
    Druid H.
    http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9251234

    Whereas 38% of the homicidal gunshot wounds had their entrances at anatomical regions typical of suicide, the direction of the bullet path often differed from the directions recorded in suicides. Hence, in this material, an entrance wound in the right temple indicated suicide, but in combination with a direction back-to-front, the wound was more likely to be homicidal.

    „ტყვიის შემავალი ნახვრეტი თუ მარჯვნივაა ეს უფრო თვითმკვლელობას ნიშნავს — მაგრამ, თუ ტყვიის რტაექტორია უკნიდან-წინისკანაა — ეს უფრო საფიქრებელია მკვლელობა იყოს…“

    * * *

    Weapon location following suicidal gunshot wounds
    Garavaglia JC and Talkington B
    The American journal of forensic medicine and pathology : official publication of the National Association of Medical Examiners 20(1):1-5, 1999 Mar – Who cited this? | PubMed ID: 10208326
    http://www.labmeeting.com/paper/23046097/garavaglia-talkington-1999-weapon-location-following-suicidal-gunshot-wounds

    In the 498 cases, the gun remained in the deceased’s hand in 24% of the cases. In 69% of the cases, the gun was on or near the body but not in the hand (i.e., touching the body or within 30 cm of the body). The gun was found >30 cm from the body in the remaining 7% of cases. In the case of handguns, the gun was found in the hand in 25.7% of individuals.

    The gun had a greater chance of remaining in the deceased’s hand if the person was lying or sitting when the gunshot wound was received.

    „იარაღი შემთხვევების 24%-ში თვითმკვლელის ხელში რჩებოდა… იარაღად პისტოლეტის გამოყენების შემთხვევაში იგი თვითმკვლელის ხელში რჩებოდა 25.7%-ში… თუ თვითმკვლელი იწვა ან იჯდა იარაღის მის ხელში დარჩენის შანსი იზრდება…“

    * * *

    Autopsy findings of suicidal deaths committed by firearms in Ankara, Turkey
    Gurol Canturk MD PhD, Nergis Canturk MD, Aysun Balseven Odabasi MD, Zerrin Erkol MD.,Memnune Bosgelmez Dt
    http://msl.rsmjournals.com/cgi/content/abstract/49/3/207

    Out of 143 bullet entries, 116 (81.12%) were caused by gunshots fired from contact or near contact range.

    „თვითმკვლელობის 143 შემთხვევიდან 81.12%-ს ნასროლი ჰქონდა კონტაქტური ან დაახლოებით კონტაქტური მანძილიდან…“ — ესე იგი დაახლოებით 19% ნასროლი ჰქონდა საშუალო და შორი მანძილიდან…

    * * *

    Like

    • Myths about Suicide, By Thomas E. Joiner, p. 11-12
      Harvard University Press, 2010
      http://books.google.com/books?id=RSt4hnnKoWkC

      „თვოთმკვლელობების შესწავლილი 1700 შემთხვევიდან 68 შემთხვევაში ტყვიის შემავალი ხვრელი კეფაში იყო, რაც ეწინააღმდეგება იმ პოპულარულ აზრს, რომ ეს შეუძლებელია…“

      „თვითმკვლელობის შემდეგ 25%-ში იარაღი თვითმკვლელის ხელში რჩება…“

      * * *
      Crime science: methods of forensic detection
      By Joe Nickell, John F. Fischer
      p. 257

      „მკვლელობისგან განსხვავებით თვითმკვლელობის ფაქტის დადასტურებაა თვითმკვლელის ხელში ჩაბღუჯული იარაღი (მკვდრის სპაზმით)“

      მკვდრის სპაზმი (cadaveric spasm, трупный спазм):

      Cadaveric spasm, also known as instantaneous rigor, cataleptic rigidity, or instantaneous rigidity, is a rare form of muscular stiffening that occurs at the moment of death, persists into the period of rigor mortis. The cause is unknown, but is usually associated with violent deaths happening under extremely physical circumstances with intense emotion. Cadaveric spasm may affect all muscles in the body, but typically only groups, such as the forearms, or hands. Cadaveric spasm often crystallizes the last activity one did prior to death and is therefore significant in forensic investigations, e.g. holding onto a knife tightly.

      ეს — მკვდრის სპაზმი (cadaveric spasm, трупный спазм) — ძალზე არსებითი ფაქტორია…

      Like

  44. იოსებ ღუდუშაური said

    პუტჩთან და პუტჩისტების მიმართ ლოიალურად განწყობილი საზოგადოება ზვიად გამსახურდიას კოლექტიური მკვლელია!
    კანონიერების აღდგენის მოწინააღმდეგენი ეროვნული მოძრაობა მტრობენ!

    პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს მაწყევრებს და აუგად მომხსენიელებს. პირადული მტრობა ჩემს გამქილიკებლებთან (საერთოდ არ ვიცნობ მათ) ნამდვილად არა მაქვს, ამიტომ საფიქრებელია, რომ ეროვნული მოძრაობის მტრებთან უფრო მაქვს ამჯერად საქმე.

    მეორე რიგში, დიდი მადლობა ბ-ნ გიორგი გულბანს, ბ-ნ ალექსანდრე სანდუხაძეს და განსაკუთრებით საიტ “იბერიანას” სიმართლის მხარეზე დგომისათვის. ხუმრობა ხომ არ არის როდესაც „ბატონი კონსტანტინეს პოლიტიკური რეიტინგის“ დაცემაში ედება ბრალი? მაინც რისთვისაა საჭირო მისი რეიტინგი, რა საქმეს უნდა მოხმარდეს იგი მომავალში? რომც გაპრეზიდენტდეს კიდეც, ამით რა კანონიერება აღსდგება?!

    მესამე რიგში დიდი მადლობა ბ-ნო ბესარიონს, რომ მეცნიერული კუთხით, მრავალფეროვანი არგუმენტებით და დოკუმენტური მასალით ცდილობს სიმართლის დამტკიცებას. სამწუხაროდ, დღევანდელ საზოგადოებას არ ჭირდება მწარე სინამდვილისთვის თვალის გასწორება და დილემა ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის“ დილემამდე დაჰყავთ. სიტყვა „მკვლელობა“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ პრეზიდენტის გარემოცვიდან არავისზე ეჭვი არ მიჩნდება.

    სულ სხვაა, რომ ზვიადის „მკვლელობა“ კოლექტიური იყო ,ამაზე აღარ უნდა გვჭირდებდეს საუბარი. დიახ, კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის დევნა კოლექტიურად ხორციელდებოდა „სასიქადულო“ წითელი ინტელიგენციის და კრიმინალი პუტჩისტების მხრიდან, რომელსაც ილია მეორეც არ აკლებდა ლოცვა-კურთხევებს. დღევანდელ (ადრინდელსაც) ანტიეროვნულ რეჟიმს, თუ მის წიაღში აღმოცენებულ ასევე უკანონო კომისიების ნამდვილი მიზნები შეგნებულად იჩქმალება. ისე მოაქვთ თავი ამ კომისიონერებს, რომ თითქოს პუტჩისგან მიღებული დივიდენდებით არ მოეწყოთ საკუთარი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნიშა! დიახ, ყველა ვინც ზვიადის „მკვლელში“ ეძებს კონკრეტულ პიროვნებას, ვინც არ უნდა იყოს ის, ცდილობს მიჩქმალოს საკუთარი წვლილი იმ კოლექტიურ დევნაში, რომელსაც განიცდიდა ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის ერთგული ხალხი.

    კოკო გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობა არანაირად არ უკავშირდება ეროვნულ მოძრაობას და არც კანონიერების აღდგენას! ამაზე ბ-ნ კოკოს საჯაროდაც განუცხადებია და რატომღა ჭირდებათ მისი გამამულიშვილება ამას ყველა ვერ ხვდება. ღმერთმა დაგვიფაროს მისი გაპრეზიდენტებისგან, ვინაიდან ეროვნულ მოძრაობას მისი სახით ერთ-ერთი დიდი მტერი ეყოლება სანამ უღვთოთა უღელშია შებმული. დიდია გამსახურდიების გვარის დამსახურება ერში და ვფიქრობ, რომ ეშმაკი სწორედ ამ გვარიდან გამოსულებს იყენებს ისევ ეროვნული მოძრაობის დასათრგუნად. ამ კომისიის წევრებიდან თუ გამოუთქვამს ვინმეს სურვილი ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენისა როგორც ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ? რა სიმართლე უნდა დაადგინოს ამ კომისიამ გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გაამწვავოს დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის რიგებში, კიდევ უფრო სახელი გაუტეხოს მას, დაანაწევროს და გაათითოკაცოს. სამაგიეროდ, ასეთი საქმეები შეუმჩნეველი არ რჩებათ ეროვნული მოძრაობის მტრებს და გასამრჯელოც შესაბამისი იქნება. შეიძლება პრეზიდენტობა ვერ გაიმეტონ, მაგრამ უკმაყოფილოს მაინც არ დატოვებენ. ბოლოს და ბოლოს ტიპიური, დასავლური დემოკრატია-ლიბერალიზმისთვის მებრძოლი პოლიტიკოსია და არაფერი არ ცხია მამამისის ეროვნული იდეალების.

    ვინც მიშას შემცვლელ „გრიშას“ ხედავს კოკოში ნება მათია! ოღონდ, დამთავრდეს კოკოს წარმოჩენა როგორც ანტიეროვნული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ერთადერთი რაინდისა. სასაცილოა ეს ამბავი! ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ზვიადი კომუნისტების ხელისუფლებაში შესულიყო და იქიდან ებრძოლა ქართველი ერის უფლებებისათვის. დაიჯერებდა ხალხი მის მამულიშვილობას? რა თქმა უნდა არა! ხოდა, ვერც კოკოს მამულიშვილობას დავიჯერებთ მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა ადრე თუ გვიან კოკოც შეამჩნიოს, ვინაიდან მისი გამოყენება ეროვნული მოძრაობის საპირისპიროდ ძალზე აქტუალური ხდება საქართველოში.

    მონა ღვთისა,

    იოსებ ღუდუშაური – ემიგრაციული მთავრობის წევრი

    Like

  45. ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს,

    ჭეშმარიტების დადგენისადმი სწრაფვა და მისი გაცხადება თვითრეკლამა არ გახლავთ. თუ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინებით, რომელიმე პასუხსაგებ თანამდებობაზე პრეტენზიის გამოცხადებას ეძახით თვითრეკლამას, მაშინ ასეთს მივესალმები. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს ბედ-იღბალის წარმართვას.

    რაც შეეხება ბატონი კონსტანტინეს პარლამენტში შესვლას: პირველმა გზამ, ქუჩის აქციებისამ, საქართველოში არ გაამართლა, რადგან ხელისუფლებამ ეს აქციები სათავისოდ დემოკრატობანას თამაშისათვის გამოიყენა, თუმცა ბატონი კონსტანტინე შეეცადა ხელი შეეშალა მათი ამ მცდელობისათვის. შეიარაღებულ ამბოხებებს საქართველოში როგორც წესი მტრები აფინანსებენ ხოლმე და თავის მარიონეტებს სვამენ სათავეში. ასე რომ, რჩება საპარლამენტო გზა. ხრუშოვი და მისი მენშევიკური მთავრობა ამ გზით აღზევდა სათავეში და ამ გზით დაამარცხეს ბოლშევიკები, თუმცა ფუნა რომ ორად გაჰყო ისე იყო ამ ორი კოსმოპოლიტური განშტოების ამბავი.

    ბატონ იოსებ ღუდუშაურს,

    კარგი მეთოდი შეგირჩევიათ. ზოგადი და უმისამართო განცხადებებით გასაგებია რის მიღწევას ცდილობთ, ისე, რომ თავად ცილიმწამებლად ვერ შეგრაცხონ.

    ნუთუ მართლა მიგაჩნიათ, რომ სიმართლის მხარეზე დგახართ, როცა რომელიმე პიროვნების (ჩვენს შემთხვევაში, ბატონი კონსტანტინეს) პოლიტიკური რეიტინგის დაცემაში ღებულობთ მონაწილეობას? ნათქვამია: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს“ ამიტომ ტყვილა ირჯებით.

    რაც შეეხება კანონიერების აღდგენას, დღეისათვის საქართველოში რევანშისტი შევარდნაძისტებიც ცდილობენ „კანონიერების” აღდგენას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინიც ძალადობით იქნენ დამხობილნი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

    პირადად მე როგორც რიგითი ქართველი მომხრე ვარ ეროვნული (და არა ნაციონალური) ხელისუფლებისა და ლეგიტიმური კონსტიტუციის აღდგენისა, რომელმაც უნდა დაგვიბრუნოს ტერიტორიები და რომელიც ქართველს მისცემს შესაძლებლობას დაუბრუნდეს საკუთარ კუთხეს და საკუთარ სამშობლოს. მხოლოდ ამით აღსდგება ჩვენი, როგორც ეროვნული ხელისუფლების ამომრჩეველთა გათელილი ღირსებები. ამის შემდეგ, რეალურად უნდა განხორციელდეს კავკასიური სახლის ზვიადისეული გეგმა, რათა მსოფლიო რუქიდან საერთოდ არ გავქრეთ. მე ძლიერი, ლაღი, ფრთაგაშლილი და თავისუფალი საქართველოს მომხრე ვარ. არც რუსეთუმე გახლავართ და არც ოკეანეს გაღმელთა მეხოტბე. ისეთი პოლიტიკის მომხრე ვარ, ბატონი ზვიადის ეპითეტით რომ ვთქვათ, რომელიც „ქარიბდასა და სცილას“ შორის მშვიდობით გაგვიყვანს. ამიტომ ქართველებს დიდი ჭკუა-გონების მოხმობა გვჭირდება. ჩემთვის სულ ერთია ამას კოლხური კოშკის სულის მატარებელი რომელიმე პიროვნება თუ პიროვნებები წარუძღვებიან. მთავარია, რომ ასეთებს სხვა ღირსეულ თვისებებთან ერთად, ლიდერის უმთავრესი თვისება – საზოგადოებისა და ხალხის გამაერთიანებლობა აღმოაჩნდეთ.

    რაც შეეხება ბატონ ბესარიონს, მისი მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა, რადგან როგორც თავად ბრძანებს, პრეზიდენტის გვერდითა საწოლში იწვა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მომენტს კი არ შესწრებია. ანუ, არც თვითმკვლელობის უშუალო მხილველია და არც ბრალდების მოწმედ მოიაზრება. ამიტომ, თავად უფრო უნდა უყოს ამ საქმის გამოძიებით დაინტერესებული. ამ დროს ბატონი ზვიადის ოჯახის წევრების ლანძღვა ეჭვებს უფრო აღძრავს საზოგადოებაში მის მიმართ, ვიდრე თანაგრძნობას იწვევს. ყველას კარგად გვახსოვს მისი სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: პრეზიდენტის ვაჟები არ არიან მამამისის სიკვდილით დაინტერესებული და მე რაღა ვქნაო.

    ბატონო ალექსანდრე, ბატონო გიორგი, ბატონო იოსებ, მინდა ამით დავასრულო ჩემი კომენტარები, რათა უნებურად ხელი არ შევუწყო მავანთა მზაკვრულ გეგმებს, დემოკრატობანას გათამაშებით, ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში. ისინი ხომ გლობალიზაციის ხელოვნურად დაჩქარების პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი და საქართველოში მიმდინარე დამანგრეველი ექსპერიმენტებით დოლარებს იჯიბავენ.

    ჩამობრძანდით საქართველოში და აქ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ერთად საქართველოს გადასარჩენად!

    Like

  46. a. sanduxaZe said

    “ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს,

    ჭეშმარიტების დადგენისადმი სწრაფვა და მისი გაცხადება თვითრეკლამა არ გახლავთ. თუ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინებით, რომელიმე პასუხსაგებ თანამდებობაზე პრეტენზიის გამოცხადებას ეძახით თვითრეკლამას, მაშინ ასეთს მივესალმები. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს ბედ-იღბალის წარმართვას.

    რაც შეეხება ბატონი კონსტანტინეს პარლამენტში შესვლას: პირველმა გზამ, ქუჩის აქციებისამ, საქართველოში არ გაამართლა, რადგან ხელისუფლებამ ეს აქციები სათავისოდ დემოკრატობანას თამაშისათვის გამოიყენა, თუმცა ბატონი კონსტანტინე შეეცადა ხელი შეეშალა მათი ამ მცდელობისათვის. შეიარაღებულ ამბოხებებს საქართველოში როგორც წესი მტრები აფინანსებენ ხოლმე და თავის მარიონეტებს სვამენ სათავეში. ასე რომ, რჩება საპარლამენტო გზა. ხრუშოვი და მისი მენშევიკური მთავრობა ამ გზით აღზევდა სათავეში და ამ გზით დაამარცხეს ბოლშევიკები, თუმცა ფუნა რომ ორად გაჰყო ისე იყო ამ ორი კოსმოპოლიტური განშტოების ამბავი.”

    საოცარი პიროვნება ბრძანდებით ქალბატონო თამილა, თქვენსგან ბევრ ბევრ ახალ რამეს ვიგებ.
    ნამდვილად არ ვიცოდი ხრუშჩოვი თუ მენშევიკი იყო…
    ეს ახალი აღმოჩენაა სკკპ-ს ისტორიაში…
    ხრუშოვის დროს სად იყო ქალბატონო თამილა “პარლამენტური გზა” საბჭოთა კავშირში? ხრუშოვი და მისი მომდევნო ხომ შიდა ინტრიგებით მოექცნენ ხელისუფლების სათავეში, რატომ გვირევთ თავგზას?
    თქვენ სწერთ, რომ ქუჩის აქციებმა ვერ გაამართლაო და მიტომ შევიდა კონსტანტინე პარლამენტშიო…
    ქალბატონო თამილა, ეს ოპოზიცია მიშას მიერ დანიშნული ოპოზიცია რომ იყო, ჩვენ, მათგან უგნურებად შერაცხულნი ვხვდებოდით და კონსტანტინეს ეს ხომ ჩვენზედ უკეთესად უნდა ცოდნოდა მისი გონებისა და ინტელექტის პატრონს.
    იცით, როგორ გვტკიოდა გული, როდესაც კონსტანტინეს იმ ნაგავში ვხედავდით?

    ადრეც იყო ციხის შიგნიდან დანგრევის მცდელობები ეროვნულად განწყობილი მოღვაწეების მხრიდან, მაგრამ რა დაანგრიეს ედიკას ქაჯეთის ციხე?

    1990 წლის გაზაფხულზე კომუნისტებმა დანიშნეს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, განა მაშინ ზვიადს არ შეეძლო უმაღლეს საბჭოში შესვლა? შევიდოდა ნამდვილად, მაგრამ კომუნისტები მისცემდნენ რაიმეს გაკეთების საშუალებას?
    ჩვენ გვახსოვს და არასოდეს გადავაბიჯებთ ზვიად გამსახურდიას მოწოდებას – უარი ამათ არჩევნებს და პარლამენტებს!

    ჩამოდითო ბრძანებთ, ჩამოვიდა გიორგობიანი, აბსანძე, გამილაღდიშვილი, გელბახიანი და ისევ გასაქცევად გაუხადეს საქმე, უფრო მეტიც გელბახიანი იმსხვერპლეს კიდეც.

    არ გაგვაკეთებინებენ ეს არამზადები მამულის სასიკეთო საქმეს, არა, თორემ ვინ მამაძაღლი, როგორ ფიქრობთ არ გვენატრება ჩვენი სამშობლო? მანდ ხომ ჩვენგან დაუტირებელი მშობლების საფლავებიც გველიან.

    კიდევ გიმეორებთ, კონსტანტინეს ეს ძაღლები არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ, ეს ასე იქნება, თუ არა და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, ისე ხომ გსმენიათ – „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანაო“. ხოდა ეს ნაძირლები კიდევ უფრო მეტად გასვრიან ამ კაცს და ეს გვადარდებს.
    თავმოყვარე კაცი გრეჩიხას და ნინო ბურჯანაძის გვერდით თუნდაც მიტინგზე დადგება?

    ზვიად გამსახურდიამ ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი ნაგავი შეჰყარა ერთ დიდ სანაგვეში – იმელში, მიუხურა კარები და გაეცალა, ესეც გვახსოვს ჩვენ.

    დანარჩენს თქვენი მიმართვის სხვა ადრესატები მოგახსენებენ…

    Like

  47. a. sanduxaZe said

    P.S.
    ხომ არის პარლამენტში კოკო, როგორ იყენებს მის ტრიბუნას არსებული რეჟიმის აღმოსაფხვრელად?
    სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ნუთუ არ დაებადა ორიოდე კითხვა მაინც?
    თუ იქაც მისი უფლებამოსილება მხოლოდ “კომისიის” ხელმძღვანელობაა?

    Like

  48. a. sanduxaZe said

    http://www.myvideo.ge/?video_id=1128102

    Like

  49. იოსებ ღუდუშაური said

    მშვიდობა!

    ბ-ნი ალექსანდრე სანდუხაძე ისეთ კითხვებს სვამს, რომ მასზე პასუხის გაცემა არ უნდა გაუჭირდეთ მის თანამოაზრეებს. სულ სხვა საკითხია, თუ რამდენად დამაჯერებელი და სიმართლესთან ახლოს იქნება მათი პასუხები. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პასუხები საკმაოდ არგუმენტირებული იყოს მოპასუხეების მსოფლმხედველობიდან და განწყობიდან გამომდინარე.

    ერთი მცირე შენიშვნა მაქვს ბ-ნ ალექსანდრეს კომენტარში: „კიდევ გიმეორებთ, კონსტანტინეს ეს ძაღლები არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ, ეს ასე იქნება, თუ არა და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, ისე ხომ გსმენიათ – „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანაო“. ხოდა ეს ნაძირლები კიდევ უფრო მეტად გასვრიან ამ კაცს და ეს გვადარდებს.“

    ბ-ნო ალექსანდრე, ერთი დოკუმენტით ან საქმით მაინც დაგვიდასტუროს კოკო გამსახურდიამ, რომ გარდა ხელისუფლებისადმი სწრაფვისა, ეროვნული მოძრაობის ჭირისუფლობისა რაიმე ეცხოს, ან ცდილობდეს მამამისის და ჩვენი პრეზიდენტის მიერ აღორძინებული საქმისთვის! თუნდ მიშას წინააღმდეგ მებრძოლთა ავანგარდში იყოს მერე რა?! ეროვნული მოძრაობის იდეა რა კავშირშია თუნდაც მიშას წინააღმდეგ ბრძოლასთან? ასეც რომ იყოს, მისი პოლიტიკური საქმიანობა შეიძლება შევუდაროთ კომუნისტური „ცეკას“ ნომენკლატურის წარმომადგენელთა ბრძოლას თანამდებობებისთვის. აი, მაგალითად როგორც ედუარდ შევადნაძე ებრძოდა მჟავანაძეს და შემდეგ ხაბეიშვილი- შევარდნაძეს!

    „ზვიად გამსახურდიამ ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი ნაგავი შეჰყარა ერთ დიდ სანაგვეში – იმელში, მიუხურა კარები და გაეცალა, ესეც გვახსოვს ჩვენ.“-ო, ბრძანებს ბ-ნი ალექსანდრე და რა ღმერთი უწყრება ზვიად გამსახურდიას შვილს, როდესაც იმ ნაგვიდან აღმოცენებულ შხამიან ნერგებში საკუთარი სურვილით იხლართება?

    პატივისცემით,

    იოსებ ღუდუშაური

    Like

  50. ბატალიონ ჯიხას უფროსის ვახტანგ ზარანდიას გამოკითხვიდან:
    ქ.თბილისი, 2010 წლის 9 ივნისი)

    „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავით, რადგან ჩვენს ხალხზე ნადირობდნენ, იყო შეტაკებები და მასობრივი დაჭერები, მან მითხრა, ორი თვე თავი შეინარჩუნეთ, ფორმაში მოდით, ჩემი შვილიც ჩამოვა, გვერდში ამოგიდგებათ და შემდეგ შეიქმნება სამხედრო საბჭოო;“

    (საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნითი დოკუმენტი, თბილისი, 2011, გვ.66.)

    * * *

    ეჰჰჰ, კოკო-კიკუ… როგორი იმედი ჰქონდა მამაშენს შენი, უმძიმესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს — შენ კი, პატარა და მხდალი წრუწუნა, იმ დროს დიდი შვეიცარიული ყველის ნახვრეტში იჯექი და ვნებიანად ისუსნებოდი…

    არ ჩამოგივიდა ზვიად მამისიმედი ვაჟი, შვილი… — მიგატოვა განსაცდელში… — მიგატოვა ბოროტი მტრების ხელში… — სამაგიეროდ ახლაა დიდ გულზე, ახლა გამამაცდა, წონა დაიდო და რაც შენ რამ თანადგომა, ზრუნვა და ამაგი მოგაკლო სააკაშვილის დემოკრატიას უნაზღაურებს…

    Like

  51. ყურადღება!
    2011 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ ჩემს წერილში, სადაც ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს მივმართავ გაპარულია შეცდომა,2010 წლის 17 და 18 დეკემბრის მაგივრად უნდა ეწეროს 2010 27 და 28 დეკემბერი.
    თამილა ტაბიძე

    Like

  52. წაიკითხეთ კოკოს კომისიის დასკვნა ბესარიონ გუგუშვილის კომენტარებით, შენიშვნებით და განმარტებებით — რათა დარწმუნდეთ, რა დონეზე აყალბებს და ამახინჯებს ეს პუტჩისტური კომისია ფაქტებს.

    http://www.box.net/shared/c06dz1ytjs

    Like

  53. კვლავ პირში გახლით ხისტად: გამსახურდიამ თავი მოიკლა!

    იმთავითვე, როდესაც საქართველოში უკვე დაწყებული პუტჩისა და სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში ზვიად გამსახურდიას მხარეს დავდექი — ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

    როდესაც თბილისში დამარცხებული ზვიად გამსახურდიას გაიხიზნა საქართველოდან და დროებით ჩეჩნეთს შეეკედლა — მას შევუერთდი – ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

    როდესაც რუსეთის ბალტინის საინტერვენციო ძალებისგან დამარცხებული ზვიად გამსახურდია კვლავ გაიხიზნა და სამეგრელოში დაეხეტებოდა გამარჯვების მომტანი სიკვდილის ძებნაში, მას შევუერთდი – ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.

    როდესაც ზვიად გამსახურდია მოკვდა და მისი სიკვდილის საკითხი დადგა — მაშინაც ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, მასზე ურყევად ვდგავარ და ვიცავ: ვამტკიცებ რომ — ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ჟამს, სასიკვდილო გასროლის წამს — იმ ოთახში, მის უშუალო სიახლოვეს, რაიმე იარაღით მისაწვდომ მანძილზე მხოლოდ მე ვიყავი და სხვა არავინ სასროლ მანძილსა და პოზიციაში არ ყოფილა.

    გამსახურდიას სიკვდილიდან გასული მთელი დროის განმავლობაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები ადასტურებდნენ, რომ გამოკითხულთა არანაკლებ 75%-ს მხოლოდ მკვლელობის ვერსიის მიღება შეუძლია, მკვლელობის ვერსია სჭირდება და წყურია — რადგან „გამსახურდია თავს არ მოიკლავდა“!

    ახლაც — როდესაც სიცრუის კიდევ ერთი გოდოლი ააგეს საპარლამენტო კომისიის დასკვნის სახით — მე ისევ და როგორც ყოველთვის, ჩემს სიმართლეში ჯიუტად და მტკიცედ დარწმუნებული — მარადჟამს და კვლავ ყველაზე სუსტ და წამგებიან პოზიციაზე ვდგავარ მტკიცედ, ურყევად და მას ვიცავ — ჩემს და ჩემი თანამებრძოლების, სიკვდილის მოწმეების სიმართლეში ვნებიანად დაეჭვებულ საზოგადოებრიობას კვლავ პირში ვახლი ხისტად: გამსახურდიამ თავი მოიკლა!

    ყველასა და ყოველს — ვისაც ცილისწამების ჟინი და ვნება გიდუღთ –გეპატიჟებით მე დამწამოთ ცილი მკვლელობაში — ჩემი პოზიცია ყველაზე სუსტი და წამგებიანია!

    არაერთმა — კიტოვანმა, ხაინდრავამ, სხვებმა უკვე დასძლიეს ეს პრობლემა, წინაღობა… — მაგალითი სახეზეა… — შეუერთდით „მამულიშვილებს“…

    ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრი
    ბესარიონ გუგუშვილი,
    2011 4 მარტი

    Like

  54. ე.შევარდნაძე — ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის კურთხეული დამკვეთი“?

    ახლახანს მუშაობა დაასრულა და საქართველო კაპიტალური დასკვნითი დოკუმენტით გაახარა „საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ“ ანუ ხალხურად — კოკოს კომისიამ.

    ერთი კია — რომ საპარლამენტო, ანუ საკანონმდებლო ორგანოს ანუ მთავარი სამართალ-საფუძვლთა დამდგენი ორგანოს კომისიამ უპასუხოდ დასტოვა ყველაზე არსებითი სამართლებრივი საკითხი გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით: რას წარმოადგენდა საქართველოში 1993 წლის 24 სექტემბერს დაბრუნებული ზვიად გამსახურდია და ამითი მთელი მისი ფართო გარემოცვა (უზენაესი საბჭო, მინისტრთა კაბინეტი, პრეფექტები, გვარდია და ასე შემდეგ) — იყვნენ ეს სუბიექტები საქართველოს კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლება თუ იყვნენ როგორც მათ მაშინ უწოდებენ „რევანშისტები“ ანუ უკანონო, და გარკვეულწილად შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსა მიზნად ჰქონდათ საქართველოს ლეგიტიმური (ანუ შევარდნაძის) ხელისუფლების დამხობა.

    ამ საკითხის გაურკვევლობა კი გაურკვევლად ტოვებს 1993 წლის ნოენბერ-დეკემბერში აფხაზეთიდან გამოძევებული და სამეგრელოში მოხეტიალე იმ პატარა ჯგუფის სამართლებრივ სტატუსს, რომელშიც ძირითადში შედიოდნენ ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილი და რამდენიმე თანმხლები (რომელბსაც ხშირად „მცველებს“ უწოდებენ).

    ამ ასპექტში ორი არსებითი მომენტია:

    1. 1993 წლის 14 სექტემბერს თბილისში მწვავედ დადგა შევარდნაძისადმი მისივე მარიონეტული „პარლამენტის“ მხრივ დაუმორჩილებლობის საკითხი და საპასუხოდ შევარდნაძე გადადგომით დაიმუქრა და განაცხადა, რომ უკან ნაბიჯს აღარ გადადგავდა. შევარდნაძის მხარდასაჭერად კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეკრებილი იქნა მარავალათასიანი ბრბო — რომელმაც შევარდნაძეს დაუჩოქა და დაჩოქილმა სთხოვა „დაფურთხებულს ჩვენ ავლოკავთო“ ოღონდ კი დარჩი საქართველოს მეთაურადო. აღნიშნული ქმედება აკურთხა კათალიკოს-პატრიარქმა სიტყვებით: „მთელი საქართველო ღელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა რომ მთელ საქართველოს განვუცხადოთ რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური.“

    ამდენად — თუნდაც სავსებით სამართლიანად ჩავთვალოთ შევარდნაძე არალეგიტიმური, ფალსიფიცირებული არჩევნებით გა-პრეზიდენტებულ დიქტატორად — კათალიკოს-პატრიარქის მიერ მისი კურთხევა მას რელიგიური და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ლეგიტიმურ ანუ ფაქტობრივად მირონცხებულ საქართველოს მეთაურად აქცევდა!

    2. მეორე მხრივ არსებობს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილება სადაც ვკითხულობთ: „საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.“

    ამდენად — საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პარლამენტი ადასტურებს, რომ 1993 წლის სექტემბერშიც და მომდევნო პერიოდშიც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი! და ამდენად — სამეგრელოში 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეფარვით მოხეტიალე შეიარაღებული ჯგუფი ზვიად გამსახურდიას, ბესარიონ გუგუშვილისა და რამდენიმე თანმხლები პირის შემადგენლობით — საქართველოს უზენაესი ხელისუფლება და სავსებით ლეგიტიმური და კანონიერი დაჯგუფება იყო!

    როგორც ვხედავთ — ამჟამად ზ.გამსახურდიას და მის თანმხლებთა ჯგუფისადმი მიმართებაში 1993 წლის ნოემბერ-დეკემბერის პერიოდისათვის, ანუ ზ.გამსახურდიას სიკვდილისას არსებობს ორი მკვეთრად განსხვავებული მიმართება:

    * საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.შევარდნაძეს აღიარებს და ლოცავს-აკურთხებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლად
    * საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება ზ.გამსახურდიას აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლად

    ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია 1993 წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა რათა შებრძოლებოდა კათალიკოს-პატრიარქის „ლოცვა-კურთხევით“ მირონცხებულ, გაპატიოსნებულ და დაკანონებულ ედუარდ შევარდნაძესა და მის — ალბათ ასევე „კურთხეულ“ ხუნტას…

    ყოველივე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმიტომ, რომ ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის ეჭვის ქვეშ დაყენების უმთავრესი არგუმენტი რელიგიურ-სარწმუნოებრივია: „გამსახურდია, როგორც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი თავს არ მოიკლავდა“. და — სწორედ და ზუსტად ამ რელიგიურ-სარწმუნოებრივი საჭვრეტიდან გამსახურდიას სიკვდილისას საქართველოს კურთხეული მეთაური კი იყო ე.შევარდნაძე — რომელსაც ახლა, კოკოს კომისია არაპირდაპირ „გამსახურდიას მკვლელობის დამკვეთად“ წარმოაჩენს!

    ე.შევარდნაძე — ზვიად გამსახურდიას „მკვლელობის კურთხეული დამკვეთი“?

    ხოლო იმ „დასკვნის“ ავტორი კოკოს კომისია, ფაქტობრივი პარლამენტი და ფატობრივი პრეზიდენტი სააკაშვილი კი ხომ აგრეთვე და თავის-თავად „კურთხეულები“ არიან!

    Like

  55. aleko said

    კითხვა კომისიის სპეციალისტებს, კომისიის წევრებს და მათ ქომაგ ქალბატონებს
    ბატონ-ქალბატონებო, რა ხდება?
    ეს რა ვიხილეთ ამა წლის 9 აპრილს, საკონცერტო დარბაზში კოკო (შემეშალა კიკუ) და მიხო როგორ შეხმატკბილებულად ჟღურტულ-ღუღუნებდნენ?!

    აკი სამართლიანობის აღსადგენად ჩამოვიდა კოკო-კიკუ საქართველოშიო?

    მიშათი უნდა სამართლიანობა აღადგინოს და გუგუშვილი სახრჩობელაზე ჩამოკიდოს?

    ნუთუ ამისთვის გვლანძღეთ და გვთათხეთ?
    ქალბატონო თამილა, სად ბრძანდებით, რა პასუხს მომცემთ?

    კიდევ ერთხელ ხომ გახდა ნათელი ყოველივე?
    კოკო-კიკუს მეორე ნახევარს საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები და მეგობრები აკავშირებს და მეტი არაფერი, შვილებიც გლობალისტები გაუზრდიათ, სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენო (???).

    მართალზე უმართლესი ყოფილა ცოტნე, კიკუმ ბოლომდის ჩაიხადა!
    არ ჩაიხდიდა და მითვისებული თანხებისთვის მიშა ვირის აბანოშიც ამოაყოფინებდა თავს!

    ეჰ, დავიღალეთ, აუტანელია ყოველივე ეს, რამდენჯერ უნდა განმეორდეს ასეთი გაწბილება და გულის გატეხვა?!

    მაგრამ რაც არ უნდა იხვართქალონ კაცუნებმა კიკუს თამადობით, მაინც ვერ მიაყენებენ ჩრდილს ჩვენს სათაყვანებელ წამებულ პრეზიდენტს, ვერა!

    გაწეული სამსახურისათვის მიშასგან კიკუ შვეიცარიაში ელჩად გამწესებას ელოდებაო, იქნებ ესეც მართალია, მაგრამ თეთრბილეთიანებსაც უშვებენ ელჩებად?
    საოცარია პირდაპირ!

    არაუშავს, მოსახდენი რაც მალე მოხდება, მით უკეთესი, თვითლუსტრაცია წარმატებით მიმდინარეობს და მართალი ხალხის წისქვილზე ასხამს წყალს.

    Like

  56. a.sanduxaZe said

    koko (kiku) –
    ამ აქციებს, გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა, მართებულად უწოდეს. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არის და მათაც შეზღუდვა არ ექნებათ.

    პარლამენტის წინ მიმდინარე ადვოკატების აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა , დაახლოებით, 16:30 საათზე, როდესაც ადვოკატებმა პარლამენტის წინ ლეიბები გაშალეს და შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებდნენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს.
    მისი ინფორმაციით, პოლიციელებმა წაიღეს ლეიბები, ასევე, ტექნიკური საშუალებები და მათი სხვა ნივთები. ხაჭაპურიძის განცხადებით, დარბევის ამსახველი ფაქტები გადაღებულია ტელეკამერების მიერ. ადვოკატის თქმით, ისინი საპროტესტო აქციას მაინც განაგრძობენ და დაშლას არ აპირებენ.
    პარლამენტის წინ დაახლოებით, 30-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის ადვოკატები არიან შეკრებილნი.

    esec kokos gamoxatvis Tavisufleba…

    ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია დააკავეს.

    როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, წულაია მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო აქციას მართავდა.

    გოგი წულაია, თანაპარტიელებთან, ერთად საღებავებით ნაგვის უნრებზე აკეთებდა წარწერებს: „მიშა, წადი!“

    საპატრულო პოლიციამ მას ბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

    „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაიას დაკავებას მალევე გამოეხმაურა. პარტია ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებს.

    „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაგრძელებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გააჩნია განსხვავებული აზრი და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს გამოთქვამს“, – აცხადებენ პარტიაში

    „თავისუფალ საქართველო“ წულაიას დაკავებას უკავშირებს რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხელისუფლება გააკრიტიკა.

    პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგი წულაია ქუთაისის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

    kokos rom hkiTxoT gamoxatviss Tavisufleba namdvilad arsi qveyanaSi…
    biWo, mamaSeni asT tyuils da aseT matyuaras samarcxvini boZze gaakravda, Sen visi gorisa xar?

    saqartveloSi gamoxatvis Tavisufleba rom ar arsebobs mTels dedamiwas gaugia, koko ki WurSi zis…

    საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს,
    ასლი: შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს

    ჩვენ, ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის (HRHN) ქვემორე ხელმომწერი წევრები და პარტნიორები ვგმობთ თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე ახლახანს განხორციელებულ რეპრესიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად და სამართლიანად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება პრაქტიკაში.

    როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ვალდებულება იკისრა, დაეცვა და ხელი შეეწყო ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისათვის, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებისათვის (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები). ასეთი ვალდებულება ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით.

    საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ზღუდავენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას. 2009 წლის ივლისში წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს შეკრების თავისუფლებას ოფიციალური შენობების წინ და ართულებს ნებართვის მიღების პროცედურას. რამდენიმე შემთხვევამ უკვე წარმოაჩინა აღნიშნული ცვლილებების უარყოფითი გავლენა.

    2009 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ მჯდომარე აქციის დროს დააკავეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერები, რომლებიც აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობასა და ორი ახალგაზრდის მკვლელობას.

    2010 წლის 14 აგვისტოს, მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავეს, რომლებიც მოითხოვდნენ ჯორჯ ბუშის ქუჩისათვის სახელი შეეცვალათ და დაერქვათ უოლტ უიტმენის ქუჩა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე პოეტი, რომლებიც ლექსებს ჰყვებოდნენ სატრანსპორტო კუნძულზე და არ მოუხდენიათ სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირება.

    2011 წლის 3 იანვარს, ომის ვეტერანთა მშვიდობიანი პროტესტი თბილისის გმირთა მოედანზე საპატრულო პოლიციამ ძალადობის გზით დაშალა. დემონსტრანტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებმა, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ რაიმე საიდენტიფიცატიო მოწმობა. საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, სათანადო ზომები მიეღოთ და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარედგინათ.

    დაბოლოს, 2011 წლის 25 მარტს, მშვიდობიანი შეკრება გაიმართა პატიმართა მხარდასაჭერად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წინ, ყაზბეგის გამზირზე, თბილისში. შეკრებილები ძალადობრივად გაფანტეს. შვიდი მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით. მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღებისათვის მერაბ ჭიქაშვილსა და გიორგი ხარაბაძეს 20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აკაკი ჩიქოვანს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიორგი ბურჯანაძე, ოთარ ბექაური, ვლადიმერ სადღობელაშვილი და ბესიკ ტაბატაძე 400 ლარით დაჯარიმდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო დაწესებულებები სულ რამდენიმე წუთით გადაიკეტა, დემონსტრანტთა ასეთი მკაცრი რეპრესია და ძალადობა მშვიდობიანი შეკრების უფლების აშკარა დარღვევაა.

    ზემოაღნიშნული ინციდენტები წარმოაჩენს იმ ზომებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩასახშობად. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მიხედვით, საქართველომ გაიზიარა ჩეხეთის რესპუბლიკის #105.64 რეკომენდაცია „უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებით სრულად და შეუფერხებლად სარგებლობა“. დემონსტრანტების რეპრესიით საქართველოს ხელისუფლებამ აშკარა უპატივცემულობა გამოხატა გამოხატვის თავისუფლების სრულად და შეუფერხებლად სარგებლობის უფლების მიმართ.

    გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-17 სესიაზე წარმოდენილი სხვა რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ჯერ არ გაუზიარებია, არის #106.52 რეკომენდაცია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ წარმოადგინა („გადახედოს 2009 წლის ივლისის შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს, რომელიც შეზღუდვებს აწესებს შეკრებებისა და დემონსტრაციების უფლებაზე რათა უზრუნველყოს ამ უფლებით თავისუფალი და დაუბრკოლებელი სარგებლობა“) და გაერთიანებული სამეფოს #106.42 რეკომენდაცია („გადადგას ნაბიჯები სამართალდამცავი ორგანოების სრული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის – საჩივრების პროცედურების გაძლიერებით“). ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, აღნიშნული რეკომენდაციების მიღების საჭიროება კიდევ უფრო აუცილებელია პოლიციელთა მიერ დემონსტრანტების ძალადობრივი რეპრესიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ამ სიტუაციით შეწუხებულები, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

    • უზრუნველყოს და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად;

    • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული და დაპატიმრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და გააუქმოს ყველა ადმინისტრაციული ბრალდება და ჯარიმა 2011 წლის 25 მარტს მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეთა მიმართ. ასევე, საქართველოს სახელმწიფო ვალებულია კომპენსაცია წარმოადგინოს ყოველი დაკავებულისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით განხორციელებული დაკავებისა და დაპატიმრებისათვის (მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი);

    • მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმ ადამიანთა დასაცავად, რომლებიც საჯაროდ ხმას იმაღლებენ მშვიდობიან დემონსტრაციებზე და განახორციელოს უნივერსალური პერიოდული მიმოხივლის #105.64, #106.42 და #106.52 რეკომენდაციები.

    განდევნილი „ბელორუსის ადამიანის უფლებათა სახლი“, ლიტვა;

    რუსეთის ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
    – ადამიანის უფლებათა ქსელის ჯგუფი;
    – რუსეთის დამოუკიდებელ ფსიქიატრთა ასოციაცია;
    – ციხეების რეფორმის მოსკოვის ცენტრი;
    – მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი;
    – დედათა უფლებების ფონდი;
    – საერთაშორისო „არა ძალადობას!“
    – ბავშვთა უფლებები;
    – უფლება სიცოცხლესა და სამოქალაქო ღირსებაზე;
    – სოციალური პარტნიორობის ფონდი;
    – რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტების კავშირი;

    ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული მოძრაობა (რუსეთის ფედერაცია);

    თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):

    – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“;
    – ადამიანის უფლებათა და კონფლიტების შემსწავლელი კავკასიური ცენტრი (კავკასია);

    – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
    – ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
    – კავშირი „საფარი“ – ოჯახი ძალადობის გარეშე;

    უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი;

    სარაევოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
    – ქალთა ასოციაცია „რენესანსი“;
    – ფონდი CURE (მკურნალი);
    – ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტი ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში;
    – ახალგაზრდული ჯგუფების რეგიონალური კოორდინატორი;
    – სერბული სამოქალაქო საბჭო – თანასწორობის მოძრაობა – სარაევოს ოლქის საბჭო;
    – ქალთა და საზოგადოების ცენტრი;

    თავისუფალი სიტყვის ცენტრი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
    – „მე-19 მუხლი“;
    – „ცენზურის ინდექსი“;

    ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი (პოლონეთი);

    ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი (შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით):
    – ინფორმაცია ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე;
    – ფონდი ადამიანის უფლებათა სახლი;
    – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი;

    ასლები გაეგზავნა:
    • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე, ჟენევა;

    • გაეროს სპეციალურ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის საკითხებზე, ჟენევა;

    • გაეროს სფეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობაზე, ჟენევა;

    • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საქმეთა გენერალური დირექტორატი, სტრასბურგი;

    • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატი, სტრასბურგი;

    • უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ვარშავა;

    • ჩეხეთის რესპუბლიკის მისია გაეროში, ჟენევა;

    • გაერთიანებული სამეფოს მისია გაეროში, ჟენევა;

    • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები;

    • ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში;

    • ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომისია;

    • ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა სამინისტრო;

    • საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი;

    • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, სტრასბურგი;

    ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის შესახებ (www.humanrightshouse.org);

    ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი წარმოადგენს თანამშრომლობის ფორუმს უკვე დაარსებულ და დაარსების პროცესში მყოფ ადამიანის უფლებათა სახლებისთვის და აერთიანებს 70 არასამთავრობო ორგანიზაციას დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ აფრიკასა და დასავლეთ ვროპაში. ქსელის მიზანია, დაიცვას, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ოსლოსა და ჟენევაში განთავსებული „ფონდი – ადამიანის უფლებათა სახლი“ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის სამდივნოს.

    8 აპრილი, 2011 წელი

    Like

  57. a.sanduxaZe said

    sad daikargnen kokos apekunebi?!

    mgoni dainaxes, rom kokom bolobdis CaiZro, aki ar ujerebdnen mis Zmas, rom is didi xania kiku gaxda.

    Like

  58. a.sanduxaZe said

    ცოტნე გამსახურდია: პატიმრებს ცემენ მანამ, სანამ ხმის ამოღება შეუძლიათ…

    15:32 20.05.2011
    [ინგა კუხიანიძე]
    თბილისის სააპელაციო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმეს იხილავს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იგი ორჯერ უკვე გაასამართლეს. მეგობრის დაჭრის ბრალდებით ციხეში მოხვედრილ ცოტნეს, კონტროლიორ ხვიჩა ბასოშვილისთვის ქრთამის მიცემაშიც დასდეს ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, გამსახურდიამ ციხის თანამშრომლის მოსყიდვა სცადა, რათა ციხიდან მისი წერილები გამოეტანა. მოსამართლე ზვიად ესებუამ საქმე განსასჯელის გარეშე განიხილა. პირველივე სხდომა ცოტნემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მას მოსამართლემ განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა. ამის მიუხედავად, განსასჯელის პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის. ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. ბასოშვილმა უთხრა, მცირეწლოვანი, ავადმყოფი შვილი მიკვდება და ფინანსურად დამეხმარე, წამლის ფული არ მაქვსო. სწორედ ეს მისწერა, მან დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ასე იქცა ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მიცემული ფული, წერილების გატანის სანაცვლოდ მიცემულ ქრთამად. ფაქტია, სასამართლომ ცოტნე გამსახურდია დამნაშავედ სცნო და 5 წელი მიუსაჯა. დარჩენილ წლებს ახალი სასჯელი დაემატა და საბოლოოდ, 13 წლით და 2 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.

    მას შემდეგ რაც, ცოტნე გამსახურდიამ პატიმრების ცემა-წამების ფაქტები გააპროტესტა და ამ მოტივით შიმშილობა დაიწყო, იგი ცალკე საკანში გამოკეტეს და დღემდე იქ რჩება. მას ისევ არ აძლევენ კორესპოდენციების გაგზავნის და მიღების საშუალებას.

    სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები ცოტნე გამსახურდიას გამართლებას ითხოვენ. ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობაში მოსამართლე გიორგი ჩემიას ყოფნა გააპროტესტეს. მის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და ამ მოტივით საქმიდან მისი აცილება მოითხოვეს. მოსამართლე ჩემიამ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები გაასამართლა. ადვოკატმა ბექაურმა გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოიშველია, სადაც ხაზგასმით საუბარია, სასამართლოში დაშვებულ დარღვევებზე. ადვოკატების მოთხოვნა თავმჯდომარე მზია ლომთათიძემ არ დააკმაყოფილა.

    განსასჯელმა გამსახურდიამ პროცესზე განაცხადა, რომ სამართლის პოვნის რაიმე ილუზია ნამდვილად არ გააჩნია. “აქაურობა ჩემთვის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი ინსტანციაა, რომელიც საქმის ევროსასამართლოში გაგზავნამდე უნდა გავიარო. საქართველოს სასამართლოებში იმდენი აშკარა და თავხედური სიყალბისა და უკანონის ობიექტი გავმხდარვარ, ბუნებრივია, მისდამი ნდობა არ გამაჩნია, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას”– თქვა მან და ბრალდების ირგვლივ ისაუბრა:

    „ჩემი ბრალდება კონტროლიორ ბასიშვილისა და სოც.სამსახურის თანამშრომლის, ჭაბაშვილის ცრუ ჩვენებებს ეყრდნობა. ორ თვეზე მეტხანს ვიშიმშილე სად-ში გამეფებული ჯოჯოხეთისა და მათი უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და ნუთუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ სად–ის თანამშრომლები ობიექტურ ჩვენებას მისცემდნენ საკუთარი თავის და უწყების წინააღმდეგ? “რატომღაც” მთავარი პროკურორის მოადგილემ, ობგაიძემ ამ საქმის გამოძიება იმავე სად-ის დაავალა, რომლის თანამშრომელთა უკანონო ქმედებებსაც ვაპროტესტებდი ჩემს დაბლოკილ კორესპოდენციაში. მეტიც, ამ ქმედებების – პატიმრების ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის – შესახებ ჩემი და ბასოშვილის ფარულ ჩანაწერებშიც არის ლაპარაკი. როდესაც შიფრავდნენ ამ საუბრების შინაარსს, რატომ არ დაინტერესდა პროკურორი რიჟამაძე ამ ფაქტებით? მოსულიყვნენ და ფორმალურად მაინც აეღოთ ჩემგან ახსნა განმარტება!

    ნაცვლად ამისა, მათ სხვა გზა აირჩიეს. უბრალოდ, უტიფრად უარყვეს პატიმრების ცემა-წამებისა და ჩემი ბლოკირების ფაქტი. უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, ჩემი საქმე დასასრულს უახლოვდება, პატიმარ საყვარელიძის ცემა და წამება კი ისევ გრძელდება სად-ის სხვადასხვა დაწესებულებში და კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდება. აღარაფერს ვამბობ პატიმარ ბესტაევზე, რომელსაც თითქმის ორ თვეზე მეტხანს აწამებდნენ, ან სხვა პატიმრებზე, რომელთა გვარები და სახელები ვერ დავადგინე. აღსანიშნავია, რომ პატიმრების წამების მონაწილე ყველა ოფიცერს წოდება მოუმატეს ან დააწინაურეს. მაგალითად, ჯალათი ბუთლიაშვილი, რომელმაც ჩემს თვალწინ საყვარელიძე და სხვები აწამა, დღეს გლდანის მერვე საპყრობილის სოციალური სამსახურის უფროსია”.

    ცოტნე გამსახურდია ამბობს, რომ დღემდე გრძელდება მისი ბლოკირება. “მე დღემდე მხოლოდ არალეგალურად ვაგზავნი კორესპოდენციას სად-ის დაწესებულებიდან, რადგან სხვანაირად ამის გაკეთება შეუძლებელია… მოკლედ, ამგვარი სიტუაცია გვაქვს: სახელმწიფო მოხელის სახელით მოქმედი ჯალათები, არაადამიანები, რასაკვირველია უარყოფენ საკუთარ ქმედებებს; პროკურატურა აყალბებს მტკიცებულებებს ან ახდენს მათ ფაბრიკაციას; მოსამართლე თვალს ხუჭავს მტკიცებულებებზე ან საერთოდ აქრობს მათ; უწყების თანამშრომლის დანაშაულებრივი ქმედების “გამოძიება” ამავე უწყებას ევალება; სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჭიანურდება და აშ. ჩემდა სამწუხაროდ, ეს საქმე იმ ნეგატიური ტენდენციებისა და მოვლენების კლასიკური მაგალითია, რომელიც აღწერილია სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში. ფაქტია, საქართველოში არსებულმა რეჟიმმა ჩვენ ბრძოლის კანონიერი საშუალება არ დაგვიტოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ამ საშუალებებზე… ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სწორედ ეს გახლავთ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და არა ის, რომ რაიმეს მიღწევის იმედი მაქვს… დღეს, ჩვენი, უკანონო პატიმრების და საერთოდ, რეპრესირებული ადამიანების უპირატესობა მხოლოდ მორალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ სწორედ ის გახდება თავისუფალი და საღი აზრის საფუძველი, რაც დაასამარებს ლაჩარ, ცრუ და უტიფარ რეჟიმს…”

    ცოტნე გამსახურდიას ბრალი ისე წაუყენეს, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მისთვის ჩვენებაც არ ჩამოურთმევიათ. “ფორმალურად მაინც ხომ ევალებოდა პროკურორს რომ დავეკითხე, რატომ იცრუეთ საქალაქო სასამართლოში და თქვით, რომ თითქოს მე ვთქვი უარი ჩვენების მიცემაზე?”– ჰკითხა ცოტნემ პროკურორ რიჟამაძეს, რომელმაც ადვოკატ ბექაურსაც არ მისცა იმის საშუალება, რომ დასწრებოდა ბრალის წაყენების პროცესს.

    “თითქოს მე ვთქვი ამაზე უარი, მაშინ ჩემი შიმშილობის 66-ე დღე იყო. მინდა იცოდეთ, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს საკუთარი კანონიერი უფლებების განხორციელებაზე, საქმე საკამათოდ, სადავოდ რომ არ გახდეს, დაწესებულების ადმინისტრაცია ვიდეოკამერით აფიქსირებს ამ უარს. მერწმუნეთ, ეს ასე რომ ყოფილიყო, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ და ამას ვიდეოზე დააფიქსირებდნენ… ბლოკირებისა და პატიმრების წამების გარდა, სად-ის პროკურატურა ურცხვად უარყობს ჩემი საპროტესტო შიმშილობის ფაქტსაც. რა თქმა უნდა, სასამართლო იზიარებს მათ პოზიციას, უფრო სწორედ დირექტივას და უცვლელად იმეორებს სად-ის თანამშრომლების იდენტურ ცრუ ჩვენებებს. სადაც ნათქვამია, რომ იმ პერიოდში “გამოვხატავდი აგრესიას ყველას და ყველაფრის მიმართ” და არავითარ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია.

    ამ გარეწრებს, რომ შეეძლოთ, საერთოდ ჩემს არსებობასაც უარყოფდნენ! არ ვაპირებ არაფრის მტკიცებას, მხოლოდ ვიტყვი: ჩემი ორგანიზმის იმჟამინდელი მდგომარეობა კარგად ჩანს ფარულ ჩანაწერებში, როცა საკანში, 35-40 გრადუს სიცხეში, ტრუსის ამარა ვარ გადაღებული და თითქმის 110 კილოგრამის წონის კაცი, დაახლოებით 70 კგ თუ ვიქნები დარჩენილი. იქნებ აგვიხსნას პროკურორმა, რატომ და როგორ მოხვდა ეს ეწ საიდუმლო ფარული ჩანაწერი „რუსთავი2-ის“ და “იმედის” ეთერში?…”

    ცოტნე გამსახურდიას თქმით, ციხეში პატიმრების ცემა-წამება ისევ გრძელდება:

    „პატიმრები სად-ის თანამშრომლების კეთილ ნებასა და განწყობაზე არიან დამოკიდებულნი და სიტუაციის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. 67 დღე ვიშიმშილე სად-ის ჯოჯოხეთის წინააღმდეგ. ჩემს თვალწინ და გასაგონად სცემდნენ, აწამებდნენ ადამიანებს, პირადად ჩემს წინააღმდეგ სამი დღე-ღამის განმავლობაში იყენებდნენ ფსიქოტრონულ იარაღს, გაუსაძლის პირობებში მამყოფებდნენ, მიმოწერის საშუალება წამართვეს და ევროსასამართლოს ჩარევამდე ჩემთან ადვოკატებსაც აღარ უშვებდნენ, მაგრამ…

    დღეს ამ ქვეყანაში სამართლებრივად ვერაფერს ვამტკიცებ! რა ვქნა ახლა, სად-ის თანამშრომლების კეთილ ნებასა და მათ მიერ დანაშაულის აღიარებას ველოდო?! თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?.. დაკვირვებული ვარ, ციხეში ინციდენტები თითქმის ყოველთვის აგრესიული კონტროლიორების მორიგეობის დროს ხდება, თუნდაც საამისოდ პატიმრებისგან რაიმე მიზეზი არ არსებობდეს. ნორმალური თანამშრომლების დროს სიწყნარეა, მაგრამ ხომ იგივეა ციხეც და პატიმრებიც?.. შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი გახლავთ ეს “საქმეც”.

    წამით დავუშვათ, თითქოს მართლა ჩავიდინე დანაშაული და გადავწყვიტე “კრისტალური” სახელმწიფო მოხელის მოქრთამვა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადამერჩინა დაბლოკილი კორესპოდენციის გატანით. რა უფრო დიდი დანაშაულია, პატიმრების ხოცვა, ცემა-წამება, ავადმყოფების მკურნალობის გარეშე მიტოვება, თუ ზემოთხსენებული საქციელი? ვინმემ აგო პასუხი იმისთვის, რაც ჩემს და სხვათა თვალწინ ხდებოდა?… ნეტავ განახათ და მოგასმენინათ, როგორ უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ კონტროლიორები ჩემი ფანჯრების პირდაპირ გლდანის ციხეში მყოფ პატიმრებს, თუ რადიომიმღების ან საუბრის ხმას მოკრეს ყური. აბა, გაბედოს პატიმარმა და რაიმე უპასუხოს, თუნდაც ჰკითხოს, რა გინდა, რატომ მაგინებო? მთელ საკანს საშინელი ცემა არ ასცდება, სცემენ მანამ, სანამ ხმის ამოღება შეუძლიათ…

    უკვე წელიწადზე მეტია, ერთი კითხვა მტანჯავს და მღრღნის – რატომ იქცევიან ასე, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები? ცხოვრების მანძილზე ბედის უკუღმართობით, რა ჯურის არამზადას აღარ შევხვედრილვარ – პროფესიონალ მკვლელებს, ტერორისტებს, ბანდიტებს, მაგრამ მათ აერთიანებდათ ის, რომ ყოველ მათგანს გონება რაღაც იდეოლოგიით, იდეაფიქსით, სპეციფიკური შეხეულებებით ჰქონდა მოწამლული. აქ კი სულ სხვაგავარი სიტუაციაა, სად-ის თანამშრომლები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული “ობივატელები” არიან. სწორედ ეს გახლავთ ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი. ყველას არ ვგულისხმობ, აქაც არიან წესიერი, ღირსეული ადამიანები, მაგრამ აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ… არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებრივმა მოძრაობებმა თვალნათლივ უნდა დაანახონ დღევანდელ კვერცხის ნაჭუჭზე ორიენტირებულ, ყველაფრისმკადრებელ უმრავლესობას, რომ ამგვარ ყოფას პერსპექტივა არ გააჩნია…”

    ცოტნე გამსახურდიას ვრცელი განცხადების შემდეგ ადვოკატმა ქეთი ბექაურმა პროკურორი შოთა რიჟამაძე დოკუმენტის გაყალბებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, პროკურორმა საქმეში ჩადო ორდერის ქსეროასლი.

    “ახლა მაინც მითხარით, როგორ აღმოჩნდა ჩემი ორდერის ასლი საქმეში? რატომ წარუდგინეთ ის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამია ფხაკაძეს, როცა არ წარმომიდგენია? ეს არის სამსახურებრივი სიყალბე!”– თქვა ბექაურმა და მცდელობის მიუხედავად, პროკურორისგან პასუხი ვერ მიიღო.

    რამდენიმე საათის განმავლობაში განსასჯელი ფეხზე იდგა. ამის მიზეზი მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ითხოვა, მომდევნო სხდომაზე რეანიმობილით მოეყვანათ. მოსამართლემ განუმარტა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდებოდა.

    ადვოკატი ქეთი ბექაური: „ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. მისი ხანგრძლივი შიმშილობა ჯანმრთელობაზე აისახა. უკვე თვეებია, ცოტნე გამსახურდიას გადაადგილება უჭირს და ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებს. ვერც ჯდება და ვერც წვება. ძირითადად, ფეხზე დგას. ხერხემალზე აქვს პრობლემა – დისკოზი. ვფიქრობთ, საოპერაციოა. ჩვენ ვერ ვიღებთ ადექვატურ მკურნალობას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.

    ცოტნეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და ამ დღეებში მოგვცემენ საბოლოო დასკვნას. კონსილიუმი უნდა შედგეს, რათა ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს. ის არ ენდობა იმ მედპერსონალს, რომელიც მსჯავდებულთა დაწესებულებაშია. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტნეს რაიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდეს. ამ მდგომარეობას საკვებსაც უკავშირებს და თვლის, რომ შეიძლება ამანაც გარკვეულწილად გამოიწვია. ფაქტობრივად, სალაფავს აძლევენ. მხოლოდ მაშინ უმჯობესდება საკვები, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წითელი ჯვარი ან ევროსტრუქტურების მონიტორინგის ჯგუფები შედიან. მედიკამენტებს ოჯახი აწვდის, ძირითადად – ტკივილგამაყუჩებელს. ისევ იზოლირებულია, არის სამაარტოო საკანში, ისევ შეზღუდული აქვს მიმოწერა. სისტემატურად უტარდება ჩხრეკა. პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნაა, რომ ადვოკატისა და პატიმრის შეხვედრები კონფიდენციალური უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ მუდმივად გვითვალთვალებენ და გვისმენენ“.

    სასამართლო სხდომა 25 მაისს განახლდება.

    Like

  59. a.sanduxaZe said

    amis Semdeg RaRa znda Tqva kacma?!

    Like

  60. კიკუ მომსახურდია რომ პატენტიანი იდიოტია და მსხვილყალიბიანი რეგვენია — კიდევ ერთხელ შესანიშნავად დამტკიცდა!

    საქართველოში ყოველმხრივ გაბითურებულ-გამაიმუნებულიი კიკუ ჯერ პარლამენტიდან საცობივით ამოვარდა და მერე შვეიცარიაში გავარდა „დიპლომატიურ სამუშაოზე“ — რომელისაც თურმე საზოგადოებრივ საწყისებზე იქაური ელჩი უნდა ასრულებდეს.

    რავარი იდიოტია ეს დამთხვეული კიკუ — ისიც კი ვერ დაადგინა ზუსტად რომ მეტეოროლოგიის ელჩთუხუცესობა უხელფასო სამუშაოა…

    დიპლომატურ სამსახურში ვერ გაშვეიცარებული და ვერ-„აგრიმანებული“ ჩასვრილი კიკუ ისევ საქართველოში ჩამოეხეც-ჩამოერწყა და ახლა ისევ მიშას ულოკავს — რათა კვლავ პარლამენტის სალაფავთან მიუშვენ დამშეული…

    საცოდავ-გამათხოვრებული ბითური კიკუ მომსახურდია.

    მამალი პუტჩისტი ასე ამასხარავებს მამისიმედს:

    „საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებას საპარალმენტო მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით დადფებითად აფასებს. მისი თქმით, ეს არის სწორი ნაბიჯი და მაჩვენებელია ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლების.“

    Like

დატოვე კომენტარი