Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ სასუფეველს შეემატა წმინდანი

სასუფეველს შეემატა წმინდანი

2009 წლის 7 იანვარია დღეს, ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეშობისა, მაშინ კი… ავადსახსენებელი 1992 წლის 7 იანვარი იყო… ეხლაც ჩამესმის ჩემი არაბუნებრივი ბღავილი და მკრეხელური სიტყვები, (შემინდოს უფალმა) – თუ კი შობის დღესასწაულს იგი ქართულ მიწაზე ვერ შეხვდება, მაშინ ღმერთიც არ ყოფილა ამ ქვეყანაზე… არ მრწამს არაფერი..

“ბედი მდევარის” გარდაუვალობას ვერ უარვყოფ, მაგრამ აქვე მინდა მოვუხმო სიტყვას – “დაცვა”, რაც პირდაპირი გაგებით იხმარება და ადამიანის, (შემდგომ სხვა რამისაც). როგორც პიროვნების, ავისგან დაცვას გულისხმობს. კონკრეტულ შემთხვევაში ერმა ვერ აღასრულა ეს მისია. ვერ დაიცვა, ვერ დაუდგა გვერდით, ვერ გადაეფარა… მტრის საჯიჯგნი გახდა არა მარტო ის თავად, არამედ მამულიც თვისი, ასე უპატრონოდ დარჩენილი.

ეს მარტოსული – ბატონი ზვიად გამსახურდია გახლდათ… რომლისთვისაც უპირველესი იყო, ენა, მამული, სარწმუნოება.

ზვიადი პირველად სკოლაში ბატონ კონსტანტინეს მიუყვანია, და როცა შინ წასასვლელად გაემზადა, წუთით შეყოვნებულა, – სიტყვადამარცვლით უთქვამს, – “ყურადღება მიაქციეთ ამ ყმაწვილს, მან საქართველო უნდა გაანთავისუფლოს”.

აუხდა ბრძნული წინასწარმეტყველება, მაგრამ ამ შედეგამდე მეტად ძნელი, ეკლიანი გზით იარა მისმა პირმშომ, და არ ყოფილა არც ერთი გადახვევა, არც შეცდომა მიზნის მიღწევაში, და რომც ყოფილიყო, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია ქვეყანაზე, ბატონი ზვიადი კი, ღმერთი არა, ღმერთკაცი იყო. როგორც იესო ქრისტე ახასიათებს თავის მისიას პილატეს სამსჯავროს წინაშე, – “ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვევლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი”, (იოანე 18, 17) ზვიადიც ასევე თვლიდა თავის მოვლინებას მისი მრავალტანჯული ქვეყნის გადასარჩენად. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

სოხუმში ცხოვრების ბედნიერ წლებში, მოსკოვიდან მეგობარი ექიმი, ანა მირჩენკო მესტუმრა. ის მოსკოვის ცნობილ, სერბსკის სახელობის საავამდყოფოში მუშაობდა, სადაც იმ დროს მთავარი ექიმის მოადგილე ქართველი, ვინმე (სახელი არ მახსოვს) შენგელაია ყოფილა, რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანამშრომლებში. ერთ დღეს, როცა ის საოპერაციოსკენ მიემართებოდა, მასთან ერთ- ერთი ექიმი მივარდნილა და აღშფოთებულს უთქვამს, – “დოქტორ, ტამ ვაშეგო ზემლიაკა უბივაიუტ!” მთელი საავადმყოფო დამდგარა შენგელაიას გვერდით და ბარბაროსი ექიმებისაგან, რომელთაც ზევიდან ჰქონდათ დაკვეთა, გამოუხსნიათ “ზემლიაკი”. მე შეგნებულად არ მინდა აღვწერო, თუ რა ვითარებაში და რა სახით ხდებოდა ეს, “ზემლიაკი” კი… ბატონი ზვიადი გახლდათ… არა ერთხელ მდგარა იგი შემდეგაც გარანტირებული სიკვდილის წინაშე, მაგრამ უკან არასდროს დაუხევია.

 იგი მზად იყო თავის ერისა და ქვეყნისთვის ეტვირთა წამება, და იტვირთა კიდეც ბოლომდე. “ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი”. (გამოცხ. 19.10) სწორედ ასეთი, პრომეთესეული წინასწარმეტყველება ბუდობდა მასში, და ამით წარმართავდა პირად ქმედებებს, დაწყებულს უკომპრომისო ბრძოლით, და დამთავრებულს საოცარი თვითშეწირვით. უფრო გვიან სწორედ იმისთვის გამოეშურა იგი გროზნოდან საქართველოში, რათა აეცილებინა ქვეყნისთვის შორსმჭვრეტელურად დანახული ნგრევა- პარტახი, თუნდაც სიცოცხლის ფასად… და ბედისწერის გარდუვალობა რომც არ ყოფილიყო ბუნებაში, ბატონი ზვიადი თავად შექმნიდა მას, რათა ზვარაკად მიეტანა თავისი სიცოცხლე მამულის საკურთხეველზე, ისე როგორც უფალმა ჯვარზე, და თუ უფალმა იესო ქრისტემ ამ სასტიკი ჯვარცმით სიკვდილი დაამარცხა, ბატონმა ზვიადმა, ფიზიკური და სულიერი ტანჯვით გოლგოთა გამოვლილმა, – ქართული სულიერება იხსნა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, და ყველას არ ძალუძს, მაგრამ ჩვენ რითი გადავუხადეთ?… იმით, რომ წყეული ოცდაათი ვერცხლი ავაჩხრიალეთ…

– შედეგი, – შემზარავი მკვლელობა…

– შედეგის შედეგი, – დღევანდელი საქართველო…

მაგრამ მისი ეს ბოლო ნაბიჯი სიკვდილ- სიცოცხლის მიჯნაზე, (გროზნო- საქართველო). არანაირად არ შეიძლება მივაწეროთ რაღაც გაუთვლელობას, მით უმეტეს – შეცდომას, პირიქით ეს იყო მისხალ- მისხალ, წინასწარმეტყველურად გათვალისწინებული, გააზრებული თვითშეწირვა, რითაც უპრეცედენტო მაგალითს, უკვე საბოლოოს, აძლევდა ერს, რადგან, – ”ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი (დარჩა) და იუდა რამდენი”. (ზ. გამსახურდია) ბატონი კონსტანტინე ბრძანებდა “ქართველობა ვიდოდა იესოს სისხლიან კვალზე”, რომელთა შორის, უპირველესი თანამედროვე ეპოქაში, მისი პირმშო გახლდათ. “და ემოსა სამოსელი, შეღებილი სისხლით”. (გამოცხ. 19. 11. 15) მის ნათელ შუბლსაც ასევე დასდინდა წმინდა სისხლი, და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, – “ზეცად აღევლინე, (აღევლინა მ. ბ. ) არ გიგუეს მიწაზე”, რადგან – “არ გამქრალა, ქვეყნად შური და მტრობა”, (ზ. გ. ) ფიზიკური მოკვდინება მისი, და ზეცად აღვლინება, არამც და არამც შემთხვევითი არ ყოფილა. სხვა უამრავ ფაქტორთა შორის, ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტიც უძღოდა ამას წინ, რამაც განაპირობა ეს უდიდესი ტრაგედია ტრაგედიათა შორის, რასაც უფრო ის ამძაფრებს, რომ “თანამოძმეთა” ღალატით აღსრულდა იგი.

დაცემულ სოხუმში, აფსუა სეპარატისტებმა და სისხლიანი იმპერიის მაღალჩინოსნებმა თათბირ- დიალოგზე მიიწვიეს სამეგრელოში მყოფი ბატონი ზვიადი, და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფასად დაუყოვნებლივ კანონიერ პრეზიდენტად დაბრუნდა შესთავაზეს.

ბატონი ზვიადი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე უპასუხა, – “ეს არ მოხდება, არასოდეს”.

 “თუ არა, მაშინ- სიკვდილი”, მიუგეს მას უბოდიშოდ.

“ნუ თუ სიკვდილი, იყოს სიკვდილი”, – შეუვალი ხმით განაცხადა ბატონმა პრეზიდენტმა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.

განა ეს თავგანწირვა არ იყო? კიდევ რანაირი სახით არსებობს დასტური სასიკვდილო მზაობისა? მისთვის ხომ ორაზროვნად არ უთქვამთ, ცალმხრივად განუცხადეს, – თუ ჩვენს წინადადებას არ მიიღებ, გარდაუვალი სიკვდილი გელისო, რაც მან უყოყმანოდ მიიღო. ეს იყო – “ცოტაც და ვეღარ მიხილავთ”, (იოანე 16) რაშიც გარეშე მტრებს მის ახლო გარემოცვაში მყოფი უამრავი იუდაც უწყობდა ხელს, “ჯვარს აცვი” – ს აღსასრულებლად, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, გოლგოთას გზაზე მარტო მავალს, უკანასკნელ წუთამდე ეტვირთა სულიერი და იდეური პატრიარქობა ერისა, და ამით აღესრულებინა მისი გადარჩენის უდიდესი მისია, რაც განსაკუთრებით წარმოაჩენს მის ქრისტესმიერ თვითშეწირვას.

გროზნოდან გადმოსვენებული ბატონი ზვიადის სვეტიცხოველის დიდებულ ტაძარში დაბრძანებაც სიმბოლური იყო.

– უტა არსაკიძეს, ხუროთმოძღვრების ამ საოცარი ძეგლის შემქმნელს,

– მარჯვენა მოკვეთეს…

– ზვიად გამსახურდიას, დაუღალავი ბრძოლით საქართველოს განმათავისუფლებელს,

– შუბლი განუგმირეს…

მცხეთიდან თბილისში მისი გადმოსვენების დღეს უჩვეულო, სიტყვით აღუწერელი რამ ხდებოდა. ეს იყო კიდევ ერთხელ, სამეგრელოს ეპიზოდის შემდეგ, (ალბათ ბოლოც) გამოხატვა სრულიად საქართველოს იმ უდიდესი სიყვარულისა, რაც წამებულმა პრეზიდენტმა დამსახურებულად მოიპოვა ერში. იყო ზღვა ხალხი, და ზღვა სიყვარული… უდიდესი გლოვა, და უდიდესი რისხვა მაშინდელი ხელისუფლებისადმი, რომლის უბინძურესი ნამუშევრის წინაშეც ვიდექით… სვეტიცხოვლის შემოგარენი ხომ ვერ იტევდა მგლოივარეთ, მაგრამ საოცარი იყო რაოდენობა ადამიანთა, რომელნიც მცხეთიდან თბილისამდე გზის აქეთ- იქეთა მხარეს გამოფენილი, ცრემლითა და ღვინით, მამა- პაპურად უკანასკნელ გზაზე აცილებდა პირველ, ეროვნულ და მარადიულ პრეზიდენტს, რომელსაც, როგორც იქნა ეღირსა, თავის ნაწამები სხეულითა და სულით მიბარებოდა მშობლიურ მიწას…

ეს არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავის, თუნდაც ეროვნული გმირის გლოვა- დატირება…

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა განდიდებისა, (დამსახურებულად), როგორსაც ჩვენი წინაპრები წმინდანების მიმართ აღავლენდნენ, და იმიტომ, რომ მასში, სატანასთან შიშველი ხელებით მებრძოლში, ერთდროულად იყო განივთებული დემეტრეს თავდადება, წმინდა გიორგის განუმეორებელი ვაჟკაცობა, თევდორეს გაუტეხელობა, საოცარი მაღალსულიერება, ცოტნეს უმაგალითო სიყვარული მოყვასთა, და ბოლოს, – დიდი ილიასმიერი შუბლშეშვერა “მოძმეთა” ტყვიისთვის, ანუ – ტანჯულისა და განწირულის ჯვარცმა ქრისტესმიერი… და არ მეგულება ადამიანი, რომელიც შესძლებს აღწეროს მისი უკანასკნელი დღეების ფიზიკური, (ტყე-ღრეში სიარული) განსაკუთრებით კი სულიერი წამება, რისი მოზიარეც მას ამ ქვეყნად არავინ ჰყავდა… თავქვეშ ამოდებული ბიბლია კი იგივე იყო, იესომ ძმარი რომ მიიღო და თქვა, – “აღსრულდა”.

ასობით ათასი ხალხი, ამ აღსრულების წინაშე მუხლებზე დაჩოქილი, ხან თავჩაქინდრული, გაოგნებული გახლდათ მისი მუხანათურად გაწირვის გამო, ხან თავაწეული და უსაზღვროდ ამაყი – მისი სულიერი სიმაღლის, სიწმინდის, მიმტევებლობის და… მისი უკვდავების მარადისობის გამო…

… და შეუერთდა ზეციერებას კიდევ ერთი უდიდესი წმინდანი საუკუნისა.

… მაშ როგორ რჩება მის ზეციურ ნიშაში ადგილი, რომელიც მოკლებულია წმინდანის ნიშნებს?

ზვიად გამსახურდია უახლესი საუკუნის, და ჩვენი თანამედროვეობის წმინდანია უთუოდ, თავის გამორჩეულად მოწამებრივი სიცოცხლით, და მით უფრო, – ვერაგთა მიერ – შემზარავი მოკვდინებით, რაზეც კითხვის ნიშნის დასმა – მკრეხელობაა. მინდა დავამთავრო მუხლმოყრილი, საკუთრივი თხოვნით, და არა მარტო. იმ ზღვა ხალხის სახელით, რომელიც გროზნოდან ბატონი ზვიადის ჩამობრძანებას აღფრთოვანებული შეხვდა ზუგდიდში, და იმათიც, ვინც ვერ შეხვდა მიზეზთა გამო. უფრო გვიან კი სვეტიცხოველიდან მთაწმინდამდე ლამის ფეხით მიაცილა მისი წმინდა და უხრწნელი ცხედარი. (ექიმ თამარ დეკანოისიძის სიტყვები გაზეთ “მესამე თვალი” – დან, – “ჩემი მუშაობის ოცდაათწლიან პრაქტიკაში მსგავსი უხრწნელი ცხედარი არ მინახავს”).

მე იმ ასიათასობით ხალხის სახელით ვითხოვ,

– უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, და წმინდა სინოდის დადგენილებით, –

უდიდესი მამულიშვილი, ჭეშმარიტი, წამებული ქრისტიანი, საქართველოს პირველი ეროვნული პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია,

შეირაცხოს… – წმინდანად.

 

მარეხ ბაღიშვილი,

დევნილი ჟურნალისტი სოხუმიდან

7 იანვარი 2009 წ.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2009. ოქტომბერი, N22

 

 

 

17 Responses to “◊ სასუფეველს შეემატა წმინდანი”

  1. უჩა said

    შევარდნაძის ჯიბის ე.წ. წმინდა სინოდი შერაცხავს თუ არა იმისგან დამოუკიდებლად სულ-კურთხეული ზვიად გამსახურდია წმინდანია!

    Like

  2. უჩა said

    ილია მეორის კურთხევით არ უნდა მოხდეს დიდი ზვიადის წმინდანად შერაცხვა. ივერიელი კურთხევას აძლევს საქართველოს მაოხარ ამხანაგ ე. შევარდნაძეს და სააკაშვილის ჯიბის წინასწარმეტყველს ლელა კაკულიას. ვიცით ქართველებმა რას ნიშნავს მისი კურთხევა

    Like

  3. I noticed this webpage as someone used the phrase lipo bind within a recent article. My specialty is reducing your weight. Because of this I’m always interested in reading what exactly inspires successful individuals. blog.

    Like

  4. Anisha Roe said

    You are a very intelligent person!

    Like

  5. Costaneda said

    Excellent website, I’ve found this insightful. A lot of helpful information there. Thanks.

    Like

  6. Pulham said

    I insisting my dad that does not all headlines posted on the net are original but this post is usually an exceptional to my rule.

    Like

  7. sammy smith said

    hello everyone, I was just checkin’ out this blog and I really admire the foundation of the article, and have nothing to do, so if anyone wants to have an enjoyable discussion about it, please contact me on POF, my name is sammy smith

    Like

  8. joe said

    hiya everyone, I was just checkin’ out this site and I really admire the foundation of the article, and have nothing to do, so if anyone wants to have an compelling discussion about it, please contact me on AIM, my name is joe polaska

    Like

  9. Magan Sires said

    Thank you for the article, it was nice to learn something.

    Like

  10. Tanika Wahington said

    Keep functioning ,great job!

    Like

  11. Glenview said

    Good stuff. Looking forward to reading more from you.

    Like

  12. Trevor said

    I’m impressed, I must say. Really rarely do I encounter a blog that’s both educative and entertaining, and let me tell you, you have hit the nail on the head. Your idea is outstanding; the issue is something that not enough people are speaking intelligently about. I am very happy that I stumbled across this in my search for something relating to this.

    Like

  13. carpet said

    excellent article very helpful will visit again one day

    Like

  14. Tiehen said

    Wow this was probably among the best articles I have look at on the topic up to now. I cannot have any idea where you get any information but up! Fantastic, totally awesome.

    Like

  15. Belinda Larance said

    Fantastic website you got here, best content yet!

    Like

  16. Maribeth Semonis said

    Fantastic article over again!

    Like

  17. ___

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s