Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ტელევნაია- ზვიადი და ჯოხარი

 

ნ. ტელევნაია

ძმადნაფიცები უკუნითი უკუნისამდე

შემოკლებით

საზოგადოება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ დიდი გაჭირვებით შეიძლება მივიჩნიოთ ცივილიზებულად. სამოქალაქო საზოგადოებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. რუსეთში იგი არასდროს ყოფილა და თვალმისაწვდომ ისტორიულ მომავალშიც არა სჩანს. ეგრეთ წოდებულმა თავისუფალმა ბაზარმა, რომელშიც სურთ ყველა უბედურებისგან თავის დახსნის პანაცეა დაინახონ, რუსეთი უკვე მიიყვანა სისხლის სამართლის დანაშაულის საზარელ ფორმამდე, რომლის მსგავსი არსად და არასდროს ყოფილა, საიდანაც პირდაპირი გზაა გადაგვარებისაკენ, ბარბაროსობისაკენ და ველურობისაკენ.

ისტორიულ ვაკუუმში არსებობამ, სადაც ისტორიული მოვლენები იცვლება მორიგი მთავრობის მიერ დასახული “ისტორიული” ღონისძიებებით, რომელიც ისტორიულ პროცესს აქცევს გაუგებარს, ერთჯერადი მოხმარების საგნად, საზოგადოება გაიყვანა ისტორიული სივრცისა და დროის მიღმა. საზოგადოება ცხოვრობს ირეალურ და მერყევ მარადიულ “დღეს” და სოციალური ექსპერიმენტებით თავი ამოჰყო ისტორიამდელ ეპოქაში.

ისტორიულ დროში გადასვლა – ეს არის ჰეროიკული პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ახლა დაიწყო კავკასიაში. პირველად სწორედ კავკასიაში გამოჩნდნენ ინდივიდუმები, რომლებიც ჰეგელის მიერ განმარტებული ანტიკური გმირების მკაცრ ჩარჩოებში თავსდებიან.

ესენი არიან ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია. ისინი XX საუკუნეში მოვიდნენ თითქოს სხვა ისტორიული ეპოქიდან და თითოეული მათგანი ცხოვრობდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საკუთარი მრწამსით.

ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ოქროს საუკუნის შვილი. ჯოხარ დუდაევი ბუნებრივი თავისუფლების პატრიარქალური დროების ლეგენდარული პირმშო. შეზღუდული არა კანონებით, არამედ დაურღვეველი და უკვდავი ადათ-წესებით. დუდაევის გენეტიკური მეხსიერება ისახავდა ბელადთა და მეფეთა სახეს, რომლებიც მშვიდობიანობის დროს ნახირს მწყევსავდნენ, ხოლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, რომლებიც მათ მშვიდობიან საძოვრებს შემოესივნენ, იბრძოდნენ უბრალო მეომრებთან მხარდამხარ და არასდროს კვდებოდნენ ფარზე, არამედ ფარით ხელში… იდუმალი უცნობი წარსული, რომელიც შეგნებაში იძლევა რაღაც მარადიულს და უახლესი წარსული – სამუდამო გადასახლება, დაბრუნება მშობლიურ ადგილებში, არ შეიძლება ხსომებოდა ბავშვს. მაგრამ ყოველთვის ახსოვდა და იხსენებდა მშობლების, უფროსი ძმების მოგონებებს. ამიტომ იქცა ეს ყველაფერი ერთიან პათოსად და ბედისწერად, ხოლო თვითონ – XX საუკუნის კავკასიის პირველ ეპიკურ გმირად.

ჩეჩნეთის ომის ესქატოლოგიური ხასიათი არაა მხოლოდ იჩქერიის ხალხის ტოტალური გენოციდი, არამედ ფლორისა და ფაუნის, ქვეყნის ისტორიული ლანდშაფტის, თვით მიწის, რომელზეც ეს ხალხი ცხოვრობს ორიათასწლეულის მანძილზე. განადგურება და მოსპობა, რათა მომავალ თაობებს არ ეფიქრათ, რომ ამ ჯოჯოხეთური ცეცხლით დამწვარ მიწაზე შეეძლო ეცხოვრა, ებრძოლა და გაემარჯვა ადამიანს, XX საუკუნეში ენახათ ირეალური სიზმარი: წინარეისტორიული დრო, როცა იქმნებოდა მითები კაცობრიობისთვის საბედისწერო ბრძოლების შესახებ, მისივე შექმნილ ურჩხულებთან.

ამ ომის გამოცდილება ალბათ უკვე შეისწავლება, რათა გაიგო ცუდად შეიარაღებული მცირერიცხოვანი მეომრების ბრძოლის სტრატეგია აგრესორის ოთხასათასიან არმიასთან, რომელიც მის წინააღმდეგ იყენებს მასობრივი მოსპობის ყველა საშუალებას. ჯერჯერობით ბირთვული იარაღის გარდა. ეს შესწავლა ცოტას მოგვცემს. მსოფლიო ისტორიაში ამ უპრეცენდენტო წინააღმდეგობის მიზეზი არის არა ჯოხარ დუდაევის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭი, არამედ იჩქერიის მთელი ხალხის მიერ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღება, როგორც ბედისწერის გარდუვალობა. ამიტომ, დუდაევის დაღუპვაც, რომელიც აღიქმება როგორც საყოველთაო მწუხარება, არ გამხდარა ნაციონალური კატასტროფა. რაც, როგორც სჩანს, თავიდანვე ასე ჰქონდა ჩაფიქრებული იმპერიას, არამედ იგი იქცა გმირის გზის ჭეშმარიტ აპოთეოზად. იგი მოკვდა როგორც გამარჯვებული. შეასრულა ის, რაც მთელი მისი ცხოვრების პათოსად იქცა: მან შეჰქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო – იჩქერიის (ჩეჩნეთის) რესპუბლიკა და რაც უნდა თქვა “დუდაევის რეჟიმზე”, ყველაფერი გაქარწყლდება ფაქტების უტყუარობით. მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებრიობას, დარაზმულს ერთიანი ნებით და ხალხის ერთიანი ბედით, შეუძლია წინ აღუდგეს აგრესორის მომაკვდინებელ ძალას, რომლის ადამიანთა რეზერვი აჭარბებს იჩქერიას 150-ჯერ მეტად და რომელიც ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენია, რათა დააჩოქოს ჩეჩენი ხალხი. მაგრამ დედამიწაზე თუნდაც ერთი ჩეჩენი რომ დარჩეს, იგი ყველგან და ყოველთვის თავს იგრძნობს, როგორც მოქალაქე თავისუფალი იჩქერიისა. ყველგან და ყოველთვის! სწორედ ეს არის ჯოხარ დუდაევის დიდი ისტორიული გამარჯვება, რომელიც იქცა ახალი გმირული ეპოსის ბედნიერ ეპიკურ გმირად. გმირული ეპოქის, რომელიც კვლავ იშვა კავკასიაში.

მაგრამ თუ ჯოხარ დუდაევი ეპიკური თქმულების ბედნიერი გმირია, ზვიად გამსახურდია არის ტრაგიკული, თავგანწირული ფიგურა. იგი საქართველოში მოვიდა მისი ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში და მოვიდა ოქროს საუკუნიდან, სადაც მას, თეოლოგსა და მოაზროვნეს, მისთვის შესაფერისი ადგილი ეჭირა თამარ მეფის ბრწყინვალე სასახლის ფილოსოფიურ დისპუტებში. მაგრამ იგი დაიბადა სისხლიან XX საუკუნეში, როცა შინაგანად აფეთქებული დროთა კავშირი დაირღვა. ქართველი ჰამლეტი მოწოდებული იყო, აღედგინა იგი, მაგრამ ეს მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი დანიის პრინცისთვის. იგი აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად და ამ პოსტზე დაჰყო ნახევარ წელიწადს. მისი პრეზიდენტობის გზა ცნობილია – ეს არის გოლგოთისკენ აღმავალი გზა! პრეზიდენტი-დისიდენტი, როგორც მას ზოგჯერ უწოდებდნენ, იქცა პრეზიდენტ-მოწამედ. საერთოდ, მასში იყო რაღაც ქრისტიანი მოწამისა და სხვა დროს რომ ეცხოვრა, იგი გახდებოდა რწმენის მოღვაწე ხალხის რჩეული. საქართველოს რჩეული მზად იყო, ემსახურა მისთვის როგორც რაინდს, მაგრამ იგი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით და პოლიტიკური კამათი მას ესმოდა, როგორც დისპუტი ჭეშმარიტების დასადგენად. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი კი იყვნენ პროფესიონალი ჯალათები. მაგრამ მან იცოდა, რა სურდა საქართველოს და ეს მას არ აპატიეს. მეზობელმა ძლიერმა სახელმწიფომ, როცა დარწმუნდა, რომ საქართველოში ყველაფერი სერიოზულად კეთდება, მიაყენა ძლიერი დარტყმა. საქართველო, რომელიც პირველი განთავისუფლდა ბოლშევიზმისგან, პირველივე იღებს ძლიერ დარტყმას გარედან. იგი იქცა მოსკოვის მიერ დაგეგმილი პოლიტიკური ინტრიგებისა და სისხლიანი პროვოკაციების პოლიგონად.

როცა გამსახურდიას წინაშე დადგა საკითხი, თუ ვისი სისხლი უნდა დაღვრილიყო. მან უყოყმანოდ გააკეთა არჩევანი…

საქართველოს ბედისწერა მის ბედისწერად იქცა. მისი ცხოვრების ტრაგედია მისი სიკვდილით არ დასრულდა. საყვარელი სამშობლო კვლავ ძველებურად ჯვარცმულია და ხან ჩუმად, ხან ხმამაღლა ისმის ხმები, რომ ზვიადი ცოცხალია, რომ იგი დაბრუნდება…

და ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევს, სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, ჰქონდათ ერთი სიყვარული და ერთი რწმენა – კავკასია. მათ იცოდნენ, რომ ღმერთმა კავკასიის შექმნისას განსაკუთრებული გულუხვობა გამოიჩინა. მან იმდენი მასალა მოანდომა მის შექმნას, რაც თავისუფლად ეყოფოდა რამდენიმე ქვეყნის შექმნას. მაგრამ თვით ღმერთს არ შეუძლია ქვეყნის რამდენიმე ნაწილისაგან ერთიანი კავკასიის შექმნა. სამაგიეროდ, ადამიანებს შეუძლიათ კავკასიის განადგურება და გამსახურდია და დუდაევი ხედავდნენ, რომ ხალხთა ახალი დასჯის და ტანჯვის დიდი ღამე დგება ყველაზე ტრაგიკულ და ყველაზე ლამაზ მიწაზე და გამსახურდია და დუდაევი ხედავენ, რომ მხოლოდ კავკასიის ხალხთა კავშირის შექმნას შეუძლია გადაარჩინოს მათი ადათ-წესები, ცხოვრების ნირი, ხოლო ზოგი – სრულ განადგურებას.

და, აი, მეომარი და მოაზროვნე, ჩეჩენი და ქართველი, მუსულმანი და ქრისტიანი,

ხელს უწვდიან ერთმანეთს და ხდებიან მოკავშირეები და ძმადნაფიცები

საუკუნოდ და უკუნითი უკუნისამდე.

… ჩეჩნები დროს შეიგრძნობენ არა როგორც წუთისოფელს, არამედ როგორც ყოფიერების უსასრულობას. სწორედ ესაა პატარა ჩეჩნეთის მიერ უზარმაზარი რუსეთის სახელმწიფოსადმი გაუგონარი, მამაცური წინააღმდეგობის გაწევის საიდუმლო, როგორც ამ გამანადგურებელ ომში, ასევე წარსულ ომებშიც. ჩეჩნები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია და თავისი მრავალათასწლოვანი გენეტიკური მეხსიერების გამოცდილებით ისინი შეიგრძნობენ ნებისმიერი თვითმპყრობელობის ფუჭ წარმავლობას. ამას ვერ იგებენ ვერც მრავალრიცხოვანი რუსი დამპყრობლები, ვერც კავკასიაზე გულწრფელად შეყვარებული რუსი პოეტები. ის, რაშიც ხედავენ, მათი აზრით, ხალხის ნახევრად ველურ, ბარბაროსულ ეგზოტიკას, სინამდვილეში არის უძველესი კულტურის გამოვლენა, კულტურისა, რომელიც ბევრად აღემატება დამპყრობთა ახალგაზრდა ცივილიზაციას. ეს გამოვლენაა დავიწყებული, საუკუნეებში დაკარგული ფილოსოფიისა, დიდი ფილოსოფიისა, რომელიც შეგუებული იყო არა ყოველდღიურობის წვრილმან მოთხოვნილებებს, არამედ აღემატებოდა ცხოვრების წარმავლობას თავისუფლებისკენ დაუძლეველი მისწრაფების შეგნებით.

სწორედ ეს ფილოსოფიაა, რომელიც მოცემულია არა ცნობიერებაში, არამედ სულის მარადიული მდგომარეობაში, რომელიც ყოველთვის განსაზღვრავდა კავკასიის ტრაგიკულ, ჰეროიკულ და ლამაზ ისტორიას. მასშია კავკასიის მომავლის პასუხიც.

დაისის სისხლიან ცაზე ისინი მხარდამხარ დგანან – ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია.

ვინ არიან – წინამორბედნი? მომავალი დღეების გმირული სიმბოლოები? თუ უკანასკნელი ისტორიული გმირები, ცოცხალი ანაქრონიზმი, კაცობრიობის არყოფნაში უდროოდ წასულები?… გმირები? მსხვერპლნი? გამარჯვებულნი?

 

1996

 

https://iberiana.wordpress.com/jokhar_zviad/

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s