Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• უზენაესი საბჭო

უზენაესი საბჭო

 

 

საქართველოს უზენაესმა საბჭომ, რომელსაც ხალხმა “ზვიადის პარლამენტი” უწოდა, თავისი 14 თვის არსებობის მანძილზე საქართველოს სამი ისტორიული ღვაწლი დასდო. პირველი. მან გააუქმა რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ გამოგონილი და შექმნილი “სამხრეთ ოსეთი“, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისათვის იყო განკუთვნილი სამომავლოდ. მეორე. ჩაატარა საერთო-სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მესამე. მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

***

უზენაესი საბჭოს დადგენილებები, განცხადებები, მიმართვები

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამისა, ა. წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი” და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ: არჩევნები დაინიშნა 1990 წლის ორი დეკემბრისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად” გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

1990 წლის 22 ნოემბერი.

საქართველოს რესპუბლიკის

კანონი

 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.

მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე _ ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104ე მუხლის მე3 და მე11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო _ აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ” და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ”.

4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.

ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.

5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.

6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:

_ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულტერიტორიული მოწყობის შესახებ:

_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულტერიტორიული მოწყობის შესახებ:

_ განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად:

_ შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.

7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.

8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე  ზ. გამსახურდია.

 1990 წლის 11 დეკემბერი

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 დადგენილება

 ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, და კერძოდ ქ. ცხინვალში, სეპარატისტული ძალების უკანონო დანაშაულებრივმა მოქმედებამ მიაღწია კულმინაციას, ჩატარდა ანტიკონსტიტუციური არჩევნები, გამოცხადდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა”, მოხდა ხელისუფლების უზურპაცია თვითმარქვია ავანტურისტული ელემენტების მიერ, საფრთხე ემუქრება სამოქალაქო მშვიდობას, ადგილი აქვს ტერორისტულ აქტებს, დღეს ქ. ცხინვალში ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის გამოყენებით მოკლულ იქნა სამი მოქალაქე, ხოლო სამი დაიჭრა.

საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენის, ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაციის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. გამოცხადდეს საგანგებო წესები ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე 1990 წლის 12 დეკემბრიდან. საგანგებო წესების მოქმედების ვადა განისაზღვროს ერთი თვით.

2. ქ. ცხინვალის ტერიტორიაზე და ჯავის რაიონში შემოღებულ იქნეს კომენდანტის საათი 1990 წლის 12 დეკემბრის 22 საათიდან. კომენდანტის საათის მოქმედების ხანგრძლივობა განისაზღვროს 22.00 საათიდან 7.00 საათამდე.

3. ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის კომენდანტს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. მოქალაქეთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სახალხო მეურნეობის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გამოყენებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ძალები და ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში განლაგებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები.  ისინი ხელმძღვანელობენ იმ კანონებითა და წესდებებით, რომლებიც არ ხელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს, აგრეთვე ამ დადგენილებით.

5. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებსა და მათ რწმუნებულებს ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე “საგანგებო წესების შესახებ@ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონის შესაბამისად მიეცეს უფლება გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებები:

1) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის ცხოველქმედებასა და სახალხო მეურნეობის ობიექტების უზრუნველყოფას;

2) შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

3) აუკრძალონ ცალკეულ მოქალაქეებს დატოვონ დადგენილი ვადით გარკვეული ადგილი, თავისი ბინა (სახლი), გააძევონ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი. საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან იმ ადგილის ფარგლებს გარეთ, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული;

4) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი და ტყვია წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს – აგრეთვე სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

5) აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

6) შეიტანონ ცვლილებანი საწარმოორგანიზაციათა პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, დააწესონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები;

7) დანიშნონ და გაათავისუფლონ თანამდებობიდან საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკრძალონ მუშამოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნა საკუთარი სურვილით, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა;

8) გამოიყენონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის;

9) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

10) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, აგრეთვე საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება;

11) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტშემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა;

12) შემოიღონ კარანტინი და გაატარონ სხვა სავალდებულო სანიტარული ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

13) შეზღუდონ ან აკრძალონ გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე რადიო და ტელეგადამცემი აპარატურის, აუდიო და ვიდეო ჩამწერი ტექნიკის გამოყენება, ჩამოართვან ხმის გამაძლიერებელი ტექნიკური საშუალებანი; დაუწესონ კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;

14) შემოიღონ კავშირგაბმულობის სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

15) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და მოაწყონ მათი გასინჯვა;

16) შემოიღონ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ ორგანიზაციების, მასობრივი მოძრაობების, მოქალაქეთა თვითმოქმედი გაერთიენებების საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი აბრკოლებენ ვითარების ნორმალიზაციას;

17) აკრძალონ მოქალაქეთა შეირაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით;

18) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოაწყონ პირადი გასინჯვა ნივთიერებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

6. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ სპეციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივ ადგილებში.

7. პირები, რომლებიც ახდენენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის პროვოცირებას, ავრცელებენ პროვოკაციულ ხმებს, უშლიან ხელს მოქალაქეთა თანამდებობის პირთა მიერ მათი კანონიერი უფლებების განხორციელებას, არღვევენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, შეიძლება დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით 30მდე დღეღამის ვადით; ეს პირები შეიძლება მიცემულ იქნენ ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში კანონის შესაბამისად.

8. ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისათვის შემოღებულ იქნეს რკინიგზისა და სხვა კომუნიკაციების დაცვა საქართველოს რესპუბლიკის  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ძალების გამოყენებით.

9. ეს დადგენილება ძალაში შედის 1990 წლის 12 დეკემბრის 22.00 საათიდან და მოქმედებს საგანგებო წესების გაუქმებამდე.

10. საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს სსრ კავშირის უზენაეს საბჭოსა და სსრ კავშირის პრეზიდენსტს.

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და სთხოვოს მას მოავლინოს საქართველოს რესპუბლიკაში თავისი მეთვალყურენი.

  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

 ზ. გამსახურდია.

 თბილისი, 1990 წლის 12 დეკემბერი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, რომელიც გაეცნო სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულებას, მიაჩნია:

1. სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც არ ცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონის იურიდიულ ძალას, ანტიკონსტიტუციურია შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) საქართველოს რესპუბლიკის კანონის იურიდიული ძალის უარყოფა არ შეუძლია სსრ კავშირის ხელისუფლების არც ერთ ორგანოს, რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სსრ კავშირის კონსტიტუციის თანახმად საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და თავისი საზღვრების ფარგლებში ახორციელებს ტერიტორიულ უზენაესობას (საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 70ე მუხლი და სსრ კავშირის კონსტიტუციის 78-ე მუხლი), რომლის ძალითაც რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა აქტები განუხრელად უნდა შეასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანომ, საწარმომ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ.

ბ) საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სსრ კავშირის კონსტიტუციის თანახმად რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს გადაწყვიტოს ეროვნულსახელმწიფო მოწყობის ყველა საკითხი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და გააუქმა თავის დროზე არაკანონიერად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სადაც ამჟამად ექსტრემისტები და სეპარატისტები ეწევიან არა მარტო იქ მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის აშკარა დისკრიმინაციას და შევიწროებას, არამედ ცდილობენ საქართველოს მოსწყვიტონ ეს რეგიონი;

სსრ კავშირის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ სსრ კავშირის უზენაესი საბჭო უფლებამოსილია დაამტკიცოს ახალ ავტონომიურ ფორმირებათა შექმნა (72ე მუხლის მე2 პუნქტი), ამ საკითხების გადაწყვეტა კი მოკავშირე რესპუბლიკის პრეროგატივაა (საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტიციის 72ე მუხლის მე3 პუნქტი)

ავტონომიური ოლქის გაუქმების ფაქტის დამტკიცების საკითხი არ დასმულა სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წინაშე, ვინაიდან ამგვარი წესი არ არის გათვალისწინებული არც სსრ კავშირის კონსტიტუციით და არც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით. “სსრ კავშირისა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” 1990 წლის 26 აპრილის კანონი, მთელი თავისი ანტიკონსტიტუციურობის მიუხედავად, ასევე არ ითვალისწინებს ავტონომიური ოლქის გაუქმების ფაქტის დადასტურებას.

სსრ კავშირის უზენაესი საბჭო ვალდებულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 87ე მუხლიდან ამოიღოს დებულება საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყოფნის შესახებ და ამით სსრ კავშირის კონსტიტუცია შეუსაბამოს იურიდიულ და ფაქტობრივ სინამდვილეს.

2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო არ აკნინებს ეროვნებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას სახელმწიფოებრივი ერთეულის შექმნის ჩათვლით, ამასთან დაუშვებლად მიიჩნევს ამ უფლების გავრცელებას საქართველოში მცხოვრებ იმ ეროვნულ უმცირესობებზე, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა გააჩნიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო სამართალიც კი მათ ანიჭებს მხოლოდ ეროვნულკულტურული ავტონომიის უფლებას და თანასწორუფლებიანობას ცხოვრების ყველა სფეროში (ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 27ე მუხლი, ახლახან მიღებული პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის და სხვა აქტები), რაც საქართველოში ყოველთვის იყო და არის უზრუნველყოფილი ყველა ერის წარმომადგენლებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ოლქის გარდა, სადაც 65 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს, საქართველოს სხვა რაიონებში 100 ათასზე მეტი ოსი ეროვნების მოქალაქეა დასახლებული, რომლებიც ყველა სამოქალაქო და ეკონომიკურკულტურული უფლებით სარგებლობენ.

3. მიუღებელია სსრ კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და პირადად სსრ კავშირის პრეზიდენტის პოზიცია, ვინაიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სეპარატისტულ მოქმედებათა მთელი დროის განმავლობაში, როდესაც მან მიიღო საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცებისაკენ მიმართული აშკარა ანტიკონსტიტუციური აქტები (1990 წლის 20 სექტემბერსა და 16 ოქტომბერს), საკავშირო ორგანოებმა არავითარი ოფიციალური რეაგირება არ მოახდინეს, მხარი არ დაუჭირეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და მის პრეზიდიუმს, რომლებმაც საოლქო საბჭოს მოქმედებანი არაკონსტიტუციურად გამოაცხადეს სწორედ სსრ კავშირის კონსტიტუციის ძალით, რასაც ასე ხშირად იშველიებს სსრ კავშირის პრეზიდენტი.

სსრ კავშირის კონსტიტუციას თუ დავერწმუნებით, კავშირისა და, უწინარეს ყოვლისა, სსრ კავშირის პრეზიდენტის ამოცანაა უზრუნველყოს სსრ კავშირის კონსტიტუციით განმტკიცებული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ხელისუფლების საკავშირო ორგანოები ფაქტობრივად აქეზებდნენ სეპარატისტებს არაკანონიერი ქმედებისათვის; 9 დეკემბერს ჩატარდა არჩევნები არაკანონიერად შექმნილ “რესპუბლიკაში”. ამ შემთხვევაშიც სსრ კავშირის პრეზიდენტმა, სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა და თვით უზენაესმა საბჭომაც დუმილი ამჯობინეს.

სსრ კავშირის პრეზიდენტმა მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა რეაგირება, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იძულებული გახდა გაეუქმებინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ფაქტობრივად გაუქმდა ავტონომიური ოლქის საქართველოსაგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით.

საგულისხმოა, რომ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება განაპირობა საკავშირო ორგანოების მიმნებებლობამ, რითაც ისარგებლეს სეპარატისტებმა, ქ. ცხინვალში მოკლეს და დაჭრეს საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ იქ იმყოფებოდნენ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა შინაგანი ჯარები.

ექსტრემისტებმა, რომლებიც გრძნობენ ცენტრის მხარდაჭერას, წესად გაიხადეს დავდასხმა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე, რომელთაც ეკისრებათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანა, და მძევლებადაც აჰყავთ ისინი.

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ამოეღოთ იარაღი, რიმელიც დიდი რაოდენობით გააჩნიათ აღვირახსნილ ექსტრემისტებს.

ყოველგვარ მორალურ და იურიდიულ საფუძველს არის მოკლებული სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც რეგიონიდან გაყვანილ უნდა იქნეს ყველა შეიარაღებული ფორმირება, გარდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა.

რეგიონში არ არის არავითარი “შეიარაღებული ფორმირებანი”, გარდა ოსი ექსტრემისტებისა, რომლებიც სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების მიმნებებლობის გამო ნადირობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე, რის თაობაზეც ბრძანებულებაში რატომღაც არაფერია ნათქვამი. მილიციის ქვედანაყოფები შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების შემადგენელი ნაწილია და პროფილაქტიკურ და ოპერატიულსაგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის.

საგანგებო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ნაწილების გამოყენება უშუალოდ არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ასევე სსრ კავშირის კანონმდებლობით. ეს რესპუბლიკის ერთერთი სუვერენული უფლებაა და ხელისუფლების არც ერთ საკავშირო ორგანოს, სსრ კავშირის პრეზიდენტსაც კი, არა აქვს უფლება შეზღუდოს რესპუბლიკის კომპეტენცია, უზრუნველყოს თავისი ტერიტორიის ფარგლებში წესრიგის დამყარება, მით უმეტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება მართლზომიერად ცნეს შესაბამისმა საკავშირო ორგანოებმა.

პრეზიდენტის ბრძანებულების ტრაგიკულმა შედეგებმა თავი იჩინა მისი გამოქვეყნებიდან უკვე რამდენიმე საათის შემდეგ. ამ აქტით გამხნევებული ადგილობრივი ექსტრემისტები თავს დაესხნენ საქართველოს რესპუბლიკის მილიციის მუშაკებს, არის ადამიანთა მსხვერპლი.

ნიშანდობლივია, რომ ბრძანებულება, ერთი მხრივ, სადავოს ხდის საქართველოს რესპუბლიკის კანონს და მიუთითებს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაზე, ხოლო მეორე მხრივ, დუმილით უვლის გვერდს ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სტრუქტურების ლიკვიდაციის აუცილებლობას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 11 დეკემბერს მიღებული “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის იურიდიული ძალა.

2. სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წინაშე დაისვას საკითხი სსრ კავშირის კონსტიტუციის 87ე მუხლში შესაბამის ცვლილებათა შეტანის შესახებ.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულებამ არაკანონიერად აღიარა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ მიღებული აქტები ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ.

4. არაკანონიერად იქნეს მიჩნეული ბრძანებულების მოთხოვნა რეგიონიდან საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის ქვედანაყოფთა გამოყვანის შესახებ, ვინაიდან ისინი მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მიჩნეულ იქნეს სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულება საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რესპუბლიკისა და მისი ხალხის სუვერენულ უფლებათა უგულებელყოფად, რაც ნათლად გამოვლინდა საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური სახელწოდების დამახინჯებაშიც _ ბრძანებულებაში გამოყენებულია ძველი დასახელება _ საქართველოს სსრ.

7. ხელისუფლების უზენაესობისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფაა აუკრძალო დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლების უზენაეს ორგანოს საკუთარი სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით აკონტროლებდეს ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს;

იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში განლაგებული სსრ კავშირის შინაგანი ჯარები შეეცდებიან ძალის გამოყენებით დაატოვებინონ საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული რეგიონი, ეს ქმედება შეფასებული იქნება, როგორც ცენტრის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყება.

ამ აქციის შესაძლო შედეგებისათვის მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საკავშირო უმაღლეს ხელისუფლებას და პირადად სსრ კავშირის პრეზიდენტს.

8. ეს დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

 ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 9 იანვარი.

 საქართველოს რესპუბლიკის

 კანონი 

გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ

 (…)

მუხლი 5. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები

1) პრეფექტი და პრეფექტურა

რაიონსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს…

(…)

რაიონისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების უმაღლესი თანამდებობის პირია პრეფექტი. იგი უზრუნველყოფს საერთო რესპუბლიკური ინტერესების დაცვას და სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილების განხორციელებას.

(…)

ავტონომიური რესპუბლიკების რაიონების და რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკების) დაქვემდებარების ქალაქების პრეფექტებს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

(…)

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

 ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 29 იანვარი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 შინაგანი ჯარების _ ეროვნული გვარდიის რიგებში 1991 წელს წვევამდელთა გაწვევის შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 61-ე მუხლისა და “საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების_ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონის შესაბამისად, წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. შეიქმნას რესპუბლიკის შინაგან ჯარებში _ ეროვნულ გვარდიაში წვევამდელთა გამწვევი რესპუბლიკური საბჭო.

3. დაევალოთ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში ორი თვის ვადაში შექმნან სათანადო გამწვევი კომისიები რაიონებისა და ქალაქების შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, სხვა სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივპოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით…

(…)

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 29 იანვარი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ

 აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დაუმთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს.

“საქართველოს სსრ კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღების წესის თაობაზე” საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს თავისი უფლებამოსილება შეუნარჩუნდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე.

1990 წლის 4 დეკემბრის კანონის რედაქციით ჩამოყალიბებული აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75ე მუხლის შესაბამისად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელება დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არა უმეტეს 6 თვისა.

მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია თავისი უფლებამოსილების ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების კანონი და შესაბამისად არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩაატაროს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა ა\წლის 15 მარტამდე.

2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ დადგენილების პირველი მუხლის შეუსრულებლობა გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 27 თებერვალი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 “გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მეხუთე ნაწილის განმარტების თაობაზე

“გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების რაიონების და რესპუბლიკური(ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქების პერფექტებს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთან შეთანხმებით ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის წარდგენის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

იმასთან დაკავშირებით, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში და რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქში შესაბამისი კანდიდატურების წარმოუდგენლობის გამო გაჭიანურდა პრეფექტის თანამდებობაზე პირების დანიშვნა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

განმარტებულ იქნეს, რომ თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე არ წარმოადგენს პრეფექტის თანამდებობაზე კანდიდატურას, შეთანხმებულს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსთან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს კანდიდატურას ავტონომიური რესპუბლიკის რაიონის და რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის პრეფექტის თანამდებობაზე დასანიშნავად.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზ. გამსახურდია

 თბილისი, 1991 წლის 27 თებერვალი

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 განცხადება

როგორც ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს აფხაზეთის ასსრ გულრიფშის რაიონში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმში საკონტროლოსამშენებლო სამუშაოების ჩატარების საბაბით რესპუბლიკის ფარგლებს გარედან შემოვიდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შინაგანი ჯარების 250 ჯარისკაცი სრული საბრძოლო ეკიპირებით.

აღნიშნული ჯარის ნაწილების შემოყვანა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დაუკითხავად, როგორც ირკვევა, ეს არ იცოდა არც აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭომ და არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შინაგანი ჯარის ნაწილების შემოყვანა მოხდა სსრ კავშირის კანონმდებლობის უხეში დარღვევით და საქართველოს რესპუბლიკის სუვენერული უფლებებისა და ტერიტორიული უზენაესობის სრული უგულვებელყოფით.

აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, შინაგანი ჯარის ნაწილების შემოყვანისთანავე არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. `საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შინაგანი ჯარების უფლებამოვალეობების შესახებ” სსრ კავშირის კანონის მე3 მუხლის თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს  შინაგანი ჯარების გამოყენება ხდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთის მიზნით. ამგვარ მოვლენებს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ადგილი არა აქვს. მოქმედი კანონმდებლობა კი შინაგანი ჯარების გამოყენებას საკონტროლოსამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად არ ითვალისწინებს, ასეთ სამუშაოებს ახორციელებეს კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციები. დარღვეულია აგრეთვე ამავე მუხლით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვით შინაგანი ჯარების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოკავშირე ან ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თხოვნით ან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, შესაბამისი მოკავშირე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან ერთად ამ სავალდებულო განხილვით, ანდა სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, როგორც ჩანს,   სსრ კავშირის ხელმძღვანელობა მტკიცედ დაადგა არა მარტო სუვენერული რესპუბლიკის უფლებათა შელახვის, არამედ საკუთარი კანონების იგნორირების გზას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიაჩნია, რომ აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში შიანაგანიმ ჯარის ნაწილების შემოყვანა არის დესტრუქციული ძალების მორიგი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ამ რეგიონში და მთლიანად რესპუბლიკაში საზოგადოებრივპოლიტიკუი სიტუაციის დესტაბილიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო პროტესტს გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და მოითხოვს, რომ სსრ კავშირის პრეზიდენტმა არკვეთოს იმ ტანამდებობის პირთა თვითნებობა, რომელთა უკანონო გადაწყვეტილებით შინაგანი ჯარების ნაწილები შეყვანილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამასთანავე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მოითხოვს, დაუყონებლივ იქნეს გაყვანილი შინაგანი ჯარის ეს ნაწილები საქარტველოს ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ამ აქციის შედეგებისათვის უკანონოდ მოქმედ მხარეს დაეკისრება.

27 თებერვალი, 1991.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დადგენილება

 სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე სსრკ რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ სსრკ უმაღლესი საბჭოს დადგენილების თაობაზე

ქართველმა ერმა თვითგამორკვევა საკუთარი სახელმწიფოებრიობის შექმნით განახორციელა სულ ცოტა 2500 წლის წინათ და დღემდე განუწყვეტელ ომებში იცავდა და იცავს მას.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ მოახდინა საქართველოს სამეფოსამთავროების ოკუპაციაანექსია, ხოლო 1921 წელს რსფსრმ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ფაქტობრივად ხელმეორე ანექსია 1919 წლისა და 1990 წლის არGევნებით  ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნეში უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება _ ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა _ ამიტომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან ბუნდოვანია რეფერენდუმის კითხვა, გაურკვეველია, რას წარმოადგენს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის განახლებული ფედერაცია, მით უმეტეს, რომ მისი სტატუსი არც ერთი იურიდიული დოკუმენტით არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არ შეიძლება არსებობდეს სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაცია. სსრკ კანონით რეფერენდუმის შესახებ ილახება საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, რადგანაც რესპუბლიკის მომავალი ბედი განისაზღვრება არა მისი მოქალაქეების, არამედ სსრ კავშირში შემავალი სხვა “მოკავშირე რესპუბლიკების” მოსახლეობის გადაწყვეტილებით.

არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. არ ჩატარდეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი.

2. რეფერენდუმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად 1991 წლის 31 მარტს დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ერთადერთი კითხვით: “თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე”.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 28 თებერვალი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 მიმართვა

 გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს

 უკვე რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის, ყოფილი ეგრეთ წოდებული `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიაზე, _ ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს, ქართველი ხალხის ისტორიულ სამსობლოს, სულიერი და მატერიალური კულტურის აკვანს წარმოადგენს, _ მიმდინარე პროცესებს სსრკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზღვარგარეთის მთელი რიგი სააგენტოები აშუქებენ, როგორც ეთნოკონფლიქტს, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის ახალი მთავრობა ცდილობს ოს ხალხს ეროვნული ავტონომია წაართვას.

 ეს სიცრუე და მონაგონი, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ტელევიზიის მიერ ფალციფირებული ვიდეოინფორმაცია, მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალობას.

 სინამდვილეში შიდა ქართლში მიმდინარეობს ცენტრის _ საკავშირო მთავრობის გამოუცხადებელი ომი რესპუბლიკასთან, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს `განახლებული ფედერაციის” შექმნაში და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

სწორედ ოს ბიუროკრატიაზე დაყრდნობით, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია 1922 წელს უკანონოდ შექმნილ ოლქში, ე. წ. “სამხრეთ ოსეთში”, ცდილობს დღეს ცენტრი ხელფეხი შეუბორკოს 1921 წელს ძალით წართმეული სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მიმავალ ქართველ ხალხს.

 ოსი მოიერიშეების მოქმედებებში ცენტრის აქტიური მონაწილეობა აშკარაა თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში განლაგებული სსრკ შინაგან საქმეთა ჯარები ხელს უწყობდნენ მათ თავდასხმებს ქართული მილიციისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. ხოლო უახლესი ტიპის იარაღით, რაკეტებითაც კი, მოიერიშეები რეგიონში განლაგებული სამხედრო ნაწილებიდან მარაგდებიან.

 ოსი ექსტრემისტების, საჯარისო დანაყოფებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, განსაკუთრებით კი სსრკ ცენტრალური ტელევიზიის კოორდინირებული მოქმედება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რესპუბლიკას დილემის წინაშე აყენებენ _ ან ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ანდა დაკარგოს შიდა ქართლისა და აფხაზეთის ოდითგან თავისი ტერიტორიები.

როგორც მდგომარეობა გვიჩვენებს, აფხაზეთში კვლავ იკვეთება ახალი კონფლიქტი, რამდენადაც ამ რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შეუტყობინებლად რამდენიმე ასეული მედესანტე გამოჩნდა. საქართველოს კრემლის მხრიდან ემუქრება მასობრივი სისხლიანი რეპრესიები, რომელთა პროპაგანდისულ მომზადებას ემსახურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ გაჩაღებული ზემოაღნიშნული ანტიქართული კამპანია.

ყველანაირად იჩქმალება ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას, და ამრიგად, საქართველოს ნაწილის “ოსეთად” მონათვლას (მაშინ, როდესაც ნამდვილი ოსეთი საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს) არც ისტორიული, არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოს ერთი მიზანი ჰქონდა _ შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის კომპარტიისათვის, რომელიც მანამდე ოსებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა შიდა ქართლში.

 გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ოსი კომუნისტი ტეროტისტების ანტიქართული პუტჩი შიდა ქართლში მიმდინარეობს სკკპ იდეალებისადმი ერთგულებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პოლიტიკური ლოზუნგით.

 ქართველი ხალხი მზად არის დაიცვას როგორც თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე ტერიტორიული მთლიანობა.

  ცნობს რა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის _ ეროვნული უმცირესობის უფლებას სრულ ეროვნულკულტურულ ავტონომიაზე, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დაწესებული ნორმების ერთგული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მათ ჰქონდეთ ავტონომია ან სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე სხვა წარმონაქმნი.

 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ უკვე წამოაყენა შიდა ქართლში კონფლიქტის მოსაგვარებლად მთელი რიგი წინადადებანი. მათგან მთავარია სისხლის ღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღება. ამან უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკების დაწყება შიდა ქართლში მცხოვრები ყველა პირის და, უწინარეს ყოვლისა, ოსი მოსახლეობის წარმომადგენელთა სრული უსაფრთხოების პირობებში, რომლებთანაც გაიმართება მოლაპარაკება შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის სტატუსის საბოლოო მოწესრიგებისათვის.

 მიუხედავად ამისა, საბჭოთა არმიის მხარდაჭერით მოიერიშეების მოქმედება კვლავ გრძელდება და თან სულ უფრო ინტენსიური ხდება. ასეთ პირობებში კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ახალი კერების შესაქმნელად მიღებული ზომები შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია.

 შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მსოფლიო ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს მიმართავს შემდეგი მოწოდებით:

 1. დაუყოვნებლივ შეიქმნას კომპეტენტური საერთაშორისო კომისია გაეროსა და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებამ უტყუარი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

  2. დახმარება გაეწიოს საქართველოს რესპუბლიკას ყველა იმ საშუალებით, რაც საერთასორისო სამართლით არის გათვალისწინებული სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმის აგრესიისაგან დასაცავად.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

საქართველოს რესპუბლიკის  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია.

 თბილისი, 1991 წლის 28 თებერვალი.

  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი 

დადგენილება

 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების # 669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის შესახებ

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების # 669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად 1991 წლის 17 მარტს დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ არჩევნებისათვის მზადების პერიოდში დაშვებული იყო @სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ@ სსრ კავშირის კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევები.

მაგალითად: ქალაქ გაგრის ტერიტორიაზე შემოწმებულ 44 საარჩევნო უბნიდან 37ში საუბნო საარჩევნო კომისიების პერსონალურ შემადგენლობაზე არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, გუდაუთის რაიონისათვის გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობაზე 14 ათასით მეტია გაცემული, მთელ რიგ რაიონებში სრულყოფილად არ არის შედგენილი საარჩევნო სიები და ა.შ. ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საარჩევნო კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების მართლზომიერებას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 25 იანვრის დადგენილება @ სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების # 669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის  შემადგენლობის შესახებ@.

2. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე # 669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს დანიშნული არჩევნების სხვა დროისათვის გადატანის შესახებ.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია

 თბილისი, 1991 წლის 16 მარტი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 დადგენილება

 საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის რეფერენდუმის ჩატარებისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების # 669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევნების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 28 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარებულიყო 1991 წლის 17 მარტს დანიშნული სსრ კავშირის რეფერენდუმი. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების # 669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.

მიუხედავად ამისა, 1991 წლის 17 მარტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში, აგრეთვე ქ. ცხინვალში, ჯავის რაიონში, აფხაზეთის ასსრ ზოგიერთ რაიონში მაინც ჩატარდა სსრ კავშირის რეფერენდუმი, ხოლო # 669 სოხუმის საარჩევნო ოლქში გაიმართა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნებიც.

კენჭისყრის დროს უხეშად დაირღვა “საერთო სახალხო კენჭისყრის (სსრკ რეფერენდუმის) შესახებ” და “სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ” სსრ კავშირის კანონთა მოთხოვნები, აგრეთვე საარჩევნო უბნებისა და საარჩევნო კომისიების შექმნის კანონით დადგენილი ვადები და წესი, ზოგან კი საარჩევნო კომისიებს არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა. ამასთან, საარჩევნო სიებში არ შეიტანეს აფხაზეთის ასსრ გალის რაიონის ამომრჩეველთა გვარები, რომელთა რიცხვი 50 ათასზე მეტია.

აღნიშნული ფაქტების შესწავლას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, რაც შეჩერებულ იქნა სსრ კავშირის გენერალური პროკურორის მითითებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 77-ე მუხლის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 16 მარტის დადგენილების შესაბამისად აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში 1991 წლის 17 მარტს გამართული სსრ კავშირის რეფერენდუმისა და # 669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების შედეგები ჩაითვალოს იურიდიული ძალის არმქონედ.

2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში 1991 წლის 17 მარტს ჩატარებული სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები არ ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგებად, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას არ აქვს საარGევნო უფლება.

3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის გენერალური პროკურორის წინაშე, რათა შეისწავლოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების მიმდინარეობისას კანონით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევების ფაქტები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

4. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების# 669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს გამართული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არGევნები.

5. დაისვას საკითხი სსრ კავშირის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ. გამსახურდია.

 1991 წლის 22 მარტი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 მიმართვა

 სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს

 ამა წლის 1 აპრილს სსრ კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ”.

ეს დადგენილება კიდევ ერთი, ამჯერად თავისი შედეგებით განუჭვრეტელი აქტია, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში, ესე იგი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ვითარების შემდგომ გამწვავებას.

მხოლოდ გარედან მხარდაჭერით შეუძლიათ ოს ექსტრემისტებს სჩადიოდნენ უმსგავსობას და ძალადობას ოდითგანვე ქართულ მიწებზე, იწვევდნენ ვითარების დესტაბილიზაციას საქართველოს რესპუბლიკაში, რომელიც ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზას დაადგა.

ეს დადგენილება მოჰყვა ანალოგიურ დოკუმენტებს, მიღებულს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა მესამე ყრილობაზე. იგი 1991 წლის 23 მარტს რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბ. ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ. გამსახურდიას შეხვედრის იქმის მიუხედავად, (რომელშიც დასახულია პრობლემების გადაჭრის გზა საქართველოს რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით), კონსერვატიული ძალების ზეგავლენით, მიმართავდა კონფლიქტის გადაწყვეტის ულტიმატურ ფორმას. სსრ კავშირის უზენაესმა საბჭომ თავის მხრივ ყველაფერი იღონა იძულებით ღონისძიებათა ესკალაციისათვის.

შეიქმნა ერთიანი ფრონტი დამოუკიდებლობისადმი საქართველოს მისწრაფების წინააღმდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, მაშინ, როცა ქართველმა ერმა ეროვნულ უმცირესობებთან ერთად, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენენ, რესპუბლიკური რეფერენდუმის დროს თითქმის ერთხმად (ხმის უფლების მქონე მთელი მოსახლეობის 89,3 პროცენტი) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, ცენტრის მხრიდან მზადდება საქართველოს პესპუბლიკის ხელმეორე ანექსია და ოკუპაცია სამხრეთ ოსეთის პუტჩის საბაბით.

საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული გზით არჩეულმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ გაითვალისწინა სსრ კავშირში შექმნილი უაღრესად რთული საზოგადოებრივპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია და გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა სტაბილიზაციის ფაქტორი, რომლის დროსაც დემოკრატიული პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს პესპუბლიკის მშვიდობიანი ეტაპობრივი გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან. ჩვენი არჩეული გზა შეესაბამებოდა როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობის, ასევე ყველა კეთილი ნების ადამიანის ინტერესებს, მაგრამ ცნობილი მარჯვნივ შემობრუნების შემდეგ საკავშირო მთავრობას, რომელიც უგულებელყოფს საღ აზრს, არ გამოუჩენია არავითარი გონივრული ინიციატივა ამ მიმართულებით, რისი შედეგიც იყო სისხლიანო მოვლენები მოლდოვაში, ლიტვაში, ლატვიაში და ხელოვნურად გაჩაღებული კონფლიქტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველო დღეისათვის ანექსირებული სახელმწიფოა, მაგრამ ჰყავს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს (რასაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამა წლის 31 მარტის რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგები).

საკავშირო ხელისუფლების პროვოკაციულ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში საგანგებო წესების ან საპრეზიდენტო მმართველობის გამოცხადების ფორმა მიიღოს, ჩვენ შევაფასებთ როგორც საქართველოს რესპუბლიკისათვის ომის გამოცხადებას.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელი შედეგებისათვის დაეკისრება საკავშირო ხელისუფლებას.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი

საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

 თბილისი, 1991 წლის 2 აპრილი.

  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 მიმართვა

 სსრ კავშირის პრეზიდენტს  მ. ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ი. ლუკიანოვს

  უკანასკნელ დღეებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეჰყავთ საბჭოთა არმიისა და და სსრ კავშირის სინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტი. მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკ ალექსანდროვის განცხადებით ეს ჯარები არ დაექვემდებარებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ დანიშნულ კომენდანტს. უფრო მეტიც, უნდობლობა გამოეცხადათ არა მარტო მათ, არამედ სსრ კავშირის შინაგან სამინისტროს დივიზიის ნაწილებს, რომლებიც განლაგებული არიან ქ. თბილისში და რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დატოვონ ცხინვალი საქართველოს მილიციასთან ერთად.

ოსმა ექსტრემისტებმა ყველაფერი ეს აღიქვეს როგორც მხარდაჭერა და დაიწყეს გაბედული მოქმედება.

5 აპრილს, დაწყებული 16 საათიდან ქართულ სოფლებს თამარაშენს, აჩაბეთს, ქემერტს, სვერს და სხვებს ოსმა ექსტრემისტებმა შინაგანი ჯარების ნაწილების მხარდაჭერითა და მათი ჯავშანტრანსპორტიორებით ყველა მხრიდან შეუტიეს. დაიღუპნენ თამარაშენის ორი მცხოვრები ე.ელბაქიძე და ზ.მეტრეველი, ხოლო სამი დაჭრა. ომავე ღამეს ერდევი_ხვითის გზაზე მოკლეს მილიციის კურსანტი თ.დათაშვილი და სოფელ მერეთის მცხოვრები ვ.ტატიშვილი.

 სახეზეა აშკარა აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, გრძელდება მისი მოსახლეობის გენოციდი, დღემდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ცდილობდა მოენახა დიალოგისა და დაზავების გზები, მაგრამ ახლა იზრდება საქართველოს მოსახლეობის სატოველთაო აღშფოთება, რასაც ემატება ეკონომიკური პირობების სერიოზული გაუარესება, ფასების გაზრდა და ცენტრის მხრივ ბლოკადა.

ყოველივე ამის შედეგად მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს მშრომელთა ინიციატივით რესპუბლიკაში მზადდება საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა, მუშების, მოსამსახურეების, რკინიგზელების, მეზღვაურებისა, რომლებიც უერთდებიან სსრ კავშირის გაფიცულ მშრომელებს და ეთანხმებიან ყველა მათ მოთხოვნას.

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით საგაფიცვო კომიტეტები თხოულობენ შეწყდეს სამხედრო აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ და ეთანხმებიან ყველა მათ მოთხოვნას:

1. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გაყვანილ იქნენ საბჭოთა არმიის ნაწილები და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების დამატებითი კონტიგენტი, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარეებიდან ჩამოვიდნენ.

2. დაბრუნებულ იქნენ ცხინვალში კომენდანტი და მისი მოადგილეები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანიშნა.

3. დახურულ და გაუქმებულ იქნეს როკის უღელტეხილი და გვირაბი.

საქართველოს რესპუბლიკის

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 6 აპრილი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 განცხადება

საბჭოთა რეგულარული არმიის შეზღუდული ნაწილების ქ. ცხინვალში შეყვანით უხეშად ითელება საქართველოს პესპუბლიკის სუვერენიტეტი. ამ აქციის წინ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობა თავს შეიკავებდა აღნიშნულ რეგიონში მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციისაგან.

საბჭოთა და მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის კარგად არის ცნობილი “შეზღუდული კონტინგენტის” ავღანეთში შეყვანის ტრაგიკული შედეგები. სამხედრო მოსამსახურეთა ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ჩვენი `გამოცდილება” გვაქვს.

ათწლეულების მანძილზე დიქტატორულტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა მატერიალურ და სულიერ გაღატაკებამდე მიიყვანა, საბჭოთა საზოგადოებისათვის თავს დატეხილ ყველა უბედურებას “გარეშე მტერს” აბრალებდა.  უკანასკნელ ხანს, ეკონომიკური ნგრევის პირობებში, კულტივირებულია “შინაური მტერი” დემოკრატოული მოძრაობის სახით, რაც იმ ხალხების მიმართ გამოიყენება, როგორც თვითგამორკვევისათვის ერთა უფლების რეალიზაციის გზას დაადგნენ.

საქართველოს ახალ, დემოკრატიულ რესპუბლიკას არ განუცხადებია სსრ კავშირის შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ გამოსვლა, თუმცა კი სსრ კავშირის კონსტიტუციის თანახმად ამის უფლება გააჩნია, თავისთავზე აიღო ვალდებულება გამოცხადებული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არ გაეწყვიტა ეკონომიკური და სხვა კავშირები რესპუბლიკებთან.

უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შემდგომშიც, სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებისას, მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას უშუალო მეზობლებთან _ რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, აგრეთვე სხვა რესპუბლიკებთან.

მივიჩნევთ, რომ ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას სათანადო გაგებით მოეკიდებოდა საკავშირო ხელმძღვანელობა, მაგრამ უკანასკნელს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეროვნული პრობლემების `ძალის გამოყენებით” გადაჭრის სულ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ განსაზღვრულმა წრეებმა ამოცანად დაისახეს მაღაზიების ცარიელი დახლებიდან, მასობრივი დემონსტრაციებისა და გაფიცვებიდან, რამაც მთელი ქვეყანა მოიცვა, საბჭოთა კავშირის ხალხების ყურადღება გადაიტანონ ქართულ მიწაზე ახალი ავღანეთის შექმნით.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ სსრ კავშირის მთავრობა ამ კრიტიკულ ჟამს გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ინტერვენციის, ასევე საკუთარ ქვეყანაში სამოქალაქო ომის ინიციატორად.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

 თბილისი, 1991 წლის 6 აპრილი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის

 

აქტი

 საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული  სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.

1921 წლის თებერვალმარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველორუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი, მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.

საერთაშორისო სამართლის პრიმატი რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.

საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.

 ხელმოწერილია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და მთავრობის წევრების მიერ

 თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

   

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 დადენილება

 ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1991 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების შესახებ

 ამა წლის 4 მაისს ქ. ცხინვალში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს უკანონოდ მოწვეულ სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ე. წ. საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლკის გაუქმებისა და ავტონომიური ოლქის აღდგენს შესახებ, რომელიც თუმცა არის საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში, მაგრამ “ადმინისტრაციულად ექვემდებარება” რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის იურისდიქციას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. ცნობილ იქნეს იურიდიული ძალის არმქონე აქტად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1991 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

2. აღნიშნული პროვოკაციული ფაქტის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისეული შეფასება ეცნობოს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მ. გორბაჩოვს, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ. ელცინს და საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს რ. ნიშანოვს.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ა. ასათიანი.

 1991 წლის 7 მაისი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 მიმართვა

 საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ. გორბაჩოვს, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ  რ. ნიშანოვს

 როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ა. წ. 4 მაისს ქ. ცხინვალში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს უკანონოდ მოწვეულ სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება ე. წ. “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” გაუქმებისა და ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ, რომელიც თუმცა შედის საქართველოს პესპუბლიკის შემადგენლობაში, მაგრამ თურმე “ადმინისტრაციულად ექვემდებარება” რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის იურისდიქციას. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ა. წ. 24 აპრილს კონსტრუქციული მოლაპარაკების შედეგად საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დადგენილებით პარიტეტულ საწყისებზე იქმნება საბჭოთა კავშირის, რსფსრს და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების დეპუტატთა კომისია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი მოსახლეობის წარმომადგენლის მონაწილეობით.

ამ კომისიას ევალება შიდა ქართლში შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოგვარება. გაჩნდა ამ რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და იქ მცხოვრები ოსი მოსახლეობის ეროვნულკულტურული ავტონომიის დაცვის რეალური პერსპექტივები.

ამ კომისიას ევალება შიდა ქართლში შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოგვარება. გაჩნდა ამ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და იქ მცხოვრები ოსი მოსახლეობის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის დაცვის რეალური პერსპექტივები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება პროვოკაციად არ შევაფასოთ ოსი სეპარატისტების მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელთა მიზანია არა მარტო ხელი შეუშალონ დაწყებულ პოლიტიკურ პროცესს, არამედ პრაქტიკულად ჩაშალონ ეს წამოწყება, დაუპირისპირონ ერთმანეთს საქართველოს რესპუბლიკისა და რსფსრს იურისდიქცია ამ რეგიონში.

არ შეიძლება თქვენი ყურადღება არ მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ეს სესია ჩატარდა ა. ჩეხოევის _ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან, _ თავმჯდომარეობით. თუ არაფერს ვიტყვით იამზე, რომ ა. ჩეხოევი _ საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი _ გადაყენებული იყო თვით ოსი მოსახლეობის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის, მას არ ჰქონდა უფლება სათავეში ჩასდგომოდა ოს ექსტრემისტთა ახალ პროვოკაციას, რადგანაც კარგად იცოდა თუ რა მსჯელობა იყო ეროვნებათა საბჭოს სხდომაზე და რაზე შეთანხმდნენ დეპუტატები.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ა. წ. 7 მაისს თავისი დადგენილებით იურიდიული ძალის არმქონედ ცნო ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საბჭოს რეამინაციის ცდა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი მოგმართავთ თქვენ მიიღოთ სასწრაფო ზომები და ოფიციალურად მხარი დაუჭიროთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებას, დაგმოთ ოს სეპარატისტთა დესტრუქციული აქტი; წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება საპარლამენტო კომისიის მუშაობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივა.

დარწმუნებული ვართ, რომ ოსი სეპარატისტები ვერ შეძლებენ შიდა ქართლში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური საშუალებებით მოწესრიგების ჩაშლას.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზ. გამსახურდია.

 თბილისი, 1991 წლის 7 მაისი.

 საქართველოს რესპუბლიკის  უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული

 განცხადება 

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო გაეცნო სსრკ უზენაესი საბჭოს 1991 წლის 12 მაისის დადგენილებას “ პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების და სსრკ უზენაესი საბჭოს 1991 წლის 1 აპრილის დადგენილების შესრულების შესახებ “ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო, საქალაქო, რაიონული, სადაბო და სასოფლო საბჭოების სახალხო დეპუტატთა ყრილობის 1991 წლის 4 მაისის დადგენილების თაობაზე და აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება წარმოადგენს სსრკ უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უხეშ მცდელობას. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია შეადგენს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს და არავის აქვს მისი სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან შერთების საკითხის განხილვის უფლება. სსრკ უზენაესი საბჭოს 1991 წლის 12 მაისის დადგენილება ეწინააღმდეგება თვით სსრკ კონსტიტუციას, სსრკ 1991 წლის 26 აპრილის კანონს “სსრკ_სა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ”, სსრკ პრეზიდენტისა და ცხრა მოკავშირე რესპუბლიკის ერთობლივ განცხადებას და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ მიღებულ ყველა დოკუმენტს.

სამწუხაროა, რომ სსრკ უზენაესი საბჭოს 12 მაისის დოკუმენტი მიიღეს მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ინიციატივით და საკავშირო დეპუტატთა მონაწილეობით შექმნილია სამმხრივი საპარლამენტთაშორისო კომისია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, სსრკ უზენაესი საბჭოს, რსფსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეიმუშაოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კომფლიქტური სიტუაციის მოსაგვარებლად. სსრკ უზენაესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს 1991 წლის 24 აპრილს მიღებული დადგენილებით დასახული ღონისძიებების რეალიზაციის შესაძლებლობას. არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ეროვნებათა საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის რ. ნიშანოვის წინადადებით მიაღწიეს “კონსენსუსს”, რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი ავტონომიური ოლქის დეპუტატთა თავყრილობაზე უკანონოდ გამოცხადებული რესპუბლიკის გაუქმებას და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას სსრკ, რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების დეპუტატთა ერთობლივ კომისიაში. ამგვარად, დეპუტატ ა. ჩეხოევის აქცია ქ. ცხინვალში უნდა შევაფასოთ, როგორც პროვოკაციული ნაბიჯი, სადეპუტატო ეთიკის უხეში დარღვევა და ეროვნებათა საბჭოს დადგენილების უგულებელყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ უზენაეს საბჭოს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო, ორგანოს, უფლება არ ჰქონდაგანეხილა იმ ყოფილი დეპუტატების დადგენილება, რომლებმაც თვითონ მოიხსნეს უფლებამოსილება ავტონომიური ოლქის რესპუბლიკად გამოცხადებით.

 სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სსრკ ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს თავისუფლებისათვის მებრძოლი რესპუბლიკების დასასჯელად და ამ მიზნით მათი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასაც არ ერიდება.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მტკიცე პროტესტს გამოთქვამს სსრკ უზენაესი საბჭოს 1991 წლის 12 მაისის დადგენილების გამო, მიიჩნევს მას საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს რესპუბლიკის მიმართ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება მიგვიყვანს ყოვლად გაუთვალისწინებელ შედეგებამდე. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ა. ასათიანი

 თბილისი 1991 წლის 14 მაისი.

საქართველოს რესპუბლიკის

 კანონი

 საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.121² მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დაბადებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ოცდათხუთმეტიდან სამოცდახუთ წლამდე ასაკისა, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ უკანასკნელი ხუთი წლისა”.

2. 1214 მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“10) ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის კანონებს; უფლება აქვს არაუგვიანეს ორი კვირის ვადისა დაუბრუნოს კანონი თავისი საწინააღმდეგო მოსაზრებებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ან ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ხელახალი განხილვისა და კენჭისყრისათვის. თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ან ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ხმების ორი მესამედის უმრავლესობით დაადასტურებს თავის მიერ წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის კანონს ან გამოსცემს ბრძანებულებას ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოქმედების შეGერების მოხსნის შესახებ, ან გადასცემს მათ სარეფერენდუმოდ “.

“13) უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები, სამინისტროებისა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა აქტები, პრეფექტების განკარგულებები და ბრძანებები; შეაჩეროს ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებების და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისა და განკარგულებების მოქმედება, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს”.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 1991 წლის 1921 აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, აფხაზეთის კპ რესპუბლიკური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კპ საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვით მარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ

 1991 წლის 1921 აგვისტოს სსრ კავშირში ადგილი ჰქონდა თვით სსრკ კონსტიტუციის უხეში დარღვევით მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც მოჰყვა სსრკ ხელისუფლების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ორგანიზაციათა გააქტიურება სსრკ მოსაზღვრე სუვერენულ სახელმწიფოებში. ასეთ მოქმედებებს მოჰყვა კონსტიტუციური სახელმწიფო წყობილების დამხობის მიზნით პირდაპირი სამხედრო ჩარევა და ჩარევის მცდელობა ბალტიის სახელმწიფოებში და საქართველოში.

საქართველოს კომპარტიის რესპუბლიკური (საქართველოს, აფხაზეთის ასსრ) და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოლქო ორგანოების განცხადებები, რომლითაც ისინი მხარს უჭერენ სსრკში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორ დამნაშავეთა ჯგუფს, ფაქტობრივად წარმოადგენენ პირდაპირ მიმართვას სხვა სახელმწიფოს უკანონო ხუნტისადმი სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის შინაურ საქმეებში სამხედრო ჩარევის მოთხოვნით, რისი მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის “საქმიანობა”. როგორც ცნობილია, უკვე რვა თვეა, რაც დამნაშავეთა ამ ჯგუფმა სსრკ შეიარაღებული ძალების უკანონო მხარდაჭერით მიითვისა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ფუნქცია შიდა ქართლის ტერიტორიის ერთ ნაწილზე, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და პრეზიდენტმა არაერთხელ მიმართეს პროტესტით სსრ კავშირისა და მსოფლიოს შესაბამის ორგანოებს. სსრკ “კომპეტენტური” ორგანოების დანაშაულებრივი მოქმედებების გამო ეს უკანონობა დღემდე გრძელდება, ხოლო ამ პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რას წარმოადგენენ, როდესაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ე.წ. სსრკ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. აიკრძალოს საქართველოს კომუნისტური პარტია და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა ყველა კომუნისტური გაერთიანება, შეწყდეს მათი ორგანოების ფუნქციონირება.

2. ნაციონალიზებულ იქნეს საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა ყველა კომუნისტური გაერთიანების ქონება და იგი გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად.

3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა ყველა კომუნისტური გაერთიანების ქონებისა და ფულადი სახსრების მიღება-ჩაბარება.

4. საქართველოს რესპუბლიკის ბანრტბმა შეაჩერონ საქართველოს კომუნისტური პარტიისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეთა ყველა კომუნისტური გაერთიანების, მათი პირველადი, რაიონული, საქალაქო, საოლქო, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სამეურნეო და სხვა ორგანიზაციების ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიშიდან ყოველგვარი ოპერაციები.

5. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც 1991 წლის 1921 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს რესპუბლიკის მიმართ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.

6. შეჩერდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საქართველოს კომპარტიისაგან არჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილება; სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიამ მოამზადოს და სესიის მომდევნო სხდომაზე დააყენოს ამ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი.

7. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი კომუნისტური პარტიის წევრობის გამო.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

აკაკი ასათიანი.

 1991 წლის 26 აგვისტო.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 “აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებ” აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 27 სექტემბრის დადგენილების თაობაზე

 1991 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება “აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებ” მისი სტრუქტურის, შტატებისა და საქმიანობის საკითხების სსრ კავშირის საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით.

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ეს დადგენილება ეწინააღმდეგება “საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოს შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 15 სექტემბრის კანონს, რომელიც არ ითვალისწინებს ავტონომიურ რესპუბლიკებში რესპუბლიკური საბაჟო სამსახურების შექმნასა და ამ საკითხების გადაწყვეტას ავტონომიური რესპუბლიკების გამგებლობას არ მიაკუთვნებს.

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოაღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 82-ე მუხლს, რომლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის კანონები სავალდებულოა და ერთიანი ძალა აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა ამ დადგენილების მიღებისას გადაამეტა აგრეთვე თვით აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 103-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 27 სექტემბრის დადგენილების მოქმედება შეჩერებულია, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე8 პუნქტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო უზრუნველყოფს საკანონმდებლო რეგულირების ერთიანობას საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ამავე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კონტროლს უწევს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვას და უზრუნველყოფს იმას, რომ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციები და კანონები შეესაბამებოდეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და საქართველოს რესპუბლიკის კანონებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 27 სექტემბრის დადგენილება “აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებ”, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას.

 2. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს გააუქმოს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 27 სექტემბრის დადგენილება “აფხაზეთის რესპუბლიკური საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებ”.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

აკაკი ასათიანი.

 თბილისი, 1991 წლის 8 ოქტომბერი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

მიმართვა

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ბატონ მიხეილ გორბაჩოვს, რუსეთის საბჭოთა სოციალუსტური ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს  ბატონ ბორის ელცინს, სსრ კავშირის სახელმწიფო საბჭოს, რსფსრ უზენაეს საბჭოს

 

  თქვენი ყურადღება გვსურს მივაპყროთ ამ ბოლო დროს გახშირებულ იმ დესტრუქციულ, ბევრ შემთხვევაში ძალადურ გამოხდომებზე, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივპოლიტიკურ პროცესებზე და ფაქტობრივად მიხნად ისახავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის ხელის შეშლას, რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ჩვენ მხედველობაში გვაქვს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სეპარატისტული და ექსტრემისტული ძალების უჩვეულო გააქტიურება, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის აწიოკება, რასაც შეიარაღებული ბანდები სჩადიან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილების წაყრუებით ან მათი აშკარა მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

ამას წინათ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია საოლქო აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური პერპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე დააყენა არა მარტო ისტორიულ, არამედ ყოველგვარ კონსტიტუციურ და იურიდიულ საფუძველს მოკლებული წინადადება _ რსფსრს შემადგენლობაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანების შესახებ.

ამ აბსურდულ, მაგრამ შორს გამიზნულ წინადადებას, ვიმედოვნებთ, სათანადო შეფასება მიეცემა თქვენი მხრიდან, რათა მომავალში აღარ განმეორდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობა, სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის შინაურ საქმეებში ჩარევა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სეპარატისტული ძალების დემარშებს თან ახლავს ტერორი და ძალადობა, რომელსაც რეგიონის ქართველი მოსახლეობის მიმართ ახორციელებენ ოსი ექსტრემისტები და სსრ კავშირის შინაგანი ჯარები.

10 სექტემბერს ახალგორის რაიონში შეიჭრა რაკეტებით აღჭურვილი 4 სამხედრო ვერტმფრენი. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდნენ დაბა ახდალგორიდან სოფელ ლაგვისამდე  და _ პირიქით.

  7 ოქტომბერს, ღამის 10 საათზე შინაგანი ჯარის ორი ჯავშანტრანსპორტიორი, რომელშიც ნიღაბაფარებული მოძალადეები ისხდნენ, თავს დაესხნენ სოფელ თამარაშენს და დაჭრეს სოფლის ორი მკვიდრი.

8 ოქტომბერს, ღამით შინაგანი ჯარის ორი ჯავშანტრანსპორტიორი ჩასაფრდა გორიც რაიონის სოფელ ერგნეთთან და ტყვიებით დაცხრილა გამვლელი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ოთხი ადგილობრივი მცხოვრები, სამი მათგანი დაჭრილია, მათ შორის ერთი _ მძიმედ.

10 ოქტომბერს ქარელის რაიონის (ყოფილი ყორნისის რაიონი) სოფელ ქალეთსა და ატოცში, დაახლოებით დღის 12 საათზე ოსმა ექსტრემისტებმა სროლა აუტეხეს აღნიშნული სოფლების მოსახლეობას. თავდასხმაში მონაწილეობდა 9 ჯავშანტრანსპორტიორი და 1 ვერტმფრენი, სროლამ საღამოს 8 საათამდე გასტანა. დაიჭრა 5 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

ამას წინათ შეიარაღებულმა ბანდიტებმა მოკლეს ოთხი ქართველი მწყემსი, პირუტყვი კი გაიტაცეს. ქალაქ ცხინვალში შინაგანი ჯარის მოსამსახურეთა თვალწინ ბანდიტებმა სასტიკად სცემეს და მძევლად აიყვანეს 9 მძღოლი, რომლებსაც საშენი მასალები მიჰქონდათ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისათვის.

ამ დღეებში შეიარაღებულმა ბანდიტებმა სოფელ ერგნეთში მოკლეს მანდილოსანი, სოფელ სვერში ხელფეხი დაუმტვრიეს და შემდეგ ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლეს 70 წლის მოხუცი. 4 ოქტომბერს სოფელ არცევში მოკლეს ორი ქართველი და დაჭრეს ოთხი. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ათამდე კაცია მოკლული.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მშვიდობიან ქართველ მოსახლეობაზე ყაჩაღურ თავდასხმებს ახორციელებენ თვით შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, რომლებიც პირველ რიგში თვითონ უნდა იცავდნენ ადამიანთა უსაფრთხოებას, სამართლიანობასა და წესრიგს.

დამაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორები ქ. ცხინვალიდან, ე. ი. საგანგებო მდგომარეობის რაიონიდან 4 კილომეტრით შეიჭრნენ გორის რაიონის ტერიტორიაზე.

ისედაც მწვავე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს საკავშირო პრესა. ასე მაგალითად: 5 ოქტომბერს გაზეთმა `იზვესტიამ” გამოაქვეყნა ცნობა, რომ `სამხრეთი” და `ჩრდილოეთი” ოსეთის გაერთიანების საკითხი დაისმება `ჩრდილო ოსეთის” საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შემდგომ სესიაზე, რაც თავისთავად ჩვენი მეზობელი ქვეყნის აგრესიულობის კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია …

ზემოთ მოყვანილი ფაქტები უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამგვარი ქმედებები არის რესპუბლიკის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და გარკვეული მნიშვნელობით _ მის წინააღმდეგ აშკარა საომარი მოქმედებაც, რაც ყოვლად მოუთმენელი და დაუშვებელია.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მტკიცე პროტესტს აცხადებს აღნიშნული ტერორისტული აქციების წინააღმდეგ და იმედს გამოთქვამს, რომ სწორად შეაფასებთ შემქნილ ვითარებას, განახორციელებთ საჭირო ღონისძიებებს, პირველ რიგში კი _ რეგიონიდან გაიყვანთ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა ჯარებს, რომელთა ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოა და რომლებიც სისტემატურ ძალადობასა და ტერორს ეწევიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 თბილისი, 1991 წლის 11 ოქტომბერი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის

 განცხადება

 უკანასკნელ ხანებში რუსეთის პარლამენტში, ახლა კი რსფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზეც, სულ უფრო ხშირად გაისმის მუქარა საქართველოს რესპუბლიკის მიმართ. იღებენ ულტიმატიმურ “გადაწყვეტილებებსა” და “დადგენილებებს”, მიმართვებს სსრ კავშირის ცენტრალური ორგანოებისადმი იმ მიზნით, რომ განსაკუთრებული სანქციები გამოიყენონ საქართველოს მიმართ.

სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული წრეები, როგორც რსფსრ უზენაეს საბჭოში, ასევე მის გარეთ, იყენებენ რა ყოფილი სსრ კავშირის მთავრობის მიერ პროვოცირებულ კონფლიქტს ე. წ. სამხრეთ ოსეთში, ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ რუსეთის მთავრობასა და პრეზიდენტზე და არსებითად აიძულონ ისინი განაგრძონ ძველი, ტრადიციული იმპერიულო პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

რუსეთისა და მსოფლიოს საზოგადოებრიობის მოტყუების მიზნით ხდება უსაფუძვლო თეზისის გაზვიადება საქართველოს რესპუბლიკის აგრესიულობის შესახებ. ამასთან მონდომებით იფარება საქართველოში ეროვნებათშორისი კონფლიქტის მთავარი დამნაშავე _ ყოფილი სსრ კავშირის მთავრობა.  სრულიად ყალბია რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბნ აბდულატიპოვის ცნობა საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში ასი ათასობით ოსი ლტოლვილის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის 1989 წლის საკავშირო აღწერის მონაცემებით მთელი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობა შეადგენდა 98.527 კაცს, რომელთაგან ოსი ეროვნებისა იყო 65.238. თუ ქართველ ლტოლვილებსაც ჩავთვლით ამ ოლქიდან, რომელთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია, ე. წ. სამხრეთ ოსეთში უკვე არც ერთი მცხოვრები არ უნდა დარჩენილიყო. მაშ ვიღას “იცავს” იქ საბჭოთა ჯარი? ვის შორის ხდება კონფლიქტი?

ცნობილია, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოსი მოსახლეობის ნაწილმა, რომელმაც საქართველოს საზღვრების დატოვება ისურვა, მიიღო ემიგრაციის ნებართვა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისაგან კომპენსაციის გადახდით და, მაშასადამე, ეს ხალხი ლტოლვილებად ვერ ჩაითვლება.  უფრო მეტიც, ბევრი ოსი ოჯახი, რომელიც მიდის ჩრდილოეთ ოსეთში და იღებს იქ ლტოლვილის სტატუსს შესაბამისი ფულადი კომპენსაციით, შემდეგ ბრუნდება საქართველოში, ძველ საცხოვრებელ ადგილზე. მათ ხარჯზე ხომ არ გაიზარდა ასე უზომოდ ყოფილ “ლტოლვილთა” რიცხვი?

ჩრდილორთ ოსეთის ხელმძღვანელობა, რომელიც სპეკულირებას ეწევა ხალხის უბედურებით, ცდილობს მიიღოს, რსფსრს უზენაესი საბჭო კი ცდილობს გაამართლოს დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფა ლტოლვილთა მოზღვავების გამო, თუმცა სინამდვილეში ეს ფული დაიხარჯება ოსი ექსტრემისტებისათვის სამხედრო დახმარებასა და საქართველოში სამხედრო მოქმედებათა ესკალაციაზე, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ხოლოდ და მხოლოდ როგორც რუსეთის პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისათვის ხელის შეყწობას.

ჩვენ მთელი კატეგორიულობით კვლავ და კვლავ ვაცხადებთ, რომ კონფლიქტი ე. წ. სამხრეთ ოსეთში და მისი შედეგები ქართულ მხარეს კი არ შეუქმნია, არამედ მთლიანად ოსური ნაციონალიზმის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან და სსრ კავშირის ხელმძღვანელობის იმპერიული მისწრაფებიდან  მომდინარეობს.

რამდენადაც კონფლიქტი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და მასში უშუალოდ საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარები მონაწილეობენ, რომლებიც ოს ექსტრემისტებთან ერთად მოქმედებენ, აგრესორი მხოლოდ ერთ პირს შეიძლება ეწოდოს _ საბჭოთა მთავრობას და საქართველოსთვის, როგორც აგრესიის მსხვერპლისათვის, ან ვისთვისაც გნებავთ, მიყენებული მთელი მატერიალური ზარალის კომპენსაცია, ეკისრება სსრ კავშირის მთავრობას, ანდა მას, ვინც თავს მის მემკვიდრედ თვლის.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, მთავრობს მტკიცე პროტესტს გამოთქვამენ რუსეთის უზენაესი საბჭოსა და რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობის პრეტენზიებია გამო საქართველოს მიმართ და იმ უსაფუძვლო გადაწყვეტილებათა და დადგენილებათა გამო, რომლებიც მტრულ ძალებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავების საშუალებას აძლევს.

თავის მხრივ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ეძებს გზებს შექმნილი მდგომარეობიდა გამოსასვლელად ე. წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტთან დაკავშირებით და ერთადერთ გზად მიიჩნევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოში გამოაგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები.

 თბილისი, 1991 წლის 5 ნოემბერი

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გაუქმების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. გაუქმდეს ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო წესები.

2. სსრ კავშირის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დაუყონებლივ გაიყვანონ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან მათდამი დაქვემდებარებული ჯარის ნაწილები.

(…)

5. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებსა და მათ რწმუნებულებს ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე @საგანგებო წესების შესახებ@ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონის შესაბამისად მიეცეს უფლება გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებები:

1) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის ცხოველქმედებასა და სახალხო მეურნეობის ობიექტების უზრუნველყოფას;

2) შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

3) აუკრძალონ ცალკეულ მოქალაქეებს დატოვონ დადგენილი ვადით გარკვეული ადგილი, თავისი ბინა (სახლი), გააძევონ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი. საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან იმ ადგილის ფარგლებს გარეთ, სადაც საგანგებო წესებია გამოცხადებული;

4) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი და ტყვია წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს – აგრეთვე სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

5) აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

6) შეიტანონ ცვლილებანი საწარმოორგანიზაციათა პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, დააწესონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები;

7) დანიშნონ და გაათავისუფლონ თანამდებობიდან საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აკრძალონ მუშამოსამსახურეთა სამუშაოდან დათხოვნა საკუთარი სურვილით, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა;

8) გამოიყენონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის;

9) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

10) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, აგრეთვე საგანგებო ვითარების შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება;

11) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტშემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა;

12) შემოიღონ კარანტინი და გაატარონ სხვა სავალდებულო სანიტარული ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

13) შეზღუდონ ან აკრძალონ გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე რადიო და ტელეგადამცემი აპარატურის, აუდიო და ვიდეო ჩამწერი ტექნიკის გამოყენება, ჩამოართვან ხმის გამაძლიერებელი ტექნიკური საშუალებანი; დაუწესონ კონტროლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს;

14) შემოიღონ კავშირგაბმულობის სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

15) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და მოაწყონ მათი გასინჯვა;

16) შემოიღონ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ ორგანიზაციების, მასობრივი მოძრაობების, მოქალაქეთა თვითმოქმედი გაერთიენებების საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი აბრკოლებენ ვითარების ნორმალიზაციას;

17) აკრძალონ მოქალაქეთა შეირაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით;

18) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოაწყონ პირადი გასინჯვა ნივთიერებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

6. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ სპეციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივ ადგილებში.

7. პირები, რომლებიც ახდენენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის პროვოცირებას, ავრცელებენ პროვოკაციულ ხმებს, უშლიან ხელს მოქალაქეთა თანამდებობის პირთა მიერ მათი კანონიერი უფლებების განხორციელებას, არღვევენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, შეიძლება დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით 30მდე დღეღამის ვადით; ეს პირები შეიძლება მიცემულ იქნენ ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში კანონის შესაბამისად.

8. ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისათვის შემოღებულ იქნეს რკინიგზისა და სხვა კომუნიკაციების დაცვა საქართველოს რესპუბლიკის  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ძალების გამოყენებით.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

აკაკი ასათიანი.

 თბილისი, 1991 წლის 25 ნოემბერი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ

შიდა ქართლში ოსი სეპარატისტები, რომლებსაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება, კვლავ განაგრძობენ ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ამის დასტურია, კერძოდ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ჩატარებული ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზეც განიხილეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს მოწყობის, რუსეთთან შეერთებისა და სხვა საკითხები. ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მე2 მუხლს, 72-ე მუხლის მე3 და მე6 პუნქტებს, 73–ე და 104ე მუხლების მოთხოვნებს.

ოს სეპარატისტებს მხარს უმაგრებენ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საბჭოთა არმიის ნაწილები, რომელთა შიდა ქართლში ყოფნას საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებების თანახმად არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ რეგიონში დესტაბილიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობის ერთერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის მიზნით საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლის 24-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები.

2. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც შიდა ქართლში შექმნეს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართველოს რესპუბლიკისაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა.

3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი ასბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე.

 1991 წლის 3 დეკემბერი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 მიმართვა

 გაეროს

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დიდ ყურადღებას უთმობს 1921 წლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად შიდა ქართლის მთიან ნაწილში შექმნილ რთულ ვითარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ ძირძველ მიწაწყალზე მიმდინარე პროცესები ინსპირირებულია სსრ კავშირის ტერიტორიაზე ახალი ზესახელმწიფოს გაჩენის მოსურნე ძალების მიერ და წარმოადგენს ერთერთ მთავარ დაბრკოლებას საქართველოს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე. ამდენად, ე.წ. ოსურქართულ კონფლიქტს აქვს პოლიტიკური საფუძველი. იგივეს ადასტურებს სსრკ, რსფსრ და  საქართველოს რესპუბლიკის ერთობლივი კომისიის მიერ 1991 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმი.

უკანასკნელ ხანებში ექსტრემისტული ძალების მოქმედების შედეგად მდგომარეობა ამ რეგიონში განსაკუთრებით დაიძაბა. დღეს უკვე სრულიად ცხადია იმპერიის მიზანი _ მიაღწიოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ფაქტობრივად რუსეთისათვის გადაცემას, რაც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო ნორმებს.

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება, პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო ყოველთვის ისწრაფოდა და ამჟამადაც ისწრაფის შექმნილი ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით გადაჭრისაკენ ყველასთან ერთად, ვინც კეთილი ნებისა და სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ძალადობის შეწყვეტას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მოგმართავთ თხოვნით შექმნილი ვითარების შესასწავლად მოავლინოთ თქვენი წარმომადგენლები.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

 თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

 დადგენილება

 აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 26 ნოემბრის დადგენილების შესახებ

 აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 26 ნოემბერს მიიღო დადგენილება “სამობილიზაციო რეზერვების მდგომარეობისა და აფხაზეთში ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ”.

დადგენილებაში გათვალისწინებულია: სსრკ სამობილიზაციო რესურსების დაგროვებისა და განმტკიცების, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საბჭოთა არმიის ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის ნორმები, რაც გულისხმობს უცხო სახელმწიფოს სამხედრო ფორმირებების შექმნას და გამოიწვევს აფხაზეთის ასსრში საზოგადოებრივპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, კონფრონტაციას.

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ეს აქტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულებას “საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ”, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ფორმირება დავალებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 დეკემბრის დადგენილებას “კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ”, აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას, რომელშიც არ არის გათვალისწინებული სამხედრო სამსახური აფხაზეთში და რომელიც აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს არ ანიჭებს ასეთი საკითხების გადაწყვეტის უფლებას.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის 24-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 26 ნოემბრის დადგენილება “სამობილიზაციო რეზერვების მდგომარეობისა და აფხაზეთში ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ” ჩაითვალოს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციებს.

 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ნემო ბურჭულაძე.

 1991 წლის 3 დეკემბერი.

3 Responses to “• უზენაესი საბჭო”

  1. myebot said

    Wow, this is very interesting to read. Have you ever considered submitting articles to magazines?

    Like

  2. Carolyne Teneyck said

    Great article. Waiting for more.

    Like

  3. Breehl said

    Thanks a lot for your energy to have had these things together on this site. Josh and that i very much prized your insight through your own articles on certain things. I’m sure that you have a number of demands on schedule and so the fact that an individual like you took equally as much time like you did to help people really like us via this article is actually highly treasured.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s