Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ ის ვინც “გაამერიკელდება”, ვერასდროს გახდება ამერიკელი

 

ის ვინც “გაამერიკელდება”, ვერასდროს გახდება ამერიკელი

(ორიენტაციათა შესახებ)

 

”… ზოგიერთს დასავლური ორიენტაცია ჰგონია დასავლეთის პორნოგრაფიული და სადისტური ფილმების კულტი, განგსტერების “ჰეროიკა”, დასავლური მოდების წამხედურობა, დასავლეთის წინაშე ხელგაშვერილი დგომა უცხოური კრედიტების მოლოდინში, საეჭვო პოლიტიკური გარიგებები ზოგიერთ პოლიტიკურ ავანტიურისტებთან, მათი მოწვევა საქართველოში, საქართველოს ბუნებრივ და წიაღისეულ სიმდიდრეთა, კურორტების, პორტების და საწარმოო ობიექტების მიყიდვა დასავლეთისათვის და სხვა.

აი, ასეთ დასავლურ ორიენტაციას ვგმობთ ჩვენ…

დასავლეთის კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია, დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ.

ასევე უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და, საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივლიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიურ-კავკასიური სამყარო, მისი ტრადიციები, მისი სულიერი და კულტურული ყოფა, მისი ცხოვრების ფილოსოფია. საქართველოს თავისთავადობისა და თვითმყოფადობისათვის ბრძოლაც “იზოლაციონიზმი” და “ალბანიზაცია” არ გახლავთ…

ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი.

ევროპის ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა ან გათქვეფა”.

 

ზვიად გამსახურდია,

1992 წელი

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2008, აპრილი, N16

 

 

Advertisements

One Response to “◊ ის ვინც “გაამერიკელდება”, ვერასდროს გახდება ამერიკელი”

  1. a.sanduchadse said

    “ვაჰმე, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიეთო”

    გაგიგონა, შეისმინა კი ვინმემ შენი ღაღადისი ქართული იდეისთვის, მისი მერმისისთვის საქართველოს საკურთხეველზე წმიდა სანთელივით ჩაღვენთილო კაცო?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s