Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 2008 წლის ომის მიმდინარეობა და შედეგები

1280px-Georgia-War-2008-08-11 

2008  წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგები

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული კონტროლი კოდორის,  დიდი და პატარა ლიახვის ხეობებზე და ახალგორის რაიონზე. კოდორისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ხოლო დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მთელი მოსახლეობა იძულებული შეიქმნა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. კონფლიქტის ზონიდან (მათ შორის შიდა ქართლის რაიონებიდან) დევნილთა საერთო რაოდენობამ 127 ათას ადამიანს გადააჭარბა.

 რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის და ზოგიერთი რეგიონიდან რუსული ჯარების გასვლის შემდეგ  იძულებით ადგილნაცვალი პირების დიდი ნაწილი დაბრუნდა სახლებში, თუმცა დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მთლიანი ქართული მოსახლეობა და ახალგორის რაიონში მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი კვლავ გამოდევნილია, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ დევნილის სტატუსი მიანიჭა და განათავსა სპეციალურად მათთვის შექმნილ 38 ახალ კოტეჯური ტიპის დასახლებაში.

ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ამდროისათვის აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა რაოდენობა (გარდა ზემო აფხაზეთიდან დევნილებისა) აღწევს 24,729 ადამიანს.

***

კოდორის ხეობის ოკუპაციის შედეგად აფხაზურმა მხარემ კონტროლი დაამყარა 864 კვადრატულ კილომეტრზე.

***

2009 წლის 29 ივლისის მდგომარეობით რუსეთის აგრესიის შედეგად  საქართველოს მხარეს დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე და  224 მშვიდობიანი მოსახლე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაიღუპა რუსეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვების შედეგად.

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის საბოლოო დასკვნით ოსურ მხარეს დაიღუპა 162 მშვიდობიანი მოქალაქე.

***

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობითი სია

სულ: 162
მ.შ. ოფიცერი: 21
კაპრალ/სერჟანტი: 130
რიგითი: 1
რეზერვისტი: 9
სამოქალაქო პირი: 1

1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები
2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები
3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები
4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები
5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები
6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალები
7. სერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალები
8. ავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალები
9. კაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალები
10. ვადიანი ს/მ გურჩიანი სამსონ ფრიდონის ძე – სამხედრო-საჰაერო ძალები
11. კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე – I ქვეითი ბრიგადა
12. კაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე – I ქვეითი ბრიგადა
13. კაპრალი ბეკურაშვილი მამუკა გოჩას ძე – I ქვეითი ბრიგადა
14. ლეიტენანტი ხურციძე შოთა ოლეგის ძე – I ქვეითი ბრიგადა
15. კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე – I ქვეითი ბრიგადა
16. კაპრალი ნიკიტინი თამაზ ედუარდის ძე – II ქვეითი ბრიგადა
17. უმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე – II ქვეითი ბრიგადა
18. კაპრალი თეფანია ლევან ოთარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
19. უმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე – II ქვეითი ბრიგადა
20. კაპრალი ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
21. კაპრალი ბოკუჩავა თემურ ტარიელის ძე – II ქვეითი ბრიგადა
22. კაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
23. კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
24. კაპრალი აბაშიძე მალხაზ ილიას ძე – II ქვეითი ბრიგადა
25. კაპრალი ბალაშვილი ზურაბ გივის ძე – II ქვეითი ბრიგადა
26. კაპრალი დვალიშვილი მიხეილ დავითის ძე – II ქვეითი ბრიგადა
27. კაპრალი ბერიძე თეიმურაზ ბეჟანის ძე – II ქვეითი ბრიგადა
28. კაპრალი შეყლაშვილი ილია ვაჟას ძე – II ქვეითი ბრიგადა
29. უმცროსი სერჟანტი თურმანიძე ფრიდონ გიორგის ძე – II ქვეითი ბრიგადა
30. სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე – II ქვეითი ბრიგადა
31. უმცროსი სერჟანტი გელდიაშვილი ანზორ ვახტანგის ძე – II ქვეითი ბრიგადა
32. უმცროსი სერჟანტი კოხრეიძე ლევან რეზოს ძე – II ქვეითი ბრიგადა
33. უმცროსი სერჟანტი ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე – II ქვეითი ბრიგადა
34. კაპრალი წულაძე რუსლან ვილორიკის ძე – II ქვეითი ბრიგადა
35. კაპრალი ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე – II ქვეითი ბრიგადა
36. კაპრალი კუპატაძე შმაგი როლანდის ძე – II ქვეითი ბრიგადა
37. კაპრალი კაცაძე ზვიად სერგოს ძე – II ქვეითი ბრიგადა
38. უმცროსი სერჟანტი გაბუნია ილია ივანეს ძე – II ქვეითი ბრიგადა
39. კაპრალი ჯანელიძე ირაკლი ვაჟას ძე – II ქვეითი ბრიგადა
40. კაპრალი ბარამია მარლენ ტარიელის ძე – II ქვეითი ბრიგადა
41. სერჟანტი მელქაძე ლევან თამაზის ძე – II ქვეითი ბრიგადა
42. კაპიტანი ლაგურაშვილი ლერი თენგიზის ძე – II ქვეითი ბრიგადა
43. კაპრალი მანძულაშვილი ლევან ოლეგის ძე – II ქვეითი ბრიგადა
44. კაპრალი წილოსანი ემზარ შუქრის ძე– II ქვეითი ბრიგადა
45. ავიაციის უმცროსი სერჟანტი კაკაურიძე ფელიქს მიტუშას ძე– II ქვეითი ბრიგადა
46. კაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე– II ქვეითი ბრიგადა
47. კაპრალი კოშაძე კახა აკაკის ძე– II ქვეითი ბრიგადა
48. უმცროსი სერჟანტი გოგნაძე ვალერი სულიკოს ძე– II ქვეითი ბრიგადა
49. უმცროსი სერჟანტი ეფაძე ზურაბ ავთანდილის ძე – III ქვეითი ბრიგადა
50. კაპრალი ტატუაშვილი გიორგი ზაურის ძე – III ქვეითი ბრიგადა
51. კაპრალი ზაზაშვილი ალექსანდრე პავლეს ძე – III ქვეითი ბრიგადა
52. კაპრალი გიგუაშვილი მალხაზ თამაზის ძე – III ქვეითი ბრიგადა
53. კაპრალი ქამაშიძე ავთანდილ იოსების ძე – III ქვეითი ბრიგადა
54. კაპრალი ხარჩილავა კობა რევაზის ძე – III ქვეითი ბრიგადა
55. კაპრალი ბალახაშვილი არტემ გურამის ძე – III ქვეითი ბრიგადა
56. უმცროსი სერჟანტი თუთისანი მერაბ მურმანის ძე – III ქვეითი ბრიგადა
57. კაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე – III ქვეითი ბრიგადა
58. კაპრალი გოგორიშვილი გიგა ტიტეს ძე – III ქვეითი ბრიგადა
59. უმცროსი სერჟანტი სმირნოვი ვასილი იურის ძე – III ქვეითი ბრიგადა
60. უმცროსი სერჟანტი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე – III ქვეითი ბრიგადა
61. უმცროსი სერჟანტი ბრეგაძე ფრიდონ ავთანდილის ძე – III ქვეითი ბრიგადა
62. უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მერაბ ტარიელის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
63. კაპიტანი სერგია კობა იურის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
64. კაპიტანი კირაკოზაშვილი გიორგი ოთარის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
65. მაიორი დოლიძე შალვა ზაურის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
66. სერჟანტი მგალობლიშვილი ფილიპე ჰამლეტის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
67. უფროსი ლეიტენანტი ბაბუციძე ილია გიორგის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
68. უფროსი ლეიტენანტი ნადარეიშვილი გიორგი გენადის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
69. ლეიტენანტი ბარდაველიძე ალია მერაბის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
70. კაპრალი დევდარიანი ლევან ცაგოს ძე– IV ქვეითი ბრიგადა
71. კაპრალი ბაზაძე ირაკლი ომარის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
72. კაპრალი თენიეშვილი ზაურ ჯუმბერის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
73. კაპრალი ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
74. კაპრალი ყალაბეგიშვილი ნიკა გაბრიელის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
75. კაპრალი ჯიქია დავით დაზმერის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
76. კაპრალი დადვანი საბა შამილის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
77. კაპრალი ირემაძე მურთაზ გურამის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
78. კაპრალი გზირიშვილი ვახტანგ ბადრის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
79. კაპრალი დვალიშვილი დავით რობერტის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
80. კაპრალი დოიჯაშვილი ონისე ლევანის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
81. კაპრალი მჟავანაძე რაულ ასლანის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
82. კაპრალი ჩადუნელი დევი ჯონდოს ძე – IV ქვეითი ბრიგადა
83. კაპრალი ქარჩავა გოგიტა ნუგზარის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
84. კაპრალი მახარაშვილი ზაურ მურმანის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
85. კაპრალი წურწუმია კობა ამირანის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
86. კაპრალი ჯავახიშვილი გიორგი გენადის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
87. კაპრალი ღვინიაშვილი სოსო თენგიზის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
88. კაპრალი ბერიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
89. კაპრალი დავითაშვილი ვლადიმერ უშანგის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
90. კაპრალი იოსებიძე ლევან შუქურის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
91. კაპრალი ახალკაცი რეზო გიორგის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
92. კაპრალი აბრამიშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
93. უფროსი სერჟანტი ფერაძე ზაზა თენგიზის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
94. უმცროსი სერჟანტი სოფრომაძე უშანგი ომარის ძე– I ქვეითი ბრიგადა
95. მაიორი ჭედია გელა გივის ძე – V ქვეითი ბრიგადა
96. სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ჭელიძე მერაბ თამაზის ძე – V ქვეითი ბრიგადა
97. კაპრალი ღვინიაშვილი გიორგი თენგიზის ძე – V ქვეითი ბრიგადა
98. კაპრალი მამალაძე ამირან გურამის ძე – V ქვეითი ბრიგადა
99. კაპრალი ტოროშელიძე ჯიმშერ იაშას ძე – საინჟინრო ბრიგადა
100. კაპრალი მურადაშვილი გიორგი პაატას ძე – საინჟინრო ბრიგადა
101. სერჟანტი ახალკაცი ზაზა ბეგლარის ძე – საინჟინრო ბრიგადა
102. პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი დავით ვალიკოს ძე – საინჟინრო ბრიგადა
103. უფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
104. სერჟანტი ბადრიაშვილი გიორგი ნოდარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
105. უფროსი სერჟანტი მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
106. კაპრალი კვალიაშვილი ივანე მალხაზის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
107. კაპრალი განჯელაშვილი ვასილ გივის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
108. კაპრალი რომელაშვილი გიორგი ირაკლის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
109. კაპრალი დოთიაშვილი ზაზა ზაურის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
110. კაპრალი კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
111. კაპრალი მამუკაშვილი გიორგი ვალერის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
112. კაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
113. სერჟანტი ინაური ელგუჯა ნოდარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
114. კაპრალი ურიგაშვილი ზურაბ თამაზის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
115. კაპრალი მეხატურიშვილი იოსებ გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
116. კაპრალი მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ ტარიელის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
117. კაპრალი ერაშვილი რამაზ გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
118. კაპრალი წულაია გიზო გულივერის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
119. კაპრალი ელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
120. უფროსი სერჟანტი მაკრახიძე გოგიტა გურამის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
121. კაპრალი ქარელი ოთარ პაატას ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
122. სერჟანტი ცერცვაძე მიხეილ ქიშვარდის ძე – ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
123. კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
124. უმცროსი სერჟანტი ასლანიძე ომარ ლეოს ძე – ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
125. სერჟანტი თავგორაშვილი კახაბერ გიორგის ძე – სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
126. ს/პირი რაზმაძე ამირან ავთანდილის ძე – ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
127. რეზერვისტი ხურცილავა დათა ბესიკის ძე – ეროვნული გვარდია
128. რეზერვისტი ჭითანავა გოგა ტარიელის ძე – ეროვნული გვარდია
129. რეზერვისტი კიკალეიშვილი ოთარ ბახვას ძე – ეროვნული გვარდია
130. რეზერვისტი გაბუნია შალვა ემზარის ძე – ეროვნული გვარდია
131. რეზერვისტი ბერაია გოგა რევაზის ძე – ეროვნული გვარდია
132. რეზერვისტი იოსავა მიხეილ ბესიკის ძე – ეროვნული გვარდია
133. რეზერვისტი ჭოჭუა ლევანი მძლავრის ძე – ეროვნული გვარდია
134. რეზერვისტი მორბედაძე ირაკლი ოთარის ძე – ეროვნული გვარდია
135. რეზერვისტი ბოჭოიძე ზაზა სავლეს ძე – ეროვნული გვარდია
136. კაპრალი ბლიაძე დავით ბუხუტის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
137. კაპრალი ქამაშიძე ტარიელ მიხეილის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
138. ლეიტენანტი მამისაშვილი რეზო გელას ძე– IV ქვეითი ბრიგადა
139. კაპრალი წიქარიშვილი გიორგი ზაზას ძე– IV ქვეითი ბრიგადა
140. კაპრალი ჭაღალიძე თენგიზ შოთას ძე– IV ქვეითი ბრიგადა
141. კაპრალი გლუნჩაძე ზაზა თენგიზის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
142. კაპიტანი ყულოშვილი ერეკლე მიხეილის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
143. კაპიტანი თანდაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
144. კაპრალი გოროზია სერგეი კონსტანტინეს ძე-IV ქვეითი ბრიგადა
145. კაპრალი მიდელაშვილი ლევანი ავთანდილის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
146. სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი ზურაბ თემურის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
147. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე – IV ქვეითი ბრიგადა
148. კაპრალი ქათამაძე გიორგი შირინის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
149. უფროსი ლეიტენანტი მელია სერგო თამაზის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
150. უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი გელა მიხეილის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
151. კაპრალი ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
152. უფროსი სერჟანტი ნაჭყებია ზურაბ სერგოს ძე– IV ქვეითი ბრიგადა
153. კაპრალი ხუბულური კახაბერ ირაკლის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
154. კაპრალი უგრეხელიძე რომან გრიგორის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
155. კაპრალი ჭონიშვილი ოლეგ სერგოს ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
156. კაპრალი რომელაშვილი გელა მურაზის ძე– ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
157. კაპრალი ბერანძე ბადრი ოთარის ძე– I ქვეითი ბრიგადა
158. კაპიტანი ჯოჯუა გიორგი თეიმურაზის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
159. უმცროსი სერჟანტი დანელია გოჩა გურამის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
160. უფროსი ლეიტენანტი ნატროშვილი ალექსი გიორგის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
161. კაპრალი ხაიკაშვილი შმაგი ამირანის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
162. უფროსი სერჟანტი თიგიშვილი გელა ვაჟას ძე– IV ქვეითი ბრიგადა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების სახელობითი სია

სულ: 8
მ.შ. ოფიცერი: 2
კაპრალ/სერჟანტი: 6

1. კაპრალი ალავერდაშვილი რეზო გოჩას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
2. სერჟანტი ტურაშვილი ზურაბ გიორგის ძე– IV ქვეითი ბრიგადა
3. კაპრალი ნოზაძე შმაგი გუგულის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
4. ლეიტენანტი რომელაშვილი გიორგი მურაზის ძე– ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
5. კაპრალი ბირთველიშვილი ზაზა თამაზის ძე– ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
6. კაპრალი სუხიტაშვილი ოთარ დიმიტრის ძე– ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
7. კაპიტანი ჯიშკარიანი ვეფხვია გიგუშას ძე– II ქვეითი ბრიგადა
8. კაპიტანი ქარდავა პაატა იაშას ძე – ს/დ დეპარტამენტი, I ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი

დნმ-ის ანალიზის პასუხების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შორის
ამოცნობილია : 51

 

***

რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ დაბომბილი
საქართველოს ტერიტორია

1280px-Georgia-War-2008-08-11

აგვისტო 12, 2008

(43) 09:30 – 10:55 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბეს გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი;

აგვისტო 11, 2008

(42) 07:15 სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ;
(41) 06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი;
(40) 05:00 რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთითDდედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი
(39) 04:37 სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად.
(38) 04:30 საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა
(37) 03:26 დაიბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(36) 03:12 დაიბომბა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს)
(35) 03:05 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან). დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო, მსხვერპლი არ არის.
(34) 00:31 რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(33) 00:30 დაიბომბა სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური გორის დასავლეთით სოფელ შავშვებში

აგვისტო 10, 2008

(32) 20:25 ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(31) 19:35 დაიბომბა სენაკი (დასავლეთ საქართველო) ორი ავიაგამანადგურებლის მიერ
(30) 19:10 საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი” კვლავ გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი
(29) 19:05 რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში
(28) 16:10 რუსულმა ავიაციამ დაბომბა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი. შედეგად ხიდზე გაჩნდა ხანძარი და მისი ჩაქრობის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
(27) 16:05 რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორი
(26) 15:10 რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(25) 15:00 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში
(24) 11:15 გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(23) 08:45 ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ თავდასხმა განახორციელა ზემო აფხაზეთზე, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ.
(22) 07:40 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა
(21) 05:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს

აგვისტო 9, 2008

(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(17) 12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(16) 10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი

აგვისტო 8, 2008

(9) 18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერDდაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა
(8) 17:35 კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
(7) 17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ და არის მსხვერპლი
(5)(6) 16.30 რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კიმოლეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობებიც და არის მსხვერპლი
(4) 15:05 რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
(3) 10:57 ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე – გორიჯვარის დაღმართზე და მესამე – საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
(2) 10:30 რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა
(1) 09:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.

http://www.mod.gov.ge/2008/bombing/bombing-G.html?l=G&m=1

***

 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა და ე.წ “ბერლინის კედლის” მშენებლობა დაწყეს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com…=31599&Itemid=1

* * *

სოხუმმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს კოდორის ხეობაში მიტაცებული ქართული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების სია გამოაქვეყნა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფხაზურმა შენაერთებმა კოდორის ხეობიდან ქართული არმიის კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალები 50 სატვირთო ავტომობილით გაიტანეს.

ნადავლი იარაღის ჩამონათვალი კი ასეთია:
ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნის, „РПГ-7“ ყუმბარტყორცნის 10 ათასი ჭურვი.

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის ПГ-9-ის 600 ერთეული ჭურვი.
ხელის ყუმბარმტყორცნის 1500 ერთეული ჭურვი.
82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის 600 ერთეული ნაღმი.
С-8 ტიპის (ნურსი) უმართავი 350 ერთეული სარაკეტო ჭურვი.
5,45 მილიმეტრიანი 124 ათასი ტყვია.
43 200 ერთეული ტრასირებული ტყვია.
Д-30 ტიპის 122 მილიმეტრიანი ჰაუბუცის 8 ერთეული და მათი 1,5 ათასი სასროლი ერთეული.
ამერიკული წარმოების 60 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის 804 ერთეული ნაღმი.
4 ერთეული მსუბუქად შეჯავშნული გამწევი.
ЗУ-23-2 –ს ტიპის 4 საზენიტო დანადგარი.
1 ერთეული 57 მილიმეტრიანი ქვემეხი.
ЛАР-ის ტიპის ერთი სარაკეტო სისტემა.

აფხაზურმა შენაერთებმა ასევე მიიტაცეს ქართული სამხედრო ნაწილების დიდი ოდენობით სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=9229

***

სეპარატისტული დამოუკიდებლობის იუბილე

25/08/2009

26 აგვისტოს, მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარებიდან ერთი წელი შესრულდა.

გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის“ შეფასებით, ამ ნაბიჯმა მოსკოვს სამხედრო მოგება მოუტანა და იმავდროულად მთელი რიგი პოლიტიკური პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, რუსეთს ზურგი შეაქციეს მეზობლებმა, კავკასიის სეპარატისტებმა კი მომხდარი პრეცედენტად აღიქვეს.

რუსეთისთვის ხუთდღიანი ომის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსი სამშვიდობოების ნაცვლად “რესპუბლიკებში“ მუდმივი სამხედრო კონტინგენტები გაჩნდა. თუ ადრე სამხრეთ ოსეთში 500 “ცისფერჩაფხუტიანი“ იყო, აფხაზეთში კი 2 ათასი, ახლა მოსკოვს უფლება აქვს, თითოეულ ამ რეგიონში 3,8 ათასი სამხედრო ჰყავდეს. გარდა ამისა, აფხაზეთში რუსი მესაზღვრეებიც იმყოფებიან.

ამგვარი “ბუფერი“, რუსი ექსპერტების აზრით, აუცილებელია საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევისთვის.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=10774&ct=23

 ***

კოკოითი “წუხს, რომ ერთიანი ოსეთის შექმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”

31.08.2009

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს რუსეთთან თავისუფალი საზღვარი სურს. კოკოითის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა რუსეთთან მოკავშირე სახელმწიფოში შესვლა სურს”.
“გვსურს, რუსეთთან ისეთი სამოკავშირეო ურთიერთობები დავამყაროთ, რომ ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთში ან ჩრდილოეთში, საზღვარი არ ჰყოფდეთ. ჩვენ გვსურს რუსეთთან მოკავშირე რესპუბლიკაში შესვლა იმის მსგავსში, რაც ბელორუსიასთან არის.

გაერთიანების ფორმები შეიძლება, სხვადასხვა იყოს”, – განაცხადა კოკოითმა და “მწუხარებით” დასძინა, რომ “ერთიანი ოსეთის შექმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”. “დიახ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება მსოფლიოში! რუსეთს ანექსიაში დაადანაშაულებენ, რუსეთს კი სხვისი ტერიტორიები არ სჭირდება და ჩვენ ეს ვიცით”, – განაცხადა კოკოითმა.

მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან ერთად ორმაგი მოქალაქეობის ცნობის საკითხს განიხილავს”.

ამასთან, კოკოითის თქმით, “ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია გაიზარდა”. “ჩვენ კონტროლზე ავიყვანეთ ის ტერიტორიები, რომელიც ადრე ქართული მხარის მიერ იყო ოკუპირებული – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელი საზღვარი, რომელსაც დღეს რუსი მესაზღვრეები ოს სამხედროებთან ერთად იცავენ”, – განაცხადა კოკოითმა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com…=32182&Itemid=1

***

 თავგანწირვით გაოგნებული მტერი და წინასწარმეტყველური ლექსები

 29-01-2009

ქვეყანას გაუჭირდა თუ არა, გმირებიც მაშინვე გამოჩნდნენ. მართალია, აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში მყოფი პირების დიდი ნაწილი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, რიგითმა ჯარისკაცებმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს, თანაც ისეთი თავგანწირვით, რომ მტერიც კი თანაგრძნობის ცრემლებით აატირეს.

”ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ამოიოხრა, ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა – ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო… სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში”, – ეს რუსი სამხედრო მოსამსახურის, საშა დროზდოვის მონათხრობის ნაწყვეტია, რომელიც მან გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტს გაუზიარა. საშამ ამბის თხრობა ასე დაიწყო: ”რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელში ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური, – უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა… როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა, ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩნენ, თავად მოისწრაფეს სიცოცხლე”.

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელისა კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი – ეს იმ ბიჭების სახელებია, რომლებმაც სამშობლოსთვის დაუფიქრებლად გასწირეს თავი.

ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის – მიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:

           ”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები”;
”ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ” …

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/1201-tavgantsirvit-gaognebuli-mteri-da-tsinastsarmetkveluri-leqsebi-.html

 

***

რუსული აგრესიის კვალი საქართველოში

დატოვე კომენტარი