Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♣ “თურქი მესხები”

 

“მაჰმადიან მესხებს საქართველოში დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებისა და ჩაბარების ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდათ. თუმცა ეს მხოლოდ იმ 5 ათასამდე პოტენციურ რეპატრიანტს ეხება, რომელთაც დოკუმენტაციის შეგროვება დაწყებული აქვთ და რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს. ამასთან, უკვე მიღებულია დაახლოებით 2300 აპლიკაცია და საბოლოო ჯამში, საქართველოს დაახლოებით 7300-მდე მაჰმადიანი მესხის მიღება მოუწევს”

გაზეთი “რეზონანსი”

( P.S. განაცხადებებში არის ეროვნების გრაფა.  2300 განცხადებიდან მხოლოდ 46-ში (!!!) წერია “ქართველი”, დანარჩენებში “თურქი”)

 

ისინი, ძირითადად, სახლდებიან სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში. 5 ოჯახი აბასთუმანში ჩასახლდა. გორის რაიონშიც არის რამდენიმე ოჯახი. ერთი ოჯახი ბალკანეთიდან თიანეთში ჩასახლდა. მათ აქვთ უფლება, რეპატრიაციის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში და ითხოვონ მოქალაქეობა”,- აღნიშნა თევდორაძემ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც შეგროვდება შესაბამისი დოკუმენტაცია, საქართველოს სახელმწიფო რეპატრიაციის პროცესს ორგანიზებულად დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება ჩამოასახლებს მათ, ამ შემთხვევაში მოქალაქეობის მიღება უფრო ადვილი იქნება.

საქართველოში მუსლიმანი მესხების ჩამოსახლება რეპატრიაციის პროცესის გარეშე 5 წელია, მიმდინარეობს. ელენე თევდორაძის განმარტებით, მათ არ აქვთ მონაცემები, თუ რამდენი ოჯახია ამ დროისთვის საქართველოში ჩამოსული.

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=13135&ct=17

 ***

 

ვინ არიან ე.წ. “თურქი მესხები”

 

ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე კუთხე, მესხეთი (სამხრეთ-დასავლეთ საქართველო), გვიანდელი სამცხე-საათაბაგო, ხანგრძლივი და გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ ოსმალო თურქებმა XVI საუკუნის მეორე ნახევარში მიიტაცეს და მას “გურჯისტანის” ვილაიეთი დაარქვეს.

დამპყრობლებმა რეგიონის ზუსტი აღწერაც ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველი ქრისტიანები შეადგენდნენ. თურქების ძალმომრეობითი, უხეში, გამათურქებელი პოლიტიკის წყალობით ქართველობა იძულებული ხდებოდა დაეთმო სარწმუნოება, მამული, ენა…

1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ქართველთა დევნა უკვე რუსებმა დაიწყეს: პასკევიჩი, იმისათვის, რომ მესხეთიდან დაეჩქარებინა ქართველ მაჰმადიანთა გასახლება და სომეხთა ჩამოსახლება, ხელს უწყობდა აქაურ ბეგებს, რომ მამული გაეყიდათ და თურქეთში გადასახლებულიყვნენ. ქართველ მაჰმადიანებს ისე არ ექცეოდნენ, როგორც თურქებს, არამედ ავიწროებდნენ, უქმნიდნენ ეკონომიკურ და რელიგიურ წინააღმდეგობებს. გამაჰმადიანებული და ფანატიზმით გაბრუებული მესხი გლეხკაცობა მტრის ანკესზე წამოეგო, ბევრი მათგანი მართლაც აიყარა მშობლიური მიწა-წყლიდან და თურქეთისაკენ მიმავალ გზას დაადგა (ლომსაძე, 1975, გვ.,352).

მათ ნაცვლად მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი მრავლდებოდნენ ოსმალეთიდან გამოქცეული სომხები, თარაქამები, ქურთები, ბერძნები (მაკალათია, 1938, გვ., 68).

რუსეთის იმპერიამ პასკევიჩის, პოტიომკინის, ზავილეისკის, ბებუთოვის და სხვათა აქტიურობით 1830 წელს სამცხე-ჯავახეთში არსებულ თავად-აზნაურთა მიწებსა და მუჰაჯირ ქართველთა სამოსახლოებში ჩაასახლა 14 044 არზრუმელი სომხური ოჯახი. ეს იყო ჩვენი ეროვნული კატასტროფა, რამაც საქართველოში თითქმის უხმაუროდ ჩაიარა.

 

საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ბოლო ეტაპზე _ მეორე მსოფლიო ომის დროს კომუნისტები უკვე აღარ ენდობიან მათგან “ნალოლიავებ” საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ მაჰმადიან მოსახლეობას და 1944 წლის 15 ნოემბერს შუა აზიაში გაასახლეს.

1957 წელს მესხეთიდან დეპორტირებულებმა დაიწყეს ბრძოლა სამშობლოში დაბრუნებისათვის. მათი ლიდერები იმავე წელს მაშინდელი საბჭოეთის დედაქალაქში ჩავიდნენ და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს. პასუხად კი; “თქვენ აზერბაიჯანლები ხართ, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანში შეგიძლიათ დაბრუნდეთ” _ ასეთი “რჩევა” მიიღეს.

თურქეთის ხელისუფლება, სარგებლობდა რა საბჭოთა იმპერიის აშკარად მისთვის მისაღები პოლიტიკით, კიდევ ერთხელ შეეცადა ძირძველი კუთხე თავისი მოსახლეობიანად საბოლოოდ დაესაკუთრებინა: აქტიურად უწყობდა ხელს და აყალიბებდა მესხთა შორის თურქული ორიენტაციის მქონე ლიდერებს. მაჰმადიანთა ეროვნული თვითშეგნების დეგრადაციის საქმეში მას საბჭოთა იმპერია დაეხმარა.

გამოიკვეთა განსხვავებული თვითშეგნება და პოზიცია. ერთი ნაწილი საკუთარ თავს თვლიდა და დღესაც თვლის ქართველად (დაახლოებით 10%), მეორე ნაწილი – თურქად. არსებობს მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელსაც ნაციონალური იდენტობა არ გააჩნია.

1970 წლის 2 მაისს კი _ “ჩვენ თურქები ვართ” ასეთი განაცხადი გააკეთეს. აღნიშნავდნენ, რომ საბჭოთა კავშირის უმაღლესმა პრეზიდიუმმა ჯეროვნად უნდა დასაჯოს მათი გადასახლებაში გამგზავნნი, ისინი სამშობლოში დააბრუნოს უზრუნველყოს თურქთა ავტონომიური რესპუბლიკის ანდა ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბება, რომლის დედაქალაქიც იქნება ახალციხე. თუ ეს პირობები არ შესრულდება, უნდა უზრუნველყოს მათი თურქეთში ჩასახლება. 

 საინტერესოა, რომ მათ ვისაც უწოდებენ “თურქ მესხებს” თუ “მესხეთელ თურქებს”, თავიანთ  თავს AHISKA-ს უწოდებენ და სურთ სამშობლო AHISKA-ში დაბრუნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1992 წელს თურქეთმა მიიღო სპეციალური კანონი “თურქეთში ახალციხელი თურქების დასახლების” შესახებ. მაგრამ, რაც ძალიან საკვირველია, 10-წლიანი არსებობის მიუხედავად, ამ კანონით ისარგებლა მხოლოდ 1000 “ახალციხელმა თურქმა” (სოლახიანი, 2003, გვ. 4). (ე.ი წასასვლელი აქვთ, მაგრამ არ მიდიან)

  

 ***

ფილოლოგი მარიკა დარჩია იხსენებს, როგორ გააყოლა თვალი ზუსტად 65 წლის წინათ, ნოემბერში, უკანასკნელ თურქს მესხეთიდან! 

 

 

 ***

პრობლემის სათავეებთან

 

1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: მესხეთის რამდენიმე ასეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეჰყარეს სატვირთო მატარებელში და შუა აზიის გზას გაუყენეს.

 აღნიშნული დეპორტაცია განხორციელდა სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე, რომელიც ინსტრუქციით ადგენდა თურქების, ქურთების, ხემშილების, აზერბაიჯანლების, იეზიდებისა და თათრების საქართველოს სსრ-ს საზღვრისპირა რაიონებიდან, კერძოდ ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ბოგდანოვკის, აგრეთვე – აჭარის ა/რ ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სპეცგადასახლების წესსა და რიგს.

 შენიშვნა: იმ დროინდელ ოფიციალურ დოკუმენტებში მაჰმადიანი მესხები მოხსენიებულნი არიან, როგორც თურქული წარმომავლობისა და ეროვნების პირები. ტერმინები – “კავკასიელი თურქები”, “საბჭოთა თურქები”, “მესხეთელი თურქები” და “თურქი მესხები” საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მიერ მოგვიანებით, 70-იან წლებში დამკვიდრდა, რომელთაგანაც უკანასკნელმა ორმა ტერმინმა განსაკუთრებით ფართო გავრცელება ჰპოვა.

 ეროვნული ნიშნით გადასახლებას ექვემდებარებოდა დასახელებული რაიონების ყველა მცხოვრები, გარდა აღნიშნულ ეროვნებათაგანს მიკუთვნებული მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

 ოპერაციის დაწყების წინ უბნის ოპერ-რწმუნებულს უნდა შეემოწმებინა დასახლებული პუნქტების ალყისა და იქ მოწყობილი ჩასაფრებების საიმედოობა, რის შემდეგადაც იწვევდნენ ზრდასრულ მამაკაცთა კრებას, რომელზეც საქართველოს სსრ-ს საზღვრების უკეთ დაცვის საბაბით, ცხადდებოდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება მათი შუა აზიის სამხრეთ რეგიონებში გადასახლებისა და გადასახლების პირობების შესახებ. ოპერ-რწმუნებული მათ აიძულებდა კრების დამთავრებისთანავე შედგომოდნენ გადასახლების სამზადისს და აფრთხილებდა შესაძლო პასუხისმგებლობაზე, სპეცგადასახლებისადმი თავის არიდების ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევებში.

 თითოეულ ოჯახზე მიმაგრებული იყო თითო ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ოჯახის უფროსს სთავაზობდა თავისი ნებით ჩაებარებინა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის შემდგეგაც, მიღებული პასუხის მიუხედავად, ატარებდა ჩხრეკას.

 გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ თან წაეღოთ პირადი და სხვა ნივთები (ტანისამოსი, ჭურჭელი, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინვენტარი, ფული, ძვირფასეულობა, საკვების მარაგი), ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1.5 ტონისა. გარდა ამისა ხორციელდებოდა სახლში მყოფი ყველა პირის დაკავება, რომლებიც ოპერატიულად გადამოწმდებოდნენ და თუკი რომელიმე მათგანი არ ექვემდებარებოდა გადასახლებას, ისინი ოპერაციის დამთავრებისთანავე თავისუფლდებოდნენ. ამასთანავე, ოპერატიული ჯგუფის წევრებს უნდა გაეთვალისწინებინათ გადასასახლებელთა ოჯახებში იმ პირთა შესაძლო ყოფნის შესახებ, რომლებიც იძებნებოდნენ ან რომელთაც ბრალი ედებოდათ ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

 გადასახლებულთა მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები აღიწერებოდა ადგილობრივი კომისიების მიერ და გადაეცემოდა სახელისუფლებო ორგანოებს.

 სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომისიებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა გადასახლებულთა დარჩენილი ქონების (პირუტყვი, პროდუქტები…) დროულად და სრულად შეგროვების, აღწერის, დოკუმენტურად გაფორმებისა და მათი დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 სულ საქართველოს სსრ-დან, სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილების საფუძველზე სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი. მათ შორის: თურქები – 14 493 ოჯახი; ქურთები – 1 830 ოჯახი; აზერბაიჯანლები – 3 058 ოჯახი; იეზიდები – 7 ოჯახი; თათრები – 126 ოჯახი და ხემშილები – 304 ოჯახი;

რაიონების მიხედვით გადასახლების სურათი ასე გამოიყურებოდა:  
ახალციხის რაიონიდან:თურქები – 2 609 ოჯახი;
ქურთები – 389 ოჯახი;
აზერბაიჯანლ. – 2473 ოჯახი;თათრები – 126 ოჯახი;
სულ – 5 597 ოჯახი.
ადიგენის რაიონიდან:თურქები – 6 702 ოჯახი;
აზერბაიჯანლ. – 278 ოჯახი;
სულ – 6 980 ოჯახი.
ახალქალაქის რაიონიდან:თურქები – 614 ოჯახი;
ქურთები – 155 ოჯახი;
სულ – 769 ოჯახი.
ასპინძის რაიონიდან:თურქები – 3 743 ოჯახი;
ქურთები – 488 ოჯახი;
აზერბაიჯანლები – 301 ოჯახი;
სულ – 4 532 ოჯახი.
ბოგდანოვკის რაიონიდან:თურქები – 157 ოჯახი;
ქურთები – 6 ოჯახი;
აზერბაიჯანლები – 6 ოჯახი;
იეზიდები – 7 ოჯახი;
სულ – 176 ოჯახი.
  საქართველოს სსრ აჭარის /დან გადასახლებული იყო 1 764 ოჯახი, მათ შორის:  
. ბათუმიდან:თურქები – 84 ოჯახი;
ქურთები – 75 ოჯახი;
ხემშილები – 6 ოჯახი;
სულ – 165 ოჯახი.
ბათუმის რაიონიდან:თურქები – 346 ოჯახი;
ქურთები – 472 ოჯახი;
ხემშილები – 231 ოჯახი;
სულ – 1 049 ოჯახი.
ქობულეთის რაიონიდან:თურქები – 70 ოჯახი;
ქურთები – 198 ოჯახი;
ხემშილები – 34 ოჯახი;
სულ – 302 ოჯახი.
ქედის რაიონიდან:თურქები – 44 ოჯახი;
ქურთები – 12 ოჯახი;
ხემშილები – 5 ოჯახი;
სულ – 61 ოჯახი.
ხულოს რაიონიდან:თურქები – 124 ოჯახი;
ქურთები – 35 ოჯახი;
ხემშილები – 28 ოჯახი;
სულ – 187 ოჯახი.

არასწორი გადასახლების შესახებ გადასახლებულთა 106 განხილული განცხადებიდან 89 შემთხვევაში პირები ცნობილ იქნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ერების წარმომადგენლებად და საქართველოს სსრ-ს პროკურატურისა და შს ორგანოების დასკვნების შესაბამისად გათავისუფლდნენ სპეცგადასახლების ადგილებიდან.

 დანარჩენი კონტიგენტი აღრიცხვიდან მოიხსნა და სხვა გადასახლებულთაგან განსხვავებით, კონფისკირებული ქონებისა და უწინდელ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლების გარეშე გათავისუფლდა სპეცგადასახლებიდან სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის N135/42 დადგენილების საფუძველზე.

 თურქებთან, ქურთებთან, ხემშილებთან და იეზიდებთან ერთად აზერბაიჯანული ეროვნების შეცდომით გასახლებულ პირებს, სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1957 წლის 31 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე მიეცათ მათი სურვილისამებრ აზერბაიჯანის სსრ-ში დასახლების უფლება.

 სსრკ შს სამინისტროს 1955 წლის 10 მაისის N86 სატელეგრაფო მითითებისა და 1957 წლის 19 მარტის N1259/ÂÏ განმარტების შესაბამისად, სკკპ-ს წევრები სპეცგადასახლებულთა აღრიცხვიანობიდან მოიხსნენ შემდგომი საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლების შეუზღუდავად.

 გარდა ამისა, შინსახკომის 1944 წლის 18 მაისის N546 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-ს ყვარლის რაიონიდან დაღესტნის ასსრ-ში გადასახლებული იყვნენ ლეზგინური წარმომავლობის პირები, სულ 800 ოჯახი.

 ე.წ. “თურქი მესხების” ჩასახლება განხორციელდა შუა აზიის რესპუბლიკებში. მათ დეპორტაციას დროის სხვადასხვა პერიოდებში გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, ინტელიგენცია, დისიდენტური და არაფორმალური ორგანიზაცები (ამ ტალღაზე 80-იან წლებში საქართველოში ორგანიზებულად და მასობრივად დაბრუნდა რამოდენიმე ასეული ოჯახი), თუმცაღა მოგვიანებით, განსაკუთრებით 1989 წლის 23 მაისის ფერგანას ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ზოგიერთმა მათგანმა პოზიცია შეიცვალა და გაისმა მოწოდებები “თურქების” საქართველოდან უკან გარეკვის შესახებ.

 აღნიშნულთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, ასევე თვით “თურქ მესხთა” შორისაც, ვინაიდან იკვეთებოდა განსხვავებული თვითშეგნება და პოზიცია. ერთი ნაწილი საკუთარ თავს თვლიდა და თვლის ქართველებად, მეორე ნაწილი – თურქებად; არსებობდა მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილიც, რომელსაც ნაციონალური იდენტობა არ გააჩნდა.

 საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც პრობლემის მოგვარების მცდელობაში ჩაერთვნენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები და განახლდა მუშაობა დეპორტირებულთა რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პროცესის დაწყებისათვის აუცილებელი საშუალებებისა და გზების მოსაძიებლად.

მასალა აღებულია “შსს საარქივო სამმართველოს” საიტიდან:

http://archive.security.gov.ge/meskhebi.html

23 Responses to “♣ “თურქი მესხები””

  1. a.sanduxaZe said

    ევროპაში მცხოვრები თურქები, რომლებიც 60-იან წლებში როგორც გასტარბეიტერები (საშოვარზე ჩასული მუშები) ისე წავიდნენ იქ, სამუდამოდ დარჩნენ. და ინტეგრაციის ნაცვლად იცით რა მოთხოვნებს უყენებენ იქაურ მთავრობებს?

    ავსტრიის დედაქალაქს უკვე ვინსტამბულს ეძახიან. ათეულობით წლები ცხოვრობენ იქ და სახელმწიფო ენა არ ისწავლეს, იქაურ დაწესებულებებში იძულებულები არიან, განცხადებები და ანკეტები თურქულ ენაზეც გაკეთდეს, არას ვამბობთ სამლოცველოებზე და მისთანებზე, მოკლედ ფუფუნებაში არიან და მაინც სძულთ მკვიდრი მოსახლეობა.

    ხშირია თურქების მიერ ადგილობრივების ფიზიკური შეურაწყოფები და თავდასხმები, მათ ჯერ კიდევ არ დაუვიწყიათ მონღოლური ადათ-ჩვევები, ერთზე 50 კაცი მიდის საცემრად.

    თითოეული ოჯახი 7-8-9 შვილს აჩენს და შედეგად ვენაში მათმა რიცხვმა 300 ათასს მიაღწია. არის 15 ათასიანი ქალაქები, სადაც თურქები უკვე 10 ათასებია, ანუ უმრავლესობა არიან.

    ეს სურათი გინდათ საქართველოშიც იხილოთ?

    Like

  2. Temuri said

    საქართველოს საზღვარი თურქეთთან გახსნილია, როგორც კეთილ მეზობელთან.
    ეს იყო საფუძველი თურქი მესხების ნელ ნელა ჩამოსახლების და ამ რეგიონის საქართველოდან მოწყვეტის.
    რატომ გიკვირთ მათი გამოჩენა საქართველოში?
    ეს მხოლოდ დასაწყისია

    Like

  3. AFXAZI said

    ქართველი კაცის ინსტიტუტი გაქრა, ქართველი ქალი უცხოს უჩენს შვილებს, ურჯულო, გაუტანელი და მოღალატე ერი გადაშენდება…

    Like

  4. dato said

    ან თურქი უნდა იყოს ან მესხი, თურქები და თურქი მესხები არაფერში გვჩირდება!

    Like

  5. ალექსანდრე ბეგიაშვილი said

    მოგესალმებით ალექსანდრე ბეგიაშვილი, 2010 წლის სექტემბერში დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი”, რომელიც ახოეციელებს სხვადასხვა საქველომოქმედო აქციებს საქართველოში მცხოვრები 1944 წელს რეპრესირებული მესხების დასახმარებლად. მომავალში ვაპირებთ კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ჩვენი სურვილია ვითანამშრომლოთ ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან თუ ტელე–რადიო და ჟურნალ გაზეთებთან.
    პატივისცემით “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის” დირექტორი
    ალექსანდრე ბეგიაშვილი

    Like

  6. a. sanduxaZe said

    თან ნახეთ როგორი ლოზუნგი უჭირავთ “საქართველოს ხალხებოო” და არა ქართველებოო, არ იქნება მათი ჩვენსკენ მოქცევა არა!

    Like

  7. lmmmml said

    ase gamodis stalins erti zalian kargi sakme gauketebia sakartvelosatvis . somxebsaz rom chexebodat es deportazia gazilebit naklebi iknebodnen dxes sakartvelochi da davisvenebdit.

    Like

  8. lmmmml said

    eseni tu martlaz chamosaxldebian machin naxe somxebi ra dxechi chavardebian magram mainz sakartvelo dazaraldeba.

    Like

  9. lmmmml said

    Ferganas tragikuli movlenebi xom ver amixsnidit eg ra aris? madloba

    Like

    • iberiana said

      ფაქტიურად, ფერღანაში მოხდა ეთნიკურ ნიადაგზე პირველი კონფლიქტი ადგილობრივებსა და ჩასახლებულ ხალხს შორის, ცხადია ეს რუსებისგან იყო პროვოცირებული.

      Трагические события в Фергане в июне 1989 года: как это было

      Групповые столкновения между узбеками и турками-месхетинцами произошли в начале июня 1989 года в Ферганской области Узбекской ССР. Турки проживали на этой территории с 1944 года после их принудительной депортации из Грузии.

      Внутренним войскам МВД СССР массовые беспорядки удалось прекратить только к 12 июня. Однако до конца 1989 года в области сохранялся режим комендантского часа.

      По официальным данным, во время событий в Ферганской области погибли 103 человека, сожжено 735 жилых домов, 28 государственных объектов, 275 единиц автотранспорта. Ранения получили 164 военнослужащих внутренних войск.

      http://www.rian.ru/i/swf/rian-media-player/MediaPlayer.swf

      Like

  10. lmmmml said

    madloba

    Like

  11. JIU said

    ჩემი აზრით საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ სხვა ერების ადამიანები დიდი რაოდენობით ეს ქვეყანა ჩვენ არ გვყოფნის და მაგათი ადგილი სად არის ჯობია ყველამ თავის ბუდეს მიაშუროს ხოლო კულტურის სასწავლებლად ცოტა ხნით შეუძლიათ ჩამოვიდნენ არავინ არ უშლით.ხოლო სომხები, მუსულმანები და ოსები საერთოდ უნდა გაყარო აქედან ისტორია გაიხსენეთ რამდენი ზიანი აქვთ მოყენებული მათ ჩვენთვის.

    Like

  12. დაჩი said

    ნაცისტური იდეოლოგია ჭარბობს ჩვენში ძალიან, რაც დამღუპველია ნებისმიერი ერისთვის, რომ გაასახლეს ვინ ჩასახლდა? შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა ქართველების სასიკეთოთ? არა! მაგ პოლიტიკამ ჩვენ მთლიანად დაგვაკარგვინა ოცნების უფლებაც კი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს მიწებზე და იქაურ ქართველებზე.
    P.S მალე სომხეთი მოგვედავება ჯავახეთს და მაშინ კიდევ ერთხელ შევაქოთ სტალინი და რუსის ცარები თუ რა კარგი საქმე გაუკეთებიათ საქართველოსთვის

    Like

  13. garcelona said

    ვცხოვრობ ახალციხის რაიონ სოფ. აწყურში, ბევრ სხვაზე უკეთ მესმის ამ მოვლენების ფასი და ამ იდეის საშიშროება რადგან დაბადებიდან ეს თემა ჩემთვის აქტუალურია, რადგან ჩემს სოფელში თურქების წასვლის შემდეგ ჩვენ იმერლები ჩაგვასახლეს. და დღეს 3000 კაციან სოფელში 85% იმერელია.
    სტალინმა ჩვენ ვაის გაგვყარა და ვუის შეგვყარა, როგორც ძველი ქართული გამონათქვამი გვეუბნება. დღეს სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომხები არის ბევრად ცუდი საზოგადოება, ვიდრე ის მუსლიმანი მესხები იქნებოდნენ, რადგან ესინი პატივს არ ცემენ არა თუ ჩვენ რელიგიას, არამედ ელემენტარულ ეროვნულ ფასეულობას არ აღიარებენ ჩვენსას, შლიან ქართულ ფრესკებს ეკლესიებში, არ სწავლობენ ქართულ ენას და ელემენტარულ პატივს არ ცემენ ჩვენს კულტურას, არც მადლობლები არიან ჩვენი აქ რო ჩამოეთრნენ და ჩვენზე უკეთ ცხოვროობენ. ასე რომ, მუსლიმანების ჩამოსახლებაზე კი არა, პირიქით, სომხების გასახლების გზებზეც ბევრი საფიქრალი აქვს ჩვენს ერს.

    Like

  14. salome said

    au xalxo rogor qsenofobiurad azrovnebt, saqrtvelo ar aris monoetnikuri qveyana swored maseti gancxadebebis safudzvelze xdeba dapirispirebebi, ro ar chamoasaxlon am teritorias dziritadad mainc somxebi ikaveben da amit chvenda sasiketot mdgomareoba ar icvleba. jobia aset regionshi ssidzulvili ki ara saganmanatleblo da kulturuli programebi davnergot rac xels sheuwyobs mat integracias da ara gatishvas, mase rom vimsjelot davit agmasheneblma rom 40 000 ojaxi chamoasaxla saqartvelos mteri iyo? dafikrdit, am xalxs aqvt istoiul samshobloshi cxovrebis ufleba

    Like

    • Sergo said

      სალომე, საშინლად არაქართულად და არაამქვეყნიურად ფიქრობ, როგორ შეიძლება ქართველი კაცი შემწყნარებელი იყოს იმ ერისა თუ მისი წარმომადგენლის მიმართ, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ არის მომართული. დაარქვით თქვენ ქსენოფობია, კაცთმოძულეობა, დამდეთ ბრალი ათივე მცნების დარღვევაში, მაგრამ გულთან ახლოს ვერ მივუშვებ ქართველთა დამანგრეველ ერს, ვერ მოვიხსენიებ მას მეგობრად, შესაძლოა ჩემი მიზნებისთვის, ჩემი ერის მიზნებისთვის “ვეთანამშრომლო”, მაგრამ მაინც მტერი იქნება ის ჩემი და არ გამიხარდება საქართველოში მისი ყოფნა. დავით აღმაშენებელი რომ ახსენე, მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა, რომ ქართული მხედრობა გაეძლიერებინა, ყივჩაღების კეთილდღეობისთვის ჩვენი მეფე ნამდვილად არ მოქმედებდა, ქართველთა კეთილდღეობისთვისვე მოიყვანა მან ჩრდილო კავკასიელი ქალი ცოლად!!!
      და ახლა, იმ ქართველების შთამომავალი, რომლებიც თურქებთან ბრძოლაში სისხლს ანთხევდნენ, ამბობს რომ თურქი წარმოშობის ადამიანი საქართველოში მე თვითონ უნდა მივიწვიო, დავასახლო საუკეთესო შავ მიწებზე, სადაც საუკეთესო მოსავალი მოდის და ინსფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტიდან სერიოზული ხარჯებიც უნდა გავიღო, სირცხვილია.
      იტყვით თქვენ ახლა, რომ ჩამორჩენილი ვარ, თანამედროვედ ვერ ვაზროვნებ, მაგრამ გირჩევთ, ცოტა ხანს მაინც მოწყდეთ მონიტორებს, წადით ხერთვისის ციხის სანახავად, ნახეთ ოქროს ციხე ჭულესთან, ნახეთ ზარზმა, ნახეთ საფარა, არ გაცდეთ თუ გინდათ თბილისს და იქ მოილოცეთ ყველა სალოცავი, აი მერე კი დარწმუნებული ვარ დაგენანებათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მიწა თურქების სამოსახლოდ გადასაქცევად.
      კი, ვეთანამშრომლოთ ყველას, კი, იყოს თურქეთი ვაჭრობისა და სხვა თანამშრომლობის მხრივ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ნუ გადავაქცევთ ჩვენს საქართველოს პოლიტიკურ პროსტიტუტად და ნუ მივაცემინებთ ყველაფერს ყველასთვის!!! საქართველო მე ქართველებისთვის მწამს და შემდეგ სხვებისთვის, წადით ჯავახეთში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ქართალდ დაიჩივლეთ აბა და თქვით “მშიაო”, ნახავთ თუ ვინმე მოგაქცევთ ყურადღებას, ძაღლადაც არავინ ჩაგთვლით, და მერე შეიყვარეთ სომხობა, მერე გავხდეთ შემწყნარებლები!!!

      Like

      • Inga said

        გაიხარეთ ბ-ნო სერგო! მე მხოლოდ იმას დავამატებდი, სულ რომ არაფერი გამეგებოდეს ჩემი ქვეყნის ისტორიაში, იმას არ გავაკეთებ რასაც ჩემი მტერი მოითხოვს. ელემენტარული ლოგიკაა, მას თუ აწყობს- ჩემთვის საშიშია…

        Like

  15. PATRIOT said

    URJULOEBI AR UNDA GAVAXAROT ARAFRIS UFLEBA AR UNDA MIVCET ARC MECHETEBIS SHENEBIS SAKARTVELOSHI ARC SHEMOSAXLEBIS, ISEDAC GASAYRELIA ES INDOELEBI CHINELEBI EGVIPTELEBI KALIEBIVIT MOEDVNEN, SAKARTVELOS ESE TU GAGRDZELDA KARTVELI ERI UMCIRESOBA IKNEBA SAKARTVELOSHI DA ENASAC SAFRTXE DAEMUKREBA , GTXOVT COTA NACIZMI GAMOVAMJGAVNOT SAMSHOBLOSATVIS MAGATZE NACISTEBI MAINC AR VIKNEBIT

    Like

  16. PATRIOT said

    CHVEN SAFIKRALI GVAKVS ERTI VINC CXOVROBEN ISINI ROGOR GAVASAXLOT SAKARTVELODAN? GAMRAVLEBA GVCHIRDEBA CXVA ARAFERI

    Like

  17. qeti said

    araperi gveshveleba sanam qartveli dedis ginebas ar moishlis

    Like

  18. xalibi said

    თურქს კოსტუმი ეცმება, თუ იანიჩარის ხალათი, გენეტიკა რაც აქვს ვერ შეიცვლის, თანმედროვე თურქშიც ძალიან ცოტა უნდა პანთურქისტული იდეის აღორძინებას, ეგენი კიდევ თუ თურქები არიან, მესხები როგორა გამოდიან? ისე მაგ ტერმინს ზოგიერთი მათგანი, დიდი პროტესტით ხვდება, რომელსაც არ აქვს დაკარგული ეროვნული იდენტობა, მესხთა ტრაგედია,, გოზალიშვილის წიგნია, საინტერესოა ძალიან,

    Like

  19. ika said

    წაიკითხეთ ომაზ ჩხეიძის ,, წიგნი ,, ჩვენი მესხები” და იქ ბრწყინვალედ არის აღწერილი, როგორ აფინანსებდა და აძლიერებდა პროთურქულად განწყობილ მესხებს რუსეთი

    Like

დატოვე კომენტარი