Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● პეტრე I-ის სათუო ანდერძი, მისი ისტორია და მნიშვნელობა

პეტრე I-ის სათუო ანდერძი, მისი ისტორია და მნიშვნელობა

 

«Подделка – это тоже исторический источник, относящийся, однако, не к времени, о котором в ней рассказывается, а ко времени ее изготовления».

В.П. Кочлов

ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკრანებზე გამავალ სვეტლანა დრუჟინინას მორიგ ისტორიულ ფილმში, სერიალიდან „სასახლის გადატრიალებების საიდუმლოებანი“, მომაკვდავი პეტრე I-ს  მისუსტებული ხელით გამოყავს უწესრიგი წარწერა „ყველაფერი მიეცით…“, რომლის შემდეგაც  უღონოდ ეცემა ბალიშზე, რატა უკვე ვეღარასოდეს დაასრულოს ეს ფრაზა. დრუჟინინა მრავალგზის უსვამდა ხაზს, რომ ფილმს ჰქმნიდა პროფესიონალ ისტორიკოსებთან მტკიცე კავშირში, რომლებმაც ძირფესვიანად იცოდნენ ეს ეპოქა.

პეტრემ, უზარმაზარი იმპერიის საძირკვლის ფუძემდებელმა, სხვადასხვა მიზეზზთა გამო ვერ მოასწრო თავისი მემკვიდრის დასახელება, როგორც მას ეს უნდა გაეკეთებინა მის მიერვე 1772 წელს მიღებული მემკვიდრეობითობის წესდების შესაბამისად. 

ვისი სახელი შეეძლო დაეწერა პეტრეს? ძის ალექსისა – მომავალ პეტრეII? ეს ხომ სრულიად ნათელი იყო, რომ ეს წარმოადგენდა გარდაქმნების დასარულს. ათი წლის იმპერატორის გვერდით შესაძლოა აღმომჩდარიყო მისი ბებია – პეტრეს პირველი ცოლი, ევდოკია ლოპუხინა, და ყველანი, ვინც იდგა უფლისწულ ალექსეის ზურგს უკან.

ასერომ, შესაძლებელია იქ მდგარიყო ცოლის ეკატერინეს სახელი, რომელზედაც 1724 წელს მოსკოვში დიდებული ზარ-ზეიმით დაიდგა საიმპერატორო გვირგვინი? მაგრამ მან სხვასზედ უკეთ იცოდა, რომ ეს მცირეწიგნიერი ქალი არაფერს ფობს იმისათვის, რომ გააგრძელოს მისი საქმე. ამასთანავე არ გასულა ამ დღიდან სამიოდე თვეც, როდესაც მეფემ მას გაუგზავნა ქილა მისი ფავორიტის  – კამერჰერ მონსის მოჭრილი დასპირტული თავით. 

რჩებიან პეტრეს ქალიშვილები, მაგრამ უფროსი ანნა, ამ  ამბებზე ცოტა ხნით ადრე ცოლად გაჰყვა გოლშტინის ჰერცოგს და საზეიმოდ უარი განაცხადა მისთვისა და მისი შთამომავლებისთვის რუსეთის ტახტზე ყოველგვარ უფლებებზე. პეტრეს მეორე ქალიშვილი – ელიზავეტამ ძალიან ლამაზია, ცეკვის, ჩაცმულობის, ფულის ხარჯვის, ამურული საქმიანობის  ოსტატია. დანამდვილებით, ის იქნებოდა კარგი პარიზში დედოფლის როლში – ლუდოვიკო XV-ზე რომ დაენიშნათ. მაგრამ პეტრეს საქმეების გამგრძელებლის როლში ეს გაუნათლებელი, ზარმაცი, სახელმწიფოებრივ საქმიანობაზე ნაკლებად მოფიქრალი ქალიშვილი, ბალიდან საეკლესიო ლიტურღიაზე მიმფრინავი და იქიდან მასკარადზე აჩქარებით მიმავალი, ნამდვილად უადგილო იქნებოდა.  

შესაძლებელი კანდიდატების წრე ამოიწურა, საიდუმლო სიკვდილის წინაშე მდგომი პეტრეს ნაწერი საიდუმლოდვე დარჩა. თითქოსდა ისტორიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა უჩვენოს, რომ პეტრეს მერყეობა შემთხვევითი არ იყო, რომ მისი ხელებიდან კალამი ამაოდ არ დავარდნილა. ფრაზა “მიეცით ყველაფერი…” პირველად იქნა მოყვანილი ვოლტერის წიგნში რუსეთის იმპერატორის შესახებ, დაწერილი რუსეთის მთავრობის დაკვეთით. ვოლტერის უწყებას არ გამოუწვევია სერიოზული დაეჭვება შემდგომი მკვლევარებისა. ასე რომ, ს. მ. სოლოვიოვი იმეორებს ამას თავის „რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან”-ში. მხოლოდ არსებობს თვალთახედვა (ე.ფ. შმურლო, ნ. ი. პავლენკო), რომლის თანახმადაც პეტრე I სრულიადაც არ აპირებდა “ყველაფრის მიცემას” ანნა პეტროვნასათვის, როგორც ამტკიცებდნენ ისინი, რომლებიც ამზადებდნენ მასალებს პეტრე I შესახებ ვოლტერისათვის (გ. ფ. მილლერი, მ. ვ. ლომონოსოვი, ი.ი. ტაუბერტი). ეპიზოდი პეტრე I დაუსრულებელი ფრაზით, შემოტანილია სრულიად შეგნებულად ჰოლშტეინ-ჰოლლტროპის დინასტიის უფლებების დასამკვიდრებლად რუსულ ტახტზე. ჰოლშტეინის ჰერცოგის კარლ-ფრიდრიხის საიდუმლო მრჩევლის გ.ფ. ბასსევიჩის ჩანაწერებში მოთხრობილია მომაკვდავი იმპერატორის “უკანასკნელ ფრაზაზე”. იქ ნათქვამია, რომ დაუძლურებულმა პეტრემ უბრძანა გაეგზავნათ თავის ქალიშვილ პრინცესა ანნასთან, რაც აკეთებს მინიშნებას იმპერატორის “ჭეშმარიტ” ნებაზე უფრო მეტად გამჭირვალედ. 

ავანტურისტმა “ვლადიმირის კნიაჟნა”-მ დაასრულა თავისი დღენი კნიაჟნა ტარაკანოვის სახელით პეტრეპავლეს სიხესიმაგრეში 1775 წლის 4 დეკემბერს. პეტრე პირველის, ეკატერინე I და ელიზავეტა პეტრეს ასულის გაყალბებულ “ანდერძზე” დაყრდნობით ის პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის ტახტზე. ეს გაყალბებული “ანდერძები” ფიგურირებენ ისტორიულ და მხატვრულ ლიტერატურაში, როგორც “რაღაც ლიტერატურული ფონი მოთხრობაში XVIII ასწლეულის საიდუმლო ქალის მშფოთვარე ცხოვრებისა და ავანტურული გეგმებისა”. “ვლადიმირის პრინცესის” პოლიტიკური ინტრიგა ჩაფიქრებული იყო საფრანგეთში პოლონეთის ემიგრაციის მეთაურის კარლ რაძივილის მიერ, რომელიც ცდილობდა აღედგინა პოლონეთი 1772 წლის საზღვრებში., რაც მას გამოუვიდოდა, თუ რუსეთის ტახტი წილად ხვდებოდა თვითმარქვია “ვლადიმირის პრინცესას”, რომელიც თავს ასაღებდა იმპერატრიცა ელიზავეტად, პეტრეს კანონიერ ქალიშვილად.

და ბოლოს კიდევ ერთი “ანდერძი” პეტრე პირველისა”, უკვე სათვალავით მესამე, გადმოცემული იყო ფრანგი ისტორიკოსის ლეზიურის წიგნში 1812 წელს ფ. გაიარდის პუბლიკაციაში 1836 წელს.

“ნამდვილი” ტექსტის გამოჩენა გახდა, როგორც დღეს ბევრი მოიაზრებს, კოლექტიური შემოქმედების შედეგად. თუმც, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი და უდაო მტკიცეულება, ავტორობას ტრადიციულად მიაწერენ დ´ეონს. 

1812 წლის გაზაფხული, ნაპოლეონ I გადაჰყავს თავისი ჯარები ნემაზე, ემზადება რა რუსეთში შესაჭრელად. პარიზი კი აღელვებულია ახალი წიგნით. 500 გვერდიანი პამფლეტი, გამოცემული დიდი ტირაჟით, იყო აქტუალური და სენსაციური. წიგნში საუბარი იყო რუსეთის სტრატეგიული გეგმების გამჟღავნებაზე, რომელთანაც საფრანგეთი ომს აწარმოებდა. ფრანგებს აღელვებდათ თვით წიგნის სათაურიც “რუსეთის სახელმწიფოს ზრდის შესახებ დასაწყისიდან XIX ასწლეულებამდე”.

ეს დაიწერა, როგორც მითითებულია სათაურში, ისტორიკოს ლეზიურის მიერ, რომელიც იდგა სმსახურში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საფრანგეთის მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ წიგნის განხილვას. როდესაც იმავე წლის ზამთარში საფრანგეთის განადგურებული არმია გარბოდა რუსეთის საზღვრებიდან, კუტუზოვის ჯარისკაცებმა ხელში ჩაგდებულ მტრის შტაბებში აღმოაჩინეს ასობითი ეგზემპლიარი ამ მოზრდილი თხზულებისა. თანამედროვენი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ლუზერის წიგნი გამოცემული იყო თვით ნაპოლეონის განკარგულებით, რომელიც ეყრდნობოდა რა “რუსულ საშიშროებას”, ცდილობდა გაემართლებინა თავისი შეჭრა რუსეთში.  

სხვათაშორის, ლეზიურის წიგნში ცხადდებოდა: ”ირწმუნებიან, რომ რუსი იმპერატორების საოჯახო არქივებში ინახება პეტრე I-ის  ხელით ნაწერი საიდუმლო ჩანაწერები, სადაც თავისი გულღიაობით ცხადდება ამ იმპერატორის გეგმები, რომლებზედაც ის თავის თანამეროვეთ  ამახვილებინებდა ყურადღებას და რომლებსაც მისი მემკვიდრეები მისდევდნენ, შეიძლება ითქვას, რელიგიური შეუპოვრობით. აი არსი ამ გეგმებისა”. და შემდეგ გადმოიცემა სრულიად ფანტასტიკური პროგრამა რუსული დაპყრობებისა ევროპასა და აზიაში. ბატონ ლეზიურეს მიერ შექმნილი მტრის სახე მოწოდებული იყო დაერწმუნებინა ფრანგული საზოგადოება იმაში რომ, ნაპოლეონის არმია სჩადის მართალ საქმეს, იხსნის რა ევროპას აგრესიული მტრისაგან. თვით საფრანგეთის არმიისათვის ლეზიურეს წიგნი იყო რაღაც დოპინგისმაგვარი. აი როგორ დაწერა ამ წიგნის გამო თავის რომანში „კალმითა და დაშნით“ ვალენტინ პიკულმა: „ საფრანგეთის არმიამ შეაბიჯა ნემანს, წიგნის ტირაჟი კი დაეწია ნაპოლეონის შტაბებს, ჩამორჩენილთა დასაცქარებლად, ორჭოფტა შთაგონებისთვის…“   ლეზიურის წიგნი შეიცავდა მხოლოდ ტექსტის გადამღერებას, სახელწოდებულს „პეტრე დიდის ანდერძად“.

მეოთხედი საუკუნის შემდეგ, 1836 წელს პარიზში წიგნის თაროებზე კვლავ გამოჩნდა ფრადრახ გაიარდეს წიგნი „კავალერ დ’ეონის ჩანაწერები“. ეს იყო ბელეტრიზირებული მემუარები ცნობილი ავანტურისტის, ფრანგი დიპლომატის და მზვერავისა, 1755 -1760 წლებში რუსეთში საფრანგეთის საელჩოში მომსახურისა. ამ მემუარებში კი გამოქვეყნებული იყო სრული ტექსტი „ანდერძისა“. გამომცემელმა ფ. გაიარდემ წარუმძღვარა მას შესავალი შემდეგი შინაარსით: „1757 წელს კავალერ დ’ეონმა პარიზში ჩამოიტანა ძვირფასი დოკუმენტი, იმპერატრიცასთან მისი მჭირდო, უსაზღვრო მეგობრობის და ძლიერ საიდუმლო მეფეთა არქივების უკონტროლო კვლევის წყალობით გამხელილი. ეს, დ’ეონის სიტყვებით, ანდერძის ზუსტად სარწმუნო ასლია, პეტრე დიდის მიერ დატოვებული მისი შთამომავლობისათვის და ტახტის მემკვიდრეთათვის“.

ამის შემდეგ ტექსტი უცვლელად გამოიყენებოდა იმ სახელმწიფოთა დიპლომატიისა და პუბლიცისტიკის მიერ, რომლებიც რუსეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ. და ბოლო დროს გამოყენებულ იქნა გებელსის ნაცისტური პროპაგანდის სამინისტროს მიერ 1941 წელს..  

საიდან გაჩნდა ეს „ანდერძი?“

1755 წლის ზაფხულში პრუსიაზე, პოლონეთის და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გავლით მიდიოდა კარეტა, რომელშიც იმყოფებოდა,  მსახურთა გამოკლებით, ორი მგზავრი. უფრო სწორად, მგზავრი კაცი და მგზავრი ქალი, ხანში შესულ კაცს აცილებდა ახლაგაზრდა ქალიშვილი, მისი ძმისწული. მგზავრი იყო შოტლანდიელი მემამულე დუგლას მაკენზი. ის მის თანამგზავრთან ერთად მიემგზავრებოდა ლუდოვიკო XV დავალების შესასრულებლად – გაერკვია მოლაპარაკებების შესაძლებლობანი პარიზსა და პეტერბურგს შორის. ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები წამხდარი იყო უკიდურესად. ელჩები გაწვეულ იქნენ. პეტერბურგში იმდენად სჭარბობდა ლუდოვიკო XV მიმართ მტრული განყობილებები, რომ ის შიშობდა ოფიციალურად შეეთავაზებინა ელჩთა გაცვლის განახლება, შიშობდა უარის მიღება მტკივნეული იქნებოდა  საფრანგეთის სამეფო კარის პრესტიჟისათვის.  

ლუდოვიკოს მიერ მიცემული დავალება სრულიადაც არ ითვალისწინებდა ექსტრავაგანტურ ქმედებებს. მხოლოდ მგზავრი ქალი არა მარტო მისი ძმისწული იყო, არამედ ქალიც კი არ იყო.

„დისწული“ ან სხვაგვარად შევალიე დ’ეონ დებომონი, დაიბადა 1728 წელს. ზოგიერთი ბიოგრაფი ამტკიცებს რომ მას ბავშვობაში აცმევდნენ როგორც გოგოს, მხოლოდ შემდეგ დააძალეს მამაკაცის სამოსის ტარება. ამას იმით ხსნიან, რომ ამგვარი მასკარადის დახმარებით მშობლები იმედოვნებდნენ მისი ბავშვისათვის რაღაც სარგებლიანი მემკვიდრეობის მიღებას, რომელიც სხვაგვარად მოცურდებოდა ოჯახური მფლობელობისაგან. მაგრამ სანაძლეოები, რომლებიც დიდ თანხებად იდებოდნენ დ’ეონის სქესის შესახებ და კამათები  ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია გადაჭრილი იყო. არსებობდნენ უცილობელი მტკიცებულებანი, რომ დ’ეონი მამაკაცი იყო. ამის შესახებაც ლაპარაკობს გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის გაკვეთის სამედიცინო პროტოკოლი.  

დუგლასის და დ’ეონის მისია წარმატებული იქნა. რუსული პოლიტიკის ხელმძღვანელებს გააჩნდათ სერიოზული საფუძვლები ვერსალთან დაახლოებისათვის.

პარიზში მცირე ვადით დაბრუნებული დ’ეონი კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში საელჩოს მდივნის ხარისხში. სახელდობრ, რუსეთის დედაქალაქში მეორედ ჩამოსვლისას დ’ეონმა, თუ დავუჯერებთ „ჩანაწერებს“, მეტად საიდუმლო პეტერბურგში საიმპერატორო არქივიდან შესძლო მოეტაცებინა პეტრე I „ანდერძის ასლი“.

კავალერი დ’ეონი აცხადებს,  რომ მან შესძლო პეტრე პირველის ანდერძის ასლის მოხელთება პეტრე პირველის ქალიშვილთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის წყალობით. თითქოს და თვით იმპერატრიცა ელიზავეტას ნებართვით, ჰქონდა შესაძლებლობა შესდგომოდა სამეფო არქივში ამ ანდერძის ძიებას.

დავტოვოთ ეს განცხადება კავალერ დ’ეონის სინდისზე. არ დავვეჭვდებით იმაშიც, თუ როგორ შეძლო რუსულის არ მცოდნე კავალერმა დ’ეონმა სამეფო არქივში ბორიალი, შეეძლო კი დაედგინა, რომ მის მიერ ნაპოვნი დოკუმენტი, რომელიც მან პარიზში „მოიტანა“, არის სახელდობრ პეტრე პირველის ანდერძი. კავალერ დ’ეონის მემუარებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ პარიზში ჩამოსულმა პეტრე I-ის ანდერძი გადასცა ლუდოვიკო XV. შემდეგ ამოუცნობი ისტორია ვითარდება. ლუდოვიკო XV-ეს მისი პოლიტიკური აგენტისაგან მიღებული პეტრე I საიდუმლო ანდერძი არასდროს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, არასდროს უთქვამს, რომ მან მისი არსებობის შესახებ იცის.

პეტრე I რეალურ პოლიტიკას მცირედიც კი არ ჰქონდა საერთო მასზედ მიწერილი დოკუმენტის ქმედებებთან. ამგვარად მას არავითარი ჩანაფიქრი არ ჰქონდა ინდოეთის  და კონსტანტინეპოლის დაპყრობისა, პოლონეთის დანაწევრებისა, უკრაინული და ბელორუსული მიწების მისათვისებლად, საფრანგეთისა და ავსტრიის შეგნებული შეჯახებისა.

1763 წელს, როდესაც პოლონეთის მეფე კვდება, ფრანგი დიპლომატები განიხილავენ პოლონეთის შესაძლო დაყოფას, რომელიც მათი აზრით, რუსეთსა და პრუსიას ჰქონდათ განზრახული. 1778 წელს “კავალერ–ქალწულმა” დ’ეონმა ბიოგრაფიაში, რომელიც მისი სიტყვებით შეადგინა ლა ფორტელიმ, წარმოადგენს პოლონეთის გაყოფას 1772 წელს, როგორც “პეტრე დიდის საყვარელი გეგმის რეალიზაციას, რომელსაც ძალიან სურდა თავისი საზღვრების გერმანიასთან მიახლოება, რათა იქ სერიოზული როლი ეთამაშა”, და ამტკიცებს, რომ ეს თითქოს ჯერ კიდევ 1757 წელს იწინასწარმეტყველა “მინისტრიასადმი წარდგენილ მემორანდუმში”.

ავღნიშნავთ, რომ პეტრე I სახელი ანალოგიური სახით გვხვდება ყველა შემთხვევაში, როდესაც საუბარია რუსულ გეგმებზე, დაკავშირებული კონსტანტინეპოლის დაპყრობასთან. ფრანჩესკო ალგაროტი მოგვითხრობს მათ შესახებ მის “წერილები რუსეთზე”, ეყრდნობა რა ის საუბრებს ფელდმარშალ მინიხთან 1739 წელს. “წერილების” ფრანგული თარგმანი გამოდის 1769 წელს, რუსეთ–თურქეთის ომის დასაწყისში.

სახელდობრ ამ დროს ვოლტერი, მეგობარი და კორესპონდენტი ალგაროტისა, ავითარებს ანალოგიურ გეგმებს წერილებში ეკეტერინე II- სადმი, მომავალი „ბერძნული პროექტის“  ძირითადი მონახაზის კარნახისას. გ. რ. დერჟავინის მოწმობით, ეკატრეინე II მმართველობის დასასრულს, 1772 წლის გაზაფხულზე, ეუბნებოდა მას: “მე არ მოვკვდები მანამ, სანამ თურქებს ევროპიდან არ გავყრი, სანამ არ დავაცხრობ ჩინეთის სიამაყეს და არ ავაღორძინებ ინდოეთთან ვაჭრობას”.

ანონიმური თხზულების “საფრანგეთის უმთავრესი ინტერესების” თანახმად, წარდგენილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკატერინე II  რეალიზებას უკეთებს პეტრე I გეგმებს: დაიპყროს კონსტანტინეპოლი და აღმოსავლეთთან მთლიანი ვაჭრობა. მას შეუძლია დადოს ხელშეკრულება ინგლისთან საფრანგეთის წინააღმდეგ. “რუსეთი არ დაეცემა გერმანულ სახელმწიფოებს, არ ჩამთვალოთ უჭკუოდ და გავბედავ თქმას, საყოველთაო მონარქიის უნაყოფო იდეას, განძარცვულსა და არ არსებულს. თუ რუსეთი მიეცემა დაპყრობითს ვნებებს, მაშინ მისი გეგმები სულაც არ იქნება ილუზიური ქიმერა. ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთის ნაწილის დაპყრობით, სადაც ჩინებული პორტებია, ის მალე დასახავს წითელი და ხმელთაშუაზღვის შეერთებას. ამისათვის საჭიროა არხის წესრიგში მოყვანა, რომელიც წამოიწყო და გაიყვანა პტოლემეთა დინასტიამ”. ავტორი ამატებს, რომ ეს არხი (ახლანდელი სუეცის) იქნება არაუმეტეს იმისა, რომლის გაყვანაც პეტრე პირველმა ჩაიფიქრა, რათა შეაერთოს პეტერბურგი ვოლგასთან და კასპიის ზღვასთან, და რომ ეს პროექტი ყველაზე სარგებლიანია, რომელზედაც მხოლოდ ოცნება შეიძლება. “რუსეთი უკვე იმდენად ძლევამოსილია, გახდება მთელი მსოფლიოსათვის  ერთ-ერთი საშიში იმპერიათაგანი, თავისი ვაჭრობით და თავისი მცხოვრებლებით”.

პოლონეთში საფრანგეთის ელჩი გრაფ დე ბროლი მრავალჯერ უთითებდა “პეტრე I პროექტებზე”, რომელსაც ეკატერინე II ანხორციელებს მის საგარეო პოლიტიკაში. “უხეშმა, მაგრამ პეტრე პირველის დიდებულმა გენიამ შვა საიდუმლო პროექტი, ადრესირებული მის მემკვიდრეთათვის, – დაიკაონ ადგილი ევროპის დიდ სახელმწიფოთა შორის” – წერდა ვინმე ფავე ბროილს მითითებით. საერთოდ, საუბარია არა ეკატერინეს რომელიღაც რეალური დოკუმენტების ანალიზზე, არამედ სტერეოტიპზე “ეკატერინე II – პეტრე I საქმეების გამგრძელებელზე”.

1789 წელს ლონდონში გამოვიდა პამფლეტი “ევროპაში პოლიტიკური ბალანსის საშიშროების შესახებ”, როგორც ფიქრობენ, შვედი მეფის გუსტავ III (ეკატერინე II მას უწოდებდა “თავიდან ფეხებამდე ფრანგს”) დავალებით, ფრანგი ჟურნალისტის მალე დიუ პანის მიერ. აქ კვლავ გაისმის რუსული საშიშროების თემა: “ხალხი უფრო მეტად საშიში, გამობრძმედილი ბარბაროსობით და დისციპლინირებული მონობის უღლით, სიკვდილის და უბედურების არ შემგრძნობი, მაგრამ მეტად ვარგისი დაპყრობებისა და იავარქმნისათვის, ვიდრე თავდაცვითი ომებისათვის”.

საფრანგეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის მტრობა შეიგრძნობა თითქმის მთელი XVIII საუკუნის მანძილზე.  შვიდწლიანი ომის დროსაც კი საფრანგეთ რუსეთის კავშირმაც ვერ გახადა ორი ქვეყნის ურთიერთობა ნამდვილად მეგრობრული. შემთხვევით არ ჩაუდევს რადიკალურად მოაზროვნე ს. მერაშელს იმპერატრიცის პირში ყალბ “ეკატერინე II ანდერძში” ასეთი სიტყვები: “ვიმედოვნებ, რომ ჩემი ერთგული გეგმებით რუსული არწივი გაშლის თავის ძლევამოსილ ფრთებს, სადაც მეფის სისხლი თავისი ხალხის ხელით დაიღვარა”.

ვინ შეთხზა “პეტრე I ანდერძი” არ არის ზუსტად ცნობილი. ყოველ შემთხვევისათვის, ის, ეჭვგარეშეა, შედგენილ იქნა პირის მიერ, რუსული პოლიტიკის ზედმიწევნით ახლო მცოდნისა. უაზრობისა და აშკარა გამონაგონების მასათა შორის მომწყვდეულია  “გეგმებიც”, სამეფო პოლიტიკის მიზნების ნამდვილად ამსახველი. მაგრამ ეს შეეძლო გაეკეთებინა ნებისმიერს, ვინც მეტნაკლებად იცნობს XVIII საუკუნის პირველი ნახევრის დიპლომატიურ ისტორიას. ეჭვგარეშეა, რომ დ’ეონისთვის იყო უსათუოდ სარგებლიანი ეტრაბახა  ლუდოვიკო XVIII წინაშე. მაგრამ გადაღებული ასლის სიზუსტის შემოწმება მაინც შეუძლებელი იყო – ლუდოვიკო ვერ მიმართავდა პეტერბურგს ამგვარი თხოვნით! საერთოდ, საფრანგეთის მთავრობამ დოკუმენტს, თუ ის რასაკვირველია არსებობდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. “ასლი” ამ ანდრძისა მაინც რჩებოდა არქივებში მანამდის, სანამ 1812 წელს ლეზიურმა არ გადაამღერა შემოკლებული სახით. შემდეგ კი, დ’ეონის მემუარებში დაიბეჭდა ფალსიფიკაციის  სრული ტექსტი, საიდანაც წარმოიშვა ლიტერატორთა და ჟურნალისტთა ურიცხვი თხზულებანი.  

ზემოთ თქმული ნებას გვრთავს ვაწარმოოთ რამდენიმე დაკვირვება. “ანდერძს” გააჩნია თავისი ისტორიული საფუძვლები XVIII საუკუნის რუსეთის საგარეო პოლიტიკისა, ყალბად ინტერპრეტირებულის. ყველელაზე მეტად “დოკუმენტში” თვალგადავლებულია საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო პოლიკური ინტერესები. “ანდერძის” ავტორი არ იყო მცოდნე პეტრე I საგარეო პოლიტიკისა, რომლის გამოც ტექსტში არის მთელი რიგი შეცდომებისა და უაზრობისა. მაგრამ ავტორმა ნამდვილად აითვისა რუსული პოლიტიკის მრავალი ტენდენცია და დაუკავშირა ის პეტრე I. როგორც საბჭოთა პერიოდში ყოველგვარი პოლიტიკა, მიუხედავად  მისი ყოვლად შესაძლო გადახვევებისა, იყო “ლენინური”, ასევე XVIII საუკუნეში ის იყო “პეტრესეული”. სიმართლის მოგონილთან აღრევით, ავტორმა დაასრულა ახალი ტიპის სტერეოტიპის “რუსული საფრთხის” შექმნა, რომელსაც ევროპელთა შეგნებაში შეჰყავდა  ძველი – “რუსული ბარბაროსობა”. გავუსვამთ ხაზს, რომ “ანდერძი” ასახავს XVIII საუკუნის დასასრულის და XIX საუკუნის დასაწყისის ევროპის პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს როგორც კავალერ დ’ეონის ფალსიფიკაციის შესაძლო ავტორობას.   

რუსეთის მითიური სახეები, შექმნილი საფრანგეთში, ერთი მხრივ, პარადოქსალური სახით გავლენას ახდენს რუსულ საგარეო პოლიტიკაზე, მეორე მხრივ – ერეკება ინფორმაციის საკმაოდ მკაცრ ჩარჩოებში, მოწოდებულს დიპლომატიური ახრებით. საფრანგეთის ელჩები რუსეთში იტყობინებიან ზუსტად იმ ცნობებს, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის საგარეო პოლიტიკის კონცეპციას.  

პირველი, ვინც ეჭვქვეშ დააყენა ანდერძის  სიზუსტე, იყო მკვლევარი ბერგჰოლცი, რომელიც თვლიდა, რომ ტექსტის ავტორი იყო არც მეტი არც ნაკლები ნაპოლეონ ბონაპარტი. საკუთარი ჰიპოთეზის დამტკიცებას ბერგჰოლცი ცდილობდა ანდერძის ტექსტოლოგიური ანალიზით და ნაპოლეონის შრომებით (მათ შორის მოხსენებებიც).  ბერგჰოლზი წერდა: “ იქაც და აქაც საერთო აზრებია, იგივე დასკვნები, და ადგილებში, სადაც ბიოგრაფები აკეთებენ ციტირებას იმპერატორის საკუთარი სიტყვებისას. იგივე სახეები, იგივე გამონათქვამები, რომლებიც შესაძლებელია იპოვნოთ ნაპოლეონის გამოსვლებში და მის მიერ ნაკარნახევ დოკუმენტებში”.

1875 წელს რუსმა ისტორიკოსმა ე.პ. კორნოვიჩმა განაცხადა, რომ პეტრე I-ის ანდერძი შეადგინა კავალერმა დ’ეონმა. 1877 წელს კი ჟურნალში “ძველი და ახალი რუსეთი” გამოქვეყნებული იყო ს.ნ შუბინსკის გამოკვლევები, “საგანგებოდ მიმართული “ანდერძის სიყალბის” დასამტკიცებლად, რომელიც ისედაც იწოდება “პეტრე I სათუო ანდერძად”.

დ’ეონის მემუარებმა ვერ გააცუცურაკა ისტორიკოსები, თუმც “ანდერძმა” თავისი როლი შეასრულა. ევროპის მონარქიისათვის ის იყო რუსული ჰეგემონიის სიმბოლო, ევროპული დემოკრატიისათვის – სიმბოლო რუსული იმპერიალიზმისა. არსებულ დროში ფალსიფიკაცია განიხილება უმეტესწილად როგორც კურიოზი, რომელმაც მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა რუსეთის იმიჯის ფორმირებაში ევროპული საზოგადოების  წარმოდგენაში.    

ფ. გაიარდიის წიგნში გამოქვეყნებული პეტრე დიდის ანდრეძის ტექსტი:

“წმინდა და განუყოფელი სამების სახელით, ჩვენ, პეტრე, იმპერატორი და თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა, ყველა ჩვენს შთამომავალსა და ტახტის მემკვიდრეს და რუსი ნაციის მთავრობას.

I. ამყოფეთ რუსი ხალხი განუწყვეტელი ომის მდგომარეობაში, რათა ჯარისკაცი იყოს ბრძოლაში გამობრძმედილი და არ იცოდას დასვენება: ის მოასვენეთ მხოლოდ სახელმწიფო ფინანსების გაუმჯობესებისას, არმისს გაარდაქმნისას და იმისათვის, რომ დაელოდოს თავდასხმისათვის მოხერხებულ დროს. ამ სახით, გამიოყენეთ მშვიდობა ომისათვის და ომი მშვიდობისათვის საზღვრების გასაფართოებლად  და რუსეთის მზარდი კეთილდღეობისათვის.  

II. მეტად განვითარებული ქვეყნებიდან ყოველგვარი საშუალებებით გამოძახებულ იქნეს სამხედრო მეთაურები ომის დროს და მეცნიერები მშვიდობის დროს იმისათვის, რათა რუსმა ხალხმა შეძლოს სხვა ქვეყნების მიღწევების გამოყენება, საკუთარიდან არაფრის დანაკარგით.

III. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპის საქმეებსა და ომებში ჩარევა, განსაკუთრებით გერმანიისას, რომელიც როგორც მახლობელი, იწვევს უშუალო ინტერესს.  

IV. პოლონეთის გაყოფა, მასში მხარი დაეჭიროს მღელვარებეს და გამუდმებულ უთანხმოებებს, ძლიერები გადმობირებულ იქნენ ოქროთი, ზემოქმედება სეიმებზე, მოისყიდოს ისინი იმისათვის, რათა გავლენა იქნეს მეფეთა არჩევნებზე,  ამ არჩევნებში ჩვენი მომხრეების მიყვანა, გაეწიოს მათ მფარველობა, იქ შევიყვანოთ რუსული ჯარები და დატოვებულ იქნას იქ დროებით, სანამ არ წარმოსდგება შემთხვევა მათი იქ საბოლოოდ დატოვებისა.  თუ კი მეზობელი სახელმწიფოები დაიწყებენ სიძნელეების შექმნას, მაშინ დამშვიდებულ იქნენ ისინი ქვეყნის დროებითი დანაწევრებით, სანამ შესაძლებელი არ იქნება უკან წართმევა.

V. შვეციას დაპყრობის შესაძლელად გახდა და მისი მხრიდან ხელოვნურად იქნას გამოწვეული თავდასხმა, რადგან შეიქნას წინაპირობა მისი დაპყრობისა. ამისათვის ის დანიისაგან იზოლირებული უნდა იქნეს და დანია შვეციისაგან, და მზრუნველად დაეჭიროს მხარი მათ შორის წინააღმდეგობას..

VI. დიდი რუსი თავადებისათვის მეუღლეები შეირჩეს გერმანელი პრინცესებიდან იმისათვის, რომ გამრავლდეს ნათესაური კავშირები, დაახლოვდეს ინტერესები, გერმანიაში ჩვენი გავლენის გაძლიერებით, ამით ჩავაბათ ის ჩვენს საქმეში.

VII. უპირატესობით მივაღწიოთ ინგლისთან ვაჭრობის სახით კავშირს, რადგან სახელდობრ ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც მისი ფლოტისათვის უმეტესწილად ჩვენ გვსაჭიროებს და რომელსაც შეუძლია უმთავრესად ჩვენი ფლოტისათვის სასარგებლო იყოს. გავცვალოთ ჩვენი ტყე და სხვა ნაწარმი მის ოქროზე და დავამყაროთ ჩვენს ვაჭრებსა და მეზღვაურებს შორის მუდმივი ურთიერთობები, რომლებიც ასწავლიან ჩვენებს ვაჭრობას და ზღვაოსნობას.

VIII. დაუღალავად განვავრცოთ ჩვენი საზღვრები ჩრდილოეთით და სამხრეთით, შავი ზღვის გასწვრივ.

IX. რაც შეიძლება ახლოს წავიწიოთ კონსტანტინეპოლისკენ და ინდოეთისკენ, მათი მფლობელი იქნება  მსოფლიოს მფლობელი. ამ მიზნით აღიძრას მუდმივი ომები თუ თურქებთან თუ სპარსებთან, შავ ზღვაზე დაარსდეს გემთსაშენები, ნელნელა დავეუფლოთ  როგორც ამ ზღვას, ასევე ბალტიისას, რამეთუ ერთიცა და მეორეც აუცილებელია გეგმის წარმატებისთვის – მოეწყოს საპარსეთის დაცემა, გავაღწიოთ სპარსეთის ყურემდე, ავაღორძინოთ, თუ შესაძლებელია, ლევანტას ძველი ვაჭრობა ციმბირთან და მივწვდეთ ინდოეთს, როგორც მსოფლიო სასაწყობო პუნქტს. მისი დაუფლებით შესაძლებელია ინგლისის ოქროს გარეშედაც იოლად გავიდეთ.

X. მიველაქუცოთ და მონდომებით დავუჭიროთ მხარი ავსტრიასთან კავშირს, დასანახად წახალისდეს მისი ჩანფიქრები მისი გერმანიაზე სამომავლო ბატონობაზე, საიდუმლოდ კი გამოვიწვიოთ მის წინააღმდეგ ხელმწიფეთა არაკეთილმოსურნეობა. ვეცადოთ, რათა მან ან სხვებმა დახმარებითვის მიმართოს რუსეთს, და დავამყაროთ ქვეყანაზე თითქოსდა მფარველობა მასზედ მომავალი ბატონობის შემზადების მიზნით.

XI. დავაინტერესოთ ავსტრიის სამეფო სახლი ევროპიდან თურქების გაყრით, კონსტანტინეპოლის დაუფლებით კი ნეიტრალიზება გავუკეთოთ მის შურიანობას ან ავღძრათ მის წინააღმდეგ ომი, ან მივცეთ მას დაპყრობილის ნაწილი, რამეთუ მოგვიანებით უკანვე წავართვათ ის..

XII. გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეზე და გავაერთიანოთ ჩვენს ირგვლივ ყველა აღმოსავლეთ ბერძენი რენეგატი ან სქიზმატიკი, გავრცელებულნი უნგრეთში, თურქეთში და სამხრეთ პოლონეთში, გახადეთ ისინი ძალად და საყრდენად  და წინასწარ მომზადდეს საყოველთაო ბატონობა მათზედ, თითქოსდა სასულიერო მეთაურთა დაწესების მეშვეობით: იქნება იმდენი მეგობარი, რამდენი მეტრიც ეყოლება თითოეულს.

XIII. როდესაც შვეცია დაქუცმაცებული იქნება, სპარსეთი დამარცხებული, პოლონეთი დასაფლავებული, თურქეთი დაპყრობილი, არმიები გაერთიანებული, შავი და ბალტიის ზღვები ჩვენი გემებით დაცული, მაშინ უნდა შესთავაზონ დიდი საიდუმლოების ქვეშ პირველად ვერსალის მოლაპარაკებას, შემდეგ ვენისას, მსოფლიოზე ძალაუფლების გაყოფა. თუ რომელიმე მათგანი, ცდუნებული პატივმოყვარეობითა და თავმოყვარეობით, მიიღებს ამ წინადადადებას – რაც გარდაუვალია მოხდეს – მაშინ ის გამოვიყენოთ სხვის დასაღუპად, შემდეგ გავანადგუროთ გადარჩენილიც, მასთან ბრძოლის დაწყებით, რომლის შედეგშიც უკვე დაეჭვებაც არ შეიძლება, რადგან მაშინ რუსეთი დაუფლებული იქნება მთელს აღმოსავლეთსა და ევროპის უდიდეს ნაწილს.

XIV. თუ მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ ის ან სხვა რუსეთის წინადადებაზე უარს იტყვიან, მაშინ ჩამოაგდეთ მათ შორის მტრობა და დააუძლურეთ ისინი ურთიერთ შორის ბრძოლით. მაშინ რუსეთმა, გადამწყვეტი წუთის სარგებლობით,  უნდა მიმართოს წინასწარ შეკრებილი თავისი ჯარები გერმანიისკენ და ამავდროულად უკად გაგზავნოს ამათთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ფლოტი, ერთი აზოვის ზღვიდან, მეორე ბალტიის ძღვიდან. ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეში გასულები ისინი შეესევიან ერთისმხრივ საფრანგეთს და მეორეს მხრივ გერმანიას, და მაშინ იქნება ეს ორი ქვეყანა დამარცხებული, მაშინ დანარჩენი ევროპა უკვე ადვილად და ყოველგვარი წინაარმდეგობის გარეშე არმოჩნდება მის ქვეშ.

ასე შეიძლება და უნდა დავიმორჩილოთ ევროპა”

 ფრანგულიდან თარგმნა ვ. ზერნოვმა.

დატოვე კომენტარი