Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ალოიზ მიზანდარი

• Georgian Surnames – ქართული გვარები

119181318_2882783331950411_2058249540510449096_n

ალოიზ მიზანდარი

პირველი ქართველი პროფესიონალი კომპოზიტორი

Aloiz Mizandari — 13.09.1838 – 14.06.1912

 
ალოიზ იოსების ძე მიზანდარი (დ. 13 სექტემბერი [ ძვ. სტ. 1 სექტემბერი] 1838, გორი — გ. 14 ივნისი [ ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) — ქართველი პიანისტ-ვირტუოზი, კომპოზიტორი და პედაგოგი. პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი (რომანსი „ჩვენ დავშორდით“ 1863 წ.), საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების საპატიო წევრი.
 
ალოიზ მიზანდარი  1855-1863 წწ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. გამოდიოდა უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მილი ბალაკირევსა და ანტონ რუბინშტეინთან ახლო ურთიერთობამ გავლენა იქონია მიზანდარის შემდგომ მოღვაწეობაზე.
 
სწორედ, მან დაწერა პირველი ქართული საორკესტრო, საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები.
 
ის პირველი დაბეჭდილი ნოტის ავტორი (1863) და ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელია.
 
1874 წელს მან, სავანელმა და ალიხანოვმა თბილისში დააარსეს პირველი სამუსიკო სკოლა, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს– თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა.
ალოიზის ძმა, ფელიქსი ასევე, პიანისტი და ორღანისტი, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის პირველი მასწავლებელი იყო.
 
ძმების ნაქონი როიალი, რომელიც სახლში მედგა, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს გადავეცი.
 
მასზე ზაქარია ფალიაშვილმაც ისწავლა დაკვრა და ჩავთვალე, რომ კონსერვატორიაში უნდა მდგარიყო.
 
***
ა ლ ო ი ზ ს, პეტერბურგში სწავლისას და ევროპაში, კერძოდ, ვენასა და პარიზში გასტროლების დროს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩაიკოვსკისთან, რუბინშტაინთან, ბალაკირევთან, ლისტთან, როსინისთან, ბრამსთან, გუნოსთან, ვერდისთან, ობერთან, ვენიავსკისთან, მარმონტელთან, ჰერცთან, ტომასთან.
პეტერბურგში კი, აკაკი წერეთელი და ალოიზ მიზანდარი ერთ კურსზე სწავლობდნენ.
1865 წელს ალოიზი, მეცენატი ირაკლი გრუზინსკის დახმარებით პარიზში გაემგზავრა დასაოსტატებლად.
პარიზს მოჰყვა ვენა, სადაც გაიცნო ბრამსი.
 
***
ლისტი მისი ნიჭით გაოცებული იყო.
ალოიზი და ლისტი ხშირად უკრავდენენ ორ როიალზე და ამით მაყურებლისა და მსმენელის აღფრთოვანებას იწვევდნენ.
თურმე, სცენაზე ორი როიალი იდგა, ლისტი იწყებდა დაკვრას, მერე შუქი ქრებოდა და ალოიზი აგრძელებდა, რომ აინთებოდა შუქი, გაოგნებული მსმენელი ვერ ხვდებოდა, როდის ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
მი­ზან­და­რის სა­კონ­ცერ­ტო გა­მოს­ვ­ლებ­სა და სა­კომ­პო­ზი­ტო­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას კრი­ტი­კა ასე აფა­სებ­და:
“იშ­ვი­ა­თი მოხ­დე­ნი­ლო­ბი­თა და გე­ნი­ა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბით ბა­ტონ­მა მი­ზან­დარ­მა მსმე­ნე­ლე­ბი გა­ნაც­ვიფ­რა”.
ვე­ნა, გა­ზე­თი “დერ ვან­დე­რერ”,
1.IV.1867 წ. #89
 
***
“იმ დღეს უფ. ალო­იზ მი­ზან­დარ­მა გაგ­ვა­გო­ნა ჩვენ ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნე­ბუ­რი სიმ­ღე­რის “ხმე­ბი”, რო­მე­ლიც იმას პი­ა­ნო­ზე და­საკ­რა­ვათ გა­და­უ­კე­თე­ბია. ჩვენ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ნიშ­ნეთ, რომ მის შრო­მას უნა­ყო­ფოდ არ ჩა­უვ­ლია. იმი­ტომ, რომ მის ხელ­ში
პი­ა­ნომ მშვე­ნი­ე­რათ მიჰ­ბა­ძა ჩვე­ნე­ბურ მუ­ზი­კას და მი­სი ხა­სი­ა­თი მსმე­ნე­ლებს უცხოთ გად­მოგ­ვ­ცა…
ჩვე­ნი აზ­რით, დიდ ღირ­სე­ბათ უნ­და ჩა­ეთ­ვა­ლოს უფ. მი­ზან­დარს, რომ ასე სწო­რეთ გა­და­უ­ცია პი­ა­ნო­სათ­ვის ეს თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბურ მუ­ზი­კას ჩვე­ნი ხალ­ხის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხა­სი­ა­თიდ­გან გა­დას­დე­ბი­ა”.
გა­ზე­თი “დრო­ე­ბა”, 12.06.1870 წ. #23
 
***
“ბ-ნი მი­ზან­და­რის დაკ­რუ­ლი ბრამ­სის შეს­რუ­ლე­ბის­გან მხო­ლოდ იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ უფ­რო მე­ტად ზე­მოქ­მე­დებს სულ­ზე”.
გა­ზე­თი “კავ­კაზ”, 2.05.1877 წ. #86
 
***
“მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვ­ლე­ბა “მა­ზურ­კა-ფან­ტა­ზი­ა”, “აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­ლო­დი­ა” და რამ­დე­ნი­მე სხვა პი­ე­სა. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ის ჩვენ­თ­ვის ძვირ­ფა­სია რო­გორც არა მხო­ლოდ და­უ­ღა­ლა­ვი, ნი­ჭი­ე­რი პე­და­გო­გი, არა­მედ პირ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან”.
გა­ზე­თი “ტიფ­ლის­კი ლის­ტოკ”,
1.05.1893 წ.
 
***
“პირ­ველ რიგ­ში, ეს ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია, რო­მელ­თაც მეკ­ვ­ლე­ო­ბა გას­წი­ეს ქარ­თულ სა­კომ­პო­ზი­ტო­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და წინ უძღ­ვი­ან ქარ­თულ პრო­ფე­სი­ულ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­თა შექ­მ­ნას. და კი­დევ, სწო­რედ მა­თი წყა­ლო­ბით გა­ის­მა პირ­ვე­ლად მშობ­ლი­უ­რი ხმე­ბის ანა­რეკ­ლი”. — ნი­კო­ლოზ გი­ორ­გა­ძე( “ა­ლო­იზ მი­ზან­და­რი”, თბი­ლი­სი, “მე­რა­ნი” 1969 წ.)
 
* * *
სამწუხაროდ, დაკარგულია მისი ბევრი ნაწარმოები, თუმცა, ხელოვნების სასახლეში დაცულია ალოიზ მიზანდარის 4 ხელნაწერი ნოტი. მათგან 2 დაწერილია 1867 წელს ვენაში, ხოლო 2 – თბილისში. ეს არის ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები, მათ შორის პირველი პარტიტურა.
 
ა ლ ო ი ზ ი ს  ნაბეჭდი ნოტები და არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმიფო მუზეუმში არსებულ ალოიზ მიზანდარის არქივს შევუერთე….
…ასევე, მის არქივს შევუერთე ალოიზის ძმისშვილის, ერთ-ერთი პირველი ქართველი დირიჟორის, ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა.
 
* * *
ალო­იზ მი­ზან­და­რის პი­რად სა­არ­ქი­ვო ფონ­დ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ოთხ ხელ­ნა­წერს გა­ვე­ცა­ნი. მა­თი გა­შიფ­ვ­რი­სას მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩემ წინ იყო ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კის პირ­ვე­ლი ხელ­ნა­წე­რი ნო­ტე­ბი და ქარ­თუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო და სა­ორ­კეს­ტ­რო მუ­სი­კის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი!
 
Fugative mu­sings for my fri­end, Com­po­sed by A.O. Mizandari, Vienna, jan. . 1867 (“წუ­თი­ე­რი ფიქ­რე­ბი ჩე­მი მე­გობ­რის­თ­ვის”, შეთხ­ზუ­ლი ა. ი. მი­ზან­და­რის მი­ერ, ვე­ნა, იან­ვა­რი, 1867″) — ასე ეწო­დე­ბა ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც ალო­იზ მი­ზან­დარ­მა ვე­ნა­ში გას­ტ­რო­ლე­ბის დროს და­წე­რა. ის მსმე­ნელ­მა 147 წლის შემ­დეგ ჯერ ციფ­რუ­ლი ვა­რი­ან­ტით, ხო­ლო ივ­ნის­ში ცოცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით, ალო­იზ მი­ზან­და­რის სა­ხე­ლო­ბის #1 ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტ­ზე მო­ის­მი­ნა.
 
თუ აქამ­დე მხო­ლოდ და­ბეჭ­დი­ლი სა­ხით გვქონ­და ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში, ალო­იზ მი­ზან­და­რის რო­მან­სი “ჩვენ დავ­შორ­დით” (გა­მო­ი­ცა პე­ტერ­ბურ­გ­ში 1863 წელს), ახ­ლა უკ­ვე ხელთ გვაქვს ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კის პირ­ვე­ლი ხელ­ნა­წე­რი ნო­ტე­ბი და ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მუ­სი­კის პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში.
 
—-
მე­ო­რე ხელ­ნა­წე­რი – Tif­lis – Polka (“თბი­ლი­სი – პოლ­კა”) სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის­თ­ვის და­წე­რი­ლია 1867 წელს ვე­ნა­ში, ამას ადას­ტუ­რებს “ფიქ­რე­ბის” მე­ო­რე გვერ­დ­ზე ავ­ტო­რის მი­ერ ჩა­წე­რი­ლი მთა­ვა­რი თე­მის ეს­კი­ზე­ბი ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თ­ვის.
ეს არის ერ­თა­დერ­თი სა­ორ­კეს­ტ­რო ნა­წარ­მო­ე­ბი ალოიზ მი­ზან­და­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში და პირ­ვე­ლი პარ­ტი­ტუ­რა ქარ­თულ პრო­ფე­სი­ულ მუ­სი­კა­ში.
 
—-
მე­სა­მე ხელ­ნა­წე­რი, ცეკ­ვა “ლე­კუ­რი” (Lesghinka arran­ge par A. Misandari) სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ის ავ­ტორს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 1867-1870 წლებ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თ­ვის გა­და­უ­ტა­ნია.
 
—-
იმა­ვე სა­ნო­ტო ფურ­ც­ლის მე­სა­მე გვერ­დ­ზეა მე­ოთხე ხელ­ნა­წე­რი: ალო­იზ მი­ზან­და­რის მი­ერ ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თ­ვის გა­და­ტა­ნი­ლი “ა­ლეგ­რე­ტო” – ფე­ლიქს მენ­დელ­სო­ნის მე­ო­რე სიმ­ფო­ნია-კან­ტა­ტი­დან ოპ.52, რო­მელ­საც აკ­ლია სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დი და შე­სა­ვა­ლი 73 ტაქ­ტი.
“ლე­კუ­რი” და “ა­ლეგ­რე­ტო” XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს პე­ტერ­ბურ­გ­ში, “ბე­სე­ლის” სა­ნო­ტო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მოს­ცა.
—-
“ფიქ­რე­ბი”, “ლე­კუ­რი” და “ა­ლეგ­რე­ტო” და­წე­რი­ლია ფან­ქ­რით. “პოლ­კა” მელ­ნით. “ფიქ­რე­ბის” სა­თა­უ­რი და ხელ­მო­წე­რა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე მელ­ნით, ბო­ლო 9 ტაქტს მარ­ცხე­ნა ხე­ლის პარ­ტია აკ­ლია (და­ვას­რუ­ლე მე)
“ლე­კურ­სა” და “პოლ­კას” აქვს ინ­გ­ლი­სურ და ფრან­გულ ენებ­ზე ხელ­მო­წე­რა.
გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სა, ალო­იზ
მი­ზან­დარს ეკუთ­ვ­ნის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც XIX-XX სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გ­ში ცნო­ბილ­მა სა­ნო­ტო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ “ბე­სელ­მა” და “ი­ურ­გენ­სონ­მა” გა­მოს­ცეს: “აღ­მო­სავ­ლუ­რი მე­ლო­დი­ა”, “მა­ზურ­კა-ფან­ტა­ზი­ა”, მა­ზურ­კა “მო­გო­ნე­ბა აბას­თუ­მან­ზე”, “ო­რი პა­ტა­რა ვალ­სი”.
 
* * *
“თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ ყვე­ლა იმ ნა­წარ­მო­ებს, რომ­ლე­ბიც მა­შინ და­ი­წე­რა და გა­მო­ი­ცა, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კა, და­ვი­ნა­ხავთ მი­ზან­და­რის – პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბის დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას”.
მარგარიტა ვაჩ­ნა­ძე ( “ნარ­კ­ვე­ვე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მუ­სი­კის ის­ტო­რი­ი­დან”, თბი­ლი­სი, “ხე­ლოვ­ნე­ბა” 1973 წ.)