Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზ. რატიანი – პირიქითა საქართველო II

ზურაბ რატიანი

წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო


ნაწილი II

ორი დიდი მდინარის ვოლგისა და დონის ნართების ეპოსში მოხსენიება და ამასთან არა შემთხვევით, ეპიზოდურად, არამედ ხშირად, გარკვევით მიგვითითებს ადიღეელთა წინაპრების უწინდელ საცხოვრისზე, ხოლო ხაზას, ხაზართა, იგივე კასპიის ზღვისა და ზღვათაშორისი მხარეს ასევე ხშირი მოხსენიება ეპოსში კიდევ უფრო აზუსტებს ადიღეელთა ძველი საცხოვრისის ადგილმდებარეობას. ერთადერთი მიწა-წყალი, სადაც შეიძლებოდა ოსური, ჩერქეზული, ანუ ადიღეურ-აბაზა-აფსუური და თურქული, ან ყარაჩაი-ბალყარული ეპოსები ჩასახულიყო, აშკარად ვოლგადონის შუა ტრამალებია და, ამდენად, ნართების ეპოსის შემქმნელი ხალხის პირველსაცხოვრისი, მართალია არა მვვიდრი სამშობლოს, არამედ სამომთაბარეო მიწა-წყლის სახით ყოველ შემთხვევაში, ამ ეპოსის ჩასახვისას, სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ვოლგა-დონის ტრამალებია. ეს ტერიტორია კი უხსოვარი დროიდან იყო ის დერეფანი, რომლითაც აზიელი ველურები ევროპისაკენ მიისწრაფოდნენ. სკვითები, სარმატები, ჰუნები, ხაზარები, პაჭანიკები, ყივჩაღები, ალანები და კიდევ ბევრი სხვადასხვა ჯურის ველური მომთაბარეობდა ვოლგა-დონის ტრამალებზე ათასეული წლების განმავლობაში. ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი მათგანის წიაღში იშვა ნართების ეპოსი, მაგრამ იმის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება, რომ ყველა ის ხალხი, რომელიც ნართების ეპოსის შემქმნელად ითვლება, სათავეს ვოლგა-დონის ველებზე მომთაბარე ველურებიდან იღებს. ამათგან ოსები უშუალოდ ალან-სარმატ-სკვითთა შთამომავლებად არიან მიჩნეული, ძირითადად ენობრივი კუთვნილების გამო. მაგრამ ხალხის ენა ყოველთვის არ არის მათი რასობრივი კუთვნილების განმსაზღვრელი. ამის მაგალითები ისტორიამ ბევრი იცის და საკმაოა უზბევების, ყაზახებისა და ყირგიზების დასახელება, რომლებიც ენით თურქულენოვანნი არიან, რასობრივად კი მონღოლოიდები. ასე რომ ჩერქეზთა. ადიღე-აბაზა-აფსუათა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის კუთვნილება, როგორც დღეს მიიჩნევენ, სულაც არ ნიშნავს მათი ამავე ოჯახის რასობრივ კუთვნილებას, ანდა ყარაჩაი-ბალყარელთა თურქულენოვანება ჯერ ვიდევ არ ნიშნავს მათი თურქული მოდგმის კუთვნილებას.
ვოლგა-დონის ტრამალებზე ორი მოდგმის — ირანული და თურქული მოდგმის ხალხები მომთაბარეობდნენ ოდითგან. ამათ XIII საუკუნიდან დაემატათ მონღოლები, რომელთა ნაშთი ახლა ყალმუხეთში, რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრობს. ამიტომ ძნელდება გადაჭრით თქმა ნართების ეპოსის აწინდვლი ავტორი ხალხების ჩამოყალიბებაში რომელი მოდგმის ველურმა რა წვლილი შეიტანა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, საერთოდ არ გაირკვეს ამ ხალხების ჩამომავლობა. საერთოდ, ზოგადად სწორედ კარგად ირკვევა, რომ ნართების ეპოსი ირანული ან თურქული მოდგმის ხალხების შემოქმედებაა, მაგრამ იმის გამო, რომ ეპოსის შექმნას ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნით ათარიღებენ (49), უფრო სარწმუნოა ამ ეპოსის ირანული მოდგმის ხალხში ჩასახვა. ვინაიდან იმ დროს სწორედ ამ ჯურის ხალხი — სკვითები მომთაბარობდნენ ვოლგა-დონის ტრამალებში. ამ ბოლო ხანს სცადეს ამ ეპოსის ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღება (59), მაგრამ საამისო არგუმენტები იმდენად უსაფუძვლოა, რომ ღიმილის მომგვრელია. ამის მაგალითად მოვიტან შემდეგს: ნართების ეპოსში რომ არ ასახულა არც ძველი კოლხეთის, არც ბოსფორისა და არც სინდთა სამეფოები, თითქოს ეს იმის ნიშანია, რომ ეპოსი ამ სამეფოების წარმოქმნამდე გაცილებით ადრეა შექმნილი. სინამდვილეში ნართების ეპოსს, ე.ი. მის შემქმნელ ველურებს არაფერი საერთო არ ჰქონდათ ამ სამეფოებთან, არც კულტურულად, არც ტერიტორიულად, მათ არც კი გაუგონიათ ამ სამეფოების არსებობა, ისევე როგორც ზევით აღვნიშნე, დოლმენების შემქმნელი ხალხის ვინაობა. ნართების ეპოსში იმდენი გვიანდელი ჩანართია, განსაკუთრებით აბაზა-აფსუურში, რომ კოლხეთ-ბოსფორ/სინდთა სამეფოებზე რომ რაიმე სცოდნოდათ, ესეც უეჭველად აისახებოდა იქ. მაგრამ ნართების შემქმნელმა ხალხმა და შემდგომში ხალხებად დაყოფილმა ერთი მოდგმის მასამ მხოლოდ მას შემდეგ იწყო შემოღწევა კავკასიის ტერიტორიულ და ეთნოკულტურულ სივრცეში, რაც აქ ეს სამეფოები აღარ არსებობდა.
დადგენილია, რომ ნართების ავტორ ხალხთაგან კავკასიაში პირველები ოსები დამკვიდრდნენ ა.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის მიმდგომ ტრამალებზე მაითი უმრავლესობა მონღოლებმა გაჟლიტეს XIII-XV საუკუნეებში და მხოლოდ ვავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ხეობებსა და იმავე ქედის სამხრეთით — საქართველოს შემოხიზნული ოსების ნაშთი გადაურჩა გადაშენებას.
ოსების შემდგომ ჩრდილოეთ ვავკასიის მთებს იჭერენ ყარაჩაი/ბალყარელები. მიიჩნევენ, რომ ესენი ყივჩაღების შთამომავლები არიან. ყველაზე ბოლოს, ე.ი. ოსებსა და ყარაჩაი-ბალყარელების შემდეგ ჩრდილოეთ ვავკასიის მთებში დამკვიდრდნენ ჩერქეზები, ყაბარდოელები და საკუთრივ ჩერქეზებად წოდებული ჩერქეზთა ერთი ნაწილი. ყივჩაღთა შთამომავლებიცა და ჩერქეზებიც, ითვლება რომ ოსებივით მონღოლების, განსაკუთრებით თემურ-ლენგის სასტიკი შემოსევების შედეგად შეეფარნენ მთებს. მაგრამ აქ ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ყარაჩაი-ბალყარელები მთებში უფრო მაღლა სახლობენ და მხოლოდ ამათ ქვემოთ არიან განსახლებული ჩერქეზ-ყაბარდოელნი. როგორ მოხდა ეს? ჩერქეზების ყველაზე გვიან დამკვიდრება კავკასიის მთებში შემთხვევითი არ არის. დადგენილია, რომ ჩერქეზები მთებში ყუბანისპირეთიდან, ე.ი. პირიქითა საქართველოდან მივიდნენ, და სწორედ აქედან ჩანს, რომ პირიქითა საქართველოში ისინი ყუბანის გაღმა, ვოლგა-დონის ტრამალებიდან მისულან.
მაგრამ როდის დაუჭერიათ ჩერქეზებს პირიქითა საქართველო? ამის გასარკვევად ვნახოთ რას წერს ჯიქების, ანუ იგივე ჩერქეზ-ადიღეელების შესახებ ლეონტი მროველის შემდეგ ”ქართლის ცხოვრების” მეორე ავტორი ჯუანშერი: ”ვახტანგ გორგასალი განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოსეთისა, მდინარესა ოსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო” (51).
აქ პაჭანიკეთი, ოსეთი და ჯიქეთი ერთად, ერთ გეოგრაფიულ არეალშია დასახელებული. აქედან ირკვევა, რომ ვინაიდან პაჭანიკეთი და ოსეთი ჩრდილოეთ კავკასიის მიმდგომ ტრამალებზე მდებარეობდა, ცხადია, ჯიქეთი, ე.ი. ჩერქეზ-ადიღე-აბაზა-აფსუაც იმავე ტრამალებზე იყო — ”მუნვე იყო”, ჯუანშერის თქმით.
”შემდგომად მრავალთა ჟამთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან, და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრეს ბოლოსა აფხაზეთისასა (52), — განაგრძობს ჯუანშერი.
ვახტანგ გორგასლის დროს პაჭანივები არ მომთაბარობდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მიმდგომ ველებზე. მაშინ იქ ჰუნები იყვნენ. ასე რომ, ჯუანშერი (ან მისი ჩანართი) აქ უფრო გვიანდელ, მის თანამედროვეობასთან ახლო ვითარებას გადმოგვცემს. პაჭანიკები ვოლგა-დონის შუამდინარეთში IX ს-ს ბოლოდან გამოჩნდნენ, საიდანაც XI ს-ს შუა ხანებიდან ისინი ყივჩაღებმა გააძევეს დასავლეთით — დუნაისა და კარპატებისაკენ. ასე რომ ჯიქები სწორედ XI ს-ს შუა წლებში დასახლებულან ”ბოლოსა აფხაზეთისასა”.
აფხაზეთი ჯუანშერისთვის, ისევე როგორც ლეონტი მროველისათვის, რომ იგივე ეგრისია, ეს ცნობილია, მაგრამ რას ნიშნავს ჯუანშერის ფრაზა: ”ჯიქნი დამკვიდრეს ბოლოსა აფხაზეთისასა”? დამკვიდრება მომთაბარეობიდან ერთ ადგილზე დაფუძნებას ნიშნავს. მაგ. ლეონტით: ”უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი”, (ე.ი. იმ ქვეყანაში მკვიდრი, მიწაზე დაფუძნებული მოსახლეობა არ არსებობდაო) და ამიტომ ჯუანშერის თანახმად, გამოდის, რომ ჯიქები XI ს-ს შუა წლებიდან მომთაბარეობიდან მკვიდრ ცხოვრებაზე გადასულან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან მათთვის მიწათმოქმედება გამხდარა მთავარი სამეურნეო დარგი, ნაცვლად უწინდელი მესაქონლეობისა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერი პაჭანიკების შესახებ არ ამბობს დაემკვიდრნენო: ”წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით, კერძო” ე.ი. აქედან აიყარნენ და დასავლეთისაკენ წავიდნენ პაჭანიკებიო, მაგრამ ჯუანშერი არ ამბობს იქ დაემკვიდრნენ თუ კვლავ მომთაბარეობა განაგრძესო.
ახლა ვნახოთ, რას გულისხმობს ჯუანშერი ”ბოლოსა აფხაზეთისასა”-ში. ცხადია, აქ მდინარე ყუბანის გასწვრივი საზღვარი იგულისხმება, მაგრამ მთლიანად, თუ მისი ერთი მონაკვეთი? მდინარე ყუბანის სიგრძე თითქმის ცხრაას კილომეტრს აღწევს. მისი ბოლო ჯუანშერისათვის, რომელიც თავის თხზულებას პირაქეთა საქართველოში წერდა, იქნება ამ მდინარის ქვემო წელი. ასე რომ, ჯუანშერის თანახმად XI ს-ს შუა ხანებში მდინარე ყუბანის ქვემო წელზე, მის მარჯვენა სანაპიროზე დასახლებულან. ეს კი აზოვისპირა დაბლობია. ამ ცნობის სარწმუნობა იმით დასტურდება, რომ აზოვისპირა დაბლობი წარმოადგენს ჩიხს ვოლგა-დონის შორისი ტრამალებისა და ახალი მომთაბარენი — ყივჩაღნი აქ მართლაც აღარ ჩასდევდნენ ჯიქებს მას შემდეგ, რაც მათ პაჭანიკებთან ერთად დააცლევინეს ძირითადი სამომთაბარეო სივრცე. ამ აზრს ადასტურებს ინალის შესახებ ადიდეური ლეგენდის ანალიზიც (53). გარდა ამისა, ჩერქეზ-ადიღეველთა, იგივე ჯიქთა ნაწილის ჩრდილოეთ კავკასიის მთებში ოსებსა და ყარაჩაი-ბალყარელთა შემდგომ შეხიზვნაც იმას მოწმობს, რომ ჯიქები ამ მთებში, უფრო შორიდან მოსულან, ვიდრე ოსები და ყარაჩაი-ბალყარელები.
ამრიგად, ადიღეური ნართების ეპოსისა და ჯუანშერის ცნობებით დადასტურდა ადიღეელთა — ჯიქთა, ე.ი. საერთოდ ჩერქეზთა მომთაბარეობა ვოლგა-დონის შუამდინარეთში, საიდანაც, ჯუანშერის თანახმად, ისინი მდინარე ყუბანის ქვემო წელზე, აზოვის ზღვისპირა დაბლობზე დამკვიდრებულან XI ს-ს შუა ხანბში. ჯუანშერის დამოწმებული ცნობა ასე გრძელდება: ”და მოტყუენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი და შეიქცა, და მოადგა ოსეთსავე”(54).
შემდეგ ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგმა ძლევამოსილად ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიელი ველურების წინააღმდეგ, დიდი რევანში აიღო ოსთა ადრინდელ შემოსევებზე და წამოასხა ურიცხვი ტყვე და მათ შორის პაჭანიკები და ჯიქებიო. ჯუანშერის მონათხრობი ამ შემთხვევაში იმით არის საყურადღებო, რომ ვახტანგ გორგასლის დროს ჯიქები უკვე აშკარად იცნობენ ტერმინ გურჯ-ს და გურჯისტანს და თუ ეს გაცნობა უშუალოდ ვახტანგის დროს კი არა, უფრო ადრე მოხდა, ერთი რამ ცხადია, პირველად ჩერქეზ-ადიღე-ჯიქებს ქართველი და საქართველო (ქართლი) ტერმინ გურჯი და გურჯისტანით უნდა გაეცნოთ, რასაც ადასტურებს ჩერქეზულ ხალხებში ქართველთა უძველესი სახელწოდება — ქურჯი.
ახლა ვნახოთ, როდის გადმოლახეს მდინარე ყუბანი ადიღეელებმა, როგორ მოხდა ეს და როდის დამკვიდრდნენ ისინი ყუბანის მარცხენა ნაპირებზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ე.ი. პირიქითა საქართველოში.
ამისათვის სოციალურ ტერმინებს ათაუად და უორკს განვიხილავ. ეს სოციალური ტერმინები ადიღეურსა და მის მოძმე ენებში არის დადასტურებული, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ მაშინაც კი, როცა ისტორიული ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ადიღეური მოსახლეობა დამკვიდრდა, ეს მოსახლეობა ქართული პოლიტივური და სოციალური გავლენის ქვეშ მოექცა, და ცხადია, ასევე ქართული კულტურული და ნაწილობრივ მაინც ეკონომიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასე ვი მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, თუკი ამ მხარის ახალმოსახლენი ორგანიზებული დამპყრობლის სახით კი არ დამკვიდრდებოდნენ იქ, არამედ სხვა ველურ მტერთაგან გავერანებულ ქვეყანას თანდათან ხიზნების სახით შეავსებდნენ, როგორც ეს ხდებოდა საქართველოს სხვა კუთხეებში, მაგალითად, ისტორიულ დვალეთსა და შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ოსები შემოიხიზნენ. ყველაფრიდან ჩანს, რომ ძირითადად სწორედ ამგვარი ხიზნების სახით არიან შემოხვეწილი ადიღეელები ჯერ ყუბანისპირეთში და მერე შავიზღვისპირეთში. და მხოლოდ შემდგომ, საქართველოს კიდევ უფრო დაძაბუნების ჟამს, ისინი საბოლოოდ იგდებენ ხელთ პირიქითა საქართველოს.
ამგვარი პროცესის ბოლო ეტაპი მიმდინარვობს ამჟამად ისტორიული ეგრისის შუაგულში ე.წ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გავიმარჯვებთ ამ კუთხის ძირძველი პატრონები — ქართველები, ეს მხარე გადარჩება, მაგრამ… ძალიან მიმძიმს თქმა, თუ ვერ გავიმარჯვეთ, მასაც უცხოელი დაეპატრონება უფროსი ძმის ლოცვა-კურთხევით, სხვათა შორის, იმ უფროსმა ძმამ, ”ჩაგრულთა მფარველმა” რუსმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ძალიან კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა აფხაზეთი. აი რას წერდა ერთი უპირველესი რუსი ისტორიკოსი, ვასილ ტატიშჩევი: ”Паче же мною, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы… Ныне оной большую часть кубанцы наполняют.” (55)
ე.ი. ჩრდილოეთ სამეგრელოს თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს უწოდებდნენ, ჩვენი წინაპრები კი.ობეზებს ეძახდნენო და ახლა მის მეტ ნაწილს ყუბანელები იჭერენო.
ძველი რუსი ისტორიკოსის ეს ცნობა იმისათვის არ დავიმოწმე, რომ აფხაზეთის საკითხი გავარკვიო, არა. აფხაზეთი რომ საქართველოს ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც ქართლ-კახვთი, მესხეთი და ნებისმიერი ქართული მხარე, როგორც აღვნიშნე, ეს დიდი ხანია გაარკვიეს ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და პავლე ინგოროყვამ, ისევე როგორც ის, რომ ძველი, ნამდვილი აფხაზები ქართველები იყვნენ, ხოლო აფსუები გადამთიელები არიან, ივ. ჯავახიშვილის დასკვნა და ს.ჯანაშიას დაკვირვებანი ზემოთ დავიმოწმე, აქ კი ნ.ბერძენიშვილისა და პ.ინგოროყვას დასკვნები ვნახოთ: ”აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი”. (ნ. ბერძენიშვილი) (56), ”დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები” (პ.ინგოროყვა) (57).
ვ.ტატიშჩევის ცნობა იმისათვის მოვიტანე, რომ ამ ცნობით ირკვევა ადიღეური მოდგმის ხალხის საქართველოში შემოსვლის მესამე ეტაპის თარიღი. დ. ტატიშჩევმა თავისი ვრცელი გამოკვლევა ”История России” 1739 წელს წარუდგინა რუსეთის აკადემიას და, ამდენად, მისი აქ დამოწმებული ცნობა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ვითარებას ასახავს. ვ.ტატიშჩევის ობიექტურობა იმით იყო განპირობებული, რომ მის დროს რუსეთს საქართველო ჯერ კიდევ დაპყრობილი არ ჰქონდა და რუსეთში საქართველოს მიმართ აშკარად ჯერ არ ამჟღავნებდნენ დიდმპყრობელურ შოვინიზმს.
ასე რომ, ვ.ტატიშჩევის სანდო ცნობის თანახმად აფხაზეთი, იგივე ჩრდილოეთი სამეგრელო, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ მთლიანად არ ჰქონდათ დაჭერილი აფსუებს, რის გამოც თვით სახელწოდება ჩრდილოეთი სამეგრელო ჯერაც ჩვეულებრივად იხმარებოდა. და აი ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი მხოლოდ იმის შემდეგ გახდებოდა ჩრდილოეთი სამეგრელო, რაც თვითონ სამეგრელოს საზღვრები ეგრისის წილხვედრი ვრცელი ქვვყნიდან — ყუბანის აუზი, შავი ზღვის სანაპირო ტამანამდე, საკუთრივ აფხაზეთის საზღვრამდე დაემცრობოდა. ეს კი XV საუკუნეში მოხდა და საბოლოოდ XVI საუკუნეში დასრულდა. ასე რომ, თუ ვ.ტატიშჩევის ცნობას ჩავუკვირდებით, იგი უფრო მეტი ინფორმაციის შემცველია. ”Наши древние именовали обезы”, წერს იგი და… არა მგონია დაეწერა ” древние” ორიოდე საუკუნის წინანდელ წინაპრებზე. ვფიქრობ აქ უთუოდ იმის ანარეკლიც არის, რომ ტატიშჩვამდე ხუთი-ექვსი საუკუნით ადრე რუსები იცნობდნენ ტერმინს ობეზი, რაც ცნობილია, და მაშინ კი ჩრდილოეთი სამეგრელო ყუბანისპირეთი იყო, ხოლო აფხაზეთი სამეგრელოს შუაგულს შეადგენდა.
ახლა უშუალოდ ათაუადისა და უორკის შესახებ.
სრული გაუგებრობის, თუ მეტის არა, შედვგია, რომ ვარგი მიაჩნიათ ადიღეურიდან სვანურში შემოსულ სოციალურ ტერმინად. სინამდვილეში პირიქით იყო. ვარგი და ბევრი სხვაც ქართულიდან არის შესული ადიღეურში. ვარგი თამარის ეპოქაში აღნიშნავდა ღირსეულ ყმა-ვასალს, მოლაშქრეს, რომელიც სოციალურად აზნაურიც შეიძლებოდა ყოფილიყო, აზნაურად მსახურიც და მსახურად მსახურიც. უფრო ადრე კი, ბაგრატ III-ს სამართლის თანახმად, რომელიც ძირითადად X-XI საუკუნების ვითარებას ასახავს, ვარგის შესატყვისი იყო ცალკე სოციალური კატეგორია — ყმა, ანუ ყმა-ვასალი, მოლაშქრე, აზნაურზე დაბლა მდგომი ფეოდალური იერარქიის კიბეზე, მაგრამ არა მიწისმოქმედი და თვითონ ყმა-გლეხთა პატრონი. ასეთი ვარგი ფეოდალური საქართველოს მთიან მხარეებში, კერძოდ, სვანეთში, ფართოდ იყო გავრცელებული, სადაც აზნაურის მნიშვნვლობით იხმარებოდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მთა მიწის რესურსებით შეზღუდულია და იქ არ იყო იმის საშუალება, რომ ბარის საქართველოს მსგავსად, ვრცელი სააზნაურო ერთეულები გავრცელებულიყო თავისი საკმაოდ დიდი მამულებით, ყმა-გლეხთა სიმრავლითა და საკუთარი მონასტრებით. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, მთიელი ვარგი სოციალურად ზოგადად ბარელ აზნაურის შესაბამისი იყო, თუმცა ეკონომიკურად მას ვერ გაუტოლდებოდა. ვიმეორებ, ასე იყო მთიან საქართველოში, მაგრამ ამ ახალი მასალის თანახმად სვანები ხომ პირიქითა ანუ ბარის საქართველოში — ყუბანის ველებზეც ცხოვრობდნენ, რომლის ტერიტორია აწინდელი სვანეთისას რამდენჯერმე, ათჯერ და მეტადაც აღემატება. ამიტომ ბუნებრივია, ვიფიქრო, ყუბანის აუზში — პირიქითა საქართველოში მოსახლე სვანებში ისევე გავრცელებული იყო სოციალური კატეგორია აზნაური, როგორც პირაქეთა საქართველოში. უთუოდ ამის გამოძახილი უნდა იყოს ”ადიღეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონში”დადასტურებული ტერმინი: ანძაური. ვნახოთ რასთან დაკავშირებით ახსენებს მას ჩვენი წყარო: ”კოშეჰაბლ — რაიონული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ლაბას მარცხენა ნაპირზე. სახელწოდება ორი ძირის — ფუძისაგან შედგება: ქოშჩ-ქოშჩინ — ”ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა”, ”მომთაბარეობა”, ჰაბლ — ”აული”, ”უბანი”. მოხეტიალე-მომთაბარე აული. აულმა ბევრჯერ შეიცვალა თავისი ადგილმდებარეობა მდინარე ლაბას ხშირი წყალდიდობის გამო. უწინ სოფელს ერქვა ანძაური, ანძაურების აული, აულში შემონახულია მისი უბნების დასახელებანი: 1. ანძაურიი ”ანძაურის კუთვნილი უბანი”, 2. კუბეჩიო, ”კუბაჩიევების უბანი”, 3. დოხუშყვაი, ”დოხუშყვას უბანი”, 4. ტრამყვაჯ, ”ტრამოვების აული”, სხვანაირად ტრამჰაბლ, 5. ბეგუშ, ”ბეგუსოვების უბანი”.
გეოგრაფიული ობიექტების მთელ წყებას ადიღესა და მის ფარგლებს გარეთ ეწოდება კოშეჰაბლ. მაგალითად დასახლება იაბლონოვსკის უწინ ვოშეჰაბლ ერქვა. (58)
იმავე კოშეჰაბლის შესახებ სიმონ ჯანაშია წერს> ქვაშჰაბლი, ქუაშ — ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლება, ბოშებივით (59). სხვაგან კი აღნიშნული აქვს: ”მთქმელი… აულ… ქუაშ, ჰაბლ-იდან, ქუაშ — ხეტიალი, ადგილიდან ადგილზე გადასვლა…” (60)
ასე რომ ფუძე ქუაშ-ქვაშ-დან არის ნაწარმოები რუსული კასოგი, იგივე ქართული ქაშაგი, ქეშიგი, ასევე სვანური ქაშქ და ოსური ქაშგონ. ქაშ-კოშ — ქვაშ ფუძის ყველა ეს სიტყვა არის ჩერქეზის სინონიმი ანუ იმ ხალხის სახელწოდება, რომელიც თავის თავს ადიღეს უწოდებს და არა მარტო მათი, ასევე აბაზა-აფსუებისა, რადგან ფართო გაგებით ესენიც ჩერქეზი-კასოგი-ქაშქი-ქაშაგი-ქაშგონები არიან.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ”ქართლის ცხოვრების” ერთი მინაწერი, რომელიც ლეონტი მროველის თხზულების იმ მონაკვეთის დასაწყისშია არშიაზე გაკეთებული, სადაც ლეონტი ალექსანდრე მაკედონელისა და ფარნავაზიან მეფეთა შესახებ მოგვითხრობს. იქ სწერია: ”ყივჩაღი ჩერქეზია” (60). ამ მინაწერით ის კი არა ჩანს, თითქოს მისი დამწერი ყივჩაღსა და ჩერქეზს ტომობრივად ვერ ასხვავებდეს ერთმანეთისაგან, არა, ამით ის აღნიშნა მინაწერის ავტორმა, რომ ყივჩაღი არის მოხეტიალე, მომთაბარე, უმკვიდრო, ველური და ეს გამოხატა სიტყვით ჩერქეზი, რაც, როგორც ვნახეთ, დასტურდება თვითონ ჩერქეზული, ანუ ქაშქური ანუ ადიღეური წყაროებით.
ამრიგად, აქამდე ვიცოდი, რომ ქართულ ენაში ბარბაროსი აღინიშნებოდა ტერმინებით ველური და, აგრეთვე ტყიური, (მაგრამ არა მთიული-მთიელი. მთიელობა ქართულში ყოველთვის საამაყო იყო. მაგ. ”მთიელ ვარ, მთაში გავზრდილვარ, მტერო, არ შაგიშინდები…”), ახლა გაირკვა, რომ ბარბაროსის ქართული შესატყვისი ასევე ყოფილა ჩერქეზი-ქაშქი, ქაშაგი, ანუ ადიღეთა ზოგადი სახელწოდება.
ახლა ისევ დავიმოწმებ კ.მერეტუკოვის განმარტებას: აულ კოშეჰაბლის შესახებ: ”ქოჩშ-ქოშჩინ ,,ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა”. (”მომთაბარეობა”). ჰაბლ ”აული”, ”უბანი” — მოხეტიალე, მომთაბარე აული”.
ყოველივე იმის შემდეგ, რაც ქაშქ-ჩერქეზ-ადიღეს შესახებ ზემოთ გაირკვა, სრულიად მიუღებელია კ.მერეტუკოვის ახსნა იმისა, რომ რადგან აული კოშეჰაბლი მდინარე ლაბას ხშირი წყალდიდობის გამო იცვლიდა წარა-მარა ადგილმდებარეობას, ეს სახელიც ამიტომ შვერქვაო. ალოგიკურია მისი მომდვვნო მსჯელობაც: ”გეოგრაფიული ობიექტების წყებას ადიღესა და მის ფარგლებს გარეთ ეწოდება კოშეჰაბლი”. ალოგიკურია, რადგან კოშეჰაბლ მოხეტიალე, ერთ ადგილას დაუმკვიდრებელ დასახლებას ჰქვია და ასეთი დასახლება ადიღესა და მის გარეთაც, ე.ი. ისტორიულად ადიღეთა განსახლების არეში, რადგან ბევრი ყოფილა, მაშინ რა შუაშია აქ მდინარე ლაბას ხშირი წყალდიდობა? თუნდაც იმ ერთ შემთხვევაში მართლაც ლაბას გამო გარბი-გამორბოდა აქეთ-იქით აული კოშეჰაბლი, სხვა, მრავალ შემთხვევაში ხომ იქ ლაბა არსად იყო?
სრულიად აშკარაა, რომ ამ მრავალი კოშეჰაბლის არსებობა ადასტურებს ადიღეთა ძირძველ ქართულ მიწაზე ფეხის მოკიდების პირველ ეტაპს, როცა ეს კოშჩ-ქაშქ-ადიღეელები ანუ მომთაბარე ველურები თანდათან მოხეტიალედან მიწაზე მკვიდრ ცხოვრებას იწყებდნენ. ასეთ დროს, ცხადია, მათ ბევრი მდინარის ადიდებაც, მეწყერიც, ზვავიც და ათასი სხვა სტიქიაც შეუშლიდა ხელს, რადგან ველურები იყვნენ და არ იცოდნენ, რომელი ადგილი შეერჩიათ სამოსახლოდ. არანაკლები წინააღმდეგობა შეხვდებოდათ მათ ძირძველი ქართული მოსახლეობისაგან და, ვფიქრობ, ზემოთ დამოწმებული ანძაურის აული სწორედ ამის დასტურია. ანძაური აშკარად არის ქართული აზნაურის დამახინჯებული ანუ გაადიღეებული ფორმა. ადიღეურ ენაში აზნაურის შესატყვისია აამსთა, რაც იმის ნიშანია, რომ როცა აზნაურობა ადიღეელებმა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაიმკვიდრეს, ჩანს ადიღეს საზოგადოების დაწინაურებულმა ნაწილმა იგი ძველი (თუმცა არა ზუსტი სოციალური შესაბამისობით) სახელით მიიღო. ანუ ადიღეს საზოგადოვბაში არსებულა დაწინაურებული წოდება, რომელიც აზნაურის მსგავსი ყოფილა და მას ერქვა აამასთა. შემდგომში, როცა ადიღეელები ქართულ ფეოდალურ წყობილებას შეერწყნენ, აამასთამ ქართველი აზნაურის ნიშნები შეიძინა, მაგრამ სახელი აამასთა თავისი შერჩა, ამიტომ თუ აზნაური (ტერმინი) დადასტურდა ადიღეში, ეს უეძველი საბუთია ამისა, რომ ეს აზნაური არის ნაშთი ძველიქართული, საკუთრივ სვანი აზნაურობისა. ასე რომ ანძაური ნამდვილად არის აზნაურის ადიღეური ფორმა და ამით დასტურდება, რომ აულ კოშეჰაბლის ძველი პატრონი ყოფილა ქართველი აზნაური და ამიტომაც ერქვა მას უწინ ანძაურიი, ანუ აზნაურისა. ცხადია, ასე ადიღეელები შეარქმევდნენ, თორემ მას თავისი ქართული სახელი ექნებოდა. ეტყობა, სახელდებით აწ უცნობმა იმ აზნაურმა დიდხანს დაამახსოვრა თავი მომხვდურ ველურებს, რომ დღესაც მისი ნასახლარის ძველ სახელად ადიღეელები ანძაურიის ამბობენ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტოპონიმები, რომლებიც ყორღანებს უკავშირდებიან. განსავუთრებით საყურადდებოა ოშხე ტიგერ (62). ოშხე ყორღანს ნიშნავს, ტიგერ გათხრილს. ეს გათხილი ყორღანი მდებარეობს აულ ადამიისთან, იქ სადაც იმეზ-სვანების ტყეა, მდინარე ლაბას ნაპირას. საქმე ის არის, ამ ყორღანს მეორენაირად ”გომილეშხა ანზაურა ყურღან” ჰქვია, რაც ქართულად აზნაურ გომილეანთ ყორღანს ნიშნავს. გომილ აშკარად ფუძეა აზნაურის გვარისა და ამდენად შესაძლოა მისი გვარი გომილიანი იყო. არსებობს სვანური მამაკაცის სახელი გუმელი. ხომ არ არის გომილ ამ გუმელის ადიღეური ფორმა? მაშინ სვანი აზნაურის გვარი გუმელიანი იქნებოდა. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ზემოთ განხილული კოშეჰაბლის ძველი პატრონის — ქართველი აზნაურის მსგავსად, აქაც ეს აზნაური უთუოდ ქართველი იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე, ეს სოციალური ტერმინი ქართულია და ჩერქეზულ-ადიღეურ ენაში როგორც სოციალური ტერმინი, იგი არ იხმარებოდა.
თავისთავად ტერმინი აზნაური მეხუთე საუკუნეზე ადრე ვერ გავრცელდებოდა პირიქითა საქართველოში, რადგან იგი საერთოდ მეხუთე საუკუნეში ჩამოყალიბდა თავისი სოციალური შინაარსით. აქედან ირკვევა, რომ მეხუთე საუკუნემდე პირიქითა საქართველოში ქართველები ცხოვრობდნენ და სწორედ ამის გამო გავრცელდა იქ ქართული სოციალური ტერმინი აზნაური მეხუთე საუკუნიდან ან მომდევნო საუკუნეებში. დავუბრუნდეთ ისევ ადიღეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონს. იქ აღნიშნულია:
გურჟ უახშ (63), ანუ კრამიტის ყორღანი, როგორც მას განმარტავს ლექსიკონის ავტორი. ადიღეურად ქართველი არის ქურჯ, ხოლო ადიღეური ენის ბჟედუხურ დიალექტზე გურჟ ნიშნავს კრამიტს. გინდაც ასე იყოს, აქედანაც კარგად ჩანს, რომ ქურჯ და გურჟ არსებითად ერთი და იგივე სიტყვაა, ანუ გურჟ დიალექტური ვარიანტია ქურჯისა. ასე რომ ეს კრამიტის ყორღანი იგივე ქართველის ყორღანია. და გინდაც კრამიტის ყორღანად მივიჩნიოთ იგი, მაინც ქართველს უკავშირდება, რადგან თვითონ კრამიტი ქართველის სახელს დაუკავშირა ადიღეურმა ენამ. ეს ყორღანიც, ცხადია, ადიღეელებს ადგილზე დახვდათ, იგი მათი აშენებული არ არის და პირიქითა ქართველების კიდევ ერთი ნაკვალევია.
ისევ და ისევ აულ ადამიისთან არის რატუ იუაშხ (64). ლექსიკოგრაფი განმარტავს: ”რატიუ — საკუთარი სახელია”. რატიუას ყორდანი. აქ ხომ პირდაპირ ჩემი გვარის — რატიანის ფუძეა დადასტურებული. რატი ძირძველი ქართული სახელია მამაკაცისა, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში და მისგან გარდა რატიანისა, ვიდევ რამდენიმე გვარია ნაწარმოები. რატიშვილი, რატია, რატიანიძე, რატიაშვილი.
აულ ადამიის ახლოს არის აული ულაფი, რომლის შესახებ ს.ჯანაშიას აქვს ასეთი ჩანაწერი: ”აქ არის მთლად 7 ჰაბლი (ე.ი. უბანი — ზ.რ.) მაშანჰაბლ, სიდიყვაჟე, ყიყბექვაჟე, ბესლენეი, ბირაყეი, იაზიგვეი, ლაღადიღვეი” (65).
ეს მარშანჰაბლი ნიშნავს მარშანის უბანს, ხოლო მარშანი, იგივე მარშანიაა. ს.ჯანაშიას სხვა ჩანაწერით ირკვევა შემდეგი: ”ათაუად გაგიგონია-მეთქი, მიპასუხა: ფში-ზე დაბალია და ვარხზე (ე.ი. ვარგზე — ზ.რ.) მაღალია. თავადები არიან მარშანიები (მარშან). განა ისინი ფში არ არიან-მეთქი? წინათ იყვნენ, მერმე კი არაო” (66). გვარი მარშანი ს.ჯანაშიას ყაბარდოშიც აქვს დადასტურებული ფორმით მარშანხა და იქაც თავადად იხსენიება (67).
ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობებია. ზემოთ დამოწმებული ა.ულაფის უბნებიდან ერთადერთია მარშანჰაბლ, რომელიც აშკარად სვნური გვარის — მარშანის უბანს აღნიშნავს. მარშანი ისევე სვანური გვარია, როგორც დადვანი, ფილფანი, ჩართოლანი და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ აულის სხვა უბნების სახელწოდებაში გაადიღეებული ქართული გვარებიც იმალებოდეს, მაგრამ ამის დადგენა ახლა ძალიან სათუოა. აქედან ირკვევა, რომ გვარი მარშანი პირიქითა საქართველოს, კუთრივ ყუბანისპირა ქართველობიდან, კერძოდ, სვანებიდან მოდის. ძველისძველი ქართული გვარის შვილნი ორჯერ არიან გაჩერქეზებულნი, პირველად ადიღე-ყაბარდოელის სახით, მერე აფსუას სახით.
ვინ იცის, კიდევ რამდენი ქართველია ასე გაჩერქეზებული?
მეტად საყურადღებოა ს.ჯანაშიას შემდეგი ჩანაწერი: ”სათავადო (княжество). ფშიღუა (ტერიტორია და მოსახლეობა, კიდევ უფრო ხელისუფლება)” (68).
აქედან ირკვევა. როდესაც ადიღეელები ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს დაექვემდებარნენ ანუ როცა მათ, ვითარცა ხიზნებმა დაიჭირეს ქართული მიწები და ამგვარად ისინი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, მაშინ მათი ფში — გაბატონებული წოდების ზედა ფენა გახდა თავადი. ფში თავადზე მეტი იყოო და ეს მართალია, რადგან ფში თვითონ იყო სოციალურად ხელმწიფე, მსგავსად ძველი და გვიანდელი ქართველი მთავრისა, ხოლო ათაუად მეფეზე, ქართველ მეფეზე იყო დამოკიდებული, რადგან ამ თავადობა-ათაუადობას ე.ი. სოციალურ სტატუსს იგი ქართველი მეფისაგან იბოძებდა. ამიტომაც არის, რომ ფშიღვა — სათავადოს გაგებით აღნიშნავს ყმა-მამულს და ”კიდევ უფრო: ხელისუფლებას”, როგორც ს.ჯანაშია წერს. აი ეს ”კიდევ უფრო ხელისუფლება” განასხვავებს ფშის ათაუასაგან. ეს კარგად ჩანს მარშანიას მაგალითზე, უწინ ის ფში იყო, მერე აი-აუად გახდა. ე.ი. უწინ მეფისაგან სოციალურად დამოუკიდებელი მთავარი იყო, რაც ახსოვით ადიღეელებს, მაგრამ ქართული ტერმინის ნაცვლად მას ადიღეურით იხსენიებენ, რადგან ასეთი მთავრები — ფში მათ თვითონაც ჰყავდათ და ამიტომ პირდაპირ თარგმნეს ქართული ტერმინი.
საყურადღებოა ფრაზა: ”ფში-ზე დაბალია და უარხ-ზე (ე.ი. ვარგზე) მაღალი”.
აქ ვარგი ქართული აზნაურის შესაბამისი ჩანს, როგორც ეს მთიან საქართველოში, სვანეთში იყო. საკუთრივ აზნაურის ადსანიშნავად ადიღეურში აამასთას არსებობა. მაგრამ მის სინონიმად ვარგის დადასტურება იმის ნიშანია, რომ თვით ამ სოციალურ წოდებაში იყო უთანაბრობა და ეტყობა აამასთა უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვარგი, თუმცა ზოგადად ამ უკანასკნელით გამოხატავდნენ აზნაურობას და ესეც ჩვეულებრივია, როგორც ჩვენში იყო აზნაური და წარჩინებული აზნაური, თუმცა უორხ-ვარგი, როგორც აღვნიშნე, ქართული აზნაურის ზუსტი ასლი არ არის, ხოლო აზნაურობის არსს — მის ვასალობას აშკარად გამოხატავს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერმინ ათაუადის ადიღეში გავრცელება, როგორც ეს ს.ჯანაშიას ჩანაწერით დადასტურდა. საქმე ისაა. რომ იმ სოციალური შინაარსით, როგორითაც ის უმაღლეს ფეოდალურ-ვასალურ წოდებას აღნიშნავს, თავადი XV საუკუნიდან იკიდებს ფეხს და საბოლოოდ XVI საუკუნეში ბატონდება საქართველოში. მანამდე კი, X-XIV საუკუნეებში გაბატონებული იყო თავადის დიდი წინამორბედი დიდებული, პრინციპულად იგივე თავადი. დიდებულსა და თავადს შორის, შეიძლება ითქვას, ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ერთიანი საქართველოს მეფეებს, ვთქვათ, ერთი მხრივ დავით აღმაშენებელსა და თამარს, ხოლო მეორე მხრივ დაქუცმაცებული ქვეყნის მეფეებს, ვთქვათ, ვახტანგ VI-სა და ერეკლე II-ს შორის. პირველნიც მეფენი იყვნენ და მეორენიც, მაგრამ მათ შორის განსხვავება (ცხადია, არაპიროვნულს ვგულისხმობ), მაინც დიდი იყო. დაახლოებით ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან დიდებული და თავადი. და რადგან ადიღვში ათაუად და არა ადიდებულ არის დადასტურებული, ეს იმის ნიშანია, რომ XV საუკუნემდე, უფრო ზუსტად XV საუკუნის II ნახევრამდე ყუბანისპირეთში, შავზდვისპირეთზე რომ აღარავთქვა, ადიღეელები ჯერ კიდევ არ იყვნენ საბოლოოდ დამკვიდრებული. ისინი რომ XIII-XIV საუკუნვებში შემოხიზნულიყვნენ ყუბანისპირეთში, უთუოდ დიდებული გავრცელდებოდა ადიღეელებში და არა თავადი, მაგრამ XIV საუკუნეში, დაწყებული გიორგი ბრწყინვალით და დამთავრებული მისი შვილიშვალით ბაგრატ V დიდით (თემურ-ლენგის შემოსევებამდე), საქართველო იმდენად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ მას სავსებით სამართლიანად თამარის დროინდელს ადარებდნენ. ასეთ დროს გამორიცხული იყო ქართულ მიწაზე უცხო ტომის დამკვიდრება. თუმცა ველურთა პირველი ტალღა XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოვიდოდა, მაგრამ, ვიმეორებ XIV საუკუნეში იგი საქართველოში ვერ დამკვიდრდებოდა. XIV საუკუნის ბოლოდან კი, როცა საქართველოში საშინელი სისხლის წვიმები დაიწყო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დამპყრობლის თემურ-ლენგის შემოსევებით, რომლის მრავალგზის ლაშქრობამ აყვავებული ქვეყანა მიწასთან გაასწორა და XV საუკუნიდან ამას დაემატა სხვა აღმოსავლური ურდოების შემოსევები, აი ასეთ გაჩანაგებულ ქვეყანაში კი უკვე ადვილი იყო ადიღეელების დიდი რაოდენობით პირიქითა საქართველოში დამკვიდრება. მაგრამ ტერმინი ათაუადი ადასტურებს, რომ ახალი მოსახლეობა ჯერ ისევ ძველი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში რჩებოდა, ჩანს, ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში. ამიტომ არის შემორჩენილი ადიღეელებში მერეთინ-იმერელი ქართველის ენიშვნელობით, ხოლო ძველი სახელი ქურჯ მათ უფრო თბილისის მიმართ შემორჩენიათ. სვანის, ადიღეურად სონეს სახელის ყველაზე მეტად გავრცელება ადიღეს აწინდელ ტოპონიმიკაში კი უთუოდ იმის ნიშანია, რომ ხიზნებად შემოხვეწილ ადიღეელებს იქ სვანები დახვედრიათ, ვისგანაც მათ უსწავლიათ ხვნა-თესვა, ვაზის და ღვინის, გუთნის, თოხის, ბარის, ნიჩბის და ვინ იცის, კიდევ რა კულტურისა და იარაღის სახელი. (ადიღეურსა და მის დიალექტებში სანე ნიშნავს ვაზსა და ღვინოს, კუთან – გუთანს, სვანა — თოხს, ლასვანა — ბარსა და ნიჩაბს, გურჟ — კრამიტს…). საერთოდ კი ტერმინების სონე — სვანი, ქურჯ — უწინ ქართველი, მერე — თბილისი, მერეთინ — ქართველის არსებობა ადიღეურ ენაში უდავოდ იმის მოწმობაა, რომ ადიღეელები ტალღებად და არა ერთბაშად შემოსულან ამ ქართულ მხარეში. ადიღეელთა პირველ ტალღას ქართველთა ნაკვალევისათვის ჯერ სონე-სვანთან დაკავშირებული სახელები უნდა დაერქმია, მეორე ტალღას — ქურჯ ფუძის სახელები და ბოლო, მესამე ტალღას — მერეთინ ძირის ტოპონიმები. ასე რომ ყოველ მომდევნო ტალღას წინარე ტალღის მიერ დარქმეული ტოპონიმი უნდა დახვედროდა იქ.
ამის შემდეგ ერთხელ კიდევ დავუბრუნდები ადიღეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონს. იქ დამოწმებულია მთელი წყება ტოპონიმებისა აჭ და აზ ფუძით, რომელთაც ან საერთოდ ვერ განმარტავს ან სათუოდ განმარტავს ავტორი. ასეთებია. აჭარე, აჭიო, აჭიაყვა, აჭოყვამე იამეზ, აჭუ, აჭიფს აჭეყვულაჯ. იგივე აჭეპს, აზგუჩ, აზგუჩ გოგუ, აზიპ, აზიპეთხ, აზიპეთხიყვა ფსინე ჩიე.
ავტორი წერს, რომ ტოპონიმები ელემენტ აზ-ით განუსაზღვრელი რაოდენობით არის გავრცელებული შაფსუღთა განსახლების მთელს ტერიტორიაზე (69).
შაფსუღები კი შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეების შახესა და ფშადას შორის, ხოლო ქედს გადაღმა მდინარე ყუბანის ქვემო წელის მარცხენა ნაპირზე სახლობდნენ. ეს ის ტერიტორიაა, სადაც დადასტურებული ტოპონიმები სონჩთხ — სვანების ქედი, სონჩ — სვანებისა, გუჯეური — წაბლიანი, ქურჯ ნიბ — ქურჯ ჩეი — ქართველების დაბლობი, — ქართველების ველი. აქედან ჩანს, როდესაც ამ მიწებზე შაფსუღები მოვიდნენ მათ იქ ქართველები დახვდნენ სვანებისა და კიდევ სხვა ქართული ტომი სახით, მაგრამ რომელი იყო ეს სხვა ქართული ტომი, თითქოს ამ ჩვენი მასალით, ე.ი. აჭ და აზ ფუძის შემცველი ტოპონიმებით არ ჩანს, მაგრამ რადგან იმ ადგილების მახლობლად არის ტოპონიმი გელენჯიკ-გალენჯიხა — გარეციხე — აშკარად მეგრული ტოპონიმი და ჯიმითი, რაც სვანური შეიძლება იყოს და მეგრულიც, ამიტომ საფიქრებელია, რომ გარდა სვანებისა, ადიღეთა შაფსუღების ტომს ადგილზე მეგრელებიც დახვედროდნენ. ასეა ზოგადად. ახლა ვნახოთ, რა ირკვევა უშუალოდ აქ დამოწმებულ ტოპონიმთა მიხედვით.
ჯერ ავტორისეულ ეტიმოლოგიას მივყვეთ. იგი წერს: ”აჭარე — მდინარე შახეს მარჯვენა შენაკადი. არსებობს მსხლის ჯიში აჭარე ქუჟ. ალბათ აქედანაა მდინარის სახელიც, რომლის ხეობაში მსხლის ხეები ხარობდა. შავი ზღვისპირა ადიღეელები — შაფსუღები მსხლის ამ ჯიშს ეძახდნენ ბჟიხე ქუჟ — შემოდგომის მსხალი. აჭარე გავრცელებული იყო ყოფი ადიღეურ ბაღებში პირველ და მეორე კრასნოალექსანდროვსკის და სოლოხაულის სასოფლო საბჭოს ტერიტორიაზე” (70).
ამრიგად, აჭარე მსხლის ჯიში იყოო, მაგრამ თვითონ სიტყვა აჭარეს კი არ, თუ ვერ განმარტავს ავტორი.
შემდეგ: ”აჭიო — მდინარე შახეს მარჯვენა შენაკადი ასევე ჰქვია მთასაც ლაგონაკის ზეგანზე, საიდანაც იღებს სათავეს ეს მდინარე.
ტოპონიმის განმარტება ადიღეური ენის საფუძველზე შეუძლებელია.
აი აქ უკვე გაირკვა, რომ თუ აჭიო არ განიმარტება ადიღეურად, მაშინ არც აჭარე განიმარტება ადიღეური ენით.
”აჭიაყვა — მდინარე ხოძის (ფეძის) ერთ-ერთი შენაკადი. ჰიდრონომი კომპონენტ აჭიე-ს მნიშვნელობა უცნობია. ყვა — ”ხეობა”, ”ხევი” (71).
აქაც იგივეა, აჭ ფუძე ადიღეურად არ განიმარტება.
”აჭეკ — მდინარე სოჩის მარჯვენა შენაკადის და მასზე მდებარე დასახლების სახელწოდება” (72).
”აჭიჩ — მთის მდინარე, შახეს ერთვის მარჯვნიდან” (73).
ამ ბოლო ორ შემთხვევაში ავტორი საერთოდ აღარ აღნიშნავს, განიმარტება თუ არა ადიღეურად ეს ჰიდრონიმები, ჩანს, ზემოთ აღნიშნული საკმარისად მიიჩნია და აქ აღარ გაიმეორა.
შემდეგ: ”აჭოყვამე იამეზ, ”აჭოყვათა ტყე” — ლებემეზის (ლაბას ტყის ერთი მონაკვეთის სახელწოდება, რომელიც აულ ეგერუხაის ჩრდილო გარეუბანში მდებარეობს” (75). ”აჭუ — მდინარე შახეს მარჯვენა შენავადი ერთვის მას ბაბუკაულის ქვემოთ შვიდი კილომეტრის დაშორებით (76).
”აჭიფს — მდინარე, ჰიდრონიმის სახელწოდება ლიტერატურაში რამდენადმე დამახინჯებულად შევიდა — აზიფს, აზიუფს, აზიიფს, აჭი ფსი — ”წყალი” (77).
როგორც ვხედავთ, აქ ჭ-ანი ზ-ანით არის შეცვლილი, რასაც ავტორი დამახინჯებას ეძახის და კითხვის ნიშანს უსვამს ტერმინს აჭი (?), რადგან, ცხადია, ვერ განმარტავს. შემდეგ: ”აჭეყვულაჯ — მდინარე აშეს მარცხენა შენაკადი, ერთვის მას აულ ქელეჭის (მეორე კრასნოალექსანდროვსვის) მახლობლად. ”აჭევების მდინარე”. მას სხვა სახელიც ჰქვია — აჭეფს” (78).
აქაც ფუძე — აჭ-ის შესახებ ავტორი დუმს.
ამის შემდეგ ლექსიკონში კიდევ ხუთი ტოპონიმია დამოწმებული, მაგრამ უკვე ფუძით აზ. და თუ, ზემოთ აჭიფსის შესახებ იგი წერს, ამ მდინარის ”სახელწოდება ლიტერატურაში რამდენადმე დამახინჯებულად შემოვიდაო” — აზიფს, აზიუფს, აზიიფს ფორმით, ე.ი. ძირითადად ჭ-ანი ზ-ანით შეიცვალაო, მომდევნო ხუთი ტოპონიმის შესახებ იგი ამას არ ამბობს, ამიტომ გაუგებარია, თუკი ერთ შემთხვევაში ეს დამახინჯებაა, დანარჩენ ხუთ შემთხვევაში რატომ არ არის დამახინჯება? თუ აქ საერთოდ არაა დამახინჯება და ჭ-ანი და ზ-ანი ერთმანეთს ბუნებრივად ენაცვლება ერთი და იგივე ენის დიალექტებში, ანდა თუნდაც ერთსა და იმავე დიალექტში, მაგრამ განსხვავებულ დროში, როგორც, ვთქვათ, ქართულში გვაქვს მტკუარი და მტკვარი ანდა ცხომი და ცხუმი? მე მგონია, რომ აჭიფს აზიფს ფორმით შეცვლა არავითარი დამახინჯება არ არის და იგი ან დიალექტური ვარიანტია ან დროისმიერი ცვლილება, რაც, ვფიქრობ, იმავე ლექსიკონის მომდევნო ტოპონიმებით დასტურდება.
ვნახოთ ეს ტოპონიმები: ”აზგუჩ-ქედი, ტუაფსეს რაიონის აულ ფსიბეს გარეუბანში. არსებული გადმოცემის თანახმად, აქ შორეულ წარსულში რკინის მადანს მოიპოვებდნენ, რომლისგანაც რკინას იღებდნენ და შემდეგ მისგან სასოფლო-სამეურნეო და სამხედრო იარაღს ამზადებდნენ. აულის უხუცესნი განმარტავენ, რომ ქედის სიღრმიდან ამოჰქონდათ ერთი და იმავე შემადგენლობისა და ფერის მადანი, რის გამოც დაარქვეს ქედს აზგუჩ — ”აზ”, ”ერთი და იგივე”, ”გუჩ” — შაფსუღურად ”რკინა”.
ავტორი განაგრძობს: ”ჩვენი შეხედულებით სიტყვა ”აზგუჩის” ეტიმოლოგიის ამგვარი ახსნის მიღება შეუძლებელია. ადიღეური სიტყვათწარმოქმნის წესების თანახმად მისი ამგვარად გააზრებისას განცალკევებულად უნდა იყოს. ა-ზი-გუჩ, სადაც ა – მიმართებითი ნაცვალსახელია, ზი — რაოდენობის მაჩვენებელი, გუჩ-გუჩი ”რკინა”, მაგრამ აზგუჩის შემადგენელნი ერთ ინტონაციურ მთლიანობაშია, რაც არ ეწინააღმდეგება ადიღეური ენის ორთოგრაფიულ ნორმებს. ამიტომ ხომ არ უკავშირდება აზგუჩ აზიგუჩს, სადაც ხმოვან ი-ს ამოვარდნის შემდეგ მივიღეთ თანამედროვე ერთიანი სახელწოდება ქედისა – აზგუჩ? ასეთ შემთხვევაში საიდან უნდა აღმოცენებულიყო ადიღეურ ტოპონიმიკაში არსებული გეოგრაფიული სახელწოდებანი აზიფს, აზიშ თაუ, აზიფ?
ამ სახელწოდებებში არსებული ელემენტი ”აზ” ადიღეური ენის თვალსაზრისით ეტიმოლოგიურ ანალიზს არ ექვემდებარება. ადიღეური და თურქული ენების საშუალებით სხვა მათი შემადგენელი ელემენტების ეტიმოლოგიზაცია კი შესაძლებელია. მაგალითად: აზ-ი-ფს: ფს-ფსი ”წყალი”, ”მდინარე”, აზ-ი-შ თაუ: თაუ ”მთა”, აზ-ი-ფ: ფ-ფე (პ-პე) ”ცხვირი”, ”დასაწყისი”, ”შესართავი”. ყველა ამ სახელწოდებაში წარმოდგენილია აფიქსი ”ი”. რომელიც ადიღეურ ენაში კუთვნილების მნიშვნელობით — ”მისი”, ”მათი” ადინიშნება.
ზემოთ მოტანილი გეოგრაფიული სახელწოდებანი ელემენტით ”აზ”, გარდა აზიშ თაუსი, განლაგებულია ზეგან ლაგონაკზე, ქალაქ სოჩის ლაზარევსკის რაიონის საზღვარზე, სადაც შაფსუღური აულები პირველი და მეორე კრასნოალექსანდროვსკი და დიდი კიჩმაი შედიან.
თავის დროზე პროფესორმა გ. ვ. როგავამ შეატყობინა ხ.ს. ბღაჟბას, რომ შაფსუღელი ჰაკუცები, რომლებიც აულ ვიჩმაიში ცხოვრობენ, აფხაზებს ეძახიან აზ. შესასწავლი რეგიონის ტოპონიმიკის მონაცემები ამ საინტერესო ფაქტის მართებულობას ადასტურებენ. საჭიროა ხოლოდ ერთის დამატება: შესაძლებვლია, რომ არა მარტო ჰაკუცები ეძახდნენ აფხაზებს აზ, არამედ ყველა შაფსუღი ასე ეძახდა მათ. ამ აზრისაკენ მიბიძგებს განუსაზღვრელი რაოდენობით ლოკალიზაცია ტოპონიმებისა ელემენტით აზ შაფსუღთა განსახლების მთელს ტერიტორიაზე.
გამომდინარე ზემორე მსჯელობიდან აზგუჩ განიმარტება, როგორც ”აფხაზური რკინა”. სახელწოდება აზგუჩ გვხვდება ხევის სახელად მდინარე ხოშეფსზე, მდინარე ნებუგის მარჯვენა შენაკადზე” (79).
ამ ვრცელი ამონაწერისათვის მომიტევეთ, მაგრამ იგი, ვფიქრობ, კარგად გადმოსცემს ავტორის წინააღმდეგობრივ და დაუსაბუთებელ მსჯელობას. სხვაზე რომ არა ვთქვა, იგი ჯერ წერს აულ კიჩმაიში მცხოვრები ჰაკუცები აფხაზებს აზ-ს ეძახიანო, როგორც ეს გ.როგავას თავის დროზე ხ.ბღაჟბასთვის უცნობებიაო და უთითებს 1956 წელს გამოცემულ ლიტერატურას. ძნელი დასაჯერებელია, თუ მართლა ასე იყო 1956 წელს, სულ რაღაც ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ ამის ადგილზე შემოწმება შეუძლებელი ყოფილიყო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ავტორის ფრაზა: ”შესაძლებელია არა მარტო ჰაკუცები ეძახდნენ აფხაზებს აზ, არამედ ყველა შაფსუღი ასე ეძახდაო მათ”.
ნუთუ მთელს ადიღეში ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა შაფსუღი, გინდა სხვა ტომის, რომ ეს მოსაზრება დაედასტურებინა? აკი აულ კიჩმაის ზოგადად მცხოვრებნია და არა თითო-ოროლა უხუცესი ზემოთ ნახსენები და დავიჯერო, ასე ერთიანად ამოწყდა ყველა შაფსუღი ან ყველას მეხსიერებას ძილქუში დააწვა? არა მგონია. ამ საკითხის გარკვევას ქვემოთ ვცდი, ჯერ კი ისევ ჩვენს ავტორს დავიმოწმებ და ვნახოთ, თავისი ”აღმოჩენით” გატაცებული, სადამდე მიდის იგი.
”აზგუჩ გოგუ — აზგუჩ-ქედის სახელწოდება, გოგუ — გზა. ”აზგუჩის გზა”. საცალფეხო ბილიკი, მიჰყვება მდინარე ფსიბეს, აერთებს აულებს აგუი და ფსიბე. აზ – აბხ. ”რკინა” (80).
აი ასე აზ-აბხ. ”რკინა” — წერს ვ.მერეტუკოვი. ზემოთ ”დაგვარწმუნა”, რომ აზ — აფხაზი ყოფილა, ახლა კი წერს: აზ — რკინა არის აფხაზურადო(?!). პირველად მეგონა, აქ კორექტურაა-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ იქვე კიდემ სამჯერ მეორდება: ”აზიფ — მთა შეჯეშეტამსა და აულ აგუის შორის. აზ — აბხ. ,,რკინა”, ფე (პე) ”შესართავი”, ”სათავე”(81).
აზიფეთხ – მთა მდინარე აგუის შენაკად სუსანზე. აზ — იხ. აზგუჩ, ფე (პე) ”ცხვირი”, ”დასაწყისი”, თხი — ”ქედი”, ”მთა”. ”აზ ქედის დასაწყისი”. აზ — აფხ. ”რკინა” (82).
და ბოლოს: ”აზიპეთხიყვა ფსინეჩიე. აზიპე (აზ — აბხ. ,,რკინა”, პე (ფე) ”შესართავი”, თხი — ”ქედი”, ყვა — ”ხეობა”, ფსგნე — ”წყარო”, ჩიე — ”ცივი”, ”ცივი წყარო აზიპ ქედის, მთის ძირში (აულ აგუის (კუიბიშევკა) ჩრდილო გარეუბანი) (83).
როგორც ვნახეთ, ს.მერეტუკოვმა ჯერ ”დაამტკიცა”, რომ აზ — აფხაზი ყოფილა შაფსუღურად, შემდეგ აქვე ეს დაავიწყდა და იწყო განმარტება, რომ აზ — რკინა ყოფილა აფხაზურად.
ახლა ვნახოთ სიმონ ჯანაშიას ჩანაწერები: 1929 წლის 19 მაისს მას ჩაუწერია: ”დღეს ჩამოვედით ულაფში” (84). ეს ულაფი მდინარე ლაბას შესართავთანაა, სადაც სონე იმეზ — სვანების ტყეა. შემდეგ: ”აბაზას სახლში ვართ აბაძურის გასაცნობად. აქ გადმოსახლებულან ლაბას სათავეებიდან…
ჩემი მთქმელი 84 წლისაა. იქ ვცხოვრობდითო, სადაც ლაბა ორად იყოფაო… განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მთქმელის შემდეგი განცხადება. ჩვენ ენას ქვია აფსაშა… მე ვკითხე აფსუა-ს ხომ არ ეძახით თავიანთ თავს-მეთქი; მიპასუხა: აფსოუ, მიდავები იყვნენო. ჩვენ ყველანი აბაზა ვართო, გამოდის, თითქოს, ეს საერთო სატომო სახელია. (85). — დაასკვნის ს.ჯანაშია და შემდეგ კვლავ ეკითხება: ”როგორ ეძახით თავიანთ თავს-მეთქი? ჩვენ ყველანი აბაზა ვართ, ვინც აქ ვცხოვრობთ, ვინც აფხაზეთშია (ე.ი. აფსუა – ზ.რ.), ბათალფაშინსკში და სხვაგანაო. ამას გარდა ისიც თქვა, ჩვენ ”აფსაშა” ვართო (86).
შემდეგ: ”ამ საღამოს მომაკითხეს აბაზებმა… ორივე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მათ ქვიათ ”აფსაშა” (87).
”აფხაზეთს ჩვენ ვეძახით აფსინ-აფსნი (აფსნი!) აფხაზს — აფსოუ.”
ამრიგად თვითონ აბაზების მტკიცებით აბაზა და აფსუა ერთი და იგივეა, უფრო ზუსტად აფსუა ერთი აბაზურ ტომთაგანია, რომელთა საერთო სახელია აბაზა. ამაზე გარკვევით ვერ იტყვი.
ვნახოთ ისევ ს.ჯანაშიას ჩანაწერი: ”აძიღე გაგვიგონია, მაგრამ არ ვიცით ვინ არიან, აზეხუა არ გაუგონიათ” (88).
ვიმეორებ, აბაზა და აფსუა ერთი და იგივეა, უფრო სწორად, აფსუა აბაზას შემადგენელი ნაწილია, და ამის მცოდნე ხალხს წარმოდგენა არა აქვს აძიღეს შესახებ, ხოლო აზიხუა (აზიხვა) საერთოდ არ გაუგონია.
აი, სიმონ ჯანაშიას შემდეგი ჩანაწერი: ”მთქმვლი აბაძეხია ტომით, მაგრამ იცნობს ყველა კილოს (!) და ყაბარდოულიც იცის. ყაბარდოულს ასწავლის ყუბანის მუშფაკში”.
გაუგონია სატომო სახელი აძიღა, მაგრამ არ იცის, რომელ ტომს ეკუთვნის ის” (89).
ძნელი დასაჯერებელია, რომ განათლებულ ადიღეს, ტომით აბაძეხს, რომელმაც ყველა ადიღეური კილო იცოდა, შაფსუღურად რომ ”აზ — აძი- ღა” აფხაზს რქმეოდა, ეს არ სცოდნოდა. გარდა ამ მთქმელის განათლებულობისა, რაც, ცხადია, მთავარია, ისიც უნდა ითქვას, რომ შაფსუღები და აბაძეხები გვერდიგვერდ – მეზობლად სახლობდნენ.
მოვიტან სიმონ ჯანაშიას ვიდევ ერთ ჩანაწერს, რომელიც, მე მგონია, არის წყარო გ. როგავას მიერ ხ. ბღაჟბასათვის მიწოდებული ცნობისა. ”…აზიღა გაუგონიათ ასეთი ტომის არსებობა; ორმა არ იცოდა მისი ვინაობა. მასპინძელი, რომელიც ამ ლაპარაკის დროს მოვიდა, ამბობს: ეს არის ის ხალხი, რომელიც ქართველების გვერდით ცხოვრობდაო. აფხაზები? ვეკითხები, დიახ, აფხაზებიო. ეს არის ყველაზე ახლობელი მეგობარი ჩერქეზებისაო; ჩერქეზის საზღვარს სწორედ ეს ხალხი შეადგენდაო” (90).
რა ირკვევა აქედან? პირველ რიგში, შემინდოს დიდი მეცნიერის ნათელმა სულმა და მის მიერ დასმული კითხვა — აფხაზები? თვითონვე განაპირობებდა დადებით პასუხს. სხვა შემთხვევებში, როდსაც სიმონ ჯანაშიას ეს კითხვა არ დაუსვამს, მთქმელები ვერ პასუხობდნენ, ვინ იყვნენ აზ — აზიღა — აძიღები. ამას იმის გამო ვამბობ, რომ ადიღეელებს მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდათ ამ ტომის სადღაც საქართველოსკენ არსებობა, ან საერთოდ არ ახსოვდათ მისი ადგილსამყოფელი, ან სულაც აღარ ახსოვდათ ასეთი სახელწოდება ტომისა.
ვნახოთ სიმონ ჯანაშიას კიდევ ერთი ჩანაწერი: ”ჭემგუების რაიონი. 18.V.1929. ჩამოვედით აულ ჯამბეჩეი-ში. სადგურ უსტ-ლაბინსკაიადან (ლაბაფ-ლაბის ბოლო) 19 ვერსია. 280-მდე კომლია. უმრავლესობა ამ აულის მცხოვრებთა ჭემგუ-ებია. არიან აბძახ, შაფსუღ(!) ბზედიღუ ცოტ-ცოტა. ნამდვილი ადიღე არიან წემგუები, ბჟედუღები და შაფსუღები ცოტა განსხვავდებიანო…
ჩემს კითხვაზე მთქმელი მიპასუხებს, რომ მთებში ცხოვრობდა ხალხი ”აძეღ”, ”უბეხ”, ”მერეთინ” (იმერელი), სადღაც მერეთინებთან ცხოვრობენ ტაულინები. მე თვითონ მითხრა ერთმა, რომელსაც ვინაობა ვკითხეო, მეგრელები სხვა არიანო; ”ჰაკუც”-ს ჩვენ ვეძახით ყველა შაფხუღს, რომელიც ტუაფსეს მხარეში ცხოვრობს.
”აბაძი”, ”ყაბართაი”, ”ყარაშაი”(sic!); ”ნაღუი”, ”ასეთინ”, ”ინგუშ”, ”შაშან” (sic!); ”ყუმუფუ”, ”ლაზგინ”, ქართველებს როგორ ეძახით? — ”გრუზინ”. გურჯი არ გაგიგონიათ? ”ქურჯა”-ს ჩვენ ვეძახით ტფილისსაო” (91).
ამრიგად, ადიღეელებმა ჩამოთვალეს ყველა ხალხის სახელი, რომელიც კი მათ იცოდნენ. აქ საყურადღებოა მთქმელის განმარტება, ”მეგრელები სხვა არიანო”, საიდანაც ჩანს, რომ მას აძიღ, უბიხ, მერეთინ, ტაულინ და მეგრელი სხვა და სხვა ხალხებად მიაჩნია.
ასე რომ აზ-აზიღა-აძიდ-ას თუნდაც არა დაბეჯითებით, სათუოდ აფხაზთან გაიგივება, ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი ცნობაა. საქმე ის არის, რომ იგი საკუთრივ აფხაზთან, ე.ი. ქართულ ტომთან და არა აფსუასთან გააიგივა ადიღველმა მთქმელმა, ხოლო აფსუა რომ კარგად ცნობილი ყოფილა ადიღეელთათვის, ამაში ზემოთ დავრწმუნდით. ისინი აფსუას აწინდელ ადგილმდებარეობასაც კარგად იცნობდნენ, ხოლო აზ-აზიღა-აძიღას ქვეყანას კი ძლივსღა იგონებდნენ. აქედან ჩანს, რომ ადიღეელი, საკუთრივ შაფსუღი მთქმელის ამ ცნობაში არის გამოძახილი ადიღეელთა ცოდნისა ძირძველი აფხაზების — ქართული ტომის შესახებ, როცა მთქმელი აზიღას აფხაზთან აიგივებს და აშკარაა აღრევა იმ აფხაზებისა აფსუებთან, როცა ეს მთქმელი ამბობს, აფხაზები, რომლებიც ყვვლაზე ახლობელი მეგობრები არიან ჩერქეზვბისაო. ასეთი აღრევა, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი მოვლენაა დღესაც კი ჩვენში და რა გასაკვირია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ადიღეელ მთქმელს დაეშვა.
ასე რომ, თუ მართლა აზ-აზიღა-აძიღე აფხაზს აღნიშნავდა, მაშინ იგი აღნიშნავდა არა აფსუას, არამედ საკუთრივ ქართულ ტომს — აფხაზს.
რატომ მაინც და მაინც აფხაზს და არა აფსუას?
იმიტომ, რომ აფსუა იგივე აბაზაა, ადიღეს ჯიშისაა, იგივე ჩერქეზ-ქაშაგია და ქართულ მიწვბზე ისევე ხიზნად არის შემოსული, და საქართველოს ბედუკუღმართობის გამო აქ დამკვიდრებული, როგორც ყველა ეს ადიღე-ქაშაგ-ჩერქეზი.
ამის შემდეგ, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ აჭ-აზ ფუძის ტოპონიმები ადიღეურში მიღებულია ქართული სატომო სახელების ჭანი და ზანი-საგან. იმ მხარეში მოსახლე ქართველები ლაზების სახელით რომ იყვნენ. ცნობილი, ეს ანტიკური წყაროებით დასტურდება, სადაც ლაზიკა და ძველი ლაზიკა არის ნახსენები. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუ ქართული წყაროების ეგრისი ბერძნებისათვის ლაზიკა იყო, ჩანს აგრეთვე ეგრი ადიღეელთათვის ჭანის და ზანის სახელით ყოფილა ცნობილი. ერთ შემთხვევაში ზანის, მეორეში ჭანის მოხსენიებაზე ადიღეურ ტოპონომიკაში აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
ახლა ერთხელ კიდევ ვნახოთ აჭ-აზ ფუძის ზემოთ დამოწმებული ტოპონიმები. თუ ამ დასკვნებს ვირწმუნებთ, გამოდის რომ აჭარე-ჭანების წყალია, აჭიო — ჭანების (ასევე წყალი), აჭიაყვა – ჭანების ხეობა, აჭეკი — ჭანების წყალი, აჭიჩ — ასევე ჭანების წყალი (მდინარე), აჭოყვამე იმეზ — ჭანიშვილების ტყე, აჭყუ — ჭანების წყალი, აჭიფს — ჭანების წყალი, აჭეყვულაჯ ანუ აწეპს – ჭანების წყალი.. აზგუჩ — ზანების რკინა, აზგუჩ გოგუ — ზანების რკინის გზა ანუ გზა, რომელზეც ზანების რკინა გადაჰქონდათ, აზი(ფ) — ზანების მთა, აზიფეთხ — ზანების ქედი, აზიფეთხიყვა ფსინე ჩიე — ზანების ქედის ძირში ცივი წყარო”.
ამრიგად, თუ მართლა აზ — აფხაზს აღნიშნავდა შაფსუღურად, მაშინ ეს აფხაზი იყო ჭანი ანუ ზანი და არა აფსუა.
ყოველ შემთხვევაში, სრულიად გამორიცხულია, რომ აფხაზში აქ აფსუა იგულისხმებოდეს და ყველა ზემორე ტოპონიმი მას უკავშირდებოდეს, რადგან აფსუა და შაფსუღი, ისევე როგორც ყველა ადიღეური ტომი, მხოლოდ ქართველების შემდეგ მოვიდნენ იმ მიწებზე და, ვითარცა ქაშაგ-ველურებს, მათ არავითარი რკინის დამუშავება არ შეეძლოთ, პირიქით, რკინის საბადოებიც და ბევრი სხვა სიკეთეც მათ ადგილზე, ქართველთა ნასახლარებზე დახვდათ, რაზეც აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. აი ძირითადად ეს მინდოდა მეთქვა. კარგად მესმის, რა ძნელი აღსაქმელია ყოველივე ნათქვამი, რადგან ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, თუ ასეთ დასკვნებამდე მივიდოდი, მაგრამ წყაროთა ღაღადმა მიმიყვანა აქამდე და ჩვენი დიდი, უცნობი წინაპარი ისტორიკოსის შეგონებამ, რომ ”ჟამთააღმწერელობა ჭშმარიტის მეტყუელება არს, და არა თუალ-ახმა ვისთვისმე”.
ერთსაც ვიტყვი, ვფიქრობ, ამ თემის დამუშავებით ერთხელ კიდევ დამტკიცდა ანბანური ჭეშმარიტება, რომ ყოველი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად ძირითადი უნდა იყოს იმ ქვეყნის წყაროები, ხოლო ნებისმიერი უცხოური წყარო, როგორც წესი, მხოლოდ დამხმარე როლს უნდა თამაშობდეს. ასე რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ანტიკური წყაროები ახალი თვალთახედვით, ერთადერთი მიზნით, ჭეშმარიტების დასადგენად უნდა შევისწავლოთ.
აქ წარმოდგენილი ახალი თვალსაზრისის თანახმად, ანტიკურ წყაროთა ზოგი აქამდე საეჭვო ცნობა თვალის ერთი გადავლებითაც კი უეჭველი ხდება.
ამის მაგალითად დავასახელებ სტრაბონის ცნობას სვანების შესახებ, სადაც სვანები კავკასიის უძლიერეს და დაწინაურებულ ტომად იხსენიება. სვანებსო, წერს სტრაბონი, ორასი ათასი მხედრის გამოყვანა შეუძლიათო. აქამდე ეს ცნობა დიდ ეჭვს იწვევდა, მაგრამ ამიერიდან არა მგონია, ვინმე დაეჭვდეს სტრაბონის ამ წყაროს სისწორეში, რადგან არა მარტო კავკასიის მთებში, არამედ ყუბანის თვალუწვდენელ ველებზე მოსახლე სვანებს, ცხადია, არ გაუჭირდებოდათ ორასი ათასი ჯარისკაცის შეკრება.
ასევე დასაზუსტებელია არიანესა და პტოლემაიოსის ცნობები ქალაქ ძველი ლაზიკისა და ლაზიკის შესახებ. რომელიც როგორც მიიჩნევენ, ს-ს ანონიმი ავტორის ნახსენებ ნიკოფსიასთან მდებარეობდა უწინ.
არც ნიკოფსი და არც მის ადგილას მდებარე უწინდელი ლაზიკა, თუ ძველი ლაზიკა, არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, სადაც ახლა ეგულებათ, ტუაპსეს დასავლეთით. ეს ადვილად მტკიცდება ახალი — ადიღეური მასალისა და ძველის — ქართულის შეჯერებით. დავიწყებ ლეონტის ცნობებით: ”და ამასვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სვიმონ კანანელი, ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარს ბერძენთასა”(92).
ამრიგად, ლეონტის ცნობით, ქალაქი ნიკოფსი მდებარეობს ბერძენთა საზღვართან.
შემდეგ ლეონტი (ჩანართი) წერს: ”ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფს ქალაქსა, შორის აფხაზეთსა და ჯიქეთს, რამეთუ აღესრულა წმიდა სვიმონ კანანელი” (93).
ამჯერად იგივე ნიკოფსი აფხაზეთისა და ჯიქეთის საზღვარზეა.
და ბოლოს (ჩანართი): ”ხოლო სიმონ კანანელი აღესრულა ქალაქსა ნიკოფსიისასა, რომლი არს აფხაზეთსა და ჯიქეთს შუა, სამზღვარსა ბერძენთასა”(94).
აქ უკვე აფხაზეთი, ჯიქეთი და ბერძენთა საზღვარი ერთად იყრის თავს.
რომელია ლეონტისა და მისი ჩანართების ამ სამი ცნობიდან რეალობის ამსახველი?
ვფიქრობ. სადავო აღარ უნდა იყოს, რომ არათუ სიმონ კანანელის დროს, არამედ მის შემდეგ კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაშიც ჯიქეთი, ანუ ადიღე არც აწინდელ ტუაპსემდე (რომლის მახლობლად მიაჩნიათ ნიკოპსის ადგილმდებარეობა) და საერთოდ შავი ზღვის სანაპირომდე არ აღწევდა, თვით ქ.ანაპას მიდამოებშიც კი. ასევე გამორიცხულია თვით ტერმინ აფხაზეთის რეალურად არსებობა ა.წ. II საუკუნეში, ცნობილია, რომ სიმონ კანანელის გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩნდება ტერმინი აფხაზეთი.
ლეონტის აფხაზეთი რომ კანანელის დროინდელ ეგრისს გულისხმობს, ეს ცნობილია და რადგან უკვე ვიცით, რომ ეგრისის ჩრდილოეთი საზდვარი მდინარე ყუბანზე გადიოდა, ამიტომ გასაგებია, რომ ლეონტის თანახმად ჯიქეთი, ანუ ადიღე სწორედ ამ მდინარე ყუბანის გაღმა მხარეს ყოფილა, რის გამოც, ცხადია, ესაზღვრებოდა ეგრისს, რაც ასევე დასტურდება ჯუანშერის ცნობითაც, რომელიც ზემოთ განვიხილე. და ამ ორ ქვეყანას შორის იყო ერითი ადგილი, სადაც მესამე — ბერძენთა საზღვარი გადიოდა. ეს გახლდათ ზემოთ ხსენებული მდინარე ყუბანის ორი შესართავი — შავი და აზოვის ზღვის. იქ სადაც ყუბანი ორად იყოფოდა და მისი ერთი ტოტი შავს, ხოლო მეორე ტოტი აზოვის ზღვას ერთვოდა. აი იმ ადგილას, სამხრეთ ადმოსავლეთით (შავი ზღვის შესართავიდან) იყო ეგრისის საზღვარი, ჩრდილო-დასავლეთით (აზოვის ზღვის შესართავიდან) — ადიღეს საზღვარი და მათ შორის მოქცეული ტამანის ნახევარკუნძული იყო ბერძენთა მიწები, რომელიც ბოსფორის სამეფოში შედიოდა. აი, იქ უნდა არსებულიყო ქალაქი, რომელსაც ლეონტი ნიკოფსის უწოდებს. ცნობილია, რომ იმ ადგილას შავი ზღვა ხმელეთს უტევს იმდენად, რომ ორი ათასი წლის წინათ აქ არსებული ქალაქი კოროკონდამა მთლიანად შთანთქა ზღვამ. ასევე დაემართა ძველი ფანაგორიის ნაგებობებს, რომლებიც ახლა ზღვაში 3-4 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული (95). ასე რომ, გამორიცხული სულაც არ არის ნიკოფსიასაც იგივე ბედი სწეოდა, უფრო სწორად, უბედურება დამართნოდა და ჩანს, ეს ასეც მომხდარა. ან იქნებ ნიკოფსი ძველად ფანაგორიის სახელით ცნობილი ქალაქია?
ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც ახლა მიიჩნევენ ნიკოფსიას და ამას იმით ასაბუთებენ, რომ ეს სახელი ადიღეური ნეჩეფსუხიდან წარმოდგებაო, ამას არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია, ვიმეორებ იმ უეჭველი მიზეზის გამო, რომ სიმონ კანანელის დროს და, შემდგომაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ადიღეელთა ჭაჭანებაც კი არ ყოფილა შავი ზღვის სანაპიროზე და, ცხადია, ისინი ვერც ნეჩეფსუხის და ვერავითარ ადიღეურ სახელს ვერ დაარქმევდნენ შავ ზღვაში ჩამდინარე ვერც ერთ მდინარეს.
ახლა საქართველოს ძლევამოსილობის ამსახველი ცნობილი ფორმულა ”ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” განვიხილოთ. პირველად ეს დებულება დავით აღმაშენებლის ანდერძშია ჩამოყალიბებული: ,,ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწადმდე”(96). აქ ჩამოთვლილია დავითის დროინდელი საქართველოს უკიდურესი დასავლეთი — ”ნიკოფსიითგან”, აღმოსავლეთი — ”დარუბანდისა საზღურადმდე”, სამხრეთი — ”სპერად” და ჩრდილოეთი — ”ოვსეთიდგან” საზღვრები. შემდგომში, XII-XIV საუკუნეების განმავლობაში დავით აღმაშენებლის ეს ფორმულა შემოკლებული სახით — ”ნიკოფსიით დარუბანდამდე” რამდენჯერმე იხსენიება ”ქართლის ცხოვრების” ავტორებთან: ”მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსიით დარუბანდამდის, და შეკრბეს… ჯავახეთს, და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობლისა წინაშე და ცრემლით შევედრა” (97)…ნუქარდინზე გამარჯვებაო.
”…ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ” (98).
”ვითარ აღსრულდა მეფე (ლაშა-გიორგი — ზ.რ.) შეკრბეს ყოველნი წარჩინებულნი მის სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოსნი ორნივე და ეპისკოპოსნი, ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე, ყოველნი მორჩილებასა ქუეშე მათსა მყოფნი, და მეფე ყვეს რუსუდან და დასუეს საყდართა სამეფოთა და მიულოცეს მეფობა წესისამებრ” (99).
”დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად… ნიკოფსით დარუბანდამდე”(100).
”დასუეს ტახტსა სამეფოსა (ვახტანგ II, 1259-1292) და დაიპყრა ყოველი საქართველო ნიკოფსით დარუბანდამდე…”(101).
იგივეს ვხედავთ ვახუშტისთანაც, ოღონდ იგი ამ ფორმულას გიორგი ბრწყინვალესა და მისი ძის — დავითის მიმართაც იმეორებს.
ამრიგად, საქართველოს უძლიერესობის ხანაში, დავით აღმაშენებელით დაწყებული, ვიდრე XIV საუკუნის ბოლომდე უცვლელია ფორმულა ”ნიკოფსით დარუბანდამდე”. XV საუკუნიდან კი ეს ფორმულა ქრება, რითაც რეალური ვითარებაა ასახული — საქართველომ დაჰკარგა ორივე ფორპოსტი. ახლა ესეც ვიკითხოთ, ნიკოფსი რომ მართლა ტუაპსეს მახლობლად ყოფილიყო, როგორც დღემდე ჰგონიათ, ვითომ შესაძლებელი იქნებოდა მისი საქართველოს უკიდურეს დასავლეთის საზღვრად მოხსენიება მთელი ორი საუკუნის განმავლობაში? დავითისა და მისი მემკვიდრეების, განსაკუთრებით თამარის მვფობაში საქართველომ ხომ მთელი კავკასია და მისი მიმდგომი ქვეყნებიც კი დაიპყრო, სახელმწიფოს ტერიტორია დიდად გაიზარდა ოთხივე მხრივ, ყველა საზღვარმა შორს გადაიწია. და ასეთ დროს ერთადერთი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც არ შეცვლილა, ყოფილა ნიკოფსია. თუ ძველებურად ვიფიქრებთ და ნიკოფსიას მართლა ტუაპსესთან ვიგულვებთ, გამოვა, რომ თვით ბიზანტიას, ირანს, თურქებს გამკლავებული საქართველო, ამ მრისხანე მტრებთან გამარჯვებული ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ ნიკოფსიასთან გაყინულა ერთ ადგილას და წინ ვეღარ წაწეულა. არსებობდა კი ისეთი ძალა, რომელიც საქართველოს ძლევამოსილ წინსვლას ნიკოფსიასთან შეაჩერებდა? არა! არავითარი საამისო რეალური ძალა იმ დროს არ არსებობდა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ნიკოფსია მთელი ორი საუკუნის განმავლობაში უცვლელად იხსენიება საქართველოს უკიდურეს დასავლეთ საზღვრად, აშკარად იმის ნიშანია, რომ იგი სწორედ საქართველოს უძველეს საზღვართან — მდინარე ყუბანის შავი ზღვის შესართავის მახლობლად მდებარეობდა და არა ტუაპსეს ახლოს. ე.ი. ნიკოფსიას იქით საქართველოს საზღვრის გადაწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ნიკოფსია, ცხადია, მისი შემოგარენით, არსებითად კავკასიის უკიდურესი – დასავლეთი ზღვარი იყო, იგი ტამანის ნახევარკუნძულს ესაზღვრებოდა, რომლის იქით ზღვა იყო, ხოლო გაღმა — ყირიმი. ასე რომ რა კუთხითაც გინდა განვიხილოთ ნიკოფსიის ადგილმდებარეობა, სულერთია, იგი მაინც საქართველოს უძველესი დასავლეთი საზღვრის — ტამანის ნახევარკუნძულის მახლობლად აღმოჩნდება და არა ტუაპსეს მახლობლად.
ამრიგად, მოკლედ, ძირითადი დასკვნები ასეთია:
ერთი მხრივ, ”ქართლის ცხოვრების” უძველესი საისტორიო თხზულებანი ლეონტი მროველისა და ჯუანშერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადიღეური ტოპონიმია და ზეპირსიტყვიერება, დამაჯერებლად ასაბუთებენ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ მდინარე ყუბანის სათავიდან შესართავამდე, ამ მდინარის მარცხენა ნაპირის მხარეში და მის მიმდგომ შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სოჩის შემოგარენიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე, ადიღეური, ანუ ჩერქეზული მოდგმის ხალხზე უწინარეს, მათზე გაცილებით ადრე, ამ მხარეში ქართული ტომები — სვანები და მეგრელები ცხოვრობდნენ. ამიტომ, მთელი ეს მხარე, ანუ პირიქითა საქართველო, ქართველთა ისეთივე დედასამშობლო — პირველსაცხოვრისი გახლავთ, როგორც აწინდელი საქართველოს ნებისმიერი კუთხე.
იგივე წყაროები ასევე დამაჯერებლად ადასტურებენ მეორე დიდმნიშვნელოვან ფაქტს, რომ ადიღეური მოდგმის ხალხი, ქართველთა მიწებზე შემოხიზვნამდე მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირის ტრამალებში ცხოვრობდა, ვითარცა ველური, ე.ი. მომთაბარე ანუ იგივე ქაშაგ-ჩერქეზი. პირიქითა საქართველოში ადიღეელები ერთიანი მასის, დამპყრობელის სახით არ დამკვიდრებულან. ისინი ეტაპობრივად იჭერდნენ ქართულ მიწებს, როგორც ხიზნები. პირველი ადიღველი ხიზნები ამ მხარეში XIII საუკუნის მეორე ნახევარში შემოიხიზნენ, ყუბანსგაღმა ტრამალებიდან მონღოლების მიერ გამოძევებულნი. ძირითადად კი ისინი XV საუკუნეში დამკვიდრდნენ პირიქითა საქართველოში, ჯერ კიდევ ერთიანი ქართული, ხოლო შემდეგ იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში. საბოლოოდ ადიღევლებმა პირიქითა საქართველო XVI საუკუნეში მოწყვიტეს პირაქეთა საქართველოს.
ყველა ზემორე დასკვნის შემდეგ, ბუნებრივია, ქართული მოსახლეობის ნაკვალევი პირიქითა საქართველოში უნდა განვიხილოთ, არა როგორც ჩვენი წინაპრების პირაქეთა საქართველოდან იქ გადასახლების, არამედ ვითარცა ქართველთა პირველსაცხოვრისის დასტური.
ახლა, როცა გავარკვიე პირიქითა საქართველოს საკითხი, განვიხილავ უშუალოდ აფხაზეთის, აფხაზისა და აფსუას ურთიერთმიმართებას. მართალია ძირითადი თემის ფონზე ეს საკითხიც გაირკვა, მაგრამ მისი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მაინც აუცილებლად მიმაჩნია.
ამრიგად, აფხაზეთის, აფხაზისა და აფსუას შესახებ წყაროთა ღაღადის საფუძველზე.
საქართველო, თავისი ძალიან ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის დიდი იმპერიების დამპყრობლური პოლიტიკის თვალსაწიერში იყო. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გახლავთ. აწინდელი აფხაზეთის ომიც, უფრო სწორად, ომი აფხაზეთისათვის, ე.ი. სამშობლოს ერთიანობისათვის, ნათქვამის დადასტურებაა და ღმერთმა ინებოს, ეს ომი უკანასკნელი ყოფილიყოს. გავიხსენოთ, რა ვითარებაში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეფო და ამ ბოლო ომის არსიც ნათელი გახდება.
დასავლეთ საქართველოში, რომლის შემადგენელი ნაწილებია იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, სვანეთი, აფხაზეთი, რაჭა და ლეჩხუმი, დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ ჩამოყალიბდა სამეფო კოლხეთი, რომელმაც ამ სახელწოდებით თითქმის ათას წელიწადს იარსება. შემდგომ კოლხეთის ნაცვლად მას ეგრისის, ანუ იგივე სამეგრელოს, სამეფო დაერქვა. უცხოელები კი, ბერძნები, ეგრისს ლაზიკას უწოდებდნენ. გავიდა კიდევ ექვსი საუკუნე და ეგრისის სამეფომაც შეიცვალა სახელი, მას აფხაზეთის სამეფო ეწოდა. ორიოდე საუკუნის შემდგომ აფხაზეთის სამეფო და ქართველთა სამეფო (იგივე ტაო-კლარჯეთი), ქართველთა სამეფოს მეთაურობით გაერთიანდა და ერთიან ქვეყანას საქართველო ეწოდა. ეს მოხდა X საუკუნის II ნახევარში. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა ბაგრატ III ბაგრატიონი. ის იყო ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი ქართველი მეფე. ბაგრატ III გურგენ ქართველთა მეფეთ-მეფის შვილი იყო და ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა აფხაზეთში, რის გამოც ბაგრატს აფხაზთა მეფე ეწოდა. ვიდრე მამამისი, გურგენ ქართველთა მეფეთ-მეფე ცოცხალი იყო, ბუნებრივია, ბაგრატი ქართველთა მეფე ვერ გახდებოდა და ამიტომ იწოდებოდა მხოლოდ აფხაზთა მეფედ. მამის გარდაცვალების შემდგომ კი, 1008 წლიდან ბაგრატ აფხაზთა მეფე გახდა ქართველთა მეფეც. მაგრამ რადგან იგი პირველად აფხაზთა მეფედ ეკურთხა, ამიტომ მისი სამეფო ტიტულატურა აფხაზთა მეფობით იწყებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ აღინიშნებოდა ბაგრატის ქართველთა მეფობა. ასე ჩამოყალიბდა ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა: ”მეფე აფხაზთა და ქართველთა”, რასაც შემდგომში, საქართველოს სრული გაერთიანებისა და აგრეთვე, საქართველოს შემადგენლობაში არა ქართული ქვეყნების მოქცევის გამო დაემატა — კახთა, რანთა, სომეხთა, შირვანშა, ე.ი. შირვანის შაჰი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რადგან გაერთიანებული საქართველოს მეფის ტიტულატურა აფხაზთა მეფის წოდებით იწყებოდა, ამის გამო, უცხოელები საქართველოს აფხაზეთსაც უწოდებდნენ, ძირითადად XII-XIII საუკუნეებში.
ახლა გავიხსენოთ, როგორ მოხდა ეგრისის სამეფოს სახელწოდების აფხაზთა სამეფოს სახელწოდებით შეცვლა. ეგრისი მაშინ მთელს დასავლეთ საქართველოსა და პირიქითა საქართველოს ერქვა და ამიტომაც გარდა საკუთრივ მეგრელებისა ასევე ეგრისელები იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილ ქართულ კუთხეთა — პირიქითა საქართველოს მკვიდრნი. საქმე ის არის, რომ თვით ყოვლისშემძლე ბიზანტიის იმპერიამ ვერა და ვერ გატეხა გმირი ეგრისელების თავისუფლებისმოყვარე სული და ვერაფრით მოახერხა ეგრისის მთლიანად დაპყრობა. მაშინ ბიზანტიამ მზაკვრულ ხერხს მიმართა, იგი გამაგრდა ეგრისის სამეფოს ერთ ნაწილში — საკუთრივ აფხაზეთში დაიწყო მისი გაძლიერება მთელი ეგრისის საწინააღმდეგოდ. (არსებითად იგივე გაიმეორა ჯერ რუსეთის, შემდეგ ბოროტების იმპერიად წოდებულმა იმავე რუსეთის იმპერიულმა საბჭოთა კავშირმა თორმეტი საუკუნის შემდგომ, როცა ე.წ. აფხაზეთის ჯერ საბჭოთა რესპუბლიკა, მერე ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა შექმნა). ბიზანტიის ხელშეწყობით ეგრისის ერთი ნაწილი — აფხაზეთი გაძლიერდა, ხოლო აღმოსავლეთი ეგრისი დასუსტდა, მაგრამ არც ბიზანტიას დაადგა კარგი დღე. მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა მასზე დიდი დამპყრობელი, არაბთა ხალიფატი, რომლის თავდასხმებმა ისე დააძაბუნა ბიზანტია, რომ მას ეგრისისათვის აღარ ეცალა. ამით ისარგებლეს აფხაზეთის მესვეურებმა, ხაზართა ძლიერი სახელმწიფოს ხელშეწყობით და დახმარებით განთავისუფლდნენ ბიზანტიის გავლენისაგან და აფხაზეთი სამეფოდ გამოაცხადეს. იმპერიალისტთა მზაკვრული გეგმა ჩაიშალა. ნაცვლად ბიზანტიელთა განზრახვისა, რომ მათით გაძლიერებული აფხაზეთი მალე მთელს ეგრისს დაიპყრობდა და ბიზანტიას დაუმორჩილებდა, აფხაზთა მეფეებმა, ვითარცა ჭეშმარიტად ქართველებმა, თვითონ აფხაზეთი გაათავისუფლეს ბიზანტიელების ბატონობისაგან, ხოლო აღმოსავლეთი ეგრისი კი არ დაიპყრეს, არამედ გააერთიანეს მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან აფხაზეთის სამეფოს სახელწოდებით. ამ შემთხვევაშიც ქვეყანას აფხაზთა სამეფო დაერქვა იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ ქვეყნის მეფეებს აფხაზთა მეფეები ეწოდებოდათ, რომელთა შორის განსაკუთრებით ლეონ II, გიორგი II და ლეონ III გამოირჩეოდნენ. და ყველა ესენი, ისევე როგორც აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ქართველებისაგან, საკუთრივ მეგრელ-სვან-ლაზ-ჭან-გურულ-აჭარელ-რაჭველ-ლეჩხუმელ-არგვეთ, იგივე იმერელთაგან და ცხადია, საკუთრივ აფშილ-აფხაზ, ე.ი. ქართული ტომებისაგან შედგებოდა. აფხაზთა სამეფოს შექმნამდე მთელს ეგრისში წირვა-ლოცვა ბერძნულ ენაზე სრულდებოდა, აფხაზმა მეფეებმა კი ღვთისმსახურება მშობლიურ — ქართულ ენაზე შემოიღეს და ამით სამუდამოდ გადაუწურეს იმედი უცხოელ დამპყრობლებს ქვეყნის დაქუცმაცებისა და გადაგვარებისა. ბრძენი აფხაზი მეფეების მიერ გატარებული ეს საეკლესიო რეფორმა უდიდესი ქართული ეროვნული მნიშვნელობის აქტია. კიდევ მეტიც, თვით ადიღეელებსა, ანუ ჩერქეზებსა და მათ შორის, ცხადია, აბაზა-აფსუებსა და ოსებშიც კი, რომლებიც მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე ცხოვრობდნენ, აფხაზმა მეფეებმა ქართული ქრისტიანობა და კულტურა გაავრცელეს (ჯვარი ადიღეურად არის ჯორე). ასე რომ არა მარტო სამშობლოში, უცხოეთშიც კი ქართულ კულტურას ავრცელებდნენ აფხაზი მეფეები. მეცხრე საუკუნიდან საქართველოს ყოველ კუთხეში, ყოველი ქართული ტომის შვილი მშობლიურ ენაზე აღასრულებდა წირვა-ლოცვას, ხოლო გადამთიელი ჩერქეზ-ადიღე-აბაზა-აფსუა-ოსიც ასევე ქართულად ლოცულობდა. მაგრამ შორსმჭვრეტელი აფხაზი მეფეები ამით არ დაკმაყოფილებულან. ისინი თავგამოდებით იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის და როგორც აღვნიშნე, ქართველთა (იგივე ტაო-კლარჯეთის) სამეფოს მეთაურობით კიდეც მიაღწიეს სამშობლოს ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებას. მანამდე კი აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქვეყნის სიღრმეში — ქუთაისში გადმოიტანეს აფხაზეთის მეფეებმა, ერთი მხრივ, ბიზანტიისა და მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის მიმდვბარე ველებზე მომთაბარე ველურებისაგან უკეთ დაცვის მიზნით.
ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია, განხორციელდა იმის გამო, რომ აფხაზები ქართველები, ე.ი. ქართული ტომის შვილები იყვნენ და არა უცხო გადამთიელები. სწორედ იმიტომ დამარცხდა უზარმაზარი ბიზანტიის იმპერია პატარა ეგრისის კიდევ უფრო პატარა ნაწილთან — აფხაზეთთან ბრძოლაში, რომ აფხაზები არა მარტო სისხლითა და ხორცით, არამედ სულითა და გულით, ეროვნული შეგნებით ქართველები იყვნენ და საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდნენ დღენიადაგ. რასაკვირველია, ამ უკეთილშობილეს ბრძოლაში დიდია აფხაზ მეფეთა წვლილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ძირითადი, მთავარი ძალა, თვითონ ეგრისის ქვეყნის ყველა ქართული ტომის შვილი და მათ შორის, რასაკვირველია, საკუთრივ აფხაზები. ეს ის აფხაზები არიან, რომელთა სახელი ქართულმა ისტორიულმა მეხსიერებამ შემოგვინახა, როგორც ერთიანი საქართველოსათვის მებრძოლი, დარბაისელი და განსაკუთრებით ზრდილი ქართული ტომის განსახიერება, რომლის შვილთა მიმართ ზედგამოჭრილია ძველი ქართული სიბრძნე: ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა.
და აი, რასაც თორმეტი საუკუნის წინათ ვერ ეღირსა ბიზანტიის იმპერია, იმის მიღწევას ცდილობს დღეს ბოროტების იმპერიის მემკვიდრე. ცდილობს და ამ ბინძური განზრახვის აღსასრულებლად ეყრდნობა ქართველი აფხაზების ნაფუძარზე შემოხიზნული გადამთიელი ჩერქეზების ერთერთი ტომის — აფსუათა უმადურ, მოღალატე ბუნებასა და ძმათა მათთა ყოვლად უტიფარ პრეტენზიებს წმინდა ქართული მიწა-წყალზე. მაგრამ რასაც ვერ ეღირსა ბიზანტიის იმპერია, იმას ვერც ბოროტების იმპერიის ნაშთი ეღირსება!
აფხაზი რომ ქართველია, ხოლო აფსუა — გადამთივლი — ჩერქეზი, ვინ, ვინ და ეს თვითონ იმ ვაჟბატონვბმა უწყიან კარგად.
აფხაზი საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდა და იბრძვის, რადგან აფხაზი იყო, არის და მარად იქნება ამ კუთხის ყველა მკვიდრი ქართველი.
აფსუა საქართველოს დაქუცმაცებისათვის იბრძოდა და იბრძვის, რადგან აფსუა არ არის აფხაზი, ის გადამთიელი — ჩერქეზია. ეს ისტორიული ჭეშმარიტება ეჭვმიუტანლად დამტკიცდა წყაროთა ღაღადით, რასაც აქ მხოლოდ მოკლედ გავიმეორებ.
როგორც ზემოთ დამტკიცდა, უძველესი ქართული წერილობითი წყაროების — ლეონტი მროველის ”მეფეთა ცხოვრებისა” (IX-X ს.ს.) და ჯუანშერის ”ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა” (XI ს) თანახმად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადიოდა მდინარე ყუბანის მთელს სიგრძეზე, სათავიდან შესართავამდე (შავი ზღვის!..) და ამდენად, მდინარე ყუბანის მთელი მარცხენა ნაპირის მხარე, მისი მიმდგომი შავი ზღვის სანაპიროთი, ტამანის ნახევარკუნძულამდე საქართველოს ისეთივე შემადგენელი ნაწილი იყო, როგორც ნებისმიერი ქართული მხარე, ვთქვათ, კახეთი, კლარჯეთი, ქართლი. ასე რომ, ეს მხარე გახლდათ პირიქითა საქართველო. ჯიქები, ანუ ჩერქეზები, ე.ი. ადიღეელების, ყაბარდოელების და აბაზა-აფსუების უშუალო წინაპრები თავდაპირველად მომთაბარეობდნენ ვოლგა-დონის ველებზე და XI საუკუნეში დამკვიდრდნენ მდინარე ყუბანის ქვემო დინების გაღმა მხარეში —ყუბან-აზოვის დაბლობზე. ვინაიდან ჩერქეზებს ძველად საკუთარი დამწერლობა არ გააჩნდათ, ამიტომ ერთხელ კიდევ ვნახოთ, რას გვაუწყებენ ამავე საკითხზე მათი ტოპონიმია და ზეპირსიტყვიერება. თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩერქეზული, ანუ საკუთრივ ადიღეური ტოპონიმია სავსებით ეთანხმება ქართული წერილობითი წყაროების ცნობებს. ამას ადასტურებს შემდეგი:
1. ქ.სოჩის ჩრდილო-დასავლეთით, ოციოდე კილომეტრის დაშორებით არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია სონჩთხ, რაც ქართულად სვანების ქედს ნიშნავს.
2. ამ სვანების ქედზე არის ტოპონიმი სონჩ, რაც ითარგმნება — სვანების, მაგრამ რა არის სვანების ქედზე სვანების, ნაციხარი, ნასახლარი, თუ სხვა რამ, ეს აღარ ახსოვს ადიღეელთა ისტორიულ მეხსიერებას.
3. ქ.ტუაპსეს მახლობლად, მის ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის ქედი, რომელსაც ადიღეელები უწოდებენ გუჯეურიუ, მაგრამ ადიღეურად ვერ განმარტავენ ამ ტოპონიმს. გურჯე – გვიჯრა სვანურად არის წაბლი, ხოლო გუჯეური – გვიჯეური წაბლოვანი (ქედი).
4. ქ.გელენჯიკის მახლობლად არის ქედი, რომელსაც ადიღეელები უწოდებენ კოცეხურ, მაგრამ ვერ განმარტავენ მის შინაარსს. სვანურად კაცხ არის მწვერვალი. ხოლო კოცეხურ-კაცხური არის მწვერვალიანი (ქედი).
5. ქ.გელენჯიკის ეტიმოლოგია თვით ჩერქეზ მკვლევართა აზრით გაურკვეველია. გალენ მეგრულად არის გარე, ჯიხა — ციხე, ე.ი. გელენჯიკ არის დამახინჯებული ფორმა მეგრული გალენჯიხის, ანუ გარე ციხის.
6. ქ.ანაპას ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრეს დაშორებით არის ტოპონიმი ვერხნეე ჯემეთე, ხოლო შვიდი კილომეტრის დაშორებით ნიჟნეე ჯემეთე. ადიღეურად ჯემეთე არ განიმარტება, ორ ქართველურ ენაზე — მეგრულად და სვანურად ჯიმ არის მარილი, ჯიმითი — მარილეთი. ნიჟნეე ჯემეთე-ქვემო ჯიმითი მდებარეობს მლაშე ლიმანის ნაპირას და ჩანს, უწინ ჯიმითის მცხოვრებნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ლიმანიდან.
7. ამრიგად, ქ.სოჩიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე ადიღეური ტოპონიმები ადასტურებენ, რომ ჩერქეზებზე უწინ იმ ტერიტორიაზე ქართული ტომები — სვანები და მეგრელები ცხოვრობდნენ. ამიტომ მცდარია აზრი, თითქოს სოჩი, მდინარის და ქალაქის სახელი ჩერქეზული ტომის შაჩადან მოდის, როგორც ვნახეთ, მათზე ადრე აქ ქართული, კერძოდ, სვანური ტომი ცხოვრობდა. ამის გამო სოჩი ჩანს ისევე სვანებს უკავშირდება, როგორც მის მახლობლად მდებარე ტოპონიმები სონჩთხ და სონჩ. ეტყობა ჩერქეზებმა პირველად მასაც სონჩ – სვანების უწოდეს და შემდგომ თურქული ან რუსული ენის გავლენით მივიდეთ ფორმა სოჩი — მდინარისა და ქალაქის სახელწოდება.
ახლა ვნახოთ რა სურათი გვაქვს კავკასიის ქედს გადაღმა, მის ჩრდილოეთ მხარეში, ანუ მდინარე ყუბანის მარცხენა ნაპირის მიწებზე.
8. კავკასიონის მთავარი ქედის დაახლოებით სოჩი-ტუაპსეს მონაკვეთის შუაში, მის ირდილოეთ ფერდობებზე მიედინება მდინარე, რომელსაც ადიღეურად ჰქვია ქურჯიფს, ანუ ქურჯიჟ. ქურჯიფს ნიშნავს ქართველის წყალს. ქართველების მდინარეს, ხოლო ქურჯიჟ — დიდ ქართველს.
9. ქ.კრასნოდარის მახლობლად მდინარე ყუბანს (ამჟამად ყუბანის წყალსაცავს) ერთვის პატარა მდინარე მარდა, რომლის ველს ადიღეურად ჰქვია ქურჯ ნიბ, ანუ ქურჯ ჩეი, რაც ქართულად არის ქართველთა დაბლობი, ქართველთა ველი.
10. ქ.კრასნოდარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე კილომეტრის დაშორებით მდინარე ლაბას ქვემო წელზე არის ტოპონიმი სონე იმეზ, რაც ადიღეურიდან ქართულად ითარგმნება — სვანების ტყე.
11. მდინარე ლაბას, ყუბანის ყველაზე დიდი შენაკადის, ეტიმოლოგია ჩერქეზულად — ადიღეურად არ ირკვევა. ლაბნა სვანურად წყაროს ნიშნავს და ამას თვითონ ადიღეელი მკვლევარები იმოწმებენ. ამდენად მდინარე ლაბას სახელწოდება სვანურ წყაროს უკავშირდება.
12. მდინარე ლაბას სათავეებში არის დაბა ქურჯინოვო, რუსიფიცირებული დაბოლოების მქონე ადიღეური ტოპონიმი, რაც ქართველთა-ს აღნიშნავს.
აქვე ადვნიშნავ, რომ ყუბანის მხარეში არის რუსების დაარსებული სტანიცები, რომელთაც რუსული პოლკების სახელების გამო დაარქვეს ტბილისსკაია, იმერეტინსკაია, მენგრელსკაია, აბხაზსკაია, გურიისკაია, კურინსკაია. ცხადია, მათ არც ძველქართულ და არც ძველადიღეურ ტოპონიმებთან საერთო არაფერი აქვთ, გარდა თვით სახელწოდებათა ქართული წარმომავლობისა. ასე რომ ეს რუსების შექმნილი ქართული შინაარსის ტოპონიმები სულ ასიოდე წლის არის და ძველ-ჩერქეზულ-ადიღეურ ქართულ და ქართული შინაარსის ტოპონიმებში არ უნდა ავურიოთ.
ამრიგად, ადიღეურმა ტო.პონიმიამ სავსებით დაადასტურა ძველი ქართული წერილობითი წყაროების ცნობები შესახებ იმისა, რომ ყუბანის მარცხენა ნაპირის მხარეში და შავი ზღვის სანაპიროზე ტამანის ნახევარკუნძულამდე ჩერქეზულ-ადიღეური ტომების დამკვიდრებამდე ცხოვრობდნენ ქართული ტომები — სვანები და მეგრელები. მაგრამ იგივე ადიღეური ტოპონიმია კიდევ უფრო ზუსტი დასკვნების საშუალებას იძლევა. კერძოდ, ცნობილია, რომ ყუბანის მარცხენა ნაპირის მრავალრიცხოვანი ყორღანები, ე.ი. სამარხები ძველი წ.აღ. V ს-დან ახ. წ.აღ. XIV საუკუნეებით თარიღდება არქეოლოგიური შესწავლის შედეგად. და აი იქ არის ისეთი ყორღანებიც, რომელთაც ადიღეელები უწოდებენ ქართულ სამყაროსთან დაკავშირებულ სახელებს.
13. ასეთებია: გურჟ უაშხ, რაც კრამიტის ყორღანად ითარგმნება, რადგან გურჟ ადიღეური ენის ბჟედუხურ დიალექტზე კრამიტს აღნიშნავს. თუ გავიხსენებთ, რომ ადიღეურად ქართველი არის ქურჯ, მაშინ ცხადი გახდება, რომ გურჟ აშვარად იმავვ ძირის არის.
14. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყორღანი ”ოშხე ტიგერ”, ე.ი. გათხრილი ყორღანი. იგი იმის მახლობლად მდებარეობს, სადაც მდ.ლაბა მდ.ყუბანს ერთვის. საქმვ ის არის, რომ ამ ყორღანს მეორენაირად ადიღეელები უწოდებენ ”გომილეშხა ანზაურა ყურღან”. გომილ-გუმელი — ქართული, — სვანური საკუთარი სახელია მამაკაცისა, ანზაური — იგივე ქართული სოციალური ტერმინი აზნაურია და ამდენად ”გომილეშხა ანზაურა ყურღან” ქართულად ნიშნავს გომილ-გუმელიანთ აზნაურის ყორღანი — სამარხი. ქართული სოციალური ტერმინი აზნაური ა.წ. V საუკუნეზე ადრე ვერ გავრცელდებოდა, ვერც ყუბანისპირეთში და ვერც სხვაგან, რადგან იგი სწორედ V საუკუნეში ჩამოყალიბდა საქართველოში და შემდგომში მთელი ფეოდალიზმის განმავლობაში იხმარებოდა.
15. კიდევ უფრო მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის კოშეჰაბლის ძველი სახელწოდება, რომელიც ქართულ სოციალურ ტერმინს — აზნაურს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ უწინ მას ანძაურიი, ე.ი. აზნაურისა ერქვა. აწინდელი კოშეჰაბლი რაიონული ცენტრია, მდ.ლაბას შუა დინებაზე. თა ვისთავად ბევრის მეტყველია კოშეჰაბლის ეტიმოლოგია. კოშ-ქაშ განიმარტება, როგორც მოხეტიალე, მომთაბარე, ჰაბლ — უბანი, დასახლება ე.ი. კოშეჰაბლი — მოხეტიალე, მომთაბარე უბანი. ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ მდინარე ლაბა ხშირად გადმოდიოდა ნაპირებზე ადიდების გამო და ეს დასახლებაც იძულებული იყო ადგილი ხშირად გამოეცვალაო. გარდა ამ ერთისა, ადიღესა და მის გარეთ კიდევ ბევრი კოშეჰაბლი — მომთაბარე დასახლებებიაო, ასე მსჯელობს ადიღეელი მკვლევარი და ვფიქრობ, ცდება, როცა მდინარის ადიდებას მიაწერს დასახლების ადგილის ცვლას. თუ მართლა ეს იყო მიზეზი, მაშინ სხვა კოშეჰაბლები, რომლებიც ბლომად ყოფილა ადიღესა და მის გარეთ, იმავე მკვლევარის სიტყვით, რატომ გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, იქაც ხომ მდინარე ლაბა არ დიდდებოდა, ისინიც ხომ ამ მდინარეზე არ მდებარეობდნენ. საქმე ის არის, რომ კოშ-ქაშ არის ფუძე სიტყვისა ქაშაგი-ვასოგი-ჩერქეზი, რაც ზოგადად მომთაბარეს, ველურს აღნიშნავს და ტოპონიმ კოშეჰაბლშიც ესაა ასახული. ადიღეთა ანუ ჩერქეზთა უწინდელი განსახლების არეალში მრავალი კოშეჰაბლის — მომთაბარე დასახლების არსებობა იმის უტყუარი დასტურია, რომ ეს დასახლებანი სწორედ მომთაბარე, ველურ-ქაშაგ ხალხს ეკუთვნოდა და მათი ისტორიის იმ ეტაპს ასახავენ, როცა ეს მომთაბარე ხალხი თანდათან მკვიდრ ცხოვრებაზე გადადიოდა. ამ დროს, ბუნებრივია, მკვიდრი ცხოვრების უმეცარნი ჩერქეზები სამოსახლოდ გამოსადეგ ადგილს ადვილად ვერ შეარჩევდნენ და ამიტომაც ხშირად იცვლიდნენ დასახლებების ადგილსამყოფელს. ამ კერძო, ლაბისპირა კოშეჰაბლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ადრე აქ აზნაურის სოფელი ყოფილა, ქართველი აზნაურის, რადგან ეს სოციალური ტერმინი ადიღეურ-ჩერქეზულ სამყაროში არ არსებობს. ხოლო აზნაურის სოფელი სრულიად გამორიცხულია ისეთ შეუფერებელ ადგილას აეშენებინათ, რომ იგი წყალდიდობის გამო აქეთ-იქით გადასულიყო. ვოშეჰაბლში დღესაც შემორჩენილია ერთი უბანი, რომელსაც ანზაურიი — აზნაურისა ჰქვია.
16. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ზოგადად აზნაურის, ე.ი. სოციალური ტერმინის, არამედ საკუთრივ გვარისა და საკუთარი სახელის სახითაც კი დასტურდება ქართველთა ცხოვრების ნაკვალევი ყუბანისპირეთში. გვართაგან, აღსანიშნავია მარშანი, უძველესი ქართული, — სვანური გვარი, იგივე მარუშიანი, რომლებიც უწინ, XV ს-მდე დიდებულები იყვნენ, შემდეგ კი თავადები, რაც დასტურდება ს.ჯანაშიას 1929 წლის ადიღეს ექსპედიციის ჩანაწერებითაც, აულ ულაპში. იმავე მდ.ლაბას შესართავთან არის მარშანჰაბლი — მარშანების უბანი. შემდგომში, როცა მონღოლებმა ჩერქეზთა ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი ყუბანს გადმოღმა გადმორეკეს, მარშანთა გვარის ნაწილიც გაჩერქეზდა — ზოგი ადიღეელი, ზოგი ყაბარდოელი, ზოგი აფსუა გახდა, მაგრამ ძველი დიდებულების ჩამომავლობა მათ ყველგან შეინარჩუნეს ჩერქეზული ფშის, თუ ქართული თავადის (აფსუური ფორმით ათაუად) სახით.
17. აულ ადამიისთან, იმავე მდ.ლაბას ქვემო წელზე არის რატუ იუაშხ — რატის ყორღანი. აქ უვვე მამაკაცის სახელი რატი არის დადასტურებული, საიდანაც ქართული, კერძოდ, სვანური გვარი რატიანი, ჩემი გვარია ნაწარმოები. მამავაცის უძველესი ქართული სახელი რატი დღესაც გავრცელებულია საქართველოში და მისგანაა ნაწარმოები ძირძველი ქართული გვარები რატიანი, რატიშვილი, რატია, რატიანიძე, რატიაშვილი.
18. დასასრულ ნართების ეპოსის ერთ ცნობას შევეხები. ცნობილია, რომ ნართების ეპოსი ჩერქეზული და ოსური მოდგმის ხალხების საერთო შემოქმედებაა, რაც ამ ხალხების შორეული საერთო წინაპრის არსებობის დასტურია. და აი ნართების ადიღეურ ვერსიაში ნახსენებია სპიუნ. ასე ეძახიან ადიღეელები დოლმენებს, რომელთა რიცხვი ყუბანისპირეთში შვიდასს აჭარბებს. ეს დოლმენები მსოფლიო მნიშვნელობის უძველესი, ჯერაც ამოუცნობი სამარხებია და ნართები ამ უზარმაზარი ქვის ლოდების სამარხებს ეძახიან ქონდრისკაცების — სპი — ისპების სახლებს. ე.ი. არა საფლავებს, არამედ საცხოვრებელ სახლებს — სპიუნ, ნიშნავს ქონდრისკაცების სახლს. საფლავისათვის საცხოვრებელი სახლი მხოლოდ მას შეეძლო ეწოდებინა, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდა მათ დანიშნულებაზე. სპი-ისპ კი უძველესი ქართული ტომის სპერ-სასპერ-იბერის ადიღეურ-ჩერქეზული ფორმაა. ასე რომ მომთაბარე-ველურ ჩერქეზთა აზრით, დოლმენები ქართველთა ნახელავია, რომელთაც მათ ისპ-სპი-ქონდრისკაცები უწოდეს, მათი რიცხობრივი სიმცირის გამო. რადგან მომთაბარე ველურთა ურდოების ფონზე ყუბანისპირა მკვიდრი ქართული მოსახლეობა მართლაც მცირე იყო ანუ ქონდრისკაცები ანუ ნამცეცა იყო, და მიუხედავად მათი ამგვარი ”შემკობისა”, ნართები სპი-ისპებს მიაწერენ გასაოცარ ფიზიკურ ძალას და ყოველგვარ ხელოვნებაში დაოსტატებას.
აქ ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე ნართების ეპოსში ხშირად იხსენიება ტენი — მდინარე დონი, ინდილი — მდინარე ვოლგა, ხაზას ზღვა — კასპიის ზღვა, რაც კარგად მიუთითებს რომ ადიღე-ჩერქეზთა თავდაპირველი — სამომთაბარეო სამშობლო ვოლგა-დონის ტრამალები იყო.
სხვათა შორის, ნართებს ძალიან ჰყვარებიათ ღვინო. რომელსაც ადიღეურად ჰქვია სანე. ადიღეურად ხომ სონე არის სვანი, ღვინო და ვაზი კი არის სანე. რაც ცხადია, ერთი და იგივე ძირის სიტყვებია. ასვთი მაგალითები ბევრია.
დაბოლოს, იმას ვიტყვი, რომ ყველა ადიღეური ტოპონიმი, რომელიც ქართველთა ადიღე-ჩერქეზებზე უწინარეს ცხოვრებას ადასტურებს ყუბანისპირეთში, მდებარეობს ამ მდინარის მარცხენა ნაპირის მხარეში, შავიზღვისპირეთის ჩათვლით, ე.ი. ზუსტად იქ, სადაც ძველმა ქართველმა ისტორიკოსებმა ლეონტი მროველმა და ჯუანშერმა მიუთითეს ქართველთა განსახლება, ანუ პირიქითა საქართველოს არსებობა როგორც ქართული. ასევე ჩერქეზული (ადიღეური) წყაროებით სრულიად უეჭველად დასტურდება.
ახლა უშუალოდ აფსუების შესახებ მოგახსენებთ. აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ იმ ჭვშმარიტებაზე, რომ აფსუა იგივე ჩერქეზია, ისევე როგორც ადიღე, ყაბარდო, აბაზა. უფრო ზუსტად აბაზა არის საერთო სახელწოდება აბაზა-აბაძეხ-აფსუასი. დიდად სამწუხაროდ დღეს ეს ამ ხალხმა უხამსი ღალატით, იარაღით ხელში, სისხლისღვრით დაადასტურა მთელი მსოფლიოს წინაშე, გაცილებით უკეთესი კი იქნებოდა, იგივე მშვიდობიანი გზით დაედასტურებინათ…
აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, როდის შემოვიდა აფსუა შუა საქართველოში, ანუ ქვეყნის იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. აფსუა ქართველს აქართუას უწოდებს, ქართველებს — აქართქუას, საქართველოს — ქირთილას. როგორც ვხედავთ, აფსუასათვის ჩვენი სამშობლოს სახელწოდება ემთხვევა თვით ქართველების საკუთარ სახელწოდებას — საქართველო, ქართველი, ქართველები. აი, ამ ქართული სახელწოდებების აფსუური ფორმაა ქირთილა, აქართუა, აქართქუა.
როდის შეეძლო ეწოდებინა აფსუას ასე ქართველებისა და საქართველოსათვის? რა თქმა უნდა, არა უძველეს ხანაში — სამი ათასი წლის წინათ, როცა დასავლეთ საქართველოს კოლხეთი ერქვა. ცხადია, მაშინ აფსუა ქვეყანას ქირთილას ვერ დაარქმევდა იმის გამო, რომ ტერმინი საქართველო მაშინ საერთოდ არ არსებობდა. ვერც ახალი წელთაღრიცხვის VII-VIII საუკუნეებამდე, როცა იმავე დასავლეთ საქართველოს ეგრისი (ბერძნულად ლაზიკა) ერქვა, ვერ დაარქმევდა აფსუა ქვეყანას ქირთილას — საქართველოს, რადგან იგივე ტერმინი საქართველო ჯერაც არ იყო გაჩენილი. არც VIII-X საუკუნეებში შეეძლო აფსუას ქირთილა ეწოდებინა ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან მაშინ, VIII-X საუკუნეებში, დასავლეთ საქართველოს აფხაზეთი ერქვა, ხოლო ტერმინი საქართველო ჯერაც ფეხაუდგმელი იყო. მხოლოდ XI საუკუნიდან მკვიდრდება X საუკუნეში გაჩენილი ტერმინი საქართველო ვითარცა გაერთიანებული ქვეყნის სახელი, მაგრამ ამ დროს უკვე აფხაზვთი არა მარტო დასავლეთ, არამედ მთელი საქართველოს მნიშვნელობითაც იხმარებოდა და ზოგჯერ ტერმინ საქართველოზე უპირატესად. ასე რომ თუ მაინც და მაინც დავუშვებთ, რომ აფსუამ XI-XII საუკუნეებში დაარქვა ქირთილა საქართველოსო, მაშინ გაუგებარი იქნება, რატომ აფხაზეთი არ დაარქვა აფსუამ ჩვენს სამშობლოს, მით უფრო. თუკი აფსუა მართლა აფხაზია, როგორც ზოგ-ზოგებს ჰგონიათ და აფხაზეთი კი ნამდვილად ერქვა საქართველოს იმ დროს. აბა რა დასაჯერებელია, რომ აფსუა აფხაზი იყოს და მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს იმის შესახებ, რომ საქართველოს აფხაზეთი ერქვა, რომელი ჭკუათამყოფელი დაიჯერებს იმას, რომ აფსუამ, ვითომ აფხაზმა, გნებავთ უცხოელმა, მთელ საქართველოს აფხაზეთი დაარქვა და ეს კი აფსუამ არ იცოდაო.
ასე რომ აფსუას საქართველოსათვის ქირთილა შეეძლო დაერქმია მხოლოდ და მხოლოდ XV საუკუნიდან, როცა ჩერქეზთა სხვა ტომებთან ერთად აფსუებიც კავკასიის მთებს შეეხიზნენ და მათი ნაწილი საქართველოს შემოეხიზნა. ამ დროს აფსუამ აშვარად მეგრვლისგან ისწავლა ქართველისა და საქართველოს სახელწოდება.
ვიმეორებ, უფრო ადრე სრულიად გამორიცხულია აფსუას საქართველოსათვის ქირთილა, ქართველისათვის აქართუა, ქართველებისათვის აქართქუა ეწოდებინა. ასეთია ისტორიული ჭეშმარიტება, ასეთია წყაროთა ღაღადი.
ამით შეიძლებოდა დამთავრება, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია განვაცხადო შემდეგი. მიუხედავად იმისა, მეცნიერულად დიდი ხანია დასაბუთებულია, აფხაზეთი რომ დასაბამიდან საქართველოს ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც ქართლი და ქვეყნის ყველა სხვა კუთხე, და ისტორიული აფხაზები ისეთივე ქართველები არიან, როგორც ყველა სხვა კუთხის ქართველნი, დიდად სამწუხაროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში დღესაც გაისმის მეცნიერულად ყალბი, სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად დამღუპველი დებულებანი: 1) თითქოს აფსუები არიან ისტორიული აფხაზები; 2) თითქოს აფსუები ოდითგან ქართველების გვერდით ცხოვრობდნენ აფხაზეთში; 3) თითქოს აფსუებს ”სხვა სამშობლო”, ე.ი. ისტორიული სამშობლო არ გააჩნიათ. უბედურება ის არის, რომ სწორედ ამგვარი ცრუმეცნიერული დასკვნები გახდა აფსუების იდეოლოგიური დასაყრდენი. დიახ, ნახევარი სიმართლე სიცრუეზე უარესია! ხელზე დაიხვი ეს აფსუებმა და ძმათა მათთა, ჩვენი პატივცემული მეცნიერების დასკვნები და ლოგიკურ ბოლომდე მიიყვანეს. რადგან თავად აღიარეთ, აფხაზეთი აფსუების ერთადერთი სამშობლოა, მაშინ ქართველები აქ ჩვენი დამპყრობლები და მტანჯველები ხართ, ამიტომ წაეთრიეთ აქედანო!.. ”უფროს ძმასაც” ეს უნდოდა და რაც მოხდა, ეს უკვე ყველამ იცის.
მეცნიერულად ყალბი დებულებების პოლიტიკურად დამღუპველობა განსაკუთრებით მკაფიოდ გაცხადდა დღეს, როცა ქაშაგ-ჩერქეზ-ყაბარდო-ადიდე-აბაზა-აფსუათა ნაშიერნი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გახრწნილი იმპერიის ძალებით ამაზრზენ სიბოროტეს სჩადიან, იმისათვის რომ აფხაზეთი ისევე მოგლიჯონ დედასამშობლოს, როგორც მათმა ველურმა წინაპრებმა, ასევე ველური ურდოების წყალობით პირიქითა საქართველო მოწყვიტეს პირაქეთა საქართველოს.
არავითარი რეალური საფუძველი არა აქვს ლიტონ ლოზუნგს — აფსუებს სხვა სამშობლო არ გააჩნიათ!
რომ აღარაფერი ვთქვა დიდი ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის, პავლე ინგოროყვას, გნებავთ, დიდი რუსი ისტორკოსის ვასილ ტატიშჩევის ნაშრომებზე და ბოლოს ამ ჩემს მიერ წარმოდგენილ ”წყაროთა ღაღადზე, ანუ პირიქითა საქართველოზეც”, დღესაც აშკარად ჩანს აფსუათა ჭეშმარიტი სამშობლოს ადგილმდებარეობა რსფსრ-ს ადმინისტრაციული დაყოფის კრებულში, რომელიც 1974 წელს არის გამოცემული მოსკოვში, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ რსფსრ-ს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში არის ადიღეჰაბლის რაიონი და მასში შედის რვა სასოფლო საბჭო, რომელთაგან ერთს ჰქვია აფსუას (^.^^^^ ..-^^^-^) სასოფლო საბჭო, ე.ი. ერთი სოფელი კი არა, რამდენიმე სოფელიაო ამ აფსუას სასოფლო საბჭოში შემავალი. ამრიგად აფსუანსკი და არა აფხაზსკი, ე.ი. იქ მათ საკუთარი სახელით იცნობენ, აქ კი მათ დაკარგეს ეს საკუთარი სახელი, რადგან შეერწყნენ კულტურულ ერს — ქართველობას და მიიღეს მისი ერთი კუთხის, აფხაზეთის მკვიდრი ქართველის — აფხაზის სახელწოდება. დიახ, აფსუების, იგივე აბაზების, რაც მათი საერთო სახელია და უფრო ზოგადად კი ჩერქეზების თავდაპირველი — სამომთაბარეო სამშობლო ვოლგა-დონის შუამდინარეთი იყო, შემდეგ მდინარე ყუბანის ქვემო წელის გაღმა ტრამალები, მერე დასავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები და ყუბანისპირეთი და სულ ბოლოს საკუთრივ აფსუები აფხაზეთს შემოეხიზნენ. უწინდელი სამშობლოდან მტერთაგან იძულებით გადმოხვეწილნი, გაუბედურებულნი შემოეხიზნენ აფსუები საქართველოს და აქ ჰპოვეს ახალი სამშობლო, დამკვიდრდნენ ჩვენში, სული მოითქვეს და წელში გაიმართნენ. ქართველებს მათთვის არასოდეს არაფვრი დაგვიმადლებია. პირიქით, ჩვენმა წინაპრე^მა აფსუვბი ძმებად მიიღეს და შეიყვარეს. მაგრამ უმადურმა აფსუამ იმით გადაგვიხადა, რომ აფხაზეთში ქართველობის ამოწყვეტა და საქართველოდან აფხაზეთის მოწყვეტა განიზრახა თავისი ”დიდი ძმის”, გინდა ”მამა-მარჩენალის” ლოცვა-კურთხევით. ვერ ეღირსებიან! ამისათვის დაბეჯითებით გთხოვთ ყველას, გნებავთ, მოგიწოდებთ, დავარქვათ საგნებს თავისი საკუთარი სახელები, დავარქვათ და ქვეყანას გავაგებინოთ, რომ აფხაზი ქართველია, ხოლო აფსუა — გადამთიელი, იგივე აბაზაა, ადიღე-ჩერქეზი. ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როდესაც ერთ ხალხს მეორე — სხვა ხალხის სახელი შერქმევია. ასე დაემართათ მაგალითად, ყაზახებს, როცა ”დიადი საბჭოთა კავშირი” შეიქმნა. თავიდან ყაზახები ყირგიზებად ”მონათლეს” და მათ უზარმაზარ ქვეყანას ყირგიზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკა დაარქვეს. იღბლად, ამ შემთხვევაში, ისტორიული სიმართლე მალე აღდგა, ყაზახებსა და მათ ქვეყანას თავისი სახელი დაუბრუნდა. რუსეთი კი, გერმანელი მოდგმის ნორმანების რუსების სახელიდან წარმოებული ქვეყნის სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრა ძირითადად სლავურმა ქვეყანამ. მაგრამ ქვეყნისა და შესაბამისად ერის სახელწოდებათა შეუსაბამობა დღესაც, ჩვენს დროშიც, მჟღავნდება მსოფლიოში. ასეთი მოვლენის მოწმე ვართ, მაგალითად ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთი რესპუბლიკის ე.წ. მაკედონიის სახელწოდების მიმართ. ცნობილია, რომ ისტორიული მაკედონიის ნაწილი შუა საუკუნეებში სლავებმა დაიჭირეს და თავი მაკედონელებად გამოაცხადეს. ახლა, როცა ეს ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, საბერძნეთი სასტიკი წინააღმდეგია იმისა, რომ მას მაკედონია დაერქვას. რატომ? პასუხი თავისთავად ცხადია და მაინც გეტყვით, იმიტომ რომ ეს ახლად გამომცხვარი მაკედონია ხვალ ისტორიულ მაკედონიას, ე.ი. საბერძნეთის კიდევ ერთ ნაწილს მოითხოვს და ამის გამო დაუსრულებელი ომი ატყდებაო.
აი რა ბრძენი ხალხია ბერძნები! მართლაც რომ ბრძენი და ბერძენი სინონიმებია ქართულში და თუ ჩვენი წინაპრები ასე აფასებდნენ ბერძნებს, ჩვენ რაღამ დაგვაბრმავა, დაგვაყრუა და დაგვამუნჯა?
მე არ მჯერა, და ღმერთმა ნუ ჰქმნას, რომ საქართველომ აფხაზეთი დაკარგოს, მაგრამ დღესაც რომ დამთავრდეს ეს ომი, მანამდე, სანამ პატივცემულ ქართველ მეცნიერთა ჩაგონებით ასევე პატივცემული ქართველი პოლიტიკოსები იმას გაიძახიან — აფხაზი და აფსუა ერთია, აფხაზეთი აფსუების და ქართველების საერთო-ისტორიული სამშობლოა და აფსუებს (ისინი აფხაზებს ამბობენ, მაგრამ მე აღარ მინდა ამ აფსურდის გამეორება!) დიახ, აფსუებს სხვა სამშობლო არ გააჩნიათო, ვიდრე ისტორიული და პოლიტიკური აზროვნების ამ მარგალიტებს აფრქვევენ ჩვენში, მანამდე საქართველოში მშვიდობა არ იქნება, არა და არ იქნება.
დღეს რომ ყოვლად უსაფუძვლოდ აფსუა-აბაზა-ადიღეს, იგივე ჩერქეზს აფხაზეთი დედასამშობლოდ დავუდასტუროთ, ხვალ მსგავსად იმ ცრუ მაკედონელებისა, ისინი ჯერ მთელს დასავლეთ საქართველოს და ბოლოს საერთოდ საქართველოს დაიჩემებენ. რაო, ”საფუძველი” არ ექნებათ, თუ აფხაზეთი ერქვაო მთელ ქვეყანას, კვლავ დაგვაყენებენ თავზე ”უფროს ძმას” და პირში ბურთს ჩაგვჩრიან. ისევ და ისევ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ავიმაღლოთ ხმა, ქვეყნიერებას, მტერსა და მოყვარეს გავაგებინოთ, რომ აფსუა არის აბაზა, იგივე ადიღე-ყაბარდოელი-ჩერქეზი-ქაშაგი და მათი სამშობლო იქაა, სადაც ადიღე-ჩერქეზ-აბაზა-ყაბარდოელები ცხოვრობენ, ჩრდილოეთ კავკასიაში!
დავუბრუნოთ მათ თავისი საკუთარი სახელი აბაზა, თუ გნებავთ აფსუა, რაც ერთი და იგივეა!
ნურავინ იფიქრებს, რომ ამის დამწერს აფსუა-აბაზების ერთიანად ამოწყვეტა ან საქართველოდან გასახლება მიდევს გულში, არა, ადრეც გამიცხადებია საჯაროდ და ახლაც ვადასტურებ, სასტიკად უნდა დაისაჯონ ამ ომის გამჩაღებლები, ბოროტმოქმედნი, ხოლო ვინც უდანაშაულოა იმ აფსუებმა იცხოვრონ საქართველოში, საერთაშორისო წესების თანახმად, იქონიონ კულტურული ავტონომია და იცოდნენ, უფრო სწორად, თვითონ ძალიან კარგად იციან, მაგრამ იცოდნენ, რომ ჩვენც — ქართველებმაც და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ისინი აბაზები (აფსუები) არიან და მათი ისტორიული სამშობლო ჩრიდოეთ კავკასიაშია. საქართველოში კი მათ არავინ არაფერს არ დაუშლის, გარდა ერთისა, განაგრძონ ქვეწარმავლური მცდელობა ძირძველი ქართული მიწის — აფხაზეთის დედასამშობლოდან მოწყვეტისა.
დალხინებული ცხოვრების გამო სამშობლოს არავინ ტოვებს. ამ ბედკრულ საქართველოში უხსოვარი დროიდან რა ჯურის გაუბედურებული ხალხი არ შემოხიზნულა და ყველას საქართველო მეორე სამშობლოდ მიუჩნევია, მაგრამ ერთადერთი, ვინც თხოვნით, დიახ, თხოვნით (და არა მუქარით ან ქურდულად.) შემოვიდა საქართველოში, იყო ებრაელობა! აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ ქართველ-ებრაელთა თითქმის სამიათასწლოვან თანაცხოვრებაზე საქართველოში, მაგრამ იმას ვი ვიტყვი, უცხო ქვეყანაში დასამკვიდრებლად თხოვნით რომ მიხვიდე, იქ დამკვიდრდე და ათასწლეულები იცხოვრო, ისე რომ იმ ქვეყნის ღალატი ერთხელაც გულში არ გაივლო, ამისათვის ჭეშმარიტად ბიბლიის — წიგნის ერი — დიდი კულტურის შვილი — ებრაელი უნდა იყო და არა უწიგნური ველური — ქაშაგ-ჩერქეზ-ყაბარდოელი-ადიღე-აბაზა, ანუ იგივე აფსუა!
ამ უკანასკნელთა ხსენებაზე დიდი სულხან-საბა ორბელიანის იგავი — ”კუ და მორიელი” მახსენდება. შეგახსენებთ ამ სიბრძნეს სიცრუისას: ”ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო, კუმ უთხრა. ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო? მორიელმან უთხრა. რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოვვდებაო”.
დიახ, შემოხიზნულან ქართულ მიწაზე გაუბედურებული აფსუები, ქართველთა ძმური ხელშეწყობით ჩვენში დამკვიდრებულან, წელში გამართულან და ახლა იმ მორიელივით იგესლებიან და ვერ ხვდებიან, რაც იმ ქვეწარმავალს დამართა კუმ, აფსუებსაც იგივე დაემართებათ, თუ დროზე არ მოიშლიან მასაზრდოებელი წმინდა ქართული მიწა-წყლის წაბილწვას და მათდამი ძმურად გულხელგაშლილი ალალი ქართველების უსაზიზღრეს ღალატს.
ქართველმა ერმა ათასწლეულების განმავლობაში ათასი დიდი და პატარა მტრის ჯოჯოხეთურ ცეცხლსა და მახვილს გაუძლო, მსოფლიოს ყველა მომხვდური იმპერია მოინელა და ამ უკანასკნელსაც მოინელებს, თავისი ტიკინა-მარიონეტებიანა!
ღმერთისა და კაცობრიობის წინაშე პირნათელი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
საქართველო უეჭველად გაიმარჯვებს და ჭეშმარიტად აღდგება გასხივოსნებული და გასპეტაკებული!

თბილისი, იანვარი — მაისი, 1993 წ

———————–

49. იქვე, გვ.130.
50. იქვე, გვ. 30.
51. ქართლის ცხოვრება, , თბ. 1955, გვ. 156.
52. იქვე,გვ. 157.
53. А. В. Гадло, Князь Инал Адыго-Кабардинских родословных, в кн.: Из истории феодальной России, Л-д, 1978, გვ. 25-33.
54. ქართლის ცხოვრება, I, თბ. 1955. გვ. 157.
55. В. Н. Татищев, история Российская, I, М.-Л. 1962, გვ. 171.
56. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, თბ.1990, გვ. 608.
57. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ. 1954, გვ. 117.
58. ვ. 8ერეტუვოვი, დასახ. ნაშრ. გვ. 82.
59. ს. ჯანაშია, დასახ. ნაშრ. გვ. 20.
60. იქვე, გვ. 26.
61. ქართლის ცხოვრება, I, თბ. 1955, გვ. 17.
62. კ. ეერეტუკოვი, დასახ. ნაშრ. გვ. 276.
63. იქვე, გვ. 57.
64. იქვე, გვ. 176.
65. ს. ჯანაშია, დასახ. ნაშრ. გვ. 100.
66. იქვე, გვ. 105.
67. იქვე, გვ. 135.
68. იქვე, გვ. 48.
69. კ. მერეტუკოვი, დასახ. ნაშრ. გვ. 21.
70. იქვე, გვ. 19.
71. იქვე, გვ. 19.
72. იქვე, გვ. 19.
73. იქვე, გვ. 19.
74. იქვე, გვ. 20.
75. იქვე, გვ. 20.
76. იქვე, გვ. 20.
77. იქვე, გვ. 20.
78. იქვე, გვ. 20.
79. იქვე, გვ. 20-21.
80. იქვე, გვ. 21.
81. იქვე, გვ. 21.
82. იქვე, გვ. 21.
83. იქვე, გვ. 21.
84. ს. ჯანაშია, დასახ. ნაშრ. გვ. 99.
85. იქვე, გვ. 101.
86. იქვე, გვ. 104.
87. იქვე, გვ. 104.
88. იქვე, გვ. 105.
89. იქვე, გვ. 56.
90. იქვე, გვ. 66.
91. იქვე,გვ. 96.
92. ქართლის ცხოვრვბა, I, თბ. 1955, გვ. 38.
93. იქვე, გვ. 43.
94. იქვე, გვ. 43, სქ.
95. А. Печерин, С. Лозовой, Памятники природы краснодарского края, Краснодар, 1980, გვ. 51.
96. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, თბ. 1984 გვ. 62.
97. ქართლის ცხოვრება, II, თბ. 1959, გვ. 94.
98. იქვე, გვ. 103.
99. იქვე, გვ. 168.
100. იქვე, გვ. 243.
101. იქვე, გვ. 293.
102. РСФСР административно-териториальное ддление на 1 января 1974 года, М. 1974, გვ. 52.

 

დასაწყისი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s