Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის

ლია ანდღულაძე

  წიგნიდან “მოგონებები”

17739_631573330192121_1275876779_n[1]

   საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის

  სიყალბის წყვდიადს ამ საუკუნის 80-იან წლებში გაუჩნდა თვალსაჩინო ბზარი. წართმეულმა ორასწლოვანმა თავისუფლების ცნებამ გამოცოცხლება დაიწყო საქართველოში.

ცდებიან, ო, როგორ ცდებიან, როცა ამბობენ, ქართველი ხალხი მზად არ იყოო თავისუფლებისათვის. მერაბ კოსტავას დაკრძალვის პროცესია თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო მთელი ერის ერთად ყოფნისა და დამოუკიდებლობისათვის გამართულ რეფერენდუმს წააგავდა. სამივე შემთხვევაში (9 აპრილი, 26 მაისი, 13 ოქტომბერი) სულ უფრო მზარდი რაოდენობა ქართველისა ერთად იდგა მშობლიურ მიწაზე, სულით და გულით ბრძოლის თავკაცების სიტყვას მინდობილი და ერთმანეთით მხარგამაგრებული.

მკითხავთ, სად არისო ის საქართველო დღეს?

გპასუხობთ: დახოცილებში, უცხოეთში გადახვეწილებში, რეპრესირებულებში, საზოგადოების სოციალურად დაუცველ ნაწილში – ეს კი საქართველოს ნახევარს მეტად სჭარბობს.

ისტორიის გრძელ მანძილზე თავსდატეხილ აურაცხელ განსაცდელს ბევრჯერ გადავურჩით. მემატიანე ამაში ღვთის ნებასაც ხედავს – “გამარჯვება ღვთის ხელთ არისო”, “ღმერთმა ინება და ქართველთ გაუმარჯვათო”. ღმერთი მართლის მხარეზეა, რადგან ჭეშმარიტება არის მისი თვისებაც და იარაღიც. ჭეშმარიტების განხორციელება დასაბამიერი პრობლემაა და ღმერთიც მის განმხორციელებლად ათასთა შორის ერთეულებს ირჩევს. კონსტანტინე გამსახურდია ასეთებად ასახელებს: მოსეს, ბუდას, ქრისტეს, ილიას, რადგან იგიც დიდი ღმერთის საკურთხევლის ცეცხლის მატარებელი იყო. მანვე განმარტა, რომ მოსემ და ილიამ გზააბნეული ერი ვულკანურ მთასთან მიიყვანეს, საიდანაც უნდა გადაშლილიყო დიდი სანახები ახალი ცხოვრებისა.

ჩვენს აპოკალიფსურ დროშიც არ დაგვტოვა ღმერთმა მფარველობის გარეშე. მოგვივლინა კაცნი მართალნი, სიმართლისათვის მებრძოლნი. ჩვენი სულიერი აღზრდაც უმოკლეს დროში მოხდა, რადგან სიმართლემ ითავა იგი. საუკუნის მეცხრე ათეულიდან ამ სიმძიმის ტარება ზვიად გამსახურდიას ღიად დააწვა მხრებზე; მერაბი უკვე აპრილის წმინდანებთან იყო ზეციურ საქართველოში. სასოწარკვეთის ჟამს, მის საფლავთან უძებნია თანაგრძნობა თვალში ცრემლჩამდგარ მეგობარს. მაინც მძიმე საზოგადოებრივმა ტვირთმა შთანთქა მისი სულიერი ობლობა, მტრის სამიზნეში ახლა ზვიადი დგებოდა და რამდენადაც რეალური ხდებოდა მისი ნების უზენაესობა ერში, იმდენად უახლოვდებოდა ტყვია მის საფეთქელს.

დღევანდელ სვეგამწარებულ ქართველობას სხვა ხალხთან შედარებით მაინც ჰქონდა უდიდესი ბედნიერება – ჰყოლოდა ზნეობრივი თავკაცი და უსისხლო ხელისუფალი, რომლის კვალი თაობების მოქმედებას განსაზღვრავს მომავალშიც.

ზვიად გამსახურდიას სულიერი ზეობა განსაკუთრებით თვალსაჩინო 1990 წლის 26 მაისიდან გახდა. იმ დღეს წარმოთქმული მისი სიტყვით მოხდა სიმართლის ღვთაებრივი ინაგურაცია საქართველოში. სიმართლე – საქართველო – ზვიადი – ასეთი სამებით შევა ეს დღე ჰუმანისტური კაცობრიობის ისტორიაში, რადგან გაცხადდა ჩვენი საკაცობრიო მისია: დღეს, დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისთვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისთვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესათვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიოს ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა…”

ს უდიდესი მისიაა თვით თავისუფლების იდეასთან შედარებით, რადგან მხოლოდ იგია გზა თავისუფლებისაკენ. ზვიად გამსახურდიამ ყველაზე მეტად უწყოდა, რომ უიარაღოდ ვერ დაამარცხებდა კოსმიურ ურჩხულს, მაგრამ უწყოდა მისი სისუსტეც – ეს ურჩხული სიყალბეზე იყო აგებული, რაც მისივე ნგრევის საბაბი უნდა გამხდარიყო.

ბრძოლის პირველ ეტაპად უნდა ქცეულიყო სწორი არჩევანი, რადგან არასწორმა ებრაელთ სამშობლო დააკარგვინა. XX საუკუნის დასაწყისში იგივე შეცდომა ჩაიდინეს ქართველებმა, როცა ბრძენკაცი ილია მოკლეს და ბარაბას გზით თითქმის მთელი საუკუნით გაიხანგრძლივეს მონობა.

ბიბლიიდან და საქართველოს ისტორიიდან მაგალითების მოყვანით ზვიადმა მიგვითითა, რომ კვლავ ისტორიულ გზაჯვარედინთან ვდგავართ და წარსულის გამოცდილება გვავალებს, რომ … დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება, დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის”. დიახაც, სწორი არჩევანი წყვეტდა ქვეყნისა და ყოველი ჩვენთაგანის ბედს.

არჩევანის სიმკვეთრე ბატონმა ზვიადმა ანტიპოდური პიროვნებების დაპირისპირებით წარმოგვიდგინა. ქრისტე და ბარაბა, ღმერთკაცი და სატანა, აქაც ის, რაც ჩვენ მხოლოდ წარსულის საკუთრებად მიგვაჩნდა, ზვიადმა ცოცხალ და მოქმედ ძალებად გაგვაცნო.

ბატონმა ზვიადმა მოგვაგონა ისიც, რომ ქრისტეს გზა ჩვენთვის ტრადიციულია და ამ გზით მავალი წინაპართა სულები დღესაც გადმოგვყურებენ ზეციური საქართველოდან, რომ 26 მაისი მარტო წარსულისადმი პატივის მიგების დღე არაა, რომ ერი ისევ დგას ახალ მიჯნასთან, ახალ არჩევანთან, სიმართლის თანადგომა ყოველი ჩვენგანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ თანამონაწილესაც გვხდიდა ერის ბედის გამართვაში.

ზვიად გამსახურდიას გაფრთხილებაში – “გვმართებს დიდი დაფიქრებაო!” – ჩანდა, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი მხოლოდ გარე ძალებში არ იყო საძებარი, რომ თავად ჩვენ დავუშვით საბედისწერო შეცდომები. “ნუ იყოფინ!” – იყო მისი საყვედური და სათხოვარიც, რადგან მაშინვე იყო საქართველო ორი გზით მავალი: ქრისტეს გზით და ბარაბას გზით.

მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან: აი გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა, და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, ქრისტეს გზა და კეთილი გზა!.. ეს უთხრა მან ერს, ბერს, ქვეყანას. ამ დროს თვითონაც ჰგავდა მაცხოვარს.

სხვა გზა ჩვენი ეროვნული ბედ-იღბლის შთანმთქმელი იყო, სხვა გზა, კვლავ ზვიადის სიტყვით, ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოიყვანდა ანტიქრისტეს, ბარაბას და შეჩვენებას.

ყველაფერი ასეც მოხდა. ზვიად გამსახურდიას შიშიც და გაფრთხილებაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

ზვიად გამსახურდიას სიტყვამ 26 მაისს ქართულ ზნეობაში ახალი პოსტულატები შეიტანა: დიდი დაფიქრება გზაგასაყართან, განუყოფლობა, სწორი არჩევანი მარადიულ ქრისტესა და მარადიულ ბარაბას შორის; ბარაბას ეროვნული ნიღბით შეუძლია მოავლინოს ანტიქრისტე, ქართველი ერი კი მოვლენილია ქომაგად ჭეშმარიტებისა, რითაც უნდა გაბრწყინდეს მსოფლიოს ხალხთა წინაშე.

კონსტანტინე გამსახურდიას ილიას მიმართ აქვს ნათქვამი: “ჩვენ ისევ გვინდა მრისხანე გამოხედვა ერის ბელადისა, ჩვენ კიდევ გვინდა ვულკანურ მთასთან მიყვანა!”

ზვიადის მისამართითაც ასე ითქმის: ისევ გვჭირდება ერის სულიერი ბელადის მართალი სიტყვა, გზამკვლევი სიტყვა, რადგან იმ გზაგასაყართან, რომელთანაც აღმოვჩნდით, სწორ გეზს მხოლოდ მისი გონება გასწვდება, სწორედ, ამ უნარშია მისი უკვდავებაც.

1990 წლის 26 მაისის ფოტოარქივში დაცულია ის ამაღლება, რაც ზვიადის სიტყვამ გამოიწვია. ფიზიკურად ეს გამოიხატა ხელში მის ატაცებაში, რამაც შემდგომში კომუნისტური იმპერიის დანგრევასა და ეროვნული ხელისუფლების მოსვლაში ჰპოვა გამოხატულება.

ამის შემდეგ ყოველ ამაღლებას ზვიადის სახელი დაერქვა და თან გაჰყვება მარადის ისევე, როგორც ყოველ ბარბაროსობას – სისხლით მოსული ხელისუფლებისა.

ეს სიტყვა ოქროს ასოებით შევა აიეტისა და ფარნავაზის ქვეყნის მჭევრმეტყველების ფონდში.

დღეს არჩევანი გაკეთებულია იმ მხრივ, რომ არსებობს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ვერ იმორჩილებს, მაგრამ ღვთის შეწევნით იქნება და საქართველოს გააბრწყინებენ დღეს დევნილნი, მაგრამ სიმართლის მიმდევრები. ეს გზა ქრისტეს – ილიას – ზვიადის გზაა და ქვეყნის დაცემის ამ ხანაში სიამაყის გრძნობას ისევ ეს უნარჩუნებს ერს.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

2009, მაისი, N21

 

***

4 Responses to “◊ საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის”

  1. დიახ, ქ-ნო ლია!

    „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა …“ – თქვა ზვიად გამსახურდიამ სიტყვა, რომელიც საქმეში განხორციელდა. ზეციურ საქართველოს კიდევ ერთი სახელოვანი მამულიშვილი შეემატა, რომელიც ლოცვა-კურთხევას არ გვაკლებს და გვამხნევებს.

    დღეს კი, არათუ გასაყართან მივედით, არამედ უფსკრულში ვართ გადაჩეხილები. ყველა ადამიანური რესურსი ამოწურულია და გულგატეხილობაა გამეფებული. საქართველოში ეროვნული მოძრაობა უკიდეურესად დაქსაქსულია, უმეტესობა უიმედობას მოუცავს,ან დღევანდელი ანტიეროვნული სისტემის გაკეთილშობილების ოცნებაშია ჩაძირული. ზოგს ისიც ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება ისეთი დემოკრატიული არ არის როგორც ზვიად გამსახურდიას ოცნება ყოფილა თურმე და სუპერდემოკრატიულ სისტემას გვპირდებიან.

    უაღრესად მნიშვნელოვან კითხვას სვამთ თქვენ: „მკითხავთ, სად არისო ის საქართველო დღეს?“

    და თქვენვე პასუხობთ: „დახოცილებში, უცხოეთში გადახვეწილებში, რეპრესირებულებში, საზოგადოების სოციალურად დაუცველ ნაწილში – ეს კი საქართველოს ნახევარს მეტად სჭარბობს.“

    გეთანხმებით! ღმერთმა აცხოვნოს მამულისათვის თავშეწირული ჩვენი თანამემამულენი და ცოცხლებზე კი ისევ ზვიადის სიტყვებს შეგახსენებთ:

    “სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის”.

    მცირედმორწმუნეობაა ჩვენი პირველი მტერი და ვინც ამას არაფრად აგდებს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლისთვის ვერ გამოდგება.

    რა უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენ? ამასაც გვასწავლის ბ-ნი ზვიად გამსახურდია: “რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე, ფიზიკურ პლანში”.

    ჩვენ, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა ქრისტეს გზა ავირჩიეთ ბარაბას გზის სანაცვლოდ და ამისთვის გვიპირისპირდება დღეს ზვიად გამსახურდიაზე უზომოდ შეყვარებულ მამულიშვილთა კრებული. უკეთეს შემთხვევაში იგნორირებას გვიკეთებენ რაც ჩვენთვის გასაგებიცაა და გაუგებაიც!

    http://didgori.wordpress.com
    http://saqme.fr/

    პატივისცემით,

    საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის

    პრეზიდიუმის სახელით

    იოსებ ღუდუშაური

    P.S.

    იხ.პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია — http://forum.ge/?f=29&showtopic=34069321&st=135

    Like

  2. „დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!” (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

    http://didgori.wordpress.com/2008/12/18/wmida-maqsime-agmsarebeli/

    Like

  3. a.sanduchadse said

    თქვენ კი საით და ვისი გზით წადით ქალბატონო ლია?

    Like

  4. უჩა said

    კარგად ჩაიბეჭდეთ გონებაში და ყველამ გაითვალისწინეთ ეს წერილი: მიმართვა : ქართველი ერისადმი სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი
    გამსახურდია ზვიად, (დევნილობაში)
    გაზ. „აღდგომა“|№12(44).
    1993
    მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // აღდგომა. – 1993. – 9 აპრილი. – №12(44). – 1 გვ. მიმართვა : ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // წალენჯიხის ზარები. – 1993. – 15-30 აპრილი. – №3. – 2 გვ.

    იმ მრავალ უბედურებათა შორის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მეოცე საუკუნეში, ერთ-ერთი უმთავრესია რწმენის დაცემა, რელიგიის განადგურების მცდელობა კომუნისტურ-ათეისტური სახელმწიფოს მიერ. მართალია, ეს სახელმწიფო თითქოს აღარ არსებობს, მაგრამ დარჩნენ მისი მესვეურები, რომლებმაც ისევ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. მათი მიზანია ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმოფხვრა ჩვენს ერში. იმ ქრისტიანობისა, რომელმაც გადაარჩინა, შეგვინარჩუნა ეროვნება, ენა, სახელმწიფოებრიობა. ბოროტების ეს მოციქულნი ქრისტიანობას ჯერ პირდაპირი ათეისტური ქადაგებით ებრძოდნენ, მაგრამ რა დაინახეს ამ ქადაგების უსარგებლობა, მოამრავლეს მწვალებლური, ეშმაკეული სექტები, რათა ხალხი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ რელიგიას. ამ სექტების უმრავლესობა უმეცარი ფანატიკოსების შექმნილია და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ რელიგიასთან და ბიბლიის ნამდვილ გაგებასთან, ერთ-ერთი ამათგანია ე.წ. იეღოვას მოწმეები, სექტა, რომელიც შეიქმნა ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მისი მიზანია არა მარტო ქრისტიანობის, არამედ ქრისტიანი ერების განადგურება. იეღოველებს ფარული ალიანსი აქვთ მარქსისტებთან და მათ დემაგოგიას ქადაგებენ, პირდებიან ხალხს თანასწორობას, კლასებს შორის განსხვავების მოსპობას და სხვა. ასე, რომ იეღოველები იგივე კომუნისტური აგენტურაა. ნიშანდობლივია, რომ ისინი ყველა სახელმწიფო წყობილებას აკრიტიკებენ, გარდა ათეისტურისა, რაც მიუთითებს მათ ნამდვილ არსზე. მათ მონაჩმახს მამა ღმერთსა (იოღოველსა) და ძე ღმერთს შორის დაპირისპირებაზე არაფერი აქვთ საერთო ბიბლიასთან. ისინი სარგებლობენ ხალხის უწიგნურობით რელიგიის სფეროში. ასეთივე რელიგიური უმეცრება უდევს საფუძვლად სხვა სექტებს.

    დღეს სექტანტები ასეთ „ლოგიკას“ მიმართავენ. შეხედეთ როგორი პიროვნებები მოკალათდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, შეხედეთ მათ პატრიარქს, მათ ეპისკოპოსებს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესიას სუკის მიერ შეგზავნილი პიროვნებები კი არ განსაზღვრავენ მის არსს, არამედ სახარება, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები. მთავარია მოძღვრება და არა პიროვნებები. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეკლესიაში დადებითი პიროვნებებიც არიან, რომელნიც ქადაგებენ ჭეშმარიტ მოძღვრებას.

    დღეს ისევ ჩვენი ტაძრები, ჩვენი წმინდა სალოცავები, ჩვენი სახარება და ეკლესია თუ გადაგვარჩენს და ღვთის ერთგულება, მისი მცნებების ერთგულება.

    ამის გამო მოგიწოდებთ, შეაქციოთ ზურგი სექტებს, დაუბრუნდეთ ეკლესიის წიაღს და ილოცეთ საქართველოსათვის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური და ეროვნული აღორძინებისათვის, მისი გადარჩენისათვის.

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
    ზვიად გამსახურდია
    31. 03.1993

    Like

დატოვე კომენტარი