Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ ბაღიშვილი – ზვიად გამსახურდია

1939 წლის 31 მარტს, რუსეთის კოლონიური უღლისაგან

განმათავისუფლებლად,

საქართველოს მოევლინა ზვიად გამსახურდია

 

“…მე მთელს სამყაროს შევებრძოლები”

 

ზვიად გამსახურდია, – საბჭოური ინკვიზიცია გამოვლილი და ჩვენგან ჯვარცმული, საქართველოს განმათავისუფლებელი და მისი პრეზიდენტი არ გახლავთ მხოლოდ. პიროვნება, რომელიც მოგონებებში იტყვის, – “მამამ დამარწმუნა, დამაჯერა, რომ სამშობლოს, შენი მიწის, შენი ქვეყნის სიყვარული უზენაესი ყოფილა. მას შემდეგ ამ რწმენით მოვდივარ მეც, მამის მაგალითზე. პირადულზე უფრო მაღლა სამშობლოს სიყვარულს ვაყენებ,” – არ შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტი ყოფილიყო.

ზვიად გამსახურდია, პირველ რიგში მამულისთვის თავგანწირვის მზაობაში მყოფი ერისკაცი და, როგორც დავითზე იტყოდნენ, უშიში იყო. ამაშიც მამა აძლევდა მაგალითს იმით, რომ თავის კლასიკური ნაწარმოებების თითქმის ყველა პერსონაჟში საკუთარ ხასიათს, სიმტკიცეს, ვაჟკაცობას და უკან დაუხევლობას აღწერდა. დამეთანხმებით, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სხვა არცა გვყოლია ვინმე. საუბედუროდ, არც დღეს გვყავს მსგავსი (თუნდაც ერთი…). დედა, ქ-ნი მირანდა ფალავანდიშვილი, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც უჭკვიანესი, განათლებული, გონიერი, გარეგნობით გამორჩეული და უსათნოესი ქალბატონი ის მანდილოსანი გახლდათ, რომელსაც ზედმიწევნით შეეფერებოდა პოეტის მიერ მოწიწებით ნათქვამი: “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა”.

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, – “მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, თქვა სვიმონ გამსახურდიამ და შეაგდო ნაპირებიდან გადმოსულ “აბაშაში” ცხენი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, – მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ და შეაგდო მდინარეში ცხენი.

 მეოცე საუკუნის დასასრულს, – მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია, – თქვა ზვიად გამსახურდიამ და შეაგდო მორევში ცხენი…”

იმ გვარის შთამომავალზე, რომელთაც ნებისმიერი რისკის ფასად, უკან დახევა არ სჩვეოდათ, მტკიცება იმისა, რომ თავი არ მოუკლავს (არც უფიქრია) მსგავსი რამ, ნებისმიერი ადამიანისაგან, მიუხედავად რანგისა და ასაკისა, რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა. მკრეხელობაა იმიტომ, რომ ჭეშმარიტ სიმართლეს არგუმენტი არ სჭირდება, რადგან “სიმართლე ერთია მხოლოდ” და ეს სიმართლე ისაა, რომ ზვიად გამსახურდია თავს შეაკლავდა, მაგრამ არასოდეს მოიკლავდა. ეს ყველამ კარგად უწყის, მაგრამ ჩვენი ადამიანური სისუსტის გამო მისი სიცოცხლის დაუცველობისათვის, რაღაცის მტკიცებით ვცდილობთ ვალის მოხდას… ოღონდ ძალიან გვიანია უკვე…

ზვიად გამსახურდია, – მუდმივად ეკლიან გზაზე მავალი, რომელმაც საქართველოს მოუტანა თავისუფლება მრავალწლიანი, უკომპრომისო ბრძოლით და ერს წინაპართა ღირსება დაუბრუნა.

ზვიად გამსახურდია, – რომელმაც იცოდა რა დატრიალდებოდა საქართველოში მის შემდეგ, როგორ დაიგლიჯებოდა და გაიყიდებოდა მისი ტანჯული მამული, რაც შეუცდომლად იწინასწარმეტყველა და რისი მოწმენიც ვართ, საუბედუროდ.

ზვიად გამსახურდია, – რომლის მსგავსი ჭეშმარიტი ქრისტიანი თანამდეროვე საქართველოში სხვა არ დაიარებოდა (გარდა მერაბისა) და იცოდა, როგორია ზეციური სასჯელი თვითმკვლელობისთვის, თავის ქვეყანას და ერს არ უღალატებდა, თავს არ მოიკლავდა.

ეს კარგად იცოდნენ გარეწრებმა, და ქვეყნის იმდროინდელი გამგებლის, შევარდნაძის მეთაურობით, წაქეზებით და დასტურით ჩაიდინეს საზარელი რამ, – მძინარე ზვიადს ესროლეს…

ყველასათვის ცნობილი მოვლენების გამეორებას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთ მომენტს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. მინდა გაიხსენოთ, თუ როგორ აღწერდნენ მის გვერდით მყოფი “ერთგული” საცოდავი არსებანი (30 ვერცხლად გაყიდულნი), მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს საწოლში… ხაზგასმით ვიმეორებ, – საწოლში, რადგან ამ მუხანათურ მკვლელობაში საწოლს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს… ქონდრისკაცთა ნაბოდვარი ვერანაირად ვერ ამტკიცებს თვითმკვლელობას, უმძიმეს დანაშაულს იმ უამრავ ”დანაშაულებათა” შორის, რომელსაც მას უნამუსოდ მიაწერდნენ, მათგან განსხვავებით, მათი ბინძური ხელით ნასროლი ტყვიის ტრაექტორია საბედისწერო სიმართლეს ღაღადებს, –

ზვიად გამსახურდია მოკლეს…

ლაჩრებმა სწორედ ის დრო შეურჩიეს, როდესაც თვით მდინარეც კი წყვეტს წუთით მდინარებას. მხოლოდ მძინარეს შეჰბედეს, თუმცა კი დამშეული მგლების გაცოფებული ხროვა, წითელი გენერლების მეთაურობით, ფეხდაფეხ დასდევდა, მაგრამ, ვერც ტყე-ღრეში სიარულით დაღალეს, ვერც შუა ზამთარში გაყინულ მდინარეში შესვლით შეაკრთეს (ყველაზე წინ მიცურავდა), ვერც საწამლავით მოერივნენ. მხოლოდ ტყვიამ, მძინარე, უჭკვიანეს შუბლში ლაჩრულად ნასროლმა ტყვიამ…

ზვიად გამსახურდია, ბავშვობიდანვე ღვთისმოსავი და ეკლესიური, რომლის რწმენაში” ათი მცნება” უპირველესი იყო, არა მარტო ქრისტიანულ მოძღვრებასა და “ბიბლიაზე” გახლდათ აღზრდილი, ის ღირსეული მოწაფე იყო კონსტანტინე გამსახურდიას იდეების და რაინდობის ეროვნული ინსტიტუტის, რომელსაც “კოლხური კოშკი ერქვა (ჰქვია). ამიტომაც რაინდობის დაუწერელი კანონები მისი ცხოვრების მუდმივ თანამდევ და შეუქცევად კრედოდ იყო განივთებული, რაც მას არასოდეს დაურღვევია და არც დაარღვევდა სიცოცხლის უკანასკნელ წამებშიც, რადგან მას გამორჩეულად და უხვად ჰქონდა მიმადლებული ყველა მაღალი ადამიანური ღირსებები და ღირებულება, დაწყებული სწავლა-განათლებით, მამულიშვილობით, ინტელიგენტობით, ვაჟკაცობით, და დამთავრებული ქართული, ტრადიციული თამადობით. ყველა ამ და სხვა ჩამოუთვლელი თვისებებით, იგი წარმოჩინდებოდა, როგორც ნამდვილი რაინდი, რომელიც იცავდა რაინდობის ნებისმიერ წესს, და პირველობას მხოლოდ მაღალ ღმერთს უთმობდა. სწორედ ეს მაძლევს სრულ უფლებას გავაკეთო ხმამაღალი განაცხადი, რისთვისაც “მე მთელს სამყაროს შევებრძოლები….”

არა მძინარე, ფხიზელი ზვიად გამსახურდია, თუნდაც შეჭირვებული საკუთარი ფიზიკური მდგომარეობით – ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში, – გინდ ”საკუთრივ ნასროლ” ტყვიას (რაც ბუნებაში არ არსებობს), გინდ სხვისგან ნასროლ ტყვიას (რაც დღესავით ნათელი და უტყუარია), გინდ ბუნებრივად ხლებულ სიკვდილს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მდგომარეობაში, – ფეხზე მდგარი შეეგებებოდა, ფეხზე მდგარი!

რამეთუ ეს სიკვდილთან შეყრის რაინდთა უპირობო წესია, რომელსაც ზვიადი არაფრის ფასად არ დაარღვევდა. ეს არაა კონტროვერსა.

ზვიად გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდიას, საწოლში “მონებივრე თვითმკვლელად” არ აღუზრდია. აი, რატომაა” საწოლის ვარიანტი” ყველაზე ამაზრზენი და მიუღებელი. მას, ალბათ, ვერც ამ მკვლელობის დამკვეთი, ვერც საცოდავი შემსრულებელი, ვერც ტალახში მოგორავენი, ვერ გაიგებენ. ისინი ვერასოდეს გაიგებენ, ვინ იყო გამსახურდია. ვერც იმას გაიგებენ, რადაა რაინდთა წესი სიკვდილთან ფეხზე მდგარი შეყრა.

მათ, არც ის იციან, სამშობლოს მოძულე ქართველმა მანქურთებმა საქართველოს უგვირგვინო მეფეს, დიდ ილიას ტყვიების ცეცხლი რომ გაუხსნეს, ის არც ეტლში ჩამალულა, არც გადმომხტარა და არც თავშესაფარი უძებნია. ზეწამოიჭრა ლომივით, – მე ილია ვარ! – ღირსეულად შეახსენა უღირსთ და, ფეხზე მდგომი შეეგება ცხელ ტყვიას…

დიდ ილიასთან და ბ-ნ ზვიადთან ბოდიშის მოხდით გავბედავ და სრულიად კონტრასტული პიროვნების მაგალითსაც მოვიყვან, რადგან რაინდულ წესებს ასეთებიც ემორჩილებიან.

პირსისხლიანი გენერალი ალიხანოვი, რომელიც განასაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა საქართველოსა და ქართველების მიმართ, თეატრიდან გამოსული, ეტლით შინისაკენ მიემართებოდა, მაგრამ რამოდენიმე კილომეტრში გააფრთებულ მეამბოხეთა ალყაში აღმოჩნდა.

გამოცდილი გენერალი მიხვდა, – თამაში წაგებული იყო, სიკვდილი კი გარდაუვალი. წამოიმართა ეტლში (იგი ათლეტური აღნაგობისა იყო) და ფეხზე მდგარი შეეგება ტყვიას. ვინ იცის, ეს იქნებ ერთადერთი რაინდული ჟესტი იყო მის სისხლით გზამოფენილ ცხოვრებაში.

 “მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია”. ამ სიტყვების პატრონს, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას და მის პირმშოს არასოდეს უღალატიათ უკან დაუხევლობის ჩვეულებისთვის. ეს ღირსეული მამულიშვილები მხოლოდ მაღალი ღმერთისა და სამშობლოს წინაშე იყრიდნენ მუხლს. ეს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც ღირსეულად დაამტკიცა ბ-მა კონსტანტინემ. მან მუხლი არ მოიყარა სიკვდილის წინაშე. მას არ სჩვეოდა დანებება. ის არ დანებდა და ამით უკანასკნელი მაგალითი მისცა ღირსეულ შვილის. რაინდთა დაუმორჩილებლობის უშეღავათო მაგალითი… მის მკლავებში მოქცეული დიდოსტატი და დიდი მამა, – ფეხზე მდგომი შეეგება სიკვდილს….

ზვიად გამსახურდია, – მხოლოდ ფეხზე მდგარი შეეგებებოდა ნებისმიერი სახით ხლებულ სიკვდილს.

მას ამის საშუალება არ მისცეს… მაგრამ ლაჩრულად მიპარულმა სიკვდილმა იგი ვერ დაამარცხა, რამეთუ მაღალმა ღმერთმა მას ქრისტესმიერი ჯვარი არგუნა ერის გადასარჩენად, და ამით უკვდავყო იგი.

მთაწმინდის მშობლიურმა მიწამ მისი ნატანჯ-ნაწამები სხეული მიიბარა მხოლოდ, სული უფალმა მიიღო ნათელ სასუფეველში, სახელი კი უკვდავად დარჩა მის სალოცავ მამულსა და ერს…

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ფეხზე მდგარი შეეგებებოდა სიკვდილს….

 

მარეხ ბაღიშვილი

15.03.2010 წ.

 

“განმათავისუფლებელი” N24

 

 

3 Responses to “◊ ბაღიშვილი – ზვიად გამსახურდია”

  1. Nana said

    Ex Batono ZViad da mere rogor gigalatet qartvelma erma da sasikvdilod gagimeteth:((((

    Like

  2. teimurz said

    eris istoriashi zviadi iyo saqartvelos ukanaskneli prezidenti chems gonebasi da eris mamulishvili

    Like

  3. ziko said

    es cerılı ra moxdeba saskolo saxelmzgvaneloshı sheıtanon .dıdı madloba bat.merab bagıshıls .gtxovt kartvel ers nu daabralebt ım dros kuchashı tkvıas ar gaurbodnen da ramdenı daıgupa .es dıdı codva mogalateebma ataron da gmertma knas pasuxıc agon.chven dagvrcha dıdı sınanulı da gulıs tkıvılı

    Like

დატოვე კომენტარი