Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ალანები I-IX

♥ კავკასია – Caucasus

Н.  Кодзоев – АЛАНЫ в I—IX вв.

274px-d09ad0bed0b0d0b7d0bed0b9_d094d0b0d183d0b4d0b0_d09dd183d180d0b4d0b8d0bdნურდინ  ქოძოევი

ინგუში ისტორიკოსი, მწერალი, მხატვარი 

ალანები I-IX საუკუნეებში

ჩვენი ერის დასაწყისიდან ძველ ინგუშურ ყობანურ ტომებზე ვრცელდება ეთნონიმი – ალანი. ამ სახელწოდებით ისინი ცნობილნი არიან ძველი ავტორებისათვის.

მეცნიერებაში ალანები მიჩნეულნი არიან ირანულენოვან ხალხად. სინამდვილეში კი ისტორიულ ალანებს არავითარი კავშირი არ გააჩნიათ ირანელებთან. ალანური საკუთარი სახელები, ეთნონიმები, ადგილთა და ქალაქთა სახელწოდებები, რელიგია, შემონახული სიტყვები, ისტორიული ქრონიკების მონაცემები მოწმობენ ნახურ ენოვანი ალანების შესახებ.

ეთნონიმ „ალანის“ წარმოშობა

ეთნონიმ „ალანის“ ირანული წარმოშობის მომხრეები თვლიან, რომ ის წარმოიშვა ძველ-ირანული სიტყვისაგან „არიანა“ (“არიული“), დღევანდელ დღეს კი ჟღერს როგორც „ირონი“ – ოსთა თვითდასახელება, ოსური ენის ირონულ დიალექტზე მეტყველნი. ისტორიული და ლინგვისტური მხრიდან ეს ვერსია ძნელად დასამკვიდრებელია. არცერთი ძველი ავტორი არ უწოდებდა, როგორც ალანს.

მსოფლიოს ბევრ ენაში შეინიშნება მცნებების – „საქონელი“, „სიმდიდრე“, „თავადი“, „ღმერთი“ ურთიერთმონაცვლეობა. ასევეა ინგუშურ ენაშიც, სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ ამ მცნებებს, სიტყვა „საქონელი“ – «хьаьлий»– დან წარმოიშვნენ „სიმდიდრე“ – «хьал», „ღმერთი“ – «хIал», „თვადი“ – «аьла». გაცილებით უფრო ძველი ხურიტული უზენაესი თვთაების სახელი ХIалалу-Алалу და ურარტული უზენაესი ღვთაების სახელი ХIалди-Алди წარმოიშვა სიტყვა «хIал» – „ღმერთი“. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ პროთეთიკური ბგერა «ხI» («ჰ») შესაძლებელია ამოვარდეს. ასე რომ, ღვთაებათა სახელები ХIалалу и Х1алди წყაროებში დაფიქსირებულია Алалу и Алди – ს ფორმით. სიტყვა «хIал» – დან წარმომდგარია სოციალური ტერმინებიც «аьла» (ინგ.) – „თავადი“ “ «князь», «эла» (ჩეჩ.) – „თავადი“, «алау» (ურარტ) – „ბატონი“ «алани» (ხურ.) – „ქალბატონი“ „მფლობელი“ , «алдар» (ოს. ნასესხები ძველ ინგუშურიდან, სიტყვა სიტყვით ნიშნავს „საქონელს“; „სიმდიდრის მქონეს“ – «хIал дар») „თავადს“ და ასე შემდეგ.

სიტყვა «хIал» – „ღმერთი“ ფორმით «ал» გვხვდება შუასაუკუნეების ინგუშური წარმართული ღვთაებების უმრავლესი სახელების შემადგენლობაში: Даьла, Села, Гела, Балла, Алла, Рало, ХIало, Пал, Гушмали, Нукали, Кукали, Тушоли, Сусоли და ასე შემდეგ. ბევრი ინგუშური ეთნონიმი წარმოქმნილია ღვთაებათა სახელებიდან – თეონიმებიდან халдеи, халлы, гIалгIай (ძველი ჟღერადობა – халхай – ღმერთის ადამიანები (მზის)“, галай და ასე შემდეგ.

ეთნონიმი «махал»/«махалон», რომელშიც გამოხატულია ძველინგუშური ტომები კოლხეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში ყობანის დროებაში, წარმოქმნილია აგრეთვე თეონიმისაგან – ძველინგუშური მზის ღმერთისაგან მახალ («ма» — «солнце», «хIал» — «бог»). თეონიმ «Махал» ნახური კუთვნილების სუფიქსის დახმარებით «-н-» წარმოიქმნა ეთნონიმი მახალონი, რომელიც სიტყვა სიტყვით გადაითარგმნება „მზის ღმერთის კუთვნილება“. როდესაც მზის ღმერთი მახალ (МахIал) იწოდებოდა Хал/ХIал („ღმერთი“), მაშინ ეთნონიმი მახალ (მახალონი), წარმოქმნილი თეონიმ „მახალ“-იდან, შეიცვალა „ხალ“-ად («хIалон»), პროთეთიკური ბგრა «ხI»/«ჰ» დაკარგვისას – «алан» («алон»).

პლინიუს სეკუნდა, მცხოვრები ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ადიღების წინაპრების ადგილის გვერდით აღნიშნავს ტომ ხალებს (პილინიუსთან «ჰაI»).

ეთნონიმ „ალან“-ის ინგუშურ წარმოშობას ამტკიცებს ტერმინ „ალლონ- ბილონ“ –ის ახსნა, რომელიც გვხვდება ოსურ ფოლკლორში, მაგრამ ოსური ენის დახმარებით შეუძლებელია ახსნა. ინგუშურ ფოლკლორში ცნობილია ამგვარი გამონათქვამები, რომლებსაც აქვს დამოკიდებულება ტერმინ „ალლონ–ბილლონ“–თან, როგორც „ალლა“, ბალლა- შორეული“ (ალლა, ბალლა – ღმერთები), „ალდა – აბალდა“ (საბავშვო სიმღერებსა და ლექსებში). დღევანდელ დღემდის ინგუშურ მეტყველებაში შემონახულია აღნიშვნა «алла-билла, аьлча а…» („თუკი ვიტყვი ალლა–ბილლა…), რომელიც გამოიყენება თხოვნისას. დღეს აზრი ამ გამოთქმისა დაკარგულია, მაგრამ შორეულ წარსულში ეს იყო წყევლა ძველინგუშური ღმერთების ალლას და ბილლას სახელით, რომლებიც ითვლებოდნენ ყოვლისშემძლეებად.

ზელენჩუკის ალანური წარწერა

ერთადერთ შემონახულ სარწმუნო ალანური წარწერას წარმოადგენს დიდ ქვის ფილაზე შესრულებული ეგრეთ წოდებული ზელენჩუკის წარწერა, რომელიც იპოვნა 1888 წელს დ. მ. სტრუჩკოვმა მდინარე დიდი ზელენჩუკის ზემო დინებაში ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე.

წარწერა შესრულებულია ბერძნული ასოებით ალანურ ენაზე. პირველად გამოქვეყნდა ვ. ფ. მილერის მიერ 1893 წელს, რომელიც მან ოსურად აღიარა. ამგვარი დასკვნა მის მიერ გაკეთდა იმის საფუძველზე, რომ ტექსტში რამოდენიმეჯერ მოყვანილია ოსური სიტყვა “ფრუტ”.

მილერის მიერ ოსურად წაკითხული წარწერის ზოგიერთი დეტალი მასშივე იწვევდა ეჭვს. მიუხედავად ამისა, ზელენჩუკის წარწერის იდეა ოსურენოვანობის შესახებ დამკვიდრდა მეცნიერებაში, თუმცა დღემდის ბოლომდის არ წარმოდგენილა წარწერის მეცნიერულად დასაბუთებული ვერსია ოსურ ენაზე.

რაც შეეხება სიტყვა „ფრუტს“, ეს სხვა ირანულ ენებში „ძის“ მნიშვნელობით არ აღმოჩენილა. ვ.ტ. აბაევის აღიარებით, „სომხური და ოსური ენების ლექსიკაში კავკასიური ელემენტების სიმრავლე, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც თვით კავკასიურ ენებშიც არ შემონახულა. ეს კავკასიური ლექსიკა ამოიცნობა არა მარტო ლექსიკონების პერიფერიულ ნაწილებში, არამედ ძირითად ლექსიკურ ფონდშიც“ სიტყვა „ფურტ“-ი შემონახულია ინუშურ ფოლკლორში. არსებობს სახელი ფურტაიგი, წარმოშობილი ამ სიტყვიდან. როგორც ჩეჩენმა მკვლევარმა ი.ს. ვაგალოვმა დაამტკიცა, სიტყვა „ფურტ“-ი ნახური წარმოშობისაა და ოსურ ენაში ის ნასესხებია. „ფურტ“-ი წარმოიშვა ინგუშური“ფუ“-საგან – „ოჯახი“, „შთამომავლობა“, „თაობა“ სიტყვათმაწარმოებელი სუფიქს „რ“ და კლასის მაჩვენებელ „ტ“ („დ“)- საგან.

ამგვარად ნახურ ენებში წარმოქმნილია მრავალი სიტყვა („ბორდ“, “ბარტ”, “ვორდ”, “ქართ”, “ქორთ” და სხვანი).

ზელენჩუკის წარწერა შედგენილია 963 წელს. ფილა დადგეს ვაინახების თემის სახირის ლაშქრობაში დაღუპულთა ხსოვნისათვის. და ჩვენს დროშიც ინგუშები დგამენ საფლავის ქვებს მათი ხსოვნისათვის, რომელიც უცხოეთში დაიღუპა. წარწერა თარგმანში ასე იკითხება „იესო ქრისტე, 6471 წელი (რომელიც შეესაბამება ჩვენი წელთაღრიცხვის 963 წელს. ავტორის შენიშვნა). ნიკოლოზი. სახირის გვარიდან ძეები: ხობ, სიტას ძე, ბაღათარი, ბაკატის ძე, ანბალანი, ანბალანის ძე, დაიღუპნენ ახალგაზრდები დაბლობზე. ლადო (წარწერის შემსრულებლის სახელი. ავტორის შენიშვნა).

ალანები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში

ანტიკური ავტორები ეთნონიმ „ალან“-ს მოიხსენიებენ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში დუნაისთან და კავკასიასთან დაკავშირებით. დუნაისთან კავშირში ტერმინი „ალანი“ მოიხსენიება  ირიბად მიმანიშნებელ კონტექსტებში, რომ ალანები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში თავიდანვე არ ცხოვრობდნენ, არამედ აქ აღმოჩნდნენ თავდასხმების შედეგად – მიგრაციით. მაგრამ არცერთი ავტორი პირდაპირ არ ამბობს ტერმინი „ალანები“ რომელი მიგრაციული პროცესების შედეგად წარმოიშვა. ამას გარდა, ანტიკურ წყაროებში არის მოწმობა ალანების კავკასიურ წარმოშობაზე. ძველი ავტორები იუწყებიან ალანების შესახებ, რომ ისინი დაუმორჩილებლები, მამაცები, „მუდამჟამს მეომარი“ არიან“. გ. სოლიუმ აპოლინარიუმ სიდონიუმი საუბრობს ალანების შესახებ როგორც „კავკასიაში დაბადებულებზე“.

ანტიკური და კავკასიელი ავტორები ტერიტორიაზე დაღესტნიდან ადიღე-აბხაზებამდის კავკასიის ჩრდილო-დასავლეთში არ ასახელებენ სხვა ხალხებს ალანების გარდა. მოიხსენიებიან ზოგიერთი ალანური ტომები – დიგორი, არგი (მთისწინეთის ნაწილის მცხოვრებნი, ეთნონიმი წარმოდგება ინგუშური სიტვისაგან „არღი“ – „მთაგრეხილი“), დახასი. ტომს „დახასი“ შუასაუკუნეების ავტორები თვლიან მეტნაწილად დიდ ალანურ ტომად. შესაძლებელია, რომ ეთნონიმ „დახას“-იდან წარმოდგება ტოპონიმი „დახასატე“, რომელიც ინგუშურ ენაში თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს – ტერიტორიას, რომელზედაც ცხოვრობდნენ ალანები.

ალანების სხვა სახელწოდება – ასები – წარმოსდგება ძველინგუშური სიტყვიდან „ასა“ – „დაბლობი“. ქართულ წყაროებში ეთნონიმ „ალანი“-ს ნაცვლად ხშირად გამოიყენება „ზურძუკი“, ეთნონიმ „ასი“-ს ნაცვლად კი გამოიყენება „ოს, ოვს“. ალანების ნაწილი დაფიქსირებულია აგრეთვე ანტიკური ავტორების მიერ აზოვისპირეთში და ქვემო დონზე. აზოვისპირელ ალანებს ამიან მარცელინმა უწოდა ალან-თანაითი. სახელწოდება „ალანი“, ამიან მარცელინის აზრით, მათ მიიღეს მთებისაგან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აზოვისპირელი ალანები გადასახლდნენ ახალ ადგილას მთებიდან.

მკვლევარები ალანებს უკავშირებენ ჩრდილოეთ კავკასიაში კატაკომბური დაკრძალვის წესების გამოჩენას. კატაკომბური დაკრძალვა – ეს არის დაკრძალვა პატარა გამოქვაბულში. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისის პირველ საუკუნეებში კატაკომბების მშენებელთა ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით გამოითქვა მრავალი აზრი. ალანების ირანული წარმოშობის მომხრეებს კატაკომბური დაკრძალვა მიაჩნიათ მათი ირანულენოვნობის ერთ-ერთ მტკიცებულებად. ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს მოსაზრებას კატაკომბური დაკრძალვის წესების ფორმირებაში კავკასიური გარემოს გადამწყვეტი როლის შესახებ.

კატაკომბური დაკრძალვა კავკასიაში ცნობილია ისტორიულ არენაზე ალანთა გამოჩენემდის გაცილებით ადრე – ძველი წელთაღიცხვის II ათასწლეულიდან. ჩრდილოეთ კავკასიის გარდა დაკრძალვის მსგავსი წესები მიღებული იყო ძველი მსოფლიოს მრავალ რაიონში. ყოველ რეგიონში კატაკომბებს თავისი სათავე გააჩნიათ. დაკრძალვის კატაკომბური წესი ჩრდილოეთ კავკასიაში მომდინარეობს დაკრძალვის წესიდან (მთებში – ქვის ყუთები, მიწისქვეშა და ნახევრადმიწისქვეშა სამარხები, ორმოები, გადახურული ქვის ფილებით; მთისწინეთის ფერდობებიან ზონაში ხით გადახურული ორმოები, მორებით გადახურული სამარხები), რომლებიც აქ ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან გვიანდელ შუა საუკუნეებამდის.

გვიანდელ შუა საუკუნეებში მთებში ადგილს პოვებს მიწისზედა ქვის სამარხების გავრცელება (ინგ. „маьлхара каш„). უფრო ადრინდელი კატაკომბები წარმოადგენენ იგივე სამარხებს, მაგრამ სხვა მასალით აშენებულებს და მიწის ქვეშ. მთებში სამარხებს ქვებისაგან აკეთებდნენ და მიწის ზედაპირზე, იმიტომ რომ აქ კატაკომბების გათხრა შეუძლებელი იყო. მთისწინეთის დაბლობის ზონაში შენდებოდა მიწური სამარხები – კატაკომბები. დაკრძალვის წესების კონსტრუქციით, გაფორმებით და სხვა დეტალებითა და ინვენტარით პრინციპული იგივობა მრავალ მკვლევარს უფლებას აძლევს ჩათვალოს ისინი დასაკრძალი ნაგებობების ერთ და იგივე ტიპად.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში (72-74 და 135-136 წლებში) ალანები აწყობდნენ სამხედრო ლაშქრობებს ამიერკავკასიაში, აოხრებდნენ რა სომხეთს, იბერიას, პართიას, ათროპათენს. ისინი ჩადიოდნენ კაბადოკიასა და მცირე აზიამდის, გამოდიოდნენ რა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების მხარეზე. ცნობები ამ ლაშქრობათა შესახებ შემონახულია ანტიკური, ძველქართული და ძველსომხური ავტორების მიერ. ხანდისხან მცირე აზიიდან და კავკასიიდან აწარმოებდნენ საპასუხო ლაშქრობებს ალანთა წინააღმდეგ.

უკვე II საუკუნეში წყაროებში მოიხსენიება ალანია როგორც ალანების ტერიტორია. კლავდიუს პტოლემეუსი კავკასიის მთებს ალანიის მთებს უწოდებს. ალანია ამ პერიოდისათვის მოიცავდა ტერიტორიებს ყუბანისპირეთის დაბლობიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიამდის, სადაც პტოლემეუსი თერგის ქვემო დინების ტერიტორიას უწოდებს „ალონთას“ (ინგუშურად „ალანთა ტერიტორია“; სუფიქსი „თა“ ტოპონიმური სუფიქსია ინგუშურ ენაში, რომლის მოშველიებითაც წარმოიქმნება ადგილის სახელწოდება).

ალანური კავშირის ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ წყობაში ამ დროისათვის შეინიშნება სამხედრო დემოკრატიის ნიშნები. თემის თავისუფალი წევრები ირჩევდნენ სამხედრო ბელადებს საბრძოლო ნიჭისა და დამსახურების მიხედვით.

ჰუნების შემოსევა

IV საუკუნის 70-იან წლებში კავკასია განიცდის მომთაბარე ურდოების – ჰუნების შემოსევებს, რომლებიც ცენტრალური აზიიდან გამოვიდნენ. ბერძენი ისტორიკოსის ამიან მარცელინის ცნობით, ჰუბენი გამოირცეოდნენ ფიზიკური ძალით, მრისხანე, “საოცარი და საშინელი გარეგნობით”, “ისინი იკვებებიან ძირხვენებითა და ნახევრად უმი ხორცით”, მათში არავინ არ არის დაკავებული პურის თესვით, “ყველანი, არა აქვთ რა განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მომთაბარეობენ სხვადასხვა ადგილებში… ფურგონებით, რომლებშიც ისინი ატარებენ თავიანთ ცხოვრებას… წინ მოერეკებიან შებმულ ცხოველებსა და ჯოგს, და აძოვებენ მათ”.

ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ მოძრაობისას ჰუნებმა თან გამოიყოლეს სამხრეთ ციმბირსა და ყაზახეთში მცხოვრები სხვადახვა ენაზე მოლაპარაკე სხვადასხვა ტომები. თვით ჰუნების ეთნიკური კუთვნილება უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ისინი თურქულ ენაზე მეტყველებდნენ. 372 წელს ჰუნები შეესივნენ აზოვისპირეთსა და ქვემო დონზე მცხოვრებ ალანებს. ალანები დამარცხდნენ და საზავო პირობებით შეუერთდნენ ჰუნებს.

ჰუნების მეორე ნაწილი თავს დაატყდა ჩრდილოეთ კავკასიას. აქ ისინი მოდიოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, საშინელი ნგრევით. ყირიმზე გავლით ალანები შევიდნენ დნეპრისა და დონის შუამდინარეთში და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე შეურეთდნენ ჰუნების ძირითად მასას. შემდეგ ისინი შეესივნენ იქ მყოფ დასავლეთ გერმანელ ტომებს ოსტგოთებსა და ვესტგოთებს, რომლებიც იძულებულები შეიქმნენ დახეულიყვნენ დასავლეთით. დაედევნენ რა მათს, 376 წელს ჰუნები ალანებთან ერთად აღმოჩნდენენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებთან.

ჰუნების კიდევ ერთი ნაწილი დარჩა ჩრდილეთ დაღესტანის ტერიტორიაზე და საფუძველი ჩაუყარა ჰუნების სამეფოს. ჰუნების შემოსევებს ალანური ტომებისათვის და მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიისათვის მოჰქონდა უმძიმესი შედეგები. ამის შედეგად კვლავ შეჩერდა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესი, დანგრეულ იქნა დასახლებათა დიდი ოდენობა, ამოწყვეტილ იქნა ხალხი, დაიშალა მეურნეობა.

და შემდგომ ათწლეულებში ჰუნები არაერთხელ აწარმოებდნენ დაპყრობით ლაშქრობებს ჩრდილოეთ კავკასიის გავლით, მოჰქონდათ რა თან ნგრევა და სიკვდილი. IV-V საუკუნეებში ჰუნები ჩრდილოეთ კავკასიის გასასვლელებით რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ამიერკავკასიისა და წინა აზიის ქვეყნებში. შემოსევების შედეგად შეიცვალა ჩრდილეთ კავკასიის პოლიტიკური და ეთნიკური რუკა. ველების ზონაში არ დარჩა ალანური მოსახლეობა. ალანთა ნაწილი, რომლებიც აქ ადრევე ცხოვრობდნენ განადგურდა, ნაწილი გაიყოლიეს დასავლეთ ევროპისკენ ლაშქრობებში, დარჩენილები კი დაიძრნენ მთების ახლო-მახლო მიდამოებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მთისწინეთის ნაწილსა და მთებში მკვეთრად გაიზარდა. განადგურდა ბოსფორის სამეფო და შავიზღვისპირეთის ბერძნული ქალაქები. კავკასიაში გამოჩნდენ სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მომთაბარენი: ბოლღარები, იუღურები და ყუთრიღურები, შემდგომში ავარები, სავირები, თურქები და ა.შ.

ალანთა ლაშქრობები დასავლეთ ევროპასა და აფრიკაში

ევროპაში წასული ალანების ნაწილი დასახლდა პანონიაში (დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე). ალანები გამოჩნდენ მდინარე ტისაზე. V საუკუნის ისტორიკოს ოროზის თანახმად ქვემო დუნაის მარცხენა სანაპიროზე ამ დროისათვის არსებობდა ოლქი ალანია, მდინარე პრუტი კი იწოდებოდა ალანეთის მდინარედ. სხვადასხვა ტომებთან კავშირში შესვლით ალანები შეიჭრნენ რომის იმპერიაში, 378 წლის 9 აგვისტოს ადრიანოპოლთან ბრძოლაში გერმანელმა ტომებმა ოსტგოთებმა და ვესტგოთებმა ალანებთან ერთად გაანადგურეს რომაელთა არმია. წყაროების მონაცემებით, ამ ბრძოლაში დაიღუპა დაახლოებით 40 000 რომაელი ჯარისკაცი და თვით იმპერატორი. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ ალანები და გოთები დამარცხდენ კონსტანტინეპოლთან. ამ დროისათვის რომის იმპერია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ რომის იმპერატორმა გრაციანმა (375-383) ალანთა ნაწილი ჩააყენა რომაელთა არმიის სამსახურში. ალანები მსახურობდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიაშიც. რომაელი იმპერატორები ბარბაროსებს, მათ შორის ალანებსაც, ნებას რთავდნენ დასახლებულიყვნენ მათ ტერიტორიაზე ფედერატების ხარისხსში, ესე იგი მოკავშირეებად. პანონიაში ალანები შედიოდნენ გერმანულ ტომებთან ვანდალებთან და სვევებთან კონტაქტში. 485 წელს განიცადეს რა დამარცხება დასავლეთ რომის იმპერიის ჯარებთან და აღმოსავლეთიდან ჰუნების შემოსევის გამო ალანები, ვანდალები და სვევები დაიძრნენ დასავლეთისაკენ, გზად მათ შეუერთდა ზოგი სხვა გერმანული ტომიც.

406 წლის 31 დეკემბერს მოკავშირეებმა გადაიარეს რეინის ყინულზე, შეიჭრნენ გალიაში, სადაც ალანები ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ბელად გოარის მეთაურობით გადავიდა რომის იმპერიის სამსახურში. მეორე ნაწილი ბელად რესპენდიალის მეთაურობით დარჩა გერმანებთან.

ალანი ბელადის გოარის სახელი შემორჩა ინგუშურ ენაში გამოთქმით „ Гоара кIантий, яI!“ (“Эх, молодцы Гоара!“) მეორე ბელადის რესპენდიალის სახელში გამოიყოფა ხალხური სახელი „ალ“/“ аьла„ – „თავადი“. სახელი რესპენდიალ შედგება ორი ნაწილისაგან სახელ რესპენდისა და „ალ“ – „თავადი“-საგან.

რომის იმპერიის შემადგენლობაში ალანები მონაწილეობდნენ ომებსა და ბრძოლებში. 451 წლის 15 ივნისს გალიაში მთა ტრუას დასავლეთით კატალაუნის ველებზე (დღევანდელი საფრანგეთი) რომაელების, ალანებისა და ვესტგოთების გაერთიანებულ ძალებსა და ატილას წინამძღოლობით ჰუნების არმიას შორის გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ალანები ბელად სანგიბანის მეთაურობით განლაგებული იყო მოკავშირეთა ჯარების ცენტრში, სადაც ისინი ეკვეთნენ ატილას რჩეულ გვარდიას. ბრძოლა გააფრთებული იყო. გოთი ისტორიკოს იორდანის ცნობით, ორთავე მხარიდან დაიღუპა 165 ათასი მეომარი. ჰუნები დამარცხდნენ, ამით შეჩერდა მათი დასავლეთისკენ სვლა. ორი წლის შემდეგ ჰუნთა მმართველი ატილა მოკვდა და მალე დაეცა ჰუნთა არამდგრადი იმპერია. კატალაუნის ბრძოლამ გადაწყვიტა დასავლეთ ევროპის ბედი.

406 წელს გოარას ალანებისგან გამოყოფილი რესპენდიალის ალანები ვანდალებთან და სვევებთან ერთად დაიძრნენ პირინეის მთების გავლით ესპანეთისკენ. ალანებს ერგოთ ლუზიტანია და კარტახენა. დასავლეთ რომის იმპერატორმა დასავლეთ რომის იმპერიის პროვინციის ესპანეთის დამპყრობლების ალანების, ვანდალებისა და სვევების წინააღმდეგ გაგზავნა ვესტგოთები. 416 წელს ვესტგოთები შეიჭრნენ ესპანეთში და მათი ზეწოლით 429 წელს მოკავშირეები გიბრალტარის სრუტის გავლით გადავიდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში. შემდეგ წყაროებში სევები აღარ მოიხსენიებიან, ვანდალების მეფეები კი ატარებენ ტიტულს „მეფე ვანდალთა და ალანთა“.

დაიპყრეს რა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე სახელმწიფოების ტუნისისა და ალჟირის ნაწილი) ალან-ვანდალებმა 435 წელს დაარსეს თავიანთი სახელმწიფო და შეკრეს სამშვიდობო ზავი რომთან. ვანდალთა და ალანთა სამეფომ იარსება 533 წლამდის, როდესაც ის დაპყრობილ იქნა ბიზანტიელების მიერ.

ალანები და ირან-ბიზანტიის ომები

ცენტრალური აზიიდან დასავლეთ ევროპისაკენ ჰუნების სვლის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა მომთაბარე ტომების მიგრაცია და იმ დროისათვის დიდ სახელმწიფოთა – ბიზანტიასა და ირანს შორის გააფთრებული ომები, რომლებიც მიიწევდენენ ჩრდილო-კავკასიის რეგიონისაკენ, წარმოადგენდნენ მოვლენებს, რომლებმაც ბევრად განსაზღვრეს ჩრდილო კავკასიელ ტომთა განვითარება V-VI საუკუნეებში.

იწყება ალანთა და თურქთა ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდი. ალანურ წიაღში შეღწევას იწყებენ თურქები. დასავლელი ალანების თურქიზაციის პროცესი გაგრძელდა XIII-XIV საუკუნემდის და დასრულდა ყარაჩაელ-ბალყარელი ხალხის ჩამოყალიბებით.

ალანური რაზმები მონაწილეობას იღებდნენ იარან-ბიზანტიის ჯარებში ხან ერთ, ხან მეორე მხარეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად იმის გამოც თუ რომელი მეტს გადაუხდიდა.

ამგვარად, 549 წელს ალანებმა 300 ფუნტი ოქროს გამო იკისრეს ლაზიკიდან (დასავლეთ საქართველო) სპარსების განდევნა. მაგრამ უკვე ერთ წელიწადში, 550 წელს ალანები უკვე სპარსეთის ჯარის შემადგელობაში შეიჭრნენ ლაზიკაში, მაგრამ განადგურებულ იქნენ ბიზანტიელების მიერ.

ბიზანტია და ირანი აწარმოებდნენ ბრძოლას წინა აზიაში ბატონობისათვის. ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიაზე კონტროლს. ირან-ბიზანტიის ომების დიდი რაოდენობა წარიმართა ამიერკავკასიაში. ამ ომში ესა თუ ის მხარე ხშირად ითრევდა ჩრდილო კავკასიელ ტომებსა და მომთაბარეებს. ამ სახელმწიფოთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ინდოეთიდან და ჩინეთიდან სავაჭრო გზებზე კონტროლსაც. დიდი აბრეშუმის გზა შორეული ჩინეთიდან გადიოდა ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შავზღვისპირეთზე. ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გადიოდა ირანის ტერიტორიაზე, რომელიც ამ პერიოდისათვის მოიცავდა თანამედროვე სახელმწიფოების – ირანის, ერაყის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და ავღანეთის ტერიტორიებს. მთელი გზის გასაკონტროლებლად ირანი ცდილობდა შავზღვაზე გასასვლელის დაუფლებას. ბიზანტია ცდილობდა შავი ზღვის სანაპიროს შენარჩუნებას. ირან-ბიზანტიის ომები ას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა – დაწყებული VI საუკინიდენ ვიდრე 629 წელს. ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომების შედეგად ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია გადამწყვეტ წარმატებას, ამის შედეგი კი იყო ორთავე სახელმწიფოს დასუსტება. ამის გამო ისინი აღმოჩნდნენ უუნარონი არაბების წინააღმდეგობის გაწევაში, რომელთაც დაიწყეს დაპყრობითი ლაშქრობები VII საუკუნეში.

ალანები და თურქები V-VI საუკუნეებში

ჰუნების შემდეგდროინდელ პერიოდში კავკასიისწინეთის ველებში ბატონობდნენ მომთაბარეები – თურქები. V საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა თურქული ტომების ბოლღარული კავშირი. ბოლღარული ტომები განსახლდნენ აზოვისპირეთში მდინარე ყუბანამდის. ბოლღარების ზოგიერთი ტომი ცხოვრობდა კავკასიის ჩრდილო აღმოსავლეთის ველებში. ყველაზე დიდ სიძლიერეს დიდმა ბოლღარეთმა მიაღწია VII საუკუნის შუახანებში ხან ყუბრატეს დროს. მისი სიკვდილის შემდეგ ყუბრათის ვაჟებს შორის მტრობამ და ამ დროისათვის ხაზართა ზეწოლამ გამოიწვია ბოლღართა განსახლება (ბოლღართა ნაწილი ხან ასპარუხის მეთაურობით წავიდა დუნაიზე და საფუძველი დაუდო დუნაის ბოლღარეთს, მეორე ნაწილი წავიდა ვოლგაზე და საფუძველი ჩაუყარა ვოლგის ბოლღარეთს, მესამე ნაწილი ყან ბათბაის მეთაურობით დარჩა აზოვისპირეთში და მოექცა ხაზართა ხელისუფლების ქვეშ).

დაღესტანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჰუნური ტომების სავირების საკმაოდ ძლიერი გაერთიანება. ბიზანტიელი ისტორიკოსი აღათი სავირებს ასეთ შეფასებას აძლევს:

„ეს ხალხი, დიდებულია, და მრავალრიცხოვანიც, მოწყურებული ომებსა და ძარცვას, უყვარს სახლსგარეთ სხვის მიწაზე ცხოვრება, ყოველთვის სხვას ეძებს, მხოლოდ სარგებლის გამო და ნადავლის იმედით უერთდებიან რა ომსა და საშიშროებებს ხან ერთს ხან მეორეს და მოყვრისაგან იქცევიან მტრად. ან კიდევ თვით ერთვებიან ბრძოლაში ხან რომის მოკავშირედ (მხედველობაშია ბიზანტია – ავტორის შენიშვნა), ხან კიდევ სპარსელების, როცა ისინი ერთმანეთში ბრძოლობენ, და მიჰყიდიან თავიანთ გაქირავებულ თანადგომას ხან ერს, ხან მეორეს“.

VI საუკუნეში კავკასიის წინეთის ველებში ჩნდებიან ავარები, რომლებმაც ალანი „მეფის“ საროსის დახმარებით დაიმორჩილეს ბოლღარები და შექმნეს ავარიის კაღანატი. ამის შემდეგ ავარები წავიდნენ დასავლეთით, მათ ადგილზე კი მოვიდნენ თურქები, რომლებმაც იმავე VI საუკუნეში თურქი ტომებისაგან შექმნეს მძლავრი გაერთიანება – თურქთა ყაღანატი, რომელშიც მოექცა ტერიტორიები დაწყებული ჩინეთის საზღვრებიდან ვიდრე დასავლეთამდის ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისა. VI საუკუნის ბოლოსთვის თურქული ყაღანატი დაიშალა ორ მტრულ ნაწილად: აღმოსავლეთ თურქულ ყაღანატად, შუა აზიაში განლაგებულად და დასავლეთ თურქულ ყაღანატად, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის სტეპებს, მათ შორის კავკასიისწინეთსაც.

ალანები და ხაზართა ყაღანატი

ხაზარები, რომლებიც კავკასიის წინეთში პირველად ჰუნების შემოსევების დროს გამოჩნდენ, VI საუკუნის შუახანეში მოექცნენ თურქული ყაღანატის შემადგენლობაში. მისი დაცემის შემდეგ (VII ს. შუახანები) ქვემო ვოლგისპირეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის ნაწილში ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო გაერთიანება – ხაზარეთის ყაღანატი.

ხაზარეთის დედაქალაქი – ქალაქი სემენდერი – განსაზღვრულ დროში იყო დღევანდელი დაღესტნის ტერიტორიაზე. ხაზარების დაწოლის შედეგად ბოლღართა ნაწილი წავიდა კავკასიის წინეთიდან, დარჩენილი კი აღმოჩნდა ხაზარეთის ყაღანატის დაქვემდებარებაში. კავკასიის წინეთის ველები შეუერთდა ხაზარეთის ყაღანატს. ხაზარეთისა და ალანეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით გადიოდა თერგზე. თერგის მარცხენა ნაპირზე იყო ხაზარეთის ველები, მარჯვენაზე კი გადაჭიმული იყო მთელი რიგი ალანური ქალაქ-ციხესიმაგრეები, რომლებიც ერთმანეთთან 5-6 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი და გამაგრებულნი ძლიერი მიწაყრილებით. ფართე და ღრმა თერგი იმ დროისათვის მეტად წყალუხვი იყო, ვიდრე დღეს არის, დაკიდებული და მაღალი (20 მეტრამდის) მისი მარჯვენა ნაპირი და ციხესიმაგრეების მჭიდრო ჯაჭვი ამ ზღვარს მომთაბარეთათვის ძნელად გადასალახად აქცევდა.

ხაზართა ყაღანატის წარმოქმნიდან მალე ალანები მოექცნენ ხაზართა პოლიტიკურ დაქვემდებარებაში, თუმც შეინარჩუნეს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ხაზართა ყაღანი იოსები წერილში, რომელიც X საუკუნის შუახანებში ესპანელ სასწაულმოქმედ ხასდაი იბნ შაფრუტს გაუგზავნა, წერს, რომ ყველა ალანი აფხაზეთის საზღვრამდის უხდის მას ხარკს. ხაზარეთის ყაღანატის გაძლიერება განსაკუთრებით გამოიკვეთა აღმოსავლელ ალანებზე, რომლებიც მოექცნენ ხაზარების ძლიერ დამოკიდებულებაში. ამის მიზეზები მდგომარეობს იმაში, რომ არმოსავლელი ალანები ფლობდნენ დარიალის გასასვლელს, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მასზე და ამიერკავკასიაში სხვა გადასასვლელებზე კონტროლი ხაზარებისთვის სასიცოცხლო მინიშნელობის როლს თამაშობდა, განსაკუთრებით არაბეთ-ხაზარეთის ომების დროს.

VII საუკუნის შუახანებში იწყება ხანგრძლივი არაბეთ-ხაზარეთის ომები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ალანები. პირველ ერთობლივ ლაშქრობას არაბების წინააღმდეგ, რომელიც მოკავშირეების მარცხით დასრულდა, ალანები და ხაზარები ახორციელებენ 661 წელს. მომდევნო 662 წელს არაბები დაიძრნენ ბიზანტიელებისა და ალანების წინააღმდეგ, და იბნ ალ ასირის სიტყვებით, „უკუაგდეს ისინი საშინელი გაქცევით“.

721-722 წლებში ადგილი ჰქონდა შეტაკებებს ალანებსა და ხაზარებს შორის. ალანებმა, ისარგებლეს რა უმძიმესი ომით, რომელსაც ხაზარები არაბების წინააღმდეგ ახორციელებდნენ, შეეცადნენ ხაზართა უღლისაგან გათავისუფლებას. მაგრამ ხაზარებმა დაამარცხეს ალანები, შემდეგ 723 წელს კი გაანადგურეს არაბეთის არმია, რომელიც დარიალის გადასასვლელის გავლით (ალანების ტერიტორია) შეიჭრა ჩრდილოეთ კავკასიაში. არაბები შეეცადნენ გამოეყენებინათ ალანებსა და ხაზარებს შორის განხეთქილება. 723-724 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში დერბენტისა და დარიალის გადასასვლელების გავლით მოვიდა ახალი დამპყრობელი სომხეთის არაბი ნაცვალი ჯარხარ იბნ აბდულაჰი, რომლის სახელიც აღბეჭდილია ინგუშურ ლეგენდებში. 724 წლის ლაშქრობისას ჯერახმა ძირითადი დარტყმა მიაყენა ალანებს. დარიალის გადასასვლელის გავლით არაბები გავიდნენ ალანიის დაბლობზე, გზად აცამტვერებდნენ ყველაფერს და ამიერკავკასიაში დაბრუნდნენ დერბენტის გადასასვლელით. 725 წელს ჯარრახმა კვლავ განახორციელა ლაშქრობა ალანების წინააღმდეგ და მათს დააკისრა ხარკი სულადობაზე. 728-729 წლებში მეორე არაბი სარდალი მასლამა დარიალის გადასასვლელით შეიჭრა ალანეთში, მაგრამ ღვარცოფმა წვიმებმა, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ხელი შუეშალეს არაბებს აქტიურ ქმედებაში და მასლამამ უკან დაიხია.

730 წელს ხაზარების უზარმაზარი ჯარი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ალანებიც, დარიალის გადასასვლელის გავლით შეიჭრნენ არაბების ხელისუფლებას დაქვემდებარებულ აზერბაიჯანში. ბრძოლაში არაბებს მიაყენეს დამანგრეველი დამარცხება. ჯარახი ბრძოლაში მოკლეს.

ამ შეჭრის საპასუხოდ, 735 და 737 წლებში არაბებმა განახორციელეს ორი დიდი ლაშქრობა ალანებისა და ხაზარების წინააღმდეგ დარიალის ხეობის გავლით. არაბების ჯარებს ხელმძღვანელობდა მურვანი. პირველი ლაშქრობა იყო მოსამზადებელი ლაშქრობა არაბთა 737 წლის უფრო მასშტაბური ლაშქრობისა. მურვანმა ცეცხლითა და მახვილით გაიარა გზა ალანეთის გავლით და შეიჭრა ხაზარეთში, სადაც დაიპყრო ხაზართა დედაქალაქი სემენდერი. ხაზარები გატყდნენ. მხოლოდ VIII საუკუნის 60-იან წლებში შესძლეს ხაზარებმა თავიანთი ძალების აღდგენა. ხაზარების საბოლოო განადგურებას ხელი შეუშალა VIII საუკუნის შუა ხანებში არაბთა სახალიფოში დაწყებულმა არეულობებმა. ხალიფატში ხელისუფლებაში მოვიდა აბასიდების ახალი დინასტია. 764 წელს ხაზარ-ალანთა ჯარები შემოიჭრნენ ამიერკავკასიაში, დაარბიეს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.

ძველ-ინგუშური ტომების უკანასკნელი შეტევა არაბებზე შეიძლება ჩაითვალოს სანარების მიერ არაბთა 120 000 არმიის განადგურება, რომელსაც სარდლობდა ბუღა ალ ყაბირი 853 წლის ზამთარში კავკასიის მთავარი მთაგრეხილის სამხრეთ კალთებზე დარიალის ხეობასთან. არაბი ჟამთაღმწერელი იაკუბი მშრალად იტყობინება ამ მოვლენის შესახებ „ბუღა დაიძრა სანარების წინააღმდეგ, იბრძოდა მათ წინააღმდეგ, მაგრამ მათ გასტეხეს ის და გააქციეს“.

არაბულ-ხაზარულმა ომებმა გამოიწვიეს ხაზარეთის ყაღანატის დასუსტება. ხაზარეთის დედაქალაქი გადატანილ იქნა ვოლგაზე. IX საუკუნის დასაწყისში ხაზარებმა მიიღეს იუდაისტური სარწმუნოება როგორც სახელმწიფო რელიგია. IX საუკუნის დასასრულს ხაზარეთის დასუსტების შედეგად ალანებმა შეძლეს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. საბოლოოდ ხაზართა ყაღანატი განადგურდა X საუკუნეში, რუსი თავადის სვიატოსლავის რაზმების ლაშქრობის შედეგად 965 წელს.

ალანეთი X საუკუნეში

IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დასაწყისში წარმოებდა ბიზანტიასა და ხაზარეთს შორის ბრძოლა ალანეთის კონტროლისათვის. ბიზანტიელები იწყებენ მისიონერულ მოღვაწეობას ალანთა შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად და ამით სურდათ თავიანთი კავშირის განმტკიცება. ბიზანტიელებმა შეძლეს დასავლელ ალანთა ნაწილში ქრისტიანობის გავრცელება, მაგრამ ბიზანტია-ხაზარეთის ომის დროს 913-914 წლებში ალანები მაინც ხაზარებს მიემხრნენ და დიდი როლი ითამაშეს ბიზანტიის ჯარების განადგურებაში.

მაგრამ დაახლოებით 932 წელს ბიზანტიელთა მიერ შეგულიანებული ალანები შეესივნენ ხაზარებს. დამარცხება იწვივნეს – ალანი წინამძღოლიც კი, რომელსაც წყაროები „მეფე“-ს უწოდებენ ტყვედ ჩავარდა – ალანებმა ხაზარების ზეწოლით ზურგი აქციეს ქრისტიანობას და განდევნეს ბიზანტიელი ხუცესები.

ხაზართა ყაღანატის დაცემის შემდეგ ალანები გარკვეულ დროის განმავლობაში ფლობდნენ თერგის ველებს. მაგრამ უკვე XI საუკუნის შუახანებში ყივჩაღები ჩნდებიან, და ალანებმა კვლავ დაიხიეს თერგიდან, რომელიც გახდა საზღვარი მათსა და ყივჩაღებს შორის.

X საუკუნის არაბი ავტორი მასუდი ასახელებს ალანთა განსახლებას სარირსა (სახელმწიფო, რომელიც იკავებდა თანამედროვე დაღესტნისა და ჩეჩნეთის ტერიტორიის ნაწილს მდინარე არღუნამდის) ადიღებს შორის. სარირის, ალანებსა და ადიღებს გარდა მასუდი მოიხსენიებს კავკასიაში მოსახლე რამოდენიმე ხალხს: ქართველებს, აფხაზებს, სანარებსა და ხაზარებს. ამგვარად, ალანთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში არ არის დასახელებული სხვა ნახური ტომები. ამ მონაცემებს ადასტურებენ აგრეთვე სხვა წყაროებიც.

X საუკუნის დასაწყისში, ხაზარების ორასწლოვან უღლისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ალანთა სახელმწიფოს პოლიტიკური მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. ამას ხელს უწყობდა აგრეთვე ალანების დაახლოება ბიზანტიასთან, რომელიც ალანებს განიხილავდა როგორც ფარს მომთაბარეთა შემოსევებისაგან. ბიზანტიაში კარგად ესმოდათ და ითვალისწინებდნენ ალანთა სამხედრო სიძლიერეს.

თვით ხაზარები ასე აფასებდნენ ალანებს X საუკუნეში: „ალანთა სამეფო ყველა ხალხზე ძლიერი და მტკიცეა, რომლებიც კი ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ“. X საუკუნის დასარულს, ხაზართა ყაღანატის დაცემის შემდეგ ალანთა სახელმწიფო კიდევ უფრო მოძლიერდა. მასუდი იტყობინება, რომ „ალანები უფრო ძლიერები არიან ვიდრე ქაშაქები (ადიღები).

„ალანი მეფე, – წერს მასუდი, – ლაშრობს 30 ათასი მხედრით. ის ძლევამოსილია, ვაჟკაცია, ძლიერ ძალოვანია და მეფეთა შორის მტკიცე პოლიტიკას ატარებს”. მასუდის დასაბუთებით, ალანთა და სარირის მეფეთა შორის „არსებობს ქორწინებითი კავშირები, რამდენადაც თითოეული მათგანი მეორის დაზედ დაქორწინდა! დინასტიური ქორწინებებით იყვნენ დაკავშირებული ალანთა მმართველები ბიზანტიასთანაც.

ალანური ქალაქები

მასუდი საუბრობს ალანთა დედაქალაქის – მაგასის შესახებ, მაგრამ ის არაფერს იტყობინება მისი ადგილმდებარეობის შესახებ. სახელწოდება “მაგას” ინგუშური ენიდან ზედმიწევნით ითარგმნება როგორც “მზის მიწა” (ადგილი, ტერიტორია) („მა“ – „მზე“, „გო“ – „წრე, დისკი“ და „სა“ – „მიწა, ადგილი, ტერიტორია“). ასე რომ, ქალაქის ეს სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს როგორც „მზის ქალაქი“.

მაგასის ადგილმდებარეობის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამოდენიმე მოსაზრება. ჩვენის აზრით, უფრო დამაჯერებელი ვერსია მაგასის განლაგებისა არის თანამედროვე ინგუშური სოფლების იანდარე – ღაზი-იურტ-ეკაჟევო – ალი იურტ – სურხარის რაიონში. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ოცდაათამდის ადრეფეოდალური ქალაქ-ციხე-სიმაგრე და მათ შორის მრავალი დასახლებული პუნქტი, რომლებიც შეადგენენ ერთიან გამაგრებულ რაიონს. ქალაქთა ეს გამაგრებული რაიონი მდებარეობს დაცვისათვის მოსახერხებელ ბუნებრივ ზეგნებზე; დასავლეთითა და ჩრდილოეთით მიედინება (იმ დროისათვის მეტად წყალუხვი და ნაკლებად გაუვალი) მდინარეები სუნჟა და ნაზრანკა, კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს სუნჟის მთაგრეხილი, აღმოსავლეთიდან მოცემულ რაიონს იცავს ასინის ღრმა ხეობა, სამხრეთიდან – შავი მთების ტყიანი მთაგრეხილები. ბუნებრივი საზღვრები გააზრებულად და მტკიცედ არის გამაგრებული სათვალთვალო პუნქტებით და ქალაქ-სიმაგრეებით, რომლებიც მდებარეობენ თვალმისაწვდომ საზღვრებში. ქალაქები ჰქმნიან რამოდენიმე თავდაცვით სარტყელს ცენტრალური ნაწილის ირგვლივ, სადაც ერზ ელის ჭალაში განლაგებულია უფრო მოზრდილი ქალაქი ხატოი-ბორზი – მაგასის ყოფილი ციტადელები. მთელი გამაგრებული რაიონის საერთო ფართობი აღწევს ასზე მეტ კვადრატულ კილომეტრს.

ძველ დროში დიდი ქალაქები ყოველთვის აღმოცენდებოდნენ და ვითარდებოდნენ ადგილებზე, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. მაგასი აღმოცენდა მთებისა და ველების შესაყარზე, დარიალისა და ასინის ხეობების გადასასვლელებს შორის. ეს ადგილი წარმოადგენს პოლიტიკურ, სავაჭრო-სამრეწველო და გეოგრაფიულ ცენტრს ისტორიული ალანეთისას. ეს ორი ხეობა, განსაკუთრებით დარიალისა, იყო სამხედრო–სტრატეგიულ, პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში მეტად მნიშნელოვანი ალანეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დარიალის ხეობა მოხერხებული გასასვლელია ამიერკავკასიაში და შემდეგ შუა აზიაში, მასზედ გადიოდა უმთავრესი შტო დიდი აბრეშუმის გზისა. გვერდითი შტო გადიოდა ჯეირახის ხეობაში შკოლის უღელტეხილი ტარგიმის ქვაბულში და შემდეგ ასინის ხეობის გავლით დაბლობზე. კიდევ ერთი ფრთა აბრეშუმის გზისა, გამომავალი დერბენტიდან გადიოდა მაგასის ახლოს. ამგვარად მაგასი აკონტროლებდა დიდი აბრეშუმის გზის უაღრესად მნიშვნელოვან მონაკვეთებს. ალანური დროის დასახლებებს, მჭიდროდ განლაგებულთ ინგუშეთის ციცაბო მთისწინეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მდინარე სუნჟის ორთავე ნაპირზე, ამას ადასტურებს მასუდის სიტყვები იმის შესახებ, რომ ალანური „სამეფო შედგება მთელი რიგი უწყვეტი დასახლებებისაგან: როცა დილით მამლები აყივლდებიან, მას პასუხობენ სამეფოს სხვადასხვა კუთხეების ერთმანეთზე მიყოლებული და მიბმული დასახლებებიდან“.

მაგასის გარდა წყაროებში მოხსენიებულია ალანური ქალაქების რამოდენიმე სახელი – ფუსტი, ხაილანი, ალანია, ასკალა, ქასაქი, დარ-ი-ალანი, მკვლევარების მიერ ამათგან ყველა არ აღიქმება სარწმუნოდ. ზოგი მათგანი (დარ-ი-ალანი) იყო მხოლოდ დიდი ციხესიმაგრეები, სხვები განლაგებული იყვნენ ალანეთის ტერიტორიის მიღმა, ზოგიც საერთოდ არ არსებობდა (ალანია).

უფრო რეალური სჩანს ქალაქ ფუსტის არსებობა, მოხსენიებული ბიზანტიელი ბერის აპიფანიეს მიერ.

კიდევ ერთი ქალაქი აშკარად ინგუშური სახელწოდებისა მოხსენიებულია XIII-XIV საუკუნეების ძველ რუსულ წყაროებში – დადაკოვი (დედიაკოვი). რუსული წყაროების ორიენტირებისას დადაკოვი მდებარეობდა მდინარეების სუნჟისა და ნაზრანკის შუამდინარეთში. მთაგრეხილზე, ქალაქ ნაზრანის გამუზირიევსკისა და ნასირკორტსკის მუნიციპალური რაიონების ტერიტორიაზე. არქეოლოგიური კვლევებით გამოვლენილია ადრეული შუასაუკუნეების მთელი რიგი მოზრდილი ალანური ქალაქები, რომლის ნარჩენებს წარმოადგენს ადიუხი, ქვემო არხიზი და სხვანი, ყარაჩაი ჩერქეზეთში არღუდანი, ძველი ლესკენი, ქვემო ჯულათი და სხვა. ყაბარდო ბალყარეთში ზემო ჯულათი ჩრდილოეთ ოსეთში, ალხან ყალა ჩეჩნეთში, ბისიანა ბორზი, ტროიცკოე და სხვა ინგუშეთში.

ალანია XI საუკუნეში და XIII საუკუნის დასაწყისში

XI საუკუნე – ალანური სახელმწიფოს აყვავების პერიოდი. 1032, 1062 და 1065 წლებში ალანები აწარმოებდნენ მძარცველურ ლაშქრობებს ამიერკავკასიაში. ალანების შეჭრას სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ორგანიზებას უკეთებდნენ ბიზანტიელი ან ქართველი მმართველები ჯამაგირით. ცნობილია ალანელ მეფეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერის სახელი – დურგულელი (ინგუშ. “დურგალ ალა” – “თავადი დურგალი”; სიტყვა “დურგალი” ალანურიდან ითარგმნება როგორც “ნექტარი”) ქართულ წყაროებში „დიდად“ წოდებილი. ქართულ წყაროებში შემორჩა ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველმა მეფემ ბაგრატ IV, მმართველობის წლები 1027-1072, დურგელლი დასახმარებლად მიიწვია და ისიც 48 ათასიანი არმიით მოვიდა. გამარჯვების შემდეგ დურგელისა და მისი ამალის საპატივცემულოდ მოეწყო 12 დღიანი ლხინი, დურგელსა და მის მხლებლებს ერგოთ დიდძალი სიმდიდრე.

დაქირავებული მებრძოლების სახით ალანები ბიზანტიელების მხარეზეც იბრძოდნენ. ბიზანტიელი ქრონისტი ნიკიფორ ვრიენიუსი იტყობინება ეპიზოდის შესახებ, რომელიც განეკუთვნება იმპერატორ მიხეილ დუკას (1071-1078) მეფობის პერიოდს, როდესაც ბიზანტიელებმა ალანეთიდან მოიყვანეს 6 ათასი დაქირავებული მეომარი, მაგრამ ყველა ალანი გაბრუნდა, რამეთუ ბიზანტიელებს გადასახდელი არც რა ჰქონდათ. XII საუკუნეში ალანიის დასუსტება იწყება. თუ წყაროებში ალანეთის, სარირის გვერდით, როგორც მსხვილ სახელმწიფო გაერთიანების შესახებ არის საუბარი, მაშინ XII საუკუნის წყაროები ადასტურებენ მდგომარეობის შეცვლას. ქრონიკები ლაპარაკობენ უკვე არა „ალანი მეფის“ შესახებ, არამედ „მრავალი მეფის“ შესახებ, რაც იმას მოწმობს, რომ ალანებს აღარ გააჩნიათ ერთიანი ცენტრი. დამახასიათებელია, რომ XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფე დავით III (უნდა იყოს დავით IV –მთარგ) დახმარებისათვის მიმართავს არა ალანებს, არამედ ყივჩაღებს.

მაგრამ ალანები მაინც საკმაოდ ძლიერები იყვნენ და განაგრძობდნენ კავშირებს ბიზანტიელებთან და ქართველებთან. ალანები მსახურობენ ბიზანტიელთა კარზე, განაგრძობენ ქორწინებას. XII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება ქორწინება საქართველოს მეფის გიორგი III-სა და ალანთა მეფის ხუდანის ასულის ბურდუხანის ქორწინება. გიორგი III და ალანი ბურდუხანის ასული – თამარი 1178 (1179 -?; მთარგ.) აღსაყდრდა თვით გიორგი II-ს სიცოცხლეში. ინგუშურ გადმოცემებში შემონახულია ხსოვნა თამარისა, როგორც „ინგუშთა ნათესავზე“. წყაროების თანახმად XIII საუკუნის პირველ ნახევარში ალანია დაქუცმაცებული იყო, დანაწევრებული შიგა შფოთით. დომინიკანელი ბერი იულიანი, რომელიც აქ 1236 წელს იყო, ადასტურებს, რომ ალანიაში „რამდენი სოფელიცაა, იმდენი ბელადია, და არცერთი მათგანი არ ექვემდებარება სხვას. იქ გამუდმებით მიმდინარეობს ბელადებს, სოფლებს შორის ომი. ლაშქრობის დროს ერთი სოფლის ყველა მცხოვრები იარაღით ხელში მიდის ბრძოლის ველზე, ასევე ერთად ეწევიან მეურნეობას და ასე აკეთებენ ამ მიწის მთელს სივრცეზე, და თუ ისინი სოფლის გარეთ რაიმეს საჭიროებენ, ტყით სარგებლობა ან კიდევ სხვა სამუშაო, მაშინ ისინი თანასწორად მიდიან იარაღით ხელში, მათთვის კაცის კვლა არ წერმოადგენს რაიმეს“ ალანების შესახებ მსგავს აზრს გამოთქვამს ალანთა ეპისკოპოსი თეოდორე: „ჩემი სამწყოს განმასხვავებელი ნიშანი – უპირველესად მკვლელობაა“. სახელმწიფო დასუსტდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა, მოიშალა ეკონომიკური კავშირები ალანეთის სხვა მხარეებთან, ქვეყანაში ქაოსია, რამაც მონღოლებს XIII საუკუნეში ალანეთის დაპყრობა გაუადვილა.

ალანთა სამეურნეო მოღვაწეობა

ალანთა სამეურნეო მოღვაწეობა, როგორც წინარე ეპოქაში იყო მიწათმოქმედება. ამას ადასტურებს მრავალრიცხოვანი წერილობითი და არქეოლოგიური წყაროები. მასუდი ადასტურებს, რომ ალანთა ქვეყანა “დამუშავებულია კარგად”. X საუკუნისს სპარსულ ანონიმურ ქრონიკაში “ხუდუდ ალ-ალამ”–ში ნათქვამია: “ზოგი მათგანი მთიელია, ზოგიც მიწადმოქმედი”. არსებობს ვენეციელი ისტორიკოსის მარტინ კანალეს ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიაში 1268 წელს შიმშილის დროს ალანებმა და ზოგმა სხვა ხალხმა ვენეციელებს მისცეს პური.

ალანთა დასახლებების ადგილას არქეოლოგები პოულობენ ქვის დოლაბებსა და ხორბლის საფქვავებს, რომელთა დახმარებითაც ფქვავდნენ მარცვალს, ქვის საფქვავები მარცვლის წრეში დასაფქვავად, რომელთა მრავალრიცხოვნება მოწმობს მოსავლის სიდიდეს, რომელსაც ალანები იწევდნენ. აგრეთვე ქალაქების გათხრებისას ნაპოვნი იქნა რკინის სახნისები გუთნებისათვის, ოქოქების ბოლოები, ჯაჭვები მარცვლის დასაფქვავად და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სხვა რკინის საგნები.

ალანებს ძირითადად მოჰყავდათ ხორბალი და ფეტვი, აგრეთვე შვრია, ჭვავი და ქერი. მოსავლის აღების შემდეგ მარცვალი ინახებოდა სპეციალურ სამარცვლე ორმოებში, რომლებიც არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია თითქმის ყველა დასახლებაში. ისინი მდებარეობს საცხოვრებლის ირგვლივ, ზოგჯერ საცხოვრებლის შიგნითაც. ამგვარ სამარცვლე ორმოებს ჩვეულებისამებრ ბევრს პოულობენ, რაც თავისთავად მოწმობს შენახული მარცვლის სიმრავლეს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია აგრეთვე წნელებით შეკრული და თიხით გალესილი მარცვლეულის მიწისზედა საცავები.

მთებში, როგორც გარდასულ დროში, ფართოდ გამოიყენებოდა ტერასული მიწათმოქმედება. ტყიან ადგილებში გამოიყენებოდა საახოო მიწათმოწმედება, რომლის დროსაც ტყის გაჩეხვისა და დაწვისას სახნავად თავისუფლდებოდა მიწა.

მიწადმოქმედებასთან ერთად, ალანების მეორნეობის უმთავრესი დარგი მეცხოველეობაც იყო. დაბლობ რაიონებში იშენებდნენ მსხვილფეხა რქოსან ცხოველებს, მთებში კი წვრილფეხა რქოსან ცხოველებს. იშენებდნენ აგრეთვე ცხენებსაც, რომელთაც იყენებდნენ სატრანსპორტო საშუალებად. ალანთა დასახლებებისა და ქალაქების ადგილას არქეოლოგების მიერ ნაპოვნია აგრეთვე ისეთი ცხოველების ძვლები, როგორიცაა ღორი, ვირი, ძაღლი, კატა და შინაური ფრინველების ძვლებიც. ალანები მონადირეობას და მეთევზეობასაც მისდევდნენ.

ალანებში განვითარებული იყო ძველინგუშური მოსახლეობისათვის დამახასიათებელი სამრეწველო დარგებიც: მეტალურგია და ლითონდამუშავება, მეთუნეობა, ქვის, ხისა და ტყავის დამუშავება, რთვა და ქსოვა.

ინგუშების წინაპრების უძველესი წარსულიდან მოყოლებული ტრადიციული მეურნეობები იყო მეტალურგია და ლითონდამუშავება. ალანებში, ყობანელებისაგან განსხვავებით, შრომის, ბრძოლის იარაღისა და ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა საგნების წარმოების ძირითადი მასალა იყო რკინა. ისტორიული ალანეთის მიწაზე მეცნიერების მიერ გახსნილი და გამოკვლეულია ძველი მაღაროები, სადაც მოიპოვებდნენ რკინის მადანს. აღმოჩენილია აგრეთვე მრავალრიცხოვანი გადამუშავებული რკინის ნარჩენი, გამოდნობილი მახვილის ნარჩენები და რკინის მადნის გამოდნობის სხვა ნიშნები. მეტალურგიული მრეწველობა ძრითადად განლაგებული იყო მთიან და მთისწინეთის ზონებში. წერილობითი წყაროების მონაცემებით, რომლებიც მყარდებიან არქეოლოგიური მონაპოვრებით, ალანები ადნობდნენ საკუთარ ფოლადსაც. ცნობილია ალანური ფოლადის ხმლები. ალანები, თანამედროვეთა მოწმობით, იყვნენ აგრეთვე წარჩინებული მჭედლებიც. ისინი აწარმოებდნენ სახნისის პირებს, ნამგლებს, უროებს, ცხვრის გასაკრეჭ მაკრატლებსას, სხვადასხვა კავებს, ნაჯახებს, ქლიბებს, სოლებს, სადგისებს და სხვადასხვა ნივთებს. სამჭედლო საქმის მაღალი დონის შესახებ მოწმობენ აბჯრის მონაპოვრებიც, რომელთა წარმოება დიდ ოსტატობას მოითხოვს.

ალანებში განვითარებული იყო ფერადი ლითონების – სპილენძის, ვერცხლის, კალის, ტყვიის, თუთიის და მათი შენაერთის (ბრინჯაოს) დამუშავება ჩამოსხმის გზით.

მკვლევარები აღნიშნავენ ალანურ კერამიკაზე ყობანური ტომებისათვის დამახასიათებელი ელემენტების არსებობას. VI საუკუნიდან წარმოებაში იწყება მეთუნეობა, XIII საუკუნიდან კი ინერგება უფრო სწრაფი წარმოების მეთოდები.

X საუკინიდან თიხისაგან აკეთებდნენ აგრეთვე კრამიტსა და აგურს, რაც დაკავშირებული იყო დასავლეთ ალანიაში დიდ საეკლესიო მშენებლობებთან. XIII საუკუნეში კრამიტი გავრცელდა აღმოსავლეთ ალანეთშიც.

ძველი ინგუშებისათვის ტრადიციული იყო ქვის დამუშავებაც, რომელსაც ფესვები უხსოვარ წარსულში უდევს. და უფრო გვიანდელ დროშიც სახელგანთქმული იყვნენ ქვის დამუშავების თავიანთი ოსტატობით. მთისა და მთისწინეთის რაიონებში ქვა ყოველთვის იყო ძირითადი სამშენებლო მასალა. ნათალი ქვის ბლოკებისაგან შენდებოდა ტაძრები, კოშკები, თავდაცვითი კედლები, სამარხი ყორღანები.

არქეოლოგების მიერ აღნიშნულია ტაძრების აგებისას გამოყენებული დუღაბი, მაგრამ ნაგებობების უმრავლესობა შენდებოდა მშრალი წყობის ტექნიკით. ცნობილია კლასიკური ხელოვნების ქვის ძეგლები – დაკიდებულ ქვის ფილებზე რელიეფური ნახატები, სიმბოლოები. ქვისაგან ამზადებდნენ აგრეთვე სამეურნეო დანიშნულების საგნებსაც: მარცვლის დასაფქველ დოლაბებს, მარცვლეულის სახეხებს და სხვა ხელსაწყოებს.

ალანებს ხის დამუშავებაც ჰქონდათ განვითარებული, რომლისგანაც იწარმოებოდა სხვადასხვა ჭურჭელი, გობები, კოვზები, სკივრები, სხვადასხვა სამუშაო იარაღების სახელურები და სხვა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ხის უნაგირები, უნაგირები მორთული იყო მრავალი ორნამენტით, ლითონის ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებებით. მთელი რიგი არქეოლოგიური მონაპოვრებისა მიუთითებენ ალანებში ხის დასამუშავებელი პრიმიტიული დაზგების შესახებ. დიდ ინტერესს იწვევს ალანურ სამარხებში ნაპოვნი სამფეხა მაგიდები, რომლების მსგავსი ნაცნობია ინგუშური ეთნოგრაფიისათვის – სამფეხა მაგიდები „ხოკოგი“ან „შუ“.

არქეოლოგიურ ძეგლებში აღმოჩენილია აგრეთვე ნაჭრები ორი სახის ტყავისა – თეთრიტყავის და საფიანის ტყავის. თეთრი ტყავისაგან კეთდებოდა უნაგირები, აღვირი, ფეხსაცმელი, ნაკერისა და ქუსლის გარეშე. ტყავს აკრავდნენ საბრძოლო ფარებს, საისრეებს, შესაძლებელია ტყავის იყო აგრეთვე თავსაბურავებიც, საფიანის ტყავისაგან აკეთებდნენ რთულ ორნამენტებს – აპლიკაციებს, რომლებითაც რთავდნენ სადღესასწაულო სამოსელს, ჩექმებს, ქუდებს და ა. შ.

ვითარდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ყალიბდებოდა ცალკეული რაიონების სპეციალიზაცია. მთიან და მთისპირა რაიონებში უმეტესად ვითარდებოდა მესაქონლეობა, ბარში მიწათმოქმედება. მთიელები ოსტატდებოდნენ აგრეთვე ლითონის მოპოვებასა და დამუშავებაზე. მაგრამ საშინაო ვაჭრობამ ვერ ჰპოვა ფართო განვითარება, იმიტომ რომ შინაურ ბაზარზე ნატურალური გაცვლა ბატონობდა.

საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას ხელს უწყობდა უპირველესად ალანეთის ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და მასზედ გამავალი საერთაშორისო სავაჭრო გზები. X საუკუნეში ალანი ვაჭრები ცნობილი იყვნენ ყირიმში, კავკასიის სახელმწიფოებში, ბიზანტიაში და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

ბიზანტიიდან შემოჰქონდათ კერამიკის ნაწარმი, მათ შორის ამფორები და მინის ჭურჭელი, აბრეშუმის ქსოვილები, სამაჯურები, ბეჭდები, ყელსაბამები ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან, ლითონისა და ძვლების სამკაულები, ქრისტიანული კულტურის საგნები, მონეტები. ყირიმიდან შემოჰქონდათ ღვინიანი ამფორები, მინის სამაჯურები. ამიერკავკასიიდან – მინის სამაჯურების ზოგიერთი სახეობა და ჭურჭელი. რუსეთიდან და ვოლგის ბულგარეთიდან ვაჭრებს მოჰქონდათ თაფლი, ცვილი, ძვირფასი ბეწვეული და სხვა საქონელი.

არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ ალანთა სავაჭრო კავშირებს წინარეკავკასიის  მომთაბარე ტომებთან, აგრთვე ცენტრალური ევროპის მოსახლეობასთან.

თვალმიდევნებულია კავშირები მცირე აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, წინა და შუა აზიასთან. განსაკუთრებით ინტენსიური იყო კავშირები ციმბირთან და ირანთან. ციმბირიდან შემოდიოდა მინის ჭურჭელი. ირანიდან – თეთრი თიხის კერამიკა, ტკბილეული. ახლო აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ აბრეშუმის ქსოვილი, სამკაულები და კერამიკა. საქონელი შემოჰქონდათ შორეული ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

ალანთა რელიგიური შეხედულებები

ალანთა ისტორიის მანძილზე, ალანთა ნაწილის მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგაც, მათში ბატონობდა წარმართობაც. წერილობითი წყაროების მოწმობით ალანთა წარმართობაში მთავარი ადგილი უჭირავს მზის კულტს, XIII საუკუნის სომეხი პოეტი ფრიკი წერდა „ალანი, რომელიც მზეს ეთაყვანება“.

ინგუშებთან მზის კულტი შეიმჩნევა ღრმა წარსულიდანვე ინგუშთა ძირითადი მასის ისლამის მიღებამდის XIX საუკუნის შუახანებში. ინგუშურ ფოლკლორში გაღმერთებულ მზეს მრავალი სახელი გააჩნია: მა, მალხ, მახალ, ღალ, ყალლო, პალო, გუშმალი, ალა, გელა და სხვა. დაფიქსირებულია აგრეთვე მზისადმი მიმართვაც „გელოი“.

მრავალ ძველ და თანამედროვე ინგუშურ ეთნონიმს გააჩნია კავშირი მზის კულტთან: ხურიტები (ხურის ხალხი) – „ხური“-დან – „დილა, აღმოსავლეთი“, მახალი/მახალონები – „მა“-დან –„მზე“ და ხალი“, ღალღაი – „ღალ“-იდან – მზე ღმერთის სახელი და ა.შ.

ალანთა შორის მზის კულტის ფართო გავრცელებას მოწმობს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური წყაროები. გვხვდება თიხის დისკებზე მზის გამოსახულება. ცნობილია სხვადასხვა ჯვრების გამოსახულება, რომლებიც წარმოადგენს მზის სიმბოლოებს. ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი სიმბოლოები ცნობილია ჯერ კიდევ ყობანის კულტურის დროიდან.

ალანურ ძეგლებში ნაპოვნია მზის მრავალრიცხოვანი ამულეტები, რომლის ირგვლივაც არის მტაცებელი ფრინველების თავები. ზოგიერთი მტაცებელი ფრინველი შუასაუკუნეების ინგუშებში მიჩნეული იყო როგორც მზის წმინდა ფრინველები. აგრეთვე გვხვდება ამულეტები კაცების გამოსახულებებით, ხანდისხან მხედრების. აგრეთვე ამულეტები მზისა და მთვარის გამოსახულებებით. ინგუშურ ამულეტებზე არის ასევე წრის ან ორი წრის გამოსახულებები ისრებით, რომელსაც ბორბალის სახე აქვს. მზის გაიგივება ბორბალთან შემორჩა ინგუშურ ფოლკლორშიც.

ალანებში არსებობდა წინაპრების კულტიც. ამას ადასტურებს ყველა წარმართული სამარხი მათ საცხოვრებელ ადგილებში. გარდაცვლილის სამარხში აწყობდნენ ცხოვრებისათვის აუცილებელ ნივთებს, ჭურჭელს საჭმელით და სასმელით, იარაღს, მოსართავებს და ა.შ.

რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე ბიზანტიელები ცდილობდნენ ალანთა გაქრისტიანებას. ქრისტიანობის გავრცელებაში პირველი წარმატებები გვხვდება X საუკუნეში. ამ დროს მიეკუთვნება წყაროებში ალანეთის ეპისკოპოსის მოხსენიება, რომელიც მოწმობს ალანეთის კათედრის არსებობას ჯერ კიდევ ამ საუკუნის პირველ ათწლეულში. დოკუმენტები მოწმობენ, რომ ამ დროისათვის მონათლული იყო ალანური საზოგადოების ზედა ფენა. მაგრამ ქრისტიანობა იყო ზედაპირული, ალანები განაგრძობდნენ ცხოვრებას თავიანთი ადათებით, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ დოგმებს. ბიზანტიის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკი თავის ერთ-ერთ წერილში მისიონრებს ალანეთში სწერს, რომ „ალანი მთავრებისა და ხალხის“ მიმართ, რომლებიც უკანონო ქორწინებაში ცხოვრობდნენ, გამოიჩინოს ლმობიერება. მკვლევარები უკანონო ქორწინებად მიიჩნევენ ალანთა შორის გავრცელებულ მრავალცოლიანობას, რაიც უარყოფილი იყო ქრისტიანული ეკლესიის მიერ. იბნ რუსტა აღნიშნავდა: „ალანი მეფე გულით ქრისტიანია, მაგრამ მისი ქვეყნის მთელი მოსახლეობა წარმართია, კერპთაყვანისმცემლები“.

932 წელს, ხაზარებთან ომში დამარცხების შემდეგ, რომელზეც ალანები ბიზანტიელებმა წამოაგო, ალანები ხაზართა ზეწოლით განუდგნენ ქრისტიანობას და განდევნეს ბერძენი ეპისკოპოსები და მღვდლები. მაგრამ იმ დროისათვის დასუსტებულ ხაზარეთს უკვე აღარ ძალუძდა ალანებზე თავიანთი პირობების კარნახი. მალე ალანეთში ბიზანტიის პოზიციები აღდგენილ იქნა და X საუკუნის ბოლოსათვის ალანეთში გაძლიერდა ქრისტიანობა. ამ დროისათვის ალანეთში არსებობდა საკმაოდ ძლიერი ქრისტიანული საეკლესიაო ორგანიზაცია.

ალანეთის ეპარქიის ცენტრი და ალან ეპისკოპოსთა რეზიდენცია იმყოფებოდა ქალაქში (მისი სახელი უცნობია), ნიჟე-არხიზის ქალაქის ადგილას მდინარე დიდი ზელენჩუკის ხეობაში ყარაჩაი-ჩერქეზეთში. ნიჟე-არხიზის ქალაქში დღესდღეობით არც თუ ცუდი სახით შემრჩენილია X საუკუნეში აშენებული რამოდენიმე ეკლესია.

ქრისტიანობა ვერ გახდა საერთო ალანურ რელიგიად. ის უმეტესად გავრცელებული იყო დასავლეთ ალანეთში. როგორც აღინიშნება სპეციალისტების მიერ, მონუმენტალური არქიტექტურის ყველა ქრისტიანული ძეგლი თავმოყრილია ისტორიული ალანეთის დასავლეთ რაიონებში. აქვე აღინიშნება ქრისტიანული ნეკროპოლისები. აღმოსავლეთ ალანეთში ქრისტიანული ძეგლები არ გვხვდება, რამოდენიმე ტაძრის გამონაკლისის გარდა მთიანი ინგუშეთის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთის რაიონების მცხოვრებნი რჩებოდნენ მასიურად წარმართებად. მთიან ნაწილში ქრისტიანობა საქართველოდან შემოვიდა, მაგრამ წარმატებების ხანგრძლივობას აქ ადგილი არ ჰქონია. XI საუკუნეში მთიან ინგუშეთში აშენდა თხაბა-ერდის ტაძარი, მაგრამ ქრისტიანობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მალევე იქნა დავიწყებული და ტაძარიც წარმართობისათვის გამოიყენებოდა, ამის შესახებ მეტყველებს აგრეთვე მის ყოვლისშემძლე ღმერთ თხადან წარმომდგარი სახელწოდებაც. XI-XII საუკუნეებში საქართველო ცდილობდა მოსაზღვრე ალანეთის მთიანი მხარეების გაქრისტიანებას, მაგრამ ქრისტიანობა აქ ვერ მოძლიერდა.

XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში ალანეთში მოხდა ცენტრალიზებული ხელისუფლების დასუსტება, რაც მივიდა სეპარატიზმამდის და არამდგრადი სახელმწიფოებრივი გაერთიანების დაშლამდის. ქვეყნის საერთო მდგომარეობა აისახა ალანეთში ქრისტიანობაზეც. ალანეთში ქრისტიანული ეკლესიის მდგომარეობის და საერთოდ ქრისტიანული რელიგიის შესახებ მოწმობს ალანეთის ეპისკოპოსი თეოდორე, რომელიც წერს იმის შესახებ, რომ „ალანური ტომის გადაბირება ადვილი შესაძლებელია“, „ალანები ქრისტიანები მხოლოდ სახელად არიან“. ამის შესახებ მოწმობს ბერი იულიანიც, რომელიც იუწყება, რომ „ალანეთის მაცხოვრებლები წარმოადგენენ ქრისტიანობისა და წარმართობის ნარევს“. XII საუკუნის შუახანებისათვის ალანეთის ეპარქია გადატანილ იქნა ტრაპიზონში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. XIII საუკუნის დასაწყისისთვის ქალაქი, სადაც ეპარქია იყო განთავსებული საერთოდ დაცარიელდა. მეცნიერთა აზრით ეს დაკავშირებული იყო არა მის დანგრევასთან, არამედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებასთან: თურქული ტომების მოზღვავებისა და ქალაქიდან ალანების გადინების შედეგად.

რუსულიდან თარგმნა ალ. სანდუხაძემ.

2 Responses to “• ალანები I-IX”

  1. nana said

    საუბარია მზის კულტზე. თუ ”ხური” ინგუშური ეთნონიმია და ნიშნავს ”დილას”, ”აღმოსავლეთს”,ოსურ ენაზე დღემდე ”ხურ” ნიშნავს ”მზე”-ს. ინგუშებმა დაკარგეს მოსვენება, როგორ თუ ალანები ოსების წინაპრები არიან და არა ინგუშების.

    Like

დატოვე კომენტარი