Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ალექსანდრე პოტიომკინი – ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას

♥ აფხაზეთი – Abkhazia

***

აფხაზეთის მეფეები მუდამ მხოლოდ ქართველები იყვნენ, დედაქალაქი კი იყო ქუთაისი, სახელმწიფო სამეტყველო ენა და დამწერლობა მხოლოდ ქართული.
უცხოეთში მცხოვრები ცნობილი მწერალი ალექსანდრ პოტიომკინი წარმოშობით სოხუმიდანაა. მისი ფიქრი, მისი ყოველი ნაწარმოები საქართველოს ერთიანობის სურვილითაა გაჯერებული.
წერილი, რომელსაც გთავაზობთ, სწორედ აფხაზეთის ტკივილს ეხება და მსოფლიოს არაერთ ენაზე დაიბეჭდა. ვფიქრობთ, ეს წერილი საგულისხმოა, უპირველესად, ქართველებისთვის.

რამაზ ხაჭაპურიძე 

20.02.2022

***

274371026_1157817484961847_6103107728259059710_n

ალექსანდრე პოტიომკინი,

შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია

თარგმანი გერმანულიდან

ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას

მიმართვა საქართველოს პარლამენტარებს, ჟურნალისტებს,
საჯარო დიპლომატიას, საზოგადოებრიობას, უფლებადამცველებს,

„აფსუას“ ეთნოსს
„აფხაზი“ ეს არ არის ეროვნული კუთვნილება, არამედ ქართული ეთნონიმია, ტოპონიმიც კი. ეს შინაარსობრივად ისეთი ტოპონიმების ტოლფასია, როგორიცაა „თბილისელი“, „ბერლინელი“, „ვარშაველი“, „როსტოველი“.
სიტყვა „აბხა“ – ეს მათთვის ვინც არ იცის ან დაავიწყდა – მეგრულად და ლაზურად, და მაშასადამე ქართულად ნიშნავს „ბეჭს“ და „კიდეს“. ამ სიტყვისგან წარმოიშვა „აფხაზეთი“ (რუსულად – «Абхазия» – ადგილის სახელწოდების პირველი თარგმანი XIII საუკუნის დამლევს გამოიყენეს).

ჩვენი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის დამდეგს შეიქმნა ცნობილი ქართული სამეფო „აფხაზეთი“ (რუსულად «Абхазия»), დედაქალაქი იყო ქუთაისი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა – ქართული, რელიგია – ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ღვთისმსახურება წარმოებდა ქართულ ენაზე. მთელი დასავლეთ საქართველო – აფხაზეთი – ეს არის სამეგრელო, გურია, სვანეთი, იმერეთი, ეგრისი, ლაზიკა – მის შემადგენლობაში შედიოდა. ანუ აფხაზები (სიტყვის რუსული ვერსიით «абхазы») ეს დასავლელი ქართველები არიან. აფხაზეთის სამეფო ჩვენი წელთაღრიცხვის 746 წელს დააარსა ერისთავმა (რაც ქართულიდან თარგმანში ნიშნავს «управляющий князь», სიტყვა-სიტყვით, ერი – «нация», თავი – «голова» , ანუ «глава нации») ლეონ I–მა, ეროვნებით ქართველმა, რომლის მშობლიური ენა იყო ქართული, სარწმუნოება კი ქრისტიანული. ლათინურად და ბერძნულად „ლეონი“ ნიშნავს „ლომს“. შემდეგ აფხაზეთის პირველი მეფე იყო ლეონ II, ლეონ I-ის ძმისწული, შთამომავლობით ერისთავი, მის შემდეგ კი თეოდოს II (ლეონ II ვაჟი), დემეტრე (ლეონ II ვაჟი) ერისთავები. 861 წელს აფხაზეთის მეფე ხდება იოვანე, მერე ადარნასე, მერე კი ბაგრატ I (სახელი ბაგრატი სპარსულად „ღვთის რჩეულს“ ნიშნავს). შემდეგ: კონსტანტინე (ბაგრატ I-ის ვაჟი), გიორგი (კონსტანტინეს ვაჟი), ლეონი (გიორგის ვაჟი) და ასე შემდეგ.

აფხაზეთის მეფეები მუდამ მხოლოდ ქართველები იყვნენ, დედაქალაქი კი იყო ქუთაისი, სახელმწიფო სამეტყველო ენა და დამწერლობა მხოლოდ ქართული, რელიგია – მხოლოდ ქრისტიანული, მართლმადიდებლური. იმხანად მეფეებს დიდებული და მნიშვნელობის შემცველი სახელები ერქვათ: ლეონი – „ლომი, ნადირთა მეფე“, გურგენი – მეგრულად და ლაზურად „ჭექა-ქუხილი“, ტიგრანი – სპარსულად „ვეფხვი“, ბაგრატი …

აფხაზეთის ყველა მეფე იყო ქართველი.

აფხაზეთის მხარე ისტორიულად ქართული მხარეა, ქართველთა გარდა იქ ცხოვრობდნენ სხვა მცირერიცხოვანი ეთნოსები – ბიზანტიელები, პონტოელი ბერძნები, თურქები, სპარსელები, აზერები (აზერბაიჯანელები) და სხვა მცირე კავკასიელი ტომები. ეთნოსს სახელად „აფსუა“ არავინ იცნობდა. სიტყვა „აფსუა“ პონტოურ ბერძნულად ნიშნავს „უსულოს“. ასო „ა“ ბერძნულად უარყოფას ნიშნავს, ხოლო „ფსია“ – „ფსუა“ ნიშნავს სულს, ცნობიერებას, ამ სიტყვისგან წარმოიშვა მეცნიერების დარგების „ფსიქოლოგიის“, „ფსიქიატრიის“ სახელწოდებანი. ქალაქ სოხუმის უძველესი სახელწოდება მომდინარეობს მეგრული სიტყვისგან „აკუჯიხა“.

„აკუ“ მეგრულად ნიშნავს „ზღვას“, „ჯიხა“ – „ციხესიმაგრეს“. სიტყვა „სოხუმი“ მეგრული წარმოშობისაა: „თევზი“ მეგრულად არის „ცხუმი“.

ქალაქის სახელწოდება „სოხუმი“ XIII საუკუნის დამლევს წარმოიშვა. ბერძნები ადრე მას „დიოსკურიას“ უწოდებდნენ, თურქები – „სოხუმ-კალეს“, სპარსელები „ბაგრატ- კალეს“, ქართველები „ცხუმს“.

მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰქონია ქალაქს სახელწოდება „აფსუას“ ენაზე. მათ ენაზე ამ შესანიშნავ ადგილს XIII საუკუნიდან დღემდე ეწოდება „აკუა“ – პირველი ნაწილი ძველი მეგრული სახელწოდებისა „აკუჯიხა“.

არსებობს ათასობით ისტორიული წყარო: სიტყვა „აფხაზეთი“ ეს ძირძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს დასავლეთ საქართველოს და შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის და არა „აფსუას“ ტომის განსახლების ადგილს. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან დასავლეთ ამიერკავკასიაში სჭარბობს ქართველური ეთნოსი. ამ მოსაზრებას განამტკიცებს კოლხეთში არგონავტების ჩამოსვლის შესახებ ბერძნული მითოლოგიის მონაცემები და ბერძნული წერილობითი წყაროები (სტრაბონი, ჰეკატეოს მილეთელი, სკილაქს კარიანდელი, სტრაბონი), რომლებშიც მითითებულია, რომ კოლხეთის სამეფო მოიცავდა დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს, სადაც ძირითადი ეთნოსი იყო ქართული.

მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში ბერძნულ წერილობით წყაროებში ერთი სტრიქონით მოიხსენიება ლაზიკის („აფხაზეთის“) ჩრდილოეთით მცხოვრები მცირე ტომები – აფსილები და აბაზგები.

უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების რუსული და ევროპული მატიანეები მიუთითებენ, რომ იბერები (ქართველები) და აფხაზები (ქართველები) ერთი ხალხია, ერთი დამწერლობის და ერთი კულტურის მქონე. ამ მოსაზრებას განამტკიცებს პლინიუსის, არიანე ფლავიუსის, ჟან შარდენის, არქანჯელო ლამბერტის, ევლია ჩელების ისტორიული კვლევითი მასალები.

ცხუმელი მქადაგებელი პიეტრო გერალდი 1330 წელს მოქალაქეებისადმი მიწერილ წერილში ჩამოთვლის ქალაქის მცხოვრებთ: ქართველებს, ბერძნებს, მუსლიმანებს და ებრაელებს.

ვატიკანის XV საუკუნის რუკაზე მდინარე კელასურის შესართავთან (ცხუმის გარეუბანი) მითითებულია პუნქტი „პორტო მიგრელო“, ხოლო ქალაქ გუდაუთის რაიონში პორტი „კავო დე ბუქსო“.

ცნობილი თურქი გეოგრაფი და ისტორიკოსი ევლია ჩელები წერდა, რომ „აფსუას“ ტომი „არ იცნობს ყურანს და საერთოდ არ აქვს არანაირი რელიგია“ და დამწერლობა.

რა თქმა უნდა, როგორც ძველი, ისე ახალი წელთაღრიცხვის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში იბერიის (საქართველოს) ვრცელ ტერიტორიაზე ხდებოდა ტომების გადასახლება, მაგრამ ისინი იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ ქვეყნის ისტორიაში კულტურული კვალი არ დაუტოვებიათ.

XVIII საუკუნიდან აფსუას ტომები (რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებამდე მდინარე ყუბანის კალაპოტის გასწვრივ მთიან რაიონებში ცხოვრობდნენ), აბაზგები (ჩერქეზულ-ადიღეური ტომები), სხვა ჩრდილოკავკასიელი მთიელები მცირე ჯგუფებად სახლდებიან ამ რაიონებში, რაც ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ ქართველ და რუს მეფეთა შორის პირველი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების გამოძახილია.

XVI საუკუნის დამდეგიდან სპარსელები და თურქები კავკასიელ ტომებს უწოდებენ „აბაზას“, რაც სპარსულად „სპილენძის მონეტას“ ნიშნავს. სპარსელი ისტორიკოსების კომენტარებში ეს სიტყვა „იაფი მუშახელის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა.

1783 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი – საქართველოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის. საქართველოს შეერთების შემდეგ, სახელმწიფოს სახელწოდების „საქართველოს“ ამოძირკვის მიზნით, რუსეთი მის ტერიტორიას ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიებად ჰყოფს. შიდა ქართლის პროვინცია (ქართლი აღმოსავლეთ საქართველოა, აფხაზეთი – დასავლეთ საქართველო) შედის თბილისის გუბერნიაში, ხოლო აფხაზეთი – ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქში. ქუთაისი აფხაზ მეფეთა ისტორიული სატახტო ქალაქი იყო.

ისმის კითხვა: რატომ უწოდებთ თქვენ, ქართველები „აფსუას“ მცირე უცხო ეთნოსს აფხაზებს? ამით თქვენ შეურაცხყოფთ თქვენს წინაპრებს, ბილწავთ საკუთარ ისტორიას, აკნინებთ და სახელს უტეხავთ თქვენს მრავალრიცხოვან ეთნოსს. აფხაზები ეს თქვენ ხართ, ქართველები – მეგრელები, ლაზები, იმერლები, გურულები, კოლხები, იბერები და ასე შემდეგ, ხოლო „აფსუები“ ეს მოსული მცირერიცხოვანი ტომია, რომელიც კავკასიის მთებიდან ჩამოვიდა და დაფუძნდა ამ მიწაზე XIX საუკუნის დამდეგს რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რომელიც გენერალმა ერმოლოვმა დაასრულა. იმხანად ისლამის მიმდევარი ათასობით კავკასიელი მთიელი გადასახლდა თურქეთში, ხოლო ისინი, ვინც ეს ვერ მოახერხა – ადიღელები, აბაზგები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ბალყარები და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტომები შავი ზღვის სანაპიროზე დამკვიდრდნენ – ოჩამჩირიდან ანაპამდე. 1917 წლის რევოლუციამდე მათი განსახლების ადგილს ეწოდებოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის სამხედრო ოლქი. ძალაუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა ამ რეგიონს შეუცვალეს სახელი, რომელსაც საფუძვლად დაედო ადგილის ისტორიული სახელწოდება – აფხაზეთი. ამ მომენტიდან ქართული ტოპონიმი „აფხაზეთი“, როგორც რეგიონის აღმნიშვნელი საკუთარი სახელი, დამკვიდრდა და დღემდე არსებობს, ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მეორე და მესამე თაობის ახალმოსახლეს ეწოდა ეთნონიმი „აფხაზი“. ახალი სახელწოდებით გაერთიანებულ მცირე ეროვნებათა რაოდენობრივი შემადგენლობა არასდროს აღემატებოდა 30-35 ათას კაცს. არადა, „აფხაზეთის“ საერთო მოსახლეობა დაახლოებით ხუთასი ათასს შეადგენდა. ბევრი მიეკედლა ამ ახალ ერთობას, რათა მოეხდინა თავისი სამოქალაქო სტატუსის ლეგალიზება, ელიტური ერის წარმომადგენელი გამხდარიყო და სოციალური პრეფერენციები მიეღო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „აფხაზი“ ეს ეროვნება კი არ არის, არამედ ეთნონიმია.

„აფსუების“ (ეთნონიმ „აფხაზის“ მიმთვისებელი სხვა ეროვნებების) ენაზე წყლის ძუძუმწოვართა და თევზების სახეობათა – დელფინის, კალმახის, სტავრიდის, კამბალის, ხონთქარას (ბარაბული) აღმნიშვნელი ერთი სიტყვაც კი არ არსებობს. მათ აქვთ ერთი სიტყვა «арыба»“. და საერთოდაც, „აფსუების“ ენა მეტად ღარიბი და უმნიშვნელოა თავისი მოცულობით, მასში ბევრი ნასესხები სიტყვაა მეგრული და რუსული ენებიდან. ქართული ენა კი ეს უძველესი და სილამაზით მდიდარი ენაა, ეს მეცნიერების, კულტურის, პოეზიისა და ლიტერატურის ენაა. ქართული ენა ოდითგანვე ღვთისმსახურების ენაა ამ მიწაზე. ეკლესია ჯერ კიდევ IX საუკუნეში გამოეყო ბიზანტიის ეპარქიას და აფხაზეთის კი არა, სრულიად საქართველოს ეკლესია გახდა.

ქართული კულტურის უძველესი ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო ქართული ქალაქი ქუთაისი. „აფსუები“ არასდროს ყოფილან ქრისტიანები და კულტურის, არქიტექტურის, დამწერლობის არანაირი ძეგლი არ შეუქმნიათ.
სულ ცოტა ხნის წინანდელ მაგალითს მოგიყვანთ: ბოლო ოცი-ოცდაათი წელია აღშფოთებას გამოხატავდნენ, სასამართლო დავას აწარმოებდნენ ევროპულ სასამართლოებში, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა მაკედონიას არ აქვს უფლება ეს სახელი ეწოდებოდეს. მაკედონელები ეს ისტორიულად ბერძნული ეთნოსია და არა სლავური. და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც თავისას – მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა.

თანამედროვე „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ არც ისტორიული, არც იურიდიული უფლება არ აქვს სხვისი ისტორიული სახელი ჰქონდეს. აფხაზები ეს ქართული ეთნოსია ამ მხარეს კი უნდა ერქვას „დროებითი აფსუა“. ამ ეთნოსის წარმომადგენლები ისტორიულად თავს „აფსუებს“ უწოდებენ, თავიანთ ქვეყანას კი  „აფსნის“ და არა „აფხაზეთს“. საქართველოს პარლამენტარებს ვთავაზობ, განიხილონ და დაამტკიცონ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებად „დროებითი აფსუა“ და არა აფხაზეთი.

„აფხაზი“ ხალხი ეს გამოგონილი ხალხია, მეფის რუსეთის ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში ბოლშევიკების დამკვიდრებული.

თქვენ, ქართველები რატომ იჩენთ ასეთ სასტიკ გულგრილობას საკუთარი ისტორიისადმი და წინაპართა ხსოვნისადმი? რატომ დაუშვით უცხო ხალხისთვის „აფსუებისთვის“ აფხაზები ეწოდებინათ და კვლავაც ასე უწოდებთ, ხოლო ომით წართმეულ თქვენს ისტორიულ ტერიტორიებს, საიდანაც იარაღის ძალით გამოდევნეს ასიათასობით ქართველი, ათიათასობით კი დახოცეს და დახვრიტეს, – აფხაზეთს!

რატომ არ აღშფოთდებით, რატომ არ მოითხოვთ, რატომ არ ჩივით იმის გამო, რომ „აფსუას“ ხალხის ახალი დამწერლობა, რომელიც მხოლოდ 1954 წელს შექმნა ქართული გვარის კაცმა გულიამ (ქართულად „გული“ ნიშნავს «сердце»), აფხაზებს მიაწერეს? 1954 წელს გაჩნდა „აფსუების“ პირველი სკოლა და მას „აფხაზური“ უწოდეს. ბოლშევიკებმაც შეგნებულად ბევრი შეცდომა დაუშვეს ქართველი ხალხის ისტორიაში ეთნიკური კუთვნილების დაცვის საკითხში. ახლად მოვლენილ დამწერლობას უნდა ეწოდებოდეს „აფსუა“ და არავითარ შემთხვევაში „აფხაზური“. ეს ფაქტი ხომ კულტურული დრამაა და ფსიქოლოგიური დივერსიაა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აფხაზები, ანუ ქართველები თავიანთი დამწერლობით IV საუკუნიდან, ხოლო მეორე ვერსიით ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან სარგებლობენ.

თანამედროვე ეტაპზე ისტორიულ და სამართლებრივ დიალოგებში საქართველო არ ავლენს ჯეროვან თანამიმდევრულობას, მკაცრად არ იცავს თავის ისტორიულ ტოპონიმურ, ჰიდრონიმურ, ეთნოტოპონიმურ საკუთარ სახელწოდებებს!

კოლხეთი, ადრე ბერძნების მიერ კოლონიზებული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მთელ დაბლობს მოიცავს, ასევე მუდამ ქართველ ხალხთან იყო დაკავშირებული და არა „აფსუებთან“. იმ ეპოქის არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს, საპირისპიროს რომ ამტკიცებდეს.

ბერძნებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქართველი ერის – მეგრელების, სვანების, გურულების, იმერლების, აჭარლების, ლაზების და სხვათა ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში ფაზისად (ბერძნულად „მარად ცოცხალს“ ნიშნავს) წოდებულ კოლხეთის პორტს, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში სახელი გადაერქვა და დღემდე ფოთი ეწოდება, რაც ბერძნულად ნიშნავს პონტოს – შავ ზღვას. XI საუკუნემდე საღვთისმეტყველო წიგნები ბერძნულ და ქართულ ენებზე იყო, შემდგომ – მხოლოდ ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება დღესაც ძველ ქართულ ენაზე წარმოებს. ყველა ქრისტიანთა წმინდა წერილი – ახალი აღთქმის 27 წიგნი დაწერილია როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ ენაზე.

ვიკიპედიაში აფხაზეთის შესახებ ინფორმაცია ხშირად ფეიკია, მოგონილია. ფეიკების ერთ-ერთი ცნობილი შემთხზველი გახლავთ რუსი კონსტანტინე ზატულინი და სხვა „ისტორიკოსები და განმანათლებლები“: ასლან ავიძბა, ერმილე აჯინჯალი, შალვა ინალ-იფა, გივი სმირი, ომარ მაანი, რომლებიც სამეცნიერო და ისტორიულ წიგნებში, ჟურნალეში, ინტერვიუებში ყალბ ფაქტებს ავრცელებენ. მათი განცხადებები ეს ბოდვაა, ეშმაკისეული და თავხედური მტკნარი სიცრუეა. ხოლო ე. აჯინჯალის ციტატა „…აფხაზეთში სახელმწიფოებრიობა შესაძლოა იესო ქრისტეს დაბადების პირველივე საუკუნეებში ჩამოყალიბდა…“ – ისტორიული მოსაზრება კი არა, სრული ნაყალბევია, ფეიკია. ეს შეიძლება სიმართლე იყოს მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში და არა აფსნისთან (აფსუა, აფხაზეთი), ის კი აფსუას გულისხმობს.

რატომ არ უპირისპირდებით თქვენი ეროვნული და საერთაშორისო იურიდიული ინსტანციებით ამ მავნებელ მთხზველებს, რომლებიც თავიანთი ყალბი ისტორიული ვერსიებით ხელს უწყობენ დანაშაულს ქართველი ხალხისა და მისი კულტურის წინააღმდეგ? რატომ არ მოაწყვეთ დამოუკიდებელი სამართლიანი გარჩევა და სასამართლო დევნა არ წამოიწყეთ ფაქტების დამახინჯების, ქართველი ხალხის მიმართ წინასწარ განზრახული პოლიტიკური ცილისწამებისა და გენოციდის ბრალდებით?

ბევრ აფხაზს (ნამდვილ ქართველს) ხოცავდნენ ერთადერთი მიზეზით: „თუ ქართველი ხარ, მაშ, მიიღე შუბლში ტყვია! “ ათიათასობით ადამიანი დახოცეს – მკვლელების ცნობიერებას სეპარატისტების მაამებელ ყალბ კომენტატორთა სიცრუე აყალიბებდა.

1992-1994 წლებში ქართველთა (აფხაზთა) გენოციდის საზარელი ფაქტი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის საკმარისად არ არის ცნობილი და სუსტადაა დეტალურად გაშუქებული. ეს თქვენი ბრალია, საქართველოს საჯარო პირნო! ეროვნული ისტორიის განმავლობაში უძველესი დროიდან მეზობელ ქვეყნებს – რომაელებს, ბიზანტიელებს, არაბებს, სპარსელებს, თურქებს და სხვებს არაერთგზის დაუპყრიათ თქვენი მიწები, რათა დაემონებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ ახერხებდით თქვენი ტერიტორიების და კულტურის აღდგენას. ამიტომაც შეგარქვეს რამდენიმე ათასი წლის წინათ სპარსელებმა „გურჯები“, თქვენს ქვეყანას კი „გურჯისტანი“ უწოდეს, რაც სპარსულად „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს. ახალი ერის დაწყებიდანვე თქვენი ხალხი მსოფლიოში ცნობილია ენერგიული ცივილიზაციური წინსვლით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მდიდარი კულტურის არსენალი.

დიდი იმედით ველი, რომ უახლოეს ხანში დაიცავთ და ქართველ ხალხს დაუბრუნებთ თავის ადრინდელ ტერიტორიებს.

„დროებითი აფსუას“ დამოუკიდებლობისთვის 1992-1993 წლების საომარ მოქმედებებში დაახლოებით 3000 უცხოელი მოხალისე მონაწილეობდა. უცნობი თვითმფრინავები ბომბავდნენ, „გრადები“ ესროდნენ, ტანკები ანგრევდნენ ქალაქ სოხუმს და „აფხაზეთის“ სხვა დასახლებულ პუნქტებს, რომ ქართველები გამოედევნათ. 300 ათასზე მეტი მოქალაქე სიკვდილის შიშით იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური კერა, 40 ათასზე მეტი დახვრიტეს და დახოცეს.

ამასთან 247 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა ლეონის ორდენით (1992 წელს შემოიღეს განსაკუთრებული სიმამაცის, გმირობის, წარმატებული საბრძოლო მოქმედებისათვის). რამდენად უნდა ყოფილიყო გახრწნილი და დამახინჯებული ამ ფეიკური იდეების ავტორთა ცნობიერება, რომ ქართველი ხალხის მკვლელობისათვის ქართველივე მეფის ლეონის სახელობის ორდენი შემოეღოთ ჯილდოდ.

„აფსუების“ ტომის ისტორიაში არაფერი არ არის: არც კულტურა, არც ენა, არც ძეგლები – მხოლოდ ყურით მოთრეული ამბიციები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „აფსუები“ არ აღიარებდნენ ქრიატიანობას და შორს იყვნენ მართლმადიდებლებისთვის კანონიკური წმინდა წიგნებისგან, ასევე ქრიატიანული მოძღვრების სხვა წყაროებისგან. ადრე, საუკუნეთა განმავლობაში „დროებითი აფსუას“ ტერიტორიაზე მოქმედებდა 140-ზე მეტი ტაძარი და მონასტერი, რომლებიც გამოირჩეოდა საქართველოსთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილით, აფხაზეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ჩამოყალიბებული დეკორითა და ფასადური პლასტიკით. ახლა მხოლოდ 15 ტაძარი და 2 მონასტერი მოქმედებს. ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებას ეროვნული თავისებურება ახასიათებს. ყველა ტაძარი და ეკლესია ქართველი ოსტატების აგებულია და დუბლირებულია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მე და საქართველოს მრავალი სხვა გულშემატკივარი გთხოვთ დაიცვათ ევროპის უძველესი სახელმწიფო. VI-X საუკუნეების ევროპაში სულ ოთხი სახელმწიფო არსებობდა: გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერია (დედაქალაქი ახენი), ინგლისის სამეფო (დედაქალაქი ვინჩესტერი), რუსეთი (დედაქალაქი კიევი) და აფხაზეთი (დედაქალაქი ქუთაისი, მხოლოდ ქართული ეთნოსი, სახელმწიფო ენა და დამწერლობა – ქართული, რელიგია – ქრიატიანობა (მართლმადიდებლობა).

ჩვენ ყველა, ვისაც გვიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა, თქვენგან აქტიურ მოქმედებას ველით!
თქვენ კი, „აფსუა“ ხალხო, თქვენი ჯიუტი და აშკარა მცდელობა, მიიწეროთ საქართველოს მაღალი ცივილიზაციური კულტურა, სხვადასხვა ფრაგმენტებშია გამოხატული.
„აფსუას“ ეთნოსი სარგებლობს სხვისი მემკვიდრეობით და მონაპოვრებით, გვარებიც კი მიითვისეს, რადგან თავისი არ ჰქონდათ. თქვენს ტომს საკუთარი სახელები არ ჰქონია. ისტორიული ფესვების რეალობას ეტიმოლოგია ადასტურებს.

თანამედროვე „დროებითი აფსუას“ – ისტორიულად ქართული „აფხაზეთის“ – მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტმა მიისაკუთრა ნაცნობების, მეზობლების და ყველა გარშემო მცხოვრების წმინდა ქართული სახელები და გვარები. ეს აქცია ეხმარებოდა მათ საკუთარი თავის ლეგალიზაციაში, ახალი წარმონაქმნის – ბოლშევიკური აფხაზეთის სოციალურ ლანდშაფტში თავიანთი ხალხის ინტეგრაციაში. თქვენ სრულიად მოურიდებლად მიითვისეთ ქართული გვარები, თუმცა თავს ისევ „აფსუებს“ უწოდებთ.

მოგიყვანთ რამდენიმე ასეთ გვარს: კაკალია (მეგრული „კაკალი“), ლომია (ქართული „ლომი“), მიმინოშვილი (ქართული „მიმინო“), თოფურია (მეგრული „თოფური“, ქართულად ნიშნავს „თაფლს“), ბედია (ქართული „ბედი“), ჯიქია (ქართული „ჯიქი“), ქობალია (მეგრული „ქობალი“,ქართულად ნიშნავს „პურს“), ძიძარია (ქართული „ძიძა“), ცაავა (ქართული „ცა“ და „ავა“), მელია (ქართული „მელა“), ღვინჯილია (მეგრული „უღრანი ტყე“), ზარანდია (მეგრული „ზარი“ და „დია“, ქართულად „დიასახლისი“), ჩემია (ქართული „ჩემი“).

„აფსუების“ 630 გვარიდან 500-ზე მეტი ასეთი გვარია, მათი საკუთარი გვარები კი 100-ზე ნაკლებია. 500-ზე მეტ გვარს ქართული ძირი აქვს.

არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებსაც კი ქართული გვარები აქვთ. და ამასთან ქართველებს მტრებს უწოდებთ! თქვენ გადამთიელების და ომის დახმარებით ისტორიული მიწებიდან, მამაპაპისეული სახლებიდან გამოყარეთ ძირძველი მოსახლეობა, ნაწილი კი დახვრიტეთ. მაგრამ აფხაზეთის მთელი მიწა-წყლის მრავალათასწლოვანმა ისტორიამ შემოინახა ქართული ტოპონიმები – ჰიდრონიმები, ოიკონიმები, ორონიმები.

„აფსნის“ მთავრობის ზოგიერთ წევრთა გვარები: ანქვაბი ( ქართული „ქვაბი“), ბჟანია („ბჟა“ მეგრულად „მზეს“ ნიშნავს), კვიცინია (ქართული „კვიცი“), ქაჯაია (ქართული „ქაჯი“), ჯინჯოლია („ჯინჯი“ მეგრულად „ფესვს“ ნიშნავს), ბებია (ქართული „ბებია“), გაბლია (მეგრულად „გავლენას“ ნიშნავს), გუნია (მეგრულად ნიშნავს „ჰგავს“).
აკადემიური მეცნიერების ცნებების საყოველთაო მნიშვნელობა:
ტომი. ეთნოსის ყველაზე ადრეული ფორმა. მის წარმოქმნას წინ უძღოდა ადამიანთა გაერთიანება ოჯახებად, საგვარეულოებად და კლანებად.

ეროვნება. ეთნოსის შედარებით განვითარებული ფორმა, რომელმაც ჩაანაცვლა ტომი. ტომისგან განსხვავდება იმით, რომ მოიცავს ადამიანთა დიდ რაოდენობას; მისი წარმოქმნა უკავშირდება სახელმწიფოს წარმოქმნას, რომელიც ერთ მთლიანობად აერთიანებს დიდ ტერიტორიებს; ადამიანთა გაერთიანებას საფუძვლად უდევს არა მარტო ნათესაურ-გვაროვნული კავშირები, არამედ ენობრივი, ტერიტორიული, ეკონომიკური და კულტურული ნიშნებიც.

ერი. ეთნოსის ტიპი, ადამიანთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია საერთო ინსტიტუტებითა და ფასეულობებით. ერის ნიშნებია: ერთიანი ტერიტორია, ერთიანი ენა; საერთო ეკონომიკური სისტემა; ერთიანი ეროვნული ხასიათი, სოლიდარობის გრძნობა.

P.S. ამ მიმართვაში მოცემულ ჩემს მოსაზრებებში ყველაზე ნაკლებად ქართული წყაროები დავიმოწმე და არგუმენტაციისა და დასკვნებისთვის რომაული, ბერძნული, ევროპული, თურქული და სპარსული მასალები გამოვიყენე. “

დატოვე კომენტარი