Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში

Posted by iberiana on ოქტომბერი 16, 2019

აღმოჩენა ნეკრესის ნაქალაქარში


15.10.2019

მრავაწლიანი კვლევის შემდეგ ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უნიკალურ სამარხებს მიაგნეს.

აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ადრე ქრისტიანული ხანის ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამარხების საქართველოში არსებობას ადასტურებს. სიძველეების და ახალი არტეფაქტების მიგნებით სპეციალისტებმა ყვარელში, მდინარე დურუჯთან მდებარე სატაძრო კომპლექსზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სამარხების ზომებმა ექსპედიციის მონაწილეები დაარწმუნა, რომ საქართველოში რომის იმპერიის და ადრეული ბიზანტიის მსგავსი ბაზილიკები იგებოდა.

1tv.ge 

***

18222088_1320708078014205_3080848907241849302_n

 

ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:
“საქართველოში პირველად აქ დადასტურდა კატაკომბური გალერეა-დერეფანი, ღია სივრცეში მოწყობილი აკლდამებით, თანაც IV-V საუკუნეებისა.

სხვა უძველეს ქართულ ტაძრებშიც იქნებოდა მსგავსი სარდაფები – მარტო აქ ხომ არ გამოიყენებდნენ რომაული ქრისტიანული სამყაროსთვის ესოდენ დამახასიათებელ სამაროვნის ტიპს? უბრალოდ, საქართველოში ფაქტობრივად ახლა იდგამს ფეხს ქრისტიანული არქეოლოგია… წინ ურიცხვი საქმე გველის”.

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

მერაბ კოსტავას გახსენება

Posted by iberiana on ოქტომბერი 13, 2019

43823183_10215989434105214_8926952592588668928_n1

აქცია კინოს სახლთან. ანა მიქაუტაძის ფოტო

მერაბ კოსტავას გახსენება

არასდროს დამავიწყდება 1989 წლის 11 ოქტომბრის მიტინგი კინოს სახლთან… ჩამოსული იყვნენ დელეგაციები ბალტიისპირეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან. პირველად თბილისში იწყებოდა აქცია იმპერიულ ჯარში ახალგაზრდათა მსახურების წინააღმდეგ. მერაბი ასე ბედნიერი, ასეთი ჩაცმულიც კი არასოდეს გვენახა. მისი ნათქვამი ყველა სიტყვა დამამახსოვრდა. მიტინგზე ბატონმა ზვიადმა გამოაცხადა, რომ იწყებოდა აქცია: – ახალგაზრდები უარს ამბობენ იმპერიულ ჯარში მსახურებაზე, ეს კავშირის მასშტაბით იქყება და ამ აქციას უხელმძღვანელებს თავად მერაბ კოსტავაო.

 სამი მეგობარი ერთად ვიდექით მიტინგზე – მე, მერი სხირტლაძე და ფერიდე ჯანგირაშვილი (9 აპრილს დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის და). ყველას შიშის და სიამაყის ჟრუანტელმა დაგვიარა შიშის იმისა, რომ იმპერია ამას არ გვაპატიებდა...

13 ოქტომბერს ნოდარ ჯანგირაშვილის დედამ დაგვირეკა და გვთხოვა მასთან მივსულიყავით. პატარა სუფრით ფერიდეს დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა. ნოდარი ჯავახიშვილის N3-ში ცხოვრობდა, მერაბი N1-ში.  ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რომ გამოვედით, მერაბის ეზოში რაღაც ჩოჩქოლი შევნიშნეთ. თურმე, მეზობლად ბიბლიოთეკაში დაერეკათ, მერაბი ავარიაში მოჰყვაო (მოგვიანებით, სტუმრად ვიყავი ჩასული ზესტაფონში და ზესტაფონელებისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში ზესტაფონში ყოფილა ჩასული  თავიანთივე  ქალაქელი სუკ-ის მაღალჩინოსანი მოსკოვიდან. თვითონ ზესტაფონელებსაც კი უკვირდათ, რაღა მერაბის დაღუპვის დროს დაუკავშირაო).

მისი დაღუპვა იმდენად თავზარდამცემი იყო ჩემთვის, რომ დიდხანს ხმამაღლა ვქვითინებდი. უცებ მოიყარეს თავი კინოს სახლთან ეროვნული მოზრაობის ლიდერებმა… ყველა ტიროდა…

გულიკო საბაძე

 

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Итальянцам вернули маму и папу

Posted by iberiana on ოქტომბერი 12, 2019

ITALY-GENOA-BRIDGE-COLLAPSE-ANNIVERSARY[1]Итальянцам вернули маму и папу: Власти покончили с “толерантными” родителем-1 и родителем-2

Власти Италии вернули в паспорта определения “мать” и “отец”, вычеркнув “толерантных” родителя-1 и родителя-2. “Это противоречит всем нашим многовековым устоям, и мы решили с этим покончить”, – сказал вице-премьер страны.

В Италии больше не будет родителя-1 и родителя-2, власти страны вернули определения “мать” и “отец” в официальные документы. Об этом сообщил лично вице-премьер и глава МИД Италии Маттео Сальвини.

“Сегодня я с радостью готов сообщить, что в Италии больше не будет родителя-1 и родителя-2. Это противоречит всем нашим многовековым устоям, и мы решили с этим покончить”, – сказал он.

Термины “родитель-1” и “родитель-2” были введены в 2016 году под лозунгами толерантности и прав гомосексуалистов. Нововведение вызвало возмущение многих итальянцев, но всё равно было принято либеральным правительством страны.

Избранное в прошлом году новое правительство взяло курс на возвращение к традиционным ценностям и защите интересов страны. Первым делом Италия отказалась принимать навязываемых ей Европой мигрантов, теперь же очередь дошла до вычищения либеральных нововведений из законодательства страны.

წყარო

Posted in 2019, საქართველო-Georgia, В мире | Tagged: , , | Leave a Comment »

მოსახლეობის ჩანაცვლება საფრანგეთში კრიტიკული პრობლემაა

Posted by iberiana on ოქტომბერი 7, 2019

mareshal-lepeniმოსახლეობის ჩანაცვლება საფრანგეთში კრიტიკული პრობლემაა, ჩვენი წინაპრების მიწაზე შეიძლება უმცირესობად ვიქცეთ – მარიონ მარეშალ-ლე პენი

საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის დისშვილი მის მხარდამჭერებს მოსახლეობის „დიდი ჩანაცვლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მარიონ მარეშალ-ლე პენმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მასობრივი დემოგრაფიული გამოწვევა – „დიდი ჩანაცვლება“ ამჟამად საფრანგეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„პირველი მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის „დიდი ჩანაცვლება“ – დემოგრაფიული კლება, რომელიც გვაიძულებს ჩვენი წინაპრების მიწაზე უმცირესობად ქცევის შესაძლებლობა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა მარიონ მარეშალ-ლე პენმა.

მისივე თქმით, დიდი ჩანაცვლების თანმდევი შედეგები იქნება მულტიკულტურული საზოგადოება, რომელსაც სურს იყოს „გაბზარული და მოძალადე“.

წყარო: breitbart.com/europe/2019 

alt-info.com 

 

Posted in 2019, მიგრანტები, მსოფლიო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

Tbilisi museum hosting first non-UK display of historic coin of Georgia’s Medieval king

david

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მონეტას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მისი წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს.

ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

გამოფენა 2019 წლის 15 დეკემბრამდე გასტანს.

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

70416529_523090495160648_4312304210663178240_n

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვაჟკაცობით ცნობილი რუსლან აუშევი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ.

გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიჭის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი.

და მოხდა სასწაული – ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს – აჩუქეს!
შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ – ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.
(1956 წელს, შუააზიის გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა არამხოლოდ სახლ-კარი, არამედ პირუტყვი და ჭურჭელიც კი დაუტოვეს! – გ.გ.)

მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო – არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ალიკო ცინცაძე – ქართული კაბალა

Posted by iberiana on სექტემბერი 13, 2019

ქართული კაბალა და ქართული ჰემატრია

ალიკო ცინცაძის წიგნის “ქართული კაბალა”-ს პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. 24.04.2019

 ავტორმა კაბალას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბალას უდიდესი პოლიტიკური და მეცნიერული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, „ქართულ კაბალაზე“ მუშაობის პროცესში ყველაზე მთავარი ქართული ჰემატრიის აღმოჩენა იყო.

ქართული ჰემატრიის არსებობის დამტკიცებაზე 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თავად წიგნის გამოცემა კი 1 წელიწადში მოხდა.

“დიდი იბერია მთელი თავისი მშვენიერებით ჩვენ წინაშეა და მე მას, ქართულ კაბალას, ვუბრუნებ საქართველოს”, – განაცხადა ალიკო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ქართული ჰემატრიით მტკიცდება, რომ ქართული ენა ქრისტეს ენაა და ქართველებს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშნები აქვს.

“ქართული კაბალა ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიციები, მზისა და მთვარის მოძღვრება, სულის უკვდავების მოძღვრება, რომელიც დაფარვის მეთოდებს შეიცავს. დადგინდა, რომ ქართული კაბალა მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიის ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის, მუსულმანობისა და ზოროასტრიზმის საფუძველს წარმოადგენს”, – განმარტა წიგნის ავტორმა.

როგორც მან თქვა, ეს წიგნი უკვე დახლებზეა, თუმცა საზოგადოება მას ნაკლებად იცნობს.

“ქართულ საზოგადოებას ეს წიგნი ებრაულ კაბალაზე ჰგონია და ამიტომ არ იყიდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო ქართული კაბალა აღდგეს მთელი თავისი ბრწყინვალებით”, – აღნიშნა ალიკო ცინცაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის ბოლოს ავტორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ქართული კაბალას მნიშვნელობაზე დამატებით განმარტებები გააკეთა.

pia.ge 

Posted in 2019, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა. 7.06.1991

Posted by iberiana on სექტემბერი 12, 2019

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა წარმოთქმული 1991 წლის 7 ივნისს

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საპრეზიდენტო არჩევნები, დემოკრატიული და ეროვნული უშიშროების სტრუქტურების ჩამოყალიბება; ურთიერთობების მოგვარება სსრ კავშირთან; შუამავლის როლი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით; სახელმწიფო მოწყობა; სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარება; აფხაზთა და ქართველთა ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა; პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარება; სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება; საქართველოს სამხედრო დოქტრინა; კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის; მართმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება; ძირეული ეკონომიკური რეფორმის გატარება; სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლა; საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ინვენტარიზაცია; პრივატიზაცია; მიწის საკითხი; მოსახლეობის დასაქმება; სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნა; საქართველოს მიღება გაეროს წევრად;  საქართველოს ღირსეული ადგილის დაბრუნება მსოფლიოში!

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

e18390e1839ce18393e18394e183a0e183a1e18390

„რისკი ცალსახად არსებობს“ – ინტერვიუ ანდერს ფოგ რასმუსენთან

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში, ამბობს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გასაწევრიანებლად შეუძლია, დროებით უარი თქვას ალიანსის მეხუთე პუნქტის მის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებაზე. რასმუსენმა გვითხრა, რომ რისკი ნამდვილად არსებობს, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერება კვლავაც სამხედრო აგრესიით სცადოს. თუმცა, ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამ რისკის აწონ-დაწონვა მაინც ღირს. რასმუსენი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მოუწევს ქვეყნის შიგნით საკითხზე კონსენსუსს მიაღწიოს. რასმუსენის განცხადებაზე გუშინდელმა გამოხმაურებებმაც ნათლად აჩვენა, რომ ყოფილი გენერალური მდივანი, ამ მხრივ, მართალს ამბობს.

რასმუსენის გუშინდელ გამოსვლას თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართულ მედიაში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა. რასმუსენის სიტყვის არაზუსტ ქართულ ვერსიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციაში მისი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე „ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა“ იქნებოდა…

„ვაჟა თავბერიძე /„სამოქალაქო საქართველო“: კონფერენციას საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი შეურჩიეს – “Now What?” – და მინდა, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ: რას უნდა ველოდოთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით? სად ვართ და საით მივდივართ?

ანდერს ფოგ რასმუსენი: ვიტყოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება: უღირს თუ არა საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ იმ დათქმით, რომ დროებით, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, თქვენს დე-ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. ეს გულისხმობს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ეს ბევრს შეიძლება ჩახლართულ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი უკვე გვაქვს ნატოში – 1955 წელს აღმოსავლეთ გერმანიას (გდრ) ნატოში გაწევრების უფლება არ მიეცა, მაშინ როცა დასავლეთ გერმანია გახდა ნატოს წევრი. მეხუთე მუხლი არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე, სანამ გერმანია არ გაერთიანდა. ზუსტად იგივე შეიძლება გაკეთდეს საქართველოს შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი დიდი კამათის საგანი გახდება საქართველოში, ამიტომ აჯობებს მსგავსი გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოთ, და თუ გადაწყვეტთ, რომ ეს გსურთ, მერე უნდა „მიხვიდეთ“ ნატოსთან და უთხრათ: „აი, ჩვენ მზად ვართ, ახლა რას იტყვით?“

Q: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ნატოს პასუხი? იზიარებენ თქვენი ყოფილი კოლეგები თქვენს მიდგომას?

A: დღეს, არამგონია, დღეს კონსენსუსის გარანტიას ვერ მოგცემდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი პირველი ნაბიჯი ამ პროცესის დასაძვრელად. ამ შემთხვევაში, ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწევთ დაიწყონ უფრო რეალისტური დისკუსია იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ნატოში საქართველოს მიღებას, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამისთვის: თქვენ ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ხართ, დიდი წვლილი შეგაქვთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და თქვენი სამხედროები საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

Q: გააქარწყლებს თუ არა ეს თქვენი მოდელი იმ სკეპტიციზმს, რომელიც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს აქვთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

A: დაუყოვნებლივ არა, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა ამ ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ. რადგან ახლა სკეპტიკოსებისთვის ძალიან ადვილია, ამ დისკუსიას თავი აარიდონ და უბრალოდ ხელი გაიშვირონ გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტებისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმით, ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, განტოლებიდან გაქრება. შესაბამისად, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე მსჯელობა, რომ საქართველო ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

Q: გერმანიის მაგალითი ახსენეთ. ზედმეტ სკეპტიციზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ გულწრფელად გჯერათ, რომ დასავლეთისთვის საქართველოსაც ის გეოპოლიტიკური წონა აქვს, რაც მაშინ გერმანიას ჰქონდა?

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nato/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე?

Posted by iberiana on სექტემბერი 11, 2019

ანდერს ფოგ რასმუსენი – უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?” – განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

“არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ”, – განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

“რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რასმუსენმა.

interpressnews.ge 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სერგი ჯანაშია: “ვინანიებ საჯაროდ”

Posted by iberiana on სექტემბერი 10, 2019

სერგი ჯანაშია: “ვინანიებ საჯაროდ”

69695354_497698674416667_1196577321729916928_nგაზეთი „საქართველოს“ ყოფილი რედაქტორის მოადგილემ, სერგი ჯანაშიამ „იმედის“ ეთერში გიორგი კალანდიას ფილმის „დახვრეტილი საქართველო“-ს ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ვინანიებ საჯაროდ, თქვენს წინაშე, ამ დიდი აუდიტორიის წინაშე იმ ფაქტს, რომ მეც მიმიძღვის წვლილი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში, როგორც სახალხო ფრონტის გაზეთ”საქართველოს’ რედაქტორის მოდგილეს.
გაზეთ “საქართველოს” არცთუ ცოტა წვლილი მიუძღვის სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიურ მომზადებაში.

ახლახანს ვუყურე გიორგი კალანდიას ფილმს იმ მოვლენებზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე.

ადრეც მითქვამს, დამიწერია კიდეც, რომ მეც დამნაშავე ვარ და ჩემს წილ დანაშაულს ვგრძნობ -მეთქი, მაგრამ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე პირველად ვამბობ ამას.

მართალია, იარაღი არ ამიღია ხელში და არ მიომია ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ იდეოლოგიური ომი ნაკლები ომი არაა.

მატერიალურად, არც სამსახურებრივი კარიერის თვალსაზრისით არაფერი სარგებელი მინახავს იმ პროცესებში მონაწილეობისაგან, მაგრამ ბევრმა ისარგებლა, ბევრმა ჯერ სამხედრო საბჭოში, მერე სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში, სახელისუფლებო იერარქიის სხვადასხვა კიბეებზე პოვეს თავიანთი ადგილი და ზოგი მათგანი დღესაც ზის პარლამენტში სახელისუფლები კვოტითა თუ ოპოზიციური გუნდიდან.

ცალკე უნდა ითქვას მაშინდელი ინტელიგენციის როლზე. ამ ე.წ.ინტელიგენციის წარმომადგენლები არა მხოლოდ სიტყვით, იარაღით ხელშიც იბრძოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ…

სახალხო ფრონტის ლიდერს, ნოდარ ნათაძეს, ეყო იმისი კაცობა, რომ საჯაროდ მოენანიებინა თავისი შეცდომა და დანაშაულიც.

დროა მას სხვებმაც მიბაძონ.

იმისი დროცაა დიდიხანია, დეტალურად გამოძიებულ იქნას ყველაფერი და დაისაჯონ დამნაშავეები- კიტოვანი, სიგუა, სხვები.. იოსელიანი წასულია იმქვეყნად, მაგრამ ბევრი მისი თანამებრძოლი, რომელიც ტყვიას უშენდა მომიტინგეებს, ცოცხალია…

ლამის ოცდაათი წელია გასული იმ ამბების მერე, მაგრამ მისი აჩრდილი თან სდევს საქართველოს და განვითარების საშუალებას არ აძლევს.

სანამ სამართლიანობა არ აღდგება და დასასჯელი არ დაისჯება, არაფერი გვეშველება. ეს ღმერთის რისხვაა ჩვენს თავს, რომ ზვიადის შემდეგ ყველა არჩეული თუ თავსმოხვეული მთავრობა ერთმანეთზე უარესია..

მინდა პატიება ვთხოვო ზვიადის სულს, იმ პუტჩის დროს დაღუპულ მისი თანამებრძოლების სულს, ყველა დახვრეტილი მომიტინგის სულს და რა თქმა უნდა, მათი ოჯახების, შვილების წინაშე ვიხრი ქედს და პატიებას ვთხოვ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/pitchi/

 

Posted in 2019, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ფერეიდნიდან საქართველომდე 1400 კმ ფეხით

Posted by iberiana on სექტემბერი 10, 2019

ფერეიდანელი ქართველები, რომლებმაც ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს, უკვე საქართველოში არიან

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი საქართველოში არიან. მათ უკვე გადმოკვეთეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“.

31 დღე ფერეიდანიდან თბილისამდე 1400 კმ ფეხით გამოიარეს.

აქცია, რომელიც ფერეიდანელმა ქართველებმა დიდგორობას მიუძღვნეს, 11 აგვისტოს დაიწყო.

ომიდ გოგონანი (ამირან გუგუნაშვილი): „გეფიცებით, საქართველოს სუნი მოდის ექა, ვსუნთქავ საქართველოს სუნსა და მევსების გული“.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე გაიმართა შეხვედრა. დღესვე, 18:00 საათზე, მათ რუსთავი უმასპინძლებს. მის: რუსთაველის 30 – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ (ქიმიკოსთა კულტურის სახლი);
თელავი – 14 სექტემბერს, მცხეთა – 16 სექტემბერს.
16 სექტემბერს, 12 საათზე, ფერეიდანელებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს (ჭავჭავაძის 53 ა).

ფერეიდანელ ქართველებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება:

  • შეხვედრა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული
  • სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან;
  • შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • გასვლა დიდგორში (რადგანაც ეს აქცია მიეძღვნა დიდგორობას) და სხვ.

„ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ფუძეზე დაბრუნება და ეროვნული ერთიანობა“, – აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც არის ამ შეხვედრების ორგანიზატორი.

თამარ შაიშმელაშვილი

kvira.ge 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ფერეიდანი | Tagged: | Leave a Comment »

სანტორინი – რა აკავშირებს კუნძულს უძველესს ქართველებთან ?!

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

სანტორინი – რა აკავშირებს კუნძულს უძველესს ქართველებთან ?!

ვულკანის ამოფრქვევამდე არსებული ცივილიზაცია და მინოსური კულტურის სათავეები

სანტორინი არის მცირე ზომის ცირკულარული განლაგების ვულკანური კუნძულების ჯგუფი სამხრეთ ეგეოსის ზღვაში, დაახლოებით 200 კმ-ში საბერძნეთის კონტინენტური ნაწილის სანაპიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

 

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

Marina Kacharava

„მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია და მისი მოხმარებისას პრაქტიკულად იშლება მეხსიერება“ – მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „აზროვნების აკადემიაში“ მარიხუანას მოხმარების უკიდურესად მძიმე შედეგებზე საუბრობს:

„ამბობენ, რომ მარიხუანა ძალიან უსაფრთხოა, საყვარელია და განვითარების საშუალებაა. სინამდვილეში ეს გახლავთ ძალიან მძიმე ნარკოტიკი ხანგრძლივ მოქმედებით. ერთი შეხედვით ის შეიძლება ვიღაცისთვის უსაფრთხო იყოს, მაგრამ მის შემადგენლობაშია ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეს არის შხამი და მას აქვს ძალიან დიდი განფენა თავის ტვინზე. მეტიც, ოპიატებს ბევრად ნაკლები აქვთ განფენა ტეტრაჰიდროკანაბინოლთან შედარებით. ეს იწვევს გუგების საშინლად გაფართოებას. ზოგადად, გუგა ფართოვდება დიდი შიშის დროს, მაგრამ მარიხუანას მიღებისას ის ფართოვდება ძალიან არაბუნებრივად. პრაქტიკულად იშლება მეხსიერება, აღარ ახსოვთ არც ბავშვობა და არც არაფერი. ეს არის წრეში მოხვედრილი არსება, რომელიც ვეღარ გამოდის ამ წრიდან. ქცევის კონტროლი თავის ტვინში არის შუბლის წილთან ახლოს, ის ჩვენი ქცევის მუხრუჭია და ის ადამიანს ძალიან სჭირდება. მარიხუანას დროს ეგ მოშლილი გაქვს და პიროვნება არ ხარ, ჩამოშლილი ხარ და შველასაც არ ითხოვ. ყველზე მთავარი, უკრიტიკობაა. შენ ხარ ავადო გეუბნება და მე ვარ კარგადო, ვერ აცნობიერებს, სანამ ფორთხვას არ დაიწყებს. თვლის, რომ მშვენივრად არის. მეხსიერების გარდა, მარიხუანა პოტენციაზე საშინლად მოქმედებს, ასევე კოორდინაციაზე, სიამოვნებაზე, მადლიერებაზე და რეალურად სურათს იგივეს იღებს. მაგალითად ფსიქოზი პირველივე მარიხუანას მოწევაზე მანიფისტირდება, ასეთ ადამიანებს ჩარჩენილებს ეძახიან და ბევრი გინახავთ, რომ აი მოწია და ასე დარჩა. დღე არ გავა, რომ ვიღაცა არ დავაწვინოთ ან ფსიქიატრიულში ან ნარკოლოგიურში.

რაც შეეხება სამედიცინო მარიხუანას, კანაბისი როგორც მედიკამენტი დარეგისტრირებული არ არის, ისრაელში მას იყენებენ ეპილეფსიის ან სიმსივნის დროს. მეტიც, სიმსივნის დროს მორფსაც იყენებენ, მაგრამ ის გაბუნდოვანებას იწვევს და ტკივილგამაყუჩებელია და არა სამკურნალო. ისრაელშიც მას უწერენ 50 ან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი ჩვენება. ეს არის ძალიან დიდი ლობი ნარკობიზნესის, რომლებსაც უნდათ, რომ კანაბისი გახადონ სამკურნალო საშუალება.

სრულად: iberiana.wordpress.com/health/no-drugs/

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

დახვრეტილი საქართველო

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

გიორგი კალანდიას დოკუმენტური ფილმი

“დახვრეტილი საქართველო”

Posted in 2019, ვიდეო, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ლევან ვასაძე – ჩვენი პოლიტიკური კულტურა

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

Levan Vasadzeლევან ვასაძე – ჩვენი პოლიტიკური კულტურა

ნაწყვეტი ტელემიმართვიდან 

“…როდესაც მე ვფიქრობ _ რამ უნდა გადაგვარჩინოს, რამ უნდა შემოატრიალოს ჩვენს თავზე დატრიალებული წისქვილის ბორბალი, მე მეჩვენება, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავსვათ დიაგნოზი.

დიაგნოზი კი არის ასეთი _ ჩვენ ვკვდებით…
და სავსებით შესაძლებელია (ღმერთმა დაგვიფაროს), რომ ეს შეუქცევადი პროცესიც იყოს…

მე ეს არ მინდა!
მე ამის არ მჯერა!
მე ამის საწინააღმდეგოდ ვლოცულობ, ისევე, როგორც ყველა მორწმუნე ადამიანი.

პირველი გაჩერება ჩვენს გამოჯანმრთელებაში, უნდა იყოს _ ტოტალური სინანული, ტოტალური თვითკრიტიკა და ტოტალური შეზიზღება იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ, როგორც ერი, ვართ!

თუ ადამიანი ან ერი ნანობს გულწრფელად, მას მერე უკვე ეძლევა შანსი გადარჩენის.
კათარზისის, თვითგაწმენდის, გამოჯანმრთელების საწყისი, არის დიაგნოზი და მე ვშიშობ, რომ ჩვენი დიაგნოზი არის ტერმინალური, სასიკვდილო, სიკვდილის შიგნით ვართ უკვე…

…ორიენტირები საზოგადოების, არის იმდენად ხორცისეული ანუ მატერიალისტური, რომ არაფერი მასში მარადიული, იდეალისტური და სულიერი აღარაა.

მოდით, აქედან დავიწყოთ.
ჩავიხედოთ სარკეში და ვთქვათ, რომ კვაზიმოდო გავხდით ეს ულამაზესი ერი, რომელზეც უცხოელები საოცრებებს წერდნენ…

…ამ სასიკვდილო მდგომარეობაში მყოფი ქართველი ერისათვის, ახლა დგას გადამწყვეტი ხანა.
ან შევინანებთ იმას, როგორ სამარცხვინო მდგომარეობაშიც ვართ და დავინახავთ, რომ მთავრობები უბრალოდ ამის ანარეკლია და მაშინ დაიწყება ჩვენი გამოჯანსაღება ან არაფერი არ გვეშველება…

ეს არ ნიშნავს არც ერთი წამით, რომ ერთი იოტაც კი დავუთმოთ რომელიმე ხელისუფლებას, როცა ის მარადიულ საქართველოს ღალატობს.

ბოლო 30-მა წელიწადმა, ჩვენი ერი დასცა არა მხოლოდ ეკონომიკურად, ინტელექტუალურად და დემოგრაფიულად, არამედ პირველ რიგში სულიერად (მიუხედავად მარქსიზმის განადგურებისა).
ეს არის ფაქტი და მოდით, ეს ვაღიაროთ.

მოდით, შევინანოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემი ჩათვლით, ხვალიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება _ უფრო სინდისიერი და უფრო თვითკრიტიკული.
და მაშინ შეიძლება რამე გვეშველოს.

რამდენად პესიმისტურიც არ უნდა იყოს ეს ჩემი მომართვა, მე მწამს, რომ თუ ჩვენ ღმერთს ვთხოვთ _ ღმერთო გვიშველე, ღმერთო მოგვეცი სინანულის განცდა, ღმერთო მოგვეცი განახლება, მაშინ უფალი შეისმენს.

იმიტომ, რომ ის არსებობს, მას ჩვენ ვეცოდებით და ვუყვარვართ.
ის განგვაახლებს ჩვენ!

მოდით ვილოცოთ, შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ მოგვცეს ცრემლი გულწრფელი სინანულისა.

მე შენდობას გთხოვთ თქვენ ყველაფრისათვის.
თუ რამე გაწყენინეთ, თუ რამე არასწორად ვთქვი ჩემს ერზე ზრუნვაში…

დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
იქნებ, რამე გვეშველოს.

მე ამისი მჯერა.”

27 აგვისტო, 2019

https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/levan_vasadze/

 

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

8d6b3e4ff519ec5ed6e6203e342e3f48_thumb[1]საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ შიდსის ცენტრში დღეისათვის 7882 აივ-ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. მათ შორის 5913 კაცი, 1969 კი ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა, 1599 გარდაიცვალა.
არვ-მკურნალობას 4833 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვი იტარებს.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.6% ნარკოტიკებისინექციური მომხმარებელია; 47.6% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3% არიან კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცთან; 1.3% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% სისხლის რეციპიენტია; 0.7%-ის გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2906 შემთხვევა), შემდეგ სამეგრელოსა – 1113 და იმერეთში – 956. 877 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში, აფხაზეთში – 516; კახეთში – 386, ქვემო ქართლში – 446, შიდა ქართლში – 284, გურიაში – 169, სამცხე-ჯავახეთში –102 და ა.შ.

დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში აივ-ინფიცირებული ადამიანები დიდხანს და სრულყოფილი ცხოვრებით ცხროვრობენ. ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი: 2398018

primetime.ge

Posted in 2019, საქართველო-Georgia, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

აღმოჩენა აწყურში

Posted by iberiana on სექტემბერი 2, 2019

atskuri
აწყურში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ახლახანს აღმოჩენილი კანკელის ფრაგმენტი ღვთისმშობლის მიძინების სცენით.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი ისტორიკოსთა ვარაუდის მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

აღდგენითი სამუშაოების მრავალწლიანი პროექტი ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს და დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, რეგიონში მოპოვებული ქვის ფილებით, რომლითაც თავის დროზე ტაძარი აშენდა, კედლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 57 მეტრის სიმაღლისა და 24 მეტრი სიგანის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა რეგიონში.

2015 წელს აწყურის კათედრალურ ტაძარში, არქეოლოგიური გათხრების დროს ტაძრის ინტერიერში ძველი შენობათა ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გარეთ კი აღმოჩენილია ადრეული შუა საუკუნეების კარგად შემონახული, აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები, ასევე ასომთავრული წარწერა და მრავალი სახის დეკორატიული ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, მეათე საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტის ბოლო ეტაპი, სწორედ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტების ექსპონირებას ითვალისწინებს.

 

 

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა

Posted by iberiana on აგვისტო 26, 2019

This slideshow requires JavaScript.

ალაზნის ველზე ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი – სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში – სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.

ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული. ზარისებური ბაზისების კვეთილი დეკორი, როგორც ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე ბაზისის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია – გერმანიის მხრიდან დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი), ქართული მხრიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე. ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.

museum.ge

Posted in 2019, არქეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

გურამ ქართველიშვილი – ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში

Posted by iberiana on აგვისტო 21, 2019

 

kartvelishviliგურამ ქართველიშვილი – ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში

საქართველოში მალე დაიწყება მშენებლობის არნახული ბუმი და ქართველების დასაქმების საკითხიც გადაწყდება. ის კი არა, შეიძლება ემიგრაციის დიდმა ნაწილმაც იბრუნოს აქეთ პირი. ჩვენი შეუდარებელი ტოლერანტობის წყალობით სულ მალე დასრულდება ქართული მიწის გასხვისება აზიელებზე და ჭიანჭველას სიმრავლის მქონე ერები ამ ედემის ათვისებას შეუდგებიან. რაღა თქმა უნდა დიდძალი ფული დაიხარჯება არაბული, ირანული და თურქული ,,საქართველოების” ასაშენებლად და აბა ჰე გაფაციცდით ქართველებო — ეგებ გამორჩეთ რამეს.

ხოლო სიმართლე თუ გინდათ ასეთია: თითსაც არავინ გაგანძრევინებთ, რადგან ეს ხალხები თავის მუშახელიანა და ბარგი–ჯარხანიანა მოვლენ. მათ არავითარი მიწა არ ეყოფათ და ყველგან, მწვერვალებზეც კი დასახლდებიან. საქართველო ევროპული გზით პირდაპირ ღრმა აზიაში ამოყოფს თავს, ოღონდ უქართველებოდ.

რეალობა ასეთია და სადღეგრძელოების რა გითხრათ, ვეღარ ვძლებ სუფრებთან.
21.08.2019

სრყლად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია გია ჭანტურიას შესახებ

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2019

chanturia.jpg

ცოტნე გამსახურდია: “როდის უჭერდა ჭანტურია დამოუკიდებლობას მხარს, ედეპეს რაზმები რომ ბალტინის ჯარებთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოში ქართველების წინააღდეგ?!”

გია ჭანტურიაზე იყო სიუჟეტი (ტვ რუსთავი2), სადაც მისი ყოფილი დამქაშები ამბობდნენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდაო, კაცო, და ინსტიტუციების მშენებლობისთვისო…

როდემდე არ უნდა დაილიოს ამ ქვეყანაში იუდების მაქებარი? როდის ზრუნავდა გია ჭანტურია ინსტიტუციებზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე, კიტოვანს და ქვეყნის დამანგრევლებს რუსთაველზე რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლევდა, თუ დაკითხვებზე ხალხს რომ აწამებდა და ფეხებში ესროდა სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ქვეყნის ნგრევა-ძარცვას და კანონიერი ხელისუფლებისთვის სროლას არ დაუჭირეს მხარი?! თუმც იუდა კაცი იყო ამათთან შედარებით!

როდის უჭერდა ჭანტურია დამოუკიდებლობას მხარს, ედეპეს რაზმები რომ ბალტინის ჯარებთან ერთად იბრძოდნენ სამეგრელოში ქართველების წინააღდეგ?!

მესმის, რომ ყველას ჰყავს შთამომავლები, ნაცნობ-მეგობრები, აგერ, ორი საათის წინ ვიღაც ახალგაზრდები ილია მეორეს ვიდეოზე ამტკიცებდნენ, ჯაბა იოსელიანი “მაგარი კაცი იყო”-ო. მაგრამ როდესაც გაქვს პრეტენზია პასუხისმგებლიან როლზე მედიაში ან პოლიტიკაში, რა უფლებით აპრავებ მოღალატეს, და გმობ, მაგალითად, გორის დეპუტატს ან სხვა ქოცს დღეს, რომელსაც ჭანტურიასნაირის მეათედი არ დაუშავებია ამ ქვეყნისთვის?! როდემდე ასეთი უპრინციპობა, ასეთი ათმაგი სტანდარტები?!

ხალხი, რომელმაც არ იცის მისი წარსული, ვერასდროს ააშენებს მომავალს. და ვხედავთ ყოველდღე, რომ ღალატი აქ არ ტეხავს, არაა სირცხვილი, არავინ შეიკავებს თავს მისგან, თან ცოტა მატერიალური ინტერესიც თუ მოსდევს… სწორედ ამიტომ, რომ მოღალატეს, ქვეყნის დამანგრეველს აქ არც მორალური შეფასება მისცემია და არც სამართლებრივი… ჰოდა, იმის იქეთაც წასულა ასეთი ქვე-ყანა!!!

ჰო, კიდევ, ილია ჭავჭავაძის მოძღვრება გადმოიტანა ჭანტურიამ პოლიტიკაშიო 😄 რომელი მოძღვრება, საქართველო – ქართველებისთვისო, ედეპეს პროგრამაში რომ ეწერათ? დიახ, ძვირფასებო, ნაძირალა ჭანტურია და სარიშვილი ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ ამ ფრაზის ავტორობას, არადა, საკუთარი პარტიის საპროგრამო დოკუმენტში ეწერათ….

19.08.2019

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , | 2 Comments »

ფერისცვალებას გილოცავთ!

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2019

ფერისცვალებას გილოცავთ!

ფერიცვალება
1990 წლის 18 აგვისტოა, წინა დღეების ბატალიების სასიკეთოდ დასრულების შემდეგ, მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ბატონმა ზვიადმა განაცხადა: ხვალ ფერისცვალებაა, მთაწმინდაზე უნდა ავიდეთ და მერაბს, ჩვენს სასიქასულო წინაპრებს უნდა ვახაროთ საქართველოს ფერისცვალებაო.

ავედით ფერისცვალება დღეს მამულიშვილთა სავანეში და მართლაც ასე ახარა ბატონმა ზვიადმა მერაბს:

მერაბ, გიხაროდეს დღეს საქართველომ ფერი იცვალა, ახლო არს სამშობლოს თავისუფლება!

ღმერთო, ისევ შეგვასწარ იმ დღეების სიხარულს!
ა.ს.
19.08.2019

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – 100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში

Posted by iberiana on აგვისტო 12, 2019

topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში

ოსური პრობლემა, როგორც ჩანს, არცთუ მალე და ადვილად მოსაგვარებელია. მიუხედავად ამისა, ქართველებს ყოველი ღონე გვმართებს დღედაღამ გარჯისა, თუმცა დღევანდელ და მომავალ ხელისუფალთ ამ საკითხის მოგვარების არავითარი გეგმა არ გააჩნიათ (იმტომ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომქმედ ორიოდე მეცნიერს არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია. არადა პრობლემის მოსაგვარებლად ანალიტიკური ცენტრები უნდა იყოს შექმნილი). მართალია დღევანდელი საერთაშორისო სამართალი ისტორიას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა ხომ მაინც საჭიროა, თანაც იმ დროს, როდესაც მეზობელი დამპყრობელი ყოველდღიურად გვიყალბებს ისტორიას. დიდი მნიშვნელობა აქვს ზეპირ საისტორიო წყაროებსაც. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ წყაროს.

1991 წელს გორის მოქალაქეს, ძირძველ ცხინვალელს ივანე (ვალოდია) გელაძეს გაუხსენებია საბჭოთა წყობილების დამყარებამდე ცხინვალში მკვიდრი ეთნიკური ოსები. ხელნაწერის სათაურია „სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე“. დოკუმენტი ივანე გელაძეს ბატონ ზვიად გამსახურდიასათვის ფოსტით გაუგზავნია (კონვერტს აწერია: „ბატონ ზვიად გამსახურდიას. პირადათ“). საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წერილებისა და მოქალაქეთა მირების განყოფილებაში ბარათი 29 . 04. 91.-ში შესულა. ეს ბარათი კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნომ უფრო დიდ კონვერტში ჩადებული ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩვენთან გადმოაგზავნა.რამდენიმე დღის წინ ჩემი არქივის გადათვალიერებისას ბარათი ხელში მომხვდა. მიმაჩნია, რომ ოსურ პრობლემასთან დაკავშირებით დიდი და პატარა საკითხები არ არსებობს, ამიტომაც გთავაზობთ ამ ბარათს:

***

„სია ცხინვალში მცხოვრები ოსებისა დაწყებული ნიკოლოზის დროიდან გასაბჭოებამდე:
1.ლექსა ჯიოევი (მედუქნე);
2. დანელა ხანიგაევი (მედუქნე);
3.ზალიკა ცხოვრებოვი (მედუქნე);
4. გიჰკაშვილი იოსები (ფარჩით მოვაჭრე მედუქნე);
5. კოჩიევი გულა („–“ „—“ „—-“);
6. ნიკო კარსანოვი (მედუქნე);
7. ზასოხოვი გაბო
8. აბაევი გიგო;
9. ცხოვრებოვი სტოპა;
10. კოჩიევი ბიძინა მასწავლებელი (მღდელი);
11. ქელეხსაევი საჩინო (ლუდსა ხდიდა);
12 ჯიოევი გრიგოლა;
13. კულაევი გრიგოლა მიკიტანი;
14. თიბილაშვილი გიგო „——-“;
15 მიშუა გვარი არ მახსოვს;
16 ქუმარიტოვი გიგო შვილი შაქრო მენშევიკების დროს მილიციი უფროსი;
17. გასიევი ედუარდა სტრაჟნიკი
18. ფარასტაევი საგია კაპიტალისტი ტყით მოვაჭრე ჯავახიშვილს რომ ჰყავს მოხსენიებული ჯაყოს ხიზნებში;
19. გალავანოვი სოლომონი;
20. ზასიევი ტატო;
21. გაგლოევი მათე;
22. სანაკოევი მუხტარა;
23. დათე გვარი არ მახსოვს;
24. კულაევი სადულა;
25. ჯიოევი ნიკო;
26. სანაკოევი გაბო;
27.კულუმბეგოვი ფადო კბილის ექიმი

სულ ესენი იყვნენ ცხინვალის მცხოვრები ოსები. ოც წელში მენშევიკების დროს ორი ოჯახი იყო დატოვილი ზასოხოვი და ქუმარიტოვი.

გახლავართ წარმოშობით ცხინვალელი. ვცხოვრობ გორში 83 წლის გახლავარ. გიგზავნით ამ სიას იქნებ სადმე ვინმემ იდაოს ცხინვალში ბევრი ვიყავით ოსებიო და წაუკითხეთ ეს სია. თუ სჭირი იქნება მე ცოცხალი კარიკარ დავატარებ ყველა სახლთან…

პატივის ცემით გელაძე ივანე (ვალოდია).
ჩემი მისამართია ქ. გორი, მშვიდობის გამზირი #4 ბინა 3“

***

სულ ეს არის! 100 წლის წინ 27 კომლი ეთნიკური ოსი ცხოვრობდა ცხინვალში. დღეს ეს ქალაქი ჩვენი აღარაა. ყველაფერი კი რუსეთის იმპერიამ დაგვმართა. სამწუხაროდ, იმპერიის მზაკვრული ჩანაფიქრები ვერც ერთმა ქართველმა „პოლიტიკოსმა“ ვერ გამოიცნო. ანდა დღეს ვინმე ფიქრობს, ხვალისათვის და ზეგისათვის რას გვიმზადებს იმპერია? და შესაბამისად რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი რეალურად აზროვნებს?

2016

https://iberiana.wordpress.com/samachablo/topchishvili/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

freegeorgia3განცხადება 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების გამოძიების შესახებ

2019 წლის 17 ივლისს, პარტია „თავისუფალმა საქართველომ” სასტუმრო „ძველ თბილისში“ გამართა პრეზენტაცია 1992 წლის სამხედრო გადატრიალების საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები, კანონიერი მთავრობის წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ბოლო დროინდელი მოვლენების კონტექსტში აუცილებელია მოხდეს ყველა იმ ფაქტის გამოძიება, რაც თან ახლდა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას და თანმდევ პროცესებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტები, კანონიერი ხელისუფლების მომხრეების დევნისა და შევიწროების უპრეცენდენტო შემთხვევები.

შეუძლებელია ქვეყანაში ვისაუბროთ კანონიერებასა და სამართლიანობაზე რომელიმე კონკრეტულ მოვლენის კონტექსტში, თუ არ იქნება გამოძიებული ეს უმძიმესი დანაშაული, რომელთან შედარებითაც შემდგომი პერიოდის პოლიტიკური კონფლიქტები და უფლებადარღვევები ბევრად ლოკალურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირები, მათი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტნიორები დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და ქმნიან პოლიტიკურ ამინდს საქართველოში. ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით ებრძოდნენ კანონიერ ხელისუფლებას და მოითხოვდნენ ზვიად გამსახურდიასაგან საქართველოს СНГ-თან მიერთებას, დღეს თავს პროდასავლურ ლიდერებად ასაღებენ.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა გენერალური პროკურორის სახელზე ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა. დოკუმენტი გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

იხილეთ განცხადება პროკურორის სახელზე ბმულზე: https://iberiana2.wordpress.com/segm/segm/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

savaneli

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

(მხოლოდ ფაქტები)

აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

_ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
_ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
_ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
_ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
_ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
_ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
_ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
_ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
_ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
_ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
_ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
_ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
_ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
_ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
_ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

ბიძინა სავანელი

”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი

24 ნოემბერი, 2014

https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

 

 

 

Posted in 2014, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 7 Comments »

ანა მიქაუტაძე – მდგრადი განვითარება “ქართულად”

Posted by iberiana on ივლისი 20, 2019

kazreti-choaturaანა მიქაუტაძე – მდგრადი განვითარება “ქართულად”

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც ავალდებულებს ხელისუფლებას ეკონომიკა მართოს მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობის გათვალისწინებით და ხელი შეუწყოს მწვანე ეკონომიკის განვითარებასაც.

გიგანტური მეტეორის შეჯახებას გადავურჩებით და დედამიწაზე სიცოცხლეც გაგრძელდება, მაგრამ როგორი იქნება 50 ან 100 წლის შემდგომი საქართველო?

ალბათ, წინა და დღევანდელ მმართველებს ასე ჰგონიათ, რომ საქართველოს დიდი დრო აღარც უწერია და ამიტომაც ასე გამალებით ყიდიან ყველაფერ იმას, რაც საარსებოდ ესაჭიროება ადამიანს: სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ტყეებს, მდინარეებს, სამრეწველო საწარმოებს, საკურორტო ზონებს და ა.შ.

საქართველო იქნება უკიდურესად გაჭირვებული სახელმწიფო, რომელსაც ამოწურული ექნება წიაღისეულის მარაგებიც, მის საკუთრებაში აღარ იქნება არც მდინარე, არც ერთი ელექტროსადგური, საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყეები. წიაღისეულის მოპოვებითი ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ ეს უცხოელი ინვესტორები, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით მილიარდებს იშოვნიან და სხვაგან წავლენ ტერიტორიების ასათვისებლად, აქ კი რეკულტივაციის იმედად დარჩენილ პირდაღებულ და ჩამოთლილ მთებს დაგვიტოვებენ. ოდესღაც მძიმე მრეწველობაში დასაქმებული მოსახლეობა კი მთავრობას პრეტენზიებით მიუბრუნდება და სამუშაო ადგილებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას მოსთხოვს, მაგრამ გაკოტრებული სახელმწიფო მას ვერაფრით დაეხმარება. მთავრობა, რომელიც დაუსრულებლად ჰყიდის თავისი ქვეყნის ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს, ჰგავს ქარაფშუტა ადამიანს, რომელიც დაუფიქრებლად ანიავებს წინაპრების მიერ შეძენილ უძრავ-მოძრავ ქონებას. საბოლოოდ კი ორივე ბანკროტია!

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/a_mikautadze/

Posted in 2019, ეკოლოგია, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი, მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

თემურ ჩილაჩავას კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

chilachavaქართველმა მეცნიერმა თემურ ჩილაჩავამ კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები შეიმუშავა

ჩვენ, მეცნიერები მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ და ვცდილობთ დავადგინოთ, მათემატიკური მოდელის ფარგლებში რა შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტის მოგვარება. მათემატიკურ მოდელებში ნაგულისხმებია, რომ არის ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარე და არა საომარ მდგომარეობაში მყოფი. მოდელები არ მუშაობს საომარ ვითარებაში, ანუ პოლიტიკური დაპირისპირებაა, ორ ქვეყანას შორის მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანს, რუსეთ-უკრაინას ან სახელმწიფოს და მის ერთ-ერთ იურიდიულ სუბიექტს, მაგალითად საქართველო და მისი იურიდიული სუბიექტს აფხაზეთს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ამ ორ მხარეში არსებობს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც სურს ეკონომიკური თანამშრომლობა მეორე მხარესთან, მაგრამ თანამშრომლობა ასევე შესაძლებელია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთმა დააპირა აფხაზეთიდან ინერტული მასების გატანა, რასაც შეეძლო აფხაზეთში ღრმა ეკოლოგიური დარღვევები გამოეწვია. ცხადია, ეს ამბავი ქართულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცნობილმა ეკოლოგებმა და ასევე ზოგიერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, მაგალითად ალექსანდრე ანქვაბმა, გააპროტესტეს ანუ ქართული და აფხაზური მხარეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან თუ აფხაზეთში ეკოლოგია დაირღვა, იქ ვერც აფხაზები იცხოვრებენ და ვერც ჩვენ დავბრუნდებით ნორმალურ გარემოში. ეკოლოგიური თანამშრომლობა შეიძლება იყოს ფაროსანას პრობლემის მოგვარებისას, რომელიც სამეგრელოდან აფხაზეთში ან პირიქით გადადის და ა.შ. ანუ ორივე მხარეს ადამიანების გარკვეულ რაოდენობას თანამშრომლობა სურს და ახორციელებს ამ თანამშრომლობას ძირითადად, ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ახლა ზუგდიდში, კერძოდ, რუხში კეთდება ეკონომიკური ცენტრები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს 4 მათემატიკური მოდელი. აქედან პირველ მოდელში დე-იურე და დე-ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურები არ ერევიან, მეორე მოდელში ხელს უშლიან, მესამე მოდელში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ხელს უწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მეოთხე მოდელში დე-ფაქტო ხელისუფლება ხელს უშლის, ხოლო დე-იურე ხელისუფლება ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მაგალითად, დავუშვათ აფხაზეთში პირობითად არის 5 – 10 ათასი ადამიანი, რომელსაც სურს ქართველებთან თანამშრომლობა, საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის გაცილებით მეტი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს არიან მოწინააღმდეგეები – ე.წ. ქორები, რომლებსაც თანამშრომლობა არ უნდათ. უფრო მეტი „ქორია“ აფხაზეთში, მაგრამ ამ ხალხის დაინტერესება შესაძლებელია.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/chilachava/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Роланд Топчишвили – Двалети и двалы

Posted by iberiana on ივლისი 18, 2019

***

topchishvili

Роланд Топчишвили

Двалети и двалы: Потерянная историко-этнографическая область Грузии и исчезнувшая этнографическая группа Грузии

Вопросу о двалах и Двалети отводится первая часть нашей монографии, посвященной миграции осетин в Грузию [Топчишвили 1997, 6-72]. Здесь мы не будем подробно приводить существующее в грузинской историографии мнение о двалах и Двалети, а лишь в двух словах напомним, что одна из горных областей Грузии – Двалети являлась ее неотъемлемой частью как с политической, так и с экономической, а также с социальной точки зрения. Двалети была такой же горной провинцией Грузии, как Пхови, Тушети, Мтиулети, Гудамакари, Хеви… Двалы так же активно были включены в общегрузинскую культурную и церковную жизнь.

Следует подчеркнуть, что в 1801 году Россия осуществила аннексию Грузии, включая Двалети. В 1859 году метрополия в административном порядке отторгла Двалети от Грузии (Тбилисской губернии) и присоединила к российскому Терскому округу. Также, как и в некоторых других краях Грузии, в Двалети в эпоху позднего средневековья произошла этническая замена населения. Место изгнанной из Двалети картвельской этнической общности заняли пришедшие с Северного Кавказа ираноязычные осетины. Изгнание двалов из мест проживания праотцев началось во второй половине XV века.

В результате набегов, насилия, разбойных нападений осетин эта область горной Грузии почти совершенно опустела. Двалы поселились в Рача, Имерети, Шида Картли, Квемо Картли, а также в Самцхе. Определенная часть оставшихся на месте двалов в результате расселения здесь осетин со временем была ассимилирована пришедшим этническим сообществом. Укоренение осетин в Двалети началось в конце XV века и в основном завершилось в XVI веке [Топчишвили 1997; Топчишвили 1998, 147-152]. В XVII веке этническая замена населения в Двалети уже осуществлена, но часть двалов тогда, по-видимому, все еще сохраняла этническую самобытность, так как в горах, в отличие от равнины, культурно-этническая ассимиляция сравнительно затруднена. В Двалети осетины переселились из Алагирского ущелья, и их миграция сюда (а также в горную часть Шида Картли) продолжалась до 70-80-х годов XVIII века. Не следует забывать, что осетинский этнос присвоил этноним местного населения – двали (по-осетински “туали“). Подобные случаи в мировой этноистории бывали не раз.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/topchishvili/

 

 

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – „დვალეთი და დვალები”

Posted by iberiana on ივლისი 18, 2019

topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

„დვალეთი და დვალები: საქართველოს დაკარგული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფი“

გამომცემლობა „უნივერსალი“
წიგნი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წელს. წამძღვარებული აქვს მისი გამონათქვემები დვალეთის შესახებ. რედაქტორები არიან გიორგი ჭეიშვილი და აპოლონ თაბუაშვილი, რეცენზენტები – სალომე ბახია-ოქრუაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი და ნიკო ოთინაშვილი. წიგნი გამოსაცემად მოამზადა ნათია დვალმა.
წიგნის ანოტაცია:
ქართველმა ხალხმა ეთნიკური ისტორიის რთული გზა განვლო. XV საუკუნის ბოლოს ქვეყანა დაიშალა, რის შემდეგაც კონსოლიდირებული ქართველი ერის ეთნიკური მრუდი დაღმა დაეშვა, ქართველ ერში დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო. მთელ რიგ ტერიტორიულ/ლოკალურ ერთეულებში ეთნიკურ ქართველებს სხვა ეთნოსები ჩაენაცვლნენ. ქართველთა გამქრალ ეთნოგრაფიულ ჯგუფს შორის დვალებიც აღმოჩნდნენ.
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ოსი მეცნიერები საქართველოს ძირძველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის – დვალეთის მკვიდრთ ოსებად მიიჩნევენ და ბევრ მითოლოგემას ქმნიან, რომელთაგანაც საბჭოთა პერიოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის “ამიერკავკასიის დვალეთის” სახელწოდების შექმნის დასახელებაც კი საკმარისია.
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია დვალეთისა და დვალების შესახებ არსებული სხვადასხვა მონაცემები და მიღებულია დასკვნა, რომ ცენტრალურ კავკასიაში მდებარე დვალეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დღიდან მისი განუყოფელი ნაწილი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და დვალები ეთნიკური ქართველები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი იყო.

 

Posted in დვალეთი, ისტორია-History, კავკასია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზურაბ ხონელიძის სკანდალური განცხადება

Posted by iberiana on ივლისი 16, 2019

“მობილიზებული იყო ტექნიკა საქართველოში შემოსასვლელად”

სოხუმის სახელმწიო უნივერსიტეტში პროექტის პრეზენტაციაზე, სადაც  პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროექტი –  “კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები”, უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. რექტორის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან დაგეგმილი აგრესიის, უფრო სწორად სამხედრო თავდასხმის შესახებ. ზურაბ ხონელიძის განცხადებით:

„მოვიდა დრო ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვისაუბროთ. დავანებოთ თავი, რომ სხვის შეცდომებზე ვერ ვსაწლობთ, ჩვენს შეცდომებზე ვისაუბროთ. აი, ვართ ზღვრამდე, მივედით. არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე, წარმოუდგენელი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, ეს არ არის ჩემი დაკვირვების და ანალიზის შედეგი, ეს არის ფაქტი – მობილიზებული იყო ტექნიკა საქართველოში შემოსასვლელად, მაგრამ ეს ყველაფერი გადაარჩინა იმ 27-მა გემმა, რაც შავი ზღვის აკვადორიაში შემოვიდა – ამერიკის გემებმა. მე მქონდა საუბარი ერთ ძალიან საინტერესო ადამიანთან, არაქართველთან, რომელსაც შეიძლება ენდო და რომელიც არის  პირველწყარო. მან მითხრა რა საუბარი შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა, გააკეთა პუტინმა, ნუ დავყოფთ ამას პირველ და მეორე ნაწილად, იმიტომ რომ პირველი ნაწილი მის ინტერესებს ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, მეორე ნაწილიც მის ინტერესებს ემსახურებოდა, მაგრამ… არ ვიცი, სხვა სიტყვებით როგორ უნდა ვთქვა – ვართ ჩიხში, ჩიხში, ჩიხში. ვაქციოთ ეს ჩიხი ახალი გზის დასაწყისად, ვართ გამოუვალ მდგომარეობაში, არის შენიღბული შესაძლებლობა და რაც უფრო მალე გავიაზრებთ, მით უკეთესი.

ყველაზე დიდი ძალა არის სიმართლე –  სი-მა-რთლე.  ჩვენ ვიცით რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს და არ გააკეთებს არც ერთი, არც მტერი და არც მეგობარი და პოლიტიკაში მეგობრობა ცოტა განსხვავებული რამ არის, მას აქვს ერთი ფაქტორი –  ეს არის ინტერესი“.

progressnews.ge

Posted in 2019, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ენდრიუ ანდერსენი – საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918 – 1921

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

andersen
ენდრიუ ანდერსენი
საქართველო და საერთაშორისო
შეთანხმებები
1918 – 1921

წიგნის ავტორი ენდრიუ (ანდრეას) ანდერსენი – კანადელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ამჟამად მუშაობს კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) სამხედრო სტრატეგიული კვლევის ცენტრში.

ამ წიგნის ძირითადი მიზანია, გააცნოს როგორც კოლეგა-ისტორიკოსებს, ისე ფართო აუდიტორიას საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსსა და საზღვრებს არეგულირებდნენ რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა კავშირის შექმნას შორის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნში ასევე განხილულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები და კონფლიქტები და ომები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში ადგილი ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ნაწილში. წიგნი ასევე მოიცავს მოკლე ექსკურსებს იმ ტერიტორიების ისტორიასა და ეთნოგრაფიაში, რომლებიც სადავოდ ითვლებოდნენ ზემოხსენებული ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების დროს. ნაჩვენები ტერიტორიებიდან ზოგიერთი ახლაც სადავოა.

ეს წიგნი შეიძლება იმ თანამედროვე კონფლიქტების დარეგულირების გასაღებადაც გამოდგეს, რომლებიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას ემუქრებიან.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/andersen/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia, წიგნები | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბება. ვიდეო

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

როლანდ თოფჩიშვილი ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების შესახებ 

15.07.2019

როლანდ თოფჩიშვილი: ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების გამო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ყველა ქართველი ვალდებულია წინ აღუდგეს ისტორიის ქურდებსა და გამყალბებლებს. მომხდარმა შემთხვევამ – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობამ – იქნებ მეცნიერების ამ დარგის აღმავლობას შეუწყოს ხელი!

https://iberiana.wordpress.com/samachablo/

Posted in 2019, ვიდეო, ისტორია-History, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Э. Андерсен – Oтвет Чочиеву из-за океана

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

andersen

Э. Андерсен

Игры в “непредсказуемое прошлое” ради сомнительного будущего: ответ Чочиеву из-за океана (Грузия-Южная Осетия)

27 марта 2006 года югоосетинский вице-премьер Борис Чочиев посредством ИА REGNUM выступил с экскурсом в историю Грузии, выдвинув ряд тезисов, вызвавших живейшую реакцию у интересующихся этим предметом. Поскольку грузинские коллеги Чочиева стараются избегать разговоров на исторические темы, заявляя, что политики и государственные чиновники должны исходить из действующей национальной и международной правовой базы, нежели из тех или иных исторических интерпретаций, то поднятые югоосетинским премьером вопросы по просьбе корреспондента ИА REGNUM прокомментировал в своей статье профессор политологии и истории, специалист по Кавказу Эндрю Андерсен из Центра Военно-Стратегических Исследований при Университете Калгари.

Папа всегда говорил: “В первую очередь уничтожай архивы!” А. Шварц, “Убить дракона”

Некоторое время назад Эдуард Кокойты, глава самопровозглашенной “Республики Южная Осетия” – крохотного участка территории грузинского региона Шида Картли, в настоящее время контролируемого незаконными вооруженными формированиями в лице “югоосетинской армии” и поддерживающими их российскими “миротворцами” – сделал заявление о намерении добиваться включения указанной территории в состав Российской Федерации. В качестве основания для подобной инициативы Кокойты привел некий таинственный “исторический документ о вхождении единой Осетии в состав Российской империи в 1774 году”.

Неудивительно, что в ответ на подобное выступление “лидера” никем в мире не признанной “республики” заместитель госминистра Грузии по вопросам урегулирования конфликтов Гиорги Вольский напомнил всем, кого заявление Кокойты может касаться, что в 1774 году не существовало ни мифической “единой Осетии”, ни какой-либо другой Осетии на территории Грузии. Данное высказывание г-на Вольского, по-видимому, вызвало бурю гнева у сторонников Кокойты как на грузинской, так и на российской территории. В частности, “вице-премьер Южной Осетии” Борис Чочиев разразился весьма интересным ответом, подробно приведенным ИА REGNUM под заголовком “Вице-премьер Южной Осетии провел “ликбез по истории отечества””…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/samachablo/andersen-2

Posted in ისტორია-History, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Московский договор между Россией и Турцией, 16 марта 1921

Posted by iberiana on ივლისი 14, 2019

ყარსის ხელშეკრულებამდე,  1921 წლის 16 მარტს მოსკოვში  გაფორმდა “მეგობრობისა და ძმობის” შეთანხმება  რუსეთსა და თურქეთს შორის

ამ შეთანხმებით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი, რომელიც არჟამადაც მოქმედებს 

Treaty_of_Moscow_1921[1]

Treaty of Moscow, March 16, 1921.

Московский договор между Россией и Турцией, 16 марта 1921 года

Правительство Российской Социалистической Федеративной Республики и Правительство Великого Национального Собрания Турции, разделяя принципы братства наций и права народов на самоопределение, отмечая существующую между ними солидарность в борьбе против империализма, равно как тот факт, что всякие трудности, созданные для одного из двух народов, ухудшают положение другого, и всецело воодушевляемые желанием установить между ними постоянные сердечные взаимоотношения и неразрывную дружбу, основанную на взаимных интересах обоих сторон, РЕШИЛИ заключить договор о дружбе и братстве

Статья I

Северо-восточная граница Турции определяется: линией, которая, начинаясь от деревни Сарпи, расположенной на Черном море, проходит через гору Хедис-Мта, линией водораздела горы Шевшет-горы Каннин Даг, она следует затем по северной административной границе Ардаганского и Карского санджаков по тальвегу рек Арначай и Аракс до устья Нижнего Кара-Су (подробное описание границы и вопросы к ней относящиеся, определены в приложении I (А) и (В) и на прилагаемой карте подписанной обоими Договаривающимися сторонами).

Статья II

Турция соглашается уступить Грузии Суверенитет над портом и городом Батумом и территорией, лежащей к северу от границы, указанной в ст. I-й нынешнего договора и составляющей часть Батумского округа, при условии что:

1) Население местностей, указанных в настоящей статье договора будет пользоваться широкой местной автономией в административном отношении обеспечивающей каждой общине будет предоставлена возможность установить земельный закон соответствующий его положениям….

https://iberiana.wordpress.com/iberiana/kars/#5

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ყარსის ხელშეკრულება

Posted by iberiana on ივლისი 14, 2019

teimuraz gvantseladzeთეიმურაზ გვანცელაძე

14.07.2019

ზოგიერთი პოლიტოლოგი და ვაიპოლიტიკოსი ყარსის ხელშეკრულებით გვაშინებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ იგი არ არის ლეგიტიმური დოკუმენტი, ვინაიდან მისი ხელისმომწერი საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ წარმოადგენდნენ რუსეთის სფსრ-ი მიერ დაპყრობილი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე უკანონოდ შექმნილ მარიონეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს, ხოლო ამ სამი სსრ-ს “ხელისუფლება” არ ყოფილა მოსახლეობის მიერ კანონიერად არჩეული.

გთავაზობთ ამ ხელშეკრულების რუსულ და თურქულ ტექსტებს, რომლების არც ძირითად ტექსტში და არც სამ დანართში საერთოდ არაფერი წერია იმის შესახებ, თითქოს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 100 წელი იყოს, როგორც ამას ცრუობენ ზემოთ ნახსენები პოლიტოლოგ-პოლიტიკოსები.

***

ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი რუსეთის, თურქეთის და ასევე სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მოაწერეს. საქართველოს სსრ-ს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი შალვა ელიავამ და ალექსანდრე სვანიძემ მოაწერეს. ხელშეკრულება ხუთ ეგზემპლარად – რუსულ, თურქულ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაფორმდა.

სამწუხაროდ, ამჟამად  ხელშეკრულების ორიგინალი ქართული ტექსტი ან სხვა ენებიდან აკადემიურად შესრულებული თარგმანი არ მოიპოვება…

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მკითხველისთვის ინტერეს მოკლებული არ იქნება ხელშეკრულების რუსულ, თურქულ და ინგლისურენოვან ვერსიებს გაეცნოს.

Карский договор: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kars/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ვიქტორ ბარანეცი – ქართველების მიმართ ჩვენ მოვიქეცით როგორც მეძავები

Posted by iberiana on ივლისი 14, 2019

v.b

“ქართველების მიმართ ჩვენ მოვიქეცით როგორც მეძავები”

ვიქტორ ბარანეცი (საბჭოთა და რუსეთის სამხედრო ჟურნალისტი) თავის მემუარებში “გენშტაბი საიდუმლოების გარეშე” (1999 წ.) წერს:
– 1996 წ. თებერვალში ე. შევარდნაძემ გამოთქვა უკმაყოფილება ჩვენი პოლიტიკის მიმართ:
“აფხაზეთში, ნახევარი მილიონი მოსახლეობიდან აფხაზები შეადგენდნენ მხოლოდ 17%. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ მათ მოეხდინათ დანარჩენი ნაწილის გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ასე რომ რუსების დახმარება იყო უზარმაზარი – ფინანსური, სამხედრო, და თანამედროვე ტექნიკის მიწოდება”.

ამაზე მოსკოვი არ რეაგირებდა, რადგან არაფერი იყო სათქმელი, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. როსტოვის და მოსკოვის შტაბების არქივებში დღემდე მოიძებნება დოკუმენტები იმ მძლავრ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ჩვენ აღმოვუჩინეთ აფხაზებს – ტანკები, თვითმფრინავები, შეიარაღება და ადამიანური რესურსები.

ერთი სიტყვით, ჩვენ როგორც მეძავები ისე ვიქცეოდით.

P.s. ბარანეცი ტიპიური საბჭოური მენტალობის იმპერიალისტია – აქ მის აღიარებას ვაქცევ ყურადღებას რო ეხმარებოდნენ აფსუა სეპარატისტებს.

gmas.ge

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Э. Андерсен – «ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»

Posted by iberiana on ივლისი 13, 2019

***

e-andersen

Э. Андерсен

«ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»: ТЕРРИТОРИАЛЬНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В ГОДЫ УСТАНОВЛЕНИЯ И ЗАКРЕПЛЕНИЯ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ (1921-1922)

ВМЕСТО ВВЕДЕНИЯ:

Ни для кого не секрет, что распад коммунистических империй СССР и Югославии в начале 90х гг. 20 века сопровождался кровопролитными пограничными конфликтами и межэтническими войнами, многие из которых не окончены и сегодня. Структура и размер данного материала не позволяет писать о том, какие силы и с какой целью спровоцировали эти войны и конфликты. Об этом написано довольно много и будет написано больше. Мы также оставим «за полями» весь спектр пропагандистских аргументов и мифов, используемых для разжигания конфликтов в дополнение к силе современного оружия и не менее разрушительной силы подкупа и коррупции.

Здесь мы хотели-бы остановиться только на одном из аргументов «имперско-патриотической» пропаганды, исходящей из бывшей метрополии, согласно которому территория почти любого из новообразованных государств была сформирована усилиями и «подарками» метрополии. Если заставить массы признать данную точку зрения за факт, то открывается возможность «обоснования» территориального передела и «несостоятельности» требований сохранения территориальной целостности новых государств, развившихся из бывших «союзных республик». Для юридически образованных граждан очевидно, что смена режима или правительства в той или иной стране не является основанием для изменения ее территориии или отмены подписанных предыдущим правительством соглашений. Однако основная масса общественности не обладает юридической подготовкой, достаточной для понимания вышесказанного и вполне может принять идею перекройки границ новообразованного государства как легально обоснованную…

https://iberiana2.wordpress.com/georgia/e_andersen/

 

Posted in 2019, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Causes of War – Prospects for Peace

Posted by iberiana on ივლისი 13, 2019

georgiaCauses of War – Prospects for Peace

Patriarchate of Georgian Orthodox Church

Konrad-Adenauer-Foundation

Tbilisi, 2009

On December 2-3, 2008 the Holy Synod of the Georgian Orthodox Church and the Konrad-Adenauer-Stiftung held a scientific conference on the theme: Causes of War – Prospects for Peace.

The main purpose of the conference was to show the essence of the existing conflicts in Georgia and to prepare objective scientific and information basis.

This book is a collection of conference reports and discussion materials that on the request of the editorial board has been presented in article format.

Publishers:
Metropolitan Ananya Japaridze
Katia Christina Plate
Bidzina Lebanidze
Nato Asatiani

Editorial board:
Archimandrite Adam (Akhaladze), Tamaz Beradze, Rozeta Gujejiani, Roland Topchishvili, Mariam Lordkipanidze, Lela Margiani, Tariel Putkaradze, Bezhan Khorava

https://iberiana.wordpress.com/caucasus/causes-of-war-prospects-for-peace/

 

Posted in 2009, 2019, Abkhazia, საქართველო-Georgia, წიგნები | Tagged: , | Leave a Comment »

Sergo Vardosanidze: Falsified history for political purposes?!

Posted by iberiana on ივლისი 12, 2019

***

vardisanidze2

Falsified history for political purposes?!

„Ossetia joined the Russian Empire in 1774…. Abkhazia did the same in 1810… There was no Georgia at the time“ – Vladimir Putin, President of Russian Federation. 9 July, 2019.

Falsified history for political purposes?!

As he says „in order to understand his position, you should understand the events from the past related to the Abkhazia and South Ossetia. These regions were historically independent countries and during 1918-1920 Georgia occupied Abkhazia and committed a genocide against Ossetian people. When the Russian Empire fell after World War I, Georgia made attempts to absorb Abkhazia; an independent country of Georgia was established, and, with help from German troops, it occupied Abkhazia in 1918. And what happened? They started a war. The result? It is well-known today. Russia had to acknowledge the independence of these republics and protect the Abkhazians and the South Ossetians“.

On the background of tensed situation between Georgia and Russia, the president of Russia, Vladimir Putin expressed his opinion and touched on the problem of cardinal problems from history of Georgia. His historical judgment was shallow and scientifically unsubstantiated. According to the texts obtained through the various sources of information channels the president of Russia thinks:

Georgia as a state did not exist, there was only Tbilisi Guberniya. This statement is so feeble that there is no use to answer it, but we have to. Until 1801, when the Russian empire abolished the kingdom of Kartl-kakheti and subsequently conquered whole Georgia, there were following Kingdoms and principalities: Kartl-Kakheti and Imereti, Samegrelo, Guria, Abkhazia and Svaneti principalities. In parallel with the conquest of historic territory of Georgia, Russia changed administrative division of Georgia several times…

See more: https://iberiana2.wordpress.com/russia/vardosanidze/

Posted in 2019, პოლიტიკა, პუტინი, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Ответ президенту России Владимиру Путину!

Posted by iberiana on ივლისი 12, 2019

tomaradze-putin

Звиад Томарадзе

Ответ президенту России Владимиру Путину!

Господин Президент! Прежде всего, я хотел бы отметить, что, несмотря на сложную ситуацию между Грузией и Россией, заявление грузинского журналиста Георгия Габуниа является недостойным поступком, не совместимым ни с поведением грузина, ни кавказца.

Я ознакомился с Вашим заявлением, где Вы представляете Грузию агрессором и устроителем геноцида по отношению к абхазам и осетинам грузин.

Напоминаем Вам сначала о том, что грузинам всегда была присуща толерантность, мы единственная страна, где преследования евреев не было в течение 26 веков. В подтверждение своих слов хочу напомнить Вам, что российские туристы, которые приезжали в Грузию после войны августа 2008 года, всегда чувствовали себя в безопасности и пользовались присущим грузинам гостеприимством.

Вы говорите, что Южная Осетия вошла вместе с Северной Осетией в состав Российской империи, как независимое государство, в 1774 году, а Абхазия в 1810 году и грузины устроили геноцид в Абхазии и Осетин. Это чистая ложь.

Если кто-то угнетал и проводил геноцид кавказских народов, то это была Российская империя. Еще в начале XIX века русский декабрист П. Пестель писал в «Русской правде» о мерах, которые российское правительство должно было провести на Кавказе, и делило народы Кавказа на непокорные и терпеливые племена. По его мнению, необходимо было переселить первых в центральные губернии Империи, а вторых ожидала постепенная ассимиляция и растворение среди поселенного на Кавказе русского населения. В 1859-1864 годах царизм начал насильственное выселение с родины непокорных кавказских народов. Этот процесс известен под названием мухаджирства. В 1859 году, после завоевания русскими Северо-Восточного Кавказа, чеченцы, дагестанцы и осетины двинулись в сторону Турции. Следующий процесс переселения включал в себя Западный Кавказ, где кульминация достигла к 1863-1864 гг. Племена западного Кавказа: черкесы, убыхи, абазы, кубанские ногайцы, карачаевцы переселились в Турцию. Процесс мухаджирства охватил и Абхазию. В 1867 году состоялось первое массовое переселение абхазов в Турцию. Мухаджирство стало одним из самых трагических событий в истории абхазского и других народов Кавказа. Абхазский историк Ш. Инал-Ифа писал: «Это не простой эпизод, а тяжелейшая национальная трагедия, которая поставила абхазский народ перед угрозой физического уничтожения». Да, Абхазия (1810 г.), как и другие грузинские княжества-государства, самостоятельно «вошла» в Российскую Империю, хотя и «вошла» как Грузинское княжество! Что же касается Южной Осетии, то такого термина вообще не существовало, и эта территория, которую Вы назвали Южной Осетией, в 1810 году не входила в нее вместе с Картлинско-Кахетинским царством, а была захвачена Российской Империей…

https://iberiana.wordpress.com/ruseti/z_tomaradze/#3

Posted in 2019, საქართველო-Georgia, Россия | Tagged: , , , , | Leave a Comment »

რუსეთში მოღვაწე პროქართველი ექსპერტი საქართველოში არ შემოუშვეს

Posted by iberiana on ივლისი 11, 2019

59541878_2408532789378625_3045115753981280256_n[1]რუსეთში მოღვაწე პროქართველი პოლიტოლოგი ვიდადი აბასოვი საქართველოში არ შემოუშვეს.

ამჟამად რუსეთში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე აბასოვი, რომელიც რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი გახლავთ, საქართველოშია დაბადებული და სამშობლოში ავადმყოფი მამის სანახავად მოდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად.

როგორც აბასოვმა “აქცენტს” აცნობა, იგი საქართველოში შემოსვლას ზემო ლარსის გავლით ცდილობდა, რუსეთის მხარეს არსებულ საგუშაგოზე უპრობლემოდ გამოატარეს, ქართულ მხარეზე კი ჯერ ერთნახევარი საათი ალოდინეს, ხოლო შემდეგ შემოშვებაზე უარი განუცხადეს და გადასცეს პროტოკოლი, რომელშიც მიზეზების ჩამონათვალში მითითებული იყო “სხვა”.

“პირად საუბრებში ქართველმა მესაზღვრეებმა განმიმარტეს, რომ ზემოდან მიიღეს მითითება და კონკრეტული მიზეზი მათთვისაც უცნობი იყო” – აღნიშნა ექსპერტმა.

რუსეთში საქართველოს და ქართველების პოზიციების აქტიური დამცველი აბასოვი ამბობს, რომ მომხდარი ძალიან დასანანია და საწყენი.

“საქართველო ჩემი სამშობლოა, ყოველთვის და ყველგან აქტიურად ვიცავდი მისი და ქართველი ხალხის პოზიციებს, მათთვის კარგის მეტი, არაფერი მნდომებია და გამიკეთებია, საპასუხოდ არასოდეს არაფერი მითხოვია და ჩინ-მედლებს არავისგან ველოდი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ დამიმსახურებია. საქართველოს წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს მოქალაქეობა ვითხოვე და უარი მივიღე, თუმცა პრობლემა არ შემიქმნია, არ მწყენია და შემდგომშიც აქტიურად ვაგრძელებდი რუსეთში საქართველოს და ქართველების პოზიციების დაცვას, მათ შორის, ზოგჯერ – პირადი რისკის ფასად. აწი საქართველოს მოქალაქეობას ნამდვილად აღარ მოვითხოვ. ერთადერთი, რაც საქართველოსგან მინდოდა, წელიწადში ორჯერ ავადმყოფი მამის მონახულების შესაძლებლობა იყო და ახლა ისიც წამართვეს. ჩემი ჩამოსვლის მიზანი მამის თბილისში გადაყვანა და ოპერაციის გაკეთება იყო. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება, ძალიან დასანანია და საწყენი. არასოდეს ვაკეთებდი კომენტარებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ გახლავართ. მე ვარ საქართველოს ინტერესების ლობისტი რუსეთში”, – დასძინა აბასოვმა, რომელიც ამ წუთებში ვლადიკავკაზიდან შინ ბრუნდება.

ვიდადი აბასოვი რამდენჯერმე გახლდათ “აქცენტის” რესპონდენტი, მათ შორის, საკმაოდ გაბედული პოზიცია დააფიქსირა დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და მის ინტერვიუს ქართულ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში მცხოვრებმა პოლიტოლოგმა პირადი რისკის ფასად მწვავე პოზიცია დააფიქსირა რუს დეპუტატ გავრილოვის თბილისში ვიზიტთან და შემდგომ განვითარებულ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის საპასუხო რეაქციის გამო.

“აქცენტი” აბასოვის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზის გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

accentnews.ge

***

ჩვენი კომენტარი: ვიდადი აბახოვი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე,  ბევრი ჩვენი თანამემამულისგან განსხვავებით,  წლების მანძილზე  იცავს საქართველოს ინტერესებს, რის გამოც გაიჩინა ბევრი მტერი, როგორც რუსეთში, ასევე აზერბაიჯანში. ამისი ნათელი მაგალითია მისი მიმართვა დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელსაც განმეორებით გთავაზობთ.

Видади Аббасов

Монастырь Давид-Гареджи и грузино-азербайджанское умопомешательство

iberiana2.wordpress.com/caucasus/vidadi_abbasov/

Posted in ვიდეო, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

news_103167[1]როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიაში გაკეთებულ წიაღსვლებთან დაკავშირებით

დღეს, როცა საქართველო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სახელმწიფოა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს წევრია და იღვწის ევროკავშირში შესვლისათვის, მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, ესაა: ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურება, კულტურული წინსვლა, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა და სხვ. საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ (ევროპა, აშშ) თვალნათელია. საქმე გვაქვს საქართველოს ამ გზაზე სვლის შეფერხებასთან.

ასეთ დროს აუცილებლად საჭიროა წარსულზე ფიქრი. ისტორია ზუსტი მეცნიერებაა და ვერავის აპატიებს იგი სიყალბეს. სამწუხაროდ ბოლო დროს ბევრს ვხვდებით ისტორიის გამყალბებლებს, რასაც ადამიანთა მოდგმის გზიდან აცდენა შეუძლია. ქართველ ერს საამაყო ისტორია აქვს და მისი გაყალბება არავის, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი, არ ეპატიება.

გვინდა შევეხოთ 9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ წიაღსვლებს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, მან არასწორად წარმოადგინა საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხები, ურთიერთობები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიურ ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რაზეც ჩვენ სათანადო რეაგირება გავაკეთეთ (იხ. რ. მეტრეველი, „აღუვსებელი საწყაული ანუ ამაოება ამაოებათა“, თბ., 2015).

აუცილებლად მიგვაჩნია, ამჯერადაც მივაწოდოთ საზოგადოებას რეალური ვითარება, მართებული ფაქტები საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ბატონი ვ. პუტინი შეეხო.

განსაკუთრებული საკითხია ე. წ. სამხრეთ ოსეთისა (სამაჩაბლო) და აფხაზეთის საკითხი რუსულ პოლიტიკაში. ამ ორი სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ (ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნატო და სხვ.) და თითქმის ყველა სახელმწიფომ დაგმო. განსაკუთრებულად გაუმართლებელი არის საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები – მოხდა ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაიღუპა დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა, დაანგრიეს სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი. საკუთარმა მოსახლეობამ ნაწილობრივ შესაძლოა კიდეც იწამა რუსეთის საქართველოში შეჭრის სამართლიანობა. ეს დიდი დამსახურებაა რუსული მასმედიისა, რომელიც ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს. ყალბდება ისტორია, რაშიც დიდი „ამაგი“ მიუძღვით, როგორც ზოგიერთ აფხაზ და ოს, ისე რუს ავტორებს.

რეალურად საქმე სხვაგვარადაა.

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/ruseti/roin_metreveli/

Posted in 2019, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Казахский писатель армянам: «Какие мы братья?”

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

Казахский писатель Армянам: «Какие мы братья? Конь змее не товарищ» 

Известный казахский писатель Бекет Карашин написал на своей странице в Facebook статью под названием “У нас живут дашнаки?”, которая спустя несколько часов была заблокирована, однако впоследствии была восстановлена.

“В 1979 году мой брат Берекет был демобилизован из армии инвалидом, его избил целый взвод солдат-армян. Били жестоко, арматурами по голове, истоптали сапогами. Он так и не оправился и впоследствии скончался в больнице от последствий полученных побоев. Никто ничего не предпринял по поимке виновных. Дело-то происходило за пределами Казахстана. Тогда в стране торжествовал раздутый интернационализм, и никто не расценил этот случай как результат межнациональных отношений. Но меня постоянно сверлили вопросы, почему именно армяне, почему толпой на одного и почему так нечеловечески жестоко. Сначала ответы пришли из реальной жизни. В 1988 году в Армении произошло землетрясение. Города и селения превратились в руины. Весь Союз бросился на помощь этой республике. Не остался в стороне и Казахстан… Кроме продуктов питания и одежды из нашей Республики поставлялись юрты из Талдыкоргана. Наш личный состав Карагандинской ВШ МВД СССР разгребал завалы, вытаскивал выживших и трупы погибших. А в это время сами армяне мародерствовали: тащили уцелевшие вещи и драгоценности своих соседей. Наши соратники от поступков этих нелюдей просто ужасались. Часто повторяя древнюю казахскую пословицу “Бүлінген елден бүлік алма” (“Не грабь разрушенную страну”), наш личный состав ни о чем, кроме спасения людей, не думал. После этого я лично засомневался в наличии у этого народа сострадания, чистоты помыслов и благородства.

Подробнее читать тут: https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/beket-karashin/

 

Posted in 2019, Armenia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად ტომარაძე – პასუხი რუსეთის პრეზიდენტს

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

tomaradze-putin

ზვიად ტომარაძე

პასუხი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს!

ბ–ნო პრეზიდენტო! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული რთული მდგომარეობისა, ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ მიერ გაკეთებული განცხადება არის უღირსი საქციელი, რომელიც არ შეეფერება არც ქართველი კაცის და არც კავკასიელის ქცევას.

გავეცანი თქვენს განცხადებას, სადაც თქვენ აგრესორად და გენოციდის მომწყობად გამოგყავთ ქართველები აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში.

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ქართველი კაცი ყოველთვის გამორჩეოდა ტოლერანტობით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სადაც 26 საუკუნის მანძილზე არ მომხდარა ებრაელების დევნა. ჩემი სიტყვების დასტურად, ასევე მოგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები ყოველთვის გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ და სარგებლობდნენ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმარ–მასპინძლობით.

თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის იმპერიაში სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა 1774 წელს ხოლო აფხაზეთი 1810 წელს და ქართველები გენოციდს უწყობდნენ აფხაზეთსა და ოსებს. რაც მტკნარი სიცრუეა.

თუ ვინმე ჩაგრავდა და გენოციდს უწყობდა კავკასიელ ხალხს ეს რუსეთის იმპერია იყო. ჯერ კიდევ XIX ს. დასაწყისში რუსი დეკაბრისტი პ. პესტელი „რუსსკაია პრავდაში“, იმ ღონისძიებების შესახებ წერდა, რაც რუსეთის ხელისუფლებას კავკასიაში უნდა გაეტარებინა, კავკასიელ ხალხებს ყოფდა დაუმორჩილებელ და დამყოლ ტომებად. მისი აზრით, აუცილებელი იყო პირველის გადასახლება იმპერიის შიდა გუბერნიებში, ხოლო მეორის თანდათანობითი ასიმილაცია და სრული გათქვეფა კავკასიაში ჩასახლებულ რუსულ მოსახლეობაში…

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/ruseti/z_tomaradze/

Posted in 2019, პოლიტიკა, პუტინი, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე – აფხაზეთი

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

abkhazia

საქართველოს ისტორია

აფხაზეთი

ავტორიები: ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე,

გამომცემლობა: ინტელექტი

2007

აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე

წიგნი წარმოადგენს პირველ განმაზოგადებელ მეცნიერულ ნაშრომს აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე უძველესი დროიდან დღემდე. მისი მეშვეობით მკითხველი გაეცნობა ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების შეხედულებებს სადავო საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, მკითხველს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს ამა თუ იმ დებულების სისწორეში. ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ისტორიის, პოლიტოლოგიის, გეოპოლიტიკის, კონფლიქტოლოგიის და სხვა კურსების შესწავლისას. იგი დაეხმარება პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ასევე იხილეთ ელ-წი იგნსხვადასხვა ენებზე:

 

Posted in 2017, 2019, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

The Ossetians in Georgia

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

როლანდ თოფჩიშვილის   ნაშრომები ინგლისურ ენაზე

საქართველოში ოსთა მიგრაციისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ

topchishvili

Roland Topchishvili – Ethnic Processes in Shida Karthli
(The Ossetians in Georgia)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/causes_of_war_tskhinvali.pdf

***

Roland Topchishvili – Georgian-Ossetian ethno-historical review. 2009

Issues of Ossetian Migration to Georgia. Ethnic History of Shida Kartli (Inner Kartli)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/inglisuri20osebis20texti1.pdf

 

Posted in 2009, 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Осетины в Грузии: миф и реальность

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

topchishviliРоланд Топчишвили 

Осетины в Грузии: миф и реальность

Российская империя воюет с Грузией и грузинским народом не только оружием, но и пером. Фальсификация истории и мысли об отторжении исконных территорий Грузии началась с давних времен. Миграцию осетин в Грузию одревняли, а теперь культурный и политический центр Грузии – Шида Картли – объявляют древнейшим ареалом поселения осетин. В данной книге передана реальная история грузинско-осетинских отношений и их миграция в Грузию.

Topchishvili_Poland[1]

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/topchishvili_poland1.pdf

 

 

 

Posted in 2009, სამაჩაბლო, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია – ნინო სუხიშვილი

Posted by iberiana on ივლისი 6, 2019

03495fe0bd624206fe8be9dd3ca78c84_XL[1].jpg

ქართული ცეკვა არის კაცური, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია – ნინო სუხიშვილი

ქართული ეროვნული ბალეტის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი სიცრუეს უწოდებს ქართულ-შვედური გეი დრამის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნინო სუხიშვილი სხვა ცეკვის კომპანიებს დაუკავშირდა და მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა აუკრძალა.

ნინო სუხიშვილი „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რეჟისორს ფილმის გადაღება „სუხიშვილების“ ბაზაზე სურდა, რასაც არ დათანხმდა, რადგან „ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი“ არ ჰყოლიათ.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე –

ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.

კითხვაზე – მიაჩნია თუ არა, რომ გეი მოცეკვავე ქართული ცეკვის შეურაცხყოფაა, „სუხიშვილების ხელმძღანელმა უპასუხა: „მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი“.

წარმოშობით ქართველმა რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობაზე გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ფილმს, რომელიც ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეების – მერაბისა და ირაკლის სასიყვარულო ისტორიაზეა, მხარი არც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაუჭირა და არც ნინო სუხიშვილმა.

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს – ქართული ეროვნული ბალეტიდან და მისი რეაქცია იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. მის დახმარებას ნამდვილად გამოვიყენებდით, მაგრამ მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ არის. გავიგეთ, რომ მან მიმართა ცეკვის სხვა კომპანიებსაც და მოცეკვავეების ფილმში გამოჩენა აუკრძალა – უთხრა, რომ ვეღარასოდეს იცეკვებდნენ“, – განაცხადა რეჟისორმა The Guardian-თან ინტერვიუში.

reginfo.ge

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ნინო სუხიშვილი – “ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”

Posted by iberiana on ივლისი 6, 2019

nino-suxishvili[1]

“ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!” – ნინო სუხიშვილმა გეი ფილმის მსახიობები დაბლოკა

გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი, ლევან აკინი, ამბობს, რომ “სუხიშვილების” ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

“ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: “რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!”. ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ”, — ამბობს აკინი და აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი გავრცელდა და მათ ფილმისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგეს.

მეტრონომი

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

“თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

Posted by iberiana on ივლისი 2, 2019

berdzenishviliპარტია “თავისუფალი საქართველო”-ს განცხადება

კომედიად გადაიქცა საქართველოში ყველაფერი: КГБ-ს სტაჟიანი ვეტერანები პრო-დასავლურობას იჩემებენ და ჩვენ გვაბრალებენ პრო-რუსულობას.

ბერძენიშვილებს შევახსენებ, რომ მისი ლიდერის – სააკაშვილის მთავრობამ არა – მე, არამედ მათ პარტიას წაუყენა ბრალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და გამოუქვეყნა ჩანაწერები ყოველდღიურად რეპორტებს როგორ აბარებდნენ რუსეთის საელჩოს რომელიღაც კლერკს.

მანამდე 1992 წელს რუსეთის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების დროს, ძმები ბერძენიშვილები ერთგულად იდგნენ გენერალ ბეპაევის და ადმირალ ბალტინის ბანაკში.

უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას: დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის ძიება რუსეთის სპეც-სამსახურების და სამხედრო შენაერთების საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის ყველა ფაქტზე, მ.ათ შორის: 1991-93 და 2007 წლის მოვლენებთან კავშირში, აგრეთვე 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შევიტანთ ინიციატივას ამავე მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვნახოთ აბა “პრო-პრო-პრო-დასავლური პარტიები” დაგვეთანხმებიან თუ არა

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი საქართველო არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსისა, რომელსაც სათავე დაუდო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა – ზვიად გამსახურდიამ. პარტია დაფუძნდა 2010 წელს.

“თავისუფალი საქართველო” განსხვავდება ყველა დანარჩენი პარტიისაგან იმით, რომ ჩვენს გუნდში არ არის შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის რეჟიმის არცერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

პარტიის ლიდერი – კახა კუკავა, იურისტი.
2.07.2019

Posted in 2019, ოპოზიცია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ფაშინიანის „რევოლუციონერები“საქართველოს პარლამენტთან

Posted by iberiana on ივნისი 30, 2019

somxeti1-768x477[1]
როგორ აღმოჩნდნენ ფაშინიანის „რევოლუციონერები“საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე?

28 ივნისს დილიჟანში გაიმართა სომხეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ მამუკა ბახტაძეს სომხეთის პრემიერის ნიკოლა ფაშინიანის მიმართ კითხვები ჰქონდა. კერძოდ, რას აკეთებდნენ სომეხი „რევოლუციონერები“ 21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

ქრონიკის კადრები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ პარლამენტზე თავდასხმა პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა. ნათელი იყო, რომ ხალხის მასაში იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც კოორდინირებულად თავს ესხმოდნენ პოლიციას: ერთი ნაწილი უკან იხევდა და მათ საქმეს სხვები აგრძელებდნენ. ამ მასაში მშვიდობიანი მომიტინგეები ნაკლებად ჩანდნენ.

რუსთაველის გამზირიდან სომეხი ბოევიკების ოპერატიული ევაკუაციის მიუხედავად, მინიმუმ ორი მათგანის ვინაობის დადგენა მოხერხდა.

ერთი სომხეთის სოროსის ფონდის წარმომადგენელი და პაშინიანის თანამებრძოლი მინას მინასიანია, რომელიც საქართველოში აშკარად ფაშინიანის მითითებით იმყოფებოდა. აქციის დაშლის შემდეგ მინასიანი სომხეთის საელჩოს ჩარევის შემდეგ, 25 ივნისს გაათავისუფლეს.

მეორე, დავით გრიგორიანი ფორმალურად, სომხეთის მოქალაქე გახლავთ, თუმცა რატომღაც აქციის დაშლის დროს, რეზინის ტყვიებით დაჭრილი გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა.
„გრიგორიანმა თავის ტრამვა მიიღო, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ“ – იუწყება საქართველოში სომხეთის საელჩის პრეს-სამსახური.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომეხმა დიპლომატებმა დაჭრილი თანამემამულე საავადმყოფოში მოინახულეს. ცხადია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა მინიმუმ, ორი სომეხი „რევოლუციონერი“ და საკუთარი ქვეყნის მითითებით მოქმედებდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დააკავეს ან დაზარალდნენ, თუმცა მათ გარდა იყვნენ სხვებიც, რომლებმაც ტერიტორია დაუბრკოლებლად დატოვეს და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ორზე მეტი იქნებოდა. მომხდარი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ფაშინიანის სომხეთი საქართველოს პარლამენტის აღების მცდელობაში მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი კითხვაა – რატომ?

საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში მიმდინარე არეულობა დაემთხვა ამერიკა-ირანის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას. პირდაპირ ითქვა, რომ ირანის დასაბომბად აფრენილი ამერიკული თვითმფრინავებისთვის სამხრეთი კავკასია საუკეთესო ბაზაა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც თურქეთმა გასაგებად მიანიშნა, რომ ირანზე თავდასხმისთვის თავის ტერიტორიას არავის დაუთმობს.

სომხური „მაიდანის“ შემდეგ ხელისუფლებაში აშკარად პროამერიკული ძალები მოვიდნენ. ამის გარდა, სომხეთი ირანის უშუალო მეზობელია, თუმცა იმისთვის, რომ ირანზე თავდასხმისთვის ამერიკის ბაზად იქცეს, საჭიროა საქართველოზე „დერეფნის გაჭრის“ იმიტირება. ეს საშუალებას მისცემს ფაშინიანს სწრაფად გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან, კონტროლი დაამყაროს რუსულ სამხედრო ბაზებზე და გაწეული სამსახურისთვის ამერიკული მხარისგან ყარაბახის ოკუპაცის აღიარება მოითხოვოს.

სომხეთს ისიც ხელს აძლევს, რომ საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, რადგან მეზობელ ქვეყანაში არეულობა სამცხე-ჯავახეთში საკუთარი ინტერესების განხორციელების კარგი შანსია.

kavkazplus.com „პროგრესნიუსი“-ს თარგმანი

 

Posted in 2019, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia, სომხეთი - Armenia | Tagged: , , | Leave a Comment »

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

Posted by iberiana on ივნისი 29, 2019

This slideshow requires JavaScript.

უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა ლაგოდეხში

29 ივნისი, 2019
2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე-10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის ~ აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/iberia-gusin-dres-xval/#18

Posted in 2019, არქეოლოგია, ასომთავრული, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით

Posted by iberiana on ივნისი 24, 2019

1561358920-e183a3e1839be183a0e18390e18395e1839ae18394e183a1e1839de18391e18390-e1839de183aae1839ce18394e18391e18390-e18398e18395e18390e1839ce18398e183a8e18395e18398e1839ae18398-e18391e183„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

https://1tv.ge/news/

Posted in 2019, არჩევნები, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ირაკლი კაკაბაძე – არა ფარისევლობას!

Posted by iberiana on ივნისი 24, 2019

kakabadze

ირაკლი კაკაბაძე – არა ფარისევლობას!

დღეს საპროტესტო აქციაზე გამოვცხადდი დაბარებულ დროს საღამოს 7 საათზე. ტრიბუნასთან შევნიშნე ჩემი ძველი მეგობარი შოთა გაგარინი, რომელსაც აქცია უნდა წაეყვანა და მივედი მასთან, ჩავეხუტე და კიდევ ერთხელ გამოვუხატე სოლიდარობა საპროტესტო აქციის სამივე მოთხოვნას:
1. გათავისუფლდნენ დაჭერილი ახალგაზრდები, უკლებლივ ყველა;
2. შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა დანაშაულზე და გადადგეს;
3. დაინიშნოს პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც პირდაპირ დემოკრატიას კიდევ უფრო დაგვაახლოვებს.

შოთა ცოტა არ იყოს დაიბნა ჩემს დანახვაზე და მითხრა, რომ რეალურად აქციის წაყვანა ჩემზე კი არ არისო – მიშა მშვილდაძეს უნდა ჰკითხო სიტყვის წარმოთქმა თუ გინდაო. ამ დროს მოვიდა თვით მიშა მშვილდაძეც და მან უკვე მითხრა, რომ (ირონიულად) ‘დირექციის’ გადასაწყვეტია ვინ გამოვა და ვინ არაო, და მე ყველაფერს ვიზამ, რომ შენნაირი უპარტიო და მიუკერძოებელი გამომსვლელები გამოვიდნენო.

მე ორივე ამ ადამიანის მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდათ ბევრი უპარტიო და დამოუკიდებელი ადამიანის გამოსვლა ამ აქციაზე, რაც მას კიდევ უფრო დემოკრატიულად აქცევს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შანსს გაზრდის. მაგრამ, სამწუხაროდ, მიტინგის ‘დირექცია’ როგორც ეტყობა ეგრე არ ფიქრობს. მიტინგის პირველი რიგები სავსე იყო ძირითადად ნაცისტი აქტივისტებით და პარლამენტის წევრებით. ეს თავისთავად არაძალადობის მომხრეებისათვის უკვე ძალიან რთულად ასატანია. მაგრამ თუ ამ აქციის ‘დირექცია’ და მმართველი ძალა სწორედ ეს ბატონები და ქალბატონები არიან – ეს უკვე სრულიად მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყველა იმ პატიოსანი ქართველი მოქალაქის და ახალგაზრდის, რომელიც ახლა ძალადობას აპროტესტებს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/i_kakabadze/

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საპროტესტო აქცია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

Видади Аббасов – Бегство российского депутата из Тбилиси

Posted by iberiana on ივნისი 22, 2019

Видади Аббасов – Бегство российского депутата из Тбилиси, или как Россия докатилась до такой жизни.

 

Posted in 2019, პოლიტიკა, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ფსიქიატრიის დოქტორი ლინ პაპასი  გეი კულტურისა და LGBT-თემის შესახებ

Posted by iberiana on ივნისი 20, 2019

Lynne Pappasფსიქიატრიის დოქტორი ლინ პაპასი  გეი კულტურისა და LGBT-თემის შესახებ

(აშშ, ჩრდილო კალიფორნიის შტატი)

…📌 არ გეგონოთ რომ ისენი არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც უნდათ მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება საყვარელ პარტნიორთან… LGBT როგორც პროპაგანდა და მიმდინარეობა, არის ის ბოროტება რომელიც სრულფასოვნების დეფიციტით განპირობებული მანიაკალური ღვარძლისა და ბოღმის მატარებელია და მათგან განსხვავებული უმრავლესობის არსებობაც კი მათი ღირსების შეურაცყოფადაა მიჩნეული. მათი მთავარი კოზირი იმაშია, რომ მიამიტი საზოგადოების დიდი ნაწილი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ პუბლიკას განსაკუთრებით მოწყვლად სოციალურ ფენად მიიჩნევდა და მისდამი ზრუნვით და ტოლერანტობით იყო განწყობილი, სამნამ ამ მიმდინარეობამ ღიად არ გამოაჩინა თავისი ღრჯოლები – ყველაფრის ფასად აიძულონ სხვაც გახდეს მათნაირი!

…📌გამომდინარე ზემოთთქმულიდან, ჰომოსექსუალური პრაქტიკის მქონე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს პრაქტიკა საზოგადოებრივ ტრენდად აქციონ, არანაირი ფსიქოფიზიკური გაგებით არ შეიძლება ჩაითვალონ ჯანსაღად, რადგან აქ ყოველთვის საქმე გვაქვს ფსიქიკური ტკივილის დემონსტრაციის უცენზურო და გარყვნილ ფორმებთან, რაც ხშირად ღმერთის მიმართ მანიაკალურ სიძულვილში და ცინიზმში გამოიხატება იმის გამო, რომ ყველა არ არის ისეთი, როგორც ისინი….

…📌პრობლემა სიღრმისეულად დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანთა გარკვეულმა კოჰორტამ იტვირთა ღმერთის მაგივრად აწესოს ნორმები, რაც მხოლოდ მათ კეთილდღეობას ემსახურება და ჯამში მიიღეს გარყვნლი სამყარო, სადაც ღმერთისთვის ადგილი აღარ არსებობს. გარყვნილება კი კონტინუუმიალურია და ისევე როგორც ბოროტების სხვა ფორმები, ადვილად შეიძლება მაღალსაკაცობრიო სიკეთის ფორმით მოგვევლინოს… დღეს ძირითადად არა მეცნიერება და რელიგია, არამედ საზოგადოებრივი აზრის ინდუსტრია და პოპულისტური ტრენდები აფორმირებენ მოზარდისა და ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას – თუ არსებობენ განსხვავებული ინდივიდები, საუკეთესო საშუალება იმისა რომ აქციო ლიბერალური ბაზრის მზარდ მომხმარებლად, არის ის რომ შექმნა ამ განსხვავებულობის ტრენდი, როგორც ამ განსხვავების განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. ხოლო ინდუსტრიული პროპაგანდის სივრცეში, სადაც ადამიანებს დამხმარედ არ ეგულებათ ღმერთი, ისინი როგორც წესი ადვილად ხდებიან ამ პროპაგანდის სახარჯი ბიოლოგიური მასალა, რის თვალნათელ მაგალითსაც LGBT-თემი წარმოადგენს მთელი თავისი ფსიქოსომატური პალიტრით…

17.06.2019   “სცეტიცხოველი

https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

AN ORTHODOX PSYCHIATRIST ON HOMOSEXUALITY

Posted by iberiana on ივნისი 20, 2019

SHIFTS IN PARADIGMS. AN ORTHODOX PSYCHIATRIST ON HOMOSEXUALITY

43860.p

Dr. Lynne (Magdalene) Pappas

Dr. Lynne (Magdalene) PappasDr. Lynne Pappas, in Orthodox baptism, Magdalene, is a highly respected psychiatrist, board certified in child, adolescent, and adult psychiatry, practicing in Butte county and the Chico area of northern California. She has been practicing psychiatric medicine for over twenty-two years. She is also the president of the parish council of the Church of St. Andrew the Fool-for-Christ in Redding, California, a parish of the Serbian Orthodox Church. Dr. Pappas has agreed to share her professional knowledge with us on one “evil of the day.”

—The subject of our conversation today is something that has been troubling many Christians in recent years—the general rise in the acceptance of homosexuality as a norm in many historically Christian countries. Legislature in the U.S. and other countries has dictated that homosexuality is not a psychiatric illness; and although most studies have shown that homosexuality is not genetically inherited, homosexuals are increasingly being treated as a minority group, which requires the protection of human rights legislation and tolerance education. One concern is not only how this affects the Church or society in general, but also how it affects those individuals who are experiencing homosexual inclinations but do not want to consign themselves to a homosexual lifestyle, and are seeking help. As a practicing psychiatrist, you have undoubtedly seen this conflict. What do these people do if they are told that they need to be accepted, rather than healed? What can you tell us about this?

—First, I will speak to what you said in terms of the change in what we will call a paradigm. All of us look to markers in our environment and our world—and we are spiritually affected by them as well—of what is truth, what guides us in how to function in life, what is reality. So, we now have a situation where the world tells us that what was once held as abnormal, not of God, not a healthy lifestyle or choice of relationship, is now normal. We now have a shift in paradigm, the rules are all changed, and people are being told that the prior view was false and that we have a new reality. That reality then says, “Anything that I feel is good for me,” whether it be men with men, men with boys, women with young girls, or people with animals (people don’t stop with one thing). Now they are saying that all of these things are just alternatives, and this diversity is “normal”. Every individual has an inherent seed within him of the truth of God, and knows somewhere in his heart and soul that these things are wrong—because we do feel that. Yet they are being met with an external environmental world that says, “That which is guiding you inside is not right.” It is a pressure that unsettles everything. Thus, people no longer have any boundaries, any anchor, or marker of what truth is. This is very important to remember in looking at this whole issue, because it has taken everything and turned it upside down, so that people do not know where to go.

See more: https://iberiana.wordpress.com/sodom/lynne-pappas/

 

Posted in ზნეობა, საქართველო-Georgia, НРАВЫ | Tagged: , , | Leave a Comment »

«Заявка на фальсификации»

Posted by iberiana on ივნისი 19, 2019

«Заявка на фальсификации» и опасность появления «армянских надписей» там, где было влияние Грузинской Православной церкви в Ингушетии, Чечне и Дагестане

SONY DSC17.06.2019

Недавно популярный российский ресурс «Рамблер» опубликовал у себя материал «Вайнахи-христиане»: когда ингуши и чеченцы были православными»

(https://weekend.rambler.ru/read/42304379/?utm_content=rweekend&utm_medium=read_more&utm_source=copylink ).

К Чечне и Ингушетии в связи с последними событиями в республиках – повышенное внимание. Также известно, что и чеченцы, и ингуши и дагестанцы начали серьезно интересоваться христианским прошлым своих народов, тем более, что на территории республик Северного Кавказа находятся многочисленные христианские памятники грузинского культурного происхождения. Также известно, что Южный Дагестан входил в состав древнейшего христианского государства – Кавказкой Албании.

Однако то, как преподносится история христианского наследия на Кавказе в вышеупомянутом материале, не может не настораживать.

В частности в статье приводится давно опровергнутый всеми историками тезис о якобы крещении Кавказкой Албании крестителем Армении Григорием Просветителем: «По традиции, крестителем Кавказской Албании считается первый католикос армян равноапостольный Григорий Просветитель».

https://iberiana2.wordpress.com/caucasus/ingushetia/

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia, Ингушети, Кавказ | Tagged: , | Leave a Comment »

მიმართვა რადიკალ პრაიდისტებს

Posted by iberiana on ივნისი 19, 2019

mamakadze გაიოზ მამალაძე – მიმართვა რადიკალ პრაიდისტებს

რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ-თემს, თქვენ მათ, ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას უსპობთ, თქვენ მათ აძულებთ საზოგადოებას, თქვენ გინდათ ისინი სიძულვილის საგნად აქციოთ, არა მარტო ჩვენი – მართლმადიდებლების, არამედ საქართველოს, მაჰმადიანების, იუდეველების, გრიგორიანელების და სხვა მორწმუნეების თვალში. თქვენ ცდილობთ,, აგრესია გამოიწვიოთ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან, თქვენი უპრინციპო და უგუნური ქმედებებით, უზრდელობით, გინებით, უხამსობით, უკულტურობით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხოფით, თქვენი უაზრო სიჯიუტით, სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფით;

თქვენ აკეთებთ იმას, რაზეც ოცნებობენ ჩვენი ოკუპანტი მტრები, თქვენ აძულებთ საზოგადოებას დასავლურ სამყაროს, ჩვენი სახელმწიფოს ერთადერთ მოკავშირეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ოკუპანტისათვის სანქციების დაწესების საქმეში;

თქვენ აკეთებთ იმას, რაც ყველაზე მეტად უხარია ოკუპანტს, ასუსტებთ ქვეყანას,თქვენ ახარებთ ოკუპანტს, რომელსაც სურს შეიტყაპუნოს ოკუპირებული ტერიტორიები;

თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ოცნებობდა თემურ-ლენგი, ქართული ეკლესიის დასუსტება და დაცემა გინდათ, ქართული კულტურის დაკნინებას ცდილობთ, ქართული სახელმწიფოს დასუსტებას;

თქვენ შეურაცხყოფთ იმას, რასაც მიესწრაფვოდა საქართველო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, თქვენ თავისუფლებას აძულებთ ქართველ ხალხს;

თქვენ ქართული პოლიციის ავტორიტეტს და ბრძოლისუნარიანობას აკნინებთ, თქვენი სრულიად უგუნური სიჯიუტით;

თქვენ ქართულ სახელმწიფოს მტრულად ექცევით;

თქვენ კონსტიტუციურო წესრიგის დამხობა გინდათ, ნებით თუ უნებლიედ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენი გაუაზრებელი და გრანტების მიღებისათვის გამიზნული ანტიქართული, ანტირელიგიური, ანტიკულტურული, ანტიეროვნული, ანტიადამიანური საქციელით, რადგან უხამსობა, გინება, უზრდელობა, უკულტურობა თუ დამყარდა ქვეყანაში, კონსტიტუციურ წესრიგს ვეღარავინ შეინარჩუნებს;

თქვენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმიებული ჰიბრიდული ომის მონაწილეები გახდით;

ცნობილია, რომ თქვენი თანამოზრეები და ლგბტ თემის წარმომადგელების უდიდესი ნაწილი გთხოვენ გაჩერდეთ და სახელმწიფო, ხალხი, თვითონ ლგბტ თემი და ქვეყნის მომავალი არ ჩააგდოთ საფრთხეში, მაგრამ, თქვენ პრაიდის ლიდერებო, მაინც არ ჩერდებით…

ამიტომ, ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ღმერთმა დაიფაროს და ძალადობა, სისხლისღვრა, ქართული სახელმწიფოს დასუსტება, ანტისაოკუპაციო პოზიციის შესუსტება და სხვა ათასი უბედურება, ქვეყნის, საზოგადოებისა და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ თქვენ, პრაიდის ჯიუტ და უგუნურ, რადიკალ ლიდერებს…

გამოიჩინეთ გონირება და თქვით უარი უპრინციპო პრინციპულობაზე!

სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვინმეს მიერ გრანტის აღების სურვილი თუ თავის გამოჩენისადმი მისწრაფება!

19 ივნისი, 2019

Posted in 2019, ზნეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

საპატრიარქოს განცხადება გეი-პრაიდთან დაკავშირებით

Posted by iberiana on ივნისი 15, 2019

IMG_7627-6[1]საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

(14.06.2019)

როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.

ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას.

http://patriarchate.ge/geo/საქართველოს-საპატრიარქ-17/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჰუჯაბის მონასტრის შთამომავლები. ვიდეო

Posted by iberiana on ივნისი 8, 2019

ჰუჯაბის მონასტრის შთამომავლები. ვიდეო

Posted in ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

რა ბედი ელის ჰუჯაბის ტაძარს?!

Posted by iberiana on მაისი 28, 2019

800px-Khuchap_Monastery_1[1]

რა ბედი ელის სომხეთის მიერ მიტაცებულ
ჰუჯაბის ტაძარს?!

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ _ მარნეულს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
XVII ს-ში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, რის გამოც აქაურ დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. XX ს. შუახანებში კი კვლავ აღდგა ძველი ქართული სახელწოდება.

ჰუჯაბი უძველესი, მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ეკლესიაა. სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრითაა გადმოწეული, ეს ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე რომ მოხვედრილიყო..

ჰუჯაბი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. თავისი პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს: ბეთანიას, თახეს, ახტალას. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

მღვდელ-მონაზონი, მამა ანდრია (ორმოცაძე): “დღეს იქ დაყენებული აქვთ ვიდეოკამერები, რათა ჩვენ არ შევიდეთ.
ტაძარი ზიანდება, ინგრევა, გუმბათის ყელზე ხეები ამოდის, ისტორიული კვალის წაშლაც უნდათ. ქართული წარწერებიანი ქვები ამოიღეს და სომხური წარწერებიანი ქვები ჩააწყვეს. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და მონასტერი დაგვიბრუნდება…

დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ცნობილია საზოგადოებისათვის, აქ კი ცნობადობა ძალიან ნაკლებია, რაც სამწუხაროა.”

სრულად: https://iberiana.wordpress.com/about/hujabi/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დუგინი საქართველოზე

Posted by iberiana on მაისი 28, 2019

საინტერესოა, რა ჩაიფიქრეს?

Александр Дугин. Настоящее и будущее Грузии

 

 

 

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

В Александро-Невской лавре нашли могилы последних грузинских царей

Posted by iberiana on მაისი 26, 2019

lavra

В Александро-Невской лавре нашли могилы последних грузинских царей

Саркофаг графа Якова Ростовцева, одного из авторов крестьянской реформы 1861 года, а также 26 могил членов грузинской царской семьи обнаружены ходе реставрации Федоровского храма в Александро-Невской лавре. Кроме того, в обители привели в порядок помещения для духовно-просветительского центра.

Федоровская церковь лавры находится вдали от туристических маршрутов — оттого и реставрация здесь заняла больше десяти лет. Верхний храм был освящен еще в 2018 году, а в нижнем — работы продолжаются до сих пор….

Демонтаж поздних советских пристроек также преподнес сюрпризы — были обнаружены надгробные плиты знатных грузинских семей и последних царей страны Сакартвело. Тридцать восемь фамилий — целый грузинский некрополь, спрятанный за толстым слоем цемента.

Здание бывшей Свято-Духовской церкви в советское время было разорено. В разные годы здесь находился аэроклуб, физкультурное общество “Спартак” и станция переливания крови. Сегодня впервые можно увидеть, что под слоями штукатурки скрывался образец Петровского барокко. Здесь реставрация только планируется.

https://www.vesti.ru/doc.html?id=3150797&cid=7&fbclid=IwAR08PNwdmNqUypa2UYswr9GHze6Qs2aERfzTsU_n9FLFFp1nkbrKW5qFFcA#

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ევროპელი ულტრამემარჯვენე ლიდერები ისტორიის შეცვლის პირობით ერთიანდებიან

Posted by iberiana on მაისი 24, 2019

e183a1e18390e1839ae18395e18398e1839ce18398-800x445

ევროპელი ულტრამემარჯვენე ლიდერები ისტორიის შეცვლის პირობით ერთიანდებიან

23 მაისი, 2019
იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ, ევროპელ ულტრამემარჯვენე მოკავშირეებთან ერთად, მილანის საკათედრო ტაძრის წინ მასობრივი აქცია გამართა. მან, ამ კვირაში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში მსხვილი ალიანსის შექმნის გზით, ისტორიის შეცვლის პირობა დადო.

სიტყვით გამოსვლისას, სალვინის ფლანგს უმაგრებდნენ მარი ლე პენი საფრანგეთიდან და კიდევ სხვა ლიდერები, ევროპის 9 ნაციონალისტური პარტიებიდან.

„ნამდვილი ჯარისკაცი იბრძვის არა იმიტომ, რომ სძულს, რაც მის წინ დგას, არამედ იმიტომ, რომ უყვარს, რაც მის უკანაა. ამ მოედანზე არ არიან ექსტრემისტები, რასისტები და ფაშისტები. ექსტრემისტები არიან ისინი, ვინც ევროპას 20 წელია მართავენ სიღარიბისა და არასტაბილურობის სახელით“, – განაცხადა სალვინიმ და აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი ევროპას გარდაქმნის არა საკუთარი თავის, არამედ მათი შვილების გამო.

წყარო: https://www.theguardian.com/

https://alt-info.com

Posted in 2019, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – აფრიანი ხომალდები სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on მაისი 17, 2019

მანანა გაბაშვილიმანანა გაბაშვილი
აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, რომლის ფრესკებზეც სხვადასხვა დრო და ეპოქა, შიდა და საერთაშორისო საკითხები, ქვეყნის დიდებისა თუ ძნელბედობის ხანა მხატვრული ხერხებითაა გამოხატული და წარწერებით დადასტურებული. საზოგადოდ ფრესკებს, როგორც საისტორიო წყაროსა და ამა თუ იმ პრობლემების პროპაგანდის საშუალებას, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხითაც (ტანსაცმელი, სამკაული, ავეჯი და სხვ.,), თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონმა მიაქცია ყურადღება და გამოიყენა კიდევაც თავის სამეცნიერო შემოქმედებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დაფარული თუ ღია ინფორმაციის შემცველია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთი კედლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა მასზე გამოსახული აფრიანი ხომალდებით.

photo4

სვეტიცხოვლის XI საუკუნის ფრესკებიდან, მას შემდეგ რაც მელქისედეკ კათალიკოსმა ტაძრის რესტავრაციას მოჰკიდა ხელი, ცოტა რამ, ისიც მცირე ფრაგმენტების სახით შემორჩა. ამ ტაძრის დღემდე მოღწეული სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის მქონე კედლის მხატვრობა ძირითადად XVII საუკუნეს ეკუთვნის, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა.

ტაძრის მოხატულობებით XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული სიძველეთმცოდნენი და მოგზაურები დაინტერესდნენ. დაახოლოებით ამავე პერიოდიდან და შემდგომ მათ შეთეთრება-,,რესტავრაციას” ეგზარქოსებმა (1837-1844, 1880წწ.) მიჰყვეს ხელი, რასაც არაერთი მოხატულობა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის პორტრეტი შეეწირა

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/m_gabashvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

60232304_1242052819291260_4490591670374498304_n1

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

(ზუგდიდის მერის არჩევასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ)

… არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ “ზვიადისტებთან” ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ts_gamsakhurdia/

Posted in 2019, არჩევნები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მიმართვა ქართული ოცნების თავმჯდომარეს

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

60249846_852829828415544_3920918808939724800_n[1]მიმართვა

ქართული ოცნების თავმჯდომარეს – ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს;
პრემიერ–მინისტრს – ბ–ნ მამუკა ბახტაძეს;
შინაგან საქმეთა მინისტრს – ბ–ნ გიორგი გახარიას.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 18–23 ივნისს დაგეგმილია ლგბტ კვირეულის მოწყობა, კვირეულის ბოლოს კი ე. წ. „ღირსების მარშის“ ჩატარება. აღნიშნული აქცია ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის საზოგადოებრივ მორალს და შეიცავს აშკარა პროვოკაციის ნიშნებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულ ღონისძიებას და მის ორგანიზებაში ხელშეწყობას განიხილავს, როგორც უხეშ შეურაცხყოფას საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და მორალის მიმართ. შესაბამისად, საზოგადოების რისხვა დიდი ალბათობით მიმართული იქნება არამარტო აღნიშნული აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, არამედ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლებელს ხდის ჩვენი ერის ღირსების შემლახველი ღონისძიების ჩატარებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ დაუშვებს ზემოაღნიშნული ღონისძიების მოწყობას, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 34–ე მუხლი დასაშვებს ხდის ადამიანის უფლებათა შეზღუდვას, ლეგიტიმური მიზეზის არსებობის შემთხვევაში (სოციალური სტაბილურობა, საზოგადოებრივი წესრიგი).

ამრიგად, რისკების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელ საზოგადოებრივ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას.

პატივისცემით,
ლევან ვასაძე (ბიზნესმენი)
გიორგი ჯამდელიანი (მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი)
ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო)
სოსო მანჯავიძე (ისტორიკოსი)
შოთა გლურჯიძე (მხატვარი)
ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი)
დავით ნოზაძე (ადვოკატი)
მერაბ ურუშაძე (პროფესორი)
ანზორ თოთაძე (პროფესორი)
გიორგი გოგოლაშვილი (პროფესორი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ ლინგვისტი)
ნიკოლოზ კიკნაველიძე (აგრონომიის მაგისტრი)
შოთა ბეთლემიძე (სპორტსმენი)
ნანა ხურითი (მსახიობი)
ბესარიონ შარაშიძე (რეჟისორი)
ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)
ნიკოლოზ ონიკაშვილი (იურისტი)
თინათინ ხორბალაძე (მენეჯერი)
ლილი ხურითი (მსახიობი)
მიხეილ ონიანი (ეკონომისტი)
ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)
დავით თევზაძე (ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, თადარიგის გენერალ-ლეიტენენტი)

პატივისცემით,
სამოქალაქო ალტერნატივა

Posted in 2019, ზნეობა | Tagged: , , | Leave a Comment »

არჩევნები ზუგდიდში

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის  ვეტერანთა საბჭოს პრესცენტრის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც ცნობილია ა. წ. 19 მაისს, ქ. ზუგდიდში ტარდება ქალაქის მერის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს საქართველოში რამოდენიმე, ადგილას ტარდება სხვადასხვა დონის არჩევნები, არსად ისეთი ვნებათაღელვა არაა გამოწვეული, როგორც აქ ამ ქალაქში.

    ეს ყველაფერი კი შემთხვევით არ ხდება. საქმე იმაშია, რომ მრავალწლიანმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში ზუსტად ამ ქალაქში ეყრება საფუძველი ქართველების მძლავრი ერთიანობის ჩამოყალიბებას! ზუსტად ამ ერთიანობის არ დაშვება არის მთავარი მიზანი 19 მაისს გასამართი არჩევნების ხელოვნურად დაძაბვისათვის და ერთმანეთის დასაპირისპირებლად.

    როგორც ცნობილია, ჩვენ არასდროს არ ვერევით საოკუპაციო რეჟიმის (დე-ფაქტო ხელისუფლების) მიერ დანიშნულ, ყოვლად უკანონო, არჩევნებში და ოფიციალურად არასდროს გამოვხატავთ მხარდაჭერას ამა თუ იმ ძალის მიმართ. ეს მხოლოდ თვითვეული ჩვენი წევრის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ამჟამად კი მათ მოვუწოდებთ არ აყვნენ ამ დაგეგმილ პროვოკაციას და უნებლიედ არ დააზიანონ ჩვენთვის უმთავრესი მიზანი: ესაა მონანიების, ურთიერთმიტევების და ქართველების ერთად დგომის აუცილებლობა, რაც ჩვენი გამარჯვების აუცილებელი პირობაა!!!

     ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უფალს!!!

16.05.2019

Posted in 2019, არჩევნები, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მეუფე იობის ქადაგება დავით გარეჯში

Posted by iberiana on მაისი 7, 2019

მეუფე იობის ქადაგება – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღდგომის ტაძარში

 

„ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავიბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო

„თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ – სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე. გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დადგა“

„აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე. ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი.
თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა, ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება.

მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს

მისივე თქმით, იქმნება დიდი საშიშროება, რომ უდაბნოს მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც, მეუფის განცხადებით, დაუშვებელია.

ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაც მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს“, – განაცხადა მეუფე იობმა.

reginfo.ge

Posted in ვიდეო, ისტორია-History, პოლიტიკა, რელიგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ

Posted by iberiana on მაისი 7, 2019

h_53261968-e1486027747941[1]ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.

ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბარია 2017 წლის აშშ–ის ბიუჯეტის კანონზე (2017 წლის აშშ–ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017), რომელიც აშშ–ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ–ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი, სათაურით „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისოსაფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, ოკუპაციის სავარაუდო ხარჯების გათვლით.

netgazeti.ge

 

Posted in 2019, აფხაზეთი - Abkhazia, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში)

Posted by iberiana on მაისი 7, 2019

Germogen Abashidzeდავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე)

დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.მისი შვილის – პროფესორ ბეჟან აბაშიძისგან ბევრი რამ მსმენია მამა გერმოგენის სასულიერო მოღვაწეობისა და დიდი ტრაგედიის შესახებ…

მისი წინამძღვრობის ერთი პერიოდი დემოკრატიული საქართველოს არსებობის ხანას ემთხვევა. მამა გერმოგენის დიდი დამსახურებით უდაბნოს მიწების საზღვრები საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გაუსწორდა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შემდეგ დიდი ივანე ჯავახიშვილი ჩასულა ლავრაში და მისთვის მადლობა შეუწირავს მუსულმანებთან საქვეყნო საქმის ,,უომრად” მოგვარებისთვის.

ბოლშევიკების მმართველობის პირველივე წლებში საქართველოს აშკარა მტერი – რუსული ოხრანკა მთელი ძალით ამუშავდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედაც ღვთის ნება იყო, მონასტერს ამ დროს მამა გერმოგენი რომ განაგებდა. იგი ნათესაურ კავშირში იყო სერგო ორჯონიკიძესთან. იგი თავის ხორციელ ნათესავსა და კავკასიის მაშინდელ დამპყრობელს სთხოვს არა მონასტრის, არამედ საქართველოს სასაზღვრო მამულების საკითხთან დაკავშირებით გულისხმიერება გამოიჩინოს. ამ ცნობას გვაწვდის სერგო ორჯონიკიძის მეუღლე, რომელიც იმ დროს მის მდივნად მუშაობდა. მამა გერმოგენი სასტიკი არჩევნის წინაშე დააყენეს: თუ ის გაიხდიდა ბერის ჩოხას და ოჯახს მოეკიდებოდა, მაშინ ყოფილი მონასტრის მამულების განკარგვას ჩააბარებდნენ და მონასტრის მიწების მიმტაცებელ მეზობელ სახელმწიფოს წინ აღუდგებოდნენ (კომპეტენტური პირებისათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ კუხეთის მიწებზე ლენინს ,,ბრწყინვალე თურქული სახელმწიფოს” შექმნა სურდა). ამ დროს, 1924 წელს მონასტრის 2500 ჰექტარს აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს ედავებოდა. მამა გერმოგენი თავისი უშრეტი ენერგიულობით ამ მიწებზე აარსებს უდაბნოს მეცხვარეობის მეურნეობას, რომლის დაკანონებითაც გადარჩება დავით გარეჯიც, წინააღმდეგ შემთხვევაში იცის სხვა ქართული მონასტრების მსგავს ბედს გაიზიარებდა.

არქიმანდრიტი გერმოგენი 1937 წელს დახვრიტეს.. მხოლოდ უფალია ამ ეროვნული სულის კაცის ღვაწლის, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და დაშვებული შეცდომების განმსჯელი.

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

 

 

Posted in 2019, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

იმედი გადარჩენისა!

Posted by iberiana on მაისი 4, 2019

33107410_459057557865829_2870826225922736128_n1
იმედი გადარჩენისა!

“ყველა არ აპირებს შეეგუოს იმას, რაც ეხლა ხდება.. ჩვენ ვიცით რომ არა! ისინი კი არც ისე ცოტანნი არიან: მათ დიახაც იციან, რომ უღირსად წარმოჩინებულთა ჟამი დგას ჯერ კიდევ, ამიტომაც სდუმან და ჩუმად იღწვიან.

აი სწორედ მათი იმედი აქვს საქართველოს! ჭეშმარიტი მამულიშვილები, საქმის მცოდნენი, პროფესიონალები, სწავლულნი თუ უსწავლელნი, პატიოსანი ადამიანები. მნიშვნელობა არ აქვს ვიცნობთ თუ არა ჩვენ ერთმანეთს.

სწორედ მათ გადაარჩინეს ჯერ კიდევ საქართველო და ისინი იტყვიან საბოლოო სიტყვასაც.”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g-chutlashvili-5/ 

Posted in 2015, 2019, ეროვნული მოძრაობა, მამულიშვილებს | Tagged: , | Leave a Comment »

Монастырь Давид-Гареджи и грузино-азербайджанское умопомешательство

Posted by iberiana on მაისი 2, 2019

Видади Аббасов

Монастырь Давид-Гареджи и грузино-азербайджанское умопомешательство

 

 

iberiana2.wordpress.com/caucasus/vidadi_abbasov/

Posted in 2019, ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები და გამოსვლები სამეგრელოში 1993წ

Posted by iberiana on აპრილი 18, 2019

gamsaxurdia

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი

“მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემო მოვალეობა, არამედ იმისთვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმიტომ, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი, ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანიებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით”.

ზვიად გამსახურდია
25 სექტემბერი, 1993 წელი

(ნანა ტატიაშვილის არქივიდან)

***

Posted in ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ნაბიჯების ფრაგმენტები!

Posted by iberiana on აპრილი 15, 2019

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ნაბიჯების ფრაგმენტები!

გუბაზ სანიკიძე იხსენებს 1991 წლის ძალზედ საინტერესო ამბებს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია

ტვ კავკასია, აპრილი, 2019

Posted in 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ყველას, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია!

Posted by iberiana on აპრილი 15, 2019

57503315_2264445870242441_2071596966063636480_n[1]
ყვეეეეელას, ყველას, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია!

აი, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც თერგი ნათერგალად აქცია, ვინც დაიმონა და დაადუმა აქაურობა და ორღობის დედაკაცივით კი არა, გულაფეთქებულმა უნდა დაგწყევლოთ, ვისმა გონებამაც ეს გადაწყვიტა, რა გინდათ, რას გვერჩით ან ჩვენ ან მთებს ან მდინარეებს, რატომ გვკლავთ, თქვენ დაიხურავთ ქუდებს და გასაქცევის მეტი რა გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ, ვინაც ნაბიჯსაც ვერ მოვიცვლით აქედან, რატომ გვინადგურებთ ქვეყანას, თქვენ გადაშენდით ამ მიწა-წყლიდან, ვისაც აქაურობა მხოლოდ მუცელში ჩასაყრელად გინდათ, საზიზღრები ხართ და გეშინოდეთ….

“მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…”

“მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..” – ილია ჭავჭავაძე

ნინო კვაჭანტირაძე
ჟურნალისტი
13.04.2019

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები

Posted by iberiana on აპრილი 9, 2019

04.04.2019.jpg

სრულად:  https://iberiana.files.wordpress.com/2019/04/1992-2019.pdf

Posted in 1992, 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, მრგვალი მაგიდა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო, ჰელსინკის კავშირი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

Posted by iberiana on აპრილი 5, 2019

კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

…მე გავიხსენებ ერთ მიტინგს, ერთ-ერთი ბოლო მიტინგი იყო, რომელიც გამართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ თბილისში 1991 წლის ბოლოს, როცა მან წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ყველას ახსოვს: „ვისაც ჰგონია, რომ იარაღი ძალაა, ძალიან ცდება, იარაღი უძლურებაა, თუ ჩვენი მტრები ტყვიას გვესვრიან, ჩვენ მათ ყვავილები ვესროლოთ და ასე დავამარცხოთ“ – თქვა მან.

ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს იყო უბრალოდ პოეტის სიტყვები, რომლის უკან რაიმე კონკრეტული აზრი და შინაარსი არ იყო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ვუყურებთ დაუჯერებელ და საოცარ ისტორიას  ყველა არხზე. მე პირადად მართალი გითხრათ ცოტა ღიმილითაც ვუყურებ – მას პატივს მიაგებენ, მეგობრებო, უკვე არა მხოლოდ მისი მომხრეები და თანამებრძოლები, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ მის წინაშე ქედს იხრიან მის წინააღმდეგ მებროლები და მოწინააღმდეგეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც სულ რამოდენიმე წლის წინ დასცინოდნენ, დიქტატორად მოიხსენიებდნენ პრესაში, დღეს უკვე მისი სახელის წინაშე ქედს იხრიან და გუშინ მოსაწვევს ეძებდა ამ დარბაზში მოსახვედრად ადამიანი, რომელიც ჩაუშესკუს ეძახდა მას თითქმის სამი ათეული წლის წინ.

აი ასე დაამარცხა მან იარაღის გარეშე, ყვავილებით თავისი მოწინააღმდეგეები და ასე გაიმარჯვა მან სიკვდილის შემდეგ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/kukava/

Posted in 2019, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია როგორც უფლებადამცველი

Posted by iberiana on აპრილი 4, 2019

zviad Gamsakhurdiaკონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდია 

როგორც უფლებადამცველი

შესაძლოა ბევრმა კარგად, ხოლო ბევრმა ნაკლულად იცოდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამავე დროს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ზვიად გამსახურდია არაერთი საქმის ინიციატორი და ყამირის პირველგამკვალავია: იყო ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა კავშირში; აკრძალული ლიტერატურის თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს; დამაარსებელი პოლიტიკური კოალიციისა, რომელმაც ბალტიელებთან ერთად პირველმა დააყენა საქართველოს გასვლის საკითხი საბჭოთა იმპერიიდან; ვინც პირველმა საბჭოთა სივრცეში ჩაატარა ოფიციალური არჩევნები არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით; ინიციატორი რეფერენდუმისა დამოუკიდებლობაზე, რომლის ჩანაფიქრიც ჯერ კიდევ თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის ევროპაში გადასულ ემიგრაციას ქონდა, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, რითიც მან გაამთლიანა საქართველოს უახლესი ისტორიის გაწყვეტილი ხაზი 1918 წლიდან ჩვენს ეპოქამდე.

ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი დაწყებული 1956 წლის ცნობილი პროკლამაციიდან ჯიხაშკარ-ხიბულას ტრაგედიამდე არ არის ამოვარდნილი მისი მოღვაწეობის ერთიანი კონტექსტიდან, რისი მიზანიც ყოველ ეტაპზე იყო ბრძოლა ეროვნული ინტერესების გამომხატველ, იმავდროულად ადამიანურობის შესაბამისი სახის მქონე პოლიტიკისთვის, რათა ის არ გახდეს წილნაყარი ერისა და კაცობრიობის ქაოტიზირების, დაცემის, დემორალიზაციის გამომწვევ ძალებთან.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/k_gamsakhurdia/

Posted in 2019, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

Posted by iberiana on აპრილი 4, 2019

Nikoloz Vashakidzeნიკოლოზ ვაშაკიძე

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

გამოსვლა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამოზე 2019 წლის 31 მარტს კოტე მარჯანიშვილის თეატრში

 …მაინც რაში მდგომარეობს მისი, როგორც პოლიტიკოსის, განსაკუთრებულობა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, შეძლებისდაგვარად, ცოტა მაინც უნდა ჩავღრმავდეთ მის პიროვნებაში. ის არ განიხილავდა საქართველოს როგორც ერთგვარ ასპარეზს პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, რაც ზოგადად პოლიტიკოსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, მაშინ, როცა მისთვის, მისი ოჯახური წარმომავლობიდან და გამორჩეული ნიჭიდან გამომდინარე, კეთილდღეობისკენ და პატივისკენ ყველა კარიერული გზა ხსნილი იყო, მან, რამდენიმე მეგობართან ერთად, დამონებული სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანი და სახიფათო ბილიკი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი დამონებული და დატერორებული საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არჩევანი ლამის სიგიჟის ტოლფასი იყო. მეწამეობრივი გზის შეგნებული ზნეობრივი არჩევანისთვის მზადყოფნა წარმოადგენდა მისი პიროვნების დომინანტურ თვისებას და სწორედ ამ თვისების კარნახით მიიღო მან თავისი სიცოცხლის მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როცა უკვე რეალური დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი საქართველოს პოლიტიკური ლიდერისა და შემდგომში მისი პრეზიდენტობის უმძიმესი როლი იტვირთა.

დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისი ღრმა ინტელექტიდან და რუსული იმპერიის ბოროტების კარგად ცოდნიდან გამომდინარე, მშვენივრად იცოდა, რომ იმ ქარცეცხლიან პერიოდში ეს პოლიტიკური აღზევება სინამდვილეში მისთვის გოლგოთაზე ასვლას ნიშნავდა, მაგრამ მან ეს არჩევანიც მისთვის ჩვეული ზნეობრივი სიმტკიცით გააკეთა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/vashakidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

В Дагестане обнаружили Евангелие VI века

Posted by iberiana on აპრილი 3, 2019

dagestanВ Дагестане при оцифровке древних рукописей обнаружили Евангелие VI века

При оцифровке рукописей в Дагестане специалисты института истории, археологии и этнографии обнаружили древний манускрипт. Евангелие на грузинском языке было создано в VI веке. Ркар Магомедов продолжит.

О том, что вместо одного старинного манускрипта востоковеды получат сразу два, здесь, конечно, не думали. Обычный потрепанный томик, не самый примечательный из тысяч других редких экземпляров. Но под текстом арабских суффийских учений XI века ученые обнаружили более древние, еле заметные письмена.

«Обычно мы датируем по бумаге, качеству характеристики бумаги, по почерку. И тут я обращаю внимание, что эта бумага не похожа ни на одну ту, с которой я сталкивался в течение 20 лет. Она другой структуры», ‒ рассказал ведущий научный сотрудник отдела востоковедения Института истории, археологии и этнографии ДНЦ РАН Шамиль Шихалиев.

Это потом востоковеду Шамилю Шихалиеву стало известно, что в его руках оказался палимпсест ‒ вид рукописи на пергаменте, когда один текст счищали, а поверх наносили новый. Меры в старину вынужденные, хороший материал для письма был дефицитом.

Находка уникальная сама по себе, ведь это первая подобная в рукопись, найденная в Дагестане. Но ценной она оказалось и для соседней Грузии. Непонятые арабистами письмена оказались Евангелием, записанным на «асомтаврули» ‒ древнейшем виде грузинского письма, которое вышло из обращения около тысячи лет назад. Труд, который теперь относят к VI веку, займет свое место в списке других грузинских памятников культуры, подобно этому храму в горах Дагестана.

«У нас были подтверждения о тесных контактах народов Дагестана с народами Закавказья, в частности, об этом свидетельствуют и этнографические памятники, и археологический материал. И данная находка, данная рукопись, написанная на грузинском языке, еще более подтверждает наши предположения», ‒ говорит Шамиль Шихалиев.

Эта тайна, возможно, так и осталась бы нераскрытой, если б не масштабная работа по оцифровке всех рукописей. Известно, что книга под порядковым номером 1012 была привезена в советские годы из лакского селения Убра. К восстановлению ее подлинной истории подключились и грузинские специалисты, уже посетившие Дагестан. Рукопись, к слову, уже оцифрована и в будущем станет доступна для всех желающих на интернет-портале, как и тысячи других уникальных трудов.

https://tvkultura.ru/article/show/article_id/343128/?fbclid=IwAR1EVC_cL1xIdKsJYujXedEmPIevXN03ahk7NQc7Sbm2dk-rvOEJluJFGb8

 

Posted in 2019, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება | Tagged: , , , , | Leave a Comment »

მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… 

Posted by iberiana on აპრილი 3, 2019

Zviadiცოტნე გამსახურდია – მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… 

მოგეხსენებათ, ბედის უკუღმართობის გამო მე ბოლო კლასი, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული ჩეჩნეთში, გროზნოში. ოღონდ მამაჩემის მხრიდან აუცილებელი პირობა გახლდათ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა ჩვეულებრივად უნდა მცოდნოდა… საქართველოდან კარგმა ადამიანებმა ჩამოგვიტანეს წიგნები, საკითხები და მამა თავად მამზადებდა ამ საგნებში.

ადრეც მითქვამს, რომ მე მასთან ძალიან მოკრძალებული და დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა. ჩვენი თაობის მამა-შვილობაც ცოტა სხვანაირი იყო, ვიდრე დღეს. კარგი იყო ეს თუ ცუდი, მე თავად მქონდა ამ მორიდების შეგრძნება და არა იმიტომ, რომ ის ამას რაიმენაირად ითხოვდა, უფრო – პირიქით…

ერთერთ გაკვეთილზე აკაკის “განთიადს” გავდიოდით, რომელიც მან წამებით მოკლულ დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა. მახსოვს, ვიჯექი და ვკითხულობდი: მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა… მნათობი სხივებს მაღლით სცემს თავდადებულის საფლავსა… მე არ მქონია მისი აღქმა, როგორც გმირის, მისტიური პერსონის, ან რაიმე ასეთისა. ჩემთვის ის უბრალოდ მამა იყო და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.

სრულიად მოულოდნელად, რაღაც ნებითა თუ განგებით, 17 წლის ბიჭს ცრემლი მომაწვა… ვკითხულობდი და საიდანღაც ვიცოდი, რომ ამ ლექსში მას ვუყურებდი, თითქოს დროის მანქანა ყოფილიყო ჩართული. და რაოდენ გასაოცარი უნდა იყოს, სიტყვასიტყვით ახდა ეს ლექსი: “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“… მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ახდა, როდესაც 15 წლის შემდეგ დაბომბილ, მიწასთან გასწორებულ გროზნოში ვიპოვე მისი საფლავი და სწორედ მთაწმინდაზე დაიდო ბინა… ვიცოდი ეს მაშინაც, 15 წლის უკან და ცრემლები მახრჩობდა. მახსოვს, რომ არ შეემჩნია, რაღაც მოვიმიზეზე, ავდექი და გავედი ოთახიდან…

ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გაიღვიძა გუშინწინ, 31 მარტს, 2019 წელს, როდესაც ჩემი თხოვნით ნატო მეტონიძის საოცარი ხმა ისევ აჟღერდა – “მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა”…

და როგორც ამ ღონისძიების მოკრძალებული ორგანიზატორი, კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერმა ასე დიდებულად, ტრაგიკულად და საზეიმოდ ჩაიარა ერთდროულად. მადლობა ყველა გამომსვლელსა და ხელოვანს, და სანამ ვიქნები ამქვეყნად, ეს დღე არ დამავიწყდება. მადლობა კახა კუკავას, რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილს ორგანიზებაში დახმარებისათვის და თბილისის მერიას, კახი კალაძეს, რომელსაც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, უკან არაფერზე დაუხევია!

3.04.2019

Posted in 2019, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

მიგრანტები

Posted by iberiana on აპრილი 1, 2019

migrantsმიგრანტები საქართველოში

საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა UN DESA-ს მიხედვით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი UN DESA (United Nations Department of Economic and Social Affairs) იმიგრანტთა რაოდენობას ითვლის „საზღვარგარეთ დაბადებულთა“ კატეგორიაზე დაყრდნობით. ამ კატეგორიაში შესაძლებელია შედიოდეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, მაგრამ დაბადებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, (საბჭოთა კავშირის პერიოდში, ან მისი დაშლის შემდეგ), რომლებიც შემდგომ წლებში გადმოსახლდნენ საქართველოში.

UN DESA-ს ამ მიდგომის თანახმად, საქართველოში იმიგრანტების რაოდენობას ზრდის ტენდენცია აქვს და 2017 წელს 78 218 იმიგრანტი იყო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,1%-ს შეადგენს (საქსტატის მიხედვით, 2017 წლის საშუალო წლიური მოსახლეობის რიცხოვნობა 3 728 ათასი იყო).

მიგრანტთა ამ რაოდენობაში უდიდესი წილი – 46,9% რუსეთში დაბადებულ მოქალაქეებს აქვთ (36 654 ადამიანი), ასევე, მნიშვნელოვანია სომხეთიდან (12 605 – 16,1%) და უკრაინიდან (12 027 – 15,4%) იმიგრანტთა რაოდენობა, ხოლო აზერბაიჯანში დაბადებული და შემდეგ საქართველოში ჩამოსულია 5 937 პირი (7,6% ).

 

იმიგრაციის ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან           

migrant2006-2013 წლებში მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისათვის გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვებიდან უდიდესი წილი რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ ნებართვებს უკავია, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით 2010-2011 წლებში გაიცა (შესაბამისად, 1927 და 1306 ნებართვა).

სავარაუდოა, რომ 2008 წლიდან დაწყებული რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციის დიდ ნაკადში, რომელსაც პიკი 2010 წელს ჰქონდა, ძირითადი წილი საქართველოს ყოფილ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით – ეთნიკურად ქართველებზე მოდიოდა, რამდენადაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს იქიდან ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება შეიძლება გამოეწვია.

2013-2017 წლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების იმიგრაციის ნაკადს კვლავ ზრდის ტენდენცია აქვს. საქსტატის  მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს  სულ შემოსულა 34 896  მიგრანტი, მათ შორის ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთიდან არის – 28%, 9723 ადამიანი. (ჩვენი აზრით, საქართველოში დაბრუნებული ქართველები არ უნდა ითვლებოდნენ მიგრანტებად!)

 

P.Sრაც შეეხება ირანელებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებზე გაცემული იყო 8 587 ბინადრობის ნებართვა (26.09.2018).

შენიშვნა: საქსტატი იმიგრანტებად აღრიცხავს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ბოლო 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი ხნით საქართველოში მყოფ პირებს, ანუ ნახევარ წელზე მეტი ხნით საქართველოში დარჩენილებს. ზოგიერთი მიგრანტი, ~ სწორედ ნახევარ წლამდე რჩება საქართველოში ნაყიდ ბინაში, მერე მიდის დროებით, და სხვა ენაცვლება. ანუ, რეალურად რამდენი მიგრანტია საქართველოში, ცნობილი არ არის.

წყარო: საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ. 2018

Posted in 2017, 2019, გლობალიზაცია, მიგრანტები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მამული, ენა, სარწმუნოება

Posted by iberiana on აპრილი 1, 2019

Guram Kartvelishviliგურამ ქართველიშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

ერთი წუთით შევხედოთ ჩვენ თავს გარესამყაროს თვალით და აღმოვაჩენთ, რომ ქართველები ვიქეცით საკუთარი ქვეყნის გამნიავებელ ხალხად. სად ნახავ მსოფლიოში ისეთ ერს, რომელიც ასეთ ედემ – სამშობლოს ასე ბარბაროსულად ექცევა?

ვითომ მთავრობაც ისეთი გვყავს, როგორსაც ვერც ინატრებდა ვერცერთი დამაქცევარი შაჰ აბასი: მიწა გინდა?— მოგყიდის; ბიზნესი გინდა? — არც გკითხავს სახელმწიფოსთვის საზიანოა თუ არა შენი ბიზნესი, ისე შეგიშვებს ქვეყანაში…

ოღონდ ფული გქონდეს, ჯიბე გაუსქელო და ჩვეულებრივი მოქალაქეც კი მზად არის წინაპართა ათასწლოვანი ნაფუძარი მოგყიდოს მიწა-მამულ სახლ-კარიანად. არავითარი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. არავითარი განცდა იმისა, რომ ქვეყანა კვდება.

უბედურებაა ისიც, რომ ამ ვაქჰანალიურ ფონზე, ერის უმეტესი ნაწილი სწორედ იმ ხალხს განიხილავს დაუძინებელ მტრად, ვინც ასეთი დამღუპველი პროცესების შეჩერებას ცდილობს. საზოგადოების უმრავლესობა კი ქვეყნის დამანგრეველი ძალების პოლიტ-აფერისტობებშია ჩაბმული და ათასჯერ მომტყუებელ ადამიანებს ათასმეერთედ ატყუებინებს თავს. არადა ამუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც საქართველოს უქართველებოდ განიხილავს. განა რა პრობლემაა ასეთი მცირერიცხოვანი ერის მსოფლიოში გაბნევა, გაწოვა და შერევა, იმ ფონზე როცა თვითონ ეს ერი ყიდის ხელაღებით —— მამულს, ენას და სარწმუნოებას….

31.03.2019

Posted in 2019, მამულიშვილებს, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 80

Posted by iberiana on მარტი 31, 2019

 

Tsotne Gamsakhurdia

გიორგი კეკელიძე და ცოტნე გამსახურდია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – ზვიად გამსახურდია – 80 გახსნაზე

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, შემოქმედებაზე, მრავალმხრივ საქმიანობაზე, მაგრამ დღეს, აწმყოსა და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით ერთი ასპექტი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის შესახებ საუკუნეებს გაუძლებს და გზამკვლევად გამოადგება მომავალ თაობებს:

ბრძოლა გაბატონებული აზრის, დისკურსის წინააღმდეგ, საკუთარი აზრის გამოხატვის სიმამაცე, საკუთარი პოზიციის დაცვისა და მისთვის ბრძოლის უნარი! ქცევის ამ იდეალებს ეფუძნებოდა ჯერ კიდევ ანტიური დემოკრატიები, ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ემანუილ კანტის შეხედულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უფრო გვიანდელ განმანათლებელ მოღვაწეთა ნააზრევი…

დღეს და მომავალში, სახელმწიფოებრივ, საზოგადო და პირად სივრცეებში ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას, ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას სწორედ ეს სითამამე, აზროვნების თავისუფლება სჭირდება.

დღეს ჩვენ კვლავ საბრძოლველი გვაქვს ერთპარტიულობის ჭაობის, კერპთაყვანისმცემლობის და კორუფციის კომუნისტური სულის წინააღმდეგ, როდესაც მთელმა ერმა, საზოგადოებამ უნდა მოისურვოს და შეძლოს გამოფხიზლება და არ იყოს ერთი მუჭა “ელიტებისა” და საეჭვო რეპუტაციის, ნასუფრალს შეჩერებული ფსევდომოღვაწეების კვალში მოსიარულე მაჩანჩალა…

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!

ცოტნე გამსახურდია

31.03.2019

 

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა – ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ინტერვიუ

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, პირველი ინტერვიუ სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს „არმენპრესს“ მისცა.

– ბატონო ზვიად, უცხო ქვეყნების ხელისუფლებისადმი ბოლო მიმართვაში აღიარეთ, რომ არ აპირებთ გადადგომას. რა იმედებს უკავშირებთ ამ განცხადებას?

-ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ადამიანთა, მათ შორის, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე გარკვეული ჯგუფების სურვილის მიხედვით არ უნდა გადადგეს. მე მხოლოდ ამომრჩეველთა მოთხოვნის შემდეგ გადავდგები. არ ვაპირებ პოლიტიკური არენიდან წასვლას, თუნდაც ამას ჩემი ოპონენტები მოითხოვდნენ.

მაგრამ როგორ ახსნით თქვენივე ქვეყნიდან, თქვენს დევნილის მდგომარეობას?

– ეს ჩვეულებრივი შეთქმულების შედეგია. დიახ, მე დავტოვე საქართველო, მაგრამ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა.

-ეს უფრო ადრე რატომ არ გააკეთეთ, ბუნტის მეორე ან მესამე დღეს?

– ფიზიკურად არ შემეძლო. ჩემი რეზიდენცია ისე იყო ალყაშემორტყმული, რომ ბლოკადის გარღვევა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ორშაბათს, 6 იანვარს, შევძელით ამის გაკეთება.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/interviu/

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიდის მისტერია გრძელდება

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

Gaioz Mamaladze

გაიოზ მამალაძე

ზვიდის მისტერია გრძელდება

ზვიად გამსახურდია: “იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჟამს გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა”..

ზვიად გამსახურდია იყო საკრალური ტექსტების შესანიშნავი მკვლევარი და თავად გახლდათ მითიური პიროვნება. ამ თვალსაზრისით, მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესია საკრალური ტექსტების განმარტებანი: “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”, “ქებაი და დიდებაჲ ქართულისა ენისაი”-ს გაგებისათვის”   და სხვა.

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა-ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი.

ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა….

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/g_mamaladze/