Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ქართული ენა’ Category

ალიკო ცინცაძე – ქართული ენა და ჰემატრია, დაშიფვრის მეთოდი

Posted by iberiana on აპრილი 14, 2024

ალიკო ცინცაძე – ქართული ენა და ჰემატრია, დაშიფვრის მეთოდი

“შემდეგი გაჩერება” თამარ ცაგარეიშვილთან ერთად

ტვ იმედი.  14.04.2024

 ***

Posted in 2024, ქართული ენა | Tagged: , , | Leave a Comment »

გილოცავთ დედაენის დღეს!

Posted by iberiana on აპრილი 14, 2024

ირაკლი აბაშიძე – ხმა კატამონთან

(ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…)

Posted in 2024, ქართული ენა | Tagged: , , | Leave a Comment »

ბურჯი ეროვნებისა

Posted by iberiana on აპრილი 14, 2012

იაკობ გოგებაშვილი – ბურჯი ეროვნებისა

თუმცა უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში იმას, რომ ერთის უცხო ენის მაგივრად ჩვილს ბავშვს ასწავლიან ორსა და სამს უცხო ენას ერთად. ეს გახლავთ ორკეცი და სამკეცი უკუღმართობა, რომელსაც მოსდევს სწორედ საშინელი შედეგი ბავშვის გონებისა და ხასიათისათვის. იშვიათი ნიჭის ბავშვი უნდა იყოს, რომ გაუძლოს ამ უკიდურესს უგუნურებასა და არ გატუტუცდეს. ამ შემთხვევაში ენები ერთმანეთს ხელს უშლიან, ერთი ენა მეორეს არ აცლის მოკიდოს ფესვები ბავშვის ბუნებაში, შეუხორცდეს იმის მეხსიერებას და გონებას…

“ბავშვს ჯერ დედა-ენა უნდა ასწავლო და მერე უცხო ენა, ერთი – მეორის შემდეგ. თუ ერთს დროს დააწყებინე ორივე ენის სწავლება, ბავშვს გონებას დაუბნევ”, ამბობს პედაგოგთა მამათმთავარი კომენიუსი…

https://iberiana.wordpress.com/about/gogebashvili/

Posted in იდეოლოგია, ქართული ენა | Leave a Comment »

ქართველები ირანში

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2010

  ფერეიდანი

ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც მე-17 საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანიკ)… ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი…) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობას 12-14 ათასს შეადგენს. ისინი ფერეიდნულ კილოზე მეტყველებენ.

ფერეიდნული ქართული უნიკალური მოვლენაა. ეს არის ოთხი საუკუნის წინანდელი ქართული მეტყველება, რომელიც ჯიუტად განარძობს არსებობას უცხო ენობრივ სივრცეში.  1965 წლიდან ფერეიდნის ორი დიდი სოფელი _ ქვემო და ზემო მარტყოფი ფერეიდნის დაბა-ქალაქად _ ფერეიდუნშაჰრად იქცა. იგი ამჟამად ფერეიდნის ცენტრს წარმოადგენს.

https://iberiana.wordpress.com/qartvelebi-iransi/

Posted in ისტორია-History, ქართული ენა, Fereidan | Leave a Comment »

ენა

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2010

ვაჟა ფშაველა – ენა

ვაჟა ფშაველა. Vazha Pshavelaამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შევხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო. თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზე დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ… მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად… ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინარობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად, და დღესამომდე ვერ მიუგნიათ ქართულის ენისათვის.
რას ჰქვიან ენის ცოდნა. რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძებოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არვინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარს ენას მისაბაძავ საგნად.
თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი – დაძველებული, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა, უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს, ისე როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს…
დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულევლად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ-ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში, სადაც მღვრიე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიჰმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის… ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მესაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება, და ამ გაკიცხულის ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყინო? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კი სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გალახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.
1901 წ.

***

ვაჟა ფშაველა  – ჰაოს და ქართლოს

Posted in ქართული ენა | Leave a Comment »