Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•მუსერიძე: 1991-92 სახელმწიფო გადატრიალება

♥ ზვიად გამსახურდია

მორის მუსერიძე: 1991-1992 წ. სახელმწიფო გადატრიალება

“1991-1992” წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება იყო შედეგი საერთაშორისო მასონური შეთქმულებისა, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ ანგლოსაქსური მასონური იმპერიის ძალები, პრაქტიკულად განმახორციელებელნი-რუსეთის სამხედრო ძალები, ხოლო გარეგნულ “შირმად” და ვითომ აღმსრულებლად-ადგილობრივი რენეგატები, მამულის მოღალატენი (რომლებსაც ცხადია, ქართველებად ვერ მოვიხსენიებ!). სასაცილოა, რომ ეს რენეგატები ამ მასონურ შეთქმულებას დღემდე “სახალხო რევოლუციად” ნათლავენ და თავსაც იწონებენ იმით, რომ ქვეყნის დაქცევაში მხურვალე მონაწილეობა მიიღეს!

კომიკოს “პოეტ” რეზო ამაშუკელს ჰგონია, რომ ზვიად გამსახურდია თვითონ “დაამხო”!!! სინამდვილეს კი, ქვემოთ მოგახსენებთ:

შეთქმულების იდეოლოგი ა.შ.შ. (ჯორჯ ბუში-უფროსი) არ ჩანს, მოქმედებს რუსეთის ხელით; “მეგობარი რუსეთის” მასონთაგან ზვიად გამსახურდიას ეროვნული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების სამხედრო ძალით პრაქტიკულად განხორციელებას გენადი ბურბულისი, რომელსაც მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა სასტუმრო “თბილისის” ბუნკერში მოკალათებულ “რევოლუციონერებთან” (თ. სიგუა, ე. შენგელაია, გ. გეგეშიძე და სხვა მათნაირნი). ამის შესახებ, 1992 წლის 28 ივნისს, მიამბო მოსკოვის საბჭოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა. ეს იყო ოფიციალური დელეგაცია, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ და რის საფუძველზეც ივლისის თვეში მოსკოვში პრეს-კონფერენციაც კი გამართეს უცხოეთის ქვეყნების ჟურნალისტებისათვის. ეს დელეგაცია თბილისში შეხვდა ჯ. იოსელიანს, ვ. გოგუაძეს და ვგონებ, ე. შევარდნაძესაც. დელეგაცია იყო ე.წ. “ზაკვო”-ს შტაბშიც, საიდანაც მათ გამოიტანეს უაღრესად საგულისხმო ინფორმაცია:

მოსული იყო გ. ბურბულისის შიფროგრამა, რომლის ძალითაც თ. კიტოვანისთვის სასწრაფოდ უნდა გადაეცათ 10 ტანკი ახალციხიდან, რათა ამ ტანკებით თ. კიტოვანი დაძრულიყო სოხუმისაკენ!!! მკითხველს, ალბათ, ახსოვს რომ სასტუმრო “თბილისის” ბუნკერში ე.წ. “შეთქმულნი” დაბანაკდნენ 1991 წლის დეკემბერში. როგორც კი მათ შეიტყვეს, რომ 1991 წლის 21 დეკემბრის 15:00 საათზე ქ. ალმა-ატაში საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნემო ბურჭულაძემ ხელი არ მოაწერა ე. წ. “ახალ სამოკავშირო ხელშეკრულებას” (რომლის საფუძველზეც იშვა “დსთ”), ანუ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილია, ხოლო საქართველოს რესპუბლიკა იურიდიულად დამოუკიდებელი, უმალვე, იმავე ღამის 00 საათიდან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს ალყა შემოერტყა ჯარებისა (მათ შორის ცხადია, რუსის ჯარისაც), ხოლო 22 დეკემბრის დილის 8 საათიდან პირველი ბომბები დაუშინეს იმ ზარბაზნებიდან, რომელიც იდგა სასტუმრო “თბილისსა” და სამხატვრო გალერეის მიდამოში.

(მინდა შემორჩეს ისტორიას ერთი ფაქტი: 22 დეკემბერს სროლა შეწყდა 17:30 სთ-ზე. ვიფიქრეთ, რომ მომხდურნი უკუიქცნენ და გამოვედით უზენაესი საბჭოს შენობის წინ. 19:30 სთ-ზე სასტუმრო “თბილისის” მხრიდან პირველი მოვიდა პარმენ მარგველაშვილი! ვკითხე: აქ რა გინდა მეთქი? “მაინტერესებს, რა ხდებაო” – მიპასუხა. მეორე დღეს უნივერსიტეტში გახარებულმა მითხრა: “აბა, რა გგონიათ, მოგართმევენ თავისუფლებას!”)

საგანგებოდ ავღნიშნავ:
პირველსავე რუსულ “ბეტეერში”, რომელიც შევარდა უზენაესი საბჭოს ეზოში და რომელიც ააფეთქეს ეროვნულმა გვარდიელებმა, იჯდა რუსის ჯარის მაიორი და არა თ. კიტოვანი, თ. სიგუა, ე. შენგელაია, გ. გეგეშიძე და სხვა! არც ვ. (დოდო) რცხილაძე ჩანდა იქ! მას თავის ბუნკერი ჰქონდა (უფრო ადრე!) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში, სადაც ქმნიდნენ “იდეოლოგიას” ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. სწორედ, ამ ბუნკერში იშვა ზვიად გამსახურდიას მეტსახელები: “ნეობოლშევიკი”, “იმამი”… და გამოთქმა “პროვინციული ფაშიზმი”. (ეს ამბავიც უნდა შემორჩეს ისტორიას: ამ ბუნკერის ერთი წევრი შემომხვდა 1992 წლის 7 იანვრის დილას, ვუთხარი: გაიხარეთ, ხომ წავიდა ზვიად გამსახურდია! მიპასუხა: აბა, რა ეგონა, დოდო რცხილაძეს რომ თანამდებობა არ მისცა, მე კი… გაზეთ “იზვესტიის” წაკითხვის საშუალება მომისპოო! მოგვიანებით რომ შემხვდა, მივახალე: ხომ ხარ კმაყოფილი, ხომ მისცა ე. შვარდნაძემ დოდოს თანამდებობა, ხომ კითხულობ ისევ “იზვესტიას”, ხომ ხარ “ბედნიერ” საქართველოში აყვავებული?!)

მე ვფიქრობ, აუცილებელია, რომ საქართველოს ისტორიას შემორჩეს მათი “დამსახურება”! განსაკუთრებით კი ვ.(დოდო) რცხილაძისა, რომელიც მეტად ამაყობს იმით, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ პირველად მან იხმარა გამოთქმა “პროვინციული ფაშიზმი”!!! აი, ნახეთ რას წერს გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” (N 288(3288), “7-13” ივლისი,2002 წ):

“ეს უკანასკნელი გამოთქმა გამსახურდიას რეჟიმის მიმართ (იმედია, ბატონი ედუარდი არ მიწყენს) პირველად მე ვიხმარე ჯერ კიდევ ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობის ჟამს, რაც ჩემს ახლობლებს (აქ გულისხმობს თ.ს.უ.-ს მე-4 კორპუსის ბუნკერის დანარჩენ წევრებს, რომელთა გვარები მე კარგად ვიცი, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ, რადგანაც არ მინდა, რომ მათ შთამომავალთ შერცხვეთ ისევე, როგორც უეჭველად შერცხვებათ ვ.(დოდო) რცხილაძის მემკვიდრეთ! – მ.მ) კარგად ახსოვთ.”

ვ. (დოდო) რცხილაძის ნათქვამიდან გამოსჭვივის მისი სინანული იმის გამო, რომ თავის დროზე, “გენიალური” ზეპირნათქვამი, წერილობით არ დაადასტურა. თუმცა, ეტყობა, გულს არ იტეხს, რაკი ჰგონია, რომ პირველავტორობა გამონათქვამისა მიეკუთვნა მის “ბატონ ედუარდს”. აქ კი, ალბათ გაწბილდება ვ. (დოდო) რცხილაძე, როცა გავახსენებ, რომ ეს გამოთქმა – “პროვინციული ფაშიზმი” წერილობითი “განძის” სახით დაგვიტოვა ვინმე სოციოლოგმა ვახტანგ მასხულიამ (რომელმაც 1992 წლის განმავლობაში გაზეთ “Свободная Грузия-ში” მთელი სერია გამოაქვეყნა წერილებისა, რომელშიც დაუფარავად ლანძღა ღირსეულ ქართველთა ეროვნულობა, თავად რუსულსკოლადამთავრებულმა სომეხმა (როგორც ეს მითხრეს ჩვენმა სოციოლოგებმა). ამ დამსახურებისათვის ის ე. შევარდნაძის მრჩევლად დააწინაურეს, ვ.(დოდო) რცხილაძესავით; ამჟამად კახეთში რომელიღაც მეღვინეობის ფირმის პრეზიდენტია (და კახური ღვინის ექსპორტით მიღებული დოლარებით მდიდრდება!). აი, როგორ წერს ეს “დიდი ქართველი” ვ.მასხულია (გაზ. “Свободная Грузия”, 05.03.92 ):

“Падение диктатуры, свержение провинциального фашизма. Время покажет-надолго илт навсегда. Ибо в живых осталась… идеология нацизма, утопического мессианства, которий перманентно присущи примитивность, одномерность социального битья, агресивность и тоталитаризм. Носители этой идеологии всё ещё живут среди нас. Дух её попрежнему безсознательно владеет массовым сознанием.” “Наш менталитет, не имевший иммунитета против тоталитаризма и авторитаризма, просмотрел националистическую угрозу. Как это пройзошло? На протяжении веков история Грузии маятник её национальной психологии колебалься между чувством ущербности, с одной стороны, и превосходством над остальным миром, с другой”.

ამ მრჩეველ მასხულიას რეკომენდაციით გაიმეორა ე.შევარდნაძემ გამონათქვამი “პროვინციული ფაშიზმი” და “პირველავტორობაც” მას მიენიჭა (აბა, პროტესტს ხომ არ გამოთქვამდა მონა მორჩილი!). აი, ასე “განიძარცვა” ისტორიული (უფრო ზუსტად – ისტერიული!) ქმნილებისაგან (“პროვინციული ფაშიზმი”) მისი ნამდვილი პირველი “დამბადებელი” ვ.(დოდო) რცხილაძე!!! ძალაუნებურად მახსენდება საცოდავი ვალიკო ჯუღელი, რომელმაც პირველმა თქვა ილიას მკლელობაზე ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას (როცა ის “ბოლშევიკი” იყო !): “ლეს რუბიატ, შეპკი ლეტიატ!” მერე კი, როცა ის “მენშევიკი” გახდა, ეს გამოთქმა გაიმეორა ნოე ჟორდანიამ და პირველავტორობაც მას მიეწერა! (აბა რა, პროტესტს ხომ არ გამოთქვამდა ვალიკო, ნოეს გვარდიის სარდალი?!)

ეჰ, ისტორიავ, ისტორიავ! როგორ გიყვარს გამეორებანი!

ახლა იმას ვიტყვი, თუ რას ჩავაცივდი ამ ვ. (დოდო) რცხილაძეს. საქმე ის არის, რომ ვ.(დოდო) რცხილაძე დღესაც ახვავებს ზვიად გამსახურდიას “მამხილებელ” წერილებს (ძირითადად ისეთ “ეროვნულ” გაზეთებში, როგორიც არის “ლიტერატურული საქართველო” და განსაკუთრებით… “საქართველოს რესპუბლიკა”). უნდა ვაღიარო: ვ. მასხულიაც იმიტომ გამახსენდა, რომ ვ. (დოდო) რცხილაძე თავისი მრავალმხრივი ნაკითხობით ტოლს არ უდებს ვ.მასხულიას ზ.გამსახურდიას “მხილებაში” და რაც მთავარია… ე. შევარდნაძის ერთგულებაში! (ვინძლო, მანაც იმდენი “იღვაწოს”, რომ ბოლოს ვ.მასხულიასავით რაიმე “ფირმა” ან შ.პ.ს. გახსნას! იყოს ნება ე.შევარდნაძისა! ოდესმე მაინც იქნება!) მომიტევე, მკითხველო, ერთსაც ვიტყვი ვ.(დოდო) რცხილაძეზე და მეტს არა. ის, თავის წერილებში ბევრ ტყუილს ამბობს. ამჟამად, ჩემთვის მხოლოდ ერთია საინტერესო, ყველაზე მთავარი. ვ.(დოდო) რცხილაძე ამაყობს: “…ერის რჩეული ნაწილი, ვინც გამსახურდიას მოფაშისტო რეჟიმი დაამხო”. მე არ ვიცი. თავის თავს გულისხმობს თუ არა ამ ნაწილში. (ისე,”მოკრძალებულად” კი წერს თავის თავზე: “პროვინციული ფაშიზმის” დამხობას მე ზოგიერთი სერიის მაყურებლის როლში არ შევხვედრივარ და მოქალაქეობრივი ვალი იმ პერიოდში სხვებთან ერთად მეც მოვიხადე” (იხ. ზემოხსენებული მისი წერილი). დიახაც! კარგად ვიცი, თუ როგორ სიამოვნებდა ვ.რცხილაძეს “ზვიადისტების” კვლა, დასახიჩრება, დაპატიმრება, დევნა! – მ.მ). სხვებს, ვისაც გულისხმობს, ვიცი.

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ პირველ რუსულ “ბეტეერში”, რომელიც შევარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის ეზოში, არ მჯდარა “ერის რჩეული ნაწილის” არცერთი კაცი. არც მომდევნო “ბეტეერებში”. არც ზარბაზნებიდან ისროდნენ და არც რაკეტებიდან (ისინი ოდენ ბილწსიტყვაობდნენ სასტუმრო “თბილისის” ბუნკერში, დუჟმორეული თ.სიგუას დარად). ასე რომ, “ერის რჩეული ნაწილი ვერ დაამხობდა ზ.გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, რომ არა ა.შ.შ. მასონთა ძალისხმევა (შავი, რეაქციულ მასონის ჯ.ბუშის-უფროსის მეთაურობით ) და რუსეთის სამხედრო ძალა. ვერ სძლევდა 1993 წელს ზ.გამსახურდიას ხელისუფლებას “ერის რჩეული ნაწილი”, რომ არა “ასლან აბაშიძის ბათუმიდან” წამოსული ტანკები და ბალტინის ესკადრა (ცნობისათვის: ერთადერთი “გამბედავი მეომარი” “ერის რჩეულ ნაწილში” აღმოჩნდა ვ.(დოდო) რცხილაძის მეგობარი, 1993 27 ივლისს ქ.სოჭში აფხაზეთის გამყიდველი, თ.ს.უ. მე-4 კორპუსის ბუნკერის აქტიური წევრი ვახტანგ გოგუაძე, ვინაც, თითქოს, მჯდარა ბალტინის ტანკში. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ მისი მეგობრები უნივერსიტეტში (თვით გოგუაძე კი ამტკიცებდა, რომ ტანკში არ ვყოფილვარ, უკან მიმავალ “ვოლგაში” ვიჯექიო – მ.მ.), რომ არა ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოვლინებული სპეცაგენტები (იხ. გაზეთი “ალი”, N144, “12-13” სექტემბერი, 2000 წ. ეს სპეცაგენტები თავად აღიარებენ ამას !), ვ. (დოდო) რცხილაძე კი დაჟინებით გაიძახის – “ერის რჩეულმა ნაწილმა დაამხო ზ.გამსახურდიაო”.

ერთი, კარგად მიიხედ-მოიხედოს, მოიძიოს ეს “რჩეული ნაწილი”. გაეცინება მწარედ! თუმცა რა, მეც ფუჭად ვირჯები! ვ.(დოდო) რცხილაძემ და მისთანებმა ხომ შესანიშნავად იციან, თუ რა საერთაშორისო ძალამ “დაამხო” საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ეროვნული ხელისუფლება “1991-1992” წლების დეკემბერ-იანვარში! იციან, მაგრამ თქმას ვერ გაბედავენ, რაკი იგივე ძალა მათაც დაამხობს! სწორედ ამ ძალის მსახურნი არიან ეგენი! აქ შევჩერდები და დაბეჯიდებით გავიმეორებ ყველასათვის ცხადყოფილს:

“თავს ნუ იბითურებ “ერის რჩეულო ნაწილო” (პუტჩისტებო! არც თქვენ და არც თვით მამას თქვენსას არ “დაგიმხიათ” ზ.გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება! ის ვერ აიტანა და ამიტომაც განდევნა მსოფლიო გლობალისტურმა ძალამ! ამის დამადასტურებელი ბევრი მონაცემი არსებობს დღეს. ცხადია, ყველას ვერ მოვიტან. ზოგიერთს გავიხსენებ მხოლოდ. – დავიწყებ უმთავრესით, საიდანაც მოდის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა: ჯ.ბუში და ე .შევარდნაძე სანკტ-პეტერბურგი, “Народная Правда“, N 41,1992 წ – “От редакции”:

“Некоторие высказывание З. Гамсахурдия и Д. Дудаева о намерениях “Мировой Элити” установить тотальное господство на всей планете, поставить под свой контроль все геополитические процесси и навести “мировой порядок” кому-то могут показаться преувеличением. Однако многочисленные факты говорят в пользи этого утверждения ниже мы публикуем выдержки из двух серёзных политологических работ, которие совсем недавно были напечатаны в США (1. А Саттон. “Два лица Дж. Буша”, Нью Йорк. 1988; 2. В. Гриффин, Т. Четкин. “Подлинная биография Дж. Буша”. Вашингтон, 1992). Они как нельзя лучше согласуютсия с высказыванями двух президентов. “Согласно новейшим американским исследованиям личности и биографии президента США Джордж Буш-член тайного массонского рассистского общества “Череп и Кость” или братство смерти”. Это общество ставит своей целью создание всемирной империи белой рассы, то есть англосаксонцев, геноцид, стерилизацию остального человечества, уничтожение независимости всех государств, не подчиняющийхся диктату США и НАТО, что онт называют “Новым Мировым Порядком”. Шеварднадзе агент Дж. Буша и ЦРУ на кавказе, которому поручена уничтожение государств и геноцид кавказского населения путьём его бальканизации, превращением этой территории для разведивательной деятельности против Ирана, Ирака и других стран Азии”.

შენიშვნა: მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ამონაწერი პირველად გადმობეჭდა გაზეთმა “აღდგომამ”, 1992, როცა ის გამოდიოდა ჯერ კიდევ სოხუმში. ცოტა მოგვიანებით (28. “05-03”.06.1992 წ.) “იბერია-სპექტრმა” დააპირა ბეჭდვა ინგლისური დედნიდან თარგმნისა, მაგრამ ვერ შეძლო რაღაცის გამო – მ.მ.

– ახლა გავიხსენებ ერთ პუბლიკაციას (ჟურნალი “Наука и Религия”, N12, 1991), რომლის ავტორია რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი პროგნოზისტი ჰოროსკოპისტი გრიგორი კვაშა. მისი სტატიის სათაურია – 1992, “Что готовит год обезьяньи?” სტატიის იმ ნაწილში (გვ.39), სადაც საუბარია იდეოლოგიურ-ინფორმაციულ სფეროში პიროვნებების მოღვაწეობის შესახებ, უცებ (როგორც რუსები იტყვიან – “Не с того, не с чего”) წერია:

“И Ландсбергис или Гамсахурдия, заявляя о победе гуманитариев в борьбе за власть, очень сильно ошибаются…”. ხოლო სტატიის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია რუსი პოლიტიკოსების ბედ-იღბალზე (გვ.40), სულაც უცნაური რამ არის გაჟღერებული: “Сбивается прогноз гороскопа о фиаско политиков войнствующих гуманитариев: Гамсахурдия, Жириновского “მივაქციე ყურადღება: გ. კვაშას სტატია დაიბეჭდა დეკემბერში. 1991 წლის დეკემბერში დაიწყეს ზ.გამსახურდიას “ფიასკო”. ჟურნალის ეს ნომერი სტამბაში ჩაბარებულია 26.09.1991-ში. მაშასადამე, ამ დროისთვის (ალბათ, უფრო ადრეც, სტატიის დაწერის დროსვე!) გ. კვაშამ იცის, რომ, ზ. გამსახურდიას 1992 წელს ელის “ფიასკო”. საიდან იცის? ამას დიდი მიხვედრა არ უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმ კარგად ცნობილ ფაქტს, რომ ე.წ. “პროგნოზისტ-ჰოროსკოპისტები” (მაგალითად, ცოლ-ქმარი გლობები) საბჭოთა კავშირის ს.უ.კ.-ის “რუპორები” იყვნენ).

რაკი რუსეთში ს.უ.კ-მა იცოდა ზ.გამსახურდიას აუცილებელი “ფიასკო”, ბუნებრივია, ს.უ.კ-ის თბილისის ფილიალებმაც იცოდნენ. მაგალითად, იცოდა ედპ-მ, იცოდნენ “მწვანეებმა”, იცოდა “სახალხო ფრონტმა” და სხვა. იცოდნენ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც ისხდნენ 1 კორპუსის კიბეებზე და “ამხობდნენ” ზ. გამსახურდიას “პროვინციულ ფაშიზმს”!!!

ცოცხალ ფაქტს გავიხსენებ:

კიბეებზე “მჯდარი” “ერის რჩეული ნაწილის” ერთ-ერთი “ღირსეული” წარმომადგენელი, პროფესორი ციალა სვანიძე სექტემბერში “ჭკუას არიგებდა” ერის “არარჩეული ნაწილის” “უღირსს” წარმომადგენელს, პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილს: “თენგიზ, თავი დაანებე მაგ ზვიადს, ეგ დეკემბერში უკვე აღარ იქნება! ”

გამოცანას ვთავაზობ მკითხველს: “საიდან იცოდა ეს ციალა სვანიძემ?!”

– ახლა უფრო რთულ გამოცანას შევთავაზებ მკითხველს, წარმოვადგენ რა ერთი პიროვნების მეტად საგულისხმო მოსაზრებებს. ეს მოსაზრებანი ამოვწერე გაზეთ “ახალი თაობიდან” (N 344, 14. 12. 97), რომელშიც დაიბეჭდა წერილი – “ზვიად გამსახურდიას აღზევება და დაცემა“. აი, ნაწყვეტები ამ წერილიდან:

“ოპოზიციას (ზ.გამსახურდიას წინააღმდეგ – მ.მ.) მხარს უჭერდნენ შემოქმედებითი ინტელიგენციიდან ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც ახლოს იყვნენ და თანამშრომლობდნენ ედუარდ შევარდნაძესათან მისი ცენტრალური კომიტეტის მდივნობის პერიოდში. ესენი არიან: კინორეჟისორები რეზო ჩხეიძე და ელდარ შენგელაია, პროფესორი აკაკი ბაქრაძე და სხვები”.

შენიშვნა:

1. საინტერესო ცნობა მკითხველისათვის: ე.წ. “ზაკვო”-ს შტაბში რომ გადაიხადეს რუსეთის გ.რ.უ-ს დაარსების მე-75 წლისთავი, ზ.გამსახურდიას მტრებიდან მხოლოდ ე.შენგელაია მიიწვიეს!

გამოცანა: ვინ ყოფილა ე.შენგელაია?

2. ცნობილია, რომ აკაკი ბაქრაძე არ იყო პროფესორი. გამოცანა: ხომ არ იყო “პროფესორი” ე.წ. “კლიჩკა”? -“გამსახურდიასადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს პრესით, მაგრამ იგი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იყო და მისი ჩამოგდების უფლება არავის ჰქონდა. ასეთი მოქმედება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. რას აკეთებდა ამ დროს მოსკოვი? ხელი შეუშალა მას? არა. ცენტრმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირა გადატრიალებას. რესპუბლიკის პირველი პირის ადგილს ე.შევარდნაძე უმიზნებდა”.

შენიშვნა:

1. ცენტრი-მოსკოვი არ იყო გადამწყვეტი (შთამაგონებელი) ძალა. ის იყო მხოლოდ აღმასრულებელი ტექნიკური ძალა.

2. შთამაგონებელი ძალა იყო ვაშინგტონში (აშშ). სწორედ, ეს ძალა “უმიზნებდა” და არა შევარდნაძე!

“შევარდნაძეს რაღა? მან თავისას მიაღწია (უფრო ზუსტად, მიაღწევინეს – მ.მ.); კანონის წინააღმდეგ საქართველოს მეთაური გახდა. როგორც ჩანს, თავისი უახლოესი მეგობრების (მასონურ ლოჟაში “ძმებს”რომ უწოდებენ ერთიმეორეს, ლოჟის გარეთ კი-“მეგობრებს”!-მ.მ) -დასავლეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების (უპირველეს ყოვლისა ჯ.ბუშის და ჯ.ბეიკერის – მ.მ) დახმარების იმედი ჰქონდა. იმედი ჰქონდა იმისიც, რომ დასავლეთიდან ნაკადად წამოსული დოლარები თვალის დახამხამებაში ააყვავებდა საქართველოს… ჯერჯერობით კი ქართველ ხალხს შევარდნაძის პოლიტიკა ძალიან ძვირად უჯდება (არ არსებობს “შევარდნაძის პოლიტიკა”, არსებობს “ვაშინგტონის (აშშ) პოლიტიკა” საქართველოს დაკაბალებისა, რომელსაც შევარდნაძე აღასრულებს! – მ.მ). დიდი ჭკუა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ აქ წარმოდგენილი ნაწყვეტებიდან აშკარად ჩანს ის ზოგადი სქემა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შეთქმულება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ “1991-1992” წლების დეკემბერ-იანვარში!

როგორც ზემოთ ერთხელ უკვე გამოვთქვი, ეს სქემა ასეთია:

1. შეთქმულების სულის ჩამდგმელი – გარე გლობალისტური ძალა (ძირითადად, აშშ) ჯ.ბუშის ფორმულა – “გამსახურდია მდინარების საწინააღმდეგოდ მიდის” (1991 წლის 19 აგვისტოს 12:00-სთ-ზე მოსკოვის პუტჩის გამო თეთრი სახლის ეზოში გამართული ჯ.ბუშის პრეს-კონფერენცია, რომელზეც მან განაცხადა, რომ არ სცნობს და გმობს პუტჩისტებს. მხარს უჭერს რეალურ ხელისუფლებას და გორბაჩოვის პოლიტიკას. ამერიკის პრეზიდენტის ამ განცხადების გამო, მანდილოსანმა ჟურნალისტმა იკითხა:

“თქვენ ასეთ შეფასებას აძლევთ მოსკოვის პუტჩს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მას “გორბაჩოვის შოუ” უწოდა”.

ბუში უეცრად ანერვიულდა და საკმაოდ უხეშად, დემოკრატიული ცნობიერების სახელმწიფო მოღვაწისათვის შეუფერებელი ტონითა და სიფიცხით თქვა, რომ ეს სისულელეა. “გამსახურდია მდინარების საწინააღმდეგოდ მიდის. დროა, გამოერკვიოს და რეალობას გაუსწოროს თვალიო”.

ამერიკის ტელეკომპანია სნნ-მა შეკითხვა დაუსვა საქართველოს პრეზიდენტს, თუ რას ფიქრობდა ამ პუტჩის შესახებ:

“მე ვფიქრობ”, იყო პასუხი, “ეს პუტჩი თვით გორბაჩოვის მიერაა დაგეგმილი და განხორციელებული ამ პირებთან (იგულისმება იაზოვი, პუგო და ა.შ) ერთად, რადგან ეს აძლევდა პოლიტიკურ დივიდენდებს“.

მეორე დღეს იმავე სნნ-მა აჩვენა ჯორჯ ბუში, რომელმაც განაცხადა:

“მე ვფიქრობ, რომ ამ კაცმა (ანუ გამსახურდიამ) ცოტათი მაინც უნდა დაამუშაოს ის განცხადებები, რომელთა გაკეთებასაც აპირებს… ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება… ის უნდა მიჰყვეს დინებას და გაიგოს, რა ხდება მსოფლიოში” (ორივე ციტატა აღებულია ” უშიშროების პოლიტიკური ცენტრის” მასალებიდან, ვაშინგტონი 21.08.1991)

– ეს ციტატები – საკუთრივ ვ.რცხილაძისთვის, რომელსაც ჯიუტად არ უნდა აღიაროს, რომ ჯ.ბუშმა მართლაც თქვა ასეთი რამ. ამის საპასუხოდ ზ.გამსახურდიამ ბრძანა:

“დიახ, დინების მიმართულებით ცურვამ” ჯორჯ ბუშს ვერ მოუტანა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთმა დასავლელმა ანალიტიკოსმა ამაზე მოსწრებულად შენიშნა: “მდინარის დინებას მხოლოდ საქონლის ლეში და მკვდარი თევზები მიჰყვებიანო“. იხ.: “საქართველოს სამრეკლო”, 23.01.1993. გვ 2-მ.მ.)

2. შეთქმულების ტექნიკურად უზრუნველყოფა – თბილისში განთავსებული “ზაკვო”-ს ჯარის ნაწილები.

3. ფორმალური აღმასრულებელნი შეთქმულებისა (ანუ შირმა, გარეგანი) – ადგილობრივი რენეგატები: დარტანიან-მუშკეტერები (როგორც მათ უწოდა ვაი-მწერალმა ნაირა გელაშვილმა!) – თ.სიგუა, თ.კიტოვანი, ჯ.იოსელიანი, გ.ყარყარაშვილი და წითელი ინტელიგენტები (რ.ჩხეიძე, ე.შენგელაია, გ.შენგელაია, ი.ორჯონიკიძე, ნ.ლომოური, ლ.ღოღობერიძე, ლ.ღვინჯილია, რ.მიქაბერიძე და სხვა ამათნაირები). ახლა კი მკითხველს ვაცნობებ, რომ ზემოთ მოტანილი ციტატები წერილიდან “ზვიად გამსახურდიას აღზევება და დაცემა” ეკუთვნის, არც მეტი, არც ნაკლები… საბჭოთა კავშირის კ.გ.ბ-ს მე-5 სამმართველოს ყოფილ უფროს ფ.დ.ბობკოვს!!!

აი, პასუხი გამოცანაზე, თუ საიდან იცოდნენ თ.ს.უ 1 კორპუსის წინ კიბეებზე ჩამოლაგებულმა პუტჩისტებმა, რომ ზ.გამსახურდია დეკემბერში უკვე აღარ იქნებოდა!!! კიდევ ერთი ფაქტი, დამადასტურებელი საერთაშორისო შეთქმულებისა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ. 1991 წლის 31 დეკემბერს ევროკავშირმა აღიარა 11-ივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერევიტეტი, საქართველოს რესპუბლიკისა კი-არა!!! (არადა ხომ გახსოვთ-1991 წლის 21 დეკემბრისთვის მხოლოდ საქართველოს რეპუბლიკა იყო იურიდიულად დამოუკიდებელი!). გარესამყაროს გლობალისტებს ეროვნული ზვიად გამსახურდიას საქართველოს რესპუბლიკა არ უნდოდათ, თორემ, ანტიეროვნული ე.შევარდნაძის საქართველო ევროკავშირმა დაუყოვნებლივ სცნო 1992 წლის 23 მარტს!

One Response to “•მუსერიძე: 1991-92 სახელმწიფო გადატრიალება”

  1. AFXAZI said

    სანამ არ აღსდგება კანონიერება საქართველოში, აფხაზეთს და ცხინვალის რ-ონს ვერ დავიბრუნებთ

    Like

დატოვე კომენტარი