Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბიოგრაფია

ზვიად გამსახურდია

რაინდი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა

 ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობების ლიდერი საქართველოში (1960-1990), დემოკრატიულად არჩეული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი (ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი), მწერალი და მთარგმნელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში შედიოდა: ქართული მწერლობის ისტორია, იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციის ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, ამერიკული პოეზიის ისტორია, რუსთველოლოგია, ანთროპოსოფია, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ისტორია და ა.შ. ის იყო ავტორი 40 მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომისა (4 მონიგრაფიის) და 200-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევის.

X X X

ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში.

მამა – კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975), XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი.

დედა – მირანდა ფალავანდიშვილი.

1955 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობარმა მერაბ კოსტავამ დააარსეს არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია “გორგასლიანი”.

1958-1962 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1963-1977 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1973 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1991 წლიდან – დოქტორი (სრული პროფესორი).

1981-1990 – ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

1966-1977, 1981-1992 – საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში – “ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი”. ჯგუფის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით საბჭოთა იმპერიის პოლიტ-პატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს “ოქროს საწმისი” და “საქართველოს მოამბე”.

1977 წელს ზვიადი და მერაბი დააპატიმრეს. გასამართლებამდე ისინი ჯერ მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჰყავდათ დაკავებული, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს საბჭოეთის ყველაზე რეპრესიულ დაწესებულებაში – მოსკოვის სერბსკი ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალურ განყოფილებაში (ექვემდებარებოდა საბჭოთა კგბ-ს). 1978 წლის მაისში გაასამართლეს. 1979 წლის ივნისში გამსახურდია გადაასახლეს დაღესტანში, ყიზლარის რაიონის სოფელ კოჩუბეიში.

1978 წელს ამერიკის შეერთებყლი შტატების კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ნობელის მშვიდობის პრიზის ოფიციალურ კანდიდატად.

1982-1983 წლებში იმყოფებოდა შინა პატიმრობაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, 1983 წელს გამოსცა ჟურნალი “საქართველო”.

1986-1990 წლებში ჰელსინკის ჯგუფი (1989 წლის სექტემბრიდან – კავშირი) იყო ხელმძღვანელი ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა საპროტესტო აქციისა და ანტი-იმპერიალისტური მოძრაობისა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, დააპატიმრეს. ისინი 40 დღე ჰყავდათ კგბ-ს იზოლატორში.

1989 წლის ბოლოს გამსახურდიამ დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ში პირველი მრავალპარტიული არჩევნების კანონის შემუშავებაში, მიღებასა და განხორციელებაში.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საარჩევნო ბლოკს “მრვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1990 წლის ნოემბერში უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამსახურდია აირჩიეს საქართვე;ოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა და გამოაცხადა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად. კანონის ავტორი იყო ზვიად გამსახურდია.

1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზ. გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც განმტკიცდა 1991 წლის 26 მაისის სახალხო არჩევნებით.

1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო სამხედრო გადატრიალება. მთელი მსოფლიოს ბოროტი და უგუნური ძალები გაერთიანდენ პატარა საქართველოს წინააღმდეგ. დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა, უმაღლესმა საბჭომ და მთავრობის წევრებმა დატოვეს პარლამენტის შენობა. პრეზიდენტმა მოახერხა თავის დაღწევა ოჯახთან და კანონიერი მთავრობის წევრებთან ერთად სომხეთში, მოგვიანებით ჩეჩნეთში. პრეზიდენტი დევნილობაში განაგრძობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.

დიქტატორი შევარდნაძის დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ ძლიერი სახალხო წინააღმდეგობის გამო, 1993 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტი გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში. კანონიერმა მთავრობამ და უმაღესმა საბჭომ დიდი სახალხო მხარდაჭერის ქვეშ განაახლეს საქმიანობა ქ. ზუგდიდში. დასამარცხებლად განწირული შევარდნაძის რეჟიმს დახმარების ხელი გაუწოდა რუსეთმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. 1993 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს დასავლეთ საქართველო. პრეზიდენტი გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა ზუგდიდი.

1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ტრაგიკულ ვითარებაში აღესრულა ხობის რაიონის ძველ ხიბულაში.

1994 წლის თებერვალში გამსახურდიას ნეშტი გადაასვენეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში (ჯოხარ ყალა).

2007 წლის 28 მარტს ზვიად გამსახურდიას ნეშტი დიდებით გადმოასვენეს საქართველოში და 1 აპრილს დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

***

დიდებით დაბრუნება

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშთი 14 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 2007 წლის 28 მარტს ღამის 2 საათზე ოჯახის წევრები და ოფიციალური წარმომადგენლები დახვდნენ ზვიადის ნეშთს საქართველო-რუსეთის საზღვრის “ზემო ლარსის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და 50 ავტომანქანისაგან შემდგარი სამგლოვიარო კორტეჟის თანხლებით დილით თბილისში შემოაბრძანეს. მიუხედავად ღამისა და ცუდი ამინდისა, გზაზე კორტეჟს უამრავი ხალხი ხვდებოდა, მათ შორის პატარა ბავშვებიც, ხელში სანთლებით, შინდისფერი დროშებითა და ზვიადის სურათებით.

ზვიადის ნეშთი კოლხურ კოშკში დაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კოლხურ კოშკში და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

1 აპრილს, ბზობას, ზვიად გამსახურდიას ნეშთი დაიკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა.

 

***

ინგუშეთის დემოკრატიული კავშირის „ნიისხოს“ (სამართლიანობა) მიერ ინგუშურ გაზეთ „დაიმოხქში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მიმართვა

 

31 марта сего года исполняется 70 лет (1939г.) со дня рождения Президента-освободителя Грузии Звиада Константиновича Гамсахурдиа. Всевышний создаёт таких людей,чтобы через них вершить глобальные дела, эти люди-титаны духа.

Вся жизнь этого человека была посвящена делу борьбы за свержение коммунистического режима за освобождение Родины от владычества.

В награду за стойкость он дал ему возможность поднять с земли знамя грузинского народа.

Он родился и вырос в семье знаменитого на весь мир писателя Константина Гамсахурдия.

Семья соблюдала грузинские традиции. Константинэ Гамсахурдия прививал свободолюбие.

Юношей Звиад вступил на путь борьбы за правое дело. Это было в 1956 году. Вместо с другом Мерабом Коставой он создавал первые подпольные организации в Грузии. Были суды, тюрьмы, ссылки. В 80-х годах ХХ века он стал признанным лидером нации.

После кровавых событий 9 апреля 1989 года Грузия стала на путь независимости. На выборах 1990 года победу одержали патриотические силы. Звиад стал председателем Грузии, В 1991 году был избран Президентом.

Звиад был единственным Президентом из бывших союзных республик, не коммунист. Москва не любила Звиада за свободолюбие, а запад за Кавказскость. Буш старший вынес приговор, который огласил на весь мир по телевидению: “Он плывёт против течении”. Это означало, что Звиад ведет слишком независимую политику.Россия организовала мятеж во главе с бывшим чекистом Шеварнадзе. В этом заговоре против Грузии и её Президента участвовали почти все “Великие” державы: одни-оружием, другие-инструкторами, третьи – атаками через СМИ, четвертые – молчанием. Гамсахурдиа и его правительство ушли в изгнание. В 1993 году Звиад погиб. Звиад Гамсахурдиа был преданным другом Ингушского народа. Мы будем помнить его благородный облик, светлую улыбку и доброе сердце.

Газета “Даймохк” от 23 марта 2009 года, 3(48)

Орган Демократического союза Ингушетии “Нийсхо”

***

ixileT agreTve:

zviad gamsaxurdias avtobiografia (rusulad)

zviad gamsaxurdia: “saqarTvelos sulieri missia”

zviad gamsaxurdia: mimarTva qarTveli erisadmi, sruliad saqarTvelos mosaxleobisadmi

zviad gamsaxurdia: CeCen da inguS xalxebs

zviad gamsaxurdia: mimarTva afxazi xalxisadmi

zviad gamsaxurdia: mimarTva Sida qarTlisa da q. cxinvalis osi mosaxleobisadmi

zviad gamsaxurdia: saqarTveloSi me minda namdvili “haid parki”.

zviad gamsaxurdias didebiT dabruneba saqarTveloSi – foto da video

zviad gamsaxurdia: “gelaTis akademiis sulieri idealebi”

zviad gamsaxurdia: “qarTvel ers vpirdebi Tavisuflebas!”

zviad gamsaxurdia: “Ria werili eduard SevardnaZes”

zviad gamsaxurdias sityva mitingze vakis parkSi 1998 wlis 25 marts afxazeTis problemebze

zviad gamsaxurdias gamosvla. Tbilisi, 1989 wlis 26 maisi.

damoukideblobis gamocxadeba. 1991 wlis 9 aprili

prezident zviad gamsaxurdias Sexvedra prezident boris elcinTan daba yazbegSi, 23 marti 1991 w.

zaira miqataZe: “zviad gamsaxurdias sikvdili kavkasiis tragediaa”

marex baRiSvili: “sasufevels Seemata wmindani…”

erovnuli xelisufleba: gza damoukideblobisaken

xalxma aCvena vin aris misTvis Zvirfasi – britanuli proeqti “gamoCenili Tanamemamuleebis Sesaxeb” saqarTvelos televiziaze. isa qaZoevis martirologia

http://iberiana.webs.com/geosur/gamsakhurdia_ge.htm

 

 

 

2 Responses to “• ბიოგრაფია”

  1. myebot said

    I love when you talk about this type of stuff in your posts. Perhaps could you continue to do this?

    Like

  2. marishele said

    ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით მომწერეთ, როგორ დაუკავშირდე გიორგი გამსახურდიას ან მანანა არჩვაძეს მაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ხელთნაწერები და მინდა ოჯახს გადავცე. shelmia@mail.ru

    Like

დატოვე კომენტარი