Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● გარეწართა და მძარცველთა ხროვა ქვეყნის სათავეში

მიხეილ მჭედლიშვილი

 გარეწართა და მძარცველთა ხროვა ქვეყნის სათავეში

 

 „არავინ ისე არ მტრობს ქართველებს, როგორც ქართველები…“

გიორგი სააკაძე

ჩემი აზრით, სავსებით მართებული იქნება მოსკოვიდან შევარდნაძის მოვლინება, ანუ მისი „მეორედ მოსვლა“ საქართველოში – 1992 წლის 7 მარტი – გლოვის დღედ რომ გამოცხადდეს, რადგან ამ დღიდან მოყოლებული, მთელი 12-წლის მანძილზე მან, რომ იტყვიან, ჯოჯოხეთის კუპრში აბანავა ქართველი ხალხი.

დიახ, იგი უბოროტეს მტრად, ნამდვილ სატანად მოევლინა საქართველოს, ერთის მხრივ, რუსი იმპერიალისტებისათვის (ვინც მას კარიერისტულ ვნებებს უკმაყოფილებდა) თავისი ერთგულება რომ დაედასტურებინა, ხოლო მეორეს მხრივ, იგი პირადადაც ქართველთმოძულე გახლდათ, რაც მისი არაქართული წარმომავლობითაც შეიძლება აიხსნას. ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძე რომ იყო ეროვნებადაკარგული კოსმოპოლიტი, რომელსაც თავისი კარიერის მეტი სხვა არაფერი ამოძრავებდა, ეს ცხადზე-უცხადესია. საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ერთ-ერთ შემოქმედს – მირაბოს ტალეირანისათვის – მისი ნამუსგარეცხილობის გამო „ნეხვის გროვა“ უწოდებია. ამ ზედწოდებას სავსებით იმსახურებს ბატონი ედუარდიც. არადა, რომ უყურებ მის მიერ საქართველოზე თავსდატეხილ ტრაგედიას, და თანაც იხსენებ წარსულის ძნელბედობათა უამრავ ეპიზოდებს, აშკარად ხედავ, რომ მისი ამჟამინდელი ბოროტებანი არათუ ჩამოუვარდება რითიმე უცხოთა მიერ ჩადენილ ვანდალობებს, ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდევაც.

ერთიც მინდა ვთქვა ჩვენი ხალხის გულუბრყვილობაზე. ძალიან ხშირად, თვით კრიტიულ სტატიებში, რომელიც გამოითქმოდა პრესაში ჩვენი ქვეყნის დამანგრეველ პროცესებზე, ამის მიზეზად შევარდნაძის „სუსტი მმართველობა“ სახელდებოდა – „შევარდნაძე მოხუცდა“, „იგი უამრავ შეცდომას უშვებს ქყვენის მართვაშიო“ და ა. შ. არა, ბატონებო, შევარდნაძე არ ცდებოდა. რასაც იგი სჩადიოდა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამტროდ, მის მიერ სავსებით გააზრებული ბოროტებანი იყო. როგორც ზემოთ ითქვა, იგი ამას სჩადიოდა ერთის მხრივ რუსი იმპერიალისტების საამებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ქართველი ხალხისადმი პირადი სიძულვილით. ამ მხრივ ბატონი ედუარდი გახლდათ ზუსტი პროტოტიპი ქართველი ერის ისეთი მოძულეებისა და მტრებისა, როგორებიც იყვნენ სტალინი და ორჯონიკიძე, ანუ მათი ბოროტი საქმის ბოროტი გამგრძელებელი და დამაგვირგვინებელი. პაპა და შვილიშვილი – ასე შეიძლება ეწოდოს, კერძოდ, სტალინისა და შევარდნაძის სულიერ კავშირს, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა მოძულეობაში პოულობს მსგავსებას. შედარებისათვის ავიღოთ თუნდაც მტრული გამონათქვამები [225] ქართველების მიმართ, როგორც ერთისა, ისე მეორესი. ჯერ სტალინს მოვუსმინოთ: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“ (იხ. სტალინის თხზულებები, ტ. 5, 195 წ. რუს. გამოცემა).

იგივე აზრი გაატარა შევარდნაძემ, როცა უბოროტესი იმპერიიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენის სურვილისათვის „პროვინციულ ფაშისტებად“ მონათლა ქართველი ხალხი. ახლა მოდით, მოკლედ ვუპასუხოთ ერთსაც და მეორესაც. ჯერ სტალინს ვუპასუხოთ: უპირველესად, აბა დაუკვირდით, რამხელა მკრეხელობაა, როცა იგი აჭარლებს უცხო ტომების – სომხების, აზერბაიჯანელების, ოსებისა და აფსუა-აფხაზების გვერდით მოიხსენიებს. რაო, აჭარლები ისეთივე ქართველები არ არიან, როგორც ქართლელები, კახელები, იმერლები, გურულები, მეგრელები, რაჭველები და მესხები? და თუ ასეა და ეს ნამდვილად ასეა, რაო, ქართველები თავის მშობლიურ აჭარელ ქართველებს ჩაგრავენ?! ეს ხომ აბსურდია!

მეორეც, „საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიაო“, რომ გვმოძღვრავს სტალინი, მაშ, როგორ არსებობდა მანამდე ათასწლეულების მანძილზე, ანდა როგორ მიაღწია საქართველომ თავისი ძლიერების მწვერვალს დავითისა და თამარის დროს, მის მიწა-წყალზე რუსის ჩექმა რომ არ დაბრაგუნობდა?! და ბოლოს, იმის თქმა, რომ „ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატიაო“, ეს ხომ ყოვლად ურცხვი მკრეხელობაა იმ ერის მიმართ, რომელიც თვით უცხო მეისტორიეთა დამოწმებით, საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის მქონე ერი, რომლის სახელმწიფოებრივი არსებობა მოიცავს სამი ათას წელზე მეტ ხანს.

ახლა, რაც შეეხება სტალინის ანტიქართული პოლიტიკის გამგრძელებელს – ბატონი ედუარდის მიერ, ქართველი ხალხისადმი დაკრულ დამღას „ქართველთა ფაშისტობის“ შესახებ. ეს ხომ აღვირახსნილი ღვარძლით გამოწვეული ცილისწამებაა და სხვა არაფერი. მოვიყვან თუნდ მხოლოდ ერთ მაგალითს, რომელიც პირიქით, ქართველთა უსაზღვრო ტოლერანტობას ადასტურებს: ოთხი საუკუნეა, რაც საქართველოს მიწა-წყალზე ცხოვრობენ შაჰ-აბასის მიერ შემოთესლებული ბორჩალოელი თათრები; ასევე, 200 წელია, რაც პასკევიჩის მიერ თურქეთიდან გადმოსახლებული სომხები ცხოვრობენ ჯავახეთში. მაგრამ არც ერთნი და არც მეორენი დღემდე არ სწავლობენ ქართულ ენას, ერთის მხრივ იმიტომ, რომ თვით ქართველობა არ თხოვს მათ ამას, მეორეს მხრივ-კი, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენოს, სძულთ მათ ქართველობა. ის კი არადა, როცა დადგა სვანეთში და აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ჩასახლების საკითხი ჯავახეთის დაუსახლებელ მიწებზე, სასტიკი წინააღმდეგობა გასწიეს სომხებმა – ეს მიწა-წყალი ჩვენია და ჩვენ [226]  გვჭირდება სამომავლოდო. ახლა, მოდით ვიკითხოთ: ქართველი ხალხი მართლაც ფაშისტური სულის მქონე ერი რომ იყოს, ამ თავხედობას მოითმენდა?! რა თქმა უნდა, არა! მათ გზას უჩვენებდა იქით, საიდანაც ისინი საქართველოში შემოიხიზნენ. არადა, სად წავლენ, როცა აქ არავისგან არავითარ წინააღმდეგობას არ ხვდებიან აღნიშნულის გამო. პირიქით, ცხოვრობენ უზრუნველად საკუთარი ენით, სკოლებით, ტელე-რადიო გადაცემებით, ანუ ქართულ სახელმწიფოში შექმნილი აქვთ თავიანთი მინისახელმწიფოები, სომხებს – ჯავახეთში, თათრებს – ქვემო ქართლში, აფსუებს – აფხაზეთში, ოსებს – სამაჩაბლოში. აქედან გამომდინარე, ვის უფრო ეთქმის ფაშისტობა – ქართველებს თუ მის მიწა-წყალზე შემოხიზნულ ნაცუმცირესობებს? ცხადია, უმადურ ნაცუმცირესობებს, რომლებიც ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და ნაცვლად მადლობებისა, კიდევ სიძულვილით გვეპყრობიან ქართველებს. მაშ, რატომ დაგვაკრა შევარდნაძემ ფაშისტობის დამღა ქართველებს? იმიტომ, რომ იგი გახლავთ ეროვნებადაკარგული გარეწარი, ანუ, მირაბოს აღნიშნული ტერმინით – „ნეხვის გროვა“. ახლა, მოდით ისევ დავუბრუნდეთ დასმულ კითხვას და ვიკითხოთ – რით იყო შევარდნაძის ოცდაათწლიანი დიქტატორული მმართველობა უფრო უარესი და უფრო საშიში ჩვენი ქვეყნისათვის, ვიდრე წარსულის ნებისმიერ ჟამს?

1. წარსულში, უმეტეს შემთხვევაში, ერთი რომელიმე მტერი უპირისპირდებოდა ხოლმე ჩვენს ქვეყანას – ხან სპარსელები, ხან არაბები, ხან თურქები, ხან მონღოლები და ასე შემდეგ. ხოლო ერთ მტერს, ასე თუ ისე, უმკლავდებოდა ქართველი ხალხი. შევარდნაძის მმართველობის ჟამს კი, მისივე კოსმოპოლიტური პოლიტიკის წყალობით, უამრავი მტერი დაუპირისპირდა საქართველოს – რუსი, ოსი, აფსუა და მათ შორის ჩვენივე გარეწარი ქართველობა.

2. უპირველესი და მთავარი ის გახლავთ, რომ წარსულში საქართველოს თავისი ერის გულშემატკივარი მთავრობა ჰყავდა ქართველ მეფეთა სახით, რის შედეგადაც ერი და მისი ხელისუფლება ერთ მუშტად შეკრული ებრძოდა გარეშე თუ შინაურ მტერს. შევარდნაძის სახით კი საქართველოს სათავეში ედგა უცხო ქვეყნის მიერ ძალით თავსმოხვეული ხელისუფლება, რომელიც იმ ქვეყნის ბოროტულ მიზნებს ემსახურებოდა, რომელმაც იგი ხელისუფლების სათავეში მოიყვანა. ამიტომ, ქართველ ერსა და იმ ხელისუფლებას შორის არათუ არ არსებობდა ინტერესთა თანხვედრა, პირიქით, ეს ეგრეთწოდებული საქართველოს მთავრობა თრგუნავდა და ახშობდა ეროვნულ მისწრაფებებს თავისი უცხოელი შეფების საამებლად. რაღა იყო თვით ამ სულგაყიდული და ეროვნებადაკარგული ხელისუფლების ინტერესები? ის რომ, უცხო ძალის მეშვეობით, რომელსაც იგი ემსახურებოდა, შეენარჩუნებინა და გაეხანგრძლივებინა ხელისუფლებაში თავისი ყოფნა, დაეგროვებინა [227]  მილიარდობით ქონება ქვეყნისა და ხალხის ძარცვით, რომ ამ გზით მასაც და მის მრევლსაც მოეპოვებინა საუკუნოვანი უზრუნველი ცხოვრება მთელი თავისი მოდგმისათვის.

ახლა მოდით კონკრეტულად წარმოვუდგინოთ მკითხველს ბოროტებათა ის ნუსხა, რაც მან მიაყენა საქართველოს ჯერ ცეკას მდივნობის დროს, ხოლო უფრო მეტად კი, უკანასკნელი 12-წლის მანძილზე „მეორედ მოსვლის“ ჟამს, როცა იგი ერთპიროვნულ დიქტატორად მოევლინა საქართველოს, როგორც რუსეთის აგენტი. ჯერ მოდით, ცეკას მდივნობის დროს ჩადენილი ბოროტების ირგვლივ ვისაუბროთ:

1. შევარდნაძემ თავისი ანტიქართელობა ჯერ იმით დაამტკიცა, როცა თავისი სულიერი წინაპრის – ქართველთმოძულე ორჯონიკიძის ძეგლი დაგვიდგა დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრში.

 2. მეორე დიდი ბოროტება გახლდათ ორი ოსური დიასპორის შემაერთებელი როკის გვირაბის გაყვანა, რაც იყო პირველი ნაბიჯი საქართველოს მიწა-წყლის ხარჯზე დიდი ოსური სახელმწიფოს შესაქმნელად.

3. ყალბი მიწერების ბრალდებით, რაც გამოწვეული იყო კომუნისტური სისტემის მანკით, მმართველი ქართველი ელიტის ციხეებში ჩაყრა, კრემლის შეფების წინაშე თავის გამოჩენის მიზნით. ამ ნიადაგზევე, ჯერ თავისივე თაოსნობით შაქარწყლიანი ღვინის დამზადება მარნებში, ხოლო მისი გამომზეურების შემდეგ, დამამზადებელთა ციხეებში ჩაყრა – ვაი სირცხვილო, ეს რა გიქნიათო?!

4. კომუნისტური ტირანიის დროს, თვითმფრინავით საზღვარგარეთ გაღწევის მცდელობისათვის შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდების დახვრეტა, – მათ შორის ყოვლად უდანაშაულო მღვდლის – თემურ ჩიხლაძისა, რომელიც სულაც არ მჯდარა იმ თვითმფრინავში. ეს იყო უბოროტესი აქტი, გამიზნული კრემლის საამებლად, რამეთუ თვით რუსეთში, უფრო უარესი ქმედებისათვის, როცა არათუ სცადეს, არამედ გაიტაცეს კიდეც თვითმფრინავი ისრაელში თავისი ეკიპაჟით, სიკვდილით არავინ დაუსჯიათ, მათ მხოლოდ ციხე აკმარეს.

5. 1978 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციის ჩამორთმევის მცდელობა, რაც ასევე მიზნად ისახავდა კრემლის მაამებლობას, და რაც აღკვეთა უნივერსიტეტის სტუდენტობამ მრავალათასიანი საპროტესტო მანიფესტაციით.

 ახლა კი, იმ ბოროტებთა შესახებ, რაც ბატონმა ედუარდმა ჩაიდინა „მეორედ მოსვლის“ ჟამს. როგორც ცნობილია, 7-მარტის იმ ავადმოსაგონარ დღეს ბატონ ედუარდს გარეწართა, კრიმინალთა და კარიერის მაძიებელთა საკმაოდ დიდი ხროვა დახვდა თბილისის აეროპორტში. ესენი გახლდნენ ის ადამიანები, ვინ თავის დროზე გვერდზე ედგნენ და ზურგს უმაგრებდნენ რუსულ-საბჭოურ იმპერიას თავიანთი მლიქვნელური შემოქმედებით, ანუ საკუთარ კუჭზე და კომფორტზე ჰყიდდნენ თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ცხადია, არც [228] კომუნისტური ხელისუფლება რჩებოდა ვალში და ისინიც მუქთად უბეჭდავდნენ ხელისუფლებისადმი მიმართულ სახოტბო ლიტერატურასა და გულუხვად მუქთადვე უხდიდნენ ჰონორარებს იმის მიუხედავად, გაიყიდებოდა თუ არა მათი ეს მაკულატურა. ამის გარდა სხვაგვარ ჯილდოებსაც ღებულობდნენ მთავრობისაგან, კერძოდ, „სახალხო პოეტის“, „სახალხო არტისტის“ ტიტულებს… და ეს მაშინ, როცა მთელი მათი შემოქმედება იყო მხოლოდ მარქსისტულ-ლენინური იდეების ქება-დიდება და არაფერი არ ჰქონდათ საერთო ხალხთან და მათ ჭირ-ვარამთან; ეს ხალხი უხვად მარაგდებოდა, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გასასეირნებელი ვიზებით და ა. შ.

ზვიად გამსახურდიამ კი, აი როგორ დაუყენა საკითხი წითელ მწერლობას: ისე, როგორც მთელს მსოფლიოშია მიღებული, თქვენც, თქვენივე სახსრებით გამოეცით თქვენი წიგნები და ჰონორარიც მიიღეთ იმისდა მიხედვით, როგორადაც გაგეყიდებათო. ეს კი, რა თქმა უნდა, არ აწყობდათ მთავრობის ნასუფრალზე ნასაზრდოებ ინტელიგენტებს. აი, რატომ განუდგნენ ისინი ზვიად გამსახურდიას ეროვნულ მთავრობას და რატომ შეხვდნენ ტაშ-ფანდურით შევარდნაძის რუსულ-საბჭოურ მთავრობას. ისინი შევარდნაძისაგან კვლავაც მუქთა კომფორტს მოელოდნენ.

მოსკოვიდან ჩამოსულმა შევარდნაძემ აეროპორტში დამხვდურ პუტჩისტებს, უპირველესად, იარაღის ძალით კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა მოუწონა. მერე ისიც ახარა რუსული საბჭოთა იმპერიის ერთგულ მსახურებს, რომ მოსკოვიდან წამოსვლის წინ პრეზიდენტ ელცინთან 2-საათიანი საუბარი მქონდაო. მკითხველმა თავად განსაჯოს, როგორი შინაარსისა იქნებოდა მათი საუბარი. ელცინი იმას ეტყოდა შევარდნაძეს – წადი და ეროვნულ მოძრაობას ჩაუდექი სათავეში და შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა განამტკიცეო, თუ იმას, რომ გაუსწორდი მაგ აბეზარ ხალხს რუსეთიდან ჩამოცილების სურვილისათვის და საქართველო კვლავ იმპერიის წიაღში დააბრუნეო?

ძალზე ძნელი იყო შევარდნაძისათვის ამ მისიის შესრულება იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ეროვნული იდეალებით იყო შეპყრობილი, – როცა ორასწლოვანი კოლონიური უღლიდან თავდახსნის სურვილი მთელ ერს სულიერ მოთხოვნილებად გადაქცეოდა. საჭირო იყო რაღაც ეშმაკური გზის გამონახვა, რათა ბატონ ედაუარდს რუსი პატრონების ეს ურთულესი დავალება პირნათლად შეესრულებინა. და აი, ჩვენდა სამწუხაროდ, მან მონახა ეს გზა, გზა – სატანურ-ვანდალისტური. შევარდნაძემ, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეუტია, რასაც მკრეხელურად „პროვინციული ფაშიზმი“ უწოდა. დაიწყო მანიფესტანტთა დარბევა ცეცხლსასროლი იარაღით, რეზინის ხელკეტებით, გერმანული ნაგაზებით. მაგრამ არ ვიქნებით მართლები, თუ ამ მხრივ „ამაგს“ დავუკარგავთ სიგუა-კიტოვან-იოსელიანის პუტჩისტებს. მათ, პირველებმა დაუდეს [229]  სათავე ამ ბარბაროსულ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, რითაც გზა გაუწმინდეს ერის დათრგუნვა-დამონების იმ პროცესებს, რომელიც დიდის წარმატებით გააგრძელა კომუნისტურ-კოსმოპოლიტური იდეებით აღჭურვილმა ედუარდ დამანგრეველმა, წითელ ინტელიგენციაზე და ქურდულ-მაფიოზურ ბანდებზე დაყრდნობით.

დიახ, ამ ნაძირალათა კისერზე დევს ჯერ აღაიანში დატრიალებული სისხლისღვრა, იკარუსებში რომ ჩაცხრილეს სამხედრო გადატრიალების შემდეგ საკუთარი კერიისაკენ მიმავალი სამეგრელოს მოქალაქენი, ხოლო შემდეგ, ასევე, კანონიერი პრეზიდენტის მომხრე მანიფესტანტების სისხლის გუბეები რომ დააყენეს დიდუბის მეტროსთან, გმირთა მოედნის შესასვლელთან და მარჯანიშვილის მოედანზე. მათვე, პირველებმა გახსნეს საომარი ფრონტი გამსახურდიას მომხრე 87-პროცენტ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ასევე აქტიურად გააგრძელა შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლის იმ ავადმოსაგონარი დღიდანვე. მანვე, ჰუმანური მოტივით, ციხის კარი გაუღო კაცის მკვლელებს და კრიმინალურ დამნაშავეებს და მათგან შექმნა მებრძოლი ბანდები. ისინი თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას არა მარტო ქუჩებში, იჭრებოდნენ ბინებშიც – ძარცვავდნენ ხალხს, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადგილზევე ხვრეტდნენ. ისინი ძარცვავდნენ, აგრეთვე, წარმოებადაწესებულებებს – დღისით, მზისით, თვით ქვეყნის დედაქალაქში ხსნიდნენ ტრამვაი-ტროლეიბუსების სპილენძის ელექტრო ხაზებს და გაჰქონდათ თურქეთში დოლარებზე გადასახურდავებლად.

არ წყდებოდა მოსახლეობის დამაშინებელი ზარბაზნების გრიალი და ავტომატების კაკანი. ხელისუფლების არაოფიციალური დავალებით ჯაბა იოსელიანის კრიმინალურმა ბანდებმა ხუთგზის დალაშქრეს, ჯალალედინისებური მხეცობით, სამეგრელოს მოსახლეობა კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერისათვის. დამსჯელი ბანდები არა მარტო ძარცვავდნენ თავისივე მოდგმის ქართულ ოჯახებს, არამედ მუხლებზე დაჩოქილ მოღაღადე მშობლებს – ეს ერთი შვილი გვყავს და ნუ მოგვიკლავთო, – თვალწინ უკლავდნენ იმ ერთადერთ შვილს. მხეცების დონეზე დაშვებული ბანდიტების ეს ხროვა, ასევე, მშობლებს თვალწინ უუპატიურებდნენ 10-12 წლის გოგონებს.

შევარდნაძისა და მისი სატელიტების მიერ ხალხის დამთრგუნველი ეს თარეში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა, ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე არ ჩაკლეს მათში თავისუფლებისადმი შემართული საბრძოლო სული. და აი, ეს ჯალათი – ჯაბა იოსელიანი, დღეს დიდუბის პანთეონში განისვენებს, ჩვენდა სამარცხვინოდ.

 ბატონი ედუარდის მეორე ბერკეტი, რომელიც არა მარტო ერის დათრგუნვას, არამედ თვით ამ ხალხის დედამიწის პირიდან აღგვის სატანურ მიზანს ემსახურებოდა, იყო ადამიანთათვის საარსებო საშუალებათა მოსპობა. ამ თვალსაზრისით, ბატონმა ედუარდმა ძირფესვიანად მოშალა და გააპარტახა ქართული ეროვნული ეკონომიკა, [230]  დააკონსერვა ფაბრიკა-ქარხნები, მოშალა, მანამდე მთელს საბჭოთა იმპერიაში ყველაზე ინტენსიური სოფლის მეურნეობა, რითაც საბოლოო ანგარიშით ულუკმაპუროდ დატოვა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. მაგრამ მარტო ეს როდი აკმარა ბატონმა ედუარდმა ისედაც უკვე უსასოობაში მყოფ ქართველ ხალხს. მან თავისი ანტიხალხური მოქმედებით თვით სატანასაც-კი გადააჭარბა, როცა ადამიანები პირველყოფილ ბნელეთში დააბრუნა განათებისა და გათბობის მოსპობით. ეს ყოველივე, როგორც ზემოთ ითქვა, ერის გენოციდის სურვილით იყო ნაკარნახევი, რაც დიდის წარმატებით აღასრულა ბატონმა ედუარდმა. შიმშილით დაიღუპა დიდძალი ხალხი, რომელთაც ცელოფანებში გახვეულებს, ჯგუფურად მარხავდა დამკრძალავი ბიურო. ასევე, შეწყდა ერის მაარსებელი შობადობა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი, შიმშილისაგან თავის დასაღწევად, უცხოეთში გაიხიზნა.

ბატონი ედუარდის მესამე ბერკეტი, რომელიც ქართული ეროვნული სახელმწიფოს დაშლას ემსახურებოდა, გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის სავსებით მიზანმიმართული დაშლა-დარღვევა. ამ თვალსაზრისით, მან საქართველოს ჯერ სამაჩაბლო ჩამოგლიჯა, იქიდან ქართული საჯარისო შენაერთების გამოყვანით და ნაცვლად რუსულ-ოსური „სამშვიდობო ძალების“ ჩაყენებით, რომელზე დაყრდნობითაც ოსებს მისცა რეალური შესაძლებლობა ამ ძირძველ ქართულ მიწა-წყალზე შეექმნათ „სამხრეთ ოსეთად“ წოდებული ოსური სახელმწიფო. რამდენადაც ბატონი ედუარდი, როგორც ყოველ ანტიქართულ საქმეში, ამ მხრივაც მოსკოვიდან მიღებული დირექტივებით მოქმედებდა – თანაც, საქართველოდან ჩამოგლეჯილი ეს მიწა-წყალი რამდენადაც ფაქტობრივად რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა, ეს აქტი რუსეთთან ხელმოწერით უნდა განმტკიცებულიო. მაგრამ ამას ერთი სირთულე ახლდა. იმის გამო, რომ ქართული ეროვნული სული ჯერ მთლად არ იყო ჩაკლული და შეიძლებოდა ქართველი ხალხი წინ აღდგომოდა საქართველოდან სამაჩაბლოს ჩამოცილებას, საჭირო იყო ამ ძალის განეიტრალება. ამიტომ, ბატონმა ედუარდმა გადაწყვიტა, იქით შეეტია პატრიოტულად განწყობილი ქართველობისათვის და მერე ხელგახსნილი შეგებებოდა თავის მოსკოველ შეფებს, ხელმოწერით დაედასტურებინა მათთვის საქართველოდან „სამხრეთ ოსეთის“ ჩამოცილების ფაქტი.

 ამ თვალსაზრისით, ბატონმა ედუარდმა ასეთი პროვოკაცია მოუწყო რეპრესიებს გადარჩენილ ქართულ-ეროვნულ ძალებს: 1992 წლის 24- ივნისს, საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტში შეიტყუეს პოლიტიკურად დამუშავებული, ბატონი ზვიადის ახლო თანამებრძოლი ვალტერ შურღაია, რომელსაც გამთენიისას გამოაცხადებინეს რადიოთი, რომ „დაემხო უკანონო ხელისუფლებაო“. ამას მოჰყვა ხელისუფლების მხრივ სწრაფი რეაგირება – ტელევიზიასთან თავი მოუყარეს გენერალ ლანჩავას კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც გვერდში ამოუდგნენ გია ჭანტურიას „ედეპეელებიც“. დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღით შენობის [231]  შტურმი. მთლიანად ჩაამსხვრიეს ფანჯრის მინები, ვითომც იქ ძალით შეჭრილი „პუტჩისტების“ გასანეიტრალებლად, რომელთა მიზანი იყო შევარდნაძის „კანონიერი ხელისუფლების“ დამხობა. ცოტა ხანში ბორკილდადებული შურღაიაც გამოიყვანეს და, როგორც „პუტჩის“ ორგანიზატორი, ციხეში ჩასვეს.

 დაიწყო ექსპრეზიდენტის მომხრეთა გამკიცხავი პროპაგანდა, ვინც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობით „სტაბილურობა და სიმშვიდე დაურღვია ბატონი ედაურდის მიერ გაბედნიერებულ ხალხს“ – შიშის ზარი დასცეს, ვისაც კი ეროვნული სული შერჩენოდა, – თვით შევარდნაძის სატელიტების მიერ მოწყობილი ეს პროვოკაცია ეროვნულ ძალებს დააბრალეს. პარალელურად, საზოგადოებას ამცნეს შევარდნაძის გულისამაჩუყებელი გადაწყვეტილება: მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ედუარდი უაღრესად მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება მომხდარის გამო, ჩვეული ვაჟკაცობით სძლია საკუთარ თავს და გადაწყვიტა არ ჩაშალოს ქვეყნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, როგორიცაა ამ დღისათვის დაგეგმილი სოჭის მოლაპარაკებაო.

აი ასე, როცა ბატონმა ედუარდმა შესანიშნავად გათამაშებული პროვოკაციით ფეხქვეშ მოიქცია ერი, იგი უკვე ხელგახსნილი ეახლა სოჭში ელცინს თავისი ანტიქართული გეგმებით. მოლაპარაკება შედგა დაგომისში, სადაც ხელი მოეწერა „სამხრეთ ოსეთში“ რუსის ჯარის შეყვანისა და ამ მხარის საქართველოდან ჩამოცილების აქტს. აქვე გადაწყვიტეს ელცინმა და შევარდნაძემ საქართველოდან მეორე ძირძველი მხარის – აფხაზეთის ჩამოჭრის საკითხიც პროვოკაციული ომის გაჩაღების გზით. მაგრამ, მანამდე, ვიდრე ამ ტრაგიკულ მომენტებზე ვისაუბრებდეთ, რაც რუსებმა, აფხაზებმა და სომხებმა დააწიეს იქ მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას, მინდა ისევ ოსურ-ქართულ კონფლიქტს დავუბრუნდე და დავასრულო კიდეც ამ თემაზე საუბარი ერთი მეტად საგულისხმო ეპიზოდის წარმოჩენით, რომელიც თავიდან ფეხებამდე აშიშვლებს შევარდნაძის, როგორც ქართველთა მოდგმის უბოროტეს მოძულესა და მტერს.

იმ დროს, როცა რუსი იმპერიალისტების წაქეზებით, ოსებმა, ვითარცა 1920 წელს, ამჯერადაც თვით წამოიწყეს სეპარატისტული ჯანყი ავტონომიური ოლქის „ავტონომიურ რესპუბლიკად“ გადაკეთებითა და მისი ჩრდილო ოსეთთან გაერთიანების სურვილით, – როცა ისინი დევნიდნენ იქიდან ქართულ მოსახლეობას, – როცა ავტომატის ჯერით აკვანშივე ცხრილავდნენ ძუძუმწოვარა ქართველ ბავშვებს, – როცა ისინი ქართველ ბიჭებს ხეებზე აბამდნენ, ბენზინს ასხამდნენ და ცეცხლში ბუგავდნენ, ანდა ცხენის კუდებზე მობმულებს ნაწილ-ნაწილ ფლეთდნენ, – აი, რა განაცხადა შევარდნაძემ ოსების საამებლად ჯავაში გამართულ თავყრილობაზე, სადაც თვით შევარდნაძის მიერ ხელდასხმული პრეზიდენტი ჩიბიროვიც ესწრებოდა: „ქართველი ხალხი მრავალი საუკუნის [232]  მანძილზე ვერ შეძლებს ამ სისხლიანი ლაქის ჩამორეცხვასო“. იგივე განაცხადა მან გორში გამართულ თათბირზე 1995 წელს: „ოსების წინააღმდეგ ასეთი უაზრო ომის დაწყება დანაშაული იყო… ისინი ამის საფუძველს არ იძლეოდნენო“.

 ვაგლახ, რატომ არ იწვის ამგვარი უსირცხვილობა ჯოჯოხეთურ გეენიაში! ფაქტია, რომ ოსებმა გამოდევნეს ქართველობა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან, მოახდინეს ამ მხარის ოკუპაცია, ჩამოგლიჯეს იგი საქართველოს და შეიქმნეს თავისთვის ქართულ მიწაზე ოსური სახელმწიფო, – შევარდნაძე კი მკრეხელურად აცხადებს – ოსები ამის საფუძველს არ იძლეოდნენო! კი მაგრამ, რაღა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი საფუძველი, რაც მათ ჩაიდინეს?! ამგვარ მკრეხელურ განცხადებას შევარდნაძე აკეთებს თავისი ერთგული კოსმოპოლიტებისაგან შემდგარი პარლამენტარების წინაშეც 1997 წლის 3-ივნისს: „ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით მინდა კარგად გამიგოთ: ეს სამარცხვინო ლაქაა, რომელიც ჩვენს სინდისზეაო!“ უფრო სწორი კი იქნებოდა, რომ ეთქვა: „ოსურ-ქართული კონფლიქტი სამარცხვინო ლაქაა, რომელიც ამ პროვოკაციის თაოსანი კრემლის სინდისზე, მის მიერ გაბრიყვებული ოსების სინდისზე და პირადად ჩემს სინდისზეაო“. მაგრამ ქართველი ერის მიმართ სულში ჩაბუდებულმა ღვარძლმა, ხოლო ამასთან, ოსების ღრმა სიმპათიამ, რომელსაც ზოგი მისი ცოლის გენეალოგიით ხსნის (იგი ოსი ცაგალოვი გახლავთ), ასეთი შხამით სავსე სიტყვები წარმოათქმევინა ქართველი ხალხის დასადანაშაულებლად (დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მასალები იხილოს გაზეთ „ახალ თაობაში“, 1997 წ. 4-დეკემბერი, №334).

ჯერი ახლა აფხაზეთზე მიდგა. საომარი პროვოკაცია დაიწყო 1992 წლის 14-აგვისტოს. ამ დღეს, მძიმე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი ქართული მხედრობა აფხაზეთში შეიჭრა ყოვლად აბსურდული მოტივით – ჯარს უნდა დაეცვა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ხაზი და ხიდები, რომელსაც, ხელისუფალთა თქმით, ექსპრეზიდენტის მომხრენი აფეთქებდნენ საბოტაჟის მიზნით. სინამდვილეში, დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ აფეთქებებს თავად შევარდნაძის ხელისუფლების სპეცსამსახურები აწყობდნენ, რათა ამ ობიექტების დაცვის საბაბით ჯარები შეეყვანათ აფხაზეთში, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქართულ-აფხაზური ომი, რომელშიც რუსებიც ჩაერთვებოდნენ. ამას ცხადად ადასტურებს ჯერ მათივე აბსურდული განცხადებები, რომელსაც მაშინ გვასმენინებდნენ: ჯერ გამოგვიცხადებდნენ – ააფეთქეს აფხაზეთში რკინიგზის ხიდიო! მერე იქვე დასძენდნენ: რამდენიმე საათში ხიდი აღადგინეს და მოძრაობა განახლდაო. როგორ შეიძლება რკინა-ბეტონის დანგრეული ხიდის აღდგენა რამდენიმე საათში? დალოცვილო, იმ ბეტონს გაშრობა მაინც არ უნდოდა?

მეორე და მთავარი აი, რა არის: თუ მხოლოდ რკინიგზის ხაზისა და ხიდების დაცვა იყო ხელისუფლების მიზანი და არა ომის გაჩაღების ავანტიურა, განა პოლიცია კი ვერ დაიცავდა რკინიგზის ხაზის [233]  უსაფრთხოებას? რა საჭირო იყო ამისათვის ტანკებითა და ზარბაზნებით შეიარაღებული ჯარების შეყვანა?

ამგვარად, ცხადზე უცხადესია, რომ ეს იყო საომარი ვანტიურა, რომელიც მოაწყო ბატონმა ედუარდმა ელცინთან შეთანხმებით. ბატონი ედუარდის ეს ბოროტება კიდევ უფრო მეტად გამომჟღავნდა საომარ ოპერაციებში. ბატონმა ედუარდმა აფხაზეთში ჯარების შეყვანა ჯერ კიტოვანს დააბრალა, – კიტოვანი თვითნებურად შეიჭრა აფხაზეთშიო. მაგრამ ამას, აბა, ვინ დაუჯერებდა. ამიტომ, მერე იძულებული გახდა ეღიარებინა – ჩვენ ერთობლივად მივიღეთ დადგენილება აფხაზეთში ჯარის შეყვანის შესახებო, მშვიდობიანი აქცია გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ტრაგიკული შედეგი მივიღეთო. ეს იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების უსუსური მცდელობა.

 სინამდვილეში ბატონი ედუარდი იმ ბოროტულ გეგმებს ახორციელებდა, ამჯერად უკვე აფხაზეთში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დაშლისა და ერის გენოციდის სისრულეში მოსაყვანად, რომლის შესახებაც იგი ბატონ ელცინს ჯერ კიდევ დაგომისში შეუთანხმდა. მე არ შევუდგები იმ ტრაგედიის დეტალურ აღწერას, რაც ბატონმა ედუარდმა აფხაზეთში ჩაიდინა რუს იმპერიალისტებთან კავშირში, იქ მცხოვრები ქართველი ხალხის ამოსაწყვეტად.

ეს არნახული მხეცობით განხორციელებული გენოციდი, როცა ორსულ ქალებს მუცელს უფატრავდნენ და საშვილოსნოდან ამოყვანილ ბავშვებს იქვე თავებს უჩეჩქვავდნენ ქართველი ხალხის მიმართ ბოროტულად განწყობილი სომხები და ველურ დონეზე მყოფი აფსუები, – როცა ძუძუებს აჭრიდნენ ქართველ ქალებს, – როცა ქართველი პატრიოტების გადაჭრილი ვენიდან გამოწურულ სისხლს სვამდნენ ეს ველურები, – როცა იგივე სომხები და აფსუები ქართველი ბავშვების მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ – ეს სულის შემძვრელი ფაქტები დეტალურადა აქვს აღწერილი ბატონ გივი ცქიტიშვილს თავის შესანიშნავ წიგნში – „საქართველოს შავი დღეების ქრონიკები“. და მინდა ვთხოვო ყოველ ქართველს, რომ ეს წიგნი ყველამ წაიკითხოს, რათა თუ აქამდე ეჭვი ეპარებოდა ბატონი ედუარდის ანტიქართულ ქმედებებში, რასაც იგი სჩადიოდა „მეორედ მოსვლის“ დღიდან, ვფიქრობ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მაინც დარწმუნდება ამაში, იქ წარმოდგენილი მამხილებელი მასალების გაცნობით. მე კი შევეცდები, ზოგადად მაინც გავაცნო მკითხველს ბოროტმოქმედებათა ის ფაქტები, რაც ბატონმა ედუარდმა ჩაიდინა აფხაზეთში ბატონი ვახტანგ გოგუაძის თანადგომით: პირველი და უმთავრესი, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ ბატონი ედუარდის დანაშაულობათა შესახებ, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული, ავანტიურისტული ომის გაჩაღება აფხაზეთში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოდან რეგიონის მოწყვეტას იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ამოჟლეტითა და გადარჩენილთა გამოძევებით. მეორე ფაქტი, რაც ედუარდ ამბროსევიჩის ანტიქართულ ქმედებებს ადასტურებს, ესაა ამ ომის მოღალატური გზით წარმართვა. საქართველოს [234] სახელით მომქმედი რუსეთის ემისრის უპირველესი ღალატი საქართველოს მიმართ გახლდათ აფხაზეთში შეყვანილი ქართული ჯარის შეჩერება გუმისთასთან, როცა მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ჯარების წინსვლით გაეწმინდა აფხაზეთი არძინბას სეპარატისტებისაგან და გადაერეკა ისინი ადიღეის ძირძველ სამშობლოში. შემდეგში, ეს თავისი მოღალატური საქციელი საქართველოს ჯარების ეგრეთწოდებულმა მთავარსარდალმა რუსეთის პრეზიდენტის მკაცრი ულტიმატუმით ახსნა, რომელმაც თითქოს ქართული ჯარის წინსვლის შეჩერება და აფხაზეთიდან მისი გაყვანა მოითხოვა. სინამდვილეში კი ეს იყო კარგად გათამაშებული სცენარი, რომელიც წინასწარვე იყო მოლაპარაკებული და დაგეგმილი, და სხვათაშორის ისიც, თუ რა როლი უნდა შეესრულებინა ცალკე შევარდნაძესა და ცალკე ელცინს ამ ტრაგედიის დადგმაში. ვინ იცის, ბატონი ედუარდი იქნებ ასცდენოდა კიდეც სამშობლოს მოღალატის დამღას და შეცდომაში ჩათვლოდა აღნიშნული საქციელი, მარტო ამით რომ ამოწურულიყო მისი ქმედება, და წინ არ გვედოს ღალატის მთელი სერია, რომელიც მან ყოველივე ამის შემდეგ, მთელი ომის განმავლობაში ჩაიდინა., ვიდრე საბოლოოდ არ იხილა ქართველთა იავარქმნილი სოფლები, – ქართველთა სისხლით მორწყული აფხაზეთის მიწა და იქიდან ამოძირკვული ქართული მოსახლეობა. დიახ, ბატონი ედუარდი, როგორც რუსეთის ერთგული მოხელე და იმ ქვეყნის ბოროტი მიზნების შემსრულებელი საქართველოში, კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა მომდევნო პერიოდში თავისი ანტიქართული ქმედებებით.

 აი, ამისი თუნდაც მოკლე ჩამონათვალი:

 1. ქართველ მეომრებს დაკავებული აქვთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი – ეშერის მაღლობები. ბატონი ედუარდი კი – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარსარდალი, ნაცვლად იმისა, რომ შემდგომი შეტევისათვის მოამზადოს ჯარი, ბრანებას იძლევა: დატოვონ ეშერის მაღლობი და დაიხიონ უკან სოხუმამდე. რატომ, რისთვის? იმისთვის, რომ აფსუებსა და მათ გვერდით მებრძოლ რუს მეომრებს საშუალება მისცეს დიდი შეტევა განახორციელონ სოხუმზე გუმისთის მხრიდან. იგივე მიზნებს ემსახურებოდა მის მიერ ელცინთან შეთანხმებით მძიმე საომარი ტექნიკის გამოყვანა სოხუმიდან და მისი გადაყვანა ფოთში.

2. გაგრა საშინელ განსაცდელშია. უმძლავრესი საომარი ტექნიკით აღჭურვილი რუს-აფსუათა მეომრები ქალაქს გარს მოსდგომიან. აქ ჩასულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ შევარდნაძეს ქალაქის დამცველი ქართველი მეომრები და თვით სამოქალაქო მოსახლეობა მას იარაღით მომარაგებას სთხოვს. ბატონი ამბროსევიჩი მტკიცე დაპირებას იძლევა, როგორც ეს „დიდ სარდალს“ შეშვენის – სასწრაფოდ გამოგიგზავნით საბრძოლო იარაღსო. მართლაც შემოდის გაგრაში ოთხი გემი, ოღონდ კონსერვის ცარიელი ქილებით დატვირთული. რა არის ეს? როგორც ჩანს, იხუმრა ედუარდ ამბროსევიჩმა. არა, საბრძოლო ტექნიკა მართლაც შემოვიდა. ეს გახლდათ ოთხი ჯავშნოსანი მანქანა და ოთხივე ტყვიამფრქვევის ლულების გარეშე. ოთხ ოქტომბერს სოხუმიდან გამოგზავნილ ტყვია-წამლის ყუთებში ვაზნების ნაცვლად ისევ კონსერვის ცარიელი ქილები აწყვია. ბატონ ედუარდს როცა ამის შესახებ მოახსენეს შემდეგში, ჯენტლმენური გულახდილობით განაცხადა – დიახ, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ღალატსო. ჰო, მაგრამ, რატომ ერთხელაც არ დაინტერესდა ბატონი ედუარდი ამ გარეწართა მხილებით, ასე უნამუსოდ რომ ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს? რატომ არ გამოიძია, ვინ იყვნენ ეს მოღალატეები და რატომ არ დასაჯა ამათგან ერთი მოღალატე მაინც?! ეს ხომ ჯარების მთავარსარდლის უპირველესი მოვალეობა გახლდათ! და თუ მან ეს არ გააკეთა, რა გამოდის აქედან? გამოდის ის, რომ თავად ბატონი ედუარდი იყო ამ ომში ღალატის თაოსანი. ამის დასადასტურებლად ჩვენ ზემოთ ეშერის მაგალითი ვახსენეთ. მაგრამ ის, როგორც იტყვიან, ჟურნალი იყო იმასთან შედარებით, რაც ბატონმა ედუარდმა გაგრის დაცემასთან დაკავშირებით ჩაიდინა. აი, კონკრეტულად, რას გვაუწყებს ამ გულისშემძვრელი ფაქტის შესახებ ბატონი გივი ცქიტიშვილი ზემოაღნიშნულ თავის წიგნში:

 „გაგრის იერიშის წინ პოლკოვნიკ მარინაშვილთან ორას ორმოცდარვა მებრძოლიღა დარჩა… წუთი-წუთზე მოსალოდნელი კატასტროფის წინ, ჯარის ზოგიერთ ნაწილს თბილისში აგზავნიან, ნაწილს – სოხუმში, ნაწილი კი გაგრაში ჩაუსვლელად ფოთიდან დააბრუნეს უკან – თბილისში. ამ დროს, მარინაშვილი თბილისიდან ტელეფონით იღებს ბრძანებას, თანაც რუსულად, რომ რუსეთი დაზღვეული იყოს! იცოდეს, თუ რა ძალები იმოქმედებენ მის წინააღმდეგ. ტელეფონოგრამა ასეთია: «Гагру надо сдать без боя!!!» — «Как без боя?! — გაოცდა მიხეილ მარინაშვილი. – რაც არ უნდა იყოს, ის პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეა და ჩინებულად იცის ომის კანონები! ის, რომ ასეთი ბრძანება ერის ღალატია! –«Да так, просто! Будете отступать без боя!» – ისმის შეუვალი ხმა თბილისიდან…“ (იხ. დასახ. წიგნი, გვ. 57).

ვინ იყო ამ მოღალატური ბრძანების ავტორი? ცხადია – შევარდნაძე! პოლკოვნიკ მარინაშვილის სიტყვებია – „ყველაფერს ვერ ვიტყვი! არ მინდა, სხვათა თამაშის და პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი გავხდე! ღალატი ყველგან იყო: გაგრაშიც, თბილისშიც, სამოქალაქო პირებშიც და სამხედრო ხელმძღვანელობაშიც! ეს საუბარი 1994 წლის თოთხმეტ ივნისს საავადმყოფოში შედგა. მეორე დღეს მ. მარინაშვილი „გაურკვეველ“ ვითარებაში, იქვე, საავამდყოფოში მკვდარი იპოვეს – მოკლეს“ (იქვე, გვ. 133).

3. ბატონი ედუარდის ანტიქართული ქმედებებიდან მესამე და უმთავრესი იყო თვით ქართველთა მოდგმის გენოციდი. საქმე ის გახლავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი იქ მოსახლე ქართველებით გადაეცემოდა რუსეთს, ეს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა რუსეთს ქართველთა მხრიდან, რადგან ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდნენ ამ მიწა-წყლის საქართველოდან ჩამოცილებას და რუსეთისათვის გადაცემას. ამიტომ, აუცილებელი იყო აფხაზეთის გაწმენდა ქართველებისაგან, ერთის მხრივ მათი გაჟლეტით და მეორეს მხრივ, მათი იქიდან გამოძევებით. ამას გარდა, ბატონ ედუარდს პირადი ანგარიშიც ამოძრავებდა საერთოდ მეგრული მოსახლეობის მიმართ, როგორც აფხაზეთში, ასევე სამეგრელოში, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასადმი აქტიური მხარდაჭერის გამო.

ამ მოტივით, აფხაზეთში მცხოვრები მეგრელების ჟლეტას თვით უმეთაურა, ხოლო სამეგრელოს – ჯაბა იოსელიანის ბანდები შეუსია. ცოდვის ის კალო, რომელიც ბატონმა ედუარდმა დაატრიალა ჯერ გაგრაში და შემდეგ კი სოხუმში (განსაკუთრებით გაგრაში), ალბათ, ჯალალედინის ის ვანდალიზმი თუ შეედრება, რომელიც მან თბილისში მოაწყო 1225 წელს, იმ გასხვავებით, რომ მაშინ ქართველთა მეფეს უარი არ უთქვამს თავისი მოსახლეობისათვის, მტრისაგან თავდასაცავი იარაღის მიცემაზე. ედუარდ ამბროსევიჩს კი, გაგრელი მოსახლეობის თხოვნაზე – მოგვეცით იარაღი და ჩვენ თვითონ დავიცავთ მტრისაგან თავსო – ყურიც არ შეუბერტყავს, რადგან მისი მიზანი ქართველი მოსახლეობის დაცვა კი არა, მათი განადგურება იყო.

აი, ასე, როცა გაგრის მცხოვრებლები სავსებით უიარაღონი, ხოლო თვით ქალაქი, თითებზე ჩამოსათვლელი მეომრების ამარა იყო დარჩენილი, – ხოლო პარალელურად, კარიბჭესთანაა მომდგარი კბილებამდე შეიარაღებული ბანდები საიერიშოდ, – და როცა ამ ვითარებით შეშფოთებული მოსახლეობა ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვს, საქართველოს სატანისტური ხელისუფლება, ანუ იგივე მთავარსარდლობა, ამ ხალხის ადგილზე ჩახოცვის მიზნით, იძლევა ცრუ დაპირებებს: „დამშვიდდით, ფეხიც არ მოიცვალოთ ადგილიდან, ქალაქი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ გადმოფრინდებაო“. წარმოიდგინეთ, ამგვარად დაიმედებულმა მშობლებმა, იმ დილით, როცა საშინელი ტრაგედია ელოდა ქალაქს, თავიანთი შვილები სკოლებში გააგზავნეს, რომ სწავლას არ ჩამორჩენოდნენ. და აი, განხორციელდა ის, რაც ასე წარბშეუტოკებლად დაგეგმა ედუარდ ამბროსევიჩმა – გაგრაზე დაიწყო მძლავრი შტურმი და თითქმის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე რუსულ-აფსუურ-სომხური ბანდები, ჩრდილო კავკასიელი დაქირავებულების თანხლებით, ქალაქში შეიჭრნენ. დაიწყო მანამდე არნახული კაცთაკვლა, რომელსაც ვერც მხეცურს უწოდებ, ვერც სატანურს და ვერც ვანდალურს, რადგან მისი შესატყვისი ტერმინოლოგია ჯერ არ გამოუმუშავებია ცივილიზებულ კაცობრიობას. აბა, ვის გაუგონია, რომ, რაც უნდა დაუნდობელი მტერი ყოფილიყო (მურვან-ყრუს არაბები, თურქები, მონღოლები, ყიზილბაშები…), რომ ფეხმძიმე ქალებს მუცლებს უფატრავდნენ და იქიდან ცოცხლად ამოყვანილი თოთო ბავშვების მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. მაგრამ მარტო ამ ერთი მაგალითით როდი ამოიწურებოდა მათი ბარბაროსობა. ისინი ცოცხლად წვავდნენ საკუთარ, კარფანჯრებდაგმანულ სახლებში შეყრილ პატარა ბავშვებს, მათ დედებს,

 237

მოხუცებსა და ავადმყოფებს! ჯერ აუპატიურებდნენ პატარა გოგონებს, ხოლო შემდეგ მუცელს უფატრავდნენ, ძუძუებს აჭრიდნენ და ზღვაში ან მდინარეებში ყრიდნენ; უმწეო ადამიანებს ვენებს უჭრიდნენ და იქიდან გამოწურულ სისხლს სვამდნენ შეძახილებით – ასე დავლევთ ყველა ქართველის სისხლსო! გაგრის სტადიონზე, საგანგებოდ ამოთხრილ ვეებერთელა ორმოში ერთად ჩაყარეს დახოცილი ქართველები, საიდანაც (მსუბუქად წაყრილი მიწიდან) მთელი კვირის მანძილზე ირწეოდა მიწა ჯერ კიდევ მფეთქავი გულებიდან (იხ. გ. ცქიტიშვილის აღნიშნული წიგნი, გვ. 59- 60). მაგრამ რა გინდა, უპრინციპო გაეროს, ედუარდის კარნახით, არ სურს აღიაროს იქ ქართველთა ეს გენოციდი.

მე დამავიწყდა ზემოთ მეთქვა, რომ აფხაზეთში, ამ ანტიქართულ ომს, ელცინთან და შევარდნაძესთან ერთად სათავეში ედგნენ, იმ დროს სპეციალური მისიით აფხაზეთში მჯდომი რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პასტუხოვი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანტიქართული სამეული (შევარდნაძე, გრაჩოვი, პასტუხოვი) ადგილზე ყველანაირ ღონისძიებებს ატარებდნენ იმისათვის, რომ ქართული ჯარი საჭირო იარაღს მოკლებული და დეზორგანიზებული შეხვედროდა ქართულ მიწაზე შემოსეულ მტერს, რათა რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლის ფასად ჩაეგდოთ ხელში აფხაზეთი რუსეთთან მისაერთებლად, – მიუხედავად იმისა, რომ პირადად შევარდნაძე ყველანაირ ხელშემშლელ ბარიერს უქმნიდა ქართულ ჯარს (დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევის ბრძანებით და მტრის წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლის აკრძალვით) წარმატებული ბრძოლებისათვის, ამის მიუხედავად, ქართველი მეომრები „ქართველი მთავარსარდლის“ უნებართვოდ, ზოგჯერ მაინც ახერხებდნენ შემოსეული მტრის უკუგდებას, ეს ეგრეთწოდებული „საქართველოს ხელისუფალი და მთავარსარდალი“ არნახული აღშფოთებით ხვდებოდა მათ წარმატებულ ბრძოლებს. აი, ამისი ფაქტებიც:

 როგორც ცნობილია, ამ კრიზისულ მომენტში, როცა შევარდნაძის ანტიქართულმა ხელისუფლებამ საშინელ კრიზისში ჩააგდო მთელი საქართველო, – როცა ასე უცერემონიოდ ჩამოაცილა სამაჩაბლო და ახლა კი ჯერი მიდგა აფხაზეთზე, – ერთის მხრივ, კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, რომელიც გამოიხსნიდა ქვეყანას ამ კრიზისიდან, ხოლო მეორეს მხრივ, დაიცავდა აფხაზეთს რუსი იმპერიალისტების ხელყოფისაგან, გროზნოდან ზუგდიდში ჩამოვიდა ბატონი ზვიად გამსახურდია, საიდანაც ის გაემგზავრა აფხაზეთში, იქ მებრძოლი ძალების საკონსოლიდაციოდ. გამსახურდიამ იქ საბრძოლველად შეიყვანა ერთის მხრივ თავისი ერთგული გვარდია ლოთი ქობალიას მეთაურობით, ხოლო მეორეს მხრივ, საშურველი კონტაქტი დაამყარა თვით შევარდნაძის ერთგულ მეომრებთან მოწოდებით: დროებით უკუვაგდოთ პოლიტიკური ამბიციები და ერთობლივად ვიბრძოლოთ აფხაზეთის გადასარჩენადო. წარმოიდგინეთ, ისინი ამ აზრს დაეთახმნენ. მართლაც, დაიწყო შეთანხმებული ბრძოლა

238

წმინდა ეროვნული სულისკვეთებით. კერძოდ, „ლოთი ქობალიას ეროვნულმა გვარდიამ სასტიკი ბრძოლა გაუმართა უახლესი საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილ, რუსეთიდან შემოგზავნილ დაქირავებულ ათას რვაას ბანდიტს. მათი ნახევარზე მეტი ქართველმა მებრძოლება დახოცეს. ცოცხლად გადარჩენილებმა კი ტყეს შეაფარეს თავი, ნაწილი ტყვარჩელისაკენ გაიქცა. ერთ დღე-ღამეში მთლიანად გაანადგურებდნენ თურმე მათ, თავიანთი სურვილით შემოსული ლოთი ქობალიას ბიჭები, მაგრამ ცნობა მოვიდა თბილისიდან: – ედუარდ ამბროსევიჩი ცოფსა ჰყრის, – როგორ დამიხოცეთ რუსებიო?! – და გვარდიელებმა უკან დაიხიეს – ზუგდიდისაკენ“ (იქვე, გვ. 62).

მეორე მაგალითი: თვით შევარდნაძის მოწვევით უკრაინიდან ჩამოვიდა აფხაზეთში საომარი ოპერაციის სახელმძღვანელოდ გენერალი ანატოლი კამკამიძე. როგორც ჩანს, ბატონ ედუარდს ეგონა, რომ იგი მასავით რუსოფილი იყო და იფიქრა, ანტიქართულ ბრძოლებში გამოვიყენებო, მაგრამ მოტყუვდა. „გენერალმა კამკამიძემ ედუარდ ამბროსევიჩს თავისი გეგმა გააცნო და სთხოვა: – ნება მომეცით, საზღვაო დესანტი გადავსხა გაგრასთან. ერთის მხრით ზღვიდან, ხოლო მეორეს მხრივ, ქვეითი ჯარით ხმელეთიდან შევუტევთ და ორ დღეში, როგორც გაგრასა და გუდაუთას, ისე მთლიანად აფხაზეთს გავათავისუფლებთ ყველა ჯურის დაქირავებული ბოევიკებისაგანო.

– არაო! – თავი მოიკლა აბროსევიჩმა, – თქვენ იქ აფხაზი ხალხის დახოცვა გინდათ! ეს დაუშვებელიაო! კი მაგრამ, აფსუებმა და რუსებმა ენის აუწერელი სადისტური ფორმით რომ ამოხოცეს ქართველები გაგრასა და გუდაუთაში, სოხუმსა და ოჩამჩირეში, რაო, ისინი ადამიანები არ იყვნენ? ქართველი რა, ხალხი არ არის?“ (იქვე, გვ. 80-81). არა, რუსოფილი კომუნისტის, მასონისა და ებრაელი სიონისტის რწმენით, ქართველი ერი გასაჟლეტია, ხოლო ველური აფსუა – ოქროს ფონდში შესატანი და შესანახი „ერი“ თავისი „ზოგადსაკაცობრიო კულტურით“. გენერალი კამკამიძე მიხვდა რა, რომ ედუარდ ამბროსევიჩი რუსეთის კაცია, კრემლის დავალებით მოქმედებს და მას, არათუ არ სურს აფსუებთან და დაქირავებულებთან ნამდვილი ომის გამართვა, არამედ გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთის რუსეთისათვის ჩაბარებაო, ხელი ჩაიქნია და ისევ უკრაინაში დაბრუნდა.

ბარემ აქვე, მინდა ხაზი გავუსვა ბატონი ედუარდის მზაკვრულ განცხადებებსაც, რომლითაც იგი გვმოძღვრავდა მაშინ, თავისი რუსულიმპერიალისტური გეგმების შესანიღბავად. ჯერ იგი იმას გვიმტკიცებდა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი სეპარატისტები გვებრძვიანო. მერე კი, როცა აშკარად გამოიკვეთა რუსული რეგულარული ჯარის მონაწილეობა (თანაც, მძიმე ტექნიკით, თვითმფრინავებით) ამ ომში, ბატონმა ედუარდმა მაინც არ გაიტეხა ნირი და ახლა აი, რას გვიმტკიცებდა: ელცინი ჩვენი ქვეყნის კეთილი მეგობარიაო და ამდენად, ჩვენ ელცინის რუსები კი არა, სხვა რუსები გვებრძვიანო. სხვა რუსები კი, როგორც ჩანს, კოსმოსიდან

239

 მოვლენილი რუსები იყვნენ. ცხადია, ეს იყო უტიფარი დემაგოგია, რამეთუ, ვინ იყვნენ აბა, გრაჩოვი და პასტუხოვი, თუ არა ელცინის რუსები, ამ ომს რომ წარმართავდნენ აფხაზეთში კრემლის ქართველ ემისართან ერთად?! ახლა დადგა სოხუმისა და მთელი აფხაზეთის გაცემის საკითხი. მოგეხსენებათ, ბატონი ედუარდი საკმაოდ ჭკვიანი კაცია (მსოფლიო დონის პოლიტიკოსი) და იმის გათვალისწინებით, რომ ამ გადამწყვეტ ბრძოლას არ მოჰყოლოდა რუსებისა და აფსუების მხრივ თუნდაც უმნიშვნელო მსხვერპლი, მან და ელცინმა გაითამაშეს სამშვიდობო ხელშეკრულების ფარსი. ამ დადგმული სცენარით, თითქოს ომი შეწყდა და მშვიდობა დამყარდაო, ქართული საჯარისო შენაერთები მძიმე საბრძოლო ტექნიკით დატოვებდნენ სოხუმს და ფოთში გადაადგილდებოდნენ, ხოლო დაუცველ სოხუმში თავისუფლად შეგრიალდებოდნენ რუსი და აფსუა მეომრები უსასოოდ დარჩენილი ქართული მოსახლეობის ამოსაჟლეტად. ვამბობ – ქართული მოსახლეობის-მეთქი, რადგან აფსუებიც, რუსებიც და სომხებიც აქედან ადრევე გახიზნა არძინბამ გასაგები მიზნით. მე ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, რომ ომის დაწყებიდან მის დამთავრებამდე, ქართველთა მიმართ ჩადენილ ყოველ მოღალატურ საქმეში გვერდში ედგა ბატონ ედუარდს და შესაბამისად რუსეთს, თვითაღიარებული „სერგო ორჯონიკიძე“ – ვახტანგ გოგუაძე, – კაცი, რომელიც დღესაც, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, აცხადებს – „დიახ, წინ მივუძღოდი ადმირალ ბალტინსო!“ დიახ, იმ ბალტინს მიუძღვებოდა წინ ვახტან გოგუაძე, რომელმაც ქართველი პატრიოტების სისხლის გუბეები დააყენა ქართულ მიწაზე. სულმა სული იცნო და რუსთმოყვარე შევარდნაძემ სწორედაც რუსებზე უზომოდ შეყვარებული გოგუაძე გაგზავნა სოჭში მოღალატურ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. 27-ივლისის ამ ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც თითქოს ომი დამთავრდა და მშვიდობა აღსდგა – მარტო ის კი არ გაკეთდა რუს-აფსუათა სასარგებლოდ, რომ სოხუმიდან გაიყვანეს ქართველთა მძიმე საომარი ტექნიკა და ამით აფსუათა მოკავშირეებს მისი აღება გაუადვილეს, არამედ ამით იმასაც მიაღწიეს, რომ, როგორც გაგრაში, აქაც, სოხუმშიც, დედა-წულიანად ამოჟლიტეს ქართველობა. აი, როგორ მოხდა ეს: ამ ხელშეკრულების დადებამდე, მოსალოდნელი ომის შიშით, ისე როგორც აფსუებმა და რუსებმა, ქართველებმაც დატოვეს სოხუმი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს „სამშვიდობო ხელშეკრულება“ დაიდო, მშვიდობის აღდგენის მოტივით, ქართველობას მშობლიურ ქალაქში დაბრუნება შესთავაზეს. ჰოდა, როგორც-კი ამას მიაღწიეს, დაიწყო ჯერ ქალაქის დაბომბვა ჰაერიდან, ხოლო შემდეგ ქალაქის ქუჩებშიც შეიჭრნენ რუს-აფსუათა ბანდები და იგივე ცოდვის კალო დაატრიალეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რაც ადრე, გაგრაში ჩაიდინეს. რას აკეთებდა ამ დროს „საქართველოს მთავრობად“ წოდებული ედუარდ აბროსევიჩი? რას აკეთებდა და, როცა ქვეყნის ბედი აფხაზეთში

240

 წყდებოდა, ხელისუფლების მეთაური და ჯარების მთავარსარდალი თბილისში ხომ ვერ დარჩებოდა, ან რა გული გაუძლებდა! იგი „თავის ჯარისკაცებთან ერთად“ სოხუმში „ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა“. ყოველ შემთხვევაში, იგი მეომარი მხედრის ფორმაში გამოწყობილი, ტელეეკრანიდან რომ გვეჩვენებოდა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ეს კაცი აგერ-აგერ გამოსულა ფრონტის ხაზიდან, რათა ახლა აქ, სამოქალაქო მოსახლეობა დაამშვიდოს და ჩქარა ისევ ომში ჩაებასო. ბატონი ედუარდი, ქუჩაში მოღაღადე ხალხს, – გვიშველეთო! – რომ ეხვეწებოდნენ, თავზე ხელს უსვამდა ფარისევლურად და ისე, როგორც ერთ დროს სტალინი ჰიტლერთან ომში, შევარდნაძეც იგივე სიტყვებით ამშვიდებდა სასოწარკვეთილ ადამიანებს – „მტერი განადგურებული იქნება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!“

 განსხვავება სტალინის ამ დანაპირებსა და შევარდნაძის მიერ გამეორებულ იგივე დაპირებას შორის ის იყო, რომ სტალინი გულწრფელი იყო ამ დაპირებას რომ იძლეოდა, – შევარდნაძე კი აშკარად თვალთმაქცობდა და ფარისევლობდა, რადგან ამ დროს სოხუმიცა და მთელი აფხაზეთიც უკვე მოღალატურად იყო გაცემული მის მიერ და ომი მარტო იმისთვის სწარმოებდა, რომ იქ მყოფი ქართველობა ამოეხოცათ.

რაც შეეხება ჰიტლერთან ბატონი ედუარდის შედარებასაც თუ მოვახდენთ, არც ეს იქნება სწორი, რადგან ჰიტლერს ეყო ვაჟკაცობა და გერმანიის დამარცხებისათვის თავი მოიკლა. შევარდნაძემ კი, არათუ თავი არ მოიკლა აფხაზეთის ომში საქართველოს დამარცხებისათვის, არამედ მას შემდეგ საკმაო ხანს არხეინად იჯდა პრეზიდენტის სავარძელში, ვიდრე ძალით არ დაატოვებინეს იგი.

ამგვარად, ჩვენივე ხელისუფლების მიერ საშინელი ტრაგედია დატრიალდა სოხუმში. თვით მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთაც არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ მიუძღოდათ, გარდა იმისა, რომ ისინი ქართველები იყვნენ, ვითარცა მატლები ისე იჟლიტებოდნენ. ყველგან წინასწარდაგეგმილი ქაოსი და უპასუხისმგებლობა სუფევდა. სოხუმი ამ დროს სავსე იყო თავად ქართველი კრიმინალებით. ისინი, ვითომცდა იქ საომარ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ჩასულები, საშინელ ურჯულოებას სჩადიოდნენ, როგორც უსასოოდ დარჩენილი მოსახლეობის მიმართ, ასევე ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცების წინაშეც. ისინი, არა მარტო ოჯახებს ძარცვავდნენ, არამედ ზურგიდან თავს ესხმოდნენ თავისივე მოძმე ქართველ მეომრებს და კლავდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ ავტომატი აერთმიათ მათთვის, რომ შემდეგ სარფიან ფასში გაეყიდათ.

 იგივე საშინელება ტრიალებდა სოხუმის ბომბორას აეროპორტშიც. მთელი მისი შემოგარენი სავსე იყო თბილისში გადასაყვანი დაჭრილდახოცილი მეომრებით. დაჭრილები სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდნენ. მაგრამ ვის ეცალა მათთვის. აეროპორტშიც კრიმინალმაროდიორები მბრძანებლობდნენ და თვითმფრინავებიც მარტო მათი ნაძარცვის გადმოზიდვით იყვნენ დაკავებულები. ისე რომ, აქაც, სულაც არ ჩანდა მთავარსარდლის ხელი წესრიგის დასამყარებლად.

241

აქედან გამომდინარე, დაისმის ბუნებრივი კითხვა: თუ საომარ ხაზზეც, ქალაქშიც, აეროპორტშიც და ყველგან ასეთი ქაოსი და უპასუხისმგებლობა სუფევდა, რაღას აკეთებდა იქ საქართველოს მთავარსარდალი? პასუხი ერთადერთი შეიძლება იყოს – ქაოსის, უპასუხისმგებლობის, განუკითხაობის და ღალატის თაოსანი თვით ბატონი ედუარდი გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამაზე ისიც მეტყველებს და მარტო იმისთვისაც ეკუთვნის უმაღლესი სასჯელი, რომ ომის დაწყების წინ მან არ მოახდინა ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ეს ხალხი გასასრესად ულმობელ მტერს მიუგდო. ყველაფერი რომ საქართველოს სამტროდ კეთდებოდა, ეს შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა. იმის გამო, რომ მოსახლეობას ქომაგი არავინ ჰყავდა და ამ ჯოჯოხეთიდან მათი გამყვანი არავინ იყო, ქაოტურად გარბოდნენ ქალაქიდან თავის გადასარჩენად. მათ გეზი ენგურს აქეთ, სამეგრელოსაკენ აიღეს, მაგრამ, როგორც ჩანს, სიკვდილისაგან მათი თავის დაღწევა არ აწყობდათ იგივე ანტიქართულ ძალებს. ამიტომ, მათ შეგნებულად გაავრცელეს ასეთი სიცრუე, რომ ზუგდიდისაკენ მიმავალი გზა ლოთი ქობალიას გვარდიელებს აქვთ გადაკეტილიო და ეს უბედური ხალხი გაუყენეს ჭუბერის თოვლიან-ყინულიან გზას და თან კრიმინალები დაადევნეს. ქართველმა კრიმინალებმა (ჰოი, უსჯულოებავ!) თავისივე მოდგმის ქართველ თანამოძმეებს აართვეს თვით ის უმცირესი ძვირფასეული, რისი წამოღებაც-კი მოასწრეს გამოქცევისას. დევნილებს გზაში დაუღამდათ და მხოლოდ ტანსაცმლის ამარა დარჩენილებმა თოვლზე დაწოლილებმა გაათენეს. ამ სიცივე-ყინვაში არაერთი ბავშვი და მოხუცი გაითოშა და დაიღუპა. ეს ცოდვაც ამბროსევიჩის კისერზე წევს.

ასე და ამგვარად, კრემლის ემისარმა ედუარდ ამბროსევიჩმა თავისი მოსკოველი შეფების დავალება პირნათლად შეასრულა. ამ ომში მან ყველაფერი იღონა რუსებისა და აფსუების სიცოცხლის გადასარჩენად. სამაგიეროდ, ათეულ-ათასობით ქართველი გაამგზავრა საიქიოში, ხოლო ვინც სიკვდილს გადაურჩა, ენგურს აქეთ გადმორეკა. ასე ჩააბარა უქართველებო აფხაზეთი რუსეთს, – და უკან რომ ვეღარ გაბრუნებულიყვნენ იქიდან გამოძევებული ქართველები, მდინარე ენგურზე რუსი ოკუპანტები ჩაგვიყენა. თანაც (ჰოი, მკრეხელობავ, გაუგონარო!), ქართველთა ამ სისხლისმსმელ ჯარს „მშვიდობის დამცველები“ დაარქვა.

ეს იყო არნახული ცინიზმი – დაცინვა მთელი ქართველი ხალხისა და აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მეომრების სულში ჩაფურთხება. ბატონი ედუარდის მიერ აფხაზეთის ომის გაჩაღების მთავარი და ერთადერთი მიზანი რომ ამ მიწა-წყლის რუსეთისათვის გადაცემა და იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გენოციდი იყო, ნათლად გამოჩნდა როგორც ომის მიმდინარეობის პროცესში, ასევე, განსაკუთრებით ომის დასასრულს – იმ დროს, როცა ქართველთა სისხლი მდინარეებად მიდიოდა აფხაზეთში, ეგრეთწოდებული ქართველი ხელისუფალი და მისი გუნდი გართობისაკენ მოუწოდებდა ხალხს – დედაქალაქში შოუ-კონცერტებს

242

მართავდნენ და უცხოეთის პრესტიჟულ კურორტებზე დასასვენებელ საგზურებს სთავაზობდნენ ხალხს. ხოლო მას შემდეგ, როცა ბატონმა ედუარდმა ომი თავისი სატანური მიზნისათვის „ძლევამოსილად“ დაამთავრა, ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი გამართა თბილისში რესპუბლიკის მოედანზე. აფხაზეთიდან გამოქცეულ ჯარს ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყო, დიდი მადლობა უძღვნა მათ „ვაჟკაცური დამარცხებისათვის“, მრავალი მათგანი ორდენებით შეამკო და გენერლების ხარისხამდე აღამაღლა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ომების ისტორიაში, როცა ქვეყნის ხელისუფალი თავის ჯარკაცებს მადლობას უძღვნის და ჯილდოებით ამკობს ომში გამოჩენლი ლაჩრობის, ღალატის, ფრონტიდან გამოქცევისა და დამარცხებისათვის.

ამ უჩვეულო ცერემონიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბატონი ედუარდის მიერ წამოწყებული აფხაზეთის ომის მიზანი – ქართველების დამარცხება ამ ომში, ქართველი მოსახლეობის აღგვა ამ მიწა-წყლიდან და ამ მხარის რუსეთისათვის გადაცემა. აქ შეიძლება შეგვეკამათონ – თუ შევარდნაძის მიზანი აფხაზეთის გაცემა და იქიდან ქართველი მოსახლეობის გამოძევება იყო, მაშ რატომღა იბრძოდა იგი რამოდენიმე წლის განმავლობაში ამ მიწაწყლის უკან დასაბრუნებლადო?

ჯერ ერთი, ეს ბრძოლა კი არა, ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო, რომლითაც ბატონი ედუარდი ცდილობდა პატრიოტი კაცის იმიჯი შეექმნა გულუბრყვილო ხალხში. მეორეც, ყოველი მოლაპარაკება ამ საკითხზე იყო მხოლოდ ფიქცია, რომელიც დროის უსასრულო გაწელვას ემსახურებოდა და სხვა არაფერს. როგორ შეიძლებოდა ფიქრიც-კი იმაზე, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებდა ის კაცი, ვინც თავადვე გასცა იგი მოღალატურად?!

შევარდნაძის დიქტატორობის ხანა საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის არნახული ნგრევისა და დიდი უბედურების წლები. ამიტომ, მე მინდა არ გამოვტოვო არც ერთი დეტალი მისი „ღვაწლიდან“, რომელიც ყველგან და ყოველთვის თავისი კარიერის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, ანტიქართულ საქმეს ემსახურებოდა. მისი ერთ-ერთი დიდი დანაშაული, რომელიც შავ ლაქად გაჰყვება მთელ მის საგვარეულოსა და შთამომავლობას, ესაა მისი სულიერი წინაპრის – სერგო ორჯონიკიძის მოღალატური საქციელის განმეორება, როცა მან, პირადი კარიერის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის საზღვაო ფლოტი, ადმირალ ბალტინის მეთაურობით, შემოუსია ზვიად გამსახურდიას მიმხრობილ საქართველოს.

 მაგრამ ისე, როგორც არ შეიძლება 1921 წლის ღალატში მარტო ორჯონიკიძეს დავდოთ ბრალი და სხვები კი – მახარაძე, ორახელაშვილი, გეგეჭკორი, ელიავა და სხვა გარეწრები კი გამოვთიშოთ, – ასევე, არ იქნება სწორი, თუ 1993 წლის ეროვნულ ღალატში მარტო ედუარდ ამბროსევიჩს დავდოთ ბრალი, ხოლო მის აქტიურ თანამებრძოლებსა და რუსი იმპერიალისტების ისეთ მეხოტბეებს კი, როგორებიც გახლავთ ვახტანგ გოგუაძე და ავთანდილ მარგიანი, ამაგი დავუკარგოთ. მითუმეტეს,

243

რომ ისინი თავიანთ როლს ამ საქმეში სრულებითაც არ უარყოფენ და, როგორც ერთ დროს ბერბიჭაშვილი აცხადებდა სიამაყით – აი, ამ მარჯვენით მოვუსწრაფე სიცოცხლე ილიასო, ასევე, ურცხვად იკვეხნის იუდა-გამცემი გოგუაძეც, რომ „დიახ, მე ტანკში ვეჯექი ადმირალ ბალტინს, მე შემოვუძეხი მას ჩვენს ქვეყანაში, და მე მისი მეშვეობით „საქართველო გადავარჩინეო“. ცხადია, საქართველოს გადარჩენაში იგი იმას მიიჩნევს, რომ დამხობისაგან გადაარჩინა ედუარდ დამანგრეველი, ხოლო თავად ამ გარეწრობით, პარლამენტის სპიკერობას გამოჰკრა ხელი.

 ახლა, იმ ბრალდების შესახებ, რასაც გოგუაძე და მისი სულიერი მეგობარი მარგიანი გვიყენებენ ქართველობას იმ „ბრძოლისათვის“, რასაც თურმე ჩვენ ვეწევით ისტორიულად „ჩვენი კეთილი მეგობრისა“ და ამჟამადაც ჩვენს „კეთილდღეობაზე მაფიქრალი“ რუსეთის მიმართ.

ვინც ოდნავ მაინც გაცნობილია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რეალურ ისტორიას და არა საბჭოურად გაყალბებულს, კარგად ეცოდინება, რომ რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსათვის. – ეცოდინება, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე რუსეთ-ირანისა და რუსეთთურქეთის ომებში მზაკვრულად ჩათრეული საქართველო, როგორ დაცალა სისხლისაგან, ჯერ ამ ქვეყნებთან მრავალგზისი დაპირისპირებით, და მერე ასევე მრავალგზისი ზურგშექცევით, – როგორ ურცხვად გათელა მის მიერვე ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატი, – როგორ უღალატა საქართველოს თვით კრწანისის ომში, – როგორ უტიფრად დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, რომელსაც „ნებაყოფლობითი შეერთება“ უწოდა, – როგორი ვანდალისტობით განდევნა ქართული ენა ცხოვრებიდან ქართველი ერის გასარუსებლად, – მერე, როცა ძლივს თავი დავაღწიეთ რუსეთის დიქტატს 1918 წელს, სულიც არ მოგვათქმევინა, კვლავ შემოგვეჭრა ჯარებით 1921 წელს და იძულებით შეგვათრია კომუნისტურ ჯოჯოხეთში, – და როცა 70- წლიანი წამებისა და ასევე გამარუსებელი პოლიტიკის შემდეგ, აწ უკვე მეორედ დავაღწიეთ თავი იმპერიას და მოგვეცა შესაძლებლობა შეგვექმნა ჩვენი ეროვნული ხელისუფლება, არც ამჯერად გვაცალეს გოგუაძე-მარგიანთან ძმადშეფიცულმა რუსებმა, და სწორედ მათ მსგავს კოსმოპოლიტებზე დაყრდნობით, თავზე დაგვამხეს თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული ეროვნული ხელისუფლება და ნაცვლად თავისი აგენტურული ხელისფლება დაგვასვეს თავს საქართველოს დასანგრევად, – სწორედ ამ კოსმოპოლიტურ-კარიერისტულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ჩამოგლიჯეს საქართველოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ჩვენსავე მიწა-წყალზე ჩაგვიხოცეს ქართველობა და გამოგვაძევეს იქიდან.

 აი, ის რეალობა, რაც საუკუნეთა მანძილზე დაგვაწია რუსეთმა, უკანასკნელი წლების ჩათვლით. ჩვენი ეროვნებადაკარგული ეს ვაიქართვლები კი, მგლისა და კრავის იგავისა არ იყოს, აქეთ გვდებენ ბრალს რუსების მიმართ წყლის ამღვრევაში – როგორ შეიძლება რუსეთს რომ ვებრძვით ქართველები, რუსები ხომ (ელცინი, პუტინი, გრაჩოვი, პასტუხოვი, ჟირინოვსკი) ჩვენი კეთილი ძმები არიანო?! რა შეიძლება

244

ითქვას ამ გადარჯულებულ გარეწრებზე? ვითომ მართლა ვერ ხედავენ ვინ ვის ებრძვის?

 ხედავენ, როგორ ვერ ხედავენ, მაგრამ ისინი ხომ თავისი ხალხის ლანძღვისა და ღალატისათვის (ბალტინის წინამძღოლობისათვის) რაღაც საზღაურს იღებენ ჩრდილოელი დამკვეთებისაგან. აი, რისთვის ყიდიან საკუთარ სამშობლოს 30-ვერცხლად ჩვენი დროის იუდა-ისკარიოტელები.

 ბატონი ედუარდის მიერ მიზანმიმართული, ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკა მარტო ერთ ასპექტს როდი მოიცავდა. იგი ებრძოდა საქართველოს და ქართველ ხალხს მრავალმხრივი კუთხით. ესენია:

1. ზემოთ უკვე ნახსენები, ერის კუთვნილი, ისტორიული მიწა-წყლის გაცემა და დაქუცმაცება კუთხურ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით, – მათგან მინი-სახელმწიფოების შექმნა და ურთიერთდაპირისპირება, რასაც, საბოლოო ანგარიშით, საქართველო უნდა მიეყვანა ეროვნულსახელმწიფოებრივ გაქრობამდე.

2. ბრძოლის მეორე მხარე მოიცავდა ქართული ეროვნული ეკონომიკის (მრეწველობის, სოფლის მეურნეობის) დანგრევას. ეს ღონისძიება ორ ბოროტულ მიზანს ემსახურებოდა – ერთის მხრივ, ხალხის ჩამოცილებას პოლიტიკური და ეროვნული პრობლემებიდან და მათი ფიქრის გადატანას ლუკმაპურის მაძიებლობისაკენ, ხოლო მეორეს მხრივ ითვალისწინებდა ადამიანთა ზნეობრივ გახრწნასაც, რამდენადაც დამშეული ადამიანი ყოველგვარ უზნეობაზე მიდის არსებობის შესანარჩუნებლად.

3. ქვეყნის წამყვანი დარგების ჩალის ფასად გაყიდვა-გასხვისება.

4. მაცოცხლებელი ბუნების ნგრევა ხე-ტყის გაჩეხვით, რასაც უნდა გამოეწვია ბუნების ეკოლოგიური რღვევა.

5. ადამიანთათვის მინიმალური საარსებო პირობების მოსპობა, რასაც უნდა გამოეწვია ერის გენოფონდის მოსპობა – უდროო სიკვდილიანობა, შობადობის შეჩერება. იგივე მიზნებს ემსახურებოდა საფინანსო კრიზისის შექმნა, რასაც თან სდევდა მიზერული ხელფასებისა და პენსიების გაუცემლობაც – ასევე, უცხოეთიდან დახმარების სახით მიღებული გრანტების მოსახლეობისათვის გაუცემლობა და მისი გადანაწილება თავისი თანამებრძოლებისა და საკუთარი სანათესაოსთვის.

6. კიდევ უფრო უარესი გახლდათ შევარდნაძის მიერ კარგად დამუშავებული ბრძოლის ის გზა, რომელიც მიზნად ისახავდა ერის პოლიტიკურ და ზნეობრივ დეგრადირებას.

აი, კონკრეტულად, რა ღონისძიებები ხორციელდებოდა ამ მიმართულებით:

 ა) ეთნოსი „ქართველის“ აღმოსაფხვრელად პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ეროვნების მაუწყებელი რეკვიზიტის ამოგდება. აქვე უნდა აღინიშნოს, იგივე მიზნით ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისათვის ხელოვნური ბარიერის შექმნა. თავად ბატონი ედუარდი, აი როგორ თამაშს ეწეოდა იმისათვის, რომ პირმართალი კაცის ამპლუაში წარდგენოდა ქართველ ხალხს. იგი ერთის მხრივ ხელს აწერდა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების კანონს, რომელიც შემდეგ პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა. მაგრამ ეს

245

ფორმალურად, ფაქტობრივად კი თვით იგი აფერხებდა ამ კანონის დამტკიცებას პარლამენტში ისეთი სატელიტების მეშვეობით, როგორიც გახლავთ მანანა გიგინეიშვილი და სხვა მისთანები, ამგვარი აბსურდული მოტივით: იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებმა ასიათასობით არაქართველმა არ იცის ქართული ენა, ჯერ ვაცალოთ, შეისწავლონ ქართული ენა და მერე მივიღოთ ეს კანონიო.

ერთი სიტყვით, ბატონი ედუარდი ამ შემთხვევაშიც გამოვიდა პილატესავით ხელდაბანილი. არადა, მას რომ სურვებოდა ამ კანონის მიღება, რა თქმა უნდა, კიტრადაც არ ჩააგდებდა ეროვნებადაკარგული გიგინეიშვილის აზრს, რომელიც თავად შევარდნაძისაგან მომდინარეობდა. და მე მაინც მინდა, კარგად ჩაუკვირდეს მკითხველი შევარდნაძეგიგინეიშვილის ბოროტულ ჩანაფიქრს, რომლის მიხედვითაც ვერასოდეს ვერ მოხდება ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონება და აი, რატომ: თუკი ოთხი საუკუნის წინ შაჰ-აბასის მიერ ბორჩალოში ჩამოსახლებულმა თათრებმა, ხოლო 1829-წელს, პასკევიჩის მიერ ჯავახეთში ჩამოსახლებულმა სომხებმა დღემდე არ შეისწავლეს ქართული ენა ქართველების მიმართ თავიანთი შოვინისტური განწყობილების გამო, რა გარანტია არსებობს, რომ ახლა, უცებ შეიყვარებენ ქართველებსა და მათ ენას? ალბათ, კიდევ ორი საუკუნე მაინც დასჭირდება, ვიდრე ისინი ქართველებს შეიყვარებენ და მათი ენის შესწავლის ხალისი გაუჩნდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, შევარდნაძე-გიგინეიშვილის ჩანაფიქრით, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენად ვერასოდეს დაკანონდება.

და ბოლოს, საინტერესოა, როგორ შესძლო ბატონმა ედუარდმა ერის ასე დაგლახავება, რომ ასე მონურად ემორჩილებოდა თავისი ქვეყნის დამანგრეველს?! ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ბატონი ედუარდის ნიჭიერება, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ მის ბოროტ ნიჭიერებას, მაგრამ ბოროტების კეთებასაც (როცა შენგან გაუბედურებული ხალხის ნაწილი ტაშს გიკრავს – ეს კაცი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდაო) ხომ ნიჭი უნდა! გარდა ამ ღონისძიებებისა, რაც ზემოთ აღინიშნა, ხალხის ამ დონემდე მიყვანის საქმეში, ბატონმა ედუარდმა კიდევ ერთი ასეთი ხერხი იხმარა ხალხის დასამორჩილებლად და ქვეყნის სამართავად: მან ერი გაყო ორ ნაწილად – მმართველ ოლიგარქიად და უფლებააყრილ მასად. როგორც მმართველ აპარატში, ასევე პარლამენტში, აქ ჩატარებული გაყალბებული არჩევნებით, შემოიკრიბა ეროვნებადაკარგული და ზნეობადაკარგული მაფიოზების ხროვა.

აი, ამ ანტიეროვნულ-კრიმინალურ-მაფიოზურ ხალხზე დაყრდნობით დაიქვემდებარა დაბეჩავებული მასა თავისი უბოროტესი მაკიაველისტური მეთოდებით, რაც გამოიხატა ქვეყნის ნგრევასა და ძარცვაში, მისი მხარდამჭერთა გალაღებაში მილიონიანი მასების დამშევის ხარჯზე. ამ მხრივ შევარდნაძე მოქმედებდა ასეთი დევიზით: ძარცვეთ ქვეყანა, როგორც გენებოთ, ოღონდ მხარი დამიჭირეთ ხელისუფლების შენარჩუნებაშიო. და მძარცველთა ეს ხროვა მართლაც რომ კბილებით

246

იცავდა თავიანთ მამასა და მარჩენალს. მაგალითად, ცნობილია, რომ ერთერთმა ამდაგვარად გამდიდრებულმა მაფიოზმა – თემურ ჭყონიამ საჯაროდ მოითხოვა – საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ კიდევ გავუხანგრძლივოთ ბატონ ედუარდს ორი წლით პრეზიდენტობის ვადაო.

 ბატონი ედუარდის მაკიაველისტურ პოლიტიკაზე, რითაც იგი თრგუნავდა ქართველ ხალხს და, უფრო სწორად კი, ისევ ქართველებზე დაყრდნობით ანგრევდა საქართველოს, ალბათ, მომავალში ტომები დაიწერება. მაგრამ ამჯერად, რაც უკვე ითქვა ჩემს მიერ, მინდა კიდევ ხაზი გავუსვა ორ მომენტს, რასაც იგი მიმართავდა ერთის მხრივ, ოპონენტთა მიმართ ანგარიშსწორებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, დემოკრატიის იმგვარი უგულებელყოფით, როცა კრიტიკა მისი ხელისუფლების მიერ ფეხზედაკიდებული იყო:

1. ბატონმა ედუარდმა ტრადიციად აქცია ტერაქტები, რომლებიც ვითომცდა მის წინააღმდეგ ეწყობოდა. ამ, ეგრეთწოდებულ, ტერაქტებზე დაყრდნობით იგი, ერთის მხრივ წამებული კაცის იმიჯს იქმნიდა, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს წინაშეც. ხოლო, მეორეს მხრივ, მასზე დაყრდნობით კანონიერ საფუძველს იქმნიდა იმისათვის, რომ გასწორებოდა მისთვის არასასურველ, ყოვლად უდანაშაულო ადამიანებს. სინამდვილეში კი, როგორც სამართლიანად ეჭვობს ხალხი დღესაც, შევარდნაძის მიმართ არც ერთი ტერაქტი არ განხორციელებულა მისი ოპონენტების მიერ. ამ ტერაქტების ინსპირატორი საკუთარი თავის მიმართ თავად შევარდნაძეაო, ვისმენთ ხალხისგან, რომლებიც ასევე დასძენენ: აბა, როგორ ხდება, რომ რაც კი ტერაქტები დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან: ზ. გამსახურდიას, გ. ჭანტურიას, ს. ხაბეიშვილის და უამრავ სხვათა მიმართ, ყველა წარმატებით დასრულდა, ხოლო ბატონი ედუარდი ყოველთვის საღსალამათი გამოდის ამ ტერაქტებიდანო?! როგორც იტყვიან, ამ დასკვნას კომენტარები არ სჭირდება.

2. ახლა, რაც შეეხება სიტყვის, პრესისა და კრიტიკის იმ თავისუფლებას, რომელიც ცინიკურ დონემდე გახლდათ დაყვანილი თვით ქვეყნის უპირველესი პირის მიერ. კი ბატონო, გარედან ზეწოლის შედეგად და არა შევარდნაძის კეთილი სურვილი, საქართველოში უკანასკნელი 12-წლის მანძილზე არ იზღუდებოდა არც პრესა და არც ტელევიზია, – კერძოდ, შეუზღუდავად გადაიცემოდა ტელევიზიით ცნობილი ჟურნალისტის აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ ის აუარცხელი დანაშაულებრივი ფაქტები, რასაც თვით ხელისუფლება სჩადიოდა. ასევე, კრიტიკული წერილებით იყო სავსე პრესაც, მაგრამ ვის სჭირდება იმგვარი კრიტიკის თავისუფლება, თუ ყურადაც არ იღებს მას დამნაშავე ხელისუფლება?

მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობს იმგვარი პრეცედენტი, რომ ხალხი ადანაშაულებდეს ქვეყნის ხელისუფლებას, მის პირველ პირს ტერიტორიულ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ ზნეობრივ ნგრევაში, უკანონობა-უსამართლობაში და ის კი ამაზე არათუ პასუხს არ იძლეოდეს, პირიქით, იგი კვლავ განაგრძობდეს ქვეყნის დამანგრეველი გზით მართვას. ამგვარი „დემოკრატიული უფლებები“ ხალხის მასხრად აგდებაა და სხვა

247

არაფერი. ასევე ღიმილს იწვევდა ადამიანებში შევარდნაძის თამაში, რომელსაც იგი ეწეოდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. მოსაჩვენებლად იქმნებოდა „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიები“, რომელიც კომპლექტდებოდა შევარდნაძის მომხრე ლაქიებისაგან და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა კორუფციის უმთავრესი წყარო თვით შევარდნაძის სანათესაო და მისივე სამთავრობო ხროვა იყო. საინტერესოა, ამდაგვარი „კომისიის“ რომელი წევრი გაბედავდა მათთვის ხელის ხლებას? ამიტომაც, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ამ კომისიას თუნდაც ერთი მაღალჩინოსანი კორუმპირებულიც კი გამოემჟღავნებინოს.

რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან? ის, რომ კორუფციას თვით შევარდნაძე თაოსნობდა და მფარველობდა, რადგან მძარცველთა ეს წრე მისთვის იყო სახელისუფლო დასაყრდენი. დიახ, ეს ყველაფერი გასაგებია – ყოველი ბოროტება რომ უმაღლესი ხელისუფლებიდან მომდინარეობდა, ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ ამ ბოროტებას ასე ფართო ასპარეზი რომ ჰქონდა მიცემული და არსაიდან არ იზღუდებოდა, რაო, ეს მხოლოდ შევარდნაძის ბოროტების შედეგი გახლდათ?

 არა, რა თქმა უნდა! ამისი მიზეზი იყო ის, რომ ერი ამ ბოროტებას შეხვდა გათითოკაცებული და დეზორგანიზებული. უფრო მეტიც, ხალხი თითქმის შეეგუა კიდეც ამ ბოროტებას. ამის დასამტკიცებლად ავიღოთ თუნდაც რამოდენიმე მაგალითი. ყველა ჩვენგანი მოწმეა იმისა, თუ როგორ ჩამოგლიჯა შევარდნაძემ საქართველოს ისტორიული სამაჩაბლო და ასევე საქართველოს ძირძველი მხარე – აფხაზეთი. ასეთი რამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთელი ერი ფეხზე დადგებოდა და ასეთ პრეზიდენტს ნიკაპით ჩანგალზე ჩამოკიდებდა. ქართველობა კი ისე შეხვდა ამ ტრაგედიას, ვითომც არაფერი. ანდა რომელი ერი აიტანდა იმ ძაღლურს გადაცილებულ ყოფას, როცა პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილი კოსმოპოლიტთა და ქურდბაცაცათა ხროვა დოლარებში იხრჩობოდა, ხოლო 8-ლარზე მყოფი პენსიონერი – ბედს შეგუებული, შიმშილით კვდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქუჩაში გაყრილ ასიათასობით უმუშევარზე და 30-ლარზე მყოფ მოსამსახურეებზე. უფრო მეტიც, იმ დროს, როცა სატანური ხელისუფლება თავზე გვანგრევდა საქართველოს, მთელი ერი, თითო-ოროლა მებრძოლის გამოკლებით, ისე ინდეფერენტულად შეჰყურებდა ამ ტრაგედიას, თითქოს ეს უბედურება მის ქვეყანას კი არ ეხებოდა, არამედ სადღაც, რომელიმე აფრიკულ სახელმწიფოს. ზოგნი კი შველას უცხოთაგან ელოდნენ და საყვედურსაც გამოთქვამდნენ მათ მიმართ – ნუთუ, ვერ ხედავენ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები, რა დღეში ვართ, ხმას რომ არ იღებენ ამ ანტიხალხური ხელისუფლების წინააღმდეგო? არა, ბატონებო, ყოველი უცხო ქვეყანა იმ შემთხვევაში ამოიღებს ხმას შენს დასაცავად, თუ, პირველ რიგში, შენ თავად აღუდგები წინ შენს

 248

 ქვეყანაში არსებულ ბოროტებას. ხომ გახსოვთ, რა უთხრა ღმერთმა წყალწაღებულ კაცს – ხელი გაანძრიე და მეც გიშველიო! ერთი სიტყვით, იმ ავადმოსაგონარ დროს ქართველი ხალხი – მისი ძირითადი მასა, თავისი პოლიტიკური შეგნებით არნახულად დაეცა, დაკარგა განსჯის უნარი და ბრძოლისუნარიანობა, შეეგუა თავსდატეხილ უბედურებას. უფრო მეტიც, სატანა მარჩენალ მამად მიიჩნია. მაგალითად, იმ დროს, როცა ადამიანები პურის რიგებში იჭყლიტებოდნენ, იცით რას გაიძახოდა ეს გზააბნეული ხალხი? ამ პურსაც შევარდნაძე გვაძლევს თავისი ძალისხმევით, მას თავისი დიდი ავტორიტეტის წყალობით შემოაქვს ეს პური უცხო ქვეყნებიდან, თორემ ის რომ არ იყოს, არც ეს გვექნებოდაო!

უბედურებს, არ ესმოდათ, რომ პირიქით იყო ყველაფერი – უპურობაც, უშუქობაც, უგაზობაც, მიზერული, გაუცემელი პენსიებიც, უმუშევრობაც, ოჯახებში შექმნილი გამყინვარებაც, აღვირახსნილი ძარცვა-რბევაც და ყველა სხვა სახის ბოროტებაც შევარდნაძის მიერ შექმნილი რეჟიმით იყო გამოწვეული. იგი ამ გაუსაძლის ყოფას იმიტომ ქმნიდა, რომ ხალხს თავადვე ეთქვა უარი დამოუკიდებლობაზე და კვლავ რუსულ იმპერიაში დაბრუნება მოეთხოვა. და რა გგონიათ, აღწევდა კიდეც იგი ამას. გაუკუღმართებულმა ცხოვრებამ აზრებიც გაუუკუღმართა ხალხს. ყველაფერი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დააბრალეს. ეგეც შენი თავისუფლებაო, აი, რა მოგვიტანა მიტინგებმაო, დამოუკიდებლობამო; რა გვიშავდაო, ძალიან კარგად ვცხოვრობდით კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირშიო და ასე შემდეგ.

 ჯერ ერთი, როგორ შეიძლება კარგი ეთქვას იმ რეჟიმს, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანებს ხვრეტდა გაუსამართლებლად, ანდა ციმბირის ყინულეთში ასამარებდა მათ?! გაიხსენეთ, რაოდენი უბედურება დააწიეს საქართველოს სწორედაც ამ რეჟიმის მესვეურებმა 1924, 1929-33, 1937 წლებში და ბოლოს 1951 წელს, როცა ტყვედნამყოფობის ბრალდებით ათეულ-ათასობით ოჯახი – ყოვლად უდანაშაულო ცოლ-შვილით გადაასახლეს შუა აზიის უდაბნოში. ანდა, კარგი ცხოვრება ეთქმოდა იმისთანა სოციალურ ყოფას, როცა კომუნისტური რეჟიმი კოლმეურნე გლეხს შრომადღეზე ბეღურა ჩიტის სამყოფ ხორბალს უნაწილებდა?

ამიტომ, ის კი არ უნდა ითქვას დღესაც ასეთი ფანატიკოსების მისამართით, რომ კომუნისტური რეჟიმი რა კარგი იყო და შევარდნაძის რეჟიმი რა ცუდიაო, არამედ ისიც დიდი ბოროტება იყო და ესეცო. თანაც, უნდა გვახსოვდეს – ორივე ბოროტების შემოქმედები იყვნენ კომუნისტები. აქედან გამომდინარე, უკანასკნელი თორმეტწლიანი უბედურება ზვიადისტურმა მიტინგებმა კი არ გამოიწვია, პირიქით, ეროვნული ხელისუფლების დამხობამ და მის ადგილზე შევარდნაძის მძარცველურყაჩაღური ხელისუფლების მოსვლამ. ახლა ისმის კითხვა: ქვეყნის დაღუპვის იმ უბედურების ჟამს, როცა დაბნეული იყო მასა და არ იცოდა რა ექნა, როგორ აეცილებინა

249

თავსდატეხილი საშინელებანი, რას აკეთებდა იმ დროს შედარებით უფრო გათვითცნობიერებული პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც თავს სდებდნენ სამშობლოს პატრიოტობაზე?

ნაცვლად იმისა, რომ ერთ ძალად შეკრულიყვნენ და საქართველოს დამანგრეველ ხელისუფლებას ერთად შებრძოლებოდნენ, პირიქით, ერთიმეორეს უპირისპირდებოდნენ იმ დათვის ტყავის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ჯერ არ მოუკლავთ, რითაც კიდევ უფრო ამყარებდნენ შევარდნაძის ანტიხალხურ და ანტიეროვნულ ხელისუფლებას.

ამგვარად, უპირველესი მიზეზი, რაც ხელს უშლიდა ეროვნულ პოზიციებზე მდგომი პარტიების გაერთიანებას, იყო მათი ლიდერების ამბიციურობა. არც ერთს არ უნდოდა ხელი აეღო ლიდერობაზე, რამეთუ ყოველ მათგანს თავად უნდოდა დაუფლებოდა პრეზიდენტის სავარძელს, – ყოველი მათგანი თავს წარმოიდგენდა პრეზიდენტობის ღირსეულ კანდიდატად. აი, რატომ თიშავდა ასე იოლად და ერთმანეთს აპირისპირებდა პოლიტიკაში გამობრძმედილი, „თეთრ მელად“ წოდებული ედუარდ ამბროსევიჩი ქართველ ხალხსაც და პარტიულ ლიდერებსაც, – აი, რატომ გვანგრევდა თავზე, ასე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, საქართველოს ეს ქვესკნელიდან მოვლენილი სატანა.

 დაბოლოს, ბოროტებასთან თორმეტწლიანი შემგუებლური დუმილის შემდეგ, მართალია, ხალხი გამოერკვა და დაინახა, რომ ყველა უბედურება, რაც-კი ქვეყანას სჭირდა, შევარდნაძისა და მისი კლანისაგან მომდინარეობდა, მაგრამ გათითოკაცებულნი საქმეს ვერაფერს შველოდნენ, ვიდრე არ გამოჩნდა ერის დამრაზმავი ძალა. საერთო-სახალხო მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ნაციონალური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მანამდე გახლდათ შევარდნაძის ერთგული და მისი დასაყრდენი პარტიის – მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი აქტივისტი, ხოლო ბოლოს, ასევე აქტიური ოპონენტი. აი, ამ კაცის დიდი ძალისხმევით ქართველმა ხალხმა დაამხო შევარდნაძის ანტიხალხური, ანტიეროვნული და მძარცველურ-ყაჩაღური ხელისუფლება. ეს დიდებული აქტი განხორციელდა 2003 წლის 23- ნოემბერს – გიორგობა დღეს. ამის შემდეგ, მოკლე ხანში, ჩატარდა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, ხმათა დიდი უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი. თუ როგორ დაიცავს დიდი ილიას ნაანდერძევ – ერის მაარსებელ სამ ძირითად კომპონენტს – ენას, მამულსა და სარწმუნოებას – მასონურ-კოსმოპოლიტურ ამერიკაში განსწავლული სააკაშვილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. და მაინც, მინდა ჩემი წიგნი აკაკი წერეთლის ოპტიმისტური სიტყვებით დავამთავრო:

არ მოკვდება საქართველო,

აყვავდება ერთხელ კიდე,

და გაისმის იმისი ხმა

 ძველებურად კიდით-კიდე.

 

ქ. თბილისი, 2004 წელი, 25-იანვარი.

 

10 Responses to “● გარეწართა და მძარცველთა ხროვა ქვეყნის სათავეში”

  1. გთხოვთ ზუსტად მიუთითეთ ლიტერატურული მონაცემი – გვერდი, გამომცემლობა და გამოცემის წელი, თქვენს მიერ მითითებული ამ ციტატის პოვნა მინდა:
    სტალინი: ”ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“
    (სტალინი თხზ., ტ. 5, 195 წ. რუს. გამოცემა).

    ღმერთი გმფარველობდეთ
    მამუკა მაცაბერიძე

    Like

  2. abchas said

    ვუსმენდით საუბარს უცნობის გადაცემაში , გათახსირებული და ტვინ ნაღრძობი თუთბერიძის და რამიშვილის გესლიანი გამოხტომის გამო, უწმინდესის მისამართით
    მე არ შემიძლია ამას აღშფოთება დავარქვა, რაც თვითოეულმა ჩვენგანმა განიცადა

    ეს, ვითომ ადამიანები, არიან ,,живые трупы,,!!!
    ცოცხალი ლეშები!

    მერწმუნეთ, რომ არც ერთ ქართველს და არც ერთ სხვა ეროვნების ადამიანს , ვისთანაც აქ, ევროპაში ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს , არ გამოეპარა ეს უმსგავსობა და მკრეხელობა
    ძალიან დიდი აღშფოთება და გულისტკენა არის ყველა ამ ადამიანის გულში და სულში

    გარწმუნებთ, რომ ეს არის ამ უღმერთოების აგონია!

    მერე რა ეშველებათ,როდესაც მათ ფეხებ ქვეშ მიწა დაიწყებს წვას და დასამალი არ ექნებათ არსად?
    ეს კოლბაში გამოზრდილი უცხო სხეულები ჩვენი ქვეყნის ორგანიზმში,
    ზიზღის ღირსიც არ არიან
    მაგრამ, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს საზიზღრობა?
    ღმერთი მოწყალეა და ყველას თავისას მიუზღვავს
    დიდი პატივისცემით , მოწიწებით და რწმენით, გვინდა ჩვენ ქვეყანას,
    ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს, ქართველი ხალხს ვუთხრათ, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს იმ დიდ სიყვარულს და თავდადებას, რომელიც ქართველებში ჯერ კიდევ არსებობს და იარსებებს!

    არ უნდა ეპატიოთ !
    და არც ვაპატიებთ!!!

    Like

  3. ორი ერეტიკული ძალის_ ეკუმენისტური საპატრიარქოს და სექტების პროზელტიზმზე მზრუნველი ”თავისუფლების ინსტიტუტის” დაპირისპირების შესახებ

    http://didgori.wordpress.com/2009/12/13/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97/

    სამსჯავროზე გამოგვაქვს ტყუილ-მართლის ნაზავი მზაკვრული ერეტიკული დოკუმენტი. ეს პუნქტები ამხელს ეკუმენისტური საპატრიარქოს წინააღმდეგ კათოლიკური „ეკლესიის“ მრევლის („მნათეუსი“, „ჯვაროსანი“ და სხვ.) და ბაპტისტური სექტის წევრის ბასილ კობახიძის პროზელიტურ მიზნებს და მათი პოლიტ-წინამძღვრის თეა თუთბერიძის, როგორც ადამიანის უფლებათა ფსევდო დამცველ ამერიკულ ორგანიზაციის (”ჰიუმან რაითს უოტჩი”) ფილიალის – ”თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ მართლმადიდებელი რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ სატანური აგრესიას. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ერეტიკული საპატრიარქოს ცოდვით დაცემებს და ღვთისმგმობელობას წარმატებით იყენებენ ეს სექტათა ლიდერები თავის სასარგებლოდ. წამოსძახეს უკვე პატრიარქს ”სუკში” ჯაშუშობა, კრიმინალური ორგანიზაციის ”მხედრიონის” ლოცვა-კურთხევა და მფარველობა, და სხვა მრავალი სახის მძიმე ცოდვა. გავეცნოთ ამ დოკუმენტს. ოღონდ, ჩვენ ვაქვეყნებთ, მხოლოდ იმ მუხლებს, სადაც ეს პირები მოითხოვენ სექტების სატანური რიტუალების და სხვა უწმინდურებათა ლეგალიზაციას, ხოლო თუ ვინმე აღუდგა წინ მათ უკიდურეს გამხრწნელ და დანაშაულებრივ ქმედებებს (როგორიც არის „halloven“-ის ვაკხანალია) აცხადებენ კანონდამრღვევებად და მოითხოვენ მათ ციხეებში გამწესებას.

    (”დიდგორის” რედაქცია)

    Like

  4. ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის ეს ოთხნაწილიანი ნააზრევი შესანიშნავი შენაძენია საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. მასში კარგად არის წარმოჩენილი, თუ რა ქარტეხილები გამოიარა ჩვენმა მრავალჭირნახულმა ქვეყანამ ავადსახსენებელი 1921 წლის თებერვლიდან 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციამდე. ძალზედ დასანანია, რომ ბატონი მიხეილი აღარ არის ჩვენ შორის.

    დიდი მადლობა “იბერიანა”-ს მესვეურებს ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის ამ საყურადღებო ნაშრომის პუბლიკაციისათვის.

    ლევან ზ. ურუშაძე,
    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

    Like

  5. a.sanduxaZe said

    დიახ, ძალზედ დასანანია, რომ ბატონი მიხეილ მჭედლიშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. მე იშვიათად შემხვედრია ასეთი თავმდაბალი, პატიოსანი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილი.
    მაგრამ ისიც ვიცი, რომ სამშობლოს თავზე დატრიალებული ქარტეხილები მისთვის არც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამცხრალა, პირიქით, ეს კაცი სამარეში სამშობლოს ტკივილითა და დარდით ჩავიდა.

    უფალო განუსვენე სული მართალ მამულიშვილთ! ამინ!

    Like

  6. dima said

    ამას წინათ გადავაწყდი საიტს http://www.joseph-stalin.net სადაც გამოქვეყნებულია სტალინის 13-ტომეული ქართულ ენაზე… რამდენადაც ვიცი ეს გამოცემა ზუსტად იმეორებს რუსულ გამოცემას, თან იქვე გვპირდებიან რომ რუსულ ენაზეც დადბენ სტალინის თხზულებებს… ჰოდა ციტატების გადამოწმებაც გაადვილდება… სხვათა შორის იქვეა გამოქვეყნბულია რუსულ-ქარული ლექსიკონის 3-ტომეულიც და სხვა ლექსიკონების დადებასაც გვპირდებიან…

    Like

  7. Michael G said

    შეიძლება ბატონი მიხეილი მართლაც მართლაც დადებითი პიროვნება იყო და
    სამშობლოს მოყვარული, მაგრამ მისი ეს ნაშრომი სხვა არაფერია თუ არა სრული აბდა-უბდა.

    Like

  8. datiko48 said

    shevardnadze moiyvana amerikam sanam Tbilisshi ar gavarda tyvia 1991 wlis 21 dekembers manamde ar agiara Saqartvelos damoukidebloba satana amerikam,ertsac shegaxseneb Mixeil,1987 maltashi gemze moewera xelshekruleba SSRK-s dashlis shesaxeb reigans da garbachovs shoris romelsac eswreboda nadzirala shevardnadzec,tu waikitxav alen dalasis doqtrinas 1945 wels natqvams:rogor gavanadgurot erebi,rac modis 1991-dan dgemde Saqartveloshi,gariyuli qartvelebi da chamosaxlebuli turq-seljukta,arabta,sparsta da chinelta xrova,marto saakashvilma 57-et atass muslimta ojaxebs misca Saqartvelos moqalaqeoba!!!

    Like

  9. თერგდალეული said

    არ დაკარგულა სიმართლე და არ დაიკარგება არასდროს! დიდება მის სახლეს! უფალმა აცხონოს სული მისი სამარადჟამოდ! დაე გაეგოთ არ დაევიწყოთ ქართველთ ენა მართალი მისი!

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი