Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კავკასიის ავსტრია

 

“საქართველო გაიძახის: ჩვენ ვართ კავკასიის ავსტრია”

 

„ჩვენ ვართ კავკასიის ავსტრია“ – გაიძახის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუსვენრად აწყდება კიდით-კიდეს თავის თეთრი ტყავის სავარძელში. თავისი ბიუროს გარნიტურისა და სხვა მოწყობილობის ბრწყინვალება მსგავსია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალური დარბაზისა.

200 მილიონ ევროიანი ყბადაღებული სასახლის მინის გუმბათი კი, რომელიც მან თბილისის ცენტრში ბორცვზე ააშენებინა, გვაგონებს ბერლინის მომცრო რაიხსტაგს.

ერთიც და მეორეც შეიძლება შეფასედეს, როგორც პოლიტიკური განაცხადი. სააკაშვილს, რომელმაც იურისპუდენცია აშშ-ში ისწავლა და იქვე ადვოკატად იმუშავა, თავისი ქვეყანა განუხრელად მიჰყავს დასავლეთის მიმართულებით. სურს ის შეიყვანოს ევროკავშირსა და ნატოში. „ჩვენ ევროკავშირისათვის ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი“, „არა მარტო კულტურული“ -გადმოსჩქებს შემდგომ პრეზიდენტისაგან. 

შემდეგ სააკაშვილი უთითებს მის კაბინეტში კედელზე დაკიდულ სურათზე. გვაჩვენებს ბავშვებს გაუთბობელ საკლასო ოთახში ნაქსოვი ქუდებითა და საზამთრო ქურთუკებით. უკვე პრეზიდენტს ახარებს ის, რომ ზამთარში ყველა საკლასო ოთახი გამთბარია. მალე ყოველ კლასში კომპიუტერი იქნება, და რა თქმა უნდა – მასწავლებლები აშშ-დან. 

 

პრეზიდენტი სინამდვილის აღქმის გარეშე

დიდებული მიზნები შეიძლება წარმოთქვა, მაგრამ ბატონ პრეზდენტს აშკარაა დაეკარგა რეალობის გააზრება. თუკი მიუახლოვდებით პრეზიდენტის ნაქები სასახლის კარებს, დაინახავთ  სად დგას საქართველო სინამდვილეში. მეზობელი სახლი ინგრევა, მოპირდაპირე მხარეს მდგომ  საცხოვრებელ სახლებს ნაწილობრივ გაფუჭებული შუშები აქვთ. სახეზეა მხოლოდ ბათქაშის ნარჩენები. 

ამასთნავე თბილისში ადამიანებს უკეთ მისდით საქმეები, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლებს.  მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, უმუშევრობის დონე ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 25 % შეადგენს, ის სოფლებში 80-90% აღემატება.  

მაგრამ იქ, სოფლად, სააკაშვილი როგორც სჩანს, უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. თორემ არ იტყოდა ასეთ რამეებს “ ჩვენთან ყველაფერი უფრო და უფრო ისე გამოიყურება, როგორც ევროპაში, და არა ისე, როგორაც რუსეთის ჩამორჩენილ ადგილებში.

 

რუსული არმიის წინააღმდეგ არ არსებობს შანსი

ორი წლის წინ სააკაშვილი წყეული მტრის წინააღმდეგ უკიდურესი დაპირისპირებით იქნა პროვოცირებული და ჩათრეული დასაწყისშივე წაგებულ ომში.

თავისი რეალობის აღუქმელობიდან გამომდინარე, მან ფაქტიურად ჩათვალა, რომ გაუმკლავდებოდა რუსულ არმიას.

ამ დროიდან საქართველომ არა მარტო დაკარგა ისედაც ჩამოშორებული მხარეები – აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი”, არამედ რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული ქვეყნის ძირძველი მიწა-წყალი.

და დღემდე ასიათასობით ხიზანი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობს, რომლებიც ვეღარასოდეს (?)  შეძლებენ თავიანთ (უმეტესწილად დანგრეულ) სახლებში დაბრუნებას.  

 

საქართველოს მრეწველობაზე ემბარგოა

საქართველოს მრეწველობა ზარალდება რუსეთის მიერ დადებული მძიმე სავაჭრო ემბარგოს გამო. განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა, საქართველო ხომ რუსეთის ხილის, ბოსტნეულისა და ღვინის ბაღი იყო.

ამ ყველაფერმა სააკაშვილის პოპულარობას ვერაფერი დააკლო. ოპოზიციის მიერ წამოწყებული მძლავრი პროტესტი, რომლის მიზანიც პრეზიდენტის დამხობა იყო, დიდი ხანია ჩაიშალა.

 

რუსეთთან ურთიერთობები გაყინულია

ურთიერთობები რუსეთთან კიდევ დიდხანს დარჩება გაყინული,  მიუხედავად იმისა, რომ ომის გარდაუვალი საშიშროება  აცილებული სჩანს ევრო კავშირის შეუიარაღებელი ნაწილის წყალობით,  რომლიც პატრულირებს საქართველოსა და რუსის ჯარების მიერ კონტროლირებად ორთავე ჩამოშორებული მხარეების ნეიტრალურ ზონაში. ამ ნაწილს ექვსი ავსტრიელიც ეკუთვნის. 

ამ კონტექსტში ღრმად გვახედებს საქართველოს საგარეო მინისტრის პასუხი კითხვაზე რუსეთთან ურთიერთობების მდგომარეობის შესახებ: „ურთიერთობები? ჩვენ არ გაგვაჩნია რუსეთთან ურთიერთობები“.

 

Christian Hauenstein, Kronen Zeitung

Krone.at

 Georgien tönt: “Wir sind das Österreich des Kaukasus”

 

 ***

კომენტარი:
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მის ქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებები ხშირად აქვეყნებენ უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ხოტბა-დიდებას ასხამენ ვარდოსანთა დემოკრატიულ „ხელისუფლებას“.

საინტერესოა, ზემოთმოყვანილი სტატია თუ არის ქართულ მედიასივრცეში გამოქვეყნებული?
ეს სტატია დაიბეჭდა ავსტრიის ერთ-ერთ წამყვან ყოველდღიურ გაზეთში „Kronen Zeitung“.

ეს იმის შემდეგ, რაც საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის ხელისუფლებები ერთობ დაუტკბნენ ერთურთს და ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ საქართველოს მთავრობას. მათ ხომ ერთიანი ძალისხმევით ავსტრიაშიც აღმოაჩინეს მორიგი „გადატრიალების კერა“.

ცნობისათვის: „Kronen Zeitung“ – ერთ-ერთი ავტორიტეტული გაზეთია ავსტრიაში, რომელსაც ძალუძს გავლენის მოხდენა ხელისუფლებაზეც. გაზეთი არც ქართველთა სიყვარულით გამოირჩევა მაინცადამაინც.

 

 

One Response to “• კავკასიის ავსტრია”

  1. giorgi said

    misha saqartvelos mteria amas ra danaxva unda misi amdeni gafuchebis mere. 7-8 celshi qveyana pexze unda damdgariyo rom moendomebina aman kidev yvelaperi daangria.
    saqartvelos mosaxleobis naxavari soplebshi cxovrobs da sasoplo universiteti lamisaa daxuros(albat jer ver bedavs) arc praqtikebia sasoploshi(mxolod dgiurebi ivseba vitom aq viyavit, vitom iq viyavit xorci shevamowmet,permashi viyavit da ase shemdeg), industria ar gvaqvs titqmis, gpi-is studentebic egreve arian sad ra praqtika unda miigon tu mrewveloba ar aris? yvelaperi ucxoelebs mihyida(strategiuli da energetikuli dawesebulebebi).
    qveynis 20% rusets achuqa.
    chveni jari parchakia(iaragi ar aqvt da vis ras daushaveben), magram samagierod specnazeli y l e e b i arian dzlierebi ise arbeven xalxs vitom mtris jariao. mag d e d a m o t y n u l mishas chemi azrit samoqalaqo omis gareshe ver gavagdebt
    neta vcdebode, magram samcuxarod es sinamdvilea

    Like

დატოვე კომენტარი