Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ფარაჯანირება

 

 

ლიანა ელიავა

კინორეჟისორი
                                                          

გლობალიზაციის ადგილობრივი ნაირსახეობა – ”ფარაჯანირება”

   

 სიტყვა ”ფარაჯანირებას” ვერ იპოვით ვერც ერთ ლექსიკონსა, თუ სიტყვის კონაში, რადგან ახალი შექმნილია. იგი ეკუთვნის ფოტოხელოვან იური მეჩითოვს, რომელმაც ეს სიტყვა პირველად გააჟღერა ცნობილი კინორეჟისორის _ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში ქართული ტელევიზიით. ფარაჯანოვის გავლენას უკვე ისე გაედგა ფესვები ხელოვნებასა და ცხოვრებაში, რომ ნათლიამაც არ დააყოვნა და სახელიც მოუგონა.  

”ფარაჯანირება” ზუსტად მიესადაგება ქართულ კინოში, ტელევიზიაში, სახვით ხელოვნებაში, საერთოდ ქალაქურ ყოფაში მიმდინარე პროცესებს და გულისხმობს ფარაჯანოვის იდეების, მოტივების, შემოქმედებითი მანერის, ცხოვრების წესის მიბაძვა-გადმოღებას. სანამ ამ თემას შევეხებოდე, მინდა ყველა ჩემი მომავალი ოპონენტის გასაგონად განვაცხადო, არც მსოფლმხედველობითა და არც ბიოგრაფიით არ გახლავართ კარჩაკეტილი, აგრესიული ქართველი შოვინისტი. აქეთ არ შემეცილონ და იქით არაფერი მაქვს გასაყოფი მოძმე სომხებთან. დიდად ვაფასებ მათ სულიერ კულტურას. ქართველებს მისაბაძ მაგალითად ვუსახავ სომეხთა დაუღალავ ძალისხმევას, თავიანთი კულტურის მსოფლიოში გასატანად რომ იჩენენ. ასევე, მომწონს თუ არ მომწონს, ჩემი მიზანი არ არის ფარაჯანოვის ხელოვნების შეფასება. არც მის პიროვნებას შევეხებოდი, რადგან მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ფარაჯანოვის ფენომენი რომ არ განზოგადებულიყო მრავლისმომცველ ”ფარაჯანირებამდე”, რომელიც თამაშ-თამაშ ამღვრევს ქართულ სულიერებას.

    მოდით, ერთად გავერკვეთ, რა ფარული შრეები იგულისხმება ამ ცნებაში და როგორი შორს მიმავალი მიზნებია მასში ჩადებული. პირველად ამ საკითხზე ხმის ამოღება მხოლოდ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს შევძელი გაზეთ ”ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზე. სტატია ეძღვნებოდა საფრანგეთში ქართული კინოს რეტროსპექტივასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაშინ ”ფარაჯანირების” ეს ჯერ კიდევ უსახელო პროცესი მხოლოდ ისახებოდა: ფარაჯანოვის ფილმით გაიხსნა ქართული კინოს რეტროსპექტივა, ფარაჯანოვის მიერ იყო შესრულებული ამ რეტროსპექტივის აფიშა, რეტროსპექტივის შემდეგ ფარაჯანოვი და კინომცოდნე გიორგი გვახარია კიდევ დარჩნენ ერთი კვირით საფრანგეთში ქართულ კინოზე ლექციების წასაკითხად. რეტროსპექტივისადმი მიძღვნილ ბუკლეტში ავტორები სცოდავდნენ გაუგონარი სუბიექტურობით არა მარტო ქართულ კინოსთან, არამედ საერთოდ ქართულ კულტურასთან მიმართებაში. დამცრობილ იქნა ჩვენი კულტურის თვითმყოფადობა. რაღაც მოგონილი მიზეზებით ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და კრიტიკოსის აკაკი ბაქრაძის სტატია ქართულ სულიერებაზე საერთოდ ვერ   ჩაეწერა ამ ”ფარაჯანიადაში”.

    _ რატომ გახდა ქართული კინოს მედროშე, სახე, სიმბოლო ფარაჯანოვი? _ ამაოდ  მივმართავდი ამ კითხვით მაშინ გაზეთიდან რეტროსპექტივაზე პასუხისმგებელ, ქართული კინოკავშირის ერთ-ერთ მარადიულ მესვეურს. შემდგომ ეს კითხვა გავუმეორე გამოჩენილ ქართველ კინორეჟისორს _ თენგიზ აბულაძესაც, რომელიც ამ რეტროსპექტივის დროს ფარაჯანოვის ჩრდილში მოექცა. იქვე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი:

    _ ალბათ მთელ მსოფლიოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის გავლენით-მეთქი.

   _ სომხურთან ერთად, მეორე, უფრო ძლიერი ძალაც მოქმედებსო, _ მორიდებით ამიხსნა ბატონმა თენგიზმა. მივხვდი, რა ძალასაც გულისხმობდა, მაგრამ იმდენად  ტაბუდადებული იყო ეს თემა მაშინ საზოგადოებაში, რომ ღიად, მით უმეტეს, ვინმეს მისამართით, ამის შესახებ არ საუბრობდნენ. ტაბუ ადევს მას კინომცოდნე კორა წერეთლის წინასიტყვაობით, კომენტარებითა და რედაქციით რუსულ ენაზე გამოცემულ ფარაჯანოვის წიგნშიც ”აღსარება” (სანკტ-პეტერბურგი, გამომცემლობა “აზბუკა”, 2001 წელი). ფარაჯანოვის ბუნდოვანი მინიშნება თავის რაღაც “პათოლოგიაზე”, “ცოდვაზე” ბევრს არაფერს ეუბნება საქმეში ჩაუხედავ მკითხველს. ალბათ მეც მოვერიდებოდი მის გახმოვანებას, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა თავად ფარაჯანოვისაგან მოსკოვის კინოსახლის სცენიდან, კინოსტუდია “ქართულ-ფილმში” გადაღებული მისი ფილმის ”აშუღ ქერიბის” პრემიერისას: 

 
    _ მე გახლავართ პირველი საბჭოთა მამათმავალი რეჟისორი, რომელიც ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებსო. იყო მის გამოსვლაში სხვა სკანდალური გამოხდომებიც, რომლებსაც შეგნებულად წავუყრუე, რადგან მე ჩემმა საწუხარმა ამაღებინა კალამი ხელში და არა სეირობის სურვილმა. ბოლოს ფარაჯანოვმა მაყურებელს წარუდგინა თანმხლები ქურთი ყმაწვილი, მთავარი როლის შემსრულებელი ამ ფილმში. სწორედ ეს ყმაწვილი გამახსენდა, როცა ფარაჯანოვის ზემოთ ნახსენებ წიგნში წავაწყდი წერილს, სადაც პატიმარი სერგო უშლიდა ყოფილ მეუღლე სვეტლანას მათი შვილის – სურენის მოყვანას ციხეში მამის სანახავად. “რაც უფრო შორს იქნება ჩემგან, მით უფრო უკეთესი, ბრძნული, პედაგოგიურია” (გვ. 470). ციხიდან გამოგზავნილ, სხვა მრავალ ღირებულ ნაწარმოებთა შორის, იყო მისი საიდუმლო ყოველდღიურობის ამსახველი, დაუფარავად ცინიკური ნახატებიც, რომლებზეც ასევე აფრთხილებდა მეუღლეს, შვილს არ აჩვენოო, რადგან საამისოდ თავისი ნაშიერი არ ემეტებოდა. მაშინ რა დააშავა იმ ქურთის ბიჭმა, რომელსაც რეჟისორად, ცხოვრების მასწავლებლად, მახლობელ ადამიანად გამოუჩნდა ფარაჯანოვი?! არ გამოვედევნები კიდევ რამდენი გაცნობიერებული ცოდვა მიჩუმათდა ამ კაცის გარშემო.     

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანული თვალსაზრისითაც არ იყო გამართლებული, უმთავრესად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო (სხვა ბრალდებებით სასჯელს აფორმებდნენ), ორჯერ ნასამართლევი და ციხიდან ახალგამოსული ადამიანის დამკვიდრება ქართულ კინოსამყაროში. თუნდაც ის მითოლოგიზირებული რეჟისორი _ ფარაჯანოვი ყოფილიყო. აგერ, ჩვენზე გაცილებით უფრო დემოკრატიულმა ამერიკელებმა, ლეგენდარულ მაიკლ ჯეკსონს, ყმაწვილებთან უფრო უწყინარი თამაშებისთვის, სამშობლო დაატოვებინეს. შემაძრწუნებელია ქართველების ”ფარაჯანირება”, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ნიშნით. ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული მონაცემებით ერთ კაცზე თორმეტი ქალი მოდის, ის ერთიც თუ არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად არგია ეს გადაშენების პირას მყოფ (სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას) მცირერიცხოვან ერს?! გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება უკვდავთა სახელები ლიტერატურიდან, მუსიკიდან, სახვითი ხელოვნებიდან, კინოდან. სხვა ფუფუნებაა დიდი ერის შვილობა და სხვა ტვირთი _ მცირე ერისა! ფარაჯანოვმა პირადი მაგალითით დაგვანახა, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში. ისევე როგორც იგი იფარავდა საკუთარ შვილს, უნდა ავარიდოთ ჩვენს მომავალ თაობას თავის მსგავსთაგან გაკერპებულ ხელოვანთა პათოლოგიური ზეგავლენა.  

 რაც არ უნდა ზღაპრები შეთხზან ფარაჯანოვის დამცველებმა, დრომაც დაადასტურა, რომ სწორედ ეს სოდომური ცოდვა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოიკვეთა საქვეყნოდ აღიარებული უკრაინული ფილმის: “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ შემქმნელი ფარაჯანოვი მრავალმილიონიანმა უკრაინამ, ხელწერილიც კი დაადებინეს, რომ არასდროს დაბრუნდებოდა იქ. კარგა ხანი გასაქანს არ აძლევდნენ, ასევე არანაკლებ ცნობილი სომხური ფილმის, “ბროწეულის ფერის” (“საიათ-ნოვა”) გადამღებს, მოძმე სომხებიც. გაუგებარია, ასეთ ვითარებაში რაღა მაინცდამაინც ქართველებმა გაიგიჟეს თავი, გამოიჩინეს ყოველმხრივ წინგაუხედავი ტოლერანტობა, აამოქმედეს ძმაკაცურ-კლანური მექანიზმი, ჩართეს საქმეში ამ მექანიზმის წარმმართველი ძალა _ ხელმწიფისტოლა ქართველი, რის შედეგადაც ყველასგან მოძულებული ფარაჯანოვი, ქართული ელიტის საყვარელი “სერჟიკა”, კინოსტუდია ”ქართულ-ფილმს” მოევლინა დამდგმელ რეჟისორად. თავს ზემოთ ძალა არ იყო, ხელისუფალთა და ქართული კინოს გავლენიან რეჟისორთა პროტეჟეს, თან უკვე მთელ მსოფლიოში სკანდალურად სახელმოხვეჭილს, წინ ვინ აღუდგებოდა! დანიელ ჭონქაძე და მიხაილ ლერმონტოვი, რომელთა ნაწარმოებები, ერთმანეთის მიყოლებაზე “გააფარაჯანირა”  მუშაობას მოწყურებულმა რეჟისორმა, ცოცხლები არ იყვნენ.
   

მაშინ ყველა რესპუბლიკას განსაზღვრული ჰქონდა წელიწადში ფილმების რაოდენობა. საქართველოს გეგმა, მგონი, რვა ერთეულით (ფილმით) შემოიფარგლებოდა. ორ წელიწადში ორი ერთეული დაიკარგა ქართველებისთვის. “სურამის ციხეში” ფარაჯანოვთან ვითომ თანადამდგმელად შეამხანაგებული დევი აბაშიძე მხოლოდ ფორმალურად, ქაღალდზე არსებობდა. ამას დაუმატეთ კიდევ ორი ერთეული საკავშირო კინოკომიტეტის მაშინდელი დიდმოხელის, სახელად არმენის (იმდენად მეტყველი სახელია, რომ გვარს აღარა აქვს მნიშვნელობა) მიერ ჩვენი სტუდიისთვის “შემოტენილი”, ორსერიანი რუსული სცენარისთვის, რომელიც ურიგოდ მიერთვა, ამ საქმეში თანამონაწილე, ერთ არაპროფესიონალ ქართველ კინორეჟისორს და მიხვდებით, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა თავისი რიგის მომლოდინე, “უჩინო” პროფესიონალთა მთელი დასი. ზნეობრივისა და მატერიალურის გარდა, ზიანი მიადგა ქართულ სულიერებასაც. “არმენოლოგიური” ხრიკებით გაკეთებული რუსულ-ქართული სუროგატი დაავიწყა საზოგადოებას ფარაჯანოვის არაორდინალურმა ქმნილებებმა. ფარაჯანოვმა ამავე დროს კორა წერეთლის სცენარით, დოკუმენტურ სტუდიაშიც მოახერხა ფიროსმანზე ფილმის გადაღება. ამ ვითომ ქართული ფილმების არაქართულ ცნობიერებაზე იმდენი დაიწერა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მე მასზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. როგორც ილია ჭავჭავაძემ იხსნა თავის დროზე ბედოვლათი ქართველი თავად_აზნაურობა არაქართული კაპიტალის შემოტევისაგან, ისე გამსახურდიას მოსვლამ ხელისუფლებაში შეაჩერა ქართული სულიერების ამღვრევა-განადგურების პროცესი. თვალსაჩინოებისთვის გამოვარჩევდი პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლის “შუშანიკის წამება” გადარჩენას გარდუვალი “ფარაჯანირებისაგან”. ამ გარემოებით აღშფოთებული, თვითონაც არაქართული ცნობიერების _ კორა წერეთელი ქართველი ხალხის ეროვნულ გმირს _ ზვიად გამსახურდიას, მისი პარტიის “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო” ნაციონალ-სოციალისტებთან გაიგივებით, ირიბად ფაშისტობას სწამებს.
  

მიუხედავად იმისა, იცვალნენ დრონი, ამ ქალბატონის გავლენა ქართულ კინოაზროვნებაზე დღესაც ძლიერია. უშუალოდ, თუ შენიღბულად კინოპროცესებს საქართველოში წარმართავს ისევ იგივე ხალხი, კალმით თავმოქონილი რომ დატოვა კორა წერეთელმა, სანამ მოსკოვში გადაბარგდებოდა ახალშეუღლებულ სომეხ მეუღლესთან საცხოვრებლად. თავის დროზე პროფესორ გიორგი დოლიძეს მრავალი ბრძოლა გარდახდა, სანამ უსამართლოდ მივიწყებულ კინორეჟისორ ვასილ ამაშუკელს, ავტორს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმისა “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, ღირსეულად, როგორც სახალხო არტისტს, დაამკვიდრებდა ქართული კინოს სათავეში, სადაც მანამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა ალექსანდრე დიღმელოვი. საქმე იმაშია, რომ მაშინ კინოოფიციოზის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი გახლდათ კორა წერეთელი. მის რუსულად დაწერილ სტატიებს ეყრდნობოდა ქართული კინოს ისტორია სხვადასხვა ენციკლოპედიებსა და კინოლექსიკონებში. მათში კი ვასილ ამაშუკელი ან გამქრალი იყო საერთოდ, ან არსებობდა, როგორც ერთი უსახური ნარკვევის ავტორი. ამ მოკლე ექსკურსის შემდეგ, შემოგთავაზებთ მცირე ამონარიდს კორა წერეთლის კომენტარიდან, ფარაჯანოვის ჩაშლილ გეგმებთან დაკავშირებით: “საქართველოში, სადაც ხელისუფლებაში მოდიან ზ. გამსახურდია და ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ფარაჯანოვი და მისი შემოქმედება ხელსაყრელი  მასალა აღმოჩნდა… ურაპატრიოტული თვითდამკვიდრებისათვის. გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” თანმიმდევრულად სდებს ბრალს ფარაჯანოვს ეროვნული ტრადიციების ბოროტ დამახინჯებაში (ფილმი “ლეგენდა სურამის ციხეზე”), ფიროსმანის შემოქმედების დაუშვებელ მანიპულაციებში (“არაბესკები ფიროსმანის თემაზე”). ამ ფონზე ვრცელდება ხმები ფარაჯანოვის ახალ “დივერსიაზე” ეროვნული სიწმინდეების სფეროში _ საქმე ეხება მის სცენარს ცურტაველის ქრონიკის (“შუშანიკის წამება”) მოტივებზე” (ს. ფარაჯანოვი, “აღსარება”, გვ. 306, კ. წერეთელი, სცენარ “შუშანიკის წამების” წინასიტყვაობა). ……
  

კორა წერეთელი ასე გაათამამა ერთმა გარემოებამ. მე რომ წეღან ხელმწიფისტოლა კაცი ვახსენე, მისი პირით ეროვნული ხელისუფლების იდეოლოგია ”პროვინციულ ფაშიზმად”  გამოცხადდა. მაშინ რას იფიქრებდა ამ ტერმინის ავტორი, რომ სულ მოკლე დროში ბნელი ძალებით დამხობილ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს _ ზვიად გამსახურდიას, ქართველი ხალხი დიდი პატივით აასვენებდა მთაწმინდაზე?!
  

საქართველოში ფარაჯანოვის დამკვიდრება თვით ფარაჯანოვის თვალსაზრისითაც არ იყო სწორი ნაბიჯი. ახლავე აგიხსნით, რატომ. უკრაინაში ხანგრძლივი პატიმრობისას, ფარაჯანოვი მიხვდა, რომ ეროვნებით სომეხს, არა უკრაინაში, არამედ სომხეთში, უნდა დაეწყო მოღვაწეობა. გენიალური ფილმის შექმნისათვის სამშობლოში შეიძლება მიუტევებელიც მიეტევებინათ. “რატომ უნდა მეკეთებინა მე უკრაინული კინოო”, _ წერდა სინანულით ციხიდან (გვ. 477). ციხეშივე გადაწყვიტა სომხეთში დაფუძნებულიყო, ფსიქოლოგიურად ემზადებოდა კიდეც ამისთვის. “ვმეგობრობ ადამიანებთან, რომლებმაც სომხური იციან” (გვ. 539). სამშობლოში გამგზავრებას ურჩევს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში სკოლადამთავრებულ დისშვილს _ გარიკას, რომელიც თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა ჩაბარებას. მოვიტან ნაწყვეტს წერილიდან: “გარიკ-ჯან, პირადად მე ვთვლი… უნდა წახვიდე ერევანში _ იქ სომხებია და შენ თბილისში არაფერი გესაქმება. უნდა იცხოვრო შენს სამშობლოში” (გვ. 516).
  

ყმაწვილმა კაცმა ყურად არ იღო ბიძის რჩევა და მოინდომა მაინცდამაინც თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობოზე მოწყობა. ძმისშვილის საპასუხო წერილმა შინაარსზე მეტად, დაშვებული შეცდომების რაოდენობით გადარია ფარაჯანოვი: “მეოცე საუკუნეში რომელი მსახიობი წერს ამდენი შეცდომებით?! საკმარისია შენ დაწერო განცხადება ინსტიტუტისთვის, რომ მაშინვე გაგაგდონ” (გვ. 493). უფრო მკვახე და მოურიდებელია მეორე წერილი, რომლის ციტირებისაგან თავს შევიკავებ.
  

დროს ოდნავ გავუსწრებ და გეტყვით, რომ ეს ყმაწვილი მაინც მოხვდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. უკრაინის ციხიდან ძლივს თავდაღწეულმა ფარაჯანოვმა კი მის გამო ისევ ციხეში, ოღონდ ამჯერად ორთაჭალის ციხეში, ამოჰყო თავი. სასამართლოს დასკვნით, გარიკას მიერ წერით გამოცდაზე დაშვებული შეცდომების რაოდენობამ ისეთ ასტრონომიულ ციფრს (142, თუ არ ვცდები) მიაღწია, რომ მხოლოდ გაღებულმა ქრთამმა – ბრილიანტის ბეჭედმა იხსნა ყმაწვილი აშკარა ჩაჭრისაგან. სამაგიეროდ, საქმის ჩამწყობი _ ბიძა ჩააგდო ისევ სამართალდამცველთა კლანჭებში. ფარაჯანოვის მუდმივი ქომაგი ქართველი რეჟისორები შეცდომების არსებობას, რომელსაც თვით ფარაჯანოვის წერილიც ადასტურებს წინასწარმეტყველურად, სუკის მონაჭორად მიიჩნევენ და იგივე ხელმწიფისტოლა კაცის მეშვეობით, ფარაჯანოვს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ. ერთ-ერთი ქომაგთაგანი მოგვიანებით თავის ინტერვიუში გაოცებული კითხულობდა, ფარაჯანოვს ქრთამის მიცემა რაში სჭირდებოდა, ჩემი ძმა აქ არ იყოო?! კანონის დარღვევა სასამართლოს გასარკვევია, მე ამ საქმეში მაშფოთებს, უღირსთა მხარდაჭერის უზნეობა, რომელიც ნორმად ქცეულა ქართულ კინოსაზოგადოებაში.
  

ის ფაქტი, რომ გენეტიკურ სომეხს სამშობლოდ სომხეთი მიაჩნდა, უყვარდა და ამაყობდა მისით, მხოლოდ ფარაჯანოვის სასარგებლოდ მეტყველებს. ცნობილი რუსი მწერალ-ემიგრანტის, ვლადიმერ ნაბოკოვის აზრით, ადამიანი რაც უფრო ნიჭიერია, მით უფრო მძაფრად გრძნობს უსამშობლობას. ამის დასტურია ფარაჯანოვის მრავალრიცხოვანი წერილები, თუ ზეპირი გამოსვლები. “მე ვიყავი ბედნიერი ის ერთი-ორი წელი, როცა ვცხოვრობდი და ვქმნიდი სამშობლოში” (წერილი “საიათ-ნოვაზე” მისი სომეხი ასისტენტის, რუბიკასადმი, გვ. 433). “სომხეთი უდიდესი ქვეყანაა თავისი განსაცვიფრებელი კულტურით. იგი ჩემი სამშობლოა… მინდოდა მეგრძნო სომხურობის ანტიური ფესვები” (საჯარო გამოსვლა მინსკის სამეცნიერო და შემოქმედებითი ახალგაზრდობის წინაშე, გვ. 608)
  

მსგავსი გამოთქმები უხვადაა გაბნეული წიგნში. ავტობიოგრაფიულ სცენარში “აღსარება”, სადაც მოქმედების ადგილი ძველი თბილისია, უცებ შემოიჭრება სომხური სოფელი “ბჟნი”, თავისი არქიტექტურული შედევრით _ მეცხრე საუკუნის სომხური მონასტრითურთ. განა საქართველოში, იგივე თბილისში არ მოიძებნებოდა უფრო ძველი შედევრებიც კი?! მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, როცა ავტორს მაღალ სულიერებაზე უნდა მინიშნება, სომხური ძეგლი აგონდება და არა _ ქართული. მე ეს ამბავი სრულებით არ მიკვირს. მხოლოდ ის გამიკვირდა ცოტათი, რომ ვერ აღმოვაჩინე საქართველოს მიმართ რამე თბილი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები ფარაჯანოვის 650 გვერდიან წიგნში. მით უმეტეს, რომ ავტორი თბილისში იყო დაბადებული, გაზრდილი და რამდენიმე ფილმიც ჰქონდა ქართულ კინოსტუდიებში გადაღებული. ის კი არადა, რომ მეგონა, თავისი მუზის _  ცხონებული სოფიკო ჭიაურელის გავლენით, ქართველი მსახიობი ქალებისადმი მაინც იყო კეთილგანწყობილი, თვალებს არ დავუჯერე, როცა ასეთი გამოთქმა წავიკითხე: “ნუთუ არ იყიდება ქართველი მსახიობების (კეკელკების) ღია ბარათები?!” (წერილი გარიკასადმი, გვ. 576). სხვათაშორის, არც მის კეთილისმყოფელ ქართველ კოლეგებზე იყო მაინცდამაინც დიდი წარმოდგენისა. უბრალოდ იყენებდა მათ, გადაუგდებდა რაღაც სატყუარას და ისინი ვერც კი გრძნობდნენ, ისე ეგებოდნენ მის ანკესზე. ოღონდ თავისიანი არ ეღიარებინათ და მზად იყვნენ სხვისთვის ეკმიათ გუნდრუკი. მე გემოვნებაზე არ ვდაობ. ეს მათი ნებაა, ვის მიიჩნევენ გენიოსად, ან ვის დაამდაბლებენ, მაგრამ ქართული კინოხელოვნება ხომ არ არის მათი პირადი საუფლო, რომელსაც, როგორც მოეგუნებებათ, ისე მოექცევიან, ვისაც უნდათ, იმას დაამკვიდრებენ, სხვის ხარჯზე. ოღონდ თვითონ გაისწორონ ხასიათი და ყველას დაუმტკიცონ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო! საბოლოო ჯამში, ფარაჯანოვისადმი თავგამოდებამ მოსალოდნელი შედეგიც გამოიღო. სიკვდილის შემდეგ მას იმდენი სომეხი პატრონი გამოუჩნდა, რომ გამოვიდა, ქართველები თავის გენიოსში ვეცილებით სომხებს, როგორც ისინი გვედავებიან გამუდმებით ხან ვის, ხან რას. მართალი უთქვამთ, ცუდი მაგალითი გადამდებიაო. 
  

თემას არ გადავუხვევ ისე, ცოტათი რომ გაგახალისოთ, მოგიყვებით ერთ კურიოზულ შემთხვევას, რომლის მოწმე მე თვითონ გახლდით. საბჭოთა პერიოდში მოვხვდი ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე სომხეთში, ექსკურსიაზე წაგვიყვანეს რომელიღაც პატარა ქალაქში და იქაურმა დამხვდურმა სტუმრად ჩამოსულ მწერლებთან თავი მოიწონა: თუმცა მაიაკოვსკი საქართველოში დაიბადა, მაგრამ ჩვენთან ჩაისახაო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოაცოცხლა ამ აღმოჩენამ საზოგადოება! მაიაკოვსკისთან მიმართებით არავის აგონდება მისი ჩასახვის ადგილი, ახსენებენ საქართველოს, სადაც იგი დაიბადა, გაიზარდა და რომელსაც მან უკვდავი სტრიქონები უძღვნა. ფარაჯანოვის შემთხვევაში, თვით ქართველების გარდა, იშვიათად ვინმემ ახსენოს საქართველოს სახელი, განსაკუთრებით საზღვარგარეთ. ფარაჯანოვის ქართველ გულშემატკივრებს, შორსმჭვრეტელობა რომ ჰყოფნოდათ, პირიქით, ხელს შეუწყობდნენ “გზააბნეულ შვილს”,  დაბრუნებოდა დედა-სამშობლოს. ხომ გახდა ეს შესაძლებელი ბოლოსდაბოლოს, უფრო უხერხულ სიტუაციაში, როცა სომხეთის სტუდიიდან თბილისში მივლინებით უწევდა ქართული სიუჟეტის გადაღება?! ხომ ასცდებოდა თვით ფარაჯანოვს ზედმეტი სტრესი? იქ ვერ აუმხედრდებოდნენ არაეროვნული ცნობიერებისათვის. სომხურ კინოსაც შეემატებოდა ახალი შედევრები და არც ქართველები დარჩებოდნენ, კორა წერეთლის თქმისა არ იყოს, მისი “დივერსიით” დაზარალებულები.      
  

სერგო ფარაჯანოვმა სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, ბუნებრივია, სომხეთში ინება გარდაცვალება და იქვე დაიკრძალა. მისივე ანდერძით, სომხეთს გადაეცა წლების მანძილზე საქართველოში მოხვეჭილი მთელი ავლა-დიდება, რომელიც მის მუზეუმს ამშვენებს ერევანში. როგორც ამბობენ, კოლექციის რაოდენობით ეს მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. გასაგებია, რომ ამ სიმდიდრის პატრონმა არჩევანი თავისი ნამდვილი სამშობლოს _ სომხეთის სასარგებლოდ გააკეთა.
 

გაუგებარია მხოლოდ ის, რად არ ეშვება საქართველოს შემოქმედებითი ელიტა ფარაჯანოვს გარდაცვალების შემდეგ მაინც. პირიქით, უფრო მომრავლდნენ მისი კინემატოგრაფიული მანერის მიმბაძველები, ცხოვრების წესის მიმდევრები, თაყვანისმცემლები, შეგირდები. ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ ოჯახში თავი მოსწონთ ფარაჯანოვის დიდი, თუ მცირე სახსოვრით: ავტორისეული კოლაჟით, ვარდ-პეპლებიანი აფიშით, სამკაულებით, უხამსი ნახატით დამშვენებული წერილითაც კი. კომისიონერი მამის შვილმა, თვითონაც სახვით (გამოყენებით) ხელოვნებაში თვალ-ხელგაწაფულმა ფარაჯანოვმა კარგად იცოდა ნივთების ყადრი, არც აღებ-მიცემობაში ეშლებოდა რამე. დროდადრო ტელევიზია ამზეურებს ამ რელიქვიას.
   

 მაშინ, როცა სერგო (სერჟიკა) ფარაჯანოვის სახელი ყველას პირზე აკერია, იშვიათად ვინმემ ახსენოს თვითნაბადი ქართველი მწერალი, კინორეჟისორი _ გოდერძი ჩოხელი, შემოქმედებითი სიმწიფისა და ოსტატობის ასაკში, უსახსრობის გამო, თავის საყვარელ საქმეს ჩამოცილებული, მრავალწლიანი უმუშევრობით დათრგუნული. მისმა გარდაცვალებამაც ისე უკვალოდ ჩაიარა, ბევრს არც კი გაუგია. მეც გვიან გავიგე, თუმცა რეალურ სამშობლოს მოწყვეტილი, მუდმივად მიჯაჭვული ვარ ვირტუალურ ეკრანს. იმ ხანებში, მახსოვს, თბილისიდან ელექტრონული ფოსტით დამიკავშირდა ერთი ნაცნობი ჟურნალისტი და მკითხა, რომელი ფილმების ჩვენება აჯობებდა საზღვარგარეთ. გოდერძი ჩოხელის ფილმები ვურჩიე დაუფიქრებლად და არამც და არამც ისინი, ზეპირად რომ ასწავლეს ყველა ჯურის მაყურებელს მათმა გავლენიანმა ავტორებმა. ალბათ არ იცოდა, არაფერი უთქვამს გოდერძის გარდაცვალებაზე. მაშინ ეს წერილი შავად უკვე დაწერილი მქონდა და გოდერძიზე, როგორც ცოცხალზე ვწერდი, ვიცოდი, რა მძიმე მდგომარეობაც ჰქონდა და მინდოდა სიტყვით მაინც შევწეოდი. ”ჩიფსების თაობას” ალბათ არც უნახავს მისი ფილმები: ”ადგილის დედა”, ”აღდგომა”, ”ადამიანთა სევდა”, ”სამოთხის გვრიტები”… უცხო სერიალებითა და სანახაობებით დაბინძურებულ ქართულ ტელესივრცეს საოცრად აკლია გოდერძი ჩოხელის კეთილშობილი სევდა, მისი მთის ოზონიანი ჰაერი და გაუკვალავი თოვლის სისპეტაკე. ეკრანის ფავორიტობა ყოველთვის არ ნიშნავს ფილმის მხატვრულ ღირსებას. უამრავი შედევრია უცნობი, რადგან მათ ფეხზე მდგარი პატრონები არა ჰყავთ. ცოცხალი არსებებივით, მენატრებიან ისინი და მწყურია მათთან შეხვედრა!
   

გოდერძი ჩოხელის ღვთიური ნიჭით ცხებული სული მისივე ზღაპრის გმირს _ ”ცასწავალას” მაგონებს, პატარა ჩიტს, რომელსაც ”ზეცაში აჭრილს, უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა”. ასეთი სათუთი სულის ადამიანი ხომ ვერ მოირგებდა ქურდულ ნიღაბს, ვერც ყაჩაღის ტყავში გაეხვეოდა, ან მიჰყიდდა სულს ეშმაკს. აბა, სხვანაირად, ჯუნგლების კანონებით მცხოვრებ, თანამედროვე ქართულ კინოსამყაროში როგორ უნდა ეშოვა მილიონები ფილმის გადასაღებად?! მას ხომ შედევრების გადაღება მხოლოდ თავის სამშობლოში და მხოლოდ ქართულად ეხერხებოდა?! თუ შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ან გაგებული ფულიანი ქველმოქმედი არ იზრუნებდა მასზე, იმთავითვე განწირული იყო დასაღუპად. საუბედუროდ, ასეც მოხდა, უღვთოდ გაიწირა. ფარაჯანოვსა და მის ხსოვნას გადაყოლილ ქართველ კინომოღვაწეებს, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან მილიონებს განკარგავენ უნიჭო ჩანაფიქრებისა, უზნეო ზეიმებისა და უაზრო ვოიაჟებისათვის, რაღა გოდერძი ჩოხელის გადასარჩენად გაუჭირდათ რამდენიმე ათასი?! მათ სინდისს უპატიებელ ცოდვად აწევს გოდერძი ჩოხელის ადრე შეწყვეტილი შემოქმედება, მისი ჩაკლული სული. ცოცხალი ვერ შეიშნეს, მიცვალებულს, მის დანატოვარს მაინც მიხედონ, ოჯახაშენებულებმა! იმედია, გამგები გამიგებს, ”რა ნესტარითაც ვარ ნაჩხვლეტი”.
  

ფიქრთა დინებამ უფრო შორს რომ არ წაგვიყვანოს, მივუბრუნდეთ მთავარ თემას.  ფარაჯანოვზე უფრო სუფთად მოქართულე, იური მეჩითოვი იმავე გადაცემაში იხსენებს, უცხოელები როცა ეროვნებას ეკითხებოდნენ, ფარაჯანოვი პასუხობდა, თბილისელიო. ფარაჯანოვი რომ თავს ქართველად არ თვლიდა, არავისთვის საიდუმლო არ არის. ესე იგი, თბილისი მიაჩნდა სომხურ ქალაქად, სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ სომხის ეროვნება _ თბილისელი?! ამიტომაც დასცინიან “ეროვნებით თბილისელები” აფხაზეთიდან დევნილი მეგრელების კილოს. აბა, ჰკითხეთ დევნილებს, ვინ უფრო მეტი სისასტიკე გამოიჩინა მათ მიმართ? ბაგრამიანის სახელობის სომეხთა ბატალიონს  დაგისახელებენ პირველ რიგში. მართალია, თითო-ოროლა სომეხი ქართველების მხარეზეც იბრძოდა, მაგრამ მათ არავითარი გავლენა არ მოუხდენიათ საქმის ვითარებაზე. ბაგრამიანელებმა კი სათავისო ამინდი შექმნეს. ჯიუტად, თანმიმდევრულად ამ ამინდის შენარჩუნებაზე ზრუნავს რუსეთის ნასომხარი საგარეო საქმეთა მინისტრიც. მიზანი მიღწეულია. ამჟამად ძირძველი მოსახლეობისგან გაწმენდილ აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია. საქართველოში გამეფებული ქაოსი და განუკითხაობა, რაც ეროვნული ხელისუფლების დამხობასა და ძმათამკვლელ ომს მოჰყვა, ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა “ფარაჯანირების”, როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთი ადგილობრივი ნაირსახეობის, გაჯეჯილებისათვის.
    

ფარაჯანოვის ფილმები განთავსებულია კომპიუტერულ სივრცეში (ამ უსასრულობაში სანთლით საძებარია ჭეშმარიტად ღირებული ქართული კინონაწარმოებები). ქართული კინოფესტივალები იხსნება, ან იხურება მისი ფილმებით. პრესტიჟულ არხზე მომგებიან დროს მას ეძღვნება გადაცემა. მეტსაც გეტყვით, უმაღლეს სასწავლებლების პროგრამებშიც კი მოიკიდა ფეხი. მოსკოვიდან საგანგებოდ მოწვეული კორა წერეთელი სადღესასწაულო ჩვენებებზე ძველებურად ყელყელაობს ფარაჯანოვის თემით, დაწესებულია ფარაჯანოვის პრიზი. ეს იმ დროს, როცა მასში იშვიათად გაკრთება მეტ-ნაკლებად ნიჭიერი ახალი ქართული ფილმი, რადგან უსახსრობის გამო განუხორციელებელი იდეების სასაფლაოდ ქცეულა მოწოდებით შემოქმედთა საეკრანო ასპარეზი (გოდერძი ჩოხელის მაგალითიც კმარა), შიმშილით სული სძვრებათ კინოს ღვაწლმოსილ მუშაკებს! მაშ, რას ემსახურება, ვის სჭირდება ასეთი ზეიმი?!
   

თბილისის ძველ უბანში, სადაც ადრე ცოცხალი ფარაჯანოვი დაიარებოდა, კი არ დგას, ჰაერში ჰკიდია მისი ძეგლი. კაბინეტის კედელს, ფესტივალის ბუკლეტს, წიგნის თაროს, თუ საიუბილეო ალბომს ამშვენებს ისევ და ისევ ჰაერში გამოკიდებული ფარაჯანოვის ფოტო. ამ დროს ყველას ახსოვს და მის წიგნშიც იპოვით სურათს, სადაც აშკარად ჩანს, როგორ ოფლის ღვრამდე ამძიმებდა ამ ადამიანს სხეული. მე ისიც კარგად მახსოვს, როგორ შემოეძარცვა შესანიშნავ ქართველ კინორეჟისორს _ თენგიზ აბულაძეს ხორცი და დარჩა მართლაც გასაფრენად გამზადებული, ცარიელა სულის ამარა. ძეგლი კი არავის აუგია!
  

ჩვენს საყვარელ სამშობლოში ზოგჯერ იმასაც ვერ გაიგებ ვინ, ვის, საიდან, რატომ უდგამს, ან არ უდგამს ძეგლს. მოგეხსენებათ, იუნესკოს მიხედვით, ძეგლი უნდა დაედგას განსვენებულს 50 წლის შემდეგ. ესე იგი, დრომ უნდა დაადასტუროს ძეგლის აუცილებლობა.
  

ჩემი წერილის მიზანი არ ყოფილა, კიდევ ერთხელ მომეცხო ჩირქი ფარაჯანოვისათვის, ამ უაღრესად წინააღმდეგობრივი, ტრაგიკული ბედის არაქართველი ხელოვანისათვის. მე მხოლოდ იმ საკითხებს შევეხე, რომლებიც ყველასათვის ცნობილია და რომლებსაც არც თვითონ მალავდა. ეტყობა, მისთვისაც უცხო იყო სირაქლემას პოზა. უფრო მეტიც, მე წერილს მიღმა დავტოვე, ხალხში ჭორად მოარული, უფრო დიდი ბრალდებები, რომელთა ჩხრეკა-ძიება ჩემი საქმე არ არის. მე მხოლოდ ქართველური ჯიშის გადაშენებასა და  “ქართული სულის აკაფვას”(გოდერძი ჩოხელი) შევეწინააღმდეგე. სხვათაშორის, ვენახის აკაფვაც ამ რიგის მოვლენაა…

                                                 

გამოქვეყნებულია ჟურნალ ”ჩვენ მწელობაში”, 2008. 11.

 

 ***

ლიანა ელიავა ფილმზე “ფერმა მთაში” მუშაობის დროს. თუშეთის სოფელი შენაქო, 1975 წელი.

***

 

          

 ვინ ამრუდებს და რად ქართული სულიერების სარკეს?

 

                    “სამყარო და ჩემი სამშობლო არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ჩემი
                 საქართველო ხომ დიდი სამყაროს ნაწილია. მე თუ ჩემი სამშობლო
                 მიყვარს, განა შეიძლება არ მიყვარდეს მთელი სამყარო.”
                                              ვაჟა-ფშაველა

   

2008 წელს ჟურნალ ”ჩვენს მწერლობაში” დავბეჭდე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ბედზე დამაფიქრებელი სტატია ”ფარაჯანირება”. იგი ნაკარნახევი იყო: ქართული ეროვნული ცნობიერების ამღვრევის, ქართული გენოფონდის შემცირებისა და საქართველოს ტერიტორიის, შაგრენის ტყავივით, დაპატარავების პრობლემებით. ცხადია, სტატია არ ამოიწურებოდა მთავარი თემით, იყო სხვა შემდინარე, თუ გამომდინარე თემებიც. ჩემმა ოპონენტებმა საქართველოსა, თუ რუსეთში იმის მიხედვით წაიკითხეს და გაიგეს იგი, ვისაც რა აწუხებდა. ამ სტატიამ, ტყუილის დეტექტორივით, გაამჟღავნა ყველანი.
   

შემთხვევით, ინტერნეტის რუსულენოვან ”გუგლში” ჩემი გვარ-სახელის საძიებელზე წავაწყდი სომხური წარმოშობის რუსულენოვანი ავტორის _ კარენ მიქაელიანის საპასუხო წერილს, სათაურით: ”მაესტრო ფარაჯანოვი _ ქართული სულიერების სარკეში” (გამოქვეყნებულია სომხურ-რუსულ ინტერნეტულ და ნაბეჭდ გაზეთებში). ავტორს ხელთ ჩავარდნია ჩემი წერილის რუსული თარგმანი. საიდან, არ უთითებს. მიმწოდებელიც და მთარგმნელიც უცნობია. საინტერესოა, რატომ არ დაბეჭდეს იგი, პასუხთან ერთად, ინტერნეტში მაინც, ან რატომ არ ჩანს არსად მთარგმნელის გვარი? მრჩება შთაბეჭდილება, ან თარგმანშია ჩემი ტექსტი გადასხვაფერებული, ან ჩემი ოპონენტია ცუდი მკითხველი, თორემ დაწერილის ასე დამახინჯება, გამიგია?! არაკეთილსინდისიერთა ხერხია, ოპონენტს დასწამოს ისეთი რამე, რომლის საპირისპირო უწერია, რომ თავგზა აუბნიოს მკითხველს. მაგალითები, რამდენიც გნებავთ: მე სრულიად არ ”მაცოფებს” (ავტორის გამოთქმაა) სომხური ძეგლი “ბჟნი” რომ ახსენდება ფარაჯანოვს თავის სცენარში, მაღალი სულიერების ნიმუშად. პირიქით, ვწერ, არ მიკვირს-მეთქი, გენეტიკურ სომეხს რომ თავისი ძეგლი აგონდება და არა _ ქართული, თორემ ჩვენც გვაქვს ძველი ძეგლები-მეთქი. არც ის წამომცდენია სადმე, რა საშინელებაა, რომ ფარაჯანოვი თავს ქართველად არ სთვლის. არავისთვის ეს საიდუმლო არ არის-მეთქი, მიწერია. თავისი სამშობლო-სომხეთისადმი სიყვარული მის სასარგებლოდ მეტყველებს-მეთქი. უფრო ადრე კარენ მიქაელიანი სულ სხვა მიზეზით დაწერილ სხვა სტატიაში გამოსთქვამდა აღშფოთებას, ფარაჯანოვს ქართველად მიიჩნევენო. მე არ ვთვლი ქართველად და მაინც უშვერი სიტყვებით მლანძღავს. არც ის დამიწერია, სადმე ფარაჯანოვი არც სიცოცხლეში და მითუმეტეს, არც სიკვდილის შემდეგ, არ იყო ყურადღების ღირსი-მეთქი. რა ჩემი საქმეა! მე ფარაჯანოვის წარმატებამ როგორ უნდა დამაკარგინოს მოსვენება, ან გამომიყვანოს მწყობრიდან, თანაც ”до одури… до миазмов», რასაც მაბრალებს ავტორი, არ ვიცი, არ გამომიცდია. ზოგიერთი ქართველის სიბეცეზე კი გავბრაზებულვარ, მაგრამ ეს სხვადასხვა გრძნობებია და ავტორი ტყუილა ურევს ერთმანეთში. ასევე, ღმერთმა დამიფაროს, არა თუ მომითხოვია, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვინმეს ექსტრადირება. ნუთუ ჩემი სიტყვები, ფარაჯანოვს დროზე რომ დახმარებოდა ვინმე სამშობლოში (თვითონ მას სომხეთი მიაჩნდა სამშობლოდ) დაბრუნებაში, ხომ ასცდებოდა ამდენი სტრესი-მეთქი ნიშნავს, თითქოს მისი ექსტრადირება მოვითხოვე? მიქაელიანი მე რომ მიკიჟინებს, თვითონ სომხებს, ნუთუ სინდისი არ აწუხებთ, სიცოცხლეში თავიანთი გენიოსის მიმართ ასეთი გულგრილობა რომ გამოიჩინეს?! მე ჩემს მსჯელობებს ფარაჯანოვის წიგნის ”აღსარება” მიხედვით ვაგებ, დასკვნებიც მასზე დაყრდნობით გამომაქვს. ამ წიგნის შემდგენელი და რედაქტორი გახლავთ კორა წერეთელი. მასთან დაკავშირებით ავტორი ჩემზე წერს, ფარაჯანოვის სცენარის ავტორს ფიროსმანზე ”костерит на чём свет стоит». აქაც ჰიპერბოლური სიცრუეა. მე მხოლოდ ფაქტი ავღნიშნე, ფარაჯანოვმა, მხატვრულებთან ერთად, დოკუმენტური ფილმის გადაღებაც მოახერხა, კორა წერეთლის სცენარით-მეთქი.
   

შემდეგ ამავე წიგნის წინასიტყვაობაში კორა წერეთლის, როგორც რედაქტორის მიერ, გამოთქმული თავდასხმებისგან დავიცავი საქართველოს პრეზიდენტი და ეროვნული გმირი _ ზვიად გამსახურდია, რომელსაც მან ირიბად ფაშისტობა დასწამა. ასევე გამოვექომაგე პირველ ქართველ კინორეჟისორს _ ვასილ ამაშუკელს, ვის პირველობასაც ქალბატონი კორა წლობით ვერ ეგუებოდა, ხოლო მის საქვეყნოდ ცნობილ დოკუმენტურ ფილმს აკაკი წერეთელზე ან საერთოდ არ თვლიდა ყურადღების ღირსად, ან აგდებით ნარკვევად მოიხსენიებდა, ამ დროს გულმხურვალედ აფუძნებდა ფარაჯანოვის ფენომენს საქართველოში. ვისაც სმენია კორა წერეთლის დაუსაბუთებელი ბატალიების შესახებ, ჩემი ფილმის ”სინემას” წინააღმდეგ, ხომ პირიქითაა ყველაფერი!
   

როგორ გეკადრებათ ასეთი და ამდენი სიცრუე?! ჩემს ცილისწამებას არ სჯობდა, თავში წაგეშინათ ხელები, სანამ სიკვდილის პირამდე არ მივიდა, რატომ არ ვუპატრონეთ ჩვენს გენიოსსო. მას ხომ ასე უყვარდა სომხეთი. მე მისი წიგნი მაძლევს ამის თქმის უფლებას. თქვენ კი მხოლოდ ჰაერის შერხევით მიმტკიცებთ, საქართველოც უყვარდაო თავისებურად. მეც ასე მეგონა, სანამ ამ წიგნს წავიკითხავდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი თბილი სიტყვა ვერ ვიპოვე შიგ საქართველოზე, დამამცირებელი _ ”ქართველი მსახიობი ქალები (კეკელკები)” კი მაშინვე მეცა თვალში. ყველაფრიდან ჩანს, თქვენ ეს წიგნი არ წაგიკითხავთ, უბრალოდ, თქვენ ამხელა წიგნის წამკითხველი არა ხართ. ეს თქვენს ნაწერსაც ეტყობა. ამდენი უტაქტობა, უზრდელობა როგორ დაიტია ერთმა წერილმა, მიკვირს. დავიწყებ იქედან, რომ მამაკაცმა ზრდილობის გულისთვის მაინც არ უნდა აკადრო ქალს, რომელსაც ეკამათები, არაფრისმთქმელი  “ვინმე”, ”მადამ”, ან კნინობითი სიტყვა »авторесса» (პირველად მესმის!).
   

საკუთარ უპირატესობასა, თუ უტყუარობაში დარწმუნებულ ავტორს (საიდან ასეთი თავდაჯერებულობა, ძნელი მისახვედრი არ არის), სხვების მიმართ არ ელევა გამანადგურებელი ეპითეტები, იარლიყები (კრიტიკის ყველაზე უნიჭო ფორმა): ჩემი ნაწერი, მისი აზრით მეტი არაფერია, თუ არა _  «бред, чушь…», ილია მართლის იდეების მიმდევარი, ქართველი ღვთის მსახური _ მამა-ტარიელი გახლავთ «бесноватый», ყველა, ვისაც არ მოსწონს ფარაჯანოვის შემოქმედება _ «шушера». მე არავისზე ნაკლებად არ ვიცი რუსული, მაგრამ ეს სიტყვები ბაზარშიც კი არ მიხმარია, ქართულად ზუსტ შესატყვისსაც ვერ ვპოულობ. ეს რაა, მკითხველო, თქვენ ფარაჯანოვის წერილები უნდა ნახოთ ზემოთ ხსენებულ წიგნში, რა სიტყვებით მიმართავს პატიმარი მაესტრო შინაურებს, მაგალითად, დისშვილს. ყველა უხამსობა, რაც გსმენიათ აქამდე, ქება-დიდებად მოგეჩვენებათ.
   

ქართული ანდაზაა, ათასად გვარი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო, სომხებსაც ექნებათ ალბათ მსგავსი გამოთქმა. ჩემი ოპონენტი, ეტყობა, სხვა მორალზეა აღზრდილი. რადგან თავისთვის დასაშვებად მიაჩნია უზრდელობა, თანაც ქალის მიმართ, ცხადია, არც ფარაჯანოვის წიგნში ეხამუშება პირადი წერილებიდან იმის გამოქვეყნება, კერძო მკითხველზე, თუ მნახველზე რომ იყო მხოლოდ გათვლილი. მაგალითად ერთ-ერთ ნახატზე თვითონ ფარაჯანოვი სთხოვდა მეუღლეს, შვილს არ აჩვენოო, წიგნში კი აიღეს და საჯაროდ გამოფინეს! აკადემიურ გამოცემაში (ხაზს ვუსვამ ამას) რად გამოაჭენეს ასე საჯაროდ თავისი გენიოსი, არ მესმის. ეს ხომ რაღაც ბულვარული რომანი არ არის, არც უბის წიგნაკია, რასაც გინდა, იმას რომ ჩაიწერ-ჩაიხატავ. დაცვას არა სჯობს, ამაზე მიეთითოს ქალბატონ კორას, რომ შემდგომ გამოცემებში მაინც გაუწიოს ფარაჯანოვის წიგნს პროფესიული სამსახური.
   

მგონი, ერთხელ უკვე გითხარით, რომ არ შეიძლება, რამე ჩემი საწინააღმდეგო გაფაჩუნდეს სადმე და იქ არ გადავეყარო ჩვენი კავშირის ხელმძღვანელის გვარ-სახელსაც-მეთქი. სომეხი ავტორისთვის ფარაჯანოვის მეგობრის, ბატონ ელდარ შენგელაიას აზრს ჩემს სტატიაზე უკანასკნელი ჭეშმარიტების მნიშვნელობა აქვს. გახარებული პოზიციათა თანხვედრით, იგი წერს:
   

_ “ყველაფერი, რაზეც წერს და ბჭობს მადამ ელიავა, _ შენგელაიას მოსწრებული თქმით, _ წმინდა წყლის ”პროვინციული ფაშიზმის” იდეოლოგიაა”.
   

რას იტყვი, მკითხველო, ხომ გეცნო ეროვნული სულისკვეთების ეს დახასიათება ჩვენი სამშობლოსთვის საბედისწერო, არც ისე შორეული წარსულიდან. სწორედ იგივე სულისკვეთება ენიშნა ჩემს სტატიაში რეჟისორ _ ელდარ შენგელაიას და ეგრევე  მიუსადაგა მას ავადსახსენებელი ფილოსოფიური მარგალიტი _ ”პროვინციული ფაშიზმი”.
      

რადგან ამ რანგის ქართველი კინოფუნქციონერი დაიგულა თანამოაზრედ, ნახეთ, ამის შემდეგ ვის გადასწვდა, შეზღუდული თვალსაწიერის მქონე, ავტორი (სიზუსტისთვის რუსულადვე მოგაწვდით მის ნათქვამს):
       

_  «Вполне в духе Ильи Чавчавадзе…»
   

მე ილია ჭავჭავაძის იდეებზე ვარ აღზრდილი და, ბუნებრივია, მივდევდე მის გზას. თავის ეროვნულ ნაჭუჭში ჩაკეტილ, ავტორს არც კი სმენია, რომ ამ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას სკოლებში ასწავლიან,  მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი, ვითარცა ილია მართალი, წმინდანად შერაცხა. მისი პორტრეტი დროშად უძღოდა ეროვნულ მოძრაობას და ახლა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს უკიდია კაბინეტში, თავთან. მე კი ილია ჭავჭავაძის სულიერი მიმდევრობის პატივმა, ამ სტატიაში მიმობნეული, ყველა უზრდელობა და უტაქტობა გადამავიწყა.
    

კიდევ ერთ მომენტზე მინდა შევჩერდე. ავტორს ჭკუის სასწავლებელ მაგალითად მოჰყავს ესპანელი პიკასო, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ხომ შეიძლება ასევე ფრანგული სულიერების დამარღვევლად ჩაითვალოს ესპანელი პიკასოო. ამ მსჯელობაში, იდეისთვის მოსარგებად, ცნებებია აღრეული. მე არ მითქვამს ფარაჯანოვი ამღვრევს ქართულ ცნობიერებას-მეთქი, მე მრავლისმომცველი ცნების _ ”ფარაჯანირების” ქართულ ენაში და საერთოდ ჩვენს სულიერ წიაღში დამკვიდრების წინააღმდეგი ვარ. სომხებისგან განსხვავებით, ესპანელებს არ შეუქმნიათ პიკასოზე დაყრდნობით ახალი სიტყვა და არ შეუტანიათ იგი ფრანგულ ენაში. ავტორმა ვერ შეარჩია  მისი პოზიციის განმამტკიცებელი მაგალითი. მე ნამყოფი ვარ პიკასოს მუზეუმებში საფრანგეთში: პარიზსა და ანტიბში. ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც მას შეუქმნია, თუ უგროვებია 70 წლის მანძილზე, დარჩა საფრანგეთში და არა მის ისტორიულ სამშობლო _ ესპანეთში. ფარაჯანოვმა კი პირიქით, მთელი თავისი ნაშრომ-ნაღვაწი სომხეთს უანდერძა და ექსპონატებით მდიდარი მუზეუმის სახით, შემოსავლის მეტად სარფიანი წყარო შემატა თავის ისტორიულ სამშობლოს. მე ამას სასაყვედუროდ  კი არ ვამბობ, არამედ ფარაჯანოვის მეგობრების გასაგონად, თბილისში რომ უნდათ მუზეუმის გახნა.

კარენ მიქაელიანი ემოციებს ვერ მალავს, ჰოი, როგორ უნდათ თურმე! ნივთების შეგროვებაც კი დაუწყიათ. ეს უკვე ნიადაგის შემზადებას ჰგავს. კარდაკარ მათხოვრობით რა მუზეუმი უნდა შეიქმნას! საქართველოს აქვს ამგვარი ფუფუნების საშუალება, ცარიელ ადგილას მუზეუმი გაუხსნას ფარაჯანოვს, როცა ბოლომდე ვერ აღუდგენია ქართული სულიერების ბურჯების _ კოსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმი, რომელიც ჩვენს თვალწინ გადაწვეს, გაანადგურეს ვანდალებმა?! აქ ახსნა-განმარტებები ზედმეტია. ფაქტები თავისთავად ღაღადებენ ისევე, როგორც ილიასთან _ ქვები (ი. ჭავჭავაძის ”ქვათა ღაღადი” მაქვს მხედველობაში).
    

რუსულენოვანი ”გუგლის” შემდეგ  მივმართე ჩემი გვარ-სახელის ქართულ საძიებელს. აქაც დამხვდა საპასუხო წერილი, სადაც უკვე სათაურშივე ფაშიზმად მოინათლა ჩემი სტატია. ”ფარაჯანირება, ანუ შემოქმედებითი ფაშიზმი”, ასე ჰქვია შოთა გაგარინის ამ წერილს (ჟურნალი ”ცხელი შოკოლადი” 11. 11 2009).
   

თითქოს წინასწარი შეთანხმებით, არც ერთ ავტორს არ აინტერესებს ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, რა გამიკეთებია. როგორ შეიძლება ადამიანს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებდე და არ იცოდე მისი ვინაობა, განათლება, პროფესია. შოთა გაგარინი კი წერს ჩემზე, დავგუგლეო, მაგრამ სად აღმოაჩინა ჩემი კინომცოდნეობა, არ ვიცი. ცნობისათვის, მე გახლავართ ფილოლოგი და კინორეჟისორი. რამდენიმე, მათ შორის მსოფლიო აღიარების მქონე, მხატვრული ფილმისა და ასევე პროზაულ-პოეტური კრებულების ავტორი.
   

ორივე ოპონენტი მიმტკიცებს, რა გენიალური რეჟისორია ფარაჯანოვი, თითქოს მე სადმე საწინააღმდეგო დამეწეროს. მე საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ”მომწონს, თუ არ მომწონს, ჩემი მიზანი არ არის ფარაჯანოვის ხელოვნების შეფასება. არც მის პიროვნებას შევეხებოდი… ფარაჯანოვის ფენომენი რომ არ განზოგადებულიყო მრავლისმომცველ ”ფარაჯანირებამდე”, რომელიც თამაშ-თამაშ ამღვრევს ქართულ სულიერებას.” ესაა ფაშიზმი?!
   

რაც შეეხება ფარაჯანოვის ორიენტაციას, არც ამ საკითხზე მაქვს გართულება. მე მხოლოდ ასეთი მოსაზრება გამოვთქვი, ავარიდოთ მისი გავლენა ჩვენს ახალგაზრდობას ისევე, როგორც თვითონ ფარაჯანოვი ირიდებდა საკუთარ შვილს-მეთქი. ან ამას ჰქვია ფაშიზმი?! მე სრულებით არ მაღიზიანებს იაპონელი მწერლის _ ჰარუკი მურაკამის რომანის ”კაფკა პლიაჟზეს” გეი-გმირი, რადგან ის ბუნებამ შექმნა ასეთად, არ მოაქვს თავი ამით და აგრესიულად არ ახვევს თავის ნებას, თუ გემოვნებას მთელ საზოგადოებას.
   

ფაშისტი, უნიჭო და გაუნათლებელი თვითონ ის არის, ვინც ამ ეპითეტებისთვის ასე ხელაღებით იმეტებს სრულიად უცნობ ადამიანს. არა ახალგაზრდული უმეცრება და თავხედობა, არამედ ასაკი, გამოცდილება, განათლება მაძლევს რჩევის მიცემის უფლებას. მსოფლიო კლასიკოსების ნააზრევს როცა გაეცნობი, გაიგებ, რომ თუ შენს სამშობლოზე გული შეგტკივა, თურმე შესაძლებელია შორიდან, ზოგჯერ უკეთაც, შეაფასო მისი ავ-კარგი. მაგალითები, რამდენიც გნებავთ! ასე რომ სიშორე დასაყვედრებელი არ არის. ჩემს მეტს არავის უძნელებს ცხოვრებას.
   

 რუსულენოვან სომეხს თავისი გადასახედიდან, ბუნებრივია, აწყობს აფხაზეთში შექმნილი ვითარება.
    _ ჯერ ჩუმადა ვართ, მაგრამ ჩვენც ვიტყვით, რა ჩაიდინეს ქართველებმა სომხურ სოფლებში, _ იქადნება ავტორი. მე ცხოვრების დიდი მონაკვეთი, დროგამოშვებით, აფხაზეთში მაქვს გატარებული და რაღაც არ მახსოვს იქ სომხური სოფლების არსებობა, შეიძლება ახლა გაჩნდა. იმ ქართველებმა, რომლებმაც სომხები დააწიოკეს, უარესი ამბები დაატრიალეს დანარჩენ საქართველოში: თბილისში, სამეგრელოში. საქართველომ დაგმო სამხედრო შენაერთ ”მხედრიონის” ”საქმენი საგმირონია”. რაღაც არ მსმენია ბაგრამიანის ბატალიონზე მსგავსი რეაქცია სომხებისაგან. ისევ ქართველებმა დააფიქსირეს მათი ნამოქმედარი წიგნში ”ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში” (ავტორები: ბ. არველაძე, თ. მიბჩუანი). ამ წიგნის არათუ გადაფურცვლა და წაკითხვა, ხსენებაც არ უნდათ სომხებს.
   

ამას ევედრებოდა სომხებს დიდი ილია, მის სიტყვებს იმეორებენ დევნილი ქართველებიც: ”შინ მტრად ნუ გვეკიდებით”. კარენ მიქაელიანს, ეტყობა, სხვანაირად ესმის  ილია ჭავჭავაძის ეს პირუთვნელი სიტყვები.
   

მე გამკვირვებია საქართველოს შვილს _ შოთა გაგარინს რად არ შესტკივა გული თავისი ძირძველი ტერიტორიის _ აფხაზეთის გასომხურებაზე, ფარაჯანოვის პერსონის მეტი რომ ვერაფერი აღმოაჩინა ჩემს სტატიაში.
   

ნუთუ ამ რუსულ-სომხური და ქართული სტატიების არსით  თანხვედრა შემთხვევითია? ეჭვი მეპარება. ორივე შეკვეთილს ჰგავს. რუსულ ენაზე, ოპერატიულად, მაგრამ არა ასე გადაბრუნებულად, ნეტა სხვა რამეებიც ითარგმნებოდეს ჩემი!
   

_ ”პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!” _ მომაგონა ამ მრავალგზის ტირაჟირებულმა, პროვოკაციულმა განცხადებებმა, ვითომ ფაშიზმის წინააღმდეგ, სინამდვილეში გლობალისტური იდეების დასამკვდრებლად. ცხადია, პროლეტარების ნაცვლად აქ მსოფლიო მოქალაქეები იგულისხმებიან. თვითონაც მსოფლიო მოქალაქე, სომეხი ავტორი მაინც უსვამს ხაზს მსოფლიო მოქალაქე _ ფარაჯანოვის სომხობას.
   

ამ ბედნიერ შოთა გაგარინს თავის სამშობლოში, რა მსოფლიო მოქალაქეობა აუტყდა! რა უბედურებაა, მე ბედისწერით და არა ჩემი ნებით, ფინეთში ვცხოვრობ და ქართულ მოქალაქეობასთან ერთად, ცნობიერებასაც ვინარჩუნებ ქართულს. ჩემთვის გვარზე, წარმომავლობაზე, სექსუალურ მიდრეკილებებზე უფრო მთავარია, ქართულ მიწა-წყალზე მოღვაწე შემოქმედს ცნობიერება ჰქონდეს ქართული. როცა ჩემი სამშობლოს სიკეთით ჩემზე მეტად სარგებლობს, პატივს მაინც მიაგებდეს მას. მე ფარაჯანოვზე არაფერი მომიგონია, ყველა ციტატა მისი წიგნიდანაა. დარწმუნებული ვარ არც ამ მეორე ოპონენტს მოუცლია ფარაჯანოვის წიგნის წასაკითხად. ყველაფერზე წერს, მთავარის გარდა. თან იცის, თუ არა, უამრავ სხვადასხვა დარგში: ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, რელიგია, პოლიტიკა… შეუცდომელ მეტრად გვევლინება. თუნდაც ამ კერძო შემთხვევაში, რა ესაქმება კინოში, სადაც ყურმოკვრითაც არ სმენია, ვინ ვინ არის?! პირველად ვაწყდები პროფესიული განათლების ასეთ სრულ უგულვებელყოფას.
   

 სადაური ფაშიზმი, რისი ქსენო თუ ჰომოფობია?! სიტყვების რამხელა კორიანტელს აყენებს ტყუილ-უბრალოდ. კიდევ ვიმეორებ, საქმე უბრალო არითმეტიკაში იყო. საქართველოს კინოსტუდიას ყოველწლიურად 8 ფილმის გადაღება შეეძლო. ამ ერთეულებიდან სომეხი ბოსი რუსეთიდან, სახელად არმენი, ორს ფარაჯანოვს უმტკიცებდა ზედიზედ, ორს, ჩვენი სტუდიისთვის თავსმოხვეული, რუსული ორსერიანი სცენარით _ ყოფილი კინოფუნქციონერის შვილს. მე კი მიჯანჯლებდა საქმეს და დროს მაკარგინებდა. ჩემი სცენარი მტკიცდებოდა მხოლოდ საკონფლიქტო კომისიის ჩარევის შემდეგ. მოქმედ ქართველ კინოფუნქციონერებს რა ენაღვლებოდათ! მათთვის არ არსებობდა რიგი, მუდმივად დაბევებული ჰქონდათ ადგილი. რა უნდა მექნა მე, პირველივე ფილმით ვენეციის, სალონიკის, მელბურნისა და სხვ ფესტივალებზე წარმატებულ ქართველ კინორეჟისორს, სანამდე მეცადა, როდის მომიწევდა რიგი? სად წავსულიყავი? სად მეძებნა არსობის, თუ არსებობის პური? თვითონ, ცხადია, არ წავიდოდი, მაგრამ, რომ წავსულიყავი, მიმიღებდა მონოეთნიკური სომხეთი და გადამაღებინებდა არასომხურ ფილმს?! ამასობაში მომისწრო ქვეყნის დაქცევამ და დავრჩი ”სიზმრად ნანახი ფილმების” ამარა (ასე ჰქვია ჩემი  გადაუღებელი სცენარების კრებულს). ფარაჯანოვის გენიოსობა ხომ მხოლოდ მისმა მეოთხე ფილმმა _ “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილებმა” დაადასტურა! წინა ოთხის სახელწოდება იცის ვინმემ?!
   

ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, მე პირიქით, დავინტერესდი მათი ვინაობით. ჯერ შევათვალიერე რუსულ ”გუგლში” ჩემი რუსულენოვანი მოპასუხის საძიებელი. რამდენიმე კარენ მიქაელიანში ბოლოსდაბოლოს გამოვითვალე, რომელი იქნებოდა ჩემი ოპონენტი: ცხადია, არა გარდაცვლილი მწერალი, ალბათ არა ფეხბურთელიც, გამოდის პუბლიცისტი, რუსულენოვანი სომხური გაზეთის «Новое время»-ს (სადაც დაიბეჭდა მისი სტატია) რედაქტორის მოადგილე _ კარენ მიქაელიანი. გადავავლე თვალი მის სხვა წერილებსაც. ზერელე ცოდნა, პუბლიცისტური პათოსი, მდარე გემოვნება და ყველაფერი ეს გახვეული უხეშ, არალიტერატურულ სიტყვიერ სამოსში, აი მთელი მისი შემოქმედებითი არსენალი. ნათქვამიდან გამომდინარე, იგი სიღრმისეულად ვერასოდეს სწვდება იმ თემას, რომელსაც აშუქებს. გაკვრით გვადებს ვალს ქართველებს, რომლებიც თურმე არ უფასებენ სომხებს საქართველოში შეტანილ ღვაწლს. (მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამჟამად საქართველოს მთავრობა აფრთხილებს ყველას, ნუ იღვწით ჩვენგან მიტაცებულ მიწა-წყალზე, მაინც ჩამოგერთმევათო). სხვა წერილში ასევე ემართლება რაღაცას აზერბაიჯანელებს. კიდევ უფრო იქით, მიწასთან ასწორებს თურქებს:
    «Турки _ проклятие цивилизованного человечества! Если и можно кого-то назвать «исчадием ада», то это _  турки!».

 რას ემსახურება ეს აუწონ-დაუწონავი, ავყიაობა? შეიძლება თვითონ ჩაითვალო ცივილიზებულად, როცა ასე დაახასიათებ, თუნდაც დაუძინებელ მტერს?! მტერი ვის არ ჰყოლია, მაგრამ არ მაგონდება ვინმეს მსგავსი რამ ეთქვას მოწინააღმდეგეზე. მე მის ქრისტიანობაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ნობელის პრემიის ლაურეატმა თურქმა მწერალმა _ ორჰან ფამუქმა, სომხების მხარდაჭერისთვის, თანამოძმენი გადაიკიდა. ასეთ პასუხს იმსახურებდა მისი პატიოსნება და გაბედულება?!
   

ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, ახლახანს ვიყავი ტაო-კლარჯეთში (თურქეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ნაწილი). ვინ მოსთვლის, რამდენი ქართველი ჩაიხოცა ამ მიწა-წყლის დასაცავად, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი. ყველანი აღგვაშფოთა იქ  მეათე საუკუნის დიდებული ქართული ტაძრის _ ოშკის მდგომარეობამ, რომელსაც, თუ დავუჯერებთ წარწერას, იუნესკო იცავს და ამ დროს ზემოთა მეზობლის ღიად მომდინარე ნარეცხი წყალი მუდმივად უზიანებს საძირკველს. კარენ მიქაელიანის მსგავსად, მთელი ერის გასალანძღად, მაინც არ მომიბრუნდება ენა.
    

შემდეგ, ბუნებრივია, ქართულ ”გუგლში” მივაშურე შოთა გაგარინის ქართულ საძიებელსაც, ყურადღება მიიქცია შეუთავსებლობამ, სად შოთა, სად გაგარინი?! თურმე ფსევდონიმია. კითხვა გამიჩნდა, რატომ დაირქვა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა რუსული ფსევდონიმი? მახსოვს, რუსებმა ქართველები რომ გამოყარეს, მაშინ ბევრმა რუსმა ახალგაზრდამ, პროტესტის ნიშნად, ოფიციალურად თავის გვარს ძე და შვილი დაბოლოებები დაურთო. როგორც წავიკითხე, ჩემი ოპონენტის გვარი გაპოეტებამდე დიღმელაშვილი ყოფილა. ამან კი კოსმონავტის სიყვარულით აირჩია გაგარინი, ქართველების ჯინაზე, რუსების საამებლად, თუ უბრალოდ გაგარინის მოედნისთვის სახელის გადარქმევა გააპროტესტა, ვერ გავიგე და შევეშვი.      
   

კარგახანს არ ვთვლიდი პასუხის ღირსად იმ სუბიექტურ, ზედაპირულ ცილისწამებებს, რომელსაც ანთხევდა, კინოსამყაროს შემთხვევით, დარწმუნებული ვარ, სხვების ქსივით გადაყრილი, ეს ორი ავტორი ჩემს საპასუხოდ. სომხურ-რუსულ სტატიაში ჩანს, საიდანაც მოდის ”ქსივი”. ეტყობა, იგივე მოქმედებდა გაგარინთანაც. ქართველი მოკარნახენი რომ არ ჰყოლოდა კინოსამყაროდან, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, კინოდან შორს მყოფ ადამიანს, ასე წვრილად ყველაფერი (ორგანიზატორის გვარ-სახელის ჩათვლით), რაც ხდებოდა ფარაჯანოვის იუბილეზე სანკტ-პეტერბურგში?!
   

ბატონმა ელდარ შენგელაიამ თვითონაც გამაფრთხილა, ელექტრონული ფოსტით კითხვა-პასუხისას, ფარაჯანოვს თავი დაანებეთ, ”მისდამი უპატივცემულო (რაში გამოიხატება? ლ. ე.) დამოკიდებულება თქვენდა საზიანო იქნება”, მე ვუპასუხე, თუ მისი თაყვანისმცემლები ყელში ამომიყვანენ ფარაჯანოვის ფენომენს, ვერ დავანებებ-მეთქი.
  

მართლაც თანდათან სომხური ”ჰაიასტან-არმენიან ფორუმიდან” ჩემი გვარ-სახელის რუსულ-ქართულ საძიებლებზე წამოვიდა ”ფარაჯანირების” ახალი ნაკადი. ისინი გაივსო მოვარაყებულჩარჩოიანი სურათების, სარკეების, მოჩუქურთმებული ავეჯისა და კიდევ რაღაც ძველი ნივთების ფონზე, ფარაჯანოვის ფოტოებით, ხან წელამდე შიშველ, ლამაზ ყმაწვილთან, ხანაც მარტო, სამსართულიან თავსაბურავში. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ანტიკვარულ მაღაზიაშია ფოტოები გადაღებული. მხატვრულ ფოტოებს მოსდევს ფარაჯანოვის სამუშაო მომენტები სხვადასხვა ფილმზე. უმეტესობის ავტორი, სიტყვა _ ”ფარაჯანირებასთან” ერთად, იური მეჩითოვია. ამ დროს ჩემი გვარ-სახელის საძიებლებზე არ არსებობს თვითონ ჩემი ფოტოსურათიც კი, მსახიობ _ ლია ელიავას ფოტოთი ვარ წარმოდგენილი. მივხვდი, რომ ამ შემოტევაზე გაჩუმებას უკვე შიშად ჩამითვლიდნენ. სომხურ ნიაღვარს ვერ წაველეკინები.
   

ბოლო წვეთი ჩემი მოთმინების ფიალაში იყო უმეცრებისა და თავხედობის ის აპოთეოზი, შოთა გაგარინის სტატიას რომ მოსდევდა სხვათა შეუმოწმებელ გამოხმაურებებზე (სტილისტურად უმეტესობა მისივე დაწერილს ჰგავს), ავტორის ერთ-ერთ პასუხად (2009.26.11.). გვიან აღმოვაჩინე, სადაც ყოფილა თურმე ძაღლის თავი დამარხული:
   

_ ”საჯარო სივრცეში ქსენოფობიის ბოროტების აქსიომად დამკვიდრება ხელს შეუწყობს იმ ნაღმის გაუგულვებელყოფას, რომელიც ხან ზვიად გამსახურდიად ფეთქდება და ხან გუბაზ სანიკიძედ, რომელთაც დემოკრატიის უპირატესობად შენგენის ვიზა და ცენტრალური გათბობა მიაჩნიათ. მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები კი მის თანამდევ სიმახინჯედ”.
   

ამ ავტორმა სტატიაშივე გამკრა, გამსახურდიას გუნდრუკს უკმევო. წავუყრუე. მე ხომ ვიცი, რომ არასოდეს არავისთვის მიკმევია გუნდრუკი, მაგრამ არც უმადურობა მახასიათებს. ყველას ვაფასებ საქართველოს წინაშე დამსახურების მიხედვით. ამასთანავე ვცდილობ, მუდმივ სულიერ თანხმობაში ვიყო ჩემს ხალხთან. ამ ადამიანის გასანათლებლად, ეტყობა, მომიწევს მოკლე ლექციის წაკითხვა, რადგან არ იცის ელემენტარული ამბები: ზვიად გამსახურდია, მწერალ-აკადემიკოს _ კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, კოლხურ კოშკში ცხოვრობდა, მზეჭაბუკივით. რა ცენტრალური გათბობა, რისი შენგენის ვიზა? ჩიტის რძე არ დაკლებია. მან კი სწორედ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას (დააარსა ჰელსინკის კავშირი) და სამშობლოს თავისუფლებას ანაცვალა პირადი კეთილდღეობა. საქართველოში მცხოვრებმა, ყველა ხალხმა, ხმების უმრავლესობით აირჩია გამსახურდია თავის პრეზიდენტად. მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობა. რის შემდეგაც რუსეთმა დააფინანსა და გაათამაშა, ქართველ კრიმინალებთან ერთად (ცნობილია, ვინ რამდენი წილი შეიტანა ამ საქმეში), ეროვნული მთავრობის დამხობის ფარსი. ზვიად გამსახურდია სულიერად რომ ვერ გატეხეს, ამიტომ გაუსწორდნენ ასე სასტიკად.
  

ხალხს ერთი წუთითაც არ განელებია საქართველოსთვის თავდადებული ეროვნული გმირის სიყვარული. მთაწმინდაზე მისი ასვენებით გვირგვინი დაედგა ამ სიყვარულს. რაც არ უნდა შორს ვიყო, მე ამ ხალხის განუყოფელი ნაწილი ვარ და არავის შევარჩენ, ეროვნულობის გამო, შეადარონ იგი ნაღმს, რომელსაც გაუვნებელყოფა სჭირდება. (გუბაზ სანიკიძე ცოცხალია და თვითონ მიხედავს თავს).
    

შოთა გაგარინს ეტყობა, რეალობის გრძნობაც ღალატობს. ჯერ ერთი, მხოლოდ მას თუ მოუვიდოდა აზრად _ ზვიად გამსახურდიასა და გუბაზ სანიკიძის ერთ სიბრტყეზე დაყენება, მეორე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რაღა მაინცდამაინც დევკაც _ გუბაზ სანიკიძეს მიადგა ეს გამწივარი ახალგაზრდა, ხელწამოსაკრავი თავისი წონითი კატეგორიისა სხვა ვერავინ ნახა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?! და ბოლოს, კინოშიც ვერ იპოვა თავისი ტოლ-სწორი, მე რომ მეყინჩება და მექილიკება?!
   

გუნდრუკს თვითონ უკმევს ფარაჯანოვს. მე ვერ წავახალისებ ფარაჯანოვის გავლენას და ვერ ვიტყვი მასავით, თქვენს პირს შაქარი! საქართველოში გადაღებულ ფილმებში, როგორც თვით სომხები აღნიშნავენ, ფარაჯანოვი სპარსული კულტურის გავლენას განიცდის.  გავლენის გავლენა სჭირდება ჩვენს თვითმყოფად კულტურას?! უნდა ჩვენს მიმქრალ, ფრესკულ ფერებს ჭყეტელა ზიმზიმი, ჩვენს თანაზომიერ კომპოზიციებს ზიზილ-პიპილოებით გადატვირთვა, ქრისტიანულ სულს უზნეობით დამძიმება?!
   

კარენ მიქაელიანი იქით იყოს, მე ჩემი მიწის შვილის _ შოთა გაგარინის საქციელი მაღელვებს, რომელიც სიტყვით ერთს ამბობს, საქმით საპირისპიროს აკეთებს. სხვებს მაღალფარდოვნად უქადაგებს, პატივი სცენ განსხვავებულ აზრს და ამ დროს, თვითონ იქცევა საბჭოთა ადამიანივით, რომელიც პასტერნაკზე წერდა პრესაში, არ წამიკითხავს, მაგრამ დასაგმობიაო. აბა, როგორ უნდა აიხსნას, რომ ჩემი წიგნის ”სიყვარულის მისტერიების” ქება ვერ აუტანია, მაშინ როცა არათუ წაუკითხავს, თვალითაც არ უნახავს იგი. აქვს ამ წიგნს რამე კავშირი ”ფარაჯანირებასთან”? არა. მაშინ ფარაჯანოვის დასაცავ წერილში რას მოსდგა და ლანძღავს ყველას, ვინც კეთილი სიტყვა შეაწია ამ წიგნს. (ეს შემთხვევა რომ არა, ალბათ ვერც გავიგებდი, ამდენ გაზეთში რომ ჰქონია მას გამოხმაურება!). პეტუხსა და კუკუშკაზე გაზრდილ კაცს, საერთოდ ხმა ამოეღება ვინმეზე იმათგან, ვისაც ჩემი ქებისთვის აუგად იხსენიებს. ისინი, მასავით, ახლა კი არ ვარჯიშობენ და იტეხენ ენას. ყველას თავისი შემოქმედების შარავანდედი მოსავს. არც ერთ მათგანს ჩემი ვექილობა არ სჭირდება, ისევე, როგორც ჟურნალ ”ჩვენ მწერლობას”, რომელიც ქართული აზრის ოაზისია მედია-სივრცეში. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია.
    

ორმაგ სტანდარტებში მე მიჭერს ვითომ და ამ დროს, ბატონ რეზო ჩხეიძეს  ლანძღავს რუსებთან ურთიერთობისთვის. რა განსხვავებაა რუსი რეჟისორების გვერდით იდგები, თუ რუსი პოეტების?! მე, მაგალითად, ასეთ დროს თვითონ მოვიქცევი ისე, როგორც ვითარება და ჩემი სინდისი მიკარნახებს. რუსებისგან შერჩეული პროგრამით იმ 11 ქართულ ფილმში, რომლითაც საქართველო მოსკოვის ფესტივალზე წარსდგა, ჩემი ”სინემაც” ერია, მაგრამ მე წასვლაზე უარი განვაცხადე. ასე, რომ სრულიად უსაგნოა, დიდი ილიას სიტყვებით, რომ ვთქვათ, უბრალოდ ენის ფხანაა, ჩემი მისამართით, ”რუსული ფუშფუშა ლენტებით” რაიმეს შეფუთვაზე ლაპარაკი.  
   

შენი ერის შვილობა ზოგჯერ მსხვერპლსაც მოითხოვს შენგან. განსაკუთრებული გულისხმიერება გმართებს, როცა პატარა ერის შვილი ხარ, ან ბედისწერით ეკუთვნი მას. ამ ახალგაზრდა კაცს საძრახისად მიაჩნია ეროვნულობა, მშობლიური ენის, ქრისტიანობის, ტრადიციების ერთგულება (ამიტომ არ თვლის ცოდვად მამათმავლობას), ღადაობს ქართული გენოფონდის პრობლემებზე. ამ დროს ისე შედის აზარტში, რომ ცილსაც მწამებს, თითქოს მე დამეწეროს, ასეთ ვითარებაში, რა დროს ხელოვნებაა-მეთქი. ალოგიზმები თავისკენ მოიძიოს. მე ლოგიკა, როგორც საგანი, ორ უმაღლეს სასწავლებელში მისწავლია. ვერც უცხო სიტყვებით შემაყრი თვალში ნაცარს. დასანანია, ქართულ ენაზე წერის პრეტენზია აქვს და ვერ ხვდება, რომ ქართული დიალექტების საგანძურიდან უნდა კრეფდეს სიტყვებს და არა უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან, ან რუსული, ქუჩური ჟარგონიდან. გურამ რჩეულიშვილივით, ქართული მთა არ ასაზრდოებს მის სულსა და გულს. ამიტომ წერს ასეთი გამოშიგნული ფრაზებით. არც ერთი ხალხში გაგონილი სიტყვა, არც ერთი ქართული ციტატა! რადგან უცხოურს უფრო ენდობა და უჯერებს, მეც ინგლისელი ფილოსოფოსის _ ჯონ სტიუარტ მილის განმარტებას მივაწვდი ერის შესახებ. რადგან ნაღდია, იგი ასევე ემთხვევა ამ ცნების ჩვენეულ გაგებასაც:
   

 ”ერი შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის ნაწილს, თუ მასში არსებობს ურთიერთსიმპატია, რომლებსაც ის სხვების მიმართ ვერ გრძნობს. ეროვნულობის ეს გრძნობა შეიძლება ერთიანი წარმომავლობით იყოს გამოწვეული. ენის და რწმენის ერთიანობა აძლიერებს ამ გრძნობას. გეოგრაფიული საზღვრები ერთ-ერთი მიზეზთაგანია. მაგრამ უმნიშვნელოვანესი წყარო ამ ურთიერთ თანაგრძნობისა ერთიანი პოლიტიკური წანამძღვრების, ეროვნული ისტორიისა და შესაბამისად, ერთიანი მეხსიერების არსებობაა, სიამაყისა, თუ სირცხვილის, სიხარულისა, თუ მწუხარების ერთიანი განცდა, რომელიც წარსულის ერთსა და იმავე მოვლენებს უკავშირდება”.
   

დარწმუნებული ვარ, ჩვენ რომ საერთო გვქონოდა წიწამური და ხიბულა, იგი მე ფაშისტობას არ დამწამებდა. თუ მე იგი ვერაფერში ვერ დავარწმუნე, დარჩეს, ბატონო, თავის აზრზე. ოღონდ მტრად ნუ მომეკიდება. ვინც მე, ან ჩემს შემოქმედებას იცნობს, დამიმოწმებს, რომ არ გამოვადგები სამტროდ. არც ასაკი, არც ბუნება არ მიწყობს სამაგისოდ ხელს.
   

მას ტყუილა ჰგონია, თითქოს ყველა ევროპულ ქვეყანაში ეროვნულობა ამღვრეულია. ენის სიწმინდეს არ იცავენ. სხვებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ითქმის სკანდინავიის ქვეყნებზე.
   

ქართულ ენას არ სჭირდება სიტყვა ”ფარაჯანირება”-მეთქი, ამაზე ვიკლავ თავს და ამ დროს იგი მე მთავაზობს ფინურში შევიტანო მის მიერ შეთხზული, უხამსი ნეოლოგიზმი. აქ უკვე კომენტარი ზედმეტია.
   

უფალს მადლობას ვწირავ, რომ არა რომელიმე უეროვნებო ქვეყანაში, არამედ სწორედ ფინეთში მომიწია ცხოვრებამ, სადაც ხალხი ამაყია თავისი ეროვნებით, სამშობლოთი. უყვარს და უფრთხილდება მათ. ფინურში, შენი ხუშტურით, ვერ შეიტან ვერც ერთ ახალ სიტყვას, რადგან ფინელები, თითქმის ყველა მსოფლიო ენებში შესულ, საერთაშორისო სიტყვებსაც კი, როგორიცაა ტელეფონი, კომპიუტერი, თავის ენაზე არქმევენ სახელს. არც მტერ-მოყვარის ამოცნობა ეშლებათ. მეოცე საუკუნის ფინელი კლასიკოსი _  ვიაინო ლინნა, თავისი გმირის პირით, აცხადებდა, რომ ფინეთს სამი მტერი ჰყავს: რუსეთი, ადრეული ყინვები და შვედური ენა (მეორე სახელმწიფო ენაა ფინეთში).
    

კიდევ ერთ, არა გლობალისტურ მაგალითს მოგიყვანთ აქაური სინამდვილიდან. თვითონ შევესწარი ერთი ფინელი ინტელიგენტის ოჯახში. სუფრაზე მასპინძელს ჰკითხეს:
    _ რას იტყვით უცხოელებზე? მან სასმისი ასწია და წარმოსთქვა სადღეგრძელო:
    _ გაუმარჯოს ყველა უცხოელს… თავის სამშობლოში!
    მე სრულებით არ მწყენია. გულშიაც არ გამივლია ფინელი მასპინძლის ფაშისტობა. პირიქით, მადლობა მოვახსენე. ასე რომ:
    _ შენდობა ნუ მოაკლდება ფარაჯანოვს იქ, სადაც თვითონ უნდოდა ყოფნა და სადაც განისვენებს ამჟამად, ანუ თავის ნამდვილ სულიერ სამშობლო _ სომხეთში!
   

დრო ამტკიცებს ხელოვანის უკვდავების საზღვრებს და არა კერძო პირები. ავანსად თბილისში ძეგლიც საკმარისია.
    

P.S.  საქართველოში არ არსებობს სიძულვილის არავითარი ისტერია არც ერთი აქ მცხოვრები ერისადმი. მათ შორის სომხებისადმიც, რომელსაც გვწამებენ ჩვენი მიწის მიტაცებაზე მეოცნებენი. გამომდინარე აქედან, ფარაჯანოვის სახელი ვერ გახდება არარსებულის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქართველობას ვიცავთ, რაც სრულებით არ ნიშნავს სხვების ეროვნული მეობისადმი მტრობას. არ მეგულება ქართველი, რომელიც მთელი სომეხი ერისადმი იკადრებს ისეთ შეურაცხმყოფელ გამოთქმას, როგორსაც აფრქვევს ამ ეროვნების  წარმომადგენელი სომხურ ფორუმში, ქართველი ხალხის მიმართ:
    

«Грузины в большинстве своём глуповатый народ. Это могу утверждать со всей ответственностью.»  _ ამტკიცებს მარინა კაზარიანი ( ინტერნეტში ამ გვარ-სახელისანი ბევრნი არიან: მათემატიკოსი, პოლიტოლოგი, სპორტსმენი… ვინც არ არის ამ სიტყვების ავტორი, მათ წინაშე, ბოდიშს მოვითხოვ) და მთელი მათი კოლექტივიდან არავის უჩნდება მისი დაბლოკვის სურვილი. ინტერნეტის ლაბირინთებში ჩემზე უკეთ ორიენტირებულმა, შოთა გაგარინმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი რომ ამოიჩემა, რატომ ვერ ამჩნევს სომხურ საიტებში გამეფებულ, დაუფარავ ანტიქართულ ისტერიას, რომელიც გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას პრინციპზეა აგებული. მარსიანელი გასცემს მათ პასუხს, ისევ საქართველოს შვილმა თუ არ ამოიღო ხმა?!
    

 ენერგია არ იკარგება ბუნებაში. ადრესატების მიერ ასხლეტილი, მსგავსი ფრაზები, თუ ვერაგული ქმედებანი უკანვე ბრუნდება, ბუმერანგივით. ეს რომ არ მოხდეს, სხვას უნდა მოექცე ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ.       
                                     
                                                

 ლიანა ელიავა
                                             

2010 წელი, ჰელსინკი

 

 ***

Вакханалия публичного разврата захлестнула Европу

 

 

69 Responses to “• ფარაჯანირება”

  1. გიორგი გულბანი said

    ქალბატონო ლია, ძალიან საინტერესო წერილებია. მადლობთ!

    ასე მგონია, რომ პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ორიოდ ცოცხალი მამათმავლის შემოტევა, ანდა ფარაჯანოვის ანტიქართული გამოხტომები. დასავლეთი არსებული უსუსური მხარდაჭერისთვისაც კი უზარმაზარ მსხვერპლს მოითხოვს. მოკლედ ამას უწოდებენ თანამედროვე დემოკრატიის ღირებულებების გაზიარებას.

    ამ “ღირებულებების” შემადგენელი ნაწილია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვაც, რაც გარყნილების პროპაგანდას გულისხმობს. საინტერესოა, რომ დემოკრატიის მართლაც ღირებულ თვისებებს, როგორიცაა, მაგალითად, მიუკერძოებელი სასამართლო ან არჩევნების შედეგების გაუყალბებლობა, არავინ აძალებს არსებულ ხელისუფლებას.

    გულუბრყვილო ადამინი ალბათ იფიქრებს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეი პარადები, მაგრამ სამწუხაროდ დასავლეთი ასე არ ფიქრობს. სწორედ გეი პარადების აკრძალვა ვერ აპატიეს პოლონეთში შეყვარებულ პრეზიდენტ კაჩინსკის და რუსების ხელით მოიშორეს კიდევაც. ისევე, როგორც ზვიადი.

    გიორგი გულბანი

    Like

    • Eliava Liana said

      ბატონო გოგი!
      გმადლობთ გამოხმაურებისთვის!
      გული დამწყდა,რომ თქვენ ჩემი პირველი წერილი, მიმართული გლობალიზაციის ადგილობრივი ნაირსახეობის _“ფარაჯანირების“ წინააღმდეგ, რომელიც ამღვრევს ქართულ სულიერებას,აღიქვით მხოლოდ ფარაჯანოვის ანტიქართული გამოხტომების პასუხად.

      „ფარაჯანირება“ უფრო მრავლის მომცველი ცნებაა. ფარაჯანოვი უბრალოდ არაფრად გვაგდებს,“ფარაჯანირება“ კი გვაცლის ეროვნულ თვითმყოფადობას. მას უფრო შორს მიმავალი, საშიში მიზნები აქვს.

      მეორე წერილშიც ჩემი ოპონენტების (უიარლიყებოდ) შემოტევებსაც ვეპასუხები სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ნაშრომი დაჰყავთ ფარაჯანოვის, როგორც რეჟისორისა და მამათმავლის, წინააღმდეგ მიმართულ აქციამდე. ამ დროს მისი არსებობის ეს მხარეები წერილში არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩემს თემას ეხება.

      სინამდვილეში ეს ორი პიროვნება ჩემი იდეური მოწინააღმდეგეა. ორივესთან კვალს მივყავართ “პროვინციულ ფაშიზმამდე“ და ზვიად გამსახურდიამდე.

      საინტერესოა, ამ თემის ფართოდ გაშლა, მაგრამ მე პოლიტიკოსი არა ვარ და მხოლოდ იმაზე შემიძლია წერა, რაც ვიცი. იქნებ ვინმეს, სულაც, თქვენ გაგეკეთებინათ ეს!

      პატივისცემით, ლიანა ელიავა
      29. 06. 2010.

      Like

  2. vladimir said

    qalb, liana zalian mnishnelovani da gasatvaliswinebeli werilebia. didi madloba tqven imisatvis rasac saqartveloshi unda aketeben da tqven aketebt mat gasaketebels ucxoetshi ertad arebuls.gana ar xart valdebuli daicvat tqveni qveyana ucxoetidan magram iq sadac saqartvelo hqvia arafers aketebs tito orola patrioti qartvelis garda.
    shemashfotebeli informacia momawoden sami tvis ukan,tbilisis saxelmwifo universtitetshi ar funqcionirebs armenologiis faqulteti da saertod 50 wlis shemdeg arar gveyoleba iseti specialistebi rogoric aris bat, aleqsandre abdalaidze da am adamiansac xels ushlian kvlevebi awarmoos, sheuwyvites dafinanseba da yvelanairad ushlian xels. yvela armenologebma mapatios rom saxelit da gvarit rom ver movixsenieb magram icodet yvelastandameqneba saqmiani urtiertoba. erti saukunec ar daswirdeba da chveni momavali taobebi irwmuneben imas rasac dawers somexi qartvelologebi, imitom rom im masalebs veravin daicavs tu ar arvadginet kanonieri xelisufleba. mopovebul masalebs gaaqroben da axals moikvleven rogorsac sheukvetavs ucxoetshi mcxovrebi milioneri somxebi. udides fuls xarjaven da afinanseben qartvelologebs, chveni biznes elita ki ra sheizinon imaze fiqroben, rac dagvemarta afxazetshi qartvelebi sasaxleebs ishenebdnen afxazebi ki sheiararebashi xarjavdnen fuls, ase dagvemarteba kidev vimeoreb tu ar arvadginet kanonieri xelisufleba.
    qalb, liana me am temastan dakavshirebit shevutanxmdi ert ert kerzo universtitetis mflobels rom, axali saswavlo wlidan gaexsna armenologiis faqulteti sadac moamzadebs xutidan at specialistebs da mivmarte chvens sasiqadulo bizneswreebs rom daxmareboda universtitets profesor maswavleblebistvis miecat xelfasebi. aravitari gamoxmaureba imitomrom mteli simdidre da biznesi somxebis xelshia, vinc qartvelia shishit guli uskdebat somxebi waartmeven biznes. ai chveni ubedureba chvenive qveyanashi ar gvaqvs ufleba somxebis gareshe vawarmoot biznesi da davexmarod visac gvinda imas.
    qalb, liana avirot mowadrake umaduri me mgoni patrosiani daibada gaizarda izruna saqartvelom masze gaxda msoflio chempioni da mere ra umaduri. nu inerviulebt es eri xom umduri eria, qartveli mefeebis da qartveli xalxis wyalobit arseboben torem kaga xnis washlilebi iqnebodnen rukidan. exla ki safrangetshi sheqmnen didi somxitis ruqa da gaizaxian samxret kavkasia sul mtlianat somxeti ariso, chrdilo kavkasiaze jer ver bedaven ician chechnebi ar apatiebs da imitom arian chasafrebulis poziciashi.
    somxebs veubnebi ar gvinda batono arc farajanovi arc petrosiani ars mewareebi da arc is dalaqebi waiyvanon visac ver gaugiat ra aris saqartvelo magatvis.chven imdeni cnobili da saxelmoxvewili cnobili adamianebi gvyavs rom bevrad didi qveynebi iamayebdnen mati. tundac sporti avirod ar chatarebula arc erti evropis da msoflios chempionati sadac medlis samive komplaqti ar moipovon chvenma saxelovanma qoqonebma da biwebma, olimpiadas nu ikitxavt daitvalon mag vawbatonebma tu yofila romelime olimpiada da chvens gmirebs ar moepovos medlebis yvela xarisxi.
    kino rewisor shengeliebisgan ra aris gasakviri tavianti ketildreobistvis qveyanas gamoacalen mati arakacobit burji bumberazi adamiani vinc gamoylita rusetis imperias klanwebisgan chveni qveyana saqartvelo, saqartvelos pirveli da jer jerobit ukanaskneli prezidenti bat, zviad gamsaxurdia.qveyanas mouspen ganvitarebis sashualeba da rarac litonistvis zmebi gadaekidnen samkdvro sasicoxlod ertmanets.
    qalb, liana chven erovnuli mozraobis wevrebi vaketebt yvelafers(gamovecit manifesti, memorandumi) da daviwyebt gamokitxvas saqartveloshi da ucxoetshi droebit mcxovreb qartvelebshi undat tu ara saqartveloshi kanonierebis ardgena.marto imistvis rirs kanonieri xelisuflebis ardgena rom somxebs chamovacilebt xelisuflebas da vinc ar iazrovnebs im qveynis satkivarze da ar miirebs qveynis arorzinebashi monawileobas,es aris uzvelesi qveyana saqartvelo sheuzliat mibrzadnen taviant saamayo qveyanashi sasomxetshi.

    Like

  3. Eliava Liana said

    ბატონო ვლადიმერ!
    გმადლობთ კეთილი სიტყვებისათვის!
    სანამ კინორეჟისორი გავხდებოდი, მე ვსწავლობდი უნივერსიტეტის კავკასიურ განყოფილებაზე ბატონ _არნოლდ ჩიქობავასთან. იბერიულ-კავკასიურ ენებთან ერთად, სომხურის კურსიც გავიარე. მასწავლიდა პროფესორი _ ილია აბულაძე.
    ნუთუ ამჟამად უნივერსიტეტში არმენოლოგიური კათედრა არ არსებობს? ეს მეტად შემაშფოთებელი სიბეცეა. თვით ქართველოლოგიისთვის,როგორც მეცნიერებისთვის სომხურის (ძველი სომხურის) მნიშვნელობას, რომ თავი დავანებოთ, მისი ცოდნა სხვა კუთხითაც აუცილებელია. არც თუ იშვიათად ძველ სომხურ ისტორიულ წყაროებს, ჩვენი კულტურისთვის საზიანოდ, თავისი ფარული გადამწერლები, თუ ინტერპრეტატორები ჰყავთ. თუ ქართველებმა ვერ შესძლეს მათი მეცნიერული განეიტრალება, ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, თავისი დამწერლობიან-ძეგლებიანა (თვალი შეავლეთ რუსულენოვან სომხურ ფორუმს), ჩქარა აღარ შეგვრჩება. არმენოლოგიური კათედრის აღდგენის საკითხი დასაბუთებულად უნდა დაისვას, სადაც ჯერ არს.
    რაც შეეხება საერთო-სახალხო რეფერენდუმს, კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად, ჩემის აზრით, შეიძლება ვცდები, დღევანდელ პირობებში ეს არარეალურია. მთავრობა ამაზე არ წავა, რომც წავიდეს, შედეგი არ იქნება ეროვნული მოძრაობისთვის დამაკმაყოფილებელი. თვითონ ეროვნულ ძალებს ამისი მატერიალური სახსრები არ გააჩნიათ. ამ უტოპიაზე დროისა და ენერგიის დაკარგვას აჯობებს, მეტი დაჟინებით დადგეს საკითხი პარლამენტის წინაშე, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცეს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებას.მე ამ თემაზე წამიკითხავს ბატონი _ მერაბ კიკნაძის მეტად ყურადსაღები სტატია.
    ამ დიდ საქმესთან რა სახსენებელია, მაგრამ პირადად მე ვერ შევძელი მცირე თანხის მოპოვება ეროვნულ მოძრაობაზე 1989-90 წლებში ჩემს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ასაკინძად და დასაბეჭდად. ახლა გული მიკანკალებს არ გადაადნონ ეს ფირები ვერცხლად, როგორც ამას სჩადიან გადასაყრელი ფირების მიმართ. კინოში ხომ ფაქტიურად ისევ იგივე ხალხი ბატონობს. მაინც იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!
    პატივისცემით, ლიანა ელიავა

    Like

  4. vladimir said

    ქალბატონო ლიანა, მართალი ბრძანდებით რაც ბაგრამიანის ბრიგადამ ჩაიდინა სოხუმში და გაგრაში, არც ერთი ერის სეპარატისტებს არ ჩაუდენია არავის მიმართ. რაც მაგათ ჩაიდინეს ჩვენ ეს ერი საერთოდ არ უნდა გაგვეჩერებინა ქართულ მიწაზე და ის ტერიტორიებიც უნდა წაგვერთვა, რაც კომუნისტებმა უბოძა სომხებს. მაქვს ინფორმაცია, აფხაზები დასანახავად ვერ იტანენ იქ მცხოვრებ სომხებს, განსაკუთრებით ბაგრამიანის ბრიგადის ყველა წევრს. აფხაზეთის მთავრობის წევრების უმრავლესობას (შეგნებულად არ დავასახელებ სახელს და გვარს) უნდათ ქართულ მხარესთან შეხვედრა, მაგრამ ვიცი რუსების და ამერიკელი სომხების მხარდაჭერით აშინებენ და ემუქრებიან ახალი ომით, ეუბნებიან აფხაზეთი ჩვენ წავართვით საქართველოს და ჩვენ გადავწყვიტავთ რაც საჭირო არისო.

    ქალბატონო ლიანა, მოკლედ მინდა ვთქვა (ეს საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლება), მთელმა მსოფლიომ რომ ჩამთვალოს იდიოტად, მე მაინც მყარად მწამს, არ აღსდგება საქართველოს სამართლებრივი სივრცე და როგორც ესენი საკუთარ ყურებს ვერ დაინახავენ, ისე ვერ ეღირსებიან 69.7 ათასი კვადრატულ კილომეტრზე კონტროლს. აი ეს არის სიმართლე. ჩვენ ვეცდებით ყველაფერს, რომ მომავალ თაობას მაინც დავუტოვებთ საფუძველს. რომ ჰქონდეთ სამართალი რისთვის იბრძოლონ.

    Like

  5. ბპგ said

    სწორია ლია!

    და — თემას გაგრძელება სჭირდება — ასეთი:

    გლობალიზაციის მეორე ადგილობრივი ნაირსახეობაა – ”ჟვანიირება”… — ბევრად უფრო გავლენიანი…

    Like

  6. Roland Matiashvili said

    ქალბატონო ლიანა ძალიან საინტერესო და ყურადსაღები სტატია გაქვთ, დიდი მადლობა. სამწუხაროდ საქართველოში გლობალისტურ ,,ლიბერალიზმს,, დიდი გაქანება მისცეს..

    Like

  7. იოსებ ღუდუშაური said

    მშვიდობა ქ-ნო ლია!

    ძალიან მომეწონა თქვენი ეს წერილი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც უდიდესი სიფრთხილითაა დაწერილი. შეიძლება ზოგიერთ მოსაზრებაში არ დაგეთანხმოთ, მაგრამ საერთოდ მოსაწონი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილებისათვის. ამასთან ერთად, ქალის მხრიდან, ასეთი წერილის დაწერა დიდ გამბედაობას ნიშნავს!

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თქვენი მამხილებელი წერილის გამოქვეყნება დაემთხვა (ჩემთვის სასიამოვნო დამთხვევაა და სხვისა რა გითხრათ) ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მამათმავლებისა და სხვა გარყვნილი „პროფესიების“ წარმომადგენელთა დამცველი ჰილარი კლინტონის საქართველოში, სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობას, მაშინ ეს წერილი მისი სტუმრობით აღფრთოვანებული გლობალისტური ელიტის რიგებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

    ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს წერილი მაინც და მაინც ფარაჯანოვის სოდომურ-გომორული ცოდვის მხილებას ეხება. ამას მაშინ ვიტყოდი ფარაჯანოვი რომ ცოცხალი ყოფილიყო. ეს წერილი ეხება უპირველეს ყოვლისა უფლისთვის ყველაზე საძულველი ცოდვის მხილებას, რომელსაც ქართველ ერში ნელ-ნელა ნერგავენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული გლობალისტური პოლიტიკის მარიონეტები. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას „ფარაჯანირება“ დაერქმევა ამას კინო-ხელოვნებაში თუ პოლიტიკაში -„ჟვანირება“!

    „სინამდვილეში ეს ორი პიროვნება ჩემი იდეური მოწინააღმდეგეა. ორივესთან კვალს მივყავართ “პროვინციულ ფაშიზმამდე“ და ზვიად გამსახურდიამდე.“ – თქვენს ამ წინადადებას, ზემოთ, ჩემს მიერ გამოხატული აზრის შემაჯამებელ წინადადებად გამოვიყენებდი.

    ხოლო ფრაზა, რომელსაც ქვემოთ გავიმეორებ, თქვენი წერილის მიზანსა და სულისკვეთებას სრულიად სრულყოფილად გამოხატავს. აი, ეს ფრაზა:

    „ფარაჯანირება“ უფრო მრავლის მომცველი ცნებაა. ფარაჯანოვი უბრალოდ არაფრად გვაგდებს,“ფარაჯანირება“ კი გვაცლის ეროვნულ თვითმყოფადობას. მას უფრო შორს მიმავალი, საშიში მიზნები აქვს.

    გეთანხმებით, ძალიან საშიშია „ფარაჯანირება“, რომელიც არა მარტო ეროვნულ თვითმყოფადობას გვაცლის, არამედ სამყაროს შემოქმედს განარისხებს, რის გამოც შეიძლება სასტიკად დავისაჯოთ მის მიერ! აი, ეს არის უფრო შორს მიმავალი მიზანი, საითაც უფლის დაუძინებელი მტერი გვიბიძგებს! ღმერთმა დაგვიფაროს!

    ღმერთმა დაგლოცოთ ქ-ნო ლია ამ გაფრთილებისათვის.

    P.S.

    მართალია ბ-ნო გოგი ქ-ნი ლია, როდესაც თქვენ მოგმართავათ და ჩემი მისამართითაც იგულისმება იგივე: „საინტერესოა, ამ თემის ფართოდ გაშლა, მაგრამ მე პოლიტიკოსი არა ვარ და მხოლოდ იმაზე შემიძლია წერა, რაც ვიცი. იქნებ ვინმეს, სულაც, თქვენ გაგეკეთებინათ ეს! “-ო. პოლიტიკოსებად ან მამულიშვილებად თუ ვთვლით საკუთარ თავს ბ-ნო გოგი, მაშინ ჩვენვე გვმართებს ამ თემის ფართოდ გაშლა. ასე არ არის ბ-ნო გოგი?

    მე დავიწყებ და თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ.

    Like

    • გიორგი გულბანი said

      გამარჯობათ,

      ცოტა უცნაურია, რომ ერთმანეთს ამ ფორუმის მეშვეობით მივმართავთ, მაგრამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს 🙂

      ასე მეგონა, რომ ქალბატონი ლიას წერილებით საკითხი საფუძვლიანად იქნა განხილული, მაგრამ მართალია ბატონი ბპგ, რომ მამათმავალი ჟვანიას ამბავი უფრო საშიშია. საქმე ისაა, რომ ფარაჯანოვის ფილმებს ახალგაზრდობა არ უყურებს. ეს გადაპრანჭული და ხელოვნური სამყარო ჯანმრთელი ახალგაზრდისთვის უინტერესოა. ასე, რომ ეს “კულტურული” ნაღმი ნაკლებად საშიში სჩანს.

      მამათმავალ ჟვანიას კი არსებული რეჟიმი განუწყვეტლივ რეკლამას უკეთებს. ხელისუფლება მას განსაკუთრებულად ნიჭიერ და წარმატებულ თანამედროვე პოლიტიკოსად უხატავს ახალგაზრდობას. არადა, სინამდვილეში ჟვანიას მთავარი “დამსახურება” ის იყო, რომ ის მამათმავალი იყო და თანაც ქართული სისხლის არც ერთი წვეთი არ ერია. სწორედ ეს მოსწონდათ და ამიტომ ენდობოდნენ მას გავლენიანი პოლიტიკოსები ვაშინგტონში. მათ მშვენივრად იციან, რომ ასეთი ადამიანი თავს არ შეიწუხებს საქართველოსთვის და ბატონის მორჩილიც იქნება. ამიტომ არ მჯერა, თითქოს ჟვანია მოეკლათ. დასავლეთი საკუთარი დასაყრდენის მკვლელობას არავის აპატიებდა.

      სწორედ ამას გვულისხმობდი, როდესაც ვწერდი, რომ დასავლეთი გეი პარადებს უფრო დაგვიფასებს, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას.

      ამით, ჩემი მოკრძალებული წვლილი აღნიშნული თემის განვითარებაში დასასრულს მიუახლოვდა…

      Like

      • იოსებ said

        ბ-ნო გიორგი, ჩვემ რომ ამ ფორუმზე ერთმანეთს ვეხმაურებით ამაში უცნაური, მე მგონი, არაფერი არ არის. იმის გარდა, რომ ჩვენ შეგვიძლია მრავალ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ, სხვის გასაგონად საუბარიც არ იქნებოდა ურიგო. იქნებ, ჩვენი მოსაზრებების მოსმენა მათთვისაც სასარგებლო გამოდგეს?

        „მამათმავალ ჟვანიას კი არსებული რეჟიმი განუწყვეტლივ რეკლამას უკეთებს. ხელისუფლება მას განსაკუთრებულად ნიჭიერ და წარმატებულ თანამედროვე პოლიტიკოსად უხატავს ახალგაზრდობას“-ო, რომ ბრძანებთ ბ-ნო გოგი, ამაში აბსოლიტურად გეთანხმებით. იმაშიც გეთანხმებით, რომ კინოში განდიდებულ ფარაჯანოვზე უარესი და საშიში, პოლიტიკაში განდიდებული და რეკლამირებული ზ.ჟვანია და მისი ე.წ. გუნდია.

        ახლა ჩვენ შევეხეთ ისეთ თემას, რომელიც ჯერ-ჯერობით ქართველი მამულიშვილებისათვის თითქმის ტაბუდადებულია რაღაც მოსაზრების გამო, რომელსაც მე ვერ მივიჩნევ სამართლიან და არგუმენტირებულ მოსაზრებად.

        გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ განთავსებულ ბმულზე არსებულ ინფორმაციას და შემდეგ განვიხილოთ რამდენად უზნეოა ამ რეჟიმის მიერ ზ. ჟვანიას განდიდება, ილია II მიერ, იგივეს, განდიდების ფონზე.

        http://bpg.sytes.net/Didgori/default.asp?bpgpid=3&pg=1

        „…ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.“ (საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, http://www.government.gov.ge/jvania.php )

        იხ. ვრცლად ზ. ჟვანიას განდიდების შესახებ შემდეგ მისამართზე:

        http://www.government.gov.ge/jvania.php

        p.s. ესეც ჩემი მოკრძალებული წვლილი. ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მწარე სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.

        Like

      • Eliava Liana said

        მადლობა ყველას, უცნობ-ნაცნობებს, შეხმიანებისათვის!

        ჩემი ჯიუტი აზრით, ქართული ცნობიერების დაცვა ერთნაირად მნიშვნელოვანია ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც. ორივე თემა ამოუწურავია.

        მივესალმები ყოველ, ნიშანში მოხვედრილ, მართალ სიტყვას.
        ლ. ე.

        Like

  8. იოსებ said

    video: http://www.youtube.com/watch?v=EvRUB4_Whqk

    „ჟვანია და მისი გუნდი“

    Like

    • Eliava Liana said

      გამარჯობათ, ბატონო სოსო!
      გმადლობთ, რომ ჩვენი სიტყვიერი კამათი გაამდიდრეთ ვიზუალური მასალით.
      შემაძრწუნა ჟვანიას “დროსტარებამ“ ახალგაზრდებთან. ოპოზიცია ახლანდელ მთავრობას აბრალებს მის დაღუპვას, თქვენ კი მას ჟვანიას განდიდებაში ადანაშაულებთ. სად ვეძიო სიმართლე?
      “დიდგორს“ გმირული შრომა გაუწევია, ზღვა მასალის მოსაძიებლად. როგორც პროფესიონალმა, მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, გაიზიარებთ თუ არა, თქვენი საქმეა.
      1. მასალა მუშაობის დასაწყისში ყოველთვის ბევრია.არ შეიძლება ყველაფრის გამოტანა სამზეოზე.არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ პოლიტიკურ, თუ სხვა სამხილებს. მასალა უნდა გაიცხრილოს და შეირჩეს, განთავისუფლდეს უაზრო ბალასტისაგან. ბოლოსდაბოლოს, ისინი ცალკე შეინახეთ. მაგ. უზრდელი ბებოები. ყველა კუთხეს ჰყავს თავისი ჭკუასუსტი ადამიანები. საჭიროა მათი გამოჭენება? ასეთები სხვაც ბევრია.
      2. გადარჩეულ მასალას სჭირდება მონტაჟი, ან თემატურად მაინც დალაგება, რაღაც ქვესათაურის ქვეშ. ჩანასახის სახით, ეს ზოგან არსებობს, უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა. თორემ ახლა დომხალია და ღირებულს აუფასურებს მდარე გემოვნების კადრები.
      3.ბოლოს იდეურ მოწინააღმდეგეს არ შეიძლება დაუპირისპირდე უგვანი ხერხებით. მახსოვს, როცა ბატონი ზვიადი, მოსალოდნელი საფრთხის გამო, დაბლა სართულში ჩავიდა, “ბუნკერი” არ მინდა ვახსენო, კინოსტუდიაში ეგრევე გადაიღეს ფილმი “ვირთხა”, მშიშარა კაცზე. მე არავის არ ვადრი ერთმანეთს. ეს აკრძალული ხერხია, უბრალოდ პარალელს ვავლებ. ჩვენს ეგზისტენციალურ დროში შიში არ არის სამარცხვინო. არ ეშინიათ მხოლოდ გიჟებს. დაცინვა, გამასხრება, რომელშიც საქართველოს მტრის თანამოაზრე ხდები, არა მგონია, მისაღები იყოს. ყველა ადამიანს მოეძებნება ადამიანური სისუსტეები და არამომგებიანი წერტილები გადაღების დროს, ნმონტაჟსაც მაგიური ძალა აქვს. სჯობია, სხვებზე პასკვილის შესაკოწიწებლად დახარჯული ენერგია უფრო შემოქმედებითად დაიხარჯოს, თორემ ახლა ვინმეს ახსოვს “ვირთხა“?! ეს ჩემი პირადი აზრია, არ გახვევთ თავს. მე “ფრთხილად“ იმიტომ ვწერ, რომ ქრისტიანულ მორალს ვეფუძნები. იმედია, რჩევებს არ მიწყენთ.
      პატივისცემით, ლ.ე.

      Like

      • გიორგი გულბანი said

        ქალბატონო ლია,

        აუცილებლად უნდა შევეხმიანო თქვენს ერთ შეითხვას: “ოპოზიცია ახლანდელ მთავრობას აბრალებს მის დაღუპვას, თქვენ კი მას ჟვანიას განდიდებაში ადანაშაულებთ. სად ვეძიო სიმართლე”?

        ნუთუ თქვენ მართლა გჯერათ რომ ეს ფართოდ რეკლამირებული ადამიანები არსებული რეჟიმის ოპოზიციაა? რა იდეოლოგიური განსხვავებაა მიშასა და “გრეჩიხას” ან აწ განსვენებულ პატარკაციშვილს შორის? ანდა, ხაინდრავასა და ბოკერიას შორის? სკამისა და სალაფავის გამო ერთმანეთს დარეული ხროვა არც პოზიციაა და არც ოპოზიცია ამ სიტყვების პირვანდელი მნიშვნელობით.

        ქართველ ერს ეს არ ეშლება. ამის უშუალო დასტურია თუნდაც თბილისის მერის არჩევნები, სადაც ოფიციალური, ანუ გაყალბებული მონაცემებით ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარი მივიდა. ანუ, თბილისელების 50–70% ნათელია, რომ “პოზიცია” და “ოპოზიცია” ერთი ოხერია.

        გიორგი

        Like

  9. a.sanduxaZe said

    გამარჯობათ!

    ბატონო იოსებ, გვერდები არ იხსნება, იქნებ რაიმე აკლია მისამართს?

    ბატონო იოსებ, თქვენ ისეთ “მტკივნეულ” თემას შეეხეთ რომ…
    მთელი საქართველო ამუნათებს ბატ. ედუარდს, მაგრამ ბატ. ილია (შევარდნაძის სიტყვებია) ხოტბა დიდებას ასხამს, ვერაფერი გამიგია, ვინ მართალია, ვინ არა, რამ გამოგვაჩერტეტა ასე მთელი ერი, რომ ჭეშმარიტება ვერ შეგვიგნია. აკი ჩაგვჩიჩინებენ, პატრაირქი ყოველთვის მართალიაო, თქვენ კი მაინც თქვენსას გაიძახით… გახსოვთ ალბათ ერთერთი მორიგი შტერაქტის შემდეგ ტელეეკრანები გაუსრულებლად უჩვენებდა პერანგიან ედოს, მაშინ საქართველოს პატრიარქმაც მიმართა და მგონი ასე დაგვმოძღვრა – “ბედნიერია საქართველო, რომ ედვარდ გიორგი ცოცხალი გადარჩაო”, ისიც გეხსომებათ ედოს დაბდღეზე რა სიტყვები წარმოსთქვა, ან კიდევ ისიც თუ როგორ ააცილა საქართველოს ფურთხილოკია მონებმა გარდაუვალი კატასტროფა და ამ დღეს თვალებგაბრწყინებული პატრიარქი, რომელმაც თავის სულიერ შვილად აღიარა ედო.
    თქვენ კი არაფრის მოსმენა არ გინდათ მაინც თქვენსას გაიძახით. არც მაშინ მოვუსმინეთ და დავუჯერეთ – ბრძოლის ველიდან წადითო, რომ მოგვიწოდა 1989 წლის 9 აპრილს, რომ დაგვეჯერებინა ის ტრგედიაც არ მოხდებოდა და არც შემდეგდრიონელი “უბედურებები”, მავანნი დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც რომ უბედურებად მიიჩნევს.
    გაიძახით ახალაია ცუდი კაციაო და შეუმცდარი პატრიარქი ორდენით აჯილდოებს, რა ვქნა ახლა მე, ვის გერწმუნოთ, თქვენ თუ მარადჟამ მართალ ილია II-ს?
    არ შეიძლება ბატონო სოსო, არ შეძლება ასე, დროში ჩარცენა “ავნებს სულსა, მერმედ ხორცსა”- ო, ხომ გაგიგიატ. აუწყვეთ დროს ფეხი და ბევრსაც მოიგებთ, არც მტელს დუნიას გადიკიდებთ მტრად და წინც წახვალთ, ესაა ახლა საქართველოში მოდაში.

    ეჰ, რას იზამ, ირაკლი შიოლაშვილი ერთი მთავრობაძის გარდა ყველა მთავრობაზეს ლოცავს და აკურთხებს, ხოლო იმ მთავრობაზემ, რომელმაც დედა ეკლესიას თავისი შვილები დაუბრუნა და ფერფლიდან აღადგინა ჭეშმარიტი სარწმუნოება თოფის გასროლაზე არ მიეკარა, ზურგი აქცია. მაგრამ როდესაც მოსპახანიდან ედვარდ-გიორგი რკინის ფასკუნჯით ჩამოფარფატდა, აეროპორტში მისვლა ვერვინ მიასწრო. მაშინ, როდესაც საქართველოს გულში ესროლეს ლოგინად იყო ჩავარდნილი და გარეთ გამოსვლა ვერ შეძლო…
    რას იზამ ბატონო სოსო, შეგვაჩვენებენ ამ სიმართლისთვის, ანათემას გადაგვცემენ, ჩაგვქოლავენ. სხვას რა უნდა მოვკითხოთ, ჩვენიანი რომ გვგონია, შენი ნათქვამის გაგონება სიკვდილივით არ უნდა…

    ნახევრად სიმართლე კი სიცრუეზე მეტად საშიში და მავნებელია.

    Like

  10. გიორგი გულბანი said

    გამარჯობათ,

    ასე მგონია, რომ საქართველოში ტაბუდადებული თემა აღარ არსებობს. ამის სამწუხარო მაგალითია ის ღია შეტევა, რომელიც ამას წინათ წმიდა წერილზე მიიტანა ხელისუფლებამ და “ოპოზიციამ”. როგორც მოგეხსენებათ, ღვთის მგმობელობა საჯაროდ ჩაიდინა ხელისფლებამ და ე.წ. ოპოზიციამ. ხელისუფლებას წარმოდგენდა “თავისუფლების ინსტიტუტი”, ილიას სახელობის უნივერსიტეტის რექტორატი და ტელეკომპანია “იმედი, ხოლო “ოპოზიციას” – ტელეკომპანია “კავკასია” და ამ რეგვენთა დასაცავად მივარდნილი გუბაზ სანიკიძე და სხვა “ოპოზიციონერები”.

    “ტაბუს” ალალმართალ ტომებში იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ზნეობას აქვს კულტურულ ერებში. კულტურული ერები ცივილიზაციას, ანუ კომფორტს გვაზიარეს და ახლა კომფორტის წართმევით ცდილობენ, რომ შეგვაშინონ. სუკის აგენტი და გერმანიის მოქმედი კანცლერი, ანგელა მერკელი სწორედ ამას ეუბნება ცივილიზებულ გერმანელს: “თუ რუსეთს არ დავუთმეთ, გაზს გადაგვიკეტავს და თბილი ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაში მოგიწევთ სიარულიო”. გოეთეს და ბახის შთამომავალი ისე დაკნინდა, რომ ჩეჩმის შიშით მზადაა მაიაკოვსკის ლექსებზე აღზარდოს შვილი…

    სიდუხჭირემ ქართველობას კულტურა შეგვინარჩუნა. ხოლო, ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთიდაიგივეა. ამიტომაა ასე ფრთხილი რიგითი ქართველი საეკლესიო საქმეებში. 40 წელს გადაცილებულ ქართველს ნანახი აქვს გაზეთში დაბეჭდილი მტკიცებულება, რომ სუკის რიგითმა ოფიცერმა70–იან წლებში გადაიბირა მოქალაქე ირაკლი შიოლაშვილი და მიანიჭა ზედმეტსახელი “ივერიელი”. ყოველი სასულიერო პირი ჩვეულებრივი მოკვდავია და შესაბამისად არ შეიძლება უცოდველი იყოს. მაგრამ, ყოველი სასულიერო პირი უფლის ნებით აღასრულებს საეკლესიო საიდუმლოებას. უკაცრავად, რომ ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ვიმეორებ, მაგრამ ეს მსჯელობისთვის მჭირდება. “ივერიელ”–თან დაკავშირებით სირთულე ისაა, რომ ეს ადამიანი საქართველოს ეკლესიის პარტიარქია. მოგეხსენებათ, რომ “თავისუფლების ინსტიტუტად” წოდებული საერთაშორისო მაფიის აგენტურა აქტიურად ებრძვის მართლმადიდებლობას. ამ ბრძოლის ერთ–ერთი მიმართულება საპატრიარქოს დაკნინებაა. ანუ, “თავისუფლების ინსტიტუტი” ცდილობს მართლმადიდებლობის დამარცხებას პატრიარქის შეცვლის გზით. აბა დაფიქრდით, როგორ ადამიანს ამზადებენ ამ სასულიერო წოდებისთვის, თუკი “ივერიელი” ხელს უშლით? ქართველი ერის კულტურის ერთ–ერთი გამოხატულება ისიცაა, რომ ის გუმანით გრძნობს, თუ როგორ უნდა გაიაროს მახვილის პირზე. სიმართლე უნდა ითქვას გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას და გარკვეული ფორმით. ამის დროც მოვა. ახლა კი გავიხსენებ ანდაზას: ხმა ღვთისა და ხმა ერისაო.

    ჩემის მოკრძალებული აზრით ეს მტკივნეული საკითხი ქართველი ბერ–მონაზვნებისა და ზოგადად ქართველი სამღვდელოების გადასაწყვეტია. ჩვენ კი, საერო პირები, ასევე ჩემის აზრით საერო მანკიერებებს უნდა დავუპირისპირდეთ.

    გილოცავთ პეტრე–პავლეს დამდეგ დღესასწაულს!

    გიორგი

    Like

    • იოსებ said

      დიდი მადლობა პეტრე-პავლობის დღესასწაულის მოლოცვისათვის. თქვენც გილოცავთ! გაიხარეთ და გამრავლდით.

      თქვენს ამ ჩანაწერს ვიზიარებ გარდა იმ პირადი მოსაზრებისა, რომელიც სხვა ერისკაცების მოქცევის ნორმას განსაზღვრავს, როდესაც საკითხი წმინდა სამოციქულო ეკლესიის სიწმინდეს ეხება.

      თქვენი აზრი ასეთია: „ჩემის მოკრძალებული აზრით ეს მტკივნეული საკითხი ქართველი ბერ–მონაზვნებისა და ზოგადად ქართველი სამღვდელოების გადასაწყვეტია. ჩვენ კი, საერო პირები, ასევე ჩემის აზრით საერო მანკიერებებს უნდა დავუპირისპირდეთ.“

      ხოლო ქრისტეს ეკლესიის სწავლება ასეთია:

      გვეხება თუ არა ჩვენ, ერისკაცებს ის უსჯულოება, რაც ჩვენს გარშემო აშკარად ხდება?

      დამერწმუნებით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენს თვალწინ ვხედავთ დანაშაულს, განკითხვას, სიცრუეს და თავლს ვარიდებთ. ეს ხომ ჩვენი საქმე არაა?! ხშირად გაგვიგია კიდეც – ცხვირს ნუ ჩაჰყოფ სხვის საქმეში და მისთ.
      რამდენად მართლები ვართ ჩვენ სინდისისა და უფლის წინაშე?!
      რამდენად შეიძლება გვეწოდოს თანამონაწილეები ცოდვისა, რასაც დავინახავთ და თვალს დავხუჭავთ?!

      მოდით ვნახოთ რას გვეუბნებიან წმინდა მამები და სჯულის კანონი:

      წმიდა იოანე ოქროპირი. პირველი სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ

      მუხლი მე-3

      ”თუკი თქვენ ხედავთ, რომ რომელიმე თქვენი ძმობიდან ჩავარდნილია რაიმე მსგავს უსჯულოებაში და ეს თქვენ მიგაჩნიათ სხვის და არა საკუთარ განსაცდელად და ცდილობთ თავი გაიმართლოთ თქვენ მამხილებელთა წინაშე ასეთი სიტყვებით: რა ჩემი საქმეა ეს?, რა მაქვს საერთო მასთან? _ ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა გამოხატულება უკიდურესი საეშმაკო ულმობელობისა და არაადამიანობისა! რას ლაპარაკობ შენ? თუკი ხარ რა ბუნებით ადამიანი და გაქვს სხვასთან ერთი და იგივე ბუნება, და აქედან გამომდინარე მითუმეტეს გყავს საერთო თავი _ ქრისტე და ამის შემდეგ შენ კიდევ აცხადებ, რომ არაფერი გაქვს საერთო შენივე ასოებთან, _ კი მაგრამ, რანაირადღა აღიარებ მაშინ, რომ ქრისტე არის ეკლესიის თავი? თავი კი რა თქმა უნდა აერთიანებს და აკავშირებს ყველა ასოს, ზუსტად განალაგებს რა მათ ერთმანეთის მიმართ. თუკი შენი თქმით, მართლაც, არაფერი გაქვს საერთო შენ ასოებთან, მაშინ არაფერი გაქვს საერთო არც შენ ძმასთან და არც ქრისტე არ არის შენი თავი.”

      მუხლი მე-4

      ”რამდენადაც თქვენ წარმოადგენთ ქრისტეს მხედრობას, ამიტომაც გულმოდგინებით გამოიძიეთ და გაარკვიეთ, ხომ არ გაერია თქვენს შორის ვინმე უცხო ტომის კაცი და თქვენც გამოაცხადეთ მის შესახებ, არა იმისთვის, რომ ჩვენ რომელიმე ბელადების მსგავსად მოვკლათ ის, ან ხორციელი ტანჯვის მეშვეობით დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ის გავანთავისუფლოთ თავისი შეცდომილებისა და ბიწიერებისაგან და რათა ჩვენც ჩვენი საქმე გავაკეთოთ მთელი სიზუსტის დაცვით. ხოლო, თუკი თქვენ ეს არ გინდათ და იცით რა დამნაშავის შესახებ, დაიწყებთ მის დაფარვას, _ დარწმუნებულები იყავით, რომ მისნაირივე სასჯელს დაექვემდებარებით. და პავლეც სასჯელს ადებს, არა მხოლოდ იმათ, ვინც ბოროტებას “იქმან”, არამედ იმათაც ვინც “თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.” (რომ. 1. 32). და წინასწარმეტყველიც ერთნაირად განიკითხავს ისეთებსაც, ვინც იპარავს, და ვინც მპარავებთან ერთად გარბის. (ფს. 49, 18). და ეს სრულიად სამართლიანია.

      “ვინც იცის რა ბოროტმოქმედის შესახებ და იფარავს მას, ამით, ერთის მხრივ, აძლევს უზარმაზარი თვითნებობის საბაბს და მეორეს მხრივ, კი განაწყობს ისე, რომ ასეთმა დიდი უშიშარობით აკეთოს ბოროტება.”

      ბასილი დიდის 71-ე კანონი
      ”ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი”

      ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის მიერ ამ კანონის განმარტება
      ”ეს კანონი წარმოადგენს წინა (51_70) კანონთა დამაგვირგვინებელ კანონს, რომლებიც განიხილავდნენ სხვადასხვა ცოდვებს. და თვითოეულ ისეთ პირს, ვინც იცის ამ კანონებში მოყვანილი ცოდვების ფაქტები, მაგრამ ეპისკოპოსს არ აცნობებს მათ შესახებ და დამნაშავეს ხელს აფარებს, ყველა ასეთი ისევე დაისჯება, როგორც შემცოდე.

      ამავე დროს, კანონში აღწერილია ერთი მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის საეკლესიო-იურიდიული განწესება. მაშასადამე, ზევითმოყვანილ კანონებში დამნაშავეები ისჯებიან შესაბამისი ეპიტიმიებით. მაგრამ ისჯებიან ასე არა მარტო ისინი, არამედ ის ხალხიც, ვინც ამ ცოდვებთან იყო შეხებაში ანუ, ანკვირიის 25 კანონის მიხედვით, “თანადამნაშავენიც”. სწავლება თანამონაწილეობის შესახებ განვითარებულ იქნა რომაულ კოდექსში, რამაც გამოძახება ჰპოვა ამ კანონშიც. თანამონაწილედ საერთოდ ითვლება ის, ვინც შეგნებულად ეხმარება მთავარ დამნაშავეს დანაშაულის აღსრულებაში. თანამონაწილეობა შეიძლება იყოს ორგვარი: უშუალო, ანუ, როდესაც ვინმე პირი მხარს უჭერს და აქტიურად ეხმარება შემცოდეს დანაშაულის ჩადენაში, და არაუშუალო, ანუ ინტელექტუალური, როდესაც ვინმე შეგნებულად წააქეზებს დამნაშავეს დანაშაულის ჩადენისკენ. თანამონაწილეობას ეკუთვნის ასევე ისიც, როდესაც ვინმე ისეთ ქმედებებს სჩადის, რაც უადვილებს დამნაშავეს ცოდვის ჩადენას, ასევე თანამონაწილეობად ითვლება დაფარვა, ან კი განთავისუფლება დამნაშავისა სასჯელისაგან.”

      კითხვა: კიდევ რანაირად ვმონაწილეობთ ჩვენ სხვის ცოდვებში?
      პასუხი: როდესაც ვაძლევთ სხვებს ცოდვის საბაბს, ან რაიმე საცთურით, რასაც მოჰყვება ცოდვა ან სურვილით, ან უწმაწური სიტყვებით, ან ბიწიერების ქებით, ან კი კეთილი საქმეების ძაგებით. ასევე, თუკი ვინმე განზრახულად აგდებს სხვას მრისხანებაში, ან კი ის, ვინც თავისი ძალისაებრ არ ებრძვის ვნებას; ან კი არ მოძღვრავს ვინმეს თავისი ვალდებულებისდა მიხედვით: – ყველა ასეთი არის მონაწილე სხვისი ცოდვისა.

      არავინ იფიქროს, რომ რაიმეს მოიგებს სიმართლისაგან დამალვით:
      თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ ღირსეულმა ადამიანებმა რაიმე საქმის გამო, ის უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ მივა და აღიარებს, რაშიც ბრალი ედება, განუსაზღვრონ მას ეპიტიმია. მაგრამ თუ გამოიძახებენ და არ დაემორჩილება, გაუგზავნონ ორი ეპისკოპოსი და ხელახლა დაიბარონ. თუ მაშინაც არ შეისმენს მესამედ მიავლინონ ორი ეპისკოპოსი და კიდევ მოიხმონ. თუ ამის შემდეგაც ყურს არ ათხოვებს გამოძახებას და არ მივა, კრებამ თვითონ განსაზღვროს, რაც მიაჩნია საჭიროდ, რათა არავინ იფიქროს, რომ რაიმეს მოიგებს სიმართლისაგან დამალვით (მოც. კან. 74).

      ”თუ ვინმე დაარღვევს ერთ ამ მცნებათაგან უმცირესს და ასე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი ეწოდება მას ცათა სასუფეველში. ხოლო ვინც შეასრულებს და ასწავლის, მას დიდი ეწოდება ცათა სასუფეველში.” (მათე, 5; 19).

      p.s. ბატონი ზვიადი, რომ ღირსეული მამულიშვილი იყო და საკუთარ მართლმხილებას „დიდი სჯულისკანონიდან“ გამომდინარე აკეთებდა, ამაში, ალბათ დამეთანხმებით და ბ-ნ ზვიადს რომ მიბაძონ სხვა მამულიშვილებმაც ურიგო არ იქნებოდა. წაკითხული გაქვთ, ალბათ, მისი მხილების წერილები, რომლებშიც იგი ეკლესიის სიწმინდეს იცავს, ხოლო მისი სიწმინდის შემრყვნელებს – ამხელს!

      საკუთარი აზრი შეიძლება მეც გამაჩნდეს, მაგრამ როდესაც იგი ეკლესიის სწავლებასთან უთანხმოებაში მოვა, აქ უკვე დაფიქრებაა საჭირო!

      Like

      • გიორგი გულბანი said

        დიდი მადლობა ბატონო იოსებ.

        მე მაინც ვიტოვებ უფლებას, რომ არანაირ საქმეში არ დავდგე “თავისუფლების ინსტიტუტის” გვერდით.

        თქვენ კი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილს საქმეში.

        საუკეთესო სურვილებით,

        გიორგი

        Like

      • ლომისა said

        ნება თქვენია ბ-ნო გიორგი! იმედია, რომ წმინდა მამების და რჯულისკანონის აღსრულებისთვის სამღვდელოთა და ერისკაცთა მოწოდებას არ მიიჩნევთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ გვერდით დგომას.

        არც ჩვენ ვდგევართ „თავისუფლების ინსიტუტის“ გვერდით და მრავალჯერ ვამხილეთ მათი ანტიქრისტიანული საქმეები რჯულისკანონიდან და ეკლესიის სწავლებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ასეთ საქმიანობას ბევრი ეძახის „თავისუფლების ინსტიტუტის“ გვერდით დგომას.

        მეც ყოველგავრ სიკეთეს გისურვებ ბატონო გიორგი.

        იოსებ ღუდუშაური

        Like

  11. ბპგ said

    =
    * პოლიტიკოსები უნდა დაუპირისპირდნენ პოლიტიკურ მანკიერებებს
    * პიდარასტები უნდა დაუპირისპირდნენ პიდარასტულ მანიკერებებს
    * კულტურისტები უნდა დაუპირისპირდნენ კულტურულ მანკიერებებს
    * მანკიერები უნდა დაუპირისპირდნენ მანკების მანკიერებებს
    🙂

    Like

    • ბპგ said

      და — ბოლოს — გვირგვინი:
      * ეკლესია უნდა დაუპირისპირდეს ეკლესიურ მაკიერებებს!
      🙂

      Like

      • გიორგი გულბანი said

        სახალისო ფორმულებია. როგორც სჩანს ხუმრობის დროა და ყველაზე სასაცილო მაინც მესამე აზრია არამანკიერი მამათმავლების შესახებ 🙂

        კიდევ ერთი სასაცილო ფორმულა: კრეტინებს არ უნდა დაუპირისპირდე, რადგან თავისი გაჭირვება ეყოფათ 🙂

        Like

      • Eliava Liana said

        გამარჯობათ!
        გოგი ბატონო , ნუ გამოვეკიდებით სიტყვებს. რაც გინდათ, ის დაარქვით ადამიანთა ჯგუფს, რომელიც პრესაში დეტალურად ჰყვება, როგორ დაიღუპა ზურაბ ჟვანია. ამავე დროს იწერება ისიც, რომ საქართველოს მთავრობა მას განადიდებს.
        ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, როგორ უთავსდება ეს ურთირთგამომრიცხავი ამბები ერთმანეთს?!
        მადლობა ბატონ სოსოს, ღვთისმეტყველების გაკვეთილებისთვის!
        ბატონ ბპგ-ს ხუმრობა თუ ნიშნავს იმას, რომ ,ყველა საქმეში საჭიროა პროფესიონალიზმი, მაშინ არის მასში სიმართლის ნატამალი. თუ არადა ,მისთვის მიმიწერია ჩემი სურვილი _ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!
        ამ საღამოს ჰელსინკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გახლდით. შენდობა-მიტევებისთვის განვეწყვე. თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
        ლიანა ელიავა

        Like

  12. იოსებ said

    ქ-ნი ლიას შენიშვნებს ვიზიარებ იმდენად რამდენადაც დროის გარკევულ ეტაპზე ვიყავი „დიდგორის“ რედაქტორი.

    ქ-ნო ლია!

    გეთანხმებით, რომ ბევრი რამ დასალაგებელია და ერთგვარ დომხალად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს. „დიდგორმა“ სამჯერ გამოიცვალა „ვებ-ბინა“ და ნაწილობრივ ამის გამო ვერ მოხდა ამ მასალის სიტემაში მოყვანა.

    თქვენს სხვა შენიშვნებს გავიზიარებთ თუ კონკრეტულად მიგვითითებთ იმაზე რაც გამოსასწორებელია.

    „ისინი ცალკე შეინახეთ. მაგ. უზრდელი ბებოები. ყველა კუთხეს ჰყავს თავისი ჭკუასუსტი ადამიანები. საჭიროა მათი გამოჭენება? ასეთები სხვაც ბევრია.“

    აქ ვერ გავიგეთ რაზეა საუბარი ქ-ნო ლია. გთხოვთ დააზუსტოთ რა არის გამოჭენება და ვინ გამოჭენდა „დიდგორზე“.

    „2. გადარჩეულ მასალას სჭირდება მონტაჟი, ან თემატურად მაინც დალაგება, რაღაც ქვესათაურის ქვეშ. ჩანასახის სახით, ეს ზოგან არსებობს, უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა. თორემ ახლა დომხალია და ღირებულს აუფასურებს მდარე გემოვნების კადრები.“

    დიახ, ასეთ საქმეში ნამდვილად პროფესიონალია საჭირო, მაგრამ ვეჭვობ, რომ პროფესიონალმა ამ საქმეს მოჰკიდოს ხელი. ამ საქმეს შემოსავალი არ შემოაქვს, ვერც პოლიტიკურ ქულებს დააგროვებ, მტრები კი იცოცხლე მრავლდებიან და მხოლოდ სულის ცხოვნებისთვის თუ დაეხმარება კაცს. სულის ცხოვნების საფუძვლად წმინდა სამოციქულო ეკლესიის, წმინდა და ღირს მამათა სწავლებას ვგულისხმობ, რომელსაც „დიდგორის“ საშუალებით ვაცნობთ ჩვენს მკითხველს.

    „დიდგორზე“ ძირითადად დოკუმენტური კადრებია და მდარე გემოვნების კადრებად რომელი მიიჩნიეთ? გთხოვთ დაგვეხმაროთ ასეთების გაგემოვნებაში თუ ეს შესაძლებელია.

    „3.ბოლოს იდეურ მოწინააღმდეგეს არ შეიძლება დაუპირისპირდე უგვანი ხერხებით.“

    დიახ, იდეურ მოწინააღმდეგეს არ უნდა დაუპირისპირდე უგვანო ხერხებით, რაც არ უნდა უსამართლოდ იქცეოდნენ ისინი. გთხოვთ მიგვითითოთ სად მოვიქეცით ჩვენ უგვანოდ და ვეცდებით შევინანოთ უუგვანო საქციელი, თუ ასეთი ჩადენილი გვაქვს.

    ღმერთმა დაგლოცოთ.

    Like

  13. იოსებ said

    ბ-ნი გიორგი ბრძანებს:„რა იდეოლოგიური განსხვავებაა მიშასა და “გრეჩიხას” ან აწ განსვენებულ პატარკაციშვილს შორის? ანდა, ხაინდრავასა და ბოკერიას შორის? სკამისა და სალაფავის გამო ერთმანეთს დარეული ხროვა არც პოზიციაა და არც ოპოზიცია ამ სიტყვების პირვანდელი მნიშვნელობით.

    ქართველ ერს ეს არ ეშლება. ამის უშუალო დასტურია თუნდაც თბილისის მერის არჩევნები, სადაც ოფიციალური, ანუ გაყალბებული მონაცემებით ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარი მივიდა. ანუ, თბილისელების 50–70% ნათელია, რომ “პოზიცია” და “ოპოზიცია” ერთი ოხერია.”

    სრულიად ვეთანხმები ბ-ნი გიორგის შეფასებებს. მართლაც რა განსხვავებაა მიშას რეჟიმსა და „ოპოზიციას“ შორის? დიახ, ეს დღევანდელი პოლიტიკური პარტიები ვერ იქნებიან ჭეშმარიტად ოპოზიციური, ვინაიდან მათ საოპოზიციო ამ რეჟიმთან არაფერი აქვთ. ორივე მხარე გლობალისტური, ანტიეროვნული პოლიტკის შვილობილები არიან. მათთვის „ჯერ დემოკრატია, მერე – დამოუკიდებლობა“ კვლავაც მათი ქმედებების ლოზუნგს წარმოადგენს.

    ოპოზიცია ცდილობდა ეთამაშა ქართველი ერის გრძნობებზე,ისე, როგორც მიშას გლობალისტური „საძმო“ თამაშობდა ხელისუფლებაში მოსვლის დროს. ყველაზე დიდი იმედის მომცემი ბ-ნო გოგი ის არის, რომ ქართველი ერი ბოიკოტს უცხადებს უკანონო ხელისუფლების ნებისმიერ ცრუარჩევნებში მოძრაობას. ეს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დაწყების მაუწყებელია. ხალხი ნელ-ნელა თუ ხვდება, რომ ორივე მხარე ცდილობს მის მოტყუებას და საყოვეთაო ბოიკოტით ცდილობს უპასუხოს მათ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

    რეჟიმიც და „ოპოზიციაც“ კანონიერების აღდგენის სასტიკი წინააღმდეგი არიან და მთავარი მსგავსება მათი ეს არის! ამიტომ ჩვენი, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთადერთ საფიქრალად კანონიერების აღდგენა უნდა იქცეს და ეს იდეა უნდა გახდეს მომავალი ეროვნული მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

    Like

  14. გიორგი გულბანი said

    ქალბატონო ლია,

    “ოპოზიცია” ისევე ხშირად სცრუობს, როგორც ხელისუფლება. ასე ადვილად ნუ დაუჯერებთ. მივყვეთ ფაქტებს. ჟვანია იყო საერთაშორისო მაფიის მთავარი დასაყრდენი სააკაშვილი–ჟვანია–ბურჯანაძის სამეულში. ეს რომ მოეკლათ, მკვლელობის შემკვეთს აუცილებლად დასჯიდნენ. მაფია ვერ იარსებებს, თუკი შური არ იძია და საჯაროდ ცნობილი არ გახადა, რომ მოღალატე დასაჯა.

    მოვა დრო და გაცხადდება ამ ამბის დეტალები. არა მგონია ჟვანიას ქომაგებს მოეწონოთ სიმართლე. ეს ყოველივე ზუსტად იცის “ოპოზიციონერმა” ოქრუაშვილმაც, მაგრამ ვერ ბედავს სიმართლის თქმას, რადგან ამით “თანამოძმეებს” ამხელს სიცრუეში. ამას გარდა, ქართველი კაცისთვის სასაცილო გახდება ჟვანიას განდიდების კამპანია, რასაც ოქრუაშვილს არ მოუწონებენ დასავლეთში. ვგულისხმობ კამპანიის ჩაშლას.

    კეთილის სურვილებით,

    გიორგი

    Like

  15. ბპგ said

    «ღმერთის კანონიკური განჩინებებით მსახიობობა და რეჟისორობა ცოდვაა, და ამ ცოდვას უფლის წმიდა მოციქულთა კანონი განუწესებს განკანონებას, ასევე აღსარების წიგნში გაწერილია მოსანანიებლად მსახიობობის (თეატრი, კინო, მუსიკა, ჯაზი, როკი და ა.შ.) ცოდვის განკანონება და ზიარება არ ეკუთვნის მას, ვისაც ეს ცოდვა პროფესიად აქვს გადაქცეული!»

    http://didgori.wordpress.com/category/01-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/page/36/

    და სხვა…

    Like

    • ბპგ said

      «Нам велено отречься от всякой нечистоты, стало быть, для нас должен быть закрыт и театр, этот подлинный притон бесстыдства, где можно научиться лишь тому, что повсеместно осуждается. Главная притягательность театра заключается в гадости, которую жестами изображает ателланец, разыгрывает с женскими ужимками мим, оскорбляя стыдливость и нравственность зрителей, которой пантомим с детства позорит свое тело, чтобы впоследствии стать актером… Итак, если мы отвергаем любое бесстыдство, зачем слушать то, что говорить не дозволено, зная, что Бог осуждает шутовство и всякое праздное слово? Зачем смотреть на то, что запрещено делать? Почему выходящее из уст оскверняет человека, а входящее через глаза и уши не оскверняет, если глаза и уши прислуживают душе, и не может быть чистым то, чьи прислужники грязны? Таким образом из запрета на бесстыдство вытекает и запрет на театр. Если мы отвергаем знание светской литературы как глупость перед очами Господа, то нам должен быть ясен и запрет на все виды театральных постановок литературных произведений» (Тертуллиан. Избранные сочинения. М., 1994. С. 33)

      Like

      • ბპგ said

        Иоанн Кронштадтский:
        «Театр усыпляет христианскую жизнь, уничтожает ее, сообщая жизни христиан характер жизни языческой. Воздремашася вся и смеяху (Мф, 25, 5); между прочим этот гибельный сон производит в людях театр… Театр — школа мира сего и князя мира сего — диавола; а он иногда преобразуется в ангела светла (2 Кор. 11, 14), чтобы прельщать удобнее недальновидных, иногда ввергнет, по-видимому, и нравственную пьеску, чтоб трубили про театр, что он пренравоучительная вещь, и стоит посещать его не меньше церкви, а то, пожалуй, и больше: поэтому, де, что в церкви одно и то же, а в театре разнообразие и пьес, и декораций, и костюмов, и действующих лиц… Оправдывают игру в театре и называют ее полезною или безвредною, или, по меньшей мере, меньшим злом в сравнении с пьянством и распутством, и с этой целью стараются заводить повсюду театральные зрелища. Удивительное дело, что христиане не нашли лучшего средства для препровождения драгоценного времени, как театр, и по происхождению и по назначению своему сохраняющий доселе характер языческий, идолопоклонческий, характер суетности, пустоты, вообще показывающий в себе полнейшее отражение всех страстей и безобразий мира сего, похоти плоти, похоти очей и гордости житейской, и лишь редко доблести сынов отечества земного, а не небесного… Горе тому обществу, в котором много театров и которое любит посещать театры. Иногда, правда, театр бывает меньшим злом для любящих злое… Театр — противник христианской жизни; он порождение духа мира сего, а не Духа Божия. Истинные чада Церкви не посещают его» (Цит. по: Любимов Б. Н. Церковь и театр // Религия и искусство. М., 1998. С. 14 — 15).

        Like

      • iberiana said

        ამ სიტყვების სისწორე 1991-92 წლების მოვლენებმა დაადასტურეს.

        მაშინაც და ეხლაც ყველაფერი სპექტაკლია, ოპოზიციის მიტინგების ჩათვლით.

        Like

    • ბპგ said

      А они, собрав толпы изнеженных людей и скопище распутных женщин, весь этот театр и актеров увлекают в синагогу, ибо между театром и синагогою нет никакого различия.

      ибо между театром и синагогою нет никакого различия

      ИОАНН ЗЛАТОУСТ, Слово против иудеев *1

      Like

      • ბპგ said

        Знаю, что некоторые сочтут меня дерзким за то, что я сказал, нет никакого различия между театром и синагогою; а я считаю их дерзкими, если думают иначе.

        я считаю их дерзкими

        ИОАНН ЗЛАТОУСТ, Слово против иудеев *1

        Like

    • ბპგ said

      Св. Иоанн Златоуст так рисует состояние духа человека, возвращающегося из театра (“Слово против зрелищ”): “Ты уходишь, получивши множество ран,.. жена кажется тебе не так приятною, а дети несносными,.. дом отвратительным и обыкновенные заботы беспокойными и всякий приходящий обременительным и несносным… Не отсюда ли брани и ссоры? Не отсюда ли бесчисленные неприятности?” Вот образ духа человека, обольщенного прелестью жизни, виденной им на сцене, раздраженного и недовольного действительностью, которая кажется ему теперь досадной и скучной. Считая несовместимым ремесло актера со званием христианина, Церковь подвергала актеров отлучению. А св. Иоанн Златоуст даже запрещал христианам общение с ними или вкушение вместе пищи.

      Благочестивые миряне первых веков христианских чуждались театра. Такова, например, была Нонна – мать св. Григория Богослова. В отношении же клириков имелось запрещение им посещения театров. Это запрещение так поясняется о. Александром Ельчаниновым: “Почему священники не ходят в театр? Самый принцип театральности отвергается Церковью. Запрещаются маски, ряжения, переодевание в костюм другого пола, так как все это подделка, двусмысленность, фальшь. Даже смотрение на это – какое-то участие. Что же касается актера – то с чем большим увлечением он играет, тем больший ущерб наносит своей душе, поселяя в ней путаницу и ложь”.

      ოჰოო-ჰოოო…

      მაგრამ — მოდერნიზაციები?.. — დროისათვის ფეხის აყოლება?..

      არ გინდათ ევროპაააააყყ !..

      ბოლოს კი — მათი მიზანიც — „გეებისა“ და „ლესბოსელების“ მილიონიანი პარადები…

      Like

      • ბპგ said

        შემოგევლე და გენაცვალე წმ. იოანე ოქროპირო ათასწლეულის წინ რომ დაინახე და განსჭვრიტე ის რაც დღეს მოხდებოდა და საითკენაც მიჰყავდათ კაცობრიობა სახვადასხვა „პროგრესისტებსა“ და „განმანათლებლებს“…

        შემოგევლე და გენაცვალე!..

        Like

  16. Eliava Liana said

    გამარჯობათ!
    მივყვები თანმიმდვრობით. ბატონო სოსო, მე თქვენთან არაფერი მაქვს სადაო.
    მე თქვენს მიერ მოწოდებული საიტების მიმართ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება.
    თუ ისინი თქვენი არაა, ვისიც არის იმას თუ დაუჯდება ჩემი რჩევები ჭკუაში, ხომ კარგი, თუ არადა, არც ამით დაიქცევა ქვეყანა.
    რა ჩაძიება და მითითება უნდა, როცა მთელი წყებაა მოხუცი, ჭკუასუსტი ადამიანების, რომლებიც კადრში უხამს ლექსებს და გინებებს აფრქვევენ. ისინი თავის თავს ვერ აკონტროლებენ, ამიტომ გადამღებმა და გამავრცელებელმა არ უნდა იკადროს მათი საქვეყნოდ ჩვენება, რასაც მე მეტაფორულად გამოჭენებას ვეძახი.
    ასევე არ მითქვამს უგვანი ხერხები მე თქვენი მისამართით. მე ვგულისხმობდი ფილმებს, გადაცემებს, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დასცინიან, ამასხარავებენ, არაკორექტულად მოიხსენიებენ.მე პირადად ასეთ ფირებს ტირაჟირებას არ გავუკეთებდი. ესეც ადვილი მისახვედრია, რომლებია.
    ხელმეორედ ყველაფრის გასამეორებლად ნუღარ დავკარგავთ დროს.
    ახლა მთავარზე მინდა შევჩერდე.
    ბატონო ბპგ, რისთვისაა ეს ციტატები მოტანილი? თქვენ საერთოდ ებრძვით კინოსა და თეატრს, თუ მანკიერებებს მათში (კერძოდ, გულისხმობთ ქართულ სინამდვილეს)?
    ამაზე “იბერიანა“ მიანიშნებს, თქვენ კი მხოლოდ ციტატებს ახვავებთ.
    იგივე თეორიებით კომპიუტერი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს, მათ შორის მოიცავს კინოსა და თეტრსაც, არ არის ეშმაკის მანქანა?!
    დავიჯერო, თქვენ კომპიუტერს მხოლოდ ბიბლიოთეკად იყენებთ , რომ საღვთისმეტყველო ლიტერატურა იკითხოთ და მერე _ ფოსტად, რომ გაავრცელოთ ისინი?! სახიობის რომელიმე დარგი არასოდეს გინახავთ შიგ?
    ბატონ ზვიად გამსახურდიაზე უფრო ღვთისმოსავი პოლიტიკოსი მე პირადად არ ვიცი, ამ დროს არსებობს კადრი, სადაც ბატონი ზვიადი ოპერის ლოჟიდან “ბრავოს“ უყვირის ოპერის მსახიობ _პაატა ბურჭულაძეს. ოპერაც ხომ თეატრია!
    თქვენი არ იყოს, მეც შემჯავრდა კინო, მაგრამ კინოს ეს სრულებით არ უშლის ხელს, დევის ნაბიჯებით იაროს წინ და , სხვათაშორის, ჩვენი საყვარელი კომპიუტერიც თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
    როგორც ჟან-ჟაკ რუსოს დიდაქტიკურმა თეორიებმა ვერ შეაჩერა ცივილიზაციის განვითარება, ისე ვერავითარი
    რელიგიური მოსაზრებანი ვერ ჩაახშობენ კინოსა და თეატრის პოპულარობას. ამ რეალობას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი .
    სხვა საკითხია, ამ დარგებში მანკიერებებთან ბრძოლის აუცილებლობა, განსაკუთრებით ჩვენს სამშობლოში!
    პატივისცემით, ლიანა ელიავა

    Like

    • ბპგ said

      Eliava Liana said
      «მეც შემჯავრდა კინო, მაგრამ კინოს ეს სრულებით არ უშლის ხელს, დევის ნაბიჯებით იაროს წინ»

      დევის ნაბიჯებით მიდის წინ…

      Like

  17. ლომისა said

    ქ-ნო ლია, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ძალიან ნაადრევია, ალბათ, ჩვენი თაობისათვის რელიგიურ საკითხებზე საუბარი. მხოლოდ ახლა ვეცნობით მის ანა-ბანას და ამიტომ.

    საკუთარი ცოდვების შეგნება და აღიარება უფლის წინაშე და საჯაროდაც დიდ გამბედაობას და სულიერ მზადყოფნას მოითხოვს. თავად წმინდანებს უთქვამთ, რომ ცხოვრებაში დიდი ცოდვილები ვიყავითო, მაგრამ ფიგურალურად არ უთქვამთ როგორც თქვენ ამბობთ, რომ „რელიგიური მოსაზრებანი ვერ ჩაახშობენ კინოსა და თეატრის პოპულარობას. ამ რეალობას ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი“-ო. აუცილებელია ცოდვის შეგნება და შემდეგ მცდელობა მისი გამოსწორებისა სინანულის გზით.

    იქნებ, თანამედროვე ადამიანი იმიტომაა დღეს უბედური, რომ საკუთარ მოსაზრებებს ვერ ახშობს რელიგიური მოსაზრებებით. იქნებ ცოდვის აღიარება ჯობია მის გამართლებას იმით, რომ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი? ჩემის აზრით, ის რელიგიური მოსაზრებები, რომელიც სულიწმიდის ნიჭის ნაყოფია და არა კაცთა ნიჭისა, ჩვენს მოსაზრებებზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ ხოლმე, თუნდაც ეს მოძველებულად მოგვეჩვენოს.

    ღმერთმა დაგლოცოთ.ამინ.

    პატივისცემით,

    საკუთარ ცოდვების მორევში ჩაძირული და ერთი უღირსი არაგველი,

    იოსებ ღუდუშაური

    „უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.“

    p.s.

    ქ-ნი ლია, შეიძლება სულაც მეპურე ვყოფილიყავი და კარგი პური გამომეცხო, მაგრამ ბედმა მარგუნა კანონიერი ხელისუფლების ერთგულება და ეს არის ჩემი პროფესია. ხოლო უფლის სარწმუნოების ერთგულება კი ყველა მართლმადიდებლის ვალია!

    Like

  18. ლომისა said

    ჩემს ძმებს და დებს!

    ქართველი ერი თავის წიაღში ვერ ახდენს პოლიტიკურად გაერთიანებას, ვინაიდან ვერ ხდება მთავარში გაერთიანება. ეს მათავარი კი ქართველებისთვის წმინდა სამოციქულო ეკლესიის ერთგულებაა. ზვიად გამსახურდიამ ქართველი ერი დამოუკიდებლობის აღდგენის ქვეშ გააერთიანა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს საღვთო ჭეშმარიტებაში გაერთიანებასაც უპირებდა – არ დასცალდა. მის ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია და მოსავალს აუცილებლად მოიმკის ქართველი ერი, თუ მასავით ქრისტეს გზას შეუდგება მომავალში.

    სინამდვილეში კი ზვიად გამსახურდია ერის სულიერი მოძღვარი უფრო იყო იმ დროს, ვიდრე პოლიტიკური ლიდერი. უბრალოდ, ჩვენ, ქართველობა ვერ აღმოვჩნდით მზად მისი ამ საღვთო მისიის სრულად გაცნობიერებისათვის.

    გაეცანით ეფესოს უწმინდესი მიტროპოლიტის მარკოზ ევგენიკოსის აპოლოგიას, რომელიც მან წარმოთქვა მოახლოებული აღსასრულის ჟამს. შეუძლიათ და სურსთ ქართველ მამულიშვილებს ამ ჭეშმარიტებაში გაერთიანება? იქნებ ამ ჭეშმარიტებას საუფლო ჭეშმარიტებად არ მიიჩნევა?

    ______________________

    „თუმცა უკვე სიკვდილი მიახლოვდება, მსურს, რომ უფრო ვრცლად გამოვთქვა ჩემი აზრი, რათა დასაბამიდან აღსასრულამდე თანხმობაში ვიყო საკუთარ თავთან. არავინ იფიქროს, თითქოს ოდესმე სხვას ვამბობდი, გონებაში კი სხვას ვფარავდი, რისი გამხელაც მმართებდა მიცვალების ჟამს.

    პატრიარქის შესახებ ვიტყვი: ნუ განიზრახავს იგი, თითქოსდა ჩემი დაფასების საბაბით, მოავლინოს ეპისკოპოსები, ანდა მღვდლები, ანთუ ვინმე ისეთი, ვინც თანამოაზრეა მისი, რომ ჩემი უბადრუკი სხეულის დაფლვის ჟამს, აგრეთვე, როდესაც ჩემს ხსენებას სრულყოფენ, მათაც ერთობლივად ილოცონ და თანაშეერთონ ჩემეულ მღვდლებს, რომლებიც მსახურებას აღასრულებენ; ნურც იმას იფიქრებს, თითქოს რაიმე სახით, თუნდაც ფარულად, შევიწყნარებ მის ზიარებას. იმ მიზნით, რომ ჩემი დუმილი თანხმობად არ შერაცხონ მათ, რომლებმაც ჯეროვნად და ღრმად არ უწყიან ჩემი აზრი, ვამბობ და ვწამებ აქ მყოფი ყოველი ღირსეული კაცის წინაშე: არ მსურს და არც შევიწყნარებ მის, ანდა ვინმე მისთაგანის, ზიარებას; სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ (არ შევიწყნარებ) ქმნილ “ერთობას”, არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მისმა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისაკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მივუახლოვდები ღმერთს, აგრეთვე, მორწმუნეებსა და წმიდა მამებს; ანუ, რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებას და ეკლესიის ღვთისმეტყველ წმიდა მამებს. მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ. ამიტომ ვამბობ: ისევე, როგორც განშორებული ვიყავი მათგან მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ასევე ვარ ამჟამადაც. აღსრულებისას, და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ. ფიცით გამცნობთ, რომ არავინ მათგანი არ დაესწროს ჩემს დასაფლავებას, არც ჩემს ხსენებას; ნურც შეეცდება ვინმე, მათი მოაზრე, შემოგიერთდეთ და თქვენთან ერთად აღასრულონ მსახურება, რადგანაც ეს იქნება შეუზავებელთა შეზავება. ხამს, რომ ისინი ყოველგვარად განეშორონ ჩვენეულ ნაწილს, ვიდრე ღმერთი არ მოჰმადლის ჩვენს ეკლესიას ჯეროვან განმართვასა და მშვიდობას.“

    ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
    “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. II

    http://didgori.wordpress.com/2010/07/05/wm-markoz-efeseli/

    Like

  19. Eliava Liana said

    სალამი, სოსო ბატონო!
    ეს ტექსტები თქვენ აღმოაჩინეთ ახლა, თორემ მე ამ ტექსტების მიხედვით მისწავლია ძველი ქართული, ძველი ბერძნული, ლათინური და ა,შ. უნივერსიტეტში. ასე რომ არავითარ მოულოდნელობას ჩემთვის მათი უმეტესობა არ წარმოადგენს.
    სხვათაშორის, ცოდვებიც მონანიებული მაქვს აღსარებით და ზიარებაც მიღებული, მაგრამ მონაზვნობას მაინც არ ვაპირებ.
    არიან ახალი სკოლის რელიგიური მოაზროვნენიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კულტურის განვითარების თანამედროვე გზებს. მე შემეძლო მათი ციტატებიც მომეძია და დამედო თქვენთვის, მაგრამ არ მინდა ისეთ რამეს მოვკიდო ხელი, სადაც მხოლოდ მოყვარული აღმოვჩნდები. ნეტა, იმისთვის მეყოს დრო, რაც ჩემს საქმეში მაქვს წამოწყებული! ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
    პატივისცემით, ლიანა ელიავა.

    Like

    • იოსებ said

      ქ-ნო ლია, მადლობა ღმერთს, რომ „აღმოვაჩინე“ ტექსტები, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაა და არა იმ ახალი სკოლის რელიგიური მოაზროვნეების, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კულტურის განვითარების თანამედროვე გზებს.

      საინტერესო იქნებოდა ჩვენთვისაც გაგემხილათ ვინ არიან ახალი სკოლის რელიგიური მოაზროვნეები და რა რელიგიას სთავაზობენ კაცობრიობას. ალბათ ეკუმენისტურ სკოლას გულიხმობთ არა? სამწუხაროა, რომ ამ ტექსტებით გისწავლიათ, მაგრამ ახალი სკოლის რელიგიურ მოაზროვნეებს უფრო სწყალობთ.

      რელიგიის საკითხებში შეიძლება თქვენზე უფრო მოყვარული ვიყო, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია და მისი სწავლება, რომ ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზაა ამას რად უნდა განსაკუთრებული განათლება? ამას ჭირდება გულისყურის მიყურადება იმ ჭეშმარიტებისადმი, რომელიც წმინდა მოციქულებმა იქადაგეს.

      თქვენს პირად ცოდვებზე მე ერთი სიტყვაც არ მითქვამს და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ცოდვებს ინანიებთ და აღსარებებს აბარებთ. ღმერთმა შეგინდოთ და გაცხოვნოთ. ღმერთმა დამიფაროს ადამიანის განკითხვისაგან. ამ მხრივ, შეიძლება, თქვენზე არაეკლესიურად ვცხოვრობდე. სულ სხვა საკითხებზე გავამახვილე ყურადღება და თქვენ პირადულისკენ გადაგყავთ ეს კამათი.

      მონაზვნობის მიღება უფლის სამსახურს ნიშნავს და უფრო ღირსეულ საქმედ მივიჩნევ ვიდრე სხვა რომელიმე სამასახურს.

      ქ-ნო ლია, გასაგებია რომ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე საქმე ძალიან ბევრი გაქვთ, მაგრამ სარწმუნოებრივ საკითხებზე თავის შეწუხება, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ ამ კამათით, უფრო შეიწირება ვიდრე სხვა საქმეები.

      გასაგებია, რომ საეკლესიო სწავლებიდან ციტატების მოყვანით, შესაძლებელია რომ მოყვარულად გამოვჩნდე, ისევე, როგორც თქვენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ციტატები ჩვეულებრივ კაცთა აზროვნების ნაყოფია. ციტატები იმიტომ მოვიყვანე, რომ ვრცელ წერილებს სარწმუნოებრივ საკითხებზე არავინ კითხულობს.

      საქართველოში ახლაც არიან ქრისტეს სარწმუნოებისათვის დევნილი პროფესიონალები ანუ მღვდლები, მაგრამ ახალი სკოლის რელიგიურ მოაზროვნეთა მწვალებლურ აზრებს უფრო უსმენს ხალხი ვიდრე მათ.

      გთხოვთ გაეცნოთ ერთ-ერთი პოფესიონალის ანუ მღვდლის, მამა გიორგი სხილაძეს ნარკვევს „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“- „გარდაქმნამდე“ (1985-2003წ.წ.)“ ამ ბმულზე http://saqme.fr/

      პატივისცემით,

      იოსებ ღუდუშაური

      p.s. დღევანდელი ანტიეროვნული რეჟიმი ახალი სკოლის რელიგიური მოაზროვნეების აზროვნებაზეა დაფუძნებული. ეს „ახალი სკოლა“ მოძღვრავს „თავისუფლების ინსტიტუტს“ და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას!

      Like

      • iberiana said

        გასაგებია ბატონო იოსებ, მაგრამ ყველა კინოს და თეატრის მოღვაწეს ერთ ტაფაში ნუ ჩავყრით, მათ შორისაც არიან ღირსეულები და ეხლანდელ და საუკუნეების წინანდელ მსახიობებს და მათ შემოქმედებას ნუ შევადრით ერთმანეთს. დრო წინ მიდის და ხელოვნებაშიც ბევრი რამ შეიცვალა.
        იმასაც ვერ ვუარყობთ, რომ ბევრი მართლაც შედევრი შეიქმნა ამ დარგში, თუნდაც ქრისტეზე, ქრისტიანულ რელიგიაზე. წმინდანებზე და ა.შ.

        Like

      • იოსებ said

        ქ-ნ „იბერიანას“!

        ქ-ნო „იბერიანა“, პირადად არავის არ ვყრი ერთ ტაფაში. არც ამის მსგავსი რამ დამიწერია, არც ვინმეს პირად ცოდვებზე მქონია ოდესმე საუბარი, ვინაიდან საკუთარი ცოდვების მორევში ვარ ჩაძირული მეთქი. ზემოთ საუბარია იმაზე იყო, თუ მართლმადიდებელი ეკლესია როგორ გვასწავლის. პირადად ვერ შევეწინააღმდეგები ამ სწავლებას და ვისაც სურს თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთოს მას – ნება მისია!

        შეიძლება კინოში და ზოგადად ხელოვნებაში ბევრი რამ შეიცვალოს და ასეც არის ალბათ, მაგრამ ეკლესიის სწავლების შეცვლის უფლება მხოლოდ წმინდა საეკლესიო კრებას აქვს და არა რომელიმე პიროვნებას, რაც არ უნდა გამოჩენილი ადამიანი იყოს იგი.ხელოვანს კი არა და ცალკე აღებულ ღირს მამებსაც არა აქვთ ამის უფლება.

        სანამ სჯულის კანონს საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოვირგებდეთ, ან სულაც მოძველებულად ჩავთვლიდეთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წინაპართა მიერ სჯულის კანონის დარღვევამ დაამახინჯა ადამიანის ბუნება და დააკარგვინა მას ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც წარმოადგენს სიმართლის, სიყვარულის, სიკეთის და ზნეობრივი სიწმინდის სათავეს. ცოდვით ადამიანი დაშორდა ღმერთს და ადამისა და ევას შთამომავლობა ზნეობრივად გაიხრწნა. ბიბლია ამას გვიხატავს, როგორც ადამიანის მწარე გამოცდილებას, რომელმაც დაკარგა ღმერთი და მიიდრიკა მაცდუნებელი სიამეებისაკენ…

        სამოთხის კარი დაიხურა ადამიანთათვის. სწორედ ამიტომ იხურება კმევის შემდეგ აღსავლის კარი. სამოთხიდან გამოდევნილ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც დაკარგეს ღმერთთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა, თავს დაატყდათ ავადმყოფობა, გასაჭირი, და განსაცდელები – სულიერი და ფიზიკური. ამქვეყნიური ყოფის სიძნელეებით შეჭირვებული ჩვენი წინაპრები სინანულით აღუვლენდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს თავიანთ ვედრებას და ითხოვდნენ შემწეობას მისგან. მწუხრზეც, ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას მსგავსად, ეკლესია ევედრება ღმერთს შეწყალებას -წარმოითქმის დიდი კვერექსი. (კვერექსი ბერძნულია და ნიშნავს გულითად, გახანგრძლივებულ ვედრებას).

        პირადად არ მისაუბრია კინოში და თეატრში შექმნილ სურათების ავ-კარგიანობაზე,არც იმ ცვლილებებზე რომელიც ხელოვნებაში მოხდა და რომელსაც ხელოვნების სამყარო მსოფლიო შედევრებს უწოდებენ. წმინდა სამოციქულო ეკლესიის კანონთა კრებული, ანუ „დიდი სჯულისკანონი“, ეხება კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს და საკამათო ეკლესიასთან გექნებათ თუ ამას საჭიროდ მიიჩნევთ. პირადად ჩემთან კამათი არაფრის მომტანი არ იქნება არც თქვენთვის და არც ამ პროფესიის წარმომადგენლებისათვის. უბრალოდ დილემის წინაშე ვდგევართ და რჯულისკანონის არაფრად ჩაგდება, კინოში შექმილი შედევრების გამო, შეიძლება მკრეხელურ გამბედაობად ჩაგვითვალოს ეკლესიის კანონმა. პირადად არ ვუსურვებ ვინმეს ეკლესიასთან დაპირისპირებას საკუთარი მოსაზრებების გამო.

        ღმერთმა გვიშველოს ყველას.

        Like

  20. a.sanduxaZe said

    “სინამდვილეში კი ზვიად გამსახურდია ერის სულიერი მოძღვარი უფრო იყო იმ დროს, ვიდრე პოლიტიკური ლიდერი. უბრალოდ, ჩვენ, ქართველობა ვერ აღმოვჩნდით მზად მისი ამ საღვთო მისიის სრულად გაცნობიერებისათვის.”

    სრულიად ვეთანხმები ბაატონ ლომისას, ზვიად გამსახურდია წარსულიდან გადმოსული, აწმყოდან დევნილი (იმ ეშმაკის მოციქული თეატრიასა და კინოს მსახიობების მიერ) და მომავალში დამხვედრია, თუ საქართველოს მომავალი უწერია, მაგრამ ძნელად სარწმუნოა, რადგან მგონი არც აღარვის უნდა ქრისტეს გზით სიარული (ამაში ზემოთ მოყვანილი ტექსტებიდან ვრწმუნდები).
    ქართველებო, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს უბედურ მამულს თეატრის, კინოს, კომპიუტერის პროგრესს. ჩვენი ერის ბოლო ასწლეულის მატიანე შავი და სამარცხვინო ლაქებითაა დაფარული, განა თეატრის, კინოს, ოპერის მსახიობებმა ბოლშევიკებს არ გააწყვეტინეს ერთმანეთი? ან კიდევ გუშინ რა მოხდა, ცალ ხელში გადამღები ეჭირათ და ცალ ხელში ავტომატი და ისე სცელავდნენ თავისუფლების გზაზე შემდგარ პატარა საქართველოს. ნუ დაგვავიწყდება წმიდა ილია მართლის სიტყვები: ყოველგვარი სწავლა განათლებულობა, რომელიც მოწყვეტილია სამშობლოს, წყალშია გადასაყრელიო.
    ჩვენ კი მაინც ვჯიუტობთ, ნეტა საქართველო თავისუფალი მენახოს და სულ არ არსებობდეს არც მსახიობი, არც რეჟისორი.
    თავისუფლება თვით შობს ყოველივეს.

    Like

  21. ელენე said

    ძალიან საინტერესო დიალოგია, და ნება მომეცით მეც ჩავერიო. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მე პროფესიით ხელვნებათმცოდნე ვარ, უფრო სწორედ ვიყავი. ხოლო მას შემდეგ, რაც რელიგიას, კერძოდ მართლმადიდებლობის საფუძვლებს გავეცანი, ზურგი ვაქცია ხელოვნებით უაზრო გატაცებას, რადგან სახარების წაკითხვის შემდეგ გავიგე, რომ ამ ქვეყნად უფალმა საცეკვაოდ, სამსახიობოდ, საოპეროდ, სათეატროდ, საკინოოდ კი არ მოგვავლინა, არამედ საგამოცდოდ, მოგვცა მცირე დრო ზეციური სასუფევლის გზის შესამეცნებად, ცოდვათა სასინანულოდ და ელოდება როგორ ჩააბარებს თითოეული ადამიანი ამ გამოცდას, ანუ ვინ მიიღებს ამ გამოცდაში ორიანს და ვინ კიდევ ხუთიანს და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად შევა ზეციურ სამშობლოში. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ჩვენ ჩვენი დრო გავაქვს როდის მოვექცევით ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში, მანამდე კი ყველა ადამიანი, ამა თუ იმ ამაოებით ვიყავით წარსულში გატაცებული და დღესაც ხშირად ეშმაკის ზემოქმედებით ვხდებით ასეთი გატაცებების მსხვერპლნი! რაც შეეხება, კინოს და თეატრს, ვინაიდან მე ხელოვნებათმცოდნე ვიყავი, დამაინტერესა ეკლესია ანუ ჩვენი გამჩენი ღმერთი ხელოვნების ამ დარგებს როგორ უყურებს, და აღმოჩნდა რომ საეკლესიო სამართალი საერთოდ კრძალავს ხელოვნების ამ დარგთა მუშაკების კერძოდ მსახიობის და რეჟისორის ზიარებას, მანამ სანამ არ დაანებებენ ამ პროფესიას თავს!

    Like

  22. იოსებ said

    ზემოთ ვუპასუხე ქ-ნ „იბერიანას“, რომელიც ასე დავასრულე: “უბრალოდ დილემის წინაშე ვდგევართ და რჯულისკანონის არაფრად ჩაგდება, კინოში შექმილი შედევრების გამო, შეიძლება მკრეხელურ გამბედაობად ჩაგვითვალოს ეკლესიის კანონმა. პირადად არ ვუსურვებ ვინმეს ეკლესიასთან დაპირისპირებას საკუთარი მოსაზრებების გამო.“

    რა თქმა უნდა ჩემ სიტყვას ფასი არა აქვს, ან ვინ ვარ მე უღირსი და საშინლად ცოდვილი, რომ ჩემისთანას მოუსმინოს ვინმემ ან დაუჯეროს? მაშინ, იქნებ წმინდა საეკლესიო კრებების განჩინებებს მოვუსმინოთ?

    “ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა” (საქმე 15:28). აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სჯულისკანონში შეკრებილი წესები სავალდებულოა ყველა დროისათვის და მათი შეცვლა-განახლება მართლმადიდებლური მოძღვრებით მკაცრად იკრძალება (ეს განსაკუთრებით ეხება სარწმუნოების სიწმიდის დასაცავად შემოღებულ კანონებს), სიტყვისამებრ ღვთისა “ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარხდენ” (მარკ. 13:31). იგივეს წარმოთქვამენ წმ. კრებები და წმ. მამები:

    1) მე-6 წმ. მსოფლიო საეკლესიო კრება, საქმე 8: “სამგზის ანათემა ყოველგვარ სიახლესა და ქმედებას საეკლესიო გადმოცემებისა და წმიდა და ნეტარხსენებული მამების სწავლებისა და განწესებათა წინააღმდეგ” (Учение православной церкви о Священном Предании и отношении ее к Носому стилю; Составлено Афонскими ревнителями православного благочестия; стр. 10, СПБ, 1990 г.).

    2) მე-6 წმ.მსოფლიო საეკლესიო კრება, კანონი 2: “დაე, ნურავისთვის იქნება ნებადართული ზემოაღნიშნულ კანონთა (მე-6 მსოფლიო კრებამდე შემდგარი მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონების = გ. გ.) შეცვლა, ანდა = გაუქმება… ხოლო თუ ვინმეს ემხილოს, რომ ზემოთქმულ კანონთაგან რომელიმეს შეცვლა, ან – გარდაქმნა, დააპირა, ასეთი ვალდებულია მის მიერ ხელყოფილი კანონით განსაზღვრული ეპიტიმია იტვირთოს…” (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, Еп. Далматинско-Истрийского; стр. 435; СПБ, 1911 г.).

    3) აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ განხილული და დამტკიცებული “მართლმადიდებლური აღსარება აღმოსავლეთის საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა”: “უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც წმ. მამებმა დაადგინეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე, განურჩევლად შედგენის ადგილისა, წარმომდინარეობს სულიწმიდისგან, ვითარცა მოციქულებმაც თავიანთ კრებაზე თქვეს: “ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა” (საქმე 15:28). მათი მაგალითით შემდგომაა მართლმადიდებელმა კრებებმაც მსგავსი დასკვნით თავიანთი დადგენილებანი დაამტკიცეს” (Православное исповедание кафолической и Апостольской Церкви Восточной; ч. 1, отв. 72; ციტ. Правила Православной Церкви… стр. 20).

    4) წმ.კირილე იერუსალიმელი (IV ს.) გვმოძღვრავს: “უმჯობესია ცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონებმა რაიმე ცვლილება განიცადოს, რამეთუ წმ. ეკლესია ღმერთის სიტყვით არის დამტკიცებული, სიტყვა ღმრთისა კი ცასა და მიწაზე უმყარესია, სიტყვისამებრ ქრისტესი: “ცანი და ქვეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარხდენ” (Учение православной церкви… стр. 20).

    5) წმ. აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი (VIII_IX სს.) გვმოძღვრავს: “ეპისკოპოსებს როდი მიეცათ ხელმწიფება რომელიმე კანონის დარღვევისა _ მათ უნდა მისდიონ განწესებებსა და დაადგრნენ უწინდელს. არ ეპატიება არც ჩვენ ეკლესიას და არც სხვას, რომ მოიმოქმედოს რაიმე დადგენილი კანონებისა და წესების საწინააღმდეგოდ” (იბიდემ; გვ. 20);

    6) ხმა წმიდის ათონისა: “ვინც შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმ. მამათა კანონებსა და დადგენილებებს იცავს (ხელყოფისგან _ გ. გ.), იგივეა, რომ დოგმატს იცავდეს, ვინც ტანჯვას დაითმენს ჭეშმარიტებისთვის, მას ეს ღვაწლი უფალი ღმერთისაგან მოწამეობად შეერაცხება. მკაცრად დავიმარხოთ წმ. მამათა ნაანდერძევი. მეოხვეყოთ ერთმანეთს ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვაში და ღმერთის შეწევნით უღმრთო სიახლენი მოვიგერიოთ” (იბიდემ, გვ. 22).

    Like

  23. იოსებ said

    შეგახსენებთ მართლმადიდებლობის სვეტად და საყვირად წოდებული, წმ. მარკოზ ევგენიკოსი _ ეფესოს უწმიდესი მიტროპოლიტის (XVს.) მგზნებარე სიტყვებს, რომელიც საუკუნეებს მოაპობს:

    “სარწმუნოებრივ საქმეში იკონომია დაუშვებელია!”, “არასოდეს, ჰოი, კაცო, ის რაც ეკლესიას განეკუთვნება, არ წყდება კომპრომისების გზით” (Жития Святых; № 10, январь от 16-го до 31-го; стр. 89; Мюнхен, 1996 г.). – ანუ იკონომია დასაშვებია პიროვნულთან, და არა _ სარწმუნოებრივთან, მიმართებაში!

    ღმერთმა დაგლოცოთ.

    p.s.

    ამ საკითხზე ვამთავრებ კამათს. ყველას უღრმეს მადლობას მოვახსენებ პასუხებისათვის. გთხოვთ შემინდოთ, თუ უსამართლოდ მოგექეცით ან რაიმეთი გაწყენინეთ. შეიძლება ათასჯერ გაგონილ ჭეშმარიტებას გიმეორებთ და თავი მოგაბეზრეთ ციტატების მოყვანით.

    Like

  24. Paco said

    მოგესალმებით,

    მე არ ვიტყვი, რომ წერილი და ის პათოსი, რითაც ის არის დაწერილი არ მომწონს. მე შემზარა ამ წერილმა. არმენოფობიისა და ჰომოფობიის ასეთი დოზა დიდ ხანია არ მიმიღია. ქალბატონ ლიანას ფარაჯანოვის წარმატების ფორმულა მის სომხობასა და ჰომოსექსუალობაზე დადის. მშვენიერი შეფასებაა მისი სახელოვანი კოლეგის მიმართ.

    მე მცხვენია იმის, რაც ამ წერილში საღდება ქართულ სულიერებად. ასეთი პროვინციული გონორით დაწერილი ტექსტი არასოდეს წამიკითხავს. მე მცხვენია, რომ თბილისმა ფარაჯანოვის მემკვიდრეობა დაკარგა. მცხვენია იმის, რომ მისი მუზეუმის სანახავად ერევანში უნდა ვიარო. მცხვენია, რომ ფარაჯანოვის სახელობის ქუჩაც კი არ არის თბილისში და არის ბუშის და კაჩინსკის ქუჩები. ჩემი ქალაქი არ არის სიძულვილის ქალაქი. ჩემი ქალაქი სიყვარულის ქალაქია. ეს თქვენი ქალაქი ვერასოდეს გახდება.

    თუმცა ადამიანურად მესმის ავტორის. ის ვერასოდეს შექმნის იმ კინოს, რასაც ფარაჯანოვის კინო ჰქვია. საკუთარი უნიჭობის სხვისი ზნე–წარმომავლობით გამართლება ყველაზე დიდი სიმდაბლეა დედამიწის ზურგზე. ქალბატონ ლიას არასოდეს გადაუხიდან იუბილეებს ლოს ანჯელესში და პარიზში არა იმიტომ, რომ იქ სომხური დიასპორებია, არამედ იმიტომ, რომ ის არ არის გენიალური რეჟისორი, რომელიც თბილისმა ასეთი ფაშისტების გამოისობით დაკარგა.

    სირცხვილი!

    Like

  25. გიორგი გულბანი said

    პაკო,

    ამ განხილვაში თითქმის ყველა ვამხელთ ჩვენს სახელსა და გვარს. არ იქნება ურიგო თქვენი ვინაობა რომ გვამცნოთ.

    ქალბატონ ლიას დაწვრილებით აქვს აზსნილი, თუ რატომ არ მოსწონს ფარაჯანოვის კინო. იქ არსად სწერია, რომ ამ არ მოწონების მიზეზი ფარაჯანოვის ეროვნებაა, ან რომ ის მეორე უბედურება, რაც ამ ადამიანს სჭირდა. ამიტომ, ამ საკითს არ შევეხები. კარგად წაიკითხეთ წერილები და იმედია, რომ ნათქვამს გაიგებთ.

    საქართველოში დემოკრატია ჰყვავისო და აზრის გამოთქმის უფლებას გვართმევთ? თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა საჯაროდ აცხადებს, რომ რუსთველი არ მომწონსო. ამ რეგვენს ასეთი სისულელის თქმის უფლება აქვს და ჩვენ პირში ბურთს გვჩრით, თუ ფარაჯანოვის ავადმყოფური ნაცოდვილარი არ მოგვწონს?

    ახლა “პროვინციალიზმის” იარლიყი განვიხილოთ. თქვენი წერილიდან ისე გამოდის, რომ თუ ადამიანს მამათმავლობა სამარცხვინო და საზიანო ზნედაცემულობად მიაჩნია, ეს პროვინციალიზმის გამოვლინებააო. სინამდვილეში, ჯანსაღი ადამიანისთვის სრულიად ჯანსაღია ამ გარყვნილების მიმართ ზიზღი. რა, არ მეთანხმებით?

    მრცხვენია, რომ ფარაჯანოვის მუზეუმი არ არის თბილისშიო, ბრძანებთ. ამ დროს, იმავე თბილისში კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ–მუზეუმი გადამწვარი და გავერანებული რომ არის, ამის არ გრცხვენიათ? ალბათ არა.

    ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულის გამო უნდა გცხვენოდეთ!

    გიორგი გულბანი

    Like

    • Eliava Liana said

      ბატონო იმანო, ანუ Paco!
      მე არსად არ შევხებივარ ფარაჯანოვის შემოქმედებას. არაა ჩემი საქმე!
      თქვენ ჩემი წერილები არ წაგიკითხავთ, თორემ ასეთ ცილს არ დამწამებდით.
      უნიჭობის კომპლექსიც არ მაწუხებს, რადგან პირველივე ფილმით _“სინემა“ ვენეციის, სალონიკის, მელბურნის და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების უმაღლესი შეფასება დავიმსახურე.
      თქვენ კი წერა-კითხვის მცირე მცოდნე ჩანხართ. თქვენ ჯერ ქართული სიტყვა “მრცხვენია-ს“ მართლწერა უნდა ისწავლოთ, სანამ ქართული ხელოვნების შემფასებლად მოგვევლინებოდეთ. არც ტოლერანტობა გვესწავლება თქვენისთანებისგან ქართველებს!
      ლიანა ელიავა

      Like

  26. a.sanduxaZe said

    ნამდვილად ვერ მოვიცალე ქალბატონი ლიას წერილების წასაკითხად, მაგრამ ეტყობა რომ მართლაც კარგი რამე იქნება, რამეთუ ეგზომ გაუღიზიანებია ვიღაც პაკო თუ პუკო.
    ბატონო პაკო იქნებ გვითხრათ რამდენი არასომეხის მუზეუმი და ძეგლია იერევანში?

    ჩვენგან რომ მოითხოვთ ინტერნაციონალისტობასა და კოსმოპოლიტობას, იქნებ გვითხრათ სომხეთის რესპუბლიკაში რამდენი პროცენტი არასომეხი ცხოვრობს?
    რატომ დემაგოგობთ, ეს საიტი სულაც არ არის არმენოფობიური, უბრალოდ საიტზე ვდებთ ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისა და მოღვაწის ნაშრომებსა და შეხედულებებს, მაშინ ყველაზე დიდი არმენოფობი თვით ოვანეს თუმანიანი ყოფილა, თავი რომ დავანებოთ გასული საუკუნეების სომეხ მეცნიერებსა და მოღვაწეებს.

    მაშ ქართველებში ყველაზე დიდი არმენოფობი წმინდა ილია მართალი ყოფილა (ღმერთო შემინდე), როდესაც თავისი მართალის კალმით ამხილა მზაკვართა გულსნადები ბნელი ზრახვები. ასე, როდესაც ჩვენსაც გვეცილებიან და საკუთარ თავს ვიცავთ, მაშინ ნაცისტები ვართ, არა და ამ ხალხმა, საქართველოს ვინღა სჩივის, მთელი მსოფლიო დაისაკუთროს, მთელი დედამიწა მაგათი კუთვნილება ყოფილა და ჩვენ კი ურჩი მდგმურები.
    აუცილებლად გამოვნახავ დროს და წავიკითხავ ქალბატონი ლიას წერილებს

    Like

  27. a.sanduxaZe said

    XX საუკუნის დასაწყისში სომეხი მწერალი ვ. ფაფაზიანი სომხების განვითარების ცნობების მოცემისას წერს: „სომეხი ხალხი იყო სრულიად უვიცი, გაუნათლებელი, ველური და უპირველეს ყოვლისა შეუგნებელი. ადამიანები ძირითადში დაკავებულნი იყვნენ დარბევებითა და ყაჩაღობებით… ისინი მსგავსად ჩრდილოელი ველურებისა ცხოვრობდნენ მონადირეობით“.
    Степан Шаумян. Избранные произведения. Том I, с.390

    მოსე ხორენელი წერდა, რომ „ძველი სომხეთი ფლობდა უნარს უმაღლეს დონეზე შეერია ის ტომები, ვინც მათ ტერიტორიაზე მოდიოდა. ამას ადასტურებენ მრავალრიცხოვან ტომთაგან წამომდგარი სახეებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს მოვიდნენ ამ ქვეყანაში. მათგან წამოიშვნენ მრავალრიცხოვანი დიდი სახელმწიფო მოღვაწენი და მეფენი, მე უკვე არაფერს ვამბობ სომეხთა განმანათლებელზე, წარმოშობით პართიელზე, წმინდა გრიგორზე, ანაკას ძეზე“. როგორც ვხედავთ, სომხური რელიგიის დამფუძნებელი წარმოშობით პართიიდან არის, ესე იგი წარმოადგენს თურქული წარმომავლობის პირს.
    История Армении Моисея Хоренского. М,1893. с.221.

    ბიზანტიის ტერიტორიაზე სომხებს უყურებდნენ, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორის მატარებლებს, როგორც ინტრიგების, უწესრიგობების მხლართველ უცხო ელემენტს. ეს დაადასტურა გამოჩენილმა სომეხმა ისტორიკოსმა გ. ადონცმა. ის წერდა “არის ასეთი ფასიანი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტინიანეს ერთერთმა ახლო შთამომავალმა გაუგზავნა ირანის მმართველს სომხეთის ნახარხარობის და სომხების არმიის მისამართით ბრალდების წერილი. იმპერატორი წერდა, რომ სომხები მეტად არასაიმედონი და არასანდონი არიან, ისინი ჩვენს შორის ცხოვრობენ და ხლართავენ ინტრიგებს. მოდით შევთანმხდეთ, მე შევკრებ ჩემს სომხებს (ესე იგი სომხებს ბიზანტიის ტერიტორიაზე მცხოვრებთ) და გავგზავნი მათს თრაკიაში, თქვენ კი შეკრიბეთ თქვენები (ესე იგი სომხები, რომლებიც სასანიდების სახელმწიფოს ტერიტორიიაზე ცხოვრობენ) და გაგზავნეთ ისინი აღმოსავლეთით, თუ ისინი იქ დაიღუპებიან, ნიშნავს დაიღუპებიან მტრები, თუ მოკლავენ, მოკლავენ ჩვენს მტრებს და ჩვენ ვიცხოვრებთ მშვიდობიანად და უდრტვინველად“.
    Адонц Н.Армения в эпоху Юстиана. М.1968, с 206-207.

    მოსე ხორენელი წერდა, რომ სომხურმა ეკლესიამ არაბეთის ხალიფატის დახმარებით 704 წელს თავის ქვეშ ალბანური ეკლესიის დაქვემდებარებისას სრულიად გაანადგურა რაც ალბანურ ენაზე იყო დაწერილი ალბანეთის ისტორიის შესახებ.

    Моисей Хоренский. История Агвании. Кн 1, гл.12

    ამ დროისათვის სომხებს შორის იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. სომხური წყაროების ცნობების მიხედვით, სომხები ჰყიდდნენ თავიანთი თანამემამულეების ხორცსაც. მაგალითად 326-408 გრამი ადამიანის ხორცი იყიდებოდა 100 დეკანად. სომხები ადამიანის ხორცს დაკონსერვებული სახითაც ჰყიდნენ.
    Армянские источники о монг…. с.27

    ამ მოვლენებიდან რამდენიმე ასწლეულის გასვლის შემდეგ, ამის შესახებ წერდა სომეხი მწერალი „ჭეშმარიტი გადარჩენა შიგნიდან უნდა დაიწყოს, რამეთუ ჩვენ შიგნიდან ვართ დაავადებულნი“
    Ованес Туманян. Избранная проза. Эреван, 1977, с.201

    შესაძლებელია კიდევ მრავალი ციტატის მოყვანა, მაგრამ ჩვენის აზრით ესეც საკმარისია, განა რას ვამბობთ ჩვენ ამაზე უარესს ასე ერთი ხელის მოქნევით რომ გვაწებებენ სომეხთმოძულეობას?

    Like

  28. miriani said

    aseti gamagizianebeli da shovinisturi statia arasodes ! tsamikitxavs.
    taobata tsvla aris sachiro saqartvelosi rom samudamod dasamardes komunizmi!!!

    Like

  29. Paco said

    ქალბატონო ლიანა,

    მე რომ სროულობს, სინცხვილს და სოველს დავივიწყებ იმედია თქვენც ისწავლით კარგ რეჟისორობას მაგ დროისთვის.ეგ იქით იყოს და… ასეთი ჩასაფრებული არ მეგონეთ.

    a.sanduxaZe: “ნამდვილად ვერ მოვიცალე ქალბატონი ლიას წერილების წასაკითხად, მაგრამ ეტყობა რომ მართლაც კარგი რამე იქნება, რამეთუ ეგზომ გაუღიზიანებია ვიღაც პაკო თუ პუკო.
    ბატონო პაკო იქნებ გვითხრათ რამდენი არასომეხის მუზეუმი და ძეგლია იერევანში?”

    ჩემო ა, არ ვაქებ “იერევანს” უცოტომეთათვის” (ლიანა მეტყვის უცხოტომელთათვისო) იმიტომ გახდა პპულარული, რომ ჰომო იყოო. მევეტყვი, რომ მას გამბედაობა ეყო ეღიაებინა, რომ ის პირველი ჰომო რეჟსაორი იყო. მაგარი გოიმები ხართ…

    ვოტ

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ოჰო, რა აქტიურობაა 🙂

      პაკო, სახელს არ გვეუბნები, მაგრამ ის მაინც გვითხარი “ბატონო”–თი მოგმართოთ, თუ “ქალბატონო”–თი?

      სხვათაშორის, “გოია” ებრაული სიტყვაა და არაებრაელს ნიშნავს. არა მგონია, რომ ისრაელში მამათმავლებს აღმერთებდნენ. ასე, რომ ამ გათახსირებული კაც–ქალების ზიზღი ვერ იქნება არაებრაელობის ნიშანი 🙂

      Like

  30. ვაჟა said

    ქალბატონო ლია, იმ კატალოგის ავტორი ფრანგი ქართველოლოგი ჟან რადვანია, რედაქტორი კი თქვენი მეგობარი მარინე კერესელიძე

    Like

    • Eliava Liana said

      ბატონ ვაჟას და სხვებს!
      მე უზრდელებს და გაუნათლებლებს არ ვეპასუხები.
      ცნობისათვის, ჩემი მასწავლებლები იყვნენ აკადემიკოსი_ არნოლდ ჩიქობავა და ცნობილი რეჟისორი _მიხეილ რომი, ამიტომაც გახლავართ ქართული ცნობიერების მქონე კინორეჟისორი და არ მჭირდება ფარაჯანოვის გავლენის ქვეშ ყოფნა.
      არასოდეს ვყოფილვარ კომუნისტური პარტიის წევრი. ეს, ქართულ კინოს მართავენ დღემდე ყველაზე აქტიური კომუნისტები. ჩემთან კომუნიზმის ხსენება უბრალოდ წყლის ნაყვაა!
      ბატონო ვაჟა, მარინე კერესელიძე უბრალოდ ჩემი ნაცნობი იყო და არა _მეგობარი. ამიტომაც გავიგე მე ყველაფერი მას შემდეგ, რაც ქართული კინოს რეტროსპექტივამ უკვე ჩაიარა საფრანგეთში. გაეცანით მასალებს, იქ გარკვევით წერია, რომ ფრანგული მხარე თანაბრად ინაწილებდა ქართველებთან, პასუხისმგებლობას ამ რეტროსპექტივაზე.
      მე ამის შესახებ მივუთითე ჯერ კიდევ ამ ოცი წლის წინათ გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში.“
      რატომ მერე მაინც არ გამოითქვა პროტესტი იმის გამო, რომ ვიღაცეები ქართულ კულტურას ევროპული საზოგადოების თვალში შეგნებულად აკნინებდნენ, ანუ აახალგაზრდავებდნენ და ქართული ანბანის შემქმნელადაც ჯიუტად სომეხს ნერგავდნენ .
      გავა დრო და ამას დოკუმენტად დადებენ.
      როგორ ფიქრობთ, ამ დროს ქართველებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ?!
      ლიანა ელიავა

      Like

  31. a.sanduxaZe said

    uh, uh, ra aqotqodnen?!
    ase icis simarTlis dalocvilma da basrma isarma, moyvares uvneblad, saamod xvdeba gulis siRrmeSi da mters kidev gulis parkuWebs ufliTavs.

    Like

  32. Paco said

    “მე უზრდელებს და გაუნათლებლებს არ ვეპასუხები”

    მაგაში იმედია მე მომიხსენიეთ და სხვა არავინ. გაუნათლებლის რა გითხრათ და თქვენი გადმოსახედიდან უზრდელი დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. თქვენ ჩარეცხილი კი არა და ჯერკიდევ ჩასარეცხი ხართ. თქვენ ხართ ქართული სიმდაბლის ყოველდღიურობისა.

    გიორგი გულბანს: იმედია ჩემი კლასელი გულბანი არ ხარ. (უფს, ის ლევანი იყო და ძალიან გულკეთილი). მე მქვია პაატა საბელაშვილი. მეგობრები პაკოს მეძახიან და ამის გამო მომიტევეთ…

    Like

  33. a.sanduxaZe said

    მაგაში იმედია მე მომიხსენიეთ და სხვა არავინ. გაუნათლებლის რა გითხრათ და თქვენი გადმოსახედიდან უზრდელი დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. თქვენ ჩარეცხილი კი არა და ჯერკიდევ ჩასარეცხი ხართ. თქვენ ხართ ქართული სიმდაბლის ყოველდღიურობისა.

    Sen vinc ar unda iyo paata, pako tu rac ginda is iyav, ojaxSi gaizarde? Sen ra getyoba qarTuli “yoveldRiurobis simaRlisa”, saerTod skola Tu gaqvs rvaklasiani mainc damTavrebuli.
    ase elaprake lana RoRoberiZes, manana gigineiSvils, qeTi doloZes da misTanaT. saerTod sityva “qarTulis” azris da mcnebis gagebaSi Tu xar.

    ver gamigia, rogor ibadebian da vin zrdis aset erTujredian hibridebs.

    Sen qarTvelobisa araferi getyoba Tore qarveli mamakaci qals ase ar mimarTavs, Senc miSas gorisa iqnebi, ase advilad rom imeteb namdvil qarTvelebs Casarecxad. omkobesia TviT gairecxo Tavi.

    Like

  34. გიორგი გულბანი said

    ბატონო პაკო,

    “გუგლ”–ის ქართულენოვანმა საძიებელმა “პაატა საბელაშვილი”–ს შესახებ ასეთი გვერდი მომაწოდა: http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=79. ეს თქვენი წერილია, ხომ?

    ქალბატონო ლიანა, პატივცემულო საზოგადოებავ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროფესიონალთან. ასე მოგონია, რომ პატონი პაკოს სამსახურებრივი მოვალეობაა მამათმავლების უფლებების დაცვა, რადგან დასავლთი სწორედ ამას ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან (იხილეთ ზემოთნახსენები წერილი). ანუ, “ფარაჯანირების” მხილებამ შეიძლება უხერხულობა შეუქმნას ევრო–ატლანტიკური მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო მოხელეებს.

    რას ეყდნობა დასავლეთის ეს, ერთის შეხედვით უცნაური აკვიატება? ზედაპირზე იმას სდებენ, რომ თითქოს მამათმავლობა დაავადება იყოს. ჰოდა, ამ “ველურ” ქართველებს ჩაგვჩიჩინებენ, ავადმყოფებს ნუ სდევნითო. მაგალითად, ხომ აბსურდია, რომ დაუნის სინდრომით დაავადებული სდევნოო? ჰოდა, ასეთივეაო ფარაჯანოვი. სინამდვილეში კი, ცდილობენ გარყვნილების უფლების დანერგვას ჩვენს ერში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძალა დგას ამ სიბინძურის უკან და ამაზე სიყტვას აღარ გავაგრძელებ.

    იმ ბნელმა ძალამ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მართავს მშვენივრად იცის, რომ მამათმავლობა გარყვნილებაა და არა დაავადება. მეტიც, ესაა უმძიმესი ცოდვა და ღვთის გმობა. ამგვარად, პატონი პაკო, ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურება ღვთის გმობას.

    პაატა საბელაშვილო, ღვთის რისხვისა არ გეშინია?

    გიორგი გულბანი

    Like

    • Eliava Liana said

      ქართულ საზოგადოებას!
      “თქვენ ხართ ქართული სიმდაბლის ყოველდღიურობისა“_ესაა ქართული გამოთქმა?!
      ზრდილობაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია!
      სამწუხაროდ, ჩემს ლექსიკონში არ იპოვება სიტყვები, რომლებსაც იმსახურებს პაატა საბელაშვილი. ამიტომ მივმართავ შედარების ხერხს და თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვინ არის ჩვენ ორში მდაბალი.
      მე გვარად ელიავა ვარ, გვარის ფუძეა _ ელია, ჭექა-ქუხილის ღმერთი.
      ჩემი დამამდაბლებელი _საბელაშვილია, გვარის ფუძით _ საბელი, ანუ თოკი. ეს რაც შეეხება გვარიშვილობას. რა თქმა უნდა, ხუმრობით, რომელშიც ყოველთვის არის სიმართლის ნატამალი.
      სერიოზულად კი, მე ორი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. მას, მისი წერის კულტურიდან გამომდინარე, “ნუცას სკოლის“ იქით არ გაუხედია.
      ჩემთვის მამათმავლობა, თუ ის ბუნებრივი პათოლოგია არ არის, გარყვნილება და სოდომური ცოდვაა! პათოლოგია მოითხოვს საზოგადოებისაგან ჰუმანურ დამოკიდებულებას და არა _ გარყვნილება! ფარაჯანოვის შემთხვევაში პათოლოგიაზე ვერ ილაპარაკებ, რადგან ის ვაჟის მამა იყო და მუდმივად ზრუნავდა, მის ვაჟს ეს ბაცილა არ მიკარებოდა.
      და საერთოდ, არ ვიცი, ჩემმა ოპონენტებმა რად დაიყვანეს სჯა-ბაასი მხოლოდ მამათმავლობის პრობლემამდე, როცა ჩემი სატკივარია ქართული ცნობიერება, ანუ დიდი ილიას ნაანდერძევი “ენა, მამული, სარწმუნოება“?!
      ლიანა ელიავა

      Like

      • iberiana said

        საქმეც მაგაშია, ბოლო დროს გარყვნილებისა და ძალადობის პროპაგანდაა გაჩაღებული ქართულ ტელევიზიებში. ფილმებსაც მხოლოდ მაგაზე იღებენ. მხოლოდ ის მსახიობი ფასობს, ვინც გაიხდის და სექს საცოდაობებში მიიღებს მონაწილეობას, ვინც დაუფარავად იტყვის თავის სექსუალურ თავგადასავლებზე მასმედიაში, ყველაზე დაფასებულ-წახალისებულები კი ჰომოსექსუალები, ტრანსსექსუალები და გადაგვარებული კაც-ქალები არიან.

        https://iberiana.wordpress.com/iberiana/imedi-2/
        https://iberiana.wordpress.com/iberiana/imedi/

        Like

      • Paco said

        გენიალური შედარება იყო. “აპეჩატკასაც” არ შეგარჩენენ. ამ ფრაზას – “თქვენ ხართ ქართული სიმდაბლის ყოველდღიურობისა“ ერთი სიტყვა აკლია და უნდა იყოს “თქვენ ხართ სახე ქართული სიმდაბლის ყოველდღიურობისა“. ეს ფრაზა თუ ვერ გაიგეთ ჩემი ბრალი ნამდვილად აღარ იქნება.

        შეიძლება სასაცილო იყოს გვარიშვილობასთან და განათლებასთან დაკავღიებით თქვენს გამოხდომაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ალბათ ნირს წაგიხდენთ და გეტყვით:
        პაპაჩემი დათიკო ჩხეიძე იყო. ის მისმა ნათლია საბელაშვილმა იშვილა, ვინაიდან ეს მე–14 საუკუნის გვარი გადაშენების პირას იყო. ამიტომაც ვარ საბელაშვილი მე–3 თაობაში. დედის მხრიდან კი პაპაჩემის პაპა ალექსი ნინა ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ნათლული იყო. მეტსაც გეტყვით არც ერთი და არც მეორე ფაქტი თავისთავად საამაყო ვერ იქნება. მე ამაყად ვატარებ ჩემს გვარს და ვქმნი მას და არა პირიქით. გვარიშვილობის არგუმენტი კი ფეოდალურ და ბნელ საქართველოსთან ერთად გადაშენდება. თქვენი ნაწერით ამას ვერ შეაჩერებთ. ის საქართველო, რომელსაც მისტირით ვირტუალურია, ფარისეველი ადამიანების წარმოსახვაში არსებობს მხოლოდ და იმ თაობასთან ერთად გაქრება.

        განთლების რა გითხრათ თუ გავითვალისწინებთ, რომ 23 წლის ასაკში 2 მაგისტრის ხარისხი მქონდა და ჩემს თანატოლებს შორის დღემდე ერთ–ერთ ყველაზე რეალიზებულ ახალგაზრდა პროფესიონალად ვითვლები.

        მიშისტობას ტყუილად მწამებთ. მისმა პოლიციამ მოასწრო და მეც მატუსაღა “პლანის წევიზა”, რადგან ჰომოსექსუალობა კრიმინალი აღარ არის. უბრალოდ ერთი გამოთქმა რაშიც ნამდვილად ვეთანხმები იყო ჩარეცხილები.

        თქვენც გისურვებთ წარმატებებს.

        Like

  35. a.sanduxaZe said

    ქალბატონო ლიანა!

    ეს ჩველებრივი მოვლენაა, გულს ნუ გაიტეხთ, ასეთები დაგიპირისპირდებიან და უნდა დაგიპირისპირდნენ, აბა სხვაგვარად როგორ იქნება? მათი მოსაწონი ჩვენი მტერიც ნუ ჰქნას ღმერთმა… მიუხედავად მისი მცდელობისა, ვერაფერს გახდა, ვერ დაგამდაბლათ, პირიქით…

    ბატონ გიორგი გულბანს კი მადლობას მოვახსენებთ მისი მხილებისათვის.
    ჩემო კარგებო, შევეშვათ, ისისინონ რამდენიც უნდათ, ნუ გავხდით ადამიანებთან ლაპარაკის ღისრსად, თავის ტოლები მოიძიოს…

    გამხნევდით ქალბატონო ლიანა, ასეთებმა უნდა გვლანძღონ და გვაგინონ, მათი შესაქები კი ნუ გაგვხადოს ღმერთმა ნურასდროს, გვაშოროს ეშმაკს… შენნაირი ქალები დღეს საქარველოს სულის მალამოდ სჭირდება, უნდა იქარიშხლოთ, ელვად და მეხად უნდა დაატყდეთ თავს ჩვენი ამოგდებისა და გადაგვარების მოსურნეთ!

    Like

  36. Paco said

    გიორგი გულბანს:

    დიდი პატივია, რომ დაგიგუგლივართ. ისე, რომ იცოდეთ არავინ ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის 1990 წლის 17 მაისს ამოიღო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორიდან და სწორედ ეს დღე გახდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. თქვენ კი იმდენად აბსურდულად ამახინჯებთ რეალობას, რომ ვიცინო თუ ვიტირო არც კი ვიცი.

    მოდით ღვთის აზრის ანტისიპაციას ნუ მოახდენთ, ნამეტანი მკრეხელობა არ მოგივიდეთ. შეგახსენებთ, რომ თქვენ ერთი რიგითი, ცოდვილი მოკვდავი ხართ და არა ღმერთის პრეს–სპიკერი.

    და კიდევ პათოლოგიებს, პარაფილიებს და ორიენტაციებს სანამ ერთმანეთში აურევთ იქნებ კეთილი გენებათ და ეგეც დაგეგუგლათ. დაუნის სინდრომი პათოლოგიაა, რომელიც ქრომოსომების რიცხვში განსხვავებით ყალიბდება.
    გარყვნილება ძალიან სუბიექტური ცნებაა. ის, რაც გარყვნილებად აღიქმება სხვადასხვა დროსა და კულტურაში ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს. ასე, რომ გარყვნილება მოცემულობა არ არის და ამით დემაგოგია სასაცილოა.

    უფრო ობიექტურად რომ ვთქვათ არსებობს პარაფილიები, მაგ.: პედოფილია, ზოოფილია, ნეკროფილია და სხვა ისეთი პრაქტიკები, რომლის დროსაც ერთ–ერთ მხარეს სქესობრივ კონტაქტზე ინფორმირებული თანხმობის მიცემა არ ძალუძს. ასეთი პარაფილიები სამივე ორიენტაციაში არის გავრცელებული – ჰეტეროსექსუალურში, ბისექსუალურსა და ჰომოსექსუალურში.

    ორიენტაციის სოციალიზაცია (და არა მისი ჩამოყალიბება) კი გარემოზეა დამოკიდებული. ჰომოსექსუალები, რომლებიც მტრული გარემოს გამო მალავენ ორიენტაციას ცხოვრობენ ტყუილში, მოწყვლადები არიან შანტაჟის მიმართ და მათი ქცევა ასოციალურია. გახსნილი ჰომოსექსუალები კი საზოგადოების აქტიური წევრები არიან.

    თქვენი მხრიდან ადამიანების თქვენი ნების შესაფერისი დახარისხება კი სხვა არაფერია თუ არა ჩვეულებრივი ფაშიზმი.

    ამ მცირე განმარტების შემდეგ ვფიქრობ, რომ თქვენთან დისკუსიას აღარ გავაგრძელებ. გისურვებთ წარმატებებს.

    დანარჩენებს კი გთავაზობთ ფარაჯანოვის ტუსაღობისდროინდელ წერილს:

    … განსასჯელი ფარაჯანოვი ს. ი.-გან
    122 _ I და II სტატია და 211. 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მკაცრი რეჟიმი…
    შეწყალების თხოვნა
    17 დეკემბერი 1974წ. _ ჩემი მკაცრი იზოლაციის წელი
    ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდება და სასჯელი ღრმად გააზრებული მაქვს.
    პირადად გთხოვთ, შეიწყალოთ ჩემი ნამოქმედარი.
    პირადად თქვენს წინაშე ვიღებ ვალდებულებას, რომ გათავისუფლების შემდეგ არ დავბრუნდები კიევში და არ დავუბრუნდები ხელოვნებას.
    ჩემი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა ისეთივე ტრაგიკულია, როგორც ჩემი მომავალი.
    ს. ფარაჯანოვი
    1974წ. დეკემბერი, გუბნიკი

    122–ე მუხლით საბჭოთა კავშირში მამათმავლობა ისჯებოდა. სწორედ ეს გამოიყენებოდა იმის საბაბად, რომ არასასურველი ადამიანები მოეშორებინათ ისეთ ნომენკლატურას, რომელსაც კინოში, ლიტერატურაში, მუსიკაში თუ სხვა სფეროში ძალიან ხიბლავდათ აგარაკები, ბინები, მანქანები და შემოქმედებითი დასვენების საგზურები. ბუნებრივია ქალბატონი ლიანაც მათ რიცხვს უნდა მიეკუთვნებოდეს. შესაბამისად ფარაჯანოვი მისი კლასობრივი მტერი იყო. იმდენად დიდი დაღი დაასვა მისმა ხელოვნებამ, რომ დღემდე ატრიალებს საფლავში იმ ერთ უბედურ, დატანჯულ და გენიალურ მაესტროს. გავმეორდები და – სირცხვილი!

    Like

    • გიორგი გულბანი said

      ბატონო პაკო,

      არანაირი სურვილი არ მაქვს პარაფილიებში გარკვევის. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას 1990 წლის 17 მაისს მამთმავლობა ამოუღია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორიდან. არ მოველოდი, ყოჩაღ! 🙂

      ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ჰომოსექსუალთა ზიზღის გაიგივება ფაშიზმთან. ეს უბრალოდ აბსურდული ბრალდებაა.

      და ბოლოს, მამათმავალი კინტოების თბილისი წარსულს ჩაბარდა. თბილისმა უამრავი ჯანსაღი ქართველი მიიღო, რომელიც თბილისსაც გააჯანსაღებს და აფხაზეთშიც გამარჯვებული დაბრუბდება!!!

      რაც გინახავთ, ვეღარ ნახაავთ 🙂

      Like

      • Eliava Liana said

        ბატონო პაატა!
        მხოლოდ იმიტომ გპასუხობთ, რომ თქვენ მუდმივად შეცდომაში შეგყავთ საზოგადოებრივი აზრი.
        არასოდეს არ ვეკუთვნოდი ნომენკლატურას, ამიტომაც ფარაჯანოვის კლასობრივი მტერი ვერ გავხდებოდი. მტრობა საერთოდ არ მახასიათებს.
        ფარაჯანოვის შემოქმედება ვერ დამამჩნევდა ვერავითარ დაღს, იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ მისი თაყვანისმცემელი. წერილში ამის შესახებ უფრო ფრთხილად ვწერ “მომწონს, თუ არ მომწონს“-მეთქი. თქვენ ყველაფერთან ერთად ცუდი მკითხველიც ყოფილხართ. ჩემი წერილის თემაა “ფარაჯანირება“ და არა ფარაჯანოვის შემოქმედება.
        თაობათა ძალით ცვლაზე მეოცნებეთ კი მინდა ვუთხრა, ეს განგების ნებაა და მასში ვინმეს ჩარევა_ პირწავარდნილი ფაშიზმი.
        უფრო ვრცელ პასუხს ამაზე ლექსად გაგცემთ
        “ ოდენ უწიგნურ უწარსულოებს
        ის დრო მოჭმულად დღეს ეჩვენებათ,
        მორჭმული, ბრძენი უხუცესები
        როცა მეფეებს ედგნენ მრჩევლებად,
        როცა მახვშობდნენ, ხევისბერობდნენ,
        საფიხვნოს ისხდნენ სჯად,საბაასოდ,
        ჭკუა-გონების როცა სჯეროდათ
        ჭყონდიდელის,თუ სულხან-საბასი.
        გადასხვაფერდა დრო და წესები_
        არსად სიმდაბლე უმრწემესების.
        გაიხარებს კი ყლორტი, რომელსაც
        გადაჭრილი აქვს ძირში ფესვები?!“

        ლიანა ელიავა

        Like

  37. Eliko said

    არ შემიძლია ფარაჯანოვის თემას არ გამოვეხმაურო. აშკარად არ იცნობდით კარგად და მგონი ცოტა ნაციონალისტი და შოვინისტი ბრძანდებით. რა ნაირად უნდა ყვარებოდა სომხეთი, როდესაც კაცი თბილისის შვილი იყო, თბილისში გაზრდილი. კაცს რომელსაც უნდოდა თბილისში დამარხულიყო!!!.. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს..

    და ეხლა მიხარია, რომ ერევანში გადაასვენეს და არაჩვეულებრივი მუზეომი გაუკეთეს, ბევრს რომ შეშურდება ისეთი… ჩვენ კი ფარაჯანოვის ღირსნი ნამდვილად არ ვართ.!!! ეს არის ჩემი კომენტარი! მრცხვენია თქვენს მაგივრად.

    ან უბრალოდ შურიანი ბრძანდებით. თქვენ ხო ვერ გახდით “ფარაჯანირების” მასტერი. ამ სისულელეზე სხვანაირად ვერ გიპასუხებდით.

    პ.ს. ხო, ვიცით ეს ისტორია ““მე უზრდელებს და გაუნათლებლებს არ ვეპასუხები”” -ჩემი პასუხი იქნება “აი დარდი”

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s