Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსეთი – ბოროტების იმპერია

 

რუსეთი – ბოროტების იმპერია

 რუსეთის ბოროტების იმპერია არსებობს არა 50 წელი, ამერიკის კონგრესის მიერ დამონებული ხალხების რეზოლუციის მიღების მომენტიდან, არამედ სულ მცირე 500 წელი.

 

ავტორები: რუსლან საიდოვი, ვლადიმირ ფილინი

1547 წლის 16 იანვარს მოსკოვის კრემლში საზეიმოდ გამოცხადდა ბოროტების იმპერია. ამ დღეს უსპენსკის სობორში შედგა ივანე VI მრისხანის მეფედ კურთხევის ცერემონია – ახალგაზრდა კაცისა, რომელიც იტანჯებოდა მძიმე ფსიქიური დაავადებით, ფანატიზმით, სადიზმით და ჰომოსექსუალიზმით. ამ მოვლენიდან ჯერ კიდევ 50 წლით ადრე, ივანე მრისხანეს ბაბუამ – მოსკოვის ხანმა (მთავარმა) ივანე III – ოფიციალურად გამოაცხადა მოსკოვი ახლად დაშლილი ოქროს ურდოს მემკვიდრედ, რომელიც მის მიერ ევროპისა და აზიის დამონებული ხალხების აღქმაში წარმოადგენდა ბოროტების იმპერიის წინამორბედს და განაცხადა პრეტენზიები ყოფილ ოქროს ურდოულ მიწებზე.

ივანე III-ს მემკვიდრეებმა განაგრძეს მისი პოლიტიკა. XVI საუკუნის მოსკოვის ირგვლივ ყალიბდებოდა ბოროტების ახალი იმპერია, რომელიც ევრაზიაში გახდა ყველაზე მსხვილი სამხედრო-ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ივანე მრისხანე თავის თავს უწოდებდა “თეთრ მეფეს“, კაგანს, თეთრ ან დასავლელ ხანს, მონღოლეთის იმპერიის, ჩრდილო-დასავლეთის ოლქის – თეთრი (ოქროს) ურდოს მმართველს. ის ტრაბახობდა, რომ თავისი წარმომავლობით დაკავშირებულია თვით ჩინგისხანთან. ეს კი ასე არ იყო. ივანე მრისხანე მამის მხრიდან იყო მოსკოვში ოქროს ურდოს მეფის ნაცვლის ივანე კალიტას შთამომავალი, დედის მხრიდან კი ოქროს ურდოს ხან მამაის შთამომავალი, რომელიც ჩინგისხანი არ იყო და ამიტომ ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში ითვლებოდა არალეგიტიმურ მმართველად, რაც ერთადერთი მიზეზი იყო ცნობილი ბრძოლისა კულიკოვოს ველზე.  

 
ახლად შექმნილ ბოროტების იმპერიაში ერთ-ერთმა პირველებმა ებრაელებმა განიცადეს დისკრიმინაცია. ივანე მრისხანემ ებრაელ ვაჭრებს აუკრძალა მოსკოვიაში შესვლა. როგორც მომდევნო დროებში, ებრაელთა დაცვისათვის დაუყოვნებლივ გამოვიდა მაშინდელი საერთაშორისო საზოგადოება. 1550 წელს პოლონეთის მეფემ სიგიზმუნდ-ავგუსტუსმა მოითხოვა, რომ ებრაელ ვაჭრებს კვლავ ჰქონოდათ ნება დართული მოსკოვში შესვლისა, მაგრამ ივანე მრისხანემ მას უარი უთხრა.

ბოროტების იმპერიისაგან ებრაელთა მსგავსად დაზარალდნენ სხვა ხალხებიც. პირველ რიგში, იდელ-ურალის, ჩრდილოეთ კავკასიის და ყირიმის ხალხები. ნამდვილად პირველი სერიოზული მსხვერპლი გახდა ყაზანის სახანო, მრავალეროვანი სახელმწიფო, რომელიც იყო მონღოლების მიერ XIII საუკუნეში განადგურებული ვოლგის ბულგარეთის მემკვიდრე. ივანე მრისხანემ უმეთაურა სამ ლაშქრობას ყაზანზე. მესამე ლაშქრობა (1552 წლის ივნის-ივლისი) – დასრულდა ყაზანის აღებით. ლაშქრობაში მონაწილეობდა 150 ათასიანი მოსკოვის არმია, მისი შეიარაღება მოიცავდა 150 ზარბაზანს. ყაზანის კრემლი აღებულ იქნა შეტევით, ქალაქის დამცველები სულ ერთიანად ამოწყვიტეს. დაიწყო ძალადობრივი რუსიფიკაცია და ძალისმიერი გაქრისტიანება. მეფეს კი მრავალი წელი დასჭირდა, რათა მისი ხელისუფლების ქვეშ მოექცია ყაზანის ფინო-უგრული და თურქული ხალხები: ჩერემესები, მორდვა, უდმურტები, ჩუვაშები, ბაშკირები. 
 
1556 წელს მოსკოვს ძალადობრივად მიუერთდა ასტრახანი. შედეგად მთელი შუა და ქვემო ვოლგისპირეთი (ისევე როგორც მთელი ოლქი კამაზე) დამონებულ იქნა ბოროტების იმპერიით. აქ დაიწყო კოლონიზაცია, 1580-იან წლებში აღმოცენდნენ კოლონიზაციიის ცენტრები – სამარა, სარატოვი, ცარიცინი, უფა. ასტრახანის დამორჩილების შემდეგ მოსკოვის გავლენა მისწვდა კავკასიას. 1559 წლიდან დაიწყო ძალადობრივი თავსმოხვევა მართლამდიდებლობის მოსკოვური ვარიანტისა ჩრდილოკავკასიელ მთიელებზე, მიუხედავად მთიელთა მასიური განადგურებისა, საქმემ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

1559 წელს მოსკოვის ჯარებმა განახორციელეს ლაშქრობა ყირიმში, გაანადგურა რა ყირიმის ძლიერი პორტი გეზლევი და გაჟლიტა მისი მაცხოვრებლები. საპასუხოდ ყირიმის ხანმა დევლეთ I გირეიმ დაიფიცა დაებრუნებინა დამოუკიდებლობა ყაზანისა და ასტრახანისთვის. 1563 და 1569 წლებში თურქეთის მონაწილეობით მან განახორციელა ორი წარუმატებელი ლაშქრობა ასტრახანზე. 1570 წელს კი უფრო წარმატებული რეიდი რიაზანზე. საბოლოოდ 1571 წელს პოლონეთის და ლიტვის დიდი სამთავროს მხარდაჭერით ყირიმის ხანმა განახორციელა დიდი ლაშქრობა მოსკოვზე და ალყა შემოარტყა კრემლს. ივანე მრისხანე გაიქცა ვოლოგდაში. ბოროტების იმპერია დაღუპვის პირას იდგა, მაგრამ ხანმა უხილავი მიზეზებით მოულოდნელად მოხსნა ალყა და დაბრუნდა ყირიმში.  

დაიმონა რა ტერიტორიები მოსკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით, ივანე მრისხანე დაიძრა დასავლეთისკენ, 1558 წელს მან გაგზავნა თავისი ურდოები ბალტიისპირეთში. ომი მოსკოვისათვის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მეფის ჯარებმა აიღეს და გაძარცვეს ნარვა, იურიევი და კიდევ 20 ბალტიისპირეთის ქალაქი. მაგრამ შემდეგ დაიწყო მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიძნელეები და მარცხი. არ სურდა რა დამორჩილებოდა მოსკოვს, ლივონიის ორდენის ხელმძღვანელობამ დახმარებისათვის მიმართა ლიტვის დიდ სამთავროს, მრავალეროვნულ, 90 % აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს დღევანდელი უკრაინის, ბელორუსიის და ლიტვის ტერიტორიაზე, რომლებიც მაშინ ითვლებოდნენ ნამდვილ რუსეთად მოსკოვის ურდოს საპირისპიროდ. ამავდროულად ტალინის მაცხოვრებლებმა ითხოვეს შვეციის შემადგენლობაში შესვლა.

ამგვარად, ლივონიის ორდენმა მოსკოვთან წინააღმდეგ ომში ჩართო ლიტვის დიდი სამთავრო და შვედეთი.

ივანე მრისხანემ კი გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა, და 1563 წელს მისმა ჯარებმა გააუკაცრიელეს ბელარუსი, აიღეს ქალაქი პოლოცკი. ივანე მრისხანემ აღმოსავლეთ სლავური მიწების დასაპყრობად აწარმოვა მასიური ტერორის კამპანია. პოლოცკში მეფის ბრძანებით დაახრჩვეს ფომა, რეფორმატორული იდეების პოპულარული მქადაგებელი. გაუსწორდნენ პოლოცკის ებრაელებსაც, რომლის ინიციატორიც იყო მეფის თანმხლები მოსკოვის მართლმადიდებლობის გამოჩენილი მოღვაწე – იოსებ-ვოლოკამსკის მონასტერის იღუმენი ლეონიდე. მოსკოვის არმიაში მყოფმა თათრებმა გაანადგურეს ბერნარდინელი ბერები.

1564 წლის 28 იანვარს მეფის არმია, მოძრაობდა რა მინსკის მიმართულებით, მოექცა ალყაში და იქნა განადგურებული მდინარე ულეზე ბელორუსებისა და  მათთან დასახმარებლად მოსული უკრაინელებისა და პოლონელების მიერ.

ულეზე განადგურებამ ბიძგი მისცა იმათ დასჯას, ვინც გიჟმა ივან მრისხანემ დამარცხებაში დამნაშავედ მიიჩნია: დასჯილ იქნენ სამხედრო მეთაურები თავადები ობოლენსკები, მიხაილ რეპინი და იური კაშინი. კაშინი დასჯილი იყო აგრეთვე იმისათვის, რომ მან არ იცეკვა მეფის ღრეობაზე ნიღბით. თავადი დიმიტრი ობოლენკსკი კი იმისათვის, რომ მან ამხილა მეფის საყვარელი ფიოდორ ბასმანოვი მეფესთან ჰომოსექსუალურ კავშირში. ამ დავისათვის დასჯილი იქნა აგრეთვე ცნობილი ვოევოდა შერემეტევი.

ბოროტების იმპერიის ისტორიაში XVI საუკუნეში უმთავრესი მოვლენა იყო ოპრიჩნინა. შვიდი წელი, 1565-1572 წწ., სრავდა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს პერიოდი ადამიანების ხსოვნაში შემორჩა ადამიანის ხორცის მანქანის სიმბოლოდ, როგორც ჩვენს ეპოქაში სტალინური დანაშაულობები –  კოლექტივიზაცია,  შიმშილობა და 1937 წელი. 1564 წლის აპრილში ტარტუდან ლიტვის დიდ სამთავროში გაიქცა თავადი ანდრეი მიხეილის ძე კურბსკი, რუსეთის ისტორიაში პირველი დისიდენტი. მან საზღვარგარეთიდან მის ყოფილ მონარქს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც მკაცრად დაადანაშაულა მეფე ტირანიაში, სჯიდა რა უდანაშაული ადამიანებს. სწორედ თავად კრუბსკის ლიტვაში გაქცევის შემდეგ იქნა შემოღებული ოპრიჩნინა, თავისი არსით საკუთარი სახელმწიფოს მიერ რუსი ხალხის გენოციდის გამომხატველი. გაცილებით დიდი ზარალი იქნა მიყენებული ჩრდილო-დასავლელ, ნოვგოროდის რუსსზე, სადაც შუასაუკუნეებიდან მოყენებული შემონახულ იქნა ვეჩესეული დემოკრატია, მოსკოვის ურდოს მმართველთათვის ეგზომ საძულველი. 

1569-1570 წლების ზამთარში ოპრიჩნიკების სადამსჯელო ჯარები, პირადად ივანე მრისხანის სარდლობით, გაემართა ნოვგოროდზე სალაშქროდ, რომლის საბაბადაც იქცა ღალატში დაბეზღება და ეჭვი. გაძარცვულ იქნა ყველა ქალაქი მოსკოვიდან ნოვგოროდამდის, გზად მალიუტა სუკრატოვმა ტვერის ოტროჩესკის მონასტერში პირადად მოგუდა მოსკოვის მართლამდიდებელთა მეთაური მიტროპოლიტი ფილიპი. 1570 წლის 2 იანვარს ოპრიჩნიკების მოწინავე რაზმები მიადგნენ ნოვგოროდს და ალყა შემოარტყეს ქალაქს ზასტავებით. მონასტრებზე, ეკლესიებზე და კერძო სახლებზე აღმართეს სახრჩობელა, დააპატიმრეს და დასაჯეს ბერები, სასულიერონი და გამოჩენილი ნოვგოროდელები. 6 იანვარს ქალაქთან გამოჩნდა ივანე მრისხანე. 

8 იანვარს, ოპრიჩნინის ჯარებისა და ნოვგოროდელი სასულიეროების შეხვედრაზე ვოლხოვის დიდ ხიდზე, მეფემ ღალატში დაადანაშაულა არქიეპისკოპოსი პიმენი. ეს უკანასკნელი დააპატიმრეს და ჩასვეს ციხეში. შემდეგ დაიწყო მასიური ჩამოხრჩობები, რომელიც გრძელდებოდა 13 თებერვლამდის. ჩამოხრჩობილ იქნა მრავალი მოქალაქე, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. რუსული მოთხრობისა და მრავალი დეტალის მქონე ნოვგოროდის დარბევის გერმანული აღწერის ცნობის მიხედვით, ივანე მრისხანემ ბრძანა გადაესხათ ნოვგოროდელებისთვის მდუღარე ფისი, და შემდეგ დაფუფქული და ჯერ კიდევ ცოცხლები გადაეყარათ მდინარე ვოლხოვში, რომლებსაც ჩასაძირად მიათრევდენ ციგებით.

სასულიერონი და ბერები სხვადახვა შეურაცყოფების შემდეგ გაროზგეს და გადაყარეს მდინარეში. თანამედროვენი იუწყებიან, რომ ვოლხოვი გაჭედილი იყო გვამებით, და ცოცხალი თქმულებები ამის შესახებ შემორჩა ჯერ კიდევ XIX საუკუნეშიც. კერძო სახლები და ეკლესიები გაიძარცვა, ნოვგოროდელების ქონება და სურსათი გაანადგურეს. ოპრიჩნიკების რაზმები, გაგზავნილნი 200-300 კილომეტრზე, სჩადიოდნენ ძარცვა-გლეჯას და მკველელობებს მთელ ოლქში. დაღუპულთა რაოდენობა უცნობია, თანამედროვე მეცნიერები ითვლიან 15 ათასს, 30 ათასიანი ნოვგოროდის საერთო მოსახლეობიდან.

1572 წლის შემოდგომაზე მეფე იძულებული გახდა გაეუქმებინა ოპრიჩნინა. ის წამსვე გახდა ოდიოზური, ისჯებოდა ყველა ის, ვინც ამ სიტყვის წარმოთქმას გაბედავდა. ოპრიჩნინის აკრძალვას არ შეუწყვეტია ტერორი. ის გრძელდებოდა, მაგრამ რამდენადმე მცირე მასშტაბებში. 1580 წელს მეფემ მოსკოვში გაანადგურა გერმანული სლობოდა, ამოწყვიტა რა მისი მაცხოვრებლების დიდი ნაწილი. როგორია ოპრიჩნინის მახლობელი და შორეული შედეგები? დავიწყოთ მახლობელით. ოპრიჩნინის შემდეგ ქვეყანაში გამეფდა ეკონომიკური კრიზისი – ცენტრისა და ჩრდილო დასავლეთის სოფლები დაცარიელდა. XVI საუკუნის წიგნების წაკითხვისას ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანას მტერთა შემოსევა გადაეტანოს. დაუმუშავებელი დარჩა მიწების 90%.

მიუხედავად ამისა, ფსიქიურად ავადმყოფი ივანე მრისხანე განაგრძობდა გიჟობას. 1575 წელს მისი კაპრიზებით კასიმოვის ხანი, ჩინგიზიდი სემიონ ბეკბულატოვიჩი, მისი დროის ვინმე დიმიტრი მედვედევი, აკურთხეს მეფობაზე, როგორც მეფე „სრულიად რუსეთის დიდი თავადი“, თვით ივანე მრისხანე იწოდა ივან მოსკოვიტად, წავიდა კრემლიდან და ცხოვრება დაიწყო პეტროვკაზე. თერთმეტ თვეში სემეონ ბეკბულატოვიჩი, შეინარჩუნა რა ტიტული დიდი მთავრისა, წავიდა ტვერში, რომელიც მას წილად ერგო, ივანე მრისხანე კი კვლავ იწოდა სრულიად რუსეთის დიდ მთავრად.

ივანე მრისხანის მეფობის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკა განიცდიდა მთელ რიგ წარუმატებლობას. ბოროტების იმპერიის ძალები, გათანგული ხანგრძლივი ომებითა და ოპრიჩნინის ტერორით, სუსტდებოდა და იწრიტებოდა. როგორც ზემოთ ითქვა, 1571 წელს ყირიმის ხანი დევლეთ I გირეი მისი მხედრობით გაიჭრა მოსკოვამდის, აიღო ქალაქი, გადაწვა იგი (მხოლოდ კრემლი დაინდო) ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ტყვეები, გაბრუნდა ყირიმში. გაჭიანურებული ლივონიის ომი გრძელდებოდა, მაგრამ უკვე წარმატების გარეშე.

1576 წელს პოლონეთის მეფედ და ლიტვის დიდი სამთავროს მთავრად არჩეულ იქნა სტეფან ბატორი – ენერგიული, გაბედული, ნიჭიერი მხედართმთავარი. გადავიდა რა შეტევაზე, 1579 წლის 30 აგვისტოს მან გაანთავისუფლა ქალაქი პოლოცკი. ამის შემდეგ ქალაქ მოსკოვის გარნიზონი დათხოვნილ იქნა, „მოსკოვიტების ბევრი მსროლელი და სხვები“ გადავიდნენ სტეფან ბატორის მხარეზე და დასახლებულ იქნენ დროდნოს რაიონში. შემდეგ სტეფან ბატორმა გაათავისუფლა ველიკიე ლუკი. 1581 წლის ზაფხულში სტეფან ბატორმა ალყა შემოარტყა  ფსკოვს, რომელიც მაინც ვერ აიღო. მაშინ შვედებმა გაათავისუფლეს ნარვა, სადაც დაეცა 7 000 მეფის სამხედრო პირი, შემდეგ ივანგოროდი და კოპორიე. ივანე მრისხანე იძულებული შეიქნა წასულიყო მოლაპარაკებებზე პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს უნიასთან. 1582 წელს  დაიდო 10 წლიანი ზავი, რომლის მიხედვითაც ივანე მრისხანემ უარი განაცხადა ყველა მის დაპყრობილ მიწებზე ბელორუსსა და ბალტიისპირეთში. ომი, რომელიც მეოთხედი საუკუნე მიმდინარეობდა, ბოროტების იმპერიისთვის პირწმინდად წაგებული აღმოჩნდა. 1582 წელს შვედებთან იქნა აგრეთვე დაზავება დადებული, რომლის მიხედვითაც მათ შეინარჩუნეს ესტონეთი და ფინეთის ყურის ის სანაპირო, რომელსაც ძველად დიდი ნოვგოროდი ფლობდა.

დასავლეთსა და აღმოსავლეთში არსებული წარუმატებლობის დროს ხდებოდა მოვლენები, რომლებიც წარმოადგენდა ციმბირის დამორჩილების დასაწყისს. 1581-1582 წწ. დონის კაზაკების ატამანმა ერმაკ ტიმოფეის ძემ 800 კაციანი რაზმით დაიპყრო ციმბირის სახანო, განლაგებული მდინარეებზე ირტისშა და ობზე. ერმაკის მიერ ციმბირის დაპყრობამ დასაწყისი დაუდო იქაური ხალხების დამონებასა და ძალისმიერად ქრისტიანობის მოსკოვურ ვარიანტზე მოქცევას. ერმაკის ბანდას თან ახლდა ორი მღვდელი და ბერები.  

ივანე მრისხანე მოკვდა 1584 წლის მარტში. როგორ დაასრულა მან ცხოვრების გზა – იყო კი ბუნებრივი თუ მისი გარემოცვის ხელშეწყობით – რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ. როგორც სტალინის შემთხვევაში, სამეფო კარის დაუსრულებელი ბოროტმოქმედების ვითარება ქმნიდა  საფუძველს ყველაზე დაუჯერებელი ხმებისას. ივანე მრისხანის მოწამვლის ვერსიები შემოწმდა 1963 წელს სამეფო საფლავების გახსნისას: გამოკვლევებმა უჩვენეს ნარჩენებზე არანორმალური რაოდენობის დარიშხანის და ზომაზე მეტი ვერცხლისწყლის შემცველობა, რომელიც ყველა წამლის შემადგენლობაში იყო იმ დროისთვის და რომლითაც მკურნალობდნენ სიფილისს, რითაც დაავადებული იყო მეფეც. მკვლელობის ვერსია ჩაითვალა დაუდასტურებლად, მაგრამ არა უარყოფილად. 

 

 იხილეთ აგრეთვე

 ახმეტ ზაკირი – რუსეთის იმპერიის ისტორიულ ხლართებში

 

• რუსეთის მიერ განადგურებული ერები

21 Responses to “• რუსეთი – ბოროტების იმპერია”

  1. Amorello said

    I like when you talk about this type of stuff in your posts. Perhaps could you continue to do this?

    Like

  2. California said

    I love when you talk about this type of stuff in your blog. Perhaps could you continue this?

    Like

  3. Blair Mashak said

    Real nice design and style and great content , nothing else we require : D.

    Like

  4. Daniel Coppenger said

    I really enjoy reading through on this web site , it has got wonderful blog posts.

    Like

  5. Rosendo Viray said

    Thanks for this post, I am a big fan of this site would like to continue updated.

    Like

  6. Mozell Datwyler said

    Some truly grand work on behalf of the owner of this internet site , dead outstanding subject material .

    Like

  7. Jeremy Bazel said

    I got what you intend, saved to my bookmarks , very decent site.

    Like

  8. Bialaszewski said

    Im trying to start my own blog, so ive been searching and this is the best one if seen so far, Great Job!!!

    Like

  9. Crowdis said

    so much excellent information on here, : D.

    Like

  10. Celia Brewster said

    I’m not sure where you’re getting your information, but great topic. I needs to spend some time learning more or understanding more. Thanks for excellent information I was looking for this info for my mission.

    Like

  11. Kimberli Dies said

    whoah this blog is fantastic i love reading your articles. Keep up the great work! You know, a lot of people are looking around for this info, you could help them greatly.

    Like

  12. Hipolito M. Wiseman said

    fantastic issues altogether, you simply gained a new reader. What could you recommend in regards to your submit that you simply made a few days in the past? Any positive?

    Like

  13. nico said

    Just want to say thanks for the post.

    Like

  14. Eric Fausett said

    There is noticeably a bundle to learn about this. I assume you made sure nice points in options also.some tips here!

    Like

  15. WORLD OF BUSINESS said

    WONDERFUL Post.thanks for share..more wait ..

    Like

  16. Brigitte Ryll said

    Great information.

    Like

  17. Eleanora Liebeck said

    Great post.

    Like

  18. “რომის იმპერია დაემხო ბატონებო,
    დაემხობა რუსეთის იმპერიაც!”
    ზვიადი გამსახურდია

    წმინდა გიორგი აწამეს რომაელებმა იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით და მოკლეს, მაგრამ ის აღსდგა მკვდრეთით და განგმირა დიოკლეტიანე.
    ისტორიკოსები გვიმტკიცებენ, რომ წმინდა გიორგი ისტორიულად მართლა არსებობდა და ის მართლა მოკლეს დიოკლიტიანეს ბრძანებით ქრისტიანობის გავრცელების გამო, მაგრამ რეალურად ის მკვდრეთით არ აღმსდგარა და არც იმპერატორი დიოკლეტიანე არ მოუკლავს ფიზიკურად. ეს იყო მხოლოდ სიმბოლო ქრისტიანობის იდეოლოგიურ-მორალური გამარჯვებისა რომის იმპერიალისტურ იდეოლოგიაზე. მართლაც მალევე იდეოლოგიურ კრიზისში მყოფ რომის იმპერიას თავისივე ვასალი ქრისტიანი გოთები საბოლოოდ მოსპობენ. გადარჩება მხოლოდ ის ნაწილი რომელიც მიიღებს ფორმალურ ქრისტიანობას და განაგრძობს არსებობას როგორც ბიზანტიის ბერძნულენოვანი იმპერია, მაგრამ მოგვიანებით ამ იმპერიასაც მხოლოდ გარეგნული-ფორმალური ქრისტიანობა იდეოლოგიურ კრიზის ვერ ააცილებს, რაც გახდება მისი დაცემის მთავარი მიზეზი.
    წმინდა გიორგი იყო კაბადოკიელი, საიდანაც გავრცელდა ქრისტიანობა რომის იმპერიაში. კაბადოკია ოდითგანვე მეგრელებით იყო დასახლებული. მის მთავარ ქალაქს ერქვა მეგრული სახელი მაძაკა და მთავარ მდინარეს ღალიში. წმინდა გიორგის ცხენს კი ერქვა მეგრული სახელი იროძირი. ბერძნული სახელწოდებებიც ეგეოსს, ეგროსს ეგრისიდან იღებს სათავეს. აქედანვე იღებს სათავეს სახელი გეორგოს და გეორგიაც.
    9 აპრილს ქართველმა ხალხმა, ისედაც იდეოლოგიურ კრიზისში მყოფი საბჭოეთი, მორალურად და იდეოლოგიურად საბოლოოდ მოსპო და თვით რუსი ხალხიც კი საბჭოეთის წინააღმდეგ განაწყო. დიახ, 9 აპრილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი საბჭოთა კავშირის დაცემაში!
    რუსეთი ფორმალურად ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ის სწორედ ანტიქრისტიანული იმპერიაა. წინასწარმეტყველება, რომ ანტიქრისტე დაიბადება რუსეთში, დიდიხანია ახდა. ეს ახდა მაშინ, როცა ოქროს ურდო დაეცა და მის აგდილას აღმოცენდა მესამე რომის იმპერია-ანუ რუსეთის ცარისტული(ცეზარისტული) იმპერია.
    რუსეთის ფედერაცია ვერ იარსებებს როგორც დემოკრატიული ქვეყავა, რადგან როგორცკი რუსეთის “ვლასტი” საკუთარი მოსახლეობის უფლებებს აღიარებს, იქვე დადგება კავკასიელი და სხვა ხალხების თვითგამორკვევის და თვითგანსაზღვრის საკითხიც -ანუ მათი დამოუკიდებლობის საკითხი, რასაც რუსეთი სამართლებრივი მეთოდებით ვერ შეეწინააღმდეგება და რუსეთის ფედერაცია დაიშლება.

    ესეც გაითვალისწინა იმპერიამ და ფედერაციის შიდა საზღვრები ისეთნაირად დაადგინა, რომ ფედერაციის დაშლას აუცილებლად მოყვება ეთნიკური დაპირისპირბები. ამ შემთხვევაშიც გამშველებლის როლის თამაშით შეეცდება რუსეთი ტერიტორიების შენარჩუნებას, რაც კატაკლიზმებს დროში გაწელავს. ამიტომ ყველაზე სწორი გამოსავალია არა რუსეთის ფედერაციის დაშლა მისივე დადგენილი საზღვრებით, არამედ რუსეთის იმპერიის სრული განადგურება.
    ამ შემთხვევაში ქართველებმა უნდა დავიკავოთ შავიზღვისპირეთი ჩვენი ისტორიული სამეფოს საზღვრამდე-ანუ ქერჩის სრუტემდე. ადიღ-ჩერქეზეთის რესპუბლიკამ დაიკავოს აზოვისპირეთი როსტოვამდე. ყალმუხების რესპუბლიკამ კასპიის ზღვიპირეთი ყაზახეთამდე. ფინეთმა უნდა დაიკავოს მთელი ჩრდილო-ყინულოვანი ოკიანის სანაპიროები ურალამდე. კალინინგრადი პოლონეთმა და ა.შ.
    ამდენად რუსეთი იქცევა ქვეყანად, რომელსაც ზღვებზე გასასვლელი აღარ ექნება და ვეღარასოდეს შეძლებს იმპერიის აღდგენას.
    რომარა რუსეთის ატომური ბომბები ეს უკვე ასეც იქნებოდა. თუმცა საბედნიეროდ ნატო მომავალში შეძლებს რუსეთის ატომურ გაუვნებელყოფას და მერე მთელი სიამოვნება წინაგვაქვს… როგორც ჩანს ქართველებს ტყუილად არ გაგვიწირია თავი ქრისტიანობის გადარჩენისთვის, რითაც გადავარჩინეთ ევროპაც და კაცობრიობაც.

    Like

  19. სამწუხაროა bakur morgoshia ასე რომ8 წერ, რუსეთის შესახებ სიმართლე ბევრი ეწერა ნამდვილად, მაგრამ 080808 ომში ნატომ საქართველო დაიკიდა, მანვე დანიშნა მიხო საქართველოს უზურპატორად რომელმაც დაიწკო წინასწარ წაგებული 2 ომი რუსეთთან, და თუ იმას იტყვი რომ ეს მიწები ისედაც დაკარგული იყოვო მაშ მე წინასწარვე გეტყვი რომ ეს ასე არაა და თან კოდორზე და ახალგორზე რას იტყვი? ეგ მიწები ვინ მიუერთა აფხაზეთს(და არა აფსუეთს ანუ აფხაზეთი არის მეგრული სამთავროს ნაწილი როგორც კახეთის ნაწილს ეწოდა ქიზიყი) და ასევე ცხინვალს მიუერთა ახალგორი რომელსაც რატომღაც ოსეთად(სამხრეთ) თვლიან, არადა ცხინვალის მიმდებარედ ქართველები არ იყვნენ ოსებზე ნაკლებები ეთნოწმენდამდე. მან გაყიდა საქართველოს მთელი სტრატეგიული ობიექტები.

    მოკლედ ბაკურ მაგარი აბდაუბდად გამომივიდა დაწერა და ეხლა დავწერ ამით რისი თქმა მინდოდა. აი ზემოთ რომ დაწერე რომ ნატო რუსეთს დაშლისო და მერე ავშენდებითო ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, რადგან საქართველო იმ დენად დაასუსტა ამერიკელმა მიხუა სააკიანმა რომ დამერწმუნე საქართველო სომხეთსაც ვერ გაუმკლავდება არათუ იმ ჩრდილო კავკასიელებს რომლებიც ერთ მუშტად გაერთიანდებიან საქართველოს წინააღმდეგ და მათ თურქეთი და არაბებიც დაეხმარებიან. ჩვენი საქართველო გვაქვს გასაძლიერებელი ყველა მხრივ და რუსეთის დაშლას რაც შეეხება თვითონ ნატო არ დაშლის რუსეთს რადგან დაშლილ რუსეთს(თუ შეძლებს რა თქმა უნდა ამას ნატო არამგონია) ადვილად დაპატრონება ჩინეთი და ეხლა ჩინეთი ისე ძლიერდება რომ გიჟები უნდა იყვნენ ნატოელები რომ რუსეთის დამპყრობი ჩინეთი დაიმეზობლონ ბალტიკის ზღვაზე თუმცა რუსეთი ისედაც არ დაიშლება. და რაც ნატო 080808 ომში და ასევე სააკაშვილის მხეცობებს და საქართველოს ეკონომიკის არასწორ კურსს ეხმარება მე ისევ რუსეთი მირჩევნია.

    ცოტა გაურკვევლად გამოვიდა ამის დაწერა მაგრამ იმედია მიხვდებით რისი თქმა მინდოდა.

    პატივისცემით: გიორგია.

    Like

  20. და კიდევ ძალიან სამწუხაროა რომ ამდენი ინგლისური ნაწერია და ჩემს პასუხამდე მხოლოდ და მხოლოდ პატივცემულ ბაკურმა დაწერა ამ ნაშრომზე თავისი აზრი!!!

    Like

  21. ვინ დაიწყო ომი და ვინ არის მიშა
    (ციკლიდან დიდი ეროვნული გათახსირება)

    1. სომხურ-დაშნაკური ფესვები

    სააკიანი ცნობილი სომხური გვარია, რომელიც გავრცელებულია საქართველოშიც და მოსოფლიოს რიგ ქვეყნებშიც. სააკიანები თავიდან გორის რაიონში ჩამოსახლდნენ, სადაც სააკაშვილებად დაეწერნენ. რუსეთის პირველი ოკუპაციის დროს, სააკოვებად გადაკეთდნენ. მიშას ბაბუა სააკოვი იყო თავისი “მოღვაწეობის” პირველ ნახევარში. არმენოლოგ ალექსანდერ აბდალაძეს, რომელსაც მიშა სასტიკად დევნის, საკმარისი მტკიცებულებები აქვს მიშას სომხობაზე, მგრამ ამ მტკიცებლებს მომავალში კიდევ უფრო გაამტკიცებს მიშას დეენკას ანალიზი.
    მის სომხურ წარმომავლობას ხაზს იმიტომ უსვავ, რომ სომხების ანტიქართული, ვერაგული განწყობა უკვე საიდუმლო არავისთვის არაა. რუსმა ეს ადრიდანვე გათვალა, როცა სოხების ჩამოსახლება დაიწყო საქართველოში. შემდეგ ბოლშევიკები აწინაურებდენ გვარგადაკეთებულ სომხებს სუკში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, რათა მათი საშვალებით მოეხდინათ ქართველების გენოციდი. ასეთი დაწინაურებულია ნასომხარი მიშაც.
    აღსანიშნავია რომ მიშა ამერიკაში და საფრანგეთში ვიზიტების დროს ჯერ სომხურ სათვისტომოს ხვდება ხოლმე -არაა ეს უცნაური?-რატომ სასომხეთის პრეზიდენტი არ შეხვედრია არასოდეს ქართულ სათვისტომოებს, თანაც ჩასვლისთანავე?
    მიშას დედა-გიული ალასანია, გაურკვეველი წარმომავლობის და გარკვეული ამორალური წარსულის ქალია. მისი ძმა, ანუ მიშას ბიძა, სუკის გენერალი, შევარდნაძის ძმაკაცი და რუსეთის მსხვილი აგენტია.
    თავად მიშა პატარა კომკავშირელი, ნაპუტჩისტარი, აფხაზეთის ომის და არეულობის დროს ამერიკაში “საგულაოდ” გაგზავნილი, ქართველთმმუსვრელი შევარდნაძის მინისტრი და მის ანტიქართულ საქმეთა გამგრძელებელია.
    2. ტერიტორიების დეფაქტო-დეიურე გასხვისებისთვის და ქართველების სასაკლაოს მოწყობისთვის იურიდიული ნიადაგის შემზადება მიშას მიერ.

    მიშა შევარდნაძისძემ აღადგინა ზვიადის მიერ გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” ავტონომია (ქართველი, რომელიც სამაჩაბლოს ოსეთად მოიხსენიებს ადგილზეა დასაჩეხი) და ზვიადის მიერ ოკუპანტებად წოდებულ რუსის ჯარს სამშვიდობოს სტატუსი(მისი ნათლიმამა შევარდნაძის მიერ მინიჭებული) დაუდასტურა. მერე დაბომბა. დასავლეში ის აღიარებს რომ ომი, ანუ ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციები მან დაიწყო, რადგან იმათთან ფაქტს ვერ გაექცევა. თუმცა რუსეთ-საქართველოს ომი 210 წლის წინ დაიწყო რუსეთმა, სააკიანი კი ამ ომში რუსეთის მხარეს წარმოადგენს. რუსეთის ლიდერები თავიანთი აგენტი სააკიანის შესანიღბავად ცნობილ მეთოდს იყენებენ და მას აცხადებენ მტრად, ესეც ვითომ მაგათ უპირისპირდება და ამერიკის კაცია(ვითომ აი ახპერ). სააკიანი განგებ იჩემებს პროამერიკულობას რომ ხალხს ამერიკა შეაზიზღოს.. სინამდვილეში მიშამ, პუწინმა და თბილისელმა სომეხმა სერიოჟა გალავროვებულმა ერთობლივად დაგეგმეს ქართველების ხოცვა-ჟლეტვა და ტერიტორიების დეიურე მიტაცება. ეხლა ეს გარეწრები ხმებს ავრცელებენ: თითქოს ამერიკელებმა აუნთეს მიშას მწვანე შუქი ომის დასაწყებად, არადა კონდოლიზა რაისამ ოფიციალურად გაახმოვანა თუ როგორ აფრთხილებდა ამერიკის ადმინისტრაცია მიშას რომ მას ომი არ გაეჩაღებინა.
    სამშვიდობოებზე ხელის ამწევი საერთაშორისო კანონმდებლობით ისჯება. ამდენად წმინდა იურიდიული თვალსაზრისით რუსების რეაქცია გამართლებულია, რაც აისახა კიდეც ტალიავინის-ანუ ევროკომისიის დასკვნაში. დროც საგანგებოდ შეირჩა: ოლიმპიადით გართული მსოფლიოსათვის რაღაც რუსეთის ექსკოლონია საქართველოს ხელახალი კოლონიზაცია შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. სააკიან-პუტინის გეგმა მთლიანად საქართველოს ოკუპაცია იყო, თუ რათქმაუნდა დასავლეთი დაუშვებდა ამას, მაგრამ ამერიკამ ეს არ დაუშვა და დიდი სამხედრო მობილიზაცია მოახდინა თურქეთის საზგვარზე-ასევე გამოგზავნა ატომური გემები. სწორედ ამერიკის დამსახურებაა რომ დღეს საქართველო მთლიანად ოკუპირებული არაა და საერთოდ გამქრალი არაა ქართველთა სახსენებელი.
    ამის შემდეგ აწრუწუნდენ ევროპელები პუტინის მიმართ: “ნუ გვაიძულებ ულტიმატუმი წაგიყენოთო”, რის შემდეგაც რუსეთმა დატოვა ფოტი და გორი. 3.ქართველების დამარცხებით გამარჯვებული მიშა

    ნასომხარმა მიშამ და მისმა ნასომხართა და ნაქართვენარ სულით დაშნაკთა მთავრობამ ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა სომხურ-სტალინური ჭკუა და ქართველი ხალხის სისხლში დიდი ფული იშოვა. მილიარდები გადმოერიცხათ როგორც “დაზარალებულებს”.მისი საელჩოების წარმომადგენლები როცა სამაჩაბლოს და გორის სოფლებს ბომბავდნენ მაშინ არხეინად ეგდნენ და როცა რუსები თბილისისკენ დაიძრნენ და მათ ქონებას შეექმნა საფრთხე მხოლოდ მაშინ ატეხეს წკავწკავი. სამაჩაბლო და აფხაზეთი იურიდიულად გასხვისებულია! ასე დააგოიმა მიშამ ქართველებიც და ამერიკელებიც. მიშა მაგარია! ის გიჟი კიარა საგანგებოდ შერჩეული გაიძვერაა.
    აი რას იზავდა მის ადგილას პატრიოტი პრეზიდენტი: 1. ძალაში დატოვებდა ზვიადის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიის გაუქმების შესახებ და საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მას მოიხსენიებდა ცხინვალის რეგიონად. 2. რუსის ჯარს შეუწყვიტავდა სამშვიდობოების მანდატს და მიანიჭებდა საოკუპაციო ჯარის სტატუსს, რომელმაც განახორციელა ქართველების ეთნოწმენდის ორგანიზება. 3. გაეროში დააყენებდა საკითხს საოკუპაციო ჯარების საერთაშორისო კონტიგენტის სამშვიდობო ჯარებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და თუ გაერო არ დაეთანხმებოდა ამ მოთხოვნას მაშინ საქართველოს პროტესტის ნიშნად უნდა დაეტოვებინა გაერო. 4. მიეცა ულტიმატუმი რუსის ჯარისთვის დაეტოვებინა საქართველო და პარალელურად მოეხდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. 5.გაომეცხადებინა საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია სამამულო ომის დასაწყებათ. 6. ეცნო ჩეჩნეთის და ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და შეექმნა კავკასიური სამხედრო ალიანსი.
    სააკიანმა კი პირიქით, იქადაგა მთელ მსოთლიოში რომ სამაჩაბლო ოსეთია, რომ რუსები მშვიდობისმყოფელები არიან და კომფლიქტი თურმე ზვიადის ბრალია. ესაა წინასწარ დაგეგმილი- განძრახ ჩადენილი დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ მიშას და მისი მმართველი კრემლის მხრიდან.
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ხალხი, რომელმაც შევარდნაძეს დაუჩოქა და მის სტრუქტურებში მსახურობდა, ხალხი, რომელიც მიშას ვარდებით დაზდევს და მის სტრუქტურებში მსახურობს, ხალხი, რომელიც მათ გამპრავებელ-მაკურთხებელ სუკის აგენტ ფარისეველს პატრიარქს ეძახის და ხალხი, რომელიც ამ ანტიეროვნულ ჯალთების სპონსორ ოლიგარხზე ოცნებობს გათახსირებულია.
    ქართველო შეზდექ! იცოდე, რომ შენ გარეწარი ხარ! წაიშინე თავში ხელები, შეინან და შემობრუნდი! თავზეხელაღებული ბრძოლით გამოისყიდე შენი დანაშაული სამშობლოსა და უფლის წინაშე!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s