Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ტაბატაძე- პუტინი “ამერიკული კარტოფილი”

ზაზა ტაბატაძე

bush%20and%20putin%20-2005[1] 

პუტინი მორიგი “ამერიკული კარტოფილი” რუსეთის დროებითი მმართველი, ანუ იანკების მესამე შეტევა საქართველოზე

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა, ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე განვითარებულ საბედისწერო მოვლენებში, განპირობებულია ქართველი ერის პერმანენტული შეცდომებით და პროცესების ანალიზისადმი აშკარად სუბიექტური შეზღუდული დამოკიდებულებით. აქედან გამომდინარე, საბედისწერო მომენტში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ტრაგიკული შედეგების მძევლებად ვიმყოფებით მუდმივად. ყოველივე ამის მიზეზი გაყალბებული ფასეულობების, თუ მახინჯი სტერეოტიპების მიერ დატყვევებულ ჩვენს აზროვნებაშია. აზროვნებითი აბერაციისაგან გამოწვეული მოვლენების მცდარი და არაობიექტური შეფასებისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა წინასწარ აკვიატებულობისგან განთავისუფლებული აზროვნებაა. თუ როგორ გავთავისუფლდეთ პრიმიტიული შეზღუდული და მცდარი შეხედულებათა სისტემისაგან და როგორ ლოგიკურ დასკვნამდე მიგვიყვანს თავისუფალი ნეიტრალური აზროვნება, ამის თვალსაჩინოებისთვის წარმოსახვაში დავუშვათ პროცესების საპირისპირო განვითარება მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე, ხოლო პირადი დამოკიდებულება შესაბამისი მოვლენების შეფასებისა, გავათავისუფლოთ ყოველგვარი მიკერძოებული ან წინასწარ აკვიატებული ნალექისაგან, ჩვენს მიერ დაშვებული წარმოსახვა კი განვავითაროთ რეალურის უკუ სცენარით.

ცივი ომი დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების დამარცხებით. ევროპის ყველა ქვეყანაში დამყარდა ბოლშევიკურ-სოციალისტური სისტემა, დაიშალა ჩრდილო-ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია. გაწითლებული ევროპის ყველა ქვეყანა ვარშავის ხელშეკრულების წევრი გახდა, ხოლო ევროკავშირის ყოფილ კაპიტალისტურ ქვეყნებში სსრკ-ის მხარდაჭერით და ხელშეწყობით აქტიურად განიხილება გეგმიური ეკონომიკა და მარქსისტურ-ლენინური თეორიები. რაც შეეხება ატლანტიკის იქითა მხარეს, ამერიკის შეერთებული შტატების ოცამდე შტატმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები გაეროში გაწევრიანდნენ, ხოლო გაეროს შტაბბინა მოსკოვში მდებარეობს. დამოუკიდებლობა გამოცხადებული შტატებიდან რამდენიმე მისისიპი, ლუიზიანა, ალაბამა, ფლორიდა ვარშავის ხელშეკრულების წევრები გახდნენ და მათ საჰაერო სივრცეს ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო თვითმფრინავები სერავენ, ხოლო ტექსასის და ნიუ ჰემპშირის შტატები, რომლებიც ასევე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, ვარშავის ხელშეკრულების კარებს ანგრევენ. პარალელურად, საბჭოთა კავშირს და რამდენიმე მის სატელიტ ქვეყანას ვარშავის ხელშეკრულებიდან დაპყრობილი ჰყავს მექსიკა ორასათასიანი არმიით და საკუთარი უსაფრთხოების მომიზეზებით ემუქრება კანადას. თვით შეერთებული შტატებიდან დარჩენილ ოცდაათამდე შტატის ერთიანობას უბრალოდ ამერიკა ჰქვია, სადაც დამყარებულია ასევე ნეობოლშევიკური სისტემა. ამ ახალ ამერიკას მართავს კომუნისტური პარტიის რიგით მეორე გენერალური მდივანი. საბჭოთა კავშირი, რომლის ინსპირაციითაც იმართება მსოფლიო პოლიტიკური პროცესები, ემისრებს გზავნის ამერიკაში. ისინი მარქისტულ-ლენინური იდეოლოგიის საფუძვლებს ასწავლიან ამერიკის მმართველ წრეებს ხოლო საბჭოელი კომკავშირელები ატარებენ გამსვლელ სხდომებს და ასწავლიან მათ კომუნიზმისკენ მიმავალ გზებს. ამერიკის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მხოლოდ რიტორიკული განცხადებებითLეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ნებას კიდევ რამდენიმე შტატის ვარშავის ხელშეკრულებაში გასაწევრიანებლად. ეს სიტყვიერი წინააღმდეგობა მხოლოდ საკუთარი რევანშისტულად განწყობილი მოსახლეობის დასაშოშმინებლად კეთდება. მსოფლიოს არცერთ ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება ამერიკისთვის კიდევ უფრო საზიანოდ პროცესების შეუქცევადობაში. ჩვენი დაშვების მიხედვით, აღწერილი პროცესების რეალურად განხორციელების შემთხვევაში, არა მგონია რომელიმე საღად მოაზრონე ობიექტურ ანალიტიკოსს ეჭვი შეჰპარვოდა ამერიკის გენერალური მდივნის საბჭოთა კავშირის მარიონეტიზმსა და სატელიტიზმში. რა თქმა უნდა, მსოფლიო ისტორიული პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ამერიკის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ხელდასმული და პოლიტიკური ნების გამტარებელი პიროვნება დაინიშნებოდა, “აირჩეოდა”. ამ წარმოსახვითი პოლიტიკური პროცესების გაანალიზების შემდეგ დავუბრუნდეთ რეალობას და დავსვათ კითხვა: რას უქადის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური პროცესები საქართველოს უახლოეს მომავალში? წინამდებარე დაშვების ჭრილში განვიხილოთ საქართველო-რუსეთის და ამერიკის ურთიერთობები. ამისთვის გავაკეთოთ უკანასკნელ წლებში რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი; რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი და რა პერსპექტივა ელის ჩვენს ქვეყანას მასთან მიმართებაში?!

პუტინი ადამიანი “არსაიდან” გამოჩნდა (თუ გამოაჩინეს) ელცინის რუსეთში იმ პერიოდში, როდესაც დიდი ალბათობა იყო “გენერალიტეტური” გადატრიალებისა. გენერალ ლევ როხლინის მსგავსი რუსეთში არ დაილეოდა და ყველა მათგანს ოჯახის წევრების საშუალებით ვერ მოიშორებდნენ. იმავე პერიოდში აღსანიშნავია ელცინის რამდენჯერმე გაიმპიჩმენტების მცდელობა, რომლის დროსაც ისევ “ამერიკული კარტოფილის”, ჟირინოვსკის და მისი მსგავსი პოლიტიკოსების მხარდამჭერი გადამწყვეტი ხმების წყალობით “მეფე ბორისმა” გააგრძელა რუსეთის ის პოლიტიკა, რომელსაც ბრწყინვალე შეფუთვით ახორციელებს დღევანდელი პრეზიდენტი და მომავლის პრემიერ-მინისტრი. პუტინი ხელისუფლებაში ჩეჩნეთის ომის ტალღაზე გაპიარდა და რუსულ ეროვნულ გრძნობებზე ყალბი მანიპულაციებით გახდა ხელისუფალი. პირველი, რაც მან მოიმოქმედა, იყო ის, რომ კუბაზე არსებული რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესი რადიოსალოკაციო სარადარო სისტემით აღჭურვილი ბაზა გააუქმა, რომელიც მთელ ჩრდილო ამერიკას ფარავდა და იძლეოდა კომუნიკაციების ფარული მოსმენის საშუალებას აღნიშნულ გეოგრაფიულ სივრცეში. რამდენიმე რუსმა გენერალმა ტელევიზიით გააპროტესტა აღნიშნული გადაწყვეტილება და პუტინს ეროვნული ინტერესების ღალატში დასდო ბრალი. დღეისთვის ამ გენერლების ბედი უცნობია, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც რუსული მასმედიის საშუალებებით გახდა ცნობილი, არმიიდან დაითხოვეს. პუტინის თანამონაწილეობით 11 სექტემბრის ამერიკული პროვოკაციის შემდეგ (ეს რომ ამერიკული პროვოკაცია იყო, ამის დასტურად კარგად გაანალიზეთ მაიკლ მურის დოკუმეტური ფილმი “ფარენგეიტი 911 და კიდევ უამრავი მასალა, რომელიც დასავლეთის პრესაში დაიბეჭდა, ასევე თვითონ ამერიკული სპეცსამსახურის თანამრომელთა ჩვენებები და შეტყობინებები. მსგავსი პროვოკაციები დამახასიათებელია ყველა იმპერიის, მათ შორის რუსეთისთვის, გაიხსენეთ მოსკოვში აფეთქებული სახლები, რომელიც საბაბად იქნა შემდეგ გამოყენებული ჩეჩნეთის აღსაგველად პირისაგან მიწისა) შესაძლო გახდა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ხელშეკრულების ძალები გამოჩენილიყვნენ. პუტინმა თვითონ გაუწია ავღანეთის წინააღმდეგ ავანტიურას თანადგომა და ტექნიკითაც დაეხმარა ნატოს ჯარებს, რათა უფრო სწრაფად და საფუძვლიანად გამაგრებულიყვნენ რუსეთის საზღვრებთან. საბჭოთა კავშირის ყოფილ შუა აზიის რესპუბლიკებში კი ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგდა.

პუტინმა გამოიყვანა კოსოვოდან ის დაუმორჩილებელი რუსული ბატალიონი, რომელმაც ელცინის დროს მოახდინა ცნობილი პრიშტინის გადარბენა. მისი მმართველობის დროს რუსეთის ყოფილი სატელიტი ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ ნატოს წევრები. აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ნატოშია გაწევრიანებული, ხოლო რუსეთის მოსაზღვრე პოლონეთსა და ჩეხეთში, მოსახლეობის 70% წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სარადარო სისტემები განლაგდება. საქართველო და სლავური უკრაინა ნატოს კარებს ანგრევენ. (თითქოს ვინმე უკეტავდეს). რუსეთის საზღვრებთან ახლოს დაპყრობილ ერაყში ორასათასიანი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი დგას. (ნიშანდობლივია ერაყის გაჭიანურებული დაბომბვის ჟამს, კონდოლიზა რაისის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომლის შემდეგ ბაღდადი რამდენიმე დღეში თითქმის უბრძოველად დაეცა).

პუტინის საგარეო პოლიტიკურ “მიღწევებთან” ერთად უპრიანი იქნებოდა მის საშინაო “წარმატებებისთვის” გაგვესვა ხაზი. ჯერ მისი ყბადაღებული 260 მილიარდიდან 290 მილიარდამდე მზარდი სამწლიანი საბიუჯეტო პროგრამა რად ღირს ხუთწლედის ასოციაციას რომ იწვევს?! (მცირეოდენი ცდომილება შესაძლებელია დოლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით). ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე გავითვალისწინოთ, რომ ამ “აყვავებული” და “გაძლიერებული” პუტინის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ 25 მილიარდ დოლარამდეა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 8%-მდე და მერვე ადგილზეა მსოფლიოში. ინგლისის და საფრანგეთის, თითოეულის 50 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი 2-ჯერ აღემატება პუტინის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. (რუსულ პრესაზე დაყრდნობით თვით პუტინის ქონება ორჯერ აღემატება წლიურ სამხედრო ბიუჯეტს) აშშ-ს ბიუჯეტთან მისი შედარება სიცილს არადა, ტირილს კი უნდა იწვევდეს რუს “პატრიოტებში”. ამერიკის სამხედრო ბიუჯეტმა წელს 506 მილიარდ დოლარს მიაღწია და მასში არ შედის ერაყის სამხედრო კამპანიისთვის გამოყოფილი 150 მილიარდამდე დოლარი. გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის გამოყოფილი 35 მილიარდი თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება რუსულ სამხედრო ბიუჯეტს. თუ შევჯერდებით და შევადარებთ ნატოს ქვეყნების ჯამურ სამხედრო ბიუჯეტს, მივიღებთ რომ ლამის ცხრაასი მილიარდის წინააღმდეგ დგას რუსეთის მხოლოდ 25 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი, შეფარდება ორმოცი ერთთან. (ამ ძალთათანაფარდობის ფონზე ცოტა არ იყოს გულუბრყვილოდ ჩანს ზოგიერთი ჩვენი სამხედრო “ექსპერტის” შეფასება რუსულ საფრთხეზე, როცა რუსეთის ხელისუფლება იმუქრება ევროპის ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე: ამ ხელშეკრულებას ევროპა ისედაც არ ასრულებდა, ხოლო რუსები თავის მოძველებულ დაფხავებულ 90-იანი წლების რამდენიმე ასეულ ტანკს საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაარახრახებენ თუ პირიქით, იმ ჯიგიტის ბრახი-ბრუხს უფრო ჰგავს, კინტომ რომ გააიმასქნა. დეტალური ინფორმაცია რუსული არმიის მდგომარეობის შესახებ ნახეთ  www.presa.ge/index.php?text=news&i=19712).

ალბათ ზემოთაღნიშნული შთამბეჭდავი თანაფარდობაა მიზეზი, რომ პუტინის “ძლიერი” რუსეთის სახელმწიფო სტაბილიზაციის ფონდის 200 მილიარდი დოლარი ამერიკულ ბანკებში უფრო “საიმედოდ” ინახება, ხოლო 2006 წელს მხოლოდ ინგლისის ბანკებში რუსეთის მდიდარ მოქალაქეებს 160 მილიარდ დოლარამდე შენატანი აქვთ, რაც მათი სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტია. ხოლო თუ ამას დავუმატებთ ამერიკის, ევროპის და ა.შ. ბანკებში რუსულ ანაბრებს, ალბათ, სახელმწიფო ბიუჯეტს ბევრად გადააჭარბებს. ჯამში რუსული ენერგეტიკული “იარაღის” (ნავთობი, გაზი) შედეგი, კაპიტალი ისევ რუსეთის “მოწინააღმდეგეთა” ბანკებში ილექება, ხოლო პუტინის ყბადაღებულ ქვეყნის “კაგებეზაციას” მეორე მხარე აქვს: სპეცსამსახურის წარმომადგენელთა მიერ დიდი ბიზნესის კონტროლი სხვა არაფერია, თუ არა მათი კორუმპირებულობა და დემორალიზაცია. “კაგებეშნიკები” დაგროვებულ კაპიტალს კი კვლავ “მოწინააღმდეგე” ქვეყნის ბანკებში ინახავენ, ანუ მათი “მოღვაწეობის” შედეგს, კაპიტალს კვლავ თავიანთ პოლიტიკურ “მტრებს” ანდობენ?! და ამით მათზე დამოკიდებულნი ხდებიან… ყველაფერი აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა დავუშვათ (მე პირადად ამაში დარწმუნებული ვარ), რომ პუტინის მიერ რუსეთის მედიაზე დაწესებული კონტროლი სწორედ საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ პოლიტიკის მიჩქმალვას ემსახურება?! (ამ კონტექსტში განვიხილოთ საქართველოც, რადგან პუტინი და ჩვენი ხელისუფალი ერთი და იგივე ბოსტანში ამერიკული თესლისგან აღმოცენებული პროდუქტია!). თუ რა ცუდი პერსპექტივა ელის საქართველოს და რუსეთს ამ ორი “ამერიკული კარტოფილის”, სააკაშვილის და პუტინის ხელში (სწორედ პუტინის, რადგანაც მედვედევი ამ ეტაპზე მხოლოდ დეკორაციაა, რეალურად პუტინი დარჩა რუსეთის დროებით მმართველად ამერიკული დავალების ბრწყინვალედ შესრულებისთვის) ამის ჯეროვნად გასააზრებლად მოკლედ შევეხოთ დღევანდელ შეერთებულ შტატებს. სწორედ ეს იმპერია იქცა დღეს ბოროტ “კარაბას ბარაბასად”, ვის ხელშიც მრავალი ქვეყნის “მმართველი” (პუტინი-მედვედევი, სააკაშვილი, იუშჩენკო, კაჩინსკი, სარკოზი და ა.შ.) უბრალო ხის თოჯინა, მარიონეტია და რომელთა დიდ ნაწილსაც მიზანთროპი “თეატრის დირექტორი” “მისიის” შესრულებისთანავე ახალი ტაკიმასხარა თოჯინით ანაცვალებს. (მავრმა თავისი საქმე გააკეთა, აწი მისი ადგილი სასაფლაოზეა!…). ამერიკის პოლიტიკა შევაფასოთ უკანასკნელი ჩვიდმეტი წლის მანძილზე ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენებით და არა მხოლოდ ამით.

baker&shevმხოლოდ შეგნებულ პროვოკატორს და ნაძირალას შეუძლია უარყოს, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ჰუმანისტი და პატრიოტი ზვიად გამსახურდია შეერთებული შტატების მიერ ინსპირირებული პუტჩით იქნა დამხობილი, შემდეგ კი მოკლული. ყველაფერი დაიწყო მამა ბუშის ცნობილი განცხადებით, რომ ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ხოლო გადატრიალების პროცესებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანამონაწილეობა ედვარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით ლოგიკურია იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ იმ პერიოდში რუსეთს პუტინის წინამორბედი “ამერიკული კარტოფილები” გორბაჩოვი, ელცინი, შევარდნაძე, იაკოვლევი და მათი გუნდის წევრები, ამერიკის ხელის ბიჭები მართავდნენ. ბევრს კარგად ახსოვს გადატრიალების შემდეგ 1992 წლის თებერვლის მესამე დეკადაში რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ გაკეთებული სიუჟეტი: რომ ალექსანდრე ჩიკვაიძის უფროსი ვაჟის გიორგი ჩიკვაიძის “ინიცივატივით” მის ოფისში მოეწყო ედვარდ შევარდნაძის და სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის შეხვედრა მაშინდელ სახელმწიფო საბჭოს წევრ თენგიზ სიგუასთან. მე პირადად შესანიშნავად მახსოვს ტელეეკრანზე ბეიკერის მომღიმარი სახე და თენგიზ სიგუას ჩამოყრილი ყურები ამერიკის სახელმწიფო მდივნის კითხვაზე: ხართ თუ არა მზად ამერიკის მხრიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების კანონიერების აღიარების სანაცვლოდ, შევარდნაძე ჩამოვიდეს საქართველოში?!… (რატომღაც არცერთ ქართველ ჟურნალისტს არ მოსვლია აზრად სიგუასთვის ეკითხა ამ შეხვედრის შესახებ).

საკითხის ასეთი დასმა კატასტროფის მომასწავებელი იყო არა მარტო სიგუასათვის, არამედ კიტოვან-იოსელიანისთვის და ჩვენც ყველამ ვიხილეთ ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ კვირაში ჩამობრძანებული დიდი “დემოკრატი” ედუარდ შევარდნაძე. შემდეგ ორმა მეგობარმა “დემოკრატმა” ჯეიმს ბეიკერმა და შევარდნაძემ ერთმანეთის ლოშნით აღნიშნეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამსახურდიას მომხრეების დასარბევად მხედრიონის მიერ ატეხილი ავტომატების კაკანის ფონზე, რაც უნისონში მოდიოდა ამერიკელების ჩამოტანილი “დემოკრატიული კარტოფილის” შევარდნაძის გაბადრულ, გახარებულ სახესთან. იმდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აგრეთვე იმედის ტელემაყურებლებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ფინეთში პრეზიდენტ გამსახურდიას წარმომადგენლის ბატონ რენო სირაძის ინფორმაცია, რომ გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე ის იყო მონაწილე მნიშვნელოვანი პოლიტიკური “სიმპოზიუმისა”, სადაც ამერიკის მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რამდენიმე შეიხი ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ!.. იგივე იმედის ტელევიზიის საშუალებით განაცხადა გია მაისაშვილმა, რომ დიკ ჩეინისთან შეხვედრისას დასმული კითხვა, თუ რატომ ანაცვალებენ ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები დემოკრატიულობის და სამართლიანობის უმაღლეს პრინციპებს ერთ პიროვნებასთან (იგულისხმება შევარდნაძე) პრივატულ ურთიერთობებს, ჩეინიმ უპასუხოდ დატოვა, ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 1999 წელს უკვე ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, მისივე ინიციატივით შევარდნაძეს ჰიუსტონში ენრონის საკონფერენციო დარბაზში უდიდესი ჰუმანისტისა და მეცნიერის გოეთეს და ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია გადასცეს. (ალბათ, სულმნათი შვაიცერი საფლავში პროპელერივით ტრიალებდა ამ მკრეხელობისათვის), თუ რა “სიკეთე” მოუტანა “ამერიკული კარტოფილის” შევარდნაძის მმართველობამ საქართველოს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტად მიმაჩნია, ხოლო რაც შეეხება მისი მმართველობის დასასრულს, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება 2003 წელს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) მიერ დაგეგმილ “რევოლუციაში”, რის შედეგადაც მოხდა შევარდნაძის ჩანაცვლება მორიგი “ამერიკული კარტოფილით” სააკაშვილით. დარწმუნებული ვარ, ამ ოპერაციაში შევარდნაძის უდიდეს როლზე, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დაეთმო სავარძელი იანკების მორიგი მარიონეტისათვის.

დღესაც დისკუსიის საგანი ხდება, თუ რა შოკი მიიღო ნოემბრის დღეებში ედუარდთან შეხვედრისას ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის ტრიუმვირატმა, რომ ჟვანიამაც კი თავი ვერ შეიკავა და შეცბუნებულმა განაცხადა: ისინი კვლავ გამოიყენებენ აწ უკვე გადამდგარი ედუარდ შევარდნაძის უდიდეს პოლიტიკურ გამოცდილებას… ტრიუმვირატის გაოგნების მიზეზი, ალბათ ბუში უმცროსის სატელეფონო ზარი იქნებოდა, რითაც სამეულს ოკეანისგაღმელმა “მამა მარჩენალმა” აუწყა ხელისუფლების დათმობაში შევარდნაძის უდიდეს წილზე და მამათელის ხელშეუხებლობის გარანტიასაც მოსთხოვდა! ამის შედეგი უნდა ყოფილიყო, მეორე დღეს სააკაშვილი ბუშთან სატელეფონო საუბრით და მეგობარო ჯორჯ-ის მიმართვით ტელეკამერების წინ რომ კეკლუცობდა, ხოლო მას შემდეგ რა პოლიტიკას ატარებს მიხეილ მეორე საქართველოში (მიქელა პირველი ჰყავდა საქართველოს ერთი უდღეური მეფე მე-14 საუკუნეში, დავით ნარინის ძე), რა შორს დგას მისი მმართველობის ფორმა ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან, თუ რომელი ქვეყნის მფარველობით და პატრონაჟით აგრძელებს ნადგურისცემას საქართველოში შევარდნაძის ღირსეული მოწაფე და ენერგიული შეგირდი, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ხოლო რა ზნეობრივ-სულიერი პრინციპები ბატონობს თვით ამ “თავისუფლების” ქვეყანაში, ამის გასარკვევად ნიუ იორკ თაიმსის წამყვანი ჟურნალისტის, დევიდ ბრუკსის 2006 წლის 31 მარტის ძალიან ყურადსაღები სტატია გავაანალიზოთ: (immigrant to U. S. have the right stuff), ბრუკსი ამერიკულ საზოგადოებაში ემიგრანტებთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ორ პოზიციას მიმოიხილავს: მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების. ბრუკსი ფაქტების ინტერპრეტაციით ასაბუთებს ესპანურენოვანი ემიგრანტებისა და ლათინოსების დადებით გავლენას “ძირძველ” ამერიკულ საზოგადოებაზე. კერძოდ, ემიგრაციის მოზღვავების შედეგად უმძიმესი დანაშაულის რიცხვი ამერიკაში 57%-ით დაეცა. მესამედით შემცირდა ფეხმძიმობის და აბორტების რაოდენობა მოზარდთა შორის. მათ ბევრად მცირე სექსუალური პარტნიორები ჰყავთ და შედარებით გვიან ასაკში კარგავენ ქალწულობას. შემცირებულია სუიციდის რიცხვი მოზარდთა შორის. ასევე კლებულობს განქორწინების რაოდენობა ახალგაზრდათა შორის. ამ მორალური გამოცოცხლების მიზეზი კათოლიკე ემიგრანტების რელიგიურობაა. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის კათოლიკურ და ევანგელისტურ იმიგრირებულ ეკლესიებს, როგორიც არის მაგალითად, Rev.Luis Cortes Nueva Esperanza. აგრეთვე, აღსანიშნავია ის მზრუნველობა და ყურადღება, რასაც იჩენენ ემიგრირებული ესპანურენოვანი კათოლიკე მშობლები საკუთარი შვილების მიმართ. ბრუკსი აღნიშნავს, რომ ემიგრანტთა მოწინააღდეგე ბრბოს განცხადებით ამერიკა ამ ტალღის თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ თუ ეს ასეა, ჩვენ, ამერიკელებს, თავს გვესხმის ხალხი, რომელთაც უყვართ თავიანთი შვილები (ვერაფერს იტყვი, მრავლისმთქმელი განცხადებაა). და ბრუქსი აგრძელებს, რომ სწორედ ეს ხალხი წარმოადგენს მორალურ ინექციას ამერიკის პოლიტიკურ სხეულში. მორწმუნე კათოლიკე ემიგრანტები ასრულებენ უმძიმეს სამუშაოს და ქმნიან საერთო თემებს, შენარჩუნებული აქვთ ტრადიციული ოჯახური დამოკიდებულება. ესპანურენოვან ემიგრანტებს გაცილებით ნაკლები შემოსავალი აქვთ ვიდრე ძირძველ საშუალო ამერიკელებს და მთლიანად საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობას ხმარდება. Simmons Research-ის თანახმად გაჭირვებულმა ემიგრანტებმა 57%-ით მეტი დახარჯეს საკუთარი შვილების ავეჯზე თუ ინვენტარზე ვიდრე საშუალო ამერიკელებმა 2006 წლის მანძილზე. მექსიკელმა ემიგრანტებმა 93%-ით მეტი დახარჯეს საკუთარი შვილების მუსიკალური განათლებისთვის ძირძველ ამერიკელებთან შედარებით. სტატიაში ბრუკსი იმოწმებს Consumer Expenditure Survey-ის კვლევის შედეგებს, რის მიხედვითაც ღარიბი ესპანურენოვანი ემიგრანტები 30%-ით მეტს ხარჯავენ საჩუქრებზე, ვიდრე არაესპანელი თეთრი ამერიკელები. მათგან განსხვავებით ემიგრანტები ბევრად მოყვარულები არიან საკუთარი მოხუცებული მშობლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა და უყვართ დიდი საოჯახო სადილების მოწყობა სახლებში. ახლად ემიგრირებულ ქალებს მექსიკიდან ჰყავთ ბევრად ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვები ვიდრე ადგილობრივ ამერიკელებს. სტატიაში კიდევ მრავალი არგუმენტია ესპანურენოვანი ემიგრანტების სასარგებლოდ. თუ იმასაც დავამატებთ, რომ სტატისტიკით ამერიკელი ბავშვების 60%-ს ან დედინაცვალი ჰყავს ან მამინაცვალი, ამერიკული საზოგადოების მეტნაკლებად რეალური სახე წარმოგვიდგება. მხოლოდ ნიუიორკ ტაიმსის ერთი ჩვეულებრივი სტატიის ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ ამერიკული საზოგადოება ღრმა სულიერ კრიზისშია და ამერიკული ცხოვრების წესს კულტივირება კი არა, ვფიქრობ, იზოლირება და შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

ასევე ძალიან დამაფიქრებელია მსოფლიოში ცნობილი მედიევისტის, სემიოტიკის, ფილოსოფოსის, მწერლის, მრავალი აკადემიის (მათ შორის ამერიკის ლიტერატურის და ხელოვნების აკადემიის) წევრის, მსოფლიოს 25-მდე უმსხვილესი უნივერსიტეტის მოქმედი პროფესორის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის უმბერტო ეკოს 2006 წლის 26 სექტემბერს “Le  Figaros”-თვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც დაკავშირებული იყო მისი ახალი წიგნის, “უძრაობა კირჩხიბულად: ცხელი ომები და ჟურნალური პოპულიზმი” გამოცემასთან. უმბერტო ეკოს ამ უაღრესად საინტერესო ინტელექტუალური წიაღსვლებიდან მე მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს მოვიყვან:

 ფიგარო: პოპულიზმის გავრცელების თაობაზე თქვენ უფრო ადრე გვაფრთხილებდით. შეიძლება ითქვას, რომ პოპულიზმს დღეს მთელი ევროპა მიაქვს. თქვენ წიგნში წერთ, რომ თანამედროვე პოპულიზმს არაფერი საერთო არ აქვს ხალხთან. რატომ?

 უ.ე.: თავად ეს ხალხი არ არსებობს და იმიტომ! თანაც ეს უბრალოდ ქვეყნის მოსახლეობის აღმნიშვნელი კაზუსია, იმ მოსახლეობის, რომლის აზრითაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ინტერესდებიან, მაგრამ აქ საუბარია არა ხალხზე, არამედ ელექტორატზე _ უბრალო სტატისტიკურ ერთეულზე. პოპულისტი არა ხალხს, არამედ ადამიანთა ერთობის იდეალურ გამოგონილ პროექციას ეყრდნობა. ეს ჰიპერტროფირებული ხალხოსნობა მაშინ დაიწყო, როცა კენედიმ არჩევნები ნიქსონს არა თავის უდავო პოლიტიკურ უპირატესობაზე დაყრდნობით, არამედ სასიამოვნო გარეგნობის გამო მოუგო. აი, ეს არის ათვლის ის წერტილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მას მერე, რაც პოლიტიკოსისთვის ხალხის წინაშე გამოსვლა აუცილებლობად იქცა, ისინი მსახიობებად იქცნენ. ანიჭებენ რა უპირატესობას პრესასთან ურთიერთობას, პოლიტიკოსებს თავიანთი გამოსვლის შინაარსი მხოლოდ ლოზუნგებამდე დაჰყავთ და ხშირად ერთ დღეს მიცემულ შეპირებას მეორე დღესვე ივიწყებენ. მაგრამ დრო პრესაში ისე სწრაფად მიჰქრის, რომ ამგვარ გულმავიწყობას ხშირად მიესალმებიან კიდეც. სწორედ იმის გამო, რომ ამ ტენდენციებს შევწინააღმდეგებოდი, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში დავრჩი, ეს ხომ ის განსაკუთრებული ადგილია, სადაც ახალგაზრდობას მეხსიერებას უწრთობ და ისტორიული ქრონოლოგიის გრძნობას უღვივებ.

 “ფ”.: გრძნობას, რომელიც, თქვენი სიტყვებით, ატლანტიკის იქითა მხარეს, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორებში დიდი პატივით ვერ სარგებლობს…

 უ.ე.: თანამედროვე ამერიკას არც ისტორიის აზრი ესმის და არც როლი, რომელიც ლიდერმა ქვეყნამ უნდა შეასრულოს. “გაეროს” კონფორმიზმმაც უკვე მწვერვალებს მიაღწია და იგი სულ უფრო ხშირად ანიჭებს უპირატესობას საომარ მოქმედებებს. მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის იმპერიის პრესტიჟი ლოკალური კონფლიქტების მეშვეობით დანერგოს. თანამედროვე ამერიკა რეგრესის გზაზეა, როგორც კულტურის უკმარისობის, ასევე თავშეუკავებლობის გამოც. ამერიკელებს ჰგონიათ, რომ სამყარო მხოლოდ მათგან იწყება და ყველაფერს, რაც მანამდე შეიქმნა, მთელ მრავალსაუკუნოვან სიბრძნეს ისინი ევროპულ გაუკუღმართებად მიიჩნევენ, ისევე როგორც ჩვენ სიყვარულს ისტორიისადმი. შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ამერიკელებს უკვე ახლავე ემუქრებათ კოლექტიური მეხსიერების დაკარგვა.

“ფ”: ამის მიუხედავად, აშშ-ის ინტელექტუალური ცხოვრება სისხლსავსე და მრავალფეროვანია!

უ.ე.: მაგრამ ამერიკელ ინტელექტუალებს არავითარი გავლენა არა აქვთ! ისინი მცირე ჯგუფებად და წრეებად არიან დაყოფილი და მდიდრულ გეტოებში _ საუნივერსიტეტო კორპუსებში ცხოვრობენ. მსხვილი ამერიკული გაზეთების გვერდებზე ვერასოდეს ნახავ პროფესორთა კომენტარებს, ხოლო როცა ისინი პოლიტიკით დაავადდებიან ხოლმე, აკადემიურ სამუშაოს ისევე მიაგდებენ, როგორც ეს თავიანთ დროზე ბზეჟინსკიმ და კისინჯერმა გააკეთეს. არ შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ყოველთვის ანგარიშს უწევენ ინტელექტუალთა მიერ ხელმოწერილ მანიფესტებს, მაგრამ აქ მათი ხელაღებით უარყოფასაც ვერავინ ბედავს!..

მეტრი უმბერტო ეკო იტალიელებისთვის ეროვნული სინდისის სიმბოლოა… როგორც იტყვიან, კომენტარი არათუ ზედმეტი, არამედ მკრეხელობაა! ურიგო არ იქნებოდა, ჩვენს პოლიტიკურ ფსევდო ელიტას თუ ჩააფიქრებდა ამ მასშტაბის ინტელექტუალის დამოკიდებულება ევროპულ და ამერიკულ კონიუნქტურაზე.

ამერიკული უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების დასახასიათებლად უპრიანი იქნება 2007 წელს მსოფლიო ეკრანებზე გამოსული რობერტ დე ნიროს ფილმის “კარგი მწყემსის” განხილვა: ფილმისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე დე ნირომ განაცხადა: ღრმა მწუხარებით ვაცხადებ, რომ სააგენტო (იგულისხმება “ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო”), რომელიც ჩვენი ქვეყნის თვალი და ყური უნდა ყოფილიყო, ქვეყნის სულად და გულად გადაიქცა!…

მე არ ვაპირებ ფილმის მხატვრულ ღირებულებებზე საუბარს, მხოლოდ ფილმის შინაარსს შევეხები. ევროპული თუ ამერიკული პრესის აღიარებით დე ნიროს საფუძვლიანად შეუსწავლია დაზვერვის არქივები, ხოლო დაზვერვის სამმართველოს ექს დირექტორის ჯეიმს ენგლთონის, გენერალი “ველური ბილი” დონოვანის (თვითონ დე ნირო ასახიერებს) OSS-ის (სტრატეგიული სერვისის ოფისი) დამაარსებლის (OSS შემდეგ CIA-დ ანუ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოდ გარდაიქმნა) და კიდევ სხვა გმირთა მხატვრული სახეები და ფილმში გადმოცემული მოვლენები დოკუმენტურ საარქივო მასალაზე დაყრდნობითაა გადმოცემული. ფილმში ნაჩვენებია იელის უნივერსიტეტთან არსებული ყველაზე დაფარული საზოგადოების “თავის ქალა და ძვლები”-ს ხელდასმის რამდენიმე რიტუალი. ახალბედას (ედვარდ ვილსონი, ასახიერებს მეთ დეიმონი), რომელიც ამ საზოგადოების წევრობის კანდიდატია, სარიტუალო დარბაზში შესვლისთანავე უცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ ამერიკის პრეზიდენტები, ვიცეპრეზიდენტები, სახელმწიფო მოღვაწეები, მსხვილი ბიზნესმენები, დიდი გაზეთის რედაქტორები და ა.შ. ფაქტიურად, ის ძალა, რომელიც განაგებს და წარმართავს ამერიკის სახელმწიფოს ცხოვრებას. ორგანიზაციაში ერთერთი სტუმრობისას მთავარი გმირი რიტუალის წესდების თანახმად მეორე ახალბედას შეერკინება. ნახევრად შიშვლები ტალახში ამოთხვრილები ერთმანეთს ებრძვიან. ძველი წევრები აივნიდან მათ თავზე დააშარდავენ. ამით აღშფოთებული მთავარი გმირი ბრძოლას შეწყვეტს და საზოგადოების დატოვებას აპირებს, მაგრამ მისი რეკომენდატორი აწყნარებს და უხსნის, რომ ეს რიტუალი (თავზე დაშარდვის) ყველამ გაიარა!…

 სრულუფლებიან წევრად კურთხევის ცერემონიალზე მთავარი გმირი შიშველი წვება მარმარილოს კუბოში და საძმოს წევრებს ანდობს ყველაზე საკრალურ ისტორიას პირადი ცხოვრებიდან… ფილმში ნაჩვენები ეს ორი სიუჟეტიც საკმარისია ამ ლუციფერ-არიმანით ინსპირირებულ ორგანიზაციაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა წყაროებში მოძიებულ ამ ფარული საზოგადოების კიდევ ერთ ამაზრზენ რიტუალზე. საძმოს წევრები ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით ურთიერთშორის ფიზიკურ კავშირს ამყარებენ… ამ ფილმის პრიზმაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ტელეარხ რუსთავი 2-ით გადაცემული სიუჟეტი: შტატებიდან პირდაპირ ეთერში ჩართული ჟურნალისტი დავით ნიკურაძე ამერიკული პრესის მიმოხილვას გვთავაზობდა აღნიშნულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით (იგულისხმება “თავის ქალა და ძვლები”); ეს არის ყველაზე საიდუმლოებით მოცული საზოგადოება და მათთან ინახება ლეგენდარული ინდიელი ბელადის ჯერონიმოს თავის ქალა, როგორც სიმბოლო საძმოსი, რომ მისი წევრები არიან მამა-შვილი ბუში, ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებიდან ჯონ კერი და ა.შ. გადაცემის მოსმენისას გასაგები გახდა ჯორჯ ბუშის ირგვლივ აგორებული სკანდალი; მისმა ყოფილმა თანაშემწემ მთელ მსოფლიოს მოასმენინა სატელეფონო აუდიოჩანაწერი. არქიეპისკოპოსი თხოვს პრეზიდენტ ბუშს საჯაროდ დაგმოს ერთსქესიანი, ჰომოსექსუალური კავშირი, რაზეც ბუში პასუხობს, რომ ამას ვერ გააკეთებს, რადგან ახალგაზრდობაში ეს გამოცდილება თვითონ აქვს მიღებული… შესაძლოა პატივცემულ ბუშს და სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებს ეს “გამოცდილება” აღნიშნულ ფარულ ორგანიზაციაში აქვთ მიღებული. თუ ამას კიდევ ერთ ამერიკულ სტატისტიკას დავამატებთ, რომ შტატების თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცების 50%-ზე მეტს ეს ერთხელ მაინც “განუცდია”, მაშინ აღარ უნდა იყოს გასაკვირი “აბუ-გრეიბის” სკანდალი (სკანდალი ნორმალური ადამიანებისთვის, თორემ იანკი პოლიტიკოსებისთვის, ალბათ, ცხოვრების ჩვეულებრივი წესი).

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე გასაგებია, თუ რატომ იყო ამ ცოტა ხნის წინათ მცდელობა ჰომოსექსუალიზმის ცოდვით დაავადებული ადამიანების “საზეიმო” მსვლელობის მოწყობისა რუსთაველის გამზირზე.

 ნებისმიერი იმპერია, მით უმეტეს ამერიკული, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად რომელიმე მარიონეტ სატელიტ ქვეყანაში ხელს უწყობს ამ ქვეყნის მოსახლეობის ზნეობრივ დეგრადირებას, შინაგან გაორებას, შემგუებლობას, ნიჰილიზმს, რაც უკვე განხორციელებულია ჩვენთან იანკების ხელდასხმული შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმის მეოხებით. ამ ეტაპზე საქართველო ამერიკული “ექსპერიმენტის” გადამწყვეტ ფინალურ სტადიაზე იმყოფება. შედეგი უმძიმესი იქნება საქართველოსთვის შემდეგ მიზეზთა გამო:

 დე ფაქტო აფხაზეთი და სამაჩაბლოს რეგიონები რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიებია, მაგრამ თუ მივმართავთ მიუკერძოებელ, სტერეოტიპისგან თავისუფალ აზროვნებას, ჩნდება რიტორიკული კითხვა, თუ ჯერ სსრკ-ს და შემდეგ რუსეთის მარიონეტი ხელისუფლება შეელია ვარშავის ხელშეკრულების ყველა ქვეყანას, პრომოსკოვურ ქვეყნებს მთელ მსოფლიოში, საკუთარ სახელმწიფოს ყოფილ თოთხმეტ რესპუბლიკას, ინტელექტუალურ თუ მატერიალურ სიმდიდრეს (40 ათასზე მეტი ინტელექტუალი გადინებულია ამერიკასა და ევროპაში. სწორედ მათი დიდი დამსახურებაა ამერიკის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის 70%). რა გახდა ერთი სამაჩაბლო და აფხაზეთი თუნდაც დნესტრისპირეთი? სტრატეგიული მნიშვნელობის ყირიმზე (რომელიც ნამდვილად იყო უფრო რუსეთის ისტორიული საკუთრება ვიდრე უკრაინის) არ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი რუსეთში როგორც ჩვენ ძირძველ მიწაწყლებზე. ნუთუ მეზობელი ჩრდილოეთი ქვეყნის სტრატეგიულ კვლევით ცენტრებმაც დაკარგეს რაციონალური შეფასების უნარი?

 ვფიქრობ ჭეშმარიტი მიზანი უფრო მზაკვრულია რუსეთისთვის და ამ მიზნის კატალიზატორად გამოყენებული ამერიკული “საცდელი ბაჭია” საქართველოსათვის.

 შევარდნაძის მიერ ოკეანისგაღმელების დაკვეთით ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო ბუმერანგის პრინციპს განახორციელებს რუსეთთან მიმართებაში. რუსულ პოლიტ ისტებლიშმენტს შესანიშნავად ესმის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის პრეცენდენტის დაშვება მათი მხრიდან კატასტროფა იქნება თვით რუსეთისთვის. ამიტომაც იანკების და მისი მარიონეტი კარტოფილების მხრიდან რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ცნობიერებაში ინერგება ეგრეთწოდებული თანდათანობის პრინციპი, ანუ მიუღებელი მოვლენის თანდათანობით შეგუების და შემდეგ ამ მოვლენის განხორციელების პრინციპი. თუ რუსეთს და საქართველოს სამკუთხედის ორი წვერის ფუნქციას მივანიჭებთ, მესამე წვერი უდაოდ კოსოვოა, რომელსაც ჯოკერის ფუნქცია აკისრია მთელ ამ პერსპექტივაში განვითარებულ პოლიტიკურ ავანტიურისტულ პროცესებში. ისმის ბუნებრივი კითხვა რისთვის დასჭირდა შეერთებულ შტატებს და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს უპრეცენდენტო პრეცენდენტის დაშვება შუა ევროპული ქვეყნის, სერბიისთვის ძირძველი მიწაწყლის წაგლეჯა და მისი დამოუკიდებლობის აღიარება. ამ დროს ეს ნონსენსი ხდება ევროკავშირის გაფართოების პარალერულად ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლასთან ერთად. რაციონალურ მარცვალს ამ უკე განხორციელებულ აქტში ვერ იპოვი, თუ არ მოვიაზრებთ ფარულ ქვეტექსტს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს საქართველოს თანამონაწილეობით. კონკრეტული ჯგუფების ჩანაფიქრით ატლანტიკის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე, თანდათანობის პრინციპით რუსეთმა საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ უნდა გაიმეოროს უპრეცედენტო პრეცენდენტი და აღიაროს რაიმე ფორმით აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რაც ზვავივით დაატყდება და კატასტროფის ტოლფასი იქნება რუსეთისთვის უახლოეს ათწლეულში. CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) დამუშავებული ამ გეგმის განსახორციელებლად, მიმდინარე წელს საქართველოში მოვლენები შემდეგი სქემით ვითარდება: ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პროცესები და ხალხის ობიექტური, უკიდურესი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, ალბათ მაინც ოკეანისგაღმელი ემისრების მიერ იმართება. არსებულ პოლიტიკურ რყევების თუ კატაკლიზმების (7 ნოემბერი) პირობებში ხელისუფლების არსებობა და ლეგიტიმურობა მთლიანად იანკების კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია და მასთან დაკავშირებული “სიკეთეები” უფრო ოსტაპ ბენდერის მიერ ვასიუკოველების, ან არქიფო სეთურის მიერ საირმელების მოღორებას უფრო მაგონებს, ვიდრე რეალურ ჭეშმარიტ მიზანს. ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი ავანტიურისტული ნაბიჯი გადადგას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. “ცრუ”-ს ომი სჭირდება ძირძველ ქართულ რეგიონში, რაც ისედაც მოთმინება დაკარგული მეზობელი სახელმწიფოს საღად მოაზროვნე პოლიტ ელიტასაც კი თვითმკვლელობის ტოლფას ავანტიურაზე წასვლას აიძულებს, ანუ კოსოვოს საპასუხო პრეცენდენტს გაამეორებინებს. ოკეანის გაღმა დამუშავებული გეგმის ხელშემწყობი ფაქტორია რუსეთში მორიგი “ამერიკული კარტოფილის” პუტინის “შესტიორკის” მედვედევის “არჩევა”, მითუმეტეს მეურვედ ისევ პუტინი ჰყავს დროებით დანიშნული. რუსეთის ახლომხედველი, რევანშისტულ ემოციებს აყოლილი მოსახლეობაც მომზადებულია ამ აქტის მისაღებად. გეგმის ფინალური აკორდისთვის კი აუცილებელი გახდება ომი აფხაზეთთან. ომი, რომელიც რუსეთის ინტერესების მოღალატე პუტინ-მედვედევის ხელისუფლებას ოკიანისგაღმელთა ინტერესთა შესაბამისად კოსოვოს პრეცენდენტს განახორციელებინებს. ჩვენ ქვეყანას კი მხოლოდ და მხოლოდ შესაწირად გამზადებული პაიკის როლი აკისრია “ცსს” მიერ დადგმულ ტრაგიკულ სპექტაკლში. ამერიკელ ხელისუფალთა ფარისევლური განცხადებები აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს განუყოფელ ნაწილად ცნობასთან დაკავშირებით, ნატოსთან ჩვენი გაწევრიანების და აფხაზეთთან ომის ფონზე სწორედ, რომ რუსულ ნაციონალურ რევანშისტულ გრძნობების ცეცხლზე შეგნებულად ნავთის დასხმის ტოლფასი იქნება, შედეგად გაბოროტებულ გაბრიყვებული რუსეთი “თვითმკვლელობის” აქტს უყოყმანოდ მოაწერს ხელს.

ომი წარმოუდგენელ ნგრევას და უბედურებას მოუტანს საქართველოს. ამ შემთხვევაში ხელისუფალს ერთი ცნობილი ზღაპრის გმირის ბედი ელის. (მთავარი გმირები ბოროტი “ჯუჯა” და ცისფერთვალა ქერა “ინფანტაა”. _ ბრჭყალები და ზღაპრის ინტერპრეტაცია ავტორისეულია).

 სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას თითქმის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს უარი თქვას იანკების მიერ მონიჭებულ პაიკის როლზე. უპირველესი მიზეზი ჩვენი უსუსურობისა ჩვენივე პრინციპების გაორებასა და ღირებულებებისადმი ფარისევლური დამოკიდებულებაა. ერთდროულად ღმერთის და მამონას სკამზე მოკალათების მოსურნე ერად ვიქეცით. ჩვენი კონფორმიზმი და ფარისევლობა განპირობებულია ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებების ვერ შეცნობით. ჩვენ ბარაბას გზაზე სიარულით დაღლილები, მამონას სკამზე ვისვენებთ და ქრისტიანობაზე მხოლოდ ყბედობით ვიტყუებთ თავს. თუ არადა როგორ შეიძლება ქართველი ერის 75% ზვიადის და მერაბის გზის მომხრე იყო (იმედის და რუსთავი 2-ის სატელევიზიო გამოკითხვის შედეგი) და თითქმის იგივე პროცენტი ნატოში გაწევრიანებას უჭერდეს მხარს, ანუ იმ ქვეყნების სამხედრო ორგანიზაციაში, რომელთა ნებით და ხელშეწყობით დაამხეს გამსახურდია და საქართველოს ეროვნული ნიადაგის უბოროტესი მტრები შევარდნაძე და სააკაშვილი დაასვეს.

 ჩვენი პოლიტ “ელიტაც” მთლიანად უპრინციპო, სხვადასხვა ქვეყნის აგენტი, ძალაუფლებით შეპყრობილი სუბიექტებისგან შედგება. არსებულ სიტუაციაში საქართველოს სახელმწიფო მოწყობის შემოთავაზებული ვერც ერთი ვარიანტი კრიზისიდან თავდახსნის საშუალებად ვერ გამოდგება. ვერც ხელისუფლების ცვლილება ვერ გვიშველის, თუკი იანკები ერთ მარიონეტს მეორე თოჯინით შეანაცვლებენ და ისე განახორციელებენ ჩვენი ქვეყნის საზიანო გეგმებს. ქვეყნის საპარლამენტო მოწყობა “ოპოზიციის” მიერ შემოთავაზებული სახით, სინამდვილეში ერთი პრეზიდენტის რამდენიმე “პრეზიდენტუკით” შეცვლის მაუწყებელია, რადგან თითოეული პარტიის თავმჯდომარე ფაქტიურად ერთპიროვნული გამგებელია საკუთარი პარტიისა. თვით დღევანდელი პარტიები წარმოადგენენ ბუდეს: უცხო ქვეყნის აგენტებისა, იმუნიტეტის მაძიებელი უსახური ტიპებისა, რომელნიც პარტიის ლიდერებთან გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ საარჩევნო სიებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. პარტიის რიგითი წევრების ძირითადი შემადგენლობა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ხელმოცარული სუბიექტებითაა დაკომპლექტებული და პარტიაში გაწევრიანებით ცდილობენ ისინი უკეთესი პერსპექტივის რეალიზაციას.

ადგილობრივი ყველა პარტიისათვის ვიწრო პარტიული ეგოისტურ ამბიციების განხორციელება უპირველესი ამოცანაა. სამშობლოსადმი თვითშეწირვა პარტიებისთვის მხოლოდ ენის მოსაქავებელი ყბედობაა, რადგან ეს დიადი ღირებულება არანაირი საქმით არაა გამაგრებული. ჩვენთან არსებულ პარტიებში დომხალია იდეოლოგიური საზრისითაც. რომელი პარტია, რომელ განსხვავებულ იდეოლოგიას ახმოვანებს თვითონაც ვერ გაურკვევიათ. ჩვენში პარტიების იდეოლოგიური კუთვნილების დასადგენად, თავისთავად გაგარინის აღმართზე მდებარე საგზაო სამინისტროს შენობა გახსენდება, ასე ბრძნულად რომ დაარქვა ხალხმა შესატყვისი მეტსახელი. კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე ყურადღების შეჩერებაც არ ღირს. შედეგი წინასწარ ცნობილია, ნაწილი გაყალბდება, დანარჩენ ხმებს ოპოზიციური პარტიები და მათი მაჟორიტარები (დღევანდელ სინამდვილეში უსახური პარტიული სიების დანამატები) ერთმანეთს წაართმევენ და უმრავლესობით კვლავ “ნაც მოძრაობა” მოგვევლინება.

მიუხედავად აღწერილი მძიმე სურათისა, მაინც არსებობს გამოსავალი თუნდაც თეორიული, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: პარტიებს საერთო სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა აეკრძალოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ხელისუფლების მოწყობის საპარლამენტო სისტემა, რომელიც დაკომპლექტდება მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატებით. 70-მდე მაჟორიტარი დეპუტატი სავსებით საკმარისი იქნება საქართველოსთვის (200 და 300 მილიონიან ქვეყნებს სულ 300 ან 400 წარმომადგენელი ჰყავთ ქვეყნის უმაღლეს ორგანოში). მიზანშეწონილია საქართველო დაიყოს 70 საარჩევნო ოლქად დაახლოებით 50 ათასამდე ამომრჩევლით თითოეულ ოლქში. დეპუტატობის მაძიებლებმა უნდა წარადგინონ 10 ათასამდე ხელმოწერა. კონკრეტული კანდიდატის ხელმომწერს ეკრძალება სხვა კანდიდატის მხარდამჭერი ხელმოწერა. გამარჯვებული დეპუტატები სპიკერს ირჩევენ მხოლოდ ერთი წლით და ყოველი წლის ბოლოს კენჭს უყრიან პარლამენტში მისთვის ვადის გაგრძელებას. იგივე პრინციპით ირჩევა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყოველი წლის ბოლოს ღირსეული მოღვაწეობის შემთხვევაში გაუხანგრძლივდება ვადა პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით, ხოლო დეპუტატის არასათანადო ქმედების შემთხვევაში ამომრჩეველს კანონის შესაბამისად ექნება უფლება გაიწვიოს უღირსი დეპუტატი სათანადო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში. ამგვარად, ხელისუფლება მთლიანად მოსახლეობის კონტროლს დაექვემდებარება. რაც მთავარია სხვა ქვეყნების ნაძირალა აგენტებს, ძნელად შემოგვაპარებენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოწყობის ამ ფორმას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, პირველ რიგში უცხო ქვეყნის აგენტები, პროვოკატორები და საკუთარ შეზღუდულ აზროვნებაში ჩაკეტილი სკეპტიკოსები.. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის. თუ თითოეული ჩვენთაგანი გავითავისებთ ჭეშმარიტი სიტყვის მნიშვნელობას და დავადგებით სიმართლის გზას, მაშინ ვერანაირი იმპერიული ქვეყნის აგენტები ვერ დაგვამარცხებენ და მარიონეტ ტაკიმასხარებად ვერ გვაქცევენ. მხოლოდ მაშინ განხორციელდება დიდი ილიას უკვდავი სიტყვები “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” (და არა ნატოს, კატოს, ტასოს, ვასოს, მოსკოვს, ვაშინგტონს თუ ბრიუსელს) და საქართველო მხოლოდ მაშინ აღასრულებს ჭეშმარიტ სულიერ მისიას, რომლის არსსაც მთლიანად გამოხატავს მოწამებრივად აღსრულებული ერისკაცის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: “სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმან ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ღვთის გზის ჭეშმარიტება, რათა მან სწამოს ქრისტესათვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიოს ხალხთა წინაშე ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა”!

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

One Response to “• ტაბატაძე- პუტინი “ამერიკული კარტოფილი””

  1. miriani said

    ძლიერი ნაწერია, მადლობთ ამის დაწერისთვის.

    Like

დატოვე კომენტარი