Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სეგმ- მანიფესტი

 

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ  ა  ნ  ი  ფ  ე  ს  ტ  ი

(მეორე, შემოკლებული გამოცემა)

პრეამბულა

ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგად საკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვარებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძლებლობას. მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განჭვრეტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შეძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა. მშვიდობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო, მაგრამ მარტო დასავლეთის პროგრესული დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკმარისი არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც, რომელიც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე.

სახელმწიფოს დანიშნულება, ამავე დროს, ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა. დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელმწიფოს შიგნითა ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.

თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას, რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატაკებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე _ თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის ფიზიკური გაქრობა. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და “ჩატეხილი ხიდების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო.

ღვთის იმედად ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არც ჩვენ უნდა ჩამოვუშვათ ხელები.

 

 I. საქართველოს სახელმწიფოს უახლესი ისტორიული, სამართლებრივი, გეოპოლიტიკური რეალიზმი და ტენდეციები

 

სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე, ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკოლებას იძლევა თითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეალური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტორიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღწევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რომელიც წარმოშობილია ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.

აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულ პრინციპები აპარტეიდისა და ნეოკოლონიალიზმის ლიკვიდაციის, აგრესიის, უცხო ქვეყნის ოკუპაციისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ, “დიდი ევროპის” საქმიანობა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ეფუძნება (ევროპის თავისუფალ ადამიანთა დიდი ქარტიის შემუშავება, დიდი ევროპული ბაზის შექმნა, დიადი ევროპული კულტურის სივრცის შექმნა და სრულიად ევროპის უშიშროების კონვენციის მომზადება) და ტრადიციულ სახელმწიფოთა ერთიანობის პრინციპზეა დამყარებული, ასევე, 1991 წელს ჩატარებული ადამიანური განზომილებისადმი მიძღვნილ ეუთო-ს კონფერენციის დოკუმენტი (პუნქტი 17.1 _ “გადაჭრით გმობენ ძალებს, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მსვლელობისას გამოხატული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიერად დადგენილი კონსტიტუციური წყობის დარღვევით წარმომადგენლობითი მთავრობისათვის ხელისუფლების წართმევას ლამობენ” და პუნქტი 17.2 _ “ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოში დემოკრატიულად არჩეული კანონიერი მთავრობის არაკანონიერი გზით დამხობის ან დამხობის მცდელობისას მონაწილე სახელმწიფოები გაეროს წესდების თანახმად ულაპარაკოდ დაუჭერენ მხარს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგარ ამ სახელმწიფოს კანონიერ ორგანოებს, გამოხატავენ რა ამით თავიანთ ზოგად ვალდებულებას, წინ აღუდგენ ამ ფუძემდებელ ფასეულობათა შემზღუდველ ნებისმიერ მცდელობას”).

ასევე უნდა ვეყრდნობოდეთ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს და ვაცნობიერებდეთ პასუხისმგებლობას ქართველი ერის წინაშე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის.

ვინაიდან გასული საუკუნის გარიჯრაჯზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანონიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არსებობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.

1991 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის ცნობა და საქართველოს ტერიტორია, მისი ფარგლები განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად აღიარებულია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკებთან საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაერო-ს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს რესპუბლიკა იურიდიულად და ფაქტობრივად აღიარებულ იქნა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოში 1991-93 წლების შეიარაღებული, სისხლიანი სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს კანონიერი ეროვნული, სახალხო ხელისუფლების ყველა შტო და შესაძლებლობა მოუსპეს ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრიობის აღორძინებისა და განვითარების მიმართულებით, დაამკვიდრეს ანტიქართული და ანტისახალხო კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმი.

საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათანადო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის შიდა, თუ გარე სქემები. გადატრიალებამ ამ მხრივაც ძირითადი სამართლებრივი ბაზაც გამოაცალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. 1992 წლის 2 იანვრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის (1990-1991 წლების შესწორებებითა და დამატებებით) მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, “აღსდგა” 1921 წლის კონსტიტუცია, აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დაიწყო ქართული დეპუტაციის ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, რასაც მოჰყვა 1992 წლის 14 აგვისტოს ომის იურიდიული მომზადება რუსეთის, აფხაზეთისა და საქართველოს _ კომუნისტური ნომენკლატურის მიერ, რის შემდეგ იმ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოსთვის მოეგლიჯათ ტერიტორიები, ხელ-ფეხი გაეხსნათ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოყალიბებით ქვეყანას ჩამოაშორეს სამაჩაბლო და აფხაზეთი. საფუძველი დაედო საქართველოს ტერიტორიის სამართლებრივ დანაწევრებას.

1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) კი იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა დაქვემდებარებების გარანტი. ეს დაქვემდებარება მათი საკუთარი კონსტიტუციებითაც (აჭარა, აფხაზეთი) იყო განმტკიცებული. აღნიშნული კონსტიტუცია აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიასა და სამართალმემკვიდრეობის გამო საკონსტიტუციო ვაკუუმი გამორიცხული იყო. 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დაარღვია ზემოთ აღნიშნული მოწესრიგებული მდგომარეობა, გაუქმდა და არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს დამოკიდებლობას საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას შორის, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდგომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა..

დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოპტიმალურად გადაწყდეს დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ევროპის უშიშროებასა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტის (ჰელსინკი, 1975) III და IV პრინციპების თანახმად, აკრძალულია ქვეყნის საზღვრების ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. იგივე მიდგომას საზღვრებსა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ადასტურებს 1986 წლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოების ვენის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად განმარტავენ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეკუთვნის საქართველოს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ვერავინ ცნობს, ვინაიდან დაირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მაგრამ მითითებული ნორმები ვერ აიძულებენ აღნიშნულ წარმონაქმნებს, დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ისინი მხოლოდ გარედან აწესრიგებენ მდგომარეობას, შიდა მდგომარეობა კი მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს.

გადატრიალების შემდეგ არც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ გამსახურდიას და არც საქართველოს უზენაეს საბჭოს უფლებამოსილება არ მოუხსნია და დევნილობაში აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. დევნილობაში კანონიერი ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი დანაშაულებრივი რეჟიმის შინაური და საერთაშორისო პოლიტიკის მხილება და იზოლაცია იყო. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ამ პერიოდის არცერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის სეპარატისტების მიერ აფხაზეთში მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაც, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს იყო შექმნილი საკონსტიტუციო ვაკუუმის შევსების მცდელობა, რაც უპასუხოდ დარჩა.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების რეორგანიზების დაწყებიდან დღემდე, ფაქტობრივმა მმართველობამ და მათ უკან მდგარმა ძალებმა მათი დამოკიდებულება ცალსახად არ განაცხადეს 1991-92 წლების პუტჩისა და შემდგომ _ 1993 წელს რუსეთის არმიის ინტერვენციის გზით კანონიერი ხელისუფლების ხელახალი განდევნის გამო. მათ არ მიიღეს არავითარი ზომები პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების დაუყოვნებლივი სრული რეაბილიტაციისათვის. არ დაწყებულა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რაიმე გამოძიება ან შესწავლა. ფაქტობრივმა რეჟიმმა გააყალბა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მიიტაცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ქვეყანაში მოკლა პოლიტიკური პროცესი და ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი, ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით, დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას, ეკონომიკის “პრიორიტიტეტად” აქცია წართმევა, სოციალური დაცვის პოლიტიკა შემოფარგლა დევნილთა ბანაკების მშენებლობით, გააღატაკა მოსახლეობა, მიზანმიმართულად გაანადგურა პროფესიონალი კადრები, სამარცხვინოდ დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლებები პირადი ანგარების მიზნით ნერგავენ ქართველთა შორის ცრუ იმედებს,  დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებენ ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება, ხდებოდა და ხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცება-პრივატიზება მმართველი კასტის მიერ. ქართველობა „ერი-პროლეტარი” გახდა _ ხოლო მთელ მწარმოებლურ კაპიტალს უცხოელი დააპატრონეს, საშუალო ფენა კი პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს.

საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში, როდესაც მასმედიის მთელი სიმძლავრეები მმართველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს ასრულებს – პრაქტიკულად დამყარებულია ტოტალიტარული ერთპარტიული დიქტატურის სისტემა.

დასავლეთი, რომელსაც საკუთარი _ ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ _ ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას დაიბრუნოს გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო _ აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.

ამავე დროს, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარაციებისა, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას) და დასავლეთი საქართველოს ყოველგვარი რეალური გარანტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ, სარისკოდ დაუპირისპირდეს.

ნატოში გაურკეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგად _ რეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით პროვოცირებული რუსეთული სადამსჯელო-დრაკონული მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ – არსებითად სრული ბლოკადა, ქართველობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისად – საქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ხელოვნურად პროვოცირებული სირთულეები.

ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან, ლეგიტიმურობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათაც, ვისაც ახლა საერთო-სახალხო ჯანყით სურს ისარგებლოს და ხელისუფლებაზე აცხადებს პრეტენზიებს, ვინც რეჟიმთან კოლაბორაციონისტობდა და ლეგიტიმიზების მორიგ მცდელობაშია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით. ამ გზით მოსული და ასეთი ხელისუფლება ვერ შეძლებს და არც მოინდომებს საქართველოს წინაშე მდგარ არც ერთი საკვანძო პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას.

აქედან გამომდინარე, საჭიროა დაპირისპირება ანტიეროვნულ პოლიტიკასა და იდეოლოგიასთან, რომელსაც ქვეყანაში ნერგავენ ხელისუფლების სხვა სატელიტი ფსევდო-დემოკრატიული ორგანიზაციები.

უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!
უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!
სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

 

II. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენის აუცილებლობა

 

ნიშანდობლივია იმის გახსენება, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებმა, 1990-იან წლებში მთელი ქართველი ერი დარაზმეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის და გაუძღვნენ მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შედეგად _ დაწყებული სსრკ-საქართველოს ომის ვითარებაში _ საქართველომ შექმნა ეროვნული მთავრობა, ეროვნული ხელისუფლება _ რომელმაც ჩაატარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის რეფერენდუმი და მის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, შეუდგა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას.
საქართველოს ეროვნული მთავრობა, ეროვნული ხელისუფლება, მთლიანად ეროვნული მოძრ

აობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურებისთანავე წააწყდა შინაგანი და გარეგანი ანტიქართული, ანტიეროვნული ძალების მძაფრ წინააღმდეგობას, სსრკ-საქართველოს ომის გამძაფრებას _ რომელმაც 1991 წლის შუახანებიდან მწვავე ხასიათი მიიღო „მცოცავი” პუტჩისა და სამაჩაბლოში პრო-საბჭოთა ძალების მხრივ საბრძოლო ქმედებათა გამწვავების სახით.

1991-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში ხოლო 1992 წლის დამდეგს ეროვნული მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარდამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ხელისუფლებისათვის ბრძოლა გაენგრძო უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასობრივ, ძირითადად მშვიდობიან, შეუიარაღებელ მოძრაობაში. მაგრამ, სსრკ სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართველოს შინაგან საქმეებში უხეში ჩარევით _ რისი კულმინაციაც გახდა მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში _ ეს პროცესი შეწყდა. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო _ ეროვნული, ლეგიტიმური მთავრობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.

1993 წლის მიწურულიდან ძალაუფლება მთელ საქართველოში ხელთ ჩაიგდეს ანტიქართულმა, ანტიეროვნულმა ძალებმა — რომლებიც არსებითად დამპყრობლებად მოგვევლინენ. მათ უმკაცრესი ზომებით, მასობრივი რეპრესიებით დათრგუნეს ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები.

1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დამპყრობლურმა, ანტიეროვნულმა რეჟიმებმა არაერთი არალეგიტიმური საერთაშორისო აქტით (დსთ-ში გწევრიანება, რუსეთის „სამშვიდობო” ანუ საოკუპაციო ძალების დამკვიდრება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და სხვა) არსებითად დაამკვიდრეს საქართველოს გაყოფა რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროებად.

საქართველოში მძაფრდება და ღრმავდება ინსპირირებული დემოგრაფიული კატასტროფა, ეკონომიკური დამონება, მთელი ქართველი ერის პროლეტარიზება, კულტურული დეგრადაცია.

1991-1993 წლების შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინალურმა, სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო ტოტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასიურ დარღვევებს, დააფუძნა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამართალშეგნება, ან სულაც უარი ათქმევინა მას კანონის უზენაესობის პრინციპზე. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქართველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. ცხადია, შექმნილმა ვითარებამ განსაზღვრა თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძველად ძალადობის მიჩნევა, რამაც მრავალ უკიდურესობას მისცა გასაქანი. 

1992 წლის 2, 3 და 4 იანვრის დადგენილებით სამხედრო საბჭომ: შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, უკანონოდ დაიქვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოები.

აი, ვისი სამართალმემკვიდრენი არიან დღემდე არსებული ფაქტობრივი ხელისუფალნი, რომელნიც იძულებულნი იყვნენ, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც, ეღიარებინათ 1991-1993 წლების მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება: საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია, ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში, ხოლო 2004 წლის 11 მარტის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: `საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. დაიგმოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება”. ასევე უშედეგოდ დამთავრდა არათანმიმდევრული ცდა ეროვნული შერიგებისა და თანხმობისა ნიშნით შენიღბვისა _ ეროვნული თანხმობის დეკლარაციის სახით.

ამასთანავე, 2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წარმართულმა „ომმა” (რომლის მიზანიც იყო საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი გამიჯვნა) — გამოიწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რომლითაც სპეკულატიური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებმაც თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მიიღეს მონაწილეობა და ამჟამად კი ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.

არსებულ ვითარებაში, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრივობის გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელახალი აღმავლობა, მისი ორგანიზაციების აღდგენა-აღორძინება.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მოიცავდა ორ სტრატეგიულ დანიშნულებას, პირველი _ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე _ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის გზით. ორივე საკითხი კომპლექსურად უნდა ამოქმედებულიყო. ორივე ამ სტრატეგიული მიმართულებით სვლას ესაჭიროებოდა საკმაო ოდენობით რისკი, რამეთუ მოწინააღმდეგე აქ ძალიან სერიოზული იყო _ რუსეთის იმპერია. აღნიშნული რისკი საკმაოდ მაღალი ამპლიტუდით გამოირჩეოდა, რომელსაც შესაძლოა მოყოლოდა მისი ფიზიკურ დონეზე განადგურება. მთავარი მომენტი აქ იყო ის, რომ უნდა გადადგმულიყო რადიკალური ნაბიჯები იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა რადიკალური პასუხები იმპერიის მხრიდან, რაც მისთვის ცხადი იყო.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდება ყველა ასპექტით: ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რომელიც გრძელდება მომავალში. საერთოდ პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან, მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტს, რომელიც მათ ერს შესთავაზეს, განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. მიუხედავად ლეგიტიმიზების არაერთი მცდელობისა ვითომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით _ უკანონო რეჟიმმა ვერ შესძლო საბოლოო დამკვიდრება საქართველოში. ეროვნული ძალები, ქართველი ხალხი არ შეეგუა მის არსებობას, არ აღიარა იგი და მის წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლაში ჩაება. ამასთან ერთად, დროებით მმართველობაში თითქოს არის ზოგიერთი შედარებით პროგრესული და უფრო ჯანსაღ პოზიციაზე მდგომი პიროვნება და ძალა _ რომლებიც ამ ეტაპზე ეროვნული მოძრაობის მხრივ ხელშეწყობასა და დახმარებას იმსახურებს, რითაც შესაძლებელი იქნება უკიდურესად რექციული ნაწილის დასუსტება და ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ასეთ პირობებში იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოში კანონიერებისა და სამართლის აღდგენის ახალი ეტაპი.

უნდა შეიქმნას ძლიერი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), რომლიც იქნება პრინციპული, რომელიც არ გაიყიდება და არ დაიხევს უკან.

მიზნად უნდა იქნას დასახული: საქართველოს გათავისუფლება ბოროტი ძალებისაგან და ამ მიზნის მისაღწევად განახლდეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა, ჩამოყალიბდეს და გაერთიანდეს ადამიანური, ორგანიზაციული, საინფორმაციო, ფინანსური და სხვა რესურსები; არჩეულ იქნეს მიზანმიმართული, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის გზა; უნდა მოვუხმოთ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, რათა ერთად ვიხსნათ სამშობლო.

 

III. საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები ანუ საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

 

უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები ანუ საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრალი მიუთითებს იმასაც, თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის _ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდერების _ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება _ რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მაგრამ, ამისათვის საჭირო იყო ყველაფერი საბჭოთა კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო.

და მართლაც, საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მოახერხა ქართველი ხალხის ისეთი დარაზმვა და ამ დარაზმულობს ისეთი მასშტაბოვანი დემონსტრირება უზარმაზარი მანიფესტაციებითა და დემონსტრაციებით, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის ზოგად ფარგლებში და შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებული საბჭოთა კანონებით შესაძლებელი გახდა ეროვნულ მოძრაობას დამორჩილებული და ეროვნული მოძრაობის მიზნების განმახორციელებელი ინსტრუმენტის, ინსტიტუციის და ამავე დროს საბჭოთა კანონებითაც აღიარებული ორგანოს _ უზენაესი საბჭოს ჩამოყალიბება არჩევნების გზით.

ამდენად _ ლეგიტიმური უზენაესი საბჭო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანო იყო და ასრულებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებს. ამ მიზნებს კი უშუალოდ და პრაქტიკულად საქართველოს ამ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წამომადგენლები უზენაეს საბჭოში _ უზენაესი საბჭოს დეპუტატები. მაგრამ, რამდენადაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი თუ პატარა ლიდერების უმეტესობა უზენაესი საბჭოს დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ჩათვლით _ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უზენაესი საბჭო გადაიქცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელად. სინამდვილეში და პრაქტიკულად კი სრულიად საპირისპირო იყო – უზენაესი საბჭო იყო და დარჩა კიდეც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი იმდროინდელი მიზნების შემსრულებელ ინსტიტუციად.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა უზენაესმა საბჭომ შეძლო ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება და მოგება, ხოლო შემდგომ _ ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია _ საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამით უზენაესმა საბჭომ სავსებით და სრულად შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი _ დაკვეთა ამ ეტაპისათვის _ მოიპოვა დე-იურე დამოუკიდებლობა. ეს ფაქტები გასახსენებელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეროვნული ხელისუფლება დიდ წილად კანონიერი იყო თვით საბჭოთა კანონების თვალსაზრისითაც კი!

შემდგომ ეტაპზე, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ეროვნული მოძრაობის შემდგომი მიზანი _ საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის გადაქცევა დე-ფაქტო დამოუკიდებლობად _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას (და არა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციას უზენაესი საბჭოს სახით) დასჭირდა სრული ზომით დაპატრონებოდა სახელმწიფოს ფაქტობრივ მართვას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას _ უკვე ფრიად გართულებულ პირობებში. ამისათვის ჩატარდა ჯერ პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო ამის შემდგომ _ არსებითად და პრინციპულად შეიცვალა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა _ მთავრობის ფორმალური მეთაური გახდა პრეზიდენტი (მანამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა კანონების შესაბამისად, მთავრობის მეთაური იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო მინისტრთა საბჭოს მაგივრად შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და დაარსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა _ რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ მთავრობის მეთაურს ანუ პრეზიდენტს. ამით ეროვნული ხელისუფლება ცალსახად დაეპატრონა სახელმწიფო ეკონომიკურსა და სოციალურ რესურსებს და მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღსადგენად. სწორედ ეს გახდა უმსგავსოთა განდგომისა და პუტჩისტებად გადაქცევის საბაბი.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორივე საკვანძო თანამდებობაზე _ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა _ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლების დაფუძნებამ მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება მტკიცედ გადააქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციად (უზენაეს საბჭოსთან ერთად) _ ინსტრუმენტად. შესაძლებელი გახდა ეროვნული ინტერესების დამცველი კანონების რეალურად აღსრულების შესაძლებლობა და შეიქმნა ამისი მატერიალური გარანტია.

აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ და სამართლებრივ 1978 წლის კონსტიტუციაში (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) აღნიშნულია: `ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა, ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი კანონი. გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაში უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.”

თუ რატომ გახდა მაინც და მაინც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამორჩილება, პუტჩის ერთ-ერთი უშუალო საბაბი ახლა ალბათ ყველსათვის გასაგებია (მაშინ ეს ძალზე ბევრისათვის ფრიად ბუნდოვანი იყო) — ახლა ყველამ იცის, რომ პარლამენტები კი არ მართავენ უშუალოდ ქვეყნებს, არამედ მთავრობები მართავენ (პარლამენტების მიღებული კანონებით).

პუტჩისშემდგომ პერიოდში (მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იძულებულნი გახდნენ დროებით ემიგრაციაში გასულიყვნენ) _ წინააღმდეგობის უპრეცენდენტო მასშტაბების თავგანწირულ და გმირულ მოძრაობას თბილისსა და რეგიონებში კვლავ ცალსახად და უშუალოდ ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციები, მათი გაერთიანებები ხელმძღვანელობდნენ და არა ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი ან მთავრობა).

სწორედ ეს იყო მთავარი და ეს წარმოადგენდა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალას. სწორედ ამიტომ იყო ხუნტისათვის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლა ასეთი რთული და უშედეგო. გარკვეული ბუნდოვანება ამ საკითხში ზოგჯერ იმას შეაქვს, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია იმავდროულად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტიც იყო და ბევრი განწყობილი იყო მხედველობაში ყოველთვის ჰყოლოდა პრეზიდენტი გამსახურდია და არა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი გამსახურდია.

ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავძინოთ, რომ ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, პირველ რიგში და საფუძველში, გულისხმობს მის აღდგენას _ როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას, ანუ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზოგადად, ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება ეროვნულობაზეა აგებული და არა შემონერგილ რაღაც ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალურ აბსტრაქტულობებზე.

ამდენად, მთელი ამ ჩვენი მსჯელობების მიზანია, დავასაბუთოთ და განვმარტოთ, რომ პირველადია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები _ პარლამენტი იქნება ეს, თუ მთავრობა, კი მეორადია, დაქვემდებარებულია, ინსტრუმენტია და მეტი არაფერი და თუ ეს ასეა, მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ-სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

ყველაფერ აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და არის, პირველ რიგში, როგორც ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამავე დროს, მეორე რიგში _ როგორც კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ მოემსახურება. არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად კი ერთადერთი გზაა _ მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.

 

IV. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპები

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანია დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის ფუძემდებლური, ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას. სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყევართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია: შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ეს იქნება ბურჯი, რომელსაც ქართული სახელმწიფო დაეფუძნება. სახელმწიფო კი უნდა იყოს ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის გარანტი, ქართული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი.

მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ _ სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანხმობის მიღწევა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპებია:

1. სამართლებრივი და კანონიერი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. რეალობიდან გამომდინარე, უნდა სამართლებრივად, პოლიტიკურად და იურიდიულად შეფასდეს 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება, მისგან გამომდინარე ქვეყნის შემდგომი პროცესები, რათა  მომავალში გამორიცხული უნდა იქნეს ამ გზით ხელისუფლების შეცვლა;

2. დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად გადასინჯული იქნას ყველა ის კანონი, რომელმაც განსაზღვრული დაბრკოლებები შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების სფეროებში. უნდა შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას ახალი ეროვნული კონსტიტუცია და სამართლებრივი აქტები, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა;

3. უნდა მოხდეს სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, რათა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის, დაშვებულ შეცდომათა აღიარება-მონანიებისა და მიტევების გზით შეიქმნას პირობები, საფუძველი და გარანტი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის, ოკუპაცია-ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის. საჭიროა მკაფიო, თანამიმდევრული პოლიტიკური კურსისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების დამცავ მექანიზმად ამოქმედდება;

4. უნდა მოხდეს: სახელმწიფოს მმართველობითი სისტემის მოწყობა და მასთან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული გამიჯვნა; პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია, აზრთა და პოზიციათა პლურალიზმის რეალური დაშვება, ადმინისტრაციული აპარატის სრული დაქვემდებარება სამართლებრივად და კანონიერად არჩევითი ხელისუფლებისადმი; პოლიტიკური მართვის სისტემის ძირეული დეცენტრალიზაცია; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, ბრალდებებისა და დაცვის უფლებათა გათანაბრება; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების, ასევე კონსტიტუციის საყოველთაო რეფერენდუმის წესით გადაწყვეტა; დაკანონდეს მრავალპარტიული, საყოველთაო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა; ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო წესით განისაზღვროს ქვეყნის მოქალაქის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების წესი; გარდაიქმნას და ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამედროვე სტრუქტურები და საჯარისო ფორმირებები; საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფოს საზღვრებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების ნორმატიული ბაზების შექმნა; სახელმწიფოს თავდაცვის ბაზისის შექმნასა და აღორძინებაში უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღირსების იდეა, რომელიც ქვეყნის ძირითად მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს;

5. საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობანი, დამოუკიდებლად შესძლოს პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა და კავკასიის სტაბილურ რეგიონად გადაქცევა. მთავარი ამოცანაა ისტორიული ფუნქციის აღდგენა კავკასიაში და ყოველმხრივ თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარება, მშვიდობიანი სახელმწიფო კურსი მსოფლიო ასპარეზზე, გეოსტრატეგიულ ინტერესთა გადაკვეთაში საქართველოს ადგილის დამკვიდრების გაღრმავება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ასევე გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ე. წ. “გლობალიზაციისა” და სხვა თავდაცვითი “საცრელი ფილტრების” _ სპეციალური არეალების დაცვის მექანიზმების დანერგვა-განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული გლობალიზაციისაგან შესაძლო პოტენციური საშიშროება. ჩვენი ქვეყანა უნდა მოერგოს გლობალიზაციის პროცესს და იგი იყოს სასარგებლო და პროგრესული ჩვენი ქვეყნისათვის;

6. სახელმწიფოს ეკონომიკის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობას და დემოკრატიულ მმართველობას, ქართული ცხოვრების დღევანდელი ცივილიზაციის მოთხოვნის შესაბამის აღორძინებას. აქედან გამომდინარე, საკუთარი ეკონომიკით მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში თანამშრომლობის დამყარება. გასაღები ქართული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა, ქართველი მეურნის უცხო, თავსმოხვეული ეკონომიკური სისტემისაგან გათავისუფლებაში ძევს. საკუთარი ეკონომიკისა და ტრადიციული მეურნეობის გარეშე, ქართული ცხოვრების წესის თანამედროვე ცივილიზაციის გათვალისწინებით აღორძინება და დაცვა წარმოუდგენელია. ეკონომიკის აღორძინების უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის თაოსნობის სტიმულირებისა და მისი შრომის შედეგების დასაკუთრების შესაძლებლობების შეუზღუდველობა.

7. სუვერენული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ხელიუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევა, მათი შრომის უფლების რეალიზაცია, სიღარიბის დაძლევა, უნდა შემუშავდეს მთლიანად ქვეყნისა და ასევე რეგიონალური სოციალური პროგრამები, უნდა დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა და სოციალურად ორიენტირებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა;

8. საფინანსო სისტემა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გადაიქცეს. საფინანსო სტრატეგიული კონცეფციების რეალიზაცია უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სისხლხორცეულ საქმედ;

9. სახელმწიფო უნდა იბრძოდეს ადამიანის უფლებების Dდარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, სახელმწიფოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, მისი მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად და ეროვნული ერთიანობისათვის. მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლებანი, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. სახელმწიფოს აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომელსაც საფუძვლად დაედება სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრეობა, ისეთი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც გაცხადდება და განივთდება ქართველი ხალხის ნება;

10. მთლიანად გადასახალისებელია საარჩევნო სისტემა და კანონი, რომელიც უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და აღმშენებლობის პრინციპებს, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლებს;

11. უნდა განმტკიცდეს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქართული ტრადიციული რელიგია. ერისა და ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი ამაღლებისათვის აღიარებული უნდა იქნეს რწმენისა და სინდისის თავისუფლება. ერთა თანაარსებობის ზემოთ მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ხელი შეეწყოს რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა;

12. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თავისი სამოქმედო პროგრამით ძირეულად იზიარებს და ეყრდნობა ჭეშმარიტი ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია იბერიულ-კავკასიური მსოფლმხედველობის, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება და დამკვიდრება საქართველოში, ერთიანი კავკასიური სახლის შექმნა, ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეყრდნობა რა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს, კვლავ ხაზს უსვამს, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელი ერთადერთი გზაა ყველა ეროვნული ღირსების მქონე ჯანსაღ ძალთა გაერთიანება და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლა, რათა საქართველომაც პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

 

დასკვნა

 

გამგებელნი სახელმწიფო ბედისანი იძახიან, რომ ერი პოლიტიკისათვის არის ქვეყანაზედ გაჩენილიო, სახელმწიფოს გულშემატკივარნი, ერის მოყვარენი კი პასუხად ეუბნებიან _ პოლიტიკაა ერისათვის გაჩენილი და არა ერი _ პოლიტიკისათვისაო.

ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა ვაუმჯობესოთ, და მაშინ თუ ვინმე მოინდომებს ჩვენს დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი და თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა და ისევ ჩვენ დაგვრჩება.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებისაც მზერა უჭრით გაცილებით უფრო შორს, ვიდრე საზოგადოებას ზოგადად და ამ საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილსაც კი – ასეთი ადამიანები ხედავენ საშიშროებას მაშინაც კი, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა აღტაცებული და ეგზალტირებულია.

სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, გადარჩენისათვის, სიყვარულისათვის, მემკვიდრეობის დატოვებისათვის, სწავლისა და ზრდა-განვითარებისათვის ბრძოლამ დღეს მოითხოვა ადამიანის ახალი პარადიგმის აუცილებლობის შეჰქმნა: გულისხმიერად მოქცევა, შემოქმედებითად გამოყენება და საზოგადოებისათვის პატიოსანი სამსახური დადგა დღის წესრიგში. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი დაბალი იერარქიიდან მაღლისაკენ: წინააღმდეგობა-აჯანყებიდან, ბოროტი დამორჩილებიდან და საკუთარი სურვილის დათმობიდან ხალისიან თანამშრომლობამდე, გულსავსე ვალდებულებამდე და შემოქმედებით აღტკინებამდე.

ასევე გვსურს, ერთ დეტალზე გავამახვილო ქართული ინტელიგენციის ყურადღება: მოგეხსენებათ, კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან საქართველო უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ ტერორისა არის ომი ყოველგვარი ინტელექტუალურის ანუ გონიერების წინააღმდეგ, მისი განადგურების მიზნით. _ რადგან მხოლოდ ეროვნული თვითშეგნების ამოძირკვით ქართული ინტელექტის განადგურებით მიაღწევს მტერი თავის განზრახვას _ აღგავოს მიწისაგან პირისა ქართველობა და მოსპოს საქართველოს სახსენებელი! სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთი სტრატეგიის ფარგლებში ტაქტიკურ ლოიალობას, სრულ ინტოლერანტობას უკანონობისა და არალეგიტიმურთან მიმართებაში, მტრის გეგმის გაანალიზებას და სწორი სამოქმედო ნაბიჯის გადადგმას. კრიტიკულმა მიდგომამ საკითხებისადმი არ უნდა გამოიწვიოს ურთიერთდაპირისპირება, რადგან ეს მხოლოდ ინტელექტის ანუ ჭკუის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნება, რაც დამარცხების ტოლფასია. მხოლოდ ეროვნული, ქართული იდეა შესძლებს, გააერთიანოს ქართველი ხალხი და აღმოფხვრას დანარჩენი საზოგადოებრივი, სოციალური და ა.შ. პრობლემები.

მხოლოდ ამ აზრით გაერთიანებული ადამიანები შესძლებენ ქვეყნის გამოხსნას, მხოლოდ მაშინ აღიკვეთება ცრუ თავისუფლების ინსტიტუტის ტერორი საქართველოში, თუ ქართველი ხალხის გაერთიანებას საფუძვლად დაედება სულისკვეთება, განწყობა, რწმენა და სამშობლოს სიყვარული. პერმანენტული მშვიდობიანი აქციებითა და კონკრეტული კანონიერი მოთხოვნებით შესძლებს ქართველი ერი, გაწმინდოს საქართველო და გადაარჩინოს მამული განადგურებას. დღევანდელობაში გაბატონებული ზიზღი, უნდობლობა, ურთიერთგამეტება, მასობრივი დეპრესია ხელოვნურადაა მოხვეული ჩვენს თავს და დამღუპველია როგორც თითოეული ქართველისათვის, _ ასევე ქვეყნისთვის მთლიანობაში.

ამასთანავე, დავძენთ, რომ ჩვენ არ გვამოძრავებს შურისძიების გრძნობა, თუ არა ქვეყნის გადარჩენის წმიდათაწმიდა იდეა, რომელიც გვავალებს, მოვთხოვოთ გზააბნეულთ _ ზურგი შეაქციონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურას, რომელიც საქართველოს განადგურებით ემუქრება და აღიარონ საჯაროდ ქართულად, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები. მათ ვინც გაითავისებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნას, მიეცემა ტრიბუნა, 31 მარტის, თავისუფლების ტრიბუნა და შანსი საქმით გამოისყიდონ შეცდომები იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც თავისუფალი საქართველოს იდეა პირველადია და შეუცვლელი!

ჩვენს ერს, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება, იყოს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და არა ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ დასმული რომელიმე მარიონეტული ძალაუფლება.

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში _ რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება _ ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!
ღმერთმა დალოცოს ქართველობა!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

საქართველო, თბილისი
31. 03. 2010

***

“საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)”

მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი

 

 ***

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (სეგმ)

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა

 

One Response to “• სეგმ- მანიფესტი”

  1. Teimuraz Gumberidze said

    საქართველოში დღეს მარტო ხალხი შეიძლება იყოს ნამდვილი ოპოზიცია!!!
    და ის ადამიანები ,ვინც ამ ხალხს სამშობლოს სიყვარულით და თავდადებით წინ გაუძღვება
    არის უამრავი ასეთი ადამიანი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
    უნდა გამოიკვეთოს ახალი ლიდერები და შეძლოს გააერთიანოს უამრავი პარტიების შემყურე მოსახლეობა
    ქართველები ამაშიც გამორჩეული ერი უნდა ვიყოთ?
    ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში ვისაც არ ეზარება ,ყველას პარტია აქვს გახსნილი და როგორ გინდა გაარჩიო?
    თან სულ ერთი და იგივე პიროვნებები

    ხალხი უნდა იყოს დღეს პარტიაც, ოპოზიციაც და ახლის მომტანიც ათასობით ეროვნულ ადამიანთან ერთად
    არ არის დარჩენილი საზოგადოების არც ართი ფენა, ვისაც არ ესმის გარდაუვალი ცვლილების აუცილებლობა
    ოღონდ აღარ გაუცრუონ ქართველებს იმედი და შექმნან ნამდვილად ეროვნული და ყველასთვის მისაღები ქვეყანა,ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა
    სანამ ეს სისტემა არსებობს და სანამ ამ სისტემის მამამთავრები ცოცხლები არიან ,მანამდე არაფერი არ შეცვლის მათ აზროვნებას და მოქმედებას
    ეს დღეს არ დაწყებულა და მალე საუკუნე გახდება რაც ეშმაკი არის გაბატონებული ქვეყანაზე
    საქართველოში კი სატანის ზეობაა
    განვდევნოთ სატანა და დანარჩენიც მას გაყვება
    ესენი სპეციალურდ გაზარდეს და შეარჩიეს

    მოხდა ორი თაობის წყვეტა!
    ეს იტორიულ პროცესში ნებისმიერი ერისთვის არის დამანგრეველი
    ჯაჭვიდან ერთ რგოლს რომ ამოაგდებ ,ის ჯაჭვი აღარ გამთელდება, თუ ნაკლული რგოლით არ შეავსე
    ამას ხომ არ ჭირდება საღვთო კანონი, ეს თქვენც ხომ იცით
    ჩვენ შვილებს ეშმაკის მოციქულები ასწავლიან გლობალიზაციის კანონებს, წესებს!
    ჯერ სამშობლოს ვუშველოთ და მერე მოვკითხოთ ყველა ურჯულოს და მავნებელს ღვთის კანონით

    Like

დატოვე კომენტარი