Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ირაკლი დოკვაძის მიმართვა ვარლამ გოლეთიანს

Posted by iberiana on მაისი 27, 2021


irajku dojvadze

ირაკლი დოკვაძის მიმართვა ვარლამ გოლეთიანს

ზარი კოლონიიდან


მივმართავ ვარლამ გოლეთიანს და რიონის ხეობის მცველებს!
თქვენს გვერდით მიგულეთ მამულისშვილებო!
თქვენ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახეთ რა არის ქართველისთვის სამშობლო.
“ჩემს შემდეგ იქნება ათასი პარტია, მაგრამ ყველა იქნება ერთი”- ბრძანა ზვიად გამსახურდიამ.

მადლობა თქვენ, რომ არ გაიკარეთ ისინი და არ მიეცით სპეკულაციის საშუალება. მარტო ეს ფაქტიც, კმარა იმისთვსის, ,რომ თქვენი გონიერება დაინახოს ერმა, პატიოსნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სწორედ ამის გამო, თქვენ თბილისში გამოგიცხადეს ცილისმწამებლური თავდასხმები. შურისგან და ამპარტავნებისგან გასიებულ გვამებს, ერთად აღებულთ, არ შეუძლიათ შეაქუჩონ მეოთხედი რაოდენობის ადამიანიც კი. ამიტომ არიან გაავებულები.

თქვენ ნიღაბი ჩამოხსენით ყველას და ყველაფერს: ხელისუფლებას, პოზიცია-ოპოზიციის სპექტაკლებს (ვითომ დაპირისპირებას),

ამავ დროს, მოახდინეთ საჯარო ლუსტრაცია ჩანერგილებისა და ფსევდო ეროვნულების.

“საიდან ფინანსდებიო, ვინ დგას უკანო”–კითხულობენ და არ აინტერესებთ, როგორ გაუძელით ამდენ ხანს ყინვაში, თოვლში, ტყე-ღრეში გდებას. არ აინტერესებთ (ვითომ ვერ ხვდებიან) რა მოჰყვება “მშენებელი” თურქების ხუთასზე მეტი ოჯახის “კანონიერად” ჩასახლებას. გაიძახიან, უმეცართა მოსატყუებლად, რუსეთ-თურქეთის ისტორიული მტრობის შესახებ, 

თითქოს არ გაუგიათ, არც ის, რომ ჰესების დრო წავიდა და მზის და მთვარის ენერგიაზე გადადის ცივილური სამყარო.
არ ამხელენ, რომ ჰესების მიზეზით ეკოლოგიურ ომს უცხადებენ საქართველოს.

სირცხვილი ყველას, ვინც თქვენს გვერდით არ დადგა ამ ძნელ-ბედობის ჟამს. ყველას მოეკითხება და მათი ადგილი არ იქნება მალე საქართველოში.

ვიცი, რომ გაუძლებთ და დაითმენთ. თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რომ ეს დრო უფლის დაშვებით მოგვეცა. რომ გამჟღავნდეს ვინ-ვინაა. რომ აღდგომას და ამაღლებას ერი განწმენდილი შეეგებოს.
თქვენ, ღვთის შვილები ხართ. არასდროს დაგტოვებთ უფალი.

ქართული მიწა არ გაიყიდება!

გაუმარჯოს თქვენს სამართლიან ბრძოლას!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
თქვენთან ვარ სულით, ხოლო ხორცით 22 წელია (შევარდნაძის, ნაცების და ქართული ოცნების რეჟიმების პერიოდში) ვიმყოფები პატიმრობაში, ოცი წელი კიდევ, მოსახდელი მაქვს.

ჩემი დანაშაული კანონიერი ხელისუფლების და სამშობლოს ერთგულებაა

ირაკლი დოკვაძე პოლიტ-პატიმარი, ქსნის კოლონია.
25. 05. 2021 წელი

One Response to “ირაკლი დოკვაძის მიმართვა ვარლამ გოლეთიანს”

  1. იოსებ ნატროშვილი said

    რიონის მცველების გვერდით დგომა ეს ყველა ქართველის, საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალდებულებაა!
    ყველა “ეროვნილი” პარტია პოლიტიკური მეძავების გაერთიანებებია ქართველი ერის და სიმართლისათვის მებრძოლი საზოგადოების დასაშლელად და მოსაყტუებლადაა შექმნილი!
    რიონის ხეობის გამყიდველები უნდა დაისაჯონ როგორც ერის და ქვეყნის მოღალატეები! ყველა წესიერი ადამიანის ვალია მონაწილეობა მიიღოსმხარდამჭერ აქციაში!

    Like

დატოვე კომენტარი