Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მოსკოვი (მოსკა ვა) – „სიკვდილის წყალი“

მოსკოვი (მოსკა ვა) – „სიკვდილის წყალი“

 

მერიულ ენაზე „მოსკოვი“ ნიშნავს „შავ წყალს“, „გახრწნილ წყალს“ ან „სიკვდილის წყალს“. ეს სახელწოდება დარქმეულ იქნა დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერებმა ნავთობის ძიებისას მოსკოვის ქვეშ არ აღმოაჩინეს უზარმაზარი მიწისქვეშა ზღვა, სადაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი სევდის, მწუხარების, ნგრევის და საკაცობრიო ბოროტების ქალაქის ჩაძირვა.

 მოსკოვი დგას გეოპოლიტიკურ გასაყარზე, რომელიც მას ჩრდილო-დასავლეთიდან ჰკვეთს, თითქმის როგორც ცენტრს, და მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ერთიანობაში იმეორებს რა ამ მყრალი მდინარის კალაპოტის მიმართულებას – გასადინარი არხით, იმავე სახელწოდებით. ამის შესახებ დიდიხანია ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ძირითადი საშიშროება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩაიძირება, არამედ სხვა რამეში, რის შესახებაც ძალიან ცოტას წერენ.

 დანაწევრებით, ხან იქ, ხან აქ, პრესაში გამოჩენილი ცნობებით შესაძლებელია საკმაოდ საშინელი სურათის შედგენა.

 სრულიად კორეის უდიდესი მეგაპოლისების მიწათმოწყობის ინსტიტუტის ლაბორატორიის დირექტორმა შეაგროვა პრესაში მრავალჯერ მოხსენიებული ფაქტები მოსკოვის ღრმულის სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ. 

 მოსკოვის ნიადაგის არამდგრადობის გამო, იქ შეუძლებელია მაღლივი მშენებლობები. მდგომარეობას ართულებს ჩამონარეცხი ქვიშაც, რომელიც მუდმივად გადაადგილდება ღრმულის შიგნით. ჩამონარეცხი – ორი სიტყვით არის ქვიშიანი წყალი. ამ ნიადაგზე ხუთსართულიან შენობაზე მაღალი შენობის აშენება არ არის რეკომენდირებული.

ნებისმიერისათვის, ვინც ძველი მოსკოვით არის დაინტერესებული, ცნობილია, რომ მოსკოვში არასდროს აშენებდენ (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მაღლივ შენობებს – ყველა ინგრეოდა.

თუ თქვენ ნახავთ 1917 წლამდის აშენებული ნებისმიერი სახლის საძირკველს, თქვენ დაინახავთ საძირკვლის უზარმაზარ ზომებს, თუნდაც ერთ სართულიანი შენობისას. და ეს გასაგებიცაა – რომ არა ასეთი მძლავრი საძირკველი – შენობა დაიფარებოდა ბზარებით, გაიხსნებოდა, დაინგრეოდა. 1917 წლამდე შენობების უმრავლესობა იგებოდა კოლოსალური საძირკვლებით. 

 მაგალითისთვის, მაცხოვრის ტაძრის საძირკველი, რომელზედაც დღეს დგას მისი ახალი შენობა, მასონური სიმბოლიკებით მორთული, ეყრდნობოდა უზარმაზარ ქვებს, ბეტონის ნაცვლად კი ასხამდნენ ტყვიას. მხოლოდ ასეთი კონსტრუქცია მისცემდა ტაძარს დგომის საშუალებას. ბოლშევიკები არ აშენებდნენ ასეთი ფუნდამენტებით, და სახლების უმრავლესობა, რომლებიც 1917 წლის შემდგომ აშენდა – ყველა დაბზარულია.

ოსტანკინოს კოშკის მშენებლობისათვის, მიწა ნახევარი კილომეტრის რადიუსში იქნა გაყინული. ეს, საერთოდ, მცოცავ ქანებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება – გაყინვა. მაგრამ სულ ერთია, თუ ამ პროცედურას პერიოდულად არ გამოიყენებ, ქვიშა გადადის მოქმედებაში და ქანი იწყებს „სეირნობას“.

შვიდი სტალინისეული სიმაღლეები – ყველა, გარდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობისა – არის ნელმოქმედი ნაღმები. მათ ქვემოთ მიწას ყინავდნენ. ერთი ამ სიმაღლეთაგანი კი უბრალოდ „ჰკიდია“ სიცარიელის საფუძველზე, ეყრდნობა რა მხოლოდ ორ წერტილს.

 თუ კარგად დაუკვირდებით, თანამედროვე შენობების უმრავლესობა დაბზარულია. დღეს მოსკოვი, როგორც სამხრეთ კორეელი პროფესორი კიმი იუწყება, ერთ-ერთი ყველაზე საშიშთაგანია მსოფლიოს მეგაპოლისებს შორის, დანგრევის საშიშროების თვალსაზრისით. სახელდობრ, როგორი იქნება სცენარი – მთლიანი კვარტლების მიწაში შთანთქმა თუ ცალკეული შენობების ნგრევა – ამის თქმა ძნელია. მაგრამ, წერს კიმი, მოსკოვის ქანი მრავალჯერ შეგვახსენებს თავს.  

 

მეორე საშიშროება მომდინარეობს გეოპათოგენური ზონიდან, გამოწვეული ნაპრალებიდან და მიწისქვეშა ზღვიდან.

 თუ უბრალოდ ვიტყვით, ნაპრალების ადგილებში ტალღები (რადი, მაგნიტური და სხვა), რომელიც ნაპრალის ზედაპირზე აისახება სხვადასხვა (და არა ერთის, როგორც გლუვ ზედაპირებზე) კუთხეებით, იწყებენ ურთიერთშორის რეზონირებას, რაც იწვევს ეგრეთწოდებული სხვადასხვა ინტენსივობის ტალღების „ბელტების“ წარმოშობას. იმყოფები რა ამგვარ ბელტებში – იგივეა რაც, რომ დაიძინო ქანქარასთან – ადამიანი ექცევა ტალღური ხასიათის გაძლიერებული ზემოქმედების ქვეშ.

რამდენადაც ნაპრალი მთელს ქალაქზე გადის, ამ ზემოქმედებას ის სრულიად განიცდის, თანამედროვე საზღვრების მთელს მის ფართობზე, აქა იქ კი მის საზღვრებსაც სცილდება.

 ერთი შეხედვით ძნელად აღსაქმელი საშიშროება იძენს რეალურ ნიშნებს, თუ ჩვენ გავირჯებით ძირძველი მოსკოველების ძებნით. მოსკოვი მსოფლიოს ერთად–ერთი ქალაქია, სადაც ძირძველი მოსახლეობა არ არსებობს – მცხოვრებნი, რომელთა სულ მცირე სამი თაობის წინაპრები მოსკოვში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ მოსკოვში. 

 კორეელმა პროფესორმა კიმმა შეისწავლა შვიდიათასზე მეტი მოსკოველი ოჯახის ბიოგრაფია და ვერ იპოვნა ვერცერთი, რომელშიც თუნდაც ერთი „სუფთა სისხლიანი“ მოსკოველი ყოფილიყო. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი მოსკოველი თუ თავის „მოსკოველ“ ნაცნობებში ძირძველი მოსკოველის ძებნას დაიწყებს, ვერ იპოვნის ვერცერთს (და მათ შორის თვითონაც), რომელსაც მამა ან დედა, ბებია ან პაპა მოსკოველი აღმოუჩნდება – თითოეულ ოჯახში აუცილებლად არსებობს სხვა ქალაქელის ან უცხომიწელის სისხლი.

 ამის ახსნა ძალიან მარტივია – მოსკოველთა მეორე თაობა (თუ ორივენი მოსკოველია და თითოეულის ორთავე მშობელი – მოსკოველია), უძლურნი არიან წარმოშვან თაობა. არავითარი მაგია, წერს კიმი – ეს ჩვეულებრივი შედეგია ტალღების გროვის ხანგრძლივი ზემოქმედებისა – ადამიანს ამგვარი ზემოქმედებისაგან უქვეითდება ბავშვის გაჩენის უნარი. ამიტომ თითოეული „მოსკოველის“ მეორე თაობა საჭიროებს ახალს, ასე ვთქვათ „ცინცხალ“ სისხლს, რათა აღადგინოს ტალღური ზემოქმედების მიერ ამოწურული გენები.

 საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ადამიანებმა, მოსკოვში მასიური ცხოვრება მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიწყეს. მანამდე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხანგრძლივად არვინ ცხოვრობდა. მოსკოვში ჩამოდიოდნენ მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე (კორონაციებზე, პარადებზე, ბალებზე) ან საეკლესიო დღესასწაულებზე. ბოიარობა და მსახურეული ცხოვრობდა მოსკოვის მიმდებარედ ან მოშორებულად. 

მეფეები და სხვა მმართველები აგრეთვე არასდროს ცხოვრობდნენ მუდმივად მოსკოვში – მხოლოდ ქალაქგარეთ. მოსკოვში ყველა კვირაობით ცხოვრობდა. წელიწადში მაქსიმუმ ორი სამი თვე. და ეს კაპრიზი არ იყო. ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, მოსკოვში მუდმივად ყოფნისაგან არაფერი სასიკეთო რამ არ ხდება (შორს მოსკოვისაგან… კარეტა მომგვარეთ, კარეტა!). მოსკოვში არსებობდა ხალხური გადმოცემა, რომელიც აღწერეს XIX საუკუნის მოსკოვთმცოდნეებმა, რომ იმათი ბავშვები, ვინც მუდმივად ცხოვრობდა მოსკოვში (ძირითადში ესენი იყვნენ მსახურები და ჩინოვნიკები), ამ ცუდ ადგილას მუდმივი ცხოვრებისაგან, ხდებოდნენ ნახევრად ადამიანები, და მათ შეეძლოთ დაებადათ მხოლოდ ტარაკანები და ვირთხები. ეს თუ ასეა, ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვში ძირძველი მოსახლეობა არ არის.  

სხვათაშორის, გამონათქვამი „კანცელარიის ვირთხა“ წარმოიშვა მოსკოვის ჩინოვნიკთა გარემოდან, სწორედ ამ ხმების საფუძველზე. მოსკოვი გამუდმებით საჭიროებს ახალ სისხლს, და ყოველი მოსკოველი ოჯახის ყოველ თაობაში არა უხნეს მეორე თაობისა, აუცილებლად არის სხვა ქალაქელი ან სხვა მხარელი მამაკაცი ან ქალი. ამასთან დაკავშირებით, სახელდობრ, ირიცხება კამათი მოსკოველებისა და არამოსკოველების შესახებ, რამდენადაც ნამდვილი მოსკოველის არსებობა პრინციპში შეუძლებელია.

 კიმს მოაქვს საინტერსო ცნობები, რომ მოსკოვის ეს „თვისება“ – გამუდმებით ახალი სისხლის მოთხოვნა, აისახა არა მარტო მოსკოვის ცხოვრების ხასიათზე, არამედ მოსკოვში ცხოვრების არსზე. მოსკოვის საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა აშენებულია სასაფლაოებზე.

ეს ჩვეულება მოდის ჯერ კიდევ ძველი დროდან, როცა ქალაქმა განაშენიანება იწყო, აუქმებდნენ სასაფლაოებს და მათ ადგილას აშენებდნენ სახლებს, უკანასკნელი 100 წელი, როდესაც მოსკოვი ფართოვდებოდა შვიდმილიონიანი ნაბიჯებით, სასაფლაოთა საერთო რიცხვი, რომლებზედაც დღეს დგას ქალაქი, გადაიქცა ათასობით (და არა მარტო ყოფილი რეგულარული სასაფლაოები, საეკლესიონიც და ა.შ.).

 თუ ქალაქის ყველა სასაფლაოს რუკაზე ავღნიშნავთ, წარმოგვესახება სწორედ მკვდართა ქალაქი. მოსკოვი – არ არის ერთადერთი „მკვდართა ქალაქი“, არსებობს სხვა მაგალითები. როგორც წესი, ამგვარი ქალაქების ცენტრში უნდა იყოს მთავარი სასაფლაო – ნეკროპოლი, სადაც ქალაქის პატრონები განისვენებენ. როგორც ვიცით, მოსკოვშიც არის ასეთი ადგილი – ეს არის სასაფლაო წითელ მოედანზე.

ამგვარი ქალაქ-მონსტრების საკუთარი მაცხოვრებლების სხვა დამახასიათებელი თავისებურებანი არის შემდეგი თვისება, მზის იშვიათი გამოჩენა ქალაქის თავზე, ხშირი ცუდი ან მოღრუბლული ამინდი. მოღუშულობა მაცხოვრებლებისა, დაკრძალვებისადმი დიდი ინტერესი, ამ ცერემონიის დიდებულება, მოქალაქეთა ხშირი თვითმკვლელობა, აგრეთვე მდიდარი ადამიანების მიდრეკელება სუიციდისადმი, მიწისქვეშა ნაგებობების დიდი რაოდენობის არსებობა და ადამიანების დიდი რიცხვი, რომლებიც მიწისქვშ დიდ დროს ატარებენ, ცუდი ეკოლოგიური ვითარება.

შემდეგ, არ ცხრება კიმი, სახავს რა საშინელებას, თითქმის ყველა ხსენებულს თავისი გამოვლინება აქვს მოსკოვში. მაგალითად, ბაიკალისაგან განსხვავებით, სადაც წელიწადში 275 დღე ანათებს მზე (მიკროკლიმატია ასეთი) მოსკოვში წელიწადში 275 დღეზე მეტი უმზეოა, ცა მოქუფრულია. თუ გაშორდებით 20 კილომეტრზე მოსკოვის აგლომერაციას, მაშინ გამოჩნდება მზე და მტრედისფერი ცა.

ადამიანები, რომლებიც მოსკოვიდან გადიან, ხშირად განიცდიან თავისებურ სიმსუბუქეს, თითქოსდა მათგან ხსნიან შავ თავსაბურველს. მოსკოვში დაბრუნებისთანავე, კიმის მრავალი რესპოდენტი ეუბნებოდა მას, რომ თითქოსდა რაღაც შავი საბურველი ჩამოაცვეს თავზე.

მოსკოველთა არამეგობრულობა იცის თითქმის მთელმა ქვეყანამ. იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია ვიმგზავროთ მოსკოვის ნებისმიერი ტრანსპორტით: არავინ იღიმის, ერთმანეთის შეხედვა ეშინიათ, სახეები გადაღლილი ან გაბოროტებულია, ურთიერთობა ძირითადში მიმდინარეობს გინების გაცვლით. ცნობილია აგრეთვე, რომ მოსკოვში გაზრდილი ბავშვები, როგორც წესი, განიცდიან ჯანმრთელობის სისუსტეს, ჭირვეულობასა და მეწვრილმანეობას, ადვილად ცვალებად ხასიათს, არიან ეგოცენტრისტები, კოლექტიური მოქმედების უუნარონი. განსაკუთრებით ეს არმიაში ვლინდება, სადაც მოსკოველები არ უყვართ არც თუ უმიზეზოდ, უწოდებენ რა მათ „ჩმორებს“. პირველყოვლისა, ისინი ხშირად სუსტები არიან, მეორე – იქაც კი, სადაც მოსკოველები ბევრნი არიან, მათ არ შეუძლიათ შექმნან სათვისტომო და ხშირად არ იციან ნორმალური ურთიერთობაც. 

 მოსკოვში გაზრდილი გოგონები, როგორც წესი, ბადებენ არაუმეტეს ერთ ბავშვს, ან კიდევ საერთოდ არ აჩენენ, არ იციან ცოლობა, ეწევიან ფუჭ ცხოვრებას. ქვეყნის ან ქალაქის მმართველობაში არასდროს არ იყვნენ მოსკოველები – მათ არ გააჩნიათ „ცოცხალი“ სისხლი, რომელიც ჩამოსულებს აქვთ. სამწუხაროა!  თავისი ძალების უმეტესობას მოსკოველები საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ხარჯავენ.

მოსკოვის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ პროფესორი გვახსენებს ცნობილი ინგლისელი ენტომოლოგების ბეკის და ვაიტის ამასწინდელ გამოკვლევებს, რომლებიც მათ მოსკოვში განახორციელეს და გამოქვეყნებულია ჟურნალ “Gardens & Gardens Today”(ბაღები და ბოსტნები დღეს).

 ამ ცნობების მიხედვით, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ უკანასკნელ დროს მოსკოვი სრულიად დატოვეს ტარაკანების კოლონებმა. პირველ რიგში ეს გამოწვეულია გენეტიკურად შეცვლილი ძეხვით და სასურსათო დანამატების გამოყენებით. 

ტარაკანებს არ შეუძლიათ იმ საჭმლის ჭამა, რომელსაც მოსკოველები ჭამენ. ასევე ტარაკანების კვალს გაჰყვნენ, აღნიშნავენ ინგლისელები, ვირთხებიც. მათი რაოდენობა ბოლო სამი წლის მანძილზე 15 მილიონნახევრით შემცირდა. სხვათაშორის, ბოლო დროს ვირთხების საწინააღმდეგო წამლების გაყიდვის პუნქტების დახურვა გამოწვეულ იქნა მათი შემცირებით. 

შემდეგში წერს კიმი ქალაქის მოწისქვეშა ნაგებობების შესახებ. მოსკოვში, ნამდვილად, მრავალი მიწისქვეშა ნაგებობაა, რომლებშიც სხვადასხვა ცნობებით, ყოველდღიურად იმყოფება სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი. მთელი თვის განმავლობაში, ქალაქის ყველა მაცხოვრებელი, სტაციონარული ავადმყოფებისა და პატიმრების გამოკლებით, ხვდებიან მიწისქვეშ ან მეტროში, გადასასვლელებში ან მიწისქვეშა ნაგებობებში.

 კიმი წერს, რომ რიტუალი – საკუთარი სხეულის რეგულარული დამარხვისა, დამახასიათებელია მკვდართა ქალაქების უმრავლესობისათვის და წარმოადგენს აუცილებელ „პროცედურას“ მათი ყველა მცხოვრებისათვის.

 მოსკოვში ყველაფერი ისეთი სახითაა გაკეთებული, რომ არვის აცდეს ეს რიტუალი. ყველა ტურისტისა და ყველა ჯურის ჩამომსვლელთათვის აუცილებელ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს ცოცხალთა ნეკროპოლის მონახულება, სადაც შესაძლებელია მკვდართა ქალაქის სულის შეგრძნება. შეამჩნევდით, რომ მოსკოვის მეტრო მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.

ის მორთულია ფარაონების სამარხებივით ოქროთი და ძვირფასი ქვებით.

სტატიის დასასრულს კიმი სვამს კითხვას – მაშ რისთვის, ადამიანთა ცხოვრებისათვის ეს უვარგისი ადგილი, სადაც დიდი ხანია ცხოვრობენ ადამიანები? პირველყოვლისა, ადამიანებმა მუდმივი ცხოვრება აქ დაიწყეს 1905 წლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ. ადრე არვინ ცხოვრობდა აქ მუდმივად. დღევანდელმა მოსკოველებმა უბრალოდ არ იციან იმის შესახებ, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება.

 მრავალი ათასი მიეშურება მოსკოვში დიდებისათვის, ფულისათვის, აღიარებისათვის, რათა მიაღწიონ საპოვნელს, ისინი იქცევიან მონსტრის მორიგ მსხვერპლებად. მოსკოვში ჩამოსული მრავალი შემოქმედი, თუ ჩვეულებრივ კონიუნქტურებში არ მოექცევა, შემოქმედებისაგან იცლება. ზოგიერთი მათგანი, ეწინააღმდეგებიან რა გარდაუვალ პროცესს, კარგავენ ნიჭს, განიცდიან საშინელ შემოქმედებით დაცემას, ეჩვევიან ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, ჯამში კი ლოთდებიან ან გიჟდებიან.

საშინელია, მაგრამ ფაქტია, რომ პეტრე პირველმა, მოსკოვის აშკარად არმოყვარულმა, ქვეყნის ახალი დედაქალაქი აღაშენა აგრეთვე ღრმულებზე, სახლები და პროსპექტები ადამიანთა ძვლებზე, თითქოსდა დაიცვა მკვდართა ქალაქის მშენებლობის რიტუალი. 

 

Отдел мониторинга

КЦ

თანგმნა ა. სანდუხაძემ

3 Responses to “• მოსკოვი (მოსკა ვა) – „სიკვდილის წყალი“”

  1. kolxidec said

    მოსკოვის ძირძველისახელი მოსკოვია და არა მოსკვა,ასე ფიქსირდება იგი რუსთ კნიაზთა ძველ წერილებსა და დოკუმენტებში,იგი ძველ მესხთა დაარსებულია სოფელი ყოფილა მეტალურგიის საფუძველზე მისთვის დაურქმევიათ მოს კოვ,რაც ნიშნავდა მოსკების წრთობას,როგორც ასევე ცნობილია ბერძნული სახელი ფოლადისა ხალიფს ხალიბიდან ნაწარმოები,იგივე ლეგენდარული ხმალი ექსკალიბური ანუ ყოფილი ყყალიბებისა,ასე იყყო ცნობილი ხალიბებისა და მოსხების სახელი როგორც უძველესი მეტალურგების,ძველ ირანულ წყყაროებში ფოლადის ბურბუშელას ეძახოდნენ თუბალმეს,ესეც ასევე ნიშანდობლივია ამ ტომთა სახელთან კავშირისა,თუბალები ხომ იგივე ხალიბი ტომნი იყყვნენ.ეს არგუმენტი ერთერთ მეცნიერს განუცხადებია სამეცნიერო კონფერენციაზე საბჭოთა კავშირში რაზეც დიდი ამბავი ამტყყდარა და საწყალი მეცნიერი საერთოდ გამქრალა მის მერე.

    Like

  2. L said

    მეტად საინტერესო სტატიაა!…

    Like

  3. a.s said

    აქ ბატონო ჩემო მერიულ ენაზეა საუბარი, იმ ხალხის ენაზე, რომელიც ადრე ცხოვრობდა მანდ და რუსი კნიაზები რას წერდნენ ეს სხვა საკითხია

    Like

დატოვე კომენტარი