Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ რუსეთის აგენტურა 90-იან წლებში

 

ვინ წარმოადგენდა რუსეთის იმპერიულ ძალებს და მის აგენტურას საქართველოში 90-იან წლებში

 

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტს, ჩაატარა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, რასაც დადებითი ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის 98,9%-მა. ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სულ მალე, საქართველოში, ამოქმედდნენ რუსეთის იმპერიული ძალები და თავიანთი აგენტურის მეშვეობით დაიწყეს შეიარაღებული დესტაბილიზაცია საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობის მიზნით.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, 1992 წლის 14 იანვრის მიმართვაში განაცხადა: “იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულმა პუტჩმა უდიდესი უბედურება დაატეხა საქართველოს. პუტჩისტები ცდილობენ ხელისუფლების უზურპირებას, მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა მათი ყოველგვარი ქმედება უკანონოა და არაკონსტიტუციური. ა.წ. 6 იანვარს, მე საქართველოს კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, რათა აღარ გაგრძელებულიყო ნგრევა და სისხლისღვრა..” ხოლო 1992 წლის 24 მარტის მიმართვაში, იარაღის ძალით განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წერდა: “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მოდერნიზებული იმპერია განაგრძობს არსებობას და ცდილობს ხელყოს ყოველივე ის, რასაც მივაღწიეთ წლების მანძილზე თავდაუზოგავ ბრძოლაში. იგი ინარჩუნებს საოკუპაციო ჯარებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათი მხარდაჭერით ცდილობს განამტკიცოს თავისი მარიონეტული კრიმინალური ხუნტა, რათა საქართველოს არ ეღირსოს სრული და ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაშიც რუსეთს ეხმარება დასავლეთის ზოგი სახელმწიფო, რომელიც სცნობს ხუნტას..”, ანუ შევარდნაძის რეჟიმს, რომელიც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ, სამხედრო საბჭოს მოწვევით 7 მარტს ჩამოვიდა საქართველოში.

ქვემოთ ვაქვეყნებთ სამხედრო საბჭოს დოკუმენტებს და იმ პირთა სიას, რომლებიც ხუნტის სახელმწიფო საბჭოს წევრები იყვნენ. ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები დიდი ხანია გამქრალია ბიბლიოთეკების საცავებიდან (ამოჭრილია იმ პერიოდის ყველა გამოცემიდან – გაზეთებიდან. რედ.).

 

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნისა და სამხედრო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების, სამოქალაქო თანხმობისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის, ეკონომიური რეფორმების ქმედითობისა და მათი უსწრაფესი განხორციელების, მართლწესრიგისა და კანონიერების განმტკიცების მიზნით სამხედრო საბჭო ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე კანონშემოქმედებითი, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო.

2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის დროებით მთავრობასთან არსებული პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს წევრების, საზოგადოებრიობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის გათვალისწინებით.

3. გამოქვეყნდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა.

4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს უფლებამოსილება.

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

თენგიზ კიტოვანი; ჯაბა იოსელიანი

თბილისი. 10 მარტი 1992 წელი.

***

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობის შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ.

2. დამტკიცდეს ჯაბა იოსელიანი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

3. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

თბილისი. 10 მარტი 1992 წელი.

 

გაზეთი ‘’ Свободная Грузия‘’

12 მარტი 1992 წელი, ¹ 35 (295) .

 

***

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

 (1992 წლის 10 მარტიდან – 1992 წლის 4 ნოემბრამდე).

 

ედუარდ შევარდნაძე – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;

ჯაბა იოსელიანი – სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ სიგუა – სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი;

თენგიზ კიტოვანი – სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ- მინისტრის პირველი მოადგილე;

ვახტანგ გოგუაძე – სახელმწიფო საბჭოს მდივანი;

 

სახელმწიფო საბჭოს წევრები:

ვალერიან ადვაძე – ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის თავმჯდომარე;

ლევან ალექსიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი;

მერაბ ალექსიძე – მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;

მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი – ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრი;

ჯემალ აჯიაშვილი;

ირაკლი ბათიაშვილი;

აკაკი ბაქრაძე;

გურამ ბერიშვილი – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

დავით ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

იგორ ბოგომოლოვი;

კოსტანტინე გაბაშვილი;

თამაზ გამყრელიძე – მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი;

გურამ გეგეშიძე – რუსთაველის საზოგადოების ვიცე– პრეზიდენტი;

ნაირა გელაშვილი;

არჩილ გოგელია;

ვასილ გოცირიძე – ლიბერალურ– დემოკრატიული ეროვნული პარტიის წევრი;

რომან გოცირიძე;

გურამ თევზაძე – მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი;

ალექსანდრე კავსაძე;

თამაზ კვაჭანტირაძე;

პაატა კოღუაშვილი – მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმისსახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

რაულ კუპრავა;

დავით კუპრეიშვილი – მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი;

ოთარ ლითანიშვილი – ქ. თბილისის მერი;

ნოდარ ლომოური;

მირზა მაშოვი – რუსთაველის საზოგადოებასთან არსებული აზერბაიჯანული ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი;

ლევან მესხი;

ზურაბ მურვანიძე;

გურამ მუჩაიძე – სოციალ– დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე;

მიხეილ ნანეიშვილი – ლიბერალურ– დემოკრატიული ეროვნულიპარტიის თავმჯდომარე;

თევდორე (თედო) ნინიძე;

თემურ ნერგაძე;

იზა ორჯონიკიძე;

თედო პაატაშვილი – “ქარტია–91”– ის თავმჯდომარე;

დავით პატარაია;

ზურაბ ჟვანია – მწვანეთა პარტიის სპიკერი;

თეიმურაზ ჟორჟოლიანი – მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე;

ვიქტორ რცხილაძე;

ირინა სარიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის პრეს– მდივანი;

ფრიდონ საყვარელიძე – “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის” წევრი;

გიორგი სიგუა;

თემურ ფიფია;

თორნიკე ფიფია – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი;

ირაკლი ქადაგიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლანა ღოღობერიძე;

რევაზ შავიშვილი – “დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე;

ლუიზა შაკიაშვილი;

თეიმურაზ შაშიაშვილი;

გივი შაჰნაზარი;

ირაკლი შენგელაია – რესპუბლიკურ– ფედერალური პარტიის თავმჯდომარე;

გიორგი შენგელაია;

ელდარ შენგელაია – კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე;

ჯანსუღ ჩარკვიანი;

თამარ ჩხეიძე – ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

ვახტანგ ძაბირაძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე;

ნიკო ჭავჭავაძე – ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი;

გიორგი (გოგა) ხაინდრავა;

ივლიანე ხაინდრავა – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე ჯავახიშვილი – მეცნიერებათა აკადემიის წევრ– კორესპონდენტი;

თამაზ ჯანელიძე – კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი;

ავთანდილ სილაგაძე – კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

რუსუდან ბერიძე;

აკაკი ბობოხიძე – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

თამაზ დიასამიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი;

ვალერიან ვაშაკიძე;

ოლღა თედეევა;

ზურაბ კიკნაძე;

რამაზ კლიმიაშვილი;

გიორგი კობახიძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

ადა მარშანია – რესპუბლიკური პარტიის წევრი;

ირაკლი მელაშვილი – “ქარტია – 91– ის” წევრი;

რუსლან მიქაბერიძე;

დავით ტურაშვილი;

რუსლან ღონღაძე – ეროვნული ფრონტი– რადიკალური კავშირის წევრი;

რევაზ ჩხეიძე – კინოკორპორაციის პრეზიდენტი;

გრიგოლ (გოჩა) ჯოჯუა – მონარქისტულ– კონსერვატიული პარტიის წევრი;

ნონა კენჭუაშვილი – “ღვთისშვილთა” კავშირის თანაპრეზიდენტი;

ალექსანდრე ბერიძე – ომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ივანე (მამუკა) გიორგაძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი, ეროვნული კონგრესის წევრი;

დემურ დვალიშვილი – “მრეწვმშენბანკის” თავმჯდომარის მოადგილე;

გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე – თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე;

მერი მარკოზია – ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი, ეროვნული კონგრესის წევრი;

რომან მიმინოშვილი – ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი;

გია ჟორჟოლიანი;

ვახტანგ ტალახაძე – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

ირაკლი ტუღუში – დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისკონფედერაციის თავმჯდომარე;

ვანო ხუხუნაიშვილი – ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი;

დიმიტრი ჩიტლოვი – უზენაესი სასამართლოს წევრი;

თენგიზ ასანიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

თამაზ ტუნაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

თემურ ჩოქაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი;

ირაკლი ანდრიაძე – სახელმწიფოს საბჭოს საქმეთა მმართველი.

(სია შედგენილია “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებულის” I და II ტომების მიხედვით. რედაქტორი დავით უსუფაშვილი. 1995 წ. )

 

***

16 იანვარს თბილისში, დაახლოებით 14 საათზე საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ ამჟამინდელი დროებითი მთავრობისადმი ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოხატა სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებამ. “ჩვენ მზადა ვართ ჩამოვიდეთ თბილისის დასაცავად ნებისმიერ დროს და გპირდებით მამაცურად დავიცავთ საქართველოს საზოგადოებრიობის დემოკრატიულ ძალებს” – განაცხადეს ოსური შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებმა. ზოგიერთი ცნობით, ასეთი მოწოდებით ცხინვალში გამოვიდა ოპოზიციონერების მიერ ციხიდან განთავისუფლებული ოსური მოძრაობის ლიდერი ტორეზ კულუმბეგოვი.

 “ნეზავისიმაია გაზეტა”

17 იანვარი 1992 წ. ¹10(181)

***

რა შეიძლება ითქვას ზემოთ დაბეჭდილ ინფორმაციაზე?

მხოლოდ ერთი: 1991 – 1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უზურპატორთა ხროვას – თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს პირდაპირი შეიარაღებული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ერთიანობის მტერმა, ოსი ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მოთავემ, ტერორისტმა ტორეზ კულუმბეგოვმა, რომელიც პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი “დემოკრატები” იმდენად სულგაყიდულ ნაძირლების ხროვას წარმოადგენდნენ, რომ ძალაუფლების უზურპაციის მიზნით მზად იყვნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტრებთან ერთად დაეღვარათ ქართველი მამულიშვილების სისხლი და გაეჩაღებინათ ძმათამკვლელი ომი. ეს ფაქტი გაკვეთილი უნდა გახდეს ყველასათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის.

 

ლეილა ცომაია

“განმათავისუფლებელი” N24

2010 წლის მარტი

 

 

 

3 Responses to “◊ რუსეთის აგენტურა 90-იან წლებში”

  1. უჩა said

    ქართველ არაკაცთა ნუსხა! ასევე სხვა ბევრი არაკაცია დღევანდელ ხელისუფლება-ოპოზიციაში. ეს ნაძირლები ტერორისტ კულუმბეკოვზე, რომლის ბანდიტებმა 9 თვის ჩვილი მოკლეს აკვანში, უარესებია, რადგან მოყვარე-მტერი გაცილებით უფრო საშიშია. სანამ ამ ფარისევლებს არ ამხელს მთელი ქართველი ერი (რაც ილია მეორის მხილებით უნდა დაიწყოს), ივერია ვერ გაბრწყინდება!

    Like

  2. გიორგი გულბანი said

    ალბათ, საჭიროა, რომ დროდადრო ჩვენს ახალგაზრდობას შევახსენოთ იმ არამზადების ვინაობა, ვინც შევარდნაძე/იოსელიან/კიტოვან/სიგუასთან ერთად ხოცავდა და არბევდა ქართველ ერს.

    დღეს ბევრ წესიერ ადამიანსაც კი ჰგონია, რომ კრიმინალები არ არიან, მაგალითად აკაკი ბაქრაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, კოტე გაბაშვილი, თამაზ გამყრელიძე, ნოდარ ლომოური, ზურაბ ჟვანია, ირინა სარიშვილი, ლანა ღოღობერიძე, თემურ შაშიაშვილი, გიორგი და ელდარ შენგელაიები, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამარ ჩხეიძე, გოგა ხაინდრავა, რუსლან მიქაბერიძე, დავით ტურაშვილი, რევაზ ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე და სხვა წითელი ინტელიგენტები თუ არც ისე არაინტელიგენტები.

    არადა, სწორედ ამ არამზადებმა დაიწყეს საქართველოს რღვევის პროცესი, რომელიც, საუბედუროდ, დღესაც მიმდინარეობს.

    გიორგი გულბანი

    Like

  3. გოჩა said

    მრუშთა მეძავთა ჯგროა.

    Like

დატოვე კომენტარი