Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა საქართველოში

 

მიხეილ მჭედლიშვილი

 რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა საქართველოში

 

ის, რაც ითქვა რუსეთის ბოროტ როლზე ქართველი ერის მიმართ, უკვე
წარსულს ჩაბარდა, დღეს კი სულ სხვა ვითარებააო, იტყვის ალბათ რუსი
მკითხველი და რა გგონიათ, მას დაუდასტურებენ არა მარტო ჩვენი
რუსოფილი (ეროვნულად გადაგვარებული) მწერალ-ისტორიკოსები,
არამედ საქართველოს ტრაგედიაში გაუცნობიერებელი არაერთი მიამიტი
ქართველიც. მაშ, მოდით, ერთხელ კიდევ გავიცნობიეროთ ჯერ
ორასწლოვანი ბატონობის მანძილზე რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ ჩადენილი ანტიქართული ქმედებანი, რაც სადღეისოდ
მომაკვდინებლად მოქმედებს ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებზე,
ხოლო შემდეგ ისიც ვნახოთ, რუსეთმა შეცვალა თუ არა დღეს თავისი
იმპერიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

ჯერ, წარსულში ჩადენილი ბოროტების შესახებ: მსოფლიოში არ
მოიძებნება ქვეყანა, რომელიც ისე იყოს აჭრელებული უცხო თესლით,
როგორც დღეს საქართველოა. ეს სიჭრელე არღვევს ჩვენი ერის
მონოლითურობას, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას, თქვეფს
ქართველ ერს სხვა ხალხებში და საბოლოო ანგარიშით საქართველოს
ეროვნული სიკვდილისაკენ მიაქანებს. ვინ შექმნა ეს ეროვნული სიჭრელე?
ვინ ჩამოათესლა ჩვენს ქვეყანაში ამოდენა უცხო ხალხი ქართველობის
ასათქვეფად? ვინ გვებრძვის დღესაც ქართული მიწიდან ქართველთა
აღმოსაფხვრელად? ვინ გამოდევნა ქართველობა სამაჩაბლოდან და
აფხაზეთიდან? ვინ ჩამოაცილა საქართველოს ეს ძირძველი ისტორიული
მიწა-წყალი?

ყველა აქ ჩამოთვლილ ბოროტებათა ჩამდენი წარსულშიც და ამჟამადაც
იყო და არის რუსეთი. რა იყო და რას ისახავს რუსეთი კვლავაც მიზნად
საქართველოს მიმართ? ქართული გენის აღმოფხვრას ქართული მიწიდან
და ამ ქვეყნის გარდაქმნას რუსულ ოლქად. ამიტომ, თუ საქართველო არ
განთავისუფლდა რუსეთის მფლობელობისაგან, მისი გაქრობა დედამიწის
პირიდან გარდუვალია.

როგორია ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობად წოდებული,
რუსოფილ ხელისუფალთა და რუსულ-საბჭოურ-კოსმოპოლიტურ ქვაბში
ნაწრთობი ქართული „წითელი ინტელიგენციის“ აზრი ერის ამ
მომაკვდინებელი საფრთხის მიმართ? აშკარად მოღალატური, აშკარად
გამყიდველური, გამომდინარე პირადი კეთილდღეობის იდეოლოგიიდან.
როგორც რუსეთის აგენტურული ხელისუფლება, ასევე ამ ხელისუფლების
ნასუფრალზე ნაკვები ინტელიგენცია, ვისაც რუსის გარეშე საქართველოს
არსებობა ვერ წარმოუდგენია, 70 წლის მანძილზე გვიმტკიცებდა და
დღესაც გვიმტკიცებს, რუსული ასიმილიატორული პოლიტიკის
ბრალეულობის აცილების მიზნით, რომ საქართველო დასაბამითვე
მრავალეროვნული ქვეყანა იყოო და თანაც ამ სიჭრელეს, დღეს რომ გვაქვს,
რუსეთის მიზანმიმართული, ასიმილიატორული პოლიტიკისა და ჩვენივე
ინდიფერენტული დაუდევრობით, ეროვნულ უბედურებად კი არ მიიჩნევენ,
55
არამედ მას კანონზომიერ ისტორიულ მოვლენად სახავენ და აბსურდული
მოტივით – „უცხო, შემოხიზნულ ერებთან დამოკიდებულებაში ჩვენმა
სიკეთემ გადაგვარჩინაო“, სიბრძნედაც კი უთვლიან ჩვენს წინაპრებს,
ქართველებისადმი იმთავითვე მტრულად განწყობილი უცხო ტომების
საქართველოში ჩამოთესლების ხელშეწყობისათვის, ბრიყვულად გაგებული
საკაცობრიო ჰუმანურობისა და სტუმართმოყვარული მოპყრობისათვის.
ამით ისინი არა მარტო კანონიერების სტატუსით მოსავენ, ფაქტიურად,
უკანასკნელ ორ საუკუნეში ძალადური გზით შემოთესლებული მტრული
ტომების გამაგრებასა და მომრავლებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ უარესი
შეცდომებისაკენ გვიბიძგებენ, როცა ჩვენს ნაკლოვან თვისებებს უცხო,
მტრული თესლისადმი დამოკიდებულების საკითხში, ყალბად გაგებული
კაცთმოყვარეობის პათოსით რომ მოსავენ და ამდენად, სანაქებო
თვისებადაც რომ გვითვლიან, როცა სინამდვილეში, ამ უგუნური
მოქმედებებით ჩვენ თვითონვე ვჭრიდით ყელს ჩვენს საკუთარ სამშობლოს,
რამდენადაც ყოველი უცხო ტომელი სიკეთის სიკეთით გადახდის ნაცვლად,
ყოველ კრიზისულ მომენტში ზურგში მახვილს გვცემდა წარსულშიც და
ახლაც, საარსებოდ მიცემული მიწა-წყლის საქართველოდან ჩამოგლეჯისა
და იქ საკუთარი სახელმწიფოებრივი მოწყობისათვის. აქედან
გამომდინარე, სიკეთემ როგორ გადაგვარჩინა, როცა მხოლოდ ბოროტებით
გვიხდიდა და გვიხდის ახლაც ზოგიერთი შემოხიზნული, ჩვენს მიერ
გაწეული სიკეთისათვის?

ეგებ გვითხრას რუსის მკითხველმა: რუსეთიც მრავალეროვანი
ქვეყანააო, ჩვენთანაც არიან შემოხიზნულები სხვადასხვა ტომის
ხალხებიო, მაგრამ ასეთი შედარება უნიადაგოა, რადგან რუსეთი
უკიდეგანო ასმილიონიანი სახელმწიფოა, და ამდენად, იგი პირიქით,
თვითონ ნთქავს თავის წიაღში იქ შეხიზნულ ინოროდცებს, –
საქართველოს კი, როგორც პაწაწინა ქვეყანას, ერთი მუჭა ქართველებით,
თავად შემოხიზნულები ნთქავენ ერთის მხრივ, ეროვნული სიჭრელის
შეტანით, ხოლო მეორეს მხრივ იმით, რომ ეცილებიან ჩვენს ქვეყანას
ძირძველ ისტორიულ მიწა-წყალს.

მთავარი კი აი, რაა ჩვენი შინაური მტრების საპასუხოდ: როგორ
შეიძლება „ისტორიულად მრავალეროვნული“ ქვეყანა ეწოდოს იმ
სახელმწიფოს, სადაც ფარნავაზ მეფიდან დაწყებული, მე-18 საუკუნის
ბოლომდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსი იმპერიალისტები
გაგვიბატონდებოდნენ, აქ, რომაელთა, სპარსთა, არაბთა, თურქსელჩუკთა,
მონღოლთა და სხვათა განდევნის შემდეგ, ან სულ არავინ
რჩებოდა, ანდა სულ ბევრი, რამოდენიმე ასეული კაცი, და ისიც
ქართველობაში რომ ითქვიფებოდა?! თვით სახელოვანი დიდი დავით მეფის
მიერ ჩამოსახლებულმა მრავალრიცხოვანმა ყივჩაღებმაც კი, რომლებმაც
უდიდესი როლი შეასრულეს ფეოდალური პარტიკულარიზმის პირობებში
მეფის ძალაუფლების განმტკიცებისა და თურქ-სელჩუკთა წალეკვისაგან
საქართველოს ხსნის საკითხში, ვერავითარი ეროვნული სიჭრელე ვერ
შემოიტანეს ჩვენში, ვიდრე 1801 წლიდან რუსეთმა თავისი მსახვრალი ხელი
არ დაადო ჩვენს ქვეყანას.

დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალეროვნულ სახელმწიფოდ იქცა მხოლოდ იმ
დღიდან, როცა აქ „უფროს ძმად“ წოდებულმა რუსეთმა ქართული ეთნოსის
სხვა ხალხებში აღრევისა და დედამიწის პირიდან მისი გაქრობის მიზნით,
ასეულ-ათასობით რუსი და სხვა ეროვნების ხალხები ჩამოგვისახლა
საქართველოში. მე აქ არაფერს ვამბობ უძველესი დროიდან ჩვენს
ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელობაზე, რომლებსაც არც ეროვნული სიჭრელე
შემოუტანიათ ჩვენში და არც რაიმე ვნება მოუყენებიათ ჩვენთვის,
რამდენადაც ისინი მუდამ ქართველებთან მჭიდრო კავშირში
იმყოფებოდნენ, ქართული ეროვნული სულით ცხოვრობდნენ, ქართულად
მეტყველებდნენ, ქართულად აზროვნებდნენ და ქართველებისადმი
ყოველთვის კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ახლა კი
გავეცნოთ კონკრეტული ფაქტებით რუსეთის ასიმილიატორულ
პოლიტიკას საქართველოში.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში თავიდანვე მეტად უცნაური
დამოკიდებულება შეიქმნა. ცნობილია, რომ რუსერთი ამიერკავკასიაში
საქართველოს მეშვეობით დამკვიდრდა. საქართველომ გაუღო რუსეთს
დარიალის კარი, გულწრფელად მიანდო მას თავისი სვე-ბედი და რუსეთის
სამხედრო სამსახურში შესული ქართველი თავად-აზნაურობა
გულწრფელადვე ღვრიდა სისხლს რუსის მხედრობის მხარდამხარ, ჯერ
ამიერკავკასიის, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფალი
თემების რუსეთისათვის დაუფლებაში.

სამაგიეროდ კი, რუსეთის მხრივ ვხედავთ, არათუ სრულ უმადურობას
გაწეული სამსახურისათვის, არამედ აშკარა სიძულვილსა და მტრობას
ქართველი ხალხის მიმართ. ეს მტრობა თავს იჩენს 1783 წლის ტრაქტატის
დადების დღიდანვე, რაც გამოიხატა ერთი მხრივ ამ ტრაქტატის მეშვეობით
ირანთან და ოსმალეთთან დაპირისპირებული საქართველოსათვის
დახმარების გაწევის ცრუ დაპირებებში, და ფაქტიურად კი, საქართველოს
წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, ირანის აგრესიული ზრახვების
წამქეზებლობაში.

როგორც ცნობილია, ამ ცრუ დაპირებებმა განსაზღვრეს ერეკლეს
მოუმზადებლობა კრწანისის ომში, ამაზე უკვე ვილაპარაკერთ და სიტყვას
აღარ გავაგრძელებთ. მეორეს მხრივ კი, ეს მტრობა ვლინდება, როცა
რუსეთის ხელისუფლება იმავე 1783 წლიდან ქართველ მეფეებზე ზეწოლის
გზით იწყებს აქ სომეხთა ჩამოსახლებას, რომელთაც, ივ. ჯავახიშვილის
თქმით, საქართველოში რუსთა გასაბატონებლად ერთგვარი „წინამავალი
რაზმის“ როლი უნდა შეესრულებინათ.

აი, რა საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ამის შესახებ აკადემიკოსი
პაატა გუგუშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში – „საქართველოს და
ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში“:
„პეტერბურგი საიდუმლო ინსტრუქციებს აძლევდა თავის აგენტებს, რათა
შეესწავლათ და გამოერკვიათ ამიერ-კავკასიის მთავრობების სამხედრო
ვითარება, ძლიერი და სუსტი მხარეები, არ დარიდებოდნენ მოსყიდვას და
57
მოქრთამვას, დასმენასა და გადამტერებას, რათა მოემზადებინათ ნიადაგი
ანექსიისათვის“ (გვ. 374). იგი აქვე განაგრძობს: „ცარიზმის დაზვერვა და
დიპლომატია სულ იმის ცდაში იყო, რომ შეექმნა აქ დასაყრდენი ძალები
თავისი ანექსიური ზრახვების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ
ძალად ცარიზმს, უწინარეს ყოვლისა, მიაჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოში
სომხობის გაძლიერება, რაც სხვათაშორის უნდა მომხდარიყო
კოლონიზაციის გზითაც. ამ მხრივ ცარიზმს ხელს უბორკავდა 1783 წლის
ტრაქტატი, რომლის თანახმადაც, რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ქართლკახეთის
სამეფოს შინაგანი გამგებლობის საქმეებში.

რუსეთის ასეთი მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ თავიდანაც
და შემდეგშიც, მიუხედავად თვით ქართველთა განუსაზღვრელი ნდობისა
და ერთგულებისა, გამოწვეული იყო რუსეთის იმ ბოროტი განზრახვით,
რომ ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ მთელი კავკასია რუსეთის
განუყოფელ ნაწილად ექცია მკვიდრი მოსახლეობის გადაგვარებაგადაშენებითა
და აქ რუსული კოლონიების მოწყობით, რაშიც მას
საქართველო მთავარ ხელისშემშლელ ძალად ესახებოდა.
საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო თავისი გეოფიზიკური
მდგომარეობითა და ეთნიკური ძალისხმევით იყო, არის და იქნება ის ძალა,
რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს, მისი
სიცოცხლისუნარიანობის შემთხვევაში, კავკასიელი ხალხების
თვითარსებობის საქმეში. ვიდრე საქართველო იარსებებს, იარსებებენ
კავკასიის ყველა დანარჩენი ერებიც, ხოლო თუ აღიგვება საქართველო,
აღიგვებიან სხვებიც.

გავიხსენოთ ამის შესახებ ყაბარდოელი მოხუცის სიტყვები: „კავკასიის
მზე მაშინ ჩაესვენა, როცა საქართველო დაიღუპა!“
კავკასიის ათვისების
საქმეში საქართველოს დამაბრკოლებელი ძალის მნიშვნელობა
შესანიშნავად ესმოდა და ესმის იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ ყოველ
რუსულ ხელისუფლებას – მეფისასაც, კომუნისტებისასაც და ამჟამინდელ
„გადემოკრატებულ“ ხელისუფალთაც. ამიტომაც იყო, რომ კავკასიაში
გაბატონების მოსურნე რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად ჯერ ყველაზე
მძლავრ ეთნიკურ ერთეულს – ქართველ ერს დაუპირისპირდა, რომ შემდეგ
უფრო მცირენი ადვილად მოეხრჩო. თანაც, დაუპირისპირდა არა მარტო
თვითონ, არამედ დააპირისპირა სხვებიც, რომელთაც შემდგომისათვის
უპირებდა შთანთქმას.

სომეხი მოსახლეობის პირველი პარტია, როგორც ცნობილია, დავით
აღმაშენებელმა შემოიხიზნა და გორში დაასახლა, როცა მან სომხეთი
თურქთა ბატონობისაგან გაანთავისუფლა, მაგრამ შემდეგ, როგორც
მემატიანე გადმოგვცემს, „თვით ინანოდა, ოდეს იხილა გარყვნილი თესლი“.
უფრო გვიან კი, მეფე ერეკლემ საქართველოში, ვაჭრობის განვითარების
მიზნით, რასაც თან ახლდა სომეხთა თხოვნაც, ერთი ხატოვანი გამოთქმა
რომ ვიხმაროთ, სომეხნი „გოდრებით გადმოიყვანა“ და თბილისში,
თელავში, სიღნაღში და ველისციხეში დაასახლა. მისივე ინიციატივით
ანატოლიიდან ქვემო ქართლის მიწა-წყალზე ჩამოსახლებულ იქნენ
58
სამთამადნო საქმის ბერძენი სპეციალისტები. ეს იყო და ეს. დანარჩენი
სომხობა, მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთში და სხვა ადგილებში, ამჟამად
მცხოვრები სომეხთა წინაპრების შემოსახლება და დამკვიდრება მოხდა
ძირითადად 1783 წლის ტრაქტატის დადების შემდეგ რუსეთის
ბოროტგანზრახული პოლიტიკის წყალობით
. ამასთან, თუ წინათ (ე. ი.
ტრაქტატის დადებამდე) სომხები ქართველ მეფეებს თხოვდნენ
საქართველოში შემოსახლების ნებართვას და მათი მავედრებელნი იყვნენ,
ამიერიდან, ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, ისინი უკვე გარეშე ძალის
(რუსეთის ხელისუფლების) მფარველობას ეძებდნენ და მათი დახმარებით
ცდილობდნენ საქართველოში თავიანთი საქმის გაკეთებას.

ერთის მხრივ, აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი თავის ნაშრომში –
„საქართველოს საზღვრები“, ხოლო მეორეს მხრივ, აკადემიკოსი პაატა
გუგუშვილი თავის ნაშრომში „საქართველოსა და ამიერკავკასიის
კოლონიზაცია 1801-1920 წლებში“, სომეხთა ასეთი მოქმედების
საილუსტრაციოდ ამგვარ ფაქტს გვაუწყებენ: „ჯერ კიდევ 1783 წელს,
როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ტრაქტატის დადების გარშემო ამ
ორი ქვეყნის დიპლომატები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამ მოვლენით
ამოძრავებულმა ყარაბაღელმა და ყარადაღელმა სომეხმა მელიქებმა, –
შესაძლებელია ცარიზმის აგენტებისაგან ჩაგონებით – საიდუმლო
თხოვნით მიმართეს პეტერბურგს, რომ რუსეთის იმპერატორმა ისინი თავის
ქვეშევრდომებად მიიღოს და ამ საფუძველზე (ე. ი. როგორც რუსეთის
ქვეშევრდომები) საქართველოში დაასახლონ.

უეჭველია, – წერს ივ. ჯავახიშვილი, – ეს უკვე სრულებით
შეუწყნარებელი საქციელი იყო: საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის
წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელი
განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდნენ, მადლობის მაგიერ კი
საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის
ცდილობდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით
ჩვენში მიწა-წყლის მიღება ჰსურდათ. მათი ეს საქციელი საქართველოს
დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის
გაბატონებას უწყობდა ხელს…

მართლაც, რუსეთმა ისინი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო და თუმცა
ეს დადებული ხელშეკრულების დარღვევა იყო, მაინც რუსთ ხელმწიფეს
მათთვის სხვის სახელმწიფოში დასახლების ნებართვა მიუცია“ (ივ.
ჯავახიშვილი, გვ. 29; პ. გუგუშვილი, გვ. 375).
წარმოიდგინეთ, იმისდა მიუხედავად, რომ ქართველი მეფეები
ყოველთვის გულმოწყალედ ეკიდებოდნენ მუსლიმანთაგან ლტოლვილ
სომეხ მოსახლეობას და საქართველოში დაუბრკოლებლად აძლევდნენ
თავშესაფარს, მაინც ღალატობდნენ მათ, საქართველოში
თავშეფარებულნი ისევ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების
საზიანოდ მოქმედებდნენ.

აი, რას ვკითხულობთ ერთი ასეთი ფაქტის შესახებ აკადემიკოს პაატა
გუგუშვილის ზემოაღნიშნულ გამოკვლევაში: „მელიქ აბოვი, რომელმაც
59
ერეკლესაგან ესოდენ დიდი მოწყალება მიიღო (იგი ბოლნისში დაასახლა
ყარაბაღიდან გადმოყვანილი თავისი 400 კომლი სომეხით), როგორც ჩანს,
მაინც ღალატობდა საქართველოს მეფეს და რუსეთის აგენტურას
ემსახურებოდა. ამ ნიადაგზე გიორგი მეფეს იგი დაუპატიმრებია, მაგრამ
საქართველოს მეფის კარზე მოვლინებულ რუსეთის რეზიდენტს
კოვალენსკის გაუნთავისუფლებია აბოვი და ამიერიდან თავის
მფარველობაში აუყვანია.

აბოვი კოვალენსკის ამის შემდეგაც „მთელი თავისი საქმით
უმტკიცებდა“ რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულებას. აბოვმა ამ სახით
მოპოვებული მფარველობის მეოხებით თავის ქვეშევრდომთა რიცხვს
კიდევ მოუმატა 300 ოჯახზე მეტი – ირან-თურქეთიდან შემოყვანილი
სომხები. ასე რომ, მხოლოდ ამ ყარაბაღელი მელიქების ქვეშევრდომთა
სახით კოვალენსკი საქართველოში 1000 მეომარს ანგარიშობდა, რომელთა
„იმპერატორის სასარგებლოდ გამოყენება“ შეიძლებოდა აქ პოლიტიკური
გართულების დროს…
ამგვარად, როგორც ვხედავთ, გარეშე მტერთაგან „მფარველობისა“ და
შინაგან საქმეებში „ჩაურევლობის“ ტრაქტატი ცარიზმის დიპლომატიამ
გადააქცია ისეთ იარაღად, რომლის მეოხებითაც ქართლ-კახეთის სამეფოს
შიგნით უნდა გაემრავლებინა – და გაამრავლა კიდეც – დასაყრდენი ძალა
ამ ქვეყნის ანექსიისათვის“ (პ. გუგუშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 377).
მკითხველი უკვე გაცნობილია, თუ რა როლი შეასრულა ამ მხრივ
საქართველოში შემოხიზნულმა სომხობამ. ამიტომ, როცა ამ ორთა
ძალისხმევით ბოლო მოეღო საქართველოს სამეფოს და ამის მეოხებით
აღარავითარი ხელშემშლელი ძალა საქართველოს მხრიდან უკვე აღარ
არსებობდა, მადლიერმა რუსეთის ხელისუფლებამ ეს ამაგი იმით
გადაუხადა თავის ერთგულ მოკავშირეს, რომ ირანიდან და თურქეთიდან
იწყო მათი მასიური გადმოყვანა და დასახლება საქართველოს მიწაწყალზე.
ასე რომ, თუ ადრე, საქართველოს დაპყრობამდე, რუსეთის
ხელისუფლება სომეხთა შემოსახლებას საქართველოში ქართველი
მეფეებისადმი თხოვნის საფარქვეშ ახორციელებდა, ახლა უკვე აშკარა
დემოგრაფიული ექსპანსიის სახე მიიღო ამ პროცესმა.
პირველი, ვისაც წილად ხვდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი
საქართველოს დენაციონალიზაცია და ამ მიზნით საქართველოში უცხო
ტომის ხალხთა მასიური შემოთესლება, გახლდათ პავლე ციციანოვი –
თავისი გვარ-ტომის უკიდურესი მოძულე და რუსის პირწავარდნილი
შოვინისტ-იმპერიალისტი. 1804 წელს ერევნის სახანოზე ლაშქრობის დროს
მან აქედან თბილისში გადმოასახლა 2000-ზე მეტი საქართველოში
დასახლების მოსურნე სომეხი.

როგორც ზემოთ ითქვა, რუსთა მიერ საქართველოში
განხორციელებული კოლონიზაციის ირგვლივ მეტად საინტერესო ცნობებს
გვაწვდის აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში
– „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX
საუკუნეებში“, სადაც მას სპეციალური თავი აქვს მიძღვნილი ამ თემაზე
60
სათაურით – „საქართველოსა და ამიერკავკასიის კოლონიზაცია 1801-1920
წლებში“. მოვუსმინოთ მას:
„მოკლე ხანში, უკვე მას შემდეგ, რაც სამეგრელოს მთავარი გრიგოლ
დადიანი რუსეთის იმპერატორის ვასალად იქცა, რუსეთის საგარეო
მინისტრის მოადგილე ადამ ჩარტორიისკი 1805 წელს გენერალ ციციანოვს
სწერდა: „რუსეთის მიერ ახლად შეძენილი შავი ზღვის სანაპიროებში
საფუძვლიანად გაბატონებისათვის არავითარი ღონისძიება არ იქნება ისე
რეალური, როგორც რუსთა კოლონიის დასახლება სამეგრელოშიო…
მთავრობას ყველაზე უფრო მიზანშეწონილად მიაჩნდა აქ
გადმოესახლებინა შავი ზღვის სანაპიროებშივე მცხოვრები კაზაკები.
მაგრამ პ. ციციანოვის აზრით, ეს გამოიწვევდა ძლივს უკვე ჩაწყნარებული
სამეგრელოს აღშფოთებას ანუ „ჩასაქრობ ცეცხლზე ნავთის დასხმასო“,
რის გამოც, კაზაკთა გადმოსახლება სამეგრელოს ტერიტორიაზე
შეფერხდა.

1810 წელს მთავარმართებელმა მარკიზ პაულიჩმა საქართველოს
ტერიტორიაზე მოაწყო ბერძენთა და სომეხ-კათოლიკეთა რამდენიმე
ათეული ოჯახი, რომლებიც ოსმალეთის პროვინციებიდან
გადმოსახლდნენ“ (გვ. 465).

1814 წელს რატიშჩევმა იმპერატორს წარუდგინა „სრულიად
საქართველოს გენერალური რუკა, რომელსაც თან დაურთო რჩევა, რომ
„უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ საქართველოს ტიალ ადგილებზე
დავასახლებდით უცხოელებსო“ (გვ. 465). თავის აზრს, აი როგორ
ასაბუთებს იგი: უცხოელები კეთილ ზეგავლენას მოახდენენ აქაურ
ადგილობრივ მცხოვრებლებზე, „რომელთაც თავის პირველ მოვალეობად
მიაჩნიათ აწარმოონ ძარცვა-გლეჯა და წაართვან ერთიმეორეს ყველაფერი,
რაც კი შეიძლება, ხოლო შრომაზე და პატიოსნებაზე სულაც არ
ფიქრობენო“ (გვ. 466).

აი, ასეთ ცილისმწამებლურ ჭორებს ავრცელებდა რუსის მთავრობა
ამიერკავკასიისა და, საერთოდ, აღმოსავლეთის ხალხთა მიმართ და ამიტომ
იყო, რომ ამ ყალბ ცნობებზე დაყრდნობით ენგელსი წერდა: რუსეთი
პროგრესულ როლს ასრულებდა აღმოსავლეთის ხალხთა წინაშეო…, რაც
ქართველი კოლაბორაციონისტი ისტორიკოსებისათვის ხელჩასაჭიდ
ციტატად იქცა საქართველოში რუსეთის ბატონობის გასამართლებლად.
ამიერკავკასიისა, და კერძოდ, საქართველოს კოლონიზაციაასიმილაციის
საქმე უფრო გაცხოველებულ ხასიათს იღებს გენერალ
ერმოლოვის მთავარმართებლობის წლებში. აქედანვე უნდა აღინიშნოს,
რომ თვით სომხის ერი და მისი მიწა-წყალი (მაშინდელი ერევნის სახანო,
ხოლო შემდეგ ერევნის გუბერნია), როგორც რუსეთის ერთგული
დასაყრდენი ძალა კავკასიაში რუსთა გაბატონების საქმეში, არათუ
ასიმილაციის გეგმის გარეშე რჩებოდა იმპერიული მმართველობის მხრივ,
პირიქით, მისი ზრუნვის საგანი იყო, რათა უკეთ დამკვიდრებულიყვნენ და
მოშენებულიყვნენ არა მარტო თავის საკუთარ მიწა-წყალზე, სხვაგანაც.
ამიტომაც, იქ უცხო ტომის ჩასახლებას ადგილი არ ჰქონია.
61
უფრო მეტიც, საქართველოს მიწაზე, სადაც მათ ასახლებდნენ, რუსის
მმართველებისაგან მოითხოვდნენ, რომ მათ გვერდით სხვა ტომის ხალხი
არ დაესახლებინათ და ისინიც უსრულებდნენ. ასე შეიქმნა სომხების
კომპაქტური დასახლება ჯავახეთში. სომხები ამ მიწა-წყალზე ახლაც
მტკიცედ იცავენ აღნიშნულ პრინციპს.

ახლა კონკრეტულად შევეხოთ გენერალ ერმოლოვის ღვაწლს
საქართველოში უცხოთა ჩამოსახლების საქმეში. აკადემიკოსი პაატა
გუგუშვილი ასეთ ცნობებს გვაწვდის: „ერმოლოვმა პირველ ხანებში შეძლო
უცხოეთიდან 300 ოჯახის ჩამოსახლება, რომელთაგან 120 ოჯახი
ბერძნებისა წალკაში დაასახლა. შემდეგ მისივე ხელშეწყობით
ჩამოსახლებულნი იქნენ გერმანელები. ეს ასე მოხდა: 1816 წელს
შტუტგარდში გზად გავლისას იმპერატორ ალექსანდრე პირველისათვის
გერმანელ სექტანტებს კავკასიაში დასახლების ნებართვა უთხოვიათ.
ნებართვის მიღებისთანავე, უკვე 1817 წლიდან დაიწყო მათი ჩამოყვანა,
რომელთა დასახლებებს, უმეტესწილად, გადაერქვა უწინდელი სახელები
და გერმანული დაერქვათ.

გერმანელებს, გარდა იმისა, რომ მთავრობა თვითონ უშენებდა
საცხოვრებელ სახლს და არანაკლებ 35-დესეტინა სახნავ მიწას აძლევდა
თითოეულ ოჯახს, განუწყვეტლივ ცდილობდა, რომ მათთვის მიწის ახალი
დამატებითი ფართობები მიეცა. და ეს მაშინ, როცა ადგილობრივ ქართულ
მოსახლეობას 10-ჯერ ნაკლები მიწის ფართობი ჰქონდათ და მათ თხოვნას,
მოემატებინათ იგი, აინუნშიც არავინ აგდებდა. ასე რომ, როცა
ვლაპარაკობთ „წარსულში ხშირი შემოსევების შედეგად
გაუკაცრიელებული მიწების არსებობაზე“, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს
ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყო მიწის ფართობებით,
ხოლო ამ გავერანებულ მიწებზე ეხვეწებოდნენ მათ დასახლებას და ისინი
კი კუდაბზიკობდნენ. სრულებითაც არა! – რუსის ხელისუფლება
ქართველთა სისხლით გაპოხიერებულ ამ მიწებზე ახლოსაც არ აკარებდა
ქართველს, რადგან იგი უცხოელი კოლონისტების დასასახლებლად
სჭირდებოდა. პირიქით, რუსის ხელისუფლება ყოველმხრივ ავიწროებდა
ქართველებს ეკონომიურად, სარწმუნოებრივად (მუსულმან ქართველებს),
რათა გასცლოდნენ აქაურობას, რომ მათ ადგილზე უცხო მოდგმის ხალხი
ჩამოესახლებინათ (იხ. გვ. 514).

ირანთან და ოსმალეთთან წარმოებული ბრძოლების შემდეგ, როცა
რუსეთმა 1828 წელს დადებული თურქმანჩაის ხელშეკრულებით ერევნის,
ნახჭევანისა და ტალიშის სახანოები შემოიმტკიცა, ხოლო 1830 წელს
თურქეთთან დადებული ადრიანოპოლის ზავით ახალციხის საფაშო,
საქართველოს ამ ქვეყნებიდან აწყდება მანამდე არნახული სომეხი
კოლონისტების ახალი ტალღა.

ჯერ კიდევ თურქმანჩაის ხელშეკრულების დადებამდე თავრიზში მყოფ
გენერალ პასკევიჩთან „იწყეს მოსვლა ამ ოლქში მცხოვრები სომხებისა და
სხვა ქრისტიანთა დეპუტატებმა (არ ჩანს, ვინ იგულისხმებიან სხვა
ქრისტიან დეპუტატებში), რათა მიეღოთ ნებართვა ამიერკავკასიის
პროვინციებში გადასახლებისა.

სომხებთან პასკევიჩის შეხვედრას მეტად სენტიმენტალურ ვითარებაში
ჩაუვლია. ამ შეხვედრის შესახებ გენერალი პასკევიჩი გრაფ დიბიჩს სწერდა:
„გავითვალისწინე რა სარგებლობა, რომლის მიღებაც ჩვენ შეგვიძლია
მორჩილებას მიჩვეული და ჩვენდამი ერთგული ამ ხალხისაგან, მე
მივუალერსე და დავაიმედე ისინი იმპერატორის მფარველობაში და
გავისტუმრე თავიანთ სახლებში იმ მიზნით, რათა მომზადებულიყვნენ
გასამგზავრებლადო“ (გვ. 515) სომხების „მორჩილება და ჩვენდამი
ერთგულება“ კი, რასაც ხაზს უსვამს პასკევიჩი, თურმე იმაში
გამოიხატებოდა, რომ იქაც, იქაურ სომხებს, ისევე როგორც ჩვენებურ
სომხებს, რომლებიც ქართველთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლების დროს რუსის მთავრობას ედგნენ მხარში ჩვენს
საწინააღმდეგოდ, რუსეთ-სპარსეთის ომის დროსაც სპარსელთა
წინააღმდეგ ჯაშუშებისა და მეგზურის სამარცხვინო როლი უსრულებიათ
რუსების წინაშე. ამიტომ, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ თურქმანჩაის
ხელშეკრულებით რუსის ჯარს უნდა დაეტოვებინა ირანის აზერბაიჯანი,
სომხები უკვე მასისურად აცხადებდნენ კავკასიაში გადმოსახლების
სურვილს, „რადგან რუსის ჯარის გზის მაჩვენებელ და დამხმარე სომხობას,
რუსის ჯარის მიერ ამ ტერიტორიის დატოვების შემდეგ იქ აღარ
დაედგომებოდა“ (გვ. 521).

გადმოსახლების პროცესი დაიწყო 1828 წლის მარტს და 4-5 თვეში
დამთავრდა. გადმოსახლდა 8249 ოჯახი. ამჯერად მათი უმეტესობა
ერევნისა და ნახეჭევანის გუბერნიებში დასახლდნენ, რადგან თვით ეს –
მათი ძირითადი სამშობლო უმეტესწილად მუსლიმანებს ჰქონდათ
დაკავებული. ისინი შემდეგ რუსის ხელისუფლებამ აიძულა, რომ ირანში
გადასახლებულიყვნენ, რის შედეგადაც სომხეთი წმინდა სომხურ
დასახლებად იქცა. რაც შეეხება საქართველოს, იგი უმეტესად
თურქეთიდან გადმოსახლებული სომხებითა და ბერძნებით გაავსეს იგივე
პასკევიჩის თაოსნობით.

ერთი სიტყვით, რუსის მთავრობა მზად იყო ვინც გინდა
გადმოესახლებინა და დაესახლებინა საქართველოში ყველანაირი
ხელშეწყობით (სესხის მიცემთი, ჯარისკაცთა მიერ ბინების აგებით და
სხვ.), გარდა ქართველებისა. ამგვარად რუსის მთავრობა და მისი
მოხელეები თითქმის ყველა ტომის ხალხს ფიანდაზად ეგებოდნენ.
ადგილობრივსაც და გარეშესაც, სძულდათ მხოლოდ ქართველობა, ვისი
მეშვეობითაც ისინი კავკასიაში დამკვიდრდნენ.

ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ
რუსის მთავრობის მიერ ირანიდან და თურქეთიდან სომეხთა მასიური
გადმოსახლების პარალელურად, ადგილი ჰქონდა საქართველოდან
(კერძოდ, მესხეთ-ჯავახეთიდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან) ქართველი
მაჰმადიანების (მათ შორის აფხაზი მაჰმადიანების) ასევე მასიურ
განდევნას ირანსა და ოსმალეთში სარწმუნოებრივი შევიწროებისა და
უზომოდ გაზრდილი ბეგარა-გადასახადების გზით. რუსის ხელისუფლების
63
მიერ განხორციელებული ეს ვანდალიზმი მუჰაჯირობის სახელითაა
ცნობილი საქართველოს ისტორიაში.

თურქეთიდან სომეხთა გადმოსახლება დაიწყო 1829 წელს. მათ აქ
გადმოსახლებას პროპაგანდას უწევდა არქიეპისკოპოსი კარაპეტი.
საქართველოში სომეხთა გადმოსახლებას, როგორც აღვნიშნეთ, წინ
უსწრებდა და თან სდევდა კიდევ უფრო მასიური განდევნა ქართველი
მაჰმადიანებისა მესხეთ-ჯავახეთიდან და აჭარიდან მათთვის გაუსაძლისი
პირობების შექმნის გზით. მაგალითად, ქალაქ ახალციხეში, სადაც 2300-ზე
მეტი სომეხთა და ბერძენთა ოჯახი გადმოსახლდა თურქეთიდან, პირდაპირ
შეასახლეს აქედან გადასახლებული მუსულმან ქართველთა
დაცარიელებულ ბინებში.

აი, როგორი სურათი შეიქმნა ამის შედეგად საკუთრივ ახალციხის მთელ
რეგიონში. კერძოდ, 1832 წლის აღწერით, მთელ ახალციხის ყოფილ
საფაშოში აღმოჩნდა 50000 კაცამდე მცხოვრები მაშინ, როდესაც ხუთიოდე
წლის წინათ დაახლოებით ამდენს მარტო ქ. ახალციხეში ანგარიშობდნენ,
თანაც ამ ოლქში მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდნენ.
საგულისხმოა, რომ საქართველოში გადმოსახლებული კოლონისტები –
სომხები, რუსები, გერმანელები, ისევე როგორც ადრე სპარს-ოსმალები,
უგულებელყოფდნენ ქართულ ტოპონიმებს და ძირითადად იმ სოფლების
სახელებს არქმევდნენ, საიდანაც ისინი საქართველოში მოვიდნენ.
სომხეთში კი აი, რა მდგომარეობა იყო 1830-1832 წლების წინ და
როგორი მდგომარეობა შეიქმნა ამის შემდეგ. აკადემიკოსი პ. გუგუშვილი
წერს: „1832 წელს სომხეთის ოლქში ადგილობრივ მკვიდრ სომეხთა
რაოდენობა აღწევდა 25.151 კაცს, ხოლოლ საერთოდ მუსულმანთა –
82.073 კაცს. ამგვარად, მთელს მკვიდრ მოსახლეობაში (107.224) სომხები
შეადგენდნენ მხოლოდ 23.4 პროცენტს, ხოლო მუსლიმანები – 78.6
პროცენტს. მას შემდეგ კი, რაც აქედან 1828-1830 წლებში მუსულმანთა
მნიშვნელოვანი ნაწილი ირან-თურქეთში გადასახლდა, ხოლო აქ სომხები
ჩამოსახლდნენ, 1832 წელს საერთოდ სომხები უკვე
(ახლადგადმოსახლებულნი და ადგილობრივნი) შეადგენდნენ 82.377 სულს;
ხოლო მთელი მოსახლეობა უდრიდა 164.450 კაცს.
ამგვარად, ირან-ოსმალეთიდან სომეხთა მასიური გადმოსახლების
შედეგად სომხეთის ოლქი შეიქნა მართლაც სომხების ოლქად, სადაც
სომხები უკვე შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 50.3 პროცენტს, ე. ი.
ნახევარზე მეტს, მაშინ როდესაც ოთხი წლის წინათ ისინი აქ არ
აღემატებოდნენ მთელი მოსახლეობის 15-18 პროცენტს (იხ. პ. გუგუშვილის
აღნიშნული წიგნი, გვ. 599).

მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით კი, მისივე გამოკვლევით, აი,
როგორია ეს სურათი: 1826 წლისათვის, ე. ი. ირან-ოსმალეთის
სამფლობელოებიდან სომხების მასობრივ გადმოსახლებამდე, მათი
საერთო რაოდენობა ამიერკავკასიაში უდრიდა, დაახლოებით, 110 000 კაცს,
ხოლო გადმოსახლების შემდეგ 100 ათასიდან 270 ათასს მიაღწია 1832
წლისათვის.

თურქეთიდან სომეხთა გადმოსახლება ამიერკავკასიაში, და კერძოდ,
საქართველოში, არც შემდეგ შეწყვეტილა. სახელდობრ, ჩერქეზ-აბხაზთა
მასობრივად თურქეთში გადასახლების შემდეგ, პოკლოვნიკ მურავიოვის
თავმჯდომარეობით შექმნილმა მთავრობის სპეციალურმა კომისიამ შავი
ზღვის სანაპიროებზე დასასახლებლად გამოიწვია კოლონისტები, როგორც
გერმანიიდან, აგრეთვე თურქეთიდანაც (ბერძნები და სომხები). 1865-1867
წლებში კიდევაც წარმოიქმნა შავი ზღვის სანაპიროებზე სომეხთა
რამდენიმე სოფელი (პ. გუგუშვილი, გვ. 709).

ამის შემდეგ სომეხთა გადმოსახლების საქმეს თვით სომეხი სამღვდელო
პირები ჩაუდგნენ სათავეში. კერძოდ, 1896-1897 წლებში მათი თავკაცობით
თურქეთიდან ამიერკავკასიაში (ძირითადად საქართველოში) შემოსახლდა
70 ათასამდე სომეხი (იქვე, გვ. 710).

სომეხთა შემოსახლება საქართველოში თურქეთიდან და ასევე
სომხეთიდან, როგორც ორგანიზებულად, ასევე თვითდინებით, შემდეგაც
გრძელდებოდა და იგი არასოდეს შეწყვეტილა. რაც შეეხება რუსული
დასახლებების შექმნას, სხვადასხვა მიზეზების გამო გვიან დაიწყო, მაგრამ
შემდეგ სწრაფად წარიმართა.

პირველი რუსული კოლონიები, რომელიც მოეწყო საქართველოში,
წარმოადგენდა სამხედრო დასახლებებს. 1835 წელს იმპერატორი ნიკოლოზ
I ბარონ როზენის მიმართ სცემს ბრძანებას, რათა შედგენილ იქნას
პროექტი კავკასიის სამხედრო კოლონიზაციისა, სადაც დასახლებულ იქნან
ცოლიანი რიგითი ჯარისკაცები, რომელთაც მოიხადეს 15-წლიანი
სამსახურის ვადა, რათა შეიარაღებული რუსი მოსახლეობის დაბინავებით
უფრო და უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ბატონობა კავკასიაში“.

ბოლოს ნიკოლოზ I-ის საგანგებო ბრძანების საფუძველზე 1837 წლიდან
სამხედრო დასახლებები მოეწყო ძირითადად სტრატეგიული მნიშვნელობის
ადგილებში – თბილისის ახლოს, მანგლისში, წალკაში, კოჯორში,
გომბორში, თეთრ წყაროზე, წითელ წყაროზე, ახალციხის მახლობლად,
განჯაში და სხვა. შემდეგ ამას მოჰყვა რასკოლნიკებისა და სექტანტების
მასიური გადმოსახლება. 1830 წელს მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო
შიგა რუსეთიდან ერეტიკოს-რასკოლნიკებისა და სექტანტების –
დუხობორების, მოლოკნების, სკოპცებისა და სხვათა გადმოსახლება. მათი
რუსეთიდან გადმოსახლება „სამხრეთის ახალ ციმბირად“ წოდებულ
კავკასიაში დასჯის მიზნით ხდებოდა. 1839 წელს ტავრიდის გუბერნიიდან
გადმოასახლეს დუხობორები და მოლოკნები. ისინი დაასახლეს ახალციხის
მაზრაში. 1842 წელს დუხობორების კიდევ ერთი ჯგუფი გადმოასახლეს
მელიტოპოლიდან. მათგან აქ წარმოიქმნა შემდეგი სოფლები: ორლოვკა,
ეფრემოვკა, როდიონოვკა, დუბოვკა, ბოგდანოვკა, ტროიცკი და სხვ.
ქართლ-კახეთის რაიონებში გადმოსახლდნენ რასკოლნიკები. 1844-45
წლებში დაიწყო დუხობორების მასიური გადმოსოახლება. მათი ერთი
ნაწილი ახალციხის მაზრაში დაასახლეს, მეორე კი – ახალქალაქის
მაზრაში. აქ დუხობორების 8 სოფელი წარმოიქმნა. 1852 წელს
„მალოროსიიდან“ გადმოსახლებული კაზაკთა 200 ოჯახი ბორჯომის
სახაზინო მამულებში დაასახლეს.

აი, რას წერდა გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი მეფე ნიკოლოზ მეორეს1907
წელს, იმ ანტიქართული პოლიტიკის შედეგებზე, რომელსაც ცენტრის
კარნახით ახორციელებდა საქართველოში ადგილობრივი რუსული
ხელისუფლება: „სინამდვილეში ჩვენ საკმაოდ ვიშრომეთ გერმანელი
კოლონისტებით, ანატოლიელი ბერძნებით, თურქი სომხებით და რუსი
სექტანტებით ქართული პროვინციების უფრო მჭიდრო
კოლონიზაციისათვის, მაგრამ მიწასთან დაკავშირებით ამ ადგილების
მკვიდრი მოსახლეობისათვის არათუ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია,
არამედ ისე ავრი-დავრიეთ ეს საქმე მათი მიწათსარგებლობიდან
სხვადასხვა ჩამოჭრებით, რომ მიწათმოწყობის დაწყებისას ზოგიერთი
სოფლების მოსახლეობა ახალი ჩამოჭრების დაწყების შიშით უარს
ამბობდნენ მასზედ!

როგორც ამ დოკუმენტიდან ვხედავთ, რუსის ხელისუფლება
მიზანდასახულად ახორციელებდა დემოგრაფიულ აგრესიას საქართელოს
წინააღმდეგ და აძლევდა ეკონომიკურ პრივილეგიას კოლონისტებს,
შევიწროებულ და უმიწაწყლოდ დარჩენილი მკვიდრი ქართველი
მოსახლეობის ხარჯზე.

კოლონიზაციის საქმე გრძელდებოდა სულ მუდამ, რუსთა ბატონობის
პერიოდში. კერძოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიქმნა
ახლადაღორძინებულ ლაგოდეხის რაიონში შემდეგი რუსული სოფლები:
ალექსეევკა, სლაბოდკა, მიხაილოვკა, გრაფოვკა, დაშკოვა და ა. შ.
მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, თუ რა პოზიციას იკავებდნენ
ქართველი ერის დამანგრეველ ამ უაღრესად საჭირბოროტო საქმეში ჩვენი
მაშინდელი „ნაღები“ საზოგადოება. აი, რას ვკითხულობთ ამის შესახებ
აკადემიკოს პ. გუგუშვილის ხსენებულ გამოკვლევაში: „ყმების
გამრავლების მიზნით თვით მოითხოვეს სექტანტების გადმოსახლება
თავიანთ მამულებში ალექსანდრე ჭავჭავაძემ და სამეგრელოს მთავარმა
დადიანმა. დადიანმა სამეგრელოში დაასახლა მოლოკნები, რასკოლნიკები,
სკოპცები. სკოპცები დასახლდნენ სოფ. ორპირში. 1846-1847 წლებში
რასკოლნიკები დაასახლეს ბორჩალოს მაზრაში ორბელიანების მიწებზე.

რუსეთის ხელისუფლებამ არანაკლები ბოროტება დაატეხა თავს
ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩრდილო კავკასიელ ხალხს

და თვით ჩვენს მტერ-მოყვარე აფხაზებს. კერძოდ, 1864 წელს რუსეთმა
დაამთავრა რა დასავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობა, ამას მოჰყვა
მთიელთა განადგურება. აჯანყებათა ჩახშობის შემდეგ დარჩენილი
მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თურქეთში გადაიხვეწა. მარტო
1858-1865 წლებში აქედან გადასახლდა 418 000 მთიელი (ჩერქეზები,
აფხაზები, უბიხები, შაფსუღები და სხვ.), ოფიციალური ცნობით 1865 წლის
დასაწყისში, მაგალითად წებელდის საბოქაულოში ითვლებოდა 10 433
მცხოვრები, ხოლო აჯანყებისა და მას მოყოლებული მოსახლეობის
თურქეთში გადასახლების შემდეგ, აქ სულ 87 კაციღა დარჩენილა. 1877-
1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროსაც დიდძალი ხალხი გადაიხვეწა
66
თურქეთში შავი ზღვის გუბერნიიდან. გადასახლებულთა ადგილზე
რუსეთის ხელისუფლებამ სოხუმის ოლქში შექმნა რუს კოლონისტთა 32
სოფელი (პ. გუგუშვილის აღნიშნული ნაშრომი, გვ. 728-734).
რუსეთის ხელისუფლებას ასიმილაციის პროცესიდან არც თბილისი
გამორჩენია. ამიტომ აქ სომეხთა ჩამოსახლება იმის პარალელურად
მიმდინარეობდა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელს საქართველოში. ასე რომ,
ქ. თბილისში სომეხთა მასიურ შემოსახლებას, ციციანოვის მიერ
განხორციელებული ღონისძიების ჩათვლით, დასაბამი მიეცა XIX საუკუნის
დასაწყისიდან და იგი ხორციელდებოდა თურქეთიდან და ერევნის
გუბერნიიდან.

ამ ფაქტის შესახებ იგივე შეხედულებას გამოთქვამს ისტორიკოსი
ანზორ თოთაძე გაზეთ „თბილისში“ (12.VI.89 წ.) დაბეჭდილ თავის ვრცელ
წერილში „თბილისის მოსახლეობა“, სადაც იგი თავის მხრივ ეყრდნობა
1820-იან წლებში საქართველოში მოღვაწე ფრანგი კონსულის გამბას
შემდეგ ცნობას: „თბილისის მოსახლეობა დღითიდღე იზრდება
მოზღვავებული სომხებით, რომლებიც აქ ეძებენ თავშესაფარს ოსმალთა
ძალადობისა და სპარსთა შევიწროებისაგან“. საკვირველია, იმ დროს, როცა
1876 წელს, თბილისის მოსახლეობა ერთდღიანი აღწერის მიხედვით
უდრიდა 104 ათას კაცს, ხოლო ერევნის მოსახლეობა 1865 წელს მხოლოდ
14070 კაცს შეადგენდა, თურქეთიდან აყრილი სომხობა თავისი ქვეყნის
დედაქალაქში კი არ მიდიოდა საცხოვრებლად, როცა მას უკვე რუსეთის
მეშვეობით აქ აღარავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, არამედ თვით
ერევნის გუბერნიიდანაც აქეთ, თბილისში და საქართველოს სხვა
ადგილებისაკენ მოისწრაფოდა დასასახლებლად ცნობილი მზაკვრული
ჩანაფიქრით – „რაც ჩვენია, ხომ ჩვენია, რაც სხვისია, ისიც ჩვენი იყოსო“.

აღნიშნულ სტატიაში ა. თოთაძე სომხური ეთნოსის განფენილობის
შესახებ ასეთ ცნობებს გვაწვდის: პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე
სომხები უმთავრესად ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე
ცხოვრობდნენ. ოთხი მილიონი სომხიდან დაახლოებით 1,5 მილიონი
რუსეთის იმპერიაში, ხოლო დანარჩენი აღმოსავლეთ თურქეთში
ცხოვრობდა. 1915-1916 წლებში 1,5 მილიონი სომეხი თურქეთის მთავრობის
მიერ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციას შეეწირა, ხოლო 600
ათასზე მეტი სომეხი, იგივე მიზეზით, მესოპოტამიის მწირ და უნაყოფო
რაიონებში გადაასახლეს. შემდეგ ამ ადგილებიდან სომხები გადასახლდნენ
ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპასა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში. 300 ათასზე მეტმა ლტოლვილმა კი
ამიერკავკასიაში და ჩრდილოეთ კავკასიაში ჰპოვა თავშესაფარი. აქედან,
150 ათასი სომეხი საქართველოში შემოსახლდა. ამ გზით 1926 წლის
აღწერის მიხედვით, ქ. თბილისში სომეხთა რიცხვმა უკვე 87 ათასი
შეადგინა.

ასე რომ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, 60-იანი წლების ჩათვლით, ქ.
თბილისი რუს ხელისუფალთა ანტიქართული პოლიტიკის წყალობით უკვე
სომხურ ქალაქად გვევლინება. მითუმეტეს, როცა მათ ხელში ჩაიგდეს
67
ეკონომიკური ბერკეტები და ფართო ხასიათის მშენებლობები გააჩაღეს,
აქვე, ქართველი ხალხის კისრიდან ამონაგები ფულებით, რაც ამ ქალაქის
ეკონომიკური დაპყრობისა და გათავისების ბოროტ წადილს
ემსახურებოდა. დიახ, ეს ასე იყო, რადგან თვით მათი ეროვნული ცენტრი –
სომხეთის დედაქალაქი ერევანი ამ დროს ალიზის ქოხმახების გროვა იყო და
სხვა არაფერი. ამდენად, თუ შენება იყო, იქ უნდა აეშენებინათ თავიანთი
დედაქალაქი და არა იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ, მათ რომ სხვისი
ქალაქის ხელში ჩაგდების ავი ზრახვები არ ჰქონოდათ გულში. როგორც
ცნობილია, ერევნის ინტენსიური განაშენიანება და თანამედროვე ქალაქად
გადაქცევა ძირითადად საბჭოთა ხელისუფლების წლებში მოხდა საკავშირო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდძალი თანხებით.

ქ. თბილისში ასე მომძლავრების შემდეგ სომხებმა უკვე ამ ქალაქის
ბატონ-პატრონად ჩათვალეს თავი და სერიოზულ დავაზეც გადავიდნენ
მისი კუთვნილების შესახებ. განსაკუთრებით უპირისპირდებოდნენ ისინი,
როგორც კონკურენტ-შემცილებლებს, დასავლეთის ქართველობას და
„ტუნელს იქიდან გამოსულების“ მოტივით, მათ იქითვე წასვლას
უკიჟინებდნენ, საიდანაც მოვიდნენ. დაივიწყეს, რომ თვითონ იყვნენ ისინი
არათუ ტუნელს იქიდან, არამედ სრულიად უცხო ქვეყნიდა მოსულები, და
თუ წასვლაზე მიდგებოდა საკითხი, პირველ რიგში თვითონ უნდა
წასულიყვნენ აგერ, ყურისძირში მდებარე თავიანთ სამშობლოში.
რაც შეეხება ქ. თბილისს, იგი როგორც საქართველოს დედაქალაქი,
ისევე, როგორც საქართველოს ყოველი ქალაქი და სოფელი – ერთნაირად
ეკუთვნის როგორც აღმოსავლელ, ისევე დასავლელ ქართველობას.
სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა ითქვას, რომ თუ დღეს ქ. თბილისი კვლავ
ქართულ ქალაქად გვევლინება, ამაში უდიდესი დამსახურება სწორედ
დასავლეთის ქართველობას მიუძღვის აქ მასიური ჩამოსახლებითა და
დამკვიდრებით, რაც სწორედ იმ დროს განხორციელდა, როცა ჩვენს
დედაქალაქს სრული გაუცხოება ემუქრებოდა.

ნუ ვიქნებით მიამიტნი და ნუ ვიტყვით, რომ უცხოელთა ჩამოთესლება
ჩვენს მიწა-წყალზე, რასაც თან სდევდა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ
ერთეულებად დანაწილება, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და მისი
დაკარგვაც, მარტო გარეშე ძალის წყალობით ხდებოდა და ჩვენ კი ამ
შემთხვევაში უცოდველნი და უანგარონი ვიყავითო.
სრულებითაც არა. ის
ფაქტი, რომ ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის დიდი ნაწილი დღეს ჩვენი
მეზობლების კუთვნილებაა და ზოგჯერ საექსკურსიოდაც აღარ
გვაკარებენ ახლოს, განა ამაში ჩვენ თვითონ ნაკლები ბრალი მიგვიძღვის?
ანდა, იმ ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომელიც რუკაზეღა შემოგვრჩა და
ფაქტობრივად აღარც ისაა ჩვენი, იმ მიწა-წყალზე ქართული სულის
არარსებობის გამო, რაო, მარტო სხვისი ბრალია? ინდიფერენტულობა,
დაუდევრობა, ახლომხედველობა ანუ მარტო დღევანდელი დღით
ცხოვრება, გაუმაძღრობა, პირადი კეთილდღეობიდან გამომდინარე
ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა, დაბოლოს – აშკარა ღალატი
სამშობლო მიწა-წყლის გამცემლობით – აი, ის უდიდესი მანკიერებანი,
68
რამაც ამ დღემდე მოგვიყვანა. აი, რა გზით ჩაეყარა საფუძველი, კერძოდ,
ჩვენი ქვეყნის ისეთი მხარეების დაკარგვას, ან თუნდაც დაკარგვის
საფრთხის წინაშე დაყენებას, როგორიც საინგილო და სამაჩაბლოა.
აი, რას წერს აკადემიკოსი ივანე ჯავახივშილი საინგილოს შესახებ,
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაზე დაყრდნობით: „მეფე ლევანმა აქ თურმე
ლეკები დაასახლა და ყოველდღიურ გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა
დააკისრა, „რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიიდამ ყინული“ (ივ.
ჯავახიშვილი, „საქართველოს საზღვრები“, გვ. 12). ამას მოჰყვა შემდეგ
დაღესტნიდან ლეკთა მოზღვავება და საინგილოში დასახლება, რის
შედეგადაც მკვიდრი ინგილო-ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
უფრო გვიან კი, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა, ბოლშევიკი ქართველების
დახმარებით, 1921 წელს საქართველო კვლავ იმპერიის შემადგენლობაში
მოაქცია, საფუძვლად გამოიყენა რა, რომ აქ ქართულ მოსახლეობას
მუსულმანობა სჭარბობდა, ქართველმა ბოლშევიკებმა – სტალინმა და
ორჯონიკიძემ ეს მხარე სავსებით ჩამოაცილეს საქართველოს და
აზერბაიჯანის რესპუბლიკას დაუქვემდებარეს.

დაახლოებით იგივე ითქმის სამაჩაბლოზე. მართალია, ჩრდილო
კავკასიიდან ოსების მოძალებას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, როგორც კი
საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგებოდა, მაგრამ ქართველი
მეფეები (ვახტანგ გორგასალი, გიორგი ბრწყინვალე) მათ კვლავ
კავკასიონის მთებს იქით გადარეკავდნენ ხოლმე, ვიდრე გულმოწყალე
სვიმონ მეფემ (XVI ს.) იაფი მუშახელის შოვნით დაინტერესებული ქსნისა და
არაგვის ერისთავებისა და ამ მხარის თავადების – მაჩაბლების,
ფალავანდიშვილების, ფურცელაძეების მოხსენების საფუძველზე,
რომელსაც ისინი მოტივად ოსთა მძიმე გასაჭირსაც უდებდნენ საფუძვლად,
ნება არ დართო მათ ხიზნების სახით შეეკედლებინათ თავიანთ მამულებში
იმ დროს კარდაკარ სამათხოვროდ მოწანწალე, მშიერ-მწყურვალი და
შიშველ-ტიტველი ოსები (იხ. ზ. ჭიჭინაძე, ოსების ჩამოსახლება ქართლში).
მართალია, საქართველოში ბოლშევიკთა დამკვიდრების დროისათვის,
ოსები სამაჩაბლოში ჯერ კიდევ უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენდნენ,
ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან შედარებით, მაგრამ ეს მაინც
საფუძველი შეიქნა სამშობლოს უარმყოფელი სტალინისა და
ორჯონიკიძისათვის, რომ სამაჩაბლო ოსებისათვის ავტონომიურ
კუთვნილებაში გადაეცათ.

ახლა ავიღოთ ქვემო ქართლისა (ძველი საბარათიანო) და აფხაზეთის
მაგალითი. ამ რეგიონებშიც ქართველი პარტოკრატების პირადი
კეთილდღეობა დაედო საფუძვლად უცხო თესლის მომრავლებას.
მართალია, ქვემო ქართლში თურქული მოდგმის ტომებს (კერძოდ,
ბორჩალუს ტომს) ირანის შაჰებმა დაუდეს სათავე, მაგრამ მათი
რაოდენობა აქ ერთობ მცირე იყო. თურქთა ეს მოდგმა შეივსო ძირითადად
აზერბაიჯანელებით საბჭოთა პერიოდში. მათი აქ მომრავლების თაოსნები
იყვნენ გამდიდრების წყურვილით მადააშლილი ქართველი პარტოკრატები,
რომლებიც ბითუმად და საცალოდ ჰყიდიდნენ ქართულ ისტორიულ მიწა
წყალს.

69

რაც ვთქვით სამაჩაბლოზე, დაახლოებით, იგივე ითქმის აფხაზეთზე.
მართალია, ძნელბედობის ჟამს, დაახლოებით, მე-17 საუკუნეში, როცა
საქართველო ანარქიით იყო მოცული და მტრისა და მოყვრისათვს პასუხის
გამცემი აღარავინ იყო, ჩრდილო კავკასიიდან აქ თვითნებურად
ჩამოსახლდნენ ადიღეური მოდგმის აფსუები, რომლებმაც ადგილობრივი
ქართული ტომების – აფხაზების სახელი მიიკერეს, ე. ი. აფხაზს შინაარსი
შეუცვალეს და აფსუა და აფხაზი ერთმანეთში გააიგივეს. მაგრამ 1867
წელს აქ მომხდარი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, როცა რუსის
ხელისუფლებამ დიდი ნაწილი აფსუებისა გაანადგურა, ხოლო
გადარჩენილთა უმეტესობა თურქეთში გადაიხვეწა, აქ ისინი, როგორც
ზემოთაც აღვნიშნეთ, აბსოლუტურ უმცირესობად იქცნენ. და თუ ისინი
დღეს მომრავლებულად გვეჩვენებიან, ეს მათი ბუნებრივი მატების შედეგი
როდი გახლავთ. მატება მოხდა ძირითადად პრივილეგიების მაძიებელი
გააფსუებული ქართველების ხარჯზე. მომრავლდნენ სომხობაც, იგივე
გადაგვარებული ქართველების თაოსნობით, რომლებმაც გააფსუების
შედეგად მიაღწიეს რა მაღალ თანამდებობებს, ჩალის ფასად
ასყიდვინებდნენ ოქროსავით ქართულ მიწა-წყალს შავ ზღვაზე ფეხის
მოკიდების მსურველ სომხობას.

მეფის რუსეთის ასიმილატორულმა პოლიტიკამ საქართველოს მიმართ
კიდევ უფრო აქტიური და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო საბჭოთა
ხელისუფლების წლებში. მართალია, ამ დროს, კომუნისტური
იდეოლოგიიდან გამომდინარე, ერების შერწყმის პროცესი, ანუ
ფაქტობრივად, არარუსი ხალხის რუსიფიკაციის პოლიტიკა, მთელი
იმპერიის მასშტაბით ხორციელდებოდა, მაგრამ საქართველოს მიმართ,
თუნდაც ჩვენი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან
განსხვავებით, იგი კვლავაც განსაკუთრებული ინტენსივობით წარიმართა.
სამწუხაროდ, ამ უკიდურესად ბოროტი როლის შემსრულებლად რუსად
გარდაქმნილი სტალინი მოგვევლინა. საქართველოს ხელისუფლებაზე მისი
აშკარა ზემოქმედებით ფართოდ გაიღო საქართველოს საზღვრები უცხოთა
ჩამოსათესლებლად. ჯერ კიდევ ე. წ. „სტალინური ხუთწლედების“
პერიოდში, ჩვენს რესპუბლიკაში, სანედლეულო ბაზების არარსებობის
პირობებში, ყოვლად გაუმართლებელი ფაბრიკა-ქარხნების (მათ შორის
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის), სამშენებლო ობიექტებისა, ხოლო
შემდეგ, უკვე აგებული საწარმოების მუშა-ხელით უზრუნველყოფის
მოტივით ათეულ ათასობით რუსი და სხვა უცხოტომელი ჩამოგვისახლეს
საქართველოში.

თუ რამდენად იყო დაინტერესებული სტალინი ქართველი ერის სხვა
ხალხებში გათქვეფითა და მისი ეროვნული სახის წაშლით, სხვათათვის
შეღავათის მიცემის ხარჯზე, მოვიყვანთ ერთ ასეთ ფაქტს: როგორც
ცნობილია, საბჭოთა ხელისუფლებამ არათუ ვერ შეუსრულა ხალხს თავისი
დაპირება – აქ, სააქაოში, მიწიერი სამოთხის დამკვიდრების შესახებ,
არამედ კომუნისტური სისტემის შობის დღიდანვე მთელს საბჭოთა
70
რუსეთში მასიურმა შიმშილობამ იფეთქა. ჩრდილო კავკასიიდან დამშეული
სომხობა აიყარა და თავის ძირეულ სამშობლოს – სომხეთის საზღვრებს
მიადგა შემწეობის მისაღებად. მაგრამ სომხეთის კომუნისტურმა
ხელისუფლებამ თავის სისხლ-ხორცეულ ძმებს საზღვარი გადაუკეტა და
ისინი სომხეთში არ შეუშვა. მაშინ, ლტოლვილი სომხები საქართველოსკენ
შემობრუნდნენ, ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასახლების თხოვნით.
ბუნებრივია, თუკი სომხეთის ხელისუფლებამ ზურგი აქცია საკუთარ
გვარ-ტომსა და ჯილაგს, არანაკლებ გაჭირვებაში მყოფმა საქართველოს
მთავრობამაც თავი შეიკავა უცხო გვარ-ტომის საქართველოში
შემოსახლებაზე. საქმეში მაშინვე ჩაერია სტალინი და თან აიძულა
საქართველოს მთავრობა, რომ სომეხი ლტოლვილები საქართველოს
ტერიტორიაზე დაესახლებინა – თანაც, სასტიკად გაკიცხა ისინი
აღნიშნულ საკითხში „ნაციონალისტური“ პოზიციის დაკევებისათვის.
თავად სომხეთის მთავრობას კი საყვედურიც არ აკადრა, თითქოს
საკუთარი ხალხის მიმართ, მათი მოპყრობა, რომელიც თავისი
გულქვაობით ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა, ინტერნაციონალისტური
მიდგომა ყოფილიყოს.

მაგრამ ქართველი ერის ასიმილაცია კომუნისტების დროს მარტო უცხო,
გადამთიელთა შემოსახლებით როდი ხდებოდა. ეს პროცესი ქართველი
ახალგაზრდობის საკუთარი წიაღიდან მოწყვეტითა და რუსეთის
უკიდეგანო იმპერიის ტერიტორიაზე იძულებით განსახლებითაც
ხორციელდებოდა.

ამას საფუძვლად ედო, ე. წ. ინტერნაციონალისტური აღზრდის
პრინციპებიდან გამომდინარე, ახალგაზრდა კადრების ურთიერთგაცვლის
პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქართველი უმაღლესდამთავრებულები
სამუშაოდ იგზავნებოდნენ რუსეთში, ხოლო რუსი
უმაღლესდამთავრებულები – საქართველოში.

ამ მზაკვრული პოლიტიკით ორმაგ ბოროტებას ეყრებოდა საფუძველი
ქართველი ერის (ისევე, როგორც სხვა, არარუსი ერების) საზიანოდ.
ქართველი ახალგაზრდობა, რომელსაც ერის უწყვეტი გამრავლების მისია
ეკისრებოდა, საქართველოს ხელიდან ეცლებოდა და უცხო წიაღში
ინთქმებოდა. ამას კი, საბოლოო ანგარიშით, ქართველი ერის დაკნინება,
დაბერება და გადაშენება მოსდევდა.

საქართველოში გამოგზავნილი რუსული კადრი, იმ მოტივით, რომ მათ
ქართული ენისა არაფერი გაეგებოდათ, ქართული წარმოებადაწესებულებების
რუსულ ენაზე გარდაქმნას მოითხოვდნენ და
ადვილადაც აღწევდნენ რუსის ლაქია ხელისუფლებისა და თვით წარმოების
უპრინციპო ხელმძღვანელებისაგან. წარმოიდგინეთ, ხუთი კაციც რომ
ყოფილიყო რუსი 5000-იან ქართულ კოლექტივში, კრებები და ლექციამოხსენებები,
მათ შორის საქმიანი დოკუმენტების წარმოება, რუსულ ენაზე
მიმდინარეობდა. ასე, თანდათანობით იდევნებოდა ქართული ენა
ცხოვრების ყველა სფეროდან და მის ადგილს რუსული ენა იკავებდა.
ქართული ენა კი საოჯახო ენის ფუნქციასღა ასრულებდა უკვე სტალინის
პრორუსული პოლიტიკის აქტიური გამგრძელებლის – შევარდნაძის ცეკას
მდივნობის წლებში.

ილია ჭავჭავაძისა და მის გარშემო შემოკრებილი თერგდალეულთა
დასის მამულიშვილური ბრძოლა
ქართული ეროვნული მეობის გადასარჩენად

 

One Response to “● რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა საქართველოში”

  1. დალი said

    აბსოლუტურად ვეთანხმები წერილის სულისკვეთებას.ეს არის მწარე სიმართლე.ჩვენი ქვეყნის უბედურებაში ისევ ჩვენ მიგვიძღვის უდიდესი როლი.

    Like

დატოვე კომენტარი