Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• არის თუ არა „თურქეთი“ ოკუპანტი?

40051831_700782206940516_2978508202859036672_n[1]

არის თუ არა „თურქეთი“ ოკუპანტი?

 

ისევ და ისევ ჩვენი დღევანდელი დილემის შესახებ

დღეს, როდესაც გავაჟღერებთ ასეთ ფრაზას: „რუსეთი ოკუპანტია“, წამსვე წამოჰყოფენ თავს საქართველოში რუსის მრავალათასიანი მეხუთე კოლონის ფარული თუ აშკარა მსტოვრები და შეგაშველებენ „თურქეთიც ოკუპანტია“.

ახლა გავერკვეთ საერთაშორისო ტერმინებში თუ რა არის „ოკუპანტი“ და ოკუპაცია“, „ანექსია“ და „ინტერვენცია“, „აგრესია“.

ოკუპაცია (ლათ. occupatio) — რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს.
აქედან გამომდინარე: ოკუპანტი – ოკუპაციის მომხდენი, ოკუპაციის მონაწილე. ქართულად – დამპყრობელი.

ინტერვენცია – ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ძალის გამოყენებით ჩარევა ან სხვაგვარი უკანონო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, პოლიტიკური წეს-წყობილების ან ორიენტაციის შეცვლას, რაც შეუთავსებელია გაეროს წესდებსთან. განასხვავებენ შეიარაღებულ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ ინტერვენციას, რომელთაგან ყველაზე საშიში ფორმაა შეიარაღებული, ანუ სამხედრო იინტერვენცია – იგი აგრესიის აქტს წარმოადგენს და სამხედრო დანაშაულად ითვლება.
ინტერვენტი – ინტერვენციის მონაწილე ან ორგანიზატორი; დამპყრობელი.

აგრესია – Aggression
სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ანდა ძალის გამოყენება სხვა, გაეროს წესდების საწინააღმდეგო საშუალებით.

  1. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა, ან შეჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან სამხედრო ოკუპაცია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის, ან მისი ნაწილის ძალადობრივი ანექსია;
  2. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
  3. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს პორტების, ან სანაპირო ზოლის ბლოკადა;
  4. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს მიწებზე, ზღვებზე, ან შეიარაღებულ ძალებზე, საზღვაო ან საჰაერო ფლოტზე;
  5. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ან ამ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ყოლა ხელშეკრულების ვადების დარღვევით;
  6. სახელმწიფოს ქმედება, რომელიც უთმობს საკუთარ ტერიტორიას სხვა სახელმწიფოს, ეს უკანასკნელი კი ამ ტერიტორიას იყენებს მესამე სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული ქმედებისათვის;
  7. სახელმწიფოს მიერ, ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, უკანონო ფორმირებების, ან დაქირავებულთა გაგზავნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ქმედებების ჩასატარებლად.

აგრესორი – აგრესიის ჩამდენი;
თავდამსხმელი, დაპყრობითი ომის გამჩაღებელი პირი ან ქვეყანა.

„თურქეთი ოკუპანტია“ – ეს არის ნონსენსი, უაზრობა, არცოდნა თვით საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორიისა და თუ რატომ, ამისათვის გადავხედოთ ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის ოციანი წლების ამბებს:

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრესტ-ლიტოვსკში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე (11 ნოემბერი 1918 წელი) 1918 წლის 3 მარტს შედგა ბრესტლიტოვსკის ზავი, რომლის შედეგადაც ომში მონაწილე ქვეყანას ოსმალეთის (და არა თურქეთის) იმპერიას გადაეცა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები.

1918 წლის 23 თებერვალს რუსეთის ცარისტული იმპერიის დამხობის შემდეგ თბილისში შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი. სეიმში ჩამოყალიბდა სამი ფრაქცია:

  • სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) — 32 წევრი;
  • მუსულმანთა ფრაქცია (მუსავატელები და უპარტიოები) — 50;
  • დაშნაკების ფრაქცია — 27.

სეიმის თავმჯდომარე იყო ქართველი მენშევიკი ნიკოლოზ ჩხეიძე.
ბრესტ-ლიტოვსკის საზაო შეთანხმებას არ ესწრებოდნენ ამიერკავკასიის სეიმის წარმომადგენლები.

ამიერკავკასიის სეიმის 22 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 მაისს, სეიმმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ ჩვენი სუვერენიტეტი სცნო კვირის თავზე 1918 წლის 3 ივნისს, საბჭოთა რუსეთმა კი ორი წლის შემდეგ 1920 წლის 7 მაისს.

მომდევნო წელს კი, 1921 წლის 15 თებერვალი-17 მარტი, რუსეთმა განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერვენცია, ოკუპაცია და ანექსია სამხედრო აგრესიის გზით.

40096843_661801410859366_9183173488016359424_n[1]

ამავე დროს, ისარგებლა რა ოსმალეთის იმპერიამ შემოიჭრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სარდლობისა და ჯარების თავდადებით ოსმალები იქნა გადარეკილი.

საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერვენცია-ანექსია-ოკუპაციის შემდეგ საქართველოდან განიდევნა ლეგიტიმური ხელისუფლება.

საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთის იმპერიასთან დადო მორიგი ხელშეკრულება ყარსის შეთანხმება – ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის. ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკურგი და არტაანის ოკრუგი.

ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებულ შეთანხმებას ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულებაში ამიერკავკასიის სახელმწიფოების მონაწილეობის მიუხედავად ის არ გამოხატავდა ამ სახელმწიფოების ნებას, რადგან თავად ეს ქვეყნები იყო ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. სწორედ 1921 წლის 16 მარტს დატოვა ქვეყანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ.

ასე რომ, ამ ბოლო ხელშეკრულების დადებისას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლობა-მონაწილეობაც იქნა იგნორირებული.

მაგრამ საუკუნის დასარულს 1992 წელს, საქართველოს რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალების განხორციელების შემდეგ მოხდა „საქართველოს“ მხრიდან ყარსის ხელშეკრულების რატიფიკაცია!

ეს არის საშვილიშვილო ღალატი და დანაშაული! ეს რატიფიკაცია მოახდინა სამხედრო ხუნტამ!

მივუბრუნდეთ ისევ „თურქეთი ოკუპანტია“-ს.
ყველა ჩვენს მიერ ზემოთჩამოთვლილი ხელშეკრულებების დროს არ არსებობდა სახელმწიფო „თურქეთის რესპუბლიკა“.

1299–1923 წლებშიარსებობდა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც არსებობა შეწყვიტა 1923 წლის 29 ოქტომბერს და ამავე დღეს გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკის დაარსება. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ერთეული სახელწოდებით „თურქეთი“ შედარებით ახალგაზრდაა და ტერმინ-მცნებას „თურქეთს“ არავითარი კავშირი არ აქვს ზემონახსენებ ხელშეკრულებებთან.

ოსმალეთმა რუსეთისაგან ფეშქაშად მიიღო ძირძველი ქართული ტერიტორიები, ისე რომ შურდულიც არ გაუსვრია, აქედან გამომდინარე დღევანდელი თურქეთის მიმართ ვერ და არ გამოიყენება ტერმინები: ინტერვენცია, ანექსია, ოკუპაცია…

ასე რომ, ჩვენი საზოგადოების იმ მოპატრიოტო ნაწილს, რომელიც ასე ომახიანად გაიძახის „თურქეთი ოკუპანტიაო“ პირში ჩალა გამოევლება!

 

ბოლოკუდა:
რუსეთუმე სტალინისტები კი თხზავენ მითებს თითქოს სტალინს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სურდა თურქეთისაგან დაებრუნებინა ქართული მიწებიო.

ჯერ ერთი, სწორედ სტალინის უშუალო მეთაურობით მოხდა საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოჭრა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. სტალინი იყო ეროვნებათა საქმეების სახკომად 1917–1923.. ასე რომ ეს მითები ყავლგასულია, უფრო მეტიც, თურქეთის რეპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე და ომის დამთავრების შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა „ქართული მიწების“ დაბრუნება?!
სინამდვილეში კი აი როგორ იყო:

ამონარიდი სტალინის წერილიდან, რომელიც მან ბოლშევიკთა ლიდერს ლენინს, 1921 წლის 28 თებერვალი გაუგზავნა.

„ართვინის თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერვუარი. ბათუმის გარეშე ფიქრიც კი ზედმეტია ევროპასთან ნავთობით ვაჭრობაზე.“

ზიგმუნდ ვოლტეტერ
26 აგვისტო, 2018