Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბითაძე – აფხაზთა ენა და დამწერლობა

• აფხაზეთი – Abkhazia

 

ლია ბითაძე

აბხაზების ანთროპოლოგიური ისტორია

თბილისი, 2008

 

აფხაზთა ენა და დამწერლობა

აფხაზური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა აფხაზურ-ადიღურ ანუ ჩრდილო- დასავლურ ჯგუფში და ყველაზე მეტად ის აბაზურ ენასთან არის დაახლოებული. აფხაზური და აბაზური იმდენად ერთმანეთთან მჭიდროდ მდგომ ენობრივ ერთეულებს წარმოადგენენ გრამატიკული წყობის, ძირითადი ლექსიკური ფონდისა და თუნდაც ფონოლოგიური სისტემის მიხედვით, რომ მოულოდნელი არაფერია იმაში, თუ მათ სპეციალისტები განიხილავენ ერთი და იმავე ენის დიალექტებად (ლომთათიძე, 1977).

ყველაზე მეტი სხვაობა აფხაზურსა და აბაზურს შორის მაინც თავს იჩენს ფონეტიკაში, თუმცა მათ ცალ-ცალკე ენებად აღიარებისთვის ეს არ გახლავთ საკმარისი არგუმენტი. უფრო ნიშანდობლივია აფხაზურისგან აბაზურ-ტაპანთური დიალექტის სხვაობა, რისი მიზეზი ამ უკანასკნელზე ადიღურ ენათა გავლენა აგრეთვე აფხაზურ და აბაზურ ენათა დამწერლობის სხვადასხვა, საკმაოდ პოლარულ დიალექტთა ერთეულებზე დაფუძვნება-განვითარება გახლავთ (ლომთათიძე, 1976).

ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახში აფხაზურ-აბაზურთან ერთად ერთიანდება უბიხური და ჩერქეზული ენა. სამივე ეს ენა მომდინარეობს წინარეიბერიულ-კავკასიური ენისგან წარმოქმნილ წინარე აფხაზურადიღური ენისგან, რომელსაც სავარაუდოდ უნდა ეარსება ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნიდან ახ.წ. დასაწყისამდე და ამ დროს უნდა დაშლილიყო ამჟამად არსებულ სამ ენად (გვანცელაძე, 2007). ამას გვაფიქრებინებს მათ შორის სტრუქტურული და მატერიალური სიახლოვის არსებობა, რაც თვალნათლივ შეინიშნება აფხაზურ- აბაზურ, უბიხურ და ჩერქეზულ ენებს შორის. ხოლო საკუთრივ ზემოთ ხსენებული ენები ძვ.წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე საერთო იბერიულ-კავკასიური (წინარეკავკასიური) ენისაგან გამოცალკევდნენ, რის შედეგადაც ასევე საფუძველი უნდა შექმნოდა ქართველური ენების ჩამოყალიბებასაც. სწორედ ამ გაყოფის პროცესის თანდათანობითი გაღრმავების შედეგად აბაზი ეთნოსი ყალიბდება მდ. ყუბანსა და მდ. თერგს შორის ტერიტორიაზე. ეს ის ადგილია, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მათი უშუალო მონათესავე და პროტოკავკასიური ეთნოსიდან განაყარი ხალხი-უბიხები და ჩერქეზები. აფხაზ-აფსუები კოლხეთის მიწაწყალზე გარკვეული ქრონოლოგიური პერიოდიდან ინფილტრირებული ეთნოსია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე აბაზების განაყარები არიან. თავად აბაზები და ადიღეური ეთნიკური მასის დერივატია. გამომდინარე აქედან, “აბაზას” ანალოგიურად “აფხაზიც” ადიღური ეთნიკური მასის დერივატია (გვანცელაძე, 2007; ითონიშვილი, 2007).

ყოფილი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზები ძირითადად კომპაქტურად გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში ცხოვრობდნენ. ამის კვალობაზე აქ მოსახლე აფხაზთა ენაში გამოიყო ორი მთავარი დიალექტური ერთეული: აბჟუური და ბზიფური. აბჟუელები შედარებით უფრო მრავალრიცხოვანი არიან და თვით დიალექტის შიგნითაც სხვაობა ნაკლებად შესამჩნევია. აბჟუურ თქმათა შორის ყველაზე არსებითი სხვაობა თავს იჩენს კბილბაგისმიერი მკვეთრი სპირანტის მიხედვით (ლომთათიძე, 1977).

ბზიფური დიალექტი აბჟუურ დიალექტს უპირისპირდება მთელი რიგი ფონემებით. აბჟუურისაგან განსხვავებით ბზიფურ კილოკავში გვაქვს წინაენისმიერ სპირანტთა და აფრიკატთა სისინა-შიშინა რიგები და თავისებური ფარინგალური ფშვინიერი სპირანტის მარტივი და ლაბიალიზებული სახეობები.აფხაზური სამწერლობო ენა დაფუძნებულია შედარებით მარტივი ფონოლოგიური სისტემის მქონე აბჟუურ დიალექტზე (ლომთათიძე, 1977).

აფხაზური ენის რთული ფონეტიკური სისტემის გამოსახატავად ჯერ კიდევ 1861 წელს პ. უსლარმა (Услар,1887) გამოიყენა რუსული გრაფიკა და რამდენიმე ასო ქართული და ლათინური ანბანებიდან. იმავე ხანებში შეიქმნა გენერალ ბარ- თოლომეის კომისია აფხაზური ანბანის დასამუშავებლად და უფრო მარტივი ფონემური სისტემით დამუშავებული ანბანური წიგნი გამოიცა 1865 წელს. 1892 წელს ასევე გამოიცა კ. მაჭავარიანისა და დ. გულიას საანბანო წიგნი. 1909 წელს გამოქვეყნდა ა. ჭოჭუას საანბანო წიგნი. 1926-28 წელს იყო ცდა, გამოეყენებინათ (უკვე არსებული ძირითადი რუსული გრაფიკის მქონე ანბანის გვერდით) ნ. მარის მიერ შემუშავებული აფხაზური ანალიზური ანბანი ლათინურ გრაფიკზე, მაგრამ ვერც ეს ანბანი დაინერგა (ლომთათიძე, 1977).

1929წ. ნ. იაკოვლევმა აფხაზურისთვის დაამუშავა იმავე ლათინურის საფუ- ძველზე 56 ნიშნის შემცველი ანბანი. ამ ანბანს იყენებდნენ 1938 წლამდე. 1938 წელს დამუშავებულ იქნა აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე-ისიც 31 56 ნიშნის შემცველი, რომელიც გამოიყენებოდა 1954 წლამდე. 1954 წ. იგი რუსული გრაფიკის საფუძველზე დამუშავებული ახალი ანბანით, რომელიც ნაწილობრივ ეყრდნობა ადრე არსებული რუსული გრაფიკის მქონე ანბანს (ლომთათიძე, 1977).

მოსახლეობის აღწერა

 XIX ს. ბოლომდე აფხაზეთში მოსახლეობის ოფიციალური აღწერა არ ჩატარებულა. აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა საგლეხო რეფორმის ჩატარების პერიოდში (1860-იან წლებში) 65 ათას სულს უდრიდა, მაგრამ ამ მონაცემებში აფხაზთა (აფსუათა) გარდა ქართველი, რუსი, ბერძენი, და სხვაც იგულისხმება, რადგანაც მაშინ ყველა ერთად აფხაზად აღირიცხა როგორც თავად-აზნაურთა კუთვნილი ან თავისუფალი ფენის წარმომადგენელი. ამიტომ ამ მონაცემებით ძნელია ცალკე აფსუას და ქართველის გამოყოფა, მითუმეტეს რომ აფხაზეთის ერთ-ერთი ხალხმრავალი გალის კუთხის მოსახლეობა მთლიანად ქართველი იყო (95%-ზე მეტი), თუმცა ყველა ისინი სამურზაყანოელად აღირიცხა. 1886 წელს პირველი რუსული საოჯახო აღწერით, ზოგიერთი აფხაზი ისტორიკოსის ცრუ მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის 68,7 პროცენტი ვითომ აფსუა იყო. სინამდვილეში 1886წ. აფხაზეთში სულ ცხოვრობდა 68.7 ათასი სული, აქედან 28 ათასამდე აფსუა, ხოლო 34 ათასამდე ქართველი. აფხაზი მკვლევარების მიერ მიღებული 68,7 პროცენტის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ მათ სამურზაყანოს მოსახლეობა 30,6 ათასი სული ქართველებს კი არ მიუმატეს, არამედ აფსუებს და ასე შებრუნებით უჩვენეს დემოგრაფიული სურათი.

აფხაზმა მკვლევარებმა შ.ინალ-იფამ, ს.ლაკობამ და ბ.აშუბამ უკუღმა დაიანგარიშეს აფხაზეთის 1897 წლის აღწერის მასალებიც, რომლის მიხედვით მათ სრულიად არ უჩვენეს ქართველებში სამურზაყანოს მოსახლეობის რაოდენობა, ამიტომ საერთო ჯამურ მონაცემში აფხაზთა სასურველი–გაბერილი რაოდენობა მიიღეს, ვითომ ისინი 98,7 ათას სულს უდრიდნენ მაშინ, როდესაც 42,6 ათასსაც ვერ შეადგენდნენ. მათი ანგარიშის სიყალბეს ისიც გვანახებს, რომ აფხაზეთ-სამურზაყანოს მაშინდელი აღწერისას არც-ერთი აფხაზი არაა ნახსენები-ყველა მათგანი, ასევე სამურზაყანოელები კავკასიელ მთიელებად არიან სახელდებული. ამდენად, საკითხავია რატომ უნდა უჩვენო სამურზაყანოელი მაინც და მაინც აფხაზად, როდესაც ისინი ქართველები იყვნენ. მითუმეტეს, ისტორიულად ეს კუთხე აფხაზეთის მთავარმა მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოს დაიპყრო, როგორც დადიანის საკუთრება, რომლის მთელი მოსახლეობა ახლაც და ისტორიულადაც მეგრელები ანუ ქარ32 თველები იყვნენ. ისინი ამ აღწერის დროსაც, ქრისტიანი ქართველები იყვნენ და არა მაჰმადიანი თუ წარმართი აფსუები. ამიტომაც მუჰაჯირობის დროს არცერთი სამურზაყანოელი თურქეთში არ გახიზნულა, რაც თავისთავად მათ ქართველობაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ა.თოთაძე აღნიშნავს აფსუა მკვლევარების ანგარი- შის სიცრუეს აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით, ააშკარავებს აფხაზეთის 1917 და 1926 წლების აღწერათა მონაცემებიც, რომლებიც პირდაპირ უჩვენებენ თითოეული აღრიცხული პირის ეროვნულ-ეთნიკურ კუთვნილებას. მაგალითად, 1917 წლის სასოფლო სამეურნეო აღწერის შედეგად სამურზაყანოში მცხოვრები 42 ათასი სულიდან 40850 ქართველია, ხოლო 1160-მდე აფსუა (თოთაძე, 1993).

აფხაზეთის აფხაზური მოსახლეობის გვარები და რაოდენობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა საქართველოს 1989 წლის ოფიციალური აღწერის მიხედვით, მთლიანად უდრიდა 525061 სულს. აქედან 45,7% ქართველი იყო, 17,8%-აფხაზი, 14,6%-სომეხი, 14,2%-რუსი, 2,8%-ბერძენი და დანარჩენი- 4,9% სხვა ეროვნების. თვითონ “აფხაზი”, რომლის რაოდენობა მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს (ე.ი. 93267 სულს). წარმოშობის მიხედვით, წარმომავლობის თვალსაზრისით ფაქტობრივად ორ ეთნიკურ ჯგუფად იყოფა, კერძოდ: ქართველად და აფსუად, რომელთაგანაც ქართველთა რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 72,7%-ს, ხოლო აფსუათა – 21,7%-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვმსჯელობთ არა აფხაზეთის მთელ მოსახლეობაზე (525061 სულზე), არამედ მხოლოდ იმათზე, ვინც აფხაზადაა ჩათვლილი – 93267 სულზე, რომელთაგანაც 72,7% ქართული გვარის მატარებელია.

იმის საჩვენებლად და დასამტკიცებლად, ეთნიკურად ვინ შეადგენდა აფხაზე- თის მოსახლეობის უმრავლესობას, საკმარისია არა მხოლოდ პროცენტული მონაცემების ზოგადი ჩვენება, არამედ მისი მოსახლეობის გვარ-ჩამომავლობა, რომელიც ეთნიკური ვინაობის ფაქტიური პასპორტია (თოთაძე, 1995; მიბჩუანი, 2005).

ისტორიული აფხაზები რომ ძველი ქართველებია და ისინი XIX საუკუნეშიც (ადრეც და გვიანაც) აფხაზეთის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდნენ და მის ყველა თემსა და სოფელში ცხოვრობდნენ, ამას მოწმობს აგრეთვე XIX ს. 30-50-იანი წლებში შედგენილი, აფხაზების ნათლობის საარქივო სიები (გასვიანი, 1998).

1989წ. აღწერის შედეგად აფხაზეთში აღრიცხული 93267 აფხაზიდან უმეტესობა ქართული გვარის მატარებელია, მათ შორის:

 აბაკელია, აბაშიძე, აბგაჯავა, აბშილავა, აგუმავა, ადამია, ადამაძე, აკობია, ალანია, ალასანია, ამილახვარი, ანთელავა, ანუა, ანჩაბაძე, არდაშელია, არისთავა, არსალია, არჩანია, არჯენია, ასათიანი, ასლანძია, აქირთავა, აშხაკალია, ახალაია, ახალაძე, ახვლედიანი, ბაბადიში, ბაგათელია, ბაგაფში, ბაკელია, ბარათელია, ბარამია, ბარკალაია, ბარქაია, ბარღანჯია, ბასარია, ბახია, ბეია, ბებია, ბებუა, ბედენაშვილი, ბერაია, ბერძენია, ბერულავა, ბესელია, ბესლანძე, ბიგვავა, ბოჯგუა, ბოკუჩავა, ბოჩავა, ბჟანია, ბჟალავა, ბრანძია, ბუავა, ბუკია, გაბელია, გაბელაია, გაბესკირია, გაბილავა, გაბისონია, გაბლაია, გაბრავა, გაბრაია, გაბრია, გაბუნია, გაგუა, გაგულია, გადელია, გადლია, გამგია, გამზარდია, გამისონია, განგია, გარცკია, გეგენავა, გეთია, გერია, გერგაია, გერგია, გერზმავა, გერხელია, გეჯუა, გვაზავა, გვალია, გვარამია, გვასალია, გვაძაბია, გვაჯალია, გვინჯია, გვიჩია, გიგიბერია, გინდია, გობეჩია, გოგია, გოგილაძე, გოგინავა, გოგოხია, გოგუა, გოლანძია, გორზოლია, გონჯუა, გრიგოლია, გუბლია, გუგუნავა, გუდალია, გულარია, გულია, გულორდავა, გულუა, გუნარია, გუნია, გურგულია, დაგუზია, დავითაია, დათუია, დაგარგულია, დამენია, დარსალია, დარსანია, დარცმელია, დგებია, დევიძე, დოპუა, დოჩია, დუდუჩავა, დუმავა, დუნდუა, ელარჯია, ესავა, ეზუგბაია, ვარდანია, ვეკუა, ზარქუა, ზანთარია, ზაქარაია, თარია, თურქია, თაყაიშვილი, იაშვილი, კაკავა, კაკალია, კაკუბავა, კალანდია, კამკია, კარანაძე, კასლანია, კასლანძია, კაჩაბავა, კაცია, კვაბანძია, კვარჩელია, კვასია, კვაცაბია, კვარაცხელია, კვარჭია, კვეკვესკირია, კვიკინია, კვირაია, კვიცინია, კვიცარია, კედია, კეტია, კიზირია, კირთაძე, კირკინაძე, კირტავა, კილასონია, კილაძე, კობახია, კობეშავიძე (კოპეშავიძე), კოკოსკერია, კონარია, კონტარია, კორტავა, კოღონია, კონჯარია, კორკინაძე, კორსაია, კორსანტია, კოტუა, კურდღელია, კუია, კუბრავა, კულავა, კურკუნავა, კუპატაძე, კუპრავა, კუხალეიშვილი, ლაბახუა, ლაბია, ლაგვილავა, ლადარია, ლაზარია, ლაკოია, ლაკუტავა, ლასურია, ლატარია, ლაღიძე, ლოგუა, ლომაია, ლომია, ლორთქიფანიძე, ლოლუა, მაკაჩავა, მალანია, მალია, მარ- ღანია, მარშანია, მანაგაძე, მანია, მარხოლია, მარხულია, მატუა, მახარაძე, მახარია, მელაძე, მინაძე, მინჯია, მირცხულავა, მიქავა, მიქაია, მიქვაბია, მიშაშვილი, მიშელია, მიხონჯია, მებონია, მელაძე, მექვაბია, ნოზაძე, ნარმანია, ნაყოფია, ნაჭყებია, ნინუა, ნიშანიანი, ნოდია, ოდიშარია, ოკუჯავა, ოსია, ოჩიგავა, ორჯონიკიძე, პანავა, პანთია, პაპასკირი, პაპასკუა, პარკუა, პასანია, პატია, ჟვანია, რამაკიძე, რეკვავა, რეხვიაშვილი, როსტობაია, საბუა, საბეკია, სალაყაია, სამუშია, სამსონია, სანაია, სართანია, სანიკიძე, სარსანია, სანგულია, სარია, სასანია, სანძავა, სარსანია, საქანია, საღარია, საჯაია, სერგეია, სიჭინავა, სკვერია, ტაბაღუა, ტანბია, ტანია, ტარნავა, ტაჩულია, ტორხუა, ტორჩხუა, ტორჩინავა, ტრაპში, ტურავა, ტყებუჩავა, უბილავა, ურატაძე, უჩავა, ფაზილიშვილი, ფაზილიში, ფალანძია, ფანთია, ფაჩალია, ფა- ჩულია, ფაცაცია, ფანცულაია, ფირცხელია, ფილია, ფიფია, ქანთარია, ქარავა, ქარდავა, ქარცხალავა, ქარცხია, ქაქუჩაია, ქაჯაია, ქორთუა, ქუთელია, ქუჩუბერია, ღვინჯილია, ღურწკაია, ღურჯუა, ყალიჩავა, ყოლბაია, ყურასკუა, შადანია, შაკაია, შალია, შამათავა, შანავა, შარია, შენგელია, შერგელია, შერვაშიძე, შერშელია, შოუა, შურდულავა, ჩაბრავა, ჩაგავა, ჩაკვეტაძე, ჩალიგავა, ჩამაგუა, ჩანგელია, ჩასანია, ჩაჩიბაია, ჩაჩხალია, ჩემია, ჩენგელია, ჩეპია, ჩერქეზია, ჩიქოვანი, ჩიხლაძე, ჩქოტუა, ჩხაიძე, ჩხაპელია, ჩხეიძე, ცარგუში, ცეცხლაძე, ციკოლია, ცკუა, ცობეხია, ძაგანია, ძაქანია, ძაძანია, ძინძიბაძე, ძიძარია, ძოწენიძე, ჭარბია, წერეთელი, წვინარია, წივწივაძე, წულუკია, წურწუმია, ჭავჭავაძე, ჭანკვეტაძე, ჭანტურია, ჭედია, ჭელიძე, ჭი- თანავა, ჭკადუა, ჭოლორაია, ჭოჭუა, ჭყონია, ხაგუში, ხაზალია, ხაზარიში, ხალვა- ში, ხალია, ხარაბუა, ხარაზია, ხარბელია, ხარზალია, ხარბია, ხარჩილავა, ხასაია, ხატხუა, ხეცია, ხვარცკია, ხვინგია, ხვინტია, ხვიტიში, ხიდაშელი, ხონელია, ხორავა, ხოჭავა, ხუბუტია, ჯაფარიძე, ჯალაღონია, ჯელია, ჯერგენია, ჯიბლაძე, ჯიგანია, ჯინჯოლია, ჯინჯუა, ჯოლოგუა, ჯონუა, ჯოპუა, ჯოხუა და ა.შ.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ (1810წ.) შეუდგა იქ ქართველთა გადაშენებას, გარუსების, კოლონიზაციის ან სხვა გზით (“აფხაზეთი საქართველო არ არისო”-ვორონოვი ,1907, “ქართველები უსაფუძვლოდ ეპოტინებიან სოხუმის ოლქსო”- ვორობიოვი..,1919), აფხაზეთი მაინც ქართველთა მხარედ დარჩა. აფხაზეთში წარმოებულ რუსეთ-საქართველოს ომში (1992 წ. აგვისტო-1993წ. სექტემბერი), საქართველო დამარცხდა და აფხაზეთის ქართველთა გენოციდი და ეთნოწმენდა განხორციელდა. ამის შემდეგ 15 წელიწადი გავიდა. “მშვიდობისმყოფელების” და არბიტრის ნიღბით აფხაზეთში შემოსულმა რუსეთმა თანდათანობით მოახდინა მოსახლეობის რუსული პასპორტიზაცია, ტერიტორიის ოკუპაცია, ხელში ჩაიგდო ქართველ დევნილთა ქონება, 2008 წ. 26 აგვისტოს კი საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამ ტერიტორიის აღწერის მიხედვით დაფიქსირებულია შემდეგი აფსუური გვარები: აბგაშ, აბიძგა, აბუხბა, ადლეიბა, ავიძბა, აიბა, აკაბა, ალ- შიბაია, ალან, ამიჩბა, ამპარ, ანქვაბ, ანშბა, აპბა, აჟბა, არღუნ, არძინბა, აყუსბა, აშიძბა, აშუბა, აჩბა, აცუხბა, აძბა, ახბა, ახსალბა, ბაზბა, ბარციც, ბგანბა, ბგუეც, ბობორ, ბუთბა, ბღაჟბა, გიცბა, გუნბა, დელბა, ებჟნოუ, ენიკ, ეშბა, ვოზბა, ვოუბა, ზუხბა, ივანბა, ინალ-იფა, ინარბა, ინუკ, ინშბა, იუნუსბა, კანბა, კაპბა, კაპშ, კარბა, კაცბა, კიუტ, კოვე, კუჩბა, კუცბა, ლაზბა, ლაკობა, ლაკრბა, ლეიბა, ლუშბა, მანტოი, მაცაბა, მიქანბა, მუშბა, მუცბა, ნანბა, ოკუჟბა, ორჩუჩბა, ოტირბა, პანბა, პაპ35 ბა, პატეიფა, პკინ, ჟიკირბა, სადჟატ-იფა, საძბა, სიმსიმ, სმირ, ტარბა, ტარკილ, ტაპანტ, ტბარ, ტვანბა, ტლიფშა, ტუჟბა, ტურნანბა, შამბა, შინკუბა, შლარბა, შუგენი, ჩაჩბა, ჩირიკბა, ჩიჩბა, ჩკოკ, ჩუკბარ, ცეიბა, ცვიჟბა, ციბა, ციმეცბა, ციხარბა, ცუგბა, ცუშბა, ძიაფშ-იფა, ძიბა, ძაძბა, ძუაშბა, ჭანბა, ხაგბა, ხალბად, ხაჯიმბა, ხაშბა, ხახბა, ხიკუბა, ხინთბა, ხიშბა, ხოპერბა და ა.შ.

შესაძლებელია, როგორც აფსუური, ისე ქართული წარმოშობის რამდენიმე გვარი გამორჩენილია, მაგრამ ამით არსებითად საერთო თანაფარდობა არ იცვლება. როგორც ვხედავთ, თანამედროვე აფხაზებში, სამჯერ და უფრო მეტი ქართული ეთნიკური გვარია გაერთიანებული, ვიდრე სუფთა აფსუური. ეს კი იმაზეც მეტყველებს, რომ ტერმინმა “აფხაზმა” მეტამორფოზა განიცადა, ის ქართველიდან აფსუას აღმნიშვნელად გადაიქცა.

ცხადია, ამ ტერმინის შინაარსის ცვლილება განაპირობა რუსეთის იმპერიულმა პოლიტიკამ, სახელდობრ იმან, რომ აფსუების აბსოლუტური უმრავლესობის თურქეთში გაძევების (მუჰაჯირობის) შემდეგ აფხაზეთის ხელში ჩასაგდებად რუსე- თისათვის აუცილებელი იყო აქაური ქართველების განეიტრალება (“აფხაზეთი საქართველო არ არისო”). ამ მიზნით საერთო აღწერების დროს ქართველები რუსეთმა – არაქართველ აფხაზებად გამოაცხადა, როგორც ამას ცდილობდა მეგრელების, სვანების, აჭარლების, კლარჯების, შავშების, გურულების, მესხების და სხვების მიმართაც. მაგრამ საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების პოლიტიკამ (“დაყავი და იბატონე”) აფხაზეთში უფრო ნოყიერი ნიადაგი იპოვა უკვე გასრესილი და დაკნინებულ- დარბეული აფსუების სახით და ვითომ მათი დაცვის დროშით.

რუსული იმპერიული პოლიტიკისა და აფსუების ძალადობის გამო ზოგიერთ ქართველს იძულებით გვარის გადაკეთება მოუხდა, მაგალითად: აბაშიას – აბაშად, ერისთავს – ერისთად, ალანიას–ალანად, ინალიშვილს – ინალ-იფად, კუციას–კუცბად, ოკუჯავას – ოკუჯბად, ჯინჯოლიას – აჯინჯალად, ჭანიას – ჭანბად, ცანავას – ცანბად, შეყრილაძეს – შაკრილად და ა. შ.

მიუხედავდ ამისა, ომისწინა აფხაზეთში ოფიციალური მონაცემებით 240 ათასზე (რეალურად კი ბევრად) მეტი ქართველი ცხოვრობდა. თუ ამას დაუმატებთ აფსუებად ჩაწერილებსაც, მაშინ აშკარა გახდება, რომ ქართული ეთნიკური ელემენტი აფხაზეთში მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენდა.

თავი II

თანამედროვე აფხაზების კრანიოლოგიური პოლიმორფიზმი

თანამედროვე კრანიოლოგიური სერია ის შემაერთებელი ჯაჭვია, რომელიც შუა საუკუნეებისა და თანამედროვე მოსახლეობას შორის არსებობს, რადგან გვაძლევს პალეოანთროპოლოგიური მონაცემების სომატოლოგიურ მონაცემებზე გადატანის საშუალებას.

თანამედროვე კრანიოლოგიური სერიის მოპოვება ძალზე რთულია მორალური თვალსაზრისით და ამიტომ კოლექციების რაოდენობა ყოველთვის ბევრად ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. უკიდურესად მცირეა კავკასიაში (სომხების გარდა) მოპოვებული თანამედროვე კრანიოლოგიური მასალები. ამ პერიოდის საქართველოს მოსახლეობა მწირი, რამდენიმე სხვადასხვა ხარისხის დაცულობის სერიითაა წარმოდგენილი, ამიტომ სხვადასხვა ზომების რაოდენობა ჯგუფებში დაცულობის მიხედვით მერყეობს.

ორიოდე სიტყვა ჩვენს ხელთ არსებული მასალის შესახებ.

(1) აფხაზების კარანიოლოგიური სერია (44 მამაკაცი და 17 დედაკაცი) 1878 წელს მოპოვებულია სოხუმის ახლოს (იაშუ-ახუ) ვ. ი. ჩერნიავსკის მიერ (Алексеева и др., 1986) დაცულია მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ან- თროპოლოგიის ინსტიტუტისა და მუზეუმის ფონდში. კოლექცია 1950 წელს მ. აბდუშელიშვილმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ნაშრომში “მასალები კავკასიის კრანიოლოგიისათვის” (აბდუშელიშვილი, 1955), სადაც იგი ანალიზისათვის იყენებს სა- შუალო მონაცემებს. ჩვენ ვსარგებლობთ ინდივიდუალური განაზომების ბლანკებით, რომლებიც ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაშია დაცული (ცხრ. #1).

(2) მეგრელების თანამედროვე სერია სამეგრელოს რამოდენიმე პუნქტიდანაა: „მედანა“, „წალენჯიხა“, „უჩაბონა“ (9 მამაკაცი და 3 დედაკაცი) ინახება ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გაზომილია ა. ნათიშვილისა და მ. აბდუშელიშვილის მიერ, ბლანკები ინახება ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

(3) აჭარლების სერია ბათუმიდან (34 მამაკაცი და 26 დედაკაცი) ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაშია დაცული.

(4) იმერლების მცირე სერია (2 მამაკაცი და 3 დედაკაცი), ქ. ოდესის პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის მუზეუმშია დაცული. თავის ქალები მ. აბდუშელიშვილის მიერ იყო შესწავლილი 37 ოდესაში, ხოლო ინდივიდუალური მონაცემები ინახება ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

(5) ავენისის სერია (5 მამაკაცი და 7 დედაკაცი) მოპოვებულია ვ. ასლანიშვილის მიერ და დაცულია ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში. ეს მასალა გარკვეულ ინტერესს იწვევს, რადგან ავენისისა და აფხაზების მორფოტიპის შედარებამ უნდა გვიპასუხოს კითხვაზე არის თუ არა აფხაზებში კავკასიონის ტიპისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშნები, როგორც ამას ვ. ალექსეევი (Алексеев,1974) თვლიდა.

(6) ქართველი მამაკაცის თავის ქალა (ეთნოგრაფიული ჯგუფისადმი კუთვნილება არ არის ცნობილი), რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის მუზეუმში. გაზომილია ა. ნათიშვილის მიერ და გაზომვის ბლანკი ინახება ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

(7) ქურთების სერია (5 მამაკაცი და 7 დედაკაცი) ბათუმიდან, დაცულია ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

(8) ოსების სერია (4 მამაკაცი და 2 დედაკაცი) ქ. ოდესის პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის მუზეუმშია დაცული. გაზომილია მ. აბდუშელიშვილის მიერ, ხოლო ინდივიდუალური ბლანკები ინახება ი.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

(9) სომხების სერია ბინგელ-დაგიდან (92 მამაკაცი და 48 დედაკაცი) გაზომილია მ. აბდუშელიშვილის მიერ, ხოლო ინდივიდუალური ბლანკები ინახება ი. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.

თითოეული სერიის მორფოლოგიური დახასიათება

აფხაზების კრანიოტიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი თავის ქალას მაჩვენებელი (ბრაქიკრანული), მცირე გრძივი და საშუალო განივი დიამეტრები; შუბლი სწორი, ზომიერი სიგანის; სახის ფუძის სიგრძე მცირე, ყვრიმალთაშუა დიამეტრი საშუალო, სახის ზედა სიგანე საშუალო; ცხვირი საშუალო სიგანისა და სიმაღლის, მაღალი უნაგირით, მკვეთრად წინ წარზიდული; ორბიტები საშუალო სიგანისა და სიმაღლის; სახე პროფილირებული ჰორიზონტალურ სიბრტყეში და სწორი ვერტიკალურში. (ცხრ. #1-2). ეს ზოგადი დახასიათება საერთოა მამაკაცებსა და დედაკაცებისათვის. განსხვავება სქესთა შორის თავის ქალას ფორმების მიხედვითაც არ აღინიშნება. გამოთვლილ სერიებში თავის ქალას ფორმების განაწილება ძალზედ მსგავსია. მამაკაცებში დოლიქო და მეზოკრანული 23,8%, ბრაქიკრანული 31,0%, ჰიპერბრაქიკრანული 38,1%, ულტრაბრაქიკრანული 7,1%. იგივე ფორმები დედაკაცების სერიაში შემდეგი შემცველობით აღინიშნება – მეზოკრანული 23,5%, ბრაქიკრანული 29,4%, ჰიპერბრაქიკრანული 41,2% და ულტრაბრაქიკრანული 5,9%. თუ ბრაქიკრანული ფორმების შემცველობას შევაჯამებთ, მაშინ მსგავსება აბსოლუტურია (მამაკაცებში 23,8% დოლიქო-მეზო და 76,2% ბრაქიკრანია, ხოლო დედაკაცებში 23,5% და 76,5% შესაბამისად). ასე რომ აფხაზთა ეს სერია ბრაქიკრანიით გამოირჩევა.

მეგრელები. სამეგრელოს თანამედროვე მოსახლეობას ახასიათებს: ბრაქიკრანული თავის ქალას ფორმა, მაღალი ქალას სიმაღლე, განიერი შუბლი, დაბალი სახე, განიერი ზედა ნაწილში და საშუალო სახის შუა ნაწილში; ყვრიმალთაშუა დიამეტრი ზომიერი; თვალბუდეების სიგანე და სიმაღლე საშუალოზე დაბალი; მკვეთრად წინ წარზიდული ცხვირი, საშუალოზე მაღალი უნაგირით; სახე მკვეთრად პროფილირებული ჰორიზონტალურ და სწორი ვერტიკალურ სიბრტყეში. დედაკაცებისათვის დამახასიათებელია: ბრაქიკრანია, მაღალი სახე, სახის ზედა სიგანე დიდი, ხოლო სახის შუა სიგანე და ყვრიმალთაშუა დიამეტრი მცირე, განიერი და მა- ღალი თვალბუდეები, საშუალო სიგანისა და მაღალი ცხვირი, ცხვირის უნაგირი ძალიან მაღალი, სახე ორთოგნატული, პროფილირებული. სამწუხაროდ, უმეტესი ნიშანი აღებულია ერთ თავის ქალაზე, ამიტომ ზოგიერთ ნიშნებში შეინიშნება ინდივიდუალური ვარიაციის კვალი.

აჭარლების (ბათუმი) სერია ძალზე პოლიმორფულია. მამაკაცებში გამოვლენილია თავის ქალას რამდენიმე ფორმა (ნ=29): დოლიქოკრანული (3%), მეზოკრანული (53%), ბრაქიკრანული (24%), ჰიპერბრაქიკრანული (17%) და ულტრაბრაქიკრანული (3%). რაოდენობრივად მეზოკრანები ჭარბობენ. ასევე ცვალებადია თვალბუდის მაჩვენებელი (ნ=27), გამოვლენილია: ჰამეოკონჰური (3.7%), მეზოკონჰური (40.7%) და ჰიპოკონჰური (55.6%) თვალბუდეები; ცხვირის მაჩვენებლის მიხედვით (ნ=21) აღინიშნება ლეპტორინული (61.9%), მეზორინული (19.0%) და ჰამერინული (19.0%) ცხვირი. ყველაზე ცვალებადი სიმოტური და დაკრიონული მაჩვენებლებია. სიმოტური მაჩვენებლის მიხედვით ძირითადად საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ხოლო განაწილება შემდეგნაირია (ნ=23): მცირე (13%), საშუალო (26%), დიდი (48%) და ძალიან დიდი (13%). დაკრიონული მაჩვენებელი სიმოტურთან ერთად ცხვირის 39 უნაგირის სიმაღლეზე მიუთითებს. აჭარლებს ძირითადად საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ (ნ=24): მცირე (4.1%), საშუალო (29.2%), დიდი (37.5%) და ძალიან დიდი (29.2%). აღსანიშნავია სერიაში სახის, ზედა მაჩვენებლის განაწილება. სერიაში გამოვლენილია თითქმის ყველა გრადაცია მაჩვენებლისა (ნ=16): ეუროპროზოპული (31.2%), მეზოპროზოპული (43.8%), ლეპტოპროზოპული (18.8%) და ჰიპერლეპტოპროზოპული (6.2%) სახე. ამ ყოველივედან ჩანს, რომ მოსახლეობა მეტად ცვალებადია. დედაკაცების თავის ქალები ძირითადად იმეორებენ ზემოთ აღნიშნულ ნიშანთა ცვალებადობას. ამ სერიაშიც მეზოკრანები სჭარბობენ (ნ=18), თუმცა უმნიშვნელოდ, რადგან დოლიქო (38.9%), მეზო (50%) და ბრაქიკრანული (11.1%) ფორმებია დაფიქსირებული.

სხვადასხვა ფორმების რაოდენობრივი შეფარდება პირობითია, რადგან დამოკიდებულია არჩევის შემთხვევითობაზე. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით რეალური რიცხვი იმ მოსახლეობისა, რომელიც თავის მიცვალებულებს კრძალავდა კონკრეტულ სამაროვნის ტერიტორიაზე და ა. შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ზოგადი ტენდენციის გამოვლენა, რაც შეეხება ამ სერიის ქალების კრანიოლოგიურ პოლიმორფიზმს, მიუხედავად ზოგადი ცნებისა, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით ბრაქიკეფალია მეტად ახასიათებთ, ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო სურათია სახეზე, სხვა დანარჩენი ნიშნით განსხვავება არ აღინიშნება.

 იმერლების კრანიოლოგიური სერიის მამაკაცების თავის ქალები მორფოლოგიურად განსხვავებულია, მათგან, ერთი ხასიათდება: მცირე გრძივი და ძალზე განიერი – ჰიპერბრაქიკრანული თავის ქალით და მაღალი ქალასარქველით. საშუალო სიგანის მკვეთრად პროფილირებული ვერტიკალურ პროექციაში სახით, მკვეთრად წარზიდული, მაღალი უნაგირის მქონე ცხვირით და დიდი თვალბუდეებით. მამაკაცის მეორე თავის ქალა ხასიათდება: ძალზე გრძივი და ვიწრო თავის ქალით (დოლიქოკრანია), საშუალო სიგანის მკვეთრად პროფილირებული სახით, ცხვირის მა- ღალი უნაგირით. ამავე სერიის ქალები ხასიათდებიან: ზომიერი ბრაქიკრანიით, მაღალი ქალასარქველით, ზომიერი სიგანის და პროფილირებული სახით, ცხვირის მაღალი უნაგირით.

მთიულების (ავენისი) სერიის მამაკაცებისათვის დამახასიათებელია მცირე გრძივი და საშუალოზე მაღალი განივი დიამეტრები, თავის ქალას მაჩვენებელი ბრაქიკრანული, თუმცა ერთი მეზოკრანული ფორმაც ფიქსირდება. აღსანიშნავია სერიის პოლიმორფულობა. ბრაქიკრანული თავის ქალები ხასიათდებიან, როგორც ვიწრო, საშუალო და განიერი შუბლით; მცირე, საშუალო და ძალიან დიდი სახის ზედა სიგანით; სახის ძალიან მცირე, საშუალო და დიდი სიგანით; ყვრიმალთაშუა 40 დიამეტრი საშუალოზე დიდია, მაგრამ არ აღწევს იმ მაქსიმალურ მნიშვნელობას, რითაც გამოირჩევა კავკასიონის ტიპი. თვალბუდეები განიერი და მცირე სიმაღლის, ცხვირი საშუალო სიგანისა და საშუალოზე მაღალი, უნაგირი საშუალო სიმა- ღლის, ცხვირის ძვლების კუთხე პროფილის ხაზთან ძალიან დიდი, სახე მკვეთრად პროფილირებული ჰორიზონტალურ და სწორი ვერტიკალურ სიბრტყეში. სერიის დედაკაცებისათვის დამახასიათებელია: საშუალო გრძივი და საშუალოზე მაღალი განივი დიამეტრები, თავის ქალას მაჩვენებელი ბრაქიკრანული, თუმცა მეზოკრანულ ფორმებთან ერთად ჰიპერბრაქიკრანულიც ვლინდება. ქალებს ახასიათებთ: განიერი შუბლი, საშუალო სახის ზედა სიგანე და მცირე სახის შუა სიგანე, საშუალოზე მცირე ყვრიმალები, განიერი და საშუალო სიდიდის თვალბუდეები, საშუალო სიგანის და საშუალოზე მაღალი ცხვირი, მკვეთრად წინ წარზიდული, ცხვირის უნაგირი საშუალოზე მაღალი, სახე მკვეთრად პროფილირებული ჰორიზონტალურ სიბრტყეში და სწორი ვერტიკალურში. კაცებთან განსხვავებით ქალებში ერ- თი მეზოგნატული სახის საერთო კუთხე და ერთიც საშუალოზე მაღალი ნაზომალარული კუთხე აღინიშნება. სხვა დანარჩენი ნიშნები ამავე თავის ქალებზე ნორმალური ცვალებადობის ფარგლებშია. ნაზომოლარული კუთხე (146,4) ჰიპერბრაქიკრანულ თავის ქალაზეა დაფიქსირებული. ჩვენი აზრით, რადგან დედაკაცების თავის ქალასთვის დამახასიათებელია შუბლის ძვლის ქიცვის ვერტიკალური მდგომარეობა, ხოლო ბორცვები გამოკვეთით აქვთ გამოხატული, ნაზიონი (ნ), რომელიც იღებს მონაწილეობას ზედა ვერტიკალურ კუთხის გაზომვაში აგებულებიდან გამომდინარე უფრო დაბლა ფიქსირდება. გარდა ამისა, ბრაქიკეფალიზაციას თან სდევს სახის განივი ზომების ზრდა, რაც თავისთავად ცვლის სახის იერს, ხოლო ამ შემთხვევაში მიუხედავად კუთხის მაღალი მნიშვნელობისა სხვა ნიშნებით თავის ქალა ევროპეოიდული ტიპისადმი კუთვნილებას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ავენისის სერია ბათუმის სერიისაგან განსხვავებით უფრო დიდი ყვრიმალთა- შორის დიამეტრით და უფრო მცირე გრძივი დიამეტრით ხასიათდება. ორივე სერიის თავის ქალებზე აღენიშნება სახე მკვეთრად პროფილირებული, ორთოგნატული, მაღალი უნაგირით.

სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის მუზეუმში დაცული მამაკაცის თავის ქალასათვის განსაკუთრებულად დამახასიათებელია ძალზე მოკლე გრძივი და მცირე განივი ქალას დიამეტრები. ქალას მაჩვენებელი ბრაქიკრანულია. სახე ვიწრო, დაბალი და მკვეთრად პროფილირებული. ცხვირის უნაგირი ზომიერი სიმაღლის, ხოლო ცხვირის ძვლები მკვეთრად წინ წარზიდული.

ქურთების კრანიოლოგიური სერია ზემოთ წარმოდგენილი ზოგადი მორფოტიპისგან მკვეთრად განსხვავდება. მამაკაცების თავის ქალები ხასიათდებიან: ძალზე დიდი გრძივი და საშუალოზე მცირე განივი დიამეტრებით, თავის ქალას მაჩვენებელი დაბალი (დოლიქო-მეზოკრანული); შუბლი საშუალო ან საშუალოზე ვიწრო; კეფა მკვეთრად გამოდრეკილი; სახე საშუალო სიგანის, ზომიერად პროფილირებული; ცხვირი საშუალო სიმაღლისა და სიგანის, ცხვირის უნაგირი საშუალო სიმაღლის. ქალები ხასიათდებიან: ძალზე დიდი გრძივი და საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მეტი ქალას სიგანით. ქალას მაჩვენებელი დაბალი, სახე ჰორიზონტალურ პროექციაში ზომიერად პროფილირებული; ცხვირი საშუალო სიმაღლისა და საშუალოზე ვიწრო, ცხვირის უნაგირი საშუალო სიმაღლის. ყვრიმალთაშორის დიამეტრი საშუალო სიგანის (გაზომილია 1 თავის ქალაზე).

ოსების მამაკაცების თავის ქალები ხასიათდებიან: ზომიერი განივი და გრძივი დიამეტრებით, თავის ქალას მაჩვენებელი მეზოკრანული, სახე ზომიერი სიგანის, ზომიერად პროფილირებული, ცხვირი საშუალოზე მაღალი, საშუალო სიგანის ზომიერად წარზიდული, ცხვირის უნაგირი საშუალოზე ოდნავ მაღალი. ამავე სერიის დედაკაცები ხასიათდებიან მეზოკრანიით, სწორი შუბლით, საშუალოზე ფართო სახით, სახის პროფილი ჰორიზონტალურ პროექციაში საშუალოზე მცირე, ვერტიკალურ პროექციაში ზომიერად დაქანებული, ცხვირი ზომიერი სიგანის და სიმაღლის.

სომხების მამაკაცების კრანიოლოგიური სერია ხასიათდება: საშუალოზე მოკლე ზომიერად ბრაქიკრანული ქალასარქველით, საშუალო სიმაღლისა და საშუალოზე მაღალი სახით, ვერტიკალურ პროექციაში ზომიერად სწორი, ხოლო ჰორიზონტალურ პროექციაში საშუალოზე მეტად პროფილირებული სახით, ცხვირის ძვლები ძალზედ წინ წარზიდული, უნაგირი მაღალი. ამავე სერიის დედაკაცები ხასიათდებიან: მოკლე და განიერი ქალასარქველით, თავის ქალას მაჩვენებელი ბრაქიკრანული, სახე საშუალოზე მეტი სიგანის, სწორი და საშუალოზე მეტად პროფილირებული, ცხვირი საშუალოზე მაღალი, მკვეთრად წინ წარზიდული ცხვირის ძვლებით.

ამრიგად, თანამედროვე მოსახლეობის კრანიოლოგიური მონაცემების საფუძველზე მოსახლეობა განეკუთვნება ინდოხმელთაშუაზღვისპირულ რასას. აჭარლების, მეგრელების და აფხაზების კრანიოლოგიური სერიები, შედარებით ვიწრო სახითა და ცხვირით უსათუოდ კოლხური ტიპის წარმომადგენლები არიან. ავენისის კრანეოლოგიურ სერიაში შეინიშნება კავკასიონის ტიპისათვის დამახასიათებელი შედარებით ფართო სახე. ბრაქიკეფალიზაციის პროცესი განხილულ სერიებში არ არის ბოლომდე მისული, რადგან ყველა სერიაში ჯერ კიდევ მეზოკრანების საკმაო რაოდენობაა დაფიქსირებული, ხოლო ქურთების სერიისათვის დამახასიათებელი ნიშნები კასპიურ ანთროპოლოგიურ ტიპთან მათ მორფოლოგიურ იდენტურობაზე მეტყველებს.

აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ ავენისის სერია ხასიათდება მცირე გრძივი და დიდი განივი დიამეტრებით, ქალას ძალიან მაღალი მაჩვენებელით. ამ ნიშნით მათთან მსგავსებას ავლენენ აფხაზები (მცირე გრძივი და საშუალო განივი დიამეტრები, ქალას მაჩვენებელი ბრაქიკრანული). მეგრელები და აჭარლები ასევე ბრაქიკრანიული თავის ქალებით ხასიათდებიან. ბრაქიკრანია, აჭრლებში დიდი და მეგრელებში კი ძალიან დიდი განივი დიამეტრითაა განპირობებული. მეგრელები გამოირჩევიან ძალიან განიერი შუბლით და ყვრიმალებით; დაბალი ცხვირით და დაბალი სახის სიმაღლით. აჭარლების განმასხვავებელი ნიშანია ვიწრო ცხვირი. აფხაზებისათვის საშუალო სიგანის ყვრიმალები, ხოლო საშუალო ცხვირის სიგანით ისინი აჭარლებთან მსგავსებას ამჟღავნებენ. ავენისის განმასხვავებელი ნიაშანია საშუალოზე მაღალი ცხვირი, მკვეთრი ბრაქიკრანია. მთლიანობაში ამ ნიშანთა კომპლექსით თანამედროვე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა დიფერენცირდება.

თუ ერთმანეთთან შევადარებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებულ კრანიოლოგიურ სერიებს (ოსები, სომხები), აღინიშნება აფხაზების მეტი მსგავსება საქართველოს თანადროულ მოსახლეობასთან.

სომხები აფხაზებისაგან განსხვავდებიან საშუალოზე მაღალი და საშუალოზე მეტი სიგანის სახით, საშუალოზე მაღალი ცხვირით. მეგრელი მამაკაცები (მცირერიცხოვანი სერიის მიხედვით) სომეხი მამაკაცებისაგან განსხვავდებიან დაბალი სახით, მკვეთრი ბრაქიკრანიით, ხოლო დედაკაცები _ ზომიერი ყვრიმალთაშორის დიამეტრით.

ოსებს მთიულებისგან განსხვავებით მეზოკრანია ახასიათებთ. გარდა ამისა, ოს დედაკაცებში აღნიშნულია სუსტად გამოხატული ცხვირი საშუალო უნაგირით. კავკასიონის ანთროპოლოგიური ტიპის ორ წარმომადგენელს შორის აღნიშნული განსხვავება თავის ფორმის მიხედვით, ჩვენი აზრით, მასალის შემთხვევითობასთანაა კავშირში. თუმცა, აქვეა აღსანიშნავი, რომ ავენისის მოსახლეობაში არის გამოვლენილი მეზოკრანული ფორმები.

აფხაზები ოსებისაგან განსხვავებით მაღალი უნაგირით, მკვეთრად წინ წარზიდული ცხვირითა და მკვეთრად პროფილირებული სახით გამოირჩევიან.

ქურთები, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და სომხებისაგან დოლიქო- მეზოკრანიით, ვიწრო შუბლით და საშუალო ყვრიმალთაშორის დიამეტრით გამოირჩევიან. ზემოთ, ზოგადად განვიხილეთ ჩვენს ხელთ არსებული კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის კრანიოლოგიური პოლიმორფიზმი. აღვნიშნეთ ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ. აფხაზების კრანიოლოგიური ნიშნების ინდივიდუალური და საშუალო მონაცემები წარმოდგენილია ცხრილებში (1-2). იმისათვის, რომ განგვესაზღვრა, რამდენად ერთგვაროვანია თანამედროვე აფხაზების სერია, არის თუ არა მასში მინარევები, გამოვიყენეთ შემდეგი სახის სტატისტიკური მეთოდები:

1. სერიაში გაზომილი ყოველი ნიშნის საერთო სიდიდე (X), მისი გადახრა (შ), საშუალო შეცდომა (ხ), და ვარიაციის კოეფიციენტი (ჩV) (შოკალ ანდ ღოჰლფ, 2000).

2. ორ ჯგუფს შორის, რომელთა ინდივიდთა რაოდენობა იყო ხუთი და მეტი მსგავსებისა და განსხვავების დასადგენად გამოყენებული იქნა კ. პირსონის მსგავსების კოეფიციენტი და მორფოლოგიური დისტანციები.

3. ძირითად ნიშანთვისებათა კომპონენტების გამოსაყოფად, ერთის მხრივ, ვაწარმოებთ ძირითადი კომპონენტების ანალიზს და, მეორეს მხრივ, დისკრიმენტულ ანალიზს, რათა ა პრიორი გამოვყოთ ის ვარიაციები, რომლებითაც თითოეული ჯგუფი განიცდის დისკრიმინაციას ერთმანეთის მიმართ (Pატტერსონ ანდ Hოწელლს, 1976 ; ჟუნგერ ეტ ალ.,1995 ; Lაგუნ ანდ ჟუნგერს, 1996 ; Aიელლო ეტ ალ.,1999 ; შოკალ ანდ ღოჰლფ, 2000).

ეს უკანასკნელი ანალიზი ჯგუფებში ინდივიდთა შეზღუდული რაოდენობების გამო წარმოებული იქნა ჯგუფის საშუალო არითმეტიკულის მონაცემებზე დაყრდნობით (შოკალ ანდ ღოჰლფ, 2000). სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებული იქნა ჟMP 6.0.2 (ჩოპყრიგჰტ © 2005, შAშ Iნსტიტუტე Iნც., ჩარყ, Nჩ, UშA) ანდ PAშთ ვერსიონ 1.61 (ჩოპყრიგჰტ Hამმერ ანდ Hარპერ 1999- 2007 Hამმერ ეტ ალ.,2001)) . წარმოდგენილ ჯგუფს შორის უნივარიბელურმა შედარებამ აჩვენა, რომ აჭარლები მეტად ვარიაბელური პოპულაციაა ვიდრე აფხაზები. სტანდარტული გადახრის კოეფიციენტით (შ) აფხაზები განსხვავდებიან მეგრელებისაგან შემდეგი ნიშნების მიხედვით: განივი დიამეტრი, გრძივი დიამეტრი, ქალას სიმაღლე, ქალას ფუძის სიგრძე, სახის სრული სიმაღლე, შუბლის უმცირესი სიგანე, სახის ზედა სიგანე, ყვრიმალთაშუა დიამეტრის შედარებით დიდი ზომებით და მცირე კუთხით ცხვირის ძვლების პროფილის ხაზთან. აფხაზები ახლოს დგანან აჭარლებთან, მათ შორის 44 განსხვავებები ძალიან მცირეა. აჭარლებს ახასიათებთ შედარებით დიდი გრძივი დიამეტრი, სახის სრული სიმაღლე, თვალბუდის სიგანე და სიმაღლე და შედარებით მცირე ცხვირის ძვლების კუთხე პროფილის ხაზთან.

პირველადი ანალიზის საფუძველზე მიღებული წარმოდგენის ფორმალიზებისათვის ჩატარებულია კომპონენტური ანალიზი. ამის განსახორციელებლად გამოთვლილი იყო მრავლობითი კორელაციები ძირითადი კრანიომეტრულ ნიშნებს შორის (ცხრ.#3). კრანიოლოგიური ნიშნების კორელაციური მატრიცის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ყველაზე მა- ღალი კავშირი აღინიშნება ქალას ფუძისა და სახის ფუძის სიგრძეებს შორის (0.82) და სახის ზედა სიმაღლესა და ცხვირის სიმაღლეს შორის (0.81). თავის ქალას გრძივი დიამეტრი მნიშვნელოვნად კორელირებს ქალას ფუძის სიგრძესთან (0.74). და ქალას სახის ფუძის სიგრძესთან (0.71); ასევე მაღალი კორელაციური კავშირია სახის შუა სიგანესა და ყვრიმალთაშუა დიამეტრს შორის (0.73).

სახის პროფილირების მაჩვენებელ ნიშნებთან მეტად არის დაკავშირებული თავის ქალას განივი დიამეტრი, რადგან მხოლოდ ამ ნიშანთან სუსტი, მაგრამ დადებითი კორელაციები აკავშირებთ სახის საერთო კუთხეს (0.31) და ცხვირის ძვლების კუთხეს პროფილის ხაზთან (0.41). ეს ნიშნები ყველაზე მეტად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან (0.52), ხოლო ყველა დანარჩენთან ავლენენ სუსტ უარყოფით კავშირებს (ცხრ.#3).

კომპონენტური ანალიზით ვლინდება, რომ აფხაზების მთლიანი ცვალებადობის 89.1%-ს აღწერს 7 ძირითადი კომპონენტი (ცხრ.#4). მაქსიმალური ცვალებადობა პირველ კომპონენტზე მოდის (37.6%), ხოლო დანარჩენი ექვსი კომპონენტი ერთობლივად ცვალებადობის 51.5%-ს მოიცავს. ცალკეული კომპონენტების ინტერპრეტაციას არაერთგვაროვან დასკვნებამდე მივყავართ.

I კომპონენტი შემდეგი ნიშნებით იტვირთება: სახის ფუძის სიგრძე (0.40397), გრძივი დიამეტრი (0.38995), ყვრიმალთაშუა დიამეტრი (0.36776), სახის შუა სიგანე (0.33014), ქალას ფუძის სიგრძე (0.32371), სახის ზედა სიგანე (0.31996). დაბალ დატვირთვას ავლენენ სახის გრძივი ზომები: სახის ზედა სიმაღლე (0.23279), ცხვირის სიმაღლე (0.17879), ქალას სიმაღლე (0.20767). ამ კომპონენტზე უმეტესად სახის განივი ზომები ასახავენ აფხაზების შიდაპოპულაციურ ცვალებადობას. ზოგადად, I კომპონენტი განივი ზომების ცვალებადობის კომპონენტია. ამ კომპონენტით არ ხდება ჯგუფების დიფერენცირება.

***

ლია ბითაძე – აბხაზების ანთროპოლოგიური ისტორია

თავი VI. ანთროპოლოგიური მონაცემები აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის
(დასკვნის მაგიერ)

დატოვე კომენტარი