Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი -I

ენდრიუ ანდერსენი და გეორგ ეგგე

 

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში

 Armeno-Georgian War of 1918

and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century

 

 I ნაწილი

 

შესავალი

დღევანდელი დღისათვის კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით სამი სახელმწიფოს ტერიტორია, რომელთა დამოუკიდებლობა აღდგენილი იქნა სსრკ-ს დაშლის შედეგად, და წარმოადგენს ორი გადაუჭრელი სამხედრო პრობლემის არენას: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი ყარაბახის კუთვნილების გამო და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს საქართველოს ორი სტრატეგიული ოლქის– აფხაზეთის და ცხინვალის (უკანასკნელი ცნობილია აგრეთვე როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი).

სამხრეთ კავკასიის კონფლიქტური ზონები არ შემოიფარგლება აფხაზეთით, ყარყაბახითა და ცხინვალით. რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციით დაინტერესებული ძალების ყურადღების ცენტრში არის სახელდობრ სომხეთ-საქართველოს საზღვრის ზონა, სადაც შეიმჩნევა განსაზღვრული დაძაბულობა, რომელიც გარემოებების არახელსაყრელი განვითარებისას შესაძლოა გადავიდეს კონფლიქტში. სხვადასხვა პოლიტიკური წრეები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მუშაობენ სომხეთ-საქართველოს საზღვრის ზონაში დესტაბილიზაციისთვის (სახელდობრ სომხებით დასახლებულ ქართულ ოლქ ჯავახეთში), აქტიურად გამოიყენებენ პროპაგანდისტული მიზნებით სომხეთ-საქართველოს ომის მოვლენებს, განვითარებულს 1918 წლის ბოლოსათვის და რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა რეგიონში საერთო მდგომარეობაზე. ამ ისტორიულ ეპიზოდზე საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სიმწირე იძლევა დიდ შესაძლებლობებს XX საუკუნის დასაწყისისთვის ამ ნაკლებად ცნობილი ომის იდეოლოგიზირებული და ზოგჯერ წამქეზებლური ინტერპრეტაციისათვის. 

წინამდებარე ნაშრომი მოწოდებულია გადმოსცეს ზემოხსენებული ომის ზედმიწევნითი აღწერა და გაუკეთოს ანალიზი მის შედეგებს, როგორც სომხეთისათვის, ასევე საქართველოსთვის, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ მას, თუ როგორ თამაშდება ჩვენს დროში ეს შედეგები იმ ძალების მიერ, ვინც დაინტერესებულია მთელი რეგიონის დესტაბილიზაციით – უპირველესად კი რუსეთის ფედერაციის მმართველი წრეების მიერ, რომლებსაც მთელ რიგ საშინაო  საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად გააჩნიათ სრული კონსესუსი სამხრეთ კავკასიის თავიანთი გავლენის ქვეშ შენარჩუნების სწრაფვაზე და არ დაუშვან დასავლეთის სერიოზული პოლიტიკურ-ეკონომიური ყოფნა ევროპისა და აზიის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზათშესაყარზე, უტოლდება რეალური დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მიღწევებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში [1]. 

ავტორები დარწმუნებულები არიან, წარსულში გაჩენილი ერთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის ბუნებისა და დეტალების ცოდნა წარმოადგენს უმთავრეს ინსტრუმენტს მათი წარმატებითა და არაძალისმიერი მეთოდებით გადაჭრისათვის.  

 

საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა

 

1918 წლის 9 აპრილს რუსეთის იმპერიის დაშლის, რევოლუციური ანარქიისა და თურქეთის ამაოხრებელი შემოჭრის პირობებში – ქ. ტიფლისში (თბილისი) გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მოიცავდა ხუთ გუბერნიას და ერთ ოლქს, ადრე რუსეთის სამხრეთ კავკასიურ სამფლობელოებს. ახალმა სახელმწიფომ თვეზე მეტ ხანს იარსება. მთავრობასა და პარლამენტში დომინირებულ ეროვნულ პარტიებს შორის წინააღმეგობებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს, აღმოჩნდა შეუთავსებელი. ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და მაისის ბოლოს იმავე თბილისში თითქმის ერთდროულად (ორი დღის ინტერვალით) გამოცხადდა სამი რესპუბლიკის – აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

როგორც წესი, ფედერაციის დაშლას ცალკეულ სახელმწიფოებად დაუყოვნებლივ  თან სდევს პრობლემები,  ტერიტორიული გამიჯვნით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარად ვითარდებოდა. თურქეთის სასულთანოს (ოტომანების იმპერია) ჯარებმა, გეგმავდენ რა კავკასიის დაპყრობას, გადალახა რა საქართველოსა და სომხეთის სუსტი წინააღმდეგობა, დაიპყრეს რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი და საქართველოსა და სომხეთს თავს მოახვიეს ბათუმის საზავო ხელშეკრულება (ხელი მოეწერა 1918 წლის 4 ივნისს). ბათუმის ხელშეკრულების და აგრეთვე შემდეგდროინდელი შეთანხმებების პირობებით, რომლებიც იქნა თურქეთის მიერ თავსმოხვეული, ახლად წარმოწმნილი ორი რესპუბლიკა ტერიტორიულად იმდენად იყო შემცირებული, რომ მათ შორის საერთო საზღვარიც აღარ დარჩა. სომხეთის ტერიტორია გაერთიანდა პატარა ანკლავად, ჩამოჭრილს ერევნის, ეჩმიაძინისა და ახალ – ბაიაზეთის მაზრების ნაწილებიდან. საქართველოს კი, დადო რა სეპარატული ხელშეკრულება გერმანიასთან, უნარჩუნდებოდა ქუთაისის და თბილისის გუბერნიის ნაწილი (ოტომანების იმპერიის მიერ ანექსირებული ახალქალაქისა და ახლაციხის მაზრების გარეშე). ალექსანდროპოლის მაზრა ბათუმის ხელშეკრულების თანახმად იყო თურქეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული და ნაწილობრივ ანექსირებული, რომელიც შემდეგ მიიწევდა ტერიტორიულად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აზერბაიჯანისკენ (ნახეთ 2-ე და 3-ე რუკა)       

 

ხელშეკრულების შემდეგ თურქეთის სარდლობა დაჟინებით მოითხოვდა „ტერიტორიის დამატებითი ნაწილების – თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ლორის მონაკვეთის ოტომანების მმართველობის ქვეშ დროებით გადაცემას“. მონაკვეთი ესაზღვრებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას, რომლის მეშვეობით თურქეთის ჯარები გადადიოდნენ აზერბაიჯანში, სადაც მიდოდა ბრძოლა თურქეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკებს შორის, რომლებმაც დაიპყრეს ხელისუფლება ბაქოს გუბერნიის ტერიტორიის ნაწილზე. ზემოთხესნებული გზის მონაკვეთი, კარაკლის და დილიჟანს შორის, უშუალოდ გადიოდა საქართველოსთან დარჩენილ თბილისის გუბერნიის საზღვართან ახლოს და თურქეთის სარდლობას წარმოედგინა საგანგებოდ მნიშვნელოვნად ამ საზღვრის გადაწევა ჩრდილოეთისკენ, რათა უზრუნველეყო გზის უსაფრთხოება სომეხი პარტიზანების მიერ შესაძლო თავდასხმებისაგან, რომლებიც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას.

ქვევით მოტანილია ამონარიდი საქართველოს მთავრობის დოკუმენტიდან, რომელიც გამოცემულია აღწერილი მოვლენების ერთი წლის შემდეგ: „სხვათა შორის თურქეთის მხრიდან საქართველოს მთავრობას წარედგინა მოთხოვნა 1918 წლის 4 ივნისს დადებული ხელშეკრულების II სტატიიდან დროებითი უკანდახევა, უფლება მისცეს თურქეთის ჯარებს დროებით დაიკავოს ბორჩალოს მაზრის ნაწილი მდინარე კამენკაზე  რკინიგზის ხაზის სამხრეთით კობერის გადასარბენის ხიდისა და კალაგერანის სადგურიდან (117 ვერსზე). ეს ღონისძიება აუცილებელი იყო თურქეთის სარდლობისათვის მათ მიერ ჯარების კარაკლის-დელიჟან-კაზახის გზატკეცილზე გადაადგილების თვალსაზრისით, მისი გადაადგილების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოებისათვის. თურქეთის სარდლობის დაჯინება მხარდაჭერილ იქნა თბილისში გერმანიის სამხედრო მისიის მიერ და საქართველოს მთავრობა ჩაყენებულ იქნა გამოუვალ მდგომარეობაში, დაეკმაკოფილებინა ასეთი ემოქმედა და დაეთმო თავისი პრეტენზიები თბილისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე  და რკინიგზის ხაზზე გვირაბის შუამდე, სადგურ შაგალამდე. მას მოუწია დასთანხმებოდა ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის თურქეთის მხრიდან დროებით ფაქტიურ დაუფლებაზე.

მთელი რიგი სამხედრო ქმედებების შედეგად, რომელიც წარმოიშვა ამ გამოძალვითა და თურქეთის სარდლობასთან მოლაპარაკებებით, თურქეთის ჯარებს მიეცათ უფლება დაეკავებინათ მდინარე კამენკის მარჯვენა სანაპიროს ხაზი – კერძოდ კი: სოფლები ნოვო-პოკროვკა, ჯელალ–ოღლი, ნიკოლაევკა, გერგერი, ვარტანლური, კურტანი, დარ-კენდი და შემდეგ ხაზი ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზების ალექსანდროვკის მონაკვეთის 117 ვერსტის ხიდიდან სადგურებ კობერისა და კალაგერანის შუა განლაგებამდე, მარცისა და ლორუტის სოფლებამდე. შესაძლებელი გახდა,  დაეცვათ ამ ხაზის ჩრდილოეთის ადგილები თურქეთის ოკუპაციისაგან და თურქების შემოჭრისაგან. მისი დაცვისათვის ჩაყენებული იქნა ქართული სამხედრო რაზმები, რომელთა განლაგების ადგილები იყო სოფლები ვორონოვკა, ალექსანდროვკა, აიდაბერკი, მღარტი, კობერის  გასაყარი და სოფელი კორინჯი და ცატერი“ 1(2).  

ზემოთმოყვანილ ციტატაში „მთელ რიგ სამხედრო მოქმედებებში“ იგულისხმება 1918 წლის ივნისში მომხდარი შეტაკებები ქართულ და მის მხარდამჭერ გერმანულ ნაწილებსა და თურქეთის ჯარებს შორის, რომლებმიც ხელშეკრულების წინააღმდეგ კარაკლისის მხრიდან ჩრდილოეთისკენ, თბილისის მიმართულებით აგრძელებდენ შეტევებს. ამ შეჯახებების შედეგად თურქები იქნენ შეჩერებულნი მდინარე კამენკაზე და წითელ ხიდთან. შეჯახებებმა გამოიწვიეს მკვეთრი, თუმც ხანმოკლე კონფლიქტი უკვე სუსტ მოკავშირეებს კაიზერის გერმანიასა და ოტომანთა თურქეთს შორის.

დოკუმენტში მითითებული სადემარკაციო ხაზი გახდა საქართველოს ფაქტიური საზღვარი ბათუმის ხელშეკრულებისა და 1918 წლის ბოლოსათვის ოტომანთა იმპერიის კაპიტულაციის პერიოდში. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სომხეთის ტერიტორიასთან პირდაპირი შეხება 1918 წლის გვიან შემოდგომამდე არ ჰქონია, რადგანაც სადემარკაციო ხაზის სამხრეთით განლაგებული ტერიტორია თურქების მიერ კონტროლდებოდა.

სქემა 1: თურქეთის, საქართველოსა და გერმანიის პოსტების განლაგება სადემარკაციო ხაზის გასწვრივ (1918 წლის ივნის-სექტემბერში)

 

სქემის ახსნა:

♦ ორმაგი წითელ-ნარინჯისფერი ხაზი მდინარე კამენკის ორსავე ნაპირზე წარმოადგენს სადემარკაციო ხაზს, რომელზედაც იდგა თურქეთი 1918 წლის ივნისში.
♦ მწვანე ხაზით აღნიშნულია თბილისის გუბერნიის საზღვარი, რომელიც  ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
♦  წითელი ხაზით აღნიშნულია საქართველოსა და სომხეთს შორის თანამედროვე საზღვარი, რომელიც ემთხვევა მოკავშირე რესპუბლიკების საზღვარს 1991 წ. სსრკ-ს დაშლამდის.
♦ ღია მწვანე და ყვითელი ფერით აღნიშნულია თურქეთისა და საქართველოს ფაქტიური კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები 1918 წლის გაზაფხულზე. ფართე მწვანე ხაზით აღნიშნულია ყარსი აღსტაფის სტრატეგიული გზატკეცილი, ტურქეთ აზერბაიჯანის დამაკავშირებელი.
♦ წითელი ალმები ნახევარმთვარეებით თურქული პოსტები, მუქი ალუბლისფერი შავ-თეთრ ხაზებიანი ალმებით ქართული პოსტები. წითელ-შავ-თეთრი ალმებით – გერმანული პოსტები

 

ტერიტორიული კონფლიქტის წარმოშობა

 

1918 წლის შემოდგომა აღინიშნა განვლილ 12 თვეში ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საერთაშორისო მდგომარეობის მეორე მკვეთრი ცვლილიბებით. ცენტრალური ბლოკის ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი) ომისაგან გადაღლილი მთავრობები დაადგნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და კაპიტულაციის გზას. 29 სექტემბრისა და 11 ნოემბრის პერიოდში ზემოთხსენებული ქვეყნებიდან ოთხმა დადეს დაზავება ანტანტის წვეყნებთან. კერძოდ 1918 წლის 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადა თურქეთმა, დასდო რა მუდორის ზავი, რომლის თანახმადაც მისი ჯარები, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ კავკასია, უნდა დახეულიყვნენ 1914 წლის რუსეთ-თურქეთის სასაზღვრო ხაზზე. კაპიტულაციამდე ორი კვირით ადრე კი, როდესაც თითქმის ყველა ფრონტზე წაგებული ომის დამთავრებამდის გახდა ნათელი, თურქები შეუდგნენ ბათუმის ხელშეკრულების მიხედვით ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების ევაკუაციას. მაშინ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთის სარდლობასთან შეთანხმებით (1[1]) დაიწყეს თურქეთის მიერ ოკუპირებული ერევნის გუბერნიის ტერიტორიების დაკავება.  1918 წლის 18 ოქტომბერს სომხური რაზმები შევიდნენ თურქების მიერ ადრე ოკუპირებულ თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ზონაში მდინარე კამენსკის სამხრეთით, აგრეთვე გადავიდნენ სადემარკაციო ხაზზე და დაიკავეს კობერის სარკინიგზო გასაყარი (2[2]), რომელიც საქართველოს მხარეს იმყოფებოდა, დაახევიეს რა იქედან ქართულ-გერმანულ პიკეტს. სწორედ მაშინ დადგა თავისი სიმწვავით გადაუწყვეტელი იმის შესახებ თუ სად უნდა გასულიყო სახელმწიფო საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის (ნახეთ 3-ე რუკა)

 


 

ჯერ კიდევ იმავე წლის ზაფხულში, საქართველოსა და სომხეთის მმართველი წრეების მიერ ორგანიზებულმა რამოდენიმე კონსულტაციამ და კონფერენციამ, აგრეთვე პუბლიკაციებმა თბილისისა და ერევნის  ოფიციოზის პრესაში, გამოიწვია უთანხმოება მოცემულ საკითხზე ორ ქვეყანას შორის. 1918 წლის შემოდგომისთვის სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული დავის ობიექტი მთავარი არსით გახდა თბილისის გუბერნიის სამხრეთი ნაწილი, რომელიც მოიცავდა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებს (1[3]). სომეხი ნაციონალისტების უმრავლესობის აზრით მთელი ახალქალაქის და ნახევარზე მეტი ბორჩალოს მაზრისა, უდავოდ ექვემდებარებოდნენ სომხეთის შემადგენლობაში შესვლას (1[4]).

მათ შორის უფრო რადიკალურებმა მოუწოდეს, გაავრცელონ სომხური პრეტენზიები უფრო შორს, ჩრდილო დასავლეთით ბათუმამდის შავ ზღვაზე გასასვლელთან. საქართველოს მხრიდან ლიდერთა უმრავლესობა და ძირითადი მასა და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილი თანხმდებოდა იმაზე, რომ თბილისის გუბერნიის სამხრეთ აღმოსავლეთი საზღვარი უდავოა და არ ექვემდებარება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების რევიზიას (1[5]). საქართველოში არსებობდნენ აგრეთვე ელიზავეტოპოლის გუბერნიის კაზახის მაზრის ნაწილის და ერევნის გუბერნიის ალექსანდოპოლის მაზრის ნაწილის საქართველოს შემადგენლობაში შემოყვანის მომხრეები.

რას ეფუძნებოდა მხარეთა პრეტენზიები მომწიფებულ კონფლიქტზე? საქართველოს ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა ისტორიული კუთვნილების პრინციპს. სომხეთის ტერიტორიული მოთხოვნები კი ეფუძნებოდა ხალხთა თვითგამორკვევის ახალ პრინციპებს, აკეთებდენ რა აქცენტს სადაო ტერიტორიების ეთნიკურ შემადგენლობაზე. 
ქვევით მოყვანილი იქნება არგუმენტები, გამოყენებული კონფლიქტის მხარეების მიერ ორი მაზრის ტერიტორიებზე პრეტენზიების გასამყარებლად. 

 

  

სადავო ტერიტორიების მოკლე ისტორია

 

ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის ტერიტორიების სახელმწიფოებრივი კუთვნილება უნდა მოვიძიოთ უხსოვარ წარსულში (ნახეთ რუქა 1). არქეოლოგიური გათხრები და ძველი ავტორების (ჰეროდოტე, ქსენოფონტე, ჰეკატეოს მილეტელი, პტოლემეუსი და სხვა) აღწერები გვაძელევენ საშუალებას,  ვირწმუნოთ, რომ სულ მცირე ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან მეორე საუკუნემდე თითქმის მთელი ხსენებული ტერიტორია შედიოდა ძველი იბერიის შემადგენლობაში. ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების მიმდინარეობისას ძველმა ქართულმა სახელმწიფომ განიცადა დიდი ტერიტორიული დანაკარგები და სტრაბონის თანახმად, დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვენთვის საინტერესო ორი მაზრის ტერიტორიის ჩათვლით,  თითქმის სამასი წელი გადავიდა სომხეთის შემადგენლობაში ან სხვადასხვა ისტორიულ მომენტში სომხეთი ან მისი ნაწილები    
კონტროლდებოდა უფრო დიდი სახელმწიფოების მიერ (რომი და პართია).

 

ახალი წელთარიცხვის II საუკუნის დასაწყისი დამახასიათებელია ქართული სახელმწიფოების გაძლიერებით და თითქმის ხუთასი წლის მანძილზე დაკარგული ტერიტორიების იბერიის შემადგენლობაში დაბრუნებით – არაბების მიერ მთელი რეგიონის დაპყრობამდე 656 წ. არაბეთ-ბიზანტიის ასწლოვანი ომის და არაბეთის ხალიფატის დასუსტების შემდეგ, დაიწყო  როგორც საქართველოს, ისე სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის პერიოდი, გაბნეული მცირე სამეფოებისა და სამთავროების სახით. 

აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს X საუკუნის დასასრულს აღმოცენებული ლორე-ტაშირის სამეფო, იმ ტერიტორიების ბაზაზე, რომლებიც ქრისტიანებმა გამოსტაცეს თბილისის ემირატს (1122 წლამდე შემორჩენილი ერთადერთი არაბეთის ხალიფატის ნამსხვრევებიდან), აგრეთვე, ტაო-კლარჯეთის სამეფოს ჩამოცილებული ნაწილები, კახეთის სამთავრო და შირაქის სათავადო (პირველი ორი ქართული სამეფოა, უკანასკნელი კი სომხური). ლორე-ტაშირი, რომლის საზღვრები მოიცავდა თითქმის მომავალი ბორჩალოს მაზრის ტერიტორიას, აგრეთვე ალექსანდროპოლისა და კაზახის მაზრების ნაწილები, სომეხ მეცნიერებს შორის მიჩნეულია სომხურ სახელმწიფოდ. ამავე დროს, ქართველი და უკანასკნელ დრომდის რუსი ისტორიკოსები ამ სამეფოს განსაზღვრავდენ, როგორც სომხურ-ქართულს.

აქ მიზანშეწონილია იმის აღნიშვნა, რომ განსახილველ შუასაუკუნეების ისტორიის პერიოდში ევროპაში და მასზედ მიმხრობილ კავკასიაში არ იყო გავრცელებული ეთნო-ლინგვისტური თეორიები, დღეს ნაციონალიზმად წოდებული. იმ პერიოდში სახელმწიფოები ყალიბდებოდნენ მოსახელობის უმრავლესობის ერთგულების საფუძველზე მმართველი ოჯახისადმი (ლორე-ტაშირის სამეფოს შემთხვევაში – ერთგულება კვირიკიდებისადმი), რელიგიების ბრძოლის მოწინავე ხაზებზე კი, ერთ-ერთი მათ შორის გადიოდა სამხრეთ კავკასიაზე – თავდადება განსაზღვრული მოძღვრებისა და რიტუალებისადმი. მათეოს ურაეცის წყაროებისა  და არუთინოვ-ფიდანიანის ახალი გამოკვლევების თანახმად, ლორე-ტაშირის სამეფო იყო ქალკედონობის ბატონობის ზონა (ე.ი. მართლმადიდებლობის) და ექვემდებარებოდა ქართულ სამოციქულო ეკლესიას, ყველა მეზობელი კი, მათ შორის ბიზანტიელებიც, მის მცხოვრებლებს განიხილავდნენ ან როგორც რომაელებს (ბიზანტიელები) ან როგორც ივირებს (ქართველები).   

 

ომებითა და არეულობებით გამოწვეულმა ლორე-ტაშირის დაცემამ 1124 წლის დასასრულისათვის, იმ დროინდელი მთელი ჩრდილოეთ სომხეთი – სევანის ტბიდან და  ყარაბახის მთებიდან არაქსამდე, მოაქცია საქართველოს გვირგვინის ხელისუფლების ქვეშ. „საქართველოს ოქროს საუკუნე“-ში, XII საუკუნის პირველი ათწლეულებიდან XIII საუკუნის პირველ მეოთხედამდის, მომავალი ორი მაზრის ტერიტორიები სამხრეთ კავკასიის დიდ ნაწილთან ერთად შედიოდა საქართველოს ცენტრალიზებული მონარქიის შემადგელობაში. ამისათვის საჭიროა ავღნიშნოთ, რომ თაშირის ოლქი, მომავალი ბორჩალოს მაზრის უდიდესი ნაწილის ჩათვლით, თრიალეთის გარეშე (დღევანდელი წალკის რაიონი) იმყოფებოდა ზაქარიდების მმართველობის ქვეშ – საქართველოს მეფეების ადგილობრივი ნაცვლების შთამომავლები ჩრდილოეთ სომხეთში, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად იყო გამოყოფილი.  ჯავახეთის ოლქი (მომავალი ახალქალაქის მაზრა) არ შედიოდა ზაქარიდების დომინიონობაში და რჩებოდა საკუთრივ საქართველოს ძირეული ტერიტორიების რიცხვში.  

 

შემდგომში – აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების (ქართლი, კახეთი) რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიამდე 1801 წ., ბორჩალოს მაზრის ტერიტორიას არ დაუტოვებია საქართველოს (ქართლის) საზღვრები. რაც შეეხება ჯავახეთს, ეს ოლქიც რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში ცენტრალიზებული სამეფოს რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლამდე, XV საუკუნის შუახანებამდე. ხსენებული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჯავახეთი იყო ნაწილი საკმაოდ ძლიერი სამხრეთ ქართული სამცხის სათავადოსი, ოტომანების იმპერიის მიერ მის ლიკვიდაციამდე და სრულ განადგურებამდე 1590 წ. ორას ორმოცი წლის შემდეგ ჯავახეთის თურქეთის შემადგენლობაში ყოფნა შეწყვეტილ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ მისი დაპყრობით. ის გამოეყო ახალციხის საფაშოს და იქცა თბილისის გუბერნიის მაზრად.

ზემოთ მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, რომლებიც, როგორც საქართველოს ლიდერებისთვის, ისე განათლებული ქართველების უმრავლესობისთვისაც იყო ცნობილი, საქართველოს ხელმძღვანელობა სთვლიდა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებს საქართველოს განუყოფელ და უდაო ნაწილებად. (2 [2]).

 

გაგრძელება 

 

[1] Michael P. Croissant, The Armenia-Azerbaijani Conflitc: Causes and Implications (London, 1998), p.xiii

1[1] R. Hovannisian, The Republic of Armenia (Los Angeles, 1982), Vol. I, p. 73.

1[2] Из истории армяно-грузинских взаимоотноошений, стр. 14
1[3] Ахалкакский уезд был аннексирован Оттоманской Империей по Батумскому договору (4 июня, 1918) и должен был быть очищен турками по Мудросскому Перемирию (30 октября, 1918) (Авт.)
1[4] M. Varandian, Le conflit armeno-georgien et la guerre du Caucase (Paris, 1919), стр.75.
1[5] Из истории армяно-грузинских взаимоотноошений, стр.68.
1[6] Из истории армяно-грузинских взаимоотноошений, стр.10
   M. Varandian, Le conflit armeno-georgien et la guerre du Caucase (Paris, 1919), p.75.
   Hovannisian, p. 72.

 

 
2[1] Здесь и далее мы избегаем распространенного в российских исторических исследованиях термина «царства» по отношению к небольшим христианским государствам Южного Кавказа. Здесь нам представляется более правильным употребление слова «королевства» (Авт.)
 
2[2] Этот аргумент не ставится под сомнение наиболее компетентными исследователями вопроса, в частности – профессором Ричардом Ованисьяном (см. R. Hovannisian, The Republic of Armenia (Los Angeles, 1982), Vol.

 

 

5 Responses to “• 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი -I”

  1. giorgi said

    saingiloze mosadziebeli mak da sad vipovo ar icittt all tu icit dawered plzz

    Like

  2. lmmmml said

    ra kargi ikneboda somxebi saertod rom zavidodnen sakartvelodan da samzxe javaxetidan. an kidev samzxe javaxetchi 100-200 kartveli mosaxle….

    Like

  3. giorgia said

    zogadad somxebis sawinaagmdego me araferi maqvs magram kompaqturad mosaxle somxebi(da aramarto somxebi nebismieri araqartveli vinc tavis erovnebis xalxtan kompaqturad cxovrobs) safrtxes qmnian saqartvelostvis. da amitom dzala rom saqartvelosken iyos unda mieces saqartveloshi kompaqturad chasaxlebul somxebs ramdenime dge an erti kvira da vinc ar wava daixvritos, mere naxon rogor unda damoukideblobaze chalichi. egeni xom javaxetis gamoyofaze chalichoben da ertxel erti mec vnaxe tbilisshi(kolmeurneobaze) shav maikaze zurgze ewera javax tu ragac maseti anu javaxeti damoukideblobis motxovnis pontshi ra, rom mecema dzagloba kidev me gamitrakebda arada sacemi ki ara mosaklavia yvela maseti somexi, me maset somxebis(da aramarto somxeebis) dedebs sheveci!!!

    Like

  4. jaba melkadze said

    egrea zma, getanxmebi da vinc ar getanxmeba, imatac unda ekutvnodet eg gineba!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s