Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ისტორიული ძეგლები

♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

ქართული ისტორიული ძეგლები

***

ლორე – ტაშირის ქართული ძეგლები

ახტალა  –Akhtala

akhtala[1]

საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული, ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა…

ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდ წინ არის წამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინადანთა თემა – გამოსახულნი არიან: წმ.ნინო, წმ.იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე, აგრეთვე წმ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმ.ილარიონ ქართველი.

საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმების და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდგომ, 1802 წლიდან, ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნს მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლებიც.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა, ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.

axtala

ახტალის ციხის აღმოსავლეთ კედელი

***

ქობაირი (ქობერი ) – Kobairi

qobair

 მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

qobair

qobair

ქობაირის ქართული წარწერა

ქობაირის ქართული და სომხური ეპიგრაფიკის მეცნიერული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ლეონ მელიქსეთ-ბეგმა გამოიტანა მართებული დასკვნა: ქობაირის ქართული წარწერები გვხვდება მთელ რიგ შენობებზე (დიდი ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო-სამარხი), სომხური გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეკლესიაზე. ეს უთუოდ იმის მაჩვენებელია, რომ მონასტერს განუცდია გარდატეხა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იმ მხრივ, რომ წინათ ის ყოფილა სომეხთა ანტიქალკედონისტთა სავანე, ხოლო შემდგომ გადაქცეულა სომეხ-ქართველ ქალკედონისტთა სავანედ, რასაც სხვათა შორის, ქართული წარწერების გარდა, ამტკიცებს მთავარი ეკლესიის საკურთხევლის აგებულება ქალკედონისტური რიტუალის მოთხოვნილებისამებრ და აგრეთვე იმავე ეკლესიისა და ეგვტერის კედლის მხატვრობა ქართული ასომთავრული წარწერებითურთ.

ქობაირის ქართული წარწერა

qobair

ქობაირის ქართული ფრესკა

***

ხუჯაბი ან ჰუჯაბი  – Hujabi – Khuchapi

http://iberiana2.files.wordpress.com/2012/07/xujabi.jpg

ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი. მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფელ ახქერფის მახლობლად.

ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII საუკუნის I ნახევრის ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII საუკუნის I ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვა). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

ქტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX საუკუნეში წაუშლიათ სომხებს.

P.S. როგორ გადმოიწია საზღვარმა 400 მეტრით ჰუჯაბის ქართული ეკლესიის სომხეთის შემადგენლობაში მოსახვედრად?
http://iberiana2.wordpress.com/armenia/hujabi/

***

ჰნევანქი – Hnevank

File:Hnevank-raffi kojian-DCP 4488.JPG
ამ ეკლესიას ქართულად “ძელი ჭეშმარიტისა” ეწოდება. ამ სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს. 1. ჰუნე ვანქ – ბერძენთა მონასტერი. 2. ჰუნე ვანქ – ძველი მონასტერი, ქალკედონიანთა სავანის მნიშვნელობით. ვახუშტი ამ მონასტრის შესახებ წერს: “კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა – მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე”. პროფესორმა კ. ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ. მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა – ვახუშტი თავის “საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში”, როცა რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხესიმაგრეს აღწერს, გარდა საისტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.

გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი VIII-IX საუკუნეებით აქვს დათარიღებული. ამ ძეგლის დეტალურად განხილვისას ლეონ მელიქსეთ-ბეგი მართებულად დაასკვნის: “ყოველ ეჭვის გარეშეა, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XII საუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რის აღმნიშვნელნი არიან XII-XIII სს-ის ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე”.

ჰნევანქის მონასტერი რეკონსტრუქციის შემდეგ

***

თეჟარიუიქი – Thezaruyg

თეჟარიუიქი  – ძველი სახელია თაიო-ჩარუხი. სოფელ მეღრაძორის ახლოს არის ეკლესია, რომელსაც ეწოდება გიურჯიქილისა – ქართველთა ეკლესია. სომხურ წყაროებში ეწოდება აგრეთვე – პღნძაანქს.

ლეონ მელიქსეთ-ბეგი წერს, რომ ამ ეკლესიის “ქართული წარწერები იმის საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ზაქარიასა და ავაგის დროს კიდევ არაერთი ქალკედონური ეკლესია აშენდა სომხეთში”. მასვე მიაჩნია ეს ქართული მონასტერი XII-XIII საუკუნეების ძეგლად.


http://www.kvirispalitra.ge/history/11714-qarthuli-eklesiebi-somkhethshi.html

***

ანისის ქართული ეკლესია

ანისი — სომხური სახელმწიფოს – ანისის სამეფოს დედაქალაქი თურქ-სელჩუკების შემოსევამდე. ამჟამად ქალაქის ნანგრევები მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე ყარსის პროვინციაში, მდინარე ახურიანის მარჯვენა ნაპირზე.

სავარაუდოდ, ეკლესია აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში, წარწერა კი შესრულებულია XIII ს.

ეკლესიის სამხრეთის კედელი ჩამოინგრა 1840 წელს. დღეს მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი დგას.

შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია ხარების სცენა.

ანისის ქართული წარწერა ნიკო მარმა აღმოაჩინა 1910 წელს, გათხრების დროს. ესაა ეპიფანე კათალიკოსის 1218 წლის განჩინება, რომლითაც მან ანისის სამღვდელოებას აუკრძალა იქაური ქართველი და სომეხი ქალკედონიტი მრევლისთვის გადიდებული გადასახადების დაწესება გვირგვინის კურთხევისა და მიცვალებულთათვის წესის აგების დროს. წარწერიდან ჩანს, რომ იმ დროისათვის ანისში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობდა.

სავარაუდოდ სულ 50 ქვა უნდა ყოფილიყო, შემორჩა 44, რომელიც გადაიტანეს ანისის მუზეუმში.

***

ხახული

ოშკი

წმინდა ნინო. ოშკის ბარელიეფი

ოშკი. აღმოსავლეთ ფასადი. Oshki.

ოშკი. ჩრდილოეთი ფასადი. სარკმლის თავსართი.
Oshki.

ოშკი. სამხრეთის კარიბჭის დეტალი.

ექვთიმე თაყაიშვილი ოშკში

***

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, “უქიმერიონის გორაზე”.

აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, “ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, “შემუსრეს ოსმალთა”. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) – ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე – გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.

მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი – ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და “სათაურებს”. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი – ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა.

ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.

1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

user posted image

user posted imageuser posted image

http://forum.gol.ge/index.php?showtopic=46079

***

ფიტარეთი

***

აფხაზეთი

ლიხნის ღვთისმშობლის ეკლესია. Likhni

გალის ქართველთა მონასტერი, მღვდელმთავრის ფრესკა (XII ს.)

გალის ქართული წარწერები

ხობის მონასტერი

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) მდებარეობს — ხობის რაიონში ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ.

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს.

ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. საინტერესო დოკუმენტია ამავე ტაძრის ფრესკული წარწერა. აქ, ჩრდილოეთის კედლეზე, წარმოდგენილია გიორგი დადიანი, რომელსაც ეკლესიის გეგმა უპყრია ხელთ, წარწერით – “საყდარი”.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:

მარიამ ღვთიმშობლის კვართი;

წმინდა გიორგის ბარძაყი;

იოანე ნათლისმცემლის ნაწილები;

წმინდა მარინეს მკლავი;

წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი;

შოლტი – რომლითაც მაცხოვარი იგვემა;

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი;

მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით.

თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი; მისი დედის ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-ს და სხვა.

არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს.

 http://ka.wikipedia.org/

ხობის მონასტერი .Khobi

ფოტოების ავტორები: ბ. კუდავა, გ. ჩიტაია და სხვები