Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ათეისტური რეჟიმი

ათეისტური რეჟიმი და მართლმადიდებლობა

 

„პარტია არ შეიძლება ნეიტრალური იყოს რელიგიასთან ურთიერთობაში, და ისიც ეწევა ანტირელიგიურ პროპაგანდას ყველანაირი რელიგიური ცრურწმენის წინააღმდეგ, რამეთუ ის მეცნიერების მიღმა დგას, რელიგიური ცრურწმენები კი მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ, რადგან ყოველგვარი რელიგია არის მეცნიერების საპირისპირო რამ. ისეთი შემთხვევები, როგორიც ამერიკაშია, სადაც ამასწინათ განსაჯეს დარვინისტები, ჩვენთან შეუძლებელია, რადგან პარტია აწარმოებს მეცნიერების ყოველმხრივ მხარდასაჭერ პოლიტიკას.

პარტია ვერ იქნება ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენებთან მიმართებაში, და ის მომავალშიც აწარმოებს პროპაგანდას ამ ცრურწმენების წინააღმდეგ, რადგან ეს რეაქციული სამღვდელოების, რომელიც მხარს უჭერს ექსპლუატატორულ კლასებს და ქადაგებს ამ კლასებისადმი მორჩილებას,   გავლენის დასამარებისათვის ერთ-ერთი საიმედო საშუალებათაგანია.

პარტია არ შეიძლება იყოს ნეიტრალური რელიგიური ცრურწმენების მატარებლებთან ურთიერთობაში, რეაქციულ სამღვდელოებასთან ურთიერთობაში, რომელიც სწამლავს მშრომელთა მასების ცნობიერებას. 

დავამხეთ კი ჩვენ რეაქციული სამღვდელოება? დიახ, დავამხეთ! უბედურება კი იმაშია, რომ ის ჯერ კიდევ არ არის სრულიად ლიკვიდირებული. ანტირელიგიური პროპაგანდა წარმოადგენს იმ საშუალებას, რომელმაც ბოლომდე უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე. არსებობს შემთხვევები, რომ ვიღაც-ვიღაცეები პარტიის რიგებიდან ხანდახან ხელს უშლიან ანტირელიგიური პროპაგანდის ყოველმხრივ გაშლას, პარტიიდან თუ ასეთ წევრებს გარიცხავენ, ეს ისედაც კარგია, რამეთუ ასეთ „კომუნისტებს“ ჩვენი პარტიის რიგებში ადგილი არ აქვთ“.

ი.ბ. სტალინი

XX საუკუნეში მართლმადიდებლური ქრისტიანობა შეეჯახა თავისი არსებობის პირდაპირ საშიშროებას, ჩაიგდეს რა ხელში ძალაუფლება მართლმადიდებლობის ბურჯში, რუსეთის იმპერიაში, ბოლშევიკებმა იწყეს მებრძოლი ათეისტური პოლიტიკის გატარება, ისინი მართავდნენ ღრეობებს მხეცურ კოსტუმებში, ამთხვევდნენ თავიანთ დღესასწაულებს მართლმადიდებლურსა ისე, რომ მაგალითად, პირველი მაისი ექცეოდა დიდმარხვის ვნების კვირაში, ახალი წელი კი საშობაო მარხვის ბოლო კვირაში, უღმერთობის ყველაზე საშინელი აპოგეა გახდა სტალინის მმართველობის დრო. კვირაც კი ექვსდღიანი გახდა, სსრკ-ში 1929 წლიდან დაწყებული სამუშაო კვირა გახდა „მოძრავი“ – მშრომელები მუშაობდნენ ხუთ დღეს მეექვსეს კი ისვენებდნენ (ამგვარი კვირის დამახასიათებლად  სპეციალური ტერმნინიც კი არსებობდა  “непрерывка”).

TrDewexq9DI[1]ქრისტიანულმა კვირა დღემ შეწყვიატა მორწმუნეთათვის უცვლელი დღესასწაულის არსებობა, რამეთუ გამოსასვლელი დღე შეიძლება ყოფილიყო კვირის ნებისმიერი დღე. რელიგიასთან და ეკლესიასთან ბრძოლა საბჭოთა სახელმწიფოში დაიწყო სწორედ ლენინური პარტიის მიერ ხელისუფლების მიტაცებისთანავე. ცნობილია, რომ 1917 შემდეგ ბოლშევიკებმა შეცვალეს ისეთი სიტყვების ორთოგრაფია, როგორებიცაა: безценный, безполезный, безчеловечный, безпринципный, безсовестный, безсмысленный, безславный, безпощадный, безплодный, безсодержательный, безпомощный  და სხვა. აძალებდნენ დაეწერათ ყველა ეს სიტყვა წინდებული “бес” – ით ნაცვლად “без”-ისა. იქნებ ფიქრობდეთ, რა სხვაობააო? სხვაობა კი ძალზედ დიდია. “Без” – ეს რაიმეს ნაკლულობას,  “бес” კი – ეშმაკის ერთ-ერთ სახელთაგანია. სიტყვები “бес-ценный”, “бес-полезный”, “бес-человечный” და სხვა – ეს არის სიტყვები, რომლებიც განადიდებენ ბესს და მიაწერენ ამა თუ იმ თვისებას, რომელიც მას არ შეუძლია ჰქონდეს მსაზღვრულად. ასევე უნდა მოვიხსენიოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავიც, რაც ერთი მხრივ არის სატანისტური სიმბოლო, მეორე მხრივ კი იუდეველთა კაბალისტური სიმბოლო, სადაც ექვსქიმიანი ვარსკვლავისაგან განსხვავებით, გოებს საერთოდ არ ეთმობათ რაიმე თავისუფლება. მავზოლეუმიც აგრეთვე აშენებულია სატანისტური ზინკურატის სტილში, შიგნიდან კი გამოიყურებოდა სატანის ტახტის ნახაზების შესაბამისად.

მართლამდიდებლობასთან ბრძოლა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად, თუ ბოლშევიკებს დასაწყისში არ გააჩნდათ მართლმადიდებლური ეკლესიის (როგორც ქვეყნის ძირითადი რელიგიური კონფესიისა) განადგურების სრულყოფილი პროგრამა, შემდგომისათვის კი, დაწყებული 1922 წლიდან, მათ უჩნდებათ ასეთი პროგრამა. ძველი პრინციპი „დაყავი და იბატონე“ იძლევა თავის ახალ ნაყოფებს: განმანახლებლური განხეთქილების ინიცირება, პრესაში პატრიარქ ტიხონის თათხვა, საეკლესიო პირების გადაბირება ნკვდ-ს მიერ საეპისკოპოსო კორპუსში – ეს განაპირობებს ცენტრალური საეკლესიო მართვის დეზორგანიზებას, იმავდროულად (განსაკუთრებით სერგიანული პოლიტიკის თანმინდევრულად 1927 წლიდან) აყენებს ეკლესიას ბილშევიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ინტერესებთან დამოკიდებულებაში. და თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პარტიის სტრატეგიულ მიზანს რელიგიისა და ეკლესიის სრული განადგურება წარმოადგენდა, მაშინ სსრკ-ში რელიგიური ორგანიზაციების არსებობის  პერსპექტივები (უპირველესად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა) შეუძლებელი იყო იმედისმომცემად მიჩნეულიყო. საბოლოოდ 1920 წლების დასასრულს ეს ყველაფერი გასაგები გახდა იმ რელიგიურ ხელმძღვანელთათვისაც კი, ვინც იმედოვნებდა წლების განმავლობაში „უღმერთო აქტიურობის“ შემსუბუქებას. 1930 წლების რეპრესეიები შეეხო ყველას, ლოიალურებსაც და არალოიალურებსაც, მართლმადიდებლებსაც და სხვა რწმენის აღმსარებლებსაც.

Ярославский

Емельян Михайлович Ярославский 

სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისას რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერდებოდა, ოფიციალური პრესა კი თავს უფლებას აძლევდა, უფრო შეურაცმყოფლურად დაეხასიათებინა „რელიგიურად ბნელები“. ამ ყველაფერს გაკვირვების გამოწვევაც კი არ შეუძლია. რკპ (ბ) ცკ-სთან ჯერ კიდევ 1922 წლიდან არსებობდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის სპეციალური კომისია, რომელიც არსებობდა 1929 წლის ნოემბრამდის. ეს ანტირელიგიური კომისია (სწორედ ასე იწოდებოდა ის 1928-1929 წლებში) მკაცრად აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს. მისი შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო ემელიან მიხეილის ძე იაროსლავსკი (მისი ნამდვილი გვარი და სახელი იყო Миней Израилевич Губельман), რომლის შესახებაც საუბარი ჯერ კიდევ წინაა. ბოლშევიკი ლიდერები სერიოზულ ყურადღებას უთმობდნენ რელიგიისა და ეკლესიის საკითხებს, იღებდნენ რა უშუალო მონაწილეობას ანტირელიგიური კომისიის სხდომებში. 1929 წლის შემდეგ რელიგიური პოლიტიკის საკითხები განიხილებოდა, როგორც წესი, პარტიის ცკ სეკრეტარიატის სხდომებზე. ჯერ კიდევ 1927 წელს პარტიის XV ყრილობაზე ი. ბ. სტალინი საუბრობდა ანტირელიგიური მუშაობის შესუსტების შესახებ, ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის პარტიული აქტივის კრებაზე მიუთითა “связать широкую массовую антирелигиозную кампанию с борьбой за кровные интересы народных масс” აუცილებლობაზე. ბოლშევიკებისათვის კოლექტივიზაცია ნიშნავდა სოფლების ანტიკლერიზაციასა და ერთიანობაში ანტირელიგიური ბრძოლის გაძლიერებას. 1929 წლის დასაწყისში გავრცელებულ იქნა სრულიად საიდუმლო ცირკულარი „ანტირელიგიური

Ярославский3

ჟურნალი «Безбожник у станка»

ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებების შესახებ“. რელიგიასთან ბრძოლა უტოლდებოდა კლასობრივ-პოლიტიკურს. საკუთვრივ, ეს კიდეც იყო რელიგიაზე შეტევის ახალი ეტაპი. გააქტიურა თავისი მოღვაწეობა სსრკ-ს უღმერთოთა კავშირმაც, რომელიც იყო სახელმწიფოს მიერ ღიად მხარდაჭერილი „საზოგადოებრივი“ ორგანიზაცია. კავშირი ჩამოყალიბდა 1920 წლის პირველ ნახევარში, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება იწყებდა სისტემატურ ანტისაეკლესიო მუშაობას. ვფიქრობთ, საჭიროა რამოდენიმე სიტყვის თქმა კავშირზე. 1922 წლის დეკემბერში სსრკ-ში გამოსვლა იწყო გაზეთმა „უღმერთო“, რომლის შექმნის ინიციატორი და მისი პასუხისმგებელი მდივანი თითქმის ოცი წლის მანძილზე ე. იაროსლავსკი იყო. 1923 წლის 12 სექტემბერს, როდესაც ანტირელიგიური კომისიის  სხდომაზე განიხილებოდა საკითხი „სოფლებში ანტირელიგიური პროპაგანდის ფორმებსა და მეთოდებზე“, იაროსლავსკიმ წამოაყენა მეამბოხე უღმერთოების წრეების ორგანიზაციის იდეა. ამავე წლის 7 ნოემბერს გაზეთში „უღმერთო“ ეს საკითხი უკვე ოფიციალურად იქნა დაყენებული. ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და უკვე 1924 წლის 27 აგვისტოს მოსკოვში მოიწვიეს გაზეთ „უღმერთო“-ს მეგობართა საზოგადეობის პირველი დამფუძნებელი კრება. საზოგადოება ყოველმხრივ ძლიერდებოდა „ზემოდან“ მხარდაჭერით.

41924 წლის ნოემბერში ე. იაროსლავსკიმ მიმართა პარტიის ცკ-ს წერილით, რომელშიც მოცემული იყო დადგენილების პროექტი უკვე სრულფასოვანი ანტირელიგიური საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ. იდეამ ცკ-ში ჰპოვა საყოველთაო მხარდაჭერა და 1925 წლის აპრილში მოსკოვში გაიმართა გაზეთ „უღმერთო“-ს მეგობართა საზოგადოების ახალი ყრილობა, რომელმაც საწყისი დაუდო სსრკ-ს უღმერთოთა კავშირს (1929 წელს გარდაიქმნა მეამბოხე უღმერთოთა კავშირად). ორგანიზაციას ჰქონდა თავისი პოლიტიკური საბჭო, რომელშიც შევიდნენ ისეთი ცნობილი ბოლშევიკები, როგორებიც იყვნენ პ. ა. კრასიკოვი, ი. ი. სკვორცოვ-სტეპანოვი, პ.გ. სმიდოვიჩი. სსრკ-ს უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარე გახდა ემელიან იაროსლავსკი. კავშირის მთავარი ლოზუნგები იყო – “Через безбожие – к коммунизму”  და “Борьба с религией – это борьба за социализм”.

1920 წლის მეორე ნახევარში ანტირელიგიური პროპაგანდა მიმდინარეობდა კავშირის საორგანიზაციო ჩარჩოებში. სსრკ-ს ორგანიზებული უღმერთოების ანტირელიგიური მოღვაწეობის აპოთეოზი გახდა 1929 წლის ივნისში გამართული მათი II ყრილობა. ყრილობას ეწრებოდა 1200 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენდნენ „რელიგიურ ოპიუმთან“ იდეურ მებრძოლს, დაახლოებით ნახევარ მილიონ უღმერთოს. საერთოდ, როგორ უნდა ებრძოლათ ჯერ კიდევ გადასაწყვეტი იყო. კავშირის ლიდერი ე. იაროსლავსკი სთავაზობდა სისტემატიური ანტირელიგიური პროპაგადნის შექმნას, ცდილობდა რა გაეფრთხილებინა თავისი თანამოაზრეები თვითნებური გაუაზრებელი შეუსაბამო ქმედებებისაგან. მაგრამ რელიგიასთან გაძლიერებული ბრძოლის პირობებში ნებისმიერი მოწოდება რჩებოდა მხოლოდ მოწოდებად. მიზანი სრულიად განსაზღვრული იყო: განიზნული იყო „ჯვარი“ დაესვათ რელიგიაზე. უღმერთოთა ყრილობაზე შემთხვევით არ წამოყენებულა საკითხი წელთაღიცხვის შესახებ. “Начать считать летоисчисление с первого года пролетарской революции – очень сложное дело, и я боюсь, чтобы не повторился опыт Великой Французской революции, – განაცხადა იაროსლავსკიმ, მაგრამ ამის შემდეგ მან სიტყვა-სიტყვით აღნიშნა – “Мы уже сегодня во всех советских актах и в литературе должны отмечать наше летоисчисление. 1929 год отмечается как 12-й год новой эры, нашей эры. Я употребляю слово “нашей эры”, чтобы не говорить об эре христианской”. უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარემ შესთავაზა – ფართო მასების შეგნებაში შეეტანათ ხსოვნა იმისა, რომ მსოფლიოში ახალი კომუნისტური ერა დაიწყო. მაგრამ ფართო მასების შეგნება, როგორც სსრკში, ასევე საზღვარგარეთ არ ნებდებოდა! 1932 წლის 30 იანვრიდან – 4 თებერვლამდის მოსკოვში მიმდინარეობდა XVII პარტიული კონფერენცია, რომელმაც განიხილა 1932 წლისათვის მრეწველობის განვითარების გეგმა და მიიღო დირექტივები სოციალიზმის მშენებლობის მეორე ხუთწლედის გეგმის შესაქმნელად. კონფერენციაზე ჩამოყალიბდა უღმერთოთა ხუთწლედის მთავარი ხუთწლიანი ამოცანა.

Ярославский2

ი. მ. იაროსლავსკის ბროშურები

ამოცანები დაისვა და მიზნები განისაზღვრა. რელიგიური ორგანიზაციებისათვის XVII კონფერენციის ეს გადაწყვეტილებები განაჩენის ტლოფასი იყო. ახალი საზოგადოების შეგნებული და აქტიური მშენებლები არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ „რელიგიური ინფექციის“ მატარებლები. აუცილებელი იყო ანტირელიგიური მოღვაწეობის გაძლიერება. რა თქმა უნდა, მებრძოლ უღმერთოთა კავშირს არ შეეძლო ამ საქმიდან განზე დგომა. და 1931 წლის ნოემბრისათვის მის რიგებში ირიცხებოდა 5 მილიონზე მეტი წევრი, რომელთაც აერთიანებდათ 60 ათასზე მეტი უჯრედი (1926 წლისათვის კი კავშირში იყო 87 ათასი ადამიანი, 1929 წლისათვის 465 ათასი, 1930 წლისათვის კი 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი).

წლიდან წლამდის იზრდებოდა ანტირელიგიური ლიტერატურის ტირაჟი: თუ 1927 წლისათვის უღმერთოთა ორგანიზაციებმა გამოსცეს წიგნები და ბროშურები 700 ათასიანი ტირაჟით, 1930 წლისათვის კი უკვე გამოიცა 50 მილიონზე მეტი ტირაჟით. გაზეთ „უღმერთო“-ს ტირაჟმა 1931 წლისათვის ნახევარ მილიონს მიაღწია, ჟურნალ „უღმერთო“-ს ტირაჟმა კი 200 ათასს. ყველგან ყალიბდებოდა ახალი უღმერთოების წრეები (1931 წლისათვის მასში ორ მილიონამდის ადამიანი იყო). უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ანტირელიგიურ გამომცემლობაში 1932 წელს 12,5 ათასი ტირაჟით გამოიცა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის ე. იაროსლავსკის „ეკლესიისა და რელიგიის წინააღმდეგ“ ხუთტომეულის პირველი ტომი. რა სახსრებით ცხოვრობდა და ინახავდა კავშირი თავის ბიუროკრატიას, ეწეოდა კი საგამომცემლო მოღვაწეობას?             – ოფიციალურად საწევრო გადასახადებით (ქალაქის მცხოვრებისთვის 60 კაპიკი, სოფლის მცხოვრებისათვის კი 24 კაპიკი) აგრეთვე ლიტერატურული მოღვაწეობის შემოსავლებიდან.

-uY1EYB0RHU[1]რეალურად ეხმარებოდა სახელმწიფო, რომელიც იმ პერიოდისათვის დაინტერესებული იყო უღმრთობის პროპაგანდის გაძლიერებით. სწორედ სახელმწიფო იყო დაინტერესებული სპეციალური ანტირელიგიური მუშათა უნივერსიტეტების შექმნით – სპეციალური სასწავლო დაწესებულებებით, რომელიც იქმნებოდა რაიონების ანტირელიგიური აქტივის შექმნის მიზნით სსრკ-ში რელიგიაზე და ეკლესიაზე ახალი შეტევის დასაწყისში. პირველი ასეთი უნივერსიტეტი გაიხსნა მოსკოვის პროლეტარსკის რაიონში. 1930 წელს მოსკოვში კიდეც გამოიცა „მუშათა ანტირელიგიური უნივერსიტეტის“ პროგრამებისა და მასალების კრებული. სსრკ-ს ყველა დიდ ქალაქში ასეთი უნივერსიტეტის გახსნის სახსრების გაღება შეეძლო მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას.

ასე, რომ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი იყო XVII პარტკონფერენციის ამოცანების შესრულების ბრძოლის ავანგარდში:

  • 1932-1933 წლებისათვის  გეგმით, რომელიც გადამუშავებული იყო გარდაცვლილი პეტერბურგელი პროფესორის ს. ნ. საველენსკის მიერ, უნდა დაკეტილიყო ყველა ეკლესია, სამლოცველო სახლი, მეჩეთი და სინაგოგებიც კი.
  • 1933-1934 წლებისათვის უნდა გამქრალიყო ყველა რელიგიური წარმოდგენა.
  • 1934-1935 წლებში ქვეყანა და უპირველესად ახალგაზრდობა აუცილებლად უნდა მოეცვა ტოტალურ ანტირელიგიურ პროპაგანდას;
  • 1935-1936 წლებში უნდა გამქრალიყო უკანასკნელი სამლოცველო სახლები და ყველა მღვდელთმსახური;
  • 1936-1937 წლებში კი მოითხოვდნენ, რომ რელიგია უნდა გამოენდევნათ ყველაზე მეტად დამკვიდრებული მხარებიდან.

თვით უღმერთოების მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1931 წ. ქვეყანაში იყო 3000-ზე მეტი უღმერთოთა დამკვრელური ბრიგადა, მათ შორის ნახევარზე მეტი ლენინგრადში, სადაც ისინი ქვეყანაში ერთ-ერთი პირველები გაჩნდნენ, 1929 წ., ასზე მეტი უღმერთო საამქრო და ქარხანა, სამასამდე უღმერთო კოლმეურნეობა. 1932 წლისათვის იგეგმებოდა უღმერთოთა რიგების მნიშვნელოვანი გაძლიერება 8 მილიონამდის კაცით. ობსტრუქტანტიზმთან და კლერიკალიზმთან ახალგაზრდა მებრძოლების რიცხვი უნდა გაზრდილიყო 10 მილიონამდის!

არ გამოვიდა… ომმა შეაჩერა სსრკ-ს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მოღვაწეობა.

ოფიციალურად ის არავის დაუხურავს, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისიდან ანტირელიგიური სერიოზული მოღვაწეობის შესახებ საუბარიც არ ყოფილა. ფორმალურად კავშირი 1947 წლამდის არსებობდა, როდესაც მეცნიერული ათეიზმის გავრცელების ფუნქციები საკავშირო საზოგადოება „ცოდნას“ გადაეცა. ჟურნალები და გაზეთები, მსგავსი „უღმერთოებისა“  უკვე აღარ გამოიცემოდა (მათი გამოცემა ომის დაწყებიდან შეწყდა). თვალსაჩინოა აგრეთვე „მთავარი უღმერთოს“ ე. მ. იაროსლავსკის ბედიც. საკავშირო კომუნისტური პარტიის ცკ-ს წევრი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ცნობილი პარტიული პუბლიცისტი, სტალინის ნებით, რომელიც შეწუხებული იყო იმით, რომ გერმანელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამწყსოებს ხსნიდნენ, იძულებული შეიქნა ომის პირველ თვეებში დაეწერა სტატია „რატომ არიან რელიგიური ადამიანები ჰიტლერის წინააღმდეგ“, რომლის ტონალობა კარდინალურად განსხვავდებოდა ყველა მისი რელიგიური სტატიების ტონალობისაგან, რომელიც კი მას მანამდის დაეწერა. სიტუაცია იცვლებოდა, და ბელადმაც პრაგმატულად შეხედა ძველ ანტირელიგიურ და ანტიეკლესიურ ლოზუნგებს, დროებით „დაივიწყა“ აუცილებელი პარტიული ათეიზმის შესახებ.

1943 წლის 5 სექტემბერს „პრავდაში“ პირველად მრავალი წლის შემდეგ პირველ გვერდზე მოკლედ იყო გამოქვეყნებული სტალინთან სერგის (სტაროგოროდელის), ალექსეის (სიმანელის) და ნიკოლოზის (იარუშევიჩის) შეხვედრის შესახებ. სამი თვის შემდეგ კი იმავე „პრავდაში“ გამოქვეყნდა სამთავროობო ცნობა ე. მ. იაროსლავსკის გარდაცვალების შესახებ. იგი 1943 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა. ნეკროლოგები გამოიგზავნა სკპ(ბ) ცკ-დან, სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოსაგან და სსრკ-ს და რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოებიდან, საკავშირო ალკკ-ს ცკ-დან, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტიდან, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიიდან და მრავალის სხვისგან. არ იყო მხოლოდ სამძიმარი მებრძოლ უღმერთოთა კავშირიდან. სტატიებში, რომლებიც მიძღვნილი იყო ე.მ. იაროსლავსკის ხსოვნისადმი, ერთი სიტყვაც არ იყო მისი ანტირელიგიური მოღვაწეობის შესახებ. გამოდიოდა, რომ ის უბრალოდ არ არსებობდა. აკადემიკოსებმა თავიანთ „ხსოვნის…“ სიტყვაში ბრძნულად განაცხადეს, რომ იაროსლავსკის რვაასზე მეტ წიგნსა და სტატიას შორის დიდი უმრავლესობა „მიეძღვნა მუშათა კლასის ისტორიას, რევოლუციურ მოძრაობას, პარტიის ისტორიას, დიდი ბელადების – მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის ცხოვრებასა და შემოქმედებას“, შეგნებულად დაფარეს რა, რომ მისი 440 პუბლიკაცია იყო ათეისტური ნაშრომი. არვინ მოიხსენია ე.მ. ისროსლავსკის ანტირელიგიური მოღვაწეობა ბოლო პრავდისეულ პუბლიკაციაში – რეპორტაჟი „კუბოსთან” და დაკრძალვის ცნონებშიც, რომელიც 6 დეკემბერს წითელ მოედანზე გაიმართა.

რუსული ინტერნეტსაიტების მიხედვით მოამზადა ალ. სანდუხაძემ

 

 ***

მიხეილ ბასილაძე –  უღმერთოები

2 Responses to “• ათეისტური რეჟიმი”

  1. lmmmml said

    ise ra sainteresoa stalini xom seminariachi szavlobda da ase uxvto ratom iko? magram mainz 1939 zels xom neba darto seminariis gaxsnis sakartvelochi?(albat zodvebi moazva…)

    Like

  2. lmmmml said

    da kidev ratom moixsenieba kvelaze sachinel drod eklesiastan sakitxchi stalinis dro? xruchovis riti iko naklebi? masaranakleb ezizxeboda samxvdeloeba

    Like

დატოვე კომენტარი