Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ქართული ქეიფი და დროსტარება რუსთაგან საქართველოს დასამარების ჟამს

მიხეილ მჭედლიშვილი

 წიგნი მეორე

ქართული ქეიფი და დროსტარება რუსთაგან საქართველოს დასამარების ჟამს

 ნაწილი III

 როგორც უკვე ითქვა ამ წიგნის დასაწყისში, ქართველ კაცს ცხოვრება უხდება ისეთ რეგიონში, სადაც მას, არც გარეთ – მეზობელი ქვეყნების სახით, და, არც შიგნით – შემოხიზნულთა სახით, მეგობარი არა ჰყავს. ყოველი ჩვენი მეზობელი ქვეყანა მოშურნეა ჩვენი და აგრესიული, დამპყრობლის თვალით შეჰყურებს ჩვენს მიწა-წყალს. ყოველ მათგანს, ჩვენივე გარეწარი თანამემამულეების წყალობით მიტაცებული აქვს ჩვენი კუთვნილი ისტორიული მიწა-წყალი: თურქეთს – ტაო-კლარჯეთი, რუსეთს – სოჭის ოლქი, აზერბაიჯანს – საინგილო, სომხეთს – ლორეს ოლქი, მაგრამ ისინი ამასაც არ კმარობენ და კვლავაც აქეთ იმზირებიან, რათა კვლავაც ჩამოგლიჯონ საქართველოს და მიისაკუთრონ – რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო, სომხეთმა – ჯავახეთი, აზერბაიჯანმა – ისტორიული საბარათიანო და ა. შ. ასევე, ჩვენი ქვეყნის შიგნით შემოხიზნული ყოველი უცხო ტომელი, აღნიშნული მეზობელი ქვეყნების მე-5 კოლონაა, რომელთაც აშკარად სძულთ ქართველი ხალხი (არ სწავლობენ ქართულ სახელმწიფო ენას), მარადჟამს მის გადაშენებაზე ოცნებობენ, რომ ქართველთა ნაფუძნარზე თვითონ გაპარპაშდნენ, რისთვისაც ყოველ კრიზისულ მომენტში გარეშე მტრის მხარეზე დგებიან და ზურგში მახვილს გვცემენ.

ასე მოდის მთელი ჩვენი ისტორია დასაბამიდან დღემდე. თითქოს უახლოესი მტრული გარემოცვა არ კმაროდა, საიდანღა არ გვესეოდა ათასი ჯურის ვანდალისტი ჩვენს ჩასანთქმელად: აპენინიდან რომაელები, ჩვენი ქვეყნის სამხრეთიდან სპარსელები, არაბეთიდან ბედუინები, ჩრდილო კავკასიიდან ოსები და ხაზარები, შუა აზიიდან თურქ-სელჩუკები, ცენტრალური აზიიდან მონღოლები, შუა აზიიდან ხვარაზმელები, მცირე აზიიდან იგივე თურქები, და ბოლოს, ჩრდილოეთის ყინულეთში მობინადრე, მეცხრე საუკუნიდან რუსებად წოდებული სკვითურ-სლავურ-პაჭანიგურვარანგული მოდგმის ნახევრად ველური ტომები, რომლებიც სხვათა მიწების დაპყრობა-გათავისების ბოროტული მეთოდებით მკვეთრად განირჩევიან ყოველი წინამორბედი დამპყრობლებისაგან, რადგან ისინი მოდიოდნენ, გვძარცვადნენ და შემდეგ უკანვე ბრუნდებოდნენ თავის სამშობლოში. რუსი კი, სხვის ქვეყანაში რომ შედის, იქვე რჩება და უკან აღარ გადის, მას სამარადჟამოდ ითავისებს.

ამ პერმანენტულ ბრძოლებში, რომელიც ერთ მტერთან რომ მთავრდებოდა, მეორესათან იწყებოდა, საომარ ხელოვნებაში გამობრძმედილი ქართველი თავად-აზნაურობა მუდამ წინამძღოლისა და უპირველესი დამრტყმელი ძალის როლს ასრულებდა. ომი მისთვის სახელისა და დიდების მომპოვებელი ასპარეზი იყო. სამშობქლოს დაცვის ფუნქცია – აი, ეს იყო ამ წოდების უპირველესი საქმე. ომი მათთვის პროფესია იყო.

1801 წლიდან კი, როცა რუსეთმა მოშალა ჩვენში ყოველივე ქართული და ბოლო მოუღო სახელდახელო გაწვევის პრინციპზე აგებულ ქართულ ეროვნულ ჯარსაც, ამ ჯარის მეთაური – ქართველი თავად-აზნაურობა უფუნქციოდ დარჩა. მითუმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა უძლიერესი მტრის მიერ უკვე დაპყრობილი იყო და სხვა აბა, რომელი მტრის წინააღმდეგღა უნდა ებრძოლათ?! მართალია, ისინი უბრძოლველად არ დანებებულან მელურად შემოპარულ მტერს – საქართველოში რუსთა გაბატონებიდან უკვე წლისთავზე (1802 წელს) მათ დიდი ბრძოლა გაუმართეს კახეთში, ხოლო შემდეგ 1812 წელს დიდი ეროვნული გმირის – ალექსანდრე ბატონიშვილის დროშის ქვეშ იმავე კახეთში დიდი სახალხოგანმათავისუფლებელი აჯანყებაც მოაწყვეს, მაგრამ უზომოდ დიდ ურჩხულთან ვერაფერს გახდნენ. მიუხედავად ამისა, თავად-აზნაურობას ფარ-ხმალი არ დაუყრია და 1832 წელსაც შესანიშნავად მომზადებული შეთქმულების გზით ისევ ამ წოდებამ ითავა მამულის გამოხსნის პატრიოტული მისია, მაგრამ შინაგამცემლობის შედეგად, რამაც ეს დიდებული წამოწყება ჩაშალა, მათ ხელი ჩაიქნიეს და შეეგუენ მოძალადეს. ამათგან უმრავლესობამ ფუქსავატურ ცხოვრებას მიჰყო ხელი და ქეიფსა და დროსტარებაში იკლავდა ბოღმას.

დაბოლოს, ეს წოდება თანდათანობით სრულიად გადაგვარდა. ხმალი მისი კედელზე უქმად ჩამოკიდებული საოჯახო რელიქვიად იქცა, ზოგი თავადიშვილი კი რუსულ არმიაში შევიდა სამხედრო კარიერის მოსაპოვებლად და, თავად დამონებული ქვეყნის შვილი, რუსის დამპყრობლებს შველოდა კავკასიის მთიელი ტომების დამონებაში. თანაც სჯეროდა, რომ ამ ბრძოლით ქართულ პატრიოტულ საქმეს ემსახურებოდა, რამეთუ ჩეჩენ-ინგუშთა და ლეკთა განადგურებით მათი ოდინდელი მტრობისათვის ჯავრს ახლა იყრიდა. სამწუხაროდ, ასეთი მცდარი პოზიცია ეკავათ, თვით ისეთი მაღალი დონის ინტელექტუალებს, როგორებიც იყვნენ ცნობილი პოეტები – გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი. გრიგოლ ორბელიანის ცრუპატრიოტულ ბრძოლაზე ჩრდილო კავკასიელი ტომების წინააღმდეგ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წიგნის დასაწყისში.

 სამწუხაროდ, იგივეს იმეორებს ნ. ბარათაშვილიც, რომელიც აგრეთვე სულით-ხორცამდე იყო შეძრული სამხედრო კარიერით. იგი გვიქებს კახეთის აჯანყების ჩამხშობ ჯალათს დიმიტრი ორბელიანს, ვინც 80 წლის მონაზონი ქალი შიგ ტაძარში ხიშტზე ააგო, თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ხალხის სისხლის გუბეები დააყენა, ხოლო ახლა ფეოდალთა ლაშქრით, რუსის მხედრობასთან თანადგომით მთიელთა გასანადგურებლად მიემართებოდა. აი, რას წერს იგი თავის ვრცელ ლექსში, საიდანაც ნიმუშის სახით მოგვაქვს მხოლოდ რამდენიმე სტროფი:

ძრწოდე, კავკასო! ახლო არს

დღე შენი აღსასრულისა,

 შეთქმულან შენზედ ერთპირად

ძენი ქართლისა სრულისა,

 აღებად შენგან სისხლისა,

უბრალოდ დაქცეულისა,

და აღმორთმევად უწყალოდ

 შენს შორის ბოროტ სულისა!

ქართლითგან მოვალს მარადის

მამულის მონა ლაშქარი,

წინ ერისთავი მოუძღვის

 მიწასა გააქვს ზანზარი!..

უფრო ქვემოთ ჩეჩნებს მიმართავს მუქარით:

კავკასო, ძრწოდე! შეირყა

 ჩეჩენიც დასამხობელი!

 ვის არა აღეტაცების

 სული ამ ამბის მცნობელი?..

კითხულობ ამ სტრიქონებს და განცვიფრებული რჩები, ნუთუ არ ესმოდა ჩვენს ბრძენ პოეტს, რომ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობაზე დამშეულ მთიელთა ჯგუფური თავდასხმები, სარჩოს მოსაპოვებლად რომ ხდებოდა ერთ დროს, უკვე გარდასული ისტორია იყო ისევე, როგორც არაბთა, მონღოლთა და სხვათა შემოსევები, და ამიტომ, როგორც ახლა იქნებოდა სისულელე მონღოლებისათვის დაგვეწყო ბრძოლა იმისათვის, რომ მე-13 საუკუნეში რატომ შემოგვესიეთო, ასევე უგუნურებად უნდა ჩაითვალოს მე-19 საუკუნეში რუსი დამპყრობლების გვერდში ქართველთა დგომა მთიელთა წინააღმდეგ, როცა ლეკსაც, ჩეჩენსაც და ქართველსაც ყოვლისშემმუსვრელი ერთი საერთო მტერი გასჩენოდათ. ასეთ შემთხვევაში გონიერი მეზობლები ძველ ანგარიშებს კი არ დაუწყებდნენ ქექვას – ოდესღაც შენ ჩემთვის ესა და ეს დაგიშავებიაო, არამედ გვერდში ამოუდგებოდნენ ერთმანეთს საერთო მტრის თავიდან მოსაცილებლად.

მთა თავისუფლებას არ თმობდა, საქართველო კი უკვე რუსის ჩექმის ქვეშ გმინავდა. ვის მხარეზე უნდა ყოფილიყო პატრიოტი ქართველობა? ცხადია, მთიელების მხარეზე. ეს არ ესმოდა არა მარტო რუსთაგან დამონებულ ქართულ ფეოდალურ ლაშქარს, რომელიც ახლა რუსთათვის სხვათა დასამონებლად უტევდა კავკასიას და ეგონა კი, რომ ამ ბრძოლით ძმათა სისხლს იღებდა, არ ესმოდათ ეს ჩვენს სახელოვან პოეტებსაც. სამწუხაროდ, ამ მხრივ ვერ ამაღლდნენ ეპოქის დონემდე ვერც გრ. ორბელიანი და ვერც ნიკოლოზ ბარათაშვილი. მაგრამ ამ პოეტის შემოქმედება (ვგულისმობთ ნ. ბარათაშვილს) არც სხვა მხრივაა სწორხაზოვანი. ერთის მხრივ, მთელი მისი შემოქმედება, მათ შორის პოემა „ბედი ქართლისა“ (სადაც პოემის გასაღები უნდა ვეძიოთ სოფიოს ანტირუსული პოზიციით აღფრთოვანებული პოეტის მიერ ძველი დედების ქებათა-ქებაში ეროვნულ პოზიციებზე დგომისათვის) აშკარად გამოხატული პროტესტია რუსეთის მიმართ, რომელმაც მის სამშობლოს

47

 თავისუფლება მოუსპო. კითხულობ მის პატრიოტულ თემაზე დაწერილ ლექსებს და აღფრთოვანებას ვერ ფარავ, ისე შესანიშნავადაა გადმოცემული თავისუფლებაწართმეული საქართველოს სავალალო ხვედრი რუსი მოძალადის ხელში. მაგრამ ამის წამკითხველი სახტად რჩები, როცა უკვე ეცნობი მის პანეგირიკულ ლექსს – „საფლავი მეფის ირაკლისა“, რომელიც სრულ კონტრასტშია მთელს მის პოეზიასთან. შეიძლება ითქვას, რომ მწერლობის ისტორიამ არ იცის მაგალითი პოეტის ასეთი მკვეთრი გაორებისა. თუ ერთ შემთხვევაში, მისი ძირითადი მიმართულებით ნ. ბარათაშვილი გვევლინება სამშობლოს თავისუფლების დაკარგვით გამოწვეულ მგლოვიარე ჭირისუფლად, ამ ლექსით იგი უკვე საზეიმო განწყობილებაშია, იგი სრულიად უსაგნო სიხარულს შეუპყრია, რადგან ადრე, ჩვენს სახელოვან პოეტს რომ ეგონა, ერეკლემ, თავისი მცდარი პოლიტიკით ამოუვალ უფსკრულში გადაჩეხა საქართველო, თურმე, პირიქით ყოფილა, თავისი ჯიუტი პრორუსული პოლიტიკით დიდი სიკეთე და ბედნიერება მოუტანია ქართველი ხალხისთვის.

 ვინც კარგად ერკვევა იმ დროის რეალურ ვითარებაში, არ შეიძლება არ აღაშფოთოს ილუზიაში მყოფი პოეტის ასეთმა ყოვლად უსაგნო მლიქვნელურმა მიმართვამ ერეკლესადმი, რადგან ეს ლექსი ერთი მისხალითაც არ ასახავს ჩვენი ქვეყნის იმ დროის რეალურ ვითარებას. პირიქით, მაშინ რომ იყო საქართველო დღეში, ასეთ შავბნელ ხანას იგი არასდროს მოსწრებია. ყველაზე დიდი უბედურება ის გახლდათ, რომ იმ დროს საქართველო, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური ერთეული, აღარ არსებობდა. აღგვილი იყო ცხოვრების ყველა სფეროდან – ეკლესიიდან, სკოლიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ყველა სახის წარმოებადაწესებულებებიდან ქართული ენა და მისი ადგილი ყველგან რუსულ ენას ეკავა. ეკონომიურ ჩაგვარასა და ზნეობრივ შეურაცხყოფაზე ხომ ნუღარ იტყვით. ეგზეკუციები და ამ გზით ისედაც დამშეული გლეხობის ძარცვარბევა და პატივის აყრა გამსუნაგებული, ველური ჯარისკაცებისაგან ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ერთ დროს ქვეყნის მოწინავე ძალად წოდებული თავად-აზნაურობა (ამჟამად ფუნქციადაკარგული) მთლად გაფუქსავატებულიყო, მამულს სომეხ ვაჭრებზე ჰყიდდა და ამ ფულით ქეიფსა და დროსტარებას მისცემოდა. საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც, უსასოობაში მყოფი, ნებით თუ ძალით, უკვე შეგუებული იყო რუსთა ბატონობას, ეროვნული სახის დაკარგვას. ერთი სიტყვით, ერი აშკარა დაღუპვის პირას იდგა.

აი, რას წერს იმ ხანის საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ, თანამედროვეობის მონათხრობზე დაყრდნობით, ცნობილი მწიგნობარი ზაქარია ჭიჭინაძე: „იმ დროის ქართველები მისდევდნენ მარტო ქეიფს, სმას, ჭამას, კრივს, თამაშს, ჭიდაობას, ყომარბაზობას, ლოთობას… მაშინ იქებოდა და იდიდებოდა ის ქართველი ახალგაზრდა, ვინც სუფრაზედ კაი თამადობა იცოდა და ბევრს დალევდა“. „მეფის რუსეთის ბოროტი პოლიტიკის შედეგად ქართველი კაცის გონებიდან დაიფანტა ყოველივე

48

 გონიერების მისწრაფება, ქართველი გახდა უმეცრების და ქარაფშუტობის მიმდევარი, სხვა ყოველივე მოისპო იმ დროის ქართველობაში, ჭამა-სმისა, ქეიფისა და თამაშობის მეტი სხვა აღარაფერზე ფიქრობდნენ“. უბედურება სწორედ ის იყო, განაგრძობს ზ. ჭიჭინაძე, რომ ამ თამაშობაში, რაც კი ებადათ, ყოველივეს აგებდნენ, რის შესახებაც შესანიშნავი, ხატოვანი სიტყვებით გადმოგვცემს პოეტი ვახტანგ ორბელიანი:

 „ზოგთა თვისი ქონება ბითურ ცხრაში წააგეს,

და თავისი ცოლ-შვილი მშიერ-წყურვალ დააგდეს“.

„პოეტმა გადმომცა ერთხელ, ასე, – მოგვითხრობს ზ. ჭიჭინაძე: „ნეტავი თქვენ, რომ არ მოესწარით იმ უბედურ და საძაგელ დღეებს, როცა ქართველნი თავიანთ თავს, ცოლ-შვილს და მამაპაპეულს მამულებსაც კი ღუპავდნენ და კარტშიაც კი აგებდნენ-ო“.

„ასეთ დროს დაიბადა ნ. ბარათაშვილი. იგი გაიზარდა ამ უდარდელობისა და ქეიფის სკოლაში. ასეთ წრეს მასზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე „კეთილშობილთა სკოლას“, სადაც იგი მიაბარეს მშობლებმა. მეორე მხრით არც ამ სასწავლებელში და არც სემინარიაში ქართული ენა ჭაჭანებად არ ისმოდა, ორთავეს მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდობის გადაგვარება, მოშხამვა და სულიერი მოკვლა. აქ შესული მოწაფეები ისე იწვრთნებოდნენ, რომ საბოლოოდ მათ ქართველისა აღარაფერი არა ეცხოთრა…“ (იხ. ზ. ჭიჭინაძის „ნ. ბარათაშვილის პოეზიის აღორძინება ქართულ მწერლობაში“).

ერთი სიტყვით, ნ. ბარათაშვილის ხანა ის პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა საქართველო სრული გადაგვარება-გადაშენების გზაზე იდგა. თვით ბარათაშვილის გვარი ბარათოვად იყო გარდაქმნილი სხვა ქართულ გვარებთან ერთად. ჰოდა, გასაოცარიც არის და აღმაშფოთებელიც, როცა ამის მომსწრე ნ. ბარათაშვილი ქების ლექსს უძღვნის ამ შავბნელი დღის მომტან მეფე ერეკლეს.

მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,

და ცრემლთ დავანთხევ შენს საფლავზე, მეფევ ხმოვანო!

ახ რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა

რომ გადმოხედო ახალ ქართლსა, შენს პირმშო შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!

გახსოვს სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?

 აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,

და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი…

 ისმის კითხვა: მაინც რა ნაყოფს სჭამდა საქართველო ნ. ბარათაშვილის აზრით, თანაც „ესრეთ ტკბილსა“, როცა სინამდვილეში, ჩაქოლილი იყო ყოველივე ეროვნული და ქართველის გასაგისი აშკარა გაქრობის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა? ერთმა ახლო მეგობარმა ხუმრობაგარევით, ნ. ბარათაშვილის მიერ ამ ლექსის დაწერა პოეტის ოჯახური გარემოთი ახსნა. აი, მისი სიტყვები:

 „ცნობილია, რომ ნ. ბარათაშვილის მამა – მელიტონი განთქმული მეპურმარილე იყო მთელ თბილისში. ამ ოჯახში, როგორც იტყვიან, სუფრა დღენიადაგ გაშლილი იყო ყველა ჯურის სტუმრისათვის. სუფრას არ აკლდა შემწვარი და მოხრაკული. გადმოგვცემენ, რომ ქალები პურის ცხობას ვერ აუდიოდნენო. სუფრას რომ არაფერი ჰკლებოდა, მელიტონს ორი კაცი მარტო მტკვარზე ჰყავდა მიჩენილი თევზეულით სუფრის მოსამარაგებლად. ბუნებრივია, თუ სხვა ქეიფობდა მელიტონის სახლში, შორიდან მაყურებელი არც მისი შვილი – ნიკოლოზ ბარათაშვილი იქნებოდა. ისიც ჭამდა, სვამდა და ზოგჯერ ალბათ შეთვრებოდა კიდეც. აკი სწერს ზ. ჭიჭინაძე – ნ. ბარათაშვილი „გაიზარდა ქეიფის სკოლაშიო“. ამიტომ ვფიქრობ, ერთხელაც, კარგად შეზარხოშებულმა რომ გადახედა უხვი პურმარილით გადატენილ სუფრას, მთელი საქართველოც ამ სახით წარმოიდგინაო და ამან ათქმევინა პოეტს ეს ყოვლად შეუფერებელი ქების სიტყვები ერეკლეს მიმართო“.

 ვინ იცის, ეგებ იყოს ამაში სიმართლის მარცვალი. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ნ. ბარათაშვილს, ეგებ დედის მხრივ ნათესაური კავშირი ამოძრავებდა, როცა იგი ამ ლექსს უძღვნიდა თავის დიდ პაპასო.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნ. ბარათაშვილის აღნიშნული ლექსი უკიდურეს კონტრასტშია მთელ მის პოეზიასთან და მასში მოცემული შეხედულებები არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ დროის საქართველოს სინამდვილეს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე 1842 წელს დაწერილ მომდევნო ლექსში „სუმბული და მწირი“, იგი უკვე საღი გონებით სჭვრეტს სავალალო აწმყოს რუსი დამპყრობლების ხელში. ამ ლექსში პოეტი უკვე ვერ ურიგდება ერეკლეს პოლიტიკით (თუმცა მას არ ახსენებს) გამოწვეულ თავისი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვას, რომლის სანაცვლო არაფერია ამ ქვეყნად. აქ უკვე აღარაფერია ნათქვამი ილუზორულად წამოსროლილი „რუსთაგან მოტანილი ტკბილი ნაყოფის ჭამაზე“, ერეკლესადმი მიძღვნილ პანეგირიკულ ლექსში რომ ეჩვენებოდა პოეტს. პირიქით, „სუმბული და მწირი“ სრული რეალობით აღქმული გლოვაა სამშობლო ქვეყნის ტრაგიზმით გამოწვეული, რითაც ერთგვარად სწორდება ერეკლესადმი მიძღვნილი ლექსით გაორჭოფებული მკითხველის შთაბეჭდილება.

 ამგვარად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეპოქა, რომელშიც 50 ცხოვრება უხდებოდა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაკარგვის დღიდან, ისტორიის ასპარეზზე თერგდალეულთა გამოჩენამდე, უნდა ჩაითვალოს ქართველი ერის დეგრადაციის ხანად. მდგომარეობის ასე დარჩენის შემთხვევაში ქართველი ერის გადაშენება გარდაუვალი იქნებოდა.

რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ორჭოფულ პოეზიას, როცა ხან საქართველოს დაღუპვას მისტიროდნენ და ხან კი, მათ შორის ერთი (გრ. ორბელიანი), ევროპის ჟანდარმად წოდებულ რუსის იმპერატორს – ნიკოლოზ I-ს გვიქებდა და მისგან მოელოდა საქართველოს ძველი დიდების აღდგენას, ხოლო მეორე (ნ. ბარათაშვილი) იმ მეფის წინაშე იყრიდა მუხლს, ვინც საჭირო პოლიტიკური ხედვის უქონლობის გამო, ამოუვალ რუსულ მორევში გადაჩეხა საქართველო – რეალურ სინამდვილეს მოკლებული ეს ლექსები აბნევდა და დღესაც აბნევს ქართველ მკითხველს. აბა, სხვა რა დასკვნა შეიძლება გააკეთო კაცმა, ჯერ გრ. ორბელიანის ისეთი ეროვნულ-პატრიოტული გრძნობით აღსავსე ლექსებს რომ წაიკითხავ, როგორიც გახლავთ „ნალივაიკოს აღსარება“ და „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“; ხოლო შემდეგ ისეთ სიმახინჯეს რომ გადააწყდები პოემა „სადღეგრძელოში“, სადაც რუსის პირწავარდნილი იმპერიალისტი ნიკოლოზ I – უნგრეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამხშობი და მთელს მახლობელ აღმოსავლეთში გაბატონების მოსურნე კაცი საქართველოს მოსიყვარულე მამად და მისი ძველი დიდების აღმდგენლად რომაა გამოყვანილი. მოგვყავს ფრაგმენტი პოემიდან, სადაც პოეტი გრ. ორბელიანი დიდის პათოსით აღსავსე სადღეგრძელოთი მიმართავს თვით რუსეთში უკიდურესი დესპოტიზმით ცნობილ იმპერატორს:

ხელმწიფევ ჩვენო,

ძლიერო, ბრძენო,

ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა!

მხედარნი შენნი,

ერთგულნი, მხნენი,

ვსვამთ შენს სადღეგრძოს მოწიწებითა!

………………………………..

  თამარის დღენი, დიდების დღენი,

 შენ მოუვლინე შენსა ივერსა!..

 ღმერთო, გვისმინე,

 მეფეს მოჰფინე ძლევა,

კურთხევა, მადლი ზეციერ!

 ჩვენდა დიდებად,

 ბედნიერებად,

მეფე გვიცოცხლე, მრავალ-ჟამიერ!..

 51

იგივე ითქმის თავისუფლებისათვის მებრძოლი კავკასიელი მთიელი ტომების განადგურების მომწოდებელ მათ ლექსებშიც, რომელიც რუსი იმპერიალისტების დამპყრობლურ საქმეს ემსახურებოდა და თვით საქართველოს ორმაგ რკალში აქცევდა. ჩვენს გულუბრყვილო პოეტებს კი ეგონათ, რომ აგრესორის გვერდში დგომითა და მთიელთა განადგურებით ქართველი მოლაშქრენი და თვით ამ ომის აქტიური მონაწილე გრ. ორბელიანი დიდ ეროვნულ მისიას ასრულებდნენ „ძმათა სისხლის აღების“ აბსურდული მოტივით. ქართველი ერის კვდომა აღნიშნულ ეპოქაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ქართველთა მოდგმაში ეროვნული მისიის დაკარგვაში, როცა სიცოცხლის დანიშნულებად იქცა მარტოოდენ ხორციელი სიამოვნება – კერძოდ, ქეიფი, გართობა, დროსტარება, – ყომარისა და კარტის თამაში, ჭიდაობა და ლახტის თამაში (ლაპარაკია შეძლებულ ფენებზე, თუარა, ორმაგი ჩაგვრით გაფცქვნილ გლეხს რა გააჩნდა). ქეიფის ამ სკოლაში იწვრთნებოდნენ ჩვენი ცნობილი პოეტებიც და პირვანდელი მათი პოეზიაც ამ იდეით იყო დატვირთული. აი, კერძოდ, როგორ შეხედულებას უყალიბებს ახალგაზრდობას გრ. ორბელიანი თავის ერთ-ერთ ადრინდელ ლექსში:

„ჰე ჭაბუკო, სიხარულით დღენი შენი განატარე,

იმხიარულე, შეექეც, ილხინე და შეიყვარე;

ერთსა წამსაც ნუ დაჰკარგავ, გაქვნდეს სახე მოცინარე,

სიცოცხლითა აწვე დაჰსტკბი, მხიარულობს გული ვიდრე“.

აქ, ამ ლექსში, სხვა უამრავ ლექსთა შორის, სიტყვაც არაა თქმული მაღალ ეროვნულ იდეალებზე, მითუმეტეს, როცა დასამარების პირას მდგომი საქართველო, სწორედ ახლა საჭიროებდა ერის გადარჩენისათვის უკომპრომისო ბრძოლას.

იგივე ითქმის ნ. ბარათაშვილის პოეზიის პირველ ეტაპზე. აი, რას გადმოგვცემს ზ. ჭიჭინაძე ამის თაობაზე: „ნ. ბარათაშვილის ნააამხანაგარმა, სკოლის სკამზედ ერთად მყოფმა, ლუკა ისარლოვმა (ისარლიშვილი), ადრინდელი ქართული ენის ცენზორმა მიამბო, რომ 1830- იან წლებში, მე არშიყულ ლექსებს მიტომ ვწერდი, ვინაიდგან მაშინ ასეთი ლექსები იქებოდა და იწერებოდაო. პატრიოტობა მერე შემოვიდა ჩვენშიო, ჩვენი დროის პატრიოტობა ქეიფობა იყო და არშიყობაო… ასე ყოფილა მაშინ და თვით ნ. ბარათაშვილსაც არშიყული ლექსებით დაუწყია მწერლობა, ამის ნიმუში არის მისი ლექსები: „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო“ და სხვანი“ (იქვე, გვ. 8).

ქეიფის, დროსტარებისა და საარშიყო შინაარსის ლექსებით, იმ დროის დამყაყებული ცხოვრების ყველაზე უფრო კლასიკურ ნიმუშს იძლევა პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ცხოვრება და პოეტური შემოქმედება. აი, როგორ გვიხასიათებს მას ქართველი ერისა და პირადად ილია ჭავჭავაძის

52

 დიდი მეგობარი, გერმანელი მწერალი არტურ ლეისტი: „დაიბადა რუსეთსა და იქვე სცხოვრობდა 15-წლის ასაკამდე. რუსეთის დედაქალაქში მიიღო რუსულ-ფრანგული აღზრდა. ამავე დროს (სამშობლოში დაბრუნების შემდეგ) კარგად შეისწავლა დედა-ენა… გარკვეული ხასიათი და შეხედულება ცხოვრებაზე არა ჰქონია ამ სიცოცხლიან ფეოდალსა. ღვინო, ქალები და სიყვარული შეადგენენ მის ლექსთა დედა-აზრსა…

ახალგაზრდობისას, უშედეგო შეთქმულების შემდგომ, იგი მთელ თავის სიცოცხლეში ერთგული მსახური შეიქნა მეფის მთავრობისა და არაფერში ღალატობდა თავის ფეოდალურ პრინციპებს. საარაკო კახეთში, წინანდალში, სადაც კაშკაშა მზე აბნევს სხივებს უხვ ვენახებს, ნექტარ საამო ღვინოს რომ იძლევიან, გაატარა ალექსანდრე ჭავჭავაძემ უზრუნველი მრავალნი დღენი და სტკბებოდა ფუფუნებასა და განცხრომაში“… იგი განაგრძობს: „ყველასათვის, ვინც არ მსახურობდა სამხედრო სამსახურში, ანუ მთავრობის მოხელედ, დაიწყო უქმი ცხოვრება და გამრავლდნენ ლუარსაბნი და დარეჯანნი. ასეთს წრეში სცხოვრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძე, მასთანა სტკბებოდა და მისთვის სწერდა თავის ლექსთ“ (არტურ ლეისტი, „საქართველოს გული“, წიგნი მე-2, გვ. 19-20).

 ერთი სიტყვით, ალექსანდრე ჭავჭავაძე თავისი პოეტური შემოქმედებით იმავე დამყაყებული მასის სულის გამომხატველი იყო, რომელშიაც იგი ცხოვრობდა – ღვინო, დუდუკი და ქალები იყო ორივე მხარის სიცოცხლის შინაარსი. ასეთ შემთხვევაში პოეტიცა და მისი მრევლიც ადვილად უგებენ ერთიმეორეს, ორივე მხარე ბედნიერად გრძნობს თავს საერთო ჭაობში. მაგრამ, თუ პოეტი სულით ამაღლებულია და საზოგადოება კი დეგრადირებული, მაშინ ასეთი პოეტი უბედურია, რადგან გამგონე არავინ ჰყავს, მასა ყრუ და გაუგებარია, დეგრადირებულია. ასეთ გარემოცვაში აღმოჩნდა ნიკოლოზ ბარათაშვილიც. მოქეიფე-მოლაზღანდარო წრისათვის სრულიად უცხო იყო ერის ბედზე მოტირალი ბარათაშვილის სევდიანი ლექსები. ეს გარემოება ჰბადებდა მასში სულით ობლობას. ვითარებას, რომელშიც მოღვაწეობა უხდებოდა ნ. ბარათაშვილს, ასე გვიხასიათებს მწერალი არტურ ლეისტი: „როგორც პოლონეთში მისი განყოფის შემდგომ, ისე საქართველოშიც მისი რუსეთთან შეერთების შემდგომ, დაიწყო თავაშვებული ცხოვრება. გრძნობის ხასიათისა, და გაგულქვავებულ მასაში ბარათაშვილის კაეშნიანი ჰაზრნი და ნაზნი გრძნობანი ვერა ჰპოვებდნენ გამოძახილს. მოქეიფე თანამედროვეთათვის მისი ლექსები ჰგავდნენ საპანაშვიდო გალობასა“ (იქვე, გვ. 22).

ქართველი ერის ზნეობრივ გადაგვარებაში დიდ როლს ასრულებდნენ აქ ჩამოთესლებული რუსობაც. კერძოდ, სამხედრო პირნი და მოხელენი. ამ ფაქტის შესახებ არტურ ლეისტი გვისახელებს გერმანელი პოეტის ფრიდრიჰ ბოდენშტეტის მონათხრობს, რომელიც თბილისში ცხოვრობდა 1840-დან 1843 წლამდე. იგი სწერს: „ქართველთა და სომეხთა გარდა აქ ცხოვრობდნენ რუსნი მოხელენი და სამხედრო პირნი, რომელნიც საკმაოდ გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ასე რომ გონებრივ საზრდოზე ლაპარაკიც-კი მეტი იყო“ (იქვე. გვ. 21).

53

ამ ბნელეთში პირველი მანათობელი შუქურა სოლომონ დოდაშვილი გმოჩნდა. კეთილშობილთა სასწავლებლისა და სასულიერო სემინარიის მოწაფეთაგან მან შექმნა პატრიოტული წრე, რომელშიც მოხვდა ნ. ბარათაშვილი და რომლის შემდგომ ეროვნულ შემოქმედებაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა კიდეც. დოდაშვილი ამხელდა რა რუსთა ბატონობის ჟამს გაჩენილი ქართველი ერის გამათახსირებელ მანკიერებებს, იგი მათ მოუწოდებდა: „ქართველებო, გაახილეთ თვალები, ქართველებო, ნუ გძინავთ, ნუ ლოთობთ, მამულებს ნუ ფლანგავთ, იზრუნეთ მომავლის ცხოვრებისათვის, თორემ მომავალში ჩვენ ყველანი გასაკიცხნი გავხდებით და ჩვენი შთამომავლობა არ გვაპატიებს, კიცხვით მოგვიხსენიებენ, ვიზრუნოთ საქართველოს შესახებ, თორემ დავიღუპებით… ახალგაზრდებო, დაანებეთ თავი არშიყული ლექსებისა და ბაიათების წერას, ლექსები სწერეთ საქართველოს შესახებ, ქართველი ერის დიდებულ წარსულზედ, რომ ქართველმა ოდესმე კიდევ დაიბრუნოს დანაკლისი“ (ზ. ჭიჭინაძის აღნიშნული წიგნი, გვ. 11).

 სოლომონ დოდაშვილის როლი საკმაოდ დიდია სიბინძურის ჭაობიდან ქართველი ერის გამოყვანისა და თვით მოძალადე-დამპყრობელის უღლისაგან მამულის გამოხსნის მცდელობაში, მაგრამ როგორც ვიცით, ეს მცდელობა ჩაიშალა და ს. დოდაშვილი გადასახლებაში დაიღუპა. რაც შეეხება ნ. ბარათაშვილის პატრიოტულ პოეზიას, არათუ არავინ იკისრა თანამედროვეთაგან მისი დაბეჭდვა და მოსახლეობაში გავრცელება, სულაც შეიძლება დაკარგულიყო, რომ ილია ჭავჭავაძეს არ აღმოეჩინა იგი ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. ქართული ეროვნული სულის გამოღვიძება და აღორძინება წილად ხვდა ილია ჭავჭავაძეს და მის გარშემო შემოკრებილ, მრავალრიცხოვან ეროვნულ-პატრიოტულ დასს, რომელიც ისტორიაში ცნობილია „თერგდალეულთა“, ანუ იგვიე I-ლი დასის სახელწოდებით.

 რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა საქართველოში

 

3 Responses to “● ქართული ქეიფი და დროსტარება რუსთაგან საქართველოს დასამარების ჟამს”

  1. jaba melkadze said

    ჩვენ რომ ვედავებით ჩრდილოკავკასიელებს-კერძოდ კი ადიღეელებსა და ჩეჩნებს, ჩვენც გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები მათ წინაშე: უბიხეთის დალაშქვრა ქართველთაგან 1841 წელს რუსებთან ერთად, ექსპედიციები ჩეჩნეთ-დაღესტანში, მთიელთათვის ზურგში მახვილის ჩაცემა… ისიც გავიხსენოთ როგორ გვშველოდნენ ჩრდილოკავკასიელები ბაგრატიონთა მთელი არსებობის მანძილზე, ისიც თუ როგორ ააგებინა მამაოს დუდაევმა წესი ზვიადისათვის შუა გროზნოში-ჩრდილოკავკასიურ მექაში და მგონი ნატელი გახდება თუ როგორ გვატთმაშებდნენ ყოველთვის რუსები საკუთარ ნებაზე. (ბოლო პერიოდში ხომ მათმა სპეცსამსახურებმა პირდაპირ პულთზე გვმართეს)

    Like

  2. a. sanduxaZe said

    ბატონო ჯაბა, სრულ სიმართლეს ბრძანებთ, “ერთმორწმუნე” რუსეთმა დაგვავიწყა ის წარსული, ის ტრადიციები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე ჩვენი არსებობის ქვაკუთხედი იყო.

    კავკასიელ ხალხთა ერთიანობა ხომ ხელს არ აძლევდა იმპერიას, იმპერიული დევიზი ხომ ასეთია “დაყავი და იბატონე”.

    Like

დატოვე კომენტარი