Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ავტონომია

ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

ავტონომია

საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, როცა მაზრებად დაყოფა განხორციელდა, ოსებით დასახლებული ტერიტორია მოექცა გორისა და დუშეთის მაზრებში. 1838 წელს გამოიყო ოსთა საბოქაულო. მისი ცენტრი გახდა ჯავა. 1842 წელს შეიქმნა ოსთა ოკრუგი. ეს იყო პირველი შემთხვევა ტერიტორიულადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდებაში ტერმინ “ოსეთის” გაჩენისა, რაც რუსეთის იმპერიის შორს მიმავალ გეგმებს ითვალისწინებდა. ოკრუგის მმართველი სოფელ ქვეშეთში იჯდა. მომდევნო ხანებში არსებულ მაზრებსა და ოკრუგებს შორის სოფლების განაწილება რამდენჯერმე მოხდა. 1843 წელს ოსეთის ოკრუგი ოფიციალურად გაიხსნა. იგი დაყვეს ჯავის, მცირე ლიახვისა და ნარის უბნებად. ოკრუგის უფროსს რეზიდენცია ჰქონდა ჯავაში.

1858 წელს ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი თერგის ოლქის შემადგენლობაში შეიყვანეს. ჯავისა და პატარა ლიახვის უბნები კი თბილისის გუბერნიას დაუტოვეს. შემდეგში იგი ოსეთის უბნის საერთო სახელწოდებით გორის მაზრაში იყო გაერთიანებული, უბნებად დაყოფის [103] გაუქმების გამო ოსებით დასახლებული ტერიტორია სოფლის საზოგადოებებში ირიცხებოდა135.

შიდა ქართლში მცხოვრები ოსების ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებისათვის მოძრაობას 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიეცა გასაქანი. თავდაპირველად ცალკე სამაზრო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას მოითხოვდნენ. ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტისადმი 1917 წლის 10 აპრილს გაგზავნილ წერილში სწორედ ამ მოთხოვნას აყენებდნენ. ამავე დროს ოსებმა მოიწვიეს ე. წ. “სახალხო ყრილობა” (მას აგრეთვე “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენელთა ან “სამხრეთ ოსეთის” დელეგატთა ყრილობასაც უწოდებდნენ) და მის მიერ არჩეული ეროვნული საბჭო (1517 დეკემბერი), თავიდანვე ისწრაფოდა ხელში აეღო პოლიტიკური ხელისუფლება. ეს ორგანოები თვითნებურად ერეოდნენ შიდა ქართლის _ რომელსაც “სამხრეთ ოსეთად” სთვლიდნენ სამეურნეო, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. ცდილობდნენ ეს ტერიტორია გამოეყოთ ცალკე ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულად საერობო ან ავტონომიური ერთეულის სახით136.

ახლად შექმნილმა “სამხრეთ ოსეთის” ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 4 იანვარს ოფიციალური ბარათით აცნობა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რომ იგი უკვე შეუდგა მუშაობას და ამიერიდან ყველა საკითხზე, რომელიც ორ ერს ეხება, ჩვენ მოგვმართეთო. ბარათში [104] ისიც იყო ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო ოსეთის საქმეთა უმაღლეს ხელმძღვანელ ცენტრს წარმოადგენდა.

1918 წლის 10 იანვარს კი სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის კომისარიატს წარუდგინა პროექტი, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რა ფორმით და რა საზღვრებში უნდა ჩამოყალიბებულიყო სამხრეთ ოსეთის ერთობა.

პროექტის ავტორები უკვე ამ დროს თვლიდნენ, რომ არსებობდა “სამხრეთოსეთის ხალხი”, რომ აქ სახლობდა თავისი წარმოშობით, ენითა და კულტურით ერთგვაროვანი სამხრეთოსეთის მოსახლეობა; უნდა შექმნილიყო მაზრა, ან ოლქი ეროვნული ადმინისტრაციით და დაწესებულებებში საქმის წარმოება ყოფილიყო “მშობლიურ ოსურ ენაზე”137.

იმ დროს, 1918 წლის დამდეგს, უთრო შორს არ მიდიოდნენ, ამაზე უფრო ფართო ავტონომიის საკითხს ჯერ ვერ აყენებდნენ. ცხინვალს კი თავიდანვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ერთეულში გულისხმობდნენ.

1918 წლის 24 მარტს ცხინვალში გაიმართა “სამხრეთ ოსეთის” ეროვნული საბჭოს პირველი სესია. ეს ის დრო იყო, როცა თურქეთი წარმატებით უტევდა საქართველოს, რომელსაც ჯერ სრული დამოუკიდებლობა ვერ მიეღო და მტრის მოგერიებაც ძალზედ უჭირდა.

ასე დაიწყო მუშაობა “სამხრეთ ოსეთის” ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც იმთავითვე აუცილებლად მიიჩნია [105] სამხრეთ ოსეთის ცალკე სამაზრო საერობო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა, ჩრდილო ოსეთთან სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დამთავრება, სამხრეთ ოსეთის პოლკის ჩამოყალიბება და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაციული ერთეული ოფიციალურად არ არსებობდა (იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გაჩნდა მხოლოდ), ჩვეულებრივ საუბრებსა და ოფიციალურ დოკუმენტებშიც ოსებით დასახლებული შიდა ქართლის ტერიტორია “სამხრეთ ოსეთად” მოიხსენიებოდა. ამ ტერმინს ვხვდებით არა მარტო სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს სახელწოდებაში, მის ოფიციალურ ქაღალდებში (ბლანკი, მიმოწერა და სხვ.), არამედ სხვა დაწესებულებების, კერძოდ, თვით საქართველოს ეროვნული საბჭოს მიმართვებშიც138.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ოსების ეროვნულმა საბჭომ, რომელიც იმ დროს ბოლშევიკური იყო არ სცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა. უფრო მეტიც, უგულებელყოფდა მის კანონებს და მოქმედებდა როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლება შიდა ქართლში.

საქართველოს ხელისუფლებას მრავალი დოკუმენტი ჩაუვარდა ხელთ, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ოსების ეროვნული საბჭო მიზნად ისახავდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” შეერთებას რუსეთთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოუწოდებდა შიდა ქართლის მოსახლეობას.

ოსების IV მოწვევის ეროვნული საბჭოს საქმიანობა, რომელიც 1918 წლის დეკემბერში აირჩია ოსების დელეგატთა VI ყრილობამ, თავისი შემადგენლობით ასევე ბოლშევიკური იყო. საბჭო არ ცნობდა საქართველოს მთავრობას და მოქმედებდა, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაუფლება “სამხრეთ ოსეთში”. მან 1919 წლის იანვარში, თავის პირველსავე სესიაზე უარი სთქვა როგორც გორის მაზრის ერობის, ისე საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობაზე.

ოსების ეროვნულმა საბჭომ გამოიტანა დადგენილება “საბჭოთა რუსეთთან” შეერთების შესახებ, მაგრამ, რადგანაც ეს მაშინ მოუხერხებელი იყო გადაწვეტილება შეცვალა და მოითხოვა ავტონომია.

IV ეროვნული საბჭო ასევე არ ცნობდა საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ კომისრებს, ხსნიდა თანამდებობიდან და მათ ნაცვლად თვითონ ირჩევდა ახალ კომისრებს. იგი არ სცნობდა ადმინისტრატორებს, მოსამართლეებს, რომელთაც ირჩევდა სახელმწიფო და ერობა, ეწინააღმდეგებოდა გადასახადების აკრეფას და სხვ.

როგორც ვხედავთ საქართველოში და კერძოდ შიდა ქართლის მცხოვრები ოსები აშკარად დაუპირისპირდნენ პირველ რესპუბლიკას და ყოველგვარი შეფარვის გარეშე დაიწყეს ქართული მიწის მისაკუთრებისა და ოსური სახელმწიფო ფორმირების შექმნის მცდელობა. [107]

ყბადაღებული ერების თვითგამორკვევის რეალიზაციას ოსები ქართული ტერიტორიის ხარჯზე ფიქრობდნენ.

საქართველოს ხელისუფლება ოსების მოთხოვნას _ მიეცათ მათთვის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის უფლება, თუნდაც საერობო თვითმმართველობის საფუძველზე, სრულიად სამართლიანად აფასებდა, როგორც ოსების მხრივ საქართველოს ფარგლებში ცალკე სახელმწიფოს შექნის ცდას, როგორც სეპარატიზმს, რომელიც ძირს უთხრიდა საქართველოს მთლიანობას. მთავრობის ასეთმა პოზიციამ გააღიზიანა ოსები. მათ გადაწყვიტეს არ ეცნოთ საქართველოს ხელისუფლება, გამოყოფოდნენ საქართველოს და შეერთებოდნენ რუსეთს. კი მაგრამ ვისი ტერიტორიით ცდილობდნენ რუსეთთან შეერთებას ოსები? ვინ უშლიდა თავად გადაბარგებულიყვნენ რუსეთში?

“ჩვენ ტერიტორიაზე _ წერდა გაზეთი “ერთობა”, _ ცხოვრობენ პატარა ერები _ ოსები, აფხაზები, სომხები და სხვ. რომელთაც სურთ გამოყონ და შექმნან საკუთარი სახელმწიფოებრიობა. ეს რომ ასე მოხდეს, ყველაფერი დაიღუპება. ჩვენ ისედაც განადგურებულნი ვართ და თუ ყოველი პატარა ერი მოსურვებს შექმნას თავისი საკუთარი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, მაშინ დაიღუპებიან ისინიც და ჩვენც…”139.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ოსებისათვის ტერიტორიულ საფუძველზე აგებული საერობო თვითმმართველ ერთეულად გამოყოფის [108] უფლება, ოსებმა ბოლშევიკების ხელმძღვანელობით ჯავის, წუნარისა და ცხინვალის სახალხო ყრილობაზე 1918 წლის მაისში, ივნისში და აგვისტოში აშკარად გამოთქვეს რუსეთთან შეერთების სურვილი. მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ ჩრდილოეთ კავკასია ეკავათ დენიკინელებს და პრაქტიკულად მოუხერხებელი იყო ამ ღონისძიების განხორციელება, მათ შეცვალეს თავისი პოზიცია, და მოითხოვეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში ფართო პოლიტიკური ავტონომია “სამხრეთ ოსეთისათვის”.

მთლიანობაში საქართველოს ხელისუფლება ფიქრობდა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობისათვის ფართე ადგილობრივი მმართველობის შემოღების, ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის გამოყოფისა და მისთვის სახელწოდებისა და სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. ნავარაუდევი იყო შორაპნის, რაჭისა და გორის მაზრების ოსებით დასახლებული სოფლების შეერთებით დაეარსებინათ “ჯავის მაზრა”, შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომელსაც ეს საკითხი უნდა შეესწავლა და გადასაწყვეტად მთავრობისათვის წარედგინა.

კომისიამ გაითვალისწინა ქართველი მეცნიერების: ივანე ჯავახიშვილის, ანდრია ბენაშვილისა და სხვათა აზრი, რომ ამგვარი ნაბიჯი გაუმართლებელი იქნებოდა, როგორც სტრატეგიულად, ისე ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად და მთავრობას თავშეკავება ურჩია.

ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ოს მოსახლეობას საერთაშორისო სამართლის არც ერთი დოკუმენტით პოლიტიკური ავტონომია არ ეკუთვნოდა. ამასთან, არ არსებობდა პრეცენდენტი, რომელიმე ქვეყანას, თავის ტერიტორიაზე მოსახლე არადომინანტი (არასატიტულო) ერის ნაწილისათვის, ვისაც სამშობლო სხვაგან აქვს, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების ნება დაერთოს.

ამის მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურები ცდილობდნენ გამოეძებნათ ოსთათვის მისაღები კომპრომისი სახელმწიფო ინტერესების შეუბღალავად. მზად იყვნენ, მიენიჭებინათ ამ ეთნიკური უმცირესობისათვის ეროვნულკულტურული ავტონომია, ანუ იმგვარი თვითმმართველობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფდა ისტორიული სამშობლოს მიღმა ბინადარი ხალხის იდენტობას, მის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს140.

“ოსები გამოსთქვამდნენ სურვილს _ წერდა “ერთობა” _ შეერთებოდნენ რუსეთს, მაგრამ შემდეგში უკუაგდეს და მოითხოვეს ავტონომია… კიდეც რომ დავუშვათ ერთი წუთით, რომ შესაძლებელია მათთვის ავტონომიის მინიჭება, ცხადია, მათ უნდა ექნეს ტერიტორია. ასეთ ტერიტორიად შეიძლებოდა გვევარაუდნა ჯავის ხეობის სამი სოფლის საზოგადოება. ოსეთის საბჭო კი… თავის ძალას ავრცელებდა ყველგან იმ ადგილებში, სადაც ოსები ცხოვრობდნენ”141.

სეპარატისტები არ ისვენებდნენ. ოსების IV ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა “ავტონომიური სამხრეთ ოსეთის” კონსტიტუციის პროექტი, რომელიც 1919 წლის 16 ივნისს წარედგინა საქართველოს დამფუძნებელი კრების [110] ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიას. ამ აქტს ეწოდებოდა “სამხრეთ ოსეთის კანტონი”, პროექტი შეგებოდა 5 თავისა და 47 მუხლისაგან.

პროექტის თანახმად “სამხრეთ ოსეთის კანტონი” ცხადდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიურ ნაწილად. კანტონს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესულიყო უცხო სახელმწიფოსთან.

კანტონს ენიჭებოდა თავისი ტერიტორიის ფარგლებში ტყეების, საძოვრების, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების ექსპლოატაციის განსაკუთრებული უფლება.

საგადასახადო სისტემის მხრივ კანტონი უთანაბრდებოდა საქართველოს რესპუბლიკის სხვა თვითმმართველ ერთეულებს და მათ მსგავსად უნდა ესარგებლა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონსტიტუციის პროექტის თანახმად კანტონის ყველა მოქალაქეს სამხედრო ვალდებულება უნდა მოეხადა კანტონის ტერიტორიაზე.

შემდეგ პროექტში ლაპარაკი იყო კანტონის ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების (სახალხო საბჭო, სახალხო კომისარიატები, კომუნები) შექმნის წესზე, მათი კომპეტენციის ფარგლებზე, კანტონის მოქალაქეთა უფლებებზე და ა. შ.

კონსტიტუციის პროექტი განსაზღვრავდა აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციას კანტონში, მათი იურისდიქციის ფარგლებს, შეეხებოდა საკანონმდებლო ინიციატივისა და რეფერენდუმის საკითხებს და ა. შ.

პროექტს საფუძვლიანი შეფასება მისცა მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა “ერთობამ”. “სამხრეთ ოსეთმა” წარმოადგინა ისეთი პროექტი, _ ვკითხულობთ გაზეთის ფურცლებზე _ რომელიც შორს სცილდება ეროვნულ ტერიტორიული ავტონომიის ფარგლებს და აწესებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე ცალკე სახელმწიფოს, საქართველოს რესპუბლიკასთან ოდნავ, უფრო სიტყვიერად დაკავშირებულს, რომლის პირველ მუხლში სიტყვა _ “ავტონომიური” გაუგებრობითაა ჩაწერილი”. ხელისუფლების სწორი შეფასებით, პროექტის შემდგენლები ავტონომიას კი არ მოითხოვდნენ, არამედ ცალკე სახელმწიფოს. ისინი მიუთითებდნენ, რომ პროექტისეული “კანონი” სახელმწიფოს ნიშნავდა და არა ფართო თვითმმართველობას, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს თავის ტერიტორიულ ნაწილს და რომლის უკან წაღებაც სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია.

“ოსეთის ეროვნული საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტი, _ ასკვნიდა “ერთობა”, _ გულისხმობს დაარსებას სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოსი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკასთან ცხოვრების რამდენიმე დარგში იქნება სუსტად დაკავშირებული”142.

ჩვენი სამშობლოს დანაწილების სურვილი არც სხვა ეროვნებებისათვის იყო უცხო ხილი. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ოსთა პროექტის გარდა წარდგენილი იყო აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე [112] მცხოვრები სხვა ეროვნულ უმცირესობათა (რუსების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნების, ებრაელების, გერმანელების და სხვათა) პროექტები. ყველა ეს პროექტი შეიცავდა კულტურულ ანუ ექსტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნას.

საკონსტიტუციო კომისია განსაკუთრებულ წყენას გამოხატავდა ოსური პროექტის გამო. პ. საყვარელიძე საკონსტიტუციო კომისიის მორიგ სხდომაზე აღნიშნავდა: “დღეს განსახილველი გვაქვს პროექტები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ. მიუხედავად წარმოდგენილი პროექტებისა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ ითქვა, მე მაინც არ შემიცვლია ჩემი აზრი: დღესაც დარწმუნებული ვარ და გადაჭრით ვამბობ, რომ საჯარო უფლებებს ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ. არ შემიძლია დავუშვა ის აზრი, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფოები შევქმნათ სახელმწიფოში. ჩვენ ვწერთ კონსტიტუციას უნიტარულ სახელმწიფოსათვის. ჩვენთვის ეს სრულიად მიუღებელი გარემოებაა”.

ოსების დელეგაციის პოზიციის გამო, ასევე საშინლად განაწყენებული აკ. ჩხენკელი დასძენდა: “უმცირესობათა წარმომადგენლების მოხსენებებმა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე დავინახე მათი სრული უნდობლობა ჩვენდამი. ეს მეტად დამაფიქრებელი და საშიში გარემოებაა”143.

უკვე 1920 წლის 23 მარტს რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება “სამხრეთ ოსეთში” საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და სამხრეთ ისეთის რევკომის ორგანიზაციის შესახებ.

1920 წლის 6 მაისს ახლად შექმნილმა “სამხრეთ ოსეთის” რევკომმა დაადგინა: “ვემორჩილებით რა კავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიგვაჩნია გამოვაცხადოთ საბჭოთა ხელისუფლება… რის შესახებაც ვაცნობოთ მოსკოვს და დემოკრატიულ საქართველოს”. რევკომის გადაწყვეტილება, როგორც ვხედავთ, წარმოადგენდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას144.

საგულისხმოა, რომ კავბიუროს დადგენილებით საოლქო კომიტეტმა 1921 წლის 25 თებერვალს _ ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების დღეს _ განმეორებით მიიღო დადგენილება “სამხრეთ ოსეთის რევკომის” შექმნის შესახებ და განსაზღვრა მისი შემადგენლობაც. სხდომის ოქმში ამის თაობაზე ვკითხულობთ: “შეიქმნას სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტი შემდეგი ამხანაგებისაგან: 1. ვლადიმერ სანაკოევი, 2. რაჟდენ კოზაევი, 3. ალექსანდრე ჯატიევი, 4. სერგეი გაგლოევი, 5. ყაზბეგ ბუტაევი, ნ. არონ პლიევი, 7. ნიკოლოზ გადიევი”145. როგორც ვხედავთ, რევკომი მხოლოდ ოსი ეროვნების წარმომადგენლებისაგან დააკომპლექტეს. რევკომმა მაშინვე დააყენა “სამხრეთ ოსეთისადმი” ავტონომიის მინიჭების საკითხი, რაც ერთობ ძნელი გადასაწყვეტი გამოდგა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ჯერ ერთი, გასარკვევი იყო რა ტერიტორიაზე და რა სახის ავტონომია უნდა მიენიჭებინათ, “სამხრეთ ოსეთისათვის”, მეორე, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და რევოლუციურ კომიტეტს, რომელთაც ვერაფრით ვერ დავწამებთ ინტერნაციონალიზმის ნაკლებობას, გაუჭირდათ სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის მიერ წამოყენებული უსაფუძვლო მოთხოვნების დაკმაყოფილება (როგორც ზევით დავინახეთ, “სამხრეთ ოსეთის” რევოლუციური კომიტეტი, ზუსტად ამ სახელწოდებით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიქმნა, თუმცა მაშინ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეული თავისი სტატუსითა და ტერიტორიით რეალურად არსებობდა)146.

1921 წლის ივლისისათვის “სამხრეთ ოსეთის” რაიონად ითვლებოდა 7 სოფელი, 8 წმინდა ქართული სოფლის გამოკლებით (ვანათი, აწყურის ხევი, ხოშურა, სადაურიანთ კარი, დვანი, ზემო ავნევი და ქვემო ავნევი), რომლებიც ადმინისტრაციულად რჩებოდა გორის მაზრის ცხინვალის რაიონში და არ ექვემდებარებოდა სამხრეთ ოსეთის რევკომს. ოსების რევკომი კვლავ აგრძელებდა თხოვნის “სერიას” რათა სასწრაფოდ ყოფილიყო ორგანიზებული კომისია სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან ადმინისტრაციული გამიჯვნისათვის. მასვე უთანაგრძნობდა საქართველოს რევკომი. ძნელია გულგრილი დარჩე, როდესაც [115] კითხულობ ცხინვალელთა და ქართველებით დასახლებული სხვა რაიონებიდან, სოფლებიდან მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილებს. ხვეწნით და მუდარით ევედრებიან, “არ დაჩაგრონ ქართველები, რომლებიც თავის ძირძველ მიწაზე ცხოვრობდნენ”, და არ შეეერთებინათ ეს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთის ოლქისათვის. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ვრცელი მოხსენებით შევიდა საქართველოს რევკომში იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული განყოფილების მიერ შეგროვილი მასალებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ერთი მთლიანი ტერიტორიის გამოყოფა სამხრეთ ოსეთისათვის.

“სამხრეთ ოსეთი, _ ვკითხულობთ აღნიშნულ მოხსენებაში _ როგორც მთლიანი გეოგრაფიული ერთეული, არ არსებობს… არის მხოლოდ ოსებით დასახლებული ცალკე რაიონები, რომელთაც ურთიერთშორის არავითარი სამეურნეო და ტოპოგრაფიული კავშირი არა აქვთ… ეს რაიონები გადაუვალი მთებითაა ერთიმეორისაგან განცალკევებული… ისინი ერთიმეორეს მთელი ზამთრობით მოწყვეტილნი არიან”.

გამომდინარე აქედან, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გორის, დუშეთისა და რაჭის მაზრების ჩამონაჭრებისაგან ერთი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა მეტად ხელოვნულად მიაჩნდა. იგი მოითხოვდა, რომ ოსური მოსახლეობა კვლავ დარჩენილიყოდასახელებულმაზრებში. ამასთან თვითოეულ ამ მაზრაში გარდა ვრილი ადმინისტრაციული ერეულისა _ თემისა, კომისარიატის აზრით, უნდა შექმნილიყო აგრეთვე სარაიონო ერთეულები, _ კერძოდ, ჩასავლისა, [116] რაჭის მაზრაში, კობია _ დუშეთის მაზრაში, ამავე დროს თვითოეული ამ მაზრის რევკომში ოსურ მოსახლეობაყოლებოდარმომადგენელიომელსაც ენიჭებოდა უფლება საქართველოს რევკომში გაესარებინა სამაზრო რევკომის დაენილება, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა ოსური მოსახლეობის ინტერესებს. სადავო საკითხის შესახებ საქართველოს რევკომის გადაწყვეტილება საბოლოო უნდა ყოფილიყო.

ამრიგად, მოხსენებაში საფუძვლიანად იყო დასაბუთებული ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ცალკე სამაზრო ერთეულად გამოყოფის შეუძლებლობა. მაგრამ ბოლშევიკურ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს დანაწილებას ისახავდა მიზნად ცხადია, არ შეეძლო გაეზიარებინა აღნიშნულ მოხსენებაში მოყვანილი არგუმენტები.

აჩქარებდნენ რა გამოყოფას, სამხრეთ ოსეთის რევკომმა 1921 წლის სექტემბერში ოფიციალურად დააყენა საკითხი საქართველოს ცენტრალური პარტიული და საბჭოთა ორგანოების წინაშე სამხრეთ ოსეთის ცალკე დამოუკიდლ პოლიტრ ერთეულად გამოფის შესახებ, რომელიც ფედერაციულად უნდა დაკავშირებოდა საქართველოს სს რესპუბლიკას.

1921 წლის 68 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიის საოლქო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. პროექტები მისი საზღვრებისა და კონსტიტუციის შესახებ. დადგენილებით აუცილებლად მიიჩნიეს რესპუბლიკის შექმნა, ცენტრი ქ. ცხინვალში. დადგენილებას თან ერთვოდა პროექტი “სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრების შესახებ”, რომლის თანახმადაც ქ. ცხინვალი მომიჯნავე ქართული სოფლებითურთ, აგრეთვე გორის, დუშეთის, შორაპნის მაზრის ოსებით დასახლებული ტერიტორია, მათ შორის შერეული მოსახლეობის მომიჯნავე რაიონებიც, შედიოდა ამ ახალი პოლიტიკური ერთეულის ფარგლებში.

ასეთი რესპუბლიკის შექმნის მიზეზად დასახელებული იყო სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონე, ოსეთის მილიციური ბრძოლის ისტორია და სხვა.

კონსტიტუციის პროექტი 15 მუხლისაგან შედგებოდა და განსაზღვრავდა “ოსეთში” ხელისუფლების ორგანოთა ორგანიზაციის საკითხებს: ყველა ზემოთ დასახელებული დოკუმენტი 1921 წლის 14 სექტემბერს ოსეთის დელეგაციამ საბოლოო განხილვისა და გადაწყვეტილებისათვის წარუდგინა რკპ (ბ) კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და საქართველოს სსრ რევკომს.

1921 წლის 31 ოქტომბერს კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს საკითხი სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პატარა ერთეულისათვის, როგორც სამხრეთ ოსეთია, დამოუკიდებელი სუვერენული სტატუსის მინიჭება არ არის რეალური. ის ობიექტური მიზეზები, რის საფუძველზეც ითხოვდნენ ცალკე გამოყოფას, უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ერთეულად ჩამოყალიბებისათვის თუ გამოდგებოდა. გადაწყდა, რომ სამხრეთ ოსეთის ეროვნული თვითგამორკვევის ფორმად აღიარებული ყოფილიყო ავტონომიური ოლქი და განსაზღვრულიყო მისი საზღვრები147.

დეკრეტი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ” მართლაც, რომ ისტორიული აქტია, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, ძირძველი ქართული მიწის “ოსეთად” სახელდებას; ქართველი და ოსი ხალხების კეთილმეზობლური ისტორიული ურთიერთობის გაუცხოებას.

როგორც კი ცნობილი გახდა 1921 წლის ბოლოს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილს ოსებისათვის ავტონომიურ ერთეულად გამოცხადებას უპირებდნენ, ქართველობა აღსდგა ამ გაუგონარი უსამართლობის წინააღმდეგ. ეს იყო კიდევ ერთი საშინელი დარტყმა ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოსპობის გზაზე. ძირძველ ქართულ მიწაზე “ქართული მთავრობა” სახელმწიფოებრიობას უქმნიდა  სხვა ერს.

ცხინვალის რაიონის თითქმის ყველა ქართულ სოფელში ჩატარდა კრებები, სადაც ერთსულოვნად დაგმეს ეს აქტი. საპროტესტო აქციით გამოვიდნენ სოფლების: დიცის, ერგნეთის, დვანის, ავნევის, ნულის, ქორდის, მეღვრეკისის, ერედვის, თამარაშენის, ტირძნისის, ბროწლეთის, სვერის, ქემერტის, მონასტრის, ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის და სხვა მრავალი სოფლის მცხოვრებნი.

1921 წლის 26 დეკემბერს სოფელ ქორდის მოსახლეობა თავიანთ მოთხოვნილებაზე უარის შემთხვევაში [119] მზად იყო უკიდურესი ზომისათვს მიემართა: “…სსრ მთავრობამ მაშინ მოგვცეს ბინა და გადაგვასახლოს შორს სადმე, რომ ჩვენს თვალსა და ყურს ვერ მოსწვდებოდეს ჩვენი ადგილების კვნესა და არ ატირებდნენ ჩვენს ძველად განთქმულ გულგმირულ ჩვევებს”. როგორ უნდა გამწარდეს ქართველი, რომ თავისი მამაპაპური კერიიდან აიყაროს და სხვაგან გადასახლდეს148.

 პარტიული პოზიცია კარგად ჩანს ე. წ. “სამხრეთოსეთის” რევკომის 1921 წლის 68 სექტემბრის დადგენილებაში, სადაც ავტონომიური ოლქის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი იხილებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ «Образование такой политической единицы, при данных обьективных условиях, создает благоприятную почву для приобщения трудящихся Юго-Осетии к Советской власти».

რა იცოდა ამ დროს გულუბრყვილო ქართველმა კაცმა, რომ ადგილობრივი რევკომი არ იყო დამოუკიდებელი შექმნილ სიტუაციაში, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა და ისევ რევოლუციურ კომიტეტს, ოღონდ უკვე თბილისში, ცენტრში სთხოვდა დახმარებას. დიახ, რა იცოდა მან, რომ ოსებისათვის ავტონომიის შექმნის საკითხი იქ “ზევით, სადაც ჯერ არს, უკვე გდაწყვეტილ იყო და უფრო მეტიც, კონსტიტუციის პროექტიც ჰქონდათ შედგენილი. მასში უამრავ უფლებათა შორის რაც ზეციდან მოვლენილ წყალობასავით ცვიოდა ოსებისათვის, იკითხება ამ მშვენიერი სპექტაკლის რეჟისორის, შექმნილი [120] მდგომარეობის ფარული ინსპირატორის სახე: «Для борьбы с контрреволюцией организуется воинская часть с командованием на русском языке. Языком сношения между ССР Юго-Осетией и ССР Грузией служит русский язык»149.

საქართველოს “რევოლუციური მთავრობა” ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებს უპირისპირებს იდეოლოგიასა და აგიტაცია პროპაგანდას და ცდილობს შთააგონოს ცხინვალის ქართველებს, რომ ის თანაბრად იცავს “ყველა ერის” ინტერესებს… ცდილობს, ჩამოუყალიბოს მათ ნდობა ხალხის იმ უმცირესი ნაწილის მიმართ, რომელიც დღენიადაგ იღვწოდა საქართველოდან გამოყოფის და ჩრდილოეთ ოსეთთან იგივე რუსეთთან მუდმივი კავშირის დამყარებისათვის.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საკანონმდებლო წესით ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ.

1922 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა მიიღო ქ. ცხინვალში მცხოვრებ ქართველთა, სომეხთა და ებრაელთა საერთო კრების დადგენილება; “რომლითაც ისინი მოითხოვდნენ ცხინვალისა და მისი რაიონის კვლავ ისტორიულ საზღვრებში დარჩენას”150.

ქართველი და ოსური მოსახლეობის ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა, რასაც, შესაძლოა, შეიარაღებული [121] შეტაკება მოჰყოლოდა. ვერც ერთი მხარის ბოლომდე განიარაღება ვერ მოხერხდა.

“სამხრეთ ოსეთის” პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობა, ცხადია, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ რესპუბლიკის ცენტრალურ ორგანოებს რაც შეიძლება მალე გამოეცათ დეკრეტი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნის შესახებ. 1922 წლის 19 აპრილს ამ საკითხზე სპეციალურად იმსჯელა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური აღმასრულებელი კომიტეტისა (ასეთი ორგანოც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იურიდიულ გაფორმებამდე არსებობდა) და საოლქო პარტიული კომიტეტის გაერთიანებულმა სხდომამ, რომელმაც დაადგინა, რომ დეპეშა გაეგზავნა საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისათვის და ეთხოვათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იურიდიული გაფორმების დაჩქარება151.

საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერდნენ ფ. მახარაძე და ს. ქავთარაძე შეიქმნა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”, როგორც საქართველოს სსრ შემადგენელი ნაწილი. ოლქის ცენტრად დადგენილ იქნა ცხინვალი, ოლქის ფარგლებში მოაქციეს არა მარტო იმ დროს ოსებით დასახლებული ჯავის, ზნაურისა და ზოგიერთი სხვა ხეობები, არამედ, ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის, დუშეთისა და რაჭის მაზრების მთელი რიგი ქართული სოფლები.

122

ამგვარად, ოლქი შეიქმნა ისე, რომ არავითარი ანგარიში არ გაუწიეს ქართველებს, არც აქ მცხოვრებ სხვა ხალხებს. არ გაითვალისწინეს ამ მხარის წარსული, მისი მკვიდრი მოსახლეობის ინტერესები და თვითნებურად გადაწყვიტეს საკითხი152. მაგრამ საკანონმდებლო წესით ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული “საბჭოთა საქართველოს” ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ.

საქართველოს სსრ 1922 წლის კონსტიტუცია (მიღებულ იქნა 2 მარტს), გაკვრით ეხებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს _ პირველი მუხლის შენიშვნაში აღინიშნა, რომ რესპუბლიკის შემადგენლობაში “ნებაყოფილობითი თვითგამორკვევის საფუძველზე შედის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”153.

1922 წლის 11 ივლისს შედგა 10 სოფლის: თიღვის, ოქონის, სუნისის, ნაბაკევის, ტყის უბნის, შინდარის, ნედლათის, ალიბარის, ახალშენისა და ხუნდისუბნის საერთო კრება. კრების მონაწილეთა აზრით ჩამოთვლილი სოფლები მოაყოლეს რა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის საზღვრებში დიდი უხერხულობა შეიქმნა ეკონომიკური თვალსაზრისით. მოსახლეობა ძველთაგანვე მიჩვეული იყო ტერიტორიული სიახლოვის გამო გომში, სურამსა და გორში სიარულს. იქვე ჩამოჰქონდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები სარეალიზაციოდ. ცხინვალი კი, როგორც [123] ადმინისტრაციული ცენტრი მანძილისა და მათთვის არახელსაყრელი ვითარების გამო მიუღებელი იყო.

დასახელებული სოფლების მოსახლეობა თვლიდა, რომ ოლქზე მიწერა მათ გარდაუვალ დაღუპვას გამოიწვევდა და კატეგორიულად მოითხოვდნენ სოფლები დარჩენილიყო გორის მაზრის ფარგლებში და მიკუთვნებოდა მახლობელ საციხურის თემს154.

მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ 40ზე მეტი ქართული სოფლის გაერთიანებით ოსურ სოფლებთან ერთად შექმნა ქართულ მიწაზე “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”.

დეკრეტის გამოცემას, ბუნებრივია, ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იძულებული გახდა სულ მალე შეეტანა ზოგიერთი კორექტივი 20 აპრილის დეკრეტში. 25 აპრილსვე მან დაადგინა: “ქართულ სოფლებში ადმინისტრაცია და მილიცია დარჩეს ქართულ მაზრას”. ამ შესწორებებმა შექმნილი მდგომარეობა, ცხადია, საბოლოოდ ვერ განმუხტეს. შეიარაღებული შეხლაშემოხლის საშიშროება კვლავ რჩებოდა. გახშირდა ექსცესები ორივე მხრიდან სამეურნეო თუ სხვა ყოფითს საკითხებზე. ამიტომ იღებდნენ ზომებს მოსახლეობის განიარაღებისათვის155.

ჰქონდა თუ არა ამის კომპეტენცია ბოლშევიკებისაგან ფრთაშესხმული ოსები, კერძოდ, ავტონომიური ოლქის ცაკის პრეზიდიუმი 1923 წლის 14 ივლისს იღებს დადგენილებას “ოსური ენის, როგორც სახელმწიფო ენის შემოღების შესახებ”156.

1924 წელს სრულიად საქართველოს ცაკის დებულების მე-5 მუხლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცაკს მიენიჭა უფლება მოეწვია საქართველოს ცაკის საგანგებო სესია. ეს მეტად დიდი უფლება იყო157. რსფსრში ავტონომიურ ოლქებს ასეთი უფლება არ გააჩნდათ. ეს აღიარებული იყო მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვდა არანაკლებ 6 ავტონომიური რესპუბლიკა ერთად158. ამდენად “სამხრეთ ოსეთი” თავისი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა სტრუქტურით, კომპეტენციებით, ფედერალური სტატუსით უფრო ავტონომიურ რესპუბლიკას მოგვაგონებდა, ვიდრე ავტონომიურ ოლქს.

ავტონომიური ოლქის სამთავრობო წრეების მხრივ ქართველი მოსახლეობის მიმართ არ ტარდებოდა სწორი ეროვნული პოლიტიკა. მაგალითად, 1925 წელს ცხინვალის რეგიონში მთელი მოსახლეობა 12700 კაცს შეადგენდა, ქართველი 7388, რაიონულ საბჭოში კი 105 დეპუტატიდან ქართველი იყო 31. საქმის წარმოება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზე მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის _ ქართველებისათვის გაუგებარი იყო. სახალხო კომისრებს შორის არ იყო არც ერთი ქართველი. ასეთი ეროვნული პოლიტიკის შედეგად ბუნებრივია, რომ რიგ ქართულ სოფლებს, რომლებიც [125] დუშეთის მაზრას ესაზღვრებოდა, სურდათ გამოყოფა ოლქისაგან და დუშეთის მაზრასთან შეერთება159.

ამ პერიოდში საქართველოში მიმდინარე პრცესებთან მიმართებაში, ქართული საზოგადოებრივპოლიტიკური აზრის უარყოფითი პოზიცია, რამდენადაც ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად იქნა იგნორირებული, საქართველოს ტერიტორიის ხელოვნურად დაქუცმაცების შეჩერება, მხოლოდ ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას საჭიროებდა. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება რუსულ სამხედრო შენაერთებთან უნდა მომხდარიყო. ამ მხრივ, ქართველი ხალხი უძლური იყო იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მას, ყოველგვარი სახის თავდაცვის საშუალება გამოაცალეს და დამპყრობი ქვეყნის ხელშემყურე დატოვეს160.

საქართველოს სსრ 1927 წლის კონსტიტუციამ უფრო დაწვრილებით განსაზღვრა ავტონომიური ერთეულების სტატუსი საქართველოს ფარგლებში და მათი დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან161. მაგრამ ეს ყველაფერი ქაღალდზე რჩებოდა. ოლქის ხელისუფლებას იმდენად დიდი მხარდაჭერა გააჩნდა ცენტრის მხრიდან, რომ 1937 წელს საქართველოს მთავრობას ოსები სთხოვდნენ, რაც მოთხოვნას უფრო გავდა, [126] თბილისში ყოლოდათ ერთი მუდმივი წარმომადგენელი სამეურნეო იარაღის წარმოებისათვის162.

“სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის არსებობის მთელ მანძილზე აქ ყოველთვის ირღვეოდა ყველა ეროვნების ადამიანის უფლებები. მათ შორის განსაკუთრებით ქართველთა, რაც მუდმივი დაძაბულობის წყაროს წარმოადგენდა და საბოლოოდ მხოლოდ ოსურ პარტოკრატიას აძლევდა ხელს. ბოლშევიკების მოგონილი ხელოვნური წარმოქმნის _ სამხრეთოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობა არღვევდა საერთაშორისო სამართლის ერთერთ ყველაზე ძირითად პრინციპს _ დისკრიმინაციის გამორიცხვას.

რუსი კომუნისტების საპროგრამო დებულებიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნისტურ პარტიას (რუსეთის კომუნისტური პარტიის ორგანულ ნაწილს), ისეთივე პოლიტიკა უნდა განეხორციელებინა, რაც ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში. რუსული შაბლონი მათ დიდი გულმოდგინებით გადმოიტანეს საქართველოს სინამდვილეში. ეს იყო შეცდომა. რატომ?

რუსეთი იყო მეტროპოლია, რომელსაც თვითონ კომუნისტების აღიარებით, უდიდესი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი კოლონიური ერების მიმართ. რა თქმა უნდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ეროვნული პროგრამა ამ თავისებურების გათვალისწინებით დგებოდა. როცა საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობა ბრმად იღებდა რუსულ შაბლონს საეროვნებათაშორისო ურთიერთობის დარგში, საქართველოს აყენებდა ფაქტობრივად [127] “მეტროპოლიის” პოზიციაში, რომელსაც მის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსებისთვის უნდა შეექმნა გამორჩეული პირობები ეროვნული სკოლის, ეროვნული კულტურის გასავითარებლად. საქართველოს ხელისუფლებისათვის ეს აშკარად სიზიფეს შრომას უდრიდა. ასეთმა პოზიციამ საქართველოში ეროვნული კონსოლიდაციის საკითხები უკანა პლანზე გადასწია და XX საუკუნის 20იანი წლების შუა ხანებში სერიოზულად გაართულა საეროვნებათაშორისო ურთიერთობანი, რადგან საქართველოსაგან ავტომატურად მოითხოვდნენ ისეთივე ეროვნული პოლიტიკა განეხორციელებინა, როგორიც რუსეთში იყო: უნდა შეექმნა ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, უნდა შეეჩერებინა უკვე დაწყებული პროცესი ეროვნული კონსოლიდაციის მიმართულებით, რომ ეს ნაციონალიზმის გამოვლენად არ ჩათვლილიყო. უნდა ეზრუნა ნაციონალურ სოლებზე იმ პირობებში, როცა ამისათვის არც კადრები, არც შესაძლებლობები არ არსებობდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ინტერესები კი მოითხოვდა სკოლის უნიფიცირების საფუძველზე ნაციონალური კონსოლიდაციის გაძლიერებას. ფაქტობრივად, ნაციონალური სკოლა, რომლის ფირნიშის ქვეშ, იქმნებოდა სკოლები აფხაზი და ოსი ეროვნების ახალგაზრდობისათვის, “მესხეთელი თურქებისათვის”, სომხებისა და აზერბაიჯანელებისათვის, ფაქტობრივად, რუსულ სკოლებად გადაიქცა, რამაც [128] კი არ დააახლოვა ეს ერები ქართველებს, არამედ დააახლოვა პუშკინის, ლერმონტოვის, ტოლსტოის რუსეთს163.

ამრიგად, საქართველოს ნაწილის “ოსეთად” მონათვლას (მაშინ, როდესაც ნამდვილი ოსეთი საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს) არც ისტორიული, არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა _ შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის კომპარტიისათვის, რომელიც მანამდე ოსებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყენებდა შიდა ქართლში.

ოსები საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა არ არის. ისინი ჩამოსახლებული ხალხია. რა დროიდან, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მიუხედავად იმისა, დიდი ხნის წინათ ჩამოსახლდნენ ისინი, თუ ცოტასი. მაგრამ ჰქონდათ ოსებს ავტონომიური ოლქის სტატუსის უფლება? აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს _ არა.

ყველა დროში და ყველა ქვეყანაში წინათაც და ეხლაც ავტონომია ეძლევა იმ ხალხს, რომელიც მოცემული ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობაა, მაგრამ, ისტორიული პერიპეტიების შედეგად, სხვა უფრო მრავალრიცხოვანი სახელმწიფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. როცა ესპანეთის ერთიანი სახელმწიფო ყალიბდებოდა, ბასკეთი მის შემადგენლობაში მოყვა. რაკი ბასკები ბასკეთის მოცემული ტერიტორიის მკვიდრი მოსახლეობაა,  [129] მათ სრული უფლება აქვთ ავტონომიისა. მაგრამ ესპანეთში მოსახლე ებრაელობას, მისი არამკვიდრობის გამო, ავტონომიის უფლება არა აქვს. თუმცა ებრაელებმა ესპანეთის ისტორიულკულტურულ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს.

რაკი ოსები შიდა ქართლის მკვიდრი მოსახლეობა არ არის, მათთვის ამ ტერიტორიაზე ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის სუვერენული უფლების დარღვევა იყო. ოსებისათვის ავტონომიის მინიჭება იურიდიულად წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაკანონებას. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ისეთივე ოკუპაციაა, როგორც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ პრუსიის დაპყრობა.

მაშ რისი უფლება ჰქონდათ და აქვთ ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე? მათ აქვთ კულტურული ავტონომიის უფლება. მათ აქვთ უფლება დაიცვან ოსური ენა, ოსური მწიგნობრობა, ოსური სკოლა, ოსური ზნეჩვეულება, ოსური ხალხური სიმღერაცეკვა და ა. შ.164.

რისთვის იქნა გამოგონებული ავტონომიური ერთეულები და რას წარმოადგენდნენ ისინი ჩვენს სინამდვილეში?

ოქტომბრის გადატრიალებით მოპოვებული ხელისუფლების შენარჩუნება ბოლშევიკებმა ადრე გაცემული დაპირებების წყალობით მოახერხეს. მათი დაუყოვნებელი რეალიზაცია ახალი ხელისუფლებისათვის იყო აუცილებელი და იმ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა [130] თავიდან აცილებისათვისაც, რაც დაპირებათა შეუსრულებლობას უეჭველად მოჰყვებოდა. ამასთან ერთად, ადგილობრივ მართვაგამგეობას ისეთი ფორმა უნდა ჰქონოდა, რომ ხელისუფლებისათვის ხალხის სრული მორჩილებით “სოციალიზმის მშენებლობისათვის” საჭირო ვითარებაც ყოფილიყო გარანტირებული. გამოყენებულ იქნა იმპერიის ისტორიაში კარგად ცნობილი “სამოურავო სისტემა”, გარკვეული პირი, ამ შემთხვევაში მსხვილი პარტიული ფუნქციონერი, იბარებს ეროვნებასა თუ ერს ტერიტორიითურთ, კისრულობს პოლიტიკურ და სამეურნეო ვალდებულებას, რომელთა შესასრულებლად აჰყავს ხელქვეითთა შტატი და თავისივე ხალხის მორჩილებისათვის ეყრდნობა მპყრობელი ერის სამხედრო ძალას. ამ ერთეულებს დაერქვათ ავტონომიური “რესპუბლიკები”, “ოლქები” “ნაციონალური ოკრუგები” და სხვ.

საქართველოში შექმნეს სამი ავტონომიური წარმონაქმნი. ავტონომიური ერთეულების შექმნისას გარკვეული როლი შეასრულა ლოზუნგმა _ კომუნიზმის დროს სულერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო. ანტიპატრიოტულად განწყობილი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად მტკივნეულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა “კომუნიზმისა” და “ინტერნაციონალიზმის” დემაგოგიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი ნაწილი165.

საქართველოში _ ერთ ფიორა ტერიტორიაზე სამი ავტონომიის არსებობა ინტერნაციონალიზმის ორჯონიკიძისეული გეგმის ნაყოფად უნდა ჩაითვალოს. ან უნდა [131] მივიღოთ, რომ იგი ოქტომბრის გადატრიალების ჭეშმარიტ მიზნებში ჩინებულად ერკვეოდა _ “დაყავი და იბატონე!”.

ქართველი ერის დამოუკიდებლობა რუს ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად ჰქონდათ მონათლული, ასე იყო საჭირო მათი სახელმწიფოსათვის. ორჯონიკიძეს აქტიურად უჭერდა მხარს ქართველი ბოლშევიკების უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, თვით სტალინიც ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით. ქართველთა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის აღმოსაფხვრელად, პანაცეად იქცა ჩვენი ეროვნული ენერგიისა და ტერიტორიის დაქუცმაცება, ერთა შორის წინააღმდეგობათა გამწვავებისათვის ხელის შეწყობა. ავტონომიასა და მის დაწესებულებებს ორასი, სამასი და ისეთი თანამდებობა ახლავს, რომლებიც ამდენადვე პირის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ისე, რომ რაიმე გამორჩეული ნიჭი, ჭკუა და შრომისმოყვარეობა საჭირო არ არი… “მოურავი ამ თანამდებობებს ახლობლებსა და სანდო პირებში ანაწილებდა. იქმნებოდა სიბარიტების კასტა, რომელიც მომდევნო, მხვეჭელთა ფენას აყალიბებდა და მის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მფარველობდა ყოველთვიური ფულადი თუ სხვა რამ ღირებულებრივი მონართმევის საკომპენსაციოდ. მხვეჭელები, ხაზინისა და ხალხის ძარცვით, სარფიანი ადგილების გაყიდვით, სპეკულაციის, ხელქვეითთა დაბეგვრით, ქრთამითა და სხვა საშუალებებით მდიდრდებოდნენ, ამდიდრებდნენ მფარველებს, და რა თქმა უნდა, მორჩილებაში ყავდათ თავისი კლანები. ასე ხორციელდებოდა [132]

რეგიონში სიმშვიდე, სტაბილურობა, და ადგილობრივი “პირველი კაცის” ვალდებულებების შესრულება166.

სრულიად შეუძლებელია ნორმალური ლოგიკით ახსნა, თუ რატომ მიენიჭათ ერთგან ეროვნულ უმცირესობებს ავტონომიის სტატუსი და სხვაგან საერთოდ არაფერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი წარმონაქმნების ისტორიულ უნიადაგობაზე.

ვერც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში და ვერც საბჭოურ იურიდიულ ლიტერატურაში ვერ იპოვით განმარტებას _ როდის, როგორ, რა პირობით, რა უფლებით შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ ხალხმა ავტონომიურობა. ყველა საბჭოური ავტონომია შექმნილია სსრკის იმდროინდელ მმართველთა გუნებაგანწყობილების შესაბამისად.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებაში და სამართლებრივ კონცეფციებში პოლიტიკური ავტონომია სრულებით არ გვევლინება ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზად, არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი არ შეიცავს ასეთი ავტონომიის შექმნის სახელმწიფო ვალდებულებას167.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ რუსეთში არსებულ ავტონომიებსა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში შექმნილ ავტონომიურ წარმონაქმნებს შორის პრინციპული განსხვავებაა და არ შეიძლება მათი საერთო, საბჭოთა სახელმწიფოს [133] თვალთახედვით განხილვა. გარკვევით უნდა ითქვას, რომ რუსეთში არსებული თითქმის ყველა (თუ აბსოლუტურად ყველა არა) ავტონომიური წარმონაქმნი არის რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს დაპყრობილი თუ “ნებით შეერთებული” (რატომ გასაგებია), მანამდე დამოუკიდებლად არსებული ქვეყნები. მაგალითად, ჩრდილო კავკასიის ტერიტორია, სადაც შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური ერთეულები შეიქმნა, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდობალყარეთის, ჩეჩენინგუშეთის, დაღესტნის… სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ დაპყრობილი თუ სხვადასხვა პირობით შეერთებული მიწაწყალია.

სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა აფხაზეთის და სამხრეთოსეთის ავტონომიური ერთეულები, უძველესი დროიდან ქართული მიწაწყალია, ქართულ სახელმწიფოთა ფარგლებში მყოფი რეგიონებია.

რაც შეეხება აჭარას, ყველამ კარგად ვიცით, რომ აჭარა საქართველოა და აჭარლები ქართველები არიან. ყველაზე კარგად ეს თვით აჭარლებმა იციან და აჭარის პრობლემა არ დგას და არც დადგება168.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეროვნულ უმცირესობას არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება, რადგან, ეს პირველ ყოვლისა, არსებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას [134] აყენებს საფრთხის ქვეშ და ეთნოკონფლიქტების გამოწვევის ერთერთი ძირითადი მიზეზი ხდება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართალი თვითგამორკვევის უფლებას აძლევს მხოლოდ კოლონიურ და დამოკიდებულ, ე. ი. ძალით მიერთებულ და მორჩილებაში მყოფ ხალხებს. ეროვნულ უმცირესობას კი რომელიც სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად უცხო ქვეყნის ბინადარი გახდა, მიუხედავად ცხოვრების დროის ხანგრძლივობისა, თვითგამორკვევის უფლება არა აქვს.

 

გაგრძელება

 “ორი ოსეთის” გაერთიანების ცდები

—————-

134 ა. თოთაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 57.

135 გ. მჭედლიძე, ისტორია უდისტანციოდ, ქუთაისი, 1999, გვ. 45.

136 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ, 33.

137 ლ. თოიძე, როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბ., 1991, გვ. 17.

138 ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 1920.

139 ერთობა, 1918, #129.

140 ო. ჯანელიძე, როგორ იქმნებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (ახალი საარქივო მასალა), ანალები, #3, 2008, გვ. 570.

141 ერთობა, 1919, #105.

142 ერთობა, 1920, #84.

143 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 57.

144 А. Мнтешашвили, Из истории взаимоотношений грузинского, абхазского и осетинского народов, Тб., 1990, с. 66.

145 ა. ირემაძე, ჩვენი სერგო, თბ., 1986, გვ. 229.

146 ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1991, გვ. 5253.

147 საქართველოს რესპუბლიკა, 1990, 12 დეკემბერი.

148 ნ. ხუციშვილი, შიდა ქართლი – ისტორია და თანამედროვეობა, გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1990, 20 იანვარი.

149 ნ. ხუციშვილი, დასახ. სტატია.

150 ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 75.

151 სპა, ფ. 14, ანაწ. 1, საქ. 263, ფურც. 9.

152 შ. ნოზაძე, ოსეთი და ოსები საქართველოში, გაზ. “თბილისი” 1990, 25 სექტემბერი.

153 საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (19211978) თბ., 1983, გვ. 73.

154 ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 85.

155 იქვე, გვ. 90.

156 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 144.

157 უ. ბახტაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 120.

158 იქვე, სქოლიო 1.

159 ივ. შენგელაია, “საკმაოდ მნიშვნელოვანი დეფექტები …”, გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1994, 27 აგვისტო.

160 შ. ვადაჭკორია, რუსეთის საჯარისო შენაერთების საქართველოდან გაყვანის საკითხი და ქართული სინამდვილე (19182006 წწ.), კრ. “ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები”, 2008, #1, გვ. 230.

161 საქართველოს სსრ კონსტიტუციური აქტების კრებული (19211978) თბ., 1983, გვ. 115117.

162 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 1, საქ. 470, ფურც. 8.

163 მ. ნათმელაძე, ა. დაუშვილი, კ. წენგუაშვილი, საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და განმტკიცების თავისებურებანი XX საუკუნის 20იან წლებში, თბ., 2008, გვ. 307308.

164 ა. ბაქრაძე, დეკემბრიდან დეკემბრამდე, გაზ. “მამული”, 1990, #1.

165 ვ. მჭედლიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 25.

166 აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები, თბ., 1993, გვ. 1920.

167 საქართველოს რესპუბლიკა, 1992. 31 იანვარი.

168 მ. ლორთქიფანიძე, ომი მშვიდობამ უნდა შეცვალოს, გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1992, 12 იანვარი.

დატოვე კომენტარი