Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს მის ძირძველ ტერიტორიებს

 საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს მის ძირძველ ტერიტორიებს და კავკასიას აუცილებლად გავართიანებთ

 

 ჩვენი გაზეთის („საერთო გაზეთი“) დღევანდელი სტუმრებია ეროვნული მოძრაობის წევრები ბატონები ვლადიმირ ხმელიძე და მათე ციხესაშვილი.  გთავაზობთ მათ საუბარს.

 ვლადიმირ ხმელიძე  – მათე შენ ხარ ის ადამიანი, ვინც დააკავშირა ერთმანეთს ორი კავკასიელი ბუმბერაზი ადამიანი, ვინც გასწირა თავი საქართველოსთვის, ჩეჩნეთისთვის და მთლიანობაში კავკასიისთვის. შენ იცი მათი ბევრი საიდუმლოება, თქვენს აზრს იზიარებდა ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი. მარტო საქართველოს და ჩეჩნეთს კი არ აინტერესებს, ვინ ესროლა ბატონ ზვიადს, არამედ მთლიანად ცივილიზებული ქვეყნების ინტერესებშიც შედის და იქნებ გვითხრად თქვენი მოსაზრება, ასე ვიტყვი, სანამ იქ მყოფნი არ დაამტკიცებენ თავიანთ პირველ ჩვენებებს.

 

კითხვა — ვინ ესროლა ზვიად გამსახურდიას? თუ თვითმკლელობით დაამთავრა მან სიცოცხლე?

პასუხი ერთად-ერთია. თუ ზვიადმა თვითმკლელობით დაამთავრა სიცოცხლე, ეს სირცხვილია ქართველი ერის. თუ ესროლეს და მოკლეს, ეს ორმაგი სირცხვილია.

 როცა უზენაესი საბჭოს შენობას გაუბიცებს ურტყამდნენ და გაიძახოდნენ, დიქტატურას ვამხობთო, არ იცოდა ქართველმა ხალხმა ვინ ესროდა ზვიადს? დღეს გახდნენ ქართველები ჭირისუფალნი ზვიადისა?!

ქართველი ხალხი არაა ჭირისუფალი ზვიადის, ქართველმა ხალხმა ზვიადი გაწირა, ახლა ლაპარაკი საქმეს არ შველის, მაშვინ უნდა ელაპარაკა ქართველებს, როცა მას უჭირდა და ღობე-ყორე დადიოდა. ზვიადის ჭირისუფალი ჩეჩენი (ვაინახი) ხალხია, რომელმაც ღირსეული პატივი მიაგო ზვიადს.

გამსახურდია არ გასცდა კავკასიას. ისმის კითხვა, რატომ? ის გამოცდილება, რაც გამოიარა საქართველომ, პირველი ემიგრაცია, საქართველოს სამეფო კარი-რუსეთში, მეორე საფრანგეთში, იძლეოდა იმის დასკვნას, რამდენად არსებობდა სამართალი მაშინდელ და დღევანდელ მსოფლიოში. თვითონ დარჩა კავკასიაში და, როცა სოხუმში აფხაზების წინააღმდეგ ომი შევარდნაძემ დაიწყო, საქართველოს ერთიანობის შესანარჩუნებლად აფხაზეთის მთავრობა და სამხედრო გადატრიალებით არაკანონიერად მოსული შევარდნაძის მთავრობა, მოლაპარაკებებზე წამაყვანინა – ამაზე მეტი სხვა რა გაეკეთებინა ზვიადს.

ვინ ესროლა ზვიადს? პასუხია – ესროლა ყველამ, შევარდნაძით დაწყებული, ვინც იარაღით ხელში გამოვიდა მის წინააღმდეგ, ასევე მსოფლიო წამყვანმა სახელმწიფო ლიდერებმა ბუშ-უფროსის ჩათვლით. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ვინ ესროლა ჯოხარ დუდაევს? პასუხი -მაშინდელმა ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. შემთხვევითი არ იყო ჯოხარის განცხადება მსოფლიოს გასაგონად „უგალოვნი დელა ვაზბუჟდენა ბილკლინტონა, ი ტერაქტი ბუდუტ ზაპადე“. მსოფლიოში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდა, რას ამბობდა ჯოხარი.

ზვიადის სიკვდილის მიზეზის შემსწავლელი, თუ არ ვცდები, საპარლამენტო კომისია არის შექმნილი კონსტანტინე გამსახურდიას ხელმძღვანელობით. შეიძლება აქ ვინმემ იკითხოს, მისიას საგამომძიებლო ფუნქცია არ აქვსო. მაშინ ისმის კითხვა – რატომ შეიქმნა ასეთი კომისია? ადამიანთან, როცა მიდიხარ და ჩვენებას ართმევ – ეს გამოძიება არ არის. ან რა გამოძიება უნდა სამხედრო ხუნტის შევარდნაძის  ხელმძრვანელობით ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულს?! ათასობით ტომი შედგება ამ საქმეზე.

 ეხლა დავუშვათ ასეთი რამ, ზვიადი რომ გაცოცხლდეს იცით რას იტყოდა – ჩემით არ დაიწყოთ გამოძიება, დაიწყეთ იმათი, ვინც საქართველოს გულისთვის დაეცა, თუ დაიხვრიტა. ამას რომ იტყოდა, დამერწმუნება ყველა, ვინც მას იცნობდა. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ჰააგის სასამართლო პროცესი თბილისში, ევროპელები იძახიან საერთაშორისო ორგანიზაციებით ევროპა გადატვირთულია და კარგი იქნებოდა კავკასიაში, თბილისში თუ იქნება რამდენიმე ორგანიზაცია გადატანილიო.

 უბრალო ხალხმა ევროპისა იციან, რომ ჩვენ კავკასიელები მთელ მსოფლიოს ვეტყვით სიმართლეს და გავარჩევთ ყველაფერს., დეტალურად  და არა, ისე, როგორც ამას ებრაელები აკეთებენ.

ინგლისელებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი დასვეს სასამართლო სკამზე ერაყთან დაკავშირებით, შევარდნაძე რა აუღებელი ციხე სიმაგრეა ვერ გამიგია.

  ზვიადის გროზნოში გადმოსვენებაზე ჩვენ ჩეჩნეთის სახელმწიფო კომისია ვიცე-პრეზიდენტ ზელიმხან იანდარბიევის ხელმძღვანელობით ვიყავით ჩასულნი, გროზნო-თბილისი-სენაკი-ჯიხასკარი. როცა ჯიხასკარში მოხუცმა ქალბატონებმა გაიგეს ვინ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, მანდ იდგა ზარანდიაც, ვის ეზოშიც იყო ზვიადი დასაფლავებული. შვილო უთხარი თქვენს უფროსს, თქვენ რომ წახვალთ ამ ბეჩავს, ხომ ხედავთ როგორა დგას, ესენი მოკლავენ, შვილო აქ რაები ხდება შენ არ იცი, ეს ყაჩაღები ცოცხალ ხალხს სწოვენ სისხლს (მაშინდელი საქართველოს მდგომარეობა ყველას მოეხსენება).

ზვიადზე იძახის, შვილო ამ უბედურს ეს ყაჩაღები მიწაშიც კი არ ასვენებენო.

ბებო, ვეუბნები, არ მესმის რა ხდებოდა. შვილო. რა ხდებოდა და ახლად დასაფლავებულ ხალხის საფლავებს თხრიდნენ  და მიწაში ეძებდნენ ამ უბედურსო. რამდენი საფლავი გათხარენ ბებო ვეუბნები, 22 მე თვითონ ვიციო, მეგრულად ვიღაცას დაუძახა მახსოვს ეს სიტყვა მოოდ მეგრულად რაღაც დაილაპარაკეს. აჰა ხედავთ ხალხო 37-38 საფლავია გათხრილიო. ეს ყველაფერი მოვახსენე ზელიმხანს, ზელიმხანმა სთხოვა მარგიანს, ბალუაშვილს პროკურორის მოადგილეს, ავთანდილ იოსელიანს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს სახელი და გვარი არ მახსოვს, აჩიკო გოგელიას, შევარდნაძის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში, ასე გაგვაცნო თავი მეტრეველმა. ამით ყველამ ხელი ჩამოართვა ზელიმხანს ვაწკაცი ყოფილხარო, გადაუხადეს მადლობა, ნუ გეშინია ხელს არავინ დაადებსო. იმ ღამესვე აიყვანეს თურმე ზარანდია, ეს გვითხრა ზარანდიას შვილმა გროზნოში ზვიადის დასაფლავებაზე ჩამოსულმა.

 ისმის კითხვა – რა ენაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანებს, ან რა უნდა გაეკეთებინა ზვიადს ასეთი ხალხის წინააღმდეგ?

  პირველი, ეხლა შევხედოთ ზვიადს სიკვდილის შემდეგ რელიგიის თვალით. საქართველოს პრეზიდენტი უნდა დასაფლავებულიყო საქართველოში. ცხონებული გურამ შარაძე ჯოხარს მიმართავს, ბატ. ჯოხარ, ქართველი ერის-ხალხის სახელით მადლობას გიხდით. ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე, რომ მისი პირველი პრეზიდენტი იჩქერიაში საფლავდება. იჩქერიაში დასაფლავება ზვიადს უფრო დიდს ხდიდა. ბიბლიაში და ყურანში წერია, ღმერთი ეუბნება ადამს და ევას ედემის ბაღში, სამოთხეში ცენტრში რომ დგას ვაშლი, იმ ხის ნაყოფი არ სჭამოთ, თორემ მოკვდებით, სხვა ყველა ხის ნაყოფი გეჭმევათო. ევა გველმა შეაცდინა, შეჭამა და ადამსაც აჭამა. ეს ყველაფერი არის ალეგორია. ევა არის ადამიანის სხეული, რომელმაც უნდა ჭამოს, როგორც ვაშლი ასევე საჭმელი, სხეული უნდა იქცეს მიწად. ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნაო – ადამი არის სული. ასე რომ ზვიადის სული დიდი ხანია მზის ორბიტიდან ანათებს კავკასიას. არ ვიცი ვის სჭირდებოდა ლაპარაკი საფლავი არ არისო, დაიკარგა სხვაგან გადაასვენეს და ა.შ.

 მათე მართალი ხარ ვერ დავიცავით და სინამდვილეში ვერ გაანალიზა ჩვენმა ხალხმა რამდენად წინ იყო ბატ, ზვიადი ყველა იმ მსოფლიოში ლიდერი ქვეყნების ლიდერებზე და ვერ მივხდით ჩემო ძმაო, ასე იყო ეს. ჩეჩენმა ხალხმა რომ დიდი საქმე გააკეთეთ ზვიადისთვის მე ხომ ვიცი, შენ დაგევალა ზვიადის ქართულად გაცილება უფალთან, შენ და ჩეჩენმა ხალხმა ყველაფერი გააკეთედ ისე როგორც ეკუთვნოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს და კავკასიის გაერთიანებაში დღე და ღამე მოფიქრალ ადამიანს.

ცხონებული გურამ შარაძე მიხვდა, რაც გაუკეთეს ბატ ზვიადს ბატ, ჯოხარმა ჩეჩენი ხალხის თანადგომით. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით.

 მათე ქართველების 80% ჰგონიათ რომ ჩეჩნებმა წაგვართვა აფხაზეთი, განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან დარწმუნებულები, მოკლედ ვისაც კი შემიძლია მივწვდე ახალგაზრდებს ყველას ვუხსნი რაც მოხდა აფხაზეთში.

უმრავლესობას სჯერა. ჩვენ ხომ ვიცით ეს საიდან მოდიოდა?!  შევარდნაძე და რუსეთი.  თან როგორი მზაკვრული გეგმა ჩადეს და კიდევაც გამოუვიდათ. რუსეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის საქართველოს და ჩეჩნეთის გაერთიანება და ეს გეგმა რომ ჩეჩნებმა წაგვართვა აფხაზეთი იმუშავა მომავალ თაობაზე.

მათე აბა ასეთი კითხვა –  რატომ მიიღეს ჩეჩნებმა აფხაზეთში რუსულ აფხაზურ ქართულ ომში მონაწილეობა ქართველების წინაარმდეგ, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ჩეჩნეთში?  ქართველები რუსულ-აფხაზურ -ქართულ ომის წაგებას ჩეჩნებს აბრალებენ.

   ჩემო მეგობარო, ერთგვარ გაუგებრობას იწვევს ჩემთვის კითხვის ასე დაყენება, რატომ იღებენ დღეს ქართველები მონაწილეობას ერაყელების წინააღმდეგ, მაშინ როცა მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა, რომ სადამ ხუსეინს არ ჰქონია მასობრივი გამანადგურებელი იარაღი, ან ავღანელების წინააღმდეგ? ავღანელი ხალხის გმირულ ბრძოლებზე, რამდენი ხანია ავღანეთში ომია სუპერ სახელმწიფოების წინააღმდეგ,  ლაპარაკობს მთელი მსოფლიო. ვიღაც იტყვის, მთავრობა აგზავნის და ამიტომ იღებენო. (ხვალ და ზეგ ამას რა შედეგი მოყვება საფიქრალია ქართველების მხრიდან) მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით – ჩეჩნეთის მთავრობას არ გაუგზავნია. ამაზე დუდაევმა არა ერთხელ განაცხადა ტელევიზიით. მოხალისეებს ვერავინ ვერ შეაჩერებს;, ისინი ნებაყოფილობით მიდიან. ვერც მთავრობა და ვერც ერთი სამთავრობო სტრუქტურა ამ პროცესს ვერ გააკონტროლებს. მე სამ თვეზე მეტი ხნით  ვიყავი აფხაზეთში, მე საბრძოლველად ვიყავი ჩასული? – არა. ჩეჩნეთის ჯგუფი 83 კაცით განისაზღვრებოდა აფხაზეთში. გადავიდეთ მაშინდელ დროში, გამსახურდია ჩეჩნეთში იმყოფებოდა და ამ თემაზე ჩეჩნეთზე ლაპარაკი აწყობდა შევარდნაძეს და მის მთავრობას. შევარდნაძემ გააკეთა ასეთი განცხადება – ჩეჩნებმა თავები დააჭრეს ქართველებს და ლესელიძის სტადიონზე ფეხბურთს თამაშობენო. მაშინდელი პრესა და ტელევიზია საქართველოსი ამას ლაპარაკობდა. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს იმ ტელევიზიისა, რომლებიც მაშინ იყვნენ აფხაზეთში, თუ არ ვცდები იყო მაცნე გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის კორესპოდენტი, რომელმაც ჩემგან

ინტერვიუც აიღო, რომელიც სულ გაიძახოდა, რას ამბობს ამ ფაქტზე ზვიადი, ან ის კორესპოდენტები ვინც ბრძანდებოდნენ სოხუმში, ჩვენ ხომ ერთად ვიყავით გასულები ლესელიძის სტადიონზე, ხომ დავათვალიერეთ კარგად სტადიონი, ხომ ველაპარაკეთ მოსახლეობას, რომლებიც სტადიონის ახლოს ცხოვრობდნენ, ასეთი შემთხვევა იყო თუ არა, მაგათ, რაც ილაპარაკეს, ხომ გახსოვთ , ისიც ხომ იცით ეს სპეცილურად შევარდნაძის აგორებული ჭორი იყო, რატომ არ ეუბნებით, რაც თქვენი თვალით ნახეთ ყოველივე ამათ ხალხს?

თქვით სიმართლე, ეს თქვენი ვალია ერის და სამშობლოს წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე საუბარი.

პუტინმა რუსეთის ტელევიზიით ერთხელ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, ვამბობ სრული პასუხისგებლობით, ქართველებმა ოსების მშვიდობიანი მოსახლეობის რამოდენიმე ადამიანი ჯერ დახოცეს, მერე დაწვეს და ზედ ტანკები ატარესო. იყო მართალი? რა თქმა უნდა არა. იმ პერიოდში საავადმყოფოში ვიწექი და რუსები მეუბნებოდნენ, ნუთუ ასე დაეცნენ ქართველებიო, ასევე იყო შევარდნაძის ლაპარაკიც.  მას ზვიადის აჩრდილი დასდევდა და არა ჩეჩნებისა.

 აფხაზეთში მაშინ ბასაევი იყო, მაგრამ ის არ ჩანდა, არც გილაევი. აფხაზეთში ჩანდა ხინგაროვი რამზათი. ქართველებმა არა ერთხელ დაწერეს, თუ როგორ ეხმარებოდნენ მათ ჩეჩნები, თვით ხამზათიც კი. ეს ის ხამზათია, სოხუმიდან რომ დამირეკა და მითხრა ლოთი ქობალია გადის რუსეთში და ბატ. ზვიადიმ იცისო? გავუშვათ თუ არაო. ბასაევი არენაზე გამოჩნდა ბუდიონოვსკის შემდეგ, რომლისთვისაც ჯოხარმა ჩეჩენი ერის ღირსების ორდენიც კი არ მისცა. მერძოლების შეკითხვაზე ჯოხარმა განაცხადა – მე შამილს ვუთხარი კრემლი აიღე, მან კი ბუდიონოვსკში როდ-დომი აიღო, როდ-დომის აღება არაა ვაჟკაცობა-ო.

  შევარდნაძე დღეს იძახის – კიტოვანი არ მემორჩილებოდა და ჩემს  დაუკითხავად შევიდა აფხაზეთშიო. ეს ორი “გმირი“ ერთმანეთის მიმართ როგორ ლაპარაკობენ ყველას კარგად მოეხსენება. აფხაზეთში ყოფნის დროს სოფ. დრანდის მოსახლე სიჭინავების თქმით, როცა სოფლის მოსახლეობამ გზა გადაუკეტა კიტოვანს, რომ სოხუმში არ შესულიყო ღამის 4 საათზე, გვიბრძანაო, თუ არ გადადგებით გზიდან გადაგივლით, მე ბრძანება მივიღე საბჭოთა ხელისუფლება დავამხო აფხაზეთშიო. ისმის კითხვა, ვისგან მიიღო ბრძანება? აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით მე ინტერვიუ მივეცი (ჟურნალ „თბილისელები“ 2008 წელი, N20).

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, თუ 83 ჩეჩენმა დაამარცხა საქართველო, მაშინ ისინი მეტის ღირსნიც ყოფილან.

 შევარდნაძე სოხუმიდან რომ გაგყავდათ, ვიცოდით. სოხუმში ბიჭებს გამოველაპარაკე – მეგრელები ხართ? –  ვართ. საიდან ? – სოხუმიდან. ვეკითხები, მე არ ვიცი თქვენ ვის ემსახურებით, ან აქ რას აკეთებთ, იცოდეთ, რაკი ხართ მებრძოლები, მეგრელები, თანაც სოხუმიდან, ამიტომ გეუბნებით, შევარდნაძე გაჰყავთ, არ გაუშვათ. საიდან გაიყვანენ და როგორ გაიყვანებენ ეს თქვენ უნდა იცოდეთ მეთქი. მაშინდელი ამბავი ახსოვს ყველას, სოხუმის მეგრული მოსახლეობა არ იბრძვის, აფხაზეთი იკარგება, , ზვიადის ბრალი იქნება სოხუმის დაკარგვა, ზვიადი მათ არ ეუბნება, რატომ არ ომობდითო.., ერთ-ერთი მეუბნება – ძმაო, აქ დიდი პოლიტიკა თამაშდებაო. ეს სიტყვა მაშინაც და დღესაც ყველა ქართველს აკერია პირზე, ვეუბნები, შეეშვი პოლიტიკას აქ არავითარი პოლიტიკა არ თამაშდება. შევარდნაძემ სკამი რომ შეინარჩუნოს მას ომი სჭირდება, არ აინტერესებს წააგებს, თუ მოიგებს. არ გამაგონოთ პოლიტიკაზე ხმა და დავემშვიდობე.

 2002, ჩემი მეგობრის კავკასიის პატრიარქის ნუგზარ ლატარიას ოჯახში, ხობში გავიცანი ვინმე რეზო ასმავა. გენერალი ვარო, ასე გამაცნო თავი, მისი ლაპარაკიდან გამომდინარე, არადა ვიცი არ ლაპარაკობს მართალს. დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ასეთმა მამაცმა მებრძოლებმა, როგორ წააგეს მეთქი ომი. ვეუბნები, შევარდნაძის გაყვანის ინფორმაცია თქვენ გქონდათ თუ არა? მეუბნება კიო, ჩვენ შტაბში ვივიღეთო. მერე მეთქი რა გააკეთეთ? ჩვენ მაშვინ შევარდნაძე რომ მოგვეკლა, ის ეროვნული გმირი გახდებოდა. ჩვენ მას ვატიტვლებთო. რა უნდა ელაპარაკო ასეთ გენერლებს? ჰკითხეთ, იყო თუ არა ეს ასე. მე ვეუბნები არიქა შევარდნაძე ტირის ხალხო მიშველეთ მეგრელები მატიტვლებენო. სოხუმიდან გაქცეულ შევარდნაძე გმირს თბილისში იმელის შენობის წინ მუხლის ჩოქვზე დამდგარი ქართველობა ელოდა, რომლებიც ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ, შენს გადაფურთხებულს ჩვენ ავლოკავთო ოღონდ შენ არ გადადგე არ წახვიდეო, არ დაღუპო ქვეყანა.

 ისმის კითხვა – ვისი ბრალია, ვინ წააგო ომი, ვინ ტყუოდა აფხაზეთში, სადაა ხალხი, რომელსაც ერი ჰქვია?

 აფხაზებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა. სულ ვლაპარაკობთ კავკასიელთა ერთობაზე, ძმობაზე, მეგობრობაზე. ვეუბნები, გინდათ თუ არ გინდათ ქართველებთან უნდა შერიგდეთ, ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ. ჩეჩნები, რომ დაბრუნდნენ ყაზახეთიდან ყველა თავის სახლს დაუბრუნდა მეთქი. ჩვენი კამათი ხანდისხან ჩხუბშიც კი გადადიოდა ხოლმე, ჩვეულებრივი მოვლენაა. საწყენი რა არის იცით, მე მისი ფიზიკური მდგომარეობა მესმის დღეს, სანამ ის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა ის უნდა გასამართლებულიყო ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე, როგორც სამხედრო ჯალათი, რომელმაც დაამხო კანონიერი ხელისუფლება, აფხაზებს გაწყვეტით ემუქრებოდა და არის სახელმწიფო დამნაშავე.

  დინამოს სტადიონზე 75 000 ადამიანი ფეხზე ამდგარი ტაშით ეგებება ყარყარაშვილს. აფხაზები მომივარდნენ და მეუბნებიან – ხომ ხედავ ჩენს ზემლიაკებს რას შვრებიან, შენ ამ ხალხთან გინდა რომ შევრიგდეთ? და ა. შ. მე მაშინვე დავრეკე ნინო ხაჩიძესთან, რომელიც მუშაობს ჟურნალ თბილისელებში. მე და ნინოს ერთმანეთი არ გვინახია, ვიცნობთ ინტერნეტის და ტელეფონის საშუალებით. ჰკითხეთ იყო, თუ არა ეს ასე. აფხაზების დასწრებით ვესაუბრები, რამ გაგაგიჟათ, რამ გაგასულელათ, ვის უდგებით ფეხზე. როდის უნდა დაჭკვიანდეთ? ასეთი მეთოდებით და მოქმედებებით გინდათ აფხაზებთან შერიგება და.ა.შ.? თანაც ვეუბნები – თუ გინდა დაგალაპარაკებ აფხაზებს, მეუბნება ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცი ჩვენს ძმებსო. თქვენ კაი ხალხო, ეს 75 ათასი კაცი როცა ზვიადი ტყე-ღობე დადიოდა და უჭირდა, მაშინ ამდგარიყავით, დაგეცვათ და გადაგერჩინათ საქართველოს მთლიანობა.

ისმის ისევ კითხვა – ვინ ტყუის, ვის მოვთხოვოთ პასუხი? ხალხი ბრძენია, იტყვიან ხოლმე, ეს არის სიბრძნე?

 შევარდნაძე დღეს ლაპარაკობს – ელცინს (ღორის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) წინ ედო საქართველოს რუქა, წითელი ფანქრით გადახაზული და მითხრა თუ ესენგეში არ შემოხვალ, დასავლეთ საქართველოში იქნება გამსახურდია, აღმოსავლეთში შენო. დასაშვებია ასეთი დაყოფა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ყოველთვის ზის ხოლმე. ეს ინფორმაცია მაშინ ჩვენ უნდა გვცოდნოდა. მე ასეთი შეკითხვა დამისვა რუსეთის ე.წ. დემოკრატმა ბორის ნემცოვმა ინგუშეთში. ნემცოვი მეუბნება – შენ ხარ იჩქერიისტი. ჩვენ ჩეჩნეთს გავყოფთ ორ ნაწილად, ჩეჩნეთის რესპუბლიკად და იჩქერიისად. ჩვენს რესპუბლიკებს დავეხმარებით ყოველნაირად, აღვადგენთ ინფრასტრუქტურას, იჩქერიას გავუკეთებთ ბლოკადას, მაშინ რას იზამთ იჩქერიელები? ვეუბნები დაუფიქრებლად – ჩვენ შევალთ საქართველოს შემადგენლობაში. აუშევმა გადაიხარხარა. რატომ არ უნდოდა ზვიადს ჩეჩნების დახმარება, ვერაფრით ვათქმევინე. ამის საიდუმლოება მან ჩაიტანა საფლავში. აქ შეიძლება ვიღაცამ თქვას ქართველების წინააღმდეგ უცხო ძალის გამოყენება არ უნდოდაო. მაშვინ ისმის კითხვა? მხედრიონი შეესია დასავლეთ საქართველოს-სამეგრელოს, მაშინ მეგრელები გამოდიან არაქართველები. ან შეიძლება მხედრიონელებზე ქართველები არიანო თქვა. მეგრელების წინააღმდეგ შეიძლებოდა და მხედრიონელების წინააღმდეგ არა, თუ რა? ამ საკითხზე ძალიან ბევრი მიფიქრია (მეგრელების თემა ცალკე განხილვის საგანია) მას რომ დახმარება ეთქვა, ის ქუთაისში დაჯდებოდა კანონიერი პრეზიდენტი საქართველოში. დანარჩენი უკვე იყო ქართველი ხალხის გადასაწყვეტი.

 ვ.ხ. – ჩემო მათე შენ მართალი ხარ, შევარდნაძე მთელი მისი ცხოვრება სულ ადამიანის გვამებზე დადიოდა და ასე მოვიდა ხელისუფლებაში, ასავალ-დასავალში წერს – მე დიდი ჰუმანისტი ვარო და 2003 წელს იმიტომ გადავდექი

რომ ხალხი შემებრალაო. მაგისთვის ხალხი არის ქათმები. ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები, სოხუმიდან გამოქცეულ გამყიდველ შევარდნაძეს იმელის შენობასთან ქართველი ხალხი არ დახვედრია და არ უთვამს შენს გადაფურთხებულს ჩვენ ავლოკავთო, ეს ის ხალხი იყო, ვინც დადიოდა მოსკოვში შევარდნაძესთან და რომ დაეხმარა შევარდნაძეს კანონიერი პრეზიდენტის და კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალისმიერი მეთოდით მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება. რაც შეეხება ყარყარაშვილის საკითხს, გაოგნებული დავდიოდი, ხომ არ მომეჩვენა მეთქი,

ეს ყველაფერი ძმები გაჩეჩილაძეების, რესპუბლიკელების, ბურჯანაძეების და სხვა მრავალთა დამსახურება იყო. იქ მჯდომმა 80%ისა არ იცოდა, რა ჩაიდინა

ყარყარაშვილმა. მერწმუნე ეს ასეა ჩემო მათე. მე უბრალოდ ერთი რამ მიკვირს არც ბატ. შალვა ნათელაშვილი და არც ბატ. გუბაზი არ დაკარგავდა იქ მიუსვლელობით თავიანთ ამომრჩეველს, მე მგონი პირიქით მოემატებოდა. ძალიან მიკვირს მაგათი იქ მისვლის, აბა სხვა ლიდერი ფორუმელების არ მიკვირს.   ეხ ჩემო მათე ბატ. ზვიადი მართლა იყო კავკასიის პატრიარქი ბატ. ჯოხართან ერთად. ეს ორი პატრიოტი ადამიანი იყო რუსეთის დიდი პრობლემა და ჩვენ დავეხმარეთ მაგ პრობლემის გადაჭრაში. შენ ხომ კარგად იცი, როგორ მოხდა ბატ ზვიადის ჩატყუება ზუგდიდში. მაგ საქმეს შეიძლება ბევრის თავი შეეწიროს, გაგორდეს დაბლა.

მოკლედ დღევანდელი საუბარი ამით დავასრულოთ, დიდი მადლობა ჩემო მეგობარო, დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატ ვახტანგს, მგონი კიდევ მოგვცემს საშუალებას საუბრისა ასეთ ხალხისათვის საინტერესო თემებზე. ხომ უნდა იცოდეს ხალმა სიმართლე, ამდენ გაურკვევლობაში ყოფნა ძნელია.

 მოკლედ დიდი მადლობა ყველას.

 

             ვლადიმირ ხმელიძე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი-

                    -მოძრაბა-ემიგრანტების  თავჯდომარე

                   კავკასიელ ხალხთა ასამბლეის თავჯდომარე

                  

 

                  მათე ციხესაშვილი. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის

                                              მთავრობის  წევრი.

 

2 Responses to “• საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს მის ძირძველ ტერიტორიებს”

  1. shalva said

    რუსეი მტერია საქართველოსი, მაგრამ რომ არა გამყიდველი ქ,ართველები ბევრ ვერაფერს დაგვაკლებდნენ, საქართველოში მოღალატეობისთვის არ სჯიან!!!თუ ფული აქვს, მამაძაღლ კაცს – განადიდებენ!!!

    Like

  2. ლალი said

    გენაცვალრთ ბატონო მათე თქვენ ამ სიმართლისთვის….თქვენ ნამდვილად პატრიოტი კავკასიელი ბრძანდებით.

    Like

დატოვე კომენტარი