Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ა. თოთაძე- ოსები საქართველოში III

ანზორ თოთაძე

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა

მეორე შევსებული გამოცემა

 თბილისი 2008

 ***

 

ცალმხრივად დანახული მოვლენები და “დაჩაგრული” ოსები

 

ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, სისხლისღვრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში, შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი იდეოლოგიურპროპაგანდისტული მანქანის ამუშავების გარეშე. ასეთ შემთხვევაში მასების დამუშავება ხდება მოტყუებისა და დემაგოგიის გზით. ოსი სეპარატისტები ამისათვის არაფერს იშურებდნენ. უპირველეს ყოვლისა, ისინი თამაშობდნენ ეროვნულ გრძნობებზე, რაც ისტორიაში საკმაოდ ცნობილი ხერხია. ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ერი, რომ ოსები განსაკუთრებული ხალხია, ატყუებდნენ თავიანთ თვისტომთ, რომ ქართველები ავიწროვებდნენ მათ ენასა და ლიტერატურას, თითქოს შიდა ქართლის ტერიტორიაზე ისტორიულად მხოლოდ ოსები ცხოვრობდნენ და ეს მათი მიწაწყალია.

განსაკუთრებით ცოდავდა რუსული მედია, რომელიც,  ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, მოვლენებს უაღრესად ცალმხრივად აშუქებდა _ ყველაფერში დამნაშვედ ქართულ მხარეს მიიჩნევდა. რუსეთის მხრიდან ინფორმაციულმა ომმა მნიშვნელოვნად გააღრმავა კონფლიქტი, სისხლისღვრა. მათი პრესა, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების დროს, აქცენტს დაღუპულთა ეროვნულ კუთვნილებაზე აკეთებდა, ფართოდ აშუქებდა ოსების მხრიდან დანაკარგებს, თითქოს ისინი გადამთიელები იყვნენ და არა საქართველოს მოქალაქენი, თითქოს ამ ძმათამკვლელ ომში ერთი ქართველიც არ დაღუპულიყოს. დაცვის ნაცვლად ფეხქვეშ ითელებოდა ზნეობრივი პრინციპები, სამართლიანობა, ადამიანური ღირსება. რუსული მედია, ვნებათა ღელვის რაც შეიძლება დაძაბვისათვის, ყველა ფაქტს, ყველა მოვლენას უმოწყალოდ ამახინჯებდა, თუმცა რეალური ვითარება მან შესანიშნავად იცოდა. მოკლედ, მის მიერ წარმოებული ინფორმაციული ომი, მხოლოდ სისხლისღვრას მოუხმობდა და საბოლოოდ იმპერიული მიზნების განხორციელებას ემსახურეობდა. მხოლოდ ამ პოზიციიდან შუქდებოდა “ცუდი ქართველებისა” და “კარგი ოსების” პრობლემები, რომლებიც სინამდვილეში მათ არანაირად არ აღელვებდათ.

 

1990 წელს საკავშირო ჟურნალ “დიალოგში” (#13) დაიბეჭდა ვინმე ა. ტაუსოვას სტატია “წინადღე”, რომელიც სპეციალურად შეკვეთითაა დაწერილი. იგი აშკარად ცილისმწამებლური პიოზიციებიდან ადანაშაულებს ქართველ ხალხს აფხაზებთან, ოსებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ურთიერთობაში. სტატიამ ხელი შეუწყო ისედაც დაძაბული სიტუაციის გაუარესებას, მეტად არასწორი წარმოდგენა შეუქმნა მაშინდელ საკავშირო მკითხველსა და მსოფლიო საზოგადოებრიობას საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებაზე. მაგალითად, ა. ტაუსოვა სტატიაში აღნიშნავდა: “ოსები ორადაა გაყოფილი და ქმნიან ავტონომიურ წარმონაქმნებს ორ მოკავშირე  რესპუბლიკაში _ საქართველოსა და რუსეთში”. საქმის არსში გაუთვითცნობიერებელ მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ვიღაცამ შეგნებულად გაყო ერთიანი ოსეთის მიწა, თითქოს ეს ისეთივე მოვლენა იყო, როგორც ორად გაყოფილი გერმანია ან კორეა. მკითხველისათვის დაფარულია ჭეშმარიტება, მოვლენის მთავარი არსი, კერძოდ, ის, რომ ოსები არც ისე დიდი ხნის წინათ გადმოსახლდნენ თავიანთ სამშობლოდან – ოსეთიდან საქართველოში და ამის შემდეგ ცხოვრობენ აქ ქართველებთან ერთად. ეს ზუსტად ისეთივე შემთხვევაა, სომხებმა რუსეთში, კერძოდ, როსტოვის ოლქში რომ მოითხოვონ ავტონომია, სადაც ისინი საკმაოდ მრავლად და დიდი ხანია ცხოვრობენ. ასეთ შემთხვევაში ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ 2002 წელს რუსეთში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, სომხები რუსეთში  დიდი რაოდენობით ცხოვრობენ. რუსეთში ამჟამად ცხოვრობს შვიდი ეროვნების ხალხი, მაშ შორის სომხები, რომელთა რაოდენობა ცალცალკე აღებული ერთ მილიონს აჭარბებს. კერძოდ, თუ 1989 წელს რუსეთში სომხების რაოდენობა 532 ათას კაცს უდრიდა, 2002 წელს მათმა რაოდენობამ 1130 ათასი კაცი შეადგინა. ამავე წლებში რუსეთში 131 და 198 ათასი ქართველი ცხოვრობდა, აზერბაიჯანელი კი – 336 ათასი და 621 ათასი.1 ამდენად, 13 წლის განმავლობაში რუსეთში სომხების რაოდენობა 598 ათასი კაცით, აზერბაიჯანლების – 285 ათასით, ქართველებისა კი მხოლოდ 67 ათასი კაცი გაიზარდა. მიუხედავად ამისა რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და პარლამენტარები მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ რუსეთში თითქოს მილიონი ქართველი ცხოვრობდეს და იქ მუშაობის შედეგად 1,5 მილიარდ დოლარს უზგავნიდნენ თავიანთ ოჯახებს საქართველოში, რაც მტკნარი სიცრუეა. თვით რუსული წყაროს მიხედვით, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, გაეროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საექსპერტო შეფასებებს, რუსეთის ფედერაციიდან შრომითი მიგრანტების (გასტარბაიტერების) მიერ წლის  განმავლობაში საქართველოში გატანილი თანხა 210 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, სომხეთში – 320 მილიონს, ხოლო აზერბაიჯანში – 1780 მილიონ დოლარს. ეს თანხები პროცენტობით შესაბამისი ქვეყნის მთლიან შიდა პროექტთან 3,6; 6,5 და 14,2 პროცენტს უდრის.1

სომხების რაოდენობა რუსეთში დღითიდღე იზრდება. რუსეთის მთელ რიგ რაიონებში ისინი რუსების შემდეგ რაოდენობით მეორე ადგილზე იმყოფებიან. მაგალითად, ყუბანში სომხები მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ. ისინი ძირითადად კომპაქტურად დაფუძნდნენ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში: სოჭში – მოსახლეობის 14,6 პროცენტი, ტუაფსეში – 12 პროცენტი, ადლერში _ 38 პროცენტი, ანაპაში – 7,3 პროცენტი, აგრეთვე აფშერონის რაიონში – 8 პროცენტი, არმავირში  7 პროცენტი. ადრე ყუბანში რუსების შემდეგ რაოდენობით უკრაინელები ყველას ჭარბობდნენ. სომხების სწრაფი რაოდენობრივი ზრდა მეტად დაძაბულ ვითარებას ქმნის რუსებსა და სომხებს შორის. როგორც მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ს. მარკედონოვი აღნიშნავს, 1992 წელს ანაპაში, კრასნოდარში, არმავირში, ტიმაშევსკში აღინიშნა თავდასხმები სომხებზე. 1993 წლის ზაფხულში სომხებსა და რუსებს შორის დაფიქსირდა ინციდენტი ანაპაში, 1994 წლის მარტში კი – კრასნოდარის ყუბანისპირეთის რაიონში. 1997 წელს კორენოვსკში მასობრივ მიტინგზე ისმოდა მოთხოვნა სომხების გასახლების შესახებ. ამავე წელს რუსულსომხური ინციდენტი მოხდა სლავიანსკში. 1999-2001 წლებში სომხების მასობრივი  დარბევები მოტივირებული იყო სომხური თემის წარმომადგენელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით.2 ამ დროს რუსეთში ქართველების კანონიერი მოთხოვნები უკვირთ.

ტენდენციურობისა და ფაქტების უაღრესად დამახინჯების ნიმუშს წარმოადგენს გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდაში” (31 იანვარი 1991 წ.) გამოქვეყნებული საკუთარი კორესპონდენტის ფ. სიზის წერილი: “სახლი ფანჯრებით ომისაკენ”. იგი ცხინვალში იმყოფებოდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერნაციონალურ ოჯახში ცხოვრობდა. და აი, ამ ოჯახის ფანჯრიდან იგი მხოლოდ იმას ხედავს, თუ როგორ ხოცავენ ქართველები ოსებს, როგორ აწიოკებენ ქართველები ცხინვალის მოსახლეობას და როგორ ძარცვავენ ისევ ქართველები მაღაზიებს, არბევენ საზოგადოებრივ შენობებს და სხვა. მას არ უნდა მოვლენებს თავისი ნამდვილი სახელი უწოდოს. იგი სიტყვასაც არ ძრავს იქ დახოცილი ქართველი მოსახლეობისა და ქართველი მილიციელების შესახებ, მილიონობით მკითხველს შეგნებულად უმალავს უამრავი ქართველი ლტოლვილის ბედს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით აყრილიყვნენ ძირძველი ქართული მიწაწყლიდან.

კიდევ ერთ სტატიას უნდა შევეხოთ, რომელიც ჟურნალისტმა ს. ჩერიომინმა გამოაქვეყნა გაზეთ “ტრუდში” (16 და 17 მაისი, 1991 წ.). ეს დაკვეთილი სტატია, რომლის სათაურია “დაპირისპირება”, ჩვენ მოგვაქვს როგორც ნიმუში იმისა, თუ როგორ ცხებდა განზრახ ჩირქს რუსული პრესა ქართველ ხალხს. თავის დროზე უამრავი ასეთი სტატია გამოქვეყნდა, თუმცა მათთვის საჭირო მომენტში არც ამჟამად გვაკლია ანალოგიური ხასიათის სტატიები. უფრო მეტიც, ამჟამად მნიშვნელოვნად გაიზარდა ცილისმწამებლური პუბლიკაციები საქართველოს წინააღმდეგ, როგორც აღვნიშნეთ, მარტო 2006 წლის განვლილ პერიოდში მოსკოვში რამდენიმე სქელტანიანი წიგნი გამოიცა, სადაც მთლიანად გაყალბებულია საქართველოს ისტორია, სამაგიეროდ შეთხზულია არარსებული სამხრეთ ოსეთის ისტორია უძველესი დროიდან. შეიძლება ითქვას, დღე არ გავა, რომ ინტერნეტში მოთავსებული არ იყოს ქართველი ხალხის დამამცირებელი და მისი ისტორიის ცალკეული პერიოდებისა და მოვლენების აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ პუბლიკაცია. ამის სანიმუშო მაგალითად გამოდგება ვინმე დ. მედოევის სტატია: “სამხრეთ ოსეთი: უფლება თავისუფლებაზე”. ამ სტატიაში მოყვანილი ყველა სტატისტიკური მონაცემი ყალბია, ავტორის მიერ არის შეთხზული. მას წარმოდგენაც არა აქვს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტატისტიკურ კრებულებზე და ჰგონია, შეუძლებელია მის მიერ მოგონილი მონაცემების გადამოწმება. იგი ასკვნის: 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა რა საქართველოს სსრ შემადგენლობაში როგორც ავტონომიური ოლქი, სამხრეთ ოსეთმა განიცადა კოლონიური ჩაგვრა, რის გამოც მისი სოციალური განვითარების მაჩვენებლები და ოსი ხალხის ცხოვრების დონე უაღრესად დაბალი იყო. დ. მედოევი იმდენად უტიფარია, რომ იგი 1937_1939 წლების ცნობილ ამბებს, რომლებიც ისევე შეეხო ოსებს, როგორც ქართველებს, ადგილობრივ მოვლენად მიიჩნევს. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ მოსკოვში გამოცემული სტატისტიკური კრებულების მონაცემების თანახმად, უმრავლესი და ძირითადი სოციალური მაჩვენებლის მიხედვით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი საბჭოთა კავშირში ყველა რესპუბლიკასა და ავტონომიურ ფორმირებებს შორის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ახლა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში რუსულმა მასმედიამ ერთი სტატიაც ვერ გაიმეტა, სადაც ობიექტურად იქნებოდა გაშუქებული საქართველოში ეროვნებათაშორისი ურთიერთობები. ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ ს. ჩერიომინს წინასწარ აკვიატებული აზრები იმდენად აწუხებს, რომ მკითხველი ადვილად ხედავს აშკარად შენიღბულ ზრახვებს, ხელოვნურად შეთითხნილ ვერსიებსა და ფაქტებს. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი უაზრობისა და ულოგიკობის ტყეობაში აღმოჩნდა. ამდენად, ს. ჩერიომინსა და გაზეთ “ტრუდის” რედაქციასაც მონდომებამ უქმად ჩაუარა, რადგან “დათხუპნული, დახატული არაა”. ავტორს ისე მოუვიდა, როგორც ერთ დაღესტნელს, რომელმაც შეყვარებული ნაბადში გაახვია და ისე მოიტაცა, მაგრამ ნაბადი რომ გახსნა, თავისი შეყვარებულის უკბილო ბებია შერჩა ხელში.

ს. ჩერიომინი ცინიკურად შენიშნავს, რომ ქართველი მეცნიერები იქექებიან არქივებში წინაპრების ვინაობის დასადგენად, მაგრამ მათ ამოძრავებთ არა  მეცნიერული ინტერესები,  არამედ იმის სურვილი, დაამტკიცონ, რომ ქართულ მიწაზე ოდითგან მცხოვრები ხალხები აქ “სტუმრები”, “უცხოელები” არიან. აქვე  ს. ჩერიომინი ისევ აგრძელებს ქილიკს: თავისთავად “ბინადრობის ცენზის” შესახებ კამათი და ლაპარაკი სქოლასტიკური ოინბაზობაა. მას დიდ ცოდვად  მიიჩნია ქართველი მეცნიერების მიერ წინაპრების ვინაობის დადგენა, მაგრამ როდესაც თვითონ, მართლაც, აბსურდულ სტატიებს აქვეყნებდნენ თავიანთი წინაპრებისა და მათი ვინაობის შესახებ, არავის ეყო მათგან მეცნიერული სინდისი ეთქვა სიმართლე. აი რას წერდა, მაგალითად, ჟურნალი “ტეხნიკა მოლოდიოჟი” (#8, 1977 წ.) სამი ათეული წლის  წინათ: “ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში კიმერიულსლავიანური რაზმები თრაკიისა და ბოსფორის  გავლით იჭრებოდნენ მცირე აზიაში, ხოლო სამხრეთ რუსეთიდან დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შედიოდნენ … მალე ურარტუს სათავეში მოექცა მეფე რუსა I (მე-8 საუკუნე ჩვ. წელთაღრიცხვამდე). კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით თბილი  წყაროების ახლოს დაარსდა საყრდენი პუნქტი  ტეპლიცე, შემდგომში ტიფლისი (ამჟამად თბილისი). შემდეგ სლავებმა აღმართეს სამეგრელოში ციტადელი, რომელმაც მიიღო გორდას სახელწოდება (“გოროდ”იდან, “გრად”იდან)”. ამრიგად,  გამოდის, რომ თბილისი და გორდა სლავებს დაუარსებიათ. კომენტარები აქ,  მართლაც, ზედმეტია. განა თბილისი ქართულად თბილს არ ნიშნავს? მათ იქნებ მოკლე, უვადო ხმლის  ქართული სახელწოდების “გორდას” ან კახეთის სამეფოს ძველი დედაქალაქის “გრემის” ეტიმოლოგიაც გაარკვიონ. ეს უკანასკნელი, თუ მათ მსჯელობას მივყვებით,  არ არის გამორიცხული, რომ რუსული სიტყვა “გრემეტ”იდან იყოს წარმოშობილი.

ახლა გავეცნოთ ს. ჩერიომინის მიერ მოტანილ მთლიანად არაფრის მთქმელ მონაცემებს, რომლებიც, მისი აზრით, თითქოს გვიჩვენებენ თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ და იჩაგრებიან ოსები საქართველოში. არავინ არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ იფიქროს ს. ჩერიომინს, მართლაც, გული შესტკიოდეს ოს ხალხზე, მას  მხოლოდ იმპერიული ინტერესები ამოძრავებს, იგი ცდილობს  ასეთი პუბლიკაციებით დაუბნელოს ოს ხალხს გონაბა, მოწამლოს  მათი ცნობიერება, დააყენოს ისინი აგრესიის გზაზე და დაუპირისპიროს ქართველ ხალხს. მაგალითად, ს. ჩერიომინი ერთმანეთს ადარებს რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში მუშამოსამსახურეთა საშუალო თვიურ ხელფასსა და კოლმეურნეთა შრომის ანაზღაურებას და აკეთებს აშკარად არასწორ  დასკვნებს _ სამხრეთ ოსეთის ოლქში ოსების ინტერესები ილახება, რადგან საშუალოთვიური ხელფასი 29,2 მანეთით, ხოლო კოლმეურნეთა შრომის ანაზღაურება 13 მანეთით ნაკლებია საშუალო რესპუბლიკურ მაჩვენებელთან შედარებითო. მაშინ საინტერესოა როგორ ახსნის ს. ჩერიომინი  იმ  უტყუარ ფაქტს, რომ 1989 წელს საქართველოს  რესპუბლიკაში მუშამოსამსახურეთა საშუალოთვიური ხელფასი 197,7 მანეთს შეადგენდა, ყოფილ საბჭოთა კავშირში  240,4 მანეთს (42,7 მანეთით მეტს), ხოლო ესტონეთში _ 270,1 მანეთს, ან კოლმეურნეთა შრომის ანაზღაურება რატომ უდრიდა შესაბამისად 169,9; 200,8 და 317,6 მანეთს? ეს ყველაფერი იმ უბრალო მიზეზით აიხსნება, რომ საშუალოთვიური ხელფასის დონეს მნიშვნელოვნად განაპირობებს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის თავისებურებანი. კერძოდ, მრეწველობის პროდუქციის საერთო მოცულობის 60 პროცენტზე მეტი საქართველოში მსუბუქ და კვების მრეწველობაზე მოდის, მაშინ როცა  ყოფილ საბჭოთა კავშირში ანალოგიური მაჩვენებელი 30 პროცენტს ოდნავ აღემატებოდა. ამ დარგში კი სატარიფო განაკვეთები და შესაბამისად მომუშავეთა საშუალოთვიური ხელფასი სხვა  დარგებთან შედარებით ნაკლებია, რამაც, ბუნებრივია, განაპირობა რესპუბლიკის მთელ სახალხო მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის დაბალი დონე. ანალოგიურ ვითარებასთან გვქონდა საქმე ყოფილ სამხრეთ ოსეთშიც, რასაც ისიც ემატება, რომ აქ მუშაობის ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ვერ სრულდებოდა, რაც აბრკოლებდა საშუალოთვიური ხელფასის გადიდებას.

ამჟამად ზუსტად ანალოგიურ პრეტენზიებს აყენებს  დ. მედოევიც. მისი აზრით, 1980იანი წლების ბოლოს სახალხო მეურნეობაში მუშამოსამსახურეთა საშუალოთვიურმა ხელფასმა სამხრეთ ოსეთში ძლივს მიაღწია 180 მანეთს, მაშინ, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში და საქართველოს სსრში მან 250 მანეთს გდააჭარბაო. ასეთი მონაცემები არ არსებობს და იგი დ. მედოევის ფანტაზიის ნაყოფია. 1989 წლის მონაცემები ჩვენ  უკვე მოვიტანეთ,  ამიტომ ახლა, სურათი რომ უფრო ნათელი გახდეს, 1988 წლის მონაცემებსაც გავეცნოთ. მუშა მოსამსახურეთა საშუალოთვიური ხელფასი ამ წელს ყოფილ სამხრეთ ოსეთში არა 180 მანეთს, არამედ გაცილებით ნაკლებს – 148,1 მანეთს უდრიდა, საქართველოში – 186,9, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში – 219,8 მანეთს.1 ხელფასებს შორის განსხვავება ზემოთ აღნიშნული მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ დ. მედოევი მონაცემებს თავისი შეხედულების მიხედვით როგორც უნდა ისე თხზავს.

მოსახლეობის შემოსავლები მარტოოდენ ხელფასზე როდია დამოკიდებული, მართალია, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში  საშუალოთვიური ხელფასი შედარებით დაბალი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მოსახლეობის ერთ სულზე ანაბრის საშუალო სიდიდე ოლქში გაცილებით მაღალი იყო,  ვიდრე ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მოკავშირე რესპუბლიკებში. მაგალითად, ეს მაჩვენებელი საბჭოთა კავშირში 1035 მანეთს, რუსეთში 1147, საქართველოში 1160, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 1289, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 1534 მანეთს უდრიდა. [82]

რადგან ს. ჩერიომინს წინასწარ აკვიატებული აზრები აწუხებს, იმასაც გვდებს ბრალად, რომ მოსახლეობის ერთ სულზე საქონელბრუნვა ანუ საქონლის შესაძენად გაწეული ფულადი დანახარჯები სამხრეთ ოსეთში უფრო  დაბალია, ვიდრე საშუალოდ რესპუბლიკაში. არადა, ასეთი მოვლენა სავსებით კანონზომიერია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მცხოვრებთა ხვედრითი წილი ყოფილ სამხრეთ ოსეთში უფროა მაღალი იყო, ვიდრე შესაბამისი რესპუბლიკური მაჩვენებელი. ამასთან, სოფლის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ნაკლებია, რადგან სოფლებში მაღალია ნატურალური მოხმარების დონე, რაც ძირითადად პროდუქციის წარმოებაში პირადი დამხმარე მეურნეობის დიდი ხვედრითი წილით იყო განპირობებული. ქალაქად და განსაკუთრებით თბილისში, სადაც რესპუბლიკის მოსახლეობის ყოველი მეოთხე კაცი ცხოვრებს, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათო და არასასურსათო საქონელზე ძირითადად ვაჭრობის მეშვეობით ხდება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ საკურორტო მეურნეობა საქართველოს სხვა რეგიონებში უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ყოფილ სამხრეთ ოსეთში, საქონლის შესაძენად დამსვენებელთა მიერ გაწეული ფულადი დანახარჯები კი საქონელბრუნვის რესპუბლიკურ მაჩვენებელში აისახებოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ: როკის გვირაბის აშენების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თვის ისტორიულ სამშობლოში _ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იძენდა დიდი რაოდენობით სასურსათო და არასასურსათო საქონელს, და, ბუნებრივია, მათ მიერ გაწეული ფულადი დანახარჯებიც ჩრდილოეთ ოსეთის საქონელბრუნვის მოცულობაში აისახებოდა.

ს. ჩერიომინი არ ცხრება და კვლავ აგრძელებს ყოვლად უსაფუძვლო მონაცემების მოტანას, კვლავ ცდილობს თვალებში ნაცარი შეაყაროს მკითხველს. როგორც ჩანს, იგი ვერ ერკვევა მოვლენებსა და პროცესებში. მაგალითად, იგი აღნიშნავს, რომ 1987 წელს ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა მოკვდავობამ ყოველ ათას დაბადებულზე საქართველოს რესპუბლიკაში 24,3, ხოლო ყოფილ სამხრეთ ოსეთში   27 ბავშვი შეადგინა. თუ ავტორს ამით იმის თქმა სურს, რომ სამხრეთ ოსეთში უფრო მაღალია ბავშვთა მოკვდავობის დონე და ამას არავითარი ყურადღება არ ექცევაო, მაშინ ერთი წლის მონაცემების მოტანა უბრალოდ უხერხულია. ამას ისიც ადასტურებს, რომ წინა წლებში სრულიად საპირისპირო მოვლენას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, 1981 წელს ყოველ ათას ახალშობილზე ერთ წლამდე ასაკში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 24,7 ბავში გარდაიცვალა, აფხაზეთში – 29,9; აჭარაში – 58,6; ხოლო რესპუბლიკაში – 29,7 ბავშვი. ასევე წლების განმავლობაში თბილისში გაცილებით მაღალი იყო ბავშვთა მოკვდავობის დონე, ვიდრე ყოფილ სამხრეთ ოსეთში. მაგალითად, 1989 წელს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ წლამდე ასაკში ყოველი ათასი დაბადებული ბავშვიდან 22,5 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო თბილისში – 24,2 ბავშვი. საინტერესოა ამ მონაცემებს როგორ კომენტარს გაუკეთებდა ს. ჩერიომინი?

ასეთი და გაცილებით მწვავე სიტუაციები, რომლებიც ვნებათა ღელვის გაძლიერებასა და უშუალოდ სისხლისღვრას უწყობდა ხელს, ზედიზედ იბეჭდებოდა რუსულ პრესაში. მაგალითად “იტარტასსის” კორესპონდენტი ვ. შანაევი აღნიშნავდა, რომ ცხინვალიდან ნანგრევები დარჩა  ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალში გაანადგურეს და დაწვეს საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების 80 პროცენტიო.1 ამის მსგავსი კი არაფერი მომხდარა.

სამწუხაროდ, ასეთი გამოხდომები და ცილისწამებები დღემდე გრძელდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სიყალბის მასშტაბები ფართოვდება. ამჟამად უკვე ბუნებაში არარსებული და თანაც სრულიად არარეალური მონაცემები მოაქვთ და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ყოფილ სამხრეთ ოსეთში შობადობისა და მოკვდავობის მხრივ თითქოს კატასტროფული მდგომარეობა იყო. დ. მედოევი აღნიშნავს: “არ არის გასაკვირი აგრეთვე, რომ საქართველოში სწორედ სამხრეთ ოსეთში აღინიშნა მოკვდავობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (10 კაცი მოსახლეობის  ყოველ 1000 სულზე), მაშინ როდესაც მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე 8 ბავშვი იბადებოდა (1988 – 1989 წლების მონაცემები)”. ასეთ მონაცემებს ვერცერთ სტატიკურ კრებულში ვერ შეხვდებით. ავტორი ვერ დაასახელებს  წყაროს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ყოველ 1000 კაცზე ყოფილ სამხრეთ ოსეთში 1988 – 1989 წლებში მოკვდაობა 10 კაცს, ხოლო შობადობა 8 ბავშვს უდრიდა. ამ მხრივ ყოფილ სამხრეთ ოსეთში ისეთივე ვითარება იყო, როგორც მთლიანად საქართველოში, ხოლო ზოგიერთ წლებში – უკეთესი. დ. მედოევს თვითნებურად, თავისი სასურველი მოსაზრების განსამტკიცებლად მოყავს შეთხზული მონაცემები, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შობადობის დონე გაცილებით დაბალი იყო ქართველებში, ვიდრე აქ მცხოვრებ მთელ რიგ ეროვნებებში, მათ შორის, ოსებშიც. მაგალითად, ჯერ კიდევ 1959 წელს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი ქართველებში  21,8 პრომილეს უდრიდა; სომხებში  28,8; აზერბაიჯანელებში – 43,9; აფხაზებში – 22,3; ოსებში _ 25,5 პრომილეს; შემდგომ წლებში შობადობა ყველა ეროვნებაში შემცირდა, მაგრამ თანაფარდობა შობადობის დონეებს შორის, თითქმის უცვლელი დარჩა.1

 

შობადობა, მოკვდაობა და მოსახლეობის ბუნებრივი მატება საქართველოში

(მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე)

 

  1970წ. 1985წ. 1986წ. 1987წ. 1988წ. 1989წ.
საქართველოშობადობა        19.2 18.7 18.7 17.9 17.3 16.7
მოკვდაობა       7.3 8.8 8.8 8.8 9.0 8.6
ბუნებრივი მატება       11.9 9.9 9.9 9.1 8.3 8.1
თბილისიშობადობა        18.0 16.0 16.1 15.1 14.7 14.4
მოკვდაობა       8.0 8.2 8.2 8.0 8.2 8.2
ბუნებრივი მატება       10.0 7.8 7.9 7.1 6.5 6.2
ყოფილი სამხრეთ ოსეთის აოშობადობა        19.0 19.2 18.3 19.0 18.1 16.7
მოკვდაობა       6.9 9.0 9.9 9.8 9.1 8.7
ბუნებრივი მატება       12.1 10.2 8.4 9.2 9.0 8.0

 

წყარო: Демографический ежегодник СССР 1990. М., 1990, с. 152.

           Население СССР 1988. ჩтатистический сборник. М., 1989, с. 9697.

           Население СССР 1987. ჩтатистический сборник. М. 1988, с. 164167.

ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში. მაგალითად, მოსახლეობის ათი ათას სულზე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში 134,3 საავადმყოფო საწოლი მოდიოდა, 67,4 ყველა სპეციალობის ექიმი და 143,4 საშუალო სამედიცინო პერსონალი. საქართველოს რესპუბლიკის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალი იყო და შესაბამისად 110,6, 58,0 და 124,9ს უდრიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1988 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკასთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებლები ოლქს გაცილებით უკეთესი ჰქონდა (საავადმყოფო საწოლებით უზრუნველყოფის გარდა).

 

მოსახლეობის უზრუნველყოფა ექიმებით, საშუალო სამედიცინო პერსონალითა და საავადმყოფო საწოლებით 1988 წელს

საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მოსახლეობის ყოველ 10 000 კაცზე გაანგარიშებით

 

  ექიმები საშუალო სამედიცინო პერსონალი საავადმყოფო საწოლები
საბჭოთა კავშირი 43.8 116.9 131.3
     მათ შორის
ჩრდილოეთ ოსეთის
ავტონომიური რესპუბლიკა 
68.7 120.4 129.6
საქართველო 58.0 124.9 110.6
    მათ შორის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 
47.3 127.1 119.0
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  45.4 116.6 109.8
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქი
67.4 143.4 134.3

 

წყარო: Статистические материалы об экономическом и социальном развитии союзных и автономных республик, автономных областей и округов. Государственный комитет СССР по статистике. М., 1989, с. 127131.

მუდმივი სკოლამდელი დაწესებულებებით ბავშვთა უზრუნველყოფის დონეც უკეთესი იყო ოლქში, ვიდრე საშუალოდ საქართველოს რესპუბლიკაში. კერძოდ, 1988 წელს მუდმივი სკოლამდელი დაწესებულებებით ყოფილ ავტონომიურ ოლქში უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი ასაკის ბავშვთა 53 პროცენტი, საქართველოს რესპუბლიკაში – 46, მათ შორის: აფხაზეთში – 39, ხოლო აჭარაში – მხოლოდ 28 პროცენტი.

 

სოციალური განვითარების ზოგიერთი მაჩვენებელი საბჭოთა

 კავშირსა და საქართველოში 1988 წელს

 

   მოსახლეობის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ერთ მცხოვრებზე (საერთო ფართობი, კვ.მ) ანაბრის საშუალო მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე (მანეთებში) მასობრივი ბიბლიოთეკების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე  საკლუბო დაწესებულებების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე მუზეუმების დამთვარიელებელთა რიცხვი საშუალოდ მოსახლეობის 1000 კაცზე თეატრალურ წარმოდგენებზე დამსწრებთა რიცხვი საშუალოდ მოსახლეობის 1000 კაცზე
საბჭოთა კავშირი 15.7 1035 5 5 704 393
მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა 15.9 1289 3 3 557 410
საქართველო   18.8 1160 8 5 1217 715
მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 17.3 1126 6 5 1561 373
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 17.3 907 10 5 556 458
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 21.3 1534 16 11 1522 788

 

 

წყარო: Статистические материалы об экономическом и социальном развитии союных и автономных республик, автономных областей и округов. Государственный комитет СССР по стптистике. М., 1989, с. 4345; 7678; 109116.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობა ასევე გაცილებით უკეთ იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ბინის საერთო ფართობით, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისა თუ ნებისმიერი ავტონომიური ფორმირების მოსახლეობა. ამრიგად, ამ მაჩვენებლითაც ოლქი პირველ ადგილზე იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰყავდა პირად საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილებიც. მაგალითად, ოლქის მოსახლეობის ყოველი ათასი კაციდან 59 კაცს ჰყავდა მსუბუქი ავტომობილი, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში – 53 კაცს1.

კიდევ ერთი მაჩვენებლით იდგა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირში – ყოველ ათი ათას მოსახლეზე ბიბლიოთეკების რაოდენობით. ამასთან, მოსახლეობის საკლუბო დაწესებულებებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 2ჯერ და მეტად ჭარობდა მოკავშირე რესპუბლიკების შესაბამის მაჩვენებელს. ყოველივე აღნიშნულთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის ყოველ 10 ათას კაცზე გაცილებით მეტი სტუდენტი და მოსწავლე მოდიოდა, ვიდრე საშულაოდ საქართველოში და მის ავტონომიურ რესპუბლიკებში_აფხაზეთსა და აჭარაში. ოლქში ასევე მაღალი იყო მუზეუმების დამთვარიელებელთა რიცხვი, ხოლო თეატრალურ წარმოდგენებზე დამსწრეთა რიცხვი ყველაზე მაღალისაბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებთან შედარებით მოსახლეობის 1000 კაცზე გაანგარიშებით.

მართალია, ბიბლიოთეკების რიცხვით მოსახლეობის 10 000 კაცზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი პირველ ადგილზე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მ. ბლიევს, დ. მედოევს, ი. კოჩიევასა და ა. მარგიევს ბიბლიოთეკაში არასოდეს შეუვლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამდენი სიყალბის თქმას მოერიდებოდნენ.

მოტანილი ოფიციალური მონაცემები სრულ უფლებას გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და საერთოდ საქართველოში მცხოვრებ ოსებს  ათეული წლების განმავლობაში ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი თავიანთი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისა თუ რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნის მოსახლეობას. სწორედ ამაზე მეტყველებს ოფიციალური, ყოფილი საბჭოთა კავშირის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის არაერთგზის გამოქვეყნებული მონაცემები. რაც შეეხება მუშაობის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, აქ სრულიად საწინააღმდეგო ვითარებასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, მარცვლეულის მოსავლიანობა 1988 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჰექტარზე საშუალოდ 17,1 ცენტნერს უდრიდა, ხოლო საქართველოში 26,2 ცენტნერს, მის ავტონომიურ ფორმირებებში, კერძოდ, აფხაზეთში – 28,9 და აჭარაში – 29,6 ცენტნერს. კარტოფილის მოსავლიანობა სამხრეთ ოსეთში ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა კავშირში და იგი ამავე წელს ჰექტარზე საშუალოდ 37 ცენტნერს შეადგენდა, საბჭოთა კავშირში _ 103; ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 111; საქართველოში – 109; აფხაზეთში _ 72; ხოლო აჭარაში _ 108 ცენტნერს. ასევე უაღრესად დაბალი იყო სამხრეთ ოსეთში ბოსტნეულისა და ყურძნის მოსავლიანობა (ამ უკანასკნელი მაჩვენებლის მიხედვით საბჭოთა კავშირში ბოლო ადგილი ეკავა). სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთი ძროხის საშუალო წლიური წველადობა 1109 კილოგრამ რძეს უდრიდა და ეს მაჩვენებელიც ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა კავშირში. ბუნებრივია, ასეთ პირობებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში სამეურნეო საქმიანობის შედეგები, კერძოდ, მოგება და რენტაბელობის დონე (მოგების შეფარდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან) ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისა და ავტონომიური ფორმირებების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველივე ეს შეეხება არა მხოლოდ 1988 წელს, არამედ გასული საუკუნის 70იან და 80იან წლებსა და უფრო ადრეულ პერიოდსაც.1

  

სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქციის წარმოების

მაჩვენებელი 1988 წელს

 

  საბჭოთა კავშირი რუსეთი ჩრდილოეთ ოსეთისავტონომიური საქართველო სამხრეთ ოსეთისავტონომიური ოლქი
მარცვლეულის მოსავლიანობა ყველა კატეგორიის მეურნეობაში (ცენტნერობით ერთი ჰექტერიდან) 17.0 15.6 32.4 26.2 17.1
კარტოფილის მოსავლიანობა ყველა კატერგორიის მეურნეობაში (ცენტნერობით ერთი ჰექტარიდან) 103 102 111 109 37
ერთი ძროხის საშუალო წლიური წველადობა კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში (კგ) 2798 2703 2868 1935 1109
ერთი ცენტნერი მარცვლეულის თვითღირებულება კოლმეურნეობებში (მანეთობით)  9.7 10.6 8.3 9.9 26.9
ერთი ცენტნერი კარტოფილის თვითღირებულება კოლმეურნეობებში (მანეთობით) 15.8 17.8 10.1 29.2 53.1
ერთი ცენტნერი მარცვლეულის თვითღირებულება საბჭოთა მეურნეობებში (მანეთობით) 12.0 12.3 10.4 16.4 26.7
ერთი ცენტნერი კარტოფილის თვითღირებულება საბჭოთა მეურნეობებში (მანეთობით) 20.3 21.2 16.4 30.3 99.3
რენტაბელობის დონე საბჭთა მეურნეობებში (მოგების შეფარდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან, პროცენტობით) 30.0 36.4 29.9 9.1 -7.4

 

წყარო: Статистические материалы… с. 218, 268, 293, 295, 303, 309.

 

ასეთ პირობებში სრულ ანაქრონიზმად, უაზროებად გაისმის ოსი სეპარატისტი მეცნიერების, ოსი და რუსი ჟურნალისტების _  მ. ბლიევის, დ. მედოევის, ი. კოჩიევის, ა. მარგიევის, ს. ჩერიომინის, ა. ტაუსოვას, ვ. სიზის და სხვათა “მოსაზრებები” იმის შესახებ, თითქოს სამხრეთ ოსეთი, იმყოფებოდა რა 70 წლის განმავლობაში საქართველოს სსრ შეამდგენლობაში ავტონომიური ოლქის სახით, განიცდიდა სოციალურ და კოლონიურ ჩაგვრას. ეს აბსურდული მოსაზრებები ოსი სეპარატისტებისა და მათი დამქაში და დამფინანსებელი რუსი რეაქციული ძალების ერთობლივი “ნამოღვაწარია”. თვითგამოხცადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრობლემის გადაწყვეტა, მათი აზრით, უნდა ემყარებოდეს რეგიონში ფუძემდებლურ ისტორიულ რეალიებს, რომლებიც თითქოს იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთი უძველესი დროიდან არსებობდა და იგი 1774 წელს ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. და თუ ყველაფერი, როგორც მათ სურთ, ასეა, მაშინ, როგორც ისინი აცხადებენ, უნდა გამოვიდეთ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპებიდან, რომლებიც ხალხთა თვითგამორკვევის გარანტიაა. ამ გზით მათ სურთ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს შუაგული ისტორიული ნაწილის _ შიდა ქართლის მისაკუთრება. ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება თავისი სახელმწიფოს დაშლას, მას ისედაც აღარ დარჩა გასაცემი მიწაწყალი და ეს კარგად უნდა იცოდეს ოსმა სეპარატისტებმაც. ცნობილი ოსი მეცნიერი ვ. აბაევი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში აფრთხილებდა თავის თანამემამულეებს დაფიქრებულიყვნენ და ხელი აეღოთ ასეთ უსაფუძვლო განზრახვაზე, რადგან იგი უაზრო სისხლისღვრას გამოიწვევდა.

პროფ. ვ. აბაევის წინასწარმეტყველება ასრულდა. რუსულმა პრესამ შესანიშნავი ნოყიერი ნიადაგი მოუმზადა ჩვენს მიწაზე დაღვრილ სისხლს. ამჟამადაც რუსული რექციული ძალები არ ცხრებიან და ახალი კონფლიქტისაკენ უბიძგებენ ჩვენს ხალხებს. ამაზე ნათლად მეტყველებს “ლიტერატურნაია გაზეტაში” დაბეჭდილი მასალა საერთო სათაურით: “სამხრეთ ოსეთის ბედი და უბედობა,” რომელიც შემოკლებით გადმობეჭდა გაზეთმა “საქრთველოს რეპუბლიკამ” (11 აგვისტო, 2004 წელი).

ამჯერად “ლიტერატურნაია გაზეტას” ფურცლებზე დაიბეჭდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნატალია ნაროჩნიცკაიასა და სახელმწიფო სათათბიროს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალექსეი მიტროფანოვის უაღრესად ცილისმწამებლური გამოსვლები. ისინი ისეთ რამეს გვაბრალებენ და ისე ამახინჯებენ ჩვენს ისტორიას, ძნელია, კაცმა უარესი რამ მოიფიქრო და შემდეგ მისი გავრცელება იკადრო.

ნატალია ნაროჩნიცკაია აღნიშნავს: “თავის დროზე ბოლშევიკები ხშირად ავლებდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებზე მორგებულ საზღვრებს და მარტო რუსი ხალხი კი არ აღმოჩნდა ამ საზღვრებით დაცალკევებული, არამედ სხვა ხალხებიც. “კლასიკური მაგალითია” ოსები. მათი ნაწილი რსფსრში შევიდა, მეორე _ საქართველოს სსრს გადაეცა”. ნატალია ნაროჩნიცკაია ნაწილობრივ მართალია. ბოლშევიკები ხშირად ავლებდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებზე მორგებულ საზღვრებს, მაგრამ ამ საზღვრებით დაცალკევებული, რა თქმა უნდა, ოსები არ აღმოჩენილან. ისტორიულად სადაც ოსები ხიზნებად დასახლნენ, ან უბრალოდ, რომელ ქვეყნებშიდაც საცხოვრებლად გადავიდნენ, მათ ყველგან ავტონომიას ვერ შეუქმნიან, ან იმ ტერიტორიას რუსეთს ვერ შეუერთებენ. რაც შეეხება საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას, იგი, მართლაც, პოლიტიკურ მოსაზრებებზე მორგებული საზღვრის ფარგლებში, თავის დროზე ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით შეიქმნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველივე ეს იმას ჰგავს, რომ რუსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ასიათასობით ცხოვრობენ, დაცალკევების მომიზეზებით, საზღვრების გადასინჯვას შეუდგნენ და რუსებით დასახლებული ადგილების რუსეთთან შეერთება მოითხოვონ. თუმცა შენიღბული ქმედებებით არც ამაზე ამბობენ უარს. არიგებენ რუსულ პასპორტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და შემდეგ ხმამაღლა აცხადებენ: ჩვენი მოქალაქეები საქართველოში უნდა დავიცვათ და მათ მიერ დასახლებული ტერიტორიები უნდა შევიერთოთო.

შესანიშნავი ლოგიკაა, როგორც ჩანს, აღარ უშლიან.

კიდევ უფრო აბსურდულია თავის კოლეგასთან შედარებით ალექსეი მიტროფანოვის მსჯელობა: “ორასი წლის წინათ ფაქტობრივად საქართველოს გამო წამოიწყეს ომი კავკასიაში იმ ერთმორწმუნთა გადასარჩენად, რომელთა რიცხვი გეორგიევსკის ტრაქტატამდე (1783 წლამდე) სულ რაღაც 75 ათასი იყო. ახლა ქართველთა რაოდენობა მილიონობით მოითვლება. ოღონდ ამისათვის ჩვენი წინაპრები წინასწინა საუკუნეში 40 წელიწადს ებრძოდნენ მთიელებს”. მიტროფანოვი ჰაიჰარად რომ მსჯელობს, იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ასეთი მცირე _ 75 ათასი არასოდეს ყოფილა, ბუნებაში ასეთი მონაცემები არ არსებობს და იგი მიტროფანოვის ფანტაზიის ნაყოფია.

ახლა გვინდა, შევეკითხო ალექსეი მიტროფანოვს, ორასი წლის წინათ რუსეთმა რომელი ომი წამოიწყო კავკასიაში საქართველოს გულისათვის. პირიქით, მეფის რუსეთმა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში სწორედ თავისი იმპერიული მიზნების გამო არ შეასრულა ხელშეკრულებებით დადებული ვალდებულებები, მათ შორის გიორგევსკის ხელშეკრულებაც და საქართველო რამდენჯერმე პირისპირ შეატოვა მრავალრიცხოვან მტერს. სწორედ იმის გამო, რომ ერეკლე მეორემ არ შეასრულა ირანის მმართველი წრეების მოთხოვნა _ გაეწყვიტა რუსეთთან კავშირი და მისი მფარველობიდან გამოსულიყო, 1795 წელს თბილისი საშინლად ააოხრა მტერმა, უფრო ადრე კი ამავე მიზეზით ოსმალეთისაგან აოხრებას ვერ გადაურჩა ქვემო ქართლიც. გვინდა, ისიც შევეკითხოთ ალექსეი მიტროფანოვს, რომ ამ ორასი წლის განმავლობაში რა შეიცვალა საქართველოსთან დამოკიდებულებაში. მაშინაც და ახლაც _ 200 წლის შემდეგ _ რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბატონობა მიაჩნდა და მიაჩნია საქართველოსა და მთელ კავკასიაზე ზეწოლის, თავისი იმპერიული მიზნების რეალიზაციის შესანიშნავ საშუალებად. 

რუსი მოღვაწე ი.კანადპევი, რომელმაც 20 წელი იცხოვრა კავკასიაში, 1902 წელს პეტერბურგში გამოცემულ თავის წიგნში წერდა: “ბურჟუაზია, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველთვის იმარჯვებს თავადაზნაურთა კლასზე. ეს სწორია, მაგრამ უნდა დავუმატოთ, რომ ეკონომიკური ევოლუცია არსად არ დამთავრებულა ისე სავალალოდ თავადაზნაურობისათვის, როგორც აქ… განა მთავრობამ უნდა დაუშვას, რომ დაიღუპოს ქართველი თავადაზნაურობა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია რუსეთს მასთან საქართველოს შეერთების დროიდან? არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ იგი იყო ორი ერთმორწმუნე ხალხის ერთიანობის იდეის მატარებელი და ერთი სამეფოს მეორე სამეფოსთან ნებაყოფლობით შეერთების მთავარი მიზეზი. . .  საქართველოს შეერთებამ . . . უდიდესი სარგებლობა მოუტანა რუსეთს იმ მხრივ, რომ მისი საზღვრები უშუალოდ თურქეთთან და სპარსეთთან მოვიდა შეხებაში, რამაც საშუალება მისცა რუსეთის მთავრობას, უშუალო გავლენა მოეხდინა ორივე სახელმწიფოზე. ამას გარდა, საქართველოს შეერთებით კავკასიის მთიელები ყოველ მხრივ გარშემორტყმული აღმოჩნდნენ, რამაც გარდაუვლად გამოიწვია მათი დამორჩილება და, შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიის მშვიდობიანი კულტურული განვითარების ხელის შემშლელი პირობების მოსპობა. დასასრულ, არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვოთ ის გარემოება, რომ რუსეთმა საქართველოს სახით შეიძინა ქვეყანა, რომელიც არაჩვეულებრივად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რაც რუსი ხალხის გამდიდრებას შეიძლება ემსახუროს”1.

ალაქსეი მიტროფანოვი არ ცხრება: “საქართველოს გულისთვის, მისი რაღაც “ტერიტორიული მთლიანობისათვის” კვლავ მთელი კავკასია შეიძლება ცერცხლში გაეხვიოს. არადა, საქართველო ხომ არასოდეს ყოფილა დიდი ერთიანი სახელმწიფო, ყოველთვის სამთავროებად იყო დაქუცმაცებული, დანაწევრებული. ეგეც რომ არა, რად გვინდა ჩვენ, რუსეთს, ერთიანი საქართველო?” მართალი ბრძანდებით, თქვენ არ გინდათ ერთიანი საქართველო, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, გვინდა და იქნებ კმაროდეს 200 წელი თავის დანებებისათვის. თუკი “ტერიტორიული მთლიანობა” რაღაცაა, მაშინ დაუბრუნონ კურილიის კუნძულები იაპონიას, მაგრამ მიტროფანოვებზე როდია დამოკიდებული ქვეყნის ბედიღბალი.

ბატონი ალექსეი თავისი იმპერიული ზრახვების გამოა ჩვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი, თორემ შესანიშნავად იცის, რომ სამთავროებად დანაწილებას გარკვეულ პერიოდში არა თუ საქართველო, არამედ ბევრი სხვა დიდი თუ პატარა ქვეყანა ვერ გადაურჩა, მათ შორის რუსეთიც.

კერძოდ, ცნობილია, რომ სამთავროებად დანაწილებისა და ფეოდალური დაქსაქსულობის პროცესი მე-12-13 საუკუნეებში რუსეთშიც გაღრმავდა. ძველი რუსული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, მე-12 საუკუნის პირველი მესამედიდან მას გამოეყო ვლადიმირ_სუზდალის, გალიჩვოლინისა და სხვა სამთავროები, შემდეგ ძველ სამთავროებში (როსტოვის, ტვერის, ნიჟნი_ნოვგოროდის, რიაზანის და სხვ.) შეიქმნა ახალი, ე.წ. საუფლისწულო სამთავროები. ბევრ ასეთ ცნობას შეხვდება ბატონი ალექსეი, თუ წაიკითხავს დიდი რუსი ისტორიკოსის ვ.კლიუჩევსკის “რუსული ისტორიის კურსს”. მაშ, რატომ მაინცდამაინც ჩვენ მოგვდგა, რომელი წითელი კვერცხი ჩვენ გვნახა! საქმე ის არის, რომ იგი ისევ წარსულში იცქირება და იმპერიული სენითაა შეპყრობილი. ქვეყანა შუაზე გაგვიხლიჩა და ვითომ ოსების საკითხი აწუხებს – მათ ბედზე და უბედობაზე წერს, რომლებსაც მათ სამშობლოში – ჩრდილოეთ კავკასიაში ერთი სკოლაც კი არ გაუხსნეს მშობლიურ ენაზე.

ჩეჩნების დამოუკიდებლობის სამართლიან მოთხოვნებს ტანკები დაუპირისპირეს, აქ, შუაგულ საქართველოში კი ჩამოსული ოსების დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას უჭერენ მხარს. ერთხელაც კი არ დაუჩივლიათ იმის შესახებ, რომ უკვე დაამთავრეს კომელების, ხანტების, მანსებისა და სხვა ხალხების ასიმილაცია. სხვა რა ვუწოდოთ იმას, რომ 1926 წელს კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში 14 ათასი რუსი ცხოვრობდა, ხოლო 1989 წელს _ 722 ათასი. ამის შედეგად კომელების რაოდენობა მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში 92,3 პროცენტიდან 23,3 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ხანტიმანსის ავტონომიურ ოლქში 1959-1989 წლებში რუსების რაოდენობა 90 ათასიდან 848 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ხანტებისა და მანსების წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ამავე 30 წელიწადში 13,6 პროცენტიდან 1,4 პროცენტამდე შემცირდა. ამ დროს ვითომც ოსების ბედი აწუხებთ და საქართველოში რუსეთის სამხედრო ტექნიკის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უნდა შემობრუნებოდა ერთი მუჭა ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის რეაქციული ძალების მხარდასაჭერად, მიტროფანოვები, ჟირინოვსკები და ნაროჩნიცკაიები უტიფრად აცხადებენ: საქართველოს ყველა ქალაქი უნდა დაგვენგრია და არც ერთი ქართველი ცოცხალი არ უნდა დაგვეტოვებინაო.

მოკლედ, ფაშისტების პროპაგანდაც კი უფერულდება მათი ფანტაზიის წინაშე. ასეთ რამეს ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის დროსაც კი ვერ გაიგონებდა კაცი. თუ ახლა რუსმა მეგობრებმა ერთი კეთილი სიტყვაც ვერ გაიმეტეს საქართველოს დასაცავად, 1887 წელს რუსი მწერალი ევგენი მარკოვი პეტერბურგში გამოქვეყნებულ წიგნში “კავკასიური ნარკვევები” წერდა: “ჩვენ რუსებმა, არ უნდა დავივიწყოთ თავის დღეში, რომ საქართველო ხმლით არ დაგვიპყრია, რომ ჩვენ იმათი თანასწორი ძმანი ვართ და არა მძლავრი მებატონენი, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველნი შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში მისთვის, რომ ქართველადვე დარჩნენ, ამიტომაც ყოველსავე ქართულს, ისტორიით მოპოვებულს, ყოველ ქართველთაგანს, ყოველსავე სალოცავს ერისას და წმინდად აღიარებულს, ყოველსავე თვისებას მათსა _ იმოდენად პატივი უნდა ვცეთ, იმოდენად მხარი მივცეთ და ხელი შევუწყოთ, რამოდენადაც ყოველისფერს ჩვენს საკუთარს. კავშირი ძმათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მეორეს ძმურად შეეწეოდეს, ერთი მეორეს შეემსჭვალოს, და არა იმაში, რომ ერთმა მეორე ჩაყლაპოს”. [83]

საქართველოში მცხოვრები ოსებისადმი ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენდა პატივისცემას, მათდამი მზრუნველობას, უშურველად უწყობდა ხელს მათი სულიერი კულტურის განვითარებას.

1988 წელს “სამხრეთ ოსეთში”, რომლის მოსახლეობა 6,4ჯერ ნაკლები იყო ჩრდილო ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაზე, ყოველ ათი ათას მცხოვრებზე 3,5ჯერ მეტი დასახელების წიგნი გამოდიოდა 2ჯერ მეტი ტირაჟით, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. [84]

ყოფილ სამხრეთ ოსეთში სრული შესაძლებლობა ჰქონდა ახალგაზრდობას განათლება მშობლიურ ენაზე მიეღო. მაშინ, როდესაც ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, “ყაბარდობალყარეთის, ყალმუხეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩენინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ადიღესა და ყარაჩაიჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქებში არც ერთი ეროვნული სკოლა არ არსებობდა და მკვიდრი ეროვნების ყველა ბავშვი რუსულ ენაზე სწავლობდა”, [85] საქართველოში 98 ოსური სკოლა ფუნქციონირებდა შერეული ტიპის სკოლებთან ერთად. მათ შორის, 90 სკოლა _ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ხოლო 8 სკოლა ოსებით შედარებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში _ თბილისში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ქარელსა და ყვარელში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1921 წლამდე არც ერთი ოსური სკოლა არ არსებობდა. 1926 წლისათვის საქართველოს ხუთ მაზრაში უკვე 19 ოსური სკოლა იყო, ხოლო 1928_29 სასწავლო წელს ოსური სკოლების რიცხვი 26_მდწე გაიზარდა. [86]

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსულმა ენამ გაბატონებული მდგომარეობა დაიჭირა. ეროვნული ენები განიდევნა ფაბრიკებიდან, ქარხნებიდან, საცხოვრებელი კორპუსებიდან, ინსტიტუტებიდან, სკოლებიდან. შინ და გარეთ, სამუშაოზე და ქუჩაში ყველაფერი რუსულ ენაზე “ალაპარაკდა”. ასეთი ვითარება იყო მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში. სასურველ შედეგსაც მალე მიაღწიეს. ყარაჩაი_ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის მონაცემების მიხედვით მშობლები შვილებთან ურთიერთობაში ნაკლებად იყენებდნენ მშობლიურ ენას. ამ აზრის იყო გამოკითხულთა 37,5 პროცენტი. 50,0 პროცენტი კი თვლიდა, რომ შვილებთან ურთიერთობაში იყენებდა როგორც მშობლიურ ენას, ისე რუსულ ენას. გამოკითხულთა 90,0 პროცენტი ქალაქად არაოფიციალური მიმოწერის დროს რუსულ ენას ხმარობდა, ხოლო 10,0 პროცენტი _ ორივე ენას. მხატვრულ ლიტერატურას 45,0 პროცენტი მხოლოდ რუსულ ენაზე კითხულობდა, ხოლო პერიოდულ პრესას _ 67,0 პროცენტი. ამასთან გამოკითხულთა 100,0 პროცენტი აუდიტორიის წინაშე მხოლოდ რუსულ ენაზე გამოდიოდა.1

ყოველივე ეს ძირითადად იმან განაპირობა, რომ იერიში მიჰქონდათ ეროვნულ ენებზე და ცდილობდნენ მხოლოდ რუსული ენის დამკვიდრებას. მაგალითად, საკმარისი აღმოჩნდა ყოფილ საბჭოთა კავშირის პირველ პირს ნ. ხრუშჩოვს ბელორუსიის უნივერსიტეტის კიბეებზე ეთქვა საკრამენტული ფრაზა: “რაც უფრო მალე ჩვენ ყველანი ვილაპარაკებთ რუსულად, მით უფრო სწრაფად ავაშენებთ კომუნიზმს”, რომ არა მარტო ბელორუსიაში, არამედ უკრაინაშიც მაშინვე დაიწყეს ამ ყოველმხრივ საზიანო და ნაცოდვილარი ნააზრევის ცხოვრებაში გატარება.2 მართალია, კომუნიზმი ვერ აშენდა, მაგრამ სამაგიეროდ ბელორუსიაში თითქმის აღარ დარჩა სკოლა მშობლიურ ენაზე. მოსწავლეთა 79,0 პროცენტი განათლებას რუსულ ენაზე იღებდა. ბელორუსული სკოლა მხოლოდ სოფლად შემორჩა. სკოლებში ბელორუსულ ენას სამჯერ ნაკლები საათები ჰქონდა დათმობილი, ვიდრე რუსულს. ბელორუსული ენის დისკრიმინაციის საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც მშობლიურ ბელორუსულ ენას ასწავლიდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზათოვი წერდა: “ჩემს მშობლიურ დაღესტანში ლიტერატურა ცხრა ენაზე იქმნება. ამტკიცებენ, რომ არც ერთ მათგანს არ უწერია გაქრობა… უკანასკნელ დროს ეროვნულ ენაზე ორი ახალი ლიტერატურული ჟურნალი გამოიცა. მაგრამ გვაღელვებს  საკითხი: ვის შეეძლება ეს ჟურნალები წაიკითხოს ათი, ოცი წლის შემდეგ? მახაჩკალაში არ არის არცერთი საბავშვო ბაღი, არც ერთი სკოლა, არც ერთი კლასი, სადაც ჩვენი წინაპრების ენას ასწავლიდნენ”.1 ამ დროს საქართველოში, როგორც ითქვა, 98 ოსური სკოლა ფუნქციონირებდა 90 ყოფილ სამხრეთ ოსეთში და 8 ოსებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ოსი ავტორები სკოლების რაოდენობის საკითხშიც არ ერიდებიან სიყალბეს და აცხადებენ: ოსებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებში დაიხურა ოსური სკოლები, ხოლო ლაგოდეხის რაიონში არსებულ ერთადერთ ფონის ოსურ სკოლაში დირექტორი ქართველია. ბავშვები ძალიან ცოტაა, რამდენადაც ფონისა და გარშემო სოფლების მოსახლეობა მცირდებაო”.2 ჯერ ერთი, რვა სკოლიდან ფუნქციონირებს ხუთი ოსური სკოლა, მეორეც, რატომ არ შეიძლება ოსური სკოლის დირექტორი ქართველი იყოს, გაუგებარია. ამასთან მარტო ლაგოდეხის რაიონში სამი ოსური სკოლაა – ბოლქვის საბაზო, ფონისა და არეშფერანის საშუალო სკოლები. რაც შეეხება მოსწავლეების სიმცირეს – ესეც გასაგებია. ოსები მარტოოდენ კონფლიქტური სიტუაციის გამო საქართველოდან არ წასულან. ასი ათასობით ქართველმაც დატოვა საქართველო ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. რაც მთავარია, ქვეყანაში უაღრესად გაუარესდა დემოგრაფიული ვითარება, განახევრდა შობადობა. კერძოდ, თუ 1980-1989 წლებში, ათ წელიწადში საქართველოში 935 776 ბავშვი დაიბადა, 1995-2004 წლებში ანუ ისევ ათ წელიწადში დაბადებულთა რაოდენობამ 504 302 ბავშვი შეადგინა. ასეთ პირობებში მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა და ზოგიერთი სკოლა დაიხურა კიდეც. რა გასაკვირია, რომ სოფელ ფონაშიც მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებულიყო.

მოწინავე ქართველი საზოგადოება ყოველთვის ზრუნავდა ოსური კულტურის განვითარებისათვის; ისტორიული ფაქტია, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ერეკლე მეფის დროს საგანგებო კომისიამ ოსებს შეუქმნა პირველად დამწერლობა, მოგვიანებით კი ქართული დამწერლობის გრაფიკა დაედო საფუძვლად ოსურ დამწერლობას.

ქართველი ხალხი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ასევე ყოველთვის ზრუნავდა ოსური ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლა განათლების მიღებისათვის. ისტორიული სიმართლე მეტ პატივისცემას იმსახურებს. სიმართლე კი ის არის, რომ როგორც ჩვენი დიდი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, ოსებმა ისარგებლეს ქართული “დედაენით” და მოკლე ხანში შექმნეს ოსური “დედაენა”. ამასთან, რადგან ფოტოსურათების დამზადება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მათ ითხოვეს ქართველებისაგან კლიშეები, რომლებიც უფასოდ დაეთმოთ.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ქართველი მისიონერები იღწვოდნენ ოსეთის მოსახლეობაში განათლების შესატანად. 1764 წელს ახლად დაარსებულ ციხესიმაგრე მოზდოკში გაიხსნა პირველი სკოლა ოსი ხალხის ისტორიაში. ეს სკოლა ერთადერთი იყო არა მხოლოდ ოსეთში, არამენ მთელ ჩრდილოეთ კავკასიაშიც. როგორც ოსი ისტორიკოსი გ. თოგოშვილი აღნიშნავს, სკოლის გახსნის “პროგრესული იდეის ავტორები ქართველი მოღვაწენი იყვნენ. . . მას ოსი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში ობიექტურად პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სკოლაში აღზრდილმა ოსებმა. . . დადებითი როლი შეასრულეს ოსი ხალხის კულტურული განვითარების საქმეში”1.

XIX საუკუნეში თბილისისა და გორის სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარებში მრავალი ახალგაზრდა სწავლობდა ჩრდილოეთ ოსეთიდან. ისინი შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ და თვალსაჩინო კვალი დატოვეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში სასკოლო განათლებასა და თავისი ხალხის კულტურულ ცხოვერებაში. ცნობილია, მაგალითად, რომ ერეკლე მეფის ბრძანებით საქართველოში მიიღო განათლება იოანე იალღუზიძემ, რომელიც მე19 საუკუნის პირველ ნახევარში ოსეთის ყველაზე ცნობილი მოღვაწე გახდა. მის მიერ შესრულებულია პირველი ოსური ხელნაწერი (1802 წ.) ქართული გრაფიკით. 1812 წელს ქართული გრაფიკის საფუძველზეა შედგენილი აგრეთვე პირველი ოსური ანბანი. დიდი დამსახურება მიუძღვის ოსური ხალხური ზეპირსიტყვიერების შეკრებაში ცნობილ ქართველ მწერალს დანიელ ჭონქაძეს, რომელიც, როგორც ოსური ენის კარგი მცოდნე, 1855 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ოსური ენას ასწავლიდა. დანიელ ჭონქაძის მიერ ჩაწერილი ოსური ხალხური შემოქმედების ნუმუშების ნაწილი 1868 წელს პეტერბურგში გამოიცა. [87] მან რამდენიმე წიგნიც თარგმნა ქართულიდან ოსურ ენაზე. როგორც ა. გაჩეჩილაძე აღნიშნავს, დ. ჭონქაძეს რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ მინდობილი ჰქონდა რუსულოსური ლექსიკონის შედგენა, მუშაობაც დაუწყია, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაუმთავრებია. ლექსიკონის ნაწილი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტურის ფონდში. [88]

ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ოსური ენის შესწავლასა და განვითარებაში აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა. ოსთა სამეცნიერო კადრების უმრავლესობა მომზადდა თბლისის სამცნიერო დაწესებულებებში. 1906 წელს თბილისში დაარსებულმა “ოსური გამომცემლობის საზოგადოებამ” 1907 წელს თბილისში გამოუშვა ოსური გაზეთი “ნოგ ცარდ” (“ახალი ცხოვრება”). ამ საზოგადოებამ თბილისში მცხოვრები ოსი ახალგაზრდებისათვის გახსნა სკოლა, სადაც სწავლება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა. ამავე საზოგადოებამ ჩამოაყალიბა დრამატული წრე, რომელმაც თავისი პირველი სპექტაკლი 1906 წელს უჩვენა მაყურებელს. მეტად საგულისხმოა ისიც, რომ ქართველი ხალხის ხელშეწყობით პირველი ოსური სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა საქართველოში 1931 წელს. მომდევნო 1932 წელს კი ცხინვალში გაიხსნა პედაგოგიური ინსტიტუტი.

მეტად ანგარიშგასაწევი და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მაშინ როდესაც ორჯონიკიძეში არსებობდა ჩრდილოეთ ოსეთის ისტორიის, ეკონომიკის, ენისა და ლიტერატურის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი, მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში მომზადდა ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონის ოთხტომეული, რომლის შედგენაში ინსტიტუტის თანამშრომლებს დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა. აქვე მომზადდა “ოსეთის ლიტერატურის ისტორიის” მრავალტომეული, რომლის პირველი ტომი ჯერკიდევ ამ 25 წლის წინათ გამოიცა. გამოცემულია აგრეთვე “ოსეთიის ისტორიის” მრავალტომეული. სამხრეთ ოსეთშივე გამოიცა ოსური ხალხური ზღაპრების რამდენიმე ტომი როგორც ოსურ, ისე ქართულ და რუსულ ენებზე და სხვ.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, ბუნებრივია, დაისვას კითხვა, თუ რამ განაპირობა დღეს არსებული ვითარება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. უპირველეს ყოვლისა, ეს იმის შედეგია, რომ ათეული წლების მანძილზე ეროვნულ და ეროვნებათშორის სფეროში დაგროვილ მტკივნეულ პრობლემებზე ნაკლებად ვზრუნავდით, აშკარად უგულებელვყოფდით ისტორიულ ფაქტებს. ამასთან, რაც მეტად საგულისხმოა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის რეაქციული წრეები ყოველმხრივ ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და ამით მომავალშიც განეხორციელებინათ თავიანთი იმპერიული მიზნები. საქართველოში ამისათვის საჭირო იყო აფხაზეთსა და ოსეთში არსებული სეპარატისტული ძალების გამოყენება, ამ ძალების გაფართოება, მათდამი მხარდაჭერა, ანტიქართული განწყობილების გაღვივება. მათ ამ საქმეში ფართოდ გამოიყენეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. იდეოლოგიურად ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რამაც შემდეგში სისხლისღვრა და მრავალი უბედურება გამოიწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.

რუსეთის რეაქციულმა ძალებმა სამხედრო ტექნიკითაც შეაიარაღეს ოსი სეპარატისტები, რადგან მათ არა თუ ტანკი, ტყვიამფრქვევიც კი არასოდეს ჰქონიათ. ამჟამად მათ შეიარაღებაში აქვთ 87 ტანკი, 95 ნაღმსატყორცნი, და ქვემეხი (მათ შორის 72 ჰაუბიცი), 23 რეაქტიული სისტემა, 80დან 100მდე ბეტეერი, 3 შვეულმფრენი და სხვა.1 ისინი, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდენენ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფას, რომ მათ ზურგს არ უმაგრებდნენ რუსეთის რეაქციული ძალები.

სახელმწიფოს ტერიტორიული ცვლილებები არ შეიძლება მოხდეს ერის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. ამასთან, ახალი პატარა სახელმწიფოების წარმოქმნა მწვავე კონფლიქტურ საომარ მოქმედებათა გარეშე თითქმის შეუძლებელია. ასეთი კონფლიქტები, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ფართო ხასიათს იღებენ და, არც ისე იშვიათდ, შორდებიან ერთი ქვეყნის საზღვრებს. ამიტომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის წინააღმდეგია და მკაცრად უჭერს მხარს ყოველი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ამჟამდ მსოფლიოს ხალხთა ენების რაოდებონა 45 ათასს აღწევს, ხოლო ხალხთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათასს უდრის. ადვილი წარმოსადგენია რას დაემსგავსებოდა მსოფლიო, როგორი იქნებოდა მისი მომავალი, როგორ სისხლისმღვრელ ბრძოლების ალში გაეხვეოდა ჩვენი პლანეტა ამ ხალხებმა დამოუკიდებლობა და ცალკე სახელმწიფოებრიობა რომ მოითხოვონ და თავიანთი მიზნების პრაქტიკულ განხორციელებას შეუდგნენ. მაგალითად, ინდოეთში რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემების მიხედვით 845 ენა და დიალექტი არსებობდა. 29 ეთნოსი, თითოეული ცალცალკე, მილიონზე მეტ კაცს ითვლი, ხოლო 13 ეთნოსი _ 10 მილიონზე მეტს. ასევე მრავალეროვანია ჩინეთის სახელმწიფო და ბევრი სხვა დიდი თუ პატარა ქვეყანა. ბუნებრივია, არც ინდოეთი და არც ჩინეთი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. სწორედ ამიტომ, მაგალითად, ინდოეთის ხელისუფლებას მეტად დიდი ბრძოლა უხდება სეპარატისტული მოძრაობის წინააღმდეგ. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოთხოვნა ან მოქმედება შტატებს შორის ტერიტორიის გადანაწილების ან მათი გამოყოფის შესახებ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.

ნართების შესანიშნავი ეპოსი იმით მთავრდება, რომ ყველა ნართი თავისთვის საფლავს ითხრის. ასეთი ტრაგიკული აღსასრული ერგოთ ნართებს. ის, რაც დღეს “სამხრეთ ოსეთში” ხდება ოსი ექსტრემისტების მიერ, სწორედ საფლავის თხრაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი არ ინდობენ არც ქართველებსა და არც ოსებს. მათ არ უნდათ დაინახონ ისტორიული ჭეშმარიტება, ცდილობენ დაუბნელონ თავიანთ ერს გონება, მოწამლონ ერის ცნობიერება, დააყენონ ერი აგრესიის გზაზე. კოკოითი და მისი მსგავსი ადამიანები ნართების ეპოსიდან იმ ეშმაკ სირდონს მოგვაგონებენ, რომელმაც დაღუპა ნართები.

ყალბად გაგებულმა პატრიოტიზმმა ის შედეგი გამოიღო, რომ ოსი სეპარატისტული ძალები და ოსი ექსტრემისტები ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის, ცდილობენ სამკვდროსასიცოცხლოდ დააპირსპირონ ერთმანეთს ქართველი და ოსი ხალხები. ეს იმის შედეგიც არის, რომ ჩვენც წლების მანძილზე ყურადღებას არ ვაქცევდით ეროვნული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გადაწყვეტას, ვერიდებოდით სიმართლის თქმას ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ხალხთა განსახლების ობიექტური მიზიზების შესახებ, ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნაციონალიზმის პოზიციებიდან განვიხილავდით. ამის ნათელი მაგალითია ოსური ლიტერატურის კლასიკოსის კოსტა ხეთაგუროვის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება ოსეთის მდებარეობის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური თემები ღრმა ხეობებში ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან უაღრესად შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდათ. ამავე დროს, მას “ახალქალაქიდან, ქუთაისიდან და გორიდან დაწყებული და მოზდოკით დამთავრებული” დანარჩენ ოსეთად მიაჩნია. [89] არა გვგონია ეს მოსაზრება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და ოს სეპარატისტებსაც კი არ სჯერათ, არავის წაეკითხოს, მაგრამ ყველაფრის მხოლოდ ინტერნაციონალური პოზიციიდან განხილვის გამო, მასზე სიტყვაც არავის დაუძრავს. არ შეიძლება საღი აზრი მოვლენების უბრალო შემყურე დარჩეს.

ყოველივე აღნიშნულის გამო, ოს ექსტრემისტებს გზა უნდა გადაუღობოს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ოსმა ხალხმა, რომელსაც მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე გათავისებული ჰქონდა ქართველი ხალხის ჭირი და ლხინი, ისევე, როგორც ქართველ ხალხს _ მათი.  საქართველოში მცხოვრებ და მოღვაწე “მახლობელთა ჩუენთა მთიელთა ოსთა” იურიდიული და მორალური მოვალეობაა დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ქართველ ხალხთან ერთად იბრძოლონ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და აყვავებისათვის.

 

***

ბ ო ლ ო თ ქ მ ა

 

ის, რაც ზემოთ ითქვა, ოდნავ ეჭვსაც არ ბადებს იმის შესახებ, რომ ოსები საქართველოში XVII-XIX საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. ეჭვს არ ბადებს არა ამ წიგნის ავტორის რაიმე ახირებულობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ძველი ქართული ლიტერატურული და ისტორიული წყაროები, იტალიელი მისიონერებისა და ევროპელი მოგზაურების, ქართველი, რუსი და თვით ოსი მეცნიერების ნაშრომები, ენობრივი მასალა, ქართული და ოსური ფოლკლორი, შიდა ქართლის მთიანეთის ხუროთმოძღვრება, ეპიგრაფიკა, ტოპონიმები სხვაგვარად თქმის უფლებას არ გვაძლევს. მხოლოდ ოსი სეპარატისტებისა და მათი დამქაში რუსეთის რეაქციული ძალების პოლიტიკური ვნებების ჩასაცხრობად კი ხელახალი ისტორია ვერ დაიწერება.

ამ წიგნის ობიექტურ მკითხველს არ გაუძნელდება დარწმუნდეს, რომ ოსებს საქართველოში XVII საუკუნემდე კომპაქტურად არასოდეს უცხოვრიათ. მხოლოდ ამ საუკუნეში გადმოდიან ოსები, ისიც მცირე რაოდენობით, საცხოვრებლად საქართველოში და ისინი შიდა ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე სახლდებიან. კონიუნქტურას აყოლილი ოსი დილეტანტი მეცნიერები ცდილობენ სულ სხვაგვარი დატვირთვა მისცენ ოსების ცხოვრებას საქართველოში და ჯერ ოსთა გადმოსახლების საწყის ეტაპად XIII საუკუნის მეორე ნახევარს მიიჩნევენ, შემდეგ კი ეს თარიღი უაღრესად დააძველეს და წერილობითი წყაროების დამახინჯებული, სასურველი წაკითხვის შედეგად დაასკვნეს _ აღმოსავლეთ საქართველოში, იბერიაში ოსები ჩვენს წელთააღრიცხვამდე არათუ ცხოვრობდნენ, არამედ მათ გაბატონებული მდგომარეობაც ეჭირათ და ვახტანგ გორგასალის დროსაც, V საუკუნეში შიდა ქართლი ოსებით იყო დასახლებულიო, რაც ოდნავადაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ უაღრესად მდიდარ ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ამ პერიოდის ლიტერატურულ ნაწარმოებებში ოსების ცხოვრების კვალიც კი არსად ჩანს. ამ პერიოდის ძველ ქართულ წყაროებში, განსაკუთრებით, V_XII საუკუნეების ქართულ საეკლესიო და საერო ლიტერატურაში ფართოდ არის გაშუქებული საქართველოში ებრაელების, სპარსელების, არაბების, სომხების, ბერძნების ცხოვრების ცალკეული ეპიზოდებიც კი. ყოვლად დაუშვებელია, თუკი ოსები თუნდაც მცირე რაოდენობით საქართველოში, მართლაც, ცხოვრობდნენ, რაიმე ფორმით ეს არ ასახულიყო ძველ ქართულ წერილობით წყაროებში. არც უცხოურ წყაროებშია რაიმე ნათქვამი მათი საქართველოში ცხოვრების შესახებ.

ოსებს საქართველოში არც XIII საუკუნეში უცხოვრიათ. ამ საუკუნის მეორე ნახევარში ოსთა მოთარეშე რაზმები შემოყვნენ მონღოლებს, რაც მონღოლთა ინტერესებშიც შედიოდა. ოსებმა დაიკავეს გორი და მისი მიმდებარე ზოგიერთი ნაწილი. მათ წინსვლას გადაეღობა სამცხის ძლიერი ფეოდალი ბექა ჯაყელი. ქართველმა მემატიანეებმა კარგად იცოდნენ, რომ ოსები ძირითადად სათარეშოდ იყვნენ მოსულები და ადრე თუ გვიან მათ საქართველოდან გააძევებდნენ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ “ქალაქი გორი წარტყუენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა”,1 ქართველი მემატიანეები იმას კი არ აღნიშნავენ, რომ გორში ოსები ცხოვრობდნენ, არამედ მათი იქ ყოფნის, და არა ცხოვრების, შესახებ სპეციალურ გამოთქმებს ხმარობენ: “ოსნი რომელ სხდეს გორს”, “ოვსნი გორს მსხდომნი”, “ოვსთა გორს მყოფთა”.2 მართლაც, მალე მეფე გიორგი ბრწყინვალემ ოსები უწყალოდ განდევნა _ “განახსნა და აღფხურნა” საქართველოდან. ამის შემდეგ მთელი ორი საუკუნე ქართველი მემატიანეები ოსებს აღარ ახსენებენ.

არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი. ქართველი მეფეები მტერთან საბრძოლველად ხშირად ქირაობდნენ ოსებს, რომლებიც გადმოყავდათ ჩრდილოეთ კავკადსიიდან. კერძოდ, ჯალალედინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსუდანმა შეკრიბა ჯარი, მათ შორის, დარიალის გზით, “გარდამოიყვანნა ოსნი”, ხოლო გიორგი III-მ, “გამოასხნა ოვსნი” სულთანის წინააღმდეგ საბრძოლველად3 და სხვ. შეუძლებელია, რომ თუკი ოსები ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, მემატიანეებს ლაშქართა შეკრების დროს არ აღენიშნათ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების მონაწილეობა ბრძოლებში და მხოლოდ “გარდმოყვანილი” ოსებით დაკმაყოფილებულიყვნენ.

ვერც იმ ფაქტს უგულებელყოფს ობიექტური მკითხველი, რომ “სამხრეთ ოსეთში” მცხოვრები ოსები ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ. ამის შესახებ წიგნში მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით სხვაგვარი დასკვნის გაკეთება ძნელია.

ვერც იმ ჭეშმარიტებაში შეიტანს ეჭვს ვინმე, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსებს ყოველგვარი პირობები ჰქონდათ შექმნილი მეცნიერების, თავიანთი ენის, ისტორიის, კულტურის, მშობლიურ ენაზე სწავლებისა და, მაშასადამე, თვითმყოფობის, ტრადიციების, წესჩვეულებების დაცვისა და განვითარებისათვის. თუ ზემოთ ნათქვამს გავიმეორებთ, ჩრდილოეთ ოსეთში არც ერთი სკოლა არ იყო ოსურ ენაზე, მაშინ როდესაც საქართველოში 98 ოსური სკოლა ფუნქციონირებდა. 1988 წელს, კი “სამხრეთ ოსეთში”, რომლის მოსახლეობა 6,4ჯერ ნაკლები იყო ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაზე, ყოველ ათი ათას მცხოვრებზე 3,5ჯერ მეტი დასახელების წიგნი გამოდიოდა, 2_ჯერ მეტი ტირაჟით, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. ეს ორი თვალსაჩინო მაგალითიც სავსებით საკმარისია საკითხის არსის გარკვევისათვის.

უკანასკნელმა ათწლეულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მტრობას, სისხლისღვრას, ერთმანეთის ინტერესების უგულებელყოფას სიკეთე არასდროს და არავისთვის მოუტანია. რა თქმა უნდა, დაპირისპირება სიკეთეს არ მოუტანს არც ქართველებს და არც ოსებს, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ გვაკავშირებს საერთო ტრადიციები, წესჩვეულებები,  მატერიალური და სულიერი კულტურა და, რაც მთავარია, სისხლისმიერი ნათესაობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თბილისში ყველაზე ხშირი იყო ქართულოსური ქორწინებები.1 ასევე ხშირი იყო ასეთი ქორწინებები მთელ საქართველოში. ასეთი ქორწინებების შედეგად შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, თანაბრად ეფუძნება ქართულ და ოსურ კულტურას. ცხადზე უცხადესია, რომ დაპირისპირება არ შედის ორი მოძმე ხალხის არც პოლიტიკურ, არც ეკონომიკურ და არც კულტურულ ინტერესებში, როგორც მთლიანად საქართველო წარმოადგენს ერთიან, განუყოფელ ორგანიზმს, ისე ცხინვალის რეგიონი განუყოფელია დანარჩენი საქართველოსაგან, მისი ეკონომიკა _ საქართველოს ეკონომიკისაგან, ერთიანობის გარეშე შეუძლებელია თავით ცხინვალის კეთილდღეობა.

ამ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეები ქართველი და ოსი ხალხის მტერები არიან, რომლებიც ცდილობენ თავს მოხვეული პოლიტიკური კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზარდონ. ხომ ყველასათვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გარეშე რუსეთის რეაქციული ძალებისა და ერთი მუჭა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ არის ინსპირირებული. განა მტკიცება უნდა იმას, რომ ცხინვალის რეგიონი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკური პოტენციალით საქართველოს საშუალო სიდიდის _ ქარელის რაიონსაც კი ვერ უტოლდება, ვერ შეინახავს საკმარისი რაოდენობით ჯარებს, ვერ აღჭურავს მათ თანამედროვე, ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკით და ვერ დააშანტაჟებს საქართველოს. ცხინვალის რეგიონში ხომ 50000 კაციც არ ცხოვრობს. ამავე დროს თვითგამოცხადებული “სამხრეთოსეთის რესპუბლიკის” პრეზიდენტი ე. კოკოითი და მისი მხარდამჭერები იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ ცხინვალის რეგიონის შეერთება ოსეთთან, უწინარესად ნიშნავს დანარჩენ საქართველოში დიდი რაოდენობით მცხოვრებ თავიანთ ძმებთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტას და ამდენად საქართველოში მცხოვრები ერთიანი ოსი ხალხის შუაზე გახლეჩას. ამიტომ არ არის შემთხვევითი ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამემამულეებისადმი საქართველოს ოსი ეროვნების მოქალაქეთა შემდეგი მიმართვა: “ …თქვენც ხომ შესანიშნავად იცით, რომ ჯერ კიდევ ამ თხუთმეტი წლის წინათ ძმათა შორის დაწყებული სისხლიანი კონფლიქტი იყო არა ოს_ქართველთა დაპირისპირება, არამედ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მტრების მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომი, რომელმაც საბოლოოდ, თითქმის, მთელი საქართველო მოიცვა და მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა _ ოსისაც, ქართველისაც და საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა ეროვნების მოქალაქისა…

საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები ვართ ქართველი ერის ნაწილი და ვინც ჩვენს ხელოვნურად გახლეჩას, ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას ლამობს, ქართველი და ოსი ხალხების,  ჩვენი საერთო სამშობლოს დაუძინებელი მტერია… ნუ ენდობით იმ უნიჭო და ცბიერ “ისტორიკოსებს”, რომლებიც “ორი ოსეთის” გაერთიანების იდეას ქადაგებენ. _ეს იდეა, უპირველეს ყოვლისა, ოსი ხალხის სრული გადაგვარებისა და განადგურებისათვის არის მოგონილი.

ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) გარეთ მთელ საქართველოში ასი ათასზე მეტი ოსური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ვცხოვრობთ. თქვენცა და ჩვენც ჩვენი შთამომავლებისათვის სიკეთე და ბედნიერება გვსურს. ამიტომ ჩვენო მეგობრებო, ნათესავებო, ძმებო და დებო, მოდით, ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს_ჩვენი სანუკვარი სამშობლოს მომავალი”.1

კავკასიაში მშვიდობის დამყარებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია რუსეთს და ეს როლი მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. პოლიტიკურმა მოტივებმა გზა არ უნდა გადაუღობოს სიმართლეს. ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ რუსეთსაქართველოს ურთიერთობა რამოდენიმე საუკუნეს მოიცავს. ქართველები და რუსები ერთ სარწმუნოებრივ აღმსარებლობას _ მართლმადიდებლობას ვაღიარებთ და, ცხადია, ცხოვრების წესის, ტრადიციებისა და წესჩვეულებების სიახლოვეც გვაკავშირებს ერთმანეთთან. ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეში თანაცხოვრების დროს დიდი ჭირისა და ლხინის მომსწრენიც ვიყავით, ერთად ვითავისებდით ყოველივეს, რამაც კიდევ უფრო დაგვაკავშირა ერთმანეთთან. ერთმანეთის გვერდით ვიბრძოდით საერთო მტრის წინააღმდეგ და საერთოდ, 70წლიან პერიოდში ბედი და უფრო მეტად უბედობა კარდაკარ გვდევდა. მომსწრენი ვიყავით იმისა, თუ როგორ ვერ გაამართლა ახალი საზოგადოების აშენების სოციალისტური წყობის მოდელმა. ეპოქის დიდი ექსპერიმენტი კრახით დასრულდა და მან თან გაიყოლა ჩვენი თაობების დიდი ტკივილები და განცდები. ძველთან გამოთხოვება და გარკვეულწილად წარსულთან დაბრუნება არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ბევრგან ვერ ავცდით ეთნოპოლიტიკურ დაპირისპირებებს, რაც დიდი სისხლისღვრით დამთავრდა. ამასთან საბჭოთა კავშირის ელვისებურმა დაშლამ, პოლიტიკურმა, სამართლებრივმა, სამეურნეო და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონტაქტების ერთბაშად გაწყვეტამ ერთ ფუნქციონირებად სივრცეში, სამაგიერო, უმთავრესად საექსპორტო სივრცეების ძიებამ, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული თანამედროვე სამყაროში, ხალხი უკიდურეს გაჭირავებაში ჩააგდო. ეჭვი არ არის, კონფლიქტების დარეგულიერება ხალხს ამ გაჭირვებიდან გამოიყვანს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თაობებს უაღრესად რთულ და წინააღმდეგობებით სავსე ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება, რუსი და ქართველი ხალხების, ჩვენი ინტელიგენციის, მეცნიერების, მწერლების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა მეგობრობა სამაგალითოდ დარჩება შთამომავლობას. დღესაც, ამ დაძაბული ვითარების ჟამს, ქართველ ხალხს ვერავინ დასწამებს რუსი ხალხის მიმართ უპატივცემულობას. გვჯერა, რომ ასეთივე გრძნობითაა განწყობილი ჩვენს მიმართ რუსი ხალხი. ამიტომ დიდ იმედს ვამყარებთ რუსეთზე. საკმარისია მან გამოიჩინოს კეთილი ნება _ შეუწყვიტოს სეპარატისტებს პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, სამხედრო მხარდაჭერა, რომ კონფლიქტი უმალვე ამოიწურება და ყველაფერი მშვიდობიანად დალაგდება. ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის: მშვიდობიანი კავკასია ერთნაირად გვჭირდება ქართველებსაც და რუსებსაც. ბედმა გვარგუნა სამუდამოდ ერთმანეთის მეზობლად ცხოვრება და “ხსოვნის მქონე შთამომავლობას” სიყვარული გზად და ხიდად უნდა დავუტოვოთ.

 

* * *

მაგრამ ავტორის ამ კეთილ სურვილებს აღსრულება არ ეწერა. რუსეთს ომი საქართველოსთან, როგორც ნათლად გამოჩნდა, დაგეგმილი ჰქონდა და მისი კარნახით ოსმა სეპარატისტებმა ქართველების პროვოცირება მოახდინეს. 2008 წლის ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოს დასაწყისში ოსები განუწყვეტლივ ქვემეხებიდან ბომბავდნენ და ტყვიებს უშენდნენ ქართულ სოფლებს. როდესაც სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, წესრიგის აღსადგენად და ბოლოს და ბოლოს თავის ტერიტორიაზე იურისდიქციის დასამყარებლად ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალის რეგიონში შევიდნენ. თურმე რუსეთიც ამას ელოდა.

ცნობილია, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეების პასპორტები დაურიგა და ახლა, ვითომც თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით, ცხინვალის რეგიონში უამრავი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა და დაიწყო იქ ნამდვილი საომარი მოქმედებები. იმავდროულად რუსეთმა ცოცხალი ძალა და საომარი ტექნიკა შეიყვანა ქვეყნის სხვა რეგიონებში, დაბომბა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. მისი ჯარისკაცები და ტანკები დათარეშობდნენ მთელ შიდა ქართლში. ფაქტობრივად რუსებმა დაანგრიეს ქალაქი გორი, დაბომბეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ფოთში, მარნეულში, სენაკში… დახოცეს უდანაშაულო ადამიანები. ჯარისკაცები ეწეოდნენ მარადიორობას, მათ საცხოვრებელ ბინებიდან გამოიტანეს ყველაფერი, რისი გამოტანაც კი შეიძლებოდა (ყველაფერთან ერთად მათ ბინებიდან კოვზები და ჩანგლებიც კი გამოიტანეს, რაც მსოფლიო საზოგადოებამ ტელევიზორის ეკრანიდან იხილა), დააცარიელეს მაღაზიები, ოფისები, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი წაუკიდეს ტყეებს, საშინელი სისასტიკე გამოიჩინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ორასი ათასი ადამიანი იძულებით ადგილნაცვალი პირი გახდა. ის, რაც რუსებმა ჩაიდინეს, მას არაფერი აქვს საერთო საკუთარი მოქალაქეების დაცვასთან. არც მსოფლიო საზოგადოებაა დღეს ისე მიამიტი, რომ წინასწარგანზრახულად დარიგებული პასპორტების გამო ვითომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის კანონიერება დაიჯეროს. ამ საბაბით რუსეთს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაესხას თავს. საერთოდ კი შეიძლება ითქვას შემდეგი: როდესაც რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო უკვე ღიად ჩანდა, რომ იგი ყოველმხრივ ხელს შეუშლიდა კონფლიქტების მოგვარებას.

საქართველო მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასე ერთბაშად, ასე საშინლად და მთლიანად არავის აუოხრებია. რუსეთმა შესანიშნავად იცის რაც და რატომ ჩაიდინა და ახლა თავს უსუსური არგუმენტებით იმართლებს. დიდი რუსი კრიტიკოსი ბესარიონ ბელინსკი აღნიშნავდა: “მრწამსი ძვირფასი უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტია და არა იმიტომ, რომ იგი ჩვენია”. მსოფლიო საზოგადოებრიობამ უკვე შეაფასა, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში რუსეთის მრწამსი მეტად შორს დგას ჭეშმარიტებისაგან და იგი მხოლოდ მისი იმპერიული მრწამსია.

 

 ————————-

[1] გაზ. “24 საათი”, 15 ივნისი, 2006.
[2] ქართლის ცხორება. ტ. I, თბ., გვ.24.
[3] ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 10.
[4] ჩვენი გაანგარიშებით (იხ. ვ. ლორთქიფანიძე, ა. თოთაძე. საქართველოს მო­სახ­ლეობის რაოდენობა XII-XIII საუკუნეებში. ჟრნ. “დემოგრაფია,” #1-2, 2006) 1254 წელს საქართველოში 8 მილიონი კაცი ცხოვრობდა, ზოგიერთი გაანგარიშებით _ 5 მი­ლიონი. მაგალითად, ივ. ჯავახიშვილი ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რა­ოდენობას 5 მილიონი კაცით განსაზღვრავს, თუმცა, მისივე მოსაზრებით, ქვეყნის მოსახლეობა გაცილებით მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ივ. ჯავახიშვილი. თხზუ­ლებანი 12 ტომად. ტ. XII, თბ., 1998, გვ. 279, 506.
[5] კ. ტაბატაძე. საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები X_XV სს. სპარსული წყაროების მიხედვით. იხ. წიგნი: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ.248.
[6] კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თბ., 1981, გვ. 171-172.
[7] კ. ტაბატაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 249.
1 გ. თოგოშვილი. საქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV_XVIII სს. თბ., 1969, გვ. 165-224.
1 ა. მენთეშაშვილი. ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წლებში. დანართი იხ. ოსთა საკითხი. თბ., 1996, გვ. 308-309.
[8] ა. მენთეშაშვილი. ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წლებში. დანართი იხ. ოსთა საკითხი. თბ., 1996, გვ. გვ.304.
[9] გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა,” 11 აგვისტო, 2004.
1 Выступление Президента Грузии Михаила Саакашвили в Батуми на Меж­ду­народной конференции, см. Международнная конференция “Инициатива Прави­тельства Грузии с связи с мирным урегулированием Южно-Осетинского кон­фликта”. Батуми, 2005, с. 38-42, 50.
[10] გაზ. “24 საათი”, 15 ივლისი, 2004 წელი.
[11] ციტირებულია: ა. მენთეშაშვილი. ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წლებში. იხ. წიგნი: “ოსთა საკითხი”, გვ. 297.
1 ქართლის ცხოვრება, ტ. II. გვ. 296.
1 ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 256.
1 ციტირებულია: ჯ. გვასალია. შიდა ქართლი და ოსური პრობლემა. იხ. წიგნი. “ოსთა საკითხი”, გვ. 95
2 ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 363-364.
3 В.Абаев. Осетинский язык и фольклор, М., 1959, с. 501.
1 პ. ზაქარაია. შიდა ქართლის მთიანეთის ხუროთმოძღვრების ისტორიისათვის. იხ. წიგნი: ოსთა საკითხი, თბ., 1996, გვ.125.
2 ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 199.
3 ქართლის ცხოვრება. ტ. IV, გვ. 113-114.
1 გ. ოთხმეზური. შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა. იხ. წიგნი: ოსთა საკითხი, გვ. 156.
2 ს. ჯანაშია. შრომები, ტ.III, თბ., 1929, გვ.117.
3 ჯ. გვასალია. აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები (ში­და ქართლი), თბ., 1983, გვ. 168. ციტირებულია: კ. ხარაძე. შიდა ქართლში ტო­პო­ნიმთა გაყალბების წინააღმდეგ. იხ. წიგნი: “ოსთა საკითხი”. გვ. 167.
[12] კ. ხარაძე. დასახ. ნაშრომი, გვ 167.
[13] Энциклопедический слоарь, т. ХХII, С.Петербург, 1897, с. 263.
1 Газ. “Тифлисские ведомости”, №72, 1830.
2 А.Гольдштейн. Башни в горах, М., 1977, с. 283.
3 ჩборник сведений о Кавказе, т. IX, Тифлис, 1885, с. 238, 267.
1 Г.Чурсин. Осетины, сб. Юго-Осетия, 1924, с. 133.
2 В.Пфаф. Этнологические исследования об осетинах, сб. свед. о Кавказе, №2
3 Н.Дубровин. История воины и владычества Русских на Кавказе, т. , СПБ, 1871. с. 187.
4 Л.Загурский. Административные отделы Кавказского края, Известия Кавказс­кого отдела, Тбилиси, 1877-78, с. 118.
[14] ს. ლეკიშვილი. როდის გაჩნდა ტერმინი “სამხრეთ ოსეთი?” იხ. წიგნი: ოსთა სა­კით­ხი, გვ. 270-272.
[15] А.Гольдштейн. Башни в горах. М., 1977, с. 282-283.
[16] იაკობ რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. თბ., 2002, გვ. 208-209.
[17] შარდენის მოგზაურობა. თბ., 1975, გვ. 294.
[18] მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ. თბ., 2002, გვ. 33-34.
[19] გურჯიზადე. თბილისის დაპყრობის წიგნი. თბ., 1975, გვ. 26-28.
[20] გ. თოგოშვილი. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა 1801-1921 წწ. თბ., 1969, გვ. 26.
[21] Б.Калоев. Осетины, М.. 1967, с. 61. ციტირებულია ს. ლეკიშვილის დასახელებული ნაშრომიდან. გვ. 271.
1 გ. თოგოშვილი. ნიკო ბერძენიშვილი და საქართველო ოსეთის ურთიერთობის ზო­გი­ერთი საკითხი. იხ. წიგნში: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. თბ., 1976, გვ. 39.
1 დ. გვრიტიშვილი. დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის. იხ. წიგნი: მიმომხილველი. I, თბ., 1949, გვ. 118.
[22] თ. ჟორდანია. ქრონიკები, II, გვ. 197. ციტირებულია: შ. მესხია. საისტორიო ძიება­ნი, ტ. II, თბ., 1983, გვ. 229.
[23] ა. ამილახვარი. გეორგინული ისტორია, “მნათობი,” #8, 1939, გვ. 128, 153, 154. ციტირებულია: შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 229.
[24] შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 400.
[25] ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 370
[26] “დასტურლამალი” მეფის ვახტანგ მეექვსისა; თბ, 1888, გვ. 122. ციტირებულია: შ. მესხია, დასახ. ნაშრომი, გვ. 332.
[27] ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 421.
[28] ვ. მაჭარაძე. მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ_საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. ნაწილი III, ნაკვეთი II, თბ., 1997. გვ. 350.
1 ს. მგალობლიშვილი. მოგონებანი. ტფილისი, 1938, გვ. 22-23.
2 Акты Кавказской археографической комисии, т. VI, Тифлис, 1874, с. 690.
[29] Акты Кавказской археографической комисии, т., VI, Тифлис, 1874, г. с. 460.
[30] ჩвод статистических данных о населении Закавказского края, излеченных из посемейных списков 1886 года, Тифлис, 1893.
[31] სრულიად საქართველოს ქალაქთა მოსახლეობის 1922 წლის 30 ნოემბრის აღ­წე­რის ჯამები, ნაწილი 1, ნაკვეთი 2, ტფილისი, 1923, გვ. 36.
1 ს. ლეკიშვილი. როდის გაჩნდა ტერმინი “სამხრეთ ოსეთი?” იხ. წინგში: “ოსთა სა­კითხი.” გვ. 261. (აქტები. ტ. VII, გვ.354).
1 Очерки истории Юго-Осетинской А/О, т. I, 1985, с. 120.
2 ციტირებულია: რ. ლომინაძე. ვინ და როდის დაარქვა შიდა ქართლის მთიანეთს “სამხრეთ ოსეთი.” გაზ. “განათლება,” 30 ოქტომბერი, 1991 წელი.
1 ვ. ითონიშვილი. სამხრეთ ოსეთი ცენტალურ საქართველოში?! იხ. წიგნი: ოსთა სა­კითხი. გვ. 16.
2 ციტირებულია: რ. ლომინაძე, დასახ. ნაშრომი.
1 ვ. ითონიშვილი. სამხრეთ ოსეთი _ ცენტრალურ აქართველოში?! იხ. კრებული: ოს­თა საკითხი. გვ. 15).
1 “საქართველოს რესპუბლიკა”, 7 აპრილი, 2006 წ.
[32] С. Брук. Население мира. М., 1986, с. 170.
[33] Народы мира. М., 1988, с. 350.
[34] Демографический энциклопедический словарь. М., 1985, с. 545.
[35] გ. თოგოშვილი. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა 1801-1921 წწ. თბ., 1969, გვ. 16.
[36] А.Цуциев. Атлас этнополитической истории Кавказа (1774-2004) М., 2006, с. 17.
[37] И.Кочиева, А.Маргиев. Грузия. Этничесткие чистки в отношении осетин. М., 2005, с. 8.
[38] გეორგიევსკის ტრაქტატი. ვ. მაჭარაძის გამოკვლევა და დოკუმენტები. თბ., 1983, გვ. 23.
[39] სამშობლოს აღწერა.. შედგენილი და გამოცემული ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლის ს.რობაქიძისგან. ქუთაისი, 1917, გვ. 81.
[40] იქვე გვ. 82.
1 ს. რობაქიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 81.
1 М.Блиев, Южная Осетия в коллизиах российско-грузинских отношений. М., 2006, с. 21.
1 ქართლის ცხოვრება. ტ. I, თბ., 1955, გვ. 150-151
[41] ი. ჯავახიშვილი. თხზ. თორმეტ ტომად. ტ. II, თბ., 1983, გვ. 25-26, 45.
[42] ქართლის ცხოვრება. ტ. IV, თბ., 1973, გვ. 632.
[43] ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 68.
[44] იქვე. გვ. 47.
[45] ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 55.
[46] იქვე. გვ. 59.
[47] იქვე. გვ. 136.
[48] იქვე, გვ. 145-146.
[49] ქართლის ცხოვრება, ტ. IV,გვ. 269.
[50] იქვე, გვ. 272.
[51] ქართული პროზა, წიგნი I. თბ., 1981, გვ. 127.
[52] ივ. ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. XII, თბ., 1998, გვ. 464.
[53] ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 156.
[54] ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 256-257.
[55] М. Блиев. დასახ. ნაშრომი, გვ. 160.
[56] იქვე, გვ. 268.
[57] М. Блиев. დასახ. ნაშრომი, გვ. 57.
[58] იქვე, გვ. 39.
[59] იქვე, გვ. 43.
[60] იქვე, გვ. 54.
[61] იქვე, გვ. 23-24.
[62] იქვე, გვ. 24.
[63] ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 55.
[64] ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 176..
[65] ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 46, 121
[66] ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 369.
[67] ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 121
[68] ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 177
[69] იქვე.
[70] М. Блиев დასახ. ნაშრომი, გვ. 27.
[71] Осетия и Осетины. Санкт-Петербург, 1994, с. 104.
[72] Осетия и Осетины. Санкт-Петербург, 1994, с. 104.
[73] Вардан Великий, Всеобщая история Вардана Великого. М., 1861. с. 157.
[74] Осетия и Осетины. с. 105.
[75] А. Смирнов, Скифы, М., 1966, с. 184.
1 კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თბ., 1981, გვ. 141-142.
1 იაკობ რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. თბ., 2002, გვ. 145.
2 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.I, თბ., 1962, გვ. 185, 267.
1 В. Абаев, Трагедия Южной Осетии: путь к согласию. «Независимая газета», от 22 января 1992, №13.
2 ი. ფუტკარაძე, საღი ძაძილი, გაზ. “კომუნისტი”, 13 დეკემბერი, 1989.
[76] И.Кочиева, А.маргиев. Грузия. Этнические чистки в отношении осетин. М., 2005.
[77] И.Кочиева, А.маргиев. დასახ. ნაშრომი. გვ. 3-5.
[78] И.Кочиева, А.маргиев. დასახ. ნაშრომი. გვ. 6
1 И.Кочиева, А.маргиев. დასახელებული ნაშრომი, გვ. 139.
1 И.Кочиева, А.Маргиев. დასახ. ნაშრომი, გვ. 137-138.
[79] ნ.ხუციშვილი. შიდა ქართლი – ისტორია და თანამედროვეობა. საარქივო დო­კუმენტები გვამცნობენ. გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 20 იანვარი, 1990 წელი.
[80] ნ. ხუციშვილი. დასახ. ნაშრომი.
[81] ციტირებულია: ლ.თოიძე. ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოში. იხ. წიგნი: ოსთა საკითხი. გვ. 329.
1 Основные итоги всероссийской переписи населения 2002 года. М., 2003. с. 13.
1 В.Агламищьян, М. Хмелев. Рассия зарабативает на мигрантах. ,,финансовые Известия” , 10 апреля, 2006 г.
2 С. Маркедонов. Этнополитические процессы в Ростовской области Крас­но­дарском и Ставропольком краях. Проблемы, противоречия, перспективы. Жур. “Центральная Азия и Кавказ”. №2, 2005.
1 Статистические материалы об экономическом и социальном развтии союзных и автономных республик, автономных областей и округов. М., 1989, с. 31-32.
[82] ჩтатистические материалы…. с. 43-44.
1 Российская газета, 23 июня 1992 года.
1 М. Тухашвили. Социально-демографические проблемы населения третьего воз­раста в Грузинской ССР. В кн. “Население третьего возраста”, М., 1986, с. 226.
1 Статистические данные . . . с. 57.
1 Статистические материалы…с. 218, 228, 232, 248, 268, 293, 295.
1 И.К. Канадпев. Очерки Закавкаской жизни. Баку, 1990. с. 80-81.
[83] Е. Марков. Очерки Кавказа, С. Петербург, Москва, 1887, с. 214-215.
[84] Печать СССР в 1988 году, М. 1989, с. 129-131.
[85] ჩовременные этнические процессы в СССР. М., 1977, с. 273.
[86] ე. ჯიოევა. ბრძოლა სამხრეთ ოსეთის მშრომელთა კულტურული ჩამორჩენილობის ლიკ­ვიდაციისათვის 1921_1932 წლებში. თბ., 1971, გვ. 11.
1 Русская нация в Союзе народов СССР. Куйбышев, 1990, с. 125.
2 ,,Литературная газета,, 13 сентября 1989 г.
1 Газ. ,,Известя,, 29 марта 1988 г.
2 И.Кочиева, А.Маргиев. დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
1 გ. თოგოშვილი. სასქართველო-ოსეთის ურთიერთობა XV_XVIII სს. თბ., 1969, გვ. 241.
[87] Осетинские тексти собранные Д. Чонкадзе и В. Цороевым, записки Академии наук, т. XIV, 1868.
[88] ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. III, თბ., 1969, გვ. 376.
1 “Независимая газета”, 26 июля, 2006 г.
[89] К. Хетагуров. დასახ. ნაშრომი, გვ. 235.
1 ქართლის ცხოვრება, ტ.II, გვ.296.
2 იქვე, გვ. 306, 318, 445.
3 იქვე, გვ. 183, 11.
1 А.Сусоколов. Межднациональные браки в СССР, М., 1987, с.47.
1 გაზ. “24 საათი”, 20 ივლისი, 2004 წელი.
 
 
 
 
 
                            

დატოვე კომენტარი