Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ეროვნული გვარდია

24991582_303677123478712_4446596505686414628_n[1]
***

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდია

1990 წლის 20 დეკემბერი — გვარდიის შექმნა

საქართველოს რესპუბლიკის კანონი # 375. საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1) საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდია;
2) შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდეს მთავარი სამმართველო, რომლის უფროსი იმავდროულად იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
3) შინაგან ჯარებს, ეროვნულ გვარდიას, მეთაურობს სარდალი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
კანონი შედგება ცხრა პუნქტისაგან და ძალაში შედის 1990 წლის 20 დეკემბრიდან.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეჩერებულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება (1990 წ. 15 ნოემბერი), მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დროებითი ვალდებულების შესახებ” (1991 წ. 29 იანვარი). ეროვნული გვარდიის დაარსებიდან მცირე ხანში გაირკვა, კანონი ეროვნული გვარდიის შესახებ არ სრულდებოდა ეროვნული გვარდიის სარდალისა და ფაქტობრივად მთელი სარდლობის (რომელსაც სარდალი თ.კიტოვანი ნიშნავდა თანამდებობაზე – უმეტესწილად მისი პირადი მეგობრების წრიდან) მიერ – ისინი, სარგებლობდნენ რა გვარდიის სარდლის განსაკუთრებული სტატუსით (იხ. კანონის მე-3 მუხლი) – ფაქტობრივად გამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორჩილებიდან და ამდენად თანდათანობით დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდიის მატერიალურ-ტeქნიკური მომარაგება უმთავრესად ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებიდან. მაგრამ, გვარდიის სარდლობის თავნებობის ზრდასთან ერთად, მან დაიწყო გარკვეული ფინანსური და მატერიალური რესურსების თვითნებული მოკრება საბჭოთა სახელმწიფო საწარმოებიდან და კორუმპირებული კერძო პირებიდან. ამ საქმიანობაში გვარდიის სარდალს თ.კიტოვანს მხარში ედგა და დახმარებას უწევდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თ.სიგუა – რომელთანაც თ.კიტოვანმა გარკვეული ალიანსი შექმნა. გვარდიის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება უმთავრესად ხდებოდა იმ ახალგაზრდებით – რომლებიც უარს აცხადებდნენ საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურზე. ეროვნულ გვარდიაში ალტერნატიული სამსახური მათ გარკვეულწილად იცავდა საბჭოთა კანონებისაგან სამართლებრივი დევნისაგან. ეროვნული გვარდიის იარაღით მომარაგება მცირე ნაწილში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსებიდან. მეორე მხრივ – გვარდიის შესაიარაღებლად გამოიყენებოდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრებზე არსებული სასწავლო იარაღი შესაბამისი რემონტის შემდეგ. გვარდიის პირადი შემადგენლობა რომელიც 1991 წლის მაისისათვის დაახლოებით 700 მებრძოლს ითვლიდა მსუბუქი იარაღით ასე-თუ-ისე შეიარაღებული იყო 30-40%-ით. ხელის იარაღის გარდა გვარდიას გააჩნდა აგრეთვე სასწავლებლების სამხედრო კათედრებიდან მობილიზებული რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი („ბმპ” და „ბტრ”), ერთი ჰაუბიცა და ზვავთსაწინააღმდეგო სამსახურიდან მობილიზებული რამდენიმე საზენიტო ტიპის ზარბაზანი. შენიშვნა: შსს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანას “უკანასკნელი სამსახური” გაუწია, როცა სამინისტროს განკარგულებაში არსებული 25 ათასამდე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ამუნიცია სასწრაფო წესით რუსეთის ტერიტორიაზე გაიტანა.

კიტოვანიმა და სიგუამ პრეზიდენტ გამსახურდიასთან ღია დაპირისპირების დაწყებისას რკონის ხეობაში მდებარე გვარდიის ბაზაში გაიყვანეს დაახლოებით 350 საუკეთესოდ შეიარაღებული გვარდიელი და პრაქტიკულად მთელი მძიმე იარაღი.

1991 წლის აპრილი – უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის შექმნა
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იქმნებოდა ეროვნული გვარდიის, საჯარისო ფორმირებების, უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ყველა ფორმირებებს და მათ შორის გვარდიასაც გულისხმობდა.

1991 წლის 10 აპრილი – გაფრთხილება კრემლიდან
– შეკითხვა: როგორია თქვენი პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის? – პასუხი: ახალ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითად, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს “უკანონო” იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნა. იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. (პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას პრესკონფერენცია, 1991 წლის 10 აპრილი)

1990 წლის 19 აგვისტო — გვარდიის რეორგანიზაცია
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 526 შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ. ეროვნულ გვარდიას მიენიჭა განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი, გაუქმდა სარდლის თანამდებობა, ხოლო მისი ხელმძღვანელობა დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

1991 წლის 23 აგვისტო – გვარდიის სარდლის განთავისუფლება
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 535 თ.კიტოვანის ეროვნული გვარდიის – შინაგანი ჯარების სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

1991 წლის 26 აგვისტო — თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნა
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი

1991 წლის 26 აგვისტო — ეროვნული გვარდიის სტატუსის შეცვლა
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ეროვნულ გვარდიას მოეხსნა შინაგანი ჯარის სტატუსი და დაექვემდებარა რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

1991 წლის სექტემბერი — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შექმნა
შეიქმნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქობალია, ხოლო მის პირველ მოადგილედ და ამავე დროს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად – როლანდ ლაკია.

ეროვნული გვარდიის ხელახალი შექმნა დასავლეთ საქართველოში
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის პუტჩის პერიოდში ლეგიტიმურ ხელისუფლებას იცავდა ეროვნული გვარადიის ის ნაწილი რომელც არ გაჰყვა კიტოვანსა და სიგუას რკონის ხეობაში – დაახლოებით 200 მებრძოლის რიცხვოვნობით. ეს მებრძოლები გაჰყვნენ აგრეთვე პრეზიდენტ გამსახურდიას, როდესაც იგი იჯევანში ილტვოდა. პრეზიდენტ გამსახურდიას ჩეჩნეთში გადასვლის შემდგომ მისი ერთგული ეროვნული გვარდია ფაქტობრივად დაიშალა და მისი წევრების არსებითი ნაწილი სამხედრო საბჭოს მიერ რეპრესირებული იქნა.

ხუნტა შეეცადა მიემხრო პრეზიდენტისადმი ერთგული გვარდიელები „სტრუქტურებში ჩართვის” შეპირებით ანუ დაპირებით აეყვანათ ისინი ხელფასიან სამსახურში ხუნტის შეიარაღებულ ძალებში – რის შედეგადაც იმედგაცრუებული გვარდიელების ერთი, მცირე ნაწილი მართლაც მიიმხრეს. ეროვნული გვარდიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც არ გახდნენ კოლაბორაციონისტები მიმდინარეობდა დაუნდობელი რეპრესიები.

„მხედრიონისა” და კიტოვანის გვარდიის მიერ დასავლეთ საქართველოს ეგზეკუციების პერიოდში – როდესაც მათ ფართომასშაბოვანი ძარცვა მოაწყეს და მრავალი სისატიკე ჩაიდინეს – ძირითადად სამეგრელოში სტიქიურად ჩამოყალიბდა რამდენიმე მცირე პარტიზანული რაზმი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას იცავდნენ ძარცვისაგან და რომლებშიც გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდიელების ნაწილიც.
პირველი ბრძოლა პარტიზანულმა რაზმებმა გაუმართეს „მხედრიონს” მათ მიერ წალენჯიხის ძარცვის დროს 1992 წლის ზაფხულში, რომელსაც ახლდა მოსახლეობაზე დიდი ძალადობა და მკვლელობა-გაუთატიურებები. ელვისებურად ჩატარებულ წალენჯიხის ოპერაციისას „მხედრიონის” რაზმი, რომელსაც პირადად ჯაბა იოსელიანი მეთაურობდა პრაქიკულად განადგურებული იქნა, ხოლო იოსელიანი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ ოპერაციის შემდეგ პარტიზანულმა რაზმებმა ხელთ ჩაიგდეს რამდენიმე ათეული საბრძოლო იარაღი და საკმაო საჭურველი – რამაც მათ საშუალება მისცათ კიდევ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად მთლიანად გაენთავისუფლებინათ სამეგრელოს რეგიონი სამხედრო საბჭოს შეიარაღებული ბანდებისაგან.

ხელახალა შექმნილი ეროვნული გვარდიის მეთაურები და რიგითი წევრები – გვარდიელები მოხალისეებს წარმოადგენდნენ და შეიარაღებული იყვნენ საკუთარი (კერძო-პირადი, პრივატული) იარაღით. გვარდიის ტრანსპორტირებისათვის აგრეთვე კერძო-პირადი ტრანსპორტი (ავტოტრანსპორტი) გამოიყენებოდა. მოხალისური სისტემისა და საკუთარი შეიარაღებების ცენტრალიზებული მომარაგებით შეცვლა ვერ მოხერხდა (ვერც არსებული იარაღის ცენტრალიზებული კონტროლირება) და გვარდიის შეიარაღება კვლავ მოწინააღმდეგის განიარაღებით მოპოვებული იარაღით (ალაფით) ხდებოდა – რომელიც ალაფის მომპოვებელი რაზმის ხელში იყო. ალაფის მომპოვებელი რაზმი ჭარბ იარაღს ცვლიდა საჭურველში ან სატრანსპორტო საშუალებებსა და საწვავში.

1992 წლის ივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთ-სამეგრელოში) არსებული პარტიზანული რაზმები გაერთიანდნენ და ხელახლა შექმნეს ეროვნული გვარდია. მის მეთაურად და პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო რწმუნებულად დასავლეთ საქართველოში დაინიშნა პოლკოვნიკი ვახტანგ ქობალია. ამ პერიოდისათვის გვარდიის რიცხვოვნობა სამეგრელო-აფხაზეთში 200-250 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა.

აფხაზეთში ომის დაწყებიდანვე და განსაკუთრებით სოხუმის დაცვაში მონაწილეობდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის მებრძოლების თითქმის ნახევარი და განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოხუმის ბატალიონმა სოსო ჯომიდავას მეთაურობით.

პოლკოვნიკ ვ.ქობალიას პირადი მეთაურობით ჩატარებული იქნა აფხაზეთის ომის პრაქტიკულად ერთად-ერთი წარმატებული მასშტაბური ოპერაცია – როდესაც ტამიშის შესართავთან მოგერიებული და შემდგომ განადგურებული იქნა სეპარატისტების ძლიერი დესანტი – როდესაც გვარდიას ხელში ჩაუვარდა არსებითი რაოდენობის იარაღი და საჭურველი.

1993 წლის სექტემბრისათვის გვარდიის პირადი შემადგენლობის რიცხვოვნობა 400-450 მოხალისე-მებრძოლს აღწევდა (აფხაზეთიდან ლტოლვილ მებრძოლთა ჩათვლით) და მას გააჩნდა 4 მოძველებული ტანკი, 2 „გრადი”, რამდენიმე „ბმპ” და „ბრდმ”.

პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდია დასავლეთ საქართველოში დაიშალა რუსეთის საქსპედიციო კორპუსთან (რომელსაც ადმირალი ბალტინი მეთაურობდა) ბრძოლებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ.

გამოყენებული მასალა ლინკებიდან:
http://mamuli.net/simartle/default.asp?bpgpid=158&pg=1

http://mamuli.net/simartle/userfiles/file/Documents/45_asaval_dasavali_no-5_2000.pdf
http://www.crwflags.com/fotw/flags/ge%5Emil.html#fro

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-armed-forces-day/3832651.html

 

***

Guram Lakiaგურამ ლაკია

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ

1990 წლის 28 ოქტომბრის საყოველთაო, მრავალპატიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა საარჩევნო პოლიტიკურმა ბლოკმა ” მგვრალი მაგიდა, თავისუფალმა საქართველომ” ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქის ზვიად გამსახურდიას ხემძღვანელობით.

საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდია არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ.

უზენაეს საბჭოში ჩამოყალიბდა კომისიები, მათ შორის თავდაცვის, უშიშროების და მართლწესრიგის კომისია, რომლის უფროს კონსულტანტად მიწვეული ვიქენი მე, პროფესიონალი სამხედრო 27 წლიანი სტაჟით, მათ შორის 11 წელიწადი ვიყავი სამხედრო ნაწილის მეთაური ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში და საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ნოემბრის ბოლოს მე მიმიწვია უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ბ/ნ ზვიად გამსახურდიამ. ბ/ნ ზვიადმა, როგორც სამხედრო პროფესიონალს გამესაუბრა და მითხრა:

არჩევნებზე გავიმარჯვეთ ეროვნულმა ძალებმა და მოვედით ხელისუფლებაში. ვიწყებთ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას, რაც საბჭოთა კავშირის ხემძღვანელობას არ მოეწონება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობის დასაცავად მინიმალური შეიარაღებული ძალა. დაფიქრდით ამის შესახებ. ჩამოყალიბდით და მომახსენეთ.

მე შევადგინე გეგმა შევათანხმე სამხედრო კონსულტანთა ჯგუფთან და უზენაესი საბჭოს თავდაცვის, უშიშროების და მართლწესრიგის კომისიის წევრ დეპუტატებთან. გამოვცხადდი უზენაესი საბჭოს თავჯდომარესთან და წარვუდგინე მას შეიარაღებული ძალის შექმნის გეგმა. მოვახსენე:

ვინაიდან საბჭოთა კავშირი არსებობს, საქართველოში განლაგებულია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის შტაბი განლაგებულია ქ. თბილისში. ისინი არ მოგვცემენ საშუალებას შევქმნათ პარალელური შეიარაღებული ძალა.

აქედან გამომდინარე გთავაზობთ: ვინაიდან თბილისში განლაგებული საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი ე.წ მერვე პოლკი ქალაქიდან გაყვანილია ცხინვალში და მილიონიანი ქალაქი დარჩენილია შინაგანი ჯარების გარეშე შევქმნათ რესპუბლიკის შინაგანი ჯარები.

ბ/ნ ზვიადი დაფიქრდა და მითხრა, შინაგან ჯარებში სამსახური არ არის ქართველი ახალგაზრდობისათვის მიმზიდველი. გადაწყდა ჩამოგვეყალიბებინა სტატუსით შინაგანი ჯარი, რომლისათვისაც მიმზიდველობისათვის დაგვექვა ეროვნული გვარდია, რომელიც სტრუქტურულად შევიდოდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარის დავალებით მოვამზადე შინაგანი ჯარების-ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების გეგმა, რომელიც ბ.ნ ზვიად გამსახურდიამ მოიწონა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ბ/ნ ზვიად გამსახურდიამ მოიწვია თ. სიგუა , ა. ასათიანი, ვ.ადამია. კომისიაში სემავალი დეპუტატები ( ა.ჯავახიშვილი, ზ.ქობალია, მ.მაყაშვილი) და შ.ს.ს-დან პოლკოვნიკი რომლის გვარი არ მახსოვს. მთხოვა გამეკეთებინა მოხსენება. იდეა იქნა მოწონებული და დაგვევალა მოგვემზადებინა კანონის პროექტი უზენაეს საბჭოში განსახილველად.

1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი შინაგანი ჯარების- ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ.

კანონში მითითებული იყო:

შინაგანი ჯარები-ეროვნული გვარდია წარმოადგენდა შ.ს.ს სტრუქტურულ ერთეულს;

შინაგანი ჯარები-ეროვნული გვარდიას ხელმძღვანელობდა სარდალი, რომელიც წარმოადგენდა შ.ს მინისტრის პირველ მოადგილეს;

შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის სარდალს ნიშნავდა და ანთავისუფლებდა საქართველოს უზენაესი საბჭო. ეს დებულება იყო შეტანილი კანონში იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირის შ.ს მინისტრს არ შეძლებოდა შინაგანი ჯარები-ეროვნული გავრდიის სარდლის თანამდებობიდან განთავისუფლება.

მე მიზნად არ ვისახავ ვნებების და ემოციების აღწერას. ვეცდები მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გადმოქცეთ მოვლენათა შემდგომი განვითარება.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების და ბ.ნ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ცვლილებები. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნაბვდა და ანთავისუფლებდა ყველა თანამდებობის პირებს.მას უზენაესი საბჭოს თანხმობა სჭირდებოდა მხოლოდ მინისტრის და დეპერტამენტის თავჯდომარის დანიშნისათვის (რომელსაც თ.კიტოვანი არ წარმოადგენდა)

1991 წლის 19 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია:

-შინაგანი ჯარი ეროვნული გვარდია იქნა გაუქმებული და მის ნაცვლად შეიქმნა განსაკუთრებული დანიშნულების პოლკი;

– 1991 წლის 23 აგვისტოს თ.კიტოვანი განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, ვინაიდან სარდლის თანამდებობა გაუქმებული იყო;

-1991 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ეროვნული გვარდია, ქვეყნის შეიარაღებული ძალა, რომელიც დაექვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის დეპარტამენტს, რომელსაც პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში (იხ. უზენაესი საბჭოს უწყებანი №8-91წ.ინახება პარლამენტის არქივში).

1991 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტის ბრძანებულებით დანიშნულები იქნენ ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს თანამდებობის პირები (იხ. უზენაესი საბჭოს №10-91წ.).

მე დავინიშნე ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად-მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ.

ეროვნული გავრდიის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობას ნიშნავდა და ანთავისუფლებდა ეროვნული გვარდიის მთავარის სამმართველოს და შტაბის უფროსი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე.

-1991 წლის 19 აგვისტოდან შინაგანი ჯარები-ეროვნული გვარდია საქართველოს რესპუბლიკაში იყო გაუქმებული;

– 1991 წლის 23 აგვისტოდან გაუქმებული იქნა სარდლის თანამდებობა და თ.კიტოვანი არ წარმოადგენდა რაიომე თანამდებობის პირს;

-1991 წლის 26 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკაში შეიქმნა სამხედრო ფორმირება ეროვნული გვარდია.

სხვა შიარაღებული ძალა საქართველოს რესპუბლიკაში კანონიერად არ არსებობდა (გამონაკლისი იყო საქართველსო თავთაცვის გენერალიური შტაბი, რომელსაც შეიარაღებული ძალები დაქვემდებარებაში არ გააჩდა).

ყველა დანარჩენი თვითმარქვია შეიარაღებული ფორმირებები სამართლებრივად წარმოადგენდნენ კრიმინალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

მათი უკანონო მოქმედება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოსაძიებელია და მისაღებია სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რასაც დე-ფაქტო ხელისუფლება გაურბის, ვინაიდან ის თვითონაა უკანონო, დამნაშავე რეჟიმის მემკვიდრე.