Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ მჭედლიშვილი- იმპერიის მარწუხებში

მიხეილ მჭედლიშვილი

ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონია, არ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტი – დინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი. 

მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს რიგშია, ვინც დისიდენტის უმძიმესი გზა უმწიკვლოდ, უანგაროდ, დაუღალავად, უპრეტენზიოდ განვლო სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბატონი მიხეილი სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი იყო მისი დაარსების დღიდან. იგი არცერთ მნიშვნელოვან საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ. მისი გამოსვლები იყო ლაკონური, საქმიანი, ანგარიშგასაწევი. სწორედ ამიტომ, მის მოსაზრებებს კონკრეტულ საკითხებზე ყოველთვის ითვალისწინებდა წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. 

ეთერ მგალობლიშვილი 

სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილი წევრი 

  

საქართველო ბოროტების იმპერიის
500-წლოვან მარწუხებში

 გამომცემლობა შპს
“ეროვნული მწერლობა“
         

წიგნი  პირველი    

   წიგნი მეორე
   

   

 წიგნი „საქართველო ბოროტების იმპერიის 500-წლოვან მარწუხებში“ ისტორიულ-პუბლიცისტური ხასიათის ნაწარმოებია. ნაშრომში უაღრესად პრინციპული პოზიციებიდანაა განხილული დღემდე ნაირფერებით ნაქარგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია. ამასთან, წიგნში მხილებულია არა მარტო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არამედ კრიტიკული პოზიციებიდანაა შეფასებული თვით ქართველი მეფეების ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დიპლომატიაც, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა და სამი ათასწლოვანი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის რუსეთის პროვინციად გადაქცევა. ამასთან დაკავშირებით, წიგნში გაბათილებულია ირან-ოსმალეთის მხრივ საქართველოს გარდუვალი შთანთქმისა და რუსეთის მიერ მისი დაცვისა და გადარჩენის ყოვლად უსაფუძვლო შეხედულება, რაც რუსული კოლონიალიზმის გამართლებას ემსახურებოდა.   

 რედაქტორი მანანა ასათიანი    

ავტორისაგან

საქართველო ჩემი სალოცავი ხატია. არ მასვენებს ფიქრი უბოროტესი მტრის ხელში ჩავარდნილი ჩემი ერის საარსებო მომავალზე. ჩემი გონება დღენიადაგ მხოლოდ ერთ კითხვას დასტრიალებს: გადაურჩება თუ არა საქართველო ჩრდილოეთის ურჩხულს?   

ბოროტ ადამიანზე არანაკლებ უნიათო და უთავბოლო ადამიანი მძულს. მითუმეტეს, თუ განგებას ასეთი ადამიანი ქვეყნის სათავეში მოუქცევია და ისიც, უზენაესი უფლების წყალობით, ერის ბედს ისე ათამაშებს, როგორც კამათელს.   

ოხ, რა სწორი იყო წინასწარმეტყველის ალღოთი დაჯილდოებული ქართველი ერის დიდი ჭირისუფალი სოლომონ ლეონიძე, ამ სიტყვებით რომ ამუნათებდა (პოეტის თქმით) სახელოვან სარდალს, მაგრამ ამასთან, გულუბრყვილო პოლიტიკოსს, ერეკლე მეორეს. ამიტომ არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი ღრმა უკმაყოფილება არა მარტო ერეკლეს მიმართ, არამედ ყველა იმ მეფისადმი, ვინც ჯერ სათავე დაუდო, ხოლო შემდეგ ბავშვური მიამიტობით მიჰყვა ერთმორწმუნეობის პოლიტიკას, რომლის ბოლო შედეგი ის იყო, რომ ქართველი ერი გამოეთხოვა არა მარტო ეროვნულ თავისუფლებას, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თვით ერის არსებობაც. და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში აღარავითარი მოსპობის საფრთხე არ ემუქრებოდა საქართველოს აღარც ირანისაგან და არც თურქეთისაგან, როგორც ამას შთააგონებენ ქართველ ხალხს დამპყრობელთა სამსახურში მყოფი თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები.   

პირიქით, ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს შაჰაბასიდან დაწყებული, აღა-მაჰმად-ხანით დამთავრებული, გამოწვეული იყო რუსეთის ვერაგული პოლიტიკით, რომელიც მტრად ევლინებოდა თანაბრად, როგორც ირანსა და თურქეთს, ასევე, ამ ქვეყნების წინააღმდეგ ბრმა იარაღად გამოყენებულ, საქართველოსაც. დიახ, ჯერ სისხლისაგან დაგვცალა მოყვრის ნიღბით მოვლენილმა ამ უბოროტესმა მტერმა სპარსოსმალებთან მრავალჯერ დაპირისპირებითა და ასევე მრავალჯერ ზურგშექცევით, ხოლო შემდეგ სამარადისო მონობის უღელი დაგვადგა არაქათგამოცლილებს.   

ვერ მომინელებია ჩვენი მეფეების მიამიტობა რუსეთის თვალთმაქცი მონარქების წინაშე, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს, ისე რომ ატყუებდნენ მთელი 300 წლის მანძილზე. ამიტომ დროა, მოვეშვათ უსუსურ თავის მართლებას, როცა ჩვენს დაღუპვას მხოლოდ მტერს ვაბრალებთ. სინამდვილეში ჩვენი დაცემა ჩვენივე ბედოვლათობის ბრალია. მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ. და რა სასაცილოდ ჟღერს ამ ფონზე ზოგიერთი ყოყლოჩინა ქართველის სრულიად დაუსაბუთებელი გამონათქვამი, რომ „რუსებს ქვეყნის მართვა არ შეუძლიათო“. მე კი ვიტყოდი, რომ რუსეთის ცბიერ პოლიტიკას ვერც ერთი ქვეყნის პოლიტიკა ვერ შეედრება ვერც წარსულში და ვერც ამჟამად.   

განსაკუთრებით გულს მიღარავს ის ფაქტი, რომ თუ საქართველო დაიღუპება, ამაში თვით ქართველებს ედებათ უმთავრესი ბრალი ჯერ რუსეთისადმი განუსაზღვრელ ნდობაზე დამყარებული პოლიტიკით, რაც 1801 წლის ტრაგედიით დამთავრდა, ხოლო შემდეგ 1921 წლის აშკარა გამყიდველობით.    

ყოველ ჯალათზე უფრო მეტად შესაზარია მტერს შეკავშირებული მედროვე მწერალი და ისტორიკოსი, რადგან ჯალათმა შეიძლება ერთი ან ორი კაცი დახვრიტოს და ისიც სხვის მიერ გამოტანილი განაჩენით. ჩვენი დროის ზოგი ისტორიკოსი და მწერალი კი (ერთეულების გამოკლებით) მთელ ერს სწამლავს ისტორიული ფაქტების დამახინჯებითა და მტრის მოყვრად გასაღებით, რათა ამ გზით მტრისაგან მადლობა დაიმსახუროს და უზრუნველი ცხოვრება მოიპოვოს.   

წინაპართაგან ვეთაყვანები ყველას, ვინც ხმლით და გუთნით, კალმითა და ლოცვა-კურთხევით დღემდე მოიყვანა საქართველო თავისი ენით, კულტურითა და ზნე-ჩვეულებით. თანაბრად პატივს ვცემ ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ მამულიშვილებს: მეფეებსაც და გლეხებსაც, მთავარსარდლებსაც და რიგით მეომრებსაც, ეროვნული ინტერესების დამცველ ჩვენს სახელოვან მწერლებსაც და სასულიერო პირებსაც, – ერთ ხელში ჯვარი რომ ეჭირათ და მეორე ხელში ხმალი, ერის ზნეობისა და სამშობლო მიწის დასაცავად.   

ვინ დათვლის, რამდენი სახელოვანი მამულიშვილი ჰყოლია მუდამ გოლგოთას გზაზე მავალ ჯვარცმულ საქართველოს, მაგრამ ეროვნულ გმირთა და სულიერ მასწავლებელთა ამ დიდი გალერეიდან ყველაზე მეტად მაინც სამ მამულიშვილს ვადიდებ: დავით აღმაშენებელს, შოთა რუსთაველსა და ილია ჭავჭავაძეს. ჩემი აზრით, თუ ქართველ ერს არ სურს აღიგავოს პირისაგან მიწისა, ეს „სამება“ უნდა ჰყავდეს მთავარ სალოცავ ხატად, როგორც ოლიმპოს მწვერვალზე მდგომი ღმერთები, და მათი საქმეებითა და იდეური მრწამსით უნდა სულდგმულებდეს. და ბოლოს, ჩემი ნატვრაა: არ მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო ბოროტების იმპერია დანგრეული, ერის ინტერესებით მოვაჭრე ყოველი დროიძე საფლავიდან ამოთხრილი და ქაჯთა ტყვეობიდან თავდახსნილი საქართველო. ხოლო, თუ ჩემს ნატვრას არ უწერია აღსრულება ჩემს სიცოცხლეში და ქართველი ერის განთავისუფლების საკითხი მომავლის საქმეა, მაშინ იმ იმედით მაინც მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემს საფლავზე მოვლენ ჩემი თანამოაზრენი და ჩამომძახებენ: გიხაროდეს, ქრისტე აღსდგა, განთავისუფლდა შენი სათაყვანებელი საქართველო – ამინ!   

„აწ რომ ავი არ ვაძაგო   

კარგი როგორ უნდა ვაქო?   

ავს რომ ავი არ ვუწოდო,   

 კარგს სახელად რა დავარქო?“   

დავით გურამიშვილი   

    

შესავალი

    

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება და მას განგებამ ისეთივე წამება არგუნა, რაც თვით იესო ქრისტეს. საქართველოს ისტორია ტანჯვა-წამების იგივე გზაა, რაც იესო ქრისტემ გაიარა გოლგოთამდე. იესო ქრისტე სიკეთეს თესდა ქვეყნად და იგი აწამეს ამ სიკეთისათვის. საქართველო – ყველა გადამთიელის თავშესაფარი, ხოლო ქართველი – უზადო რაინდი და გულწრფელი მასპინძელი ყოველი უცხო ტომის ხალხისა, ლამისაა თვით დაიღუპოს ამ უცხოთა მიმართ ჩადენილი კეთილშობილებისა და სიკეთისათვის. უმადური შემოხიზნული – ქართველი ერის მესაფლავე ხდება. საქართველომ ზღვა სისხლი დაღვარა მაჰმადიანურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში და დაიცვა ქრისტიანობა. ბოლოს კი ვინ დათვლის, რამდენჯერ დადგა ამ 200 წლის მანძილზე აშკარა დაღუპვის საფრთხის წინაშე თვით ქრისტიანული სახელმწიფოს მზაკვრული ოინებით.   

საქართველოს მძიმე ისტორიული გზა, რამაც ერის ჩრდილოეთის ურჩხულთან მიიყვანა, არ არის განპირობებული არც მარტოოდენ განგების ამოუხსნელი ძალებით და არც მხოლოდ დიდ სახელმწიფოთა აგრესიული მისწრაფებებით. უამრავი უბედურების მიზეზი, რაც საქართველოს დაატყდა თავს საუკუნეების მანძილზე, და განსაკუთრებით, ის უაღრესად საშიში სიტუაცია, რომლის წინაშეც ახლა იმყოფება საქართველო, ერის მესვეურთა არაგონივრული პოლიტიკის შედეგიც არის.   

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ხანა იყო, როცა თურქსელჯუკთა უთვალავი ურდოები მთელს წინა აზიას მოედვნენ და საქართველოს დაღუპვის რეალური საფრთხე შეუქმნეს. მაგრამ ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ბრძენმა პოლიტიკურმა მოღვაწემ დავით აღმაშენებელმა არა თუ იხსნა თითქმის უკვე სასიკვდილოდ განწირული ერი დაღუპვისაგან, არამედ შეძლო თურქთაგან შევიწროებული მთელი ამიერკავკასიის ხალხთა განთავისუფლება. მაგრამ დავით აღმაშენებელი თავის პოლიტიკაში ერთმორწმუნეობის დოგმით როდი ხელმძღვანელობდა. ბიზანტია ერთმორწმუნე ქვეყანა იყო, მაგრამ იგი ხშირ შემთხვევაში დაუნდობელ მტრად ევლინებოდა საქართველოს. დავით აღმაშენებელს სარწმუნოება პოლიტიკურ სახელმძღვანელოდ არ გადაუქცევია. როცა საჭირო გახდა, მან პირადი ბედნიერებაც სამშობლოს ინტერესებს ანაცვალა და თურქებთან საბრძოლველად ერთმორწმუნე ქვეყნის ნაცვლად „ურწმუნო“ ყივჩაღებს დაუკავშირდა და ჩრდილოელ თურქთა ძალებით ამიერკავკასიაში გაბატონებული თურქები დაამარცხა.   

აი, ესაა პოლიტიკა და არა სარწმუნოების ფანატიკურ გრძნობებზე დამყარებული სიბეცე. მაგრამ, იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა არაფრით უკავშირდება რუსეთს და არ გამოხატავს მის ინტერესებს, იგი დღეს ჩრდილშია მოქცეული. მეფე ერეკლე კი ქებით ცამდეა აყვანილი რუსული ორიენტაციის გამო. ხალხიც ისეა დეზორიენტირებული რუსეთის საამებლად შედგენილი საქართველოს ისტორიითა და ერეკლესადმი მიმართული ქება-დიდებით, რომ უმეტესობამ წესიერად არც კი იცის, ვინ იყო დავით აღმაშენებელი და რა დამსახურება მიუძღვის მას საქართველოს წინაშე. მეფე ერეკლეს სახელი კი ყველას პირზე აკერია და დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი სახელოვანი და ნიჭიერი მეფე იშვიათად თუ ჰყოლია საქართველოს. მაგალითად, ვინმეს რომ ჰკითხოთ – რაში მდგომარეობს ერეკლეს დამსახურებაო, ჯერ განცვიფრებით შემოგხედავს, როგორ თუ ეს არ იცისო, და ბოლოს „აგიხსნის“, „ერეკლე გენიოსი მეფე იყო, რადგან საქართველო რუსეთს შეუერთაო“. კი მაგრამ, რა გენიოსობაა საჭირო იმისათვის, შენი ქვეყანა დამპყრობელს რომ გადასცე? ანდა საქართველოს ნამდვილი ისტორიის რომელი მცოდნე იტყვის იმას, რომ რუსეთი უფრო ნაკლებ საშიში მტერია, ვიდრე სპარსეთი იყო?   

ფაქტია, რომ საქართველო, ასე თუ ისე, მაინც უმკლავდებოდა სპარსეთს, ხოლო გონივრული პოლიტიკით სავსებით შესაძლებელი იყო მასთან მშვიდობიანი თანაარსებობაც. რუსეთი კი, ეს ისეთი ვეშაპია, რომლის წინაშეც თითიც ვეღარ გაუქანებია საქართველოს და იძულებულია ტაშის ცემითა და ვაშას ძახილით ეგებებოდეს საკუთარი თავის მოსპობას. აი, ერეკლეს პოლიტიკის ნაყოფი. უნდა ითქვას, რომ გიორგი ბრწყინვალის შემდეგ მეფეთა სახით საქართველოს თითქმის აღარ ჰყოლია ნიჭიერი და მოხერხებული პოლიტიკოსი. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ როსტომ მეფე, რომელმაც შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, ირანსა და საქართველოს შორის უაღრესად გამძაფრებულ ვითარებაში, შესანიშნავად გაართვა თავი შინაურ და გარეშე შემოტევებს და მაჰმადიანობის ნიღბის ქვეშ მრავალი ეროვნული საქმე აკეთა.   

უკანასკნელი საუკუნეები, განსაკუთრებით კი ის ხანა, როცა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად ერთმორწმუნეობა დაედო, უთავბოლო მართვა-გამგეობის ხანად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ისტორიაში. ამ პერიოდში ერი კვლავ ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ იგი მოკლებულია სწორ ხელმძღვანელობას, და ამიტომ არაგონივრულ ბრძოლებში სისხლისაგან იწრიტება. ერის ხელმძღვანელთა მცდარი პოლიტიკით იყო გამოწვეული, შაჰ-აბასის შემოსევები და, კერძოდ კი, კრწანისის ბრძოლა. კრწანისში დაღვრილი სისხლი უაზრობად გვეჩვენება, რამდენადაც ქვეყნის მეთაურს ერეკლეს, სულერთია, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქართველო რუსეთისათვის ჩაებარებინა. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა რუსებს ებრძოლათ სპარსელების წინააღმდეგ და არა ქართველებს, რამდენადაც კრწანისის ბრძოლა რუსეთის ინტერესებს უფრო ემსახურებოდა. რაც შეეხება ქართველებს, სულ ერთი იყო, რომელი მგლის ხახაში მოექცეოდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ერი გულხელდაკრეფილი შეხვდა ამ ბრძოლას და აღა-მაჰმად ხანს თითებზე ჩამოსათვლელი მეომრების პატარა ჯგუფი დახვდა წინააღმდეგობის გასაწევად. ერეკლეს მიერ აღა-მაჰმად-ხანის არცთუ მძიმე პირობების მიუღებლობა და ჯიუტად ბრძოლის გამართვა, რუსეთის მთავრობისადმი ერთგულების დადასტურების დემონსტრაცია იყო მხოლოდ. ყოვლად ცბიერი და ვერაგი რუსეთის ერთგულებას შესწირა ერეკლემ მთელი თბილისი თავისი მოსახლეობით, ნაგებობებითა და 30 000 ტყვე ქართველით, რომელიც აღა-მაჰმად-ხანმა ირანში გარეკა.   

მე-17, მე-18 საუკუნეების მეფე-მთავართა მთელი პლეადისა და, უწინარეს ყოვლისა კი, მეფე ერეკლეს მცდარი პოლიტიკის შედეგი იყო 1801 წლის დიდი ეროვნული ტრაგედია. ამ საუკუნეების ისტორიის გულდასმითი ანალიზი უცილობლად ადასტურებს, რომ არა თუ მოსპობის რაიმე საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ირანისა და თურქეთის მხრიდან, არამედ, განსაკუთრებით მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის არსებითად შეცვლილ სიტუაციაში, საქართველოს ჰქონდა გაერთიანებისა და დამოუკიდებელი არსებობის შენარჩუნების სრული შესაძლებლობა. უკანასკნელ საუკუნეებში ამ ქვეყნებთან მდგომარეობის გართულება რუსეთის ორიენტაციის შედეგი იყო. ხოლო რუსეთს არასდროს, არავითარი დახმარება არ გაუწევია ირანთან და ოსმალეთთან მის მიერვე საკუთარი ინტერესებისათვის დაპირისპირებული საქართველოსათვის. პირიქით, რუსეთის მთავრობამ ფეხქვეშ გათელა 1783 წლის ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებანი და 1801 წლიდან, მფარველის ნაცვლად, დაუძლურებულ საქართველოს, ყველაზე დაუნდობელ აგრესორად თვითონვე მოევლინა.   

 იმისათვის, რომ გაექარწყლებინა რუსეთის მთავრობას თავისი ვერაგული მოქმედება საქართველოს მიმართ, რუსეთის იმპერატორმა – ჯერ პავლე I-მა, ხოლო შემდეგ ალექსანდრე I-მა თავიანთ მანიფესტებში ამ ძალადურ მოქმედებას „ნებაყოფლობითი შეერთება“ უწოდეს. შემდეგში ეს ყალბი ფრაზა რუსეთის მთავრობამ თვითონვე დაამკვიდრა პოლიტიკურ ლიტერატურაში, და დღეს უკვე დოგმად ქცეულ ამ ფრაზას, ბრმად იმეორებს სწავლულიც და უსწავლელიც. ჩვენი დროის გაყალბებული ისტორიის სახელმძღვანელოებშიც რუსი ხალხი წარმოდგენილია, როგორც საქართველოს დამხმარე და მფარველი, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და მისი რუსეთის პროვინციად გადაქცევა გასაღებულია როგორც პროგრესული მოვლენა. ამიტომაც დღევანდელი „დერჟიმორდა“ რუსის შოვინისტი, რაღაც ამპარტავნული თავმომწონეობით იფხორება ქართველი კაცის წინაშე იმ შეგნებით, რომ „მე შენ გიშველე, გადაგარჩინე და მაშასადამე ჩემი მადლიერი უნდა იყოო“. თავისი ნამდვილი ისტორიის არმცოდნე ქართველიც მოწიწებით თავს ხრის დამპყრობლის წინაშე და ვერ მიმხვდარა, რომ სხვისი ჩექმის ქვეშ მოქცეული მისი ქვეყნისათვის სულ ერთი იქნებოდა გათათრებით მოეღებოდა ბოლო თუ – გარუსებით. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს იმ დროისათვის სრულებითაც არ დამუქრებია გათათრების საფრთხე. გარუსების საფრთხე კი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის დღიდანვე არსებობდა და არსებობს განსაკუთრებით დღეს, რუსული კომუნისტური იმპერიის სინამდვილეში. პატარა ერების რუსიფიკაციის ახლანდელი პოლიტიკა, რომელსაც ოფიციალურად „ერების დაახლოება“ ეწოდება, თუ კვლავაც ამ მასშტაბით გაგრძელდა, შეიძლება ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველობამ უფრო შეინარჩუნოს თავისი ეროვნული სახე, ენა და ზნე-ჩვეულებები, საქართველო კი ორი-სამი ათეული წლის შემდეგ ველიკორუსული სახელმწიფოს განყოფელ ნაწილად გადაიქცეს, რუსებად გარდაქმნილი მოსახლეობით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაზე მრავალი ნაშრომია დაწერილი. მათ შორის უნიკალურია ივანე ჯავახიშვილის მცირე ფორმატის, მაგრამ ფუნდამენტური ნაშრომი – „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-18 საუკუნეში“. ამ, და მთელ რიგ სხვა ხელმისაწვდომ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ნაშრომში განხილულია არა მარტო მე-18 საუკუნის ეპოქა, არამედ მთელი ის ხანა, რომელიც მოიცავს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან (1491 წ.), ვიდრე დღევანდლამდე. თანაც, ამ ნაშრომში ნაჩვენებია არა მარტო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, არამედ დასაბუთებულია აგრეთვე, თვით ჩვენი ქვეყნის მესვეურთა მიერ ერთმორწმუნეობაზე დამყარებული პოლიტიკის უარყოფითი შედეგი. ნაშრომის ძირითადი მიზანია, მკითხველს დაუმტკიცოს, ამჟამად გაბატონებული აზრის საწინააღმდეგოდ, რომ მე-18 საუკუნისათვის საქართველოს არავითარი გათათრების საფრთხე არ მოელოდა, და მაშასადამე, მცდარი და დამღუპველი იყო რუსული ორიენტაცია.   

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსი დამპყრობლების „კეთილ ძმად“ წარმოდგენის საქმეში დიდი და მავნე როლი მიუძღვით ჩვენს რუსეთუმე ისტორიკოსებს. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსის ლევან სანიკიძის სიტყვები, რომელიც მას მიძღვნილი აქვს თავის პოპულისტურ წიგნში – „უქარქაშო ხმლები“, რუსი დამპყრობლების საამებლად. იმ დროს, როცა რუსებმა მოგვისპეს ეროვნული სახელმწიფო, აღმოფხვრეს ქართული ენა ცხოვრების ყველა სფეროდან, – როცა რუსის გამსუნაგებული ჯარისკაცი უკანასკნელ ლუკმას ართმევდა ქართველ გლეხობას და ოჯახს უბილწავდა, ლევან სანიკიძე 1801 წლის დიდ ეროვნულ ტრაგედიას წარმოგვიდგენს, როგორც „დიდ ჩრდილოურ ნათებას“, – იმ ოცნებათა აღსრულებას, რაზედაც, მისი სიტყვით, დღენიადაგ ოცნებობდნენ ვახტანგ VI და ერეკლე II-ო. ეს არის გაუგონარი მკრეხელობა, ანუ ისტორიული სინამდვილის გაუკუღმართება, რამეთუ ეს მეფეები რუსეთს იმას კი არ თხოვდნენ, დაიპყარი ჩვენი ქვეყანა და როგორც სახელმწიფო, სავსებით გაგვიუქმეო, არამედ – დაიცავი ჩვენი სამეფო გარეშე მტრებისგანო.   

შემდეგ, ლევან სანიკიძე აი, ასე წარმოგვიდგენს რუსეთის როლს საქართველოს წინაშე: „ამიერიდან საქართველოს ვეღარ შეაწუხებდა ვერავითარი „ალია და ოსმანა“, ვერავითარი „ყიზილბაშობა“, „ოსმალობა“ და „ლეკიანობა“-ო. კი მაგრამ, რაც ზემოთ ითქვა რუსობის შესახებ, ის აბა რა იყო, თუ არა შეწუხება? თუ რა დღეში ჩააგდეს რუსებმა ქართველი ხალხი, ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოვუთხრობთ მკითხველს. ახლა კი, ბოლომდე მივყვეთ ქართველი ისტორიკოსის მკრეხელობას. აი, როგორი პანეგირიკობით ამკობს იგი ჩვენი ქვეყნის ყველაზე უფრო ვერაგ დამპყრობლებს: „მოვიდნენ შეურცხვენელნი – მცველნი, მხსნელნი და ნიშანსვეტნი: ქართული კერისა, ქართული გუთნისა, ქართული შემოქმედებისა, ქართული სიქველისა, ქართული რწმენისა, ქართული მიწაწყლისა, ქართული სინდისისა“. ისე აუშენდა ოჯახი ამ სიტყვების მთქმელს, რომ მასში თუნდაც მისხალი იყოს სიმართლისა!   

ჩემი აღნიშნული ნაშრომით დაინტერესებულ მკითხველს მოეხსენება, რომ მისი პირველი და მეორე ნაწილი გამოიცა 1991 წელს. იგი მოიცავს პერიოდს – მე-15 საუკუნიდან 1832 წლის შეთქმულების ჩათვლით. მესამე და მეოთხე ნაწილი კი, რომელსაც ახლა ვთავაზობთ მკითხველს, მოიცავს მთელ შემდგომ პერიოდს დღევანდელი დღის ჩათვლით, როცა საქართველო ყოფნა-არყოფნის მეტად მძიმე წუთებს განიცდის. საქმეს მარტო ის კი არ ართულებს, რომ უამრავი მტერი გვიტევს გარედანაც და შიგნიდანაც, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სავალალოა თვით ქართველი ერის ინერტულობა და დაბნეულობა – მტერ-მოყვრის განურჩევლობა.ამ წიგნის მიზანია, ისტორიული ფაქტების ჩვენებითა და თვით ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენების ღრმა ანალიზით, დაანახოს მკითხველს ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრები – გარეშენიც და შინაგამცემლებიც, რომ ერთიანი ძალით წინ აღუდგეს თავისი ქვეყნის დამანგრეველ ძალებს. ვფიქრობ, თუ ქართველი ერი გამოერკვევა საღათას ძილისაგან, შეიცნობს თავისი ქვეყნის რეალურ მტრებს და წინ აღუდგება მის წამლეკავ გავლენას, დარწმუნებული ვარ, საქართველო გადარჩება. თუ რამდენად პასუხობს ეს ნაშრომი ამ დიდმნიშვნელოვან ამოცანას, თავად ობიექტური მკითხველი განსჯის.   

    

 გაგრძელება       

რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და
საქართველოს წინაშე რუსეთის როლის
არასწორ შეხედულებათა დამკვიდრების მიზეზები

Advertisements

61 Responses to “♥ მჭედლიშვილი- იმპერიის მარწუხებში”

  1. ძვირფასო მეგობრებო, ყოველთვის უნდა ვერიდოთ, რუსი მართლმადიდებელი ერისა – ე. ი. მისი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა (და არა სერგიანულ–ეკუმენისტურის) და რუსი შოვინისტების, რუსი იმპერიალისტების დამპყრობლური პოლიტიკის, საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის, რუსი ანტიმართლმადიდებელი ტირანი–მასონების ერთმანეთთან გაიგივებას, ეს იგივეა რომ შევარდნაძე, ან სააკაშვილი გაიგივდეს ქართველ ერთან და მის ქრისტიანულ ათასწლოვან მოწამეობრივ ისტორიასთან ან მის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

    ჩვენთვის რუსეთი არის: წმინდანთა დასი, რომლებიც მყოფობენ უფალთან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან: სერაფიმე საროველი, სერგი რადონეჟელი, ტიქონ ზადონელი, ეგნატე ბრიანჩანინოვი და ქრისტეს სარწმუნოებისათვის თავდადებული ურიცხვი რუსი მოწამენი თუ ახალმოწამენი, რომლთანაც ევროპა (ამერიკის კონტინენტზე ლაპარაკიც ზედმეტია) ახლოსაც ვერ მივა. ბევრი საკამათოა ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის წიგნში ამ თვალსაზრისით, ანუ წმინდად სარწმუნოებრივი საკითხებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე თორემ მისი პატრიოტიზმი და ჭეშმარიტი მამულიშვილობა ნამდვილად სახეზეა. ეს მოკლედ და ცოტა უფრო დასაბუთებულად მომავალში მოგახსენებთ.

    სიყვარულით ქრისტეში,
    გიორგი წულაძე (“დიდგორის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი)

    Like

  2. gld darts said

    Very informative post. Thanks for taking the time to share it with us.

    Like

  3. Fantastic blog! We definitely love how it’s effortless on my personal eyes as well as the data are very well written.

    Like

  4. Dana Virzi said

    Awesome site u have here by the way

    Like

  5. Darwin Cowser said

    very interesting info!

    Like

  6. Keven Baity said

    great web site yo have ghere btw

    Like

  7. Abraham Donato said

    yeah bookmaking this wasn’t a speculative decision great post!

    Like

  8. Great blog, thanks for the post!

    Like

  9. Costa said

    I was having difficulty not considering of some organization opportunities, so I began searching for some unusual blogs.

    Like

  10. Clody said

    I’m Glad i came across this blog. Added iberiana.wordpress.com to my bookmark!

    Like

  11. Yuette Buttaro said

    I’m still learning from you, but I’m trying to reach my goals. I definitely enjoy reading everything that is posted on your website.Keep the tips coming. I liked it

    Like

  12. Stephensen said

    Wow! That was a really great article. Please keep writing because I love your style.

    Like

  13. mister-wong said

    Thanks for the fantastic work! Cool blog. There are a number of opinions on this topic and this blog states the problem extremely good.

    Like

  14. Carmine Brattin said

    I believe this site contains very excellent indited written content posts .

    Like

  15. Willodean Marentes said

    Hey, great site you have here.

    Like

  16. Teresia Rieper said

    Accept my nicest wishes for your inflowing article.

    Like

  17. so dep said

    Unbelievable submit! This could support a number of individuals find out about this matter. Do you need to incorporate video clips along with these? It could undoubtedly help out. Your purpose was spot on and owing to you; I most likely won’t have to explain all the pieces to my pals. I can merely direct them here. Anyway, in my language, there will not be a lot good source like this.

    Like

  18. Freeda Guinasso said

    Thanks so much for this. I thought I discovered lots of good stuff here yesterday.

    Like

  19. Herbert Graves said

    I really loved this article. You write concerning this issue well. I truly much like your web site and I am going to definetly bookmark it! Keep up on writing the super articles!

    Like

  20. cabo said

    Hiya! I simply wish to give an enormous thumbs up for the good information you might have here on this post. I will be coming back to your weblog for extra soon.

    Like

  21. Lyda Showden said

    Very interesting subject, appreciate it for putting up.

    Like

  22. Cheria said

    Thanks a lot for giving everyone an extraordinarily brilliant possiblity to read in detail from this website. It’s usually very fantastic and as well , jam-packed with a good time for me and my office acquaintances to visit the blog nearly thrice in one week to find out the new tips you will have. Of course, I am usually happy with all the splendid things you serve. Selected 2 facts on this page are unquestionably the most beneficial we have all ever had.

    Like

  23. Victor Degas said

    cool website yo have btw

    Like

  24. Erma Wildridge said

    Hi there, I found your site via Google while searching for a related topic, your site came up, it looks good. I’ve bookmarked it in my google bookmarks.

    Like

  25. Ziegenhagen said

    This is some reliable stuff. It took me some time to finally find this blog but it was worth the time. I noticed this content was hidden in bing and not the number one spot. This internet site has a lot of first-class material and it doesn’t deserve to be burried in the search engines like that. By the way I am going to save this weblog to my favorites.

    Like

  26. Rema Chittum said

    I like the theme you are using on your blog…

    Like

  27. Alveo said

    I find myself coming to your blog more and more often to the point where my visits are almost daily now!

    Like

  28. Alvis said

    Good to see you back. And again through an interesting article.

    Like

  29. Lypant said

    Very informative post. Thanks for taking the time to share your view with us.

    Like

  30. Magda said

    Thanks for the blog loaded with such a big amount of info.

    Like

  31. Lesley Cavanagh said

    Greetings from California! I’m bored at work so I decided to browse your site on my iphone during lunch break. I really like the information you provide here and can’t wait to take a look when I get home.

    Like

  32. Mario Nazareno said

    We absolutely love your blog and find almost all of your post’s to be precisely what I’m looking for. Would you offer guest writers to write content for you? I wouldn’t mind publishing a post or elaborating on a lot of the subjects you write concerning here. Again, awesome web site!

    Like

  33. Jeramy Dalhart said

    Hey terrific website! Does running a blog like this require a large amount of work? I’ve absolutely no expertise in programming however I was hoping to start my own blog soon. Anyways, should you have any recommendations or techniques for new blog owners please share. I understand this is off topic however I simply wanted to ask. Thanks!

    Like

  34. Sal Westerling said

    Interesting blog! Is your theme custom made or did you download it from somewhere? A design like yours with a few simple tweeks would really make my blog jump out. Please let me know where you got your theme. Bless you

    Like

  35. Johnie Sadow said

    Hey there! I know this is somewhat off topic but I was wondering which blog platform are you using for this website? I’m getting fed up of WordPress because I’ve had issues with hackers and I’m looking at options for another platform. I would be awesome if you could point me in the direction of a good platform.

    Like

  36. Beahm said

    Thanks for sharing with us. I am waiting for more of your post.

    Like

  37. Han Karbowski said

    Awesome job on the blog, thanks!

    Like

  38. Lupe Moltz said

    Keep up the excellent work , I read few articles on this website and I think that your web site is real interesting and has circles of wonderful information.

    Like

  39. I really like your writing style, good information, regards for putting up : D.

    Like

  40. Trevor said

    Real wonderful info may be found on web site here.

    Like

  41. Fumiko Klemm said

    I found your blog on yahoo and can bookmark it now. keep up the good work.

    Like

  42. гражданска said

    Great article!

    Like

  43. Wilbert Galimba said

    Great blog, keep me through looking it, I am truly serious to understand much more about it.

    Like

  44. Shad Higgs said

    Glad to be one of many visitors on this awe inspiring internet site : D.

    Like

  45. Cecil Diliberto said

    Hello! thank you for the great writing style. Keep it up!

    Like

  46. Cletus Hyder said

    I regard something genuinely special in this web site .

    Like

  47. Joe Sweigert said

    Thanks for the blog loaded with such a large amount of information. Stopping by your blog helped me to urge what i used to be longing for.

    Like

  48. nino said

    Thank you for this specific facts I was basically seeking all Bing to find it!

    Like

  49. Pasquale Pipkins said

    Thank you most for useful info. i will visit your site again

    Like

  50. Darell Petrov said

    As I website possessor I believe the content here is rattling good , thanks for your efforts.

    Like

  51. Hortencia Plue said

    I like this post a lot. i will be able to definitely be back. Hope that i will be able to be able to browse more insightful posts then. will be sharing your information with all of my friends!

    Like

  52. Greetings! Thank you for your thoughtful post!

    Like

  53. Eliso said

    nice post, thanks for your shareing!

    Like

  54. Malik Marecki said

    very interesting article.

    Like

  55. N. Pieni¹dze said

    Very informative post. Thanks for taking the time to share your view with us.

    Like

  56. ROBERT said

    fantastic

    Like

  57. Christine said

    I’m book-marking your blog right now. information and facts

    Like

  58. Marie said

    madlobT!

    Like

  59. Aurora cal said

    Thanks for the information there, I must say I enjoyed your posting a lot.

    Like

  60. gigi said

    Wow that was unusual. I just wrote an really long comment but after I clicked submit my comment didn’t appear. Grrrr… well I’m not writing all that over again. Anyhow, just wanted to say fantastic blog!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s