Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე: მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი

Posted by iberiana on დეკემბერი 6, 2021


sikharulidze

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე: მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი

“დავწერე, წავშალე ბევჯერ. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, ვის ვუთხრა, რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან?

მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა, არ ვიცოდი, იმდენი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე, ძაან პატარები ასაკით. ნარკოტიკზე დამოკდებული, უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის, ქცევის და პიროვნული აშლილობებით,

ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი, რომ ძააან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის ეს არ გაჩერდება მე მგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხვათ – კი აი იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში, დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა, რომელიც რას ჰგავს არ ვიცი. რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია, ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება.

ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15,18, 19 წლის ბავშევბს !!!

არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო, ოღონდ მართლა.

ერთი ვიცი ზუსტად, რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას, ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში.

აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე, რომელსაც კიდე წინ აქვს პოსტკოვიდურ პერიოდში -ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები. ეს კიდევ წინ გვაქვს.

პირველად სასოწარკევთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა ვუშველოთ ამას ყველაფერს. ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობაზეა საუბარი – მენტალურ ჯანმრთელობაზე”

One Response to “ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე: მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი”

  1. იილი said

    შემოყარა არა რუსეთმა, ისე როგორ 90-იან წლებში ნარკოტიკი თაობის გასაწყვეტად?!ვ და თან ბიძინას და ღარიბაშვილის ხელით არა?! და თქვენ კიდევ თქვენი საიტი მიშაა~ას აგინნებთ და ლანძღვათ არა?! თავში ტვინი გაქვთ?

    Like

დატოვე კომენტარი