Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ვადაჭკორია- სომხურ-ქართული ურთიერთობა

 ♣ სომხეთი-საქართველო  

 

შოთა ვადაჭკორია

 

სომხურ-ქართული ურთიერთობა და 1918-1919 წლების სამხედრო დაპირისპირების მიზეზები

მეომრის ბიბლიოთეკა #2
თბილისი
– 2008

სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რთულ რეგიონს წარმოადგენს. აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს. ამის დამადასტურებლად, ამიერკავკასიაში XX საუკუნის 20-იან წლებში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი მასალებიც გამოდგება. ამჟამად ყურადღებას მხოლოდ მე-20 ს-ის დასაწყისის ლტოლვილთა პრობლემაზე და მასთან მიმართებაში წარმოქმნილ სირთულეებზე გავამახვილებთ. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ათეული წლის განმავლობაში ტაბუდადებული იყო და ჩვენი მეცნიერების შესწავლის მიღმა რჩებოდა. ფართო საზოგადოებას, ელემენტარული ინფორმაციაც კი არ გააჩნდა სომეხი ლტოლვილებისადმი საქართველოს ეროვნული მთავრობისა და საერთოდ, ქართული პოლიტიკური აზრის დამოკიდებულების შესახებ.

ლტოლვილთა პრობლემამ განსაკუთრებული სახით თურქეთთან საომარი მოქმედების შემდეგ იჩინა თავი. ეს კი, თავის მხრივ, არაქართული ელემენტის საქართველოში მოზღვავებით იყო განპირობებული. ეს პროცესი ორ ძირითად მომენტს დაემთხვა: 1. საქართველოს ტერიტორიიდან თვით ქართველთა გამოდევნასა და 2. საქართველოს ეკონომიკურ კრიზისს. ახლად ფეხადგმულმა და ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი სახელმწიფოს ხელისუფლებამ, ლტოლვილებისადმი ყურადღების გადატანა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია და მათდამი ზრუნვა, ეროვნების განურჩევლად სახელმწიფოებრივ დონეზე დააყენა. ამ მხრივ, პირველი რეალური ნაბიჯი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ლტოლვილთა დამხმარე კომიტეტის შექმნით (1918 წლის ივლისი) გადაიდგა. მის ძირითად ფუნქციას, საქართველოში შემოსულ ლტოლვილთა რაოდენობის დადგენა, მიღების მიზანშეწონილობისა და დახმარების კატეგორიის განსაზღვრა წარმოადგენდა. რაც შეეხება კონკრეტული სახის ღონისძიებების გატარებას, იგი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის წარმომადგენელთა პრეროგატივად დარჩა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რესპუბლიკაში შექმნილი რთული ფინანსური სიძნელეებითა და სასურსათო პროდუქტების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბუნებრივია, იგი განსაკუთრებით უარყოფით ზემოქმედებას ლტოლვილთა დახმარებაზეც ახდენდა. მათი პირველადი საჭიროების მოთხოვნების ნაწილობრივად დაკმაყოფილებაც კი საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

პირველ რიგში, იქნას გარკვეული საქართველოში შემოსული ლტოლვილების რაოდენობა და მისი ეროვნული შემადგენლობა უნდა გაირკვას. საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომის მასალების მიხედვით, საქართველოში იმ ეტაპზე მყოფი უცხო ეროვნების ლტოლვილთა რაოდენობა 150 ათასი კაცითაა განსაზღვრული, რომელთაგან 120 ათასი სომეხი, ხოლო 15 ათასი ბერძენი იყო. ახალციხეახალქალაქის მაზრიდან გამოქცეულნი ბაკურიანის გარეუბნებში აფარებდნენ თავს, ხოლო ოსმალეთიდან და ერევნის გუბერნიიდან გამოდევნილებს გეზი თბილისისაკენ ჰქონდათ
3
აღებული. ამ ფაქტორმა ლტოლვილთა რაოდენობა 1918 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისში 40 ათასამდე გაზარდა.
ასეთი დიდი რაოდენობით მოზღვავებული ლტოლვილების მიღება-დაბინავება, სურსათითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა არა თუ საქართველოს, ალბათ, იმ ეტაპზე დასავლეთ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოსაც კი გაუჭირდებოდა. ამიტომ, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, თუკი საქართველოს მაშინდელი ეკონომიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემის სრულყოფილად მოგვარება ვერ მოხერხდა. საარქივო მასალებიდან დასტურდება, რომ ლტოლვილთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ და საქართველოს ტერიტორიაზე მისმა ქაოსურმა მოძრაობამ, რესპუბლიკის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე დააყენა. ეს ფაქტი დაედო საფუძვლად, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის მიერ ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისადმი 1918 წლის 16 მაისს წარდგენილ განცხადებას. მასში გარკვევით იყო მითითებული იმ მოსალოდნელ საშიშროებაზე, რომელიც უცხო ტომელთა საქართველოში გადმოხვეწით შეიქმნა. აქედან გამომდინარე, დასმული იყო საკითხი, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლებს ისეთი ერთობლივი ზომები მიეღოთ, რომ “საქართველოს ერის არსებითი ინტერესები არ შელახულიყო.” როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების საფუძველზე სპეციალური კომისია შეიქმნა ვლ. გობეჩიას, შ. მესხიშვილისა და გრ. ვეშაპელის შემადგენლობით. მათ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა: 1. მთავრობასთან შეთანხმებით ლტოლვილთა მოზღვავებული ნაკადის შესაჩერებლად მიეღოთ საჭირო ზომები და შეიარაღებული ლტოლვილებისადმი იარაღი აეყარათ, 2. დასახული მიზნის განსახორციელებლად ქართულ შტაბთან და სამხედრო სექციასთან მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებინათ, 3. გაერკვიათ სომხური ეროვნული საბჭოს პოზიცია, თუ რა ღონისძიების გატარებას აპირებდნენ სომეხი ლტოლვილებისაგან შექმნილი სირთულეების თავიდან ასაცილებლად. საარქივო მასალების შესწავლის მიუხედავად, გაურკვეველი რჩება, აღნიშნულმა კომისიამ შეძლო თუ არა რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება. ერთი კი ცხადია, ლტოლვილთა საკითხი იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური აზროვნების მსჯელობის საგნად გადაიქცა. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა გაზეთმა “ვოზროჟდენიე”-მ გამოიჩინა. იგი ლტოლვილებისადმი ამიერკავკასიის მთავრობისა და ეროვნული საბჭოს ლოიალურ დამოკიდებულებას მიზანშეუწონლად მიიჩნევდა და იქვე გულისწყრომით დასძენდა: “სომეხი ლტოლვილები ყოველდღე მოდიან, ავსებენ თბილისს… და აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებს. მათ წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ ღებულობენ.” ამ ფაქტის სისწორეს მოგვიანებით თვით ნ. ჟორდანიაც ადასტურებდა. იგი პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე საქართველოში ლტოლვილთა შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით მიუთითებდა: “ჩვენ არასოდეს, არავითარი განსხვავება არცერთ ეროვნებას

 4
შორის არ გაგვიკეთებია, ამ საქმეში სომხებს, როგორც ქართველებს და ბერძნებს უყურებდნენ ერთნაირად”.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ასეთი პოზიცია, იმავე გაზეთს შეცდომად მიაჩნდა და კატეგორიული ტონით საქართველოს საზღვრების შეიარაღებული ძალებით დაუყოვნებლივ ჩაკეტვას მოითხოვდა. ამ სამართლიან მოთხოვნას გაზეთმა “ერთობამ” გადამეტებული ნაციონალიზმი და პროვოკაციული ქადაგება უწოდა. პრესის ეს ორგანო თავის ამ “არგუმენტაციას” იმით ამართლებდა, რომ “საქართველოს ჯერ-ჯეობით სახელმწიფოებრივი ტერიტორია არ აქვს და ამიტომ საქართველოს საზღვრების დაკეტვა შეუძლებელია”-ო. მართალია, იმ ეტაპზე (1918 წლის 15 მაისი) ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმი მოქმედებდა და თითოეული რესპუბლიკის ტერიტრიული საზღვრები ოფიციალურად გამიჯნული არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა დაცულიყო თბილისის გუბერნიის თუნდაც გარკვეული ნაწილი. სომეხი ლტოლვილებისადმი მიმართებაში, ასეთი მცდარი პოლიტიკური კურსი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც გაგრძელდა. როგორც მასალებიდან ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სომხები ადგილზე დამკვიდრებას ცდილობდნენ და ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს დაშნაკციუთიუნის პარტია∗ ასრულებდა. გადამდები სენით დაავადებულ სომეხ ლტოლვილებს ეს პარტია, მთავრობის დაუკითხავად, საქართველოს სოფლებსა და დაბა-ქალაქებში ასახლებდა. ამ საკითხს გაზეთმა “ერთობამ” წერილების სერია მიუძღვნა. ერთ-ერთ მათგანში გაზეთი მიუთითებდა: “სურამში ავადმყოფებს პირდაპირ მალავენ, რითაც ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობენ და მთელს კუთხეს საფრთხეში აგდებენ”. სტატიის ავტორი სვამდა კითხვას, თუ რას შესძენდა სომეხ ხალხს საქართველოს სოფლებში ეპიდემიის გავრცელება და იქვე პასუხობდა: “რომელი კაცთმოყვარეობის პრინციპი თხოულობს ასეთი პირდაპირი ბოროტმოქმედების ჩადენას? ლტოლვილებს უნდა დახმარება, დაშნაკცუთიუნის ღვარძლიან პოლიტიკას კი სასტიკი პროტესტი და წინააღმდეგობა!”

თუ რა სახის ავადმყოფობა შემოიტანეს სომეხმა ლტოლვილებმა და რა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ქართული მოსახლეობა, ამის შესახებ ექიმი რუხაძე გაზეთ “ერთობაში” წერდა. კერძოდ, წერილში “ხოლერასთან ბრძოლა”, იგი სომეხი ლტოლვილებისაგან შემოტანილი ავადმყოფობის სამ სახეობას გამოყოფდა, _ ტიფი, ქოლერა, სახადი. იგი მკითხველს შეახსენებდა, რომ უკანასკნელი 17 დღის მონაცემებით, აღრიცხული იყო 245 ქოლერით დაავადებული, რომელთაგან 100 გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე რუხაძე აყენებდა საკითხს, ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიისა და ქოლერის ფონდის შექმნის აუცილებლობის შესახებ. როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, იგი გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. შექმნილი მდგომარეობა საეპიდემიო ლაზარეთებისა და სპეციალური პუნქტების მოწყობის აუცილებლობას მოითხოვდა. ამ მიზნით, მარტო მესხეთ-ჯავახეთის ლტოლვილთა დამხმარე კომიტეტს 85000 მანეთი გადაეცა, ხოლო იმავე წლის ივლისში, ლტოლვილთა
5
დასახმარებლად, საქართველოს მწირი ბიუჯეტიდან 100 000 მანეთი იქნა გამოყოფილი.
საქართველოს ხელისუფლება კარგად ხედავდა, რომ მის ტერიტორიაზე თავშეფარებული ლტოლვილების მოთხოვნებს, გამოყოფილი ფულადი თანხა ნაწილობრივადაც ვერ უზრუნველყოფდა. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში მითითებული იქნა: “გამოეცხადოს ქალაქის თვითმმართველობას და სომეხთა ეროვნულ საბჭოს, რომ მთავრობას საშუალება არა აქვს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ქალაქის თვითმმართველობას ლტოლვილთა სასარგებლოდ. ამისათვის მთავრობა წინადადებას აძლევს მათ, მიმართონ დასახმარებლად სხვადასხვა საქველმოქმედო დაწესებულებებს და მდიდრებს.” საქართველოს მთავრობის მიერ ასეთი განცხადების ოფიციალურად გაკეთების მიუხედავად, გაზეთმა “კავკაზსკოე სლოვო”-მ სომეხ ლტოლვილთა გამოსარჩლების მიზნით, საქართველოს მთავრობას ნაციონალიზმში, ეგოიზმსა და დემოკრატიზმის დარღვევაში დასდო ბრალი. გაზეთის ეს გამოსვლა იმდენად არაკორექტულ ხასიათს ატარებდა, რომ ქართველ პოლიტიკოსთა და პრესის მუშაკთა სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” საპასუხო წერილში მიუთითებდა: “სომხების ვექილს ავიწყდება, ან განგებ ივიწყებს, რომ საქართველოს რესპუბლიკამ ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინა გადმოხვეწილთ, და თუ მან მილიონის გაღება ვერ შეძლო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონაც ეს მილიონი არ მოეპოვებათ. ნუთუ ეს დემოკრატიზმის უარყოფაა? თვით სომხების ეროვნული საბჭო, რომელიც სომხეთის მთავრობათ თვლის თავს და საკმაო დახმარებას ვერ უწევს თავის ერს, მაშინ ისინი სულ დასაღრჩობი ყოფილან. რათ არ იღებს ამაზე ხმას “კავკაზსკოე სლოვო?”

როგორც ვხედავთ, მოწინააღმდეგებთან კამათში გაზეთმა “ერთობამ” თავისი პოზიცია არა მარტო გამოკვეთა, არამედ მან აღნიშნულ ბრალდებათა უსაფუძვლობაც დაადასტურა, რითაც სომეხი ლტოლვილებისადმი დამოკიდებულების საკითხში ფაქტობრივად გაზეთ “ვოზროჟდენიეს” მიერ თავის დროზე შემოთავაზებულ პლატფორმას მიუახლოვდა. ასეთი შემობრუნების აუცილებლობა იმ უმადურობის შედეგი იყო, რომელიც დაშნაკცუთიუნის პარტიის მესვეურებმა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოიჩინეს. ამასთან დაკავშირებით გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილ პუბლიკაციაში ვკითხულობთ: “ჩვენ “კავკაზსკოე სლოვოზე” არა ნაკლებ გვაწუხებს სომხეთის ბედი, მაგრამ სომხის შოვინისტების უტიფრობა და შინ გაჭირვებული მდგომარეობა გვაიძულებს გულახდილად ვუთხრათ მეზობლებს: ჩვენ მეტი ლტოლვილების რჩენა არ შეგვიძლია, ვინც შემოსული არიან, იმათაც ვერ მოვუვლით და უნდა შევეცადოთ იქ გავაგზავნოთ, სადაც საჭმელი მაინც იშოვება.” თუკი ქართველი სოციალ-დემოკრატები სომეხი ლტოლვილებისადმი დახმარებას ზნეობრივ მოვალეობად და გაჭირვებაში მყოფი მეზობლისადმი ძმური ხელის გაწვდას ადრე სავალდებულოდ მიიჩნევდნენ, ეს დამოკიდებულება მათდამი, ორი გარემოების გამო მკვეთრად შეიცვალა. 1. როცა ქართველთა
6
ტოლერანტობის გამოყენება დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერებმა, თვით ქართველთა საწინააღმდეგოდ სცადეს, 2. რუსეთის ხელისუფლების მიერ, კავკასიაში დატოვებული ქონების მესამედის, _ 80 მილიონი მანეთის სომხეთისათვის გადაცემის შესახებ, საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის ივლისის დადგენილების მიღების შემდეგ. ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული თანხის გარკვეულ ნაწილს სომეხი ლტოლვილების უზრუნველსაყოფად გამოიყენებდნენ და დამშეულთა რჩენის მძიმე ტვირთს საქართველოს მოხსნიდნენ. მოვლენები კი საწინააღმდეგოდ განვითარდა. ამის შესახებ გაზეთი “საქართველო” გულისწყრომით წერდა: “უმადური სომხობა, სწორედ ამ კანონის გამოცემის შემდეგ უფრო გააფთრებული ებრძვის ჩვენს მთავრობას და უკიჟინებს ლტოლვილების დაუხმარებლობას!” ამ მოვლენებს სომხეთის ხელისუფლებისაგან ტერიტორიული პრეტენზიები და საომარი მოქმედების დაწყება დაემთხვა, რომლის შესახებაც დაწვრილებით შემდეგ გვექნება საუბარი. ამჯერად კი აღვნიშნავთ, რამდენადაც სომხეთის ხელისუფლებამ ლტოლვილთა პატრონობის მთელი სიმძიმე საქართველოს დააკისრა, საქართველოს პარლამენტის 1918 წლის ოქტომბრის დადგენილებით, ქართული ბონების მიცემაზე სომხეთს უარი ეთქვა. დაშნაკცუთიუნის პარტიის ორგანო “ორიზონი” კატეგორიული ტონით წერდა: “სანამ საქართველოს მთავრობა ჯეროვან დახმარებას არ გაუწევს ჩვენს ლტოლვილებს, მანამ სომხის საზოგადოებრივი აზრი ვერ დამშვიდდება.” გაზეთის ეს პოზიცია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ გაჭირვებაში მყოფ სომეხ ლტოლვილებს საქართველოს ხელისუფლებამ, თითქოს, ზურგი შეაქცია და ბედის ანაბარად მიატოვა. უმადურობის ასეთი ფორმით ოფიციალურად დაფიქსირებამ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დააყენა საკითხი: სომეხ ლტოლვილთა ახალი ნაკადის შემოსვლის აკრძალვის, შემოხიზნული ლტოლვილების განსაზღვრულ ადგილებში მოთავსებისა და მათ მოქმედებაზე შესაბამისი კონტროლის დაწესების შესახებ. რაც შეეხება ზემოთ მითითებულ ბრალდებას, ამასთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” სტატიაში, _ “დაშნაკელების ორმაგი პოლიტიკა” წერდა: სომეხ ლტოლვილებს საქართველოს “მთავრობამ შეძლებისდაგვარად აღმოუჩინა დახმარება და რამდენიმე ათასი სომეხი ლტოლვილის სიცოცხლე უზრუნველყვეს. ჩვენი მთავრობა მათ სრულ უზრუნველყოფას ვერ იკისრებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ქართველი ლტოლვილები ასობით იღუპებიან ბორჯომის უღრან ტყეებში უპატრონოდ.” ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა ასეთი შეტევითი ფორმა გამართლებული იყო და ლოგიკურიც, რადგან დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერები საგანგებოდ უვლიდნენ გვერდს ქართველ ლტოლვილთა საკითხს. შეგნებულად ხუჭავდნენ თვალს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართულ მიწაზე თვით ქართველი კაცი იყო დევნილი და უსახლკაროდ დარჩენილი, ხოლო საქართველოს ეკონომიკას, იმ ეტაპზე, მათი სურსათით ელემენტარულად უზრუნველყოფის შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა. ამის დამადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე 1918-1919 წლებში დევნილთა მიერ გაგზავნილი განცხადებები და მოხსენებები გამოდგება.
7
იმასთან დაკავშირებით, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალციხე-ახალქალაქის მაზრებიდან დევნილი ქართული მოსახლეობა, ამის შესახებ არსებული საარქივო მასალებიდან მოვიტანთ რამდენიმე მათგანს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის ალექსანდრე ლორთქიფანიძის და მთავრობის რწმუნებულის რუხაძის მოხსენებებში მოტანილ ფაქტებზე შევაჩერებთ ყურადღებას. დოკუმენტის მიხედვით, 1918 წლისათვის აწყურის, რეხასა და ხანდოს სოფლებში 2600 ქართველი დევნილი იმყოფებოდა, ხოლო აწყურის რაიონის ტყეებში, _ 3000-ზე მეტი ქართველი იყო მომწყვდეული, რომელთაგან შიმშილისა და სიცივისაგან ყოველდღიურად 40 სულზე მეტი იღუპებოდა. ქართული გენოფონდის გადასარჩენი პრაქტიკული ღონისძიებების გასატარებლად საქართველოს ხელისუფლება იმ ეტაპზე უძლური აღმოჩნდა. მტრისგან დევნილი ქართული მოსახლეობა ფაქტობრივად რეალური განადგურების საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალ საშუალებად რესპუბლიკის მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა და საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართვა აუცილებელ პირობად იქნა მიჩნეული. ამ მხრივ, განსაკუთრებით თავი ქართულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ (თავმჯდომარე მ. მაჩაბელი) გამოიჩინა. მისი ხარჯებით ქართველი დევნილებისათვის 150 ფუთი შაქარი და სულზე 25 გირვანქა ჩაი იქნა შესყიდული. ყურადღება უნდა მივაქციოდ იმ გარემოებასაც, რომ საზოგადოების აქტიური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 1918 წელს ქუთაისში გამართული საგანგებო კრების დადგენილებით, ქართველი დევნილებისათვის დღეში სულზე გირვანქა ნახევარი პური ან ორი გირვანქა მჭადი უნდა მიეცათ. რაც შეეხება ტანსაცმლით უზრუნველყოფას, აქაც ქველმოქმედების პრინციპი მოქმედებდა. მაგალითად, საგარეჯოში ჩასახლებული 1790 ქართველი დევნილისათვის ტანსაცმელი ქართველი კათოლიკების მიერ შეღავათიან ფასებში იქნა შეძენილი. როგორც ვხედავთ, ის მცირედი დახმარებაც კი, რომელსაც ქართველ დევნილებს უწევდნენ, ძირითადად საზოგადოებრივ საწყისებს ეფუძნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკრეხელობად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებას მოვთხოვოთ ის, რაც მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ამ ფაქტორის არ გათვალისწინება და ლტოლვილთა პრობლემისადმი მიდგომის დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერების პოზიციის გამართლება ნებისმიერ მკვლევარს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან პასუხის გაცემა მოუწევს კითხვაზე: რა ღონისძიებებს ანხორციელებდნენ ლტოლვილთა დასახმარებლად თვით სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სომხური ბურჟუაზია? თუკი საარქივო და პრესის მასალებს ვერწმუნებით, ამ მიმართულებით თავი არც ერთ მათგანს დიდად არ გამოუჩენია. ეხებოდა რა ამ საკითხს გაზეთი “ერთობა” წერილში “დამშეული სომხეთი” მიუთითებდა სომხური ბურჟუაზიის სიძუნწეზე და იქვე დასძენდა: “თითქმის ერთი თვეა, რაც “კავკაზსკოე სლოვო” ბეჭდავს მოწოდებებს დამშეულთა სასარგებლოდ და იცით რამდენი შეიკრიბა? სულ რაღაც 80 ათას მანეთამდე! და ამ თანხაში ჩვენ ვერ ვხედავთ სომეხ მდიდართა წვლილს… ის სომეხი, რომელსაც თბილისში რამდენიმე… ათეული სახლი
8
მოეპოვება, ყურს არც ეხლა იბერტყავს. ის ეკლესია და სამღვდელოება, რომელსაც მილიონობით ქონება დაუგროვებია, სდუმს”.
შეჭირვებაში მყოფი თანამემამულეებისადმი გულგრილობის ძირითადი მიზეზი იმ ჩანაფიქრში უნდა ვეძიოთ, რომელიც სომეხი ერის შეიარაღებასა და საქართველოს წინააღმდეგ მის გამოყენებას ითვალისწინებდა. ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს შემდეგი ფაქტი იძლევა: როცა ამიერკავკასიის სეიმმა∗ კავკასიის ფრონტის ლტოლვილთა კომიტეტს 1918 წელს 15 მილიონი მანეთი გამოუყო, ნ. ჟორდანიას თქმით, “ამ 15 მილიონ ფულში უმრავლესობა სომხის ლტოლვილთა ორგანიზაციამ მიიღო 10 მილიონ 252 ათასი.” ამ ფაქტის დასახელებისას პარლამენტის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარეს გ. ვეშაპელმა შემდეგი რეპლიკა ესროლა “რამდენ თოფს იყიდდნენ!” ამ ფულის დიდი ნაწილი, დაშნაკცუთიუნის პარტიამ მართლაც იარაღის შესყიდვას მოახმარა. საქართველოს ხელისუფლებას, ზემოაღნიშნული 80 მილიონი მანეთი სომხეთისათვის რომ გადაეცა, მასაც იარაღის შესაძენად გამოიყენებდნენ. ამ ფაქტორმა, სომეხ ლტოლვილებთან დაკავშირებით, სომხურ პრესას, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ცილისმწამებლური კამპანიის გააქტიურების საფუძველი მისცა. ყოველივე ეს, დაშნაკცუთიუნისა და ყველა სომხური პარტიის სახელით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დავითხანიანის მიერ ქართველი ერისადმი ერთგულების დეკლარაციის წაკითხვის (1918 წლის 1 ოქტომბერი) შემდეგ მოხდა. იგი საჯაროდ აცხადებდა, რომ “მიზნად არ ვისახავთ მარტო სომხის ერის საჭიროებებზე ზრუნვას და მისი ინტერესების დაცვას, არამედ ჩვენი მიზანია, თქვენთან ერთად შევებათ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მძიმე უღელში და თქვენთან ერთად შევასრულოთ მოვალეობა, როგორც საგარეო ისე საშინაო საქმეში.” თუ როგორ შეასრულეს ეს დანაპირები დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერებმა, კარგად ჩანს იმ ბრალდებებიდან, რომლებიც მათ წამოაყენეს ქართველი ხალხისა და მისი მთავრობის მიმართ. ამის შესახებ სრულ წარმოდგენას იძლევა პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალები და საპარლამენტო სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშები. მისი შესწავლიდან ირკვევა, რომ ამ მხრივ დაშნაკცუთიუნის პარტიის გაზეთები “ორიზონი” და “აშხატავორი” აქტიურობდნენ. თუკი ისინი პირველ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებისაგან სომეხი ლტოლვილებისადმი დაუხმარებლობის შესახებ მხოლოდ უკმაყოფილო ტონით წერდნენ, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აშკარა ცილისმწამებლური ბრალდებების გამოქვეყნება დაიწყეს. ნიმუშისათვის მოვიტანთ რამდენიმე ამონაწერს: “ენვერი∗ ჟლეტს სომხის ხალხს ოსმალეთში, ხან-ხოისკი∗ ამავე დანაშაულს სჩადის აზერბაიჯანში და ნოე ჟორდანიას მთავრობა დემოკრატიულ საქართველოში.” “როდის მოეღება ბოლო ლტოლვილების ჟლეტას?” “წმინდა პოლიტიკური მიზნების გულისათვის ეს პოლიტიკა (საქართველოს მთავრობისა) ცდილობს დააუძლუროს და დაღუპოს სომეხი ლტოლვილები.” “ნუ მართავთ საქართველოში მეორე მესოპოტამიას∗.” “ეს ჟლეტა უნდა შეწყვეტილი იქნას, ჩვენ არ შეგვიძლია ენვერის დანაშაულობა საქართველოს საზღვრებშიაც დავუშვათ. სომხის მთავრობა, საქართველოს სომხის მთელი მოსახლეობა,
9
ტფილისის ყველა სომხური ორგანიზაციები და ყველა მოქალაქე სომხები არავითარ მსხვერპლს არ უნდა დაერიდონ და აიძულონ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სომხის ხალხის მშვიდობიანი ჟლეტა.” სომხური პრესის საშუალებით გავრცელებული ეს ბრალდებები, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებელი საქართველოსადმი სომხური მოსახლეობის დაპირისპირებას ითვალისწინებდა. იგი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის, მისი პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობასაც წარმოადგენდა. ბუნებრივია, მოწინააღმდეგის ეს ჩანაფიქრი ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთ უყურადღებოდ არ დარჩენიათ და მას საფუძვლიანი პასუხიც გასცეს. იმ უამრავი მასალიდან, რომელიც ქართულმა პრესამ გამოაქვეყნა, განსაკუთრებული ინტერესი გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილმა სტატიებმა, _ “საქართველოს მესოპოტამია” და “დაშნაკცუთიუნის ახალი ფანდი” გამოიწვია. პირველ წერილში დაწვრილებითაა განხილული დაშნაკცუთიუნის პარტიის მიერ 1915_1916 წლებში ოსმალეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება და იგი დანაშაულებრივ აქტადაა აღიარებული. აღნიშნული აქტის შედეგს 1,5 მილიონი სომხის ფიზიკურად განადგურება, ხოლო 600 ათასის მესოპოტამიის უდაბნოში გადასახლება წარმოადგენდა. “მესოპოტამიის უდაბნო და იქაური საფლავი” _ ვკითხულობთ სტატიაში, _ “აი რა არგუნა ბედმა სომეხ ხალხს ოსმალეთში დაშნაკცუთიუნის წყალობით.” ამ ფაქტის შეხსენება იმას ნიშნავდა, რომ სომხურ მოსახლეობას დაშნაკცუთიუნის პარტიისადმი აყოლა კარგს არაფერს უქადდა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ოსმალური ვარიანტის გამეორებას არაფრით არ დაუშვებდა. ეს წინასწარი გაფრთხილება გამოკვეთილად გაისმა ზემოთ დასახელებულ მეორე სტატიაში, _ “დაშნაკცუთიუნის ახალი ფანდი”. მასში გარკვევითაა ნათქვამი, რომ აღნიშნული პარტიის ბოლო პერიოდის მთელი საქმიანობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაზე იყო აგებული. გაზეთი დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერებს მკაცრი ტონით შეახსენებდა: “ყველა თქვენი ნაწერი სომეხ ლტოლვილთა შესახებ სიმართლე რომ იყოს, შეგნებულ და წინასწარ განზრახულ ცილისწამებას არ წარმოადგენდეს, ყოველი მოქალაქის ვალი იქნებოდა “თალათ∗ ფაშების და ენვერ ფაშების” წინააღმდეგ იარაღით გაელაშქრათ. მაგრამ თქვენი მუხანათობა სწორედ იმაშია, რომ ყველა თქვენი ნაწერი სომეხ ლტოლვილთა შესახებ მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა… თქვენი ფიცი საქართველოს ერთგული მოქალაქენი ვართ და ამბოხებისაკენ მოწოდება აზრადაც არ მოგვსვლიაო, თქვენს მოწინაღმდეგეებში ზიზღს იწვევს თქვენდამი. იყავით მტრები, მაგრამ იყავით კეთილშობილი მტრები, ისე რომ თქვენი მოწინააღმდეგენიც პატივისცემით გეპყრობოდნენ.” როგორც ვხედავთ, აქ დაშნაკცუთიუნის პარტიის პოლიტიკური სახეა გაშიშვლებული. ასეთი მკაცრი ტონი იმითაც იყო განპირობებული, რომ საქართველოს მოსახლეობას გარკვევით სცოდნოდა მიმდინარე შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი მმართველი პარტიის პოზიცია. ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რესპუბლიკის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური
10
ზემოქმედების პარალელურად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ქართული პოლიტიკური აზრის მიმართულებაც იყო გამოკვეთილი. მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, დაშნაკცუთიუნის პარტიიდან მომდინარე ბრალდებებისა და ამ პოლიტიკური ორგანიზაციისადმი ხელისუფლების და ქართული პოლიტიკური აზრის ოფიციალური დამოკიდებულება. ბუნებრივია, ქართული პოლიტიკური აზრი, ეროვნული საწყისებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მაგრამ მისი ლიდერები ზომიერების გრძნობას არ კარგავდნენ.
ნიშანდობლივად უნდა მივიჩნიოთ, რომ რეგიონალური მასშტაბით განცდილი მარცხის მიუხედავად, დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, ცილისწამების კამპანიას ფართო მასშტაბური ხასიათი მიცსეს და ევროპის პრესის ფურცლებზე გადაიტანეს. ამის დამადასტურებლად, თბილისში, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლის ჯამალიანის მიერ, კიევში “სომხეთის რესპუბლიკის კომისარიატის” წარმომადგენლის სახელზე გაგზავნილი დეპეშა გამოდგება. ეს დოკუმენტი გაზეთმა “კავკაზსკოე სლოვომ” გამოაქვეყნა. იგი კიევში მყოფ სომხეთის წარმომადგენლობას ავალებდა, ქართველებისაგან ლტოლვილი სომხების, ვითომდა, შევიწროების ფაქტები დასავლეთ ევროპისათვის გაეცნო. ეს ანტიქართული პროპაგანდა, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში საქმიანობას დაამთხვიეს. მხედველობაში გვაქვს საქართველოში დემოკრატიული წესების დამკვიდრებაზე და მასში მაცხოვრებელი ეთნიკური უმცირესობების სრულუფლებიანობაზე დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერების დარწმუნების მცდელობა. იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები, საქართველოსთან მიმართებაში სომხურ ცილისწამებას ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ, იგი უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდა საქართვე-ლოსადმი ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულებაზე და მისი აღიარების დაჩქარებას ხელს შეუშლიდა. ვფიქრობთ, დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა ქმედებაში სწორედ ეს ჩანაფიქრი იყო ჩადებული.

ჯამალიანის ზემოთ მითითებულ ბრალდებას, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები მაშინვე გამოეხმაურნენ, ფაქტობრივი მასალით ნიღაბი ახადეს ჯამალიანისა და მისი პარტიის ანტიქართული საქმიანობის განმაპირობებელ მიზეზებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება გაზეთ “ერთობაში” ჯავახელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა წერილმა, _ “სისხლში გასვრილი ხელები” მიიქცია. მასში საუბარია დაშნაკელი სომხების მიერ ახალქალაქის მახლობლად მდებარე ქართული სოფლის, _ ხოსპიას მაჰმადიანი ქართველების, გვარად ფალავანდიშვილების ამოწყვეტაზე. ამ ბარბაროსულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 10 მაისის სხდომამ საგანგებოდ იმსჯელა და სათანადო შეკითხვით სომხურ ეროვნულ საბჭოსაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულისა და მთელი რიგი სამხილი ფაქტების მოტანის შემდეგ, სტატიის ავტორი გულისწყრომით დასძენდა: “დღეს სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი კიეველ სომხეთის ელჩს ემუდარება, აცნობოს ევროპას, რომ საქართველოს მთავრობა

11
აწამებს ლტოლვილებს… რათ არ აცნობეთ ბ-ნო ჯამალიანო, ზორიანებო და კამპანიავ მთელ ქვეყანას, რომ ახალქალაქელმა თქვენმა ამხანაგებმა თავები მოჰკვეთეს უდანაშაულო ქართველ მაჰმადიანებს, რომ თქვენი ამხანაგი დაშნაკელები იქედან მაშინ გამოიპარნენ… ან რად არ ამბობთ იმასაც, რომ სომეხ ლტოლვილებთან ერთად ამოწყდა ქართველი ლტოლვილებიც, უკანასკნელი მესხები და ჯავახელები… განა საქართველოს მთავრობას რომ საშუალება ჰქონოდა, არ დააბინავებდა და არ უშველიდა ამ მისთვის ძვირფას მესხებს და ჯავახელებს, უკანასკნელ შთამომავლობას ჩვენი კულტურის აკვანისა? თქვენ აფათურებთ დაშნაკელებო სისხლში გასვრილ ხელებს და გსურთ მისი ლაქით გასვაროთ ქართული დემოკრატია.” იმ პერიოდის სომხური პრესის “აშხატავორი”-სა და “ორიზონი”-ს წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკაში ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობაზე თვალებს ხუჭავდნენ და მთელი აქცენტი საქართველოს ლტოლვილებზე გადაჰქონდათ. სინამდვილე კი სულ სხვა სურათს იძლეოდა. ამასთან დაკავშირებით, არჩილ ჯაჯანაშვილმა საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს ერევნიდან მიღებული კორესპოდენცია გააცნო, სადაც სომეხ ლტოლვილთა უმწეო მდგომარეობა იყო აღწერილი. “აი ეს არის თვით სომხების დედაქალაქში”, _ ამბობდა ა. ჯაჯანაშვილი _ “და ნუთუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ სომხის მთავრობამ ლტოლვილებს მესოპოტამია შეუქმნა თავის ქალაქშიო. რასაკვირველია, პროვოკატორები იტყვიან ამას და არა ნამდვილი გულწრფელი მეგობრები ხალხისა. ისეთივე პროვოკატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ლტოლვილებისათვის მესოპოტამია შექმნა საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ ვერ მოახერხა და იმდენად ვერ დაეხმარა ამ ლტოლვილებს, რამდენადაც თვით მას საჭიროდ მიაჩნია.”

საქართველოს ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდებების გაბათილების მიუხედავად, გაზეთი “ორიზონი” ქართველთა საწინააღმდეგო პროპაგანდას კვლავაც აგრძელებდა. მორიგი ცილისწამება, რომელიც გაზეთმა დაბეჭდა იმაში მდგომარეობდა, რომ თითქოს ოსმალეთის მთავრობისაგან მიღებული თანხმობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება სომეხი ლტოლვილების პირვანდელ საცხოვრის ადგილებში დაბრუნებას ხელს უშლიდა. აქედან გამომდინარე, გაზეთი სომხურ მოსახლეობას მოწოდებით მიმართავდა: “მოითხოვეთ ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში.” იგივე ბრალდებით წარსდგა სომხური დელეგაცია იაკჯანიანის (ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) მეთაურობით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან. შეეხო რა აღნიშნულ საკითხს, პარლამენტის სხდომაზე ნ. ჟორდანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური პრესა ისეთი ფორმით ითხოვს ლტოლვილების დაბრუნებას, “თითქოს ჩვენ ვიჭერთ ამ ლტოლვილებს, ეს ისეთი… პროვოკაციაა რომ ამის მსგავსი ჭორი ჯერ ჩვენ არ გვსმენია.” ყურადღება მან პრესის თავისუფლებაზეც გაამახვილა და გაზეთი “ორიზონი”-ს საქმიანობა შუღლის დათესვისა და ბოროტების გამოვლინებად მიიჩნია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ლტოლვილთა წინანდელ საცხოვრისზე დაბრუნებით ადრევე იყო დაინტერესებული და ამ მიმართულებით მას წინააღმდეგობა არასოდეს
12
გაუწევია, პირიქით, “თუმცა დღეს შეიძლება მათი წაყვანა”, _ ამბობდა ნ. ჟორდანია _ “გზა გახსნილია, მაგრამ ერთი ქაღალდიც არ მოგვსვლია და არც უთქვამთ: “აბა შენი ჭირიმე დაგვეხმარეთ, წაგვიყვანეთო”. ისინი ამას არ ფიქრობენ.. .მხოლოდ გაჰყვირიან “მესოპოტამია არისო” და თუ ეს მესოპოტამიაა, უნდა ცდილობდნენ აქედან წაიყვანონ.” საქართველო თუ მართლა სომეხ ლტოლვილთა სასაკლაო იყო, როგორც ამას დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერები გაჰყვიროდნენ, სომხეთის მმართველ პარტიასა და მის ხელისუფლებას ლტოლვილი თანამემამულეების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაყვანაზე უნდა ეზრუნათ. ამ მიმართულებით ისინი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდნენ. რაც შეეხება სომეხი პოლიტიკოსების მიერ საკითხის ამ კუთხით დასმას, იგი უბრალოდ პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. საქართველოსთან იდეოლოგიურ ფრონტზე წაგებული ბრძოლის გამო, სომეხი პოლიტიკოსები და სომხური მასმედია, ევროპული სახელმწიფოების მისიის წარმომადგენლებში და მოსახლეობის ფართო წრეებში, შერყეული რეპუტაციის აღდგენასა და დივიდენდების მოპოვებას საქართველოს ავტორიტეტის დისკრედიტაციის ხარჯზე ცდილობდნენ. ქართველი პოლიტიკოსებისათვის, სომეხთა ეს მაკიაველიზმი ცნობილი იყო, ამიტომ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირების რადიკალური გზა აირჩიეს და სომეხი ლტოლვილების საქართველოდან დაუყოვნებლივი გაყვანის საკითხი დააყენეს. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას პარლამენტის სხდომაზე სპ. კედიას გამოსვლა იქცევს. იგი სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოსახლებული სომხების ისტორიულად სამკვიდრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებდა. “ეს გადასახლება,” _ ამბობდა სპ. კედია _ “არის ერთადერთი გზა, რომელიც ქართველ-სომეხთა უთანხმოების მიზეზს მოსპობს… ეს არის ერთად-ერთი საშუალება, რომელიც… საფუძვლიანად და რადიკალურად გადაჭრის სომხეთის საკითხს და გააქრობს იმ სომხურ იდეას, რომელიც საქართველოს დამხობას და დაშლას ემსახურება. სომხეთის ხელმძღვანელები რომ გამოფხიზლდებოდნენ და იმის მაგივრად, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ძირი უთხარონ, შინ აჯანყება გაგვიმართონ, სომხეთის ბედის მოწყობას ეცდებოდნენ… მაშინ მოისვენებს საქართველო და მთელი ამიერკავკასიაც და მოგებული დარჩება თვით სომხობაც. თუ ეს არ იქნება და სომხები, რომლებიც აქ მოსახლეობენ, აქვე დარჩნენ სამუდამოდ, მაშინ ყოველთვის მოსალოდნელი იქნება სააყალ-მაყალო მასალის აფეთქება. ერთად-ერთი გარანტია ჩვენი მთლიანობის დასაცავად ჩვენს შინაურ სიმტკიცეში უნდა ვეძიოთ. ყოვლად შეუძლებელია მარტო სომხის კეთილ სურვილზე იყოს მიგდებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ბედი. შეუძლებელია სომეხთა იდეიის და ძალის გაბათილება საქართველოში თვით სომხობის კეთილ გუნებით მოხდეს. ეს კი უნდა მოხდეს და თუ მოხდა, ეს იქნება შედეგი ჩვენი შინაური სიმტკიცისა და არა სომხის ერის, სომხის ხალხის თავისუფალი სურვილის ნაყოფი. ამიტომ მუდამ შინაური სიმტკიცისათვის უნდა ვიზრუნოთ, მუდამ თვალი… გვეჭიროს ფხიზლად, ყოველთვის მზად უნდა ვიყვეთ.” ეს ვრცელი ამონაწერი შეგნებულად მოვიტანეთ, რადგან დასმულ პრობლემასთან

13
მიმართებაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის საპროგრამო მითითებების ხასიათს ატარებდა. აღნიშნული შეხედულების ჩამოყალიბებისათვის სპ. კედიას მყარი საფუძველი გააჩნდა. მისი ასეთი პოზიცია დაშნაკცუთიუნის პარტიის ანტიქართული საქმიანობით იყო განპირობებული.

რაც შეეხება სომხური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოსმალეთი თანახმა იყო სომეხი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებაზე, აშკარა სიცრუეს წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სხდომის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ, ლტოლვილების პირვანდელ საცხოვრისში დაბრუნების საკითხი, თურქეთის წარმომადგენლის ესად ფაშას წინაშე 1918 წლის 22 აგვისტოს დასვა, ხოლო 6 სექტემბერს ამის შესახებ ოფიციალური ნოტით მიმართა. იმავდროულად გერმანიაში მყოფ აკ. ჩხენკელს შეტყობინება გაუგზავნა, ლტოლვილების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, თურქეთის ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად, გერმანიის მთავრობას მოლაპარაკებოდა. საქართველოს მთავრობამ, ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენლის აბდულ ქერიმისგან იმავე წლის 26 ოქტომბერს სპეციალური ნოტა მიიღო, რომელშიაც ლტოლვილთა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე იყო მითითებული. მასში ოსმალეთის ორი და საქართველო-სომხეთის თითო წარმომადგენელი უნდა შესულიყო. პირველ რიგში კომისიას ლტოლვილთა რაოდენობის გარკვევასთან ერთად, მათი დასასახლებელი თავისუფალი ადგილებიც უნდა დაედგინა. ამ სამუშაოს ჩატარების შემდეგ მოხდებოდა თითოეულ პიროვნებაზე უკანდასაბრუნებელი შესაბამისი ნებართვის გაცემა.

დასახული ამოცანის განხორციელება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვდა. ბუნებრივია, ლტოლვილთა საკითხის გადაწყვეტაც ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანას უნდა დაქვემდებარებოდა. ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ სომეხი ლტოლვილების ის ნაკადი, რომელმაც კომისიის ნებართვის გარეშე საზღვარზე გადასვლა გადაწყვიტა, თურქი ჯარისკაცების მიერ ადგილზევე იქნა დახვრეტილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნ. ჟორდანიამ პარლამენტის 8 ნოემბრის სხდომას გენ. მაყაშვილისგან მიღებული დეპეშა გააცნო სადაც ვკითხულობთ: “Цалкинские беженцы, переходят границу. Турецкие войска обстреливают их. По донесению капитана Канделаки про-исходит целое сражение. Со стороны турок открыт артилерийский огонь. Беженцев забросали ручними гранатами. Убитых много.” ეს დოკუმენტი შესანიშნავად ადასტურებს სომეხი ლტოლვილებისადმი თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. იგი იმაზედაც მიუთითებს, თუ რა დონეზე ტყუოდა დაშნაკცუთიუნის პარტია, როცა სომეხ ლტოლვილებს პირველსაცხოვრისში დასაბრუნებლად ოსმალეთის ხელისუფლების თანხმობის შესახებ არწმუნებდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მოვლენების განვითარების პროცესმა აშკარად წარმოაჩინა დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა ორპირი ბუნება. მხედველობაში გვაქვს შემდეგი ფაქტი: როცა საქართველოს ხელისუფლებამ სომეხი ლტოლვილების სომხეთის რესპუბლიკაში წაყვანისა და იქ დასახლების საკითხი ოფიციალურად დააყენა,

14
ამ მოთხოვნაზე სომხეთის მთავრობამ უარით უპასუხა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე ნ. ჟორდანია ამბობდა: “ჩვენ გავუგზავნეთ ერთი ნოტა ბ-ნ ჯამალიანის ხელით (სომხეთის შ.ვ.) მთავრობას და შევუთვალეთ… ზამთარი მოდის და… გთხოვთ, მიიღოთ ლტოლვილთა ერთი მესამედი და წაიყვანოთ თქვენს ტერიტორიაზე. ერთი მესამედი შეიძლება … გადავასახლოთ არმავირის რაიონში და ერთი მესამედი ჩვენ დავირჩინოთ. ჩვენ მივიღეთ ამის პასუხი… კატეგორიულად გამოგვიცხადეს,… სომხის ლტოლვილებს ჩვენ ვერ წავიყვანთ სომხეთში ჯერ-ჯერობითო.” ყურადღება უნდა მივაქციოდ იმ გარემოებას, რომ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობა სომხურ ეროვნულ საბჭოსთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. ამის დამადასტურებლად ახალქალაქის სომხური სათვისტომოს გამგეობის მიერ, საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი 1918 წლის 9 ნოემბერს გაგზავნილი სპეციალური თხოვნა გამოდგება. მასში საუბარია სომეხ ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობაზე და მითითებულია რომ მათი ჩრდილო კავკასიაში ან სომხეთში დეპორტაცია სრულიად გაუმართლებელია. ისინი ითხოვდნენ საქართველოს იმ კუთხეში მიეცათ ლტოლვილებისათვის თავშესაფარი, რომელიც მათთვის შესაფერისი იქნებოდა.

სომეხ ლტოლვილთა საქართველოში დასახლებას გაზეთი “კავკაზსკოე სლოვოს” ერთ-ერთმა კორესპოდენტმა სერგეი გოროდეცკიმ დაუჭირა მხარი. მან საქართველოს ხელისუფლების წინაშე კონკრეტული მოთხოვნა დააყენა: “თუ ინტერნეციონალისტები ხართ, ყველა ლტოლვილი სომეხი საქართველოში დაასახლეთ”-ო. როცა საკითხი ასე პრინციპულად ისმება, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, სომხეთის ხელისუფლებას შეეძლო თუ არა ლტოლვილი სომხების თავის ტერიტორიაზე დასახლება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის 1918 წლის 6 ნოემბრის სხდომამ იმსჯელა. მოტანილი ფაქტებიდან გაირკვა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები შეშინებული მუსულმანები, ახალქალაქის რაიონში გადმოსახლებულან და ათეულობით დაცარიელებული სოფელი დაუტოვებიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხდომის მონაწილენი ერთხმად მიუთითებდნენ, რომ “სომხეთის მთავრობას შეეძლო იქ დაესახლებინა ლტოლვილი სომხები, მაგრამ ამაზე არ თანხმდება. ხოლო ბ-ნი ჯამალიანი რაღაც ორჭოფულ პოლიტიკას აწარმოებს.” როცა ნ. ჟორდანიამ სომხეთის წარმომადგენლობას მეორე ვარიანტი, კერძოდ, _ ბორჩალოს მაზრის სომხურ სოფლებში ლტოლვილების ჩასახლება შესთავაზა, ისინი ამაზედაც წინააღმდეგნი წავიდნენ. იმის გასარკვევად, თუ რით იყო განპირობებული სომხეთის ხელისუფალთა ასეთი პოზიცია, ამომწურავ პასუხს იძლევა გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებული მოწინავე წერილი, _ “დაშნაკელები და ლტოლვილები.” მასში გარკვევითაა ნათქვამი, რომ “დაშნაკელებმა უარი განაცხადეს (სომეხ ლტოლვილთა სომხეთში გადასახლებაზე, შ.ვ.), რადგან ისინი ხელმძღვანელობდნენ “დიდი სომხეთის” იდეალით, ეშინოდათ ახალქალაქის მაზრაში სომეხ მცხოვრებთა რიცხვი არ შემცირებულიყო,… მათ აზრად ქონდათ მომავალში ახალქალაქის მაზრაზე პრეტენზია გამოეცხადებინათ და ამ განზრახვაზე როგორ აიღებდნენ
15
ხელს?” ხოლო იგივე გაზეთი სტატიაში, _ “სომხეთის ვექილთა კილო” მიუთითებდა: “სომეხთა ლტოლვილნი (დაშნაკცუთიუნის პარტიისათვის შ.ვ.) ის “მძიმე არტილერიაა,” რომლიდანაც გამოსროლილი ყუმბარები, მათი აზრით, საქართველოს რესპუბლიკას შიგ გულში ხვდება! და განა ისინი ამაზე ხელს აიღებენ?” აღნიშნული ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, საქართველოდან სომეხი ლტოლვილების გაყვანა, სომხეთის ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენდა. მათი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს მთავრობის ლიდერები, თავიანთი პოლიტიკის ზემოქმედების ქვეშ მოექციათ და მათივე ხელით სომხური საქმე ეკეთებინათ. რაც შეეხება ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს, ამ საკითხთან მიმართებაში მათ გამოკვეთილი პოზიცია გააჩნდათ. სომეხი ლტოლვილების მიერ ყოველი მტკაველი ქართული მიწის დაჭერას, ისინი საქართველოს წინააღმდეგ აგებულ ციხე-სიმაგრედ მიიჩნევდნენ. აქედან გამომდინარე, სომხების ახალი ნაკადის საქართველოში შემოსვლას ქართული ტერიტორიების დაკარგვად აცხადებდნენ. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ეს თვალსაზრისი ოფიციალურად საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე იქნა გამოთქმული. ქართველი პარლამენტარები ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე ამბობდნენ იმას, რასაც საქართველოსთან მიმართებაში სომეხი ლტოლვილების შესახებ ფიქრობდნენ. ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რადგან საჭირო იყო საზოგადოებას დაშნაკცუთიუნის პარტიის საქმიანობაზე და მის მიზნებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. სწორედ ეს გარემოება ჰქონდა მხედველობაში სპ. კედიას, როცა პარლამენტის იმავე სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში სომხური ელემენტის აგრესიული ძალის შესახებ მიუთითებდა. მათი მიზანი, როგორც ორატორი ამბობდა, საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა იყო. აქედან გამომდინარე, იგი საქართველოს საზღვრებში ქართველებისა და სომხების ერთად მოთავსებას შეუძლებლად მიიჩნევდა. ამის დასტურად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ორგანიზაციების ანტიქართული საქმიანობის მაგალითები მოყავდა და იქვე დასძენდა: სომეხი ნაციონალისტი “მხოლოდ მარჯვე დროს უცდის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს _ ყველა ეს ნათლად მოწმობს, თუ რამდენად შეუძლებელია და რა დიდი მტერია საქართველოსი ის სომხეთის იდეა, რომლის მეთაურად და სულის ჩამდგმელად დღეს დაშნაკელები გამოდიან.”

დაშნაკცუთიუნის პარტიასთან დაკავშირებული მასალების შესწავლიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზემოთ მითითებული გამოლაშქრება სომეხმა ნაციონალისტებმა მაშინ დაიწყეს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას მეზობელი სახელმწიფოებისაგან, განსაკუთრებით საბჭოთა რუსეთიდან და ადგილობრივი კონტრევოლუციისაგან საფრთხე დაემუქრა. ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშე ისმება კითხვა, თუ რა კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა სომხურ ნაციონალისტურ პარტიას, როდესაც პრესის ფურცლებზე საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია ატეხა. დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, ამომწურავ პასუხს საქართველოს პარლამენტის 8 ნოემბრის

 16
სტენოგრაფიული ანგარიში იძლევა. ამ სხდომაზე ირ. წერეთელი ამხელდა რა დაშნაკცუთიუნის პარტიის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას, ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ისინი “სულით და გულით მიისწრაფვიან იქეთკენ, რომ ააღელვონ ჩვენს საზღვრებში მცხოვრები სომხები, გამოიყვანონ იარაღით ხელში საქართველოს დემოკრატიის და მთავრობის წინააღმდეგ, და თავიანთ ეროვნულ გამარჯვებად ჩათვლიან ამას.”

სომეხ ნაციონალისტებს საქართველოში აჯანყების მოწყობა, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთდაპირისპირება რომ ქონდათ ჩაფიქრებული, ეს კარგად ჩანს იმავე პარლამენტის სხდომაზე ნ. ჟორდანიას გამოსვლიდან. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქვეყნოდ აცხადებდა, რომ დაშნაკცუთიუნის მთავრობის ლიდერებს “ჰსურს აქ მოიმოქმედონ ის, რაც მოიმოქმედეს სუყველგან. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამას მათ არ დავანებებთ. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ აქ შეიქმნას ეროვნული შუღლი და განხეთქილება.” აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო დააკონკრეტა გაზეთმა “ერთობამ” სტატიაში, _ “საქართველოს მესოპოტამია.” მასში დაწვრილებითაა საუბარი დაშნაკცუთიუნის პარტიის იმ სააგიტაციო საქმიანობაზე, რომელსაც საქართველოში ეწეოდნენ და რომლის შესახებაც ნაწილობრივ ზემოთაც გვქონდა მითითებული. აღნიშნულიდან გამომნდინარე, გაზეთი ასკვნიდა: “განა გასაკვირი იქნება ვინმესთვის, რომ ამგვარ მუშაობას, შეტაკება, ერთა შორის ჟლეტა მოჰყვეს? მაგრამ დაშნაკელები ამ შემთხვევაში აბა რას დაჰკარგავენ. თავი მოგვეჭრება ჩვენ, თორემ დაშნაკელებს როდის დაუზოგავს სომხის ხალხის ან სხვა ერის სისხლი? არ დაუზოგავთ ის არც ოსმალეთში, არც კავკასიაში! საქართველო დღემდე ამ მხრით შენახული ქვეყანა იყო და სწორედ ეს წმინდა ადგილი ჰსურთ წაბილწონ. ბრძოლის იმგვარივე წესები, როგორიც ოსმალეთში სჩვევიათ დაშნაკელებს, იმგვარივე თავხედობა გაუტანლობა, საქართველოშიაც გადმონერგა ამ პარტიამ.” ჩვენს მიერ მოტანილი მასალები იმის დამადასტურებელია, თუ რა სახიფათო “თამაშს” ეწეოდა აღნიშნული პარტია და რამდენად დიდ საფრთხეს ქმნიდა იგი ქართველი ერის ერთა შორის ომში ჩასათრევად. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხები გამოდევნეს, ხოლო ამ უკანასკნელებმა თავი საქართველოს შეაფარეს. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში, _ “ამიერკავკასიის რესპუბლიკები” გულისტკივილით წერდა: “აზერბაიჯანის ფარისეველნი ამბორს უყოფენ აქსტაფაში სომხის ნაციონალისტებს. ნუხის და სხვა მაზრიდან, ე. ი. აზერბაიჯანის სამფლობელოდან სომხის ლტოლვილები ათასობით და ათიათასობით მოდიან საქართველოს საზღვრებში. სომხის შოვინისტებს სადაოდ და საბრძოლველ საგნად გაუხდიათ არა ის ვინც ამ ხალხს ერეკება, არამედ ჩვენი დემოკრატია, რომელიც დღევანდელი მდგომარეობის გამო შესაფერისად ვერ ახერხებს მათი გაჭირვების შემსუბუქებას. ორივე რესპუბლიკა კი ერთად ილაშქრებს საქართველოს წინააღმდეგ, იგიც რომელიც სდევნის მეორეს და იგიც რომელსაც სდევნის შოვინისტი. იმ შოვინისტებს უფრო უთანხმდება, რომელიც აწიოკებს, ვინემ დემოკრატიას.”

 17
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ დაშნაკცუთიუნის პარტიის მეშვეობით, ათასობით სომეხი ლტოლვილის საქართველოში თავშეფარება, მათდამი საქართველოს ხელისუფლების ტოლერანტული დამოკიდებულება, ქართველ ერს ბუმერანგივით დაუბრუნდა და მომავალი თაობები თავსატეხი პრობლემის წინაშე დააყენა. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სომხურმა ნაციონალისტურმა პარტიამ, ლტოლვილი სომხები ქართველთა საწინააღმდეგოდ მაქსიმალურად გამოიყენა და არსებული ხელისუფლების დასამხობად ყველა საშუალება მოსინჯა. მხედველობაში გვაქვს ბოლშევიკების მიერ მოწყობილ დუშეთის აჯანყებაში (1918 წლის ივნისი) სომეხი ლტოლვილების აქტიური მონაწილეობა. ამას სომხეთის ხელისუფლების მიერ 1918 წლის დეკემბერს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების ფაქტსაც თუ დავუმატებთ, ბუნებრივია, სომეხი ლტოლვილებისადმი ქართული პოლიტიკური აზრის მტრული დამოკიდებულება არ უნდა გაგვიკვირდეს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ, რომ სამთავრობო დონეზე სომეხი ლტოლვილების საქართველოდან განდევნის საკითხი დააყენეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ყურადღებას გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილი სტატია, _ “ლტოლვილების საკითხი” იქცევს. იგი მთავრობის დადგენილებას ეხმაურებოდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სომეხი ლტოლვილების საქართველოდან დაუყოვნებლივ გაძევებას ავალებდა.1

სტატიის ავტორი, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ამართლებდა და მისეულ არგუმენტაციას შესაბამისი ფაქტებითაც ასაბუთებდა. ყურადღებას ამახვილებდა სომხეთის შეძლებული კლასებისა და მისი ხელისუფლების მიერ საქართველოზე თავდასხმის მოსაწყობად გაღებულ ხარჯებზე. საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაციის საწარმოებლად თბილისსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამომავალი ჟურნალების დაფინანსების ფაქტებზე, მაშინ როდესაც “სომხეთის ქვეშევრდომები ლტოლვილების სახით, “ _ ვკითხულობთ წერილში _ “მოსდებიან ჩვენს დაბა-ქალაქებს, ნთქავენ აუარებელ სურსათს, ავრცელებენ გადამდებ სენს და ზოგი მათგანი დაშნაკურ იდეებსაც ქადაგებს და ბნელ ელემენტებს რაზმავენ ჩვენს წინააღმდეგ. შეუძლებელია ასეთი მდგომარეობა კიდევ გაგრძელდეს: ჩვენ ისედაც ნაკლებად გვაქვს სურსათ-სანოვაგე, ჩვენი ხაზინა სახელმწიფოებრივ მოთხოვნასაც გაჭირვებით აკმაყოფილებს და ამ დროს ათასობით ლტოლვილების დატოვება ჩვენს ტერიტორიაზე, ეს იქნებოდა ერევნის მთავრობისათვის ტვირთის შემსუბუქება. სხვა დროს ჩვენს… მეზობლებს დახმარებას არ ვაკლებდით. დღეს

—————–

1 სომხეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 1919 წლის 5 მაისს გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ თანახმა იყო საქართველოდან 11700 სომეხი ლტოლვილი გაეყვანა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობა საქართველოს ლტოლვილთა კომიტეტს ატყობინებდა: “ა.წ. 3 მაისის თქვენს მოთხოვნაზე # 452 გაცნობებთ, რომ თბილისიდან გაემგზავრება 1700 ახალციხელი, 6000 ახალქალაქელი და 2000 ყარსელი სომეხი ლტოლვილი. გადაწყვეტილია ხვალისთვის კიდევ 2000 ყარსელის გაგზავნა.” სცსსა. ფ. 1863. აღწ. 1. საქ. 1501. ფურც.105

18
ერევნის მთავრობამ თვითონ უნდა არჩინოს თავისი ლტოლვილები, რაკი ის იმდენად მოღონიერებულია, რომ ომსაც გვიცხადებს და ამისათვის არავითარ ხარჯებს არ ერიდება.” როგორც ვხედავთ აქ ყველაფერია ნათქვამი. ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ რეალურად გააცნობიერა საქართველო-სომხეთის ურთიერთობასთან დაკავშირებული მოვლენები. აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სწორი შეფასება მისცა. ეს იქედანაც ჩანს, რომ ზემოთ მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებაში ბრალი სომეხ ერს კი არ დასდო, არამედ აქცენტი მხოლოდ სომხეთის ხელისუფლებასა და მის მმართველ დაშნაკცუთიუნის პარტიაზე შეაჩერა.

ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოსალოდნელი დაძაბულობის განმუხტვის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ივ. გომართელის წინადადებამ მიიქცია. იგი საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედი დაშნაკცუთიუნის პარტიის დაუყოვნებლივ ალაგმვას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, ამ პარტიის თავისუფალი მოქმედება დიდ საფრთხეს მოუტანდა ქართველი და სომეხი ხალხის ურთიერთობას. რამდენადაც ივ. გომართელის ამ მოსაზრებას შესაბამისი დასაბუთებაც ახლდა, მხარი შ. ქარუმიძემაც დაუჭირა. მისი თქმით, სომეხი ნაციონალისტების წინააღმდეგ “ბრძოლა მთავრობამ უნდა აწარმოოს სასტიკი და მოურიდებელი… ბრძოლა მასთან არის… ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ერის სურვერენობისათვის და ჩვენ ყველანი ერთნი უნდა ვიყვნეთ ამ დიდს მოვალეობაში სიტყვითაც და საქმითაც.” როგორც ვხედავთ, სომეხი ნაციონალისტების ანტიქართული პოლიტიკისადმი დაპირისპირების აუცილებლობას, ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას უკავშირებდნენ, ამიტომ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, როცა სპ. კედია პარლამენტარებს შეახსენებდა, რომ დაშნაკცუთიუნის პარტიასთან “მიმართებაში ჩვენ არ შეგვიძლია თავაზიანობისა და გაუბედაობის პოლიტიკა გავაბათ. ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი სანტიმენტები უნდა უკუ ვაგდოთ.” ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, ბუნებრივია, ქართული პოლიტიკური აზროვნების წინაშე კონკრეტული ხასიათის შეკითხვა დაისვა: შეიძლებოდა თუ არა საქართველოში მომქმედი დაშნაკცუთიუნის პარტიის წარმომადგენლებისადმი საქართველოს ხელისუფლებისაგან ნდობის გამოცხადება? ამასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსთა პოზიცია ცალსახა იყო. ანალიზს უკეთებდნენ რა აღნიშნული პარტიის საქმიანობას, მისდამი უნდობლობის გამოცხადებას ერთხმად მოითხოვდნენ. პარლამენტის სხდომაზე ივ. გომართელმა ხაზგასმით მიუთითა იმ დიდი სხვაობის შესახებ, რომელიც დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა სიტყვასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის არსებობდა. აქედან გამომდინარე, უნდობლობის ოფიციალურად გამოცხადების საჭიროება აუცილებლობად მიიჩნია. რამდენადაც პარტიის პოლიტიკურ კურსს ძირითადად პიროვნებანი განსაზღვრავენ და მისი საქმიანობის შედეგი თითოეულ ინდივიდზე ძლიერაა დამოკიდებული. ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენელთა მიერ პიროვნებებზე აქცენტის გადატანა, გამართლებულად უნდა მივიჩნიოთ. ამ
19
შემთხვევაში არ. ჯაჯანაშვილის მიერ პარლამენტის სხდომაზე დაშნაკცუთიუნის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ა. ხატისოვის∗, როგორც პოლიტიკური ფიგურის დახასიათება გვაქვს მხედველობაში. მისი თქმით: “ორნაირი პოლიტიკის მწარმოებელი ხატისოვი რუსეთს ეფიცებოდა ერთგულებას, და დღეს კი, როდესაც გარემოება შეიცვალა, ოსმალეთს ეფიცება იმავე ერთგულებას, ოსმალეთს, რომლის წინააღმდეგაც ღალატს აწარმოებდა. ხატისოვი ტიპიური წარმომადგენელია იმ პოლიტიკის, რომელმაც შექმნა ეს ლტოლვილები. ტყუილად ჰგონიათ, რომ მხოლოდ ომიანობას შეუძლიან შეჰქმნას ლტოლვილები, არა, ლტოლვილები შეიძლება შეჰქმნას პოლიტიკურმა მოუმწიფებლობამ, ავანტიურიზმმა.” როგორც ვხედავთ, ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ, დაშნაკცუთიუნის პარტიისა და მისი ლიდერების ანტიქართული საქმიანობა, ყველა ასპექტით განიხილა და მას შესაბამისი კვალიფიკაციაც მისცა. იმავდროულად გაარკვია ის ძირითადი მიზეზი, რამაც ამ პარტიის ოდიოზური დამოკიდებულება განაპირობა საქართველოსა და თვით ქართველი ერისადმი. როგორც საპარლამენტო სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშებიდან ირკვევა, საქართველოში მოქმედი დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერები თავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებად არ თვლიდნენ. აქედან გამომდინარე, მისდამი სამსახურსაც სავალდებულოდ არ მიიჩნევდნენ. ამის შესანიშნავ დადასტურებას პარლამენტის 1918 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატ ბარხუდარიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა წარმოადგენს: “როდესაც თქვენმა მთავრობის წარმომადგენელმა საბუთები წარმოადგინა, ტაში დაიმსახურა”-ო. სომეხი დეპუტატების ამ გამონათქვამის შესახებ ივ. გომართელი დასძენდა: დაშნაკცუთიუნელები “თავის თავს უყურებენ ისე, როგორც მეორე მხარე, მე კი მეგონა, რომ დაშნაკცაკანები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს ტერიტორიაზე, თავის თავს ჩათვლიდნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებად და ჩვენს მთავრობას თუ მის წარმომადგენლებს არა მარტო ქართველი ერის მთავრობად, მთავრობად მთელი საქართველოს რესპუბლიკისა. ჩვენ გვეგონა, რომ დაშნაკელები დღეს ამ მთავრობას აღიარებდნენ თავის მთავრობად საქართველოს რესპუბლიკაში.” აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ემსახურებოდნენ საქართველოში მოქმედი დაშნაკცუთიუნის პარტია და მისი ლიდერები სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს. ბუნებრივია, მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, საქართველოს საწინააღმდეგოდ სომხეთის ხელისუფალთა მითითებებს ემყარებოდა.

ამრიგად, ჩვენს მიერ მოტანილი მასალების ანალიზის საფუძველზე ირკვევა: 1. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი ლტოლვილთა დამხმარე კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლტოლვილებისადმი გამოყოფილი თანხები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლტოლვილებისადმი ზრუნვა სახელმწიფოებრივ დონეზე დააყენა; 2. საარქივო მასალებით დასტურდება, რომ იმჟამად საქართველოში შემოხიზნული ლტოლვილებისადმი დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში თანაბარი
20
პრინციპით, _ ეთნიკური ჯგუფების განუსხვავებლად მიმდინარეობდა. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ათი ათასობით ქართველი იყო დევნილი და მათი უმეტესობა ზრუნვას მოკლებული ბორჯომის ტყეში იღუპებოდა. ამ ფონზე, დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს საქართველო მეორე მესოპოტამია ყოფილიყო, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად ატარებდა სომეხ ლტოლვილთა გენოციდს, მიუტევებელ ბრალდებას წარმოადგენდა. საერთაშორისო ასპარეზზე იგი დემოკრატიული საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას, სომხური და ქართული მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირებას ისახავდა მიზნად; 3. ქართული პოლიტიკური აზრის დამოკიდებულება სომხური ეროვნული საბჭოსადმი, გაზეთების “ორიზონი”-სა და “აშხატაორი”-სადმი მიუკერძოებელ ხასიათს ატარებდა და საქართველოს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებდა. სომეხი ლტოლვილების საქართველოდან გაყვანის აუცილებლობის შესახებ დადგენილების მიღება სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის პრინციპს ემყარებოდა; 4. ქართული პოლიტიკური აზრის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, სომხეთის ხელისუფალთა მიზნების, _ საქართველოდან სომეხი ლტოლვილების არ გაყვანისა და მათი ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენების მცდელობის სააშკარაოზე გამოტანა.

***

იმ მნიშვნელოვან საკითხთა შორის, რომელიც საქართველო-სომხეთის ურთიერთობას ეხება, განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოში მოქმედი დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა და სომხური ეროვნული საბჭოს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა იქცევს. გადაჭარბებული არ იქნება თუკი აღვნიშნავთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერება მათთვის მიუღებელი იყო. ისინი, როგორც მტკიცდება, ერთ-ერთ ძირითად ამოცანად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცებას ისახავდნენ მიზნად. დასახული გეგმის განხორციელებას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუკი მოწინააღმდეგის როლში დაუძლურებული საქართველო აღმოჩნდებოდა.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებისათვის მეზობელი სახელმწიფოს ეს მზაკვრული ჩანაფიქრი, საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. ამიტომ, დაშნაკცუთიუნის პარტიის ყოველი ანტიქართული ნაბიჯი რეაგირების გარეშე არ რჩებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებას წარმოადგენდა ძეგვის სარკინიგზო ხიდის აფეთქების ხელმძღვანელი ორგანიზაციის არა მარტო დადგენა, არამედ ამ დივერსიული აქტის შემსრულებელთა დაპატიმრებაც. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პატიმრობაში აიყვანეს დაშნაკცუთიუნის პარტიის აქტიური წევრები: ქუჩერიანცი, მელიქ-გაიკაზოვი,

21
ჩოლხუშიანი, ტერ-აბრამიანცი, იმაგაილოვი, კიურიულიანი და სხვები. ქალაქ თბილისში მელიქ-კაზარიანცის სახლის გაჩხრეკისას (1918 წლის 19 ივნისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა სარდაფში საიდუმლოდ გადამალული რამდენიმე ყუთი დინამიტის, საარტილერიო ჭურვების, თოფების, ვაზნების და სხვა აღჭურვილობის საწყობი აღმოაჩინეს, რომელსაც მილიციის ფორმაში გამოწყობილი სომეხი პირები იცავდნენ. საარქივო მასალებით დასტურდება, რომ პორუჩიკმა ნიკოლაძემ ამ ოპერაციის ჩატარებისას პატიმრობაში აიყვანა პოლკოვნიკი კუნკოვსკი, პასტრულინი (თბილისის ჟანდარმთა ყოფილი სამმართველოს უფროსი), გენერალი ფონ რუბენაუ და პორუჩიკი ალექსანდროვი, რომლებიც სომხური ეროვნული საბჭოს მითითებით მოქმედებდნენ. ერთი თვის შემდეგ, იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშროლების მიერ, სომხებისაგან გადამალული იარაღის ახალი საწყობი იქნა აღმოჩენილი მანთაშევის ქარვასლაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაზეთმა “ერთობა”-მ მოწინავე სტატიაში, _ “შოვინისტთა კონსპირაცია” პირველ რიგში ამიერკავკასიის რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება და იგი მეორე ბალკანეთად მიიჩნია. დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადა ყველა იმ პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობა, რომლებიც ამიერკავკასიის ერთა ურთიერთდაპირისპირებასა და სომეხ-თათართა შორის მომხდარი სისხლისღვრის გამართლებას ისახავდა მიზნად. იმავე სტატიის მიხედვით, შოვინისტების მიზანს მიმდინარე პროცესებისგან განზე მდგომი ქართველი ერის სამოქალაქო ომში ჩათრევა წარმოადგენდა. ამის უტყუარ საბუთად გაზეთს მანთაშევის ქარვასლაში იარაღის გასაიდუმლოებული საწყობის აღმოჩენის ზემოაღნიშნული ფაქტი მოყავდა. როგორც მასალებიდან ირკვევა, აქ ყუმბარების, ტყვიამფრქვევების, ასაფეთქებელი მასალებისა და ზარბაზნის ჭურვების დიდი რაოდენობა ინახებოდა. ამასთან დაკავშირებით სტატიაში დასმული იყო კითხვა თუ ვინ იყო ამ იარაღის მფლობელი და კონკრეტულად რა მიზნებს უნდა მომსახურებოდა იგი. პასუხიც იქვე იყო გაცემული, რომ იგი დაშნაკცუთიუნის პარტიას ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე გაზეთი დასძენდა: “ერთა შორის ბრძოლაში აღიზარდა ეს პარტია… ერთა შორის მტრობის და შუღლის გაღვივებას ემსახურება იგი დღესაც და სანამ ამას ბოლო არ მოეღება, სანამ დემოკრატია სომხისა არ შეაქცევს ზურგს ამ არამკითხე ძალათ მაცხონეებს, მანამ გაჭირდება ძმობა-ერთობის განმტკიცება ამიერკავკასიის ხალხთა შორის.”

როგორც ვხედავთ, ამიერკავკასიის რეგიონში კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების ხელშემშლელად, გაზეთს დაშნაკცუთიუნის პარტია გამოყავს. ასეთი ბრალდება, ერთი შეხედვით მკითხველს გადაჭარბებულადაც კი შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ, სამოქალაქო ომში ქართველთა ჩასათრევად და მათ საწინააღმდეგოდ ამ პოლიტიკური პარტიის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ფაქტები, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრების უტყუარ დადასტურებას წარმოადგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, საქართველოში, სომხეთის დიპლომატიურ მისიასთან მოქმედმა საინფორმაციო ბიურომ, 15 აგვისტოს გაზეთ “ერთობი”-ს
22
რედაქციას შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა: “საქართველოში არსებული სომეხთა დიპლომატიურ მისიასთან მოქმედი საინფორმაციო ბიურო საყოველთაოდ აცხადებს, რომ მანთაშევის ქარვასლაში შენახული ქონება ეკუთვნის სომეხთა ჯარების საგანგებო კორპუსის ნაწილებს, რომელიც დაბეჭდილია ამ ნაწილთა ბეჭდით. არავითარი დამოკიდებულება ამ ქონებასთან არც ერთ პარტიას და კერძოდ დაშნაკცუთიუნს არ აქვს.” როგორც ვხედავთ, იარაღის კუთვნილების საკითხი დავას არ იწვევდა, მაგრამ მისი გასაიდუმლოება ისე, რომ საქართველოს მთავრობას არ სცოდნოდა, ეს დანაშაულებრივ ფაქტს წარმოადგენდა. რაც შეეხება საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის მეთაურს ა. ჯამალიანს, როგორც “ერთობა” წერდა “მართლმორწმუნე ცნობილი დაშნაკელი იყო.” ამიტომ, იმის შესახებ განცხადება, თითქოს დაშნაკცუთიუნის პარტიას არავითარი დამოკიდებულება არ ქონდა ამ იარაღთან, თავის მართლების უსუსურ ფორმას წარმოადგენდა. დიპლომატიური მისია ვალდებული იყო, ამ იარაღის არსებობის შესახებ ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა და მისი შენახვის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მთავრობისათვის მიენდო.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებშივე, თავდაცვის სამინისტრომ, საგანგებო ბრძანება გამოსცა სომხების შეიარაღებული სამხედრო შენაერთების საქართველოდან დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ. როგორც ფაქტებმა დაადასტურა, სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ეს ბრძანება უყურადღებოდ დატოვა და თბილისის ცენტრში გადამალულ იარაღს მცველად სომეხი შეიარაღებული ჯარისკაცები მიუჩინა. გაზეთი “ერთობა” სტატიაში, _ “დაშნაკელების ორმაგი პოლიტიკა” დაწვრილებით აღწერდა იმ წინააღმდეგობას, რომელიც იარაღის საწყობის შემოწმებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებს, სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა გაუწიეს. საქმე იქამდე გართულდა, რომ მოსალოდნელი სისხლისღვრის გარდუვალობიდან გამომდინარე, საქმეში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის თავი და საქართველოში აკრედიტებული სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩაერია. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გაზეთი მთავრობისგან შესაბამისი ქმედითი ზომების დაუყოვნებლივ გატარებას მოითხოვდა. იმავე წერილში, დაშნაკცუთიუნის ორმხრივ პოლიტიკურ თამაშზეც იყო გამახვილებული ყურადღება. “დაშნაკელთა პოლიტიკა”, _ წერდა გაზეთი _ “არის იგივე სომხეთის მთავრობის პოლიტიკა, რადგანაც მთელი მთავრობა დაშნაკელებისაგან შედგება. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა ვადევნოთ თვალყური დაშნაკელების მოქმედებას ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ.” საკითხის ოფიციალურად ასეთი ფორმით დაყენება იმის მაუწყებელი იყო, რომ ქართულ მხარეს ნდობა არ გამოეცხადებინა, ყოველ შემთხვევაში არ დაყრდნობოდა საქართველოში არსებულ სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. გაზეთი ამ შემთხვევაში ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა სახელით ლაპარაკობდა. იგი ხომ მმართველი პოლიტიკური პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა.

23
პოზიციის ასეთი ფორმით დაფიქსირება, შემთხვევითობით არ იყო განპირობებული. იგი უტყუარ ფაქტებს ემყარებოდა. ამის საილუსტრაციოდ გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილი მოწინავე წერილი, _ “ბ-ნ ჯამალიანის როლი საქართველოს რესპუბლიკაში” გამოდგება. მასში საუბარია სომეხთა იარაღის საწყობის აღმოჩენაზე და ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე. წერილში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური თავაზიანობა გამოიჩინა სომხეთის მთავრობისადმი და კომპრომისული გზა აირჩია. სომხეთის წარმომადგენლობას მან მხოლოდ აღნიშნული იარაღის თბილისიდან ქალაქგარეთ არსენალში გადატანა მოსთხოვა იმ პირობით, რომ ყველა ნივთისა და იარაღის აღწერა მოხდებოდა. ამ მანიპულაციის ჩატარების შემდეგ, იარაღი იურიდიული მფლობელის, _ სომხური ჯარის კუთვნილებაში დარჩებოდა. ასეთი დათმობის მიუხედავად, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური ა. ჯამალიანი საკითხის გადაწყვეტას ხელოვნურად აჭიანურებდა. “თუკი ამ ჭირვეულობაში სხვა რამ “დაშნაკური” განზრახვა არ იმალება”, _ ვკითხულობთ წერილში _ “ეს ჭირვეულობა… დიპლომატიური უპატივცემულობაა საქართველოს მთავრობისადმი; ეს საქართველოს მთავრობის შინაურ საქმეებში ჩარევაა, რადგან ბ-ნ ჯამალიანზე უკეთესად მან (საქართველოს მთავრობამ შ.ვ.) უნდა იცოდეს სად უფრო მოსახერხებელია ასაფეთქებელი მასალის და თოფ-იარაღის საწყობის მოთავსება.”

საქართველოს მთავრობისადმი გამოთქმული ეს საყვედური სამართლიანი იყო, რადგან იმ მომენტისათვის, საქართველო-სომხეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იყო. ასეთი დამძიმებული პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აღნიშნული იარაღის დაუყოვნებლივ რეკვიზიცია და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა იქნებოდა. თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ალბათ, ისევ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, და რაც მთავარია, სომეხ-ქართველთა შორის მოსალოდნელი სისხლისღვრის ასაცილებლად.

საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული და ზომიერი რეაგირების მიუხედავად, სომხეთის მმართველი წრეები და თვით დაშნაკცუთიუნის პარტია, ზურგს უკან ანტიქართულ საქმიანობას კვლავაც აგრძელებდა. ამ შემთხვევაში, საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით სომხეთ-ოსმალეთის შეთანხმება გვაქვს მხედველობაში. ეს საკითხი დაწვრილებით გააშუქა გაზეთმა “ერთობამ” მოწინავე წერილში, _ “ჩვენს გარშემო.” იგი შეეხო საქართველოში სომეხ ლტოლვილთა თავშეფარების მიმდინარე პროცესებს და აქედან გამომდინარე გააკეთა დასკვნა; “უნდა გვეფიქრა, რომ სომხეთი ამის შემდეგ ყველაზე ერთგული და მეგობრული განწყობილების მატარებელი იქნებოდა ჩვენი. მაგრამ დახეთ… როცა ჩვენი საზღვრების შესახებ ისინი ოსმალეთს უთანხმდებიან… წარმოგიდგენია მკითხველო ასეთი კომბინაცია? ოსმალეთი და სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ… ჩვენ გვესმის ოსმალეთის ზრახვა _ მისთვის დემოკრატიული მეზობლის დამხობა ისტორიული მისწრაფებაა. მაგრამ სომხეთის დაშნაკელთათვის? ოსმალეთი მათ თავზე ხელს ხომ არ დადაუსვამს.”

 24
ქართული ეროვნული სახელმწფოს დამხობის მიზნით, სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნული კურსი კიდევ უფრო დახვეწილი ფორმით ინგლისის ჯარის თბილისში შემოსვლის შემდეგ გააგრძელა. მხედველობაში გვაქვს სომეხი ნაციონალისტების მიერ ინგლისურ ენაზე გამოცემული გაზეთი “კავკასიის ფოსტა.” იგი მკითხველს აუწყებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან, ინგლისის ორიენტაციის მომხრე მხოლოდ სომხეთი იყო, რომ თბილისი სომხების კუთვნილებას წარმოადგენდა. გაზეთის მტკიცებით, თბილისი ქართველებს მხოლოდ საქართველოს ნაციონალისტური მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შემდეგ ჩაუვარდა ხელში. ამ ფაქტებთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” წერდა: “ყოველივე ეს ინგლისელებთან საქართველოს მთავრობის “შოვინისტური” პოლიტიკის დასმენით ხასიათს ატარებდა” და მიზნად ისახავდა: 1. ინგლისელებში ქართველებისა და საერთოდ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მტრული სინდრომის გაძლიერებას; 2. საქართველოს ტერიტორიებისადმი სომხური პრეტენზიების გამართლებას.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ ქართველთა საწინააღმდეგო საქმიანობა, განსაკუთრებით სომხეთ-საქართველოს შორის დაწყებული საომარი მოქმედების შემდეგ გაძლიერდა. მას თბილისში, არამიანცის სახლში დაბინავებული სომეხთა ეროვნული საბჭო ხელმძღვანელობდა. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო რაზმის უფროსი სპ. კედია შინაგან საქმეთა მინისტრს 1918 წლის 20 დეკემბერს ატყობინებდა, რომ სომეხთა ეროვნული საბჭო თავის შტაბ-ბინაში აწყობდა საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების საიდუმლო შეკრებებს, რომლის მიზანი საქართველოს წინააღმდეგ მოხალისეთა ჯარის შეკრება იყო. იმავე მონაცემებით დგინდება, რომ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, სომეხთა მობილიზაციას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ვასილის ძე ბარხუდარიანი და გიორგი პოღოსის ძე ჯამაგოსიანცი. ხოლო მეორე დოკუმენტით, რომელიც იმავე სამინისტროს სახელზეა გაგზავნილი და ხელს ისევ სპ. კედია აწერს ვგებულობთ, რომ პოლკოვნიკ დულუხანოვის დაპატიმრებისას, საგანგებო რაზმის მუშაკებს აღმოუჩენიათ სომხეთის მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი, რომელიც დულუხანოვს ავალებდა, საქართველოს ტერიტორიაზე სომეხი და რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მობილიზაციას, მათ ბაზაზე საგანგებო რაზმის შექმნასა და ქართველთა ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყვანას. აღნიშნულ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი ოპონენტთა საყურადღებოდ ოფიციალურად აცხადებდა: “როცა აქ გამოდიან და ამბობენ, რომ ის განცხადება მთავრობისა, რომელიც სომხების მობილიზაციას შეეხება, გაუგებრობას იწვევსო, მე ეს ძლიერ მაკვირვებს, ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თბილისში ხდებოდა სომეხ ჯარისკაცთა მობილიზაცია. მობილიზაცია ხდებოდა არა მარტო თბილისში, არამედ სხვა კუთხეებშიაც,… ხდებოდა აგრეთვე მობილიზაცია უკრაინაში, დონში და სხვაგან. ყველაფერი ეს მოწყობილი იყო ქალაქ თბილისიდან.” ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან დასტურდება, რომ დაშნაკცუთიუნის პარტიის

25
ლიდერები და სომხური ეროვნული საბჭო, თურქეთისაგან დევნილ და საქართველოში თავშეფარებულ ლტოლვილ სომხებს თვით ქართველების საწინააღმდეგოდ აიარაღებდნენ. ამასთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ისევ საგარეო საქმეებზე” სინანულით წერდა: “და აი ეს ხალხი, გუშინ დევნილი და საქართველოში თავშეფარებული, დღეს ამ საქართველოს წინააღმდეგ მიდის… ჩვენ მივმართავთ სომხის დემოკრატიას, რომელიც საქართველოს საზღვრებში ცხოვრობს, თავისი მკაცრი სამართლიანი მსჯავრი დასდოს სომხის მეთაურთა უგვანო საქციელს.” ამ თხოვნას სამწუხაროდ “სომხის დემოკრატიისაგან” არავითარი რეაგირება არ მოყოლია.
მოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, როცა ა. ჯამალიანი და სომხური ეროვნული საბჭო, თავს იკავებდნენ ზემოაღნიშნული იარაღის საწყობის გახსნის, მისი აღწერისა და თბილისიდან არსენალში გადატანასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, იგი სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოში შექმნილი სომხური შენაერთების შესაიარაღებლად ჰქონდა გამიზნული. ბუნებრივია, მოწინააღმდეგის ასეთ ქმედებას საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯით უპასუხა და საქართველოს ტერიტორიაზე სომხების ეროვნული საბჭოს მოქმედება შეაჩერა. ამასთან ერთად დააყენა საკითხი მისი ადგილსამყოფელის _ არამიანცის სახლის გაჩხრეკის შესახებ. სამწუხაროდ ეს სურვილი შეუსრულებელი დარჩა, რადგან აღნიშნული შენობა სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ქართული მხარის დასწრების გარეშე მოულოდნელად დატოვა და მასში ინგლისის წარმომადგენლობა შევიდა. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 1919 წლის 27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებდა: “სამინისტროში მიღებული ცნობებით გარკვევა იმისა, სომხეთის დიპლომატიურმა მისიამ მართლა დატოვა თუ არა არამიანცის სახლში რაიმე დაწესებულება _ შეუძლებელია, ვინაიდან ამ შენობაში უწინ მოთავსებული იყო გერმანიის მისია და ამჟამად კი ინგლისელები იმყოფებიან, რომლებსაც კატეგორიულად განუცხადებიათ, რომ მათ არაფერი არ იციან აღნიშნული დაწესებულებისა და მათი ქონების შესახებ. ვერც ის იქნა გამორკვეული, თუ ვინ დაესწრო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლად საწყობებისა და არ-ქივების დაბეჭდვის დროს.”

ეს ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული საგანგებო რაზმის მუშაობის მინუსად უნდა ჩაითვალოს. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში, ინგლისელთა ხელი მოქმედებდა და მათივე შემწეობით მოხდა სომეხთა ეროვნული საბჭოსა და დიპლომატიური მისიის ქონების შენობიდან შენიღბულად სასწრაფოდ გატანა. გამორიცხული არც ისაა, რომ აღნიშნული ქონება, იმავე შენობაში იქნა დატოვებული ინგლისელთა მფარველობის ქვეშ, თორემ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, სომხური ეროვნული საბჭოსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ შენობის დატოვების პროცესი საგანგებო რაზმის ხელმძღვანელობას უყურადღებოდ დარჩენოდა.

რამდენადაც დაშნაკცუთიუნის პარტია და თვით სომეხთა ეროვნული საბჭო ქართველთა საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, საქართველოს მთავრობამ

 26
დამნაშავეთა გამოსავლინებლად და დასჯის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სომეხთა წარმომადგენელმა პ. დულუხანოვმა, საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 10 იანვრის სხდომაზე შეკითხვით მიმართა საქართველოს მთავრობას, დაესახელებინა ის ძირითადი მიზეზი, რომელიც საფუძვლად დაედო იმავე წლის 5 იანვარს სომეხთა დაპატიმრებებსა და ჩხრეკას, გუბერნიის სამმართველოდან და იუსტიციის სამინისტროს უწყებებიდან მათ დათხოვნას. იმავდროულად მან ნებისმიერი უწყების ნაციონალიზაცია ეროვნულ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართულ ბოროტებად გამოაცხადა. ხოლო ავეტისიანმა, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების შელახვაში საქართველოს მთავრობას ოფიციალურად დასდო ბრალი და დამნაშავე სომხების წინააღმდეგ ჩატარებული რეპრესიები უკანონოდ მიიჩნია. იმავდროულად, შეგნებულად აუარა გვერდი საქართველოში მცხოვრები სომხების მიერ გაწეულ ანტიქართულ საქმიანობასა და სახელმწიფო ენის უცოდინარობის მიზანშეუწონლობას. ქართველ პოლიტიკოსებს პ. დულუხანოვის და ავეტისიანის რეცეპტი ამოსავალ წერტილად რომ გაეხადათ, საქართველო სომეხ_ქართველთა სისხლისღვრის ჭაობში აღმოჩნდებოდა, ხოლო სახელმწიფო ენად ისევ რუსული დარჩებოდა. აქედან გამომდინარე, ქართველ ერს ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ზურგი უნდა შეექცია. საპარლამენტო სხდომის საოქმო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრმა შ. მესხიშვილმა უარყო დულუხანოვისა და ავეტისიანის ზემოთ მითითებული ბრალდებები. “ჩვენ ვცდილობთ”, _ ამბობდა შ. მესხიშვილი _ “სასამართლოში დარჩნენ ისეთი პირები რომელთაც შეუძლიათ ქართულ ენაზე შეასრულონ თავიანთი მოვალეობანი, არ ყოფილა არც ერთი ისეთი პირი, რომელსაც შეეძლო საქმის სასურველად ასრულება და ის დაგვეთხოვოს.” ეს ფაქტი იმის დამადასტურებელია, რომ დაშნაკცუთიუნის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები უკანდახევის ნაცვლად, თავისი დანაშაულებრივი ქმედების მიფუჩეჩების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოცირების ფორმით შეტევაზე გადადიოდნენ, _ სახელმწიფოს კანონიერ მოქმედებას ეროვნულ უმცირესობათა, განსაკუთრებით სომეხთა საწინააღმდეგო შეგნებული დაპირისპირების მოტივით ხსნიდნენ. ასეთმა პოზიციამ, ქართველ პოლიტიკოსთა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. საპარლამენტო სხდომაზე საპასუხო სიტყვაში გამოსული რ. გაბაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის მიზნით, რეპრესიების გატარებასა და სომეხი მავნე ელემენტების დატუსაღებას აუცილებლობად მიიჩნევდა. იმავდროულად აყენებდა საკითხს, ყველა იმ ბოროტმოქმედისადმი სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ, რომლებიც სომხებთან ომის დროს ქართველთა საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

საკითხის ასეთი სახით დაყენება გამართლებული იყო, რადგან ამის აუცილებლობას იმ ეტაპზე რესპუბლიკის უშიშროების უზრუნველყოფის ინეტერესები მოითხოვდა. მით უმეტეს, დაშნაკცუთიუნის პარტიის წარსული საქმიანობა ამის შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ პარლამენტის იმავე სხდომაზე კ. ნინიძემ ოპონენტებს _ პ. დულუხანოვსა და ავეტისიანს შეახსენა დაშნაკცუთიუნის მიერ ახალქალაქის

 27
მაზრაში სოფელ ხოსპიაში ქართველი მაჰმადიანების უმოწყალოდ ამოწყვეტის ფაქტები, გაზეთების “ორიზონის” და “ნორ ორიზონის” ანტიქართული საქმიანობა და ა.შ. აქედან გამომდინარე იგი საჯაროდ აცხადებდა, რომ “დაშნაკელთა სისხლისა და რკინის პოლიტიკა ყველგან ერთნაირია და იგი ისეთი ძლიერია, რომ… უნდა გვეშინოდეს იმ შხამის, რომელიც მათგან მოდის… ეს არის გაღრმავება ეროვნული შუღლის.” რამდენადაც ქართველ პოლიტიკოსებს დაშნაკცუთიუნის პარტიის საქმიანობა ეთნიკურ საფუძველზე კონფლიქტთა წარმოქმნის მიზეზად მიაჩნდათ, ბუნებრივია, ამ პარტიისა და მის წევრთა საწინააღმდეგოდ ძალოვან სტრუქტურათა მიერ გატარებული ყოველი ღონისძიება გამართლებულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან იგი საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსათვის ზურგის უშიშროების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ეს პრინციპი დაედო საფუძვლად საქართველოს პარლამენტის მიერ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 1919 წლის 10 იანვარს მიღებულ რეზოლუციას. “მოისმინა რა შეკითხვა სომხების დაპატიმრებისა და გაჩხრეკის შესახებ,” _ ვკითხულობთ დოკუმენტში _ “საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ მიუხედავად საქართველოში მცხოვრები სომხების ზოგიერთი წრეების მუხანათური მზადებისა და მოქმედებისა სომხეთთან ომის დროს, მთავრობამ შესძლო ერთი მხრით ომით გამოწვეული მღელვარება ხალხში არ გადაქცეულიყო ექსცესებად სომხების წინააღმდეგ და მეორე მხრით _ თვითონ მიიღო ყოველი კანონიერი საშუალება ჩვენი სახელოვანი ჯარის ზურგის გასაწმენდად სახიფათო ელემენტებისაგან.” ამ დოკუმენტის მიღებით, ფაქტობრივად, პასუხი გაეცა სომეხთა პრეტენზიებს. იმავდროულად ოფიციალურად იქნა გამოკვეთილი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყველა იმ პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენდნენ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ. საარქივო მასალებიდან დასტურდება, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დაშნაკცუთიუნის პარტიისა და მისი წევრების წინააღმდეგ ატარებდა, არასაკმარისი დოზით ხორციელდებოდა, რადგან აღნიშნული პარტია ანტიქართულ საქმიანობასა და პროპაგანდას კვლავაც ძველებურად აგრძელებდა. ამის შესანიშნავ დადასტურებას დამფუძნებელი კრების წევრის, _ რუხაძის მიერ ახალქალაქიდან შინაგან საქმეთა მინისტრისადმი (1919 წლის მაისი) გაგზავნილი დეპეშა წარმოადგენს. მასში მითითებულია დაშნაკცუთიუნის პარტიის მიერ მოსახლეობაში ჭორების გავრცელების ფაქტებზე, კერძოდ თითქოს მოკავშირეებმა ახალქალაქის მაზრა სომხებს გადასცეს, რომ უახლოეს დღეებში მას სომხეთის ჯარები დაიკავებდნენ. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა მიზანს, ამ შემთხვევაში საქართველოს შინაურ საქმეებში ინგლისელების ჩარევა წარმოადგენდა. მეორე მხრივ, აღნიშნული ჭორი ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და რეგიონში არასტაბილური სიტუაციის შექმნას ითვალისწინებდა. ამიტომ, იგივე რუხაძე დეპეშაში ხაზგასმით აღნიშნავდა: “მცხოვრებთა დასაწყნარებლად საჭიროა თქვენი ავტორიტეტული განცხადება, რომ ყველაფერი ეს სიყალბეა და

 28
პროვოკაციის ნაყოფია.” ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის გამგე საპასუხო დეპეშით რუხაძეს აცნობებდა: “მინისტრის მინდობილობით გაცნობებთ, რომ თქვენს დეპეშაში აღნიშნული ცნობები ახალქალაქის მაზრის სომხეთისადმი გადაცემის შესახებ სიმართლეს არ შეიცავს. ინგლისელები თბილისიდან მიდიან.” ამ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის დასამშვიდებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მეორე მხრივ, ისიც ანგარიშგასაწევია, რომ სომხებს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებაში ინგლისელთა იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ, რადგან ისინი ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში განცდილი მარცხიდან გამომდინარე, საქართველოს ტოვებდნენ. მართალია, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლეოდა, მაგრამ რეალურ შესაძლებლობას ქმნიდა, საქართველოში მომქმედი დაშნაკცუთიუნის პარტიის წინააღმდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი შემართებით ებრძოლა. თუ რა გზებითა და საშუალებებით ფიქრობდნენ დასახული მიზნის განხორციელებას, ამის შესახებ ჩვენი ყურადღება სდმპ∗ ცეკას 1919 წლის 20 ივნისის სხდომის საოქმო ჩანაწერებმა მიიქცია. როგორც ირკვევა, სპეციალურად დაუსვამთ საკითხი სდმ პარტიის სომხური სექციის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სომხურ სექციასთან (ხელმძღვანელი ა.ზურაბოვი, გაზეთ “მშაკის” რედაქტორი) დამოკიდებულების შესახებ. თუ რა მიზანს ისახავდა საკითხის ამ ფორმით დასმა, ამის შესახებ მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ; “საჭიროა ეხლა ისეთი დამოკიდებულების დამყარება, რომელიც ხელს შეუწყობს დაშნაკელებთან ბრძოლას, ასეთი დამოკიდებულების შესახებ მოსალაპარაკებლად გაიგზავნოს იმათთან მ.არსენიძე და მ.ვარდოიანცი.” როგორც ჩანს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები დაშნაკცუთიუნის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის სდპ სომხური სექცის წევრთა გამოყენებას და მათთან მოქმედების საერთო გეგმის შემუშავებას ცდილობდნენ. თუ რა შედეგით დასრულდა აღნიშნული მისია, შესაბამისი მასალების მიუკვლევლობის გამო, ჯერჯერობით უცნობი რჩება. რაც შეეხება უშუალოდ დაშნაკელებთან მოლაპარაკების შედეგებს, ეს საკითხი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცეკას 1919 წლის 11 ივლისის სხდომის მსჯელობის საგანი გახდა. საოქმო ჩანაწერებში დაფიქსირებულია დაშნაკელთა პრეტენზიები: 1. საქართველოში სომხები გერებად გრძნობენ თავს; 2. გაენთავისუფლებინათ სომხეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირები. აღნიშნული საკითხების შესახებ იმავე სხდომაზე მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ: “ეპასუხოთ: 1) შეწყვიტონ ჩვენს წინააღმდეგ აგიტაცია ყველგან_ლონდონში, პარიზში. 2) შეუდგნენ ჩვენთან ერთად ტერიტორიული საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტას.” ეს დოკუმენტი იმის დამადასტურებელია, თუ რა ფართომასშტაბიან ბრძოლას აწარმოებდა დაშნაკცუთიუნის პარტია დამ ის უკან მდგომი სერიოზული ძალები საქართველოს წინააღმდეგ.
ამრიგად, დაშნაკცუთიუნის პარტიის საქართველოში საქმიანობა, რესპუბლიკის შიგნით დესტაბილიზაციის შექმნასა და შესაფერის მომენტში დამოუკიდებელი საქართველოსათვის ზურგში გალესილი მახვილის ჩაცემას ითვალისწინებდა.
29
ამის დამადასტურებლად გამოდგება ძეგვის სარკინიგზო ხიდის აფეთქების, სომხების მიერ მელიქ-კაზარიანცის სახლში და მანთაშევის ქარვასლაში გადამალული იარაღის საწყობის აღმოჩენის, ქართველთა საწინააღმდეგოდ საქართველოს მოქალაქე სომეხი ახალგაზრდების ფარული მობილიზაციისა და საზღვარგარეთ ფართომასშტაბიანი ანტიქართული საქმიანობის ფაქტები. ყოველივე ამან ქართულ საზოგადოებაში დაშნაკცუთიუნის პარტიისა და სომხური ეროვნული საბჭოსადმი უნდობლობის სინდრომი დაამკვიდრა.

***

საქართველო-სომხეთის ურთიერთობის მთელი ისტორიის მანძილზე, უთანხმოების ძირითად საფუძველს ტერიტორიული დავა წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების კუთვნილების საკითხი იდგა დღის წესრიგში. ქართულ ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ ერთიცა და მეორეც, ოდითგანვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ტერიტორიები ქართველთა კუთვნილებას წარმოადგენდა, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სომხეთის ხელისუფლება მის დასაპატრონებლად ყოველგვარი სახის საშუალებებს მიმართავდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ტერიტორიულმა დავამ, ოფიციალურად მას შემდეგ იჩინა თავი, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა (1918 წლის მაისი) და მასში შემავალმა სუბიექტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სომხეთის ხელისუფალთა ამოსავალი პრინციპი, ტერიტორიის ისტორიულ კუთვნილებას კი არ ემყარებოდა, არამედ სომხური ელემენტის რაოდენობას. აუცილებლობად მიგვაჩნია გავარკვიოთ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო საკითხის გადაწყვეტისადმი დემოგრაფიული საზომით მიდგომა. დასმული კითხვისადმი პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა იქნას წარმოჩენილი ის მიმდინარე პროცესები, რომელიც ქვემო ქართლში სომეხთა ჩამოსახლებას უკავშირდება. როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, იგი ძირითადად XVI საუკუნიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როცა მტრისაგან შევიწროებული სომხები სამშობლოს ტოვებდ და უცხო ქვეყნებში აფარებდნენ თავს. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: “საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა… იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, _ საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნოებრივი დევნა არ ყოფილა, _ და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ… სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში.” იმავე ივ. ჯავახიშვილის მონაცემებით, თურქთა და ლეკთა
30
შემოსევების შედეგად, სომხური მოსახლეობა ამ ადგილებიდანაც აყრილა. ასეთი აოხრების შემდეგ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკსიაში სომეხთა საერთო რაოდენობა 17 000 ოჯახამდე შემცირებულა. მისივე თქმით, ქვემო ქართლში, კერძოდ ლორეში, რუსეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ერეკლე მეფეს უკაცრიელ ადგილებში მელიქი აბო და მისი ყმები დაუსახლებია.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში სომეხთა კომპაქტური დასახლება XIX საუკუნის დამდეგიდან ჩნდება. კერძოდ 1829-1831 წლებში, როდესაც რუსეთის ხელისუფალთა ინიციატივით, არზრუმის საფაშოდან ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში 34 000 სომეხი ჩამოასახლეს, ხოლო 5 000 ბორჩალოს მაზრის იმ ნაწილში, რომელიც დღევანდელი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. რაც შეეხება საქართველოში სომეხთა მასობრივ ჩამოსახლებას, იგი რუსეთის ხელისუფალთა გამიზნულ ანტიქართულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ერევნის სახანოდან 1804 წელს თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი 2 000 კაცს უდრიდა. 1807-1808 წლებში, თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო მთავარმართებელ ტორმასოვის დროს 1809-1811 წლებში ყარაბაღიდან 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. ყარსის, ერზრუმის და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან 1829 წელს _ 14 000 ოჯახი. რუსეთის ხელისუფალთა შემწეობით, საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებების შედეგად, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა 122,6 ათასი სომეხი, 1886 წელს, _ 172,9 ათასი, 1897 წელს მათი რაოდენობა 197 000-მდე გაიზარდა. 1897-1902 წლებში საქართველოში 55 000 სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 000 ახლად მოსული იყო. საქართველოს ტერიტორიაზე სომეხთა ჩამოსახლების ეს პროცესი, წინასწარ გამიზნულ პოლიტიკას წარმოადგენდა და შემთხვევითობით არ იყო განპირობებული. სომხური მოსახლეობის საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტურად დასახლება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით ანექსიას ითვალისწინებდა. XIX საუკუნიდან დაწყებული ეს შეფარვითი პროცესი XX საუკუნეშიაც მძლავრობდა. ამ ფაქტებთან მიმართებაში ქართველი პოლიტიკოსები დუმდნენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მესვეურებთან ერთად, სომხური ბურჟუაზია ქართველთა საწინააღმდეგო საქმეს აკეთებდა. ამის შესანიშნავ მაგალითს თურქეთის მიერ 1915-1916 წლებში დარბეული სომხების დიდი ნაწილის (100 000 კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე განსახლების ფაქტები წარმოადგენს. ისიც საყურადღებოა, რომ თურქების მიერ 1918 წელს დევნილი სომხური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფარებდა თავსა და რესპუბლიკას მძიმე ტვირთად აწვა.
31
ჩვენს მიერ მოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე, სომხეთის ხელისუფალთა უსაფუძვლო ტერიტორიული პრეტენზიები, საქართველოსთან მიმართებაში, უმადურობის დემონსტრირებად უნდა მივიჩნიოთ. სომხეთის მმართველი წრეების მოქმედებიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შეჭირვებაში მყოფი ლტოლვილი სომხებისათვის ქართველ ხალხს დახმარების ხელი არ უნდა გაეწოდა და უკანვე განედევნა. მართალია, ასეთი ქმედება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მომგებიანი აღმოჩნდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში კომპაქტურად დასახლებული სომხური ელემენტი არ გვეყოლებოდა და დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერები, საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზიისათვის ამ ფაქტორს ვეღარ გამოიყენებდნენ.

საქართველოს წინააღმდეგ პირველი სასინჯი სამხედრო ოპერაცია სომხეთმა 1918 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო. როგორც საპარლამენტო სტენგორაფიულ ანგარიშებშია მითითებული, სომხეთის ჯარის ნაწილებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარღვიეს საქართველოს სასაზღვრო ზოლი, კალაგერანის ხიდი და სადგურ კობერის მიდამოები დაიკავეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე ნ. რამიშვილი ხაზგასმით მიუთითებდა: “ჩვენ გვაქვს საბუთი აშკარად განვაცხადოთ, რომ სომხეთის ჯარების მიერ ამ ადგილების დაკავება მოხდა ოსმალეთის მთავრობასთან შეთანხმებით. ასეთი იყო განცხადება… სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლის ჯამალიანისა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგთან.∗” იგივე დაადასტურა სამხედრო მინისტრმა გ. გიორგაძემ. მისი თქმით, საქართველოსთან შეუთანხმებლად და “ოსმალებთან მოლაპარაკებით, ჩვენი ის ხაზი, რომელიც ოსმალეთის ასკერებს ეპყრათ, სომხეთის ჯარმა დაიჭირა.” სომხურმა ჯარმა იმავდროულად აიღო სოფლები: კორინჯი და ცატერნი, რომლებიც საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებოდა და სადაც გერმანელთა რაზმები იყო ჩაყენებული. სამხედრო მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყების საფუძველს აძლევდა. მიუხედავად ამისა, მან ეს ნაბიჯი არ გადადგა, კომპრომისზე წავიდა და მოწინააღმდეგე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომხეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ ნოტაში (1918 წლის 19 ოქტომბერი) ვკითხულობთ: “საქართველოს მთავრობას, რომელიც მუდამ მზად არის მშვიდობიანად, ურთიერთ შორის შეთანხმებით გადაჭრას საზღვრების საკითხი მეგობრული სომხეთის რესპუბლიკასთან, საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს, რომ სანამ ასეთ შეთანხმებას ადგილი არა აქვს, სომხეთის ჯარების შემოსვლა თბილისის გუბერნიის საზღვრებში ჩაითვლება სომხეთის მტრულ ნაბიჯათ საქართველოს მიმართ.”

სომხეთის მთავრობიდან აღნიშნულ ნოტაზე პასუხის დაგვიანებამ და სომხური ჯარის ნაწილების სამხედრო ოპერაციების გაგრძელებამ, საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა, მოწინააღმდეგის წინსვლის აღკვეთის მიზნით, სამხედრო ძალა გამოეყენებინა და დარღვეული სასაზღვრო 32

პოზიციები აღედგინა. დასახული მიზნის შესრულების შემდეგ, ქართული ჯარის ნაწილებმა წინსვლა შეაჩერეს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, სომხეთის მთავრობის სახელით ა. ჯამალიანის მიერ 1918 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილმა წერილმაც შეუწყო ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სომხეთის მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების წინადადებას იძლეოდა. იმავდროულად აყენებდა საკითხს, ქართული ჯარი პირვანდელ ხაზზე გაჩერებულიყო და იმ ადგილების დაცლა არ მოეთხოვათ სადაც სომხეთის ჯარებმა ოსმალები შესცვალეს. ეს წინადადება საქართველოს მთავრობამ მიიღო, რადგან იგი საკითხის მშვიდობიანი მოწესრიგების საფუძვლად მიიჩნია. თუ რა პოზიციები უნდა დაეჭირა ქართული და სომხური ჯარის ნაწილებს, ეს კარგად სჩანს საქართველოს თავდაცვის მინისტრის გ. გიორგაძის 23 ოქტომბრის ბრძანებიდან. მასში ვკითხულობთ: “სომხეთის მთავრობისგან შემოვიდა წინადადება საზღვრების საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ. ამიტომ, ჩვენს ჯარებს ვუბრძანე იდგნენ იმ ხაზზე, რომელიც გერმანელებს ეკავათ, ხოლო სომხეთის ჯარები არ უნდა გადავიდნენ ხაზზე, რომელიც თურქებს ეკავათ. მათი წინსვლის შემთხვევაში უპირობო თავდაცვას განვახორციელებთ.”

ზემოთ აღნიშნული თხოვნის საფუძველზე, ქართული მხარის მიერ ასეთ კომპრომისზე წასვლის მიუხედავად, სომხეთის ხელისუფლების მესვეურებმა, 23 ოქტომბერს ახალი მოთხოვნა წამოაყენეს და კორინჯი-ცატერნის ხაზის დაუყოვნებლივი დაცლა მოითხოვეს. პასუხსაც არ დაელოდნენ და იმავე დღესვე მათთვის სასურველი პუნქტები დაიკავეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომხეთის მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ვკითხულობთ: “საქართველოს მთავრობამ განიხილა რა შექმნილი მდგომარეობა, გაცნობებთ, რომ თუ სომხეთის ჯარი დაუყოვნებლივ არ დაცლის კორინჯი-ცატერნის ხაზს, ანდა შემდეგ დაიკავებს რაიმე ტერიტორიას თბილისის გუბერნიის საზღვრებში, საქართველოს მთავრობა ამას ჩათვლის სამხედრო მოქმედების დასაწყისად სომხეთის რესპუბლიკის მხრივ და მთელი პასუხისმგებლობა ორივე რესპუბლიკის დამღუპველი შედეგებისა დაატყდება იმ მთავრობას, რომელმაც ამ შემთხვევაში… ეს კონფლიქტი გამოიწვია.”

ჩვენს მიერ მოტანილი მასალები იმის დამადასტურებელია, რომ ქართული მხარე, ამიერკავკასიაში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის მაქსიმალურად გათვალისწინების საფუძველზე, ომის ახალი ესკალაციისა და მისგან გამომდინარე მოსალოდნელი დამანგრეველი შედეგებისგან თავის დაღწევის მიზნით, სომხებთან კონფლიქტს ყოველმხრივ გაურბოდა. ამას ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგე მხარის მიმართ. პირიქით, იგი ყველა სახის შეთანხმებას არღვევდა და საომარ სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდა. ამის დამადასტურებლად ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი დოკუმენტებიც გამოდგება. სომხეთის ხელისუფლება, საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ 21 ოქტომბრის ნოტაში საკითხის, თითქისდა, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას აძლევდა უპირატესობას, მაგრამ იგი ორ დღეში შეცვალა და 23 ოქტომბერს საომარი მოქმედება განაახლა. როცა საკითხი ომს ეხება, სამთავრობო დონეზე
33
ასეთი მოულოდნელი აზრთა ცვალებადობა, ბუნებრივია, შემთხვევითობით არ უნდა ყოფილიყო განპირობებული. ეს ფაქტი ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და იგი მაშინვე მსჯელობის საგნად აქციეს. ამ მხრივ პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე, რ. არსენიძის გამოსვლა იქცევს ყურადღებას. იგი დაწვრილებით შეეხო მეომარ სახელმწიფოთა შორის მესამე ძალის როლს და განსაზღვრა ამ პროცესში მისი ძირითადი ინტერესები. აქედან გაომდინარე, კონფლიქტში სომხეთის მხრიდან მესამე სახელმწიფოს მონაწილეობის ვარაუდი გამოთქვა. “მე მგონია”, _ ამბობდა რ. არსენიძე _ “ამ შემთხვევაშიაც არ უნდა იყოს გარეშე ხელის უმისობა იმ კონფლიქტში, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებში ჰქონდა ადგილი. ზოგიერთი ცნობა, რომელიც იყო გამოქვეყნებული, მიუთითებს ამ მესამე ელემენტზე, რომლის წყალობითაც აქ შეიძლება ომის ალი გაჩაღდეს.” ამ შემთხვევაში რ. არსენიძე არ ტყუოდა. სომხეთის პოლიტიკურ კურსს მართლაცდა მესამე სახელმწიფო მართავდა, რაც იმ ეტაპზე აშკარად შეიმჩნეოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული მიზეზების გამო, მან საკითხის დაკონკრეტებას თავი აარიდა. მხოლოდ სომეხი და ქართველი ერისათვის “მესამე ხელის” დამღუპველ გარდუვალობაზე მიუთითა. აქედან გამომდინარე, მიუღებლად ჩათვალა თავდასხმის ის ფორმა, რომელიც სომხეთმა მეზობელი საქართველოს მიმართ გამოიყენა. თავისი შეხედულების დასასაბუთებლად და სათანადო არგუმენტებზე დაყრდნობით მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დიდი სახელმწიფოები “24 საათით ადრე იტყობინებიან, როდესაც ჯარს გზავნიან”-ო. მისივე თქმით, “სომხეთი მალულად, თითქმის ყაჩაღურად” დაესხა თავს საქართველოს. აქედან გამომდინარე გაკვირვება გამოთქვა იმ სიმშვიდის გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა და მოწინააღმდეგის დაგებულ მახეს გონივრული პოზიციიდან შეხედა. “მე კიდეც მაკვირვებს ის თავდაჭერილობა”, _ ამბობდა რ. არსენიძე _ “რომელსაც იჩენს ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობა.” ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებმა, ამ ორი ერის ურთიერთობაში სიმართლის თქმა და მანკიერი მხარეების სამსჯავროზე გამოტანა აუცილებლობად მიიჩნიეს. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საზოგადოებას მიმდინარე მოვლენების შესახებ არა მარტო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, არამედ, მთავრობის პოზიციაც სცოდნოდა და ამის მიხედვით სომხეთთან დამოკიდებულება განესაზღვრა. საქართველოში მომქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ამ საკითხზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირა. მათგან განსხვავებით განსაკუთრებულ ყურადღებას პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე შ. ნუცუბიძის გამოსვლა იქცევს. იგი ხაზგასმით მიუთითებდა სომეხი და ქართველი ხალხების ისტორიულად კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე და მისი დარღვევის შესაძლებლობა წარმოუდგენლად მიაჩნდა. ამის საფუძველს შ. ნუცუბიძე იმჟამად შეჭირვებაში მყოფი სომხებისადმი თანადგომაში ხედავდა. “ჩვენს ვიწრო ქოხში”, _ ამბობდა შ. ნუცუბიძე _ “გამოვნახეთ ისეთი კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნა დატოვება სომხის ლტოლვილებისა და აქ ისინი შევიფარეთ.” მაშინ, როდესაც სომეხ 34

ლტოლვილთა ათიათასობით ოჯახი ქართველმა ერმა და თვით საქართველოს ხელისუფლებამ უპრეტენზიოდ მიიღო, ასეთ დროს ტერიტორიის მიტაცების მიზნით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ომის გამოუცხადებლად დაესხა საქართველოს. ამ ფაქტმა უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია ქართული საზოგადოების ფართო ფენებში.

ამ ფონზე ქართველ პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა კატეგორიულად დააყენა საკითხი საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციების საქმიანობის სამთავრობო დონეზე აკრძალვის შესახებ. ამ მოთხოვნას იმით ასაბუთებდნენ, რომ “საქმე სომხის დემოკრატიასთან კი არა გვაქვს _ როგორც ივ. გომართელი ამბობდა _ ჩვენ გვაქვს საქმე დაშნაკცუთიუნის პარტიასთან.” თავისი არგუმენტაციის დასასაბუთებლად, მან დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა სიტყვასა და საქმეს შორის ურთიერთწინააღმდეგობის ფაქტები მოიტანა და დასძინა, რომ მათმა წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში “ისეთი სიტყვა სთქვა,… რომ ჩვენ ტაშის ცემით შევხვდით და… მთელი დარბაზი ფეხზე ადგა… იმ დროს როდესაც დაშნაკელების ერთი წარმომადგენელი… საუცხოვო სიტყვას ამბობდა, იმის ამხანაგები, რომელნიც იქ მთავრობაში სხედან, ჩვენი ერის წინააღმდეგ ზარბაზნებს და ტყვიამფრქვევებს ამზადებდნენ. მე ამაზე უნდა მოგახსენოთ, _ მოყვარე მტერი, მტერზე უფრო უარესია. მე მირჩევნია, რომ მტერი მტრულად იყვეს და არა მეგობრულად და დაშნაკელების პარტიას კი, სამწუხაროთ, ეს სჩვევია. როდესაც გული შავი აქვს, კბილებს თეთრს გვიჩვენებს. ამგვარი პოლიტიკა დამღუპველია.” ქართველ პოლიტიკოსთა ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი თავშეკავებულად მოქმედებდნენ და ისედაც გამწვავებული ურთიერთობის გართულებას შეძლებისდაგვარად გაურბოდნენ. მაგრამ შეცდომა იქნება თუკი ვიფიქრებთ, რომ ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს არ აინტერესებდათ სომხეთის ხელისუფლების კურსის მიმართ ქართულ მიწაზე მაცხოვრებელი სომხების დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით იგივე ივ. გომართელი თავისი სიტყვის დასასრულს მიუთითებდა: “საქართველოს საზღვრებში ბლომად ცხოვრობენ… საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე სომხები, და მაშინ როდესაც სომხის რესპუბლიკა და მათი მთავრობა, უბრალოდ რომ ვთქვათ, დაშნაკელების პარტია ცდილობს საქართველოს რესპუბლიკის… დამოუკიდებლობის დამხობას, აქაური სომხები რას ფიქრობენ? მინდა ეს გავიგო, საჭიროა რომ ეს ვიცოდეთ.” საკითხის ამ კუთხით დაყენება, ვფიქრობთ, სავსებით ლოგიკური იყო, რადგან საქართველოში მცხოვრებ სომხებს, რომლებსაც ქართული მიწა ასაზრდოებდა, მიმდინარე მოვლენებისადმი თავისი დამოკიდებულება ოფიციალურად უნდა გამოეთქვათ. ამას მათი მოქალაქეობრივი ვალდებულებაც მოითხოვდა. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ მომხდარა, თორემ აღნიშნულ ფაქტს დაშნაკცუთიუნის საპარლამენტო ფრაქცია, ქართველ პარლამენტართა შეტევისაგან თავდაცვის მიზნით აუცილებლად გამოიყენებდა. რამდენადაც საქართველო-სომხეთს შორის მიმდინარე საომარ პროცესებს, საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობა დუმილით შეხვდა, ეს ფაქტი დამაფიქრებელი იყო, იგი სომხური აგრესიისადმი მისი თანამოძმეების არაოფიციალურად
35
მხარდაჭერაზე მიუთითებდა. ეს გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რადგან საქართველოში მაცხოვრებელი სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი დაშნაკცუთიუნის პარტიის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი ერევნის მთავრობის მითითებების შემსრულებელი იყო. ამის დასტურად საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე ავეტისიანის გამოსვლა გამოდგება. “ჩვენ გომართელი შეგვეკითხა”, _ ამბობდა ავეტისიანი _ “რას აკეთებთო. აი, რას ვაკეთებთ: ჩვენ იქ ვეხმარებით ჩვენს ერევნის მთავრობას,… აქ კი თქვენს მთავრობას.” აქედან ნათლად სჩანს, რომ დაშნაკცუთიუნის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთ ლიდერს, _ ავეტისიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდა, საქართველოს მთავრობა მისეულად არ მიაჩნდა. ბუნებრივია, აღნიშნული პოლიტიკური პარტია, ქართველთა საწინააღმდეგო საქმიანობით იყო დაკავებული და სომხეთის ხელისუფლების სამსახურში იდგა.

მოტანილი ფაქტი და თვით დაშნაკცუთიუნის პარტიის ანტიქართული საქმიანობა, რომლის შესახებაც ადრე გვქონდა საუბარი, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს საგანგაშო ზარის შემოკვრის შესაძლებლობას აძლევდა. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, როცა 1918 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო სხდომაზე სპ. კედიამ რესპუბლიკის მასშტაბით სამხედრო წესების შემოღების აუცილებლობის საკითხი დააყენა. “სამხედრო წესების შემოღება”, _ ამბობდა ორატორი _ “მთელის თავისი სისასტიკით უნდა იქნეს დაუყოვნებლივ განხორციელებული. მაშინ მთელი ქართველი ხალხი, რომელიც ჰგრძნობს, რომ მის საკუთრებას ართმევენ და თავს ესხმიან, მთავრობას გაჰყვება.” ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ თუკი ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მთავრობისაგან რესპუბლიკაში სამხედრო წესების შემოღების აუცილებლობას მოითხოვდა, მეორენი არსებული პრობლემის წარმოქმნის ძირითადი მიზეზის ახსნას ცდილობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იმავე საპარლამენტო სხდომაზე გ. ვეშაპელის გამოსვლა იქცევს. მისი აზრით, რამდენადაც სომხურმა ბურჟუაზიამ ოსმალეთში სახელმწიფოებრივი ბრძოლის პოლიტიკური პერსპექტივა დაკარგა, მათ წინაშე მხოლოდ ერთადერთი, _ პოლიტიკური ცენტრის მოპოვების საკითხი დარჩა. “ჩვენ ვიცით”, _ ამბობდა გ. ვეშაპელი _ “რომ ამ პოლიტიკურ ცენტრთან, დედაქალაქის საკითხთან გადაბმულია მთავარი ძარღვი ქართველ და სომხურ ეროვნებათა. ეს არის ტფილისის საკითხი. ჩვენ ვალდებულნი ვართ დღევანდელ კრებას გავაგებინოთ, რომ… ეს პლანები ვიცით. ჩვენ ვიცით რა პოლიტიკა ასულდგმულებს სომხების ომს თუ ეს მოხდა… ეს არ იქნება პოლიტიკა ლორისა∗, ეს იქნება პოლიტიკა ტფილისისათვის ბრძოლისა. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ცდილობს მთელი ტერიტორია ტფილისიდან დაწყებული ერევნამდის და ქვევითაც გაამთელოს ერთ სახელმწიფოდ და საქართველოს დედაქალაქი სომხეთის დედაქალაქად აქციოს ჯერ ფაქტიურად, და შემდეგ ფორმალურად.” სომხეთის ხელისუფლებისადმი ასეთი მკაცრი განაჩენი, ალბათ, მკრეხელობად ჩაითვლებოდა, რომ აღნიშნული თვალსაზრისის შესაქმნელად ქართველ პოლიტიკოსებს რეალური საფუძველი
36
არ ჰქონოდათ. მხედველობაში გვაქვს “დიდი სომხეთის” აღდგენის მიზნით, სომხეთის ხელისუფალთა პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიისადმი. დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერებმა ეს იდეა წინა პლანზე მას შემდეგ წამოწიეს, რაც ამიერკავკასიის რეგიონში ინგლისის ჯარები გამოჩნდა. მათზე დაყრდნობით ფიქრობდნენ დასახული გეგმის განხორციელებას, საქართველოს ხარჯზე ევროპისაკენ “საკუთარი სარკმელის” გაჭრას და ამ კუთხით, ფართო პროპაგანდისტულ საქმიანობასაც ეწეოდნენ. ამის დასტურად სომხების მიერ 1918 წელს სტამბოლში დაბეჭდილი “დიდი სომხეთის” რუკა გამოდგება. კონკრეტულად თუ რას წარმოადგენდა ეს რუკა, ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ ინგლისელების ამიერკავკასიაში გამოჩენისთანავე “სტამბოლში დაიბეჭდა სომხეთის ვითომც ისტორიული, ფანტასტიკური რუკა, რომელიც შავი ზღვითგან კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული და სამსუნის ოდნავ აღმოსავლეთით შავ ზღვაზე მდებარე ადგილთაგან ხმელთაშუა ზღვამდე აღწევს და სელევკიის ჩრდილოეთით მიმავალ ხაზით ამ სრულიადი სომხეთის საზღვარი კასპიის ზღვასთან თავდება. ბათუმი, ახალციხე, თვით მცხეთა და ტფილისიც კი ამ რუკაზე სომხეთშია მოქცეული და საქართველოს პატარა ვიწრო ზოლიღა აქვს მიკუთვნებული.” ამ რუკის გამოცემიდან ცოტა მოგვიანებით, სტამბოლში სრულიად სომხეთის სახელმწიფოს ახალი რუკა დაიბეჭდა. პირველისაგან განსხვავებით, მისი შემდგენლები იმ “დათმობაზე” წავიდნენ, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი კოდასთან გაატარეს, _ თბილისი, ახალციხე და ბათუმი საქართველოს საზღვრებში დატოვეს.

ამგვარად, საქართველოს ოფიციალური წრეების პოლიტიკა სომხური პოლიტიკისადმი სწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას ითვალისწინებდა. ამას არსებითი მნიშვნელობა ქონდა იმ თვალსაზრისითაც, რომ სომხეთის ხელისუფლების მიზნების შესახებ, ქართველ ერს სიმართლე სცოდნოდა და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული მთავრობის მოწოდებისთანავე ქვეყნის დამცველთა რიგებში ნებაყოფლობით ჩამდგარიყო.

სომხეთის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების მიტაცების გეგმა შემუშავებული ჰქონდა, დასახული მიზნის განსახორციელებლად მხოლოდ საბაბს ეძებდა. ამ შემთხვევაში მოქმედების ხელსაყრელ მომენტად ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში ქართული ჯარის შეყვანა ჩათვალეს და იგი “სომხური ტერიტორიების მიტაცებად” გამოაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიგრანიანი საქართველოს ხელისუფლებისადმი 1918 წლის 5 დეკემბერს გაგზავნილი ნოტით საქართველოს მთავრობას აფრთხილებდა, რომ მას ახალქალაქის მაზრაში ჯარი არ შეეყვანა, ვიდრე საკითხი ამ რაიონის კუთვნილების შესახებ მშვიდობიანი გზით არ გადაიჭრებოდა. ამ მოთხოვნის საპასუხოთდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი 7 დეკემბრის დეპეშაში კონკრეტულად მიუთითებდა იმ ძირითად მიზეზებზე, რამაც ქართული ჯარის მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება განაპირობა. იმავდროულად დოკუმენტში გასაგებად იყო ნათქვამი, რომ “საქართველოს მთავრობა ახალქალაქის მაზრას თავის ისტორიულ ტერიტორიად სთვლის და სომხეთის პროტესტი ამ
37
საკითხზე უადგილოა. დაე ნუ ჩაერევიან ჩვენს შინაურ საქმეებში.” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიეს, _ ე. გეგეჭკორის ასეთი კატეგორიული ტონი გამართლებული იყო, რადგან: 1. ტერიტორიები რომლებზედაც სომხეთი პრეტენზიებს აცხადებდა, ისტორიულად საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდა და მის უარსაყოფად ოპონენტი მხოლოდ დემოგრაფიულ ბალანსს ეჭიდებოდა; 2. ქართველ დიპლომატთა მცდელობა, სასაზღვრო საკითხების სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყვეტის შესახებ, სომხეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე ჩაშალა. ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, სომხეთის მმართველ წრეებს, მათ მიერ ხელოვნურად გამოგონილი პრობლემის სააშკარაოზე გამოტანა და დისკუსია ხელს არ აძლევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამშვიდობო კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდნენ, მის ჩაშლას ხელს არ შეუწყობდნენ და ომის გზას არ აირჩევდნენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ასეთი სარისკო ნაბიჯი მისმა დიპლომატიურმა წრეებმა იმ მომენტში გადადგეს, როცა ამიერკავკასიის რეგიონში პოლიტიკური სიტუაცია დამძიმებული იყო. სომეხთა ამ ქმედებაში მესამე სახელმწიფოს ხელი აშკარად ჩანდა. თუკი იმდროინდელ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა მემუარულ ლიტერატურას ვენდობით, ისინი ინგლისის როლზე გამოკვეთილად მიუთითებენ. ნ. ჟორდანიას აზრით, რამდენადაც სომხებს ოსმალეთში ინგლისმა დანაპირები კერა ვერ შეუქმნა, სამაგიეროს მიცემა საქართველოს ხარჯზე მოინდომა. იგივე საკითხი გ. ლორთქიფანიძემ უფრო გლობალურად განიხილა. მისი აზრით, ინგლისის მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და ამიერკავკასიის რეგიონის დენიკინის რუსეთზე “მიკვრა” წარმოადგენდა. “ამ რუსულ-ინგლისური გეგმის ბადეში,” _ წერდა გ. ლორთქიფანიძე _ “მოხვდა სომხეთი, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ვერ იყო ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული. მის პოლიტიკაზე გადამჭრელი გავლენა ქონდა ანტანტას, ხოლო ანტანტის და, პირველ ყოვლისა, ინგლისის სარდლობის უმთავრესი მრჩეველი ამიერკავკასიის საკითხებში იყო დენიკინის შტაბი.”

აღნიშნული ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოს წინააღმდეგ, ინგლისურ-სომხური ერთობლივი დიპლომატია და სამხედრო ძალა შენიღბულად მოქმედებდა. ასეთ ფონზე, სომხურმა პრესამ, კერძოდ გაზეთმა “აშხატავორმა”, მოწინავე წერილში, ქართული ჯარის ახალქალაქის მაზრაში შესვლასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და კატეგორიული ტონით მოითხოვა: 1. ერების თვითგამორკვევის სადაო საკითხები, საჩქაროდ გადაჭრილიყო ხალხის თავისუფალი ნების გამოთქმით, _ რეფერენდუმით და ეთნიკური პრინციპის დაცვით; 2. ლორეში, ბორჩალოსა და ახალქალაქში, რომლებსაც სომხეთი უდაოდ თავისად თვლიდა, თავისუფალი თვითგამორკვევა უნდა მომხდარიყო. “ამას მოითხოვს,” _ წერდა გაზეთი _ “როგორც ორი სახელმწიფოს ხალხთა ინტერესები, აგრეთვე ზოგიერთი “სადაო” საკითხების დადებითად გადაჭრა.” რამდენადაც აღნიშნული პრეტენზიები კატეგორიული ტონით იყო გადმოცემული. მათი უპასუხოდ დატოვება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. ამ მხრივ, ჩვენს ყურადღებას გაზეთ “ერთობაში” პრესის მიმოხილვის

38
რუბრიკით დაბეჭდილი სტატია იქცევს. მასში დაწვრილებითაა წარმოდგენილი სომხეთის დიპლომატიური წრეების მიერ კავკასიის სამშვიდობო კონფერენციის საწინააღმდეგო საქმიანობა. დასაბუთებულია ჯავახეთში ქართული ჯარის შესვლის მიზანშეწონილობა და ამ კუთხის საქართველოსაგან განუყოფლობის აუცილებლობა. წერილში ყურადღებაა გამახვლებული რუსული ცარიზმის იმ პოლიტიკურ კურსზე, რომლის ხელშეწყობით ჯავახეთი ქართველთა მაგიერ სომხებით აივსო და დემოგრაფიული ბალანსი სომეხთა სასარგებლოდ ხელოვნურად შეიქმნა. ცარიზმისაგან ბოძებული ამ “უპირატესობიდან” გამომდინარე, გაზეთი “აშხატავორი” რეგიონის კუთვნილების განმსაზღვრელად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეთნიკურ პრინციპს აძლევდა და აყენებდა საკითხს, _ “რაც ცარიზმმა მოგვცა იგი ჩვენი უნდა იყოს”-ო. ამასთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” ოპონენტების მისამართით სავსებით სამართლიანად სვამდა კითხვას: “რა პრინციპს აყენებენ ისინი, როცა ალექსანდრეტზე უჭირავთ თვალი, ან რომელი ეთნიური პრინციპით ითვისებენ თუნდაც ერზრუმს და მის მეზობელ ვილაიეთებს? ალბათ მათ ორი საზომი აქვთ: იქ სადაც მათზე ძალადობა იხმარეს, _ ისინი ეთნიურ თვალსაზრისს უარყოფენ, სადაც თვითონ ძალადობით მოიკალათეს, იქ ეთნიკურს ებღაუჭებიან… ჩვენ ვამბობთ: ძმურათ და მეგობრულად ვიღებთ მათ, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე თუნდაც ცარიზმისაგან არის ჩამოსახლებული, ჩვენი ტერიტორიის ასაჭრელებლად. მაგრამ სასტიკად ვეწინააღმდეგებით იმათ, ვინც ცარიზმის პოლიტიკას განაგრძობს და მოისურვებს ჩვენი ტერიტორიის დაქუცმაცებას.” აღნიშნულიდან გამომდინარე, სომხეთთან სადაო საკითხების მშვიდობიანი ფორმით მოწესრიგება უპერსპექტივო სახეს იძენდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც სამშვიდობო პოლიტიკის კურსს აგრძელებდა და მეზობელი სახელმწიფოს ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებდა. ამის შესანიშნავ დადასტურებას ე. გეგეჭკორის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილი რადიო დეპეშა წარმოადგენს. მასში დასმული იყო სადაო საკითხების შეთანხმების გზით დაუყოვნებლივი გადაწყვეტის აუცილებლობა. კომპრომისული გზის ძიების ეს ცალმხრივი ცდა უპერსპექტივო სახეს ატარებდა, რადგან სომხეთის პოლიტიკური წრეები ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდნენ. მიზნად ისევ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების სურვილი ამოძრავებდათ. ამის დამადასტურებელ დოკუმენტად საქართველოს მთავრობისადმი სომხეთის ხელისუფალთა 15 დეკემბრის ულტიმატუმი გამოდგება. მასში ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების შესახებ გარკვევითაა ნათქვამი: “არაერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს ნაწილები არ შედის საქართველოს ტერიტორიაში და შეადგენს სომხეთის განუყოფელ ნაწილს და ძალდატანებით დაკავებულია საქართველოს ჯარების მიერ.” აქ სომხეთის ხელისუფალთა პოზიცია გარკვევითაა დაფიქსირებული.

ქართული ჯარის წინააღმდეგ სომხეთმა, სანაინსა და ვორონცოვკაში შეფარვითი სამხედრო მოქმედება ჯერ კიდევ 9 დეკემბრიდან დაიწყო. ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს შესანიშნავად გააცნობიერეს, რამაც

 39
სრულყოფილი ასახვა საქართველოს მთავრობის მიერ ყველა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისადმი 15 დეკემბერს გაგზავნილ მიმართვაში ჰპოვა. ამ დოკუმენტში გაანალიზებულია ის სამშვიდობო პოლიტიკური კურსი, რომელსაც სომხეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობა ანხორციელებდა. “ორივე რესპუბლიკათა შორის სისხლის ღვრის ასაცილებლად,” _ ვკითხულობთ დოკუმენტში _ “ყოველგვარი ზომები ჩვენის მხრით მიღებული იქნა. საქართველოს მთავრობა… მთელი ქვეყნის წინაშე… აცხადებს რა ენერგიულ პროტესტს სომხეთის მთავრობის გამო, ის თავიდან იშორებს ორ მოძმე ხალხთა შორის სისხლის ღვრის დამღუპველ შედეგთა პასუხისმგებლობას… ამ უკანასკნელი გამოსვლის პასუხისმგებლობა მთელი თავისი სიმძიმით ეკისრება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას.” ეს დოკუმენტი და საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მოქმედება სიმართლეს ეფუძნებოდა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის ღირსების ხელშეუხებლობას, ისტორიული ტერიტორიების შენარჩუნებას ითვალისწინებდა. მეორე მხრივ, მის ამოცანას საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი ავტორიტეტის შექმნა, მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი სახელმწიფოს სახელის დამკვიდრება წარმოადგენდა. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავდა იმ ლოიალურ დამოკიდებულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სომხეთთან მიმართებაში იჩენდა.

რამდენადაც საკითხი საქართველო-სომხეთის ურთიერთობის ამ მეტად მძიმე მონაკვეთს ეხება, ბუნებრივია, ინტერესს იწვევს ამ მოვლენებისადმი თვით სომხური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა დამოკიდებულება. სრულ წარმოდგენას ამის შესახებ, ქალაქის საბჭოს 1918 წლის 16 დეკემბრის სხდომის ამსახველი მასალები იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კონფლიქტში, როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული, დამნაშავე სომხური მხარე იყო, სომეხი პოლიტიკოსები ამ ფაქტს საგანგებოდ გვერდს უვლიდნენ და გარეგნულად “მიუდგომელი” შემფასებელის როლში გვევლინებოდნენ. ამის შესანიშნავ დადასტურებას, იმავე სხდომაზე დაშნაკი იაკჯანიანის გამოსვლა წარმოადგენს. იგი მიმდინარე მოვლენების ობიექტურ შეფასებას მოითხოვდა და აყენებდა საკითხს, _ “უარვყოთ ყოველგვარი პარტიული და ავალაპარაკოთ ჩვენი სინდისი და გულწრფელობა”-ო. ასეთი შესავლის შემდეგ საფიქრებელი იყო, რომ იაკჯანიანი სინდისიერად და გულწრფელად შეაფასებდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რადგან კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად, საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დელეგაციის წევრების, _ თუმანოვისა და აუშტროვის მოხსენებითი ბარათებს იცნობდა. ამ დოკუმენტებში ნაჩვენები იყო, რომ მოწინააღმდეგისათვის ცეცხლის გახსნაზე, ქართულმა მხარემ, 13 დეკემბრამდე შეიკავა თავი. სამწუხაროდ, იაკჯანიანმა ამ ომში ორივე მთავრობა დაადანაშაულა. რაც შეეხება თუმანოვს, მანაც უცნაური პოზიცია დაიკავა და მოითხოვა: “ჩვენ აქ ის კი არ უნდა გავარჩიოთ თუ რომელი მთავრობაა დამნაშავე და რომელი არა, არამედ უნდა პროტესტი განვაცხადოთ ორივე მთავრობის წინააღმდეგ.”
40
როგორც ვხედავთ, თუმანოვიც შეგნებულად უვლიდა გვერდს სინამდვილის სააშკარაოზე გამოტანას. მას არ სურდა ამ კონფლიქტში სომხეთის მხარე ყოფილიყო დადანაშაულებული. მისი ალოგიკურობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ორივე მთავრობისადმი საპროტესტო განცხადების გაკეთება მოითხოვა, რითაც ფაქტობრივად, მის მიერ მთავრობისადმი წარდგენილ ზემოთ მითითებულ მოხსენებაში გაკეთებულ დასკვნებს დაუპირისპირდა. რაც შეეხება სომეხთა სახალხო პარტიის ლიდერის დულუხანოვის პოზიციას, ფაქტიურად იგი აღნიშნულ პირთა “გაკვალულ გზას” მიყვებოდა. “ძნელია გავამტყუნოთ სომხეთის მთავრობა”, _ ამბობდა დულუხანოვი _ “რადგანაც ყველა საბუთი ხელთ არა გვაქვს.” ჩვენს მიერ მოტანილი მასალები იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში მომქმედი სომხური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შინაგანად სომხეთის ხელისუფალთა აგრესიას უჭერდნენ მხარს. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ აღნიშნული სისხლისღვრის წამოწყების ინიციატორი სომხეთის მხარე იყო. აქედან გამომდინარე, გაურბოდნენ დამნაშავის წარმოსაჩენად ოფიციალურად საკითხის დაყენებას. როგორც ჩანს, საკითხის გაბუნდოვნება სომეხ პოლიტიკოსებს ხელს აძლევდა.

რამდენადაც, არაქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ობიექტური შეფასება არ მოუციათ, შექმნილი სიტუაცია, ქართველი პოლიტიკოსებისაგან პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებასა და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას მოითხოვდა. ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 17 დეკემბრის სხდომამ შეასრულა. სიტყვით გამოსული ორატორები ლოგოკური პოლიტიკური აზროვნებით გამოირჩეოდნენ და თითოეული მათგანის მსჯელობის საფუძველს ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენის ინტერესები განსაზღვრავდა. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას განსაკუთრებით ნ. ჟორდანიას მოხსენება იქცევს. იგი დაწვრილებით შეეხო სომხეთის მთავრობის მიერ ომის დაწყების საბაბად წამოყენებულ ორ ბრალდებას: 1. საქართველოს ჯარისკაცებმა თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; 2. საქართველოს ჯარმა დაიჭირა სადაო რაიონები. პირველ საკითხთან დაკავშირებით ნ. ჟორდანია სავსებით სამართლიანად ამბობდა, რომ თუკი ასეთ დარღვევას მართლაც ადგილი ქონდა, იგი საქართველოს მთავრობის წინაშე ოფიციალურად უნდა დაესვათ. “ასეთი უმნიშვნელო მიზეზი”, _ ამბობდა ნ. ჟორდანია _ “არ შეიძლება იყოს ომის საბაბი… ეს საბუთად არ გამოდგება.” რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ამასთან დაკავშირებით იგი ხაზგასმით მიუთითებდა: “დიახ, ჩვენ დავიჭირეთ ახალქალაქი, ახალციხე, მაგრამ ეს ძველი ამბავია _ ორი თვის წინეთ მოხდა, ამის შესახებ მათ არაფერი უთქვამთ. მათ იცოდნენ, რომ მთელი თბილისის გუბერნია ჩვენ გამოცხადებული გვქონდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიად. ეს საბუთიც სუსტია ომის დაწყებისათვის.” ამ შემთხვევაში ნ. ჟორდანია არ ტყუოდა, რადგან თუ სომხეთს რაიმე საპრეტენზიო ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებასთან მიმართებაში, მაშინვე თუ არა, ერთი თვის განმავლობაში ოქტომბერ-ნოემბერში საპროტესტო ნოტით მაინც
41
უნდა მიემართა, რასაც იმ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. სომხეთმა ეს “უფლებამოსილება” მხოლოდ ომის ოფიციალურად დაწყებიდან (9 დეკემბერი) ექვსი დღის შემდეგ გამოიყენა. ისიც ულტიმატუმის და არა ნოტის სახით. ყოველივე ეს, ნ. ჟორდანიას საფუძველს აძლევდა განეცხადებინა, რომ “კაჩაზნუნის მთავრობას… არ შეუძლია მეზობლებთან იყოს მშვიდობიან განწყობილებაში, მას უნდა ქონდეს მუდამ ვინმესთან ომი… აი ეს არის მთავარი მიზეზი იმ ფაქტორებისა, რომელიც ხდება ბორჩალოს მაზრაში და არა ის მიზეზები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინა და დღეს გაგაცანით.” აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტად უნდა მივიჩნიოთ, რომ ომის დაწყების მოთავე სომხეთის ხელისუფლება იყო, ხოლო საქართველოში არსებული სომხური პოლიტიკური პარტიების წევრები, მოქმედებდნენ არა საქართველოს რესპუბლიკის, არამედ სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველივე ეს, საფუძველს აძლევდა ქართველ პოლიტიკოსებს ხმამაღლა ელაპარაკათ გარეშე და შინაური მტრების საქართველოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ და მათ მიმართ უმკაცრესი ზომების გატარების საკითხი დაესვათ. “ვინც ჩვენს წინააღმდეგ აღმართა ხმალი და იარაღი” _ ამბობდა ნ. ჟორდანია _ “იმავე იარაღით უნდა გავცეთ პასუხი. ამის ძალა ჩვენ შეგვწევს, საჭიროა მხოლოდ თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა მოხელემ თავისი მოვალეობა შეასრულოს და მტერს მტრულად დახვდეს.” განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწოდება, _ “საქართველოს მებრძოლო ჯარისკაცებო და სახალხო გვარდიელებო” იძენდა. ეს დოკუმენტი სამშობლოს სადარაჯოზე მყოფთ მიუთითებდა იმ ვანდალურ ფაქტებზე, რომელიც სომხური ჯარის ნაწილებმა თავდასხმის მომენტში ჩაიდინეს საქართველოს საზღვრების დამცველთა მიმართ. იმავდროულად იგი სომხეთის თავდასხმას წინასწარ მომზადებულად მიიჩნევდა და საზოგადოებას აუწყებდა, რომ “ჩვენი მთავრობა იძულებული შეიქმნა მტერს მტრულად დახვდეს… მტრის სურვილია ჩამოჰკვეთოს ჩვენი რესპუბლიკის მიწაწყალს საუკეთესო ნაწილები, ჩვენშიაც გაიმეოროს ჯოჯოხეთი სისხლის ღვრისა და ხალხის ჟლეტისა და ამ სისხლის მორევში ჩააღრჩოს საქართველოს დემოკრატიის მიერ დიდის მსხვერპლის გაღებით მოპოვებუცლი თავისუფლება. მტერი დაუნდობელია და ვერაგი… ამას მოწმობს მისი მზაკვრული, ქურდული თავდასხმა და უდიერი მოპყრობა მის ხელში ჩავარდნილ მსხვერპლთა მიმართ… საქართველოს მებრძოლნო, ჯარისკაცნო და სახალხო გვარდიელნო! ამ განსაცდელის ჟამს თქვენთანაა სამშობლო ქვეყნის გულისყური და საქართველოს პარლამენტი… გამოსთქვამს სრულს რწმენას, რომ თითოეულს თქვენთაგანს… აქვს შეგნებული, რომ თქვენს სამხედრო უნარზე, სიმამაცეზე და თავდადებაზეა დამყარებული… საქართველოს სახელმწიფოებრივი ღირსება… თქვენს ნათესავთა და სისხლხორცთა სიცოცხლე. საქართველოს პარლამენტი და მასთან ერთად მთელი ხალხი უწმინდეს ვალად მიითვლის ყოვლის საშუალებით და ღონისძიებით ხელი შეგიწყოთ დიადი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.”
42
ვფიქრობთ, ასეთი კურსი იმ ეტაპზე კავკასიის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფალთა კავკასიურ სამშვიდობო პოლიტიკას მხარდამჭერები არ აღმოუჩნდა. პირიქით, მისი მეზობელი სახელმწიფოები ამ კურსის ინიციატორობაში სახელმწიფოებრივ სისუსტეს ხედავდნენ და მასზე ზემოქმედების განხორციელებასაც კი ცდილობდნენ. ჩვენი აზრით, სომხური აგრესიის ერთ-ერთ წინაპირობას აღნიშნული ფაქტორიც განსაზღვრავდა. მეორე მხრივ, იგი ინგლისის მხრიდან საქართველოსადმი ანგარიშსწორების იმედსაც ემყარებოდა. ამის შესანიშნავ დადასტურებას გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებული წერილი, _ “ერთხელ კიდევ ორიენტაციაზე” მეტყველებს. მასში გადმოცემულია სომხური პრესის დამოკიდებულება დასავლეთის ფრონტზე მომხდარი ცვლილებებისადმი და მითითებულია იმ შურისძიების გარდუვალობაზე, რომელსაც ვითომდა ინგლისი გამოიჩენდა საქართველოს მიმართ გერმანიასთან კავშირის გამო. “ჩვენ არ გვიკვირს, რომ დაშნაკელები კვლავ იმეორებენ იმ ავანტიურას”, _ ვკითხულობთ სტატიაში _ “რომლითაც მათ საერთაშორისო ომის დაწყებისას სომხის ერი ჩაითრიეს იმ მიზნით, რომ რუსეთის ბიუროკრატიის გული მოეგოთ. დაშნაკელები ისე გაიტაცა სხვისი დაჩაგვრის სურვილმა, რომ მოსისხლე მტერს შეუთანხმდნენ ჩვენს წინააღმდეგ და ფიქრობენ მზაკვრობით და მოღალატეობით მოიგონ ინგლისის გული.”

დაშნაკცუთიუნის პარტიისადმი ქართველ პოლიტიკოსთა ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს პარლამენტის 1918 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე დაშნაკცუთიუნის ფრაქციის წარმომადგენელთა მიერ ნ. ჟორდანიას მოხსენებისადმი დაპირისპირებამ. სომხეთ-საქართველოს ომთან მიმართებაში, მოძალადის იარაღით შეჩერების, საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგის დაპყრობილი ტერიტორიებიდან განდევნის ნ. ჟორდანიასეული პოზიცია მათ არ გაიზიარეს, რის გამოც ქართველი პარლამენტარებისაგან სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიიღეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის პრეზიდიუმის სახელზე დაწერილ საპროტესტო განცხადებაში 1918 წლის 19 დეკემბერს ლ. თუმანოვი და ნ. თარხანოვი ხაზგასმით მიუთითებდნენ: “არ ვიზიარებდით რა ორატორისგან (ნ. ჟორდანიას შ. ვ.) გამოთქმულ აზრს და მით უფრო მისი სიტყვის მეომრულ დასკვნებს, ჩვენ როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, არ ვსთვლიდით ჩვენდა სავალდებულოდ მიგვეღო მონაწილეობა… ოვაციაში.” აღნიშნული დოკუმენტი შესანიშნავად განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველოში მომქმედი დაშნაკცუთიუნის პარტია ანხორციელებდა. რაც შეეხება ომთან დაკავშირებით პარლამენტის დამოკიდებულებას, იგი სრულყოფილად 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში აისახა. ეს დოკუმენტი, ყველა საჭირო ინფორმაციის გათვალისწინების საფუძველზე იქნა შედგენილი. იგი მიმდინარე პროცესებისადმი ქართველ პოლიტიკოსთა ობიექტური მიდგომისა და თავშეკავებული შეფასების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. “პარლამენტი იწონებს მთავრობის ყველა მოქმედებას და მასთან მიღებულ სამხედრო ზომებს”, _ ვკითხულობთ რეზოლუციაში _
43
“რომლებიც მიმართულია საქართველოს მტერთა ასალაგმავად. აღუთქვამს მთავრობას… დახმარებას,… რესპუბლიკის ძალები მიმართულია არა სომეხი ხალხის წინააღმდეგ, არამედ სომხეთის მთავრობისა და იმ წრეებისა, რომელთა პოლიტიკას მიზნად აქვს, ხიდი ჩატეხოს საუკუნეებით მეგობრულ ერთა შორის.” ასეთი სახის დოკუმენტის მიღება იმის მაუწყებელი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მეზობელი რესპუბიკების ტერიტორიების მიტაცების სურვილი არ გააჩნდა, მხოლოდ საკუთარის დაცვით იყო დაინტერესებული. ეს ფაქტორი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა წამოჭრილი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლება მომენტს გამოიყენებდა და სადაო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ნორმების დაცვით შეეცდებოდა. ასეთი პოზიციის მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია ომის გაგრძელების საჭიროებას მოითხოვდა. როცა ქართული ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ და სომხებმა უკანდახევა დაიწყეს, გარეგნულად მაყურებლის როლში მდგომი ინგლისის მისიის წარმომადგენლები საქმეში ჩაერივნენ და ქართული მხარისაგან ომის შეწყვეტის აუცილებლობა მოითხოვეს. ეს წინადადება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქართული ჯარის ნაწილებმა ომამდელი სასაზღვრო ხაზი დაიკავეს. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, ქართული პოლიტიკური აზრი ორ ჯგუფად გაიყო. გრ. გვეშაპელმა და სპ. კედიამ საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 4 იანვრის სხდომაზე ომის ასეთი ფორმით დამთავრება არახელსაყრელად მიიჩნიეს და ქართული დიპლომატიის სისუსტედ გამოაცხადეს. მართალია, მათ გამოსვლებში ემოციები ჭარბობდა, მაგრამ გულისწყრომაც ანგარიშგასაწევი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ ომში, საქართველოს ზარალმა 100 მილიონამდე მანეთი შეადგინა, ხოლო ქართული მხარისადმი მისი ანაზღაურების საკითხი იმ ეტაპზე დღის წესრიგში არ დამდგარა. რამდენადაც აქცენტი აღნიშნულ ფაქტზე იქნა გადატანილი, უყურადღებოდ დარჩა სომხეთ-ინგლისის ალიანსი და რაც მთავარია, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისადმი ინგლისელთა მტრული დამოკიდებულება. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯის შეფასებისას, ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა, ვფიქრობთ, არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანს. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ამ ომში, გამარჯვებული საქართველოს მთავრობა, როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული მხოლოდ მინიმუმზე, _ სომხეთის ჯარის ომამდელ საზღვრებზე დაბრუნებაზე დათანხმდა, მაშინ როდესაც მოთხოვნათა მაქსიმუმის წამოყენება შეიძლებოდა. თუკი საქართველოს ხელისუფლება ასეთ გზას არ დაადგა და ინგლისელთა მოთხოვნას ანგარიში გაუწია, იგი გარკვეული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. გამორიცხული არ იყო, საქართველოსადმი, ომის შეწყვეტის მიზნით, ინგლისის წარმომადგენლობას ულტიმატუმი წაეყენებინა და სომხეთის სასარგებლოდ დამამცირებელი პრეტენზიების შესრულება მოეთხოვა. ამასთან დაკავშირებით, ნ. ჟორდანია ამბობდა: “ჩვენ ვართ მთავრობა სუვერენული და არავითარ ულტიმატუმებს არ მივიღებთ… თუ დღეს მივიღეთ ერთი ულტიმატუმი ერთ საგანზე, ხვალ მეორე საგანზე, ზეგ მესამეზე _ ეს იქნება
44
არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ იქნება მთავრობა დამოკიდებული სხვის უფლებებში, სხვის პროტექტორატში ჩავარდნილი.” ეს იმის მაუწყებელია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ოფიციალური ულტიმატუმი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ინტერესების შელახვად მიაჩნდა. მეორე მხრივ, მას ერევნის მთავრობის მიერ დაგებულ ბადეში გაბმა და უცხოელების თვალში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის დისკრედიტაცია არ სურდა. ამის რეალური საფრთხე არსებობდა, რადგან, ერთ-ერთმა ინგლისელმა გენერალმა, საქართველოს მთავრობის მესვეურებს ოფიციალურად განუცხადა: “თქვენ ამბობთ, რომ… გინდათ დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენ ომი გავათავეთ,… თქვენ კი ეხლა იწყებთ ომს და თავისთავად ცხადია არ შეგიძლიათ იქონიოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო.” შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ინგლისისადმი ანგარიშის გაწევას მოითხოვდა, მითუმეტეს, ამ სახელმწიფოზე დიდად იყო დამოკიდებული საქართველოს მომავლის საკითხი. ეს გარემოება ჰქონდა მხედველობაში იმავე ნ. ჟორდანიას, როცა ამბობდა: “ჩვენ არ ავყევით იმ მთავრობის (სომხეთის შ. ვ.) პროვოკაციას… არ მოვიმოქმედეთ ისე, რომ ევროპას დაენახა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა შეუძლებელია… ჩვენ შევჩერდით დროზე და ამ ჩვენმა მოქმედებამ, უფრო გააძლიერა,… მეტი საბუთი მისცა ყველას იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ერთობა და მისი დამოუკიდებლობა იქნეს ცნობილი.” თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ინგლისისადმი ანგარიშის გაწევა, ამის შესახებ პარლამენტის 1919 წლის 5 იანვრის სხდომაზე ნ. რამიშვილი მიუთითებდა. საქართველოს მთავრობას ინგლისის მიერ სომხეთთან შეთანხმების გზა რომ უარეყო, “ეს გამოიწვევდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციების შესუსტებას. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა მოწინააღმდეგისათვის, როგორც მტრისათვის, ისე მოყვრისათვის, რომ მზათ ვართ ყოველივე ზომა მივიღოთ შეთანხმებისათვის… როცა შემოვიდა გარეშე ძალა, რომლის ხელთ არის მსოფლიოს ბედი,… (იგულისხმება დიდი ბრიტანეთი შ. ვ.) ჩვენ უნდა გამოგვენახა უცხო ძალასთან საერთო ენა, რომლითაც შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა.” ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ეს კურსი პრაქტიკული სინამდვილიდან გამომდინარეობდა და მისი უგულებელყოფა დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გამორიცხული არ იყო, რომ უარის მიღების შემთხვევაში ინგლის-სომხეთის ერთობლივი სამხედრო ძალები საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებულიყო. ამასთან დაკავშირებით, იმავე პარლამენტის სხდომაზე ი. წერეთელი ხაზგასმით მიუთითებდა: “მე თქვენ გარწმუნებთ, ჩვენ რომ ამ პირობებზე არ დავთანხმებულიყავით და ინგლისელებისათვის უარი გვეთქვა… ბ. ნ. ჯამალიანი და ინგლისელები საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედებდნენ.” ეს რეალობას წარმოადგენდა და საქართველოს, ფაქტიურად სომხეთ-ინგლისის ერთობლივი ძალების წინააღმდეგ მოუწევდა ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, იგივე ი. წერეთელი ოპოზიციონერთა მისამართით აცხადებდა: “სომხეთის მთავრობის… განზრახვა ჩვენს წინააღმდეგ აემუშავებინა გარეშე ძალა, ჩვენ ჩავშალეთ. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და თუ თქვენ მაინც ეჭვი შეგაქვთ იმაში, დამარცხებულია თუ გამარჯვებული ჩვენი ქვეყანა ამ შეტაკებაში, ამ შემთხვევაში მესამე ფაქტორს გაუწიეთ ანგარიში.” ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი, მართალია, ამ ნაბიჯმა გააღიზიანა და საქართველო-სომხეთის შეთანხმება, _ სომხური ჯარის მხოლოდ ომამდელ საზღვრებზე დაწევა, ქართული მხარის დამარცხებადაც კი ჩათვალა, მაგრამ ასეთი დასკვნის გაკეთება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გლობალურ გააზრებას არ ეფუძნებოდა.

ამრიგად, ქართული ტერიტორიების მიტაცების დაუოკებელმა სურვილმა და ინგლისის მისიის მხარდაჭერის იმედმა, სომხეთის ხელისუფალთ სადაო საკითხების მშვიდობიანი გზით მოწესრიგებაზე უარი ათქმევინა და ქართველთა წინააღმდეგ ომის დაწყების გარდუვალობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

სომეხ-ქართველთა ომის გაჩაღების მთელი სიმძიმე დანაშაულებრივი სიმძიმის მთელი ტვირთი, სომხურ მხარეს ეკისრება, რადგან საქართველოს ხელისუფლებისაგან შეთავაზებული ნებისმიერი კომპრომისული გზა უარყოფილ იქნა.

დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ, თავისი მოქმედებით, ანტანტის მისიის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების მიტაცებით დაინტერესებული არ იყო, მაგრამ მისი ტერიტორიების ხელყოფის მცდელობის შემთხვევაში იარაღით დაიცავდა ქართული სახელმწიფოს ინეტერსებს. ქართულმა მხარემ, პრაქტიკული მოქმედებით დაადასტურა, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას, საერთაშორისო ნორმების დაცვით, ცივილიზებული წესით იმოქმედებდა.

 

განმარტებითი ლექსიკონი ∗

ამიერკავკასიის სეიმი _ ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანო, მოწვეულ იქნა 1918 წლის 10 (23) თებერვალს. მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ქართველი სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი) კარლო ჩხეიძე. მის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი პარტიები: სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები), სახალხო თავისუფლების პარტია, სოციალისტ-რევოლუციონერები, დაშნაკცუთიუნი (სომხური ნაციონალისტური პარტია), სოციალისტ-ფედერალისტები, მუსავათი (აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტია), ეროვნულ-დემოკრატები, მუსლიმანური სოციალისტური ბლოკი და ა. შ. აღნიშნულ საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია ქართველ სოციალ-დემოკრატებს (მენშევიკებს) ჰყავდათ _ 32 დეპუტატი; მუსავათი (აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტია) _ 30 დეპუტატი; დაშნაკცუთიუნი (სომხური ნაციონალისტური პარტია) _ 27 დეპუტატი. ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.
ა. ხატისოვი _ დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერი საქართველოში, სომხური ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, გამოირჩეოდა ანტიქართული მსოფლმხედველობით.
დაშნაკცუთიუნის პარტია _ “დაშნაკცუთიუნი” (კავშირი) _ სომხური ნაციონალისტური პარტია დაარსებული იქნა 1890 წელს თბილისში. მისი ბეჭდვითი ორგანო იყო “დროშაკ”-ი (დროშა), “აშხატავორი”, “ორიზონი”. დაშნაკცუთიუნის პარტიის პირველმა ყრილობამ (1892 წელს) მიიღო პარტიის პროგრამა და წესდება. აღნიშნული პარტიის მიზანს წარმოადგენდა: 1. შეიარაღებული აჯანყების გზით ოსმალეთის შემადგენლობაში მცხოვრები სომხებისათვის ავტონომიის მინიჭება; 2. საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ხარჯზე “დიდი სომხეთის” სახელმწიფოს შექმნა. 1918-1920 წლებში დაშნაკცუთიუნის პარტია დამოუკიდებელი სომხეთის მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა.
ენვერ-ფაშა _ (1881-1922) იყო ოსმალეთის არმიის გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ოსმალურ პოლიტიკურ პარტიას “ერთიანობა და პროგრესი”. აქტიური მონაწილეობა მიიღო ე. წ. “ახალგაზრდა თურქების” 1908 წლის რევოლუციაში. 1913 წელს მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში. იგი პანთურქისტულ და პანისლამისტურ პოლიტიკას ატარებდა. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918 წ.წ.) ხელს უწყობდა გერმანია-ოსმალეთის დაახლოებას. ეჭირა ოსმალეთის არმიის მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ამიერკავკასიის ტერიტორიების დაპყრობა. ენვერ-ფაშა 1922 წელს საბჭოთა ჯარის ნაწილებთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა.
თალათ-ფაშა _ იყო ოსმალეთის არმიის გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე. 1915-1916 წლებში აჯანყებული სომხების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიების ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მესოპოტამია (შუამდინარეთი) _ მდებარეობს მდინარეების _ ტიგროსისა და ევფრატის აუზში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-1916 წლებში, დაშნაკცუთიუნის პარტიის ლიდერთა ხელმძღვანელობით ოსმალეთში მცხოვრები სომხების აჯანყების დამარცხების შემდეგ, ოსმალეთის ხელისუფლებამ სომეხთა მასობრივი დევნა და ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. 600 ათასზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი იძულებით იქნა გადასახლებული მესოპოტამიის უდაბნოში, სადაც უმძიმესი პირობების გამო ბევრი დაიღუპა.
მინისტრის ამხანაგი _ იგულისხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ხან-ხოისკი _აზერბაიჯანის მუსავათის პარტიის ლიდერი და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მთავრობის ხელმძღვანელი.
სდმპ _ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია.
ლორე _ იგულისხმება ლორეს სადაო რაიონი.

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

• აბდალაძე ალ. თავშეკავებული გამოლაშქრება. გაზ. “მამული” 1991 წ. 11
ივნისი.
• ანთაძე კ. საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში. თბილისი. 1973.
• ბენდიანიშვილი ალ. ეროვნული საკითხი საქართველოში 1801- 1921. თბილისი. 1980.
• თეთვაძე შ. თეთვაძე ო. სომხები საქართველოში. თბილისი. 1998.
• კილაძე ს. ერთი ომის დოკუმენტური ქრონიკა ანუ რა მოხდა 1918 წლის დეკემბერში. გაზ. “ახალგაზრდა ივერიელი” 1990 წ. 22 მაისი; 24 მაისი.
• ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო. თბილისი. 1989.
• სანიკიძე ლ. მესამე დასის საქართველო. თბილისი. 1989.
• ჩაჩხიანი არჩ. დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918- 1919 წლების ომი. თბილისი. 2007.
• ჭუმბურიძე დ. საქართველო-სომხეთის ურთიერთობა 1918-1921 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი. თბილისი. 1999.
• ჯავახიშვილი ივ. თხზ. ტომი 12. თბილისი. 1988; მისივე. დემოგრაფიული პროცესები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთ-საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში (XIX_ XXსს.) ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთეს ვ. გურულმა, ა. არაბულმა და მ. ვაჩნაძემ. თბილისი. 1998.
• ჯაოშვილი ვ. საქართველოს მოსახლეობა XVIII_ XX საუკუნეებში. თბილისი. 1984.
• კვინიტაძე გ. საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921. მოგონებები. თბილისი. 1998.
• ლორთქიფანიძე გ. ფიქრები საქართველოზე. თბილისი. 1995.
• მაზნიაშვილი გ. მოგონებები. ბათუმი. 1990.
• ჟორდანია ნ. ჩემი წარსული. თბილისი. 1990.
• Документы и материалы по внешней политике Закавказъя и Грузии. Тбилиси. 1990.
• საქართველოს პარლამენტი. სტენოგრაფიული ანგარიში. 1918 წელი. # 52; 58; 59.
• გაზ. “ერთობა” 1918 წელი. # 96; 143; 149; 151; 157; 167; 175; 228; 230; 232; 241; 242; 246; 267; 272; 273; 274.
• გაზ. “ერთობა” 1919 წელი #3; 4; 5; 7; 8; 9; 11; 14; 47; 48; 78; 91; 97; 127; 129; 130; 186; 252.
49
• საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი. ფონდი 1836. აღწ. 1. საქმე # 2; 12; 17; 43; 51; 63; 68; 135; 166; 231; 235; 623; 1506.

დატოვე კომენტარი