Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საქართველოს როლი კაცობრიობის განვითარების კვლევაში

Posted by iberiana on აპრილი 14, 2024

ქართველი მეცნიერი ელისო ყვავაძე და დაუჯერებელი ისტორიები იმაზე, რა როლი აქვს საქართველოს კაცობრიობის განვითარების კვლევაში

რადიო თავისუფლების ახალი სერია „აღმოაჩინე“

მცენარის მტვრის უხილავმა მარცვალმა შეიძლება უძველესი ყოფის სრული სურათი აღადგინოს და დროში გვამოგზაუროს. გავიგოთ, რა ეცვათ, რით იკვებებოდნენ, რით მკურნალობდნენ ავადმყოფობებს, რა კლიმატურ გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანაში, ათასობით წლის წინ.

მცენარეების მტვრის მარცვლებს და ასევე ყველა სხვა მიკროსკოპულ ორგანიზმს, მწერების ბუსუსები იქნება ეს, ხის მერქნის უჯრედები თუ სხვა რამ პალინოლოგია სწავლობს – მიკრობოტანიკის დარგი და სწორედ ამ დარგის სპეციალისტების დახმარებას იყენებენ ხოლმე არქეოლოგები კონკრეტული დროის გარემო პირობების აღსადგენად.

პროფესორ ელისო ყვავაძეს, რომელიც ამ პროფესიით წლებია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მისი პალინოლოგიური კვლევები თითქმის ყველა უდიდესი აღმოჩენის ნაწილია, მთელ მსოფლიოში იცნობენ.

ამ ეპიზოდში ელისო ყვავაძე მტვრის მარცვლის მეხსიერებასა და იმ პალინოლოგიურ აღმოჩენებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველო არაერთხელ მოაქციეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

Posted in 2024, არქეოლოგია | Leave a Comment »

ალიკო ცინცაძე – ქართული ენა და ჰემატრია, დაშიფვრის მეთოდი

Posted by iberiana on აპრილი 14, 2024

ალიკო ცინცაძე – ქართული ენა და ჰემატრია, დაშიფვრის მეთოდი

“შემდეგი გაჩერება” თამარ ცაგარეიშვილთან ერთად

ტვ იმედი.  14.04.2024

 ***

Posted in 2024, ქართული ენა | Tagged: , , | Leave a Comment »

გილოცავთ დედაენის დღეს!

Posted by iberiana on აპრილი 14, 2024

ირაკლი აბაშიძე – ხმა კატამონთან

(ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…)

Posted in 2024, ქართული ენა | Tagged: , , | Leave a Comment »

30 მარტი ეროვნული ფეხბურთის დღეა

Posted by iberiana on მარტი 30, 2024

“დღეს ქართული ფეხბურთი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის” – ზვიად გამსახურდია

30 მარტი, 1990

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:

ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენი სკეპტიკოსი ჰყავდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის გამოყოფას საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციიდან…
მათ შორის იყვნენ ცნობილი ფეხბურთელებიც!!!
დღეს მათი პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ…
თუმცა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდი და გადამწყვეტი იყო, დარწმუნებული ვარ, მაშინ ხედავდა და ჭვრეტდა დღევანდელ დღეს, ამ სიხარულს, ამ ემოციასა და გამარჯვებას!!!…
ყველაფერი სწორედ იქიდან, იმ დღიდან დაიწყო!!!

ზვიად გამსახურდია:
გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს!!!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!

Posted in 1990, 2024, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზში

Posted by iberiana on თებერვალი 22, 2024

დავით აღმაშენებლის ჯვრის საზეიმო შებრძანება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

შუა საუკუნეების ფრანგული მინიატურა პარიზული კურთხევანიდან, ჩვენში ჯერაც უცნობი გამოსახულება.

425282144_1850681052044562_9118791903576996430_n

ბექა ჭიჭინაძე
22.02.2024

***

ბექა ჭიჭინაძე: ”ჯვრის ავთენტურობა დავითის ავტორიტეტით იყო დამოწმებული, მაგრამ ამასთან, მიიჩნეოდა, რომ ეს ჯვარი ქრისტეს ჯვრის – ძელიცხოვლის ნაწილს შეიცავდა, რის გამოც ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე გახდა”

მარინა ლატიბაშვილი: “როცა დავით აღმაშენებლის პირველი ცოლი მონაზვნად აღიკვეცა იერუსალიმში, ეს ჯვარი შესწირა იქ….. მერე გარდაიცვალა და დარჩა ეს ჯვარი იერუსალიმში…… როცა იმ მონასტერს ეკონომიურად გაუჭირდა (ალბათ საქართველოში მონღოლები რომ იყვნენ და ქართველი მეფეები ვეღარ უგზავნიდნენ შესაწირავებს მაშინ) სავარაუდოდ მაშინ იყიდა ფრანგმა მისიონერმა…….

კ. გამსახურდია 4 წელი ცხოვრობდა გერმანიაში და აგროვებდა არქივში მასალებს მასაც უწერია, მაგრამ მინიატურა ბექამ აღმოაჩინა”.

Posted in 2024, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

უცნობი ქართველი წმინდანი ამბროსინიან იბერი

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2024

428424844_1847473065698694_3575298557377048882_nბექა ჭიჭინაძე – უცნობი ქართველი წმინდანი ამბროსინიან იბერი

მესამე დღეა თავსატეხად მექცა ერთი ძალიან მოულოდნელი ამბავი, საფრანგეთში, ფონტენ ლე-დიჟონის კოდექსში გადავაწყდი უცნობი ქართველი წმინდანის – ამბროსინიან იბერის კულტს.

მისი ცხოვრება ლეგენდებითაა სავსე, ჰაგიოგრაფიული შაბლონებით, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ესაა ქართულ-ევროპული სულიერი ურთიერთობის წარმოუდგენელი მოვლენა – შუა საუკუნეების ევროპის ქართველი წმინდანი!

სანამ ფონტენის ეს უცნაური არქიტექტურის ტაძარი წმინდა ბერნარდს მიეძღვნებოდა, ის სწორედ ამბროსინიან იბერის სახელს ატარებდა, ეს ქართველი წმინდანი მიიჩნეოდა მთელი ამ რეგიონის მფარველად (Patronus).

ფონტენის კათედრალის კოდექსში მოცემულია მისი სასწაულებრივი ცხოვრება, ამ ცნობების მიხედვით ამბროსინიანი წარმოშობით იყო აზიის იბერიიდან, მისი მშობლები – აგარუსი და სანა ქრისტიანთა დევნას გამოექცნენ და ჯერ სომხეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი გალთა მიწას.

ამბროსინიანი საფუძვლიანად განისწავლა ლიბერალურ ხელოვნებებში, დაიმსახურა გალთა საყოველთაო სიყვარული და საბოლოოდ სარლატის ეპისკოპოსადაც ეკურთხა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილი იბერიაში ბრუნდება საქადაგებლად, სადაც რამდენიმე ათას ადამიანს დაიმოწაფებს, რის შემდეგაც იბერიის წარმართი მეფე მას სიკვდილით დასჯის – მის სხეულს დასერავს და ჭრილობებში მარილს ჩააყრის, შემდეგ კი ნეშტს დამშეულ ძაღლებს მიუგდებს, მაგრამ ძაღლები პირს არ დააკერებენ წმინდა ნაწილებს და თავად მეფეს დაკბენენ.

ამბროსინიანის კულტი საფრანგეთში განსაკუთრებით ძლიერდება მე-11-12 საუკუნეში, საგულისხმოა, რომ დიდ ფრანგ წმინდანებს – წმინდა ბერნარდსა და დედამისის – წმინდა ალეთიას ამბროსინიანის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდათ, ალეთია დიდ დღესასწაულებს მართავდა ქართველი წმინდანის ხსენების დღეს.

1171 წელს ლიონის არქიეპისკოპოსმა გვიჩარდმა ამბროსინიანის წმინდა ნაწილი მოათავსა სან ეტიენ დე დიჟონის ლუსკუმაში, მოგვიანებით, წმინდა ნაწილები შატილიონშიც გავრცელდა.

საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში ათეისტური პროპაგანდა ნადირობდა კათოლიკური ეკლესიის ლეგენდარულ წმინდანებზე, წმინდა ამბროსინიანის კულტი მხოლოდ საფრანგეთში არსებობდა და არსად სხვაგან, ზოგი მას ამბროსი მილანელთან აიგივებდა, მაგრამ ეს წმინდანი მარტვილი არ ყოფილა, ზოგჯერ ამბროსინიანს სომხეთის ეპისკოპოსადაც მიიჩნევდნენ, რადგანაც Patribus Iberiæ Asiaticæ-ს შესახებ ამ ეპოქის ფონტენში არაფერი იცოდნენ, ყველაფერ ამის გამო, ამბროსინიანის კულტი მე-19 საუკუნეში აიკრძალა, მაგრამ მოგვიანებით ის ისევ გამოცოცხლდა, თუმცა არა ძველი, სახალხო-საზეიმო მასშტაბით.

რატომ არ შემოინახეს ქართულმა წყაროებმა ჩანაწერი ამ დიდი ქართველი წამებულის შესახებ?

აქ შესაძლოა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითი გავიხსენოთ, ამ დიდი მამის ცხოვრება ძველ საქართველოში დავიწყებული იყო და ნიკო მარის მიერ ერთადერთი ხელნაწერის აღმოჩენამ შეცვალა სურათი, ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული საქართველოს ისტორიის წყაროებიდან.

რაც შეეხება ეპოქას, თუკი ამბროსინიანი წარმართული იბერიის თანამედროვეა, მაშინ იგი მე-2-3 საუკუნის მოღვაწე ჩანს, ამას თითქოს კარგად უდგება მისი ქალაქის – არმატიკის სახელი, ბერძნული და ლათინური წყაროები ამ ეპოქაში არმაზციხის, მცხეთის სახელს სწორედ ასე გადმოსცემდნენ, მაგრამ ეს დაშვება რამდენადმე თამამია, განსახილველია მეორე შესაძლებლობაც, წამებული ეპისკოპოსის – ამბროსინიან იბერის ცხოვრება ბევრი დეტალით ჰგავს აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას, გადმოცემით, ამბროსინიანის წმინდა ნაწილი საფრანგეთში ფრანგმა რაინდებმა ჩაიტანეს, ცნობილია, რომ მე-11-12 საუკუნეებში ქართველი მეფეების სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ ფრანგი სამხედრო მოქირავნეებიც, შესაძლოა, აბიბოს ნეკრესელის კულტი, ამბროსინიანის სახელით, საფრანგეთში სწორედ მათ შეეტანათ.

16.02.2024

Posted in 2024, ქართველები უცხოეთში | Tagged: , | Leave a Comment »

რატომ აღარ იკითხება სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობა?

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2024

რატომ აღარ იკითხება სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობა?

გიდებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ნათლად ჩანს გათეთრებული კედლის მხატვრობა სვეტიცხოვლის ტაძარში. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული მიზეზი, რამაც გამოიწვია უნიკალური ფრესკების ფერის შეცვლა. ამ დრომდე განმარტება არ გაკეთებულა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან.
საყდრისის კომიტეტი” დაუკავშირდა რამდენიმე რესტავრატორს, რომლებიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, პრობლემა წყლით კედლის დასველებასთანაა დაკავშირებული, თუმცა, ამავდროულად გადაჭრით აცხადებენ, რომ დასკვნების გაკეთება არასწორია ადგილზე კვლევის გარეშე და აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას.
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” მოუწოდებს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, მიავლინოს ადგილზე მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს თანამშრომლები, რათა უმოკლეს დროში ჩატარდეს კვლევა ფრესკების ფერის შეცვლის მიზეზის დასადგენად და პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შედარებისთვის გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია 2024 და 2017 წელს. ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა ნუცა ცქიმანაურმა.
427994829_412393534661891_8029779726069844994_n
427997371_412393544661890_5131378866433890254_n

***

სვეტიცხოვლის ცეკვის სცენა ფერხულისა და მუსიკოსთა დასის მონაწილეობით, გარდა იმ ძირითადი ამოცანისა, რაც XVII საუკუნეში მისმა დამკვეთებმა და შემსრულებლებმა ჩადეს (იმ დროის ამოცანებიდან გამომდინარე, როდესაც ის იქმნებოდა), მომდევნო საუკუნეებში, განსაკუთრებით კი მშვიდობიანობის ხანაში, სხვადასხვა დარგის ხელოვანთათვის შთაგონების წყაროდ იქცა და მათ შემოქმედებაშიც აისახება.

თავად აღნიშნული ფრესკა (ეკლესიის მესვეურთა და სპეციალისტების დღემდე გაუნელებელი ინტერესისა), გარდა ეროვნული იდეის პროპაგანდისა  საქართველოსა და ქართული კულტურის წარდგენისა და პოპულარიზაციის წყაროცაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამის ერთ-ერთი დასტური სვეტიცხოვლის ტაძრის ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელთა უწყვეტი ნაკადებია.” – მანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

საყდრისისკომიტეტისგან

Posted in 2024, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა | Tagged: , , , | Leave a Comment »

ანანაური – ვარძიაზე უფრო ძველი ნაქალაქარი

Posted by iberiana on იანვარი 12, 2024

საქართველოს ყველაზე პატარა საყდარი და ვარძიაზე უფრო ძველი ნაქალაქარი – ანანაური
გიორგი კალანდიას რეპორტაჟი მესხეთიდან

იმედის დღე /Imedis Dge


ananauri

ვიდეო

Posted in 2024, მესხეთი-Meskheti | Tagged: , , , | Leave a Comment »

ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2024

408810598_1801157140330287_1921182583517539417_n

ბექა ჭიჭინაძე – ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი

ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი რომ ძალიან ძლიერი და ანგარიშგასაწევი იყო, კარგად ჩანს ციცერონის წერილებიდან, პომპეუსის მიერ კეისრის წინააღმდეგ გამოყვანილი ბარბაროსთა ფლოტის ჩამოთვლისას ციცერონი კოლხთა ფლოტს მეორე ადგილზე მოიხსენიებს (საზღვაო მეგაპოლისის, ალექსანდრიის ფლოტის შემდეგ).

სტრაბონის ცნობით, დასავლეთ ქართული ტომი – ჰენიოხები მეკობრეობას ეწეოდნენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსი საუბრობს კოლხ მეკობრეებზეც, კიდევ უფრო საინტერესოა ფსევდოსკილაქს კარიანდელის ცნობა, რომ აფსაროსთან ერთი ,,მეკობრეთა მდინარე” არსებობს, ჭოროხს უნდა გულისხმობდეს….

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ჭოროხის აყოლებით სამხრეთ დასავლეთ საქართველოც იოლად უკავშირდებოდა ზღვას (,,სანავენი ჭოროხისანი” სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში), სადაც ვაჭრობდნენ ან მეკობრეობდნენ, ამდენად, საზღვაო გამოცდილება ჰქონდათ არამხოლოდ ჯიქებს, ჰენიოხებსა და კოლხებს, არამედ იბერებსაც.

Posted in 2024, ისტორია-History, კოლხეთი | Tagged: , , | Leave a Comment »

რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას

Posted by iberiana on იანვარი 5, 2024

407422198_1797701287342539_7426938955478368436_n

ბექა ჭიჭინაძე – რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას

ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას, ინტუიციურად სულ ვფიქრობდი რომ ეს საზღვაო გზა უნდა ყოფილიყო, წყაროს მხოლოდ ახლა გადავაწყდი, ფულკ ანჟუელი (მე-12-ს.) წერს:

,,დიდი ხომალდებისათვის სანაოსნოდ გამოსადეგი ჰისტერი (რომელსაც სარწმუნო მოწმობისამებრ დუნაიც ჰქვია), ჩაედინება ზღვაში, რომელსაც ბულგარელები სკვითიის ზღვას უწოდებენ, მისი დინება ზღვაში ისეთი გაშმაგებით შედის, რომ ნაკადები კოლხეთისა და ფაზისის ნაპირებამდე აღწევს”.

თანამედროვე გეოგრაფიულ პერსპექტივაში აქ ზოგი ხარვეზი ჩანს, მაგრამ ფულკი აშკარად გულისხმობს საზღვაო მაგისტრალს, რომელიც იწყება გერმანიიდან, ჩაუყვება დუნაის, შევა შავ ზღვაში, გაივლის კაფას, აქედან კი რიონით ქუთაისამდე მიაღწევს. საგულისხმოა, რომ ფულკი ამ მარშრუტზე საუბრობს სწორედ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის კონტექსტში, ამდენად, დავით აღმაშენებლის ეპოქაში შესაძლებელი იყო გერმანიიდან საქართველოს დედაქალაქამდე, ქუთაისამდე (კულაროპას ნავმისადგომამდე მაინც) ჩასვლა მხოლოდ წყლით, ხმელის გარეშე.

ჩანს, ამ მარშრუტით ცდილობდა ბათუმის ნავმისადგომიდან სამშობლოში დაბრუნებას გერმანელი რაინდი ჰანს შიტლბერგერი.

ქართველ ისტორიკოსებთან ბოდიში ამ წყაროს ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებისთვის, მათი რწმენით, ეს წყაროები ვიწრო სამეცნიერო წრეების კუთვნილებად უნდა დარჩეს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ეს მასალები საზოგადოებრივ განზომილებას მიიღებენ, ამით არც მათ მეცნიერულ ღირებულებას და არც ჩემს აკადემიურ იმიჯს მისხალიც არ დააკლდება, პირიქით, კოლექტიური ინტელექტის მობილიზება უფრო გააიოლებს წყაროს სრულყოფილ ანალიზს.

Posted in 2023, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

Posted by iberiana on იანვარი 4, 2024

345782325-1038992933743753-4724060327925484175-n-1684239196

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

ხალხური:
,,შვიდი წლის ქალი თამარი მეფედ თქვეს, დედოფალიო
ზღვის პირას შავიყარენით, შეგვექმნა საომარიო…”

სხვა გადმოცემებში ეს ზღვა კასპიის ზღვადაა დაკონკრეტებული, მოხდა თუ არა ქართველთა საზღვაო ბრძოლა თამარის ბავშვობისას კასპიის ზღვაზე ?

დიახ!

ამ ხალხურ ლექსს კოსმოგონიურ მითოლოგემებთან ერთად ისტორიული განზომილებაც აქვს.

მე-12 საუკუნის შირვანელი ავტორის, ხაყანი შარვანის ნაწერების სრულ გამოცემას გავეცანი, გაოგნებული დამტოვა. ხაყანის ცნობით, 1173 წელს, საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია ,,ქერა-ჟღალ” რუსთა და დარუბანდელთა დიდი ლაშქარი, რუსები ზღვით – ფლოტით და დარუბანდელები ხმელეთით.

გიორგი მესამის მამიდაშვილიშირვანშაჰი აღსართანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარება გიორგის სთხოვა, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა გიორგის მამიდაშვილი, მომავალი იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც, ამავე დროს, აღსართანის დეიდაშვილი იყო.

ქართველთა ლაშქარი სწრაფად გაემართა შირვანში, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, რომ ესაა სამი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ხელმწიფის ამბავი, (ანდრონიკე, გიორგი, აღსართანი), სამივე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გიორგი მამის ხაზით, ანდრონიკე და აღსართანი დედის. ერთი მოძმე ხელმწიფე შველის ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაშემორტყმულ მოძმე ხელმწიფეს
ხაყანის მიხედვით, განადგურებულ იქნა რუსთა 73 გემი! ეს ხომ მთელი ფლოტია?!

შესაძლოა, ავტორი აჭარებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ თამარის ბავშვობისას ქართველთა დიდმა ლაშქარმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი. სწორედ ეს გარემოებაა ასახული ზემო წამძღვარებულ ხალხურ ლექსში, და არამხოლოდ, გაიხსენეთ ფრიდონის ამბავი, რომელიც საზღვაო ქვეყნის მეფეა და რომელსაც მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება, სწორედ ისე, როგორც აღსართანს, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს:

,,ნავი წინა მომეგება არა ვიცი შვიდი თუ რვა
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ,,ვა”
კვლა სხვა მივე მოვკივდე ხელი ნავისა ბაგესა
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა
სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა”

რა თქმა უნდა, ტარიელისაგან ფრიდონის შველაში არეკლილია გიორგი მესამის დიდი საზღვაო ომი რუსების წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა.

გიორგი მესამეს ამ ბრძოლაში ახლდა ლიხთიმერთა და ამერთა ლაშქარი, საზღვაო ბრძოლაში იგი უნდა დაყრდნობოდა ლიხთიმერთა და აფხაზთა ლაშქარს, რომელსაც ზღვაზე ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გააჩნდა.

ქართული წყარო ამ მოვლენაზე მოკლედ საუბრობს და არ აკონკრეტებს შირვანს შესეულ ,,ხაზართა” ვინაობას, მაგრამ ხაყანი და სხვა მუსლიმი ავტორები დაწვრილებით საუბრობენ დარუბანდელთა მოკავშირე ამ რუსულ ლაშქარზე და ფლოტზე, რომელიც გიორგიმ გაანადგურა

ამ ,,ქერა-ჟღალ” რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავალად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს.

1.01.2024

***

დამატება:

პოსტის კომენტარებში რამდენიმე კრიტიკული, საფუძვლიანი, მაგრამ მაინც მცდარი მოსაზრებაა, რომელთაც აქ ვუპასუხებ

1. ,,დასავლეთ საქართველოდან ხელით წაიღეს კასპიის ტბამდე გემები თუ ადგილზე იშოვეს?”

,,საეჭვოა… თუ Შირვანს Შეესიენ ესე იგი ბრძოლა კასპიის ზᲦვაᲨი უნდა მომხდარიყო, სადაც ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ლიხთიმერთა, აფხაზთა და კომნენოსთა გემები… თანაც ამ პერიოდᲨი რუსეთი არც კასპიის ზღვას ესაზღვრებოდა და არც ვოლგაზე ნაოსნობდა და თვითონ საიდან მოხვდა კასპიაᲨი… თუმცა საინტერესოა, იქნებ რამე სხვა ახსნა ჰქონდეს…”

– დიახ, სხვ ახსნა აქვს, ჯერაც ანტიკურობიდან მოყოლებული არსებობდა კირ-ფაზისის დიდი სანაოსნო მაგისტრალი, რომელიც ფაზისიდან ინდოეთამდეც კი ჩადიოდა, არათუ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიამდე, შავი ზღვის ხომალდები ფაზისის გავლით მიემართებოდნენ მტკვრის აუზისკენ, წყვეტისას, ჩანს, ხდებოდა ხომალდების ხმელეთზე გადაზიდვა, რაც ძალიან ცნობილი პრაქტიკა იყო, მტკვრის აუზიდან კი კასპიის ზღვაში ძალიან მარტივი იყო მოხვედრა, ეს საზღვაო მარშრუტი არსებობდა შუა საუკუნებშიც და შესაბამისად, არაფერი ედგა წინ იმას რომ ლიხთიმერთა და აფხაზთა ფლოტი კასპიის ზღვაში აღმოჩენილიყო.

2. ,,და რატომ არ შეიძლება ფლოტი შირვანშაჰის კუთვნილება ყოფილიყო. მათ ხომ კასპიის ზღვა ესაზღვრებოდა. და ქართველთა მეფე მოხმარებოდა ხალხით. თუნდაც საზღვაო ბრძოლებში გამოწრთობილი აფხაზებით.და რაც შეეხება რუსებს, როგორც ჩანს მართლაც ჩრდილოეთიდან მოხდა შემოსევა….”

– დიახ, სავსებით შესაძლებელია რომ შირვანშაჰის ფლოტი ყოფილიყო, მაგრამ განადგურებულ იქნა 73 გემი, ანუ მტრის უდიდესი ნაწილი ზღვაზე იყო კონცენტრირებული და ნებისმიერ შემთხვევაში ქართველთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა

3. ,,ბექა, რომელ ენაზე თარგმნილი წაიკითხე ხაყანის ტექსტი? მაინტერესებს, რა სახელწოდებით მოიხსენიებიან რუსები? მე მგონი, აშკარად თრიაქი ჰქონდა მოწეული და სიზმარი ნახა. ვინ მიაშავა რუსებს ფლოტი მე-12 საუკუნეში, ან საერთოდ საიდან გაჩნდნენ კასპიის ზღვაში, როცა ზღვის მთელი ჩრდილო დასავლეთი ტერიტორია ხაზარებს ეკავათ (მათი სახელმწიფო, სახაკანო დიდი ხანია, აღარ არსებობდა, მაგრამ მოსახლეობა დარჩა), მათ მეზობლად კი ყივჩაღები ცხოვრობდნენ და რუსული სამთავროების გავლენის ტერიტორია ქვემო ვოლგისპირეთამდეც არ ვრცელდებოდა. არც ეთნიკურად რუსული მოსახლეობა იყო იქ. ეს პროცესი მხოლოდ მე-16 საუკუნეში, ივანე მრისხანეს მიერ ასტრახანის სახანოს დამორჩილების შემდეგ დაიწყო. აშკარაა, რაკი გიორგის მიშველება გახდა საჭირო, შირვანზე თავდასხმა სერიოზული მასშტაბის იყო, მაგრამ ამისი გაკეთება მხოლოდ ყოფილი სახაკანოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლო. ხაყანი შირვანელი პოეტი იყო. მას საქართველოზე საინტერესო ცნობები აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ მთლად კარგად ვერ ერკვეოდა ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთის ეთნოპოლიტიკურ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომ თავდამსხმელები რომელიმე რუსული სამთავროს შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდნენ. უახლოესი რუსული სამთავრო, ტმუტარაკანი, მაგ პერიოდისათვის შავი და აზოვების ზღვების შეერთების ადგილზე მდებარეობდა”

– ამ რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავლად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს

აქვე, Nika Khoperia ს ძალიან კარგი კომენტარი:

,,კასპიის ზღვაზე სკანდინავიელები, რომლებიც უმეტესად “რუსებად” მოიხსენიებიან აღმოსავლეთში, მანამდეც ჩამოსულან და შირვანსაც დასხმიან თავს. ეს წლები ცოტა უფრო გვიანია მათი აქტივობისთვის, თუმცა გამორიცხული არ არის, ცალკეული ეპიზოდები ყოველთვის ცდება ქრონოლოგიურ ჩარჩოებს. 1030-იანებში იყვნენ დანამდვილებით და ადგილობრივ სამოქალაქო ომშიც მიიღეს მონაწილეობა”.

დანარჩენზე, ჩემს სტატიაში, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მკითხველს გაგიზიარებთ, მიიღეთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული, ნუ აჩქარდებით, ეს მხოლოდ ფეისბუქპოსტია.

***
მე-12 საუკუნის კიდევ ერთი საზღვაო ბრძოლა ქართველთა მონაწილეობით. 

ნორმანთა წინააღმდეგ, ბიზანტიურ ფლოტში იმპერატორ მანუელის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ამ კამპანიაში იყო ქართული შენაერთი, რომელსაც უზარმაზარი თანხა- 30. 000 ოქრო გადაუხადა, მაგრამ ქართველები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ.

ნიკიტა ხონიატე ამ საზღვაო ბრძოლაზე წერს: ,,დაუპირისპირდნენ უილიამის ძალებს დიდ, სასტიკ საზღვაო ბრძოლაში, გაანადგურეს მისი გემები და ძალიან მალე აიღეს ბრინდისი ალყით”

ბექა ჭიჭინაძე

Posted in 2024, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

სამეგრელოს საზღვაო ძალები მე-16-17 საუკუნეებში

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2023

408218808_1800312330414768_4929676214847238369_n

ბექა ჭიჭინაძე – სამეგრელოს საზღვაო ძალები მე-16-17 საუკუნეში

1554 წლის ერთი რელაცია სტამბოლიდან იტყობინება, რომ მესხთა წინააღმდეგ სულთან სულეიმანმა ფლოტით ყირიმიდან თათრები გაგზავნა, რომელსაც თავს მეგრელები დაესხნენ და სულთნის ფლოტმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

წინა პოსტს, რომელიც ეხება იტალიურ წყაროს 1470-ან წლებში თურქული არმადის მეგრელთაგან ჩაძირვის შესახებ, დიდი გამოხმაურება მოყვა, ძირითადად დადებითი, მაგრამ ბევრი სამართლიანი კითხვა დაისვა, ამიტომ კიდევ ერთ წყაროს გაგიზიარებთ გაურკვევლობის და ყვითელი ხმაურის ასაცილებლად, და შემდეგ, ცოტა ხნით დაგემშვიდობებით.

ხსენებული რელაციის მიხედვით, ყირიმიდან სამხრეთ დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მიმავალ თურქულ არმადას მეგრელები დასხმიან თავს და მისთვის მძიმე დანაკარგები მიუყენებიათ.

ძნელია ითქვას, რა მოსაზრებით იყვნენ ამ დროს მოტივირებული მეგრელები, ერთიანი საქართველო უკვე დაშლილია, მაგრამ ლევან I დადიანი თავისი საზღვაო ძალებით ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს მეორე ქართველ ტომს – მესხებს, ვფიქრობ, სწორედ ამ სიკეთის გამო დაეხმარა შემდგომში ათაბაგი, ბაგრატისგან გელათის სამრეკლოში დამწყვდეულ დადიანს გაქცევაში.

შთამბეჭდავია, რომ მეგრელები ოსმალურ ფლოტებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოსმალური ფლოტის ძლიერების აპოგეაში, დიდი სულთნების – მეჰმეთ დამპყრობლის (1470-ან წლებში) და სულეიმან დიდებულის (1550-ან წლებში) ზეობისას. ცხადია, აქ ლეპანტოსა და ნეგროპონტის მასშტაბის საზღვაო ბრძოლები არაა საგულისხმებელი, მაგრამ ის გარემოება, რომ სამეგრელო ახერხებს ორი უძლიერესი სულთნის – მეჰმეთ დამპყრობლის და სულეიმან დიდებულის არმადების დაზარალებას, ან ჩაძირვას, მიუთითებს სამეგრელოს დიდ საზღვაო კულტურაზე.

თანადროულ ევროპულ წყაროებში სამეგრელოს ეს საზღვაო ძლიერება გაზვიადებულია, იმ ზომაზე, რომ უნგრელები აღმოსავლეთ ევროპის თურქთაგან გათავისუფლებას სწორედ მეგრელი და კაზაკი მეზღვაურებისგან მოელოდნენ, რამდენად მაღალიც არ უნდა იყოს აქ გადაჭარბების ხარისხი, ფაქტია რომ სამეგრელომ თავისი საზღვაო შესაძლებლობებით და რეალური შედეგებით, შეძლო მისი შემზადება.

თქმა იმისა, რომ სამეგრელოს ყოველთვის ყავდა ფლოტი, იმდენადვე გაუმართლებელია, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ჩვენ არასოდეს გვყოლია ფლოტი, ანგარიშგასაწევი ფლოტი მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს ძლიერ მმართველთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოში ასეთები იყვნენ ლევან I და ლევან II დადიანები. ლევან I ფლობდა სამხედრო ფლოტილიას, ლევან II დადიანი კი მეგრული საბრძოლო ხომალდების – ოლაჭკანდერების ჭეშმარიტ ფლოტს, რომლის ადმირალობაც რატიათა გვარს ეკუთვნოდა, მაგრამ ლევანის შემდეგ აფხაზთა საზღვაო თავდასხმებისას სამეგრელომ ყველაფერთან ერთად თავისი საზღვაო ძალებიც დაკარგა, ისე რომ ზოგიერთი წყარო დაცინვით წერს, დადიანი ზღვათა ხელმწიფედ იწოდება და ერთი დანჯღრეული სათევზაო ნავის მეტი კი არაფერი აბადიაო.

და რაც შეეხება ჩვენს ოქროს ხანას, მე-12 საუკუნეში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქართული ხომალდები კიევის და კონსტანტინეპოლის ხომალდებთან ერთად პატრულირებდნენ, შემდეგ ტრაპიზონის იმპერიის საზღვაო ძალებთან, ბოლოს კი კაზაკებთან ერთად.

28.12.2023

***

სამეგრელოს ადმირალ (ხომალდთუფროს) ქრისტეკოჩი რატიას შესახებ

1557 წელს ლევან პირველმა, დადიანმა სულთან სულეიმან დიდებულს სთხოვა ,,საბრძოლო ხომალდები მისი მეზობლების, იმერლების წინააღმდეგ, თუკი იგი მიიღებს ხომალდებს, მზად იქნება ხარკი გადაიხადოს”. (იხ. ჟ. ფლანდრიელის ცნობა).

დადიანს ადრეც ,,აქუნდა ხვამალდნი”, ამ ეტაპზე მას ფლოტის გაძლიერება სურდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ, რომელიც მის მოკვლას და ოდიშის გურიელთან ერთად გაყოფას აპირებდა.

ლევან პირველმა სამხედრო ხომალდები მიიღო, ლევან მეორე რატიათა გუჯარში წერს:

,,პაპა ჩუენი ლიონ დადიანი სტანბოლს წასულა, ქრისტეკოჩი სტამბოლს წაუტანია, და იქ პაპაჩემს გაუმარჯუებია და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა, და ცხრა ხომალდი ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მოუცია… [ქრისტეკოჩისთვის] უბოძებია უფროსობაი ხომალდის”.

როგორ უნდა გამოეყენებინა დადიანს საომარი ხომალდები იმერეთის წინააღმდეგ?

440px-imereti_kingdom_map_17371737-წლის იმერეთის რუკაზე მდინარე რიონთან გვხვდება ასეთი წარწერა:
,,ამ ციხის ზეით ხომალდი შემოვა, აქამდის ფოთიდან ზარბაზნიანი ნავი დიდი მოვა”.

რიონი-ქუთაისი-ფოთი-ბათუმი-ცხუმის ამ დიდ სანაოსნო მაგისტრალზე მაქსიმე ქუთათელი წერს:

,,ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავებით იმ სამს ციხეში: ბათუმს, ფოთს და სოხუმს”.

ამ მაგისტრალს იყენებდა გენუელთა კოლონია მეგაპოტემო, ანუ ანაკლია, საიდანაც გენუელები რიონით ქუთაისში ჩადიოდნენ სავაჭროდ.

ეს დიდი საზღვაო სანაოსნო მაგისტრალი ქართველთა და ევროპელთა შეხვედრის ადგილი იყო. აქვე იქმნებოდა შერეული, მეგრულ-ევროპული ოჯახები. იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრე, რომელმაც 1540-1542 წლებში აქ ხომალდით გაიარა, წერს: „ამ ადგილას, ვიპოვე კაცი სციოდან, სახელად ზეინი, რომელიც დაქორწინებული იყო მეგრელ ქალბატონთან, მან თავის სახლში მიმიპატიჟა. ვიპოვე სხვაც, ვენეციელი, მეგრელთან დაქორწინებული, მისი სახელი იყო ბერნარდო მოლინერი, ორმოცდახუთი წლისა, რომელმაც მითხრა, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ მეგრელიაში მას ჰყავდა სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალი, დაქორწინებული ერთ მეგრელზე…”

ნიშანდობლივია საზეიმო ტონი, რომლითაც ლევან II დადიანი რატიათა გუჯარში ხომალდების მიღების შესახებ ყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამეგრელოს დამოუკიდებელი სამთავროს ჩამოყალიბების და საბოლოო გაფორმების საფუძველი და ერთგვარად ემბლემური მოვლენა იყო. ფლოტის ადმირალი ქრისტეკოჩი რატია სიმბოლურად განასახიერებდა სამთავროს ამ დიდ მიღწევას, რასაც მისი თანამედროვე და შემდგომი მთავრები დიდად აფასებდნენ. თავად ქრისტეკოჩი წაჩხურელი აზნაური იყო, სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სალოცავის – წაჩხურუს მთავარანგელოზის ყმა. მისი საგვარეულოს წევრები შემდგომშიც სანაოსნო საქმით იყვნენ დაკავებულები.

რატიებს დადიანთაგან მინდობილი ჰქონდათ არამხოლოდ ზღვისპირას შეჩერებული ხომალდების (ანაკლიაში) განბაჟება, არამედ სამდინარო ნავთმისადგომებზეც. ადმირალ ქრისტეკოჩი რატიას შთამომავალს – პაპუნა რატიას ლევან III დადიანმა უბოძა სამეგრელოს ნავსადგურებში შემოსული ხომალდების განბაჟების უფლებაც: ტყაყურს, მორკვილას, ანაკლიას… რამდენად დატვირთული იყო ეს ნავსადგურები კარგად ჩანს ევლია ჩელების ცნობიდან, რომ მხოლოდ ტრაპიზონის რეგიონიდან სამეგრელოსკენ რამდენიმე ათასი სავაჭრო ხომალდი მოეშურებოდა. ყველაფერი ეს ამართლებს დადიანის ,,ზღვათა ხელმწიფედ” მოხსენიებას ამ ეპოქის წყაროებში.

მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო ბიჭვინთა, რომელიც საეკლესიო სენიორიას წარმოადგენდა და საზღვაო თუ სამდინარო გზებით უკავშირდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა პუნქტებს. მაგალითად, ხორგაში მდებარეობდა კათალიკოსის ერთ-ერთი სასახლე, ბიჭვინთიდან ზღვით წამოსულ მამამთავარს ამ სასახლემდე ხომალდით შეეძლო მისვლა.

ბიჭვინთის ნავსადგური ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო იყო, ხომალდების განბაჟება აქ დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა (დეკანოზიები დეკანოზიშვილებს შეესაბამებიან, გათელიები ახლანდელი გადელიები არიან, გვარი ანდრახია კი, როგორც ვიცი უკვე აღარ გვხვდება სამეგრელოში).

ს. კაკაბაძის მიერ გამოცემული უნიკალური დოკუმენტი – აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ, თუ რა სახის ტვირთი ბრუნავდა სამეგრელოს ნავსადგურებში. როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა: 10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი.

რატიების სამხედრო ფლოტილია მონაწილეობდა ოსმალთა ექსპედიციაში ქუთაისის წინააღმდეგ. 1578 წელს სულთან მურადის ხომალდებთან ერთად ისინი იმერეთის წინააღმდეგ გაემართნენ.

შარდენი წერს: ,,ამოიყვანა ხომალდები ფაზისზე, იმერეთის მეფემ (გიორგი მეორე, ბ.ჭ.) მათ დიდი ჩასაფრება მოუწყო, ადგილას, სადაც მდინარე ყველაზე მეტად ვიწროვდება, მურატის გალერები აქ დამარცხდნენ, ზოგი ჩაიძირა, ზოგი კი გაიქცა”.

,,ქართლის ცხოვრებაში” ხომალდებზე არაფერია ნათქვამი:

,,კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახუდენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი, ომსა ამას დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, მოსწყვიტნეს მრავალნი ოსმალნი და აოტნეს: ხოლო ერეკლეს ათერთმეტი ხრმალი და ორმოცი ისარი მოხუდა, გარნა ჯაჭვი და მუზარადი ვერ გაუტეხეს, არამედ მოსწყვიტნეს აზნაურნი მისთანანი და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წარვიდენ: მერმე კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სეკდემბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა მოსწყვიტნეს მასვე მთასა ზედა და ლტოვილთ ოსმალთა დახვდენ ქართველნი და მოსრნეს უმრავლესნი.”

ლევან II დადიანის მმართველობისას სამეგრელოს ფლოტი წინანდელზე რამდენჯერმე უფრო მეტად გაიზარდა. ჩანს, ლევანი ხომალდმშენებლობასაც ისე მასიურად ეწეოდა, როგორც იარაღის წარმოებას. ევლია ჩელები 1647 წელს აღწერს კაზაკთა მოკავშირე, გონიოსკენ დაძრულ ორმოცდაათამდე მეგრულ ხომალდს. თ. ბერაძე ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ფიქრობს, რომ მთლიანობაში სამეგრელოს ფლოტი ამ დროს რამდენიმე ასეულ ხომალდს (საზღვაო საბრძოლო ნავს) მოიცავდა. ჩელების მიხედვით, ქართველ ტომებში გავრცელებული ოლაჭკანდერის ტიპის „საუცხოო“ ხომალდზე ასამდე კაცი თავსდებოდა. ვფიქრობ, „ზღვათა ხელმწიფე დადიანის” საზღვაო ძლიერების ერთ-ერთი საგულისხმო მიზეზი უნდა იყოს ის გარემოება, რომ მან ფრანგი ოსტატები დაიქირავა და ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყო. შესაბამისად, მას შეეძლო საკუთარი ხომალდები ზარბაზნებით შეეჭურვა და ამგვარად მისი ფლოტის ეფექტურობა გაეორმაგებინა, ამ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების შემდეგ უფრო თანმიმდევრულად წარმოგვიჩნდება ვახუშტის ცნობა ლევანის შესახებ: „განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღჳსანი”.

გამოყენებული წყაროები:

1. ჟოსლინ ფლანდრიელი
2. მიქელე მემბრე (ა. მიქაბერიძის ინგლისურენოვანი თარგმანიდან)
3. შარდენი (მე-17 საუკუნის ფრანგული ტექსტიდან ვისარგებლე).
4. მაქსიმე ქუთათელი
5. ევლია ეფენდი
6. რატიათა გუჯარი, ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, საიდანაც ისარგებლა თ. ბერაძემ
7. აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი, ს. კაკაბაძის გამოცემა, ნიკოლოზ ჟღენტი დიდი მადლობა რომ ჩემი ყურადღება მიაქციე ამ მნიშვნელოვან ქართულ დოკუმენტს
8. იმერეთის 1737 წლის რუკა
9. ,,ახალი ქართლის ცხოვრება”
10. ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, ვახუშტი ბატონიშვილი

დასავლეთ საქართველოს პორტებზე კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სხვა წერილსაც შემდეგი ბმულის მეშვეობით:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1788661244913210&id=100013080541730&mibextid=2JQ9oc

5.12.2023

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

დადგენილება “კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ”. 28.12.1990

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2023

***

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება

კანონითგაუთვალისწინებელიშეიარაღებული
ფორმირებებისაკრძალვისშესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რაც აძლევს შესაძლებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მოიხადონ თავიანთი საპატიო ვალი სამშობლოს წინაშე, და აგრეთვე მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ რესპუბლიკაში მოქმედი კანონით გაუთვალისწინებელ ფორმირებებს დესტაბილიზაცია შეაქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო მშვიდობის, მოქალაქეთა სიცოცხლესა და კანონით დაცულ ინტერესებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. აიკრძალოს რესპუბლიკაში კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნა და მოქმედება.

2. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს ერთი თვის ვადაში ჩააბარონ იარაღი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს.

3. დადასტურდეს, რომ თუ ამ დადგენილების მეორე პუნქტში აღნიშნული პირები დათქმულ ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებანი.

საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
გამსახურდია.
თბილისი. 1990 წლის 28 დეკემბერი.

 საქართველოს რესპუბლიკა.– 1990. – 29 დეკემბერი. – № 19. – 3 გვ.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1990, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

ხევი და მთიულეთი 1928 წელს. ვიდეო

Posted by iberiana on ნოემბერი 23, 2023

1928 წელს, ხევსა და მთიულეთში გადაღებული უნიკალური კინო მასალა.

ფილმი გადაღებულია ამერიკელი პროდიუსერის William M.Pizor – ის მიერ

მატიანე

Posted in 2023 | Tagged: , , , | Leave a Comment »

გამარჯობა ევროპავ!

Posted by iberiana on ნოემბერი 10, 2023

გამარჯობა ევროპავ!

georgia

ჩვენში დარჩეს, და ვისგან გვაქვს სასწავლი ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, როცა დიდი შოთა ღაღადებდა “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”-ო?!

ვისგან გვაქვს დემოკრატია სასწავლი, როცა ქალი საჭეთმპყობელი – თამარ მეფე და მასთან ერთად კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გვყავდა მსოფლიო ასპარეზზე დესპანებად?!

ვისგან გვაქვს დემოკრატიის ანი-ბანი შესასწავლი, როცა პირველი რესპუბლიკის პარლამენტში 5 ქალბატონი აირჩია ერმა:
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ანა (ოლა) სოლოღაშვილი, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე.

ვისგან გვაქვს ტოლერანტიზმი და ინტერნაციონალიზმი სასწავლები, როცა 1918-1921 წლებში 130 კაციან დამფუძნებელ კრებაში კვოტირების გარეშე მოხვდნენ ეროვნული უმცირესობების 23 წარმომადგენელი.

ვისგან რა გვაქვს სასწავლები, როცა კომუნიზმის გაგანია მშენებლობისას საქართველოში, საბჭოთა ბორკილების მსხვრევა დაიწყო და ევრაზიის კომუნისტურ ზონაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა?!

და ამ ყველაფერს ხალხური ლექსით, რომელიც უხსოვარი დროიდან მოვიყოლებთ ჩვენს სავალ გზაზე:

“ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?”

გამარჯობა ევროპავ!  თეთრი მოდგმის აკვანიდან, საქართველოდან მოვედი და შეგახსენებთ შემდეგს:

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი, გერმანელი ფიზიოლოგი, ანატომი, ანთროპოლოგი, ზოოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი ასკვნიდა:
“კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.

მეცნიერებათა ისტორიკოსის პიტერ უოტსონის სიტყვებით “XIX საუკუნის გერმანელი ბიოლოგების ნახევარი მისგან სწავლობდა ან მისით იყო შთაგონებული.”

“კავკასიური რასა” პირველად იხმარა გერმანელმა ფილოსოფოსმა კრისტოფერ მეინერსმა:
“კავკასიური სახეობა — ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს; და იმიტომ რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ.”

გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი:
“მხოლოდ კავკასიის ხალხშია ის სული, რომელიც აღწევს თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.”

“კავკასიურ რასაშიღა აღწევს გენი აბსოლუტურ იგივობას თავის თავთან. აქღა შედის გონი სრულყოფილ დაპირისპირებაში ბუნებასთან, თავის თავს იმეცნებს თავისს აბსოლუტურ დამოუკიდებლობაში, თავს აღწევს მერყეობას ორ უკიდურესობას შორის, აღწევს თავის თავის განსაზღვრას, თავისი თვითობის განვითარებას და მით მსოფლიო ისტორიას წარმოშობს. მონღოლებს … თავის მახასიათებლად აქვთ გარეთკენ მისწრაფებული მოქმედება, წყალდიდობისას წყლის მოვარდნის მსგავსი, რომელმაც მხოლოდ გამანადგურებელი მოქმედება იცის და ვერაფერს აშენებს, რომელსაც მსოფლიო ისტორიისთვის არავითარი პროგრესი არ მოაქვს. ეს პროგრესი მხოლოდ კავკასიური რასის გზითღა იწყება”.

იოჰან იოაკიმ ვინკელმანი – გერმანელი ისტორიკოსი:
“ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უნატიფეს ქმნილებებს, ამასთანავე, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა – ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

ალექსანდრე სანდუხაძე

Posted in 2023 | Tagged: , , , , , , | Leave a Comment »

ბიძინა გიორგობიანი – აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2023

bidzina giorgobianiბიძინა გიორგობიანი – აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი

33 წლის წინათ 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში.

არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით “მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო”.

არჩევნების შედეგებით ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური კლასი თავიდანვე სიძულვილის ობიექტი გახდა მათთვის, ვინც ხელისუფლება დაკარგა. ასევე ზვიადის სიძულვილით შეპყრობილი ცალკეული პირებისათვის. დღევანდელი სატელევიზიო ენით რომ გადმოვცე, მოხდა “უკიდურესი პოლარიზაციის განხორციელება” რომლის შედეგები დღესაც აქტუალურია.

მაგალითად კონსტიტუციაში არსებულ დამოუკიდებლობის დღეს, 9 აპრილს ჯიუტად აღნიშნავენ როგორც მხოლოდ ტრაგედიის დღეს, მაშინ როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ან ახალი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, ან ძველს და ახალს ერთად. ეს ფაქტი კარგად გვაჩვენებს პარტნომენკლატურის და 90-იანებში ფორმირებული „ჩრდილოვანი სახელმწიფოს“ (Deep State) დამოკიდებულებას, მათ მიმართ ვისაც უკვე 1990 წელს „ქუჩიდან მოსულს” უწოდებდნენ თითქოს მათ დინასტიურად ერგოთ პარტიული თანამდებობები ან ფაბრიკა-ქარხნები. არადა იყო ჩვენგან შეთავაზება და მრავალი ცდა თანამშრომლობისა და შეგვეძლო ერთად ბევრი პოზიტიურის შექმნა.

ახლაც ვისმენთ უცნაურ თეორიებს, რომ დემორალიზებულმა კომპარტიამ ხელისუფლება შეგნებულად დათმო ჩვენს სასარგებლოდ, რაც აბსურდულია, თუ გავიხსენებთ როგორი სისხლისღვრით დაიბრუნა უკან ხელისუფლება პარტნომენკლატურამ სულ რაღაც 15 თვეში.

ასევე არსებობს ვერსია, რომ მრგვალი მაგიდის შიგნით მოხდა დაპირისპირება. გადატრიალების მრავალი აქტორი მართლაც ჩვენი ბლოკის დეზერტირი იყო, მაგრამ მათ ყავდათ ის ვინც ამ საქმისაკენ უბიძგა, დამფინანსებელი Щедрый Донор-ი, იარაღის მიმწოდებელი და პოლიტიკური ზურგი მოსკოვში (ცნობილი გენადი ბურბულისის შტაბი), სწორედ მათი იმედით დაადგა ეს დაჯგუფება ექსტრემისტულ გზას და არა დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით ან ე.წ. ზვიადის საკადრო შეცდომების გამო. ასეთი შეცდომები ხდება ყველგან და ყოველთვის, ბევრად დიდი სახელმწიფოებრიობის სტაჟის ქვეყნებშიც და არანაირად არ ამართლებს დედაქალაქის გადაბუგვას, დახვრეტებს, კონსტიტუციის შეჩერებას, პარლამენტის დათხოვნას, თვითმართველობების გაუქმებას დ.ა.შ.

აქვე აღვნიშნავ რომ 1992 წლის მაგალითი დღესაც კვებავს რევოლუციონერთა ტვინებს და პრეცედენტული ეფექტი კიდევ მრავალ წელს ექნება იმ ტრაგედიას, რაც გადატრიალებამ დატოვა ჩვენს ისტორიაში. სწორედ ამ პრეცედენტით შთაგონებულნი დაძრწიან ნაცმოძრაობის სატელიტი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებში და ამზადებენ საქართველოში მორიგ ძალადობრივ სცენარს.

რა დარჩა იმ მოკლე პერიოდიდან საქართველოს?

1) რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

2) დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც 1992 წელსვე გააუქმა მოძალადეთა ტრიუმვირატმა.

ხშირია განსჯა, იყო თუ არა შეცდომები. რა თქმა უნდა იყო და რომ არ ყოფილიყო ეს იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ არ ყოფილა საქართველოს ინტერესების ღალატი, სახელმწიფო ქონების დატაცება “თავისუფალი ბაზრის” სახელით.

მე პირადად მაშინ 27 წლის ახალგაზრდას ამ დღემ მომიტანა დიდი სიხარული და ამავდროულად მძიმე შემდეგი წლები. სწორედ იმ წლებიდან ჩამომიყალიბდა მუდმივი შიშის განცდა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი რაც მოსდევს უკლებლივ ყველა რევოლუციას.

28.10.2023

Posted in 1991, 2023, არჩევნები, ოპოზიცია, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

ჯორჯ კობი – ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე ამერიკაში

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2023

ჯორჯ კობი – ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე ამერიკაში

ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის მემორიალური მუზეუმი რაჭაში, სოფელ თხმორში გაიხსნა

 ნინა ოთარაშვილის სიუჟეტი

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

თბილისი, სანამ აღა-მახმად ხანი გადაწვავდა

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2023

394758446_2543956682439885_2884535955636310922_n

ნამდვილი თბილისი, სანამ აღა-მახმად ხანი გადაწვავდა

უცნობი გერმანელი მხატვრის გრავიურა. რომელიც დახატულია მე-18 საუკუნეში, სანამ თბილისს აღა-მახმად ხანი გადაწვავდა 1795 წლს 11 სექტემბრს.

ანუ ის ქოხმახები, რომელიც მთაზე იდგა მეოცე საკუნეში, მას მერეა აშენებული, რაც ეს დიდებული შენობები სპარსელებმა დაანგრიეს და დაწვეს,. ჩვენ კი გვგონია თბილისი ოდითგან ისეთი ქოხმახებისგან შედგებოდა.?.

არა მეგობრებო. აი ნამდვილი თბილისი ასეთი იყო

–მშვენიერი, ამაყი და დიდებული.

რომელიც 26 ჯერ დაანგრია სხვადასხვა ჯურის მტერმა. და დღეს მაინც არსებობს!

მზია მანჯავიძე

25.10.2023

 

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოს მტრების მიმართვა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხს. 22.10.1991

Posted by iberiana on ოქტომბერი 23, 2023

395209142_1953310098389059_8573300301845127327_n

საქართველოს მტრების მიმართვა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხს

1991 წლის 22 ოქტომბერს ჩეჩნეთ-ინგუშეთში გამომავალ ახალგაზრდულ გაზეთში “Республика” (“რესპუბლიკა”) დაიბეჭდა მიმართვა სათაურით: “ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

“მიმართვა ინტელიგენციას, პოლიტიკურ გაერთიანებებს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთელ ხალხს”

“ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ძმებო და დებო!
მოგმართავთ თქვენ ქართველი ხალხის ცხოვრებაში რთულ დროს. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მორალურ-პოლიტიკურად გაუმართლებელმა ანტიდემოკრატიულმა კურსმა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის გახლეჩა გამოიწვია და ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დააყენა.

ამა წლის 2 სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც საქართველოს მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ძალებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დაუნდობლად დარბეულ იქნა მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო ძალისმიერი მეთოდების თანამიმდევრული გამოყენება. ეს გახდა ანტიდემოკრატიული სტილის მმართველობის ლოგიკური გაგრძელება, რაც გამოხატულია აზროვნების თავისუფლების სრულ ჩახშობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზებაში, სოციალისტური სტრუქტურების შენარჩუნებაში და კერძო საკუთრების უარყოფაში.

საქართველოს პრეზიდენტის მრავალჯერადმა ოფიციალურმა განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხალხი მას აქტიურად ეხმარება ოპოზიციისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, საქართველოში მყოფ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ზოგიერთ წარმომადგენელთა არც თუ ტაქტიანმა გამოსვლებმა, ქართველ მოსახლეობაში უკმაყოფილებისა და პროტესტის ტალღა გამოიწვია. საქართველოში მცხოვრები ინგუშები გამოხატავენ უკიდურეს შეშფოთებას შექმნილ ვითარებაზე, რომელიც შეიძლება არა სასიკეთოდ აისახოს მათ ბედზე. საყოველთაო დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიჰყავს ხმებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში და სხვა ოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებებში გამოჩნდნენ ვაინახი ხალხის წარმომადგენლები. ჩვენ ვშიშობთ რომ ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს მტრობა ჩვენს ხალხებს შორის და დიდი ხნით ხელყოს კეთილი ტრადიცია ურთიერთპატივისცემისა.

თხოვნით მივმართავთ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთელ ხალხსა და პირველ რიგში ყველასთვის პატივსაცემ უხუცესებს, ძველი სიბრძნის, სახალხო დიპლომატიის მატარებლებს მოუწოდონ ყველას თავი შეიკავონ საქართველოს საზოგადოების დემოკრატიზაციის რთულ პროცესში ჩარევისაგან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავში თავად მონახავს ძალას შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან გამოსასვლელად, და რომ არცერთი ჩეჩენი და ინგუში არ აღმართავს იარაღს ქართველის წინააღმდეგ.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე!

საქართველოს მწვანეთა პარტია – ზურაბ ჟვანია;
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია – ვასიკო გოცირიძე;
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ვანო ხუხუნაიშვილი;
საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ცენტრი”, დეპუტატი ელდარ შენგელაია;
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – თამარ ჩხეიძე;
საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის დროებითი კავშირი – გიორგი მაისურაძე;
საქართველოს სახალხო ფრონტი.”

***

საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემსრულებელთა ამ ჯგუფის სიცრუითა და ცილისწამებით გაჯერებულ ეს სამარცხვინო მიმართვა, როგორც ფსიქოლოგიური დივერსიის აქტი, რომელიც მიმართული იყო ქართულ-ჩეჩნურ-ინგუშური სამართლიანი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის წინააღმდეგ, დაგმობილი იქნა როგორც საქართველოს რესპუბლიკაში, ასევე ჩეჩნეთსა და ინგუშეთში.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

22.10.2023

Posted in 1991, 2023, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

პიტერ სკინერი – საქართველოს მეგობარი

Posted by iberiana on ოქტომბერი 15, 2023

 პიტერ სკინერი – ამერიკაში მოღვაწე ბრიტანელი პუბლიცისტი და ისტორიკოსი, საქართველოს მეგობარი

წყარო: Speech • სფიჩი

Posted in 2023, ვიდეო | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ზუგდიდში. 25.09.1993

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2023

“საქართველოში მოხდა ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

სახელდობრ, მოხდა არა სამხედრო გადატრილება, არა სახელმწიფო გადატრილება, არამედ კრიმინალური გადატრიალება, ვინაიდან   ისინი, ვინც ეს გადატრიალება განახორციელეს, იყვნენ კრიმინალები, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავენი და არა პოლიტიკოსები ან სამხედროები. როდესაც ამ კრიმინალურ ბანდას უწოდებენ სამხედროებს, ეს სასაცილოა! სასაცილოა!

ესენი იყვნენ ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ მოახდინეს გადატრიალება.  კრიმინალურმა ბანდამ ხელს იგდო ხელისუფელება და დღემდე  აი ეს კრიმინალური ხელისუფლება მართავს საქართველოს. …

მათ დაიწყეს ეს პროვოკაციული ომი (აფხაზეთის ომი რედ.), რომელიც არავის არ სჭირდებოდა, არავისთვის საჭირო არ იყო. ერთი თავიანთი მინისტრის გალახვის გამო დაიწყეს ომი.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება. მაგრამ თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ისინი მიიღებენ გამანადგურებელ საკადრის პასუხს!”

Posted in 2023, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

გიორგი მაღრაძე – “ახალქალაქი ჯავახეთისაი”

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2023

akhalkalaki

გიორგი მაღრაძე – “ახალქალაქი ჯავახეთისაი”

დღეს, 9 სექტემბერს,  ახალქალაქობა, ისტორიული ქალაქის დაარსების 959 წლისთავი, გურიის სტიქიის გამო მოკრძალებულად აღინიშნა. ცხადია დაარსების თარიღი პირობითია და ამ შემთხვევაში ათვლის წერტილად აღებულია ისტორიულ წყაროებში ახალქალაქის პირველად მოხსენიების თარიღი, თურქ-სელჯუკების შემოსევა, ახალქალაქის აღება (1064წ).

ერთ დროს ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და ხალხმრავალი ციხე-ქალაქიდან დღეს მხოლოდ ციტადელის ნანგრევებია შემორჩენილი, ნაქალაქარის ტერიტორია მდინარე ფარავნის (ჯავახეთის მტკვრის) და ორმოცისწყალის შეერთების ადგილზე წარმოქმნილ კონცხს მოიცავს და რამდენიმე ჰექტარზეა განფენილი.

ახალქალაქის, ძველი ქალაქის აღმოცენების ზუსტი დრო ცნობილი არაა. სავარაუდოა, რომ აქ არსებული დასახლება ქალაქად გადაიქცა IX-X სს-ში. რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებამ, პოლიტიკურმა და კულტურულმა აღმავლობამ და სტრატეგიულმა მდებარეობამ. ახალქალაქი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

იხილეთ სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/akhalkalaki/

Posted in 2023, ჯავახეთი, ჯავახეთი-Javakheti | Tagged: , , | Leave a Comment »

პროტოქართველური კულტურა და ფაზისის აკადემია

Posted by iberiana on სექტემბერი 3, 2023

ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი
გია კვაშილავა

2.09.2023 წ.

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი აღმოაჩინეს

Posted by iberiana on აგვისტო 31, 2023

“უნიკალურია, შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის” – სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი აღმოაჩინეს

30-08-2023

nikozi

ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღანული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი.

არქეოლოგების განცხადებით, სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე კი მიანიშნებს ის ნივთები, რომელიც სამარხშია აღმოჩენილი.
არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მიმდიაშვილი ხელმძღვანელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.

გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვი­ლი: “დიდი მად­ლო­ბა, ცნო­ბილ ქარ­თველ არ­ქე­ო­ლოგს, ბა­ტონ გოგი მინ­დი­აშ­ვილს, რომ­ლის შრო­მამ დიდი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. დიდი მად­ლო­ბა არ­ქე­ო­ლოგ ირაკ­ლი სო­ზი­აშ­ვილს, გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვინც ამ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი“.

“ორი ხარი არის ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ოთხთ­ვა­ლა სა­ზიდ­რი­ა­ნად (და­საკ­რძა­ლა­ვი ეტლი), რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც არის სა­ი­ქი­ო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ტო­მის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი წევ­რი­სა. [აღ­მო­ჩე­ნი­ლია] რო­გორც ჩანს, საგ­ზლის წა­სა­ღე­ბად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის უც­ნო­ბი პრო­დუქ­ტე­ბი. გარ­და ხა­რე­ბი­სა, აქვე არის ცხვა­რი, მთლი­ა­ნი ჩონ­ჩხით, არის კი­დევ სხვა მსხვილ­ფე­ხა ცხო­ვე­ლის ჩონ­ჩხი. აქვე არის ურ­მის ნაშ­თე­ბი… ერთ მეტრზე მეტი დი­ა­მეტ­რი სიგ­რძის მქო­ნე თვლე­ბის. ვფიქ­რობთ, რომ ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში უნდა იყოს დაკ­რძა­ლუ­ლი ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­გეს, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას მოგ­ვცემს ამა­თი აღ­დგე­ნა, აღ­დგე­ნის გა­რე­შე ძა­ლი­ან ძნე­ლია რა­ღა­ცა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. შიდა ქარ­თლში ამის მსგავ­სი სა­მარ­ხი ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ არის“. – აცხა­დებს არ­ქე­ო­ლო­გი გიორგი მიმდიაშვილი.

ambebi.ge

Posted in 2023, არქეოლოგია | Tagged: , | Leave a Comment »

ბექა ჭიჭინაძე – პასუხი თამარ მეფის მძაგებელ კოლექტიურ ბერძენიშვილებს

Posted by iberiana on აგვისტო 25, 2023

page5-1690272530

ბექა ჭიჭინაძე

პასუხი თამარ მეფის მძაგებელ კოლექტიურ ბერძენიშვილებს

ლევან ბერძენიშვილის მსმენელებს ვთხოვე თავისი შეხედულებები გაეზიარებინათ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო თამარის მეფობა კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის

1. “თამარი არ ზრუნავდა ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკურ განვითარებაზე და მთლიანად გადართული იყო მეზობელთა აწიოკებაზეო/ამასთან, უაზროდ ბევრს ხარჯავდა ტაძრების აგებაზეო”

საკმარისია მოვიტანოთ რამდენიმე ფაქტი, ამ ყეყეჩურ ბრიყვული მონაჩმახის აბსურდულობას რომ აჩვენებს.

თამარის დროს გაყვანილი ალაზნის 200 კილომეტრიანი არხი, რომ არაფერი ვთქვათ ტირიფონის, მუხრანის და სხვა არხებზე, წარმოადგენდა ეპოქის ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებას, სადაც არხის ბუნებრივ გარემოში გატანა არ ხერხდებოდა, გამოყენებული იყო ხელოვნური ძელები და ღარები, ამ მასშტაბის სამუშაოების შესრულება მე-19-20 საუკუნეებშიც კი ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვდა.

დღემდე, კახეთის საირიგაციო სისტემა მნიშვნელოვანწილად ისევ ამ ტიტანურ საირიგაციო ნაგებობას ეფუძნება. ამავე ეპოქაში საგანგებო ყურადღება ექცეოდა წყლის დიდი წისქვილების მშენებლობებსაც.

აქვე შეიძლება ვახსენოთ შიომღვიმის წყალსადენი, რომელიც გადაუჭარბებლად, წარმოუდგენელი სირთულის საინჟინრო ნაგებობაა, მის მასშტაბებზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია აღინიშნოს, რომ წყალსადენის გასატანად გამოკვეთილია უზარმაზარი კლდოვანი ქედი, რომლესაც სამი წელი კვეთდნენ.

ამ და სხვა მასშტაბური პროექტებით მართლდება მემატიანის სიტყვები თამარზე: ,,არცა თვითონ უქმობდა და არცა ყმათა თვისთა აუქმებდა“, მართლაც, ეს იყო დიდი შრომის ეპოქა.

“მფლანგველობა ტაძართმშენებლობაში”

საპირისპიროდ ქართული ლეგენდებისა, თამარი სულაც არ აშენებდა ბევრ და დიდ ტაძრებს, გასაოცარია, მაგრამ დოკუმენტირებულია მისგან აგებული ორად-ორი ტაძარი, საქართველოში – ვარძიის ღვთისმშობელი (არა ქალაქი) და კვიპროსზე ღალია. ორივე მათგანი მონასტრული და მოკრძალებული, ეს მაშინ, როდესაც თამარს შეეძლო ქრისტეს ჯვრისთვის 900 კილო ოქრომდე გადაეხადა, ჩანს, თამარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას უფრო დიდ მნიშვნელობას აძლევდა.

ქართული არქეოლოგიის ბრწყინვალე პატრიარქი, და ალბათ ერთადერთი ვინც მას მთლიანობაში იცნობდა – გიორგი ლომთათიძე, გაკვირვებული იყო რომ ამ ეპოქის არქეოლოგიურ მასალაში, სხვა ეპოქებისგან განსხვავებით, რთული შესამჩნევია დაბალი სოციალური სტრატები, საქმე ისაა, რომ თამარის დროს საქართველოში არსებობდა სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა, ,,ნაათალი ყოვლისა დაუკლებელად მიეცემოდა გლახაკთა”, რაც დასტურდება არქეოლოგიური მასალის საერთო ანალიზითაც.

ამდენად, დიდი საქვეყნო შრომის შედეგებს, რომლის დღევანდლამდე მოღწეული ნაშთებიც ასე გვაოცებენ, მეფე გეგმაზომიერად განკარგავდა…

 

იხილეთ სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/king-tamar/

Posted in 2023, ისტორია-History, საამაყო ქართველები | Tagged: , , | Leave a Comment »

რაინდ რივალონის წერილი იერუსალემის ლათინთა პატრიარქს

Posted by iberiana on აგვისტო 17, 2023

raindiდავით ქართველთა და აფხაზთა მეფის მოქირავნე რაინდის – რივალონის წერილი თავის მოძღვარს – იერუსალემის ლათინთა პატრიარქს – უფალ გიბელენს

1124-წლის 9 დეკემბერი

“…მივიღეთ საყვედური თქვენი სიწმიდის მოყვარებისა, რომ ,,არაა საქები, როცა იერუსალემის სამეფოდან ამდენი ფრანგი რაინდი გაედინება ქართველთა (ავასგთა) ქვეყანაში, სამოთხის საიქიო ნეტარების სააქაოდ მოხვეჭის ავხორცი სურვილით” წერილში გულითადად მოგახსენებთ ამ ნაძრახი ლტოლვის მიზეზებს.

მომიტევოს თქვენმა მეუფებამ მეხორცეობა, მაგრამ თეთრი და მწყაზარი ქალები მთელ აღმოსავლეთში მხოლოდ ქართველებს ჰყავთ, მათი ქალები უფრო მიმზიდველობი არიან, ვიდრე სომხებისა და სირიელებისა, თუმც, სრულ ბრწყინვალებას ცხვირის კეხი უშლით, ისე რომ ჩვენს რაინდებს უფრო კოხტა ცხვირ-პირი აქვთ, რის გამოც დიდად მოსწონთ ქართველ ასულებს, რაინდთა ნახევარმა უკვე იქორწინა დიდგვარიანთა ასულებზე და მეფისგან საფეოდალო ნაკვეთებიც მიიღო.

თქვენო მაღალღირსებავ, მაკურთხეველო მარჯვენავ რომის ღვთივდამყარებული ეკლესიისა, აქ უკვე სიმღერებს მღერიან ფრანგი რაინდის – ბრეტონ გაიმარისა და ერთი აქაური მთავრის – ქვენიფნევნელის ასულ ასპაის სიყვარულზე. ქართველი ქალის სიყვარულმა პირველად აადგმევინა ჩვენს შორის ქართულად ენა ბრეტონს, ისე რომ დავით მეფესთან უკვე ბერძენი და სომეხი შუამავლები არ გვჭირდებოდნენ, ბრეტონი თარჯიმნობდა, მანვე, პირველად უღალატა რაინდთა შორის რაინდული ქალწულების და უქორწინებლობის აღთქმას, თუმცა ადრე თავი მოჰონდა ამ აღთქმით, ერთხელ, ნადიმისას, რომელიც მისი სატრფოს მამის – ვირშელ ქვენიფნევნელისას იმართებოდა, ბრეტონი ქადილს მოყვა თავის რაინდულ ქალწულების აღთქმაზე, რაზეც წერწეტმა და სახენათელმა ქართველმა ასულებმა სიცილი დააყარეს, ასეთ აღთქმას საქართველოში დედაკაცებიც კი არ დებენო, ამპარტავანი ყმაწვილი თავისი მამაკაცური ღირსების ამ შელახვაზე წამოწითლდა და გარეთ გაიჭრა, სადაც ასპაის მოწყალე მზერაში, და ვინ იცის, იქნებ მკლავებშიც, პოვა ნუგეში, იმავე დღეს გამართულ ასპარეზობაშიც ვერ წარიმართა ყველაფერი მისი გულის წადილით.

იმ დღეს, ასპარეზობაში საუკეთესო ქართველი, ალანი, სომეხი, ყივჩაღი, შარვანელი და ფრანგი მოასპარეზეები მონაწილეობდნენ, დამსწრეთა შორის იყვნენ ვირშელი და ასპაი, მის დობილებთან ერთად, ხარბად სწყუროდა გამარჯვება ძლევისმოყვარე ბრეტონს მისი საცოლის და სასიმამროს წინაშე, ძალიან ეცადა და ბევრი სახელოვანი ფალავანიც დასცა, მაგრამ ბოლოს თავადაც იძლია ერთი ყივჩაღი ბუმბერაზისაგან, ძალიან განიცადა ყმაწვილმა, ფიქრობდა, რომ ყველა შეიძულებდა და საცინად აიგდებდა მის რაინდობას, შეცბა, როცა გვარიანად დაბეგვილი ასპაიმ და მისმა დობილებმა ინახულეს, დიდი თანალმობა აჩვენეს ძლეულ ვაჟკაცს ზრდილმა ქართველმა ქალებმა, დამარტოხელებულს, ასპაიმ ისიც გაუმხილა, რომ ამ ვაჟკაცური ძლეულობის შემდეგ კიდევ უფრო საყვარელი და სასურველი გახდა მისთვის… ბრეტონმაც იწამა ქართველი ქალის სიყვარული, მალე მომჯობინდა და უწინდებურად გალაღდა, სოლომონის ,,ქებათა-ქებას” მღეროდა ქართულად, შეზარხოშებული შიოს მარნის შავით, ყველაზე მეტს კოხტაობდა ეს თავმომწონე ყმაწვილი და მისად ეგულებოდა ქართველთა შვიდი სამეფო, მთელ მის გასამრჯელოს ყანდაარის აბრეშუმით ნამზად სამოსში და თბილისის აბანოებში ხარჯავდა და უამისოდაც, ასპაის იგი მეცხრე ცამდე უყვარდა, მაგრამ მალე, სახელმწიფო მოსაზრებით, ბრეტონის ასპაი ერთ გონჯ ყივჩაღ მთავარს შერთეს, ქალს კი ბრეტონი უყვარდა თავდავიწყებამდის, ამ უბედური სიყვარულის შემდეგ, ჩვენი ლომგული რაინდი სიკვდილს ეძებდა.

დეკორის (დიდგორის) ომში იმათ შუა იყო, მეფემ რომ სელჩუკთა შუაგულში შეგზავნა, შვიდ თურქ ემირს აღმოხადა სული, მის გვერდით ომობდა ასპაის ყივჩაღი ქმარიც, ჩვენი ბრეტონის რაყიფი და მასზე არანაკლებ მამაცი, რომელმაც სული დალია სელჩუკთა მახვილით, თუმცა, ზოგი გვარწმუნებს, სინამდვილეში ეს ბრეტონის შუბი იყოო, რაც არ უნდა იყოს, ახლა ბრეტონი და ასპაი დავით მეფის თანხმობით შეერთდნენ, მეფემ მას რამდენიმე თვით სამხედრო სამსახურისგან შეუვალობა უბოძა და წყვილიც მოწყვეტილია მთელ საქრისტიანოს თავის მამულში, ქვენიფნევს, ნეტარებით გაბანგული.

1. Tanti regis, veri et perfectissimi christiani – ავასგთა მეფე დავითი ყველაზე დიდი მეფე და ქრისტიანია, აღმოსავლეთში მოსული ფრანგები პირველად აღმოჩდნენ არაქრისტიანულ გარემოცვაში და ამან დიდად შეაძრწუნა ისინი, ფრანგთა ნათესავი მხოლოდ დიდ ქრისტიან მეფეთა სკიპტრის მსახურებაში პოულობს მოწოდებას, ასეთი კი აღმოსავლეთში ახლა მხოლოდ დავით აფხაზია

2. რაინდები აღმოსავლეთში მხოლოდ დავით მეფის სამეფოში მოიძებნებიან, პირველი რაინდიც თვითონ დავით მეფეა, აქ რაინდებს mokme (მოყმე)-ს ეძახიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ მოიდონ ჩვენი გულის ცეცხლი, როცა როლანდის სიმღერას ვმღერით, გულისგულამდე გმირავთ ჩვენი სათქმელი და მათი ,,ამირანდარეჯანიანიც” თითქოს ჩვენი რაინდული სჯულის ჰიმნია

3. ქართველთა და აფხაზთა სამეფო ერთადერთია აღმოსავლეთში, რომელიც უწმიდესის პაპის ომოფორის დიდად მსასოოვარია, აქ დიდი სიყვარული აქვთ რომის მღვდელმთავრისა და ჩვენს პაპებს წმიდის ნიკოლოზის გვერდით ხატავენ, ნიშნად დასავლეთის და აღმოსავლეთის მღვდელმთავრობის ერთობისა, ეს დიდი ნუგეშია ჩვენი რაინდებისთვის.

აფხაზთა საკათალიკოსოში საეკლესიო გალობაც მრავალხმიანი აქვთ, რომელიც დიდად მოჰგავს შარტრელ და პარიზელ კანტორებს.

აღმოსავლელი ქრისტიანები – სომხები, სირიელები, ეთიოპიელები და ნესტორიანნი ეჭვით გვზვერავენ მუდამ, დავით აფხაზის ქვეყანაში კი გულითად სიყვარულს ვპოულობთ

4. უწმიდესმა პაპმა ურბანომ კლერმონის კრებისას მოგვიწოდა, რომ თურქთა უწმინდური ნათესავი კავკასიის კართან შეგვეკავებინა, ამ კარიბჭეს სწორედ დავით მეფე ფლობს და იცავს, ამგვარად, ჩვენ თანამოზიარე ვართ ამ აპოკალიპტური ბჭის მცველობის უაღრესი პატივისა

5. მთელ აღმოსავლეთში ფრანგულ ფოლადს მხოლოდ ქართული ფოლადი თუ შეედრება, ჩვენი რაინდები დიდად აფასებენ ქართულ საჭურველს, მტკიცეს და ბრწყინვალეს, ქართველებიც დიდად აქებენ ფრანგულ ჯავარდნებს და საუკეთესო მახვილს სწორედ ფრანგულს ეძახიან. ქართველმა რაინდებმა (მოყმე) ძმობა თქვეს ჩვენთან, ფრანგ რაინდებთან, ფიცვერცხლით – ერთმანეთის სისხლის წვეთი შევსვით, ბოლოს მათ ასე გვითხრეს: ფრანგი ფრანგულის (მახვილის) სწორიაო, ანუ, ფრანგი ესოდენ აღმატებულია, როგორც მახვილი ,,ფრანგულიო”, დიდი ძმობა და სიყვარულია ჩვენს რაინდებსა და მათ მოყმეებს შორის, ისეთი მხურვალე, ქველი და წრფელი, როგორიც დავითსა და იონათანს შორის

6. ღვინო ! სისხლი უფლისა მთავარმამაო გიბელინ ! ჭეშმარიტად, ქართველთა ქვეყანაში ისეთია, როგორიც ფრანგთა ღმრთივდამყარებულ სამეფოში, წამალია სასიკეთო და ნუგეშინისსაცემელი ფრიად, დავით მეფე გულისხმიერი და უხვი ხელმწიფეა, სამ ნაშაღმაგეველ გლეხს დაავალა ჩვენი უზრუნველყოფა საუკეთესო ღვინით
ყივჩაღთა ჩამოყვანის შემდეგ დავით მეფე ლაშქარმრავალი ხელმწიფე შეიქნა და ჩვენი სამსახური ისე არა სჭირია, როგორც უწინ, მაგრამ, ყველა იმ მიზეზის გამო, რაც უკვე მოგახსენე სიწმიდის მოყვარე და უფალში ხელის აღმპყრობელო მამავ, იერუსალემს დაბრუნებას არ ვჩქარობთ.

წელსა უფლისა ათას ას ოცდაოთხს დეკემბრის ცხრას, ქუთათისით იერუსალემს, საჭურვლის ვაჭარ გილერმო გენუელის ხელით”

ტექსტის ყველა დეტალი ისტორიულ წყაროებს ემყარება, მაგრამ მხატვრული ტექსტია, ხაზგასმით აღვნიშნავ

ბექა ჭიჭინაძე

17.08.2023

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი. წერილი VII

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2023

357421537_9479338975472822_2143444859661627903_nრუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი VII

რუსუდან შარაძე:

“ბოლო წერილში შეგპირდით, რომ გიამბობდით, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები გრიგოლ რობაქიძის არქივისთვის, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“. 2005 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ დროისთვის სრულიად უცნობ მასალებს როცა ვაქვეყნებდი, აშკარა იყო, გიო და მე სწორ კვალზე ვიდექით, მაგრამ მალე ცხოვრება თავზე დაგვემხო. გამართლება არა მაქვს, მითუმეტეს, რომ სწორედ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ,,დამარხულია“ ჩვენი განძი, მაგრამ სურვილის მიუხედავად, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაბინავების მეტს, თითქმის, ვერაფერს მივეკარე. ახლა თავიდან შევისწავლე გიოს მოცემული უნიკალური დოკუმენტები და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს მივაქციე ყურადღება. წლები გავიდა და არ ვიცი, ვინ რას მიაკვლია, რა გამოქვეყნდა და რა არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის შესახებ, ისევ არავინ არაფერი იცის. მართებულად ვთვლი, რომ ახალი მიგნებები სათანადოდ გადავამოწმო და მერე გამოვაქვეყნო. იქამდე, დასკვნის სახით, რამდენიმე წერილში დავწერ იმას, რაც 2005 წელს, ვრცლად დავბეჭდე და ბოლოს, ყოველივეზე საკუთარ აზრსაც მოგახსენებთ.”

* * *

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები გრიგოლ რობაქიძის არქივის შესახებ

როგორც გიამბეთ, 1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლომ გრიგოლ რობაქიძის არქივის აუქციონზე გატანის განაჩენი გამოიტანა; მისივე გადაწყვეტილებით, უნდა განადგურებულიყო მწერლის პირადი კორესპონდენცია. ბინის გახსნაზე, ბერნიდან ჟენევაში გაგზავნეს Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი, რომელმაც 1963 წლის 13-14 თებერვალს, მოწმეების თანდასწრებით, რობაქიძის არქივის წინასწარი დათვალიერება მოახდინა. ამის შემდეგ, გავრცელებული ვერსიით, მთელი არქივი დაბეჭდა და ჩააბარა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებას ბერნში.

საქართველოს კულტურის ატაშემ შვეიცარიის კონფედერაციაში (1999-2001), გიორგი შარაძემ, საელჩოს და კერძოდ, მაშინდელი ელჩის – ამირან კავაძის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის მისაკვლევად, დიდი სამუშაო გასწია. აღმოჩნდა მეტად საინტერესო და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი მასალები, საიდანაც დოკუმენტურად დასტურდება ყოველივე, რასაც ქვემოთ შეიტყობთ:

იხილეთ ბმული: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/#7

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

სოფიკო სოხაძე – ალტერნატიული ხედვა. 7 08 2023

Posted by iberiana on აგვისტო 8, 2023

***

სოფიკო სოხაძე – ნეოლიბერალურმა რეჟიმმა მეცნიერება ჩაანაცვლა ენჯეო-სექტორით

საქართველოში არის 53 ათასი მეწყრულ-გრავიტაციული კერა და 3 ათასი ღვარცოფ სადინარი.

ვერც სახელმწიფო სტრუქტურა და ვერც ენჯეო სექტორი (რომელიც არ გახლავთ სამეცნიერო- კვლევითი პროფილის) ვერ აუვა ამგვარი რთული გეოლოგიური მოცემულობის მუდმივ მონიტორინგს – ეს გახლავთ სამეცნიერო სკოლების(სამეცნიერო კვლევით ბაზებთან და კვლევით ინსტიტუტებთან ერთად) პრეროგატივა, რაც ნეოლიბერალურმა რეჟიმმა დასავლელი კურატორების მითითებითა და მოთხოვნით სრულად გაანადგურა.

მეცნიერება მათ ჩაანაცვლეს ენჯეო სექტორით და სრულად დაიქვემდებარეს.

მსოფლიო მნიშვნელობის ბრწყინვალე სამეცნიერო სკოლები არაერთი მიმართულებით(მათ შორის გეოლოგიის, ჰიდრო- გეოლოგიის), კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრები მიზანმიმართულად იქნა განადგურებული.

დღეის მდგომარეობით არც სახელმწიფოს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მდიდარ დონორებს მეცნიერების დაფინანსების რესურსი არ აქვთ!
თუმცა— მილიონობით დოლარი, რაც მდიდარი ენჯეოების კლანის გავლით შემოდის და ხმარდება ლიბერალური დღის წესრიგის შენქმნელი ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას (შავი ფული პოლიტიკაში),უხვად მოედინება ჩვენს ქვეყანაში.

ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ ნეოლიბერალური რეჟიმის დამყარებას მოჰყვა ეროვნული ტრაგედიის მნიშვნელობის ორი მოვლენა:

1) სამეცნიერო სკოლების მიზანმიმართული განადგურება, რასაც მოჰყვა მეცნიერებისა და განათლების დონის კატასტროფული ვარდნა;

2) ინდუსტრიის დემონტაჟი, ქვეყნის ძარცვა, რამაც გამოიწვია ეკონომიკის ასევე კატასტროფული ვარდნა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

თუ ჩვენ თავი არ დავაღწიეთ ნეოლიბერალურ პარადიგმას და არ დავიწყეთ გადასვლა სუვერენული სახელმწიფოსთვის შესაბამის ეკონომიკურ მოდელზე (სისტემურ ცვლილებებზეა საუბარი), ვერანაირი რეფორმა ვერ გვიშველის— არსებულ სისტემაში.

ჩვენ განლევის რეჟიმში მყოფი სახელმწიფო ვართ.

განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების გარეშე, სამეცნიერო სკოლების აღდგენის გარეშე (ეს პროცესი როდესმე ხომ უნდა დაიწყოს?!) ყოვლად წარმოუდგენელია ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარება, მათ გარეშე კი რაიმე სერიოზულ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მასშტაბური სამეცნიერო სამუშაოს წარმოება —კონკრეტულად ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული გეოლოგიის დეპარტამენტი და ენჯეოებთან მიმაგრებული თითო-ოროლა გეოლოგი რეალურად არაფერია არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

გეოლოგია, ჰიდროლოგია, სეისმოლოგია — ეს რთული დარგები მუდმივი შესწავლის საგანი უნდა იყოს და ამ პროცესს სამეცნიერო სკოლა უნდა წარმართავდეს და არა ერთი კინკილა დეპარტამენტი თუ ენჯეო-სექტორი, რომელიც დღეს სრულიად ოკუპირებულია ნეოლიბერალური იდეოლოგიის ადეპტების მიერ და რეალურად ემსახურება საქართველოში ნეო-ლიბერალური დღის წესრიგის შექმნას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართველი ერის ნოოტიპური ტრანსფორმაცია— კულტურული და ცნობიერებითი ტრანსფორმაცია.

Posted in 2023, პოლიტიკა | Tagged: , , | Leave a Comment »

რა საიდუმლოს ინახავს მესხეთის დარანი?

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2023

რა საიდუმლოს ინახავს მესხეთის დარანი?

რისთვის იყენებდნენ დარნებს?

სოფელ ჭაჭკარისა და ვარდისციხის მიწისქვეშა სამალავებისა და ისტორიის ლაბირინთებში გიორგი ქორქიამ იმოგზაურა

რეპორტაჟზე მუშაობა სარისკო აღმოჩნდა, რადგან მიწისქვეშა ქსელი ინგრევა და მძიმე მდგომარეობაშია

Posted in ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , , | Leave a Comment »

რიჩარდ მაილსი 2008 წლის აგვისტოს ომზე

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2023

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი  საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზე

იხილეთ აგრეთვე:
რიჩარდ მაილსის ინტერვიუ – 24.11.2013

Posted in 2008, პოლიტიკა, War | Tagged: , , | Leave a Comment »

როგორი იყო ქართველი ფეოდალების ცხოვრება 400 წლს წინ

Posted by iberiana on ივლისი 28, 2023

როგორი იყო ქართველი ფეოდალების ცხოვრება 400 წლს წინ

უძველესი აფთიაქი, აბანო და ციხე-კოშკი – ციციშვილების სასახლე ნიჩბისში.

თომა ჩაგელიშვილის სიუჟეტი

Posted in 2023, ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართული ქორწილი 1969 წელი

Posted by iberiana on ივლისი 22, 2023

ქართული ქორწილი 1969 წელი

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

შუა საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები

Posted by iberiana on ივლისი 22, 2023

შუა საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალების თავგადასავალი

გიორგი კალანდიას მიმოხილვაში

იმედის დღე

 „იგი ნაწილობრივ ზეციური იყო შექმნილი დედამიწაზე, ის უფრო ანგელოზსა ჰგავდა ვიდრე ადამიანს… პირზე აპრილი უთამაშებდა“.

რას წერდა ჩარლზ დარვინი ჩვენებურ მანდილოსნებზე და რატომ ჰყავდა შაჰ აბასს 4 ქართველი მეუღლე?

Posted in 2023 | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი აფხაზეთთან დაკავშირებით. 1993

Posted by iberiana on ივლისი 20, 2023

Z.Gamsakurdia

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი 

უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრი ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო, მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. „ცხინვალის ვარიანტი“, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც „დემილიტარიზაციაზე“, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის.

ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „სამმხრივი ხელშეკრულების“ გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას, – ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის – ძირძველი ქართული მიწის – არც ერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

ღმერთი და სამართალი ჩვენთან არს, ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია
1993 წლის 20 ივლისი

გაზეთი “აღდგომა” – 1993. – 31 ივლისი. – №25 (57). – 1გვ.

Posted in 1993, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

იოსია თრენჰემი – მიმართვა ქართველ ხალხს

Posted by iberiana on ივლისი 13, 2023

• ზნეობა

359074887_10224859218536297_7336682509027494976_n

FATHER JOSIAH TRENHAM

ამერიკელი მღვდელი იოსია თრენჰემი

“ეს არის ჩემი მიმართვა ქართველი ხალხის მიმართ, რომლისკენაც ჰომოსექსუალების „ხატმებრძოლეობა” მიემართება”

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ!

ლოს-ანჯელესში, მსოფლიოს სხვა ადგილებთან შედარებით, ყველაზე მეტი ჰომოსექსუალთა ინსტიტუტი შეიქმნა. იმუნოდეფიციტური ვირუსიც პირველად სწორედ აქ, სედარსინაის ჰოსპიტალში აღმოაჩინეს, რამაც გეების სექსუალური თავისუფლების, ე.წ. „გეების ოქროს ხანა”, გაანადგურა…

1960-იანი წლების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი სექსუალური ანარქიის კორუფციაში უკვე ღრმად იყო ჩაფლული, სასულიერო პირებს მაინც ეგზავნებოდათ სცენარები მორალური შეფასებისთვის.

იმ დროისათვის ამერიკული ოჯახების 75 პროცენტი ქალისა და მამაკაცის წყვილისგან შედგებოდა. ბავშვების უმეტესობა დედისა და მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. შტატების უმეტესობაში მოქმედებდა ანტისოდომური კანონი.

კალიფორნიის კანონმდებლობა ჰომოსექსუალიზმს ღვთისა და ხალხის წინაშე ჩადენილ სამარცხვინო დანაშაულად მიიჩნევდა.

ახლა კი სირცხვილად ჰომოსექსუალიზმის მსგავს კონტექსტში განხილვა ითვლება.

ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჰომოსექსუალიზმი გაუკუღმართებულ, არაჯანსაღ კავშირად მიაჩნდა.

დღეს კალიფორნია შეიცვალა. ახლა იქ „ცისარტყელის რევოლუციის” კულტურული აღზევება და მისი პარადიგმული სწავლება მიმდინარეობს.

1975 წელს კალიფორნიაში ყველა კანონი ჰომოსექსუალთა ქმედებების წინააღმდეგ გაუქმდა. მას შემდეგ, რაც კანონი და ფსიქოლოგია შეცვალეს, მათ წინააღმდეგობად მხოლოდ ეკლესიასთან დაპირისპირება დარჩათ.

სწორედ ეს არის ლგბტ მოძრაობის მთავარი დაბრკოლება…

გეების ნებისმიერი საინფორმაციო წყარო ათობით წლის განმავლობაში ტრადიციულ ოჯახს უწოდებს პატრიარქალურს, სექსუალური ძალადობისა და რელიგიური ფანატიზმის სახეს.

ისინი არ ითხოვენ შემწყნარებლობას, ისინი ოჯახისა და კანონის ტრადიციული, რელიგიური და ცივილური ფორმის სრულ დამსხვრევას ცდილობენ.

გეი-აღლუმები იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ ამოვიცნოთ ლგბტ მოძრაობის წადილი. ისინი მსვლელობას მხოლოდ პოლიტიკოსების წინაშე არ აწყობენ, იჭრებიან ტაძრებში, შლიან ლიტურგიებს, შეურაცხყოფენ წმინდა ნივთებს და ერთობლივად ჩადიან მკრეხელობას.

მე ლგბტ რევოლუციის ეპიცენტრში ვიცხოვრე და საკუთარი თვალით ვიხილე ჩემი ერის სირცხვილი და დაცემა ღვთისა და კაცის წინაშე.

ეს არის ჩემი მიმართვა ქართველი ხალხის მიმართ, რომლისკენაც ჰომოსექსუალების „ხატმებრძოლეობა” მიემართება.

მტკიცედ დადექით თქვენს რწმენაში ლგბტ რევოლუციის წინააღმდეგ! არ დანებდეთ!

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქალაქი სან-ფრანცისკოს დაემსგავსება, სადაც ძაღლების რაოდენობა ბავშვებისას 80 000-ით აღემატება…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/father-josiah-trenham/

Posted in 2023, არა უზნეობას, ზნეობა | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ბილ გერცი – აშშ ეხმარება შევარდნაძის დაცვას. 1993

Posted by iberiana on ივლისი 13, 2023

042

ბილ გერცი – აშშ ეხმარება შევარდნაძის დაცვას.1993

“ეს კეთდება იმისათვის, რომ დავიცვათ შევარდნაძე ტერორისტული თავდასხმებისა და გადატრიალებებისაგან, რადგან ის არის დემოკრატიის დამყარების მთავარი გარანტი” 

 

1993 წლის 13 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების გაზეთში “The Washinghton Times”  გამოქვეყნდა ბილ გერცის სტატია “აშშ ეხმარება შევარდნაძის დაცვას“. ამონარიდები:

“პენტაგონის (იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი /United States Department of Defense) მიერ “The Washinghton Times”-ადმი მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საგანგებო დანიშნულების ძალების (U.S. Army Special Forces აშშ-ს არმიის რჩეული დანაყოფი, რომელიც გაწვრთვნილია პარტიზანული, დივერსიული და სხვა სპეციალური საბრძოლო ოპერაციების წარმოებისათვის. მის მებრძოლებს იცნობენ სახელით “Green Berets” /”მწვანე ბერეტები”/) წარმომადგენლები გაიგზავნენ ომით განაწამები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის  დაცვის მიზნით.

აღნიშნულმა აქციამ, რომელსაც პრეზიდენტმა კლინტონმა  თავისი დირექტივით მხარი დაუჭირა, უზრუნველყო ანტიტერორისტული წვრთნა და იარაღის მიწოდება ბატონ შევარდნაძის და მთავრობის სხვა ლიდერების დაცვისათვის.

ბატონი შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (1985 წლის 2 ივლისიდან – 1990 წლის 20 დეკემბრმადე და 1991 წლის 19 ნოემბრიდან – 26 დეკემბრამდე) და ერთ დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1972 წლის 29 სექტემბრიდან – 1985 წლის 6 ივლისამდე), გაძევებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1991 წლის 14 აპრილიდან – 1993 წლის 31 დეკემბრამდე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურიდა /1939-1993 წლები/) ნაციონალისტების სამიზნედ იქცა.

ბატონი გამსახურდია, საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი თავის პოსტს ჩამოაშორეს იარაღის ძალით 1992 წლის იანვარში,”

“თავდაცვის სამდივნოს წყაროების თანახმად ამერიკის არმიის საგანგებო დანიშნულების ძალების წარმომადგენლებს მიეცათ უფლებამოსილება, რომ თავის თავზე აეღოთ ბატონ შევარდნაძის დაცვის წვრთნა და მცირე რაოდენობით ამერიკელი კომანდოსების გაგზავნა აღნიშნულ ოპერაციაზე დაკვირვების მიზნით.

ტამპას მახლობლად (ფლორიდა) მაკდილის საჰაერო ბაზაზე განლაგებული საგანგებო სამეთაურო პუნქტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამის თანახმად, ყოველწლიურად აშშ-ს კომანდოსები ასამდე ქვეყანაში იგზავნებიან. ძირითადად, აღნიშნული ოპერაციები ტარდება აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მთავრობების მხარდასაჭერად.

თბილისის ოპერაცია პირველი ასეთი ოპერაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის  ტერიტორიაზე. კომანდოსები გაგზავნილ იქნენ ანტიტერორისტული ნაწილებიდან, რომლებიც ფორტ-ბრეგიში, არმიის სპეციალურ სამეთაურო პუნქტშია განლაგებული. ჩრდილოეთ კაროლინაში გაიგზავნა საბრძოლო მოქმედებების ხელშემწყობი ორი ქართული ჯგუფი, რათა მათ წრთვნა გაიარონ ჯონ ფიცჯერალად კენედის (ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი 1961 წლის 20 იანვრიდან – 1963 წლის 22 ნოემბრამდე ჯონ ფიცჯერალდ კენედი /John Fitzgerald Kennedy, JFK; 1917-1963 წლები) სახელობის საბრძოლო ცენტრში ფორტ-ბრეგიში.”

“ეს კეთდება იმისათვის, რომ დავიცვათ შევარდნაძე ტერორისტული თავდასხმებისა და გადატრიალებებისაგან, რადგან ის არის დემოკრატიის დამყარების მთავარი გარანტი” – განაცხადა სამხედრო უწყების საინფორმაციო სამსახურმა, რომელიც ოპერაციის საქმის კურსშია.”

“ცალკეული დეტალები, იმისა, თუ რა სახის წვრთნას და შეიარაღებას მოიცავს აღნიშნული პროგრამა არ არის ცნობილი.

საიდუმლო წვრთნის პროგრამა შედგენილია ბატონი შევარდნაძის და მისი მთავრობის სხვა წევრების დასაცავად გამსახურდიას ყოფილ რეჟიმთან დაკავშირებული რადიკალური ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული თავდასმებისაგან და მკვლელობისაგან.

ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირები თვლიან, რომ ქართული მისია წარმოადგენს საზღვარგარეთის შინაგანი დაცვის სამხედრო პროგრამის ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს ტერორისტების საწინააღმდეგო სპეციალურ წვრთნას, იარაღისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებას უცხოეთის ლიდერებისათვის 1960 წლის შემდეგ.”

“1992 წლის 2 მარტს საქართველოს სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა გახსნა “სერიოზული ინფორმაცია”, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ მზადდებოდა ბატონ შევარდნაძის მკვლელობა, დაუდგენელი მტრის მიერ.”

“ამას გარდა იყო შეტყობინება, რომ გამსახურდიას მომხრეები ამზადებენ ბატონ შევარდნაძის მოტაცების გეგმას.

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქართულად მოლაპარაკე კომანდოსი საქართველოს უსაფრთხოების პერსონალთან ერთად გაზაფხულზე დაბრუნდა თბილისში.”

“სანამ 1992 წლის მარტში (1992 წლის 7 მარტს) ბატონი შევარდნაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდებოდა, მას ემუქრებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები,”

“ეგრეთწოდებულ “ზვიადისტთა” შემოტევებისა და გადატრიალების შეთქმულებების მოგერიებასთან ერთად შევარდნაძის მთავრობა ებრძვის სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ ჯგუფებს ქვეყნის ორ რეგიონში.”

“კლინტონის ადმინისტრაცია დაუფარავად უჭერს მხარს ბატონ შევარდნაძეს. აპრილში პრეზიდენტმა ბატონ შევარდნაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მხარს უჭერდა მის მთავრობას.”

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1993 | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები. 7.07.1992

Posted by iberiana on ივლისი 8, 2023

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები

168096164_1113392149172250_5007109722460250067_n

1992 წლის 7 ივლისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (1991-1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ გაავრცელა მიმართვები:
– ფინეთის რესპუბლიკის დედაქალქ ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის (გაიმართა 1992 წლის 9 – 10 ივლისს) მონაწილეებისა და
– რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ნიკოლოზის ძე ელცინის (Бори́с Никола́евич Е́льцин; 1931-2007 წლები) სახელზე.

მიმართვა
ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის მონაწილეებს

რუსეთის ფედერაცია ანხორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ“-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა/Содру́жество Незави́симых Госуда́рств დაარსდა 1991 წლის 8 დეკემბერს) წევრი ქვეყანა, ამ გაერთიანების ჯარები, რომლებიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ კოლაბორაციონისტული

ე. შევარდნაძის დროებითი მთავრობის ძალებთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში სისხლიანი პუტჩისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად ყოფილი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერით. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხუთი შვეულმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ძალებისაგან, რომელიც ეწევა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა.

ერთდროულად რუსეთის ჯარები – ვითომდა სამშვიდობო ძალები, ჩრდილოეთ ოსეთის ძალებთან ერთად შეჰყავთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დამსჯელი ოპრაციების ჩასატარებლად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო გაუარესდა დაგომისში ბ. ელცინისა და ე. შევარდნაძის გარიგების შედეგად.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. რომელიც სულ უფრო და უფრო გარდაიქმნება მეორე ავღანეთად. ეს არის გენოციდი, რომელიც მიმდინარეობს წამყვან სახელმწიფოთა ჩუმი თანხმობით.

რუსეთის ჯარების აგრესიული ქმედებანი შენიღბულია რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების, სამშვიდობო მოღვაწეობის აუცილებლობის შესახებ.

მოგიწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნებს დაგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე ე. შევარდნაძის მარიონეტული რეჟიმის კოლაბორაციონიზმი და მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარების გაყვანა, რომლებიც წარმოადგენენ დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყაროს, საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს და ხელს უშლიან რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

***

მიმართვა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ. ნ. ელცინს

ბატონო პრეზიდენტო!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ”-ს წევრი, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ამ გაერთიანების ჯარები სულ უფრო ხშირად ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს ძალებთან ერთად. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 ვერტმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული მხედრიონის დამსჯელი ბანდებისგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეაგზავნეს ე. შევარდნაძემ და მისმა დამქაშებმა და რომლებიც აწარმოებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა იმსხვერპლა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე. ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში, აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც შენიღბულია სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობის, ლოკალური კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ თქვენი განცხადებებით.

მე პროტესტს ვაცხადებ რუსეთის ხელმძღვანელობის ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ. მოვითხოვ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების შეწყვეტას და “СНГ”-ს საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან.

გამოცემა “ქართული აზრი” №27 6 აგვისტო 1992 წელი

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

კინტოში არაფერია ქართული!

Posted by iberiana on ივლისი 5, 2023

kinto

კინტოში არაფერია ქართული!

კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა, მათი უმრავლესობა ჰომოსექსუალი იყო”.

სამწუხაროდ, საქართველოში კინტოები მოღალატე როსტომ ხანმა ჩამოასახლა, რათაქართლი ზნეობრივად გაერყვნა და სპარსეთს მისი დაპყრობა გაადვილებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ სპარსეთის კინტოები სომხური წარმომავლობის იყვნენ, თუმცა, კინტოს, როგორც დესტრუქციულ მოვლენას, ეროვნება, ან რჯული, არ გააჩნია.

კინტოს მენტალიტეტი
კინტოებისთვის უმნიშვნელოა ვისთან იქნებიან;
კინტოებისთვის უმნიშვნელოა სად იქნებიან;
კინტოებისთვის უმნიშვნელოა ვისთან აწევენ ჭიქას;
კინტოებისთვის უმნიშვნელოა უკანალს ვის გაუქნევენ;
კინტოებისთვის ომი არ არსებობს;
კინტოები ომში არავის ჭირდება;
კინტოებმა რუსის ჯარი რომ შემოვიდა იმას უცეკვეს;
ერეკლე რომ გაყიდა ალბათ ისიც კინტო იყო;
კინტოები იმ დღესაც ცეკვავდნენ როცა ილია მოკლეს;
კინტოებმა მოკლეს დამოუკიდებელი საქართველო;
კინტოში არაფერია ქართული;
კინტოების შექმნაში ქართველებს არ მიუღიათ მონაწილეობა;
კინტოები ყოველთვის იარსებებენ;
კინტო უკანასკნელი დროის მცხოვრებია, – გაქსუებული, დაღლარა, თახსირი
ცეკვა კინტაური ქართული ქორეოგრაფიის ლაქა და სირცხვილი.

აი, ეს არის ლგბტ პრაიდის კვირეულის ემბლემა კინტო!!!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/kinto/

Posted in 2023, ზნეობა | Tagged: | Leave a Comment »

ატომური საქართველო

Posted by iberiana on ივლისი 1, 2023

ატომური საქართველო

დოკუმეტური ფილმი

Posted in მეცნიერება | Tagged: | Leave a Comment »

რუსუდან შარაძეგრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

Posted by iberiana on ივნისი 30, 2023

g.robakidzeრუსუდან შარაძე
გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი I

შევეცადეთ, ჩვენს ხელთ არსებული, ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალების მიხედვით, დაახლოებით აღგვედგინა სურათი, რაც გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებას მოჰყვა. მწერლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ უცნობი ან სადავოა, რასაც მისი არქივის დაკარგვაც უწყობს ხელს. უცნაურია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა შვეიცარია, გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი უგზო-უკვლოდ გაქრა. მითუფრო საკვირველია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მემკვიდრეებს შორის, ისეთი დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის მსგავსი, არაერთი დავის მომსწრე ქართულ ემიგრაციას, ცოტა თუ ახსოვს.

რისთვის იბრძოდნენ და სად წავიდა გრიგოლ რობაქიძის არქივი? ქართველებისთვის პირველ კითხვას დეტალური პასუხი, მხოლოდ, მაშინ გაეცა, როდესაც გიორგი შარაძემ, შვეიცარიაში, გრიგოლ რობაქიძის არქივის აღწერილობას მიაკვლია, ხოლო მეორე კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერ-ჯერობით, არავის აქვს.

* * *

რა მოხდა მას შემდეგ, რაც 1962 წლის 20 ნოემბერს ჟენევის პოლიციამ მარტოხელა გრიგოლ რობაქიძე თავის ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა?!

დიდ წარმატებასთან ერთად, ყოველთვის ფეხდაფეხ სდევდა განსაცდელი. უცხოეთში აღიარებული, სამშობლოში აკრძალული, სკანდალური და ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გარდაცვალების შემდეგაც არაერთი სკანდალის მიზეზი გახდა. ,,მე ვუძღვი თვითონ, რადგან მძღოლი არ მესაჭიროება!” – ამ ხასიათმა განსაზღვრა, ალბათ, მთელი მისი ცხოვრება და ის ამბებიც, რაც მის გარდაცვალებას მოჰყვა.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/

Posted in 2023, ემიგრანტები | Tagged: , , , | Leave a Comment »

 ფაქტები ლიპარიტ ბაღვაშის ცხოვრებიდან 

Posted by iberiana on ივნისი 28, 2023

bagvashiბექა ჭიჭინაძე

ნაკლებად ცნობილი ფაქტები ლიპარიტ ბაღვაშის ცხოვრებიდან და ორთაბრძოლა განთქმულ მებრძოლთან

სომეხი ისტორიკოსი ვარდანი აღწერს ლიპარიტ ბაღვაშის საბრძოლო თავგადასავლებს, მათ შორის – ორთაბრძოლას ერთ განთქმულ შავკანიან მებრძოლთან.

“თავისი მამაცი დისწულის, ახალგაზრდა ჩორდვანელის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ ლიპარიტი, როგორც მძვინვარე მხეცი, ჩაება ომში [სელჩუკების წინააღმდეგ] და დაფანტა ურწმუნოები, მოირწყა მათი სისხლით. ლიპარიტის ღირსების მოწმე ბერძენმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, მსხვერპლად შეეწირათ იგი და დატოვეს მარტო მტრის შუაგულში. როცა ურწმუნოებმა ეს დაინახეს, გარს შემოერტყნენ მარტო დარჩენილ ქართველებს. ლიპარიტი ბრდღვინავდა ურწმუნოთა შუაგულში, როცა უკნიდან ერთი ქართველი მიეპარა და მის ცხენს წვივებზე დაჰკრა, ცხენიდან გადმოვარდნამდე ლიპარიტმა მოასწრო და სასიკვდილოდ ჩაარტყა ამ ქართველს. ჩამოქვეითებულმა ლიპარიტმა შეჰყვირა: მე ლიპარიტი ვარ !

ბევრი ქართველი მოკლეს, ზოგი გაიქცა, ლიპარიტი დაატყვევეს და ხორასანში წაიყვანეს, სულთან თოღრულთან, რომელსაც სმენოდა მისი იშვიათი ღირსებების შესახებ. ის ორი წელი დარჩა აქ და ბევრ ადგილას განითქვა სახელი თავის ბრწყინვალე უნარებით. ერთ დღესაც, ასპარეზობაზე, რომელსაც სულთანი ესწრებოდა, მან სძლია და მოკლა ერთი მამაცი ზანგი და ერთი ურწმუნო, რასთან დაკავშირებითაც სულთანმა მას თავისუფლება უბოძა და ბევრი საჩუქრებით გაგზავნა საბერძნეთში (ბიზანტიაში)”. ვარდანის ეს ფრაგმენტი ვთარგმნე ბროსეს ფრანგული ვერსიიდან.

აქვე შევეხები კიდევ ერთ, ნაკლებად ცნობილ ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან. როგორც ცნობილია, ლიპარიტ ბაღვაში დღეს მხოლოდ მოღალატედ ახსოვთ. მასსა და ბაგრატ მეოთხეს შორის სასტიკი დაპირისპირება არსებობდა.

ბაგრატმა ლიპარიტის დატყვევება შეძლო და იგი ბიზანტიაში გადაასახლა, სადაც იწყება მისი ახალი, მწიგნობრული ასპარეზობა, იგი ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მწერლობის გამდიდრებაში – თავისი მონასტრის, ბარლაამწმინდის ბიბლიოთეკაში ამზადებინებდა საუკეთესო ხელნაწერებს, იყო გიორგი მთაწმინდელის დიდი მეცენატიც, რისთვისაც გიორგი მას უდიდეს პატივს სცემდა. საგულისხმოა, რომ ლიპარიტი ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებსაც, საბედნიეროდ, მათ ჩვენამდე მოაღწიეს, ერთ-ერთი მათგანის სახელია “მართლმადიდებლობისათვის და მწვალებლობისათვის“.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/liparit-baghvashi/

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ

Posted by iberiana on ივნისი 28, 2023

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გორდონთან გადაცემაში განმარტავს, რატომ არ აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

Posted in პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

ქეთევან ორსინი-ბაგრატიონის “ქველმოქმედება”

Posted by iberiana on ივნისი 20, 2023

ketevanქეთევან ორსინი-ბაგრატიონის “ქველმოქმედება”

1992 წლის 20 ივნისი, საგაზეთო ცნობა “ქველმოქმედება”

“როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა საზღვარგარეთ, ბატონება შალვა ჩხოტუამ და რენო სირაძემ შეგვატყობინეს, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ, ქალბატონ ქეთევან ორსინი-ბაგრატიონის აქტიური შუამავლობით, იტალიის ხელისუფლებასთან დადო კონტრაქტი საქართველოს პოლიციისათვის აღჭურვილობის მოწოდებაზე. ეს არის იტალიური წარმოების ხელკეტები დემონსტრატების დასაშლელად. ჰუმანიტარული დახმარება ყველა სხვა დახმარებაზე მეტად სჭირდება დღევანდელ ‘ხელისუფლებას”. რაც შეეხება ხალხს, მან უკვე იწვნია ამ ჰუმანიტარული დახმარების სიკეთე.

გარდა ამისა, კონტრაქტის თანახმად, იტალიაში იკერება ახალი უნიფორმა ჩვენი “სახელოვანი” მილიციისთვის, ჯერ გაურკვეველია, უწოდებენ თუ არა თავის თავს მადლიერი მილიციელები კარაბინიერებს. როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლებამ შეგვატყობინეს, ამ უნიფორმების საფასურად სახელმწიფო საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე ნადირობის ნება დართო იტალიელ ტურისტებს.”

საკუთარი ინფორმაცია
გაზეთი “თავისუფალი საქართველო” № 1 20 ივნისი 1992 წელი

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992 | Tagged: , , , | Leave a Comment »

ისა კოძოევი – ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს

Posted by iberiana on ივნისი 19, 2023

355373165_278498501416609_6245522134764160457_n

ისა კოძოევი – ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს

“ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: – ღვთის გულისათვის ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე! ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება. თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, – რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ!

…. კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ ქართველები და ინგუშები. ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბად ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა იცოდა რასაც აკეთებდა.”

ისა კოძოევი

“დაფიონი”

Posted in 2023, კავკასია-Caucasus | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჰელმუტ კოლს. 19.06.1993

Posted by iberiana on ივნისი 19, 2023

gamsakhurdia-kohl

ზვიად გამსახურდიას მიმართვა გერმანიის ფრ-ს კანცლერს ჰელმუტ კოლს

1993 წლის 19 ივნისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა გერმანიის ფედერციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეს ჰელმუტ კოლს

“ბატონო კანცლერო!

გერმანიის ელჩმა საქართველოს რესპუბლიკაში ბატონმა დალჰოფმა ეხლახანს საქართველოს ტელევიზიით განაცხადა ედუარდ შევარდნაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს და ყოველგვარ დახმარებას საზღვარგარეთიდან. ეს განიხილება, როგორც უშუალო ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ტაქტისა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრინციპების თანახმად, ყველა ერს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის დიქტატისა და ჩარევის გარეშე.

ქართველი ხალხი იმიტომ ითხოვს შევარდნაძის გადადგომას, რომ მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა, მან საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე, კრიმინალურ ანარქიამდე, შიმშილობამდე და სამოქალაქო ომამადე მიიყვანა. გერმანიის მთავრობას არა აქვს არავითარი უფლება აიძულოს ან უბრძანოს ქართველ ერს აირჩიოს გერმანიისთვის და არა საქართველოსთვის სასურველი ხელმძღვანელი. ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ დასავლეთიდან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავითარი შვება არ მოაქვს ჩვენი ხალხისთვის, რადგან მის უდიდეს ნაწილს ქვეყნის მმართველი მაფია ითვისებს და ყიდის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ქართველი ხალხი უკვე კარგა ხანია არავითარ დახმარებას აღარ ღებულობს გარე სამყაროდან.

თუ კი ბატონ დალჰოფის განცხადება არ იყო გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებული და მან მხოლოდ პირადი მოსაზრება განაცხადა, როგორც ქვეყნის ოფიციალური თვალსაზრისი ესოდენ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მე თქვენ მთავრობას მოვუწოდებ გამოიწვიოს ბატონი დალჰოფი საქართველოს რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობიდან.

პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში
გროზნო, ჩეჩნეთის რესპუბლიკა
19 ივნისი 1993 წელი.”

კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების გაზეთი “საქართველოს სამრეკლო” №27 (29) 7 აგვისტო 1993 წელი.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1993, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზურაბ ხონელიძე – რა არის ჩვენი მიზანი?!

Posted by iberiana on ივნისი 18, 2023

გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემა: „უცნობის კიდობანი”. 2021

სტუმარი: ზურაბ ხონელიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

“მშვიდობის ქართული პარადიგმა” – ქართველები გონიერებით არავის არ ჩამოვრჩებით. ეს საუკუნე არის იდეების საუკუნე. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი. პრობლემა არის არა იმაში, რომ გზა არ არსებობს. პრობლემა არის იმაში,  რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გზას.  მერწმუნეთ, არსებობს გზა, შევდგებით, როგორც წარმატებული ქვეყანა, მისაბაძი მაგალითი. არის ჩვენში ეს მუხტი. ეს გენეტიკური მუხტი არის საქართველოში.”

Posted in 2023, ვიდეო, პოლიტიკა | Tagged: | Leave a Comment »

პრეზიდენტის ფიცი

Posted by iberiana on ივნისი 14, 2023

199252564_5595655870506477_8598796546360818387_n

პრეზიდენტის ფიცი

1991 წლის 14 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი წარმოსთქვა საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლემ, ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და ამ ფიცის შესრულებისათვის,  ქართველი ერისთვის,  სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწირა,
პრეზიდენტის ფიცს, სამშობლოს, სიცოცხლის ფასად უერთგულა!

ბატონი ზვიადის საპრეზიდენტო ფიცი:

“ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს, ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის, დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს.

ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!”

ბიმურზა დადეშქელიანი

Posted in 1991, ზვიად გამსახურდია | Tagged: | Leave a Comment »

Andrew Andersen – KHAZAR KAGHANATE

Posted by iberiana on მაისი 13, 2023

KHAZAR KAGHANATE: HISTORY IN A NUTSHELL
By Andrew Andersen

This short text is just a part of an introductory chapter for the new book which will be called ‘The Caucasus Front of the Great War 1914-1918’.
The map was created by Andrew Andersen and George Partskhaladze.

khazar

In 576, the Göktürks (‘Blue Turks”) invaded and conquered the entire Ponto-Caspian steppe and the Bosporan province of the East Roman Empire. However, the Göktürk domination did not last long. In 603, their tribal confederation disintegrated, leaving the North Caucasus to fend for itself for a period of time. That was the moment when a new state was born in the area, which later became known as the Khazar Khaganate.

The Khazar state’s roots trace back to the Ugric-Finnish tribe of Savirs, also known as Sabirs and Suvars. In the early 5th century, these tribes migrated from present-day Siberia and settled in the lower Daghestan area of Ciscaucasia, along with the Huns. By the end of the 6th century and the beginning of the 7th century, the Savirs underwent Turkification, influenced by the Göktürks. They also assimilated other nearby tribes and renamed themselves as Khazars. This marked the foundation of the Khazar state.

During the 602-628 Byzantine-Sassanid War, the Khazars joined forces with Byzantium (East Roman Empire) and proved to be a
significant military power.

In the 660s, in conflicts with other Turkic tribes, particularly the Bulgars, the Khazars managed to conquer almost the entire North Caucasus region, as well as a significant portion of the Crimean Peninsula and the lowlands of the Volga and Don Rivers. During this time, their supreme leaders adopted the title of Khagan. The first capital of the Khazar Khaganate was the city of Balanjar, located in the lowlands of the Sulak River.

Meanwhile, the Arab invasion of the North Caucasus began, and the Khazars remained loyal allies of Byzantium in their efforts to repel the Arab forces. Byzantium was also fighting against the Arabs on the Anatolian front at the same time.

In 723, the Arabs captured Derbent and Balanjar. In 730, the Khazars reached the city of Ardabil by passing through the Darial Gorge and Georgia, but they soon withdrew to the north. In 732, a dynastic marriage was arranged between the Byzantine Emperor Constantine V and the daughter of the Khazar Khagan, named Chichak, who was also known as Irina after her baptism.

In 737, Arab forces led by the future caliph Marwan II reached the Don River, but after a devastating war, they withdrew to Derbent in 744  without penetrating further into the North Caucasus beyond this fortress. It was during this Arab invasion that Islam began to spread throughout Ciscaucasia, starting with Daghestan.

In the 740s, Khagan Bulan, the founder of the Bulanid dynasty, converted to Judaism under the influence of the Jewish diaspora and took the name Sabriel. From then on, Judaism became the religion of the elite in the Khazar Khaganate. However, the general population of the state, characterized by religious tolerance, continued to practice Christianity, Islam, and remnants of paganism. The adoption of Judaism by the political and military elite led to a cooling of relations with Byzantium and the end of their military alliance.

In response to the threat of a renewed Arab expansion in the mid-8th century, the Khazar Khaganate moved its capital from Balanjar to the city of Atil, located in the Volga delta. This relocation allowed the Khaganate to better defend itself against potential attacks and facilitated its expansion to the north, which included the annexation of territories encompassing modern-day northern Ukraine and central European Russia.

In the early 9th century, the Khazar Khaganate achieved great power and prominence, emerging as one of the largest and most powerful states in Eastern Europe and the Caucasus. Its strategic location and military strength enabled it to control the vital trade routes connecting Northern and Eastern Europe with the Byzantine Empire and the Islamic world. As a result, the Khaganate played a pivotal role in shaping regional politics and economics.

In the late 9th century, the power of the Khazar Khaganate faced a significant challenge from the Scandinavian Vikings, known in Eastern Europe as the Varangians or Rus. Despite a few decades of uneasy peace and limited political and economic cooperation, the Rus-Khazar wars broke out in 895. By the end of the 960s, the Khaganate suffered a series of defeats, resulting in the loss of its territories and control over the critical trade routes connecting Europe to the Middle East. Ultimately, the Khazar Khaganate collapsed as a political entity by the end of the 10th century, with its people gradually assimilated into neighboring societies.


ეს მოკლე ტექსტი მხოლოდ ნაწილია კანადელი მეცნიერის ენდრიუ ანდერსენის  ახალი წიგნის შესავალი თავისა, რომელსაც დაერქმევა „1914-1918 წლების დიდი ომის კავკასიის ფრონტი“.

გაეცანით ენდრიუ ანდერსენის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს:



Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , , | Leave a Comment »

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“. 2023 წლის 30 აპრილის აქციის მოთხოვნები

Posted by iberiana on მაისი 4, 2023

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“

344251893_1409400289818260_254054954199208021_n2023 წლის 30 აპრილის აქციის გზავნილები და მოთხოვნები

აქციის გზავნილები

სახალხო შეკრებამ გამოაცხადა და გარეთ თუ შინ ყველას ამცნო ის “წითელი ხაზები”, რომელსაც ქართველობა არ გადალახავს არაფრის ფასად. ესენია:
• ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის „კორექტული“ გენდერული იდენტობის შერჩევას!
• ჩვენთვის დედა იქნება დედა, მამას კი ისევ მამას დავუძახებთ – ყოველგვარი ნუმერაციის და XY-ის გარეშე!
• ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცის და ქალის კავშირი
• ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვების და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას.
• ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს.
აქციაზე უარყოფილ იქნა ყველაფერი, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდება:
• აბორტები
• ლგბტ პროპაგანდა
• ნარკოტიკები
• ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები
• ევთანაზია
• და სხვა

აქციის მოთხოვნები:

1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.
3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებლივი მექნიზმებით აღსრულდეს.
4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის და ქვეყნიდან ხალხის გადინებას, საქართველოს დემოგრაფიულ დაცლას შეაჩერებს.
5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას მოველით. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.
6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.
7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.

იხილეთ სრულად:  
https://iberiana2.wordpress.com

Posted in 2023 | Tagged: , | Leave a Comment »

ავთანდილ კახნიაშვილი – მამულის, ენისა და სარწმუნოების გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ!

Posted by iberiana on აპრილი 17, 2023

a. jakhniashviliავთანდილ კახნიაშვილი – მამულის, ენისა და სარწმუნოების გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ!

ქართველებო (მათ შორის, ფრანგულენოვანო „მართლმადიანოპრეზიდენტო…), გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ყველაფერ საუკეთესოს (მათ შორის, ქვეყნის დალაგებას და მსოფლიოს დამშვიდებას, „პოლარიზაციის“ დასრულებას და ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებას, ორიენტაციასთან მიმართებით ჩამოყალიბებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას…) გისურვებთ!

ბოლო პოსტის (ფრთხილად ქართველებო, ტერიტორიები ისევ არ დავკარგოთ!!!) კომენტარებში მეკითხებიან: რა გვეშველება, რაში ხედავ გამოსავალსო?! ცხადია, ამაზე მეც ბევრი მაქვს ნაფიქრი… პასუხის გაცემისას არსებულ მოცემულობებს და ინფორმაციას დავეყრდენი. ამასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დღევანდელი სააღდგომო ეპისტოლეც გავითვალისწინე, რომელშიც ბირთვული და „კანონით ან მორალით შეუზღუდავი თავისუფლების“ საფრთხეების თაობაზეც იყო მინიშნება…

ფაქტია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მე-10 პარლამენტი გვყავს „მოწვეული“, თუმცა, „ხალხის რჩეულები“, ფაქტობრივად, ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულები. ამასთან, 30 წლის განმავლობაში ვერც სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება ვისწავლეთ, რის გამოც არც სასამართლო ხელისუფლებაა დამოუკიდებელი და არც პოლიტიკური ელიტა…

უაღრესად პოლარიზებულია საზოგადოებაც და, გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე „ამისტებად“ და „იმისტებად“ დავიყავით, მას შემდეგ რაც „ვარდების რევოლუციამ“ უფროსი თაობა „ჩარეცხა“, იძულებული გავხდით, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ფატობრივად, ე. წ. „CEN Z“ თაობისთვის მიგვენდო…

არადა, სახეზეა მყარად ფესვგდაგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლებრივი ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება), დაკარგული ძირძველი ტერიტორიები, მცოცავი ოკუპაცია, რუსული ტანკები დედაქალაქის სიახლოვეს, მეზობელ სახელმწიფოებთან, დღემდე გაუმიჯნავი საზღვრები, დაცარიელებული სოფლები, უმუშევრობის მაღალი დონე, „ყაჩაღური“ საბანკო პროცენტები და ფასები მედიკამენტებზე, ნეპოტიზმი თანამდებობებზე გამწესებისას და კორუფციული ტენდერები, ქართველების მასობრივი ემიგრაცია (უკვე მაღალანაზღაურებადი მოსამართლეებიც კი იბარგებიან…), უცხოტომელთა მომრავლება (უკვე მთელი კორპუსებიც დაიკავეს და სოფლებიც…), ფაქტობრივად, მოშლილი განათლების სისტემა, სახელმწიფო მექანიზმი და საშემსრულებლო დისციპლინა (ადმინისტრაციული ორგანოები განცხადებებზე პასუხის გაცემისთვისაც აღარ იწუხებენ თავს…). ფაქტია ისიც, რომ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე სახელმწიფოს უპირველესი სიმბოლოების წარმომავლობის და შინაარსის (სემანტიკის) თაობაზე არ აქვს წარმოდგენა…

ამდენად, დროა, ქართველები კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ პრიორიტეტების თაობაზე. ისევ მამულის, ენისა და სარწმუნოების გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/a-kakhniashvili/

Posted in 2023, პოლიტიკა | Tagged: | Leave a Comment »

აპოლონ ჯინჭარაძე – დნმ-ის ტესტის ერთ-ერთი ფუძემდებელი

Posted by iberiana on აპრილი 5, 2023

აპოლონ ჯინჭარაძე – ქართველი მეცნიერი, დნმ-ის ტესტის (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ერთ-ერთი ფუძემდებელი.

აპოლონ ჯინჭარაძე დაიბადა თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დედა — ტერეზა ალექსის ასული ჩხატარაიშვილი, პროფესიით ზოოინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი, მამა — გიზო აპოლონის ძე ჯინჭარაძე, ეკონომისტი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი გენეტიკის სპეციალობით. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, გენეტიკის კათედრის გამგემ, თეიმურაზ ლეჟავამ დაინახა მასში მკვლევარისთვის საჭირო თვისებები და მიავლინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში (ხელმძღვანელი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ბერიძე) მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად. აპოლონი ყველანაირად ცდილობდა ამ ორი ადამიანის ნდობა და იმედები გაემართლებინა. სტუდენტობის პერიოდში შესრულებული მისი ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო კონკურსებში ჯილდოებსა და პრიზებს იმსახურებდა. ბიოქიმიის ინსტიტუტიდან შემდეგ სამუშაოდ მიავლინეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის მოლეკულერი ბიოლოგიის ინსტიტუტში.

1984 წელს ჩააბარა მიზნობრივ ასპირანტურაში და ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის ლაბორატორიაში დაკავებული იყო ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობების შესწავლით. სწავლის პერიოდში გამოავლინა თავი, როგორც დამოუკიდებელმა მკვლევარმა, რომელსაც კარგი თეორიული მომზადება ჰქონდა და ფლობდა მოლეკულერი ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებს. მონაწილეობდა საკავშირო სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული ჰქონდა სტატიები.

1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“ და საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამავე წელს მუშაობა ისევ თბილისში განაგრძო. კითხულობდა ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1989 წელს სრულიად ახალგაზრდა, 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

აპოლონი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით. მას თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი და ფოტოაპარატიც მუდამ თან დაჰქონდა. ჩინებულად ფლობდა რუსულ და ინგლისურ ენებს. მუდამ ფეხს უწყობდა მეცნიერებაში მიმდინარე მოვლენებს, რაშიც ენების ცოდნა ეხმარებოდა. სადისერტაციო ნაშრომში კი საკუთარ გადაღებულ ფოტოებს იყენებდა.

აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა დნმ-ის ტესტი (გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი). მის მიერ აღმოჩენილმა კანონზომიერებებმა შესაძლებლობა მისცა მეცნიერებას, საფუძვლიანად შესწავლილიყო მოლეკულური ევოლუციის პროცესი. მისი ნაშრომები პრაქტიკული დანიშნულებების მატარებელია და ფართოდ გამოიყენება სასამართლო მედიცინასა და მეცხოველეობაში. მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

აპოლონ ჯინჭარაძის სახელი შეტანილია გენეტიკის თითქმის ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება საქართველოში. მის ნაშრომებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ციტირებებს ახდენენ მსოფლიოს წამყვანი ბიოლოგები.

1996 წელს აპოლონ ჯინჭარაძეს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ) — გენომური დაქტილოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის.

2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აპოლონის გარდაცვალებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა. სხდომაზე მიმოიხილეს მისი სამეცნიერო ღვაწლი. აღინიშნა, რომ მისი დამსახურებით გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი, რომელიც მანამდე მხოლოდ ადამიანებით შემოიფარგლებოდა, მთელ ცოცხალ სამყაროზე გავრცელდა.

ka.wikipedia.org

Posted in 2023, მეცნიერება, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადება

Posted by iberiana on მარტი 28, 2023

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს

იხილეთ განცხადების ტექსტი სრულად:

https://iberiana.wordpress.com/msoflioshi/zaza-shatirishvili/

***

zaza shatirishviliზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი; იკვლევს კლასიკური ფილოსოფიისა და კულტურის თეორიის სხვადასხვა საკითხებს.

ამჟამად არის CAU–ს (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისი) პროფესორი.

2008-2009 წწ.–ში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი ფულბრაიტის სტიპენდიით, ხოლო 2003-2004 წწ.–ში კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) – მიწვეული მკვლევარი.

არის ხუთი წიგნისა და 70–მდე სტატიის ავტორი კულტურის თეორიისა და ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა თემებზე. მათ შორის:

Vita Contemplativa/ჭვრეტითი ცხოვრება: საუბრები ფილოსოფიაზეთბ.: “სეზანის გამომცემლობა”, 2017;

Georgien/Russland – Begegnung auf einem anderen Terrain (with Boris Groys, Keti Choukhrow and Gia Edzgweradze); Kunstkatalog Kehrer, Heidelberg, 2009;

ნარატივის აპოლოგიაnarativis apologiaთბ.: “ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი”, 2005;

გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა: 1915-1927თბ.: “ლოგოს-პრესი”, 2004.

***

იხილეთ აგრეთვე:

ზაზა შათირიშვილი: საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

Posted in 2023, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

დემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

Posted by iberiana on მარტი 24, 2023

demur giorkheidzeდემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

ახალგაზრდებს მივმართავ, – განსაკუთრებით იმ ნაწილს, ახალგაზრდული დამოუკიდებლობისა და მაქსიმალიზმის გამოვლენისა და წარმატებაზე ორიენტაციის ნაცვლად, შეუმჩნევლად, პოლიტიკური გავლენის ობიექტი გახდნენ, შეაგუეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაზიზღრეს საგანმანათლებლო სისტემას, როგორსაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენს!

შეატყუეს ფსევდო-სპეციალობები და ამ არაფრისმომცემ “სპეციალობებში” ფულს ახდევინებენ და ფულის შოვნის წყაროდ აქციეს!

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი რაზეა დამოკიდებული, საერთოდ დაუმალეს და დამპალმა მესვეურებმა
განათლებისა, ხელისუფლებების მხარდაჭერით,

ჩაუნერგეს, უტვინობა და სისულელე, რომ “განათლებამ ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს!” და “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს!

მხოლოდ უტვინო და არაკვალიფიცირებულ ე.წ. “პროფესორებს” შეუძლიათ ამ სისულელის ქადაგება!

სხვა სისულელეებზე აქ არ ვისაუბრებ!

ახალგაზრდებო!
დასავლეთი გნებავთ?!
განათლების და მეცნიერების გარეშე, –
დამპალი იდეოლოგიის ქადაგებით,
უტიფრობით, უტვინობით, უზრდელობით და
გაუნათლებლობით გნებავთ დასავლეთი?!

მაგრამ ეს შეუთავსებელი რამეებია!

რაც თქვენ დასავლეთად მოგასაღეს თახსირმა თქვენმა “მასწავლებლებმა” და “პროფესორებმა” – ეს დასავლური ცივილიზაციის ჭუჭყია მხოლოდ, ანუ მისი განვითარების გვერდითი, თანმხლები ეფექტები!

დასავლური ორიენტაცია ისაა, კლასიკური დასავლური ტიპის სახელმწიფოს აგება გსურდეს ქართულ ნიადაგზე, რადგან ეს შესანიშნავი კონსტრუქცია იქნებოდა ქართველთა განვითარებისთვის და მსოფლიოში მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის!

უძლიერესი თანამედროვე განათლება და ეროვნულ ფუძეზე განვითარებული ინტელექტი, – აი, თქვენი მსოფლიოში უმძლავრესი კონკურენტუნარიანობის საფუძველი!

განათლება და პროფესიონალიზმი კი ისაა, რაც თქვენს სასწავლო აუდიტორიებში უნდა მოგეწოდებოდეთ და ეს ყველაფერი არაფრით უნდა განსხვავდებოდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ანალოგიურ სპეციალობებზე წაკითხული ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისგან!

მე არათავმოწონებისა და არარეკლამისთვის გწერთ ახლა ამას!

ჩემს ხელში უკვე 3600-მა სტუდენტმა გაიარა, – ვისთვისაც მე არც ძალა და ენერგია, არც ცოდნა და მონდომება დამიკლია, რომ საუკეთესოდ მიმეწოდებინა ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული საგნები!

მე ვიცი, თუ როგორია ქართველი ახალგაზრდის გონებაგახსნილობის ხარისხი – უსაშველოდ მაღალი, რომელიც ამ განათლების სისტემაში ნადგურდება!

მე გამიმართლა და მსოფლიოში სულ წინა ხაზზე მყოფ მეცნიერებაში მიმუშავნია, ახლაც ინტენსიურად ვმუშაობ!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ჩემი მონოგრაფიები თუ ფუნდამენტური ხასიათის სახელმძღვანელოები, პუბლიცისტური წერილები და ა.შ.

მე დღესაც არაერთი სალექციო კურსს ვკითხულობ, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს წაკითხულა და ეს თანამედროვე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების დონეზეა შესრულებული.

არ არსებობს ტოპ-უნივერსიტეტი, სადაც ეს საგნები უფრო კარგად და სრულად იკითხებოდეს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

ჩემი სრულიად უნიკალური სალექციო კურსი “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები” – 12 ლექცია, რომელიც 2022 წლის ზაფხულში წავიკითხე, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ურთულესი პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის მეცნიერების ერთ-ერთ ფუძე საყრდენს “არაწრფივ დინამიკას” იყენებს!

რატომ გწერთ ამ ყველაფერს?!

აი, რატომ:

დასავლური ორიენტაცია– ეს არის განათლება და მეცნიერება, ინსტიტუტები, თანხმობა მომავალზე და ნორმები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო სივრცეში ადამიანთა ურთიერთობას.

თქვენ თუ მართლა ასეთი რამ გსურთ, –
ინტერესს გამოაჩენდით და დაინტერესდებოდით იმით, რაც თქვენ განვითარება-განათლებას უწყობს ხელს და არ შეეგუებოდით უსაშინელეს საგანმანათლებლო სისტემას, მოტყუებასა და მდარე სპეციალობებს, პროგრესს ქმნის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო განათლება და სოციალური მეცნიერებები ხსნიან ამ პროგრესის მიმართულებებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს.

დასავლეთი – მისი კლასიკური ეპოქის ატმოსფერო საქართველოში უნდა შეიქმნას და ამას მხოლოდ განათლება და ცოდნა სჭირდება.

როცა ახალგაზრდები იმეორებენ უყალბეს ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსზე
(და არც შეიძლება ჰქონდეთ წამოდგენა!), როცა ახალგაზრდები ინტელექტუალური დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ჩანაცვლებას ახდენენ თავსმოხვეული ყალბი იდეოლოგიური შტამპებით, – ისინი ანადგურებენ საკუთარ მომავალს!

ამ მონაწერის ერთადერთი მიზანია, – დაფიქრდეთ რაც ხდება თქვენს თავს.

მე კი ყველა ახალგაზრდის გვერდით ვიქნები, ვისაც განათლება სურს უმაღლეს დონეზე და შემიძლია მოკრძალებულად გითხრათ, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც მიმუშავია და ვმუშაობ, – გვერდით მიგულეთ!

სხვაგან უფრო დიდ რამეს ვერ შეითვისებთ, თუმცა, ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ!

საქართველო იარსებებს მხოლოდ განათლებული, მცოდნე და საკუთარ სახელმწიფოზე ორიენტირებული ხალხის ხელში!

ბოლომდე გნებავთ საკუთარი თავის განადგურება?
გაანადგურეთ!

არ ხართ უმრავლესობაში და საქართველოს მომავალი არ არის თქვენზე დამოკიდებული, თუ ასეთებად დარჩებით!

საქართველოს მომავალი განათლებულ, კულტურულ და ცოდნის დაუფლების მოსურნე ახალგაზრდებისაა!

24 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. 23.03.1991

Posted by iberiana on მარტი 23, 2023

eltsin-gamsakhurdia

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია “ყოფილი სამხრეთ ოსეთი”! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი – ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

***

P.S. და ეს მიღწევა მიშა სააკაშვილმა წყალში ჩაგვიყარა!

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

Posted by iberiana on მარტი 20, 2023

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!!!

საქართველო 38-11 პორტუგალია

მე-15 ტიტული და მე-100 გამარჯვება!

337023109_1520777921745273_714268885246294019_n

საქართველო-პორტუგალია 38:11
საქართველო (15-9): ნინიაშვილი, ტაბუცაძე, თაფლაძე, შარიქაძე, თოდუა (კახოიძე 78), აბჟანდაძე (მატკავა 67), ლობჟანიძე (აფრასიძე 62); (1-8): აბულაძე (გოგიჩაშვილი 53), მამუკაშვილი (ჭყოიძე 53), გიგაშვილი (პაპიძე 61), ჭეიშვილი (ჩაჩანიძე 61), მიქაუტაძე, ცუცქირიძე (ჯალაღონია 67), საღინაძე, გორგაძე;
6ლ: ტაბუცაძე (2), მამუკაშვილი, ჭყოიძე, პაპიძე, თაფლაძე. 4გ: აბჟანდაძე (2), მატკავა (2)
სინბინი: შარიქაძე, ლობჟანიძე
პორტუგალია (15-9): ბენტუ, პინტუ (კარდოზო 77), ლიმა, ეპლტონი, მარტა, პურტელა, ლუკში (ბელუ 64); (1-8): ფერნანდესი, ტაჯერი (დინიში 59), ფერეირა, სერკეირა (გრანატე 64), ანდრადე, მადეირა, მარტინსი, დე ფრეიტაში.
ლ: ეპლთონი. 2ს: ბენტუ
სინბინი: ეპლთონი, მარტინსი
მსაჯი: ლუდოვიკ კეირი (საფრანგეთი)
ფინალის ამსახველი ვიდეო:
geo&port

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო. წლეულს ეს შეჯიბრება ახალი ფორმატით ჩატარდა. ჯგუფური ტურნირის მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ჯერ ნახევარფინალში გაიმარჯვეს. ფინალში კი, ესპანურ ბადახოსში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 38:11 მოუგეს.

თამაში ჩვენმა გუნდმა მძიმედ დაიწყო. რამდენიმე შეცდომას პორტუგალიელების სახიფათო იერიში მოჰყვა და მეტოქემ ანგარიში ლელოთი მე-6 წუთზე გახსნა – 5:0.

ჩვენმა მორაგბეებმა მალევე შეძლეს მობილიზება და საკუთარი თამაშის ძიებაში მე-14 წუთზე პირველი ლელოს გატანა მოახერხეს. “ბორჯღალოსნები” ჯარიმის უპირატესობას თამაშობდნენ. მარცხენა ფრთაზე წარმოქმნილი რაკიდან ვასილ ლობჟანიძემ ბურთი მარჯვნივ გრძელ ფრთაზე გამოიტანა და დავით ნინიაშვილს გაატანა. მან სწრაფად წაიწია წინ, მეტოქის მცველი თავისკენ მიიზიდა და ფრთაზე აკაკი ტაბუცაძეს გაატანა. მას ლელომდე წინააღმდეგობა არ შექმნია. თედო აბჟანდაძემ გარდასახა – 7:5.

მომდევნო ლელო ჩვენმა გუნდმა 14 წუთის მერე მიითვალა. დერეფნიდან ხაზზე გატანილი ბრუთი აბჟანდაძემ ტაბუცაძეს ეფექტურად გაატანა. ჩვენი გუნდის ბომბარდირმა ხაზი გაჭრა და მეტოქე ისევ დაალელოვა. აბჟანდაძემ ამჯერად ვერ გარდასახა – 12:5.

ამის მერე თამაში ისევ აგვერია. მატჩის არბიტრმა განზრახ უხეშობისთვის მერაბ შარიქაძე გაასინბინა. პორტუგალიელებმა ამით ისარგებლეს და ორი საჯარიმოს გატანის წყალობით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 11:12. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

rugby-38-11-4-1679267314

შესვენების შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. საქართველოს ნაკრებმა დაცვაში უშეცდომოდ და, ფაქტობრივად, უჯარიმოდ ითამაშა. იმდენად, რომ მეტოქეს მონაგარისთვის აღარაფერი შეუმატებია. ჩვენო მორკინალების აგრესიული ბოჭვებმა და სტატიკაში გამართულმა თამაშმა შედეგი გამოიღო.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მძლავრი შეტევით დაიწყო და სამ წუთში ანგარიშში კიდევ უფრო დაწინაურება შევძელით. დერეფნიდან მოლის აგორების შემდეგ ლელოში ბურთით ხელში შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იყო. აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა.

მეტოქის საბოლოოდ გატეხვა “ბორჯღალოსნებმა” დასკვნით 20 წუთში შეძლეს, რომლსი დროსაც უკვე ყველა კომპონენტში ვდომინირებდით მეტოქეზე. 63-ე წუთზე თავი ისევ მორკინალებმა გამოიჩინეს. მოლით ისევ დერეფნიდან შევუტიეთ, რომელიც მეტოქემ წესის დარღვევით ჩააქცია. თუმცა, ბურთი უმალ შეცვლაზე შესულმა შერკინების ბურჯმა გურამ პაპიძემ აიტაცა და ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ამჯერად ზუსტად გარდასახა – 24:11.

პორტუგალიელებს ფეხით ტაქტიკური დარტყმები თუ აქამდე გამოსდიოდათ, ამჯერად, პირწმინდად წააგეს.

69-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” მოედნის ცენტრიდან კონტრშეტევა წამოიწყეს. აკაკი ტაბუცაძემ მარჯვენა ფრთზე სისწრაფეში მეტოქე აშკარად დაჯაბნა და მერე ბურთი იქვე მიმყოლ შუამარბ დემე თაფლაძეს გაატანა, რომელმაც ბურთი ძელებს შორის დაამიწა. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ გაიტანა – 31:11.

ბოლო, მეექვსე ლელო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გავიტანეთ. ამჯერად, მოლით მარცხენა ფრთიდან შევუტიეთ. მეტოქე გაგვიძალიანდა. თუმცა, შეცვლაზე შესული შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე მოლს დროულად მოწყდა და ბურთიანად ლელოში შევიდა. მატკავამ ესეც გარდასახა – 38:11.

“ბორჯღალოსნებმა” ამ ტურნირზე მე-100 მატჩი მოიგეს. ამავე შეჯიბრებაში კი, სარეკორდო 29-მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირეს.

თამაშის საუკეთესო მორაგბე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე გახდა.

lelo.ge

***

რაგბი ევროპის გამარჯვებულები

2000 წელი – რუმინეთი 🇷🇴
2001 წელი – საქართველო 🇬🇪
2002 წელი – რუმინეთი 🇷🇴
2003-04 წლები – პორტუგალია 🇵🇹
2005-06 წლები – რუმინეთი 🇷🇴
2007-08 წლები – საქართველო 🇬🇪
2009 წელი – საქართველო 🇬🇪
2010 წელი – რუმინეთი 🇷🇴
2011 წელი – საქართველო 🇬🇪
2012 წელი – საქართველო 🇬🇪
2013 წელი – საქართველო 🇬🇪
2014 წელი – საქართველო 🇬🇪
2015 წელი – საქართველო 🇬🇪
2016 წელი – საქართველო 🇬🇪
2017 წელი – რუმინეთი ** 🇷🇴
2018 წელი – საქართველო 🇬🇪
2019 წელი – საქართველო 🇬🇪
2020 წელი – საქართველო 🇬🇪
2021 წელი – საქართველო 🇬🇪
2022 წელი – საქართველო 🇬🇪
2023 წელი – საქართველო 🇬🇪

Posted in 2023, სპორტი | Tagged: | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დეპეშა ედუარდ შევარდნაძეს. 19.03.1992

Posted by iberiana on მარტი 19, 2023

gamsakhurdia

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დეპეშა ედუარდ  შევარდნაძეს

1992 წლის 19 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დეპეშით მიმართა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს :

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვისთვის თქვენ ქართველი ერი მოგთხოვთ პასუხს, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თქვენ ფარისევლურად განაცხადეთ, რომ სახელმწიფო აღადგენს მუზეუმს.

მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ხელი არ მიაკაროთ შენობას, იგი უნდა იდგეს დამწვარი და გადაბუგული, როგორც თქვენი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის კიდევ ერთი ძეგლი, გადამწვარ თბილისთან ერთად.”

გამოცემა “ქართული აზრი” №11 31 მარტი 1992 წელი.

შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა 1992 წლის 15 მარტს თბილისში დაწვეს “კოლხური კოშკი”. ამ ბოროტმოქმედებაში საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც, 1992 წლის 6 თებერვალს ქალაქ სოხუმში ტურბაზა “ცხუმ”-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ე.წ. სამხედრო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალსიწინებლი შეიარაღებული ფორმირების ერთი ნაწილის მოთავემ გიორგი ყარყარაშვილმა შეკითხვაზე თუ რა მოუვიდა საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას სახლს თბილისში? მან ასეთი პასუხი გასცა: “საქართველოდან მისი წასვლისთანავე მისი სახლი მეზობლებმა გაძარცვეს. ეხლა სახლი დალუქულია.”

ამ პრეს-კონფერენციიდან რეპორტაჟის ავტორია ვიტალი ვალერიანის ძე შარია. ცნობა პრეს-კონფერენციის თაობაზე გამოქვეყნდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანოში გაზეთი “Республика Абхазия” №19 (89)

შაბათი, 8 თებერვალი 1992 წელი.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დ.გიორხელიძის მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს

Posted by iberiana on მარტი 18, 2023

giorkhelidze-garibashvili

დემურ გიორხელიძე 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მივმართავ!

არანაირი ნიშნისმოგების, არანაირი უპატივცემულობის ან პოლიტიკური ოპონირების პოზიციიდან!

მე ერთ-ერთი იმ კაცად მიმაჩნია თავი, ეს ქვეყანა რომ დიდად უღირს, მისი კულტურის წიაღში აღზრდილს, მომწონს ის, რაც წინაპრებიდან თუ აღზრდა-განათლებიდან მივიღე – ამ ქვეყნის გარეთ ვერსად ვიაზრებ თავს, და არც არასდროს დავტოვებ, მით უფრო ახლა, როცა ყველაფერი უდიდესი საფრთხის წინაშეა!

მე მარტივ რამეებზე დაფიქრებისთვის გწერთ, – უკვე მეორე ვადით ხართ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი…

ბოლო მოვლენებმა აჩვენა, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელში მყოფი (ხელისუფლება-ოპოზიცია, არ იმსახურებს განსხვავებულ შეფასებებს!).

რაც მოხდა, ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია!

პოლიტიკა კი უფსკრულია იმათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს!

კ ი თ ხ ვ ა მაქვს:

(ა) მთავრობის ეს რა სტრუქტურები ააგეთ, რომელთა მთავარი საქმიანობა საბოტაჟია და ხელისუფლების დამხობა, – განსაკუთრებით ისეთი ამაზრზენი სამინისტრო, როგორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, მისი ერთუჯრედიანი იმბეცილი მინისტრის ჩათვლით!

არ იცით, რომ სამინისტროს მთელი საშუალო და ზედა ეშელონი დღედაღამ ხელისუფლების ლანძღვაშია, გარე გავლენებს დამორჩილებული ეს თახსირი მარიონეტები საფუძველშივე ანადგურებენ საქართველოს მომავალს, განათლებას, მეცნიერებას!

(ბ) არ იცით, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთლიანად წინა ხელისუფლების მონა-მორჩილი და იდეოლოგიურად გახრწნილი ხალხის ხელშია?

არ იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარაზიტ უნივერსიტეტებში განათლების ნაცვლად დამპალი იდეოლოგიის კულტივირება და ახალგაზრდების ტოტალური მოტყუება ხდება?

ამას ემატება 2-3 კერძო ე.წ. “უნივერსიტეტი” – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და…

შედეგი იხილეთ?!

“ევროპაში გვინდა” – ამ სიყალბის მოტივით რა მოხდა?!

ეს ახალგაზრდები აგებენ საქართველოს მომავალზე დღეს პასუხს?

მათ მოეკითხებათ დღეს გეოპოლიტიკის და უდიდესი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ცოდნა და სწორი ორიენტირება?

მათ იმედზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება დღეს?!
არა!

პასუხი – ხელისუფლებას მოეთხოვება!

პასუხი იმ საშუალო და უფროსი თაობის გახრწნილ ადამიანებს მოეკითხებათ, რომლებიც იდეოლოგიური მარაზმის ტყვეობაში, უფრო კი საკუთარი გამორჩენის მიზნით, თითქოს “დასავლური ორიენტაციისანი” არიან!

“დასავლური ორიენტაციის” ვერასდროს იქნებიან აგრესიული ტოტალიტარისტები და იდეოლოგიით გონებადაჩლუნგებულები, – მაგრამ ეს მათი პრობლემაა!

ქვეყნის პრობლემად ისინი მაშინ იქცნენ, ხელისუფლებამ რომ დაიფარა, შეიფარა, დააფინანსა და ქვეყნის წინააღმდეგ მომართა!

(გ) არ იცით, ხომ რა კლანური სისტემა ყალიბდება იმ თითქოს “მთავარ” სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უვარგის უნივერსიტეტებში, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში?

არ იცით, რა ნათესაურ-კლანურ პრინციპებზე ინიშნებიან რექტორები? როგორ განაგებს დედა-ქალბატონი დემოკრატიის “შუქურისა” განათლების სისტემის ზედა ეშელონს?

მართლა არ იცით?!

ვერც ვერაფერი დაინახეთ?

(დ) თქვენ რას ფიქრობთ, სპეცრაზმელები, პოლიციელები და ა.შ., რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში ემსახურებიან იმ საქმეს, რაც გარდაუვალად აუცილებელია, – საქართველოს მოქალაქეები არ არიან?!

ღირსება არა აქვთ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ვიღაც იდეოლოგიით დაბანგულმა და ყალბმა ადამიანებმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეურაცხყონ?!

ვის აქვს ამის ნება?!

რა სახელმწიფოს აშენებთ?

თუ არ აშენებთ, და მხოლოდ დიდხანს გნებავთ ხელისუფლებაში ყოფნა?!

ვერ გრძნობთ, რომ საქართველო სამოქალაქო ომისკენ მიგყავთ?!

თქვენ გგონიათ ქართველები დაჩოქილები არიან 32-წლიანი დამცირების, გაღარიბების, შეურაცხყოფისა და ქვეყნიდან უხეშად განდევნის შემდეგ?!

არაფერი შეგეშალოთ!

საღ ქართველებს არ სჭირდებათ ვინმესგან ნებართვის აღება ამ საოცარი ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად, –
ნუ მიიყვანთ ყველაფერს სამოქალაქო ომამდე!

შეასრულეთ ის, რაც კონსტიტუციითა და კანონებით არის განსაზღვრული და საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის მომავლის უზრუნველყოფისთვის ელემენტარული პირობები შექმენით.

თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს, –

იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა თქვენიც არის!

ნუ გასწირავთ ყველაფერს!

***

ახლა მთავარია ქართველთა საღად გადარჩენილმა ნაწილმა გაითავისოს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას: ჯერ მათ გადაიყვანენ ეროვნულ უმცირესობაში, და მერე მოაწყობენ პროვოკაციას და რასაც ჩახოცავენ, ჩახოცავენ, რასაც არა – გაყრიან აქედან!

ომის დაწყება და საქართველოს დაშლა ერთი იქნება. მაგ პროვოკატორებმა იციან, რაც მოჰყვება ომობანას თამაშს. მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, – ისინი არაფერს წყვეტენ! მათ უკან დგანან სერიოზული საშიში ძალები.

დემურ გიორხელიძე 

18 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. 12.03.2023

Posted by iberiana on მარტი 12, 2023

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან

გადაცემა “იმედის კვირა”. 12.03.2023

Posted in 2023, ვიდეო, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – საქართველოს ევროპული იდეის „ძაღლის თავი“

Posted by iberiana on მარტი 9, 2023

rusudan sharadzeრუსუდან შარაძე – საქართველოს ევროპული იდეის „ძაღლის თავი“

… 1991 წელს, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ევროგაერთიანება კარგად ვეღარ პასუხობდა თანამედროვეობას. ამიტომ ზემოხსენებული სამი ევროპული გაერთიანების იურიდიულ საფუძველზე, 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულებით, დაარსდა დღევანდელი ევროკავშირი (Union européenne). ასე გადაიქცა „ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების“ ხელისუფლება ევროკავშირის ხელისუფლებად.

დღევანდელ ევროკავშირს აქვს:

– საერთო პარლამენტი (1952 წ.);
– ევროპული საბჭო (შედგება წევრი ქვეყნების პირველი პირებისგან. დღეს მათი რიცხვი 27-ია. დაარსდა 1974 წელს.);
– მინისტრთა საბჭო (1957 წ.);
– აღმასრულებელი ხელისუფლება – ევროპული კომისია (1958 წ.) ;
– სასამართლო (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არ აგერიოთ, ევროკავშირის სასამართლო არის ლუქსემბურგში, დაარსდა 1952 წელს);
– ევროპის ცენტრალური ბანკი (1998 წ.).

ასე, რომ ინტეგრაცია სხვაგანაც მტკივნეული პროცესი იყო, მარტივად არ მომხდარა და არც დღეს არის მარტივი. რა მოიგეს ევროპელებმა სუვერენიტეტის ნაწილის ოფიციალურად დათმობით, ამას თავად ევროპელები შეაფასებენ. თუმცა ადენაუერზე ღირს ორი სიტყვის თქმა – ამის ხარჯზე, მან ააღორძინა გერმანია და მორალურად განადგურებული გერმანელი ხალხი ფეხზე დააყენა.

ჩვენთან რა ხდება? სუვერენიტეტის დათმობაზე დაფიქრება ალბათ ღირდა იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში ნამდვილ წევრად შესვლის პერსპექტივა რეალური იქნებოდა, რიგითი ქართველი წელში გაიმართებოდა და ისე იცხოვრებდა, როგორც დღეს ევროპაში ცხოვრობენ – უსაფრთხოდ და სოციალურად უზრუნველყოფილად. ამ დროს, ევროკავშირი არათუ საქართველოს გაწევრიანებაზე ფიქრობს, კანდიდატის სტატუსზეც გვაწრუწუნებენ (რა მწირი სიტყვაა) და რაც ყველაზე მთავარია – ძალადობრივი გზით, ხელისუფლებაში აბრუნებენ ტერორისტულ, მკვლელ რეჟიმს. ამბობენ: ჩვენთან არის კანონის უზენაესობა, ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ ვემსახურებით ადამიანის უფლებებს, ვუზრუნველყოფთ მათ კათილდღეობასა და უსაფრთხოებას, ვიცავთ მშვიდობას და თქვენ თუ გინდათ ჩვენთან, აღადგინეთ – კვლა, წამება, გაუპატიურება, ქონების წართმევა; დაარღვიეთ კანონები, კონსტიტუცია, ციხიდან გამოუშვით კაცისმკვლელები… ასეთები ვართ ჩვენ და რასაც გეუბნებით, უსიტყვოდ და უალტერნატივოდ შეასრულეთ, თორემ არ მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს.

აი, სწორედ, აქ წარმოიშვება მთავარი წინააღმდეგობა, აქ არის „ძაღლის თავი“ დამარხული, თორემ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ერთ აზრზეა – მათ ევროპულად და ევროპასთან ერთად ცხოვრება უნდათ. დროშები გამოფინოთ კი არა, სულ რომ გასკდეთ შუაზე, უპირატესობას ვერ მოიპოვებთ, ვერ მიისაკუთრებთ იმას, რაც ყველასია. თქვენი ექსკლუზივი ევროპელობაზე ყალბია, კომიკურობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/rusudan-sharadze/

Posted in 2023, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

7 მარტის აქციაზე 66 პირი დააკავეს – შსს

Posted by iberiana on მარტი 8, 2023

7 მარტის აქციაზე 66 პირი დააკავეს – შსს

„სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს,“ – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა და აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე] და 187-ე მუხლებით [ნივთის დაზიანება ან განადგურება. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.] დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.] და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

https://pia.ge/news/samartali/7-martis-aktsiaze-66-piri-daakaves-shss

Posted in 2023 | Tagged: | Leave a Comment »

საქართველო ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა

Posted by iberiana on მარტი 7, 2023

ITB Berlin 2023-ის გახსნა

საქართველო ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა

Posted in 2023, კულტურა | Tagged: | Leave a Comment »

სენსაციური აღმოჩენა ლიბანში

Posted by iberiana on მარტი 6, 2023

სენსაციური აღმოჩენა ლიბანში – ოთხი ქართული ხელნაწერი, რომლის არსებობის შესახებ აქამდე ქართველმა მეცნიერებმა არ იცოდნენ!

ქართული, ისტორიული კვალი ახლო აღმოსავლეთში – გიორგი კალანდიას პირდაპირი ჩართვა ბეირუთიდან

Posted in 2023, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , | Leave a Comment »

რიჩარდ მაილსის ინტერვიუ – 24.11.2013

Posted by iberiana on მარტი 1, 2023

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ინტერვიუში საუბრობს “ვარდების რევოლუციაზე”, აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე.

Posted in 2013, ვიდეო, პრობლემა | Tagged: , , , | Leave a Comment »

დოქტორ ისაია გოლშტეინის მიმართვა პრეზიდენტ ბუშს. 1991

Posted by iberiana on თებერვალი 25, 2023

800px-george_h._w._bush2c_president_of_the_united_states2c_1989_official_portrait_28cropped29

დოქტორ ისაია გოლშტეინის მიმართვა აშშ-ს ხალხს, პრეზიდენტ ბუშს, სენატორებს, კონგრესმენებს

ძვირფასო მეგობრებო!
ცოტა ხნის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, ამაყმა და თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა მოსკოვის კომუნისტური ცენტრისაგან თავისი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა და მომხიბლავი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას (მტკიცე ანტიკომუნისტისა და წინათ სინდისის პატიმრის) ბრწყინვალე ხელმძღვანელობით, იბრძვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა უფლებებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლობას შეადგენენ.

სამწუხაროდ, პრეზიდენტ ბუშს მოსკოვის ცენტრთან და «დისიდენტურ» რესპუბლიკებთან მიმართებაში, ისეთებთან როგორიც საქართველოა, რომლებიც ნებისმიერი ფედერაციის წინააღმდეგნი არიან და სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვენ, «ორმაგი სტანდარტი» შეენიშნება. პრეზიდენტი ბუში პირდაპირ აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციისათვის გლობალური ან რეგიონალური სტაბილურობაც კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამოუკიდებლობა ნებისმიერი მცირე ერისა. მისი საქმენი ამ სიტყვებს შეესაბამება.

ივლისის დასასრულს და აგვისტოს დასაწყისში, მოსკოვში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა პრეზიდენტ გორბაჩოვს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და ამას გარდა, მოსკოვში სასომხეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია. კარგადაა ცნობილი, რომ სასომხეთი ჯერ კიდევ «განიხილავს» შეუერთდეს თუ არა მომავალ გორბაჩოვისეულ კავშირს. მაშინ როდესაც საქართველომ თქვა – არა, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

უფლება მომეცით შეგახსენოთ თქვენ, მისტერ აშშ-ს პრეზიდენტო, დიდო სომეხო ხალხო, სენატორებო და კონგრესმენებო, თქვენი დემოკრატიული ტრადიციების, თქვენი ფასეულობების, ნებისმიერი სახის უსამართლობისადნი თქვენი სიძულვილის შესახებ. მე მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო აშშ-ს პრეზიდენტო, დაეხმაროთ საქართველოს რესპუბლიკას. მე ვთხოვ შეერთებული შტატების ხალხს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში. ცხადია, ძალიან ბევრია აშშ-ს კანონმდებლებზე დამოკიდებული. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ რომ ერთობლივი განცხადება გააკეთონ, ეს საქართველოს დაეხმარებოდა.

გთხოვთ შექმნათ კომიტეტი სახელწოდებით» «ამერიკელები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის». მოგმართავთ თქვენ, ქართველი წარმომავლობის ამერიკელო გმირო, გენერალ-ლეინტენატო ჯონ შალიკაშვილო და გთხოვთ ამ კომიტეტს სათავეში ჩაუდგეთ. მოვუწოდებ სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ებრაელებს საბჭოთა კავშირის დატოვებაში ეფექტურად ეხმარებოდნენ, დახმარების ხელი გაუწოდოთ საქართველოს რესპუბლიკას. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში 26 საუკუნოვანი ებრაული დიასპორის განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა ანტისემიტიზმი.

ძალზედ შთაგონებული და ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობრები კალიფორნიიდან, ადვოკატი ბატონი ალან გოულდი და ქალბატონი ლორელ გოულდი უკვე აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის პრობლემების გადაწყვეტაში. ასევე ვიმედოვნებ საქართველოს რესპუბლიკისაკენ მივაპყრო ყურადღება შავკანიანი ამერიკელებისა – მარტინ ლუთერ კინგის მოსწავლეებისა და მიმდევრებისა.

ძვირფასო მეგობრებო! თქვენ ბევრ სხვა ამერიკელზე უკეთ იცით, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის ბრძოლა. ახლა თქვენ ისევ გაქვთ პრობლემები და ხანდახან ქუჩაში გამოსვლა გიხდებათ. ამიტომ თქვენ შესანიშნავად შეგიძლიათ საქართველოს რესპუბლიკის პრობლემების გაგება.

მე ვთხოვ აშშ-ს ყველა კეთილი ნების ადამიანს:

1. მოინახულოს საქართველო, რომ იხილოს მისი სილამაზე და შეხვდეს მის სტუმართმოყვარე ხალხს.

2. შესაბამისი პირობების შესწავლის შემდეგ, დაიწყოს საქმიანი აქტიურობა საქართველოსთან.

3. გავლენა მოახდინოს პრეზიდენტ ბუშზე და სთხოვოს მას ოფიციალური მოწვევა გაუგზავნოს პრეზიდენტ გამსახურდიას აშშ-ში ჩასასვლელად.

4. საქართველოს რესპუბლიკის საკეთილდღეოდ აქტუალური საქმიანობისათვის მიიზიდოს სენატორები და კონგრესმენები. სენატორი ედუარდ კენედი პირადად დამეხმარა საბჭოთა კავშირის დატოვებაში. ახლა მე ვთხოვ მას, დაეხმაროს საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის მიღწევაში. ასევე შევხვდი რამდენიმე სენატორს – დენის დეკონსინს, ალფონსო დამატას, კონგრესმენებს – ბენო გილმანს, ტომ ლელანდს, რიგ სხვა სენატორებსა და კონგრესმენებს. ამჟამად, პრეზიდენტი ბუში საბჭოთა კავშირს ამერიკასთან ვაჭრობის ყველაზე ხელსაყრელ სტატუსს აძლევს. რატომ არ უნდა მიეცეს ასეთივე სტატუსი საქართველოს რესპუბლიკას და თითოეულ ბალტიისპირეთის ქვეყანას?

მოწოდებით მივმართავ ყველა სენატორს და კონგრესმენს, საქართველოს რესპუბლიკის ისტორიული დამოუკიდებლობის მიღწევის დასახმარებლად გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული. მე მაღალ შეფასებას მივცემდი კანონმდებელთა საქმიანობას აშშ-ს მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური აღიარებაში მათი ღვაწლისათვის.

დიდი მადლობა. ღმერთო დალოცე ამერიკა.

დოქტორი ისაია გოლშტეინი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საერთაშორისო წარმომადგენელი
1991 წელი, აშშ

ai-ia

Posted in 1991 | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

Posted by iberiana on თებერვალი 21, 2023

1676867389_245866

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

– “ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, “ალდაგის” ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და  ყველაფერს საბოლოოდ  დაუსვამს წერტილს”

20 თებერვალი, 2023

გურამ შარაძის მკვლეობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო ე.წ. „ალდაგის“ ფირები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ, თუმცა როგორც გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამბობს, გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გურამ შარაძის მკვლელობა კამერების წინ უნდა მომხდარიყო, რომ შეექმნათ ალიბი.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

რუსუდან, თქვენ გამოაქვეყნეთ ვიდეოკადრი, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდის პროფესორი და მას მიჰყვება წყვილი, ხოლო მათ უკან, 20:31:16-ზე ჩნდება მკვლელი, რომელიც გადაუსწრებს წყვილს, ესვრის კეფაში ტყვიას და ქრება. შემდეგ ისევ ჩნდება, ესვრის პირველ საკონტროლოს და ისევ ქრება. მერე კვლავ ჩნდება – დაახლის მეორე საკონტროლოს და სამუდამოდ ქრება. ამ კადრებში მართლაც ბევრი საინტერესო დეტალია, მათ შორის ის წყვილი, რომელთა თვალწინ მოხდა მკვლელობა და ჩვეულებრივ აგრძელებენ გზას. თუ შეგიძლიათ ამ მონაკვეთზე გვიამბოთ, რა დასტურდება ამ კადრებით?

რუსუდან შარაძე: ე.წ. „ალდაგის“ ფირები არათუ დეტალია, არამედ მკვლელობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ. გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ, ზედმიწევნით კარგად იყო დაგეგმილი. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, მკვლელობის ოფიციალური დრო – ფირის მიხედვით, პირველი გასროლა 20:31 საათზე ხდება, ეს მაშინ, როდესაც „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვება უკვე პირდაპირ ეთერში გადასცემდა პოლიციის მიერ გადაკეტილ მელიქიშვილის გამზირს, იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს და სისხლში მოცურავე გურამ შარაძეს.

სრულად

Posted in 2023 | Tagged: , , | Leave a Comment »

ემზარ ხვიჩია. გადაცემა “პოლიტიკური თერმომეტრი”

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2023

ემზარ ხვიჩია

 ფილოსოფიის დოქტორი, ოპტიმალიზმის დოქტრინის ავტორი

 ზაურ ნაჭყებიას საავტორო გადაცემა “პოლიტიკური თერმომეტრი”

16.02.2023

იხილეთ აგრეთვე:
• ემზარ ხვიჩია – ნოოლოგია

• ემზარ ხვიჩია: ოპტიმალიზმი – ახალი პარადიგმა. 2012

Posted in 2023, მეცნიერება, პოლიტიკა | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჯეიმს ბეიკერს. 8.02.1992

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2023

gamsakhurdia-beikeri

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. 8.02.1992

1992 წლის 8 თებერვალს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების 81-ე სახელმწიფო მდივანს (1989-1992 წლები) ჯეიმს ადისონ ბეიკერ მესამეს, რომელშიც აღნიშნული იყო:

“როგორც ცნობილი გახდა თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრეტს მშვიდობიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.


ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასა და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებთან და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.”

გამოცემა “ქართული აზრი” №6 26 თებერვალი 1992 წელი


მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

***

მიუხედავად საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პროტესტისა, ბატონი ბეიკერი მაინც ჩამობრძანდა საქართველოში შევარდნაძის მხარდასაჭერად, 

james_baker_in_tbilisi2c_1992.

ჯეიმს ბეიკერი და ედუარდ შევარდნაძე თბილისში, 1992 წლის მაისი

“ეს არის მესამე მოგზაურობა ჩემი საქართველოში. პირველად 1992 წელს ჩამოვედი, სახელმწიფო მდივნის რანგში. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი და განსაკუთრებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისადმი” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე ჩამოსულმა ჯეიმს ბეიკერმა 2014 წელს.

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

საიდან იწყებს ქართული მოდა სათავეს

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2023

ქართული ტრადიცია და კულტურა

საიდან იწყებს ქართული მოდა სათავეს

***

მე-19 საუკუნის ქართული მოდა – როგორ საყელოებს ატარებდა ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე და რა საიდუმლოს ინახავს ბროლის სამეჯლისო ჭურჭელი

ტელეკომპანია “იმედი”. 2023

Posted in 2023, კულტურა, ხელოვნება | Tagged: , , | Leave a Comment »

სამძიმარი თურქ ხალხს. Türk halkına başsağlığı

Posted by iberiana on თებერვალი 7, 2023

gettyimages-1246862569_custom-0481c4a3172ac7bc89e053d05a0af0f255759289-s1300-c85

Türk halkına başsağlığı

Çok sayıda can kaybına ve büyük yıkıma yol açan Türkiye’nin en yıkıcı depremlerinden birinin sonuçlarının trajik haberi, Gürcü halkı tarafından yüreklerinde derin bir endişe ve acıyla karşılandı. Gürcü halkı, Türkiye’nin Gürcistan Büyükelçisi Ali Kaan Orbay’a, Türkiye Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan’a, Türk halkına ve hayatını kaybedenlerin ailelerine başsağlığı diliyor. Bu zor zamanda Türk halkıyla birlikte yastayız. Düşüncelerimiz bu korkunç depremin kurbanlarının aileleriyle birlikte. Türk halkının gücünün ve direncinin bu felaketin sonuçlarının üstesinden gelinmesine yardımcı olacağına inancımız tamdır.

Guram Markhulia, Profesör, Sohum Devlet Üniversitesi (Gürcistan)

Condolences to the Turkish people

The Georgian people received the tragic news about the consequences of one of the most destructive earthquakes in Turkey, one that resulted in numerous deaths and widespread devastation, with deep concern and heartbreak in their hearts.
The Georgian people express their deepest condolences to the Turkish people, to the President of Turkey Recep Tayyip Erdogan, to the Turkish Ambassador to Georgia Ali Caan Orbay and to the families of the victims. We grieve with the Turkish people during this difficult time. Our thoughts go out to the families of the victims of this terrible earthquake. We are confident that the strength and resilience of the Turkish people will help overcome this disaster.

Guram Markhulia, Professor, Sukhumi State University (Georgia)

Соболезнование Турецкому народу

С глубокой тревогой и болью в сердце было воспринято грузинским народом трагическое известие о последствиях одного из самых разрушительных землетрясений в Турции, которое привело к многочисленным человеческим жертвам и принесшей масштабные разрушения.

Грузинская общественность выражает соболезнования послу Турции в Грузии Али Каан Орбаю, Президенту Турции Реджеп Таийп Эрдогану, турецкому народу, семьям погибших. В это тяжелое время мы скорбим вместе с турецким народом. Наши мысли с семьями жертв этого страшного землетрясения. Мы уверены, что сила и стойкость турецкого народа помогут преодолеть последствия этого бедствия.

Гурам Мархулия, профессор Сухумского государственного университета (Грузия)

სამძიმარი თურქ ხალხს

ქართველმა ხალხმა ღრმა წუხილითა და გულისტკივილით მიიღო ტრაგიკული ამბავი თურქეთში მოხდარი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების შესახებ, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოხლე შეიწირა და მასიური ნგრევა გამოიწვია,.

ქართველი საზოგადოება უსამძიმრებს თურქეთის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენ თურქ ხალხთან ერთად ვგლოვობთ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთანაა. დარწმუნებული ვართ, რომ თურქი ხალხის ძალა და გამძლეობა შესძლებს ამ უბედურების შედეგების დაძლევას.

გურამ მარხულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (საქართველო)

“იბერიანა” უერთდება სამძიმარს.

Posted in 2022, თურქეთი - Turkey | Tagged: , , | Leave a Comment »

ცაიშელების განცხადება პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. 1992

Posted by iberiana on იანვარი 28, 2023

იოსელიანი და კიტოვანი1992 წლის 28 იანვარი.

საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებულის სახელმწიფო გადატრიალებით ანტიკონსტიტუციური ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ ე. წ. სამხედრო საბჭო (მოქმედებდა 1992 წლის 2 იანვრიდან 1992 წლის 10 მარტამდე, წევრები: თენგიზ კალისტრატეს /შოთას/ ძე კიტოვანი /დაბადებული 1938 წელს/ და ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი /1926–2003 წლები/), საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით, მათი ანტიკონსტიტუცი ქმედებების წინააღმდეგ გამოსული ხალხის ნების გასატეხად, ანხორციელებენ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს, ეწევიან პირადი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების ყაჩაღურ დაუფლებასა და ძარცვას საქართველოს რესპუბლიკის ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში.

***

photo0n

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მცხოვრებთა განცხადება

1991–1992 წლების დეკემბერ–იანვარში საქართველოში მოხდა ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის დამხობა სამხედრო გადატრიალების გზით. ხელისუფლებას სათავეში უდგას ნეობოლშევიკური კრიმინალური ხუნტა, დამყარდა დიქტატურა. ქართველმა ერმა პროტესტი გამოუცხადა რეაქციულ ხელისუფლებას, მთელს საქართველოში გამოცხადდა ეროვნული დაუმორჩილებლობა, რის საპასუხოდაც თვითმარქვია ხელისუფლებამ მთელს საქართველოში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და თავად გააჩაღა ფართო მასშტაბის დაპყრობითი ომი. ე. წ. “სამხედრო საბჭოს” განკარგულებით დედაქალაქიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისაკენ დაიძრა დიდძალი სამხედრო ტექნიკა და სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილი ე. წ. “საქართველოს მთავრობის ჯარები” (რომლის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ საპატიმროებიდან გამოყვანილი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და კბილებამდე შეიარაღებული ქალების ჯგუფი), რომლებიც ქალაქებისა და სოფლების “შტურმით აღების” დროს ძარცვავდნენ და ხოცავდნენ მოასახლეობას, ანადგურებდნენ, აგრეთვე, მათ კუთვნილ შინაურ ცხოველებს, ანალოგიური მოვლენები განვითარდა ჩვენს სოფელშიც.

1992 წლის 28 იანვარს, დილით, მრავალრიცხოვანი, მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილნი, სროლით შემოიჭრნენ სოფ. ცაიშში. დაცხრილეს საცხოვრებელი სახლები. ტყვიას გვიშენდნენ ვერტმფრენიდანაც (რამაც დააზიანა საცხოვრებაელი სახლების სახურავები), სროლის შედეგად გუჩნდა ცეცხლი და დაიწვა მოქალაქე სონია ჯანაშიას საცხოვრებელი სახლი (ს. ჯანაშიას წერილი განცხადებას თან ერთვის).

შეშინებული მოსახლეობა საჩქაროდ გაიხიზნა სახლებიდან. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ სახლებში შეიჭრნენ ე. წ. მთავრობის “ჯარისკაცები” და გაძარცვეს 20–ზე მეტი ოჯახი, გაიტანეს საკვები პროდუქტების მარაგი, საოჯახო ნივთები (თეთრეული, ტანსაცმელი, ფული, ჭურჭელი, ხალიჩები, ძვირფასეულობა, კანონიერად რეგისტრირებული სანადირო თოფები). ნივთების, რომელთა წაღებაც ვერ შეძლეს, დაამტვრიეს – ტელე რადიო და ვიდეო აპარატურები, ჭაღები და ა. შ. დაარბიეს და გაძარცვეს კომერციული მაღაზიები, საიდანაც დაიტაცეს დიდი რაოდენობით სასურსათო და სხვა სახის საქონელი. მოურიდებლად ითხოვდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და მოსახლეობის თვალწინ იკეთებდნენ ნარკოტიკებს, ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფნი ცინიკურად ეპყრობოდნენ ხალხს.

საქართველოს სისხლიანი ხუნტის დამსჯელი ჯარების მიერ სოფ. ცაიშში ჩადენილ ვანდალიზმს მოსახლეობა აღიქვამს, როგორც ადამიანთა უფლებების იგნორირებისა და ღირსების ფეხქვეშ გამთელავ ფაქტს. ამის გამო მოგმართავთ თქვენ, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები და ჩვენი სახელით მიმართოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა შესწავლილ და ობიექტურად შეფასებულ იქნას ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტები.

დღეს, საქართველოში არსებული უკანონო ხელისუფლება სისტემატურად, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ქართველი ხალხი, ვთხოვთ, მსოფლიოს პროგრესულ ძალებს და საზოგადოებას მტკიცედ დაგვიჭირონ მხარი ჩვენი უფლებების და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის საქმეში.

აღვნიშნავთ აგრეთვე იმას, რომ “საქართველოს მთავრობის ჯარების” თანმხლებ ტანკებსა და “ბტრ”–ში ისხდნენ საბჭოთა არმიის რუსი ოფიცრები. რამდენიმე მათგანის ხელში შევნიშნეთ ტოპოგრაფიული რუკები – ქ. ზუგდიდისა და მისი რაიონისა.

გთხოვთ, ჩვენი განცხადება გააცნოთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციას.

განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებს ვადასტურებთ და ხელს ვაწერთ დაზარალებულები და თვითმხილველები.
ნ. გოგინავა, ო. გოგინავა, ვ. ჯგერენაია, ა. ნაროუშვილი, რ. ნაროუშვილი, ნ. ფირცხალავა, ლ. კაკაშვილი, მ. ჟორჟოლიანი … სულ ხელს აწერს 188 ოჯახი.”

გაზეთი “აღდგომა” №4 24 მაისი 1992 წელი

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , , , | Leave a Comment »

1992 წლის 26 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 26, 2023

1992 წლის 26 იანვარი

თბილისის ქუჩებში თითქმის ყოველდღე გამოდიოდა პროტესტით მოსახლეობა, მათი დაშინება ვერ მოახერხა პუტჩისტების შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა. სამწუხაროდ, ასეთი თავდასხმების შედეგად ბევრი დაიჭრა და რამდენიმე დაიღუპა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთის ტელეარხებიც აშუქებდნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სისხლიან დარბევებს, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პირველი პირების მხრიდან არავის დაუგმია ეს უკანონო ქმედებები

***

“1992 წლის 26 იანვარს საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების უზურპატორი ტერორისტული ტირანიის ორგანოების ე.წ. სამხედრო საბჭოსა (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი) და ე.წ. დროებითი მთავრობის (თენგიზ სიგუა) დაქვემდებარებაში მყოფი უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებების მიერ მოხდა მორიგი ტერორისტული თავდასხმა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების მშვიდობიან პოლიტიკურ აქციაზე, მათ ცეცხლი გაუხსნეს ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკურ მანიფესტაციას. საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი ამ შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული თავდასხმის შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო ორმა მანიფესტანტმა. მიუხედავად ამ დანაშაულებრივი თავდასხმისა, მანიფესტაციამ მაინც განაგრძო მსვლელობა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სასახლესთან, რუსთაველის გამზირი №8, გაიმართა პოლიტიკური მიტინგი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოების მუშაობის აღდგენისა და ერის თავისუფალი არჩევანის დასაცავად.

1992 წლის 26 იანვარი, საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებით ტირანიის მიერ სახელწიფო ხელისუფლების უზურპაციას უპირისპირდება ხალხის მშვიდობიანი, პოლიტიკური, სამოქალაქო წინააღმდეგობა. დედაქალაქი თბილისი – “მღელვარე დღეების ქრონიკა”.

“26 იანვარი. – რაში სჭირდებათ ტრამვირებული საქართველო. მე მასწავლებელი გახლავართ და ვაცხადებ, რომ არც მე და არც ჩემს მოსწავლეებს არ შეგვწევს ძალა ასეთ პირობებში მეცადინეობის დაწყების. ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებამ გამოიწვია, მოუნელებელია ჩვენთვის.

– ტაშკენტის ქუჩის მხრიდან ვირაც ვიგინდარამ სახლის სახურავიდან ისროლა, ამით თითქოს დაგვცინა, შეგვაშინა.’

– ფულის ჩასაბარებლად მივდიოდი სალაროში და შემთხვევით შევესწარი ამ ამბავს, მანიფესტანტებს მსუბუქმა მანქანებმა გადაუღობეს გზა. მეტრო “დელისთან” პირდაპირ ხალხში ისროდნენ, თან მანქანები დაქოქილი ჰქონდათ, გასაქცევად იყვნენ მზად. ორი დაიჭრა, საბედნიეროდ სასიკვდილოდ არც ერთი.

– ჩვენ არ დავიშალეთ, დაჭრილებს მივხედეთ და მანიფესტაცია გავაგრძელეთ.

– 37 წელი მართლაც მონაგონი იქნება, რაც მე დღეს ვნახე, ამის სრულ გარანტიას მაძლევს. დაუნდობლად, ზიზღით ისროდნენ, პირდაპირ ხალხში. იფიქრებდით მწყერების გუნდს ესვრიან, სადაც ერთი ორი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ სასიამოვნო ვახშამი ჰქონდეთ.

– რა უნდა მექნა ამ ჯალათების ხელში, შემეშინდა და უკან დავიხიე. ამ დროს სროლა ატყდა და ძირს, ასფალტზე დავწექი. მერე აღარაფერი მახსოვს. სახლში როგორ მივედი არ მახსოვს. დღეს ცოტა აზრზე მოვედი.”

მასალა მოაზადა დავით არაბიძემ

26.01.2023

***

26.01.1992

 

Posted in 1992, ეროვნული მოძრაობა, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , | Leave a Comment »

ჰუგო ჰუპერტი – მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”

Posted by iberiana on იანვარი 25, 2023

Hugo Huppertჰუგო ჰუპერტი – მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”

გენიალური ავსტრიელი მწერალი, რუსთველოლოგი ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ძალიან კარგად იცნობდა საქართველოს უძველეს ისტორიას და ქართველი ერის უნიკალურ ცივილიზაციურ წვლილს კაცობრიობის ისტორიაში:

“ქართველები – ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას.
ეს არის დიდი “კარდჰუს ერი”, რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება.

ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს…

მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა.

ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი!

ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს – დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”.

ეს ის ჰუგო ჰუპერტია, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნა ,,თბილისის აპოლოგია“, სადაც ასეთ რამეს ამბობს:

„თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში კათოლიკური ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და აღმოსავლეთის სხვა სულთანები თუ შაჰები.

თბილისი კი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.

აი, ეს უნდა იყოს ჩვენი გზავნილი კაცობრიობისადმი!

და, რაც მთავარია, ჩვენ ამ სულიერ-ცივილიზაციურ მისიას უნდა შევესაბამებოდეთ, რადგან თვით უფალმა მოგვავლინა სამყაროში, ამ უდიდესი მისიის განმახორციელებლად – ვიყოთ ქრისტიანული ცივილიზაციის განაპირა გოდოლის კარიბჭის მცველები!

გიორგი გიგაური

25.01.2023

Posted in 2022, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – “უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი”. 11.01.1991

Posted by iberiana on იანვარი 12, 2023

323430644_754190808994908_1191626794008406559_nზვიად გამსახურდია – “… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

1991 წლის 11 იანვარს მრგავლი მაგიდის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გაზეთში “თავისუფალი საქართველო” №1 (6) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასთან, რომელიც მან მისცა ამ გაზეთის რედაქტორს მარიკა აბაიშვილს.

“… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

რედაქტორი: – ბატონო ზვიად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ხელსაყრელია დაპყრობილი ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობებისათვის. ამავე დროს, კრემლი დღემდე რჩება უხეშ და საშიშ მოწინააღმდეგედ. მსოფლიო კი მას ანგარიშს უწევს. ასეთია ვითარება, ესე იგი გარკვეული მხარდაჭერა გარედან, ხოლო, მეორეს მხრივ, გარედანვე მომდინარე დიდი წინააღმდეგობა, უზარმაზარ წინდახედულობას, სიფრთხილეს და ამავდროულად, სიმტკიცეს მოითხოვს. როგორ ჭრით ამ პრობლემებს?

ზვიად გამსახურდია: – მოგეხსენაბათ, რომ პირველი დღეებიდანვე ცენტრმა საკმაოდ შემოგვიტია, ვინაიდან ის ვერ ეგუებოდა იმ ცვლილებებს, რაც მოხდა საქართველოში. პირველი და უმთავრესი, რამაც გამოიწვია კრემლის უმწვავესი რეაქცია, იყო ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროების კომიტეტში, სადაც ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა საბჭოთა. ხელმძღვანელობა, მათი მუშაობის მიმართულება მთლიანად შევცვალეთ, რათა ისინი თანდათან ეროვნულ ორგანიზაციებად გადაიქცნენ, ამასთან დაკავშირებით მოგვივიდა გორბაჩოვის დეპეშა. პირდაპირ გვემუქრებოდა, თუ ყოველივეს უკან არ წაიღებთ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებო. მაგრამ ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიეთ, ყველაფერის ასევე დავტოვეთ და რაც ცენტრიდან მოვიდა, არაფერი არ შევასრულეთ. შემდეგ ასეთივე კონფლიქტი მოგვივიდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების თაობაზე. ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება. ახლა გამოვიდა მისი დადგენილება, რომელიც წარმოადგენს უხეშ ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ დაგვითმია არაფერი, პრინციპულად ვდგევართ იმ პოზიციაზე, რომელზეც თავიდანვე ვიდექით და ვახორციელებთ მრგვალი მაგიდის კურსს. ამავე დროს, სიფრთხილესაც არ გამოვრიცხავთ. არ არის საჭირო ავანტურისტული მოქმედება. რისკენაც ზოგიერთები მოგვიწოდებენ. ომის გამოცხადება, შეიარაღებული შეტაკება და სხვა მიგვაჩნია ავანტურად, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს ნამდვილად არ გადავდგამთ და არ გავამწვავებთ ურთიერთობას, განსაკუთრებით საოკუპაციო ჯარებთან. თუმცაღა პროვოკატორები წამდაუწუმ მოგვიწოდებენ მათთან კონფლიქტისა და ურთიერთობის გამწვავებისაკენ. ეს არ მოგვაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენი აზრით, საოკუპაციო ჯარებთან ჩვენი ურთიერთობა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალმა, უნდა ველაპარაკოთ მათ საერთაშორისო სამართლის ენაზე. ყოველგვარი ფიზიკური წინააღმდეგობა, ჯიბრი, შეტაკება და სხვა , მიგვაჩნია ავანტურად და არასწორ მოქმედებად. ამ გაგებით, გარკვეულ სიფრთხილესაც ვიჩენთ, მაგრამ ამავე დროს არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპებს და პოზიციის ურყევობას ვამჟღავნებთ.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/11-01-1991/

Posted in 1991, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

1992 წლის შობა

Posted by iberiana on იანვარი 7, 2023

324743437_498064369117155_5955813653439169515_n

1992 წლის შობა

მოკლული საქართველოს გვამზე დროშა აღმართა მტერმა..

საქართველოში ყოვლისშთანმთქმელი დიდი ღამე ჩამოწვა და დადგა ეკონომიკის გაპარტახების, ქართული ცნობიერებისა და ზნეობრივი დეგრადაციის ჯერარნახული აღმავლობის ხანა!

,,სახელოვანმა,, მოღალატე, ფულზე დახარბებულმა ინტელიგენციამ» შვა პუტჩი, პუტჩმა შვა მოქკავშირი, მოქკავშირმა შვა «ნაცმოძრაობა», «ნაცმოძრაობამ» შვა ჯოჯოხეთი… სოროსის სორო, «თავისუფლების ინსტიტუტად» წოდებული, გლობალისტთა დიდი ინკუბატორი, რომელშიც იჩეკებიან და ფრთიანდებიან უსამშობლო და უეროვნებო არსებები, ახალი თაობა… ენაწატლეკილთა და ქვეგამხედვარეთა საყუდარი, თვალებპარპალა, მგლისტუჩა, ენაბრგვილი, ვიწროშუბლა, კბილსავარცხელა, რქოსანთა და ჩლიქოსანთა კოჰორტა, ლეგიონია მათი სახელი… ასეულობით პოლიტიკური პარტია და ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენი ტელევიზიის ხშირი და სასურველი სტუმარი… იკვებებიან მწვანე დოლარით და ანთხევენ შხამს!

პ.ს.

1991-1992 წლების პუტჩი დღემდე არაა გამიძიებული და აქედან გამომდინარე ქვეყანა კვლავ მტრის ხელშია

როლანდ მათიაშვილი

Posted in 1992, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , | Leave a Comment »

ნიკოლოზ გაბაონის “აივნიანი ქალაქის” შესახებ

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2022

ნიკოლოზ გაბაონის (ვალერიან გაბაშვილი) “აივნიანი ქალაქის” შესახებ

 

გადაცემა “პროფესიონალები და საზოგადოება”.

სტუმრები აღმოსავლეთმცოდნე მანანა გაბაშვილი (მწერლის ქალიშვილი) და

აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე

მედია კავშირი “ობიექტივი”. 11.12.2022

 

 

ნიკოლოზ გაბაონი – “აივნიანი ქალაქი”. PDF

Posted in 2022, კულტურა | Tagged: , , | Leave a Comment »

დახვრეტილი ქართველი გზის მშენებლების მემორიალი ინგუშეთში

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2022

317372091_2026164304242988_6084417728344359714_n

ოსი ტერორისტების მიერ დახვრეტილ ქართველ გზის მშენებლებს ინგუშეთში მემორიალს გაუხსნიან

1994 წლის 26 მაისს ინგუშეთში სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე 8 ქართველი მშენებელი ჩაცხრილეს ტერორისტებმა ისინი ინგუშებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობაში ეხმარებოდნენ.

გარკვეულ ძალებს არც ქართველების და ინგუშების მეგობრობა ეხატებოდა გულზე და არც ამ გზის მშენებლობა შედიოდა მათ ინტერესებში. 8 ქართველი მეგზევე ავტომატური იარაღით დახვრიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით ქართველები ოსებმა დახოცეს.

ინგუშეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი სახელების უკცდავყოფა. სუნჯის რაიონში აღმართეს მარმარილოს ფილები, სადაც ქართულ და რუსულ ენებზე წერია დახოცილი ქართველების გვარები. იქვეა მათი სახელობის წყარო. დარგულია ხეები და დგას სკამები.

უახლოეს მომავალში ქართველი მეგზევეების სახელობის მემორიალი ხელახლა გაიხსნება. მისი რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა.

ინგუშებს 27 წლის შემდეგაც კი ახსოვთ ქართველი მშენებლები, რომელთა შესახებ მათ სამშობლოში ბევრმა არ იცის.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ასე ძალიან მიყვარან ჩემი ინგუშები.

შორება მარსაგიშვილი

Posted in 2022, კავკასია-Caucasus | Tagged: , , | Leave a Comment »

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

Posted by iberiana on ნოემბერი 15, 2022

screenshot_20190409-172227-e1554816187664

ავთანდილ კახნიაშვილი – ნოდარ ნათაძის გახსენება

სრულიად საქართველოს კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი დააკლდა… ბატონი ნოდარ ნათაძე გამორჩეულად ნიჭიერი, განათლებული და აქტიური მოქალაქე იყო. რაც მთავარია, ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა ეწადა და საკუთარი გზით ცდილობდა ამის მიღწევას…რის გამოც, ფაქტობრივად, მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა უწევდა…

ჩემი ნება რომ იყოს, ნოდარ ნათაძის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განვითარებული მოვლენების უშუალო მოწმის „ჩვენებიდან“ დიდ ნაწილს „საბრალდებო დასკვნაში“ გადავიტანდი უცვლელად… ამჯერად კი, 384 – გვერდიანი წიგნის წინასიტყვაობიდან მხოლოდ რამდენიმე აბზაცს გავასაჯაროებ:

ის რაც საქართველოში 1991 წლის ზაფხულიდან დღემდე მოხდა, ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდად მიმაჩნია. ჩემი მიზანია, ჩვენი ამ ტრაგედიის შესახებ, რაც შეიძლება მეტი იყოს ცნობილი, რათა შთამომავლობამ უკეთ გაითვალისწინოს, რომელი საშიშროებები ემუქრება, საიდან ემუქრება და როგორ შეუძლია და ჰმართებს დაიცვას მათგან თავი მომავალში…“

„ბოროტების იმპერიამ“ მოკლე ჭუით მოგვატყუა, თავისი უკვე ნახევარი საუკუნის წინ მხილებული პოლიტიკური მეთოდებით გაგვაცურა და ჩვენს ვიწროჰორიზონტიან ქვენაგრძნობებზე ისე გაბატონებულმა, როგორც პატარა ბავშვებზე, საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება შეძლო…“

ავთანდილ კახნიაშვილი 

იხილეთ სრულად:  https://iberiana.wordpress.com/saqartvelo/nodan-natadze/

Posted in 2022 | Tagged: | Leave a Comment »

15 წელი გავიდა საზარელი 7 ნოემბრიდან

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2022

15 წელი გავიდა საზარელი 7 ნოემბრიდან

ამის დავიწყება არ შეიძლება!

Posted in 2007, ვიდეო, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი ქართულ პოლიტიკაზე

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2022

მანანა გაბაშვილი ქართულ პოლიტიკაზე

გადაცემა “დღის ბოლოს”.  წამყვანი ნინო რატიშვილი, თანაწამყვანი ქეთევან ტომარაძე.

სტუმარი; მანანა გაბაშვილი, ისტორიკოსი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი

მედიაკავშირი  “ობიექტივი”. 4.11.2022

Posted in 2022, ეროვნული მთავრობა | Tagged: , , | Leave a Comment »

ისტორიული აღმოჩენა რუსთავში

Posted by iberiana on ნოემბერი 2, 2022

simlrx6nxv1v9fcისტორიული აღმოჩენა რუსთავში

1.11.2022

რუსთავში, ციხესიმაგრის აღმოსავლეთი კედლის ნიშებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისტორიული აღმოჩენა გაკეთდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-18-17 საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი და გვიანბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-10-9  საუკუნის ნაგებობები.

პაჭიკაშვილის თქმით, ძვ.წ.აღ. მე-18-17  საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი ყველაზე ძველი აღმოჩენაა, რაც რუსთავში გათხრების დროს უპოვიათ.

სავარაუდოდ არის კრემაცია, რადგან მარტო ხარის თავები, ხბოს ნაშთები, სააღაპე მასალები, ჭურჭელი და რამდენიმე ნივთია ნაპოვნი. თვითონ ჩონჩხი დადასტურებული არ არის, ვფიქრობთ რომ კრემაციაა და რომელიმე ქოთანშია ჩატანებული ფერფლი“,- განაცხადა პაჭიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაგებობებს, აღმოჩენილია საცხოვრებელი და, სავარაუდოდ, სამლოცველო სახლები.

inforustavi.ge

Posted in 2022, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

ცხოვრება 5300 წლის წინანდელ საქართველოში

Posted by iberiana on ნოემბერი 1, 2022

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლბის ფარგლებში, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ინგა მარტყოფლიშვილმა გადაიღო ფილმი.

სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია რეკონსტრუქციები, თუ როგორ ცხოვრობდნენ 5300 წლის წინ ჩვენი წინაპრები, რას ჭამდნენ, რა სამკურნალო საშუალებებს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებასთან გასამკლავებლად, რა ეცვათ, როგორ კლიმატურ პირობებსა და საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ, რა ტრადიციები ჰქონდათ და ა.შ. ეს ყველაფერი კი მტკვარ-არაქსის პერიოდის ძეგლზე, ჭობარეთის ნამოსახლარზე წლების განმავლობაში ჩატარებულ მულტიდისციპლინურ კვლევებს ეფუძნება.

პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში.

Posted in 2021, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ისტორიკოსი და მხატვარი

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2022

Posted in 2022, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – დვალეთი და დვალები

Posted by iberiana on ოქტომბერი 29, 2022

როლანდ თოფჩიშვილი – დვალეთი და დვალები

“სამეფო არხის” სატელევიზიო გადაცემა. 28.10.2022

Posted in 2022, დვალეთი | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ შარაძე – 82 

Posted by iberiana on ოქტომბერი 17, 2022

311454690_187388057179674_5455813161069656795_n

გურამ შარაძე – 82 

“დღეს 17 ოქტომბერია,ბატონი გურამ შარაძის დაბადების დღე. 82 წლის გახდებოდა. თქვენ ამ ასაკშიც ენერგიული იდეებითა და საქმეებით დატვირთული იქნებოდით, ბატონო გურამ. დღესაც მთელი დღე იმუშავებდით თავაუღებლად. როგორ აკლიხართ საქართველოს, როგორ გვენატრება თქვენი ხმა, თქვენი მართალი სიტყვა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო გურამ! უფალმა ნათელში დაამკვიდროს თქვენი სული.

ღმერთმა დაგილოცოთ შთამომავლობა.

ღმერთმა დაგილოცოთ თქვენი სათაყვანებელი სამშობლო!”.

რუსუდან კობახიძე

Posted in 2022, საამაყო ქართველები | Tagged: | Leave a Comment »

რა უშლიდა პოლიციას ხელს მხედრიონის აღკვეთაში?

Posted by iberiana on ოქტომბერი 3, 2022

რა უშლიდა პოლიციას ხელს მხედრიონის აღკვეთაში?

“ძალა ჩვენზე მეტი ჰქონდათ, შეიარაღება, ფული ჩვენზე მეტი ჰქონდათ… მათ გვაჯობეს ყველაფერში. თითქმის მასხრად აგდებულები ვიყავით…”

ჯემალ გახოკიძე – გამომძიებელი, შს მინისტრის მოადგილე (1995-96 წ), სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1997-98 წ)

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა “საქართველოს დაბადება”.

იხილეთ სრულად: https://fb.watch/fOxfB4mOhF/

30.09.2022

Posted in 1992, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , , | Leave a Comment »

ელენე აბაშიძე – 100 წლის ქართველი მეცნიერი

Posted by iberiana on სექტემბერი 22, 2022

ელენე აბაშიძე – 100 წლის ქართველი მეცნიერი მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადამიანების სიაში მოხვდა

პირველი ახის სიუჟეტი

ავტორი: ლიანა მარქარიანი

Posted in 2022, მეცნიერება, საამაყო ქართველები | Tagged: , | Leave a Comment »

არსად არაა უკეთესი სამშობლიდან გაქცეულისთვის

Posted by iberiana on სექტემბერი 22, 2022

Tea lakirmaiaთეა ლაკირბაია – არსად არაა უკეთესი სამშობლიდან გაქცეულისთვის

ძალიან პატარა ადამიანი ვარ და არ აქვს გამსვლელი ძალა ჩემს აზრს, მაგრამ არავის არ ვცემ პატივს, ვინც საშველს სამშობლიდან გაქცევაში პოულობს…

ადგილზე დარჩენა, ბრძოლა, გადარჩენა და უკეთესი მომავლის მოსატანად გაწეული ღვაწლია გმირობა თუ არა, დაფასება მაინც…

გაქცევა მშიშრობაა და არა – გმირობა…

არსად არაა უკეთესი სამშობლიდან გაქცეულისთვის, მაგრამ სიმართლეს ცოტა ლაპარაკობს,

გაქცევას გამართლება სჭირდება…

შენი სამშობლოს მიწაზე მდგარი ხისგან ჩამოვარდნილი გამხმარი ფოთოლი უფრო მეტი სიმდიდრეა, ვიდრე სხვისი ქვეყნის გასამდიდრებლად გაწეული შრომიდან მიღებული თანხა, რომელმაც

,,შიმშილს გადაგარჩინათ”

და თქვენი ოჯახისთვის გაგაუცხოვათ…

ნურსად ნუ წახვალთ, ერთად ვიცხოვროთ სიღარიბეში, მაგრამ ჩვენი შთამომავლების უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლას არ გავექცეთ, მათ შევუქმნათ მომავალი…

მზამზარეულზე დაბრუნებულები არასოდეს ვიქნებით პატივსაცემები, გავუუცხოვდებით არამარტო ოჯახს, სამშობლოსაც…

გავიმეორებ, აქ ვიწვალოთ, მაგრამ სხვაგან ნუ ,, ავშენდებით”,

უსამშობლო სიმდიდრეში ბედნიერება არაა…

ნუ იქნებით ჩემდამი მკაცრები, თქვენი და ჩემი სამშობლოს სიყვარული მალაპარაკებს, თორემ, მე ათასობით დოლარს და საუკეთესო ადგილზე ბინას მპირდებოდნენ სხვა ქვეყნის სოლიდურ დაწესებულებაში, მაგრამ აქ დავრჩი – სიღარიბეში, რადგან აქაა ჩემი ძვლების დასამარხი ადგილი…

22.09.2022

Posted in 2022, მამულიშვილებს | Tagged: , | Leave a Comment »

ეკა წამალაშვილი – “დამოუკიდებლობის გაკვეთილები”

Posted by iberiana on სექტემბერი 20, 2022

307157046_493617319440872_2127066219015341415_n

ეკა წამალაშვილი – “დამოუკიდებლობის გაკვეთილები”

ამონარიდი პრეზიდენტ გამსახურდიასა და ოპოზიციის (მათ შორის ინტელიგენციის ნაწილის) შეხვედრის ჩანაწერიდან

 

ზ. გამსახურდია: გამობრძანდით და თქვით. იმისთვის მოგიწვიეთ, რომ თქვათ. ადგილიდან შეძახილები არ გეკადრებათ, სოლიდური ხალხი ხართ, აქ გამობრძანდით ტრიბუნაზე, დაასაბუთეთ თქვენი აზრი და ჩვენც გაგცემთ პასუხს. ვისწავლოთ პარლამენტური გზით მოქმედება, გვეყოფა ექსცესები.. ეს ხალხი ქადაგებდა, რომ პარლამენტური გზა სისულელეა, კრემლის აგენტების მოგონილი. რომ ლანდსბერგისი კრემლის აგენტია, გამსახურდია კრემლის აგენტია, ესენი ამ გზით ვერასდროს მიაღწევენ დამოუკიდებლობასო. გავიდა თუ არა ლიტვა? ყოფილან ესენი წინასწარმეტყევლები და პოლიტიკოსები? როგორ შეიძლება საბჭოთა არჩევნებიო, ხომ გაიძახოდნენ? ლანდსბერგისი ლამის კრიუჩკოვის თანამოაზრედ გამოიყვანეს. ეს იმისთვის გააკეთა რომ ლიტვაში ჩაახშოს ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელიო. მე რომ ამირჩიეს მაშინ თქვეს, თითქოს, იმისთვის ვარ არჩეული, რომ მეც სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. როგორ მოვაწერ აგერ ნახავთ თქვენ. მე არ მოვაწერ, სხვა პრეზიდენტი მოიყვანეთ და იმან მოაწეროს ხელი.

დარბაზიდან შეძახილები – შენ მოიყვანე, შენ!!
 
ზ. გამსახურდია: უფროსი კაცი ხართ ( ვგონებ ჭაბუა ამირეჯიბს მიმართავს) თუ არ გინდათ აქ ყოფნა, მაშინ გაბრძანდით. ახლა ერთსაც გეტყვით და ესეც დაიმახსოვრეთ, ყველას საყურადღებოდ ვამბობ: თქვენ გგონიათ მე ძალიან მსიამოვნებს და ფიქრობთ ეს ჩემთვის შესაფერისი მდგომარეობაა? გეუბნებით პირდაპირ, მე რომ ახლა წავიდე, საქართველოში დამყარდება ისეთი ანარქია, რომ მერე ყველა თქვენგანი ისევ ძალით მომიყვანს და დამსვამს ამ სკამზე. არ იცით თქვენ რა არის ეს. ამიტომ არ ვამბობ, რომ მეხვეწოთ – არიქა არ მიგვატოვოო, მე თვითონ, გეფიცებით, საშინლად მომბეზრდა ეს ყველაფერი, არ მინდა დანახვა ამის, მაგრამ რა ვქნა? მისული ვართ კარიბჭემდე, მივიყვან ამ უბედურ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე და მერე კარგად ბრძანდებოდეთ.
 
აღარ შეიძლება ამდენი უგუნურის და თავზეხელაღებულის გაძლება. ისინი ვერაფრით ეგუებიან ჩემს ძალაუფლებას, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება,
 
სირცხვილია, ერი სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ერის გადარჩენას ეხება. არავის დასჯა არ მინდა, არ არის ეს ჩემი საქმე, გაიგეთ, მეგობრებო, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა მოკიდოს ამას ხელი. ცოტა ხნით მოითმინონ ჩემდამი სიძულვილი და როცა გავა საქართველო სამშვიდობოს და გახდება გაეროს წევრი, ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და დავანებებ ყველაფერს თავს…”
 
1991 წლის სექტემბერი, თბილისი.

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

გიორგი სააკაძის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2022

Giorgi Saakadze,,ალეპოს წყევლა”

გიორგი სააკაძის ბაზალეთის ომში დამარცხების შემდეგ ოსმალეთში გადახვეწისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, ცნობილზე ცნობილია! თუმცა ეს ისტორიული წყარო ლეგენდად იყო ქცეული , თუმცა ამ ლეგენდაშიც სიმართლის მარცვალია რომელიც ალეპოელები თავის შთამომავლობას გადასცემდნენ საუკუნეების მანძილზე.

 

 რამდენიმე წლის წინ, თურქეთის სახელმწიფო არქივებში, ისტორიკოსმა ისქენდერ ბექიროღლუმ (რომელიც წარმოშობით ქართველი გახლავთ, გიორგი სააკაძის სიკვდილის შესახებ, საინტერესო დოკუმენტებს მიაგნო, ვფიქრობთ, ეს პრობლემა გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს….

დავიწყოთ თავიდან: 1987 წელს, ალეპოში, ჰაფეზ ალ-ასადის რეჟიმის დროს, ბელგიელმა არქეოლოგმა პოლ ვან ჰიმსტმა, ალეპოს ციტადელის არქეოლოგიური შესწავლისას, აღმოაჩინა ლითონის ყელსაბამი, დისკოთი. დისკოზე, რომელიც ვან ჰიმსტმა განსაზღვრა XVI-XVII საუკუნეების ეგვიპტურ ნაკეთობად, უცხოენოვანი წარწერა იყო, რომელიც თურქებს იეროგლიფები ეგონათ, მაგრამ ჰიმსტი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ძველქართული ანბანი იყო და ასე იკითხებოდა: „დიდება საქართველოს“. 

 

დოკუმენტები შედგება ამ აღმოჩენამდე უსახელო ოსმალო ისტორიკოსის „აქშეჰირის ისტორიის” ხელნაწერისაგან და შინაარსიდან გამომდინარე თარიღდება 1630-1640 წლებით. ის ეყრდნობა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის უშუალო შემსწრის, ალი-აბდულ შაჰნავაზიანის, ალეპოს ყადის მოგონებებს…

 

1629 წლის 3 ოქტომბერს, ემილიო დე მილანო, ორ სხვა კათოლიკე პატრთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა. სწორედ აქ უნახავს მას დიდი სამხედრო ბანაკი, სადაც არა ოსმალები, არამედ ქართველები დახვედრიან. 15 ათასი ქართველი, შეჭურვილი საუკეთესოდ, ამხედრებული საუკეთესო ცხენებზე, თავიანთ მეთაურს ელოდნენ…

 

ბექიროღლუს მიერ, დამასკოს არქივში ნაპოვნ ფასდაუდებელ დოკუმენტში – გიორგი სააკაძის მემუარებში, რომელმაც მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე, გიორგის სიტყვები წერია: „და დღე იქმნა მზიანი, ალაპლაპებული მზის სხივები ანათებენ ეგვიპტიდან, ოსმალეთიდან, სპარსეთიდან ნარჩევ ქართველ მამულიშვილებს. ყველას მზის დისკო უნათებს გულს, დიდება საქართველოს”. აქ იგულისხმება სწორედ ისეთი ყელსაბამები, როგორიც ვან ჰიმსტმა იპოვა ალეპოს ციტადელში. ასევე არის ერთი საინტერესო დეტალი, საიდანაც ჩანს, რომ სააკაძე მოსალოდნელ ღალატისგან შექმნილ საფრთხეს კარგად იაზრებდა: „ვადგავარ საქმესა ქართლისასა, მეშინის, ყურს უკან გამუდმებით ბრუტუსის ხმისა. ჰოი საქართველოვ, შენ ბეჭებს ისევ ქართველები ამოუდგებიან გაბრწყინებისკენ”...

 

მაგრამ ბედის ჩარხი ისევ უკუღმა დატრიალდა, ქართველს ქართველმა ისევ უმუხთლა და თეიმურაზ მეფის მოწოდებით, ჰუსრევ ფაშამ, რომელიც შურით აღსავე შეჰყურებდა გიორგის აღზევებას ოსმალეთის კარზე, დიდი მოურავი ალეპოში სიკვდილით დასაჯა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის ზემოთხსენებული მოგონებების მიხედვით, გიორგის თავის მოკვეთის წინ, ისე ხმამაღლა დაუღრიალია: „დიდება საქართველოს”, ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანზე ამას ისეთი დიდი ზეგავლენა მოუხდენია, სულთნისთვის წერილი გაუგზავნია, ქართველებს დიდი კაცი მოვუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანი, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადის, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაი და მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო და ჰუსრევ-ფაშასთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია.

 

მაგრამ ისტორია ამით არ სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ 1629 წელს, ოქტომბერში, ქალაქი ალეპო ნანგრევებად იქცა. ბევრი ისტორიკოსი ამას ძლიერ მიწისძვრას აბრალებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის მიხედვით, როდესაც რაქასთან დაბანაკებულ 15 ათას ქართველს დიდი მოურავის სიკვდილი აცნობეს, ისინი გაცეცხლებულები ამხედრებულან ცხენებზე და მთელი ძალებით ალეპოსკენ დაძრულან. მიწა იძვროდა მათი ცხენების ფლოქვებქვეშ. იონა იბრაჰიმ ათაბეგს შეუძახია „მზე აღმოსავლეთიდან ისე ანათებს, როგორც საქართველოშიო” და ცხენი რომ გააჭენა გაუფიქრია, მიწაც კი ეხმიანება ძმადნაფიცთა გამარჯვებასო. ქართველ მამულიშვილთა ჯარს იერიშით აუღია ქალაქი, გადაუწვავს, დაუნგრევია და მიწასთან გაუსწორებია. ქალაქთან ერთად დამარხულია ის ყელსაბამები, წარწერით „დიდება საქართველოს”, რომლებიც მეომრებს თან ჰქონდათ. მათგან მხოლოდ ერთი ცალია ნაპოვნი, ვან ჰიმსტის მიერ, რომელიც გახდა კიდეც საფუძველი ამ ისტორიის კვლევისა.

დანარჩენები კი მეომრებს ერთად გადაუდიათ, დიდი ჯვარი გაუკეთებიათ და სათაყვანო გმირის საფლავზე აღუმართავთ.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/giorgi-saakadze/

Posted in საამაყო ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: | 1 Comment »

უკრაინა-რუსეთის ომი – ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები

Posted by iberiana on აგვისტო 29, 2022

უკრაინა-რუსეთის ომი

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები

25.02.2022

Posted in საქართველო-Georgia | Leave a Comment »

სამხედრო ექიმი 2008 წლის ომზე

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2022

nino aljobadzeნინო ახობაძე, სამხედრო ექიმი:

“როცა წინასწარ ქვეცნობიერად იცი რომ წააგებ და მაინც გინდა-შეაკვდე, ალბათ ესაა გმირობა”

ეს არის თემა, რომელზეც რომ ვიწყებ წერას, რაღაცნაირი უხერხულობა მეუფლება. მე, გალექსილ-გატლეკილს აქ სიტყვები მაკლდება ხოლმე, ვერც ემოცია მომაქვს ბოლომდე…

ადრეც ვწერდი: თან მრცხვენია, თან მეამაყება;

მრცხვენია

იმიტომ რომ

ცამეტი წლის წინ ჩემსავით რომ გამოიძახეს ბიჭი, რომლის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა, ვერ დაბრუნდა უკან;

მე დავბრუნდი.

იმიტომ რომ სამი ექიმი, რომელიც სხვის საშველად წავიდა ომში, ვერ დაბრუნდა;

იმიტომ რომ ბიჭებს, მეომრებს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი: სულ მეგონა ჯარში კონტრაქტზე უმრავლესობა მიდის მხოლოდ კარგი ხელფასის გამო.

და აი იქ შევცდი. რა ადვილია, ვიღაც რომ დააბრეხვებს მსგავსს და რა ადვილია-შენც რომ უჯერებ;

კიდევ ერთს მივხვდი იქ

წარმოუდგენელია მსგავსი განცდა მშვიდობიან დროს დაგეუფლოს.

ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება: როცა შენი თვალით უყურებ როგორ კარგავ, მერე გიჟდები!

და თუ ის ვიღაც ან რაღაც ძვირფასია შენთვის, მერე იბრძვი-გიჟივით, იბრძვი ყველა აკრძალული წესით და უკან არ იხევ, გიჟი ხარ მაგ დროს!

გიჟი არ იყოო? აბა ვინ იყო ის ჩემი ექიმი, რომელიც ბომბების წუილში ოპერაციაზე იდგა კარავში და გარეთ არ გამოსულა!

გიჟი არ იყოო ის გოგო? მედდა, პატარა გამხდარი გოგო, სახლში რომ ერთი წლის შვილი ელოდა და დაუფიქრებლად წაყვა მანქანას ცხინვალში-დაჭრილების გამოსაყვანად!

გიჟი არ იყო? ის ბიჭი, ჩვენთან რომ იწვა კონტუზიით, თითო ადამიანს ორად რომ გვხედავდა და გამწარებული ღრიალებდა-უკან გამიშვით, იქ ჩემი ბიჭები დარჩნენო!!!

ეს ის სიგიჟეა, რომელსაც შენი ქვეყნის, შენი სისხლის და შენი ადამიანების სიყვარული ქვია.
ჰო. სიგიჟემდე სიყვარული
რომელსაც უბრალოდ ვერ აღიქვამ როცა მშვიდობაა…
——
აგვისტოს ამ რიცხვამდე ჩვენს სამსახურში გულისგამაწვრილებლად ხშირად ტარდებოდა სამხედრო-სამედიცინო სწავლებები; დავათრევდით ამ რაღაცა მანეკენებს (ვითომ დაჭრილებს), მულяჟებს; ვშლიდით კარვებს; ომობანას ვთამაშობდით რა )) იდგა ჩვენი მეთაური იქვე შორიახლოს წამზომით ხელში და გვაჯიბრებდა-ვინ უფრო სწრაფად ააწყობდა კარავს. თან ეს ტურისტის “პალატკა” არ გეგონოთ, ეს არის საველე ჰოსპიტალი, სამედიცინო ჯვარი, ასე ქვია, იმიტომ რომ ჯვრის ფორმა აქვს და უზარმაზარია. ეს არის საოპერაციოები, თავისი პალატებით.
და გადიოდა ამაში წლები, თვეები. გულში ვბრაზობდი-აი რაში უნდა დაგვჭირდეს-მეთქი ეს აბა?
და
დაგვჭირდა.
——
მადლობა ღმერთს, ჩვენი მეთაურიც თავად ექიმი იყო და
ყველაზე კარგად მას ესმოდა-რას ნიშნავს საომარ სიტუაციაში მოქმედება. ასე “გაგვზარდა” ჩვენც…
—–
როცა მონსტრს ეომები
როცა წინასწარ ქვეცნობიერად იცი რომ წააგებ
და მაინც გინდა-შეაკვდე, ალბათ ესაა გმირობა, არ ვიცი.
ეს ვნახე მე იქ.
ბიჭები ომობდნენ, ჩვენ რადგან ტყვიავში ვიდექით, პირველი დაჭრილებიც ჩვენთან შემოდიოდნენ;
ჰოდა ისინი ომობდნენ, ქანცის გაწყვეტამდე, სიკვდილამდე…
ჩვენც რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით და მერე თბილისში ვუშვებდით;
სამასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს ჩემმა კოლეგებმა: ექიმებმა,. მედდებმა, სანიტრებმა, ჩვენი ბატალიონის მძღოლებმა, ჩემმა მეთაურმა და ჩემმა შტაბის უფროსმა.
—-
ტყვიავის მერე იყო კარალეთი, მიწაზე გვეძინა;
რა დისკომფორტი, რა წუწუნი!
მერე იყო გორი. ჩაბნელებული დაცლილი გორი, მხოლოდ ძაღლების ყეფა რომ ისმოდა ღამით.
გორის ჰოსპიტლიდან ჩვენი ძველი თანამშრომლები ჩამოვიდნენ და საჭმელი ჩამოგვიტანეს;
მერე ზემოთ აგვიყვანეს და
ვიბანავეთ!!!! ეს იყო ნეტარება. აგვისტოში, მეხუთე დღეს.
გაგიკვირდებაათ? რომ დავწერო რომ
სიყვარულით ვიხსენებ ამ დღეებს?
რატომ იცი?
იმიტომ რომ იქ
ჩვენ
ყველა
ერთნი ვიყავით.
იქ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
ყოფილიყო ეს ომი პოლიტიკოსების ხუშტური, მათი ბინძური თამაში…
ეს ჩვენ არ შეგვხებია, რადგან მართლები ვიყავით საკუთარ სინდისთან.
და როცა ეზოში დაჭრილებით სავსე მანქანა შემოდიოდა, ჩემი გოგოები და ბიჭები-ფუტკრებივით შეესეოდნენ ხოლმე და სათითაოდ ყველას საკუთარი შვილებივით უვლიდნენ!
საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანებო!
დაუმადლებლად, დაუყვედრებლად, სიყვარულით და ერთგულებით…
სამშობლო რომ ქვია, და იქამდე ფეხიც რომ არ გვქონდა დადგმული, იმ ადგილების სიყვარულით…
——
და ბოლოს
მერე რა თუ
სადღაც წითელ ხიდთან რიგები იდგა
მერა რა თუ
ვიღაც მაღალჩინოსანი ბრიყვი ერთხელაც ჩამოვიდა მძღოლის მანქანით, გადმოვიდა გაბღენძილი, გადმოგვხედა როგორც მეფემ ზემოდან და რომ დაინახა გოგოები სისხლიან ხებეებს მდინარეში რეცხავდნენ
დაიღრიალა:-ეს პრასტიტუტკები აქ რა დღეში არიანო!!!!
იქვე მიუჩინა ლაშა ქოიავამ იმას ადგილი და ისიც წავიდა უკან კუდამოძუებული….
მერე რა თუ
ჩვენი ბატალიონი ბოლო წუთამდე ჩატოვეს ტყვიავში და დაავიწყდათ ჩვენი ევაკუაცია…
ეს ყველაფერი-არაფერი იყო იმასთან შედარებით
რაც ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა იქ იყოჩაღეს!
მე თავად თერაპევტი ვარ, ჩემი წვლილი წვეთია ზღვაში;
არ ვკეკლუცობ და არ მომაქვს თავი
მაგრამ მინდა იცოდეთ
რამდენი ცუდიც არ უნდა ხდებოდეს გარშემო
ჩემს ქვეყანას ჯერ კიდევ ყავს
ჯილა ბიჭები და ვაჟკაცი გოგოები!
და ისინი ჩვეულებრივი-შენნაირი და ჩემნაირი ადამიანები არიან: ცხოვრობენ, იცინიან, ტირიან, აშავებენ, აკეთებენ
ოღონდ
თუ სამშობლოს დაჭირდა
(სამშობლო-თურმე არ ყოფილა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვა)
უხმოდ წავლენ და თავს შეაკლავენ!
მე და შენ როცა მშვიდად გვძინავს, ისინი ეხლაც სამხედრო სწავლებებზე არიან…
—-
ისე მინდოდა ყველაფერი ერთად მეთქვა, ცოტა აბდა-უბდა გამომივიდა, მაგრამ
არ მიწყინოთ
ეს არის ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთადერთი რამ, რითაც ვამაყობ.
ჰო, წაგებულია ეს ომი.
მაგრამ როცა დავბერდებით
ალბათ მაინც სიამაყით გაგვახსენდება რომ
ერთხელაც აი ასე
მოგვიწია ჩვენი სამშობლოსთვის ტყვიების ქვეშ დგომა…
ამიტომ მომიტევეთ როცა საშინლად ვმწარდები
როცა გიბონივით მაგიდაზე მოხტუნავე ვიღაცა ქალს ვხედავ…
რომელიც დღეს ჩემი ქვეყნის სახეა, საუბედუროდ
რომელიც
ჩემი სანიტრის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს!!!
მადლობა გმირებს, სახელიანს, უსახელოს..
მადლობა უფალს რომ ერთხელ ცხოვრებაში იქ მომახვედრა, სადაც მე ჩემი სამშობლოს სიყვარული ყველა უჯრედით შევიგრძენი
❤️
მადლობა ჯარისკაცებს
მადლობა ჩვენს პატრიარქს, თავისი ღვაწლისათვის
❤️
არა ვართ ჩვენ ცუდი ხალხი
ჰოდა რა ჯანდაბა გვემართება მშვიდობიან დროს… ((
ნეტავ რა ხდება ეხლა გაგრაში, სადაც ჩემი ბავშვობა დავტოვე?
ყველას თავისი “გაგრა” აქვს
და აი ამ ტკივილს ქვია
სამშობლო.

Posted in 2008 | Tagged: , , | Leave a Comment »

ალექსანდრე პოტიომკინი – ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას

Posted by iberiana on აგვისტო 4, 2022

274371026_1157817484961847_6103107728259059710_nალექსანდრე პოტიომკინი

ლეგენდები, რომლებიც აკნინებს ცნობიერებას

მიმართვა საქართველოს პარლამენტარებს, ჟურნალისტებს,
საჯარო დიპლომატიას, საზოგადოებრიობას, უფლებადამცველებს

ქართული კულტურის უძველესი ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო ქართული ქალაქი ქუთაისი. „აფსუები“ არასდროს ყოფილან ქრისტიანები და კულტურის, არქიტექტურის, დამწერლობის არანაირი ძეგლი არ შეუქმნიათ.
სულ ცოტა ხნის წინანდელ მაგალითს მოგიყვანთ: ბოლო ოცი-ოცდაათი წელია აღშფოთებას გამოხატავდნენ, სასამართლო დავას აწარმოებდნენ ევროპულ სასამართლოებში, ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა მაკედონიას არ აქვს უფლება ეს სახელი ეწოდებოდეს. მაკედონელები ეს ისტორიულად ბერძნული ეთნოსია და არა სლავური. და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც თავისას – მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდა.

თანამედროვე „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ არც ისტორიული, არც იურიდიული უფლება არ აქვს სხვისი ისტორიული სახელი ჰქონდეს. აფხაზები ეს ქართული ეთნოსია ამ მხარეს კი უნდა ერქვას „დროებითი აფსუა“. ამ ეთნოსის წარმომადგენლები ისტორიულად თავს „აფსუებს“ უწოდებენ, თავიანთ ქვეყანას კი  „აფსნის“ და არა „აფხაზეთს“. საქართველოს პარლამენტარებს ვთავაზობ, განიხილონ და დაამტკიცონ ამ ტერიტორიის ოფიციალურ სახელწოდებად „დროებითი აფსუა“ და არა აფხაზეთი.

„აფხაზი“ ხალხი ეს გამოგონილი ხალხია, მეფის რუსეთის ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში ბოლშევიკების დამკვიდრებული.

თქვენ, ქართველები რატომ იჩენთ ასეთ სასტიკ გულგრილობას საკუთარი ისტორიისადმი და წინაპართა ხსოვნისადმი? რატომ დაუშვით უცხო ხალხისთვის „აფსუებისთვის“ აფხაზები ეწოდებინათ და კვლავაც ასე უწოდებთ, ხოლო ომით წართმეულ თქვენს ისტორიულ ტერიტორიებს, საიდანაც იარაღის ძალით გამოდევნეს ასიათასობით ქართველი, ათიათასობით კი დახოცეს და დახვრიტეს, – აფხაზეთს!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/afxazeti/a-potiomkin/

Posted in 2022, აფხაზეთი - Abkhazia | Tagged: , | Leave a Comment »

კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი. 2017

Posted by iberiana on ივლისი 20, 2022

კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის საუბრის  აუდიოჩანაწერი

2017 წლის ივნისი

საუბარი ეხება გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს.

Posted in 2017, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო და თურქეთი”

Posted by iberiana on ივნისი 26, 2022

288462118_570825264633071_5456576562856945836_nსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო და თურქეთი: მეცნიერული და კულტურული კვლევების პერსპექტივები”

24 და 25 ივნისს მიმდინარეობდა საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  “საქართველო და თურქეთი: მეცნიერული და კულტურული კვლევების პერსპექტივები“, რომლითაც უნივერსიტეტი აგრძელებს  თხუთმეტი წლის წინ დაწყებულ სამეცნიერო, საზოგადოებრივ, აკადემიურ და კულტურულ აქტივობას ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობების გაღრმავებისა და თურქეთელ ქართველებთან დაახლოების მიმართულებით!

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა  ქართველმა და თურქმა ბეცნიერებმა, როგორებიც არიან: როლანდ თოფჩიშვილი, ინგა ღუტიძე, ზურაბ ხონელიძე, მანანა ტაბიძე, მაკა ბერიძე, ჰარუნ ჩიმქე, კეისუკე, ვაკიზაკა,  ფეჰმი უზალი (უსტიაშვილი). ნათია ფუტკარაძე, ნინო ჟორჟიკაშვილი, ლელა აბდუშელიშვილი, ბელა კოპალიანი, მაკა სალია, ზაზა წურწუმია, მერი გაბედავა, ვალერი არღუთაშვილი და სხვები.

კონფერენციის მასალებს გამოვაქვეყნებთ ეტაპობრივად.

Posted in 2022, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ღარიბაშვილი: თუ კანდიდატობაზე გადაწყვეტილება იქნება შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ფარდას ავხდი

Posted by iberiana on ივნისი 11, 2022

ირაკლი ღარიბაშვილი: “თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი,  ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით ხალხის შეურაცხყოფად აღიქვამს. მან ამ საკითხზე პირველი კომენტარის დროს ჟურნალისტებთან თქვა, რომ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, “ყველაფერს ფარდას ახდის”.

თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი”, – თქვა მან.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ეს მისი შეფასებით “სიმბოლურია“.

“ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რომლის დიდი იმედი მაქვს ჯერ კიდევ, ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის და ჩვენს ინტერესებშია და არ იქნება რუსეთის ინტერესებში…

ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80 პროცენტი მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების – ეს არის აღმაშფოთებელი. მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ.

სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ…” – თქვა მან.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას ელოდება. ეს საკითხი 23-24 ივნისს განიხილება.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს “დესტრუქციულ როლს” ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.
radiotavisupleba.ge

Posted in 2022, პოლიტიკა | Tagged: , , | 1 Comment »

დიმიტრი ხუნდაძე რეზოლუციაზე – საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა! 

Posted by iberiana on ივნისი 11, 2022

xundadze__53x43დიმიტრი ხუნდაძე რეზოლუციაზე – საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა!  რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!

გუშინდელი დღე დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება არ იყო – გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა! – ამის შესახებ ნათქვამია უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსს” წერილობითი სახით თავად დეპუტატმა მიაწოდა. ხუნდაძე ასეთ შეკითხვას სვამს: “რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!”.

თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძია პოზიცია. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

“მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუცია ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?!

“დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ipn.ge

Posted in პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 2 Comments »

მიხეილ მურვანიშვილი

Posted by iberiana on აპრილი 13, 2022

Georgian Surnames – ქართული გვარები

278323555_519083929754854_971974053944161588_n

მიხეილ მურვანიშვილი – კაცი რომელმაც ლამის საქართველოს ტყეების ნახევარი გააშენა

რომ არა ეს კაცი, სურამი, როგორც კლიმატური კურორტი, დღეს არ იარსებებდა

იცოდით რომ სურამში ბაიათხევის, კვირაცხოვლის და გვერდისუბნის ფერდობები მთლიად ხელოვნური ტყითაა განაშენიანებული და ეგ უნიკალური ფიჭვი თავისით არ ამოსულა?

ამ კაცმა გააშენა მთლიანად, რასაც 28 წელი მოანდომა და ეს არაა ერთადერთი სიკეთე, რაც გააკეთა თუ დაგვიტოვა.

მთელი ცხოვრება აქტიურ საგანმანათლებლო სამუშაოებს ეწეოდა და ქვეყნის რომელ რეგიონშიც ნიშნავდნენ, იმის გარდა რაც ევალებოდა, (ძირითადად ტყის გაშენება თუ დაცვა), ყველგან სკოლებს და უფასო სამკითხველოებს ხსნიდა და სხვა პრობლემებსაც უგვარებდა მოსახლეობას. ქრონოლოგიურად მივყვეთ:

როგორც კი სატყეო სასწავლებელი დაამთავრა, იმავე წელს დანიშნეს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. დაინიშნა თუ არა, უფასო სამკითხველოები გახსნა მარტყოფშიც და საგარეჯოშოც, სადაც ადგილობრივი მასწავლებლები ახალგაზრდებს უკითხავდნენ წიგნებს.

ამ პერიოდში რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრის ბრძანებით გამოიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველას ეძლეოდა ტყის გაჩეხვის უფლება. ამ კაცმა პროტესტი გამოთქვა და “ივერიაშიც” გამოაქვეყნა წერილი, რომ ეს დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ბუნებას. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მოხსნეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს ლორეს სატყეოში, რაც მნიშვნელოვან ჩამოქვეითებას ნიშნავდა.

ამ ამბავს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე და “ივერიაში” გამოქვეყნა წერილი, სადაც წერდა რომ ამ კაცს ერთი მომდურებელიც კი არ ყავს რეგიონში და რაც იქ მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში, ტყის გაჩეხვის ერთი ფაქტიც კი არ ყოფილაო. თუ გლეხებს რამე ჭირდებოდათ ტყიდან, მთავრობასთან თვითონ შუამდგომლობდაო. გარდა ამისა საგარეჯოს წიგნთსაცავის გამგეობის წევრია და სულ იმას ცდილობდა, რომ გაემდიდრებინა ეს წიგნთსაცავიო. ასევე გლეხებისთვის იყიდა ვაზის სასხურებელი მანქანა, გოგირდის შესაბერი და შეეძლოთ გლეხებს უფასოდ გამოეყენებინათო. ნეტა რა ავმა ენამ დააშორა ეს სასარგებლო კაცი და ხალხის გულშემატკივარი სოფელსო?

ამის შემდეგ ყვარლის სატყეოში გადაიყვანეს და თვითონ სოფელ გავაზში დასახლდა. სოფელს მანამდე სკოლა არ ქონდა და ორი დაწყებითი სკოლა გახსნა, ერთი ბიბლიოთეკა და ააშენა შენობა, სადაც იმართებოდა წარმოდგენები.

რადგან სურამიდან იყო, სურამს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯერ კიდევ საგარეჯოში ყოფნისას, სურამში გახსნა სამკითხველო და “ივერიაში” გამოაქვეყნა წერილი, სადაც ითხოვდა რომ წიგნებით დახმარებოდნენ ბიბლიოთეკას. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამხილა სურამის მამასახლისი, რომელიც ფულს არ უხდიდა სკოლის მასწავლებლებს.

ყვარლის მერე გადაყავთ აბასთუმნის და შემდეგ ბაკურიანის სატყეოში. სოფელ თორში იწყებს ცხოვრებას, სადაც სასმელი წყალი არ არის. მისი მეთაურობით იწყება წყალსადენის გაყვანა, შენდება სკოლა და კეთდება სოფლამდე მისასვლელი საურმე გზა, 14 კილომეტრიანი – თორიდან ბორჯომამდე, რომელსაც ხალხმა მისი გზა დაარქვა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/murvanishvili/

Posted in საამაყო ქართველები | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

Posted by iberiana on აპრილი 2, 2022

gamsakhurdia

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად  გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

,,როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასოს ტიპისას, კაციჭამიობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც ,, ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას”. და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაეროს ჯარებს გზავნიან, მაგრამ, როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობის ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება. იმის გასარკვევად თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულად მოიხსენიებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას, დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად, როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება, და თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ ამხობენ მას, ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დჟამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას, სწორედ ეს მოხდა საქართველოში.

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-3/

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

თენგიზ კიკაჩეიშვილი – ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო!

Posted by iberiana on მარტი 31, 2022

kikacheishvili

თენგიზ კიკაჩეიშვილი – ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო

ზვიად გამსხურდიას როლს ეროვნულ მოძრაობაში თვით მისი ოპონენტებიც კი დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ის ღირებულებები, ის რეალური ქმედებანი, რაც ზვიად გამსხურდიამ ერის განთავისუფლებისათვის განახორციელა, წარმოჩენილია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამას მისი მტრებიც აღიარებენ. ბუნებრივია, გამსხურდიამ მიიღო ყველა აქტი, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. ეს იყო რეფერენდუმი, არჩევნები და სხვა. ანუ, მან სამართლებრივი თვალსაზრისით თავისუფლება მოუტანა საქართველოს. ეს ფაქტები მისი პოლიტიკური მოღვწეობის შეფასებისთვის უკვე საკმარისია.

დღეს ძალზე ხშირად საუბრობენ, რომ კარგი დისიდენტი კარგი პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს. მაგრამ უცნაურია, როცა დღევანდელ საქართველოში საკითხს ასე სვამენ. თუ ზვიად გამსახურიდა ცუდი პოლიტიკოსი იყო, პარალელი უნდა გაევლოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, არადა საქართველოში დარღვეულია სახელმწიფოებრივი ნიშნებისაზღვრები არ არის, ტერიტორიები დაკარგულია და ა.შ.

ზვიად გამსახურდიას დროს საზღვრები და ტერიტორიები შენარჩუნებული გვქონდა. იგი ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო.”

თენგიზ კიკაჩეიშვილი

პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტიკური ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" ლიდერი

1999 წლის 31 მარტი

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" № 84 (3125)

დავით არაბიძის არქივიდან

Posted in 2022, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

დავით ჩხარტიშვილი: ფსონები ბევრად მაღალია, ვიდრე უკრაინის ნეიტრალიტეტი და ბანდერა-შუხევიჩის დეჰეროიზაცია

Posted by iberiana on მარტი 22, 2022

d.chkhartishvili

დავით ჩხარტიშვილი: ფსონები ბევრად მაღალია, ვიდრე უკრაინის ნეიტრალიტეტი და ბანდერა-შუხევიჩის დეჰეროიზაცია

2 მარტი, 2022

ხატია იაშვილი:

გთავაზობთ ინტერვიუს პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან, რომელიც აანალიზებს ომს და გვახსენებს კიევის რუსეთის შორეულ ისტორიას.

– ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის ფრონტის წინა ხაზიდან, როგორ თვლით, ვის აქვს პრიორიტეტი?

– რუსებს. აქვე აღვნიშნავ – უამრავი მედიასაშუალება და დაინტერესებული პირი ცდილობს, საკუთარი, დილეტანტური ინტერპრეტაცია მისცეს უკრაინულ მოვლენებს. ამიტომ ოდნავ შორიდან დავიწყებ. მიმდინარე რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს ორი განზომილება აქვს, წმინდა ადამიანური, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს ვგულისხმობ და გეოპოლიტიკური, სადაც პრაგმატული გათვლები და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. არ დაგავიწყდეთ, რომ პროცესი საქართველოსაც უქადის ტექტონიკურ ძვრებს, პოლიტიკურ-მედია ძალთა გადაფორმატირებას, ამიტომ ამ პროცესების ანატომია ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ, იგივე დღეში რომ არ აღმოვჩნდეთ. ახალი მეხსიერების კონსტრუირებამ უკრაინელი ხალხისთვის მოიტანა ომი, გაუცხოება აღმოსავლეთსა და დასავლეთ უკრაინას შორის. ამით ისარგებლა რუსმა, ეს ცალსახაა, მაგრამ თუ კონფლიქტს ისტორიულ ჭრილში არ განვიხილავთ, ფორმალიზმის ტყვეობაში დავრჩებით. კომიქსებსა და 90-იანების “ბოევიკებზე” აღზრდილ პირებს ეს ძალიან უჭირთ. ისინი შეჩვეული არიან მარტივ შავ-თეთრ სქემებს და ეჭედებიან იქ, სადაც რთული აზროვნების, ფენომენოლოგიური სფერო იწყება. ამიტომაც ხმაურობენ ხოლმე ყველაზე მეტს, იყენებენ ტაბუს, ნახევარსიმართლეს, სტერეოტიპებსა და დაზუთხულ, სააკაშვილის დროინდელ მანტრებს. მოკლედ, სოციალური ფსიქოლოგიის წიაღსვლებში რომ არ გადავვარდეთ, ისტორიას დავუბრუნდები. აღმოსავლეთ სლავური ერის ბედუკუღმართობაზე ბევრი ითბობს ხელს. ჩემი აზრით, ეს ორივე – უკრაინელი და რუსი ხალხის ტრაგედიაა, რომელიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და ცივსისხლიანი სტრატეგების გამოისობით დატრიალდა.

– მოდით, მაშინ კიევის ისტორიას გადავწვდეთ, დღემდე არ განხილულა ჩვენს გაზეთში ეს თემა დაწვრილებით.
– კიევი ხომ რუსული ქალაქების დედაა, კიევ-პეჩორის ლავრა კი რუსეთისთვის იგივეა, რაც გელათის აკადემია – ჩვენთვის. მე-15 საუკუნიდან ჩვენ, ქართველები, არ ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილები აღარ იყო საქართველო. ასევეა იქაც. თუ ჩავუღრმავდებით, ნათლად დავინახავთ სრულ სურათს. ქართული და რუსული მიწების დაშორება დროშიც კი ემთხვევა – მიზეზიც საერთოა, მონღოლების შემოსევა. ასე მაგალითად, ურდოს გაქცეული კიევის მიტროპოლიტი მაქსიმი 1299 წელს გადადის ვლადიმირში, მე-14 საუკუნეში კი მოსკოვის აღზევების გამო, სრულიად რუსეთის (ანუ კიევის) ახალ მიტროპოლიტს იქ გადააქვს რეზიდენცია. 1442 წელს მსოფლიო პატრიარქი ხელს აწერს ფლორენციის უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან. მოსკოვში ამ გაერთიანებას არ აღიარებენ, ბერძენი მიტროპოლიტი ისიდორე კი ბრუნდება კიევში უნიის ხელმოწერის შემდეგ. სხვათა შორის, ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ესწრებოდნენ იმ კრებას შუაგულ ევროპაში, მყისვე მტკიცე უარი განუცხადეს პაპს და ბერძნებს. 1448 წელს მოსკოვის რუსეთში აირჩიეს პირველი რუსი მიტროპოლიტი იონა, რომელიც პირველი განხეთქილების მიზეზი გახდა კიევის რუსეთსა და მოსკოვის რუსებს შორის. ამ დროისთვის, ჩვენთანაც ჩნდება 2 ავტოკეფალური ეკლესია – ცენტრით ქართლსა და აფხაზეთში. 1290 წელს ქართული ერთიანი ეკლესიიდან გამოიყო აფხაზეთის საკათოლიკოსო, რომლის იურისდიქცია მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, ცენტრით ბიჭვინთაში. 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოს და აფხაზეთის გაუქმებული ეკლესიები (1814 წ.) აღდგა ერთიანი საეკლესიო სხეულის სახით 1917 წელს. ამ დროს თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე მოვლენები ვითარდებოდა შემდეგნაირად: პოლონურ კოლონიზაციასთან ერთად, დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიაც, რომლის მიზანი იყო მართლმადიდებლების დათანხმება უნიაზე. 1596 წელს უკვე ბრესტში ხელი მოეწერა ახალ უნიას, რომელმაც კიევის მიტროპოლია გააუქმა. ასე გაჩნდა უკრაინაში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უნიატები), ფორმით მართლმადიდებლური, შიგთავსით – კათოლიკური. მართლმადიდებლობა, ანუ როგორც იმჟამინდელ უკრაინელებში ეძახდნენ “რუსული რწმენა”, ხდება იდეოლოგიურ ფუნდამენტად პოლონეთის მოძალების წინააღმდეგ. ამ კონფლიქტის უმაღლეს წერტილად კი იქცა ბოგდან ხმელნიცკის 1648 წლის აჯანყება, რის შედეგადაც, 1654 წელს ქ. პერესლავში ხელი მოეწერა შეთანხმებას ზაპოროჟიელ კაზაკებსა და მოსკოვის მეფეს შორის. შედეგების მიხედვით, კაზაკების მიერ პოლონეთისთვის წართმეული ყველა ტერიტორია გადადიოდა მოსკოვის სამეფოს მფარველობის ქვეშ – მართლმადიდებლებითურთ! როცა ისტორია და კონტექსტი იცით, სხვა ოპტიკით ხედავთ და სხვაგვარად გვესახება იქაური პრობლემების გადაჭრაც, მაგრამ ამჟამინდელი სახელისუფლებო უკრაინული ელიტა და ქართული პარტიული ტელევიზიები ასეთ განმარტებებს არ იღებენ. ისინი, ერთი მხრივ, არიან ხორცი ხორცთაგანნი სხვა, 1939 წელს სტალინის მიერ ძირითად უკრაინაზე შემოერთებული, უნიატური, დასავლური უკრაინის მემკვიდრეები, მეორე მხრივ კი, უბრალოდ, უვიცები.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/russia/ukraina-2/

Posted in რუსეთი-Russia | Tagged: , | Leave a Comment »