Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘დადგენილება’

დადგენილება “კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ”. 28.12.1990

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2023

***

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება

კანონითგაუთვალისწინებელიშეიარაღებული
ფორმირებებისაკრძალვისშესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, რაც აძლევს შესაძლებლობას საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მოიხადონ თავიანთი საპატიო ვალი სამშობლოს წინაშე, და აგრეთვე მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ რესპუბლიკაში მოქმედი კანონით გაუთვალისწინებელ ფორმირებებს დესტაბილიზაცია შეაქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო მშვიდობის, მოქალაქეთა სიცოცხლესა და კანონით დაცულ ინტერესებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. აიკრძალოს რესპუბლიკაში კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნა და მოქმედება.

2. წინადადება მიეცეთ კანონით გაუთვალისწინებელ შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებულ პირებს ერთი თვის ვადაში ჩააბარონ იარაღი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებს.

3. დადასტურდეს, რომ თუ ამ დადგენილების მეორე პუნქტში აღნიშნული პირები დათქმულ ვადაში ნებაყოფლობით ჩააბარებენ იარაღს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებანი.

საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
გამსახურდია.
თბილისი. 1990 წლის 28 დეკემბერი.

 საქართველოს რესპუბლიკა.– 1990. – 29 დეკემბერი. – № 19. – 3 გვ.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1990, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

uzenaesi sabcho

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს დადგენილება ბუნებრივი რესურსების შესახებ

Posted by iberiana on ოქტომბერი 5, 2017

femap[1]

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა 

ბუნებრივი რესურსების – მიწის, წყლის, ტყის გასხვისების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ უპირატესი უფლება ისარგებლონ საქართველოს სასიციცხლო სივრცით –  მიწით, წყლით, ტყით, საძოვრებით;

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია დაიცვას საქართველოს მიწა, ტყე, წიაღისეული. წყალი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მე-11 მუხლის თანახმად, “მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებას შეადგენს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა, მისი წიაღი, წყალი, ტყე, საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა შავი ზღვის სანაპირო და კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსები;

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილების, საქართველოს რესპუბლიკის კანონების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

  1. საქართველოში 1992 წლის სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე, ბუნებრივი რესურსების გასხვისების, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების შესახებ მიღებული ნორმატიული აქტები გამოცხადდეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ;
  2. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის სასიცოცხლო სივრცის შეზღუდვა, კერძოდ, წიაღით, წყლით, ტყით, მიწით, საძოვრებით სარგებლობის უფლებების წართმევა გამოცხადდეს არაადამიანურ ქმედებად და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მიეცეს სათანადო იურიდიული შეფასება.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

თავმჯდომარის მოადგილე:

ა. ჟღენტი

თბილისი, 2006 წლის 22 დეკემბერი.

This slideshow requires JavaScript.

Posted in უზენაესი საბჭო | Tagged: , , , | Leave a Comment »